Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > ლიტერატურა > მიხეილ ჯავახიშვილი |
Posted by: Sikvdila 21 Oct 2005, 10:52 |
რაიმე ლინკი ხომ არ იცით ინტერნეტში, სადაც მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრებაზე იქნება ინფორმაცია ? |
Posted by: დათიკო 21 Oct 2005, 23:04 |
სამწუხაროდ არ ვიცი მაგრამ ამას წინათ ერთი მეტად საინტერესო ლექცია (პატარა ნაწილი) მოვისმინე მისი ცხოვრების შესახებ. უფრო სწორედ მისი ოჯახის შესახებ. ის საშინლად აწამეს. მისი შვილს აღუწერია მისი წამების ისტორია. მისი გარდაცვალების შემდეგ პასტერნაკი დაეხმარა მის ცოლს და ქალიშვილს. შემდეგ როცა პასტერნაკი გარდაიცვალა მიხეილის შვილი ჩავიდა და დაიტირა, ეს გმირობის ტოლფასი იყო იმ დროს. |
Posted by: BEKO 22 Oct 2005, 13:19 | ||
დათიკო
კარგი რა... პასტერნაკი ბევრმა დაიტირა. ბევრნი იყვნენ ქართველებიც. ეს არ იყო გმირობა. გმირობა ბორის ლონიდოვიჩის საქციელი იყო არსებობს ქეთევან ჯავახიშვილის წიგნი მიხელზე. მგონი უნდა მქონდას. კარგი წიგნია. |
Posted by: karlsoni 22 Oct 2005, 13:23 | ||
დათიკო
ქეთევანმა ეგ წამების ამბებიც გადმოცემით იცოდა, დანამდვილებით კი არაფერია ცნობილი. მონანიებაში, მხატვარის სახის შექმნისას ჯავახიშვილის ცხოვრებიდანაც არის დეტალები აღებული. |
Posted by: დათიკო 22 Oct 2005, 23:13 | ||
karlsoni BEKO ხო, მე დაზუსტებით არ ვიცი სამწუხაროდ ეს ისტორია.
ეს მხოლოდ მას შემდეგ რაც ოისტრახი მივიდა პანაშვიდზე და 2 საათის განმავლობაში უკრავდა. მანამდე მგონი ძალიან ცოტა ხალხი იყო. |
Posted by: Solveig 22 Oct 2005, 23:18 | ||||
ნამდვილად. "მაგას გუნდრუკს ვერ ვუკმევ" და ფანჯრების დახურვა (ბერია და ჯავახიშვილი მეზობლები ყოფილან) ჯავახიშვილის ცხოვრებიდანაა. ღვთისმშობლის ტაძრის ამბავი-დიმიტრი შევარდნაძის ცხოვრებიდან (ჯავახისვილი მაგაშიც იყო გარეული)
მე მაქვს. შვილის პოზიციიდან დაწერილი წიგნია, მაგრამ ძალიან ბევრ საინტერესო დოკუმენტურ მასალას შეიცავს. |
Posted by: BEKO 22 Oct 2005, 23:49 | ||
დათიკო
ოისტრახი თუ რიხტერი? თუ ნეიგაუზი? პასტერნაკზე ერთი ლეგენდაა შემორჩენილი, არ ვიცი სიმართლეა თუ არა, მაგრამ მე ძალიან მომწონს. 40-იან წლებში თბილისში რომ ჩამოდიოდა, თურმე ჯერ ვერის ბაზარში გაივლიდა, ერთ ტომარა კარტოფილს იყიდიდა, წამოიკიდებდა ზურგზე და ისე მიადგებოდა ტიციანის ქვრივს. |
Posted by: დათიკო 23 Oct 2005, 02:34 | ||||
BEKO
მგონი დავით ოისტრახი.
მე კი ეს ვიცი რომ მიხეილ ჯავახიშვილის სიკვდილის შემდეგ მის ოჯახში სტუმრობის ყველას ეშინოდა და ისინი ძალიან გაჭირვებულები იყვნენ. შიმშილობდნენ კიდეც. მათთან საჭმელი პავლე ინგოროყვას მიჰქონდა ხოლმე. თან როცა მივიდოდა კარზე ვერ აკაკუნებდა რომ მეზობელს არ გაეგო და წერილს შეაცურებდა ხოლმე კარის ქვეშ. ხოდა ისინიც ხვდებოდნენ ხოლმე რომ ის მისული იყო და აღებდნენ კარს. |
Posted by: GFSM 16 Jul 2007, 17:30 |
ქეთევან ჯავახიშვილის "მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა" მართლაც კარგი ციგნია მრავალი ცნობააა, ბერიაზე კარგად წერია , ისე რომ მის სახელს არ ამბობს ავტორი ნეტა ჯავახიშვილის ქუჩა რამდენმა იცის დღეს საქართველოშოში სადააა |
Posted by: gabarzgaleba 16 Jul 2007, 18:12 | ||
ქუჩა რა შუაშია, ჯავახიშვილს არ კითხულობენ და არ გავჰკარ ქუჩებს და მოედნებს? აი შენ მაგალითად, ჯავახიშვილი გირჩევნია თუ კოწია? მიპასუხე და გეტყვი ვინ ხარ შენ |
Posted by: GFSM 16 Jul 2007, 18:39 |
მე პირადად ჯავახიშვილი მირჩევნია და რა პონტში უნდა მითხრა ვინ ვარ კოწიაც ძაან მომწონს |
Posted by: gabarzgaleba 16 Jul 2007, 19:26 | ||
ჯავახიშვილი თუ გირჩევნია შე ოჯახაშენებულო, კოწია როგორღა მოგწონს ძაან? |
Posted by: GFSM 16 Jul 2007, 19:32 |
ვაახ რას ერჩი ამ კოწიას მაინც ვერ გავიგე თუ ეგრე არ გევასება საერთოდ ნუ ახსენებ |
Posted by: highway 17 Jul 2007, 01:02 | ||
ვიკიპედია- http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98,_%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%98%E1%83%9A ნაწარმოებები- http://www.lib.ge/each_author.php?65 http://www.nplg.gov.ge/ebooks/authors/mikheil_javaxishvili.htm ჩემი აზრით 20 საუკუნის ყველაზე დიდი ქართველი პროზაიკოსი. განსაკუთრებით მოთხრობები მომწონს მაგარი. |
Posted by: GFSM 17 Jul 2007, 10:15 | ||
ეგ ვერეფერი ლინკებია. მაგას საბჭოთ ენციკლოპედია სჯობს
ხო მაგაში მართალი ხარ ჩე,მი აზრით , მართლაც საუკეთესო მოთხრობები აქვს არსენა მარაბდელზე რომ არაფერი ვთქვათ, ჯაყოზე და ა.შ. |
Posted by: gabarzgaleba 17 Jul 2007, 10:18 | ||
არსენა სუსტია, ჯაყო კი საუკეთესო ქართული რომანია. მოთხრობები მაგარია, რავი რომელი ერთი ვახსენო. "ორი შვილი" წაიკითხეთ ვისაც არ გახსოვთ. |
Posted by: GFSM 17 Jul 2007, 10:20 |
სუსტი კი არა ცოტა გაწელილია თორე ისე მაგარია მოთხრობებში ოქროს კბილი ტყის კაცი ეს ორი განსაკუთრებულად |
Posted by: loza 26 Jul 2007, 02:50 | ||
gabarzgaleba
ჯავახიშვილის მსგავსი პროზაიკოსი საქართველოს არ ჰყლია. გავჰკარ ქუჩებსა და მოედნებს, მაგრამ მისი სახლ-მუზეუმი არ უნდა არსებობდეს ელბაქიძეზე, სამიზნესავით როა მიკრული დაფა? კოწიას ვერ ვიტან. ატანა არა მაქვს. ჯავახიშვილი ღმერთია. |
Posted by: LOLZ 26 Jul 2007, 07:43 |
მოდაში შემოსულა ნამეტანი ჯავახისშვილისა და კოწიას შედარება. სად ერთი და სად მეორე. როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდებიან. არ უნდა აკადროთ ჯავახიშვილს კოწიასთან შედარება მისი "კურდღელი" კლასიკაა. ფსიქოლოგიის კურსში ხშირად უხსენებიათ მავანთ. კურკას ქორწილი, პაპა დიმო... |
Posted by: inana 26 Jul 2007, 08:00 | ||
loza
სახლ-მუზეუმი კი არა, დამავიწყდა იმ სკვერის სახელი, ბახტრიონის ქუჩის დასაწყისში, მეტროს თავზე, მაკდონალდსი რომ წამოჭიმეს, მგონი მიგახვედრეთ, ოცი წელი იდო ქვა, რომელზეც ეწერა, რომ აქ უნდა აღმართულიყო დიდი ქარველი საბჭოთა მწერლის, მიხეილ ჯავახიშვილის ძეგლი. ეს ,,საბჭოთა" მერე ამოშალეს, მაგრამ ძეგლის დადგმას არ დაადგა საშველი. არ ვიცი, იქნებ ეს ქვაც აიღეს. იქით ხშირად აღარ მიწევს სიარული. |
Posted by: Nanuka7 26 Jul 2007, 08:10 | ||
highway
დიდი კი არა-უდიდესია.თანამედროვეობაში ხელოვანი ასრულებს დიაგნოსტიკისა და წინასწარმეტყველის ფუნქციას.რაც უფრო მასშტაბურია მისი ანალიტიკა და წინასწარი ხედვა(შესაბამისი ხატოვანებით,რაღა თქმა უნდა)-მით იზომება მისი სიდიადე და გენიალობა.ეს ფუნქცია საქართველოში მწერლობამ იტვირთა..სხვა დიდთა მსგავსად ჯავახიშვილშიც ღაღადებდა ჭეშმარიტების ხმა,რომელიც აჟღერდა"ჯაყოსა"და"კვაჭიში"..... ისემც ყველაფერი კარგი აგიხდეთ... ებრაელებს საოცარი და საშინელი წყევლა აქვთ ერთი-"ღმერთმა ჭეშმარიტება შენით ნუ გაცოდინოს და სხვისგან ნუ დაგაჯეროსო".....უმეცრებასა შინა გაკერპებულ არს ერყოფილი ხალხი ბაბილონისა.... |
Posted by: ~FREyA~ 3 Aug 2007, 03:56 | ||||||
gabarzgaleba მართალი ხარ, ჯავახიშვილის მერე კოწია ... * * *
ამბობენ კოწიას ლომის წილი მიუძღვის ჯავახიშვილის ჩაშვება-სიკვდილშიო . . სულ მთლად "ლომური" ამბავი არ გამოუვიდა ბატონ კონსტანტინეს . .. * * * "თეთრ საყელოს" რატომ არავინ იხსენებთ? . . . საოცარი რომანია . . . იგივე "მიწის ყივილი" . . . * * * BEKO
მდა . . . Фрейя Богиня Викингов http://www.stamp.caucasus.net и Любви |
Posted by: GFSM 3 Aug 2007, 12:10 | ||||
მერე და მანამდე რა შუაშია, რა დესერტია? ვერ ვხვდები ლოგიკას
ეგრე ბევრ რამეს ამბობენ........ |
Posted by: inana 3 Aug 2007, 13:12 | ||
gabarzgaleba
ზუსტად ეს გავიფიქრე და ჩამოვწიე და შენი კომენტარიც დავინახე. აბსოლუტურად წარმოუდგენელია. მახსენდება ან-ან. |
Posted by: gvaska 3 Aug 2007, 13:30 | ||
gabarzgaleba ჯავახიშვილი მიყვარს. ძალიან. მოთხრობები კი მართლა ძალიან კარგია. ხარკის გარეშეც მოახერხა ამ კაცმა... |
Posted by: Antigone 3 Aug 2007, 13:48 |
მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, სახლში აურზაურისას შემთხვევით აღმოვაჩინე ჯავახიშვილის მოთხრობები. იმ აურზაურშივე რო დავჯექი და დავიწყე კითხვა, დღემდე მახსოვს ყველა მოთხრობა. ძალიან მიყვარს. |
Posted by: ხორხე 3 Aug 2007, 14:00 |
თეთრი წაყელო მახსენდებოდა ხშირად მთიდან მომავალს, აი თბილისი რო აწერია შემოსასვლელში იქ : ) |
Posted by: gvaska 3 Aug 2007, 14:44 | ||
ხ ო რ ხ ე
-ს გავლენით ლექსიც კი დამიწერია 13-14 წლისას ასაკი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ რომ დამტუქსეს, მწარედ მახსოვს |
Posted by: ხორხე 3 Aug 2007, 14:46 |
gvaska რა ლექსი იყო ეგეთი დასატუქსი რო გახდი? : ) |
Posted by: gvaska 3 Aug 2007, 15:05 |
ხ ო რ ხ ე ისეთი არაფერი, ,,წაწალი " იყო ნახსენები გაგანია კომუნიზმის მშენებლობის პერიოდი იყო, პიონერთა სასახლეში, ფაცია პაიჭაძესთან |
Posted by: ხორხე 3 Aug 2007, 15:08 |
gvaska ვაბშე წაწლობის "ფენომენი" საკმაოდ ვრცელი და საინტერესო თემაა |
Posted by: ~FREyA~ 3 Aug 2007, 20:38 | ||
შევარბილე ნათქვამი მაგ "ამბობენის" დაწერით, თორემ ყველამ იცის ვისი "დამსახურებაცაა" ჯავახიშვილის სიკვდილი |
Posted by: highway 4 Aug 2007, 03:28 | ||||
|
Posted by: Nanuka7 4 Aug 2007, 10:42 | ||
gvaska
მართალია! დიდი და ჭეშმარიტი ოსტატი ხარკს არ იხდის.წვლილი შეაქვს. კომპრომისზე არ მიდის და საკუთარი სიცოცხლის ფასად ისტუმრებს კეისარს! |
Posted by: patriciia 4 Aug 2007, 11:02 | ||||
Nanuka7
მაგარია, ტევადია.
ეს, რა დოგმაა? პ.ს. ხომ ხედავ, თემიდან თემაში დაგდევ |
Posted by: GFSM 4 Aug 2007, 11:52 | ||
ვისი და ლავრენტი ბერიასი |
Posted by: Nanuka7 4 Aug 2007, 12:43 | ||
patriciia
არა-დოგმა არაა -პრინციპია ხარკი--იძულებას ნიშნავს(მონობას) თავისუფალი ოსტატი კი --თავისუფალი ნებიდან გასცემს ნიჭისა და სიბრძნის ნაყოფს--და ესაა წვლილი.. "წყალობა სურს და არა მსხვერპლი".. |
Posted by: patriciia 4 Aug 2007, 12:52 |
Nanuka7 რა სჯობს, 1)გვერდზე გადგე, 2)შეეწირო, თუ 3)გამოძებნო რამე ფორმა, რომ შენი საქმე აკეთო? შენ რასაც ამბობ, მესმის,მაგრამ ეგ იდეების სამყაროა და მე სრულიად კონკრეტულ შეკითხვას გისვამ. მე ჩემი პასუხი არ მაქვს. |
Posted by: GFSM 4 Aug 2007, 12:59 | ||
სიტუაციას გააჩნია |
Posted by: Nanuka7 4 Aug 2007, 13:46 | ||
patriciia
იდეების სამყარო არაა-ეს რეალობაა და ადამიანს ძალუძს და ხამს, რომ იდეა რეალად აქციოს.ადამიანის გარდა და გარესე ვერც ერთი ხილული და უხილავი არსება ვერ იზამს ამას,და ესაა ადამიანის უნიკალური მისია. მე კონკრეტიკიდან გეუბნები-პირადი გამოცდილებით რა ჯობს--ამას მთლიანად ადამიანის თავისუფალი ნება წყვეტს-და ესაა მისი ყველაზე უზენაესი უპლებამოსილება და ინსტანცია.და წყვეტს (რა თქმა უნდა ჯერ-ჯერობით არაცნობიერად)იმას,რაც მიზნობრივია მისი მშვინვიერი არსების სრულყოფისათვის არჩევანი-ზუსტად შეესაბამება ადამიანის განვითარების კონკრეტულ დონეზე არსებულ შინაარსებს და მათ მომავალ დახვეწას ემსახურება. ამიტომ--ნებისმიერი ჩარევა არჩევანში, ნებისმიერი განკითხვა--ამ უსაკრალურესი პროცესისადმი დაპირისპირებას ნიშნავს. მე ხშირად განგებ დამიშვია ჩემი შვილის მიერ არასწორი არჩევანის განხორციელება,რათა პირადი გამოცდილებით მიღებული მწვავე შედეგი მისსავე მომავალ სრულყოფას მომსახურებოდა! ასეც მომხდარა! ესაა--"არა განიკითხოს"-ევოლუციური ასპექტი (6 ასპექტი აქვს კიდო ამ ცნებას ) ეს შესანიშნავად იცოდა რუსთაველმა: "ჰკითხე ასთა,ჰქმენ -გულისა, რაგინდ რა ვინ გივაზიროს!"---ეგაა! თორემ საბოლოო ჟამში რა სჟობს-- ისევ რუსთაველი გვეტყვის--"სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა..." მან იცის,რომ სიკვდილით არ მთავრდება ყველაფერი.. ადამიანი ამ არჩევნების თავისუფლების კვალად თანდათან მივა თავის ნამდვილ ღირსებამდე--- ჰორიზონტზე რომ მოსჩანს ახლა წერტილისოდენად--შორეული ცთომილის ციალივით ჩემო ჭკვიანო ვაჟკაცურო ქალო |
Posted by: inana 4 Aug 2007, 13:49 | ||
patriciia
საქმე ისაა, რომ რა პასუხიც არ უნდა გასცე აქ ჩამოთვლილ კითხვებს, წინასწარ მაინც არასოდეს იცი, როგორ მოიქცევი. გმირობაც და ლაჩრობაც კონკრეტულ სიტუაციაში ვლინდება. ჩვენმა ტკივილებმა გამოგვამჟღავნონ, და გავიგოთ, ვინ ვართ ჩვენ. |
Posted by: მოდუსი 4 Aug 2007, 13:55 |
Nanuka7 თავისუფალი "ვოლუნტა" ეგოიზმისა და სისასტიკის უძლეველი ძალებით ივსება,ამიტომ მთავარი ნება კი არა ,ის საგანია,რომელზეც იგი უნდა დაფუძნდეს. |
Posted by: Nanuka7 4 Aug 2007, 15:35 | ||
მოდუსი
ნათქვამს ვერაფერს დავამატებ-ამ ფორმატის ფარგლებში.გეტყვი მხოლოდ,რომ ვოლუმის მატარებელია -ego,და განვითარებაში მყოფი ინდივიდუალური ego-ს შესაბამისად -ვოლუმი იცვლება და იხვეწება--მდაბალ ინსტიქტური აგრესიიდან--უკეთილშობილეს თვითგანწირვამდე-რაც უმაღლესი მწვერვალია "მე"ს განვითარებაში და ამ ციკლის ბოლო მეტამორფოზა-მისი სრული გარდასახვის წინარე. მეცნიერების (ფილოსოფიისაც) სერიოზული შეცდომაა მსჯელობა ამაზე--,როგორც ერთხელ და სამუდამოდ დასრულებულ მოვლენაზე...სინამდვილეში კი სულ სხვაგვარადაა საქმე..მომიტევეთ,პოსტის ფორმატი და თემატიკა არ იძლევა მეტი ამოწურვის შესაძლებლობას |
Posted by: მოდუსი 4 Aug 2007, 15:55 | ||
Nanuka7
"უკეთილშობილესი თვითგანწირვა" არც ტრადიციულ ადამიანურ ვოლანტარისტულ ბუნებაშია გამართლებული და მით უმეტეს,მისი განვითარების უმაღლესი საფეხურიც ისეთივე ბუნდოვანია,როგორც ზეკაცის დეფინიცია.ეგოიზმი ისევ და ისევ რჩება მთავარ მამოძრავებელ ძალად,ამიტომ ორმაგ თამაშს,ჩრდილს და ნათელს,იმედსა და უიმედობას გვერდს ნუ ავუვლით(ადამიანური არსებობის ნებელობის გარეშე ფაქტორები),ტრადიციული ეთიკის დაფუძნება(ისეთი ცნებებით როგორიცაა "კეთილშობილება" და ა.შ.) ძალიან ბუნდოვანი მცდელობაა "ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმიას" ფარგლებში.და საერთოდ,რატომ წამოიჭრა ეს თემა აქ? ფილოსოფიის განყოფილება ხომ ცალკეა ამ ფორუმზე? მიხეილ ჯავახიშვილს რაც შეეხება,ისეთივე სუროგატული ევროპაა(კარგი ტერმინი გამახსენდა),როგორც დანარჩენი ქართველი მწერლები,გრიგოლ რობაქიძის და კონსტანტინე გამსახურდიას თამადობით. |
Posted by: Nanuka7 4 Aug 2007, 16:15 | ||||||||||
მოდუსი
მოდუსი
ჯავახიშვილმა წამოჭრა ეს თემა თვითონ.ვინაიდან მწერლობა და მწერალი- ვიწროლიტერატურული მოვლენა არაა მხოლოდ და თავის საფუძველში მორალურ-მსოფლხედველობრივ კონსტიტუციას განბეჭდავს. თავგანწირვის უკეთილშობილესი აქტის-გამართლება კი არა -ახსნაც კი არ შეიძლება "ტრადიციულად' გაგებული ადამიანის ნებელობითი საწყისიდან. ამაზე სხვაგან და სხვა დროს... გეთანხმებით.
მერედა ვინ სად რას აფუძნებს?
ჭეშმარიტად!!!! მიხეილ ჯავახიშვილი ფრანგულ ლიტერატურაში --სუროგატული ევროპაა! განსაკუთრებით -თეთრი საყელო და ჯაყოს ხიზნები(!!!) |
Posted by: მოდუსი 4 Aug 2007, 16:18 | ||
Nanuka7
ძალიან კარგი. |
Posted by: highway 4 Aug 2007, 16:21 | ||
ქართველი სუროგატი ინწელექწუალები კი გამიგია ჯავახიშვილზე ამის თქმა ძალიან ხმამაღალი ნონსენსია. გამსახურდიას შემოქმედებაზე 0 ინტერესი, რობაქიძე არ წამიკითხავს. |
Posted by: მოდუსი 4 Aug 2007, 16:27 | ||
highway
ჯავახიშვილის ფსევდოევროპული მსჯელობებიდან გამომდინარე არაფერიც არაა ნონსენსი.უბრალოდ ჟანრია განსხვავებული,თორემ სუროგატული ევროპის იდეა კვლავ აქტუალურია. |
Posted by: highway 4 Aug 2007, 16:41 | ||||
როცა რამის ფსევდოობას გითხულობ, მითუმეტეს ხელოვნება-ლიტერატურაში, ეს ძალიან კარგად ჩანს. გარკვეულწილად აშკარა სიყალბის გამო. ჯავახიშვილის ნაწარმოებებს სიყალბის არაფერი არ ეტყობა. სხვებისას კი, თან რადენიც გინდა. თუ შენ გინდა რომ თქვა რომ მის შემოქმედებას ევროპული ლიტერატურის გავლენა აქვს, ეს სხვა საქმეა. |
Posted by: erttetriani samepo chai 4 Aug 2007, 16:43 |
ქართველი მწერლებიდან ყველაზე მეტად მიყვარს რჩეულიშვილის მერე... ყველაზე რეალური .. რა სიმძიმეა.. რომ ვკითხულობდი მაჟრიალებდა.. ეკა, უპატრონო , ორი შვილი, ყბაჩამ დაიგვიანა, ოქროს კბილი, მესამე, მიწის ყივილი.... |
Posted by: მოდუსი 4 Aug 2007, 16:46 | ||
highway
მსჯელობებზე ვამბობ ფსევდოევროპულია-მეთქი.სტილი _სუროგატული ევროპა. |
Posted by: Nanuka7 4 Aug 2007, 16:46 |
ჯავახიშვილი არადა მე გადმოვწიე და გავააქტიურე ეს თემა აქა... გადაგდებული იყო უკანა გვერდებზე... |
Posted by: patriciia 4 Aug 2007, 16:55 | ||||
Nanuka7
იმიტო იყო იგი რუსთაველი და მე _ მე.
სადმე შეგხვდები |
Posted by: მოდუსი 4 Aug 2007, 16:57 | ||
patriciia
ისე დაეთანხმე,გეგონება სრულად გაერკვიე საქმის არსში და გადაწყვიტე,რომ საერთო კონტექსტი მეტის საშუალებას არ იძლევა მე მაპატიეთ,ოდიოზური ვარ მაინც |
Posted by: highway 4 Aug 2007, 17:00 | ||||
მგონი დაახლოებით ვხვდები რისი თქმაც გინდა, მასე, ფსევდოევროპულია პუშკინიც, ტოლსტოიც, ჩეხოვიც, ახმატოვაც. ეხლა, სად რეალური რუსეთი და სად მათი ვნებანი!? მაგრამ მაინც ამბობენ რომ კლასიკური მწერლები არიან. რა ვიცი, რა ვიცი. ისე, ბოკაჩოს მერე იშვიათათ თუ მწერალს დავუინტერესებივარ. მიედმოედებიან რაღაცეებს. კაროჩე მაშინ ტელევიზორი და ლათინო საპნის ოპერები არ იყო და რაღაცა ხომ უნდა დაწერილიყო ხალხი რომ გაერთოთ. |
Posted by: მოდუსი 4 Aug 2007, 17:10 | ||
highway
ეგენი ევროპელები არიან.კარგი რა,მთელმა ევროპამ აღიარა და ახლა რაც გინდა ის დაუძახე,ჯავახიშვილი კიდე სუფთა ქართულ-ევროპული სექსის მამაა. |
Posted by: Nanuka7 4 Aug 2007, 17:41 | ||||
patriciia
ნუ დელო ჟე ნე ვ Fამილიი -ხუმრობის გარეშე--- არ არსებობს ორი სწორი აზროვნებითი მიმართება აღძრული კეთილი ნების აქტიობით, რომლებმაც სადღაც,რომელიღაც ინვარიანტულ წერტილში არ გადაიკვეთონ ერთმანეთი, რადგანაც აზროვნებას-საერთო ძირი აქვს--ლოგოსი.
აუცილებლად! ძალიან მიხარია ამის გაგონება!! დიდი სიამოვნებით დავპმთ? |
Posted by: highway 4 Aug 2007, 21:26 | ||||
რავი, მაგათი ნაწარმოებების რუსეთი სულ სხვაა და რეალური სულ სხვა. ასე მგონია საფრანგეთის რომელიმე პროვიციაზე წერენ. მასე, ევროპას ერთი ბატალიონი არაბი მწერლები, ირანელი, ჩინელები, იაპონელები ყავს აღიარებული. აღიარება დამოკიდებულია ქვეყნის სიდიდეზე და სამხედრო ძლიერებაზე და არა ნიჭიერებაზე. |
Posted by: Solveig 4 Aug 2007, 21:31 | ||||||
highway
ტოლსტოისა და ჩეხოვზე ამბობ მაგას?
akkurat! ეგრეა რა..არავინ იცნობს ქვეყანას-არავინ იცნობ იქაურ მწერალს..
აღიარებული ირანელი ხელოვანები როგორც წესი, არ ცხოვრობენ ირანში-ევროპას ან აშშ-ს აფარებენ ტავს.. ისე, მიხეილ ჯავახიშვილის "კვაჭი" გერმანულადაა ნათარგმნი, "კვაჭი კ-ს მეფური ცხოვრება" ჰქვია. |
Posted by: მოდუსი 4 Aug 2007, 21:54 | ||
დავამატებ,რომ გრიგოლ რობაქიძე გერმანულადაც წერდა. |
Posted by: Solveig 4 Aug 2007, 21:58 |
მოდუსი რობაქიძე რა შუაშია? გერმანიაში და შვეიცარიაში ცხოვრობდა და რა გასაკვირია, რომ ეწერა კიდეც.. მიხეილ ჯავახიშვილი ფრანგულს თავისუფლად ფლობდა, მაგრამ ფრანგულად რატომ უნდა ეწერა, როცა საქართველოში ცხოვრობდა? თარგმანი იმიტომ ვახსენე, რომ ეს არის ერთ-ერტი გზა, რომ უცხო ქვეყნის წარმომადგენელი მწერლის შემოქმედებას გაეცნო..მაგრამ როცა ჯავახიშვილი მოღვაწეობდა, მაშინ ქართველი მწერლების ნაწარმოებები ევროპულ ენებზე არ ითარგმნებოდა. |
Posted by: მოდუსი 4 Aug 2007, 21:59 | ||||
Solveig
ხომ მიხვდი ახლა? |
Posted by: Solveig 4 Aug 2007, 22:04 |
მოდუსი მე რა მჭირდა მისახვედრი, როცა თვითონ ვერ მიხვდი, რა დავწერე? აგიხსენი და მაინც უკან მიბრუნებ ჩემს ნაწერს? მიხეილ ჯავახიშვილი მიმაჩნია შესანიშნავ მწერლად (როგორც პროზაში, ისე პუბლიცისტიკაში), ნოვატორად ქართულ პროზაში, უაღრესად პატრიოტ და პატიოსან ადამიანად . პატრიოტიზმში მგონია, ხვდებით რასაც ვგულისხმობ..პატიოსნებაში კი პირველ რიგში, ვგულისხმობ მის დამოუკიდებლობას პარტიული შტამპისა და ყალიბისაგან. |
Posted by: მოდუსი 4 Aug 2007, 22:07 | ||
Solveig
ხო აბა,შენ რა გჭირდა მისახვედრი |
Posted by: highway 4 Aug 2007, 22:08 | ||||
ჩემი სიტყვები არაა, ლუის ბუნუელის წიგნიდან მაქვს ამოკითხული. მერე სულ მახსენდებოდა ამერიკელ, რუს, გერმანელ და ზოგიერთ ფრანგ მწერალს რომ ვკითხულებდი. ძალიან ხშირად. ნობელის მედლები თუმცა ბევრი აქვთ და |
Posted by: Solveig 4 Aug 2007, 22:13 |
მოდუსი დამცინი? --------- |
Posted by: ~FREyA~ 4 Aug 2007, 23:51 | ||||||
ჰო მაგათზზე ამბობს და მართალია . . . პეტრე პირველმადე რუსები მართლა ტყეში დარბოდნენ . . ნამდვილი რუსეთი ეხლაც ტყეშია, ებრაელების მიერ ლაკირებულ მოსკოვურ-პეტერბურგულ კულტურას დიდი ვერაფერი საერთო აქვს შუაგულ რუსეთთან . . თუმცა ისე რაც XIX-XX საუკუნეში რუსებმა ქნეს, მხოლოდ აღტაცებას იწვევს, ბარონი მიუჰაუზენივით ჩაავლეს საკუთარ თავებს ხელი ქეჩოში და ამოითრიეს თავი წუმპიდან, უბრალოდ ის ინტელექტუალიზებული სივრცე მხოლოდ ამ ორ დედაქალაქშია დღემდე და მთელს რუსეთს ვერ ფარავს Фрейя Богиня Викингов http://www.stamp.caucasus.net и Любви * * *
მოდუსი _ მიხეილ ჯავახიშვილი ახალი ქართული რომანის და ნეომითოლოგიური აზროვნების დამაკვიდრებელია ქართულ კულტურაში ისევე, როგორც გამსახურდია და რობაქიძე. სწორედ მათი და კიდევ რამდენი მწერლის დამსახურებაა რომ ჩვენ XXს.-ის უბრწყინვალესი დასაწყისი გვქონდა და სწორედ მათი მცდელობის შედეგად წაიკითხა საქართველო ევროპულ კულტურასთან თანადროულ კონტექსტში, ამიტომ ხელს ნუ წამოკრავ ამ პერიოდს და მით უფრო ჯავახიშვილს. და კიდევ ერთი, 1937 წელი და ჩვენი ინტელიგენციის ამოხოცვა იმის დასტურია, რომ "ჯავახიშვილები" და "შენგელაიები" არ იყვნენ სუროგატები, ქართული გონი სულ სხვა მასშტაბებს იძენდა, რაც ფრიად არ აძლევდა ხელს რუსეთს. ერის დამონება და ზომბირება მისი ინტელექტუალური რესურსების განადგურებით იწყება. . . * * *
highway მართალია . . . პუშკინი ევროპაა, სწორედ პუშკინის და მისი თაობის ენობრივმა და კულტურულმა რეფორმება (როცა ევროპული კულტურული კონცეპტების რუსულ რეალობაში იმპლიცირება სცადეს და მერე გადაამუშავეს ისინი და რუსული კულტურის პრიზმაში გაატარეს ) განაპირობებს დღეს რუსული კულტურის ევროპული ხასიათი . .იგივე სცადა ილიამ და მისმა თაობამ და მათი რეფორმების შედეგია ჯავახიშვილი, შენგელაია, გამსახურდია, რობაქიძე, ბარნოვი, ლორთქიფანიძე . . . 1937 წელს ასე რომ არ გაეჟუჟათ ჩვენი ინტელიგენცია დღეს, სულ სხვა სიმაღლეზე ვიქნებოდით და ჩვენც ნამდვილი ევროპული იერი გვექნებოდა . . . რუსეთმა ეს შეძლო, იმიტომ რომ პუშკინიდან დღემდე დიდი წყვეტა არ მოჰყოლია მათ მიერ დაწყებულ პროცესებს და ჩვენთან ისტორიული თავისებურების გამო ხელში შეგვრჩა მხოლოდ პროცესად ვერ ჩამოყალიბებული, დროში გაფანტული ილიასეული და მერე ჯავახიშვილის(რომელსაც საოცრად უყვარდა ილია ) მცდელობები. მოდუსი - და რაც შეეხება ჯავახიშვილის სუროგატობას, მისი ევროპულ-ქართული სექსის მამობას - რაო. ორიგინალობ გამოთქმებში? |
Posted by: მოდუსი 5 Aug 2007, 09:15 | ||
~FREyA~ ევროპა იცნობს რუს მწერლებს და არ იცნობს ქართველებს.მიუხედავად იმისა,რომ ნაწარმოებებიც თარგმნილია და ზოგიერთი ქართველი მწერალი საერთოდ ევროპულ ენებზე წერდა.პრობლემა ისაა,რომ ჩვენებს მასშტაბი და ამბიცია არ ჰქონდათ ,ეს მათი ნაწარმოებების ზოგად პრიზმაში კარგად ჩანს. გამოთქმა "სუროგატული ევროპა" რუსეთის მიმართ არის ნათქვამი, მაგრამ კარგად ერგება მეოცე საუკუნის დასაწყისის ქართულ რეალობასაც.
ამბიცია არ არსებობდა, ამბიცია! დღემდე გვგონია, რომ რაღაც სასწაული ლოკალური კულტურა გვაქვს და "ევროპა სად იყო , როცა საქართველოში ცივილიზაცია ყვაოდა". ევროპაში ნასწავლი სუროგატი მწერლები ახლად ათვისებული ხერხებით ამ სულელურ წარმოდგენას კვებავდნენ.მეტს აღარ გავაგრძელებ. |
Posted by: patriciia 5 Aug 2007, 10:28 | ||
მოდუსი
მიდი, მოდუს! ჩემი ჯილა ხარ! |
Posted by: Obey_Me 5 Aug 2007, 10:48 |
ასეთი ღრმა წვდომა ადამინის სულისა და ასე მარტივი ენით მისი გენილაურად გადმოცემა როგორიც აQვს ჯავახისვილს იშვიათია. კურდგელს რომ ვკითხულობ ცუდად ვხდები ისეთი ემოციააა: თან დათრგუნველი თან ამაღელვებელი |
Posted by: Solveig 5 Aug 2007, 14:15 | ||||||
~FREyA~
დიდ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ ორი მწერლის შემოქმედებაზე არასათანადოდ გაგიმახვილებიათ ყურადღება თავის დროზე....რა ვიცი, აზრი აქვს იმ ნაწარმოებების ჩამოთვლას, სადაც ჩინებულადაა ასახული ინ\მდროინედელი რუსეთი და რუსები? ძალიან ბევრია..
ჰმმ..მაგაზე ამბობდა სწორედ ჯავახიშვილი: "რუსი ცხენით მისდევს ევროპას, ჩვენ თოკით მიგვათრევს და გვეძახის-არ ჩამორჩეთო". სამწუხაროა, რომ "არსენა მარაბდელში" მავანნი მხოლოდ ფეოდალის წინააღმდეგ აჯანყებულ გლეხს ხედავენ... |
Posted by: highway 5 Aug 2007, 14:47 | ||
როგორც ხშირად ხდება ჩვენ ფორუმზე ეშლებათ ევროპის დეფინიცია ევროპაა საფრანგეთი, ალბანეთი, ისლანდია, პორტუგალია?! რა კავშირი აქვს ამ ქვეყნებს ერთმანეთთან?
მე-20 საუკუნის ინგლისელი მწერლები იგივეს წერდნენ იტალიაზე. მაშინ იტალია მართლა საშინელი პოლიტიკური ქაოსის და სიღარიბის ჭაობში იყო ჩაძირული. ამანაც განაპირობა მუსოლინის მოსვლა ხელისუფლების სათავეში. მერე რაც მოხდა ეს ყველამ კარგად ვიცით. დღეს იტალიამ დიდი ხანია გაასწრო ეკონომიკური განვითარებით დიდ ბრიტანეთს. მთელი იტალია ერთ დიდ მსოფლიოში ყველაზე ცნობილ სავაჭრო მარკადაა ქცეული. ყველაფერი ეყიდებათ. უფრო დაბალი ხარისხის და უფრო ძვირად ვიდრე იგივე ინგლისელების. |
Posted by: ~FREyA~ 7 Aug 2007, 20:11 |
მოდუსი არ დამიტოვებიხარ უპასუხოდ მაგრამ ფორუმმა არ დამიპოსტა იმხელა მონოლოგი |
Posted by: მოდუსი 7 Aug 2007, 20:24 | ||||
highway
ამას მიხსნი მე? სანამ თქვენ იმას ისწავლით, ვის როგორ უნდა ელაპარაკოთ |
Posted by: ი ს ტ ე რ ი კ ა 7 Aug 2007, 20:37 | ||
ქალბატონებო და ბატონებო ეს არის განყოფილება "კულიტურა და ხელოვნება" |
Posted by: Ariadna 8 Aug 2007, 11:17 | ||||||
გეთანხმებით. უდიდესი მოაზროვნე და მწერალი-ფსიქოლოგი, დოსტოევსკის დონის პროზაიკოსი. რა ოსტატობით აღწერს ბრბოს ფსიქიკას და ქალის ფსიქოლოგიას, ადამიანის მანკიერებას და ეროვნულ ფასეულობებს, და როგორ წარმოაჩენს ქართული ენის სიდიადეს და მრავალფეროვნებას! თითქმის ყველა ნაწარმოებში საოცარი სიზუსტით ხატავს ყველა დროის პოლიტიკანის პორტრეტს. "კვაჭი კვაჭანტირაძე" და "გივი შადური" ჩემი საყვარელი ნაწარმოებებია. ჩემი აზრით, აუცილებელია მიხეილ ჯავახიშვილის (და სხვა მრავალთა) პოპულარიზაცია ახალგაზრდობაში, თორემ მკითხველის გემოვნება და ნამდვილი ლიტერატურის დაფასების პრობლემა დღევანდელ საქართველოში უმწვავესი პრობლემაა... * * *
სხვათა შორის, ჯავახიშვილის რუსული თრგმანები არცთუ ურიგოა... |
Posted by: Solveig 8 Aug 2007, 15:42 | ||
Ariadna
რუსული კია, მაგრამ მე მგონია, რუსულზე მეტად ინგლისური თარგმანით უფრო გაიცნობდა მსოფლიო... |
Posted by: ~FREyA~ 8 Aug 2007, 21:15 | ||
არის ჯავახიშვილს გერმანული თარგმანი, ძალიან დაინტერესდნენ გერმანელები ამ მწერლით და კონფერენციებიც მიუძღვნეს ბელინში დაახლოებით 10 წლის წინ |
Posted by: gabarzgaleba 8 Aug 2007, 22:03 | ||
~FREyA~
კონფერენცი-ები უკვე მეტისმეტია, არ ვართ ღირსი ბაწიონო. ეგ მართლა არ ვიცოდი, იქნებ კონკრეტულად გვითხრა... |
Posted by: ~FREyA~ 8 Aug 2007, 22:07 | ||
ვახ ეს ხალხი გადამრევს არავინ ყურადღებას არ გვაქცევს და ინგრევა ქვეყანა! კონფერენციებს გვიძღვნიან და მერე - აჰ შენი ჭირიმე, მაგაზე რავა შეწუხდიო გამოვაცხადებთ უფრო კონკრეტულად კი შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი თანამშრომლობდა გერმანელებთან ერთი 10 წლის წინ და მაშინ გაკეთდა კონფერენციაც . ..იყო ესეთი გერმანელი მკვლევარი შტეფი იუნგი, რომელიც "ევროპის სუროგატ" ქართველ მწერლებზე მუშაობდა და იკვლევდა მათ შემოქმედებას. (სიტყვა შემოქმედებაზე ლელა წურწუმიას სახე ამომიტივდტივდა გუშინ თვალებდაქაჩული რომ ამბობდა - ჩემს შემოქმედებას ჰაერივით ჭირდებოდა ეხლა კლიპიო, სად გადავხტი, მომიტევეთ მაგრამ ნონსენსმა გამაცინა ) 4 წლის წინ კი ფრანგებმა თარგმნეს ჯავახიშვილი. აქ უფრო დაწვრილებით შემიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია, ვინაიდან მამაჩემის გამოკვლევები "მიხეილ ჯავახიშვილის პროზის სტრუქტურაზე' დაიბეჭდა სორბონის უნივერსიტეტის ჟურნალში . . . ასე რომ . . . სულ უიმედოდ არ ვართ მე მგონი ევროპელები ეხლა თანდათან ეცნობიან ქართველ მწერლებს |
Posted by: Ariadna 9 Aug 2007, 10:33 | ||||
ბრავო! ნუ, სადაც წურწუმიას "შემოქმედება" ჰყვავის, იქ მწერლები რა მოსატანია)))))) |
Posted by: Solveig 9 Aug 2007, 15:15 | ||||||
~FREyA~
შტეფი იუნგერ-ხოტივარი. მახსოვს მისი წერილი "კრიტიკაში", სწორედ ჯავახიშვილზე..ნეტავ "კვაჭიც" მისი ნათარგმნი ხომ არაა?
კი, წესით ფრანგებსაც უნდა აინტერესებდეთ ჯავახიშვილი-ის ხომ ფრანკოფონი იყო და თარგმნიდა კიდეც ფრანგულ ლიტერატურას.
|
Posted by: ~FREyA~ 9 Aug 2007, 21:26 | ||
მართალი ხარ, მისი ქმარია ხოტივარი * * * Ariadna ლელა |
Posted by: Ariadna 10 Aug 2007, 10:34 | ||
ეშმას ფანდური ან რუსული ღოროტოტო იქნება კლიპში გამოყენებული?)) |
Posted by: Solveig 10 Aug 2007, 11:06 | ||
Ariadna
ლოოოოოოოოოოოოოოოლ |
Posted by: gc84 10 Aug 2007, 11:31 | ||
+1 ოღონდ მე რომანები უფრო მომწონს (ნუ არსენას გარდა) |
Posted by: Zarathustra 11 Aug 2007, 17:49 | ||
უდიდესი მწერალი და პროზაიკოსი.
ზუსტი ნათქვამია. დასაწყისში მგონი სახლ-მუზეუმზე იყო ლაპარაკი, ხო? |
Posted by: აღასპერი 29 Nov 2007, 15:30 | ||||||||
~FREyA~
არაა მართალი. ბავრმა გაწირა მაშინ ჯავახიშვილი, პირველ რიგში, ილო მოსაშვილმა, ისტორიის მანძილზე ერთ - ერთი უდიდესი არაკაცობა ჩაიდინა. არადა მისი სიტყვება: "მიხა, უშენოდ ერთი დღე ნუ მაცოცხლოს ღმერთმაო". მას ერთხელ, სიმთვრალეში ჰქონდა მისი მოკვლის მცდელობა, მერე კი აისრულა წადილი. პლუს სანდრო შანშიაშვილი, კოწია ლორთქიფანიძე. ლეო ქიაჩელი, გერონტი ქიქიძე და გოგლა ლეონიძე იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც არ გასწირეს მიხეილი. ჯავახიშვილების სახლი რადიანებს რომ გადაეცათ ( მიხეილის ცოლ - შვილი კი სამზარეულოში მოთავსდა) მაშინ, სამივე მათგანი რადიანებისგან მათთან გავიდა, სიტყვა არ უთქვამთ, დუმილით გამოხატეს თავიანთი სამძიმარი. და არ შეიძლება, არ ვახსენით პაოლო იაშვილი, რომელმაც მიხეილი არ გასწირა და თავის მოკვლა არჩია. Solveig
ევროპულზე არ ითარგმნებოდა, ძირითადად, რუსულად თარგმნიდნენ, მაგრამ არც ერთი რუსული ვარიანტით მიხეილი კმაყოფილიარ იყო, უფრო მეტიც, ქრონიკულად აპროტესტებდა და ჩიოდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. "არსენას" რუსულ ვარიანტს სამარცხვონოდ მიიჩნევდა, ეს იმიტომ მოხდა, რომ მას არ აძლევდნენ საშუალებას, უშუალოდ ჩარეულიყო ამ პროცესში. ეს ეხება "არსენას" ეკრანიზაციას და სპექტაკლს, რომელიც, თუ არ ვცდები, მარჯანიშვლის თეატრში დაიდგა და მიხეილს არც უნახავს. ამ დროს რობაქიძის ხსენება არ იყო უადგილო, სწორედ მან სთხოვა მიხეილს, რომ მისთვის "თეთრი საყელოს" ფრანგული თარგმანი გაეგზავნა გერმანიაში, შემდეგ - რუსულზე შეთანხმდნენ. მაგრამ ის ვიცი, რომ "თეთრი საყელო" ჩეხურ ენაზე ითარგმნა და გამოიცა (ჩეხეთში), მაგრამ როგორ და ვისი საშუალებით, არ ვიცი. ~FREyA~
საქართველოში ეს პროცესი დაიწყო ბარათაშვილის ზენიტის დროს. ეგ ფაქტია, რაც შეეხება პუშკინის ევროპულობას და მის გავლენას ჯავახიშვილზე, ეს საკამათოა, მაშინ პუშკინის და დოსტოევსკის შემოქმედება და მსოფლხედველობაც უნდა შევადაროთ, იმიტომ, რომ ჯავახიშვილი არასდროს მალავდა, რომ ის დოსტოევსკის შემოქმედების გავლენის ქვეშ იყო მოქცეული, მიაჩნდა, რომ მისი მსგავსი ხელწერა ჰქონდა და ეს ეამაყებოდა.
