forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> შევაფასოთ კომპანიები, გავუზიაროთ ერთმანეთს ინფო სამუშაო პირობებზე
Heart_of_Darkness
ツンデレ


*****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 3328
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16

გამოგზავნილია: 30 Sep 2019, 23:31  #55313102      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მეგობრებო, ვფიქრობ კარგი იქნება თუ ისეთი თემა იარსებებს, სადაც ერთმანეთს გავუზიარებთ ინფოს, იმ კომპანიების შიდა სამზარეულოზე, რომელზეც ხელი(თუ ყური) მიგვიწვდება. სულ მცირე ანაზღაურება დაახლოებით როგორია, რეალური სამუშაო გრაფიკი, დამოკიდებულება თანამშრომლებს შორის და ა.შ.
user posted image
ბოლო პერიოდია გასაუბრებეზე ხშირად მიწევს სიარული, თან ვმუშაობ და გასაუბრებისთვის გათავისუფლება ჩემთვის არც ისე მარტივია, ხშირად მიწევს იმაზე ფიქრი, საერთოდ ღირს თუ არა, ამ გასაუბრებაზე წასვლა. თან როცა გასაუბრებაზე გიბარებენ, წინასწარ ანაზღაურებას არ გეუბნებიან, ბოლოს ისეთი თანხა მითხრეს, მივხვდი რომ მგზავრობაში ტყუილად დავკარგე დრო. წინასწარ რომ მცოდნოდა არც მივიდოდი.
გარდა ამისა, ანაზღაურებაზე არანაკლებ საინტერესო სამუშაო გარემოა, იმის ცოდნა რამდენად ფქისოლოგიურად გაწონასწორებული მენეჯმენტი ჰყავს კომპანიას და რეალურად რას შეიძლება გავალებდნენ.
user posted image
მაგალითად, ახლა მაინტერესებს ,,ჯი პი აი ჰოლდინგის" მარკეტინგის დეპარტამენტში რა სიტუაციაა, ზოგადად გამიგია, რომ სადაზღვეო სექტორში დაბალი ხელფასებია, მაგრამ კონკრეტულად მარკეტინგის განყოფილებაში რა სიტუაციაა, ამაზე ინფო ვერ მოვიპოვე.
B l a c k J a c k
Джентелмен Удачи


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8831
წევრი No.: 89070
რეგისტრ.: 16-April 09

გამოგზავნილია: 1 Oct 2019, 15:25  #55315290      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აქვე პროტოკოლისთვის:
ყველაფერი ყველაფერი, მაგრამ ისე დაპოსტეთ კონფიდენციალურობა არ დაარღვიოთ ან კონტრაქტის პირობები. შეიძლება ისეთი პუნქტი იყოს ხმის ამორება 3 წლის შეგეძლოს მხოლოდ რამეზე. ასე, რომ ვინმეს ან რამეს ტყუილად ნუ მიჭორვათ.
ასევე სახელფასო განაკვეთის დაპოსტვას არ გირჩევთ. პიმები აგზავნეთ რამდენიც გინდათ biggrin.gif


--------------------
Smile man . . . God loves you . . . .

Don't want to die? Don't be born . . .

If u are walkin' through hell . . . Keep walkin' . . .

"De Woch fangt scho guat o "
Grows
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 605
წევრი No.: 251574
რეგისტრ.: 12-July 19

გამოგზავნილია: 1 Oct 2019, 16:45  #55315599      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არ არსებობს შენთვის კარგი ადამიანი. არსებობს თავისთვის კარგი ადამიანი. ნებისმიერი ადამიანი იმდენადაა კარგი შენთვის, რამდენადაც შენ ხარ სასარგებლო მისთვის. ბიზნესში 100მაგად ეგრეა.

საქართველოში არსად, არც საერთაშორისო ბრენდის კომპანიებში, არ მოქმედებს ზოგადი ეთიკის და კანონიერების წესები. ყველა ყოველთვის მაინც ქვეშიდან გამოძრომას ცდილობს, ცდილობს ხელფასი დაგაკლოს, წინ არ გაგიშვას, ზედმეტი გამუშაოს... რაც უფრო "მაგარი" კომპანია ჩანს გარედან, მით უფრო ნაგვის გროვაა შიგნით.

სკამი, ფული და ნეპოტიზმი. ამ სამებაზე დგას დღეს კომპანიების "კულტურა" საქართველოში. ჩემი ფეხი აღარ იქნება სხვის კომპანიაში აღარასდროს.

პ.ს. პრობლემა თავად ეგ მოცემულობა არ არის. პრობლემა ტყუილია. გაგბერავენ ტყუილებით, დაგაჯერებენ რომ ანგელოზები არიან და მერე ყოველ ფეხის ნაბიჯზე პადკატებს გიკეთებენ. sick!
playstation
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16069
წევრი No.: 121402
რეგისტრ.: 22-September 10

გამოგზავნილია: 7 Oct 2019, 22:43  #55342020      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
jobrates.ge
ა ბატონო აქ შეგიძლია შეაფასო და თავადაც ნახო სხვა კომპანიებზე რას წერენ დასაქმებულები ფარულად
stelss93
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9718
წევრი No.: 90646
რეგისტრ.: 5-May 09

გამოგზავნილია: 8 Oct 2019, 08:19  #55342801      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საჭიროა ყველა სახის სახელმწიფო და კერძო კომპანიების და ფირმების შავი სია-BLACKLIST - სადაც მოცემული იქნება მათი დასახელება-მისამართი, საქმიანობა და სამუშაო გარემო, მფლობელ-მენეჯმენტის გვარ-სახელები, ხელფასები და სხვა, როგორც ეს ევროპა-ამერიკა და სხვა ნორმალურ ქვეყნებშია.

This post has been edited by stelss93 on 8 Oct 2019, 08:23
ladusha2
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1553
წევრი No.: 118061
რეგისტრ.: 6-July 10

გამოგზავნილია: 8 Oct 2019, 10:21  #55343027      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
stelss93

ეს ნამდვილად საინეტერსოა, ძალიან ბევრი კომპანი ვიცი , ერთს ხურავენ მეორეს ხსნიან, ვალები რომ ჩამოიწერონ. ასერომ მთელი პირადი ინფო უნდა შეიყვანო მევალეების როგორც კომპანია, ისე მათი დამფუძნებლები და დირექტორი.
Heart_of_Darkness
ツンデレ


*****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 3328
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16

გამოგზავნილია: 5 Nov 2019, 11:22  #55446765      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (playstation @ 7 Oct 2019, 22:43 )
jobrates.ge
ა ბატონო აქ შეგიძლია შეაფასო და თავადაც ნახო სხვა კომპანიებზე რას წერენ დასაქმებულები ფარულად

ეგ საიტი კი ვიცი, მაგრამ ძირითადად დაბალი რგოლის თანამშრომლების შეფასებებია,
მაგალითად, ,,საქართველოს ბანკი" რომ ავიღოთ, ძირითადად მოლარეების და ოპერატორების შეფასებებია, რაზე დაყრდნობითაც ვერ გავიგებ მაგალითად მარკეტინგის დეპარტამენტის თანამშრომლები რამდენად კმაყოფილი არიან სამუშაო პირობებით.
ფორუმზე კი, რასაც ვაკვირდები, ცოტა სხვა რეალობაა. ხშირად შიდა სამზარეულოში ჩახედილი ხალხი პოსტავს, რომელსაც თუ არ უმუშავიათ იმ კომპანიაში, მაღალ რგოლზე, ნაცნობი მაინც ჰყავთ, რომელმაც მუშაობდა ან მუშაობს.
მე მაგალითად, წინა სამუშაოდან გამომდინარე, ერთი 10 კომპანიის მაღალ რგოლში რა ხდება, ამაზე ინფო დამიგროვდა. მგონი, კარგი იქნება თუ გავცვლით ამ ინფოს, რა თქმა უნდა, ისე რომ არავინ დაზარალდეს.
გიორგი XII
In nomine Domini


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 37162
წევრი No.: 85117
რეგისტრ.: 21-February 09

გამოგზავნილია: 5 Nov 2019, 14:56  #55447471      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
ფორუმზე კი, რასაც ვაკვირდები, ცოტა სხვა რეალობაა. ხშირად შიდა სამზარეულოში ჩახედილი ხალხი პოსტავს

lol.gif facepalm.gif


--------------------
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო...
Heart_of_Darkness
ツンデレ


*****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 3328
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16

გამოგზავნილია: 6 Nov 2019, 22:30  #55452994      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (გიორგი XII @ 5 Nov 2019, 14:56 )
QUOTE
ფორუმზე კი, რასაც ვაკვირდები, ცოტა სხვა რეალობაა. ხშირად შიდა სამზარეულოში ჩახედილი ხალხი პოსტავს

lol.gif facepalm.gif

ვერ მივხვდი რა იყო სასაცილო rolleyes.gif
chele23
301


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 659
წევრი No.: 96309
რეგისტრ.: 23-July 09

გამოგზავნილია: 7 Nov 2019, 11:07  #55454312      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Grows)
რაც უფრო "მაგარი" კომპანია ჩანს გარედან, მით უფრო ნაგვის გროვაა შიგნით



100%


--------------------


სამასმეერთე
neo>
introverted extrovert


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2417
წევრი No.: 226782
რეგისტრ.: 8-December 16

გამოგზავნილია: 7 Nov 2019, 14:29  #55454932      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Heart_of_Darkness
რა ინფოც შეგროვდება კაი იქნება თუ პირველ პოსტში დარედაქტირდება გაფანტულად რომ არ იყოს

QUOTE
მე მაგალითად, წინა სამუშაოდან გამომდინარე, ერთი 10 კომპანიის მაღალ რგოლში რა ხდება,
ამაზე ინფო დამიგროვდა. მგონი, კარგი იქნება თუ გავცვლით ამ ინფოს, რა თქმა უნდა, ისე რომ არავინ დაზარალდეს.