სხვათა შორის, მისი "სექსის მამობა", თავის დროზე იყო ბრალდება. მას ბრალს უყენებდენ იმაში, რომ მისი ნაწარმოებები იყო პორნოგრაფიული. ამის გამო აკრიტიკებდნენ და ამცირებდნენ. პირველად "ჯაყოს" გამოსვლისას (ჭანტურაშვილმა დაწერე ძალიან მრაცრი რეცენზია) და შემდეგ უკვე "დამპატიჟეს" დაბეჭდვისას გაგრძელდა ეს ყველაფერი. |
Posted by: არჩიბალდ 30 Nov 2007, 14:18 |
მიხეილის ცოლს რა ერქვა? კროსვორდში შემხვდა და ვერ ვიხსენებ. მითხარით რა |
Posted by: Марита 1 Dec 2007, 01:11 | ||
არჩიბალდ
არ გეტყვი, არ იმსახურებ |
Posted by: Festina Lente 6 Dec 2007, 18:22 |
ჩემთვის ყველაზე დიდი პროზაიკოსია ჩვენს მწერლობაში. ყველაფერი მიყვარს არსენას გარდა. ისე სოციალურ თემატიკაზე დაწერილი ნაწარმოებები საერთოდ არ ამართლებს ხოლმე. განსაკუთრებით მიყვარს ,,თეთრი საყელო" და მოთხრობები. მისი ქართული არის ძარღვიანი, გემრიელი და, რაც მთავარია, თვითმყოფადი, ბუნებრივი. სათქმელი ემოციური და ღრმა. ალბათ ახალს არაფერს ვამბობ. უბრალოდ ძალიან, ძალიან მიყვარს |
Posted by: gabarzgaleba 6 Dec 2007, 18:24 | ||
Festina Lente
ისე კარგად ამართლებს ხოლმე. უბრალოდ არსენაა სუსტი... დანარჩენში გეთანხმები. |
Posted by: sevdiani 6 Dec 2007, 18:29 |
ყველაზე მეტად "თეთრი საყელო" მომწონს. ისე, ყველა თხზულებას სიამოვნებით ვკითხულობდი ხოლმე, მაგრამ ყველაზე მეტად "კურდღელ"-მა შემძრა. სულისშემხუთველი მოთხრობაა. |
Posted by: ninula 22 Jan 2008, 17:07 |
ხო მაგაში მართალი ხარ ჩე,მი აზრით , მართლაც საუკეთესო მოთხრობები აქვს არსენა მარაბდელზე რომ არაფერი ვთქვათ, ჯაყოზე და ა.შ. კვაჭი გენიალურია |
Posted by: geisha 23 Jan 2008, 12:50 |
ხალხნო, ეგებ ვინმემ იცოდეთ სად შეიძლება ვნახო მ. ჯავახიშვილის მოთხრობის ,,ოქროს კბილი" ელ. ვერსია? წინასწარ დიდი მადლობა ყველას |
Posted by: likachoo 23 Jan 2008, 13:07 |
ძალიან მიყვარს ჯავახიშვილის პროზა.განსაკუთრებით ''პატარა დედაკაცი''და ''თეთრი საყელო'' |
Posted by: Don Diego 25 Jan 2008, 15:24 |
კარგი მოთხრობებია: ლამბალო და ყაშა, ჩანჩურა, მეჩექმე გაბო |
Posted by: მატისი 25 Jan 2008, 21:01 | ||
Festina Lente
ვაიმე, ერთადერთი ნაწარმოებია ჯავახიშვილის შემოქმედებაში, რომელიც არ შემიძლია წავიკითხო. რამდენჯერაც დავიწყე ვერ დავამთავრე. შეიძლება, ძალიან ცუდი განაცხადია ჩემი მხრიდან, ბევრს ძალიან უყვარს, მაგრამ რა ვქნა .... ისე ჯავახიშვილის შემოქმედება მართლაც ძალიან მომწონს. ყველაზე ძალიან მაინც ,,კურდღელი ". |
Posted by: აღასპერი 26 Jan 2008, 01:56 | ||||
მატისი Festina Lente
სამწუხაროდ, იმდროინდელმა ცენზურამ ხსენებული ნაწარმოები ფაქტობრივად გაანადგურა. ჩვენთვის კარგად ნაცნობი ერთი წიგნის ნაცვლად, ისტორიულ - სოციალური ტრილოგია უნდა ყოფილიყო, სადაც 1832 წლის ამბები საკმაოდ ვრცლად იქნებოდა წარმოდგენილი. |
Posted by: sevaida 26 Jan 2008, 01:59 |
ინტერნეტში არაფერი მინახავს მასზე ისე, ჩემი ერთ ერთი საყვარელი მწერალია ~ჯაყოს ხიზნები~ და ~თეთრი საყელო~ განსაკუთრებულად მიყვარს.. |
Posted by: Марита 30 Jan 2008, 22:05 |
gorjestan http://ka.wikipedia.org/wiki/მიხე |
Posted by: dimitriiiii 4 Feb 2008, 20:53 |
ჯავახიშვილი მაგარია ძააააააან, გენიაააა, "მიწის ყივილი " მომწონს ყველაზე მაგრა, რა თქმა უნდა ჯაყოს ხიზნებიც |
Posted by: vaxa 20 Feb 2008, 17:04 |
ამ წუთას გადავფურცლე ბოლო გვერდები "არსენა მარაბდელის" და საფუძვლიანდ გავიხსენე ბავშვობაში წანაკითხი... ჩემს შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ: დასაწყისშივე ვიტყვი, რომ, ჩემი აზრით, მიხეილ ჯავახიშვილმა ან საკუთარ ქართულ-მხატვრულ ენაში "არსენა მარაბდელით" მოთელვა ჩაატარა ან იმდროინდელმა ცენზურამ იმდენად ხელყო ეს ნაწარმოები, რომ ვერ ვიცანი ჩვენი ამ დიდი მწერლის ხელი. ამასთან, რეალურად ამ ნაწარმოებში წავაწყდი გრამატიკულ შეცდომებსაც კი, აღარაფერს ვამბობ არამხატვრულ და ზოგჯერ უხერხული ენაზე მწრლისა. რომანის დაწერის მიზანი და მისია კეთილშობილურია: აღწეროს ისტურიული უსამართლობა, სოციალური ტანჯვა და მათ წინააღდეგ მებრძოლი გმირების ცხოვრება. თუმცა "ქართველ რობინ ჰუდს" იმდენად დიდ სოციალურ და პოლიტიკურ მისიას აკისრებს ავტორი, რომ მისი ცოცხალი ხასიათი და რეალურობა იკარგება. ავტორი ვერ ახერხებს მთელი აღმოსავლეთ საქართველოს საამაყო გმირისთვის სიცხადის შენარჩუნებას და ის მკითხველის "ნდობის" გარეშე რჩება. მიუხედავდ ამისა გმირი ინარჩუნებს კეთილშობილურ ხასიათს და მკითხველს სიმპატიით განაწყობს მისდამი. გოეთე წერდა: "ყოველი ისტორიული მასალა მწერლისათვის სახიფათოა". სწორედ ეს პრობლემა ჩანს ამ რომანში: პირველი და მეორე ნაწილი რომანისა კარგად იკითხება და დიდ ესტეთიურ სიამოვნებას ანიჭებს მკითხველს. მესმაე ნაწილი კი გაჯერებულია ისტორიული ფაქტების თხრობით, რაც რომანის მთავარ გმირს ჩრდილში აყენებს. აქვე აღსანიშნავია, ჩემი აზრით, არსენას მცდარი პოზიცია, როდესაც ახალციხეში ის მონებით მოვაჭრე ოსმალების მხარეზე იბრძვის რუსებისა და ქართველების ერთობლივი ჯარის წინააღმდეგ. მზგავს მოვლენებს რომანის სხვადასხვა ადგილას შევხვდი, მაგრამ აქ მათ განხილვას არ ვაპირებ. ავტორი რომანში ზოგიერთ ფაქტს აზვიადებს, რომანში გვხვდება ისეთი ადგილები, რომლის არ ქონაც არაფერს შეცვლიდა რომანში და ამასთან არ ატარებს მხატვრულ ღირებულებას. ავტორი გაუმართლებლად ძალზედ ხშირად ხმარობს რომანის მთავარი გმირის მოხსენიებისას ტერმინს "ბელადი". საერთოდ უკენტექსტოდ და უადგილოდ მიმაჩნია არსენას მიერ მის ნათესავისადმი ლონდონში წერილის მიწერის ეპიზოდის არსებობა რომანში. შესაძლოა მე ვერ მივხვდი მწერლის ჩანაფიქრს, მაგრამ რეალურად ამ ეპიზოდით ხდება ნაწარმოების ცენტრალური პერსონაჟის დაკნინება. ნაკლები მხატვრული სიცხადითა და ღირებულებით ხასიათდება "შავოსანი დედაკაცის" მაგდანას მიერ არსენას მოძმეთა დარაზმვისა და ბარათაშვილის სახლის გადაწვის ეპიზოდი. ზოგადად, შეიძლება ითქვას "შავოსანი ქალები" ქართული ბედისწერის ნაწილი გახდა. რომანის პირველი ორი ნაწილი შეკრულობით და ლოგიკური მიმდევრობით გამოირჩევა, ხოლო მესამე ნაწილს აკლია ასეთი თვისება. და ბოლოს რომანი ბოლოს მაინც ტოვებს სინანულის გრძნობას, რომელიც მე კარგი წიგნის წაკითხვის შემდეგ მიჩნდება ხოლმე. შესაბმისად ეს წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხოს ჯავახიშვილის შემოქმედებით დაინტერესებულმა. P. S. დარწმუნებული ვარ მიხეილ ჯავახიშვილი შეძლებდა, რომ "არსენა მარბდელი" ექცია ისტორიული რეალიზმის გენიალურ ტექსტად, მაგრამ ყველასთვის კარგად ცნობილი მიზეზების გამო ამ გენიალურ ქართველ მწერალს ეს არ დასცალდა. |
Posted by: NINUCA_K 7 Jul 2008, 17:27 |
ჯაყო მაინც ყველაზე მაგარია,არგუმენტი არ სჭირდება ისეა მაგარი და ერთი ორი არგუმეტი რომ მოვიყვანო მაშინ ხომ..... |
Posted by: dimitriiiii 8 Jul 2008, 00:20 |
აუუუუუუ რააააა ყველა მაგარი ნაწარმოები აქვს, არსენაც ძაააააან მაგარია წასაკითხადაც მაგარია და საერთოდ , ბევრს არ მოსწონს და ბევრს თუ არ მოსწონს ეგ არაფერს ნიშნავს |
Posted by: reality 8 Jul 2008, 01:20 |
ჯაყოს ხიზნები ჩემი უსაყვარლესია....... "ჯაყო გმინვაა ჩემი სულისა" და არა მარტო ჯავაიხშვილის... |
Posted by: Solveig 8 Jul 2008, 11:03 |
არადა, არსენა არაა სუსტი რომანი... ესენი ერბოზე გვხრაკავენ და ისინი ზეთზეო-ამის თქმა იოლი არ იყო მაშინ...არც მიხვედრა...ბოლო თავი რომაა, ნინო ჭავჭავაძის დღეობა ალექსანდრეს სასახლეში და თავადაზნაურთა საუბარი, ეგ თავი ღირს რამდენიმე მწერლის მთელ შემოქმედებად, ჩემი აზრით, რა ტქმა უნდა.... |
Posted by: Annabel Lee 3 Jan 2009, 07:25 |
ხომ არ იცით სად შემიძლია მოვიძიო ჯავახიშვილის მოთხრობები ინგლისურ ენაზე? |
Posted by: Solveig 3 Jan 2009, 23:36 | ||
არჩიბალდ
შეავსო ნეტავ კროსვორდი? ლუბა ჯაჭვაძე ერქვა |
Posted by: SCHIZOPHRENIA 4 Jan 2009, 02:17 | ||
სულისშემძვრელი ნაწარმოებია ნამდვილად...პატარა ვიყავი რო წავიკითხე და მახსოვს ისე განვიცადე გაბრუებული დავდიოდი... მასეთი სიყვარულის ისტორია იშვიათია ალბათ მსოფლიო ლიტერატურაში... ელექტრონულად არამგონია სადმე იყოს,მე ვერ მოვძებნე |
Posted by: Nnino 4 Jan 2009, 19:13 |
გაქანებული ომი იყო და ლტოლვილობაში ვნატრობდი "ლამბალო და ყაშას" წაკითხვას. სადაც ვიყავი, იმ ოჯახს არ ჰქონდა. დავბრუნდი თუ არა, გადავიკითხე და ვინეტარე "ბედი მდევარით". სადაც რუსის წმინდა სისხლი დაიღვრება, იქ რუსეთიაო, არა? - ჰა, ჰა... |
Posted by: Solveig 4 Jan 2009, 19:29 |
Nnino მანდ ის მომენტია შედევრი-კაიდარ მოლას და ყაშას დიალოგი. იმ გზაზე თვალი კაიდარ-მოლასაც მოვკარი, რომელსაც წეღან გამოვემშვიდობე. მისი თავჩაღუნული ვირი მარდად მიაბიჯებს. კაიდარ-მოლაც თავჩაღუნულია. ცალ ხელში გადაშლილი ყურანი უჭირავს და კითხულობს, მეორეში კი გაშლილი ქოლგა აღუმართავს. ქვეიდან მეორე ვირი გამოჩნდა. ზედ წითელი ყაშა ზის, იმასაც ქოლგა და ლოცვანი უჭირავს. ორივე ღვთის მსახური ისეა გართული ქრისტესი და მაჰმადის ნაქადაგარით, რომ ვერც ირგვლივ ამჩნევენ ვინმეს და ვერც ერთიმეორეს ხედავენ. აქლემების ქარავანი და რუსული “აბოზი” ერთმანეთს შეხვდნენ და გზა გასტენეს. ყაშასი და მოლას ვირები დარჩენილ ვიწრო ბილიკს გაჰყვნენ. ბოლოს ერთმანეთს თავებით დაეტაკნენ და შედგნენ. ყაშამ და მოლამ ერთსა და იმავე დროს მოსწყვიტეს თვალები წმინდა წიგნებს და ერთმანეთს შეაჩერდნენ. მერმე, როგორც მოწმენი ამბობდნენ, ასეთი ბაასი გააბეს: _ რატომ გზას არ მაძლევთ? – გაიკვირვა ყაშამ. _ რატომ თქვენ არ მაძლევთ? – გაოცდა მოლაც. _ მე წმინდა სახარებას ვკითხულობ, _ რიხით გაახსენა კაიდარ-მოლას მართლმადიდებელმა. _ მე კი წმინდა ყურანს ვკითხულობ, _ აისხლიტა ყაშას საბუთი მუსლიმანმა. _ რომ კიდევაც დამენახეთ, ქრისტიანი ყაშა წარმართ მუსლიმანს გზას არ დაუთმობდა, _ შეუტია წითელმა მღვდელმა. _ ყაშა ლაზარ! თქვენი პირიც ისეთივე უწმინდურია, როგორც თქვენი ფეხი, რომელსაც წელიწადში ერთხელაც ძლივს დაიბანთ ხოლმე, ხოლო თქვენი სიტყვაც ისეთივე უწმინდური, როგორც თქვენი ვირის ყროყინი, _ დინჯად მოუჭრა ჭაღარა მოლამ. _ ჩემი კი არა, თქვენი ვირია უწმინდური, _ გაკაპასდა ყაშა. _ ჩემი ვირი თავრიზის მუშთეჰიდის საჯდომი ვირის ჩამონავალია, _ გაახსენა თურმე ყშას კაიდარ-მოლამ თეთრი ვირის ჯიშიანობა, _ ხოლო თქვენ და თქვენი ვირიც ერთი უწმინდური სულიერის ნაკეთები ბრძანებულხართ. აივნიდან დავინახე: ყაშა ლაზარემ ქოლგა დაჰკეცა და მისი წვერი მოლას ვირს დაატაკა. კაიდარ-მოლამაც დაჰკეცა თავისი ქოლგა და მისი წვერი ყაშას ვირს უჩხვლიტა. ეხლა კი მკაფიოდ მომესმა მათი მუქარა და კივილი: _ გზა მომეცი, შე უწმიონდურო! _ აფეთქდა ყაშა. _ давай дарогу, басурман паршивый – й – й! _ დოღუზ-ით! _ გაცხარდა კაიდარ-მოლაც. ყაშა ლაზარემ ქოლგა მოიქნია და კაიდარ მოლას დინჯად დაჰკრა შუბლში, თანაც დააყოლა: - Вот теве, чорт окаянный! კაიდარ-მოლამ ქოლგის წვერი ყაშას წაჰკრა და აფრიანი ქუდი მტვერში გადმოუგდო. ყაშა გაცხარდა და გაგიჟდა; ვირიდან გადმოხტა, მოხუცი მოლა ვირიდან გადმოიღო და მტვერში აგორავა. მუშტით და ფეხით სცემდა და იმეორებდა: _ Вот теве! Вот теве! _ ესეც შენ! ესეც შენ! რუსი სალდათები იცინოდნენ და იძახოდნენ: _ Аи да по-оп ! Ай – да мулла –а! ქარავანს ხუთიოდე თათარი მოსწყდა. კაიდარ-მოლას გაგიჟებული ყაშა ააგლიჯეს და ააბურთავეს. ყაშას ათიოდე მგზავრი ასურელი მოეშველა. მოლასაც ათიოდე თათარი წაესარჩლა. ყოველი მხრიდან კივილით და მუქარით მორბოდნენ. ჰაერში ჯოხი ტრიალებდა. მოჩხუბარნი მტვრის კორიანტელში გორაობდნენ. უცებ მარჯვენა მხრიდან ნაცნობი კიჟინა მომესმა: _ ლამბალო, ქიოფა-ოღლი! მაშადი ჰასანი მტვერში შეერია. განზე ყაშა ლაზარე ერთ თათარს სჯიჯგნიდა, ლამბალო ყაშას წაადგა და შესძახა: _ ყაშა ლაზარ, ლამბალო! მობრუნდი! ყაშამ ანაფორა გაიძრო ერთმანეთს ეცნენ და წესიერი კრივი გაიმართა, არც ძიძგილი, არც ჭიდილი. ყაშას კრივი ალბათ რუსეთში ჰქონდა ნასწავლი, ლამბალოს კი ტფილისში, ავლაბარში ან ვერაზე. მათი მუშტების ბრაგაბრუგი მეც მესმოდა. რუსები და ზოგი მოჩხუბარი გარს შემოეხვივნენ და წესიერ კრივს ხალისით, კიჟინით და წაქეზებით უცქეროდნენ. ყაშა უფრო ღონიერი იყო, მაგრამ ლამბალო უფრო მარდი აღმოჩნდა. მუშტი და სილა სეტყვასავით დააყარა. როცა სავსე მუშტს ფერდში მისცემდა ან გაშლილ სილას ყბაში გაულაწუნებდა, ზედ მხიარულ ყიჟინასაც მიაყოლებდა: ლამბალო, ქიოფა-ოღლი! _ Так его, так его! _ ამხნევებდნენ სალდათები, _ ოხო-ხო! ყაშა რამდენჯერმე წატორტმანდა და წაიქცა. ლამბალო წაქცეულს ხელს არ ახლებდა, მაგრამ წამოწეულს სულსაც არ მოათქმევინებდა. ყაშა უკვე ლასლასებდა და ხელებს ჰაერშიღა ასავსავებდა. _ ლამბალო! _ მიაძახა ერთხელ კიდევ თათარმა და ისე მძლავრად დასცა ორივე მუშტი, რომ გულაღმა გადაქცეული ვეღარ ქამოდგა. _ ოხო-ხო! _ იფეთქეს რუსებმა. კრივი გათავდა. |
Posted by: Annabel Lee 6 Jan 2009, 23:42 |
სწორედ ეს "ლამბალო და ყაშა" მჭირდება ინგლისურად. არსებობს თარმნანი? მირჩეთ, რა, ვის ვკითხო?????? |
Posted by: just smile19 7 Jan 2009, 02:55 |
ჯავახიშვილის "გივი შადური" არაჩვეულებრივია... ძაან შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე |
Posted by: Marietta 7 Jan 2009, 15:46 |
"პოლიტიკა ძროხაა. ზოგი აძოვებს და ზოგიც სწოვს" ზუსტად არ მახსოვს.მგონი,მეშლება შემისწორეთ მიყვარს ეს სიტყვები |
Posted by: Aurea_ mediocritas 8 Jan 2009, 13:48 | ||
ეს კი თეიმურაზის და ივანეს დიალოგიდანაა "ჯაყო"....... ეს ნაწილი ძალიან მაფიქრებს: " -ან სულაცვეღარ მნახავთ,ან გამარჯვებული დავბრუნდები. ჯაყოსავით უნდა გავძლიერდე, ჩემი სიბრმავის გამო ცხოვრებამ გამჭყლიტა. ეხლა წელი უნდა ავიწიო და ცხოვრება მე თვითონ უნდა დავთრგუნო. -მადლობა ღმერთს ჩემი ნათქვამი ჭკუაში დაგჯდომია-გაიღიმა ივანემ. -შენი ნათქვამიც,ჩემი გამოცდილებაც და დაკვირვებაც ამას მეუბნებიან, რომ უძვალო სხეულში უნდა ფოლადის ხერხემალი ჩავიდგა და უძლურ საგულეში რკინის ნაჭერი უნდა ჩავიდო. -აი ეგ მომწონს... -კმარა ესოდენი მცონარეობა, ყბედობა, ლანდების დევნა, უნიადაგო გატაცება,სრული უცოდინარობა ამ ქვეყნის გარდუვალ კანონებისა და მუდმივი ფრენა ვარდისფერ ღეუბლებში,რომლებიც სინამდვილეს დაეტაკნენ და უმალვე გაიფანტნენ. იმ ღრუბლებში აშენებული კოშკები თავზე ჩამომენგრნენ და უკანასკნელი იმედი და რწმენა დამიმსხვრიეს...............ძალა,მხნეობაგამარჯვება,ბასრი კბილები და ძლიერი მკლავი, უნდობლობა და დაუნდობლობა- აი ამიერიდან რა ეწერება ჩემი ცხოვრების სახელმძღვანელო წიგნაკში. -გასასტიკებულხარ,თეიმურ. -ვინც თავის მტერს იბრალებს,ის თავისივე თავს ღუპავს. გულჩვილნი და გულკეთილნი ამ ქვეყნად ვეღარ გაძლებენ. მეც ცხოვრების წიგნაკში ასეთი სადღეისო 10 მცნება ჩავიწერე: მგლებთან მგლობა და ცხვრებთანაც მგლობა...................." |
Posted by: wild orchid 7 Feb 2009, 23:16 | ||
gabarzgaleba
მართალი გითხრა ვერ მიგიხვდი რა შუაშია? |
Posted by: highway 8 Feb 2009, 01:42 | ||||
კარგად ამბობ ეხლა უნდა დამეფოსტა და ვნახე რომ უკვე დაწერილი მქონია ადრე, იგივეს ვიმეორეობდი უ-დი-დე-სი ქართველი მწერალი, მოაზროვნე, მსოფლიო მაშტაბის... ბოკაჩოს და დე სადის წიგნების შემდეგ, ალბათ ყველაზე მამხილებელი... მე რაც წამიკითხავს ყოველ შემთხვევაში ბოლო ადგილზე არ გავა, რომ მაგარი ეროტიკული ფრაგმენტები აქვს. თემურ ჩხეიძის ვიდეო დრამა "თეთრი კურდღელი" მარინე ჯანაშიას და ედიშერ მაღალაშვილის მონაწილეობით |
Posted by: kukuruku 8 Feb 2009, 15:07 |
ჯავახიშვილი გენიოსი იყო. რამდენჯერაც არ მივუბრუნდი, რაც არ უნდა წავიკითხო, ყველაფერი დღევანდელ ყოფას მაგონებს, არასდროს არ ძველდება, საოცარია. |
Posted by: abelo 10 Feb 2009, 02:36 |
ყველა "აჯაყოს ხიზნებზე" და "ლამბალო და ყაშაზე" ლაპარაკობს. გასაგებია რომ აქტუალურია. მაგრამ სხვა ნაწარმოებები? თეთრი საყელო, კურკას ქორწილი, ეშმაკის ქვა, ტეტიები, მიწის ყივილი, ტყის კაცი, პატარა დედაკაცი, მდევარი, ორი შვილი.... და კიდევ რამდენი. ჩანჩურა -ჩემი პირველი შეხება ჯავახიშვილთან 9 წლის ასაკში . ისე განვიცადე და ისეთ შოკში ვიყავი 1 თვე ვეღარ ვეკარებოდი წიგნს. არსენა მარაბდელზე მინდა ვთქვა. დაასვეს ბეჭედი რომ სუსტია და მორჩა. არ არის ასე, კიდევ ერთხელ გადაიკითხეთ და ნახავთ რომ ბევრი რამე სხვანაირად იკითხება. |
Posted by: Nnino 10 Feb 2009, 13:59 | ||
abelo
გენიალურია... ახლა ესეც ძალიან აქტუალურია, უბრალოდ, აღარავის ახსოვს. აშკარად აჩვენებს, როგორ შეიძლება ბრბომ მოკლას ადამიანში კაცი ისე, რომ ფიზიკურად არც არაფერი დაუშავოს. სხვა საქმეა ამის შემდეგ ის ადამიანი სიცოცხლეს ინდომებს თუ არა... არსენა სულაც არაა სუსტი, ჯერ მარტო ის სცენა რად ღირს, ძმას რომ ძმისთვის ასროლინებენ და ისიც ვერ გაუწევს წინააღმდეგობას. ამგვარი წიგნებით უნდა იზრდებოდეს დღევანდელი თაობა, მაპატიეთ და რეაქტიულ ცოცხზე გადამჯდარი "აჩკარიკი" ტიპების გაიდეალებით კი არა (არ წამიკითხავს და არც წავიკითხავ, კამათს ნუ დამიწყებთ "ჰარი პოტერის" ღირსებებზე). |
Posted by: annak 10 Feb 2009, 14:07 | ||
Nnino "ეშმაკის ქვა". კარგია თუ ამ ნაწარმოებს სასკოლო პროგრამაში შეიტანენ. არსენა ერთადერთია რომელიც არ მაინტერესებს მისი ნაწარმოებებიდან, მაგრამ არა სისუსტის გამო.
|
Posted by: sesililu 10 Feb 2009, 14:29 | ||
ჯავახიშვილის "კურდღელი"............ "ტყის კაციც"......................... რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ გამოვედი ემოციებიდან.........
"....ერთი ქვა ვესროლე....... მხოლოდ ერთი........ისიც ეშმაკმა მასროლინა...... მე არ მისროლია, არა....არა!........" |
Posted by: abelo 10 Feb 2009, 21:17 | ||||
Nnino
annak
არსენა მარაბდელის ერთი თავი"ჩამოგდებული ნამგალა მთვარე" მთელ წიგნს ეყოფოდა. "ათიოდე წლის წინ სულთანმა ერეკლეს შესთავაზა, ოღონდ ურუსს ნუ მიუდგები და მესხეთი მიირთვიო. მაგრამ მას მოწამლული ღვინოსი შეეშინდა და 1783 წელს მაგუგს გაუხსნა დარიალი და ფუჭი პირობა ჩამოართვა: თუ მაგუგმა გურია-იმერეთი, სამეგრელო, მესხეთი და ტაო-კლარჯეთი დაიპყრო, იგი ბაგრატიონებს მიერთვასო. კარგა ხანია მაგუგმა თოვლიან ქედს გადმოალაჯა, ერთი ფეხი შავ ზღვას დააბიჯა, მეორე - ბაქოს, ახლა კი არეზსა და ნოეს კიდობანს ეჭიდება და ჯავახეთის ზეგანზე მიბობღავს, რათა თავის ვალი შეასრულოს: მთელი მესხეთი წამოიღოს და ოქროს ხონჩით ბაგრატიონებს მიართვას, რომელნიც მოსკოვსა და პეტერბურგში გადაასახლა, რადგან მათ ქართული ჰავა სწყენდათ და მოსწყინდათ." აი ამ თავში ჩანს ჩვენი პრობლემა, ზოგჯერ ერთმორწმუნე რუსეთით შეგულიანებული, ვფიქრობთ და ვმოქმედებთ ჩვენივე ხალხის წინააღმდეგ. "აი რა ყოფილა ომი! ისიც რა ომი, ჯვრისა და ნამგალასი, რჯულისა დ ხატისათვის". ადამიანი რომელიც დღევანდელ პრობლემას ერთი საუკუნის წინ ხედავდა და მიზეზებზეც მიგვითითებდა, როგორ უნდა დაეწერა რაიმე სუსტი. ჰო მართლა, სცენა- მებრძოლი მესხი ქალები,- სისხლს გაგიყინევს... |
Posted by: Solveig 10 Feb 2009, 23:51 | ||
abelo
მე პირველად "პაპა დიმო" წავიკითხე და ვიტირე..პატარა ვიყავი მაშინ, ალბათ 8-9 წლის. მერე იყო "არსენა" და მიჰყვა დანარჩენებიც. "ჩანჩურა" ცოტა მოგვიანებით იყო. 18-19 წლისას უკვე გადაბულბულებული მქონდა მოთხრობები და რომანები და მერე პუბლიცისტიკას ჩავუჯექი. ჯავახიშვილი მართლა ძლიერი პუბლიცისტი იყო. რატომღაც არავინ საუბრობს იმ დიდ შრომაზე, რომელიც მან გასწია ქართული ენის სიწმინდის დასაცავად. თან-არ დაგვავიწყდეს-ეს გააკეთა კაცმა, რომელმაც ქართული ენა სამჯერ ისწავლა. პირველად-როცა ენა ამოიდგა, მეორედ-წინამძღვრიანთკარის სასწავლებელში და მესამედ-ყირიმიდან დაბრუნების შემდეგ. |
Posted by: abelo 11 Feb 2009, 13:43 | ||||
სამწუხაროდ მე მხოლოდ რამდენიმე წერილს ვიცნობ ამასთან დაკავშირებით.
"პაპა დიმო"-სთან კი უცნაური სტორია მაკავშირებს სკოლაში მასწავლებელმა დაგვავალა ნებისმიერი ორი ნაწარმოები აგვეღო და პარალელები გაგვევლო მათ შორის. რა თქმა უნდა ოთაარანთ ქვრივის და თავსაფრიანი დედაკაცის ვარიანტი არ მხიბლავდა. ამიტომ ავიღე "პაპა დიმო" და ამერიკელი ნოველისტის ალბერტ მალცის "თამაში" თემა საკმაოდ მწვავე გამოვიდა და სოციალური საკითხების გარდა სხვა რამეებსაც შეიცავდა. მოკლედ, რომ არა დაწყებული "პერესტროიკა", სკოლიდან გამრიცხავდნენ და კიდევ ვინ იცის რას გამიკეთებდნენ. სკანდალი კი აგორდა მაგრამ მაინც გადავრჩი. ასე რომ "პაპა დიმო" განსაკუთრებით მიყვარს. ჩემი პირველი დამოუკიდებელი აზრი, ბოლომდე გამომათქმევინა. |
Posted by: annak 11 Feb 2009, 13:49 | ||||||
abelo
ძალიან მიყვარს მისი "სასიყვარულო" მოთხრობები "ყბაჩამ დაიგვიანა" "მესამე" შურისმაძიებელი მაიკო... * * *
გეთანხმები
მე არ ვამბობ რომ სუსტი ნაწარმოებია, მხოლოდ არასაინტერესო უ.ს. მთავარი გმირი ჩემთვის "არასაინტერესოა" თორემ წაკითხული მაქვს და რომანში არის მონაკვეთები რომელიც ლამის ზეპირად ვიცი. |
Posted by: abelo 11 Feb 2009, 14:24 | ||||
annak
და "მუსუსი"? მსგავსი პრობლემა დღესაც აქტუალურია და არა მარტო პროვინციებში.
აი ამაში კი გეთანხმები. |
Posted by: annak 11 Feb 2009, 14:38 | ||
abelo
ძალიან მიყვარს კიდე ბევრია უბრალოდ სახელებს ვეღარ ვიხსენებ. ავად როა ახალგაზრდა ქალი და რიგში ვიღაც კაცი მოეწონება. მერე ეს კაცი ეძებს მას. მის მოთხრობებს, რომ ვკითხულობ თვალწინ მიდგება გარემო, პერსონაჟები მათი ჩამულობა, გამომეტყველება. პერსონაჟები კი არ არიან "ცოცხლები" არიან ჩემთვის. |
Posted by: Nnino 11 Feb 2009, 14:49 | ||
annak
"ოქროს კბილი" ჰქვია, თუ არ ვცდები... |
Posted by: Unico 15 Feb 2009, 19:53 |
ჩემთვის ძალიან ძვირფასი მწერალია |
Posted by: rockforever 26 Feb 2009, 15:44 |
გარეთ ხევისთავის სულივით ბნელა |
Posted by: Hano 21 Apr 2009, 01:05 | ||
”ლამბალო და ყაშა” და”კვაჭი კვაჭანტირაზე” მაქვს წაკითხული... ”ლამბალო და ყაშა”ძალიან მომეწონა.. ასეთი მძაფრი შეგრძნება არასდროს მქონია.. ყაშა..ანაფორიანი ჯალათი... ჯერ მარტო მისი გარეგნობა როგორ აქვს აღწერილი..შემზარავია.. * * *
შეტანილია.. სკოლაში გავიარე მე ეგ.. |
Posted by: novalisi 21 Apr 2009, 10:38 |
მიხელი ჯავახიშვილს რომელმა მწერალმა ესროლა კახეთში სუფრასთან არ იცით ? ტელევიზიით ხშირად ამბობენ ამ ფაქტს მაგრამ მსროლელს არ აასახელებენ და მაგრად მაინტერესებს. |
Posted by: perfectstranger 11 Jul 2009, 13:02 | ||
არჩიბალდ
დღეს წავიკითხე 1936 წელს დაწერილი მცირე ავტობიოგრაფია: 1912 წლის დამლევს კავკავში ცოლი შევირთე (ლუბა ჯაჭვაძე) |
Posted by: djbachi 24 Jul 2009, 16:17 |
მAრთალი გითხრათ მერთულება მე ჯავახიშვილი. ნამდვილად არ არის ადვილი წასაკითხი. loza კოწიას რას უწუნებ ვითომ? |
Posted by: monte cristo2009 26 Jul 2009, 09:19 |
ვფიქრობ ,,თეთრი საყელო,, ერთ-ერთი საუკეთსო ქართული რომანია. ეგზოტიკა, რომანტიზმი, ფილოსოფია, სიყვარული.... ასევე ცივილიზაციით დაღლილი ადამიანი, რომელიც წარსულში ეძებს თავშესაფარს. ცუდია რომ ამ რომანის ეკრანიზაცია არ მოხდა. ,,ხევსურულ ბალადაში,, გამოყენებულია ,,თეთრი საყელოდან,, რაღაც თემები, მაგრამ ნამდვილი ,,თეთრი საყელოს,, გადაღება ეგზოტიკურობით და სილამაზით ოსკარამდე მიიყვანდა საქართველოს... |
Posted by: somnambuli 26 Jul 2009, 10:17 |
"9 ქალწული" "პაპა დიმო" "თეთრი კურდღელი" |
Posted by: gvanca_gvanci 26 Jul 2009, 11:13 |
მგიჟდები ამ მწერალზე. მე პირადად ყველაზე მეტად ''კურღელი'' და '' თეთრი საყელო'' მიყვარს. monte cristo2009 მაგაში გეთანხმები არ მომწონს ,,ხევსურული ბალადა''. ძალიან დამახინჯებულია ნაწარმოები. |
Posted by: monte cristo2009 26 Jul 2009, 11:31 |
საერთოდ ამ მწერლის ბევრი ნაწარმოებია ისეთი, რომ შესანიშნავი ფილმები გამოვიდეს.. ავიღოთ გივი შადურის ცხოვრება - საუკეთესოა ეკრანიზაციისთვის, მაგრამ დღევანდელ მსახიობთა თაობაში ასეთი ფილმებისთვის რესურსი ნაკლებად მოიძებნება.. ცდა შეიძლება, მხოლოდ არა დილეტანტურ დონეზე |
Posted by: earth 21 Jan 2010, 20:36 |
"ეშმაკის ქვა" ელ ვერსია ხო არ გაქვთ? |
Posted by: NIII_ 21 Jan 2010, 22:09 |
earth აი,ინებე რომელიღაც ფორუმზე გადავაწყდი ეშმაკის ქვა ჩვენი საუბარი ათას რამეს გადასწვდა: ქალთა თანასწორობას, 1905 წლის რევოლუციის გრიგალებს, მის მომდევნო რეაქციას, გმირობას და სილაჩრეს, დარსა და მოსავალს, აზიას და ევროპას და ბოლოს ბრბოს ფსიქოლოგიაზე შეჩერდა. ერთმა მოხუცმა გვიამბო: - ეს ამბავი ტფილისის მახლობლად მოხდა. მე იქაური მემამულე გახლავართ. ჩემმა ქალიშვილმა სოფიომ ის იყო სასწავლებელი გაათავა და საზაფხულოდ გვეწვია. სულ ერთი თვე არ გასულა, რომ ახალგაზრდა ქალი სოფლის თვალად გადაიქცა. საოცარი არსება იყო: გულჩვილი, მგრძნობიარე და აღფრთოვანებული. თუ ვისმეს სურდა ენახა ამ ქვეყნად ჩამოსული ტანსხმული სიკეთე და სათნოება, ჩემს სახლში უნდა მოსულიყო. ჩემი ოჯახი დილიდან საღამომდე სტუმრებით იყო სავსე. ყველა იმასთან მოდიოდა: მამაკაცი, დედაკაცი, გლეხი, ქვრივი, ობოლი, ავადმყოფი და გაჭირვებული. სოფიო ერთსადაიმავე დროს მათი ექიმიც იყო, მოსამართლეც, ჭირისუფალიც, დამრიგებელიც და მანუგეშებელიც. თუ გლეხებს საქმე ჰქონდათ ჩემთან - იჯარა, ღალის შემცირება, შეშის მოჭრა, ან სხვა რამე - ჯერ სოფიოსთან მიდიოდნენ, რადგან დარწმუნებულნი იყვნენ, სათხოვარი აუსრულდებოდათ. ამრიგად, სოფიომ ზოგი ჩემი საქმეც ჩაიგდო ხელში და ჩემი შეძლებაც საქველმოქმედო წყაროდ გაიხადა. ჩვენ ხმას არ ვიღებდით: ჩვენი ერთა იყო და არაფერს არ ვუშლიდით. თუ ვინმე სადილზე ან ვახშამზე მოგვასწრებდა, სოფიო მოიპატიჟებდა, გვერდით მოისვამდა, გააძღობდა, თხოვნას აუსრულებდა და გაისტუმრებდა. თუ ეტლით მიდიოდა ან მოდიოდა და გზაში ფეხით მიმავალი დედაკაცი ან გლეხი შეჰხვდებოდა, ეტლში ჩაისვამდა და თან წაიყვანდა. ხშირად მომხდარა, რომ მგზავრს სხვა გზა ჰქონია. მაგრამ ავდრის ან სხვა რომელიმე მიზეზის გამო სოფიოს იგი შინ მოუყვანია, გაუძღია, გაუთბია და მეორე დღეს გაუსტუმრებია. ზოგჯერ შინიდან დილით გავიდოდა და მხოლოდ საღამოზე დაბრუნდებოდა. დილით ზემო უბნიდან დაჰყვებოდა და საღამოზე ქვემოთ უბანში გავიდოდა. უკან მუდმივ ბავშვები და დედაკაცები დასდევდნენ. ერთხელ ვიღაცამ ანგელოზი დაარქვა. მას აქეთ მთელი სოფელი ამ სახელით იხსენიებდა. ხშირად იტყოდნენ ხოლმე: - ჩვენს ანგელოზთან წავალ, ისევ ის თუ მიშველის, თორემ სხვა არავინ. ან კიდევ: - ჩვენი ანგელოზი ცოცხალი იყოს, თორემ მეტი არა გვი შავს-რა. ან კიდევ: - ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს ჩვენი ანგელოზი, ის რომ არ ყოფილიყო, ვინ იცის რა დღე დაგვადგებოდა. სოფიო რომ სოფელში გავიდოდა, ეს ამპბავი მაშინვე მოედებოდა მთელ სოფელს. ერთი ვინმე იტყოდა: ანგელოზი დადის სოფელშიო, და ეს სამი სიტყვა ზემო უბნიდან ქვემო უბნამდე ჩაივლიდა. „ანგელოზი მოდის, ანგელოზი“, ეუბნებოდნენ ერთმანეთს დედაკაცები და კარმიდამოს ასუფთავებდნენ, იქაურობას ალაგებდნენ, რადგან ყველა მოელოღა იმის მოსვლას, სალამს, ნუგეშს, რჩევას და დახმარებას. ტოლ-ამხანაგები დასცინოდნენ, ზურგს უკან ჰკიცხავდნენ. პირში კი ზოგჯერ ღიმილით ეტყოდნენ: - რა არის, სოფიო, რომ ტყაპუჭა ბიჭ-ბუჭებს და გოგოებს გვერდით მოისვამ ხოლმე. კეთილი საქმე ჩვენც გვიყვარს, მაგრამ... და საყვედურსა და დარიგებას მიაყრიდნენ. სოფიო კი მორცხვად იღიმებოდა, პასუხს არ აძლევდა და ცდილობდა, რომ მისი სიკეთე არავის არ გაეგო და არავის არ დაენახა. ერთხელ სოფელში რაღაცა სახადი გაჩნდა და ერთ კვირაში მთელ სოფელს მოედო. ოჯახი აღარ გადარჩა, რომ ავადმყოფი არა ჰყოლოდათ. სოფიო დაფაცურდა. ტფილისიდან ექიმი მოიწეია, მასთან ერთად დილით-საღამომდე ავადმყოფებთან ატარებდა დროს, უბნიდან უბანში გადადიოდა, და თან ნუგეში, ტკბილი სიტყვა, ალერსი და სათნოება დაჰქონდა. ჩვენ შეგვეშინდა, რამდენჯერმე გავაფრთხილეთ, ერთხელ-ორჯერ კიდევაც დავტუქსეთ, მაგრამ მან თავისი არ მოიშალა. მალე თვითონაც გახდა ავად. მე, დედამისი, ექიმი და ნათესავები თავს ვეხვიეთ და ძლივსძლივობით გამოვტაცეთ სიკვდილს. იმ ზაფხულს ჩვენს სოფელში ახლო-მახლო ქურდობა გავრცელდა. ჯერ კვერცხიდან და ქათმებიდან დაიწყეს, მერმე ცხვარსა და ღორზე გადავიდნენ, შემდეგ რამდენიმე გლეხს ხარ-კამეჩი გაურეკეს და ბოლოს სახლების მტვრევასაც შეუდგნენ. დღე არ გავიდოდა, რომ სოფელში არ ეთქვათ: - წუხელ ნასყიდაანთ მიხას „მგლის ლეკვმა“ სარები გაურეკა. ან: - გუშინ გოდოლაანთ მეცხვარეს თათრები დაეცნენ და ოცი ცხვარი მოსტაცეს. ამბობენ „მგლის ლეკვიც“ იქ იყოო. ან კიდევ: - დღეს დილით, რიჟრაჟზე, კაიშაურის ქვრივს სახლი გაუტეხეს და რაც რამე ებადა, სულ წაიღეს. ესეც „მგლის ლეკვის“ საქმე უნდა იყოს. გლეხები ხშირად შემომჩიოდნენ ხოლმე: - აგვიკლეს ამ ჰარამზადებმა, შენი ჭირიმე, აგვიკლეს. არაფერი აღარ შეგვარჩინეს: არც ქათამი, არც ცხენი და არც ხარი, სულ აგვანიავეს. ღმერთმანი, აღარ ვიცით რა ვქნათ. - ვიცით, ვინც არიან, - დაბალი ხმით დაუმატებდა მეორე, ბარემ ვიცით, მაგრამ რა ვქნათ, რომ ვერსად მოვასწარით და ხელი ვერ ვტაცეთ. - რაღა დასამალავია, შენი ჭირიმე, ქვეყანამ იცის, მაგრამ ხმას არავინ არ იღებს, ეშინიათ, რადგან „მგლის ღუკვი“ თავზე ხელაღებული ბიჭია და თავის დაჭერას არავის არ შეარჩენს. „მგლის ლეკვი“ ჩემს მეზობელს დათას ერქვა. ამხანაგად თავის ბიძაშვილი სოლო ჰყავდა. ორივენი ახალგაზრღა ბიჭები იყვნენ. დათა ერთი თავზე ხელაღებული, აბეზარი, შარიანი, ქვეშქვეშა და ბოროტი ადამიანი იყო. მგლის ლეკვი იმიტომ დაარქვეს, რომ გარეგნობით და ხასიათითაც მართლა მგელს ჰგავდა. მის პირსახეზე ღიმილი ან სიცილი არავის არ ენახა. მუდამ თავჩაქინდრული დადიოდა და შუბლ-ქვეიდან ბოროტად აცეცებდა შავ თვალებს. სოლო გულკეთილი ყმაწვილი იყო, მაგრამ უხასიათობის გამო დათამ დაიმორჩილა და ერთგულ ხელქვეითად გაიხადა. ორივენი ჩემს თვალწინ წამოიზარდნენ. არც მუშაობდნებ, არცა ჰხნავდნენ, არცა სთესავდნენ, მაგრამ ახლო-მახლო მათზე უკეთესად ბევრი აზნაურიც ვერა ცხოვრობდა. წელზე ვერცხლის ქამრები ერტყათ. ფეხთ ხან დაკეცილ ჩექმებს იცვამდნენ, ხან თათრულ ტოლაღებს, თავზე ხან ბუხრის ქუდები ეხურათ, ხან ქალაქური „კარტუზი“, ჩოხებსა და ძვირფას აბრეშუმის ახალუხებს ხომ თვეში ერთხელ იცვლიდნენ. თუ სოფელში იყვნენ, დილიდან საღამომდე დუქნებში ეყარნენ და ქეიფობდნენ. ზოგჯერ ქალაქიდან არღანი და ქალები მოჰყავდათ. საამხანაგოდ თათრებს გარდა არავის არ იკარებდნემ, მათთან კი დიდი მოყვრობა და ხშირი მისვლა-მოსვლა ჰქონდათ. სოფელი გაბრაზდა და გაშმაგდა. ბევრჯერ უთვალთვალეს, ბევრჯერ ჩაუსაფრდნენ, მაგრამ ვერაფერიც ვერ გააწყეს: მგელი კარგად იყო დაგეშილი და ფრთხილად ნადირობდა. ერთხელ ბაკიდან მეც ორი ხარი და ერთი ძროხა გამირეკეს. მთელი სოფელი ფეხზე დადგა. ქურდებს კვალდაკვალ მიჰყვნენ და იმავე დღეს, ათი ვერსის მანძალზე, ტტეში დაბმულ საქონელს წააწყდნენ. დათას და სოლოს იქვე მახლობლად ეძინათ: ორივენი შეჰბოჭეს და ციხეში ჩასვეს, მაგრამ ერთი თვის შემდეგ ისევ გამოუშვეს, რადგან ქურდობა ვერ დაუმტკიცეს, ორივენი დაბრუნდნენ და სოფელს უარესი დღე დააყენეს. იმ გლეხებს კი, ვინც ყველაზე ბეჯითად ცდილობდნენ მათი დაჭერის დროს, არაფერი აღარ შეარჩინეს, მათი ოჯახი წყალს მისცეს და ერთს თავიც კი გაუტეხეს. ორი კვირის შემდეგ ხელმეორედ დაიჭირეს. სასამართლომ ხელმეორედ გაამართლა. სოფელმა სთქვა: ისევ ჩვენ თუ მოვიშორებთ თავიდან, თორემ მთავრობას მაგათი მხარე უჭირავსო. მოილაპარაკეს და მზვერავი მიუჩინეს. ერთხელ დილაადრიანად სოფელში რაღაც ხმაურობა ატყდა. მამაკაცები ქვემო უბნისკენ მირბოდნენ, დედაკაცები წიოდნენ, ბავშვები ტიროდნენ, მალე ეს წივილ-კივილი, მოთქმა და გლოვის ზარი მთელ სოფელს მოედო. ბიჭი გავგზავბე. ამბავი მომიტანა. ქვემო უბანში, სოფლის განაპირას, ერთი მარტოხელა ქვრივი იდგა. სოფელში ხმა დადიოდა, ამ დედაკაცს კედელში ფული და ვერცხლეულობა აქვს შენახულიო. ეს ამბავი, რასაკვირველაა, დათასა და სოლოსაც ჰქონდათ გაგონილი. იმ ღამეს თურმე ორივენი ეწვივნენ ქვრივს, ძალით შეამტვრიეს კარები და ხანჯლებით დაადგნენ. ქვრივმა ჯერ უარი უთხრა, მერმე კი, როცა ძალა დაატანეს, კუთხეში შამფურით ამოჩიჩქნა მიწა, ერთი პატარა კოლოფი ამოიღო და მისცა. სულ ორშაურიანები და აბაზიანები იყო. იქვე დათვალეს. თვრამეტი მანეთი და სამი აბაზი გამოვიდა. წასვლა დააპირეს. თავპირი ყაბალახებით ჰქონდათ ახვეული, მაგრამ ქვრივმა მაინც იცნო და თავისდასაუნედუროდ მიაძახა: - დამაცადეთ, თქვე ჰარამზადებო, დამაცადეთ! განა ვერ გიცანით! დამაცა, შე მგლის ლეკვო, შენა! ორივენი შეჩერდნენ და წაიჩურჩულეს, მერე გამობრუნდნენ, უბედური დედაკაცი ხანჯლებით აჰკუწეს და გაიქცნენ. ხალხმა ალღო აიღო და ორივე მკვლელს კარზე მიადგა. დათა ძარში დამალულიყო, სოლო ქვევრიდან ამოიყვანეს. სოლო მაშინვე გამოტყდა. დათა კი ცივ უარზე იდგა და ჩვეულებრივ თვალებს აბრიალებდა. სოფიომაც გაიგო ეს ამბავი, ნაავადმყოფარი იყო: ორი დღის წინათ წამოდგა და ძლივს დადიოდა. ცოტა ხნის შემდეგ მგლის ლეკვის მოხუცი დედა წივილ-კივილით მოვარდა ჩვენსას, სოფიოს ფეხებში ჩაუვარდა და ატირდა. - გენაცვალე, ქალბატონო, მიშველე! უშველე-ეეთ იმ პირშავს, იმას! სოფიოც დაფაცურდა. - ეხლავე მივდივარ... ნუ გეშინიან, არა უშავს-რა, მე ვუშველი, - ჰბუტბუტებდა და ტანისამოსს იცვამდა. ვიცოდი, რომ მისი გასვლა სახიფათო იყო. მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ სიტყვით ვერაფერს გავხდებოდი, ამიტომ არ დავუშალე და მეც თან გავყევი. მოხუცი დედაკაცი წინ მიგვიძღოდა და ხმამაღლა მოსთქვამდა. მე და სოფიო ხელიხელგაყრილნი მივსდევდით. ჩქარის ნაბიჯით მივდიოდით, მაგრამ სოფიო მაინც მაჩქარებდა. ქვრივის სახლს ერთი მხრით გზა ჩაუდიოდა, მეორე მხრით რიყე. პატარა ეზო ხალხით იყო გატენილი. მთელ სოფელს - დიდსა და პატარას, კაცსა და დედაკაცს, მოხუცსა და ახალგაზრდას - ამ ეზოში მოეყარა თავი. ახალმოსულნი ქუდს იხდიდნენ. სახლში შედიოდნენ და ცოტა ხნის შემდეგ პირმოღუშული და თვალცრემლიანი გამოდიოდნენ. დედაკაცები შორიდანვე იწყებდნენ ხმამაღლა ტირილსა და მოთქმას. სახლიდანაც მოისმოდა მათი მოთქმა. ერთი მოხუცი დედაკაცი, მოკლული ქვრივის ნათესავი, იქვე დირესთან იჯდა და გაჰკიოდა: - გაგიხმეთ ეგ მარჯვენა, ბიჭებო-ო... რატომ ადრევე დედათქვენს მუცელში არ გაუწყალდით, თქვე პირშავებო, თქვენა-აა... მამაკაცები აქა-იქ შეჯგუფულიყვნენ და ხმამაღლა ლაპარაკობდნენ. წამდაუწუმ ისმოდა: - მეტი მოთმენა აღარ შეგვიძლიან. მთავრობას რომ გადავცეთ, ასევ გამოუშვებენ. - ჰოდა რა, გამოუშვებენ მა რა! - აი, ხალხო, ეხლავე, გეუბნებით, - ცხარობდა ის გლეხი, რომელსაც დათას მიერ თავი ჰქონდა გატეხილი, - ეხლავე, გეუბნებით, აი აქვე ღორებივით დავკლავ ორივეს ამ ხანჯლითა და მერმე, რაც მომივა, მომივა, ისევ ისა სჯობიან, რომ ციმბირში გამგზავნონ, თორემ სულ ერთია, მაგ მგლებს ვერ გადავურჩები. - მოჰყავთ! - წამოიძახა ერთმა. - მოჰყავთ! მოჰყავთ! - გაისმა აქეთ-იქიდან და ყველა გზას მიაჩერდა. დათას დედა არ გვშორდებოდა. სოფიო წამდაუწუმ ამშვიდებდა მას: - შენ ნუ გეშინიან... არხეინად იყავი... ნუ შეგეშინდება. კეტებითა და ხანჯლებით შეიარაღებულმა ათიოდე ახალგაზრდამ ორი შებოჭვილი კაცი შემოიყვანა ეზოში. ორივეს ხელები უკან ჰქონდათ გაკრული. ხალხი მიესია. აქეთ-იქით დრტვინვა და მუქარა გაისმა: - ჰააი, თქვე ჰარამზადებო, მგლის ლეკვებო, პირშავებო, ყაჩაღებო! ერთი სამოცი წლის ბებერი დათას წინ აეტუზა და თვალცრემლიანმა მთრთოლვარე ხმით უთხრა: - შეგირცხვეს ეგ ულვაში ფუჰ, შენს ვაჟკაცობას და შენს მარჯვენას! - და ორივეს პირსახეში მიაფურთხა. ხალხი შეინძრა. ყველანი მკვლელებისაკენ იწევდნენ, რივ-რიგად აფურთხებდნენ პირსახეში და იმეორებდნენ: - ფუჰ, შენს ვაჟკაცობას! ფუჰ, შენს მარჯვენას! ერთი დედაკაცი დათას პირსახეში ეცა და თვალების კაწვრა დაუწყო, ხალხში დრტვინვამ იმატა. ჰაერში ჯოხი, სახრე და კეტი აირია, ყველა წინ მიიწევდა. ვიღაცამ დაიძახა: - დაიცადეთ, ხალხო! ჯერ ვალაპარაკოთ, სულ ერთია, ვერსად ვერ წაგვივლენ. ხალხმა უკანვე დაიწია. - აბა, დავიწყოთ! - სთქვა პირველმა. უცებ მეორემ წამოიძახა: - მკვდარი გამოვიყვანოთ და ზედ ვალაპარაკოთ. - გამოვიყვანოთ! გამოვიყვანოთ! - დაუბეჭდეს აქეთ-იქიდან. რამდენიმე კაცი შინ შევიდა. ორივე მკვლელი განზე გააყენეს და უკან რამდენიმე შეიარაღებული ახალგაზრდა მიუყენეს. სოლოს ნაცრის ფერი ედო და თვალზე ცრემლი უბრწყინავდა, დათა კი შუბლქვეიდან მგელივით იცქირებოდა, თვალებს ათამაშებდა, იქაურობას ათვალიერებდა და ეტყობოდა, რომ მხოლოდ თავის დაღწევაზეღა ჰფიქრობდა. დედაკაცებმა ტირილს უმატეს. ოთხმა კაცმა გვამი გამოიტანა: უკან დედაკაცები მოსდევდნენ. ხალხი შუაზე გაიპო და გზა მისცა. ფარდაგი გამოიტანეს, დათას და სოლოს ფეხებთან გაუშალეს და ზედ ცხედარი დაასვენეს. ერთმა დედაკაცმა ცხედარს სუდარა აჰხადა. გულ-მკერდი გაუხსნა და ჭრილობები გამოუჩინა. ყველანი გაჩუმდნენ. მკვდარი სიჩუმე ჩამოწვა. მამაკაცებმა ქუდები მოიხადეს. ხანგამოშვებით ხან აქედან და ხან იქიდან ჩუმი ოხვრაღა ისმოდა. ყველანი სოლოსა და დათას მიაჩერდნენ. დათას პირსახეზე ცვლილება არ დაეტყო. ცხედარს თვალი მოაშორა და განზე დაიწყო ცქერა. სოლო ქვრივის გვამს მიაჩერდა. რამდენიმე ხანს კისერწაგძელებული ჩაციებით უყურებდა მკვდრის პირსახეს. გაშეშდა, გაინაბა, თითქო გულის ფეთქვაც კი შეიჩერაო. მერმე ნელ-ნელა ცახცახი დაიწყო, პირსახე აუთამაშდა, ტუჩები აუკანკალდა, წამწამები აუხამხამდა, ტანში მოიშალა, ნელ-ნელა წაიწია, მუხლი მოდრიკა, ცხედარს გულზე დაეცა და ქვითინით ამოიკვნესა: - ვაი, დედილო-ო-ო! ეს ორი სიტყვა ხალხს ნაკვერჩხალივით მოჰხვდა. - ვაი დედა შენსა, შე უბედურო, შენა! - წააბუტბუტა ერთმა დედაკაცმა. - უჰ, საწყალი, - ამოიოხრა მეორემ. - საწყალი... საბრალო. საწყალი... - ისმოდა აქეთ-იქიდან და ყველა ჰგრძნობდა, რომ „საწყალი“ ეხლა ცხედრის მკერდზე მგლოვიარე სოლო იყო. სოფიომ მკლავში ხელი მტაცა და გვერდზე ამეკრა. მთელი ტანით ცახცახებდა, პირსახე გაფითრებული ჰქონდა, ქვედა ტუჩი უთამაშებდა, აჩქარებით ჰსუნთქავდა და ხანგამოშვებით პირში მომდგარ ნერწყვს ჰყლაპავდა. დათას დედა ისევ წუწუნებდა და ჩურჩულით ამუდარებდა სოფიოს: - შენი ჭირიმე, ქალბატონო... შენი ჭირიმე. შენ გენაცვალე, გენაცვალე-ე... სოფიო პასუხს არ აძლევდა და წეღანდელივით აღარ ამშვიდებდა. - სოფიო, წავიდეთ. - ვუთხარი მე. - არა, დაიცა, - მთრთოლვარე ხმით მიპასუხა და ისევ სოლოს და ცხედარს ჩაცქეროდა. სოლო კი ქვრივის გულზე გულამოსკვნით ტიროდა, ისევ თრთოდა და ნაწყვეტ-ნაწყვეტ იმეორებდა: - ვაიმე, დედილო... დედილოჯან... დედილო... - გაუხსენით ხელები, თქვე ურჯულოებო, - დაიძახა ვიღაცამ. ხუთნი მისცვივდნენ და ფაცი-ფუცით გაუხსნეს ხელები. - ააყენეთ! - დაიძახა მეორემ. ისევ ხუთნი მისცვივდნენ და ზეზე წამოაყენეს. - მეორედ აღარ გაჰბედო,- ტკბილი ხმით უთხრა ერთმა მოხუცმა, - თორემ ხომ იცი... - აღარ გაჰბედავს, არა! - წაესარჩლნენ აქეთ-იქიდან. ხმა აღარავის ამოუღია. რადგან ყველა ჰგრძნობდა, რომ ხალხმა სოლოს დანაშაული აპატია. სოლო ხალხში გაერია და მიიმალა. ჯერი დათაზე მიდგა. ერთმა ახალგაზრდამ წამოიძახა: - ერთი დახე, ერთი დახე ამ მგლის ლეკვს, როგორ იცქირება! - ხაფანგში გაბმულ მგელს არა ჰგავს? - წამოიძახა მეორემ. დათა მართლა ხაფანგში გაბმულ მგელსა ჰგავდა: უფრო დადაბლდა, მოიკუმშა, მოიკუნტა და კისერი მხრებში ჩაიძვრინა. ვიღაცამ შეუტია: - დაიჩოქე, შე მგლის ლეკვო, შენა! ხალხი ისვე გაბრაზდა, წათამამდა. - დაიჩოქე! დაიჩოქე! - გაისმა აქეთ-იქიდან, მაგრამ დათამ ფეხიც არ მოიცვალა. - დააჩოქეთ! ძალით დააჩოქეთ, - მიაძახეს აქეთ-იქიდან. მისცვივდნენ, ხელი წაავლეს და უნდოდათ ძალით დაეჩოქებინათ, მაგრამ ვერ დააჩოქეს. დათა გაძალიანდა. მისმა სიკერპემ და ურჩობამ ხალხი უარესად გააცეცხლა. - ერთი დახე ამას! ერთი დახე, რომ კიდევაც ძალაზეა! - წამოიძახა ერთმა და კისერში წაჰკრა, მეორემ სახრე გადაჰკრა, მესამემ სილა გაარტყა, ბებერი დედაკაცი ხელმეორედ ეცა თვალებში. - ხალხო! - ხმამაღლა დაიძახა ერთმა მოხუცმა, - სმენა იყოს! ჩოჩქოლი შეწყდა და სრული სიჩუმე ჩამოვარდა. - ხალხო! - გაიმეორა მან, - ეს მგელი რომ ცოცხალი გავუშვათ, მთელ სოფელს აიკლებს. - მართალია, მართალი! აიკლებს, აიკლებს! - იგრიალა ხალხმა. - არ შეიძლება მაგის გაშვება! არ შეიძლება, არა, - ჰყვიროდნენ სხვები. - მთავრობას რომ გადასცეთ, ისევ გამოუშვებენ და უარეს დღეს დავაყრის, - განაგრძო მოხუცმა. - მართალია, მართალი! - არ შეიძლება მაგის გაშვება, არა! - ჩვენვე უნდა გავუსწორდეთ, ჩვენვე! უცებ ამ საერთო ყვირილსა და ხმაურობაში მკაფიოდ გაისმა ერთი სიტყვა, ის ერთადერთი სიტყვა, რომელიც ყველას ენაზე უტრიალებდა, მაგრამ მის წარმოთქმას ჯერ ვერავინ ჰბედავდა: - ჩავაქვავოთ! და ხალხმა ერთხმად იგრიალა: - ჩავაქვავოთ! ჩავაქვავოთ! და ბრბოს სამართალი - უბრალო და მრასხანე - შადრევანივით ამოვარდა. ბრაზი რისხვას მოაჯდა, ორივემ შურისძიებას აღვირი მიუშვა და დეზი წაჰკრა. დათას დედა, თმაგაწეწილი და ელდანაცემი, დაფეთებული დარბოდა, აქეთ-იქით აწყდებოდა და ხრინწიანი ხმით იხვეწებოდა: - ხალხო, მაპატიეთ... ხალხო, მე მაპატიეთ... პასუხად კი იგივე ერთი სიტყვა ისმოდა: - ჩავაქვავოთ! ჩავაქვავოთ! ხალხი შეინძრა და უკვე გაფითრებულსა და შეშინებულ დათას გარს შემოერტყა. ზოგი მუშტით ემუქრებოდა, ზოგი ჯოხით, ზოგი ფრჩხილებით. ის ერთი სიტყვა კი კვლავ ჰგრგვინავდა და ჰქუხდა. ამ სიტყვას რაღაც იდუმალი, უხილავი და საშინელი ძალა ჰქონდა. წეღან ნახულმა სურათმა - სოლოს სინანულმა და გულჩვილობამ, და დათას თავხედურმა სიკერპემ, მისმა გულქვაობამ, მოუდრეკელმა ურჩობამ, სიმტკიცემ და კადნიერებამ მეც ბოღმით, შხამით და შურისძიებით ამივსეს გული. ეს გრძნობა თანდათან მემატებოდა, ნერვებს მითამაშებდა, გულს მიტოკავდა, მბოჭავდა და გონებას მიბნელებდა. როცა პირველად წამოიძახეს ის ერთი სიტყვა, რომელიც მოკლედ თქმული განაჩენი იყო გამწარებული ხალხისა, მე არ შემშინებია, უფრო მეტსაც ვიტყვი: იქ, ჩემ გულში, ვიღაცამ სიამოვნებით წაიბუტბუტა: „ღირსია! ახია!“ მერე კი, როცა ხალხი აღელღა, როცა მისი ძლიერი კივილი აღშფოთებისა მომესმა და მეც გადმომცა თავისი პირუტყვული სურვილი სამაგიეროს გადახდისა, შურის ძიებისა, მეც ვიგრძენი, რომ მოვალე ვიყავი საერთო ფეხის ხმას ავყოლოდი, მეც შევრეულიყავ ხალხის მორევში და მის ტალღებში გამეთქვიფა ჩემი საკუთარი ნება, ადამიანური გრძნობა, პიროვნება და გონება. სოფიოს გადავხედე. თითებს ათამაშებდა, პირსახეზე კუნთები უთრთოდა და გაფითრებული შესცქეროდა დათას. მივხვდი, რომ ისიც იმავე უხილავსა და იდუმალ ძალას ჰყავდა დამორჩილებული, რომ ხალხის ყვირილმა ისიც გაიტაცა, რომ იმ ერთმა სიტყვამ „ჩააქვავეთ!“ იმასაც აუბა თვალი, რომ იმ ჟამად სასტიკი განაჩენი სოფიოსაც უმაღლეს სამართლიანობად მიაჩნდა და მის აღსრულებას ის ხელს აღარ შეუშლიდა, თავის დაპირებას აღარ შეასრულებდა და მოხუც დედაკაცს შვილს აღარ გადაურჩენდა. ხალხი კვლავ ხმაურობდა. ერთმანეთს აქეზებდნენ, ამხნევებდნენ და უცდიდნენ, აბა პირველი ვინ დაიწყებსო. დათა ატოკდა, გაიწია, მაგრამ არ გაუშვეს. ცოტა ხნის შემდეგ ისევ გაიწია. ორ ახალგაზრდას ხელიდან გაუსხლტა და ხალხში შეერია. ეს საკმარისი იყო. მან თავისდასაუბედუროდ ხალხს თვითონვე მისცა ნიშანი. დაიჭით! დაიჭირეთ! - გაისმა ყოველ მხრივ. - ჰარიქა! გაიქცა! ჰარიქა! დაედევნენ და დაიჭირეს. ვიღაცამ წამოიძახა: - რიყეზე გაიყვათ, რიყეზე! სხვებმაც გაიმეორეს: - რიყეზე! რიყეზე! რიყეც იქვე იყო. ხალხი დაიძრა. ერთმანეთს ხელისკვრით და სახრეებით ერეკებოდნენ. ხუთიოდე წამქეზებელი გარშემო ურბენდა ხალხს და ყვიროდა: - დედას ვუტირებთ, ვინც უკან დაიწევს და ხალხს უღალატებს! დედას ვუტირებთ! სოფიო თვალიდან დამეკარგა. ხალხის ტალღამ მეც რიყისკენ გამიტაცა. დათა კინწისკვრით მიჰყავდათ. იკბინებოდა, წიხლებს ისროდა, თავით, ფეხებით და ხელებით იბრძოდა, ჰღმუოდა და რაღაცას ჰბურტყუნებდა, მაგრამ ყურს აღარავინ არ უგდებდა. ყველაზე წინ დედაკაცები გარბოდნენ. ხალხი რიყეს ჭიანჭველასავით მოედო. მერმე ყველანი გაიშალნენ და ქვებს დაუწყეს აკრეფა. ჩემს უკან კვლავ ისმოდა მუქარა: - დედას ვუტირებთ, ვინც უკან დაიწევს, დედასა! ერთმა მოხუცმა ხელში ქვა მომაჩეჩა და მომაძახა: - დაიჭი, ბატონო, ეხლა შენც ჩვენი ხარ. იმ დროს მართლა მეც იმათი ვიყავი. ქვა ხელში შემრჩა. ვიღაცამ დაიძახა: - გაუშვით! - და ხალხმაც ერთხმად გაიმეორა: - გაუშვით! ხელი გაუშვით! დათას ხელი გაუშვეს და შუა წრეში დასტოვეს. - ეხლა დაჰკათ! - წამოიძახა მეთაურმა გლეხმა. იმავე წუთს დათამ თავი დაღუნა და ხალხში შევარდა. ხალხი შეინძრა და აირია. -ჰარიქა, გაიქცა! გაიქცა! დათამ წრე გაარღვია და თავქვე დაეშვა. მთელმა ხალხმა იგრიალა და ყვირილით დაედევნა. ჰაერში ჯერ ერთმა ქვამ გაიელვა, მერმე მეორემ, მესამემ, მერმე რამდენიმემ ერთად და ბოლოს ქვის სეტყვა წამოვიდა. დათა ჯერ წატორტმანდა და ჩაიკეცა. შემდეგ ისევ წამოიწია, წელი აითრია და ფოფხვა დაიწყო, მაგრამ ბრბო უკვე თავთ წაადგა. ყვირილი შეწყდა და მხოლოდ ქვის რახარუხიღა ისმოდა. ლოდი, კეტი, სახრე და ჯოხი ერთმანეთში აირია. უცებ სოფოს მოვკარი თვალი. ხელები უკან ჰქონდა დაწყობილი. იმასაც ერთი ქვა ეჭირა. ერთი მოხუცი დედაკაცი გაცხარებით იმ ჩაქვავებულზე უთითებდა და რაღაცას ეუბნებოდა, სოფოსკენ გავექანე, მაგრამ გვიანღა იყო. სოფიომ შორიდანვე მაღლა ასწია ხელი, ქვეით გაექანა, ხალხში შეიჭრა და მიიმალა. ერთი წუთის შემდეგ უკანვე გამოვარდა და გამოიქცა. რომ დამინახა, ორთავე ხელი პირსახეზე აიფარა, ჩემსკენ გამოექანა და გულზე დამეცა. ყველაფერი გათავდა. ხალხი ჯერ შესდგა, მერმე გაიფანტა. ხმას აღარავინ არ იღებდა. ყველა ქურდივით მიიპარებოდა. ზოგი ზევით მირბოდა, ზოგი ქვევით, ზოგი მარცხნივ და ზოგიც მარჯვნივ. უმეტესობა ისე გარბოდა, თითქო უკან ვინმე მისდევდაო. ერთმანეთს თვალს არიდებდნენ, რადგან ერთმანეთისა სცხვენოდათ. რიყეზე ოთხნიღა დავრჩით: ქვებში დაფლული დათა, იქვე მახლობლად წაქცეული, გულწასული მოხუცი დედა, მე და სოფიო. ჩემი ქალი მომეხვია, კოცნა დამიწყო და სხაპასხუპითა და ნაწყვეტ-ნაწყვეტად იხდიდა ბოდიშს. - მე... მე არ მინდოდა... არ მინდოდა... ის დედაკაცი... იმ დედაკაცმა... შემაცდინა... მეტი ვეღარაფერი სთქვა. ტირილი დაიწყო და სიცილიც გაურია, თან მკოცნიდა და იმეორებდა: მეც... ერთი ქვა, ერთადერთი ქვა მეც ვესროლე... ერთი ქვა... ერთადერთი. შეწუხებული და თითქმის გულწასული ჩემი გოგონა ძლივს ავიყვანე სახლში. იმავე საღამოს ხელმეორედ ჩავარდა ლოგინად. მეორე დღეს აღმოჩნდა, რომ სახადი ხელმეორედ მოუბრუნდა. ათ დღეს იტანჯებოდა ჩვენი ერთა. ვისაც დაინახავდა - მე, დედას, ექიმს, მოახლეს თუ მოჯამაგირეს, - ყველას იმ ერთ ქგახე გველაპარაკებოდა და გეარწმუნებდა, გვეფიცებოდა, როს ის ავი ქალი არ იყო, რომ ის ვიღაცამ შეაცდინა, თვალები დაუბნელდა და ისიც კი არ ახსოვდა, თუ როგორ აიღო ის ერთი ქვა და როგორ ესროლა დათას. სიცხეში ხშირად ჰბოდავდა: - ერთი ქვა ვესროლე... მხოლოდ ერთი... ისიც ეშმაკმა მასროლინა... მე არ მისროლია, არა... არა! ხანგრძლივი სიჩუმის შემდეგ მოხუცმა ჩურჩულით დაუმატა: - ერთი კვირის შემდეგ ავადმყოფი ხელიდან გამოგვეცალა. 1908 წ პარიზი. მიხეილ ჯავახიშვილი |
Posted by: libra_girl 24 Jan 2010, 05:06 | ||
abelo
+10000000000000000000000000000000 საერთოდ, იმდენად მიყვარს და ჩემიანად მიმაჩნია ჯავახიშვილის პროზა, ყველა ადამიანი ჩემიანი მგონია ვისაც ეს მოთხრობები უყვარს "ტყის კაცს" დავამატებდი..შოკში ვიყავი თავიდან |
Posted by: bum 24 Jan 2010, 07:51 |
ნაწყვეტი "ჯაყოს ხიზნებიდან": "... გიშველა ღმერთმა! მაშ ცხადია, რომ ქართველი ხალხი საშინელ ძალას ატანს და ამახინჯებს თავის თავს. ერთი გამაგებინე, როგორ მოხდა ასეთი უცნაური სასწაული: ზნე-ჩვეულებით, სულითა და სისხლით არისტოკრატმა ქართველმა როგორ მოახერხა დამყარება უდემოკრატიულეს რესპუბლიკისა? ხომ გახსოვს, რამდენიმე წლის წინათ მთელი ქვეყანა რომ შევსძარით რიხიან ყვირილით და ბაქიობით: მოდით, გვნახეთ და ჩვენგან ისწავლეთ ნამდვილი დ...დემოკრატიული რესპუბლიკის აშენება და ნამდვილი ხალხოსნური წესრიგიო?! შუა აზიაში მეორე შვეიცარიის შექმნა განვიზრახეთ. ხა-ხა! სასაცილოა. მაგრამ სატირალიც არის ეს ამბავი, ჩემო ივანე. იგი ცხადად ამტკიცებს ჩვენს ფლიდურს, ორპირსა და ორგულ ბუნებას. ეს იყო ყირამალა დგომა და საკუთარ ქერქიდან ამოხტომა. ჩვენ ჩვენს თავსაც ვატყუებდით და ქ...ქქვეყანასაც. ესეც ჩვენი კუდაბზიკურ-აზნაურული მაიმუნობა გახლავთ. ბოლოს-და-ბოლოს, საქ...ქართველოს ეს მაიმუნობა დაჰღუპავს, თუ დროზე არ ვუშველით ჩვენს თავს..." არ დაგავიწყდეთ, რომ ნაწარმოები 1924 წელსაა დაწერილი. სიტუაცია ხომ არ გეცნობასავით? |
Posted by: kukuni27 30 Jan 2010, 00:59 |
ადრე წავიკითხე, არ მახსოვს, მნათოლბში თუ განთიადში ,,დამდნარი ჯაჭვი" როგორც რედაქცია წეწრდსა ეს ჯავახიშვილის ერთერთი უცნობი ნაწარმოები იყო. ეხლა ვეღარ ვპოულობ,. იქნებ ვინმემ იცით სად შეიძლება რომ ვნახო? |
Posted by: Desert 16 Feb 2010, 23:27 |
მიხეილ ჯავახიშვილის ჩანჩურა არ გეგულებათ სადმე? მაშოვნინეთ რა დსზმურად |
Posted by: Glorfindel 21 Mar 2010, 12:02 |
ჭკვიანური ნაწარმოებებია. ძალიან მომწონს. ბევრ რამეს გაიგებ ადამიანი მიხეილ ჯავახიშვილის წიგნებიდან. მარტო არსენა მარაბდელი რად ღირს ... მოვიფიქროთ... მოვისაზროთ... |
Posted by: Barklai 21 Mar 2010, 16:56 |
XX საუკუნის ორი გენიოსი ერთ ფოტოზე: მიხეილ ჯავახიშვილი და გალაკტიონი. |
Posted by: Jana_D`ark 21 Mar 2010, 17:10 | ||
რიტორიკული შეკითხვაა ისტორიას ვიმეორებთ, ზუსტად იმედი მაქვს, რომ დასასრული იგივე არ ექნება... ფაქტიურად ჯაყოთი ჩვენი ბედი იწინასწარმეტყველა პ.ს. ჩემი უსაყვარლეს მწერალთაგანია რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო, ყოველთვის რაღაც ახალს აღმოვაჩენ მის ღირსეულ ცხოვრებას, ლოგიკური დასასრული ჰქონდა ტირანულ სახელმწიფოში |
Posted by: oto_terabyte 8 Aug 2010, 11:25 |
მოთხრობები შემომეკითხარ რამდენიმე ამ დღეებშI და რა უბედურებაა სულ გაუპატიურებაზე და სექსუალურ ვნებებზე რატომ წერს? თუ უბრალოდ დაემთხვა რაც წავიკითხე ისინი? |
Posted by: Paul Gascoigne 8 Aug 2010, 11:37 |
oto_terabyte ფროიდი ჩვენი ტკივილია . არა,"სხვა" მოთხრობებიც აქვს. მიწის ყივილი ჩანჩურა ტყის კაცი და კიდე ბევრი სახელებს ვერ ვიხსენებ. ხო ეშმაკის ქვა კიდე. |
Posted by: oto_terabyte 8 Aug 2010, 21:01 | ||
Paul Gascoigne
რა შუაში ფროიდი? ვერ მიგიხვდი... |
Posted by: >SuperStar< 8 Aug 2010, 21:12 |
აუუუ ძაან ბანალურია მარა მიანც დავწერ, ,,ჯაყოს ხიზნები'' რომ წავიკითხე პირველად თავის დროზე ისე იმოქმედა ჩემზე, რო რავიცი , ფსიქოლოგიურად დამარტყა ძაან, მას მერე რამდენჯერ წავიკითხე კიდე და მაინც ისე მოქმედებს და თან ვერც ველევი იმდენად გენიალურია. რამდენი ქართული და უცხოური წიგნი მაქვს წაკითხული, კლასიკაც, აზრიანიც, უაზროც, მაგრამ ,, ჯაყოს ხიზნებზე'' გენიალურად არცერთი არ მიმაჩნია, ძალიან სერიოზულია, ,,სამაგიდო წიგნია'' ჩემი რასაც ქვია ხოდა კიდე ჯავახიშვილს რაც შეეხება , ყველაფერი მაქვს მგონი წაკითხული რაც დაბეჭდილა და საყავარელი მწერალია ჩემი ვაბშეტა |
Posted by: highway 1 Sep 2010, 15:01 |
>SuperStar< დაგეთანხმები ძაან მაგარი ფსიქოლოგიური ძალა აქვს "ჯაყოს ხიზნებს". მეც კაი ხანი გონზე ვერ მოვდიოდი. მაგრამ მაინც მისი მოთხრობები მირჩევნია "ეკა", "უპატრონო", "კურდღელი" ... |
Posted by: xorumi 1 Sep 2010, 15:10 | ||
ვააა, რა კადრია...არ ვიცოდი ეს ფოტო |
Posted by: Barklai 2 Sep 2010, 21:20 | ||
xorumi
ისტორიული ფოტოა, ძალიან მიყვარს. |
Posted by: 0m1ko 4 Sep 2010, 22:05 |
Posted by: 0m1ko 5 Sep 2010, 13:06 |
მიხეილი (მარჯვნივ), ძმა – ფრიდონ (მეორე მწკრივში), მესამე უცნობია |
Posted by: Perfectum 5 Sep 2010, 13:07 |
______________________________________________________________ |
Posted by: 0m1ko 5 Sep 2010, 13:09 |
დედმამიშვილებთან, 1910 წ. |
Posted by: madridiSSta1988 5 Sep 2010, 16:53 | ||
დიდი ადამიანი და დიდი მწერალი, რომელსაც ყველა ვერ გაიგებს. ზოგიერთისთვის უმჯობესია მიხეილს თავი დაანებოს და "ბინდი" და "ჰარი პოტერი" იკითხოს. კონკრეტულად არავის ვგულისხმობ, უბრალოდ, ყველაფერს თავისი ასაკი აქვს. იმიტომ რომ მარგოს გაუპატიურებაზე მნძრეველი მოზარდი მინახავს მე. * * *
+1. ნოდარ გრიგალაშვილის წიგნში წავიკითხე ასეთი რამ... ცნობილი მწერალი დაიქირავა ჩეკამ და კახეთში, ერთ-ერთ სუფრაზე, ვითომ მთვრალმა, ესროლაო... და სასწაულებრივად გადარჩაო. ვინაობა არ წერია. დაწერეთ ვინ იყო რა თუ იცით, ძალიან საინტერესოა!!! |
Posted by: highway 5 Sep 2010, 18:18 |
ეკა უპატრონო კურდღელი თეთრი საყელო გივი შადური ალბათ მე-20 საუკუნის საუკეთესო ქართველი პროზაიკოსი. ფიროსმანი, გალაკტიონი, ტერენტი გრანელი, სესილია თაყაიშვილი. დიდი ადამიანები მწერლის შვილიშვილი, შვილი, შვილთაშვილი |
Posted by: rozoma 3 Oct 2010, 18:45 |
"ყბაჩამ დაიგვიანა" ინტერნეტ ვერსია არ დევს სადმე? წინასწარ დიდი მადლობა |
Posted by: Solveig 3 Oct 2010, 19:22 |
ოჯახური ფოტოს დანახვაზე ასეთი რამ გამახსენდა: მწერლის ერთ-ერთი და გათხოვილი იყო თეთრიწყაროელ ბერძენზე. 30-იან წლებში ამ ბერYნების ნაწილი საბერძნეთში წავიდა. დღემდე არ ვიცი, თავისი ნებით გაიქცნენ სსრკ-დან, აიძულეს, თუ ერთიც და მეორეც (როგორც ვიცი, აფხაზეთში ამას იძულებითი ხასიატი ჰქონდა და იქნებ ქვემოქართლსიც ასე იყო?). მათ რიცხვში მოხვდა მიხეილის ძალიან ახალგაზრდა (16-17 წლის) დისწული მაქსიმე ფეოფანოვიც (ალბთ თეოფანიდი იქნებოდა). საბერძნეთში მარტო აღმოჩენილს ძალიან გასჭირვებია და რაღაც მანქანებით მიუწვდენია ხმა ბიძისათვის-დამეხმარე დაბრუნებაშიო. მიხეილს ბევრი ურბენია აქეთ-იქით განცხადებებით, უმტკიცებდა ყველას, რომ სანდო კაცია, ენით, გულით და ცნობიერებით ქართველია, აქ უნდა ცხოვრება და ნუ გავწირავთ ასე ახალგაზრდას თავისთვის უცხო ხალხში ჩასატოვებლადო, მაგრამ რასაკვირველია, მცდელობამ ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო. რამდენადაც ვიცი, მიხეილის ძმა, ფრიდონი (ფიდოც) რეპრესირებული იყო.. |
Posted by: Martin Eden 7 Oct 2010, 16:41 |
მე-20 საუკუნის უდიდესი მწერალი ჩემი სუბიექტური აზრით (კონსტანტინესთან ერთად). ჯაყოს ხიზნები, თეთრი საყელო და კვაჭი ჩემთვის ესენია გამორჩეული. ჯაყოს ხანდახან მგონია ეხლა გვიყურებდა და ისე წერდა. ძალიან დამგრუზა და ახლაც მგრუზავს, ძალიან არ მომეწონა ჯაყოს ეკრანიზაცია თეთრი საყელო თავისი მთის რომანტიზმით მიყვარს. ნუ კვაჭი კვაჭია და ყველაფერი ნათქვამია |
Posted by: SCO 7 Oct 2010, 16:52 |
ჯაყო შედევრია რა თქმა უნდა, თან გამორჩეული შედევრი... მაგრამ მე არსენა მიყვარს ყველაზე მეტად მაინც. წიგნი კი არა საქართველოს მთელი ისტორიაა ერთი კაცის ხელით დაწერილი. |
Posted by: Martin Eden 7 Oct 2010, 17:01 |
SCO რა თქმა უნდა ნებისმიერი ნაწარმოების სიყვარული სუბიექტურია, მაგრამ ნამდვილად ვერ დაგეთანხმები იმაში, რომ არსენა პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით საქართველო მთელი ისტორიაა სიმართლე გითხრა ჯაყოს ხიზნები უფრო მეტად არის ისტორიული "ეთნო-ფსიქო-მენტალური გაგებით", რომელიც პირდაპირ დროში და 10-იანში მოარტყა ჯავახიშვილმა და რომელიც მთელი საქართველო სიტორიას იშვიათი გამონაკლისების გარდა ლაიტმოტივად გასდევს. კომუნისტების ბაღში და ქართველის გასაფხიზლებლად ნასროლი "ქვა", ბევრად მეტი აღმოჩნდა და ეხლაც 2010 წელს შემიძლია ვთქვა, რომ მან მეტი თუ არა, არანკლები აქტუალურობა შეიძინა |
Posted by: stiven dedalosi 7 Oct 2010, 17:11 |
შეიძლება ჯაყოს ხიზნები ჯავახიშვილის შემოქმედებაში ყველაზე მნიშვნელოვანია, თუმცა ჩემი აზრით კვაჭი კვაჭანტირაძე თავისი სტილით და ტექსტით განუმეორებელი შედევრია ქარტულ ლიტერატურაში, მსგავსი შინაარსის რომანი მგონი ჩვენ არ მოგვეპოვება. პ.ს. რაც შეეხება თეთრ საყელოს, ვეთანხმები ბატონ იდენს. |
Posted by: Martin Eden 7 Oct 2010, 17:21 |
stiven dedalosi ეს ის შემთხვევაა სადაც მხოლოდ ამას დავწერდი ... +1 პ.ს კვაჭის მსგავსი ქართულ მწერლობაში სიმართლე გითხრათ მეც არ მეგულება. |
Posted by: rock_st@r 7 Oct 2010, 23:27 | ||
უკეთესებიც აქვს |
Posted by: Solveig 8 Oct 2010, 07:21 | ||||
ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს რომანი სადღეისოდ სრულიად უსამართლოდაა დაჩაგრული. მანდ კლასობრივ ბრძოლაში არაა საქმე, გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემებია დასმული, ვიდრე ბატონზე განაწყენებული გლეხის ტყეში გავარდნაა.
ძალიან კარგი რომანია, მაგრამ არა საუკეთესო. კვაჭის პროტოტიპი გვარად დუმბაძე იყო. საფრანგეთის ქართველობა კარგად იცნობდა მაგ ავანტურისტს, გერონტი ქიქოძესაც ჰყავს მოხსენიებული თავის მოგონებებში. |
Posted by: ვივიანა 9 Oct 2010, 21:33 |
როგორც ვიცი ჯავახიშვილის პატარ-პატარა მოთხრობებიდან ბევრი დაავადებებზეა, მედიცინა აშკარად კარგად უნდა სცოდნოდა.. კურდღელი- დიფტერიაზეა.. სხვა მოთხრობები რა დაავადებებზეა არ იცით?? მაინტერსებს... |
Posted by: gochaj 10 Oct 2010, 02:55 | ||
Solveig
როცა ჯავახიშვილის რეაბილიტაცია მოხდა, პირველად ეგ წავიკითხე. საშინელია სუმბათაშვილების გაწყვეტა. პატარა ბიჭის დახრჩობა და მკვლელის განცდა, როცა გარბის: "ენა, ბიჭო, ენა". კვაჭი კარგი გასართობია. ამ რომანმა კვაჭანტირაძისა და ჭიპურტანიძის გვარების დისკრედიტაცია გამოიწვია. კვაჭი გახდა გაქნილის სინონიმი, ხოლო გაკვაჭა ფართოდ დამკვიდრდა ქართულში. ეს მხოლოდ დიდ მწერალს შეუძლია. |
Posted by: Solveig 10 Oct 2010, 03:01 | ||||||
vivianna
"კურდღელში" აღწერილი ისტორია მეგობარმა ექიმმა-ფსიქიატრმა უამბო. მედიცინა ცოტათი ეცოდინებოდა იმ მხრივ, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს წითელი ჯვრის ჰოსპიტალში მსახურობდა, ირანში. "ლამბალო და ყაშა" მაგ დროის მოსაგონარია. ალბათ ეგ გამოცდილება გამოიყენა "კურდღელშიც", "პატარა დედაკაცშიც" (პლიუს, მიხეილს თვითონვე სჭირდა კუჭის წყლული დ აოპერაციაც გაიკეთა) და სხვაგანაც ალბათ... gochaj
ასეტი გვარი არსებობს?
კი, ეგრეა..თუმცა, კვაჭანტირაძეების დისკრედიტაციისა რა გითხრა, მე არ შემხვედრია ეგეთი რამ არსად |
Posted by: gochaj 10 Oct 2010, 03:08 | ||
Solveig
ჭიპი რა გვარია? ჭიპურტანიძე თუ ? მთელი საუკუნე გავიდა, რაც წავიკითხე. რაც შეეხება დისკრედიტაციას, მთლად სწორედ ვერ ვთქვი. გვარის ხსენება ჩემში მაგალითად დადებით ემოციებს არ იწვევს. |
Posted by: Le fou 10 Oct 2010, 17:17 | ||
http://lib.ge/body_text.php?202 თეთრი საყელო მიყვარს ძალიან ძალიან)) Martin Eden
+1000 |
Posted by: highway 3 Nov 2010, 19:46 | ||
ისე ეგ სასტავები უნდა დაეჯახოს ერთმანეთს მომენატრა შენი პოსტები, რა ჯიგრულად იცი აქცენტების განაწილება იასნია-ჯავახიშვილი. არსენა მარაბდელი არ მომწონს, არც კვაჭი, მარა მოთხრობები აქვსსს, ჩემი აზრით .... * მეჩექმე გაბო * კურკას ქორწილი * ეკა * უპატრონო * ჯილდო * ლამბალო და ყაშა * მუსუსი * ყბაჩამ დაიგვიანა * მართალი აბდულაჰ * კურდღელი * პატარა დედაკაცი * ცხრა ქალწული * ქურდი * მდევარი * ორი კბილი |
Posted by: Solveig 4 Nov 2010, 03:53 | ||||
highway
ოქროს კბილი გამიგია, ორი შვილიც გამიგია....ორი კბილი არ გამიგია რომელი მოთხრობაა ეგ?