კარგი იქნება



--------------------
რატომ მისტერ ანდერსონ?
ნიკიი
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 42
წევრი No.: 253416
რეგისტრ.: 25-October 19

გამოგზავნილია: 9 Nov 2019, 12:57  #55461397      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Jobrate.ge არის ასეთი გემრიელი საიტი.
ნახავ ინფოს ორგანიზაციებზე, სად როგორ ტარდება გასაუბრება, როგორი მენეჯმენტია, როგორი ხელფასებია.
თან იხალისებ, თან ატირდები იმდენად მწარე რეალობაა.
სანამ სადმე მუშაობას დაიწყებ, იქამდე მანდ მოძებნე კომპანია. თითქმის ყველაა. გაერკვევი, ღირს თუ არა იმ კომპანიაში მუშაობა.
Hiksos
Pain Express


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3111
წევრი No.: 208393
რეგისტრ.: 3-October 15

გამოგზავნილია: 11 Nov 2019, 07:30  #55467789      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Grows
QUOTE
არ არსებობს შენთვის კარგი ადამიანი. არსებობს თავისთვის კარგი ადამიანი. ნებისმიერი ადამიანი იმდენადაა კარგი შენთვის, რამდენადაც შენ ხარ სასარგებლო მისთვის. ბიზნესში 100მაგად ეგრეა.

საქართველოში არსად, არც საერთაშორისო ბრენდის კომპანიებში, არ მოქმედებს ზოგადი ეთიკის და კანონიერების წესები. ყველა ყოველთვის მაინც ქვეშიდან გამოძრომას ცდილობს, ცდილობს ხელფასი დაგაკლოს, წინ არ გაგიშვას, ზედმეტი გამუშაოს... რაც უფრო "მაგარი" კომპანია ჩანს გარედან, მით უფრო ნაგვის გროვაა შიგნით.

სკამი, ფული და ნეპოტიზმი. ამ სამებაზე დგას დღეს კომპანიების "კულტურა" საქართველოში. ჩემი ფეხი აღარ იქნება სხვის კომპანიაში აღარასდროს.

პ.ს. პრობლემა თავად ეგ მოცემულობა არ არის. პრობლემა ტყუილია. გაგბერავენ ტყუილებით, დაგაჯერებენ რომ ანგელოზები არიან და მერე ყოველ ფეხის ნაბიჯზე პადკატებს გიკეთებენ. sick!


რა ვთქვა დასამატებელი ფაქტობრივად არაფერი არ მაქვს.

კერძო სექტორშიც იგივე კატასტროფაა რაც საჯაროში, რაღაც მხრივ უარესიც.
ნეპოტიზმზე რომ საუბრობენ ეგ კერძოშიც არის, უბრალოდ ყველაზე ზედა საფეხურებზე. საშუალო და ქვედა რგოლებში კი სულ ბოლომდე მონებივით ამუშავებენ ხალხს, რაც უფრო ნაკლებადაც გაუვათ აი იმ თანხად.

ზემო რგოლებში კი ისევ "ბობოლა" იდიოტები ინიშნებიან. საერთაშორისო ბრენდის კომპანიაში მენეჯერად ისეთი უტვინო გოგო ვნახე ერთხელ რომ მართლა გამიკვირდა ეგ საერთოდ დამლაგებელზე უფრო მაღალ ადგილზე როგორ მიიღეს. ჰა, როგორც აღმოჩნდა მდიდარი მამიკო ჩაერია თურმე და გაუნაღდა ადგილი.
facepalm.gif


--------------------
ეგ 1.65 სხვა რამეა ეგ არის ლარის დოლარზე გაცვლის კურსი. ლარის კურსი სხვა რამეა.
DRAKONI
Heart_of_Darkness
ツンデレ


*****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 3328
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16

გამოგზავნილია: 12 Nov 2019, 12:16  #55471969      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
,,ჩერნოვეცკის ფონდში" რა პირობებია, როგორი სიტუაციაა, ამაზე ვინმეს ინფო ხომ არ გაქვთ?
ხშირად მხვდება მათი ვაკანსიები,
ფრიად მიმზიდველი ანაზღაურება აქვთ, მაგრამ ორ თვეზე მეტია ერთ პოზიციაზე კადრს ეძებენ და ცოტა მიჭირს იმის დაჯერება რომ ამ ანაზღაურებაზე შესაბამისი კანდიდატის პოვნა გაუჭირდათ...
ნიკიი
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 42
წევრი No.: 253416
რეგისტრ.: 25-October 19

გამოგზავნილია: 12 Nov 2019, 18:23  #55473423      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Heart_of_Darkness
მაგ ორგანიზაციას ქრონიკული ვაკანსიები აქვს.
რით ვერ აიყვანეს და შეავსეს ადგილები.

1 მნიშვნელოვანი რამ:
როცა კომპანია ერთსადაიმავე ვაკანსიას ქრონიკულად აცხადებს, ის კომპანია ვერაა ჩამოყალიბებული. უნივერსალურ ჯარისკაცს ეძებს.
ასეთს ვაკვირდები და არც კი ვაგზავნი.
მათი მოსაწონი არ დაბადებულა.
სულ როგორ უნდა გქონდეს ვაკანსია?
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0252 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]