უფ, საშინელებაა |
Posted by: MrHERCULES 7 Nov 2010, 12:36 |
მოქალაქენო, მიხეილის დაბადების დღე როდისაა, 8-ში, 20-ში, თუ 21-ში? წელს 130 წელი სრულდება დაბადებიდან. |
Posted by: maromar 16 Nov 2010, 08:31 | ||
"პატარა დედაკაცში" ნამდვილად ბევრია სამედიცინო ტერმინოლოგია ოღონდ ერთი ვერ გავიგე: როგორ უშველა გასტროენტეროანასტომოზმა იმპოტენციას |
Posted by: Solveig 17 Nov 2010, 03:16 | ||
maromar
კუჭის წყლულის გამო ტკივილები აწუხებდა და მუდმივად გამაყუჩებლებზე "იჯდა". ჰოდა, ამის გამო პოტენციაც დაუქვეითდა ალბათ. და პლიუს, ფსიქოლოგიური დაძაბულობა რომ არავის გაეგო მისი ამბავი. |
Posted by: maromar 17 Nov 2010, 09:19 |
Solveig აა ხოო გავიგე, მორფინსაც ამიტომ იღებდა ალბათ ისე ძალიან მომეწონა ეს მოთხრობა და მიხელი ჯავახიშვილის მოთხრობები ზოგადად ძალიან მომწონს. განსაკუთრებით დამამახსოვრდა "ოქროს კბილი", "ორი შვილი" - კარგა ხანს შეძრული ვიყავი რომ წავიკითხე , "თეთრი საყელო", "კურდღელი", "ჩანჩურა", "ლამბალო და ყაშა" და კიდევ ბევრი სხვა, ყველა არ მახსენდება ეხლა.. ხოო კიდევ ძალიან მიყვარს "ჯაყოს ხიზნები" და "კვაჭი კვაჭანტირაძე" |
Posted by: mark-eri 17 Nov 2010, 09:35 | ||||||
დათიკო
მეზობელს რომ არ გაეგო... შემზარავია ეს ყველაფერი. დღევანდელ დღეს მაკვირვებს ხოლმე ადამიანების მხრიდან ერთმანეთის მიმართ ეს უკუღმართი "ეროვნული" ბოღმა და გამმეტებლობა, მაგრამ ის პერიოდი მაინც რა იყო? მეზობელმა იცოდა, რომ მეზობელს უბრალოდ კი არ დააზიანებდა, ქონებას კი არ წაართმევდა, უბრალოდ ფეხით კი არ შედგებოდა და გათელავდა - მინიმუმ გადასახლებისთვის და დიდი შანსით დასახვრეტად იმეტებდა.. მერე გვიკვირს რატომ ვართ დაწყევლილი ქვეყანა, ამ სამოთხეში, რაც ღმერთმა მოგვცა, რატომ არ არის არასდროს კეთილდღეობა , გონიერება და მოსვენება * * * stiven dedalosi
ზუსტად
დაჩაგრულია? ვის მიერ? არის ეგეთი მცდელობა? ეგ არაფერი, თუ არის - არსენა თავს თვითონ არ დაიჩაგრავს, უძლიერესი რომანია და მყარად დგას თავის ადგილზე |
Posted by: maromar 18 Nov 2010, 01:31 |
mark-eri ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ ჯავახიშვილის წინასწარმეტყველური ლექსი გამახსენდა, სათაური არ მახსოვს სამწუხაროდ, მგონი ასე იწყებოდა - "დღეს მე შევსრულდი ორმოცდაშვიდის". გული ამიდუღდა ეს ლექსი რომ წავიკითხე, ზუსტად იცოდა თურმე რაც მოილოდა ხოდა ამ ლექსში უწერია თავის თავზე ერთგან - "ადრე მოსულო ჯავახიშვილო", მეორეგან - "გვიან მოსულო ჯავახიშვილო".. ჯავახიშვილისნაირი ადამიანის ასეთი სიკვდილი ალბათ სრულიად ბუნებრივი იყო იმ დროისთვის, ადრე თუ გვიან მაინც დახვრეტდნენ, თან თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ლექსი სიკვდილამდე 10 წლით ადრე დაწერა, ე.ი. მანამდეც ჰქონდა დახვრეტის შანსები (ჯავახიშვილის ბიოგრაფიას კარგად არ ვიცნობ სამწუხაროდ ) |
Posted by: Solveig 18 Nov 2010, 04:09 | ||
maromar
შანსები ჰქონდაო? სიკვდილი ჰქონდა მისჯილი და მეტეხში იჯდა, 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობისათვის (იდეოლოგიური მონაწილეობა იგულისხმება). აღიარებითი ჩვენებაც ფსიქოლოგიური ზემოქმედებით გამოსძალეს მაშინ-ცოლ-შვილის ამოწყვეტით ემუქრებოდნენ. ერთხელ ციხეში ცოლმა ინახულა და იმავე დღეს დერეფანში რომ გაატარეს, დაანახეს ნაწამები ქალი, რომელსაც ზუსტად იგივე კაბა ეცვა, რაც მიხეილის ცოლს შეხვედრის დროს. ამის მერე დაიჯერა ჯავახიშვილმა-მართლა მომიკლავენ ოჯახსო და მოაწერა ხელი სხვისგან დაწერილ ჩვენებას...ამის საფუძველზე დახვრეტა მიუსაჯეს. მერე პავლე ინგოროყვა და (აღარ მახსოვს, კიდევ ერთი) მივიდნენ სერგო ორჯონიკიძესთან და ჯავახიშვილის, როგორც თვალსაჩინო მწერლის შეწყალება სთხოვეს. "ჟელეზნი სერგოსაც" არავინ იცის, რა მოელანდა, მაგრამ ფაქტია, რომ "მოიღო მოწყალება" და გაათავისუფლებინა... |
Posted by: narchita mindeli 18 Nov 2010, 04:45 |
მიხეილ ჯავახიშვილი ძალიან მიყვარს, კარგი, სუფთა ქართულით წერს, განსაკუთრებით მიყვარს "არსენა მარაბდელი", ნაწარმოები, რომელიც დღესაც აქტუალურია და ასე იქნება, სანამ იარსებებს პროტესტის გრძნობა ნებისმიერი უსამართლობის, ადამიანის ჩაგვრის წინააღმდეგ. ჩემი აზრით, ჯავახიშვილი საბავშვო მწერალი არ არის, ისევე, როგორც ვერ ასწავლი გამსახურდიას მე - 7 კლასში. მისი თითქმის ყველა ნაწარმოები მაქვს წაკითხული. ის დიდი მწერალია! |
Posted by: shprotisbanka 18 Nov 2010, 05:56 | ||
არსენა მარაბდელის ერთადერთი დადებითი,ჩემი აზრით არის შეთქმულთა თავები,ტოისწ პატარ-პატარა ნაწილები და არა არსენას ბოდვა ისე არსენაზე გამახსენდა,ჯავახიშვილს უნდოდა 32 წლის შეთქმულებაზე წიგნის დაწერა,ბევრიც იკითხა,მარა ისეც ფინთად იყო ,კაი უფროსების ხელში და ვეღარ ქნა ეგ ამბავი,ამიტომაცაა არსენაში პატარ-პატარა ადგილებში შეთქმულებზე . თითქმის ყველა კნაღდი მეამბოხე კი ყავს,სუ ადრე ბერი ფილადელფოსი(კიკნაძე),მერე სოლომონ დოდაშვილზეც ამბობს,თუ სწორად მახსოვს ელიზბარ ერისთავსაც ახსნეებს,ბოლო ნაწილში კიდე ალექსანდრე ორბელიანია ,ყველაზე ნაღად დახატული |
Posted by: Raycher 18 Nov 2010, 14:14 | ||
GFSM
მიხეილ ჯავახიშვილის არცერთი ნაწარმოები არ არის გაწელილი. შენ თუ გაწელილად მოგეჩვენა, ე.ი. სადღაც რაღაც ვერ გაიგე... ოქროს კბილსა და ტყის კაცს უპატრონო, ეკა, დამპატიჟე, ორი შვილი, მართალი აბდულაჰ, ლამბალო და ყაშა ან ჩანჩურა რითი ჩამოუვარდებიან??? ყველა მოთხრობა ერთმანეთზე ძლიერია. |
Posted by: narchita mindeli 18 Nov 2010, 20:47 | ||
ნებისმიერი მწერლის ნაწარმოებები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, შეუძლებელია, რომ ყველა ნაწარმოები ერთი სიძლიერის იყოს, ნაწარმოებზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია ისიც, თუ რატომ, რისთვის ან რა ვითარებაში ხდებოდა მისი შექმნა. თუნდაც გამსახურდია ავიღოთ, მე მისი მთვარის მოტაცებაც მაქვს წაკითხული, დავით აღმაშენებელიც, ვაზის ყვავილობაც... მაგრამ ვთვლი, რომ დიდოსტატის მარჯვენა შედევრია. ასეა ყველა მწერალთან თუ პოეტთან, ხელოვანთან თუ პოლიტიკოსთან, რაღაც გამოგივა, რაღაც ვერა. |
Posted by: Allstar 1 Dec 2010, 21:32 |
ჯავახიშვილის სიტყვის მარაგი მაოცებს, ერთი რამის თქმა რომ სურს 50 სიტყვით გეტყვის, უკეთესად ვერავინ შეძლებს რომ დაგიხატოს სიუჯეტი ან სიტუაცია აღგიწეროს.... |
Posted by: Chaosphere 14 Oct 2011, 18:48 |
პაპა დიმო - შვილო რეჯან, როგორა ხარ, გენაცვალოს პაპილო? - ისევ ისე... მცხელა, სიცხე მაქვს. - იქნება გინდა რამე? - არაფერი. -მაინც? იქნება ნაღები გინდა... ან მსხალი, ან ხიზილალა, ან კიდევ ფორთოხალი? - ჰო, პაპილო, ხიზილალა და ფორთოხალი. - აგრე გენაცვალოს პაპილო!.. ეხლავე მოგიტან. ნუ მოიწყენ უჩემოდ. სანამ დავბრუნდები, აი ეს სურათები გასინჯე. სასაცილო რაღაც არის... კარგია განა! მწკრივად ჩაწყობილმა ოქროს კბილებმა გაუელვა, ფალას-ქუდი დაიდო თავზე და ლასლასით გავიდა. ათი წლის დარეჯანი, რომელსაც პაპა დიმიტრიმ რეჯანი დაარქვა, გაწითლებულ ქუთუთოებს ჰბლიტავს და ღიმილით ათვალიერებს „კურდღლების ცხოვრებას“. მართლაც სასაცილოა: კურდღლები გულმოდგინედ მღერიან, საჭმელს დანა-ჩანგლით მიირთმევენ, ცეკვავენ, შენობებს აშენებენ, ავტოთი დასეირნობენ და... ომობენ კიდევაც! აი კიდევ ერთი სურათიც: მონადირემ არწივს თოფი ესროლა, კურდღლები კი ყირამალა გადაცვივდნენ. ზოგი გარბის, ზოგი სოროში მიმალულა, ზოგს კი შიშისგან გული წასვლია. ჰა-ჰა-ჰა! ... სამან რეჯანი იღიმება, მისი პაპა დიმიტრი, რომელსაც შვილის-შვილმა პაპა დიმო დაარქვა, საგზალს ჰყიდულობს და ისევ მობარბაცებს. მოაქვს შაქარი, კარაქი, პური, ხიზილალა, ფორთოხალი და ... ათიოდე ირისი! დიაღ ირისი! მართალია, რეჯანს არ უთხოვნია, მაგრამ უყვარს, ძალიან უყვარს, მაშასადამე... მაშ რა დასაშურია ზედმეტი ორიოდე შაური!.. სხვა დროს ესეც სათვალავში ჩადიოდა, დღეს კი საანგარიშოდაც არ ღირს, რადგან მდიდარია დღეს პაპა დიმიტრი, მდიდარი! თხუთმეტი მანეთი აქვს ჯიბეში, თხუთმეტი! სამაგიეროდ, აღარა აქვს არც პაპიროსის მარაგი, არც პატარა სკამი, არც დიდი წითელი ყუთი, რომელსაც რეჯანმა „პაპას დუქანი“ დაარქვა. დღეიდან დიმო აღარც დღე-ღამეს გასტეხავს ორიოდე აბაზის გულისთვის. სიცხე, წვიმა, თოვლჭყაპი, ყინვა, ქარი და მტვერი, ცის ყოველგვარი რისხვა პაპა დიმოს თავზე ტრიალებდა დღევანდლამდე. ამასაც აიტანდა მოხუცი - რატომ არა, ნაცადია, ნაწრთობია! - მაგრამ ვერ იქნა, ვერ შეათავსა მუდამ გარეთ დგომაც და რეჯანის მოვლაც. აგერ, ორი თვე გახდება, რაც შვილის-შვილი დარეჯანი, ერთადერთი რაჯანი ავად გაუხდა. ყოველ საღამოს სიცხეს აძლევს. იმ დღიდან დღეში ათჯერ მაინც ჰკეტავს პაპა დიმო თავის „დუქანს“ და რეჯანის სანახავად მორბის. მუშტარი შეჩვეულ ალაგზე რომ აღარ ხედავს პაპიროსის ყუთს, სხვასთან მიდის. ორ თვეში ვაჭრობა დაელია და სამ თუმნიდან სამ მანეთამდე დავიდა. საბრუნავი თანხა გამოეცალა ვაჭარს, აღარც „შოთა“ აქვს, არც „ოცნება“, აღარც „პროლეტარი“ - ექიმმა, აფთიაქარმა და სანოვაგის დუქანმა წაიღეს პაპას კაპიტალი. მოხუცმაც ასწია დუქნის ნაშთი და გაჰყიდა. არა უშავს-რა! ოღონდ რეჯანი მოჯობინდეს, თორემ პაპა დიმო კიდევ იშოვის ლუკმა პურს! ერთხელ და ორჯერ ხომ არ გასჭირვებია! ქვეყანა დიდია, საქმეც ბევრია! ოღონდ... ოღონდ ის არის, რომ პაპა დიმო დაბერდა, ძალიან დაბერდა! ხუთი წელიწადიც არ იქნება, რაც თავის თმასა და წვრში ეძებდა და თითო ოროლად ჰპოულობდა თეთრ თმას. ეხლა კი შავს ეძებს და ვეღარ ჰპოულობს. დაითოვლა, დაივერცხლა პაპა დიმო! ესეც არაფერი! თვალთ დააკლდა, სმენა დაუჩლუნგდა, მუხლი ედრიკება, ხელი უცახცახებს და თვითონაც ლასლასებს, თორემ სხვაფრივ... სხვაფრივ არა უშავს პაპა დიმოს! - ეეეჰ, დასწყევლოს ღმერთმა ბედის ჩარხი, თორემ რა გვიშავდა უწინ, შვილო რეჯან! და დარეჯანს მეოცე თუ მეორმოცეჯერ უამბობდა თავის ამბავს - უბრალოს, შორეულსა და სანატრელს. ... პაპა დიმომ ორმოცი წელიწადი იცხოვრა და ივაჭრა არმავირსა და როსტოვში. ღვინო ვაგონობით მისდიოდა. დონურ წითელს კახურ-საფერავს შეურევდა, ცოტა შაქარსა და სპირტსაც მიუმატებდა და პურივით ჰყიდდა. ფული ბლომად მოიგო, მაგრამ ჭკუა ვერ მოიხმარა: ერთი დიდი სახლი აიკიდა და მონაგარი იმ შენობაში ჩაჰყარა. მერე, ქვეყანა რომ აირია და ის სახლიც ჩამოართვეს, ხელცარიელი ამბოკარი სამშობლოსკენ წამოვიდა. ცოლი როსტოვში დამარხა, შვილი კავკავში, ხოლო სძალი - ტფილისში. მოხუცი პაპა და ოთხი წლის შვილის-შვილი ობლებივით შერჩნენ ერთმანეთს - უნათესავონი, მიუსაფარნი და ბნელ სოროში მიყრილნი. ერთ ხანს პაპა ქალაქში დაბორიალობდა, რაღაცას ცოდვილობდა და დღიურ ლუკმას შოულობდა. ბოლოს, ქუჩის ერთი კუთხე დაიჩემა, მეპაპიროსედ გადაიქცა და დამშვიდდა. თვითონ დამშვიდდა, მაგრამ ბედმა არ მოასვენა. ... ძალიან სუსტი ბავშვია, - უთხრა ექიმმა, - ჯერ-ჯერობით სკოლას თავი უნდა დაანებოს. ბინაც გამოუცვალეთ და ძალიან კარგად აჭამეთ. თუ სოფელში გაჰგზავნით, უკეთესი იქნება. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება! მაგრამ პაპამ „ჯერჯერობით“ მხოლოდ სწავლაზე ააღებინა ხელი და კვებასაც მოუმატა. ექიმი ისევ დადის, პაპა ისევ დაბორიალებს, სენი კი ჟინიანობს: სიცხეს უმატებს და პატარა რეჯანს აყვითლებს, თოვლივით ადნობს და წყალივით ჰლევს. აი, ეხლაც: პაპამ მრავალი რამ მოუტანა, რეჯანი კი აღარაფერს იკარებს. გაწითლებულა, ალეწილა და თვალის ქუთუთოებს ძლივსღა ახამხამებს. მოკაკული პაპა გვერდით უზის, ნაღვლიანად ჩასცქერის და გამხმარ ხელს ცხელ შუბლზე უცაცუნებს. საცაა ექიმიც უნდა მოვიდეს და... - მართლა, - მხოლოდ ეხლა გაახსენდა მოხუცს, - ექიმს ხუთი მანეთი უნდა მივცე! - მთრთოლვარე ხელებით ითვლის ფულს და შეშდება. - ერთი მანეთი წყლისა, რვა აბაზი მერძევეს, თოთხმეტი შაური მენავთეს, ორი მანეთი ბინის ქირა. ერთი მანეთიც მეპურეს. დამრჩება... არაფერიც არ დარჩება. არც კი ჰყოფნის. წეღან კი თავისი თავი მდიდარი ეგონა. ექიმმა კარი დააკაკუნა. ... იმ დღიდან პაპა დიმო თითო აგურს აცლის თავის ქოხს: ჯერ ‘ზედმეტი“ ჭურჭელი გაიტანა ბაზარში, მერე ორი სკამი გაათრია, შემდეგ რეჯანის პაწაწა მაგიდა აიკიდა, ბოლოს ხის ტახტიც მიაყოლა. - არა მიშავს-რა, - ინუგეშა, - ტახტიც და იატაკიც ერთი მასალისაა, ესეც და ისიც ხისგან არის ნაკეთები. და კედლის ძირში დაიგო გაცვეთილი ლოგინი. შემოდგომა თავდება, ღამღამობით სუსხი წვება პაპასთან ერთად. შემოდგომას ფეხდაფეხ ზამთარი მოსდევს. ზედაზენის ხერხემალი დიმოს თავივით აჭაღრავდა, მაგრამ... - ზამთარი ჯერ შორს არის. - თავს იტყუებს პაპა დიმო და ზამთრის საბანსაც ბაზარში მიათრევს. რაც ზღაპრები იცოდა ან ოდესმე რასმეს მოჰკრა ყური, ათჯერ მაინც უამბო მოწყენილ შვილიშვილს. ეხლა თვითონვე იგონებს და ჰქმნის - ბორძიკით და ნაძალადევად. - იყო და არა იყო-რა. იყო ერთი ქალი... - რა ერქვა? -აწყვეტინებს სნეული. - რეჯანი ერქვა, ნესტან დარეჯანი. - ვიცი, არ მინდა. რიგ-რიგობით გავიდნენ ოთახიდან პაპას ქურქი, ძველი ჩექმები, დახეული ლექსიკონი და დაკონკილი საცვალი. ტიოკოლი ძვირი წამალია. ბალიში თუ იყიდის - ბუმბულის ბალიში! არა უშავს-რა! პაპა დიმო რეჯანის წიგნებს ამოიდებს თავქვეშ. და გაცრეცილი მოხუცი ამერიკულ ბაზარზე ხრიალებს: - ბალიში!.. ბუმბულის ბალიში!.. იმ ღამეს თეთრი ზამთარი ზედაზენიდან ქალაქში ჩამოცოცდა და იმ პაწაწა ოთახშიაც ჩასახლდა. პაპა დიმო ციებიან ქათამივით მოიბუზა, რაც რამ იყო დასაფენი, რეჯანს დაახურა, მაინც ვერ უშველა. - პაპილო, ცივა. - ეხლავე, შვილო, ეხლავე... მოითმინე, შეშას ვიყიდი. და ბაზრისკენ ღელვით მიდის მატყლის ლეიბი. ხოლო მის ქვეშ ჩანჩალით მოაბიჯებს ორი გამხდარი ფეხი. ცივ იატაკზე ცივი ძვალი ვერ გათბება. პაპა დიმო ოხრავს. კვნესის სიბნელეში, ჩუმი ცრემლით სტირის. - პაპილო, მოდი ჩემთან, დავეტევით, - ეპატიჟება რეჯანი. პაპა დიმო კბილებს აწკარუნებს და ბავშვის ლოგინში მიცოცავს, თან გაუგებარს ბუტბუტებს და კიდევ დიდხანს ცახცახებს. - უ-უ-უჰ, რა ცივი ხარ! გამყინე, - ჩურჩულებს რეჯანი. ... შეშა დაიწვა, ტიოკოლიც გამოილია. წყლის ფულს მეათეჯერ თხოულობენ. მენავთე იბღვირება. მედუქნე იღრინება. მერძევე წრიპინებს. ხაბაზი ცივ უარზეა. ექიმი ამრეზილია. თითქოს პირი შეჰკრესო, აღარავინ იძლევა ნისიად. ბავშვი ქათმის ფრთას თხოულობს - უყვარს ფრინველის ხრამუნი, ზოგჯერ ხიზილალას გაიხსენებს, ხან ფორთოხლის წვენით მოისურვებს სიცხის განელებას. მაგრამ პაპა დიმოს აღარაფერი აქვს. არც საბანი, აღარც ბალიში, არც ქურქი -არაფერი, აღარაფერი! მთვრალივით დაბორიალობს დაცარიელებულ ოთახში და თვალით ეძებს გასაყიდს. არაფერი! აღარაფერი! ამას წინათ ექიმმა თავის ფულით მოუტანა წამალი. ესეც გამოილია. დღესაც უნდა შემოიხედოს. ან ეგებ აღარც მოვიდეს! - ვაი მე!.. ვაი მე, შვილო! - რა იყო, პაპა დიმო? - ეკითხება მილეული ხმა. მოხუცს თავისივე კვნესის შეეშინდა: - არაფერი, გენაცვალოს პაპილო... არაფერი, კბილები ამტკივდა, მეტი არაფერი. და ბოძივით დაერჭო ოთახის შუაგულში. ნისლი თუ ჩაუსახლდა თავში. გამხმარი ტვინი აღარ მუშაობს. საფეთქლებში ჩაქუჩებს უკაკუნებენ. გაქვავებული ძვლები უკვნესიან, დაღლილი ტანი უბჟუის, ემტვრევა და უცახცახებს. ალბათ გაცივდა პაპა დიმო. ჰსურს რაღაც მოიგონოს, რაღაც მოისაზროს, იწურება, მაგრამ ამაოდ, არ იცის, ვის მიადგეს, ვის შეეხვეწოს, ვის გაუშვიროს ხელი. არ იცის ქვას ახალოს თავი, თუ ქვა ითხლიშოს თავში. აქამდე ფართხალებდა მაინს, ეხლა კი იძირება, ლოდივით იძირება! - ვინა ხართ ქრისტიანი, - აგონდება შეჩვეული შეძახილი, - ვინა ხართ ქრისტიანი, უშველეთ დარეჯანს, პატარა რეჯანს! - ჰკვნესის გულში და გაცრეცილ კედლებს ათვალიერებს. მაგრამ ნესტიანი კედლებიდან და ბინდიანი სარკმელიდან ორივე თვალით სიკვდილი იჭყიტება. უცებ რაღაც მოაგონდა პაპა დიმოს: მორკალული წელი გაისწორა, გაიღიმა და დაფაცურდა. ჩქარა ქუდი! მალე, ქამარი! მაზარა, მაზარა რა იქნა? ჰო, მართლა: მაზარაც ბაზარში წაიღო. არა უშავს-რა! უმაზაროდაც აირბენს. აქვეა, მეხუთე სახლია აქედან. გარეთ ცივი ქარი ზმუის, ჰკვნესის, ღრიალებს. პაპა მგონი ავად არის, მაგრამ... რა დროს ეგ არის! აბა, ჩქარა, სირბილით! ... ექიმი კბილებს უსინჯავს და ითვლის: - ოთხი კბილი გაკლიათ... ეს კბილიც ამოსაღებია. ესეც. დანაჩენი შეიძლება დროებით შევაკეთოთ. ერთი, ორი... სამი... ესეც, აი ესეც... - არა, ექიმო, არა, - ეუბნება პაპა დიმო, - თქვენ ოქროს კბილები გამისინჯეთ, ოქროსი. - რად სცახცახებთ, ავად ხომ არ ხართ? არა! არა! დიმო ავად არ არის. იმიტომ აწკაპუნებს კბილებს, რომ ცივა, საშინლად ცივა. თუმცა, რა დროს ეგ არის! გასათბობად ან ახალი კბილების ჩასასმელად კი არ მოვიდა მოხუცი პაპა, არამედ... - როგორ გგონიათ, ექიმო, რა ეღირება ჩემი ოქროს კბილები? ექიმი შესდგა. ხელი ჰაერში გაეყინა. - არ მესმის... რად მეკითხებით მაგას? - იმიტომ, რომ.. ეს კბილები უნდა დამაძროთ. რად უნდა ოქროს კბილები? ეეეჰ, აბა რა საკითხავია! რად უნდა პაპა დიმოს ოქრო? ჰა-ჰა! თქვენ თვითონვე გამოიცანით, ექიმო, რისთვის დასჭირდა ოქრო პაპა დიმოს, უსაქმო და უპატრონო მოხუცს, რომელსაც სახლში ელოდება ავადმყოფი, მშიერი ბავშვი - ათი წლის რეჯანი, ექიმი, ცივი ოთახი - ცარიელი ოთახი! და სიკვდილი, მშიერი სიკვდილი! ექიმი მუშაობს. პაპა დიმო ჰკვნესის, ზოგჯერ შეკრთება და სისხლიან პირს თბილი წყლით ივლებს. - ეხლავე, ეხლავე გავათავებ, - ამშვიდებს ექიმი. - ხუთი ამოვიღე. ერთიღა დამრჩა... აჰა, გავათავე... გამოირეცხეთ პირი. პაპა დიმომ გარკინული თვალები ძლივს გაახილა და ექვსი კბილი დასთვალა - ექვსი წყვილი ოქროს კბილი! სანამ ექიმი კბილებს რეცხავს და სასწორზე სწონავს, თვალდახუჭული პაპა დიმო კედელს მიჰყუდებია და ენით ეძებს ამოძრობილ კბილებს, მაგრამ ყველგან - მარცხნივ და მარჯვნივაც, ზევით და ქვევითაც ენა გაშიშვლებულ ღრძილებს აწყდება. გადარჩენილმა კბილებმაც გამოიღვიძეს: აისალნენ, აფუსფუსდნენ და აკვნესდნენ. ელვა უვლის ყბებში. რამდენიმე კბილი აქვს ამოსაძრობი. მაგრამ პაპა დიმოს არც საამისო დრო აქვს, არც ფული. ძუნწია მოხუცი, ფული ჯიბეში უწყვია, მაგრამ... ეს ფული რეჯანისაა. კბილები მერე იყოს, როცა დიმო სამსახურს იშოვნის და რეჯანიც მოკეთდება. ბარბაცით მოდის პაპა დიმო, თითქმის მორბის... მორბის და მოაქვს რამდენიმე თუმანი, ხუთიოდე ფორთოხალი, მოხარშული ვარია, უებარი ტიოკოლი და... დაცარიელებული პირი. მართლა, კინაღამ ბურღული და მანანა დაავიწყდა! ეს იქნება ამიერიდან პაპა დიმოს საკვები - მისი ერთადერთი საჭმელი. |
Posted by: nat_nat777 14 Oct 2011, 20:27 | ||
Chaosphere
ააააააააააააააააააა ვზივარ და ხმამაღლა ვტირი... რა მინდოდა, რას ვკითხულობდი... |
Posted by: gochaj 14 Oct 2011, 20:52 | ||
gabarzgaleba
გაჰკარი და გამოჰკარი, თუ გინდა. შენ ის მითხარი, ქაბაბი გირჩევნია თუ ხინკალი, მიპასუხე და გეტყვი რა გემოვნება გაქვს. * * * აღასპერი არ ვიცი, ვინ გასწირა. მაგრამ ცუდი არ იქნებოდა, მანანა ხომერიკის ნაწერები წაგეკითხათ. სამწუხაროდ და სავალალოდ, საქმე ცოტა სხვაგვარად ჩანს. თუმცა მე ვაცნობიერებ, რომ ეს ის ეპოქა იყო, როცა საქართველოს ”კაენის სულმა გადაუარა”. |
Posted by: aravinac 18 Oct 2011, 10:15 |
მოვა დრო და მიხეილ ჯავახიშვილს საქართველოს ეკლესია წმინდანად შერაცხავს. ზუსტად ვიცი, რომ როგორც მერაბ კოსტავა ასევე ეს დიდი ადამიანი, იყვნენ ღვთისგან მოვლენილნი, მათში ისეთი ბობოქარი სულიერება ირწეოდა და ორივე ბოროტებისგან იქნა ნაწამები. მისი კვაჭი კვაჭანტირაძე ეს არის არამარტო საქართველოს არამედ მთელი მსოფლიოს სახე და კაც-ვაჭარ-ფულზე გადაგებულის სიმცირისა და სულის პატარაობის ნათელი მაგალითი. დღეს კვაჭობის ულევი მაგალითებია, თანამედროვე მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი სულ არ ცხოვრობს ამ ეპოქაში, მაგრამ მისი ნაწარმოები ისეთი აქტუალურია და ჩვენი დროისაა, რომ ყველაზე თანამედროვეა. უკვდავებას ვერ ძირკვავენ. |
Posted by: NIN_O 18 Oct 2011, 21:03 | ||
და ჩვენც უფრო მეტად დავაფასებთ,რადგან წმინდანი იქნება უკვე ----- წაკითხულებიდან პირველ რიგში ჯაყოს ხიზნებს ვაყენებ,მერე თეთრ საყელოს ორივე ძვირფასია ჩემთვის და არამგონია ამათზე უკეთესი ქონდეს დაწერილი |
Posted by: melodyman/ 23 Oct 2011, 16:35 | ||
|
Posted by: garota de ipanema 23 Oct 2011, 18:02 |
და მერე..............ფბ-ზე ფანფეიჯსაც გაუკეტებენ ხო...............იმენა..............:|............აი რაშუაშია ბლიად....წმინდანობა......მწერალი მწერალია.......რაზეც უნდა წერდეს..იმაზე წერდა ტავის დროზე ეგ კაცი..............რაც მაგის საქმე იყო მაგას აკეტებდა............მაშინ შევრაცხოტ წმინდანებად.....ფეხბურტელები.........მზარეულები........ბავშვების აღმზრდელები და.........რავი კაროჩე...:|.... |
Posted by: gochaj 26 Oct 2011, 00:52 | ||
aravinac
ეგ არ მოხდება. მიხეილ ჯავახიშვილი დიდი მწერალი იყო, მაგრამ დიდი მწერალი ყოველთვის არ არის დიდი მოქალაქე და მით უმეტეს - წმინდანი. თქვენი პოსტის წინა პოსტი ყურადღებით წაიკითხეთ. კარგი იქნება, თუ სტრიქონებს შორის დაფარული აზრის გაგებას ისწავლით. |
Posted by: aravinac 26 Oct 2011, 10:22 |
გამარჯობა, მოდი ნუ ვიჩხუბებთ, კარგი?! ჩემი აზრით ასე იქნება. ვაჟა ფშაველაც ასევე მგონია რომ თავის როს ელოდება. ლუკა რაზიკაშვილი - აუცილებლად გახდება საქართველოს წმინდანი. მისი ცხოვრების წესის მიხედვით. განღმერთობისკენ ერთი ნაბიჯია როდესაც მწერალი ხარ. სულიწმინდის მადლი მუდმივად შენთანაა, და შენზეა დამოკიდებული სულიერების რა საფეხურებზე ახვალ. მიხეილ ჯავახიშვილი მორწმუნე და მამულიშვილი გახლდათ, მის შესახებ მოგონება, ციხიდან უნდა წაგეკითხა, სანამ მანანა ხომერიკს გაეცნობოდი. ჩონჩხად ქცეული მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი როგორ ამხნევებს სიკვდილმისჯილებს?! როგორც მოძღვარი მათი. მხნეობა, ქვეყნის სიყვარული და სიმართლე მან შეინარჩუნა ჩონჩხადნაქცევ თითქმის გვამისპირა სხეულში. მისი ნაწერები კი ნებისმიერ დროს გაუძლებს და საქართველოს საკუთარ ნაკლთა დანახვისკენ მოუწოდებს მუდამდღე. ნახვამდის! |
Posted by: garota de ipanema 26 Oct 2011, 10:44 | ||
.................:|.............აი არ გეკამატები........ჯასტ მიტხარი რატო.....იმენა...აი რატო............... |
Posted by: gochaj 26 Oct 2011, 19:26 | ||
aravinac
სანამ თქვენ ამ ქვეყანას მოევლინებოდით და ვიდრე მანანა ხომერიკს გავიცნობოდი, ჯერ მიხეილ ჯავახიშვილი გავიცანი. ზოგჯერ ფარულად მოჰქონდათ მისი აკრძალული წიგნები და ვკითხულობდი. დიდი რისკი იყო. ბიჭო, ენა - არსენა მარაბდელიდან, დღესაც ყურებში მიწუის. ჯავახიშვილი ჩემი საყვარელი მწერალია. მიუხედავად იმისა, რა დაიწერა და რა დაიწერება მის შესახებ. როცა 90-იანის დამდეგს ერთმა გაზეთმა გამოაქვეყნა ერთი პროფესორის სტატია კგბ-ს არქივებიდან, ვინ ვინ ჩაუშვა, ანონიმურად იყო დასახელებული ერთი დიდი მწერალი. მე მივხვდი ვისზე იყო საუბარი, მაგრამ მაინც გადავამოწმე ჩემს მეგობარ იმ გაზეთის რედაქტორთან, რომელმაც ყველა ჩამშვების გვარი იმ ავტორს ამოაღებინა და სახელები დანომრა. მან ჩემი ეჭვი დაადასტურა. საშინელ ხასიათზე დავდექი. იმ საღამოს მინდოდა მისი წიგნები გადამეყარა, მაგრამ მალე აზრზე მოვედი. არავინ იცის, ვინ რას მოიმოქმედება ჯალათების ხელში. ეს ამბავი დავივიწყე. მაგრამ მერე ხომერიკმა თავისი წიგნები მანახა. საქმე ისაა, რომ ჯავახიშვილის ახლობლები მის დაღუპვას ხომერიკის პაპას აბრალებდნენ. მან კი საწინააღმდეგო მასალები მონახა. მე ვუთხარი, რომ აზრი არ ჰქონდა წარსულის ქექვას. მან ისეთი არგუმენტები დამიდო, რომ გავჩუმდი. მომავალში ბევრი რამ გაირკვევა და მე გულით მინდა ჯავახიშვილი უცოდველი დარჩეს. მაგრამ ლაქა მაინც არის და ასეთი ბრალდებით მისი წმინდანობა არ შედგება. სხვა მხრივ კი, მის ნაწერებს დრო რომ ვერ შეეხება, ეს უეჭველია. მან გასაბჭოებიდან რამდენიმე წელიწადში დადო ”ჯაყოს ხიზნები”, სადაც უჩვენა ინტელიგენტის ტრაგედია და მოძალადის ზეიმი. 22 წელი გვატარეთ საშინელ ჯახში. ქართული მწერლობა ვერ ავიდა ამ ტრაგედიის სიმაღლეზე. აქაც ჩანს ჯავახიშვილის სიდიადე. |
Posted by: garota de ipanema 26 Oct 2011, 20:59 |
gochaj სერგო ხარ ორჯონიკიძე?.................:O |
Posted by: aravinac 27 Oct 2011, 10:29 |
gochaj გამარჯობათ, როგორც ჩანს, თქვენ ბაბუაჩემის ხნის ადამიანი ბრძანდებით, ამის გამო თავს შევიკავებ და მხოლოდ ამას დავწერ: თქვენ ცრუობთ!!!!!!!! მიხეილ ჯავახიშვილს, როგორც ჩანს, კვლავ ებრძვის "სიბოროტე" - ასე მხოლოდ მართლაც წმინდანებად დაბადებული ადამიანების შემთხვევაშია. სამწუხაროა. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, მოვა დრო და ვაჟა ფშაველაც და მიხეილ ჯავახიშვილიც ქართველთა წმინდანთა დასს შეუერთდებიან. გაროტა... მწერალი, თავისთავად სულიწმინდის მადლით მოსილი ადამიანია.. ეს კი ნიშნავს რომ ის მადლცხებულია, ანუ ერთი ცრემლით მეტი. მწერლები იყვნენ იესოს პირველი ოთხი მოციქული - სახარებათა ავტორები. და არის კიდევ რაღაც რასაც სიტყვებით ვერ გამოსახავ - რატომ. |
Posted by: garota de ipanema 27 Oct 2011, 10:32 | ||
aravinac
ეს არგუმენტი არარი..............:|.........და საერტოდაც არ ამტკიცებს.....თქვენს განცხადებას.............მწერალი მწერალია.............ვსე........:დ |
Posted by: aravinac 27 Oct 2011, 11:38 |
რა გითხრა აბაა... მწერალი რომ ეს სხვა განზომილებაა, ამაზე ვიდაოდ?! |
Posted by: garota de ipanema 27 Oct 2011, 11:43 | ||
aravinac
ოკ......................:დ |
Posted by: aravinac 27 Oct 2011, 11:46 |
თუ ვიდაოთ?!:D ჯანდაბა, ეს დ და თ |
Posted by: Back_To_Back 27 Oct 2011, 12:10 |
aravinac უკაცრავად ჩაგეჭრებით და ერთი კითხვა მაქვს (უფრო სწორად ორი) - მწერალში ყველას გულისხმობთ ვინც წერს? (თუ არა მაშინ მითხარით რა კატეგორიით გამოყოფთ მწერლებს დანარჩენებისგან) - თქვენი აზრით ყველა მწერალი წმინდანობის ღირსია? მაგალითად ნიცშე, სარტრი, შტაინერი (ამ უკანასკნელის შესახებ საკუთარი თვალით მაქვს ნანახი ერთ ერთი ეკლესიის შესასვლელში ეწერა რომ მრევს სასტიკად ეკრძალებოდა შტაინერის "მოძღვრების" კითXვა) თუ რაც მაგრები ვართ ქართველებივართს პრინციპით მარტო ქართველები უნდა გახდნენ წმინდანები და დანარჩენები საუკუნო ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვნენ? სამი გამოვიდა |
Posted by: aravinac 27 Oct 2011, 12:28 |
გამარჯობა ჩემო კეთილო თანაფორუმელო ენდ რათა სამი, მაშ რამდენი, ბევრზე ბევრიი ანუ ამოუწურავია საკითხის ასე დასმა. ზოგადად, ჩვენ ვიცით, რომ სულიწმინდა და ღვთის მადლი ყველა სულიერ არსებაზე არის გარემოცული, თუმცა ნებითა შენითა ანუ თავის უფალი ნებით ადამიანი და ზე არსებაც თავადვე ირჩევს ამ მადლის სიკეთით მოიხმარების თუ ამ ძალის, ასე ვთქვათ სხვა არაწმინდა, შავი მაგიისა და ღვთის პირიდან გადავარდნილობის უკეთურ საქმეთათა გამოიყენებს. უხეშად და მატერიალურად რომ ვთქვათ, მე ასე მესმის: მწერალი, რომელიც გარკვეულ წილად მოიაზრება მწერლლად ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. ანუ ატანილი ყავს წერას ანუ აქვს ერთგვარი წერის ნიჭი და წერა ანუ ჩა წერა შეუძლია - ატარებს გარკვეულ ნიშანს, გნებავთ ბეჭედს. როგორ განახორციელებს იგი ამ მისიას, მიიტანოს სულიერებისა და ქრიასტიანობის მასებამდე გნებავთ ერამდე ძირითადი დანიშნულებანი ღვთისა და სიმართლის ნამდვილობისა, რა თქმა უნდა, კონკრეტული მწერლის-ადამიანის-ერისკაცის შესაძლებლობათა მიჯნაა. მეორე კითხვას, ვფიქრობ, ჩემი პირველი პასუხიც ეხმიანება, გარკვეულწილად. ჩემო კეთილო, აბაა, დაუკვირდი, ვინ იყო ის მთავარანგელოზი, რომელმაც უფალთან მორჩილება უარყო და დაეცა და ჩამოვარდა ქვესკნელში?! ის ხომ უძლიერესი უფლის მთავარანგელოზი გახლდათ?! და ახლა არის უდიდესი ბოროტი. მაშ, გამოდის, რომ ზემოთ დასახელებული ადამაინები, რომლებიც ძლიერი გონებით დაჯილდოვდნენ უზენაესის ნებით, ისინი მწვალებლობაში გადაცვივდნენ. შესაბამისად, ბოროტთა გუნდრუკს არავინ უკმევს. და მესამე.. საქართველოს აქვს გარკვეული მისია, რომელიც უნდა შესრულდეს, არა მარტო საეკლესიო პირთა მიერ, არამედ ძლიერ ერისკაცთა და მამულიშვილთა გონების ძალითაც. ააა. რავარაიააა.. |
Posted by: garota de ipanema 27 Oct 2011, 12:30 | ||
არაფერიც არ ვიციტ...............აი საიდან იცი იმენა............:დ............ამიტ როცა იწყებ მსჯელობას.........მანდვე მტავრდება ყველაფერი....... |
Posted by: aravinac 27 Oct 2011, 12:31 |
წმინდა მამათა გამონათქვამებიდან და ყველაზე მთავარი წიგნიდან - სახარებიდან. |
Posted by: garota de ipanema 27 Oct 2011, 12:34 | ||
ჰომ ნუ............არაქრისტიანები........ჩამოტვლას რაზრიაქ........:დ.....იმდენია რო.....|შეგვრცხვება........არ ყოფილან მწერლები.......ფოლკლორი......ხო ზეპირსიტყვიერებაა.............აქედან დავიწყოტ.........გავაწმინდანოტ ვიღაცა უცნობი გლეხები...რომლების სავარაუდოდ ოჩოპინტრეებს......მზეს...მტვარეს....და კიდე ბევრ რახაცას რო სცემდნენ ტაყვანს........:დ.........ალოგიკურია........ |
Posted by: aravinac 27 Oct 2011, 12:36 |
უბრალო გლეხებიი, შესაძლებელია უბრალო და უსახელო წმინდანები იყვნენ, ჩვენ განა ვიცით?!;) გარდა ამისა, ფოლკორი ეს უფრო წარმართული ხანაა და კიდევ, უძველესი გადამწერლები, იგივე მთარგმნელები ქართულად ბიბლიისა და ჩვენი ხელნაწერების ავტორები თავიაანთ სახელებს არ აწერდნენ ხბოს ტყავს, ეტრატებს შენდობა გეთქვათ ცოდვილზე - აი მათი ხელმოწერა |
Posted by: garota de ipanema 27 Oct 2011, 12:37 | ||
aravinac
გეხვეწები რა.......................ცოტა ხანი ჩარჩოებიდან გამოდიტ ხოლმე..............იმენა...............:|..............მწერლობა ყველაზე ტავისუფალი მოვლენა უნდა იყოს წესიტ და..............იმენა მოავარაყებენ ხოლმე ამ ჩარჩოებიტ...........ერტი ამოსავალი წერტილი მწერლობაში სიკვდილს უდრის.................... |
Posted by: Back_To_Back 27 Oct 2011, 12:38 |
aravinac მოკლედ ამ თემაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, მე უბრალოდ გეტყვი რომ ჯერ ერთი იმ მწერალს რა ვუთხარი იმისთვის რომ წერს რომ სიკვდილის მერე წმინდანად შერაცხონ და მეორეც ვერავითარი დითირამბები რომელიც გამოხატული იქნება სხვადასხვა სახის ფორმალურ ტიტულებში, როგორებიცაა წმინდანობა, მინისტრობა, რაიკომის მდივნობა და აშუ ვერ გამოხატავს მწერლის სიძლიერეს |
Posted by: aravinac 27 Oct 2011, 12:39 |
არანაირი ჩარჩოები!!!! ყველა დიდი მწერალი - თომას მანი, დოსტოევსკი, ბულგაკოვი უტრიალებს ბიბლიურ თემებს. მათი ძირითადი შთაგონების წყარო არის ბიბლია. აქ უსაზღვრო თავისუფლებაა. გეთანხმებით. მწერალი არანაირად არ ისახავს მიზნად, ამქვეყნიურ მატერიალურ წახალისებებს. ვაჟა სიბრმავე და ნაწლავების გადახლართვამ მოკლა, შიმშილობდა იაკობ გოგებაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი ხორციან-ძვლიანად აწამეს. უბრალოდ, ეს გარდაუვალია. ცხოვრების წესით და ბედით თუ უბედობით. მიხეილ ჯავახიშვილი არის ერის სულიერი მამა, ახლა, უფრო მეტად ჩანს მისი სიტყვის ძალა და აუცილებლობა. ამიტომაც, საქართველოს ეკლესია მას წმინდანად შერაცხავს. |
Posted by: garota de ipanema 27 Oct 2011, 12:40 | ||
ეს საერტოდ .......................რარი........:O........:სპყ:........:დ... რო მცოდნოდა.....ვაბშე არ დავიწყებდი კამატს............:დ |
Posted by: aravinac 27 Oct 2011, 12:43 |
გაროტა ჩვენს ყველას გვაქვს ჩვენ ჩვენ მისია და საქართველოს რომელიც დედამიწის დაარსებიდან მოდის, რომლის წარმომავლობა დღემდე ვერავინ დაადგინა - განა არ ატარებს რაიმე მისიას?! |
Posted by: garota de ipanema 27 Oct 2011, 12:44 |
aravinac უაიმე................გაჩერდი ეხა............:დ.........კაი ვსე მე...გავდივარ ტემიდან.............:| |
Posted by: Back_To_Back 27 Oct 2011, 12:48 | ||||
aravinac
კიბატონო გეთანხმები (ნუ "ყველა" არა უფრო სწორი ნათქვამი იქნება "ძალიან ბევრი) მაგრამ უტრიალებს -არ ნიშნავს რომ ეთანხმება იგივე ბულგაკოვი ან თუნდაც დოსტოევსკი მითუმეტეს განსაკუთრებით "მოსწონდათ" ამ მწერლებს ის ხალხი ვის ხელშიცაა ამათუიმ პირის წმინდანად შერაცხვა
ნუ რავიცი რა გითხრა ჯერ ერთი რატომ სულიერი და მეორეც არაერთიათეული ადამიანი შემიძლია ვთქვა ამ ქვეყნისთვის მეტი რომ გაუკეთებიათ და რა გამოდის რამდენი მამის ნაბუშარი ერი ვართ? |
Posted by: aravinac 27 Oct 2011, 12:50 |
Back_To_Back დიახ, ნამდვილად. განსაკუთრებულობააა ასეთი ფაქიზი თემების გარშემო მუშაობა. დოსტოევსკიმ ფსიქოლოგიურად ვერც გაუძლო ბოლომდე. მაგრამ აუცილებელია მომავლისთვის. "შავი სახარების" და "დეკამერონის" არსებობასაც აქცს თავისი გამართლება ნაბუშრობაზე რა გითხრა, მაგრამ.. ერთ-ერთი რომ არის ეს უკვე მნიშვნელოვანია და გარდა ამისა, არც ჩვენი უფალია ერთსახოვანი - სამება- |
Posted by: garota de ipanema 27 Oct 2011, 12:58 | ||
გამიტანეტ...................... რა გამარტლება ბლიად......................:|....რატო უნდა ქონდეს გამარტლება............ვერ არი ნაწარმოები?.........აუ აუ აი...ისეტ სისულელეებს წერ რო.................იმენა...........:დ.... |
Posted by: merkantila 27 Oct 2011, 13:00 |
საქართველოში საბჭოთა წყობის დამყარების შემდეგ, მიხეილ ჯავახიშვილი ორჯერ დააპატიმრეს - პირველად 1923 წლის მარტში დააპატიმრეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. მაშინ ქართველი მწერლები დაუდგნენ თავდებად, დახმარება სერგო ორჯონიკიძეს სთხოვეს. მიხეილ ჯავახიშვილი 1923 წელს სიკვდილს გადაურჩა. მეორედ 1937 წლის 13 აგვისტოს დააპატიმრეს. შემორჩენილია მწერლის დაკითხვის ოქმები: [დოკუმენტური მასალა] “ბრალდებულ მიხეილ საბას ხე ჯავახიშვილის დაკითხვის ოქმი, 1937 წლის 19 აგვისტო კითხვა - თქვენ ბრალად გედებათ, რომ ეწეოდით აქტიურ კონტრრევოლუციურ მუშაობას. აღიარებთ თუ არა ამას? პასუხი - კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში არ ვყოფილვარ, მაგრამ ზოგიერთ პირთან საუბრის დროს ჩემს მიერ გამოთქმული ცალკეული მოსაზრება კონტრრევოლუციური ხასიათის იყო.” მესამე დაკითხვაზე მიხეილ ჯავახიშვილი, ასე ვთქვათ, აღიარებს, რომ აქტიურ კონტრრევოლუციურ საქმიანობას ეწეოდა. [დოკუმენტური მასალა] “ნელნელა ვეფლობოდი ფაშისტურ ჭაობში. ყველაზე ადრე ჩემი თანამზრახველები აღმოვაჩინე მწერალთა შორის.” მიხეილ ჯავახიშვილის აღიარებითი ჩვენება ფანტასტიკას ჰგავს - მწერალი წერს, როგორ მიდიოდა დავალების მისაღებად გერმანიის, იტალიისა და პოლონეთის კონსულებთან - ეს დღისით-მზისით ხდებოდა, როგორ უხდიდნენ ამისთვის მას ხელიდან ხელში ფულს, როგორ აგროვებდა ჯაშუშრ მასალას - მაგალითად, იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი ცხოვრობდა საბჭოთა კავშირში. დაკითხვის ამ ოქმის წაკითხის შემდეგ ძალაუნებურად გახსენდება ფილმი ”მონანიება”. კერძოდ - ერთი ფრაგმენტი: [ნაწყვეტი ფილმიდან ”მონანიება”] “ - მომისმინე, სანდრო. მე ბევრი ვიფიქრე. მთელი ღამეები ვფიქრობდი. ჩვენ უნდა დავასახელოთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ეროვნული პარტიიდან. მთელ ქვეყანას ხომ ვერ დაიჭერენ? მაგრამ როცა ეს სია 100 ათასებს მიაღწევს, ზევით დაფიქრდებიან, საგანგებო ეროვნულ კრებას მოიწვევენ და გამოააშკარავებენ ყველა იმ ბოროტმოქმედს, ვინც მთავრობა შეცდომაში შეიყვანა. გესმის, სანდრო?” დაპატიმრებულთა და დახვრეტილთა სიამ 100 ათასს მიაღწია და გასცდა კიდევ - ადამიანებს მიზანმიმართულად აპატიმრებდნენ, აწამებდნენ, ხვრეტდნენ. ე.წ. “ოტტეპელის” პერიოდში გაირკვა, რომ მიხეილ ჯავახიშვილი სასტიკად აწამეს. ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე ამბობს, რომ ბერიას ”კანტორაში” მოხვედრილთა ხვედრი საშინელი იყო: [გაგა ნიჟარაძის ხმა] ”ენ-კა-ვე-დე-ს მიერ დაჭერილი ადამიანი ისეთ კოშმარულ პირობებში ხვდებოდა, რომ რას მოაწერდა ხელს... გმირი უნდა ყოფილიყავი, რომ არ ჩაგედინა, ჩვენი მზერით დანახული საზიზღარი საქციელი. გმირი - თითზეა ჩამოსათვლელი. მე თვითონ არ ვარ დარწმუნებული, რომ დავეჭირეთ, არ ჩავუშვებდი ჩემს უახლოეს მეგობარს, თუ მაწამებდნენ.” (სტილი დაცულია) მიხეილ ჯავახიშვილის საბრალდებულო დასკვნაში ნათქვამია, რომ მან მხოლოდ ნაწილობრივ აღიარა თავისი დანაშაული. ბრალდებები კი ასე ჟღერდა: [დოკუმენტი]: ”იყო კონტრრევოლუციური ფაშისტური, ტერორისტული, დივერსიული მავნებლური და ჯაშუშური ცენტრის თავმჯდომარე. აქტიურ მონაწილეობას იღებდა ინტერპარტიული კომიტეტის მუშაობაში, რომელიც ხელმძღვანელობდა საქართველოში მთელი ანტისაბჭოთა ძალების კონტრრევოლუციურ მუშაობას. ეწეოდა აქტიურ ჯაშუშურ-დაზვერვით მუშაობას უცხოეთის სახელმწიფოთა სასარგებლოდ.” ვინ ასმენდა მიხეილ ჯავახიშვილს - ცნობილია. ცნობილია უშიშროების იმ თანამშრომების სახელებიც, ვინც მის საქმეს ასე ვთქვათ იძიებდა. ეს დოკუმენტები არქივშია. ბოლოს კიდევ ერთ დოკუმენტს შემოგთავაზებთ - ქართველი მწერლების წერილს, რომელიც საიდუმლო არ არის - ის გაზეთ ”ლიტერატურულ საქართველოში” გამოქვეყნდა: [დოკუმენტი] ” ” ჩვენს რიგებში კიდევ არიან მწერლები, რომელთა კავშირი და ურთიერთობა ხალხის დაუძინებელ მტრებთან ყოველგვარი ეჭვის გარეშეა. ტ, ტაბიძე, გ.ლეონიძე და სხვები უნდა გამოვიდნენ აქ, ჩვენი კოლექტივის წინაშე და გულწრფელად აღიარონ ყველა ის დანაშაული, რომელიც მათ ჩაადენინა ხალხის მტრებთან აშკარად მეგობრულმა ურთიერთობამ. მათ გულახდილად უნდა სთქვან, თუ არ ამოძრავებდათ, როცა ისინი უკავშირდებოდნენ დღეს უკვე ნიღაბახდილ მტრებს.” ქართველ მწერალთა კრების ეს გადაწყვეტილება სათაურით ”გავწმინდოთ დიადი საბჭოთა ქვეყანა კონტრრევოლუციური სიბინძურისგან” გაზეთ ”ლიტერატურულ საქართველოში” 1937 წლის 30 სექტემბერს გამოქვეყნდა. 1937 წლის 30 სექტემბერს მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი დახვრიტეს. http://www.tavisupleba.org/content/article/1554162.html |
Posted by: Back_To_Back 27 Oct 2011, 13:06 |
aravinac საბედნიეროდ დოსტოევსკი უფრო საინტერესო თემებზე ბრვად მეტს წერდა და თუ ეს "ფსიქოლოგიური ვერგაძლების" კაეტგორიაში გადის, დაე ესე იყოს მოკლედ თემის ირგვლივ არ ვსაუბრობთ და თან რაზეც ვსაუბრობთ იმაშიც დიდ აზრს ვერ ვხედავ ამიტომ განვედ მე აქედან |
Posted by: aravinac 27 Oct 2011, 13:08 |
merkantila გმადლობთ.. ამ სიმართლისთვის. http://www.ambebi.ge/books/39639-uberebeli-da-thanamdevi-suli-saqarthvelosi.html http://www.ambebi.ge/books/39455-mikheil-javakhishvili-isev-qarthuli-enis-shesakheb.html http://www.ambebi.ge/books/39819-qimedad-is-mrcheba-rom-chems-asethnairad-daghupvas-qarthvelebi-ar-daivitsyebenq.html "კიდევაც დაიზრდებიან ქართვლში ლეკვები მგლისანი, ისე არ ამოწყდებიან, ჯავრი შაშჭამონ მტრისანი". |
Posted by: Ocelot 27 Oct 2011, 15:05 |
ჰოივ წმინდაო მიხეილ, შეგვახე ზეციდან ვითარცა კვერთხი აყენებული ჯაყოს პენისი და გაგვინათე გზა უგუნურთ, რამეთუ "ქალო-ტუფლი-გამხადე"-ს ფილოსოფია არს ჭეშმარიტი აზრი ჩვენი არსობისა |
Posted by: melodyman/ 27 Oct 2011, 15:07 |
Ocelot სგ |
Posted by: gio-floyd88 27 Oct 2011, 15:30 |
საინტერესოა: http://rveuli.ge/dir/view_break.php?page=biography&id=119&cat= |
Posted by: Leo woman 27 Oct 2011, 16:17 | ||
განსაკუთრებით ბოლო ნაწილი მომეწონა |
Posted by: gochaj 27 Oct 2011, 16:21 | ||
garota de ipanema
არა, იპანემა გაროტაული |
Posted by: merkantila 27 Oct 2011, 16:22 |
”რადგან ადამიანი „მავკალ”, ამიტომ ხევსურების თვალშიც მხოლოდ იმ დღეს გავხდი ადამიანი. ჯურხამ ნეკნები ჩაიზნიქა, იამზემ და მზექალამ ახალი რაინდი გადაჰკოცნეს, ხოლო ხათუთამ იმ ღამეს ისე იწაწლა, რომ მეორე დღეს ფეხები მედრიკებოდა.” |
Posted by: garota de ipanema 27 Oct 2011, 16:25 |
gochaj იიი....................: )))))))).........რაკვიმატი ენაგაქ.........:| |
Posted by: gochaj 27 Oct 2011, 16:33 | ||
aravinac
გაგიმარჯოთ! არა მგონია, ჩემი პატარა შვილიშვილის ტოლი იყოთ და ამიტომ გკითხავთ: ჩტო ვი გავარიკინე? სხვა მხრივ, მეც თავს შევიკავებ. შეურაცხყოფაზე როგორ გიპასუხოთ შეურაცხყოფით? მით უმეტეს, მიხეილ ჯავახიშვილს მაშინ ვკითხულობდი, როცა პროექტშიც არ იყავით. ეს - რევოლუციამდელ პრესაში, რომელიც ჩემს ოჯახში ინახებოდა. ჯავახიშვილის ცოდნაში ჩემთან გაჯიბრება ერთ საბჭოთა ხანის ანეგდოტსა ჰგავს: - შეიძლება თუ არა ჩვენ - სსრკ - დავეწიოთ იაპონიას? არა. იაპონია რომ შემობრუნდეს და ჩვენსკენ გამოიქცეს, მაინც ვერ დავეწევით. ჩვენი საქმე ზუსტად ასეა, პარონ არავიანც! ვერ დამეწევით. |
Posted by: garota de ipanema 27 Oct 2011, 16:43 |
.................:დ..................... |
Posted by: seeman 27 Oct 2011, 17:56 | ||
100 პროცენტით გეთანხმები და ჩემი მხრიდან დავამატებდი რომ ზოგადად ეს უკიდურესი რელიგიური ექსტაზი რაც დღევანდელ საქართველოშია ძალიან ზედმეტია |
Posted by: aravinac 27 Oct 2011, 18:52 |
ყველაზე მთავარი ის არის რომ ჩვენ არ ვკამათობთ ამ მწერლის გენიალურობაზე, იმაზე, რომ მას დიდი ღვაწლი აქვს ქართველი ერის წინაშე. დანარჩენი დროის ამბავია. |
Posted by: gochaj 27 Oct 2011, 19:34 |
garota de ipanema gochaj იიი....................: )))))))).........რაკვიმატი ენაგაქ.........:| [/quote] რანაირი ხარ იციიიიიი? :no |
Posted by: garota de ipanema 27 Oct 2011, 19:47 |
..........:დ.........ნონონოოოოო......... |
Posted by: gochaj 27 Oct 2011, 22:30 | ||
garota de ipanema
არა, ასე სჯობს: იეს, იეეს, იეეეს, იეეეეს, იეეეეეს და ბოლოს კივილით: იეეეეეეეეს! |
Posted by: vazhatu 14 Nov 2011, 21:40 |
"ყბაჩამ დაიგვიანა" -ს ელექტრონული ვერსია სადმე ხო არ იცით რო იდოს? ან ვინმეს ხო არ გაქვთ? |
Posted by: მაწო7 6 Jan 2012, 19:43 | ||
Ocelot
აუ ეს რა ვნახე რას ერჩი მიხეილს? |
Posted by: Nirvana11 9 Jan 2012, 17:39 |
Ocelot ბერიას რეიკარნაცია ხარ ძმა? პ.ს ა, ჰო, რახან პიროვნულად არასრულყოფილი იყო, რაის დამწერი იყო მაგი?! არაფრად არ ივარგებს მაგის შემოქმედებაც, დაწვით წიგნები. პ.ს.ს ოცელოტ, რასაც გაკვირდები, ერთ რჩევას მოგცემ, კაროჩე ჯერ წადი კაი ქალთან სექსით დაკავდი, და მერე წაიკითხე წიგნები, თორემ სექსუალური ფანტაზია ხო ხედავ ცუდად მოქმედებს წაკითხულიდან აზრის სწორად გამოტანაზე |
Posted by: Ocelot 9 Jan 2012, 18:15 | ||||||
მაწო7
სადმე წერია ეგ? Nirvana11
ეგ ეხლა გავიგე.
მიღებულია თუმცა არ მაქ წაკითხული. ისე დავწერე, მიახლოებით რაც იქნება. |
Posted by: mcenare-99 9 Jan 2012, 19:13 | ||
ლევან აბაშიძე იყო ვინც სასტიკად აწამა, თბილისის დინამოში თამაშობდა, გაქანებული კომუნისტი იყო იმ დროინდელ ჩეკას აგენტი თუ რაღაც მსგავსი რეებიც მაშინ ერქვა |
Posted by: მაწო7 9 Jan 2012, 19:58 | ||||
Ocelot
ეს რა არი აბა? |
Posted by: Solveig 10 Jan 2012, 03:51 | ||
mcenare-99
ვა, ეს არ ვიცოდი. წყარო? |
Posted by: mcenare-99 10 Jan 2012, 10:24 | ||
Solveig
ძველი საარქივო მასალების განხილვისას გავარკვიეთ ქართული სპორტის განყოფილებაში, მოგიძებნი მერე ლინკსაც, ეხლა სამსახურში მეჩქარება |
Posted by: mcenare-99 11 Jan 2012, 19:55 |
Solveig მწერალს სცემდა საიდუმლო პოლიტიკური განყოფილების უფროსი ლევან აბაშიძე, ბერია იქვე იდგა და გულიანად იცინოდა. აბაშიძემ თავისი საქმე კარგად იცოდა, ჯავახიშვილს მხოლოდ ყურში ურტყამდა, დაბლა დაგდებულს სკამზე სვამდა და დარტყმას ხელახლა იმეორებდა. ------------ http://burusi.wordpress.com/2009/03/29/javakhishvili/ ამ ჯოჯოხეთში მეორედ აღმოჩნდა მიხეილ ჯავახიშვილი. მისი გამომძიებლები იყვნენ ლევან აბაშიძე და მიხეილ ნაცვლიშვილი. მწერლის პირველ დაკითხვას, მისი გამომძიებლების გარდა, ესწრებოდნენ ბერია და ქობულოვი. პირველად ლევან აბაშიძემ დაარტყა. მიხეილ ჯავახიშვილი იატაკზე გულაღმა გაიშხლართა. ბერია იცინოდა, მივიდა, გულზე ფეხი დააჭირა და უთხრა: ”ახლა გადგას “ჩეკისტი” თავზეო!” ----------- http://stalin.memo.ru/names/p1.htm 38-ში დაუხვრეტიათ. http://forum.ge/?f=68&showtopic=34281831&st=435 გადაავლე ლინკებაც თვალი დაგაინტერესებს |
Posted by: Tornike Alashvili 11 Jan 2012, 22:30 |
http://www.nplg.gov.ge/ebooks/authors/mikheil_javaxishvili.htm |
Posted by: მაწო- 23 May 2012, 18:11 |
მიხეილ ჯავახიშვილის საქმე ლაშა ბაქრაძე ლიტერატურის მუზეუმში ინახება მიხეილ ჯავახიშვილის 1937 საქმის - N 9997, არქ. N 32 - ქსეროასლი. ეს დოკუმენტი, ერთადერთია, რომელიც ასლის სახით გადარჩა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერ შეთითხნილი ქართველ მწერალთა საქმეებიდან. საქმე კი ასე იყო: ჯერ კიდევ 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველ მრავალპარტიულ არჩევნებამდე, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორმა იზა ორჯონიკიძემ 2 ოქტომბერს განმეორებით მიმართა საქართველოს სსრ უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ტარიელ ლორთქიფანიძეს და ითხოვა “სამუდამოდ დასაცავად ყველა იმ მასალის გადმოცემა, რომელიც პირდაპირ და არაპირდაპირ უკავშირდება ქართველ მწერლობას და საერთოდ ქართულ კულტურას”. 19 დეკემბერს საქართველოს რესპუბლიკის (და არა საქართველოს სსრ) უშიშროების კომიტეტმა მუზეუმს გადმოსცა 1924-1937 და მომდევნო წლებში რეპრესირებულ მწერალთა და კულტურის მოღვაწეთა საგამოძიებო საქმეები და სხვა მასალა, მათ შორის, ემიგრანტული ლიტერატურა. მეორე დიდი გადმოცემა 1991 წლის 25 ივლისს შედგა. ამ დროს უშიშროების კომიტეტი არამხოლოდ სახელმწიფო მუზეუმებს ან არქივებს გადასცემდა მასალას, არამედ ზოგიერთ კერძო პირსაც კი, მაგალითად, 1983 წლის თვითმფრინავის გამტაცებელთა რამდენიმე საქმე მათი ოჯახის წევრებსაც კი მისცეს. არქივიდან ამ პერიოდში, გარდა იმ მასალებისა, რომელიც რუსეთში წაიღეს (ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს ნაწილობრივ უკან დაბრუნდა), უამრავი საქმე გაქრა. თუ როგორ ნაჩქარევად და უწესრიგოდ ხდებოდა უშიშროების არქივის მიერ მასალების გადაცემა-გასხვისება, კარგად ჩანს ლიტერატურის მუზეუმის ქაღალდებიდანაც, საიდანაც ირკვევა, რომ მოთხოვნილი დოკუმენტების გარდა კიდევ უამრავი სხვა მასალა გამოჰყვა მუზეუმისთვის გადმოცემულ ქაღალდებს. შვიდი დასახელების სტამბური მასალა, რომელიც მიღებულ დოკუმენტებში აღმოჩნდა, საერთოდ არაა გატარებული მიღება-ჩაბარების აქტში. გადმოცემული მასალა დიდი მოცულობის იყო. მათ შორის-ალექსანდრე (სანდრო) ახმეტელის საქმის 10 ტომი, ლიდა გასვიანის 8 ტომი, მიხეილ ჯავახიშვილის, ტიციან ტაბიძის, ვახტან კოტეტიშვილის, ევგენი მიქელაძის, დიმიტრი შევარდნაძის, ოლღა ოკუჯავას, ბენიტო ბუაჩიძის, ბარონ ბიბინეიშვილის, მიხეილ ზანდუკელის, რაჟდენ კალაძის, ნიკოლო მიწიშვილის, ასევე, არაქართულენოვანი მწერლების - გევორქ მესიანის, არუთინ სურხატიანის, არშავირ მელიქიანის, სერგეი ღარიბოვის, მათეოზ დარბინიანის, ივანე პერებეინოსის, სამსონ ჭანბას, ალექსანდრე თიბილოვის და სხვათა და სხვათა, სულ 46 პირის საქმე. ასევე, 1942 წელს რეპრესირებულთა პირადი საბუთები, საქართველოს “კონტრრევოლუციური” პარტიის აქტიურ წევრთა ფოტოსურათების ალბომი და მრავალი სხვა. 1991 წლის 25 ოქტომბერს ლიტერატურის მუზეუმში კულტურის მინისტრის მოადგილემ ჯულიეტა მილდიანმა მოიტანა კულტურის მინისტრის ედმონდ კალანდაძის ბრძანება, სადაც მინისტრი მოითხოვდა, რომ მასალები უშიშროების კომიტეტს დაბრუნებოდა. დოკუმენტებით სავსე “რაფ”-ს ლიტერატურის მუზეუმის მიღება-დაკომპლექტების განყოფილების გამგე ნინო ვადაჭკორია და ხელნაწერთა გამგე ციალა გაგნიძე გაყვნენ, მაგრამ მათდა გასაკვირად, მანქანა არა უშიშროების კომიტეტში, არამედ პარლამენტის შენობაში, პრეზიდენტის კანცელარიაში მივიდა. მათ კანცელარიაში თვითონ პრეზიდენტი გამსახურდია დახვდა. ლიტერატურის მუზეუმის გაოცებულ მუშაკებს მან აუხსნა, რომ ერთ-ერთ მუზეუმზე მოხდა თავდასხმა და დოკუმენტების უსაფრთხოებისთვის, მათი კანცელარიაში შენახვა სჯობდა. მუზეუმის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ მათ უფლება არ ჰქონდათ, სხვა ორგანიზაციისთვის ჩაებარებინათ მასალები, როცა კულტურის მინისტრის ბრძანებაში უშიშროების არქივი იყო მითითებული. ამის შემდეგ, კულტურის მინისტრის ბრძანება სასწრაფოდ შეიცვალა და პირველი ბრძანება უკვალოდ გაქრა. იმ დღეს პრეზიდენტი სამჯერ გამოვიდა კანცელარიაში მისულ მუზეუმის თანამშრომლებთან სასაუბროდ. “საქართველოში შექმნილი რთული სოციალურ-პოლიტიკური ვითარების გამო არის საშიშროება მუზეუმიდან მნიშვნელოვანი მასალების გატაცებისა. ამასთან დაკავშირებით, გიორგი ლეონიძის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ფონდებში სუკ-ის მიერ გადმოცემული რეპრესირებულ ქართველ მწერალთა არქივები საქართველოს პრეზიდენტის მითითებით, გადაეცეს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის კანცელარიას. მინისტრი ე. კალანდაძე”. როგორც ჩანს, ზვიად გამსახურდიასთვის ამ მასალებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. კანცელარიაში იმ დროისთვის დამახასიათებელი ქაოსი სუფევდა. არავინ იცოდა, ვის რაზე უნდა მოეწერა ხელი. კანცელარიას და მის ხელმძღვანელს მიხეილ კლიმიაშვილს მუზეუმის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა უნდოდათ მიღება-ჩაბარების აქტზე. რადგან მუზეუმის დირექტორ იზა ორჯონიკიძეს ამ დროს შვებულება ჰქონდა, ამ აქტს მოგვიანებით ხელი მოაწერა დირექტორის მოადგილემ ციცი ბუქურაულმა. დოკუმენტები მუზეუმის თანამშრომლების თვალწინ კანცელარიის ოთახში უზარმაზარ რკინის სეიფში შეინახეს. მას შემდეგ, რაც 6 იანვარს ზვიად გამსახურდია საქართველოდან გაიქცა, ჯერ კიდევ ალმოდებულ პარლამენტის შენობაში მუზეუმის თანამშრომლებმა იმჟამინდელი დირექტორის - გურამ შარაძის ხელმძღვანელობით - ნახეს კანცელარიის ის ოთახი, სადაც 25 ოქტომბერს მასალები მათ თვალწინ შეინახეს. რკინის სეიფის კარადა გახსნილი, წაქცეული და სხვა ადგილას გადატანილი იყო. ამ დოკუმენტების, თუნდაც დამწვარის, კვალი არსად ჩანდა. არსებობდა ეჭვი, რომ პრეზიდენტის ჩამოგდებამდე ეს ოქმები “კოლხურ კოშკში” გადაიტანეს. 1992 წლის მარტში კოშკიც ხანძრის მსხვერპლი გახდა. იმ დროს იქაც ეძებდნენ ამ მასალების კვალს, მაგრამ უშედეგოდ. მიუხედავად ლიტერატურის მუზეუმის, ასევე უშიშროების კომიტეტის არქივის მრავალგზის მცდელობისა, დღემდე არ არის გარკვეული, რა დაემართა 25 ოქტომბერს კანცელარიაში ჩაბარებულ მასალას. იმის თქმაც ძნელია, რომ ეს მასალები ნამდვილად განადგურდა და ჩვენი ისტორიის შესწავლისთვის ფასდაუდებელი დოკუმენტები სამუდამოდ დაკარგულია. ერთადერთი, რომლის ასლიც ამ საქმეებიდან შემორჩა, არის მიხეილ ჯავახიშვილის საქმე, რომელიც გადმოცემამდე, სუკის არქივში შეადგინეს იზა ორჯონიკიძის თხოვნით, მწერლის 110 წლის იუბილის მზადების გამო. სამწუხაროდ, საქმეს პირველი 4 ფურცელი აკლია. ასევე, რამდენიმე გვერდის თავსა და ბოლოში არ იკითხება თითო-თითო სტრიქონი. ლიტერატურის მუზეუმი გამოსაცემად ამზადებს მიხეილ ჯავახიშვილის საქმეს. ის ჯერჯერობით, ერთადერთი ხელმისაწვდომი დოკუმენტია ქართველი რეპრესირებული მწერლების საქმეებიდან, რომელიც საზოგადოებას წარმოდგენას შეუქმნის, თუ როგორ “იკერებოდა” მსგავსი საქმეები. http://pix.ge/ |
Posted by: aravinac 23 May 2012, 18:29 |
ერთი კარგი წერილი მაქვს ამ მართლაც გენიოს ქართველზე, როგორც კი კონკურსი დამთავრდება, და არ აქვს მნიშვნელობა გავიმარჯვებ თუ არ, ამ გვერდზე გამოვაქვეყნებ. საოცარი პარალელებია, საოცარი. რუსული ფაშიზმი გაშიშვლებულია 1925 წელს. და თითქოს ყველაფერი დღეს ხდებოდეს ისე აქვს აღწერილი, თითქმის დოკუმენტური მასალა, რომანში. ასე, რომ მაისის ბოლოს ველოდები |
Posted by: SCO 24 May 2012, 00:12 |
ჯავახიშვილს რომ ვკითხულობ სულ დოსტოევსკი მახსენდება. ხშირად გავს მისი სტილი დოსტოსას, ცინიზმი, სარკაზმი, ისტორიული რეალობა, პერსონაჟების აღწერილობები, სატირა და ამავე დროს ჰუმანიზმი. ცხოვრებითაც მაგრად გვანან ერთმანეთს, ორივეს სიკვდილი ქონდა მისჯილი და გადარჩნენ, დოსტოს შვილი მოუკლეს მგონი, ჯავახიშივლს და და დედა. გადასახლებები და ამბები... და თითქოს ერთმანეთი შეცვალეს _ ჯავახიშვილი რომ დაიბადა, 4 თვეში დოსტო დაიღუპა |
Posted by: jadgschloss 24 May 2012, 17:59 |
ჯავახიშვილის უკანასკნელი სიტყვები, რომელიც ერთ-ერთმა პატიმარმა გაიგონა და,რომელიც დახვრეტას გადაურჩა - " კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი ისე არ ამოსწყდებიან ჯავრი შესჭამონ მტრისანი" |
Posted by: aravinac 4 Jun 2012, 14:39 |
წითელი ტერორის რეტგენი „სპარსეთში კი არა, რუსეთში ვართ, რუსეთში! სადაც რუსის სისხლი დაიღვრება და სადაც რუსის სამხედრო დროშა ჰფრიალებს, ის ქვეყანაც ჩვენია-მეთქი!” „ლამბალო და ყაშა”. მიხეილ ჯავახიშვილი. 1925 წელი. თვალს თუ მივადევნებთ, მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურის განვითარებას, მსოფლიო რუკაზე, დავინახავთ, რომ თანამედროვე ავტორებს გაუსაძლის ვითარებასა და გარემოებებში უხდებათ ნაწარმოებების შექმნა. თვითმპყრობელი წითელი ტერორის მიერ განხორციელებული მიზანმიმართული განუწყვეტელი პროპაგანდა, მტრის ხატის ხელოვნურად გამოწვევისა და შექმნისთვის, პროგრესულად მოაზროვნე ერის შვილების ჯანსაღ იდეებს, ხანგრძლივ ბრძოლას უპირისპირებს, ხოლო, მისი შედეგები, ყველასთვის კარგად ცნობილია: ეროვნული მწერლების ფიზიკური წამება და განადგურება. ქართულ სულიერებასთან ბრძოლა, კომუნისტური რეჟიმის გამეფებამდე დიდი ხნის წინ აწარმოა მუსულმანურმა იდეოლოგიამ. ის ფიზიკურად უსწორდება ყველა ქრისტიან ქართველს ან არაქართველს და ასევე, ხანგრძლივი დროის მანძილზე, ოსმალეთი და ირანი, ლიტერატურულ-კულტურულ იზოლაციაში ამყოფებენ ღრმად ქართულ ცნობიერებაში ფესვებგადგმულ, ქრისტიანული აზროვნებისგან აღმოცენებულ, თავისებურ მხატვრულ თუ სამეცნიერო შემოქმედებას, ქვეყნის ეროვნულ-სულიერების საწყისს. მაშინ, როცა, ევროპა ჯვაროსანთა მოძრაობას ჰყავდა მოცული, ასევე ახლო აღმოსავლეთი თავგანწირული ერთობით იგერიებდა ბიზანტიის უფლისწულის მიერ რომის პაპისგან მიღებულ დახმარებას – ათასობით ჯვაროსან რაინდთა არმიას, სწორედ ამ დროს, ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე ერთიბეწო, მიწისძვრისგან და შიდა თუ მაჰმადიანთა ომებისგან შევიწროებულ ქვეყნის უფლისწული, დავითი, ახერხებს მსოფლიო ქრისტიანობის გაოცებას. ის ამარცხებს თურქებსა და სულიერების, მეცნიერებისა და განათლების აღმავლობას უდებს საფუძველს. იმ დროს შექმნილი არა ერთი ლიტერატურული ნამოღვაწარი, უტყუარი დასტურია ისტორიულად მიმდინარე მოვლენებისა ანუ ჟამთაღმწერელის მიერ მოყვანილი ფაქტების. წმინდა მეფის იარაღი ჯერ (მესიის მახვილი) ხდება. ქრისტიანობა, რწმენა და ღმერთისმიერი სიტყვის ძალა, განათლება და კულტურა, ხოლო, შემდეგღა ხმალი და დიდგორის ბრძოლა აგვირგვინებს სულიერად ჯანსაღი ერის, ქართველობის გამარჯვებას, თვით ეშმაკზე. მოგვიანებით, ამ აღმავლობის პიკს „ვეფხისტყაოსანი” ბეჭედს დაუსვამს და დაგვირგვინებაც ღირსეულად მოხდება. დროთა დაუნდობელ ქარიშხალთა გადავლის ჟამს, ისტორიულ არეალზე, ერთმორწმუნე ერი, მეზობელი რუსეთი წინაპლანზე წამოიწევა, რაც ქართველი ხალხისთვის იმედის ნაპერწკალს ნიშნავდა, მაგრამ ბედი-მდევარი, როგორც იტყვის პოეტი ნიკოლოზ ბარათაშვილი თავის მისტიკურ პოემაში „მერანი”, ქართველობას თანსდევს. ზუსტად, მართლმადიდებელი რუსეთი გაანადგურებს ქართულ უნიკალურ საეკლესიო თუ საერო ლიტერატურას, დაანგრევს ეკლესიებს და მოიპარავს მოოქროვილ ხატებს, ოქროს ბარძიმებს, ვერცხლით შეჭედილ ჯვრებს. წითელი ტერორი არ შეუშინდება სასწაულისგან შეძრულ შაჰ-აბასის მიერ უკანვე მობრუნებულ წმინდა შიო მღვიმელის ძვლებს – შიო მღვიმის მონასტრიდან გამოიტანს საქართველოს დიდებას, დიდი მეფის აღმაშენებლის ხელნაწერ ანდერძს, უძველეს სახარებას და სხვა სიგელ-გურჯებს და ცეცხლს მისცემს. ასეთ ვითარებაში, როდესაც სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს, „მოძმე ერის“ კლანჭებქვეშ მყოფ საქართველოში – იბადება ახალი მწერლობა. ჩნდება ფსევდო ყალბი აღწერა პლორეტარიატის. იწყება მხატვრულ ლიტერატურაში აღწერა მუშათა კლასის არარეალური ცხოვრებისა. ფურცლებზე ჩნდება ტყუილი - არარსებული სოციალურად და ლიბერალურად მყარი თანამედროვეობა. მოსყიდული ლიტერატორები პირადი კეთილდღეობის მიზნით, არ იშურებენ კალამს და ენას, რათა თავი გადაირჩინონ და მათ ამ შხამიან ენა-კალმებს მრავალი მართალი მწერლის სხეულისა თუ შემოქმედების სისხლი დღესაც კი ამჩნევია. და, აი, ქართულ ლიტერატურაში ჩნდება რეალისტური სიტყვით შეიარაღებული, ახალი მედროშე მიხეილ ჯავახიშვილი. მწერალი დროის მცირე მონაკვეთში ადამიანისთვის წარმოუდგენელი შრომის შედეგად დატოვებს არქივში და გამოაქვეყნებს ფასდაუდებელ მხატვრულ ლიტერატურას. შექმნის ძალიან მნიშვნელოვან ნაწარმოებებს და შემდეგ, მას ღვარძლი, პირადი შურისგან წამოსული, გაშმაგებულ ტერორის ხახაში, თანაკოლეგების მიერ დაგებულ ხაფანგში, ვითარცა ბიბლიურ იონას შიგნით შთააგდებს და თავისდაუნებურად, წამებითა და ანგარიშსწორებით მარადიული სიცოცხლისკენ გზას გაუკვალავს. „ლამბალო და ყაშა“ – მოთხრობა მწერალმა დაწერა 1925 წელს. მნიშვნელოვანი თარიღია. 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთი ახდენს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის ოკუპაციას და განსაკუთრებული სისასტიკით, სისხლის ცეცხლში ახშობს პატრიოტულ ძალას. მწერლის ეს შედევრი, რომელიც ცარიზმის ფაშიზმზეა და მასში ამ ქვეყნის ერთმორწმუნეობის ფარსია მხილებული, ყოველგვარი დაზოგვის გარეშე, იმავე წელს ჟურნალ „მნათობში“ იბეჭდება, ხოლო, შემდეგ ის ქვეყნდება 1926 წელს სახელგამის მიერ გამოცემულ კრებულში „ორი განაჩენი“. ამის შემდეგ მოთხრობას კიდევ ორჯერ, 1933 წელს და 1937 წელს ეღირსება დღის სინათლე. 1937 წელს, როდესაც წითელი სატანა მწერალსაც მისწვდება. მოთხრობას, თან ახლავს მწერლის მიერ გაკეთებული შენიშვნები, სადაც უცხო სიტყვების, ისტორიული თარიღების, გეოგრაფიული ტერმინების განმარტებების წაკითხვისთანავე, ეცნობება მკითხველს, რა დიდ შრომასთან აქვს საქმე. პირად არქივში მწერლის მიერ გაწეულ წინასწარ მუშაობაზეც მოიპოვება ცნობები. დაცულია საქაღალდეები წარწერით: „ქურთები“, „სპარსეთი“, „აისორი“, „ურმია“, „ომი“. ისტორიულ წყაროებზე იმდენად დიდი წინა სამუშაო ღონისძიებები იკვეთება, რომ გასაკვირი არაა, რომ მწერალს რომანის დაწერაც კი განუზრახავს, იმავე ურმიის თემაზე. რომანის დასაწყისი „მიწის ყივილით“ დაუსათაურებია. ასევე არქივში დაცულია „ლამბალო და ყაშას“ კინო-სცენარის სამუშაო ეგზემპლარი. შემზარავია, თავისი რეალიზმით, თუნდაც ერთი შეხედვით ნაწარმოებში ურმიის ტბის გარემო, ინგლისის წაქეზებით სპარსეთსა და რუსეთს შორის ატეხილი ომი. სპარსეთში მშვიდობიანი მოსახლეობის, მაჰმადიანებისა და ქრისტიანების ხოცვა-ჟლეტვას დაუნდობლად აწარმოებს რუსული ხიშტი და მას სათავეში უდგას, ცრუმესიანობით შეპყრობილი, განუკითხაობისა და ინტრიგების ხლართვის წყალობით გამდიდრებული საეპისკოპოსო. აკი ურმიის ვალის, ითიმად უდ დოულეს გაცნობაც ამ სიტყვებით ხდება: „ვიღუპებით... სპარსეთის ლომი დაბერდა... ურუსი და ენგლიზი საბოლოოდ გაიყოფენ ირანს..“. აქაც ვხედავთ რომ რუსები სპარსეთის დაჩოქებას „მოღალატის“ ხელით ცდილობენ, როგორც ეს მათ საქართველოს შემთხვევაში გამოუვიდათ. პავლე ციციანოვი სინამდვილეში ციციშვილების საგვარეულოდან ბრძანდებოდა და, სწორედ, მან ჩააბარა საქართველოს სამთავროები და მთლიანად კავკასია ცარიზმს. რუსული ჩინ-მედლებით გაყოყლოჩინებული, მოფრანგულე მაჰმადიანი გენერალი ფლამინგოს, ამ ერთადერთ ნათელ წერტილს ურმიის ჩაჟამულ გეოგრაფიულ გარემოში საუცხოო ფრინველად დაახასიათებს და ამატებს განმარტებას: „მხოლოდ წინა აზიაში გადარჩა. ასობით და ათასობით ცხოვრობენ ერთად. როგორც ეტყობა ეს ფრინველი დანარჩენებს ჩამორჩენილა და ეხლა...“. აქაც მწერლის მინიშნება ამოცნობილია. ძალა ერთობაშია. პატარა ეთნოსი ერების გადარჩენა შეკავშირებით და თანადგომით შესაძლებელია, რომ არ ჩაყლაპოს დიდმა და ფლიდმა, ცხვრის ტყავში შემალულმა საშიშმა მგელმა. დღევანდელობის უსამართლობაში მცხოვრებ ადამიანისთვის, ამ მოთხრობის სარგებლიანობა, უამრავი კუთხით არის შესაძლებელი. ეს მოთხრობა სამიდეს პრინციპით რომ დავინახოთ ანუ ვირტუალურ სამყაროში გადავიტანოთ, ჩვენი ხედვის არეალში მოექცევა, თუ რამდენი პატარა დეტალია, სახეა, ადგილია, სახელია, რომლებიც ჰქმნიან მთლიან სურათს და მთავარი საერთო სათქმელიც იკვრება: ბოროტებისა და სიკეთის შებრძოლების სურათ-ხატი, ამბავი. მაინც ძალიან მნიშვნელოვანია მოთხრობის პირველი წინადადება: „ღმერთსაც და კაცსაც დაუწყევლიათ ურმიის უცნაური ტბა.“ ღმერთკაცის აქ უცნაურად გალანდვა, თითქოს უფლის სახელის მოხმობას, უძველეს ტრადიციას, ქართულ ხალხურ ზღაპრების დარად, ვახსენოთ ღმერთი („ოძელაშვილმა არსენამ ღმერთი მაღალი ახსენა“) და დავიწყოთ ამბავიც, – ედარება. მოთხრობა მრავალი მეტაფორით, მრავალი პოეტური შედარებით და, რაც მთავარია, რეალიზმის სისასტიკით იწყება, სწორედ ისტორიული მხატვრული მიმოხილვით, საიდანაც შესანიშნავად იგებს მკითხველი რასთან აქვს საქმე. მხარეში, რომელზეც მიდის დაუნდობელი ომი, არ არის მხოლოდ მიწისთვის ბრძოლა. აქ ვხედავთ, რომ საქმე გვაქვს ორი სარწმუნოების დაპირისპირებასთან, თვითმპყრობელი ქვეყნების მიერ მცირე ერების ჩაგვრისა და მოსპობის ფაქტების აღწერასთან და საერთოდაც, კეთილის, როგორც ჯანსაღი, საღი, ლამაზი, საიმედო და ბოროტის, როგორც წყევლის, უჯიშოების, გარყვნილებისა და ავადობის ურთიერთდაპირისპირებას, სიტყვის სასწაული ფლობის მეშვეობით კინოკადრებივით გვიჩვენებს მწერალი. მნიშვნელოვანია, რომ მაჰმადიანი – ამ შემთხვევაში სიმართლის მხარეს წარმოადგენს, ხოლო ფსევდოქრისტიანობა, რომელიც გამდიდრების, კაცთა მოსპობისა და მონღოლური ჟინით, სხვათა ტაციაობით ხასიათდება, ტყუილის განსახიერებაა. ურმიის ტბის მიდამოები ახლანდელი აზერბაიჯანის გეოგრაფიული გარემოა, ირანის აზერბაიჯანად რომ იყო მაშინ ცნობილი, ხოლო უფრო ადრე კი მას მიდიის შემადგენელ ნაწილად თვლიდნენ. მიდია კი ის სახელმწიფოა, სადაც მოგვები მესიას წინასწარმეტყველებდნენ, მოგვები, რომლებიც ამ ქვეყნიდან ეახლნენ ბეთლებში შობის ღამეს ახალშობილ იესოს. შემთხვევითი არ არის რუსეთის მიერ ტფილისიდან ქართველი ექიმის გაგზავნა წითელი ჯვრის ჰოსპიტალში. გურჯებისადმი თათრების დამოკიდებულით, მიუხედავად სპარსელების ისტორიული მტრობისა, მწერალი აჩვენებს, რომ მუსლიმები უსამართლობასთან მებრძოლ გურჯებს დიდ პატივს სცემენ, ხოლო ქრისტიანობას ამოფარებული, ტიპური მტაცებელი ქორ-ეპისკოპოსი პავლე, რომელიც „ერთმორწმუნე რუსეთის” სიწმინდის დამცველის სახელს უნდა წარმოადგენდეს, დაუნანებლად არის მხილებული. კონსულის სიტყვებიც ამის დასტურია: „თქვენი ქართული გული მშურს. სიმართლე გწამთ და დაეძებთ. მე კი ურწმუნო ვარ.“ ეს სიტყვები არა მარტო წითელი ჯვრის ექიმის, ნაწარმოების პერსონაჟის მიმართ არის თქმული, არამედ თავად მწერლის ბიოგრაფიაზე ზედგამოჭრილია. მწერალი აჩვენებს იმ პრობლემებს, რომელნიც დღესაც აქტუალურია და თითქმის თანამედროვე მსოფლიოსათვის. მათი მოგვარება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. საქმე გვაქვს, რაღაც მოურჩენელ ბოროტების დასაბამთან და ახლაც კი, როცა ამდენი დრო გავიდა, იგი თავისი მთელი შემადგენლობით მძვინვარებს, უფრო ვრცელ ტერიტორიებზე. მთავარი გმირები, ლამბალო და ყაშა, ადგილობრივი, ეთნიკური უმცირესობებია. ლამბალო, მაშად ჰასანი, ადგილობრივ თათრებს წარმოადგენს. „მაშადი იმიტომ დაარქვეს, რომ ბავშვობაში მისმა მამამ წმინდა ქალაქ მეშხეთში წაიყვანა. თვითონ მაშადი ჰასანი მეეტლე კი არ არის, მებაღეა, ჩვენი მებაღე. წითელ ჯვარს ურმიის მახლობლად სოფელ ასკერაბადში იჯარით ბაღი და ბოსტანი აქვს აღებული. მაშადი ჰასანიც იმ სოფლელია, თვითონაც იქვე აქვს სახლ-კარი და ბაღი. მაშადი ჰასანი და იმის მამა მაშადი იზათი ორივე მამულს უვლიან. გარდა ამისა, მაშადი იზათს კიდევ რამდენიმე ხელობა აქვს: მირაბია, არხები გაჰყავს, ჭებსა და ,,ილანებს’’ იჭერს. – ილანებს, - გველებს? – ბალი აღა, გველებსაც იჭერს. თუ ვინმეს ბაღში ან სახლში ბევრი მცურავი შეეჩვია, მამა-ჩემი შეულოცავს და გველებს იმ ალაგიდან განდევნის, და თუ იშვიათი მცურავი შეხვდა, დაიჭერს და გაჰყიდის.”… ,,ლამბალო’’ ჰასანის მიერ მოგონილი სიტყვაა. სხვამ არავინ არ იცის ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობა, თუმცა ურმიაში უკვე ბევრნი ხმარობენ მას. მაშ რას ნიშნავს ეს სიტყვა? ყოჩაღს, შახიანს, კოხტას. – მერმე, საიდან მოიგონე ეს სიტყვა? ჰასანმა ბავშვივით გამიღიმა. – ერთხელ მამაჩემს ბორჩალოში ბოსტანი ჰქონდა... მე სიტყვა გავაწყვეტინე: – დაიცა, ბოსტანი სოფელ ლომბალოში? სადახლოს გაღმა, სუმბათაშვილის მამულში არა? – ბალი აღა, ბალი. – გაუხარდა ჰასანს, - ტკბილი სიტყვაა – შაქარ სიოზდი, შაქარ!“. ყაშა კი… „ყაშა აქაურია. ათიოდე წლის წინათ ქურდობდა, კონტრაბანდას ეზიდებოდა და ჯაშუშობდა. მერმე მამა შემოაკვდა. – მამა? ვისი მამა? – თავის ღვიძლი მამა მოჰკლა. მძინარეს მიეპარა. ყელი გამოსჭრა და მერმე ჩვენს მისიონერებს შეაფარა თავი. მათ ჯერ შეინახეს, მერმე რუსეთში გააპარეს. სტავროპოლში ლუდის დუქანი გახსნა. დუქნის უკან ბნელი ოთახი ააშენა, ხოლო ეზოში სამი კახპა გაიჩინა. – საროსკიპო? – დიაღ, ნამდვილი საროსკიპო მოაწყო. ამავე დროს სასულიერო სემინარიაში შინაურ კაცად ითვლებოდა, ბერები, სემინარიელები და ყაშა ერთმანეთის მუშტრები იყვნენ. დიდხანს ჰბანეს ერთიმეორეს ხელები. ერთხელ ყაშას დუქანში ქალებმა მუშტარი დაახჩვეს. ყაშას სისხლის საქმე დაუმტკიცეს და დააპატიმრეს. ისევ ბერებმა უშველეს: საპატიმროდან გამოიყვანეს. ანაფორა ჩააცვეს და სამშობლოში დააბრუნეს. ხელი ვერავინ ვერ ახლო. რუსეთის ქვეშემრდომია! მისიონერია! მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგული მუშაკია!”. ხელოვნურად შექმნილი მცირე ერების გაუსაძლისი ყოფა, მჩაგვრელი, სახელმწიფოს მხრიდან, მეოცე საუკუნის მწერლის გულისტკივილია. რუსეთის მტაცებლური იერ-სახე ნიღაბჩამოხსნილია. თითქოს მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი გენიოსის წინასწარმეტყველური გუმანით აღწერს, აფხაზებისა და ოსების, ეთნიკურად უმცირესობების წარმომადგენელი ერების ბედს, ქრისტიანული რუსეთის ხელში. როგორც მოთხრობაში, საკუთარი ხელით, მოღალატე ყაშა ლაზარეს ჯაშუშური საქმიანობით ყელს იჭრის რუსული ძალით გაქრისტიანებული აისორთა დასახლება და ქურთებს უპირისპირდება. საბოლოოდ კი ორივე ძველი, ერთდროს ძლიერი და სახელგანთქმული მიდიის სახელმწიფოს ახლანდელი წარმომადგენელი ეთნოსური ჯგუფი ნადგურდება და კარგავს მამულს. წითელი ტერორის რეტგენის სურათი სახეზეა: აფხაზებში გამოძებნილი „მოღალატეები” და ოსების მხრიდან ფულს დახარბებული „ყაჩაღების ბანდა” საკუთარი სისხლით და ხორცით ვაჭრობენ. რუსული სამხედრო ძალით წაქეზებულნი, ისტორიულ ქართულ მიწებზე მოსახლე მონათესავე ორი ტომი, თითქმის თვითმკვლელობის მსგავს საქციელს, გამოუსწორებელ შეცდომას გაიმეორებს. უბიხებმა თუ დასთმეს მიწები, თურქეთში გაიყიდნენ შინაური ღალატის გამო და ასე გადაიშენეს თავი, (რელიგიური სიბრმავის ფაქტორი) კავკასიელი აფხაზნი და ოსნი კი კვლავ რუსთა ზეწოლით ადგილზე ინადგურებენ თავს. სამწუხაროა, რომ თუნდაც ურმიის მაგალითი მათთვის საცნაური არ არის. „მუჰაჯირობის” შემდეგ, რუსეთი, დამახინჯებული ქრისტიანობის სახელით, დღესაც აგრძელებს ბრძოლას ნამდვილ რწმენასთან. აფხაზეთში ქართულ უძველეს ეკლესიებს ათეთრებს კირით, რათა იქ დაცული ქართველთა გამაერთიანებლის აფხაზთა და ქართველთა მეფის ბაგრატ მესამის ფრესკა და ქართული დამწერლობის უნიკალური ნიმუშები გაანადგუროს და წაშალოს კვალი საქართველოსი, მაგრამ ნამოქმედარი ისტორიულ რუკაზე ბოროტების ნიმუშად რჩება. ლამბალო თუ ერთი ადგილობრივი ახალგაზრდა თათარია - მაშადი ჰასან, რომელსაც სურს ალალ-მართალი, პატიოსანი შრომით, წინაპართა მიერ გადმოცემული ადათ-წესების მიხედვით, ტრადიციების დაცვით შექმნას ოჯახი და სიყვარულით მემკვიდრეობა გაიჩინოს, სიცოცხლე გააგრძელოს. მეორე, საპირისპირო, მხარე აისორი ყაშა ლაზარე, ის კაცია, რომელიც ქრისტიანად მონათლულა და თავისი ყალბი მღვდლობით, უფალსაც არცხვენს და თავის პატარა ნაციასაც. ქურთებისა და აისორების სოფლების წაკიდება, ამ სადისტ ყაშა ლაზარეს დამსახურებაა. მას სძაგს ყოველი კეთილი და პატიოსანი და უკანასკნელი, მხეცური ჟინით ცდილობს სასიკვდილოდ გაუსწორდეს მას. თუმცა საკუთარი ჯილაგის და რწმენის მოღალატე, სამედიცინო დასკვნით სადისტი ყაშა ლაზარე წაქეზებულია და მთლიანად „შექმნილია” რუსი ეპისკოპოსი პავლეს გონებითა და ხელშეწყობით. საცნაური ბიბლიური ალუზიაა. მოციქული პავლეს შემობრუნებული გზა და ჯვარზე უკუღმა გაკვრა, რუსებში კვლავ პირიქით შებრუნებულა. პავლე, თვითმარქვია მორწმუნეა, იგი თავის რწმენას უკუღმართად (მაგალითია. ნებისმიერი გაუკუღმართებული, ეს იქნება სოდომ-გომორულ ცოდვასთან გატოლებული და ის ერის გადაგვარებას შეუწყობს ხელს), სუსტთა დაჩაგვრის იარაღად იყენებს და ეთნიკურ უმცირესობას ფიზიკურად უსწორდება, ყვლეფს და საბოლოოდ, თვითონაც გამძღარი, ერის, რუსეთის სახელსაც დროშასავით სათავისოდ ააფრიალებს აღმოსავლეთის მიწაზე. აკი, ხშირად იმეორებს, რუსული ტაძრის საკურთხეველთან: „სპარსეთში კი არა, რუსეთში ვართ, რუსეთში! სადაც რუსის სისხლი დაიღვრება და სადაც რუსის სამხედრო დროშა ჰფრიალებს, ის ქვეყანაც ჩვენია-მეთქი!”. პავლეს პორტრეტი ქართველ მწერალს ასეთი კადრით შეუქმნია: „მაღალს, პრანჭიასა და მეტად ლამაზ ეპისკოპოსს ფაფუკ ხელზე ვემთხვიე“. იქვე „პრანჭიას” სიტყვები: „ქართველობა დიდი უბედურება არ არის, რადგან ქართველიც ადამიანია და კეთილი ქრისტიანი ქართველებშიც მოიპოვება“… და პასუხის შემდგომ: „კეთილი ადამიანი მარტო ქართველებში კი არა, რუსებშიც მოიძებნება“…, ამ დიალოგის შემდეგ „ერთმანეთი თვალებით დავხვრიტეთ“. პავლე ეპისკოპოსი ნიღაბს იხსნის: „არა, სად გაგონილა, რომ ურმიაში „წმინდა რუსეთის განუყრელ აზერბაიჯანში“, აქვე თავრიზში, სპარსეთის ტახტის მემკვიდრე „ვალიაგდი“ იჯდეს და ჰფიქრობდეს, ვითომ თავრიზი და ურმია სპარსეთს ეკუთვნოდეს!“. დღევანდელობასთან პარალელების გავლა ნაწარმოების მსვლელობისას ნებისმიერ მონაკვეთში შესაძლებელია. თითქოს არც არაფერი შეცვლილა. თითქოს პავლე ეპისკოპოსს აზრი დანარჩენ მსოფლიოს მიმართ, გუშინ გამოეთქვას რომელიმე სოციალურ ქსელში: „მართლმადიდებლებს ყველანი სდევნიან: ნესტორიელი პატრიარქი „მარშიმუნი“ ბენიამინე, - ცრუ, ფლიდი და უსახლკარო ლტოლვილი, რომელსაც რუსეთი ინახავს; ამერიკელი მისიონერი - მზაკვარი დოქტორი შეედი, რომელიც დოლარებით ყიდულობს აისორების საცხონებელ სულებს; რუსეთის მოკავშირე ფრანგი იეზუტი მონსინიორი დეკრო, რომელსაც გაიძვერობაში მუსლიმანებიც კი ვერ დაეწევიან; ინგლისელი მისიონერი ბრაუნი, - ორპირა და გამოქნილი ფარისეველი, რომელმაც სტერლინგებით გაავსო ურმია. ეს კიდევ არაფერი: სპარსელებიც, - წუნკალი, ველური „პერსუკებიც“ კი ჩუმ-ჩუმად სდევნიან მართლმადიდებელ აისორებს და ათასი ხრიკით იბრძვიან თავიანთი „უწმინდური“ მუსლიმანების დასაცავად!“. ქართველმა გენიოსმა და მოაზროვნემ შემთხვევით როდი დაიწყო „ლამბალო და ყაშა“ ისტორიული შესავლით, რითაც გაახსენა თავის მკითხველს ძველი სპარსეთის სიძლიერე და როლი მაშინდელ მსოფლიო არენაზე. გაიხსენა ის სიმდიდრე და განსაკუთრებული ძალა, რაც ამ დიდ სახელმწიფოს გააჩნდა. გავიხსენოთ ალექსანდრე მაკედონელის წარწერა, რომელიც ძველ სპარსეთში დატოვა, თავზეხელაღებულმა 36 წლის მსოფლიოს მპყრობელმა ბერძენმა და მწერლის მიერ გაკეთებული კომენტარიც: „მე ალექსანდროს... ყოველივე აქაური ემორჩილების ნებასა ჩემსა“. ახლა კი იმ კლდის მკერდიდან ის სამი ასო ისე მოისმის, როგორც წყალწაღებულის უიმედო ძახილი: - ააა.... ო..ო..ოს!“ – ისტორიული მოთხრობისათვის უმნიშვნელოვანესი დასასრულია შესავალი ნაწილისა, მერეღა იწყება მეორე თავი, სადაც არსებული დროება შემოდის. ჩვენ, მწერალი, როგორც დოკუმენტალისტი, გვაწვდის ცნობებს მიმდინარე მოვლენების შესახებ, ხოლო დასასრულს კი ვხედავთ, რომ როგორც ალექსანდრე მაკედონელის კვალი და დიდება წაიშლება და უიმედო ძახილად დარჩება კლდეების მკერდზე, ასევე „ბედი-მდევრის“ მიერ ყოველი დამპყრობელი იქნება ძლეული, მაგრამ ჯერ მივყვეთ დროის დინებას და გავეცნოთ, გურჯი ექიმის ურმიის მიწაზე ჩასვლით როგორ განვითარდება სიუჟეტი. მაშინ, როცა რუსეთის ცრუმესიანობა, „კეთილი ფსევდოერთმორწმუნეობა“ სააშკაროზე გამოდის, როდესაც ყაშა ლაზარე და ეპისკოპოსი პავლე მხილებულნი არიან, როგორც ხელქვეითნი და შემსრულებელნი თავად ბოროტების მბრძანებლისა, ამ დროს, ისინი მიზანს აღწევენ და კლავენ ახალგაზრდა, გულკეთილ მაშადი ჰასანს, შეუბრალებელი და უსამართლო სასჯელით – სიკვდილი როზგებით – ცრუ ქრისტეს სახელით. სიკვდილის მებაირაღეს, სადისტ ლაზარე ყაშას მიმართ გაღიზიანებულ და გონებადაკარგულ ლამბალოს მამას, შვილის სიკვდილის გამო, აღეძვრება სასტიკი შურისძიების სურვილი. გველების შემლოცველი მოხუცი, სწორედ შხამიან გველებს გამოიხმობს და დააგესლინებს, საკუთარ სახლში, ეკლესიის წიაღში შეპარულ გაიძვერას. აქ, მართალია, ბოროტება უსასტიკესი ბოროტებით მთავრდება, მაგრამ მოთხრობის დასასრული ამ კითხვასაც მოუძებნის პასუხს: „საზარელ არს ყივილი განგების ეთიკისა! დიდ არს ძალა ბედი-მდევრისა!“. მიხეილ ჯავახიშვილთან ქართულ სიტყვას, უპირველესად, არ დაუკარგავს ძალა. მწერალი ძველი ქართული სიტყვის ხატოვნების ოპიზარია. სიტყვის ჩუქურთმები მრავლადაა ამ მოთხრობაშიც, ზოგადად კი უნდა ითქვას, რომ პოეზიის უცნაური გაელვებით, პოეზიის სიზუსტითა და მახვილგონიერებით ჯავახიშვილის პროზა სულ სხვა ელფერს იძენს. აღმოსავლური ქორწილი – უბრალო ხალხის ცხოვრების ერთ მნიშვნელოვან სურათს მწერალი, როგორც სიყვარულის სურვილს გააცოცხლებს მხატვრულ ტილოზე. ახალგაზრდის დაკრძალვა – ცხედრიან ცხენს სირბილით გადევნებული დედა და ლამაზი, ჯერ კიდევ ბავშვად დარჩენილი ჩადრიანი ქვრივი – ზეკია ყიზი, ტკივილის დაუვიწყარი სახე. მრავალი სხვა მნიშვნელოვანი კუთხით არის მოთხრობის განხილვა საინტერესო. თითქმის ცალკე ნოველას ჰგავს არა ერთი პასაჟი, წინადადება, სიტყვაც კი. დაუვიწყარი ფინალი, თავისი მომთენთავი შურისძიებით. წარმართული და წინაპრებისგან გადმოცემული განსაკუთრებული ცოდნა, შხამიან გველთა გამოხმობის უნარი, რომელსაც მოხუცი თათარი, სიკეთეს მოახმარს, ახლა ის შვილის სისხლის აღების წყურვილით შეპყრობილი, ბოროტების განსაგმირავად უნდა გამოადგეს, უსამართლოდ დაჩაგრულ შვილმოკლულ მამას. მიხეილ ჯავახიშვილი მოთხრობას სჭედს, ამდიდრებს ანდაზებით, აფორიზმებით, ხატოვანი სიტყვა-თქმებით: „აპრუწული პირი ააცმატუნა და ახლად მიღებულ ზიარებასთან ერთად თავისი სულის შხამიც ამოანთხია“, „ბედი-მდევარი სხვებსაც ურმით დაეწია“, „დაბალი ბუჩქნარი ქამარივით აკრავს გარშემო“, „დაბალ კუნძულაკებს სქელ ბურუსში სძინავთ“, „მთების ნაოჭებში მკრთალი ლილისფერი ნისლი წევს“, „მთელი ხეობა ისეთი სასოწარკვეთილი და უიმედო კვნესით აღმუვლდა, თითქო ათასი ჩაცუცქებული ძაღლი თავიანთ უბედურებას და დაობლებას ზეცას შესტიროდაო“, „ეტლების კუდი აქლემთა ქარავანში იკარგებოდა“ და სხვათადასხვათა, მრავალის შედუღაბებით მკითხველს, ლიტერატურა, როგორც არქიტექტურული ძეგლი, ჩამოქნილი და გარანდული ხელთგვრჩება. ნაწარმოების „ლამბალო და ყაშა” დასაწყისი ისტორიული მიმოხილვა, შემდეგ იქ განვითარებული უსამართლობის ზუსტი, თითქმის ფოტო-აღწერა და ბოლოს, დაგვირგვინებული „სამართალმა პური ჭამა” – ფინალი, ასევე ის ეთნიკურ-გეოგრაფიული აღწერილობანი: ქორწილი, ბუნება, ჰავა, ხასიათი – კოლორიტულ აღმოსავლურ სურათებს აცოცხლებს და სიუჟეტს ხდის დაუვიწყარ მთლიან აფორიზმად. ლიტერატურულ გმირობად მესახება ასეთი გაბედული გამოსვლა, ასეთი მნიშვნელოვანი დისკურსი, მწერლის მხრიდან, რომელიც გაბატონებულ რეჟიმს ამხელს ყოველგვარი დათმობის გარეშე. იგი მიმოიხილავს მსოფლიო ერების ისტორიულ შეცდომებს, ბოროტებას ებრძვის უძლიერესი იარაღით, მართალი სიტყვის ძალით და სულ არ არის გასაკვირი, რომ ამ ყველაფერზე, დიახაც განზრახვით, გააზრებით და რწმენის იმედით მიდის. ლამბალო და ყაშას მოთხრობა, იმ ადამიანის დაწერილია, ვინც იცის, რომ ბოროტებას ყველაზე მეტად მხილების ეშინია და ზუსტად, მართალი სიტყვის გმირებს უსწორდება განსაკუთრებული სისასტიკით. მწერალს, სიმართლისთვის ფიზიკურად უსწორდება რუსეთის თვითმპყრობლური, დამნაშავე ხელისუფლება, როგორც მის პერსონაჟს ლამბალოს. გასაოცარია, ასე წინასწარმეტყველება საკუთარი აღსასრულისა, თუმცა სულიერებას, დაწერილსა და უკვე კეთილ თესლს, რომელიც ხალხის გონებაში ჩაინერგა, ვერა ძალით ვეღარ ამოძირკვავს. აი, სად მარცხდება თვითმარქვია „ერთმოწრმუნე”, ფარისეველური რუსული ძალა. საქართველო მიხეილ ჯავახიშვილის შრომას და ღვაწლს, მოგვიანებით, მაგრამ თავის დროზე აღიარებს და მემკვიდრეობით, იმ ლამბალო მამულიშვილთა სახელებს გააგრძელებს, რომლებმაც ერი სულიერად გაამხნევეს, გააცოცხლეს და ნებისმიერ შემთხვევაში გადაარჩენენ. რუსულ წითელ ტერორს, ქართველმა მწერალმა მიხეილ ჯავახიშვილმა, შედევრით – „ლამბალო და ყაშა” – წესი აუგო. |
Posted by: ლაბარნა 24 Jun 2012, 23:45 |
მიხეილ ჯავახიშვილი როგორ ვმუშაობ ამ თემაზე-მწერლის მუშაობაზე-ზოგი მწერალი მთელ ტომს დასწერდა. იგი ძალიან ფართეა და რთული. მას ორი მხარე აქვს: ტექნიკური და ფსიქოლოგიური. წერის მარტოოდენ ტექნოლოგია არც იმდენად საინტერესოა, ხოლო შემოქმედების ფსიქოლოგია ძალიან ძნელიც არის და მოსაწყენიც. იგი იმიტომ არის ძნელი, რომ შემოქმედების ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება - ისიც ექსპერიმენტალური! - არც კი არსებობს, ხოლო რაც არსებობს – მეტისმეტად ცვალებადია, დაუდეგარი და ჭრელი. შემაძრწუნებელია ის დრო, როცა ვინმე ვივისექტორი პოეტს ან კომპოზიტორს კეფაზე ახალნაირ აპარატს მიადებს და მისი აზრებისა და ლანდების სურათს გადაიღებს. თუმცა-გულმშვიდად იყავით, ხელოვანნო, ასეთი დრო არასოდეს არ დადგება, იმიტომ, რომ ის აპარატი მონადირესავით დააფრთხობს ნადირს – აზრს. ხიბლს, სახეს, ვინაიდან შემოქმედება და სიყვარული მეტიჩარა მეთვალყურეს თანაბრად გაურბიან. მაგრამ რადგან შემოქმედებაც და მისი ფსიქოლოგიაც მაინც არსებობს, იმიტომ ზოგი ვინმესთვის სასარგებლო იქნება ცალი თვალით მაინც ჩაიხედოს იმ იდუმალ კოლოფში, სადაც რომანი, პოემა, ოპერა, სურათი ან ქანდაკება მზადდება. ბედნიერია, ვინც თავისი გზა ჭაბუკობის დროსვე იპოვა. მამაჩემი სოფლის მეურნე იყო და მეც ამ ხელობისთვის მამზადებდა. აგრონომიამ რვა წელიწადი წამართვა. მამაჩემი რომ გარდაიცვალა, სკოლის დირექტორმა დამიბარა და მითხრა: ,,თქვენ აგრონომად არ გამოდგებით, ამიტომ გირჩევთ სხვა ხელობა აირჩიოთ, მაგალითად, ტელეგრაფისტობა. როგორ მოგწონთ? ,,მშვენიერი საქმეა” მეც დავეთანხმე და აგრონომობას თავი დავანებე, მაგრამ არც ,,მშვენიერი საქმე” მიკისრია. მე სხვა რამე მაწვალებდა. მინდოდა მხატვარი გამოვსულიყავი, ნამდვილად კი წერას და ლიტერატურის შესწავლას შევუდექი და იმ დღიდან ჩემს მწვალებელს აზრებსა და სურათებს ქაღალდზე ვღვრიდი. მართალია, მხატვრულ შემოქმედებას მალე დავანებე თავი და თითქმის ოც წელიწადს ვდუმდი, მაგრამ ამას გვერდს ავუხვევ, ავტობიოგრაფია სხვა დროისთვის იყოს. იმ დროს მწერლობაში ,,საწყალი კაცი” იკალათებდა და მეც მიმიზიდა. ერთხელ ბაზარში მათხოვარა დავინახე – ჯუჯა, უბადრუკი, მუნჯი, მასხარა. დიდხანს ვსდიე და ვუთვალთვალე. მერმე საღამოს შვიდ საათზე ჩავუჯექი და მეორე დღეს თორმეტ საათზეღა ავდექი. ასე დაიბადა ,,ჩანჩურა”. ეს მოთხრობა ორჯერ გადავწერე და ,,ცნობის ფურცლის” რედაქციას მივუტანე, რომელმაც ერთი კვირის შემდეგ მწერალთა ოჯახში შემიყვანა. ერთ საწყალს რამდენიმე საწყალი მოჰყვა (,,უპატრონო”, ,,თავდავიწყება”, ,,მეჩექმე გაბო’’, ,,კურკას ქორწილი’’) და ეს მოტოვი – დაჩაგრული და უბედური – ოცი წლის დუმილის შემდეგაც მრავალჯერ გავიმეორე, შეუძლებელია არ განმეორებულიყო, ვინაიდან მწერლისთვის სიბრალული და თანაგრძნობა იგივეა, რასაც თითები წარმოადგენს ოსტატ მეჩონგურესთვის. იმ დროს – ჩემი მწერლობის პირველ ხანში – ერთი მოტივიც გამოჩნდა: ”ეშმაკის ქვა” გუსტავ ლებონის “ბრბოს ფსიქოლოგიამ” დამაწერინა, ხოლო “ხალხის სამართალში” აწერილი სურათი ჩემივე თვალით ვნახე ცხინვალში. რა მასალა უფრო მშველის – ავტობიოგრაფია,დაკვირვება,წიგნი თუ ჩანაწერები?ყველა ერთად ცალ-ცალკე კი არცერთი.ყველაზე უფრო სახიფათო მწიგნობრული მასალაა. თავისუფალი შემოქმედების მაგიერ ბრმა მიმბაძველობა გამოვა. დაკვირვება ერთ დროს კულტად მქონდა გადაქცეული და ძალიან დამეხმარა. პროზაიკოსისთვის იგი ფრტებს უდრის, უამისოდ ვერ გაფრინდება. შესაძლებელია, მან ხალასი ფსიქოლოგიური რამე დასწეროს,მაგრამ ის ვერ შეჰქმის ცოცხალ ტიპს, ვერ დაგვიხატავს პეიზაჟს, ვერ დაგვანახებს სულიერ-უსულო საგნების ურთიერთობას, ე.ი. ბუნებას, სიცოცხლეს, ცხოვრებას. მისი დანიშნულება კი სწორედაც ეს არის და სხვა არაფერი. მან უნდა გვაჩვენოს და დაგვანახოს ხოლო მსჯელობა, აღწერა და საუბარი სხვებს უნდა დაუთმოს, ვისაც დაკვირვების მარაგი არა აქვს, ის ვერც ვერაფერს გვაჩვენებს. დაკვირვება და ავტობიოგრაფია განუყრელად არის ერთმანეთში ჩახლართული. განცდილი და საკუთარი თვალით ნანახი ისევე არა ჰგავს მოგონილს, როგორც სულიერი უსულოს. ადამიანის ორი მესამედი სითხეა, ხოლო ერთი მესამედი ცხიმია, ცილა, კირი, შაქარი და რკინა, მაგრამ ეს ელემენტები რომ შეაერთოთ, ადამიანი მაინც არ გამოვა. ჰომუნკულმა და პერპეტუმ-მობილემ ასიათასობით გააგიჟა მეცნიერიც და არამეცნიერიც, ხოლო ნაძალადევად მოგონილმა მასალამ ამდენივე “მწერალი” დაასამარა და ზოგი უდავოდ დიდი მწერალიც დაამარცხა. ჩოცხალ ადამიანს სითხეც აქვს, რკინაც, კირიც დაკიდევ ის “რაღაცა”, რაც “ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად”. ყველას შეუძლია რაღაცა ამბავი მოიგონოს, მაგრამ თუ მას ეს “რაღაცა” – განცდილი და ნანახი – არ ახლავს, უსულო ფაბულა და ხერხები იმ თილისმურ ქმნილებად ვერ გადაიქცევა, რომელიც თვითონაც ჰფეთქავს, ჯადოსნობს და ჩვენც გვათრთოლებს და გვაჯადოებს, მაგრამ ნუ გგონიათ თითქოს ეს ყოფილიყოს უმთავრესი და საკმარისი. უკლებლივ ყველას გადაჰხდენია რაღაც ამბავი, რაღაც განუცდია და რაღაც უნახავს, მაგრამ ყველა მწერლად არ ივარგებს. მწერალს და საერთოდ შემოქმედს ბევრი ისეთი რამე სჭირდება, რაც უკვე იცის მეცნიერებამ, და ერთი ისეთი რამეც, რაიც ჯერჯერობით უძლეველია და მიუგნებელი. ერთი მხრივ მე ბედნიერი მწერალი ვარ: ძალიან ბევრი მივლია, მინახია, განმიცდია და გამიგონია, ამიტომ ავტობიოგრაფიული დუღაბი საკმაოდ მომეპოვება. ცოდნაც არა კმარა. მარტო მწიგნობრული განათლება მცოდნეს გამოიყვანს, მაგრამ განათლებულ მწერალს ვერ შეგვიმზადებს. მარტო ცოდნა, ნამეტანი კი დიდი ცოდნა მწერალს ზოგჯერ ხიფათსაც უმზადებს. თენი სწერს: “პოეტისთვის ძალიან სახიფათოა თავის ხელობის ზედმიწევნით ცოდნა, რადგან ის პოეზიაში რადგან ის პოეზიაში ხელოვანი კი არა, ხელოსანი იქნება”. იგივე აზრი ტენზე უფრო ადრე გოეთემ გამოსთქვა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მარტო წიგნი და კარჩაკეტილობა პატიმრობას უდრის-მეთქი. მწერალმა, ნამეტან კი პროზაიკოსმა, ბევრი უნდა იმოგზაუროს, რათა ყველაფერი ნახოს, განიცადოს, გაიგოს, მოისმინოს და შეისრუტოს, თორემ ვისაც ბევრი არა მიუღია რა, ის ბევრს ვერც მოგვცემს. პროტოტიპი ძლიერ ეხმარება მწერალს. თუ მას თვალწინ ცოცხალი ნაცნობი უდგია, მისი ტიპიც ცოცხალი გამოვა. მაგრამ პორტრეტის დახატვა არა კმარა. მწერალი მას თავისებურად გარდაქმნის, ზოგ რამეს მიუმატებს, ზოგსაც დააკლებს და ისეთ ვინმეს გამოიყვანს, რომელიც კიდეცა ჰგავს დედანს და არცა ჰგავს. ასე იქმნება სინტეტური ტიპი. ,,ჩანჩურა” ცოცხალი ვნახე-მეთქი. ვნახე მეჩექმე გაბოც, კურკაც, ლამბალოც, ყაშიც, აბდულაც. კვაჭი მრავალჯერ შემხვედრია, ჩემთვისაც გაუკრავს მას კლანჭი. ის ნარევი ტიპია. ჯაყო სულ სხვანაირად წარმოიშვა. 30 წლის წინათ ჯავის ხეობაში უცნაური ვინმე შემხვდა –ბრგე, ბანჯგვლიანი, ცბიერი, ხარბი, ამავე დროს მარდი და მოხერხებული. მისი სახელი აღარ მახსოვს. 10 წლის შემდეგ ინჟინერმა ფიდო ყაზბეგმა ქართულ კლუბში ასეთი ანეკდოტი გვიამბო: ნაყმევმა თავის კნეინას ძღვენი მიართვა. - გამარჯვება, ჯაყო! - კნეინას გახლავარ. - რასა იქმ, როგორა ხარ? - ძალიან კარგად ბრძანდები, შენი წირი მე. - ცოლ-შვილი როგორა გყავს? - სულ კარგათა ხართ, გენაცვალე. - რამდენი შვილი გყავს, ჯაყო? - თორმეტი გყავს, გენაცვალე მაგ თვალებშია. - როგორ მოახერხე მაგდენი, ჯაყო? - მაშა, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა! – მიუგო ნაყმევმა. უკანასკნელ სამ სიტყვაში ამაზე უფრო მწვავე პილპილი ეყარა. ანეკდოტი ჩემს ხსოვნაში ხუთიოდე წუთზე მეტს ვერა სძლებს, მაგრამ ამ უწმაწურ ანეკდოტს ჯაველი ოსი ჩაეხლართა და ამ სახემ ჩემი ხსოვნის ერთ-ერთ კუნჭულში დაიბუდა. კიდევ გავიდა ათიოდე წელიწადი და იგი მოულოდნელად გაცოცხლდა, გაშიშვლდა და თვალწინ წამოეჭრა. აი ზოგჯერ რა უცნაურად იბადება ტიპი. არსენას ტიპის ასახვის დროს ჩემი ბიძაშვილი ბაგრატ ბურნაძე მედგა თვალწინ. ღვთისავარი პაპაჩემი ანდრო ბურნაძეა. ლაცაბიძე თავადი მელიქიშვილის მზარეული სანდროა. მოგონილი ტიპი მშრალი გამოდის, პროტოტიპად გადმოღებულს კი მეტი სიცოცხლე ეტყობა. მეკითხებით, პირველ იმპულსს რა გაძლევთ, - გაგონილი ამბავი, დაკვეთა, სახე თუ სხვა რამეო? გიპასუხებთ: ერთიც, მეორეც, მესამეც. ,,თავდავიწყება" (ეკა) სვ. ყიფიანმა მიამბო, ,,ტყის კაცი" – პაოლო იაშვილმა, ,,ორი განაჩენი" – შოთა დადიანმა, ,,მართალი აბდულაჰ" –სანდრო შანშიაშვილმა, ,,თეთრი კურდღელი" – პროფ. ასათიანმა, სხვებისგანაც ბევრი რამ მოვისმინე და აქა-იქ რომანებსა და მოთხრობებში გავფანტე. ყველას და ყველაფერს ვერ მოვიგონებ. წესად დავიდე და დღემდე ვასრულებ: თითქმის ყოველდღე რაღაც უნდა ჩავიწერო – სიტყვა, სახე, თქმა, ამბავი, წვრილმანი და მსხვილმანიც. ზოგი ყურმოკრულია, ზოგი თვალმოკრული და ზოგიც მოგონილი. ეს მასალა – გაგონილი და მოგონილი – შემოქმედების ლაბორატორიაში იხარშება, მუშავდება და ბოლოს ისეთი რამე გამოდის, რასაც ზოგჯერ თვითონ ავტორიც ძლივს იცნობს ხოლმე. |
Posted by: jadgschloss 25 Jun 2012, 01:01 | ||
mcenare-99
37-ის 30 სექტემბერს არ დახვრიტეს, კაცო? |
Posted by: Solveig 25 Jun 2012, 01:02 |
mcenare-99 მაწო- ძალიან საინტერესო ინფორმაციები დადეთ. დიდი მადლობა |
Posted by: jadgschloss 25 Jun 2012, 01:26 |
მანანა ხომერიკის ნაშრომი თუ წაგიკითხავთ ჯავახიშვილზე? არქივის დელიკატური მომენტები რომ აქვს გამოქვეყნებული. |
Posted by: THH 25 Jun 2012, 03:49 |
აქ ურთიერთსაპირისპირო აზრი გამოითქვა არსენა მარაბდელზე. კრიტიკა ამ რომანის ადვილია, რადგან არ ითვალისწინებენ რომ ის 1932 წელს გამოვიდა ანდა არ იციან თუ რა იყო ის პერიოდი. რატომღაც ჰქონიათ რომ მხოლოდ 1937 წელი იყო რეპრესიათა ხანა. ყოველი წელი ერთნაირად მრისხანე იყო. 1937 წელი იმიტომ გახმიანდა, რომ ამ დროს ცნობილი ადამიანები შეეწირნენ, თორემ რეპრესირებულთა რაოდენობით სხვა წლები შეიძლება უარესიც კი იყო. მაგალითად, მარტო 1930 წელს, კულაკობის ბრალდებით, ყოველი ქართული სოფლიდან ღონიერი ოჯახები დედაბუდიანად გადაასახლეს. მარტო ჩემი სოფლიდან იმ დროს 5 ოჯახი გადაუსახლებიათ, ერთ-ერთის სახლი კოლმეურნეობის კანოტორად გადააკეტეს და ასეთად დარჩა კომუნისტების ბოლომდე. და ასე იყო ყველა სოფელში, არავინ იცის რამდენი ქართველი გადაასახლეს მარტო იმ ერთ წელს. სხვა წლებში სხვა ბრალდებით სხვა კატეგორიის ხალხს იჭერდნენ. მაგრამ დავუბრუნდეთ არსენას. სხვა რომ არაფერი დაეწერა, მარტო ახალციხის დამცველთა გმირული ეპოპეის ასახვით გახდებოდა დიდი ქართველი, ჯაყოზე რომ არაფერი ვსთქვათ. * * * ''კვაჭი კვაჭანტირაძის'' ორი გამოცემა მინახავა, პირველი 50-აინ წლებში, როცა ხალხის მტრის სახელი მოეხსნა და თხზულებათა ტომეულები გამოსცეს, ხოლო მეორე 80-იან წლებში. ეს მეორე გამოცემა დაუფარავად შეკვეცილია პირველთან შედარებით. რომანის მწარე სატირა შერბილებული. მოკლედ ყველას ვურჩევ ამ გამოცემის იგნორირებას. მახსოვს, როცა მეორე გამოცემა გამოვიდა, ერთ ნაცნობთან ჩამოვაგდე სიტყვა ამ მაბავზე. მას გაეცინა და მითხრა, რომ 50 იანი წლების გამოცემაც საოცრად შერბილებული და შეკვეცილი ყოფილა მწერლის სიცოცხლეში გამოცემულ ვარიანტთან შედრებით. მაინტერესებს რამდენად მართალია ეს. გინახავთ ვინმეს 20იანი თუ 30იანი წლების გამოცემა? მე ისიც არ ვიცი, 90-იან წლებში ანდა შემდეგში თუ მოხდა ამ წიგნის ხელახალი გამოცემა და რომელი ვერსიის? |
Posted by: jadgschloss 25 Jun 2012, 18:37 | ||
THH კოწიას წერილი მაქვს წაკითხული მარაბდელზე და ახალციხეში წასვლა ზედმეტი იყოო, ამბობს . . . |
Posted by: mariam pachulia 26 Jun 2012, 10:35 |
"თეთრი საყელო" წავიკითხე დაახლოებით ექვსი შვიდი წლის წინ მას შემდეგ ვცდილობ რამე ისეთი წავიკითხო, იმ გრძნობას რომ მაგრძნობინებს რაც თეთრი საყელოს წაკითხვის შემდეგ მქონდა მაგრამ ჯერ მართლა ვერ მივაღწიე:-) მშურს იმ ადამიანების ვისაც ჯერ არ წაუკითხავთ და წინ აქვთ ეგ რაგაც ჯადოსნური რაც მე მქონდა:-) |
Posted by: jadgschloss 26 Jun 2012, 23:03 | ||
mariam pachulia
მე დაახლოებით 4-5 წლის წინ წავიკითხე და მახსოვს უდიდესი სიამოვნებით ვკითხულობდი.. მსგავსი გრძნობა იშვიათAდ განმიცდიან კითხვისას. |
Posted by: mariam pachulia 27 Jun 2012, 12:21 | ||
კიდევ როდის გქონდა მსგავსი გრძნობა რა წაიკითხე?, მითხარ მეც ვცდი:-) |
Posted by: Menestrel 27 Jun 2012, 13:59 |
THH კი მინახავს, სახელგამის მიერ 1935 წელს გამოცემული და განადგურებას გადარჩენილი (გადამალული) "კვაჭი კვაჭანტირაძის" ეგზემპლარი. მართლა ბევრი რამეა შეცვლილი შემდგომ გამოცემებში. მაგალითად ერთი თავი - "აქა ამბავი ოქტომბრისა" საერთოდ ამოღებულია, თავიდან ბოლომდე. http://forum.lit.ge/index.php?showtopic=271&st=120 |
Posted by: jadgschloss 28 Jun 2012, 00:17 | ||
mariam pachulia
მაგალითად, სამოსელი პირველი რომ წავიკითხე მაშინაც სასიამოვნო განცდა დამეუფლა, იგივე შEმიძლია ვთქვა ქარჩხაძის მდგმურზე და ზებულონზე. |
Posted by: THH 28 Jun 2012, 00:38 | ||
უღრმესი მადლობა ამ ლინკისათვის. ვისიამოვნე! |
Posted by: mariam pachulia 28 Jun 2012, 12:17 | ||
სამოსელი პირველი და მდგმური წაკითხული მაქვს და ქარჩხაძის ზებულონი არ ვიცი:-( ისე მე არ მომწონს სამოსელი პირველი:-( |
Posted by: THH 30 Jun 2012, 02:04 | ||
რობაქიძესაც აქვს იგივე თემაზე მოთხრობა, სახელით ენგადი, იხ. http://lib.ge/book.php?author=346&book=3325 საკმაოდ სინტერესო. ემიგრაციაში ყოფნისას გამოუცია, ოღონდ არ ვიცი რომელ წელს. ეტყობა მიხეილ ჯავახიშვილთან შეკამათება მოსდომებია. მისი გმირი, რომელიც გაუცხოებული ქართველია სულ სხვანაირად აღიქვმას სწორფრობის თუ წაწლობის წესს და მის მისტიკურს აზრს წვდება. |
Posted by: jadgschloss 30 Jun 2012, 17:11 | ||
mariam pachulia
ხო, მეც ვიცნობ რამდენიმე ადამიანს, ვისაც არ მოსწონს სამოსელი. კაცია და გუნება ზებულონი კარგია, წაიკითხეთ აუცილებლად. ერთი შეხედვით ისტორიული რომანია, მაგრამ არ ასახავს კონკრეტულ პერიოდს, კონკრეტულ მეფეს და ა.შ. უფრო ზოგადია, ისტორიულ რომანზე უფრო მეტია, მოკლედ |
Posted by: Menestrel 20 Nov 2012, 13:05 |
ჯაყო ვეღარ მშვიდდება. დაჭრილ დათვივით დაბორიალებს, ხუთგირვანქიან მუშტებს ჰაერში ატრიალებს, ჰბორგავს, იმუქრება და ხვიხვინებს: -ჯაყო გიჩვენებდე სეირსა, თქვე ყაჩაღებო, თქვენა! აბა ახლა ივლის ჯაყოი ხალხის გულისთვის, ახლა დაგიკლებდე ჯაყოი ნალოგსა, როგორ არა! მამა გიცხონდათ! ჯიბე მაგრად დაიჭირებდეთ! დაიცადეთ!.. მომიცადეთ!.. ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოვარდა. თეიმურაზი ისევ ფეხის თითებს ისინჯავს, თან გულში შხამიანად ხითხითებს: -ეხლა გაყაჩაღდნენ თომა და ილო? წინათ კი, როცა ეს სახლი თეიმურაზს ჩამოართვეს და ჯაყოს გადაულოცეს, პატიოსნები და ყოჩაღები იყვნენ, განა! ჰოი, ჯაყო! ჰოი, აფრიკელო ზულუსო! ბუშმენო! შენი ჯერიც მოვიდა, განა! ხომ გითხარი: უხილავი სამართალი შენისთანა ავაზაკს ურმით დასდევს მეთქი. დაგეწია, განა! ეს ერთი და სხვა ათასი! -ეხლა ჯაყოს კიდევ მოგდეს შარი: ჯაყო არ მუშაობო, ჯაყო ვაჭარი ხარო. ამიტომ ჯაყოს ვენახიც და ბაღიც წაგართვეს, სამართალი აღარსად არ ვიქნებოდე?! -ჯაყო და სამართალი? - ჰფიქრობს გულში თეიმურაზი. - ეხლა ჰყვირი? არა გიშავს-რა, ღმერთმა მოგიძღვნა. ეგ ერთი და სხვა ათასი! ეგ ერთი და სხვა ათასი! -ღმერთი აღარა ხარ?! - ჰგოდებს მაგრად ნაკბენი ჯაყოი. -ხი-ხი-ხი! - იცინის გულში თეიმურაზი. - ჯაყო და ღმერთი?! ჯაყო და სამართალი?! განგებამ მხოლოდ კლანჭი გაგკრა და გოჭივით აგაჭყივლა, მაგრამ ნეტა მაჩვენა შენი ბღავილი, როცა მისი ბასრი კლანჭი ყანყრატოში დაგწვდება. მოახლოვებულ არს ჟამი განკითხვისა, ჰოი, ავაზაკო! ჰოი, მგელკაცო ჯაყო! ჰოი, მხეცო, ავო პირუტყვო! ჯაყოს გული ბრაზით გაუსკდა და ენის ქავილი აუვარდა. ძლივს გაჩუმდა და ისევ ყალიონი ააბოლა. ვიღაცას მაგონებს, უფრო სწორად - ვიღაცეებს. დღეს მიხეილ ჯავახიშვილის დაბადების დღეა. |
Posted by: jadgschloss 20 Nov 2012, 20:38 | ||
Menestrel
ვა, არ ვიცოდი, უფრო სწორად არ მახსოვდა ნეტა რამე ღონისძიება თუ გაიმართა ქალაქში ან მშობლიურ სოფელში. |
Posted by: madridiSSta1988 20 Nov 2012, 20:55 | ||
აი ეს თუ ვინმემ იცით ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ. და ეს მანანა ხომერიკი ვინ არის, და რა დაწერა ასეთი და სად ვიშოვო, ეგეც დაწერეთ |
Posted by: THH 20 Nov 2012, 21:20 | ||||
მე არ ვიცი, არც წამიკითხავს და სიმართლე გითხრად არც წავიკითხავ. მაგრამ არის უზერი gocaj რომელიც იძახოდა რომ წაუკითხავს ხომერიკის თუ სხვის წერილი, საიდანაც გამოდის რომ ჯავახიშვილი ციხეში იმდენი უწვალებიათ, რომ რაღაცეები ათქმევინესო. * * * jadgschloss
ზედმეტი რისთვის? რა თქმა უნდა რეალურ არსენა მარაბდელს რა ენდომებოდა ახალციხის აღებისას, მაგრამ ჯავახისვილმა ''რევოლუციური გმირი'' საბაბად გამოიყენა და აღწერა იმ დროინდელი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეები. მას დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს და ცალკე ნაწარმოებადაც შეიძლება განიხილო..არადა ამ თემაზე დამოუკიდებელ ნაწარმოებს მაშინ ვერ შექმნიდა..და მის მერე არც არავის შეუქმინა.. |
Posted by: jadgschloss 20 Nov 2012, 22:40 | ||
madridiSSta1988
THH მეც წამიკითხავს ხომერიკის წიგნი, დაგუგლეთ და პდფში არის რომელიღაცა საიტზე კომპრომანტებია ჯავახიშვილზე,რა... http://www.scribd.com/doc/73756535/მა |
Posted by: Wild Thing 20 Nov 2012, 22:55 |
არც მე არ ვიცოდი თუ მისი დაბადების დღე არის დღეს. გუშინ მისი 2 მოთხრობა წავიკითხე, "დამპატიჟე" და "მიწის ყივილი". |
Posted by: madridiSSta1988 22 Nov 2012, 13:42 | ||||
მაგრად მაინტერესებს წაკითხვა მაგრამ დამეთხარა თვალები. საინტერესოა, ეს პირნათელი კვლევაა თუ შეთითხნილია. |
Posted by: jadgschloss 23 Nov 2012, 01:07 | ||
madridiSSta1988
არქივებიდან არის მასალა გამოყენებული, მაგრამ ვინც ამ ნაშრომს წაიკითხავს, უნდა გაითვალისწინოს 30-იანი წლების პერიოდი მთელი თავისი არსით და შემდეგ გამოიტანოს დასკვნები. პ.ს. ისე, ჩემი აზრით, სჯონბს, მსგავის ტიპის ნაშრომები ფართო მასამ არც ნახოს |
Posted by: George Best :) 23 Nov 2012, 01:09 | ||
კაკრას რო უნდა ნახო ფართო მასამ იცოდეს ვინ ვინ არის და რატო და როგორ ხდებოდა ამ ქალბატონის მონაცემები ნაღდი არის თუ არა,ფრიად საეჭვოა,ეჭვი მაქვს რო შემიძლია გავარკვიო სანდოობა,თუ გავარკვევ ნაღდია თუ არა,მერე შეიძლება მაგ ყველაფრის წაკითხვა 100 პროცენტით ვიცი,რო არქივის ნახევარი კი არა და 70 პროცენტიც არ არის ბოლომდე გახსნილი,არადა ბევრი დღევანდელი და არა მარტო,გმირი,გინდა სასულიერო პირი,ფრიად უხერხულ მდგომარეობასი აღმოჩდებოდა,ლუსტრაციის კანონით,ან უბრალოდ არქივის გახსნით,,, |
Posted by: jadgschloss 23 Nov 2012, 01:17 | ||||
George Best
დამერწმუნეთ უფრო მეტი
30-იანი წლებია შეგახსენებთ ყველას გმირობას ვერ მოთხოვ, სიკვდილის ზღვარზე რომ აღმოჩნდები კაცი რაზე მოაწერ ხელს რა რაზე წახვალ ამაზე არავინ არ შემედავოს საკუთარი თავი წარმოიდგინეთ 30-იანი წლების ციხის ჯურღმულებში ... |
Posted by: George Best :) 23 Nov 2012, 01:35 | ||||||
jadgschloss
მერე რა? გასაგებია ეგ სსრკ ყველაფერი,მარა ჰა... ყველა დროს და ყველგან ხდებოდა იგივე
გიცდია,მოგიწერია?
ჩემი თავი ახლა მკიდია,და მანდ მით უფრო,არაფრის პრეტენზია მაქვს... მე არავის ვიცავ არავის ვამტყუვნებ,ვიცი პერიოდიც ძალიან კარგად და ყველაფერიც,უბრალოდ ყველას უნდა ერქვას თავისი სახელი,ყლეს-ყლე,ჩმორს -ჩმორი,მწერალს მწერალი,კარგ-კაცს კარგი კაცი და ა.შ. ხოდა არქივში არის ყველაფერი თუ დავმალავთ და მანანა არჩვაძეს მივყვებით ვიყოთ ბაიყუშები თუ არა და შევეგუებით რო ბევრ გმირს ცოდვაც ქონია,და მასეც უნდა იყოს,ყველა გმირი ადამიანია ბოლო-ბოლო... გამონაკლისებიც არიან რა თქმა უნდა |
Posted by: jadgschloss 23 Nov 2012, 01:50 | ||
George Best
მეც ლუსტრაციის კანონის მომხრე ვარ, მაგრამ ხანდახან რომ ვფიქრდები საზოგადოება ამისთვის არაა მზად ვერ გაიგებენ ან არაადეკვატურად გაიგებენ |
Posted by: George Best :) 23 Nov 2012, 01:57 | ||
jadgschloss
გავკარი საზოგადოებას.... მკიდია გაიგებენ თუ არა |
Posted by: THH 23 Nov 2012, 15:52 |
მეც ლუსტრაციის კანონის მომხრე ვარ. რაც შეეხება ხომერიკის ნაწერს, ზედაპირულად გადავათვალიერე და აშკარად იგრძნობა დაინტერესებულობა (რაც პრინციპში არაა გასაკვირი, რადგან ის იაკინთე ლისაშვილის შვილიშვილია, კაცის ვინც ჯავახისვილს ღიად დასდო ბრალი რასიზმში, და ბუნებრივია განიხილებოდა ერთ-ერთ მთავარ მოწმედ ჯავახიშვილის წინააღმდეგ მიმართულ პროცესში, და ხომერიკი ცდილობს პაპამისის ბრალი შეამსუბუქოს)....მაგრამ ეტყობა კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება, რადგან ჯავახიშვილის ერთი ქალიშვილი, თავის ინტერვიუში იძახის რომ არქივები არ უნდა გაიხსნასო... ზვიადის მთავრობა ვალდებული იყო არქივები გაეხსნა...სამწუხაროდ მათ ეს არ გააკეთეს. მერე ვითომ არქივი დაიწვაო..ისიც ცნობილია, რომ არქივის დიდი ნაწილი დაინტერესებულმა ოჯახებმა წაიღეს და გაანადგურეს, ასე რომ ვერასდროს ვერაფერს გავიგებთ..მხოლოდ ამოგლეჯილი ან ყრუმოკრული ცნობები. მაგრამ რაც არის გადარჩენილი ეს მაინც უნდა გასაჯაროვდეს... |
Posted by: jadgschloss 23 Nov 2012, 22:36 | ||||
George Best
ეს უკვე არასწორი მიდგომაა, ამ მნიშვნელოვან საკითხს მხოლოდ საკუთარი გადმოსახედიდან უყურებთ და სხვა გარემოებებს არ ითვალისწინებთ THH
აქ დიდი არც არაფერი ყოფილა მთავარი ინფორმაცია კგბეს არქივშია მოსკოვში და ის არავის არ გაუნადგურებია. იმაზე ხელი არავის მიუწვდება საქართველოდან, მაგრამ ალბათ ოდესღაც შეგვიშვებენ |
Posted by: THH 23 Nov 2012, 23:03 | ||
jadgschloss
რა თქმა უნდა მოსკოვში ინახება მთავარი არქივი, მაგრამ აქაც საკმაოდ ბევრი ინფორმცია იყო, რაც აშკარაა იგივე ხომერიკის წიგნიდან. თუ გვინდა რომ როდისმე სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდეთ, ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს. |
Posted by: jadgschloss 23 Nov 2012, 23:50 | ||||
THH
ნამდვილად!
კი, აქაც იყო გარკვეული ინფორმაცია. ერთი ფაქტი ვიცი, 70-80-იანების კგბს ქსელის შესახებ არქივები გამსახურდიას მთავრობას ხელში ჩაუვარდა და მერე გაქრა, აქ იყო ძალიან ბევრ ცნობილ ადამიანზე ინფორმაცია, მათი კოდური სახელები, საკითხი რაზეც მუშაობდნენ, და ნომრები... მხოლოდ ეს ინფორმაცია, ნომრები მიუთითებდნენ იმაზე რომ მოსკოვში იყო საქმეები რომელიც ამ ნომერს შეესაბამებოდა და იქ იყო ვრცლად ინფორმაცია ამ აგენტებზე ამის შესახებ ჯაბა სამუშიამ გველაპარაკა ლექციაზე, მგონი, თვითონაც აქვს ნანახი ეს დოკუმენტები . |
Posted by: Raycher 24 Nov 2012, 02:29 | ||
gabarzgaleba
ჯავახიშვილი მირჩევნია, ვინ ვარ? კოწიას შლეგი დედაც ვატირე |
Posted by: actionscript 24 Nov 2012, 14:07 |
ძალიან დიდია |
Posted by: jadgschloss 24 Nov 2012, 21:06 | ||
actionscript
რა? |
Posted by: Solveig 25 Nov 2012, 04:56 |
ხომერიკი არის იაკინთე ლისაშვილის შთამომვალი. იაკინთე ზედმეტად დაახლოებული იყო ხელისუფლებასთან-ეს ყველამ იცის. რეპრესიებს გადაურჩა და არც პატივი დაჰკლებია./..არადა, ერთი საშუალო ნიჭის გრაფომანი იყო. შესაბამისად, რთულია მაგ ქალის ობიექტურობა დაიჯერო. იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლებელია, სხვისი ლაფში ამოთხვრით თავისი წინაპრის (პაპის, როგორც ვიცი) რეაბილიტაციას ცდილობდეს. წავიკითხავ მაგ წიგნს, მაინტერესებს მაინც-რა წერია...მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ამით მიხელ ჯავახიშვილს, როგორც ქართული პროზის კლასიკოსს, საქართველოს დიდ პატრიოტს (რაც არაერთხელ დაამტკიცა საქმით) და ქართული ენის დიდ მოამაგეს მისხალი არ აკლდება. იაკინთესაც არაფერი ემატება, მანანასდა სამწუხაროდ. ისე, იმის გათვალისწინებით, თუ რა ყოფაშიც ჰყავდათ მიხეილ ჯავახიშვილი ციხეში, არ გამიკვირდებოდა-კიდეც რომ მოეწერინებინათ ხელი რაღაცებზე სასტიკი ცემისა და წამების შემდეგ...და ისიც უნდა ითქვას კიდევ, რომ იმ ხალხის ბედი,ვის წინააღმდეგაც ჯავახიშვილის გამოყენებას მოინდომებდნენ, ისედაც განწირული იყო. ჯავახიშვილი რომ მანამდე მომკვდარიყო ცემის დროს, სანამ ხელს მოაწერინებდნენ, სხვა ადამიანს მონახავდნენ მის მაგიერ. ისე, ეგ პოლემიკა ახლა ამოტივტივდა ჩემს თავში...უბრალოდ, მაშინ ასაკით პატარა ვიყავი, სკოლაში ვსწავლობდი და არ ჩავძიებივარ ბოლომდე.. |
Posted by: jadgschloss 26 Nov 2012, 21:36 | ||
Solveig
30-იანი წლებია, რა გასაკვირია წამების შედეგად ნებისმიერი შინაარსის ჩვენება ამოეღოთ ჩეკისტებს |
Posted by: alexandra91 5 Dec 2012, 23:30 |
ძალიან მომწონდა სკოლის ასაკიდან ამის მოთხრობები მერე ბიოგრაფიაც წავიკითხე შარშან ისიც ძააააააან მომეწონა..... მოკლედ აქამდე მარტო მოთხრობები ვიცოდი ხოდა ახლა ჩავუჯექი და სულ უნდა მივადგე მიხეილს ჯაყოს ხიზნებით დავიწყე |
Posted by: alexandra91 18 Dec 2012, 15:12 |
თეიმურაზი ნელ-ნელა ისევ წიგნების სანაგვეს დაუბრუნდა, რომელსაც განათლებულ ქათამივით გულმოდგინედ ჰქექავდა. |
Posted by: Sunny_Sunday 19 Dec 2012, 10:17 |
ძალიან მაგარია ჯავახიშვილი. ბავშვობაში მოთხრობებით დამაწყებინა დედაჩემმა და აღფრთოვანებული ვკითხულობდი. სკოლის ასაკში ჯაყოს ხიზნები წავიკითხე და რატომღაც ვერ დავუმუღამე, მაგრამ მერე მივხვდი რომ მაშინ იდიოტი ვყოფილვარ |
Posted by: jadgschloss 19 Dec 2012, 23:53 | ||
Sunny_Sunday
უფრო სწორად პატარა იმისათვის ჯაყოს გაგეგო |
Posted by: Sunny_Sunday 20 Dec 2012, 09:37 | ||
jadgschloss
ერთი მეორეს არ გამორიცხავს |
Posted by: Menestrel 26 Feb 2013, 00:54 |
-სად არის ჯარი? სად არის ჩვენი სამოცდახუთი ათასი მხედარი? ნურც ეგ გიკვირს, კვაჭი! სამოცდახუთი ათასი ქაღალდზე იყო დაწერილი ათჯერ მეტი ფულის გასატანად და შენისთანა გულუბრყვილო ხალხის დასამშვიდებლად. -ჩვენ ინგლისურ თოფებს ვერა ვხმარობთ. რატომ აქამდე არ გვასწავლეთ ამ თოფების მოხმარება? -ჩვენი ჰაეროპლანები ვერ აფრინდნენ, გრაგოილი გაგვიფუჭესო! -წითლებმა ყველა ჩვენი საიდუმლოება იციან! საიდან? როგორ? ვისგან? დამშვიდდი, კვაჭი, გვიანღაა ყვირილი და თმების გლეჯა. შენ ჭკვიანი თქმულებანი გიყვარს, მაშ გაიხსენე: ”კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოსდინდების”. ან კიდევ: ”რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო”. ან კიდევ: ”ურემი რომ გადაბრუნდება...” იცის კვაჭმა ეს ანდაზები, იცის! მაგრამ მისი ფიცხი გული მაინც ვერა სძლებს: -ეს კი მეტისმეტია! ამოდენა სიყალბე! ამოდენა ტყუილი, ქვეყნის ასეთი გამასხარავება! საკუთარი თავის და ხალხის ასეთი უსირცხვილო მოტყუება! ჰოი, არამზადებო, სალახანებო! ფარისეველნო! ორგულნო და ორპირნო! ნუ, კვაჭი, ნუ გაცხარდი მაგრე რიგად! კივილის მაგიერ თოფი აიღე, თავი დაჰღუნე და ბრძოლის ველისკენ გასწი! რაღად ჰყოყმანობ? რამ გაგარინდა? გეშინიან? დემირ-თეფეს სული გაგიქრა? უცხოსთვის სისხლი დაღვარე და შენიანისთვის კი გენანება? თუ აგრეა, გუდა-ნაბადი აიკარი და სადგურზე გადი, გადი და აღარ მოიხედო, თორემ ვაი შენი ბრალი! მორჩა! გათავდა! კვაჭი ვერ გაიქცევა! კვაჭი სირცხვილს ვერ ზიდავს სამარემდე! კვაჭმა თავისი წმინდა ვალი უნდა მოიხადოს სამშობლოს წინაშე და მტერს პირში ბურთი უნდა ჩასჩაროს. კვაჭი აჩვენებს მხდალ ქალაჩუნებს, თუ როგორ კვდება კვაჭანტირაძე სამშობლოსთვის! აბა, ბესო, მოიტა თოფები და ვაზნები! ქურქიც! ყაბალახიც! დაუძახე ავტომობილს! ჩააწყეთ ავტოში ღვინო და შაქარი, პური და ნამცხვარი, სიგარები და შამპანური, ძეხვი და ლორი! აბა, მშვიდობით! ბესო, ჩაჯექი! კოჯრისკენ! გასწი! მოუმატე! მიდი! თოვლიან ზეგანიდან ყრუდ მოისმა ზარბაზნების ქუხილი, ტყვიის მფრქვეველთა კაკანი და თოფების ჭახაჭუხი. კვაჭის ავტო გრეხილებიდან გადავიდა, ბრძოლის ველს მიუახლოვდა. დაჭრილნი, დაღლილნი და სნეულნი თავდაღმა მოლასლასებენ. ჭრელად ჩაცმული ჭრელი ხალხი ზევით მიიწევს. ზოგნი ავტომობილით მიჰქრიან, ზოგნი ფეხით მიიჩქარიან. ნახევარი საათის შემდეგ კვაჭი ტაბახმელას პოზიციებს მიადგა. -სად არის ბრძოლის ველი? აგერ, კვაჭი, მანდვეა, შენს თვალწინ, ასიოდე ნაბიჯზე. ყველანი იქით მირბიან, სადაც თოფის გრიალი, ხიშტების ჩახაჩუხი, ზარბაზნების გრიალი და გახურებული ყიჟინი ისმის. კვაჭი, ნუ ჩამორჩი! ფეხი აგტკივდა? აკოჭლდი? ამ ბუჩქებს ამოეფარები და აქედან გაისვრი? კეთილი, ეგრე იყოს, ოღონდ ჩვენებს არ მოახვედრო. აბა, დაუმიზნე! -რახ-რახ-რახ!.. რახ-რახ! ხუთივე ვაზნა დასცალე? მერმე, რათ შესდექი? აქედან ვერა ჰხედავ? მაშ, მიდი! ახლოს მიდი! დასწყევლოს ღმერთმა, როგორ აცივდა! კვაჭს ისე დააძრა თითები, რომ თოფიც ვერ გაუტენია. კვაჭმა არ იცოდა, რომ აცივდებოდა, თორემ... კვაჭიკო, მებრძოლი ბრძოლაში გახურდებაო. თოფი თუ ვერ გაისროლე, ხიშტი მაინც მოუქნიე! ბუჩქებიდან გადი და ამხანაგებს მიეშველე. აბა, მიდი! ათიოდე ნახტომით ბრძოლის შუაგულში ჩაერევი... ძაბრები ზარბაზანს მიეტანენ. აგერ, ერთი წაიქცა. მეორეც, მესამეც, მეათეც. აგერ, ერთი ხიშტით მოსდევს მეორეს. აი, აქეთაც: ორმა მებრძოლმა ხმლები გადააჭდიეს. აგერ, ერთ მხედარს სამნი შემოეხვივნენ.კვაჭი, უშველე! გადახტი! მანდედან მაინც ესროლე! გვიანღაა: ერთი მხედარი უკვე შოლტივით გაიშოტა. რა დაგემართა, კვაჭანტირაძევ! რომელმა ბოროტმა სულმა აგიჩქროლა შიშით ეგ გული? ვინ შეგიკრა ეგ ხელ-ფეხი? სად არიან ის ალქაჯები, უკრაინის მინდვრებში რომ დაგაფრენდნენ? რად დაგანებეს ეხლა თავი? სწორედდ მაშინ დაგტოვეს, როცა შენს საკუთარ მიწაზე საკუთარი თავისთვის იბრძვი? ეეჰ, კვაჭო, შენი სული დაცარიელებულა, შენს გულში ურწმუნოების ყინული ჩაყრილა და შენი ტვინი იჭვის ჭიას დაუღრღნია. აგერ შენი ავტო, ჩაჯექი და სილიბისტროს დაუბრუნდი. გულწასული პუპი მოაბრუნე, ხუხუ და ნოტიოც დაამშვიდე. წადი, კვაჭი, გაბრუნდი. შენ შესცდი. არ უნდა ამოსულიყავი, აქ საშენო საქმე არ კეთდება. (კვაჭი კვაჭანტირაძე) |
Posted by: Hyperzet 26 Feb 2013, 01:49 |
ჯავახიშვილის ნოველა "ეკა" ახლაც მახსოვს, თიეიჯერი ვიყავი, როცა წავიკითხე. უცებ გამახსენდა ახლა. ამ კაცს შეეძლო საოცარი ეროტიკა შემოატანა ისე, რომ ერთი სიტყვაც არ ეთქვა ეროტიული. |
Posted by: merciamercia 21 Aug 2013, 23:38 |
მიხეილ ჯავახიშვილი - შვიდი თავისუფლება იმ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფოს თვით ხალხი განაგებს, თავის არჩეულ სანდო კაცების შემწეობით, ყოველს მცხოვრებს აქვს უფლებები, რომელთა წართმევა ან შელახვა არავის შეუძლიან. ამ უფლებებით ყველა სარგებლობს, რა ტომისა, რა ჩამომავლობისა, ან რა რჯულისაც არ უნდა იყოს, სარგებლობს მდიდარიც და ღარიბ-ღატაკიც. ამ უფლებათა თავისუფალ სარგებლობას უწოდებენ თავისუფლებას. ამისთანა თავისუფლება შვიდია. აქ ჩამოვთვლით მათ და თან განვმარტავთ, თუ რაში მდგომარეობს თვითოეული მათგანი: I პიროვნების ხელშეუხებლობა ე.ი. არავის, არც მთავრობის კაცს, არც სხვას არ შეუძლია ტყუილუბრალოდ ვინმე შეურაცხყოს ან ავნოს რამე. არავის შეუძლიან დააპატიმროს ადამიანი, თუ ხელთ სასამართლოს დადგენილება არა აქვს. მოსამართლეს კი თავად ხალხი ირჩევს და ხელი არა აქვს სასამართლოს მოქმედებაში. მაგალითად, ინგლისში ამისთანა წესია: ვთქვათ, ვისმეზედ ეჭვი მიიტანეს, რომ მან ბოროტმოქმედება რამე ჩაიდინა ან დანაშაულობა რამე მიუძღვის და დააპატიმრეს. დაპატიმრებული 24 საათის (ხოლო იმ ადგილებში, საცა მსაჯული არ არის და იგი დაშორებულია), 3 დღის განმავლობაში უნდა წარუდგინონ მსაჯულს. მსაჯული გამოუცხადებს, თუ რა ბრალსა სდებენ და დაუყოვნებლივ გამოიძიებენ საქმეს. თუ აღმოჩნდა, რომ დაპატიმრებული დამნაშავეა, მაშინ მსაჯული წერილობით ბრძანებას გასცემს, რომ დამნაშავეს დაპატიმრება გაუგრძელონ, და სასამართლოში აძლევს. მსაჯულმა თავის ბრძანებაში უნდა აღნიშნოს დაპატიმრების მიზეზიც. ხოლო თუ მსაჯულმა სცნო, რომ კაცი უსაფუძვლოდაა დაპატიმრებული, და გაათავისუფლა, პატიმარს უფლება აქვს სისხლის სამართალში მისცეს ის, ვინც მის დაპატიმრების ბრძანება გასცა, გინდ ეს დიდი მოხელეც იყოს, და აგრეთვე ისინიც, რომელთაც ეს ბრძანება აასრულეს. ნაპატიმარს შეუძლიან, აგრეთვე, მოსთხოვოს მათ იმ ზარალის ანაზღაურება, რომელიც მას უსაფუძვლო დაპატიმრებამ მიაყენა. ხალხის მოხელე ან ის პოლიციელი, რომელმაც დააპატიმრა, თავს ვერ გაიმართლებს მით რომ, მე “უფროსმა მიბრძანაო”. უმცროსი მოხელე მოვალე არ არის, აასრულოს უფროსის ბრძანება, რომელიც უსაფუძვლოდ ან უკანონოდ მიაჩნია, და თუ ამისთანა ბრძანება აასრულა, იგი პასუხს აგებს სასამართლოს წინაშე. არცთუ ვინმეს ბინაში შესვლა, იქაურობის გაჩხრეკა და გადაქოთება შეუძლიან პოლიციას, ხელთ სასამართლოს წერილობითი ბრძანება არა აქვს, და ისიც მხოლოდ მზის ჩასვლამდის შეუძლიან. არავის შეუძლია წერილების გახსნა ფოსტაში, თუნდ უმაღლესი მოხელისაგან ჰქონდეს ნაბრძანები. ეს შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ აქვთ სასამართლოს წერილობითი ბრძანება. ამის დამრღვევი პასუხისმგებელია სასამართლოს წინაშე. ყველას, იქნება ეს ქართველი, სომეხი, თათარი, რუსი, ფრანგი ან სხვა რაიმე ტომის ან რჯულის კაცი, თავისუფლად შეუძლია, საცა უნდა იქ წავიდეს ან დასახლდეს, რა ხელობასაც უნდა იმას მოჰკიდოს ხელი, ან სხვადასხვა ქონება შეიძინოს. ქაღალდები კი, რომელშიც კაცის გვარი, სახელი, წლოვანება და სხვაა აღნიშნული (ეგრეთ წოდებული პასპორტები), და ურომლისოდაც ჩვენში კაცი ფეხს ვერ გაადგამს, განათლებულ ქვეყნებში უცხო ხილია. ამერიკაში ყველას იარაღის ტარების უფლებაც კი აქვს. იმ ქვეყნებში, საცა პიროვნების ნამდვილი ხელშეუხებლობაა, შეუძლებელია, რაც ჩვენში ეხლა ხდება: იქ ვერ იფარფაშებს უბრალო ჩაფარი, ყაზახი, პოლიციელი ან აფიცერი, რომელთაგან თვითეული ჩვენში ნამდვილი მეფეა და მთელ ხალხს თავის ქეიფზე ათამაშებს. გუბერნატორი იქ ვერ გამოსცემს საგანგებო წესებს, რომლის ძალითაც უბრალო დანაშაულობისათვის კაცს სიცოცხლეს უსპობენ. შეუძლებელია იქ ტყუილ-უბრალოდ საომარ დროის წესების გამოცხადება, ხალხის დახოცვა და ქუჩაში ხალხის უდიერი ჩხრეკა, ცემა-ტყეპა და ყველა ის, რაც ჩვენებურს კაცს კარგა აქვს გაცნობილი. II სინდისის და რწმენის თავისუფლება ე.ი. ყველას თავისუფლად შეუძლიან თავის რწმენა, აზრი იქონიოს, თავის რჯულს მისდიოს. შეუძლია სწამდეს ღმერთი, უარჰყოს იგი, ერთი სიტყვით თავის აზრის, რწმენისა და რჯულის საქმეში არავის არ უნდა დაეკითხოს, არავის შეუძლია ძალით მოახვიოს ესა თუ ის აზრი, რწმენა და რჯული. მით უმეტეს არავის შეუძლია ამა თუ იმ აზრის, ან რჯულის გულისათვის შეაწუხოს, ან სდევნოს ვინმე. ყველა ეს სინდისის საქმეა და მისი შეზღუდვა, შევიწროება არავის შეუძლია. III და IV თავისუფლება სიტყვისა და წერა-კითხვისა ე. ი. ყველას თავისუფლად შეუძლია თავისი აზრი, რწმენა გამოსთქვას, დაწეროს ან დაბეჭდოს. ამისათვის ყველას თავისუფლად შეუძლია სტამბა იქონიოს და ჰბეჭდოს ყოველგვარი წიგნები, წიგნაკები, ჟურნალ-გაზეთები, ფურცლები და სხვა. და ყველა ამისათვის სრულიადაც არ არის საჭირო მთავრობის რაიმე ნებართვა. ამ წიგნაკებში, ჟურნალ-გაზეთებში, ფურცლებში ყველას თავისუფლად შეუძლია ანგარიში გაუწიოს ან გაჰკიცხოს მთავრობისა და მოხელეთა მოქმედება, ძალიან წარჩინებულნიც რომ იყვნენ ეს მოხელენი. დაბეჭდილ წიგნაკების, ჟურნალ-გაზეთების და ფურცლების გავრცელება და ვაჭრობა ყველას თავისუფლად შეუძლია. აგრეთვე ყველას შეუძლია თავისუფლად ლაპარაკი კრებებზე, ყრილობებზედ. ყველას თავისუფლად შეუძლია გაჰკიცხოს და ანგარიში გაუწიოს მთავრობისა და მოხელეთა მოქმედებას და არავის შეუძლია ეს დაუშალოს. ხოლო თუ ვინმემ ბოროტად გამოიყენა ეს თავისუფლება და ლაპარაკში ცილი დასწამა ვისმე, ჭორი გაავრცელა ან ტყუილი ცნობა მიაწოდა ხალხს, მაშინვე დამნაშავე პასუხს აგებს სასამართლოს წინაშე. სიტყვის და წერის თავისუფლებას დიდი მნიშვნელობა აქვს და იმიტომ არის საჭირო, რომ მოხელეთა ძალმომრეობა შეიზღუდოს, თუ მსაჯული უკანონობას ჩაიდენს, მოხელე ქრთამს აიღებს ან დასჩაგრავს ვისმე, ვინ გამოესარჩლება უძლურს? თავისუფალი სიტყვა. რაკი თავისუფალი სიტყვის შემწეობით უკანონობას გაიგებენ, ხალხი ეცდება თავიდან აიშოროს და დასაჯოს ამისთანა უკანონობის ჩამდენი. V თავისუფლება კრებისა ე.ი. ყოველ ადამიანს სრული უფლება აქვს, საცა უნდა და რამდენიც უნდა შეიკრიბნენ, რათა თავიანთ საქმეებზე და სხვა და სხვა საჭირბოროტო საკითხებზე მოილაპარაკონ. ამისთვის სრულიადაც საჭირო არ არის მთავრობის რაიმე ნებართვა ან განცხადება. ხალხს შეუძლია მრავლად შეიკრიბოს და ქუჩა-ქუჩა იაროს სიმღერით, დროშებით და სხვა. არც თუ ამის დაშლა შეუძლია ვისმე, ამ კრებებზე თავისუფლად შეიძლება ლაპარაკი სხვა და სხვა საგნებზე, მთავრობის, მოხელეთა მოქმედებაზე და სხვა... კრების თავისუფლებას დიდი მნიშვნელობა აქვს ხალხისათვის, რადგან ხალხს თვითმოქმედებას აჩვევს... VI კავშირგაბმულობის თავისუფლება ე.ი. თუ რაიმე მიზნის მისაღწევად რამდენიმე კაცს შეერთება, შეკავშირება სურს, არავის შეუძლია ამის დაშლა. კავშირების შედგენა ერთობ ესაჭიროებათ მუშებს და გლეხებს. და საზოგადოდ მათ, ვინც სხვა და სხვა მეპატრონეთაგან არის დაჩაგრული და შევიწროებული. მეპატრონენი და მემამულენი ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი სისხლი გამოსწოვონ მუშებს და გლეხებს. ამიტომ მეპატრონეს ან მემამულეს სრულიად არ აწუხებს მუშისა და გლეხის გაჭირვება. ღარიბმა და მშრომელმა ხალხმა კარგად იცის, რომ მეპატრონენი და მემამულენი მათ გაჭირვებას არ უშველიან: მუშა და გლეხი შეიძლება წელებზე ფეხს იდგამდეს, სნეულდებოდეს, სიბნელით იყოს მოცული, შიშველ-ტიტველი და მშიერი დაიარებოდეს, ყველა ეს არ აწუხებს მეპატრონეთ და მემამულეთ. მუშებმა შეიგნეს, რომ თავიანთ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად თვითონვე უნდა იზრუნონ. და აი ამისთვის ისინი ერთმანეთს უკავშირდებიან, შეთანხმებულ მოქმედების პირობას სდებენ და კავშირს აარსებენ. ყოველი მუშა ცალცალკე მეპატრონესთან ბრძოლაში სუსტია. იგი ვერაფერს გააწყობს მასთან. მეპატრონე ადგილიდან დაითხოვს და მის მაგიერ მისვე ამხანაგს მიიღებს. ხოლო თუ მუშები პირობას დასდებენ, რომ ერთი პირი იქონიონ, ერთად იმოქმედონ, მაშინ ისინი უკვე ძალას წარმოადგენენ, იმისთანა ძალას, რომელსაც მეპატრონემ ძალაუნებურად ანგარიში უნდა გაუწიოს. მაშინ იგი ისე უდიერად ვეღარ მოეპყრობა მუშებს, რადგან იცის, რომ ერთს რომ აწყენინოს, ან ტყუილუბრალოდ დასაჯოს, მას ამხანაგები გამოესარჩლებიან. ძალაუნებურად უთმობს მუშებს და თანდათან მუშები აუმჯობესებენ თავიანთ მდგომარეობას. გლეხებსაც სჭირიათ შეკავშირება: მემამულეებთან საბრძოლველად და მეურნეობის გასაძღოლად. მემამულეებთან საბრძოლველად გლეხები კავშირს აარსებენ და საიჯარო ქირის შემცირებას მოითხოვენ. თუ მემამულემ არ დაუთმო, მაშინ ისინი მოსამსახურეთ ჩამოართმევენ, მუშებს არ მისცემენ მიწებს დასამუშავებლად და სხვა. შეკავშირებულ გლეხებს შეუძლიათ მთლად ჩამოართვან მიწები მემამულეებს. როდესაც შეერთებულის ძალით ებრძვიან მემამულეებს, გლეხები ყოველთვის თავისას გაიყვანენ, იმიტომ, რომ ერთი პირი აქვთ, თორემ წინად ერთი რომ უარს ეტყოდა უზომო იჯარის ფასის გადახდაზე, მისსივე მეზობელი იღებდა მიწას. გაუმჯობესებულ იარაღის, კარგი თესლის შესაძენად და ნაწარმოებ საქონლის, პურის, კვერცხების, ერბოს და სხვა გასაყიდად გლეხებს კავშირები ესაჭიროებათ. გაუმჯობესებული იარაღის და საუკეთესო თესლის შესაძენად საჭიროა დიდი ფული. ერთი გლეხი ვერ შესძლებს ყველა ამის შეძენას. საერთო ძალ-ღონით კი, საერთო ფულით, გლეხები შესძლებენ როგორც გაუმჯობესებულ იარაღის, ისე საუკეთესო თესლის შეძენას. საქონლის გასაყიდად გლეხმა საჭიროა იცოდეს, საით წაიღოს საქონელი, რამდენი დაამზადოს, - ამასაც იგი მარტოკა ვერ მოახერხებს. ამასაც ხარჯი უნდა! საზოგადო ძალ-ღონით კი მათ შეუძლიანთ გაიჩინონ საზოგადო საწყობი, საზოგადო დუქანი, იქონიონ მიწერ-მოწერა ვაჭრებთან და მყვლეფელ ჩარჩებსაც თავს დაახწევენ. ამრიგად, კავშირებს გლეხებთათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. VII გაფიცვის თავისუფლება ე.ი. ქარხანა-ფაბრიკის, სოფლის მუშებს საზოგადო სავაჭრო, საზოგადოებრივ და საქალაქო დაწესებულებაში მოსამსახურეებს, თუ მათი გაჭირვება აუტანელი გახდა, შეუძლიანთ გაფიცვა გამოაცხადონ, ე. ი. მუშაობაზე ხელი აიღონ და ამისათვის პასუხს არ აგებენ. თუ გაფიცვის თავისუფლება არ არის, კავშირების თავისუფლება მაშინ ფუჭი სიტყვა იქნება, და ხალხს არ მოუტანს იმ სარგებლობას, რომლის მოტანაც შეეძლო. ერთმა მუშამ მუშაობა აღკვეთოს, მეპატრონე მაშინვე დაითხოვს, მაგრამ თუ მრავალი მუშა, მთელი კავშირი სწყვეტს მუშაობას, მაშინ მეპატრონე იძულებულია დაუთმოს, რადგან თვითეული მოცდენილი დღე მას დიდ ზარალს აყენებს. ხოლო მუშების დათხოვნა არ შეუძლიან, რადგან დათხოვნილ ამხანაგების ადგილის დაჭერას არავინ იკისრებს. ამრიგად, რათა კავშირის მოქმედებას რამე ნაყოფი ჰქონდეს, საჭიროა კავშირების თავისუფლებასთანავე გაფიცვის თავისუფლებაც არსებობდეს; ხოლო თუ გაფიცვის თავისუფლება არ იქნება, მაშინ ყოველ გაფიცვაში მთავრობა ჩაერევა თავის ჯარით და პოლიციელებით და მუშებს გაფიცვას შეაწყვეტინებს, რადგან მუშები გაცილებით სუსტნი არიან, ვიდრე მეპატრონეთა და ჯარის კავშირი. ამრიგად, ყოველ მშრომელს გაფიცვის თავისუფლება ისევე ესაჭიროება, როგორც დანარჩენი თავისუფლება. ამრიგად, პიროვნების ხელშეუხებლობა, თავისუფლება სინდისისა და რწმენისა, სიტყვა-წერისა, კრებისა, თავისუფლება კავშირებისა და გაფიცვისა, აი, ის შვიდი უმთავრესი თავისუფლება, რომელიც უნდა ჰქონდეს ყოველ ადამიანს განურჩევლად სქესისა, სარწმუნოებისა, რჯულისა და ეროვნებისა. |
Posted by: melodyman/ 18 Sep 2013, 21:16 |
merciamercia მიხეილ ჯავახიშვილის "გლეხის წერილები", საუბარი მღვდლებსა და ბერებზე იმ წინაზე დაგპირდით, შემდეგ წერილში მღვდლებზე და ბერებზე მოგელაპარაკებით მეთქი. მღვდელს რომ ჰკითხო, ის ქრისტეს მოციქულია ამ ქვეყნად, ის ამბობს, ეკლესია და სარწმუნოება ხალხს სულიერ საზრდოს აძლევს და ამ ქვეყნად სიყვარულსა და ერთობას ქადაგებსო. ჩვენ კი ვამტკიცებთ, რომ ეხლანდელი ეკლესია და სამღვდელოება მთავრობის მოსამსახურეა და ყველაფერში ისე იქცევა, როგორც მთავრობა უბრძანებს. მთავრობა სარგებლობს ხალხის გაუნათლებლობით, რწმებით და ცდილობს, რომ ხალხმა მხოლოდ საიქიოზე იფიქროს და იზრუნოს, სააქაოზე კი შენს მაგივრად მე ვიფიქრებო. ასე ამბობს მთავრობა, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით მისი ზრუნვა. მთავრობა ტყუილუბრალოდ ფლანგავს ხალხის ფულს ძვირფას ეკლესიების აშენებაზე. რუსეთში ბევრია ისეთი ეკლესია, რომელიც რამდენიმე მილიონი დაჯდა. ტფილისში, გოლოვინის პროსპექტზე რომ სობოროა აშენებული, ის ნახევარი მილიონი ღირს. მაგრამ ვკითხოთ ერთი ამ ეკლესიების ამშენებლებს, რათ უნდათ მარმარილოს კედლები, ძვირფასი თვლებით მოჭედილი ხატები, ოქროს ბარძიმ–ფეხშუმები და სახარება? განა ქრისტე ასეთ ძვირფას შენობაში ლოცულობდა? რათ უნდათ მღვდლებს ათას და ათი ათას მანეთიანი სამოსელი? განა ქრისტეს ისე უბრალოდ არ ეცვა, როგორც ყველას? მღვდლებს რომ კითხო, ძვირფასი მორთულობა და ძვირფასი ეკლესია მლოცველს სასოებას უმატებსო. ჩემი აზრით ეს ფართი–ფურთი, ბრჭყვიალა ზიზილ–პიპილოები და ძვირფასი მორთულობა ხალხის თვალის მოსატაცებლად არის მოგონილი. აი ამაზე ხარჯავენ წვითა და დაგვით შეგროვილ ხალხის ფულს. არქიელები და დიდრონი მღვდლები წელიწადში რამდენიმე ათას მანეთს იღებენ, მშვენიერ სასახლეებში ცხოვრობენ და ძვირფას ეტლებით დადიან. ერთი ჰკითხეთ, ამ სულიერ მამებს, ვისა ჰბაძავენ ისინი? ქრისტესაო, გეტყვიან, მაგრამ როდის ცხოვრობდა ქრისტე ხალიჩებით მორთულ სამ სართულიან სახლებში, როდის ჰყავდა იესოს ათი ხელზე მოსამსახურე, როდის დადიოდა ქრისტე მშვენიერი კარეტებით? ზოგი არქიელია, ბანკებში ათასობით უწყვია, მაგრამ აბა ერთი მიდი იმასთან და შველა სთხოვე? ის მაშინვე საიქიოს გაგისტუმრებთ და მომავალ ცხოვრებით განუგეშებთ. საიდან მიიღო ეკლესიამ ამდენი ფული? ხალხიდან და მლოცავებიდან, მაგრამ იკითხეთ, რატომ არ ეხმარებიან გაჭირვების დროს იმ ხალხს, რომელმაც იმოდენა შეძლება მისცა მღვდლებსა და ბერებს? დღეს ყველაფერი იყიდება: პური, ღვინო, საცმელი, საჭმელი, თივა, ქერი, მარილი, ლოცვა, კურთხევა, პანაშვიდი, პარაკლისი და წირვა. თუ მღვდელს ერთი მანეთი არ მიეცი, პანაშვიდს არ გადაიხდის, თუ თუმანი ან ხუთი მანეთი არ მიეცი, ჯვარს არ დაგწერს, შვილს არ მოგინათლავს, ჭირნახულს არ გიკურთხებს და შენთვის არ ილოცავს. თუ ბევრი ფული გაქვს, მდიდარი ხარ და ყოველდღე მღვდელს თითო თუმანი აძლიე, დილიდან საღამომდის შენს სულისთვის ილოცავს და ღმერთს თავს მოაბეზრებს. თუ მდიდარი ხარ და მღვდელმა და არქიელმა ყოველდღე შენთვის სწირეს, ღმერთი მათ ლოცვას შეისმენს, ცოდვებს გაპატიებს და საიქიოს სამოთხეში ადგილს დაგიმზადებს. როგორც ხედავთ, ცხონება და ცოდვების მიტევებაც ფულით იყიდება. მაგრამ თუ ღარიბი ხარ და მღვდელს ყოველდღე ღმერთს არ შეაბრალებინე შენი ტანჯული და წამებული სული,მაშინ უეჭველად ჯოჯოხეთში შეხვალ. ასეა ამ ქვეყნად: მდიდრებს ეხლავე ჰპირდებიან ცხონებას, ღარიბებს კი–სულის წაწყმედას. როგორც ხედავთ, სამღვდელოება მდიდრების მოსამსახურე ყოფილა, რადგან იგი მარტო მდიდრებისათვის და ძლიერებისათვის ლოცულობს. მაგრამ წეღან ისიც გითხარით, რომ სამღვდელოება მთავრობის მოსამსახურე არის მეთქი. მთავრობამ აუკრძალა სამღვდელოებას პანაშვიდის გადახდა და ლოცვა იმ კაცისათვის, რომელიც მას არ მოსწონდა. ის აღარ ეკითხება ქრისტესა და მის მოციქულებს მღვდლებს, ღირსია თუ არა ეს ადამიანი ცხონებისაო. ის ბრძანებას იძლევა, აკრძალულიაო. სამღვდელოებაც ემორჩილება მთავრობის ბრძანებას. მღვდლები მოვალენი არიან არავის აღსარება არ გასცენ, მაგრამ მათ მთავრობისაგან ნაბრძანები აქვთ, გასცენ ის კაცი, რომელიც აღსარებაზე იტყვის, რომ მე მთავრობის წინააღმდეგი ვარო. მღვდლებიც ასრულებენ ამ ბრძანებას, ხოლო ის მღვდელი, რომელიც უფრო ხშირად აბეზღებს აღსარების მთქმელს, ჯილდოს იღებს მთავრობისაგან. მას უფრო კარგ მრევლს აძლევენ და თავზე ხელს უსვამენ. მღვდელი მთავრობის ყურმოჭრილი მონა უნდა იყოს, მაგრამ თუ გაბედა და გამოაცხადა, რომ მთავრობა უსამართლოდ იქცევა, რომ ეკლესია მთავრობას არ უნდა ემორჩილებოდეს, მას მაშინვე ან გაჰკრიჭავენ, ან სადმე გაგზავნიან “ცოდვების მოსანანიებლად”, ან დაიჭერენ და ციხეში ამოალპობენ. საქართველოში რამდენიმე მღვდელი დაიჭირეს წრეულს და გაგზავნეს ციმბირში და ვინ იცის კიდევ რამდენს გაგზავნიან! იცოდეთ,რომ თუ მთავრობამ რომელიმე მღვდელი დაიჭირა, ან დასაჯა, იმ მღვდელს სინდისი კიდევ უნდა ჰქონდეს შერჩენილი. ტყუილ–უბრალოდ მთავრობა მღვდელს არ დაიჭერს, არ გაუწყრება და ანაფორას არ გახდის. ეხლა მოკლედ გეტყვით, როგორ უნდა მოექცეს ხალხი სამღვდელოებას და ეკლესიას. ჩვენ ვთხოულობთ ეკლესიის განშორებას სახელმწიფოსაგან. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო და მთავრობა სრულიად არ უნდა ჩაერივნენ ეკლესიისა და სარწმუნოების საქმეში. სამაგიეროდ არც ეკლესია და არც სამღვდელოება უნდა ცაერიოს სახელმწიფოს საქმეში. სამღვდელოება და ეკლესია უნ და შეინახონ იმათ, ვისაც სწამთ ღმერთი და ეკლესია. ვთქვათ, ერთ სოფელში ას კაცს სწამს ღმერთი, ათ კაცს კი არა სწამს. ასმა კაცმა უნდა აირჩიონ მღვდელი და ისე მოაწყონ ეკლესიის საქმე, როგორც მათ უნდათ, ათ ურწმუნო კაცს კი ძალა არ უნდა დაატანონ რწმენაში. ყველამ ის ღმერთი უნდა ილოცოს, რომელიც მას სწამს, ყველამ ისე უნდა ილოცოს, როგორც მისი სურვილი იქნება. მაშ ასე: ჩვენ ვთხოულობთ რწმენის სრულ თავისუფლებას. ეკლესიის განშორებას სახელმწიფოსაგან და ვუკრძალავთ მთავრობასაც და სამღვდელოებასაც ერთმანეთის საქმეში ჩარევას. მთავრობა განაგებს სამღვდელოებას, ეკლესიას, სარწმუნოებას, მთავრობა აშენებს ეკლესიებს და მონასტრებს. მთავრობა ყველას ღმერთის რწმენას, ლოცვას და ეკლესიაში სიარულს უბრძანებს, მაგრამ ამავე მთავრობას არც ღმერთი სწამს, არც ეკლესია, არც სამღვდელოება, არც ლოცვა და არც სულის ცხონება. მიხეილი,ილია და მე,ერთ დღეს ვართ დაბადებული. |
Posted by: jadgschloss 18 Sep 2013, 21:23 | ||
დღევანდელობასაც შეეფერება |
Posted by: merciamercia 18 Sep 2013, 22:30 | ||||
melodyman/
იაღოველი ხარ ბრატ? რატომ ებრძვი მღვდლებს
გენიოსები ერთ დღეს დაბადებულხართ |
Posted by: melodyman/ 18 Sep 2013, 22:33 | ||
merciamercia ლიბერასტი ჯავახიშვილი.
ნუ ახლა... ჩემი თავი მაინც ბოლოს მოვიხსენიე. <3 |
Posted by: Menestrel 16 Nov 2013, 18:59 |
"...აშორდია მხოლოდ იღიმებოდა და სამახარობლოს თხოულობდა, მერმე წამოდგა და სთქვა: - ჩვენს კეთილშობილთა საერთო ოჯახს ერთი პატიოსანი ოჯახი კიდო მოემატა. ყოველმა კაცმა იცის, რომე ჭიპი კვაჭანტირაძის ბაბუა აზნოური იყო, მარა საცხა ისე მოხთა, რომე ეს პატიოსანი კაცი რაცხა წიგნში არ ჩაწერეს. აწი მე გავასწორე ისტორიის უსამართლობა, ჩემო სილიბისტრო. მოგილოცავ დიდებულ ოჯახურ დღესასწაულს და გისურვებ, რომე ღირსეულად ატარო მეფის წყალობა. გოუმარჯოს ჩვენს ახალ მოძმეს!" ოცი წლის შემდეგ: "-დაუბრუნე აპოლონჩიკს თავადობა, ნიკოლაშა! - ჩაერია გრიშკა - აპოლონჩიკს ეს არის ეხლა თავადი უწოდე. მეფის სიტყვა კანონია, უკან ვეღარ წაიღებ! ნიკოლოზი გაწითლდა. კვაჭმა დაამშვიდა: -დიდო მეფევ! თავადობა კვაჭანტირაძეებმა მეშვიდე საუკუნეში მიიღეს. მერვე საუკუნეში ჩემი წინაპარი საქართველოს ჯარის მთავარსარდალი იყო. მას აქეთ საქართველოს მეფეებს თოთხმეტი კვაჭანტირაძე ჰყავდათ ვეზირებად, მინისტრებად და კათალიკოსებად. მეთვრამეტე საუკუნეში ოსმალებმა ჩვენი ციხე და სასახლე აიკლეს, დაანგრიეს და დასწვეს... საბუთებიც მაშინ დავკარგეთ. მთელმა კავკასიამ იცის, რომ ჩვენ თავადები გახლდით და ამიტომ ჩემი მამა-პაპებიც აღარ გაჰყვნენ საბუთებს. აზნაურობა შეგვრჩა, ამაზე მეტი არც მიძებნია. -კეთილი... ეგრე იყოს! - წაიბუტბუტა მეფემ და რაღაც ჩაიწერა. "აშორდია, გაფასდი!" - წამოიძახა გულში კვაჭმა." |
Posted by: rockforever 20 Nov 2013, 01:02 | ||
Solveig
მანანა იმას აწვება რომ დაჭერამდე დაწერაო დასმენებიო და ნოე ხომერიკი პირადად მაგან დაასმინაო და იასონ ჯავახიშვილიო |
Posted by: Solveig 20 Nov 2013, 04:02 | ||
rockforever
რა ვიცი, პირადად მე მართლა მიჭირს მაგის დაჯერება, რომ 23 წელში ეგ ექნა ჯავახიშვილს. |
Posted by: Menestrel 21 Nov 2013, 01:12 |
დაბორიალებს კვაჭი კვაჭანტირაძე და გულში იღრინება, ზოგჯერ გულის დარდს ბესოს გადაუშლის და ქვრივ დედაბერივით აწუწუნდება, ზოგჯერ კი ქურდულად კუთხეში მიიმალება, აკვნესდება და ჩუმად იცრემლება... რა გატირებს, კვაჭი კვაჭანტირაძევ? რად გიკვნესის ეგ ჭრელი გული? რად გებურება ეგ მჭრელი თვალები? რად გეჭმუხვნება ეგ გაშლილი და ნათელი შუბლი? რა დაგემართა, კვაჭუნი? ჭამა-სმა - თავსაყრელი, ტანისამოსი - ყოველგვარი, ფული - გამოულეველი, ქალები - შერჩეული, ცხენები და ავტო, მსახური და მეგობარი, ძველი და ახალი... კიდევ რა გაკლია, კვაჭი კვაჭანტირაძე? დახოცილი მეგობრები? დიდი ხანია მოინელე. სილიბისტრო და პუპი? ძალიან კარგად არიან. დიდება და სახელი? გქონდა და შენვე გაექეცი. მშობელი ცა და დედამიწა? საბურთალო მოგელის. მაშ რა გინდა, კვაჭანტირაძევ? მუდმივი ხეტიალი? მარადიული დევნა ბედისა? უთავბოლო სირბილი და ქროლვა უთავბოლო ქვეყანაში? ოქროს გალიის დამტვრევა და გაფრენა? მაშ რა გინდა, რა? შენც არ იცი. მესმის შენი, კვაჭი კვაჭანტირაძევ! მესმის შენი, კვაჭიკოვ! მესმის და ვიცი... მაგრამ ისიც ვიცი, რომ ბოლოს და ბოლოს შენს ღირსეულს და ნამდვილ საქმეს მიაგენი. მაშ არხეინად დალპი მაგ ორმოში და მშვიდობით იყავი. |
Posted by: Menestrel 12 Apr 2014, 01:50 |
"მოგზაურობა? არა, ეგ ჩვენი საქმე არ არის. სამი წელიწადია თანამგზავრებს ვეძებ და ერთი ქართველიც ვერ ვიპოვნე, ისევ უცხოელები გამომყვნენ... მაგიტომ მოხდა, რომ გერმანელებმა, ინგლისელებმა და რუსებმაც კი საქართველო ქართველებზე უკეთესად იციან. გურული სამეგრელოში არ დადის, მეგრელი - კახეთში, კახელი - იმერეთში, ხოლო ბორჩალოს, ჯავახეთს, მესხეთსა და აჭარა-ჭანეთში არც ამერელი შეიხედავს და არც იმერელი. ერთი მტკაველი მიწა გვაქვს, ერთი მუჭა ხალხი ვართ, ჯერ ჩვენი თავიც არ გვიცვნია და მთელ ქვეყანას ვეჭიდებით, მის გადაბრუნებას ვლამობთ." ("კვაჭი კვაჭანტირაძე") |
Posted by: Nitsa_a 10 May 2014, 23:49 |
მის ჩანაწერებს ვკითხულობ... ძალიან საინტერესოა. |
Posted by: Menestrel 5 Jul 2014, 18:02 |
"ჯაყო ვეღარ მშვიდდება, დაჭრილ დათვივით დაბორიალებს, ხუთგირვანქიან მუშტებს ჰაერში ატრიალებს, ჰბორგავს, იმუქრება და ხვიხვინებს: - დაიცადებდე!... მოიცადებდე! ყველას სეირს გაჩვენებდე ჯაყოი, თქვე ყაჩაღებო, თქვენა! აბა ახლა ივლის ჯაყოი ხალხის გულისთვის, ახლა დაგიკლებდე ჯაყოი ნალოგსა, როგორ არა! მამა გიცხონდათ! ჯიბე მაგრად დაიჭირებდეთ! დაიცადეთ!.. მომიცადეთ!.. თეიმურაზი გულში შხამიანად ხითხითებს: -შენი ჯერიც მოვიდა, განა! ხომ გითხარი: უხილავი სამართალი შენისთანა ავაზაკს ურმით დასდევს მეთქი. დაგეწია, განა! ეს ერთი და სხვა ათასი! - სამართალი აღარსად ვიქნებოდე?! - ჯაყო და სამართალი? - ჰფიქრობს გულში თეიმურაზი. - ეხლა ჰყვირი? არა გიშავს-რა, ღმერთმა მოგიძღვნა. ეგ ერთი და სხვა ათასი! ეგ ერთი და სხვა ათასი! - ღმერთი აღარა ხარ?! - ჰგოდებს მაგრად ნაკბენი ჯაყო. - ხი-ხი-ხი! - იცინის გულში თეიმურაზი. - ჯაყო და ღმერთი?! ჯაყო და სამართალი?! განგებამ მხოლოდ კლანჭი გაგკრა და გოჭივით აგაჭყივლა, მაგრამ ნეტა მაჩვენა შენი ბღავილი, როცა მისი ბასრი კლანჭი ყანყრატოში დაგწვდება. მოახლოვებულ არს ჟამი განკითხვისა..." (მიხეილ ჯავახიშვილი, "ჯაყოს ხიზნები" 1924წ.) |
Posted by: Forrest 13 15 Jul 2014, 11:48 |
ჩემი აზრი მიხელ ჯავახიშვილის ,,თეთრი საყელო" - ს შესახებ - https://trileri.wordpress.com/2014/07/14/%E1%83%97%E1%83%94%E1%83%97%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A7%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D/ |
Posted by: Menestrel 17 Oct 2014, 22:16 |
თითქმის ერთი საუკუნის წინანდელი ისტორია ფემინისტ და არისტოკრატ მარგარიტა ყაფლანიშვილზე, რომელმაც, საქმე საქმეზე რომ მიდგა, "ტყიდან გამოვარდნილი ბანჯგვლიანი დათვი" ჯაყო ამჯობინა ინტელიგენტ, მაგრამ ფიზიკურად სუსტ თეიმურაზს. მანამდე ჯაყოსა და თეიმურაზს შორის ასეთი საუბარი გაიმართა ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ: ერთხელ თეიმურაზმა უთხრა ჯაყოს: - ჯაყო, ეგრე რათა სტანჯავ შენს ცოლს? ძალიან ბევრი სამუშაო აქვს. - დედაკაცი მუშაობისთვის ხარ გაჩენილი, მაშა! - ყველანი მუშაობისთვის ვართ გაჩენილი, ჯაყო. მაგრამ დედაკაცს უფრო ადვილი საქმე ერგო, რადგან მამაკაცზე სუსტია. - დედაკაცი ხარ სუსტი? შენ რა გესმის, ბრინკა! ქალაქელებმა გააფუწეთ დედაკაცი, თორემა ჩვენ ჩვენი ძველი ადათი შეგინახეთ. - ცოდოა ნინო, ჯაყო, ცოდო! - ჯაყომ ცოდო არ ვიცის. - ჯაყო, ახალი კანონით დედაკაცი და მამაკაცი თანასწორნი არიან. - ვიცის ჯაყომა, ვიცის! დედაკაცი და მამაკაცი ლოგინში ხართ თანასწორი. - დედაკაცის დაჩაგვრა მხოლოდ თათრებმა იციან. - ეგეც ვიცის ჯაყომა. გენაცვალე თათრებსა, კარგი ვაჟკაცები ხართ თათრები. - ჯაყო, შენ ხომ ქრისტიანი ხარ? - მაშ, მაშა! ქრისტიანი ხარ ჯაყოი. - მაშ ყური მიგდე. სახარებაში სწერია, რომ... - ვიცის ჯაყომა, ვიცის! ჯაყომ სამჯერ დაიწერე ჯვარი და ღვდელმა სამჯერ გითხრა ეკლესიაში, რომ ქმარმა ცოლი უნდა დაგაშინოო და, აი, ასე უნდა შეინახოო, აი! მაშ, მაშა! და ჯაყომ ხუთგირვანქიანი მუშტი ისე შეანძრია, თითქო შიგ ქვა ედო და მისი გაჭყლეტა უნდოდაო. თეიმურაზი მალე დარწმუნდა, რომ მგელს სისხლიანის ჭამას უკრძალავდა, ამიტომ ნინოს გამოსარჩლებას თავი დაანება. გენიოსი იყო ეს კაცი! რაც მეტი დრო გაივლის, უფრო მეტად მივხვდებით ამას. |
Posted by: Menestrel 25 Nov 2014, 19:54 |
"ფემინისტკა" ცუცქია vs. "ოჯახის ქალი" ხათუთა იმ საღამოს ქალთა კრებიდან ცუცქია გვიან დაბრუნდა – ამრეზილ-აშლილი და უცნაური ბრაზით გატენილი. – ცუცქი, თქვენს კრებაზე რა მოხდა? პასუხის მაგიერ სხაპა-სხუპით მაყრის ათას ბრალდებას: რაც ამ ქვეყნად უბედურება ხდება, მხოლოდ მამაკაცების ბრალია. ყოველივე საძაგელი და მხეცური ჩვენი ხელიდან გამოდის. ჩვენ დავიმონეთ კაცობრიობის საწყალი ნახევარი, დავიმონეთ და ყოველგვარი უფლებანი ავხადეთ. – ყოველგვარი, ყოველგვარი! ვსე პრავა, ვსე! – მაინც? – აი თუნდ სამსახურის უფლება. რას იტყვი? ნუუუ, გავარი! სთქვი! დოინჯი შემოიყარა და ისე დამიდგა, როგორც მრისხანე ხელისუფალი ჯიბგირს. – აკი მსახურობთ, ქალო! მეტი რა გინდათ? – ხა-ხა-ხა! მსახურობენ, მსახურობენ! მადლობელი, ბატონო ჩემო, უღრმესი მადლობა!. ჰმ! ჩვენ, მამაკაცებს – სრული ბატონობა და ხელისუფლება, საწყალ დედაკაცებს კი – – მანქანა, რეგისტრატორობა, მოახლეობა, ოჯახის მოვლა და ბავშვების გაზრდა, არა? მადლობელი, დიდი მადლობელი! ოჩენ ნადო! მე სქესის ბუნება მოვაგონე. ბუნების გახსენებაზე ცუცქია უარესად აცუცქდა: ბუნება, ბუნება! ოჩენ ნადო, ბუნება! – ბუნებაც თქვენ მოიგონეთ და მისი კანონებიც. დიაღ, თქვენ მოიგონეთ, თქვენ, თქვენ! ვი, ვი! ამიერიდან დედაკაცებს ვეღარ მოვატყუებთ. მორჩა! გათავდა! გაიგეს ჩვენი ცუღლუტობა, გაიგეს! – თანასწორობა, სრული თანასწორობა, – აი სადღეისო ლოზუნგი! პაიმი ნაკონეც, პაიმი! – მესმის, ჩემო კარგო, მესმის. – ვაქრობ ჩემს ალმოდებულ ნახევარს. – აგრე იყოს, თანახმა ვარ. ბაასი გადავდოთ. დამარცხებას გავურბივარ, განა?! არა, ცუცქია არ აპირებს კამათის გადადებას. მრისხანე გამომძიებელივით ზის და ბრალდებულს მოტეხას ურჩევს. ბოლოს მძიმე ზარბაზანიც მოიშველა: – ქალების ვაზვანიე ჩიტალ? წაიკითხე? – არა. ეგ მოწოდება ვერ წავიკითხე. – არც ჟენსაიუზისა? – არ მახსოვს. – შენ ჩამორჩენილხარ, ოტსტალ, სოვსემ ოტსტალ!.. დანაშაული ვაღიარე: ძალიან ჩამოვრჩი მეთქი... |
Posted by: ვივიანა 3 Apr 2015, 23:29 |
ამ გადაცემას რომ ვუყურებ სულ მეტირება ბოლოს. |
Posted by: madridiSSta1988 4 Apr 2015, 22:59 | ||
+1 სამარცხვინოა მაგ პირის მხრიდან მიხეილზე რაიმეს თქმა, თუმცა მოტივი გასაგებია |
Posted by: ვივიანა 4 Apr 2015, 23:11 | ||
მეც ეს ისტორია მაინტერესებს ზუსტად. არავინ იცის ნუთუ ვინ ესროლა ? |
Posted by: madridiSSta1988 4 Apr 2015, 23:43 |
ვივიანა ერთმა მითხრა, ვიცი, მაგრამ არ გეტყვიო. რატომ მეთქი? შენს ასაკში ადრეა იდეალების მსხვრევაო ეს მაგარი საბუთი აქვთ ხოლმე. არადა ტყუილი იდეალების ქონას საერთოდ არქონა სჯობს მე თუ მკითხავ, კარგა ხანს არ მოვა ჩვენთან ის დრო, როცა ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. |
Posted by: ვივიანა 4 Apr 2015, 23:47 | ||||
madridiSSta1988
ვინ იყო ასეთი ?კახეთში იყვნენ ისე ? ვიდეოში ამბობენ რომ ამ კაცის სახლში მოხდა ეს ამბავი. არადა სასწაულად მაინეტრესებს, დავიჯერო ფორუმზე არავინ იცის ?
100 % ტკბილი ტყუილის და მწარე სიმართლის ამბავია აქაც. |
Posted by: madridiSSta1988 5 Apr 2015, 00:08 | ||
აქ არავინ მიპასუხა, არადა ამდენ ხალხში როგორ არავინ არ იცის. |
Posted by: ვივიანა 5 Apr 2015, 00:11 | ||
madridiSSta1988 რომ მოვიცლი ჩავუჯდები, იქნებ ინტერნეტში იდოს რამე ინფორმაცია.
აი ზუსტად რა, ჟმოტავენ თუ რა უბედურებაა ? რეალურად ვიღაც ჯავახიშვილის ჩამშვები გაფანატებული და გაიდიალებული რატომ უნდ აგვყავდეს, თუ ეგეთი ტიპია ? ჩემამდე არ დადის. ანუ კახელია ეს ვიცით, ან სახლი ჰქონდა კახეთში, წინ ვართ |
Posted by: madridiSSta1988 5 Apr 2015, 00:17 | ||
ჩვენს იდეალებს უფრთხილდებიან |
Posted by: ვივიანა 5 Apr 2015, 00:20 | ||
madridiSSta1988
თქვენც არ იციით ? |
Posted by: Menestrel 11 May 2015, 02:45 |
„გვეყო მოსკოვ-პეტროგრადში გაცხრილულ ევროპულ კულტურით კვება, რომელსაც უფრო მეტი მონღოლური შხამი ურევია, ვიდრე დასავლეთის წმინდა სასმელი“ (მიხეილ ჯავახიშვილი, 1918 წ.) მიშა, ძმა ხარ! * * * madridiSSta1988 ვივიანა ილო მოსაშვილზე ამბობენ მაგას. არ ვიცი, რამდენად მართალია. მონაყოლის მიხედვით, კახეთში, სოფელ ხირსაში იყო ჩასული მწერლების ჯგუფი. ქეიფი რომ გახურდა, ილო მოსაშვილმა თავი მოიმთვრალა და ჯერ ჰაერში ისროლა, მერე პისტოლეტი მიშასკენ მიატრიალა, ამ დროს პაოლომ აუკრა ხელი და მიშასთვის დამიზნებული ტყვია ჭერს მიეჭედა. (წყარო: გიორგი ბეზირგანი, "თბილისი, 1937 წელი") სხვათა შორის, ვახტანგ ჯავახაძის "უცნობში" ციტირებულია აკაკი გაწერელიას შემდეგი მოგონება: "ერთხელ, აღდგომის დღეს, გ. ტაბიძე ასულა ი. მოსაშვილთან ზემო სართულზე (ისინი ერთ სადარბაზოში ცხოვრობდნენ). ი. მოსაშვილს კარი გაუღია სტუმრისთვის, მაგრამ როცა გალაკტიონი დაუნახავს, ისეთი ძლიერი სილა გაუწვნია სახეზე, რომ ნასვამი გალაკტიონი ზემო სართულიდან დაგორებულა." რამდენად მართალია ეს ყველაფერი, ღმერთმა იცის. მემუარებში ისე ურევენ ხოლმე ჭორ-მართალს, მოდი და გაიგე - სინამდვილეში რა და როგორ იყო. და, საერთოდ, მაგრა არ მევასება, ვიქტორინას რო გვიწყობენ ხოლმე ეს ფილოლოგები და ლიტ.ისტორიკოსები, "ნამიოკობანას" რო გვეთამაშებიან ("მე რაღაცა ვიცი, თქვენ კიდე არ იცით"). შე კაი ადამიანო, თუ ამბობ - "ცნობილი მწერალიო", ბარემ ისიც თქვი - ვინაა ეს ცნობილი მწერალი, ნახევრად თქმა რა პონტია, დეტექტივის ბოლოს ამოხეული ფურცელივით. |
Posted by: Solveig 11 May 2015, 19:49 | ||||
Menestrel
მდააას..........
მართალი ხარ. |
Posted by: Forrest 13 11 May 2015, 21:19 |
ძალიან მიყვარს ჯავახიშვილის შემოქმდება... ჯაყო, ყაშა, კვაჭი... - მისი წიგნების უარყოფითი გმირები როგორი გაიძვერა და ამაზრზენები არიან, მაგათზე მაგრად მეშლებოდა ნერვები... |
Posted by: melodyman/ 13 Jul 2015, 19:02 |
http://www.theguardian.com/books/2015/jul/11/best-holiday-reads-2015 Three hugely intriguing novels, published this year, exemplify the form’s astonishing mutability and generosity. Kvachi Kvachantiradze by Mikheil Javakhishvili (Dalkey Archive) is the sardonic picaresque masterpiece of 20th-century Georgian literature, finally available in English, superbly translated by Donald Rayfield. It’s a scabrous, disturbing story of a conman and thoroughgoing villain confronting the demons of Stalin’s Russia. |
Posted by: DrVeRaGi 8 Jul 2016, 22:19 |
მაგარი იყო ბატონი მიხეილი ჯაყოს ხიზნები, თეთრი საყელო, ქალის ტვირთი.. + კვაჭი მყავს რიდლისტში გამომრჩა რამე? |
Posted by: Solveig 9 Jul 2016, 15:45 |
DrVeRaGi ლამბალო და ყაშა და სხვა მოთხრობები. |
Posted by: DrVeRaGi 9 Jul 2016, 17:43 |
Solveig ნააჰ მოთხრობებს არ ვეტანები არსენა გამომრჩა ზევით მარა ეხლა რო ვიხსენებ რაღაც ვერ დავუდესავით გული როცა დავიწყე |
Posted by: NIN_O 6 Aug 2016, 13:26 |
ანდრო კაიშაური ფილმ ფესვებს საფუძვლად მიწის ყივილი უდევს არა? |
Posted by: Solveig 6 Aug 2016, 13:27 | ||
DrVeRaGi
საკმაოდ გრძელი მოთხრობაა სცადე, დაგაინტერესებს. ძალიან მაგარი ეპიზოდებია. |
Posted by: merkantila 6 Aug 2016, 20:35 |
რა მაინტერესებს: პლეხანოვზე ვიპოვნე ჯავახიშვილის პუბლიცისტიკა ბუკინისტებში და 59 წლისაა და მოშნად იქნება ცენზურაში განატარები ხო? ღირს ყიდვა? 2 გელა ღირდა |
Posted by: rati nwt 20 Sep 2017, 20:12 |
მადლობა ჯაყოს დაწერისთვის. რატომღაც ჩემს გარშემო მე ვხედავდი მთავარ ნარატივად წარმოჩენიილ თეიმურაზ-ჯაყო. საქართველო-რუსეთის თემის მიღმა, ცალკე სულ სხვა მნიშვნელოვან თემებს, რაც ჯაყოს ხიზნებშია წამოშრილი. იქ დიალოგებში ისეთ საკითხებს წვდება და ავითარებს პოზიციებს. ეს ტექსტი დაკვირვებით რომ წაეკითხათ და გაეაზრებინათ "ეროვნულ ელიტებს" დაწვავდნენ და დაწყევლიდნენ ჯავახიშვილს. თეთრი საყელოს დასრულების შემდეგ ორაზროვანი შთაბეჭდილება დამჩა. საინტერესოა სან ნახა ასეთი მოფემინისტო ქალი. ცხოვრებაში ქალების მიმართ რაიმე მძიმე გამოცდილება ჰქონდა? ამ "იზმები"სგან განთავისუფლების სწრაფვაც მესმის. მაგრამ მაშინ რეალურად საინტერესო სხვადასხვა ქალთა მოძრაობები იყო, რომლებმაც იმ დროისთვის საოცარი ტექსტები დაწერეს. აქტივობები და ა.შ ეს მოძრაობა ნამდვილად არ ყოფილა "კაცთმოძულეთა მოძრაობა". სოციალურ საკითხს საფუძვლიანად იაზრებდნენ. შესაძლოა მემარცხენე - სოციალისტურ, სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობებთან კავშირის გამო არ მოსწონდა "ქალთა მოძრაობები". მისი პირადი წერილები ამ მიზეზის გამოც მაინტერესებს. შესაძლოა ეს არც იყო ბოლომდე ჯავახიშვილის პოზიცია და ამ ერთ გმირ - ელიზბარში გამოხატა უკმაყოფილება ზედაპირული ფემინისტური მოძრაობების მიმართ. მშვენიერი ტექსტია. პირველივე სიტყვა, თუ რატომ მიდის მთაში უკვე მაგარია. თითქოს ჯავახიშვილის სხვა ტექსტებისგან განსხვავებულად არის დაწერილი წერის სტილით. ძირითადად მომეწონა. როგორ განსაზღვრავს ყოფიერება ადამიანს. ცვლილების მომენტი, სასიამოვნოდ გადმოსცა. ქალაქელი ქალის სახის ცალსახად ნეგატიურ კონტექსტში განხილვა და მთის ქალის პირდაპირი რომანტიზება მეხამუშა. ქალაქის ქალის და სოფლის ქალის საკითხვის ასე გადაწყვეტა ზედაპირულია. არ არის საკმარისი თანასწორობასა და ამ თემებზე ობიექტურად სასაუბროდ. ასე რომ მე მგონია ცუცქია არც არის ქალაქის ქალის პირდაპირი გამომხატველი. ცუცქია უბრალოდ ქალაქის დეტალის გამომხატველია ელიზბარის ცნობიერებაში, რომელიც ასე მოსწყინდა. წერილები სხვადასხვა საკითხზე დადეთ, რაც მოიპოვება.. |
Posted by: Solveig 19 Nov 2017, 17:10 | ||||||
ამაში არაფერია გასაკვირი. არსენა მარაბდელი არის რომანი ქაქუცა ჩოლოყაშვილსა და მის რაზმზე. სწორად ქაქუცას ეძახდნენ ძმადნაფიცები "ბელადს" (დასტურად შეგიძლიათ ნახოთ ალ. სულხანიშვილის მოგონებები, მიხ. ხელაშვილის ლექსები). ასევე, კონკრეტულად ქაქუცას პიროვნებიდან აქვს არსენას მიკერებული ყაჩაღობის აუტანლობის თვისებაც (არსენას რომ ათქმევინებს მწერალი: "ძმებო, ყაჩაღობა ჩვენ უნდა დავახრჩოთ, თორემ, მოგვერევა და თავად დაგვახრჩობსო". ცნობილია, რომ ქაქუცა ვერ იტანდა კრიმინალს (ეს დასტურდება შინსახკომელების ჩანაწერებითაც, რომელიც გამოაქვეყნა არქივმა და ამ განყშიც იყო თემა გახსნილი) და რაზმიდან აძევებდა ყველა იმ ადამიანს, ვისაც მოსახლეობის დაწიოკებაში ჰქონდა ხელი გარეული. თავად მიხეილი ამბობდ,ა რომ არსენას პროტოტიპი იყო მისი ბიძა (დედისძმა) ბაგრატ ბურნაძე, ღვთისავარისა-მისი მამა ანდრო, ანუ მიხეილის პაპა. ბაგრატი ვაჟკაცური ხასიათის, გამბედავი კაცი ყოფილა და მოშუღლეებს მოუკლავთ. თუმცა, ბუნებრივია, რიგით უბირ გლეხს არ ექნებოდა ის თვისებები და ვერ ჩაიდენდა იმ საქციელს, რაც არსენა-პერსონაჟს აქვს მიწერილი. თვით ნამდვილი არსენას შესახებ არის ხალხური გადმოცემები, რაც საბოლოოდ "არსენას ლექსის" სახით შეჯერდა, თუმცა, რომანის არსენასა და მესტვირულ არსენას შორის აშკარად ძალიან დიდი სხვაობაა. რომანის არსენა, ფაქტიურად, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილეა, 32 წლის შეთქმულების ამბებსაც იცნობს, რუსული სამხედრო ბეგარის წინააღმდეგ ხალხის აჯანყებას ცდილობს, მერე ახალციხეში რუსების წინაღმდეგ იბრძვის, "ნაპალავანის" მეგობარ რუსტამ რაზის წერილს უგზავნის და რჩევას და დახმარებას სთხოვს და სხვ. ასევე, არის კავშირი ერთი მხრივ, ფილადელფოს კიკნაძეს და დათუნა ბარნაველსა და მეორე მხრივ-ამბროსი კათალიკოსსა და მის სამღვდელოებას შორის. ერთი სიტყვით, მე მეჭვი არ მეპარება, რომ არსენას წერის დროს ავტორს ბევრი რამ 1923-24 წლის აჯანყებამ შთააგონა. გასაგები მიზეზების გამო ავტორს ბევრი რაღაცის შეცვლა და გადასხვანაირება მოუწია და ამან, ცხადია, რომ რომანზე ცუდად იმოქმედა. თუმცა, ჯავახიშვილი მაინც ავლენს თავის თავს და ნიჭს. * * * rati nwt
ეგეთი ტიპაჟები იმ დროს ნამდვილად იყვნენ. ახლაც ხომ არიან. ყველას გვინახავს პიკეტებზე გოგონები ტრანსპარანტებით "არ გათხოვდე, არ გახდე ქმრის მონა", "ჩემი სხეული ჩემი საქმეა" და სხვ. იმხანად ძალიან აქტუალური იყო ქალების ემანსიპაციის, მამაკაცებთან უფლებრივად გათანაბრების საკითხი. ქალები შედიოდნენ პარტიაში, იწყებდნენ პარტიულ და პროფესიულ საქმიანობას, აღარავინ აკონტროლებდა მათ ჩაცმულობას, დღიურ გრაფიკს, სექსუალურ ცხოვრებასაც კი, ანუ, ამ მხრივ ისინი გათავისუფლდნენ და გაუსწორდნენ მამაკაცებს, მაგრამ, ამან უცებ წარმოშვა ძალიან მწვავე პრობლემა-კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ოჯახის ინსტიტუტი, იმრავლა აბორტებმა. ეს თემები საზოგადოების აქტიური განხილვის საკითხი გახდა. ამიტომაც იწერებოდა მათზე მხატვრული ნაწარმოებები. თუ გავიხსენებთ, ამ თემას ბევრი იმდროინდელი ლიტ. ნაწარმოები ეძღვნება. არამხოლოდ თეთრი საყელო, არამედ, მაგალითად, მთვარის მოტაცებაც (ტფილისის სამეანო კლინიკის ამბები), კონსტანტინე ლორთქიფანიძის ნოველების სერია გაიანე მაისურაძეზე, საფო მგელაძის რომანები და სხვ.
ნაწილობრივ, გეთანხმები ამაში. მხოლოდ, მაგას უკვე დღეის გადამოსახედიდან ვამბობთ. დღეს საზოგადოება უკეთ არკვევს ტყუილსა და მართალს, ოჯახის დაგეგმვის ბევრად უფრო ჰუმანური და უვნებელი მეთოდები არსებობს, ვიდრე აბორტია და სხვ. ცხადია, ცუცქია არ არის ფემინისტი ქალის ტიპიური ნიმუში, უფრო კერძო შემთხვევაა, რადგან ბევრი პიროვნული მანკიერება ახასიათებს, რასაც ფემინიზმთან, თავისთავად, არაფერი აქვს საერთო-მაგალითად, ის მიმართავს შანტაჟს (ელიზბარის დაშანტაჟებას ცდილობს წიგნის ბოლოში), იგონებს ტყუილებს მხოლოდ იმიტომ, რომ "დაჩაგრული ქალის" სახე შექმნას და ამით სხვა ადამიანებს აზარალებს (თავის ბავშვს, რომელიც სადღაც ჰყავს მიგდებული, მეეზოვეს და მის შვილს, სასამართლოს სცენაში). ერთი სიტყვით, ფემინისტი კი არა, უფრო ავანტურისტია, რომელსაც ფემინისტობის ნიღაბი აქვს მორგებული, რადგან ის იმხანად ფასობს. აქვე არ უნდა დავივიწყოთ, რომ ცუცქია პარტიული ქალიცაა და ამით მისი ტიპაჟი შეიძლება ჯავახიშვილის უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავდეს კომკავშირლებისა და პარტიულების მიმართ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თავად ჯავახიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ დიდად აფასებდა ნასწავლობას და განათლებას ქალში და მის საჭიროებას (მაგალითებია სიდონია, ხათუთა, სოფიო), ქალის ძირითად დანიშნულებას მაინც მეოჯახეობასა და დედობაში ხედავდა. თეთრი საყელოც მის მეუღლეს ეძღვნება და რაღაც საერთოც არის ლუბა ჯაჭვაძესა და ხათუთას შორის. ცხაია, ლუბა არ ყოფილა ხათუთასავით მთაში გაზრდილი, უვიცი "მაუგლი", მაგრამ, გიმნაზიის დამთავრების მიუხედავად, ცხოვრებაში სრულიად გამოუცდელი 18-19 წლის გოგონა იყო, როცა ცოლად გაყვა ასაკით საკმაოდ უფროს და ცხოვრებისაგან უკვე გვარიანად ნატანჯ და აქეთ-იქით ნათრევ კაცს (როცა ერთმანეთი გაიცნეს და დაქორწინდნენ, ჯავახიშვილი უკვე 2 ჯერ იყო პოლიტიკური მიზეზით დაპატიმრებული და იმხანად საქართველოდან გასახლება ჰქონდა მისჯილი. მანამდე-გადატანილი ჰქონდა დიდი ოჯახური ტრაგედია, ნასწავლი ჰქონდა ყირიმში, ახლოს იცნობდა ილია ჭავჭავაძის თაობას, მოვლილი ჰქონდა ევროპა, ნაცხოვრები იყო საფრანგეთში, და სხვ.). ამის შემდეგ ის აქტიურად არ მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და დაკავებული იყო ოჯახისა და შვილების მოვლით და გვერდში უდგა ქმარს მის ცხოვრებასა და შემოქმედებაში. ეტყობა, ეგეთი ქალები მოსწონდა მიხეილს და ამიტომ, ეგეთად დაუწყო გადაქცევა ხათუთასაც. |
Posted by: JSB14BSJ 21 Nov 2017, 15:44 | ||||||||||||||||||||||
Solveig
ლისაშვილი თვითონ ხომერიკია - დედამისს ერქვა ლისა და გვარი ასე გადაიკეთა.
ტყუილად და ლამაზი თვალებისთვის ვინ გადაურჩებოდა რეპრესიებს? ჯავახიშვილი გადაურჩა? ხელისუფლებასთან კიდე პეროინტელექტუალური დიალოგებისთვის კი არ ახლოვდებოდნენ.
ყველა ხელისუფლებასთან დაახლოებული ასე იყო და ასეა. აბა ვინც ნიჭის პატრონია, იმას, უკაცრავად და ბოზობისთვის და სხვების დასმენის ადმინისტრაციული მუშაობისთვის კი არ სცხელა. თუმცა გამონაკლისი ყველაფერშია და აქ კოწიაა გამონაკლისი. jadgschloss
ზვიადამ გააქრო აქედან ეგრევე, როგორც კი მოვიდა, რო მაგის მტრებს მამამისის კაიკაცობები არ გამოემზეურებინათ, თორე კოწია ნიჭის გამო კი არ ჰყავდათ ზევით კალთაზე გამობმული. rockforever
აბა რას მიაწვება სხვას
პრესკოტ ბუშსაც მიხეილმა ჩაუყარა საწამლავი ვისკიში და მერე ჰაიზენბერგი ჩაუშვა ამერიკელებთან, სადაც იმალებოდა. მატყუარა ადამიანზე დიდი საზიზღრობა ჯერ არ აღმომიჩენია. თან მატყუარობაში და ინტრიგებში დახელოვნებულებს ერთი რამ აერთიანებს, რაც პატიოსანმა ადამიანმა არც იცის იმიტომ, რომ არ სჭირდება: ბოლომდე, სიკვდილამდე და იმის იქითაც მიაწვება პირველ ჩვენებას, როგორ დაუჯერებლად და ფანტასტიურადაც არ უნდა ჟღერდეს და რა მკრეხელობაც არ უნდა იყოს, რო აუდიტორია დაარწმუნოს. madridiSSta1988
კიდევ ხარ ფორუმზე? ხო არ გაგირკვევია?
ვაი, ჩვენს პატრონს. ასეთ სისულელეს მარტო საბჭოთაწყობაგამოვლილი ადამიანი თუ იტყოდა, რომელიც მოკლავდა დედას, მოკლავდა მამას, თუკი პარტია ბრძანებდა ამას.
ამას სულით საბჭოთა ქართველი ვერ გაიგებს, უხსენი, რამდენიც გინდა. იქნებ სთხოვო და აუხსნა, რო დიდი ხარ და არქმევინო როგორმე, რო არ დაიკარგოს... მაგრამ ვის რას უხსნი, იმას, ვისთვისაც ბავშვობა 50 წლის ასაკის მერე მთავრდება? Menestrel Solveig
ეს პირველი არაა, რასაც მოსაშვილზე ამბობენ კიდევ სხვა სანდო წყაროები და ვიცი რა ის, რაც ვიცი, ძალიანაც სარწმუნოდ მეჩვენება. |
Posted by: rockforever 21 Nov 2017, 22:03 | ||
JSB14BSJ
საარქივო დოკუმენტები აქვს იმ ქალს მითითებული, 1924 წლის აჯანყების დროს რაც აქვს დაწერილი ცნობილი ჩვენებაა, სხვადასხვა მკვლევარის მიერ გამოქვეყნებული. თქვენ გადაამოწმეთ და ნახეთ რომ არ არსებობს არქივში ასეთი მასალები? |
Posted by: JSB14BSJ 21 Nov 2017, 22:45 |
rockforever რა თქმა უნდა, ექნება მითითებული და იქნება-კიდეც შექმნილი მსგავსი შინაარსის დაკითხვის ოქმი, ამაში ეჭვი ვის ეპარება. საქმე სხვა რამეშია - ჯავახიშვილი ნაღდად ჩამშვებია, თუ არა, თორემ დანარჩენი დოკუმენტალისტიკა და სტატისტიკაა. |
Posted by: rockforever 21 Nov 2017, 23:00 | ||
1937 წელს დაწერილი ჩვენებები გაუგონარი ფიზიკური ტანჯვა წამებითაა მიღებული. რკინის მკვნეტელი კაცები ვერ უძლებდნენ, გმირი არ ყოფილა, ჩვეულებრივი ადამიანი იყო. 1924 წელს მიხეილ ჯავახიშვილი თვითონ უგზავნის ჩეკას წერილს, რომ მივალ და მოველაპარაკები ჩოლოყაშვილის რაზმელებს რომ იარაღი დაყარონო, დროზე უნდა მომცეთ ნებაო თორემ ზამთარი მოდისო და მერე მაგათი დაჭერა ძაან გაჭირდებაო. პირველად ნესტან კირთაძემ გამოაქვეყნა და სახელი და გვარი არ მიუთითა ვის მიერ იყო დაწერილი . ესეც ცალკე მარაზმია, თუ სხვების ჩვენებები გამოქვეყნდა და სახელები და გვარები მიაწერეს, იმ სხვებმა რა დააშავეს. |
Posted by: Solveig 22 Nov 2017, 02:00 |
rockforever ეგ წერილი 23 წელშია დაწერილი, როგორც მახსოვს. თავად ჯავახიშვილი 23 წელში დაიჭირეს, 6 თვე გაატარა ციხეში, არაერთხელ სცემეს, მაგრამ ხელს არ აწერდა ჩვენებას. ხანდახან ცოლს აძლევდნენ ნახვის უფლებას და ეს გამოიყენეს მის გასატეხად ბოლოს. ერთხელ, როცა ცოლმა ინახულა და წავიდა, ცოტა ხანში მიხეილმა საშინელი კივილი გაიგონა. მოგვიანებით მის დასანახად ჩაატარეს თმაგაწეწილი ქალი, რომელსაც ისეთი კაბა ეცვა, რაც მის ცოლს. ამის დანახვაზე პატიმარს ისტერიკა დაემართა და ბრახუნი ატეხა-რაზეც გინდათ, იმაზე მოგიწერთ ხელსო. ამის მერე იყო ის დახვრეტის მისჯაც და მერე ინგოროყვას და კამპანიის ცნობილი სტუმრობა და მუხლიჩოქით აჯა ორჯონიკიძის წინაშე. ჰოდა, სულ არაა გასაკვირი, რომ ეიძულებინათ სამსახურის გაწევა და ჯავახიშვილს, რომელსაც საკუთარ კისერზე ჰქონდა ნაწვნევი, თუ როგორ უსწორდებოდა ჩეკა "ურჩებს", ჩოლოყაშვილთან შუამავლობა შეეთავაზებინა. თან, იქნებ, სრულიად პრაგმატული მიზნითაც-იფიქრა, ამათგან თავის დაღწევის შანსი არ გვაქვს და იქნებ, სისხლისღვრა მაინც ავიცილოთ თავიდანო. მანდ ბეზღობის მსგავსი მე ვერაფერი ვნახე. ხელისუფლებამ მშვენივრად იცოდა, ვინც იყო ქაქუცა და ციხეში მყოფი ჯავახიშვილი იმდენს ნამდვილად ვერ ეტყოდათ, რამდენსაც თავად მათი მზვერავები. გარდა ამისა, ქაქუცა იმითაც იყო ცნობილი, რომ კრიმინალებს არ აჭაჭანებდა თავისთან, აძევებდა რაზმიდან. იმხანად ბევრი ყაჩაღი თარეშობდა საქართველოში და ჩეკა მაგათაც ებრძოდა. არცთუ იშვიათად, გადაბირებასაც მიმართავდნენ ვიღაცებისას, რომ მერე სხვებთან ებრძოლათ მაგის მეშვეობით და ეგ ხალხიც ინფორმაციის კიდევ ერთ წყაროს და საბრძოლველად გამოსადეგ იარაღს წარმოადგენდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არსაიდან ჩანს, რომ ჯავახიშვილის წერილი სერიოზულად აღიქვეს "ზემოთ" და რამე მისია შედგა მაგ პრობლემის მოსაგვარებლად. ყოველ შემთხვევაში, სულხანიშვილის მოგონებებიდან ეგეთს ვერაფერს ვიხსენებ. 23 წლიდან სიკვდილამდე ჯავახიშვილი ჰყავდათ მორალურ ტერორში. ოციანი წლების ბოლოს არიფიონი დააშლევინეს, როგორც მავნებლური ორგანიზაცია და ფილიპე მახარაძემ სასტიკად გალანძღა საჯაროდ და გააკრიტიკა მისი შემოქმედება. რაც არ უნდა გაეკეთებინა, ყველაფერს მის წინააღმდეგ იყენებდნენ. მაგალითად, მისი დისწული, მაქსიმე ფეოფანოვი, რომელიც მამით ბერძენი იყო, საბერძნეთში წავიდა ბერძნულ თემთან ერთად. იქ ვერ გაძლო და ბიძას ხმა მიაწვდინა-დაბრუნება მინდა და დამეხმარეო. მიხეილმა უშუამდგომლა-ახალგაზრდა ბიჭია, შეცდა და წავიდა. არადა, ნახევრად ქართველია, ქართულად არის აღზრდილი, უცხო გარემოში ვერ გაძლო და იქნებ, აპატიოთ შეცდომა და დააბრუნოთო, მაგრამ, ამაოდ. მაქსიმეს არ მისცეს დაბრუნების უფლება და მიხეილს კიდევ ერთი მინუსი მიემატა დოსიეში. ორიოდე სიტყვაც რომ ეთქვა ახლობლების წრეში, უკვე "ზემოთ" მიდიოდა ხმა და ახსნა-განმარტებები უწევდა. ბერიას აღზევების მერე საერთოდ რა დღეში ჰყავდათ, ეგ ყველამ კარგად იცის. ბოლოს კი სულაც დააპატიმრეს, აწამეს და დახვრიტეს. ამას მისი აშკარად ანტისაბჭოთად განწყობილი შემოქმედებაც მივამატოთ და... რა ვიცი. აშკარად ვერ თავსდება მაბეზღარობასთან ეს ყველაფერი. ახლა, ბოთლზე რომ დასვამენ და ცოლშვილის გაუპატიურებით დაემუქრებიან კაცს, ის ყველაფერზე წავა ალბათ და უხერხულია, ასეთ პირობებში ვინმეს დასახელება გაუტოლდეს იმ სტაჟიანი მაბეზღარების საქმიანობას, ვისაც ბუზიც არ აფრენია არც 30-იანებში და არც მის მერე. |
Posted by: Pistons04 22 Nov 2017, 02:07 | ||
2 გელა რაღაა, რა თქმა უნდა ღიირს. ბევრი საინტერესო რამ მაინც იქნება |
Posted by: _მანის_ქაშიო? 15 Dec 2017, 22:53 |
დღეს, ქათქათას სეირნობის დროს (ჩემი ძაღლია ქათქათა ) შეიძლება მიკმინოს რა სახელი დამარქვი შეაჩემაოოო?!:spy: ჰოდა,შემხვდა ჩემი ყოფილი ლექტორი. ნუ ტრადიცული მოკითხვის შემდეგ და ქალებზე, ფეხბურთზე საუბრის შემდეგ... უცებ შევნიშნე წიგნი ეკავა ხელში. თვალში მეცა წიგნის სათაური,კერძოდ- მიხეილ ჯავახიშვილის "კვაჭი კვაჭანტირაძე". გამეციან და მივახალე: არ გაქვს წაკითხული ? ქათქათამც კი შემომხედა და სახეზე ეწერა "მთლად გამოყლევდი შეჩემა რეებს ეკითხები ?" აშკარად,არ ესიამოვნა ჩემი ღიმილიანი სახით ნაკითხი კითხვა. შემდეგ უეცრად რატომღაც ჯავახიშვილზე ვიბაზრეთ. და ჩვეულებრვი ბაზარი სერიოზულ კამათში გადაიზარდა. ქათქათამ ერთი ორჯერ დაიყევა კიდეც. ალბათ,ამბობდა: მე უნდა ვიყო ძაღლი და თქვენ ადამიანები ? და მერე იქვე მდგარ ქართული ოცნების პლაკატს მიაფსა... ჰომ,ჩაგიშვი ქათქათა ? მოკლედ,სანამ ქათქათას ჩემს მიმართ გამოთქმული აზრი გავამყარე ვიტყვი რომ მთავარი თემა კამათის იყო ჯავახიშვილი სიდიადე! მე ხმამაღლა გავნაცხადე,რომ ჯავახიშვილი დონის პროზაიკოსი არ გვყოლი,ყოველშემთხევაში მეოცე საუკუნიდან თუ დავიწყებთ ათვლას... ძაან მომიშალა ნერვები ჩემა ყოფილმა ლექტორმა "ჯაყოს ხიზნების" გამო არ უნდა დავაყენოთ თურმე პედისტალზე |
Posted by: JSB14BSJ 15 Dec 2017, 23:56 |
მაგარ ცვეტშია ფორუმზეც და ლექტორებშიც ჯავახიშვილი |
Posted by: Solveig 16 Dec 2017, 03:39 |
_მანის_ქაშიო? პოსტს ძაღლის ფოტო აკლია |
Posted by: merkantila 16 Dec 2017, 10:08 |
ქეთევან ჯავახიშვილის "მოგონებათა წიგნს" ვეძებ და ვერსად ვერ ვიპოვე |
Posted by: _მანის_ქაშიო? 17 Dec 2017, 11:35 |
Solveig ქათქათას ფოტო ? ცოტა მორცხვია ჩემი ქათქათა ,მაგრამ სელფი უყვარს გამოვჩნდებით მალე ჯავახიშვილზე მინდა ვთქვა რომ , კვაჭი კვაჭანტიაძეში უფრო ამოვიცნობთ ქართველბი ჩვენს თავს ვიდრე ჯაყოს ხიზნებში |
Posted by: Menestrel 18 Dec 2017, 20:07 | ||
ერთშიც და მეორეშიც. "კვაჭი" უფრო დასავლეთ-ქართველებზეა დაწერილი (არ მესროლოთ, მეც იქაური ვარ ჯაყოები წიგნებს არ კითხულობენ, თორე კი ამოიცნობდნენ თავიანთ თავებს. თეიმურაზი უფრო განზოგადებული სახეა ქართველი ინტელიგენტის და, ზოგადად, ქართველი კაცის (მათ შორის - თვითონ ჯავახიშვილისაც). მარგოც ძალიან ცოცხალი, რეალური და თანამედროვეა. ნახუცარი ივანეც. ჯაყოს ცოლი ნინოც. ხევისთავების ყოფილი მოურავი პეტრეც. სხვაგანაც არიან ეგეთი პერსონაჟები. ცუცქია, მაგალითად, ნამდვილი თანამედროვე ქართველი ფემინისტკაა ერთადერთი განსხვავება ისაა, რო ახლა ინგლისური სლენგით ლაპარაკობენ, რუსულის მაგივრად "ქურდის" პერსონაჟიც ნამდვილი თანამედროვე ქართველი მოსამართლეა. თომა და თამრო "ოქროს კბილიდან" - ეს მოთხრობა განსაკუთრებულად მიყვარს. თომას მეზობელი ქალები, თომას დედა... რომელი ერთი. |
Posted by: HurricaneKat. 22 Dec 2017, 12:22 | ||
ეს რანაირი 'სტანდარტია' ჯავახიშვილის დონის პროზაიკოსი არ გვყოლია, ყოველშემთხვევაში ჯავახიშვილებს შორის (ვიცი რომნამდვილი გვარი არ არის) მთლიანად ჩვენი ლიტ. რომ ავიღოთ 5ეულში უნდა შედიოდეს ჩემი აზრით დანარჩენი 4-ის დასახელებაც კი გამიჭირდება ჩემთვის ჯავახიშვილი მაინც ეროვნული საქმის კაცია, ვიდრე ლიტერატურის (თუმცა ამ ბოლოშიც ცოტა კონკურენტი ეყოლება) |
Posted by: _მანის_ქაშიო? 22 Dec 2017, 12:41 | ||||
HurricaneKat. კარგად თუ დაკვირდები მეოცე საუკუნიდან თუ დავიწყებთ ათვლას-თქო მიწერია
ეგრეა ბუმბერაზი იყო
ეროვნული საქმის რატომ ? ბერაის რომ მიაჭრა არ დანგრიო ის ტაძარიო? თუ ბოლშევიკებს რომ აგინებდა სუფრაზე ისე ჯავახიშვილშიც და ილიაშიც როგორ სჩანს ქართული ხასიათი! იმან ილია ვარ რას აკეთებთო?! ეგონა რათგან ილია იყო ვერ ესროდენ და ამას სჯეროდა ,რომ კომუნისტები ხელს ვერ დაკარებდენ რათგან დიდ ბელადს ევასებოდა და თავისი ხელით ჩამოჰკიდა მედალი საკუთარ თავს თავად გამოუტანა განაჩენი... არადა შეძლო კალამით გაცილებით ეფექტურად ეომა წითლების წინაღმდეგ. ქართული ხასიათში ის ვიგულისხმე,რომ თავი ხელშეუხებელი ეგონათ ორივეს... ჯავახიშვილი ქართველი დოსტოევსკი იყო,ჩემი აზრია ეს თუ გინდათ დამცინეთ |
Posted by: George Best :) 22 Dec 2017, 12:45 | ||
მაქამდე ვინ გვყავდა დიდი პროზაიკოსი? ილია კი იყო,მარა "დიადი მიზნების" გამო აფუჭებდა ბევრ რამეს თუნდაც ოთარას მე კლდიაშვილი მევასება,მაგის დონის მგონი არც არავინ გვყოლია,თარგმნაა ძნელი,ან თითქმის შეუძლებელია და ამბებია ძაან ქართული, თორე მსოფლიოშიც საკმაოდ დიდი ვინმე გაიჩითებოდა ვაბშე წეღან დავფიქრდი და იმენა პროზაიკოსი,მარტო ჩვენ დონეზე კი არა მსოფლიოს დონეზე,ხუთს გავიხსენებ მეთქი და ვერ მოვახერხე,რობაქიძე არ მაქვს წაკითხული :დ კაი ჰა გამსახურდია ჩავთვალოთ,ცოტა ეგეც მეეჭვება ჯავახიშვილი კლდიაშვილი გამსახურდია შედარებით ახლებიდან ჭილაძე-ქარჩხაძე შეიძლება,მარა რავი,რავი პოეზიაში მოვიდნენ ბარე ორი ზატო |
Posted by: HurricaneKat. 22 Dec 2017, 15:34 | ||||
_მანის_ქაშიო? კარგად თუ დააკვირდები, მე ის ვიგულისხმე რომ უაზრო 'სტანდარტი' დააწესე George Best ვინ ოთარას აფუჭებდა?
და ვინ ორი მოვიდა
მასეა გიორგი ლეონიძე ნინოშვილი ინანიშვილი რომ მითხრა ერთი ნაწარმოებით გაგვაცანი ქართული ხასიათიო, ერეკლე მეფეს და ანანაურელ ულამაზოებს წავაკითხებდი |
Posted by: _მანის_ქაშიო? 22 Dec 2017, 16:32 |
HurricaneKat. ეგ შენ ჩათვალე ეგრე ,რომ მე უაზრო სტანდარტი დავაწესე. მე არ ვთვლი ეგრე! ცხარე კამათის დროს აგერ ჩვენმა ერთი შეხედვიდ ბუნჩულა პრემიერმა სახალხოდ დაფიქსირა და გამოთქვა სურვილი,რომ თავტლიპინა მელიას კეთილების უტატატააააა ურთერთობის დამყარების წინაპირობა შეექმნა... ასეთ თავხედობას თვით ჯაყოც ვერ გაბედავდა! მაგრამ,აქ ცოტა ავცდი თემას. ანუ,რისი თქმა მსურდა. დებატების დროს შეუძლებელია დავიცვად გარკვეული ეთიკიეტი.. ჩემი აზრით,საკმაოდ კარგი არგუმენტი მოვიყვანე და ჩემა ლექტორმა კიდევ უაზრო რაღაცები წამოროშა.. რაც არა მხოლოდ ლექტროს (მისი სტატუსიდან გამომდინარე ) ,უბრალოდ ლიტერატურის მოყვარულს არ შეფერის. მწერალი გააკრიტიკო და ეჭვქვეშ დააყენო მისი ნიჭი,მხოლოდ იმიტომ,რომ მან ასე ვთქვათ,საკუთარ ქვეყანას დარტყა ცნობიერების დონეზე უჰ,იხ...ამოვისუნთქ ღრმად... სხვათა შორის,გირჩევთ თქვენც ისუნთქოთ ღრმად! შველის..... რამხელა ერთი შეხედვით აბდაუბდა ტექსტი გესროლედ ,როგორც პუშკინმა ესროლა დანტეს ხელთათმანები! იმედია პუშკინივით არ დამამთავრებინებთ... აი,უაზრო იყო ეს ჩემი პოსტი და შენი პასუხი იმაზე რაც მე გკითხე. შენ ვითომ დიპლომატიურად დაიგნორე ჩემი კითხვა. ანუ,რატომ იყო ეროვნული შენი გადმოსახედიდან.. პ.ს ვაფლი გიყვარს ? |
Posted by: George Best :) 22 Dec 2017, 16:50 | ||||||
HurricaneKat.
ქვრივს
გამონათქვამია
საბავშვობებია :დ |
Posted by: Solveig 23 Dec 2017, 11:57 | ||||||
მაიცათ ახლა ეგნატეს დაყენება ჩამოთვლილების გვერდით აშკარად უხერხულია _მანის_ქაშიო?
ჩვენ ნუ გეშინია, მაგრამ, ძაღლის თანდასწრებით მაინც მოერიდე ხოლმე ეგეთებს. ძაღლია მაინც. ვაი და, მობეზრდეს და გიკბინოს |
Posted by: merkantila 23 Dec 2017, 13:32 |
ქეთევან ჯავახიშვილის მოგონებებს ვერსად ვერ ვპოულობ და თქვენ ხომ ვერ დამეხმარებით? |
Posted by: HurricaneKat. 25 Dec 2017, 10:48 |
Solveig რატომ? George Best ელეონორას, და იმ მეორეს რა ერქვა, ამბავი გააგრძელე |
Posted by: Solveig 25 Dec 2017, 12:05 |
HurricaneKat. სერიოზულად კითხულობ მაგას? ეგნატე იყო საშუალო ნიჭის პროზაიკოსი, რომელიც დიდად არ განსხვავდებოდა, მაგალითად, უიარაღოს, მელანიას და სოციალურ თემაზე სხვა მწერლებისაგან. მის ნაწარმოებებში არ იყო რაიმე განსაკუთრებულად ისეთი, რაც მანამდე და მის მერე არ ყოფილა ქართულ ლიტერატურაში (მსოფლიოზე რომ აღარაფერი ვთქვათ). იყო თხრობა და არა ანალიზი, ან რაიმე განსაკუთრებულის მიგნება. რამე რომ ყოფილიყო, ეგნატეს ნაწარმოებებს სკოლაში არავინ ასწავლიდა ყველა კლასში და კლასიკოსად არავინ გამოაცხადებდა, მაგრამ, "გაქაჩვა' მოხდა "კლასობრივი" კუთხით. 20/იან წლებში, ანუ "საბჭოთა საქართველოს" არსებობის პირველ ხანაში, როცა სასტიკი ბრძოლა იყო გამოცხადებული ძველ საქართველოსთან და განსაკუთრებით, "თავადაზნაურული წარმოშობის მქონე" ხალხთან, ილია, აკაკი, ვაჟა და სხვანი დრომოჭმულ და ახალი საქართველოსათვის მიუღებელ მწერლებად მიიჩნეოდნენ. ამიტომაც მოიძებნა დაბალი სოციალური წარმოშობის, სოციალურ თემებზე მწერალი ეგნატე ნინოშვილი, რომელიც: 1. იყო სოციალურად შეჭირვებული, მაგრამ, განათლებული ადამიანი 2. ამ გაჭირვებამ და შიმშილმა დააავადა და ნაადრევად გადაიყოლა 3. იზიარებდა სოციალ-დემოკრატიულ იდეებს და "მესამე დასი" მის დასაფლავებაზე შეიქმნა 4. იყო გურული ( ) და ამის გამოც, ქართველი ბოლშევიკების ახალგაზრდობის დროინდელი ნაცნობი. სწორედ ამიტომ "გააპოპულარულეს" ეგნატე, იყო დრო, როცა ვიღაცები წერდნენ: "ჩვენი ეგნატე, თქვენი ილიაო" |
Posted by: HurricaneKat. 25 Dec 2017, 12:07 | ||
Solveig
კლდიაშვილი გამოგრჩათ |
Posted by: Solveig 25 Dec 2017, 12:11 |
HurricaneKat. არა, კლდიაშვილი არ გამომრჩენია, რადგან მისი ნაწარმოებები არაა მხოლოდ სოციალურ თემაზე ნაწერები. პერსონაჟებიც გაცილები უფრო ხატოვნად არის აღწერილი და ღრმად დახასიათებული, ვიდრე ეს ეგნატეს აქვს. მესმის, რომ გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ, ეგნატეს პროზაზე გაცილებით მაღალმხატვრულია დავით კლდიაშვილის ნაწერები. |
Posted by: George Best :) 26 Dec 2017, 11:39 | ||||||
HurricaneKat.
ბოლოები ნახე,მარტო მე ვაგრძელებდი :დ ბუკოვსკის ნაწერი გამოვა კიდე მე რო გავაგრძელო და ის აშკარად უკეთესად წერდა :დ
ხელი კლდიაშვილისგან :დ
ამ შემთხევვასი დავაც არ უნდა,რა ეგნატე :დ |
Posted by: HurricaneKat. 26 Dec 2017, 12:10 |
George Best ზუსტად რა ბუკოვსკის ტიპაჟი ხარ გააგრძელე მაინც |
Posted by: _მანის_ქაშიო? 26 Dec 2017, 12:20 |
Solveig ეგნატეს "ჩვენი დროის რაინდში" რამე ვერ დაინახეთ ,ანუ ისეთ ცოტა სერიოზული თემა ? რაც შეეხება უარაღოს მამლუქს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწარმოებია და მისგან უმაღლესი დონის სერიალს გადაიღებდენ სხვა ქვეყანაში. ჩვენთან მარტო ერთი კინკილა ფილმი აღირსეს. |
Posted by: Solveig 26 Dec 2017, 13:49 |
საოცრება პირდაპირ როგორ შეიძლება, რომ ეგნატეს ნაწარმოებები დაუყენო გვერდით ერთი მხრივ, გიორგი ლეონიძის მაღალმხატვრულ პოეტურ პროზას, მეორე მხრივ-რევაზ ინანიშვილის ქმნილებებს-ვაჟა-ფშაველას მერე, ქართველ მწერალთა შორის არავინ ჩაწვდომია ბუნებას ისე ღრმად, როგორც რეზომ შეძლო. ჰოდა კიდევ, გაგანია "სოციალიზმის აღმშენებლობის" წლებში კაცი რიგითი ადამიანების სულიერ სამყაროზე წერდა და არა მაინცდამაინც შრომის გმირებზე და ასეთებზე. ისეთ რაღაცებს წერდა, რასაც არც მაშინ და არც მას მერე არავინ შეხებია. ან თუნდაც დავით კლდიაშვილს, რომელმაც მთელი თაობის და ეპოქის ტრაგედია აღწერა თავის ნაწარმოებებში. ეგნატეო. ღმერთმანი თან, მიხეილ ჯავახიშვილის თემაში ვწერთ ეგნატეზე არანაირად არ ვაკნინებ ჭყ მჯღაბნელების დონეზე, პანტელეიმონ ჩხიკვაძესა და სევასტი თალაკვაძეზე ბევრად მაღლა დგას ეგნატე ნინოშვილი და თავისი ადგილი ნამდვილად უკავია ქართულ ლიტერატურაში. უბრალოდ, ჩამოთვლილი ხალხი აშკარად მასზე მაღლაა. * * * თუ გინდათ, გახსენით ცალკე თემა ეგნატეზე (თუ არ არის უკვე) და იქ გავაგრძელოთ |
Posted by: _მანის_ქაშიო? 26 Dec 2017, 16:20 |
Solveig ვახ,მე პირადად არ შემიდარებია არავისთვის,უბრალოდ თქვენ ისე გამოიყვანეთ,თითქოს მარტო იმიტომ გაიქაჩა რომ ბოლშევიკებმა გადაწყვიტეს ეგრე. უბრალოდ შეკითხვა დაგისვით "ჩვენი დროის რაინდში " ვერ ნახულობთ რამე ღირებულს ? |
Posted by: rockforever 27 Dec 2017, 11:52 | ||
მამლუქი არის გამორჩეული მის შემოქმედებაში და არა ქართულ ან მსოფლიო ლიტერატურაში არც მხატვრული ძალით, არც პერსონაჟებით, არც ისტორიული რეალობის რაღაც საოცარი ასახვით არ გამოირჩევა ეგ ნაწარმოები. მიხეილ ჯავახიშვილთან ვერცერთი ვერ მოვა, უნიჭიერესი მწერალი იყო. რომ უწერია მწერლობაში საწყალი კაცი იკალათებდაო და მეც ავიღე ეგ თემაო მაგ ჟანრშიც კი პირველივე ,,ჩანჩურა'' ბრწყინვალე მოთხრობა დაწერა. ზოგადად პროზა ჩვენი შედარებით სუსტი მხარეა და თუ პოეზია მსოფლიო დონისა გვაქვს ამ მხრივ პროზაში ცოტა გვიჭირს. მზად ვარ ჩავიქოლო, მაგრამ ასე მგონია. |
Posted by: Menestrel 27 Dec 2017, 16:32 | ||
'ჩვენი ქვეყნის რაინდი" - ასე ქვია მაგ მოთხრობას. საინტერესო მოთხრობაა იმითაც, რომ მთავარი გმირი - სპირიდონ მცირიშვილი დიდი სიყვარულით დახატა ავტორმა და თავისი ბიოგრაფიული დეტალებითაც უხვად დაასაჩუქრა, ზუსტად ისე, როგორც მიხეილ ჯავახიშვილმა - თეიმურაზ ხევისთავი. მაგრამ - განსხვავება მაინც დიდია. თუნდაც ის, რომ "ჩვენი ქვეყნის რაინდში" სამივე პერსონაჟი კვდება, "ჯაყოს ხიზნებში" პირიქით - სამივე ცოცხალი რჩება. აღარაფერს ვამბობ სხვა სიუჟეტურ სხვაობებზე, "ტექნიკურ", ენობრივ და სხვა მხარეებზე - სადაც მიხეილ ჯავახიშვილი ნამდვილი ვირტუოზია, რასაც ვერ ვიტყვით ეგნატეზე. თითქოსდა ერთნაირი ამბავია, მაგრამ მოთხრობილი სულ სხვადასხვანაირად - ამით განსხვავდება "ჯაყოს ხიზნები" "ჩვენი ქვეყნის რაინდისგან". ეგნატე ნინოშვილსა და მიხეილ ჯავახიშვილს შორის განსხვავებაც ესაა. |
Posted by: HurricaneKat. 28 Dec 2017, 09:24 | ||||
ჩვენი დროის გმირი |
Posted by: საილერი 28 Dec 2017, 09:53 | ||||||
ისინი ჩვენს გვერდით არიან . |
Posted by: HurricaneKat. 28 Dec 2017, 10:00 | ||
ერთ-ერთი შენ ხარ რა თქმა უნდა |
Posted by: rprp 18 Aug 2018, 18:17 |
დღეს პირველად ამ ფორუმიდან შევძელი და მივიღე ის ინფორმაცია რაც მჭირდებოდა <3 |
Posted by: Heart_of_Darkness 18 Aug 2018, 20:42 |
საინტერესო თემაა, პირველი გვერდიდან დავიწყე და შემომეკითხა. წლებია ჩემი საყვარელი ქართველი მწერლების სამეულში შედის. შედის რა, სამეულის ლიდერია. ინტელიგენციის რეპრესიების თემა დიდიხანია მაინტერესებს, კერძოდ, ჩამშვებებ-დამსმენების ამბები, კარგი იქნება წიგნი რომ გამოსცენ ამ თემაზე. რა გახდა ეს ლუსტრაცია. |
Posted by: clockticker 18 Aug 2018, 20:47 |
ძალიან მიყვარს ჯავახიშვილი ))) |
Posted by: ჯიმ"მორისონი 18 Aug 2018, 23:15 |
clockticker იმედია ავატარზე შენ არ ხარ ჯავახიშვილი უდიდესი იყო და ამას პოსტების მოსამატებლად არ ვბაზრობ ჩემთვის ყველა დროის უდიდეს ქართველების ტოპში შედის |
Posted by: clockticker 19 Aug 2018, 03:57 | ||
და რაზე? |
Posted by: ჯიმ"მორისონი 19 Aug 2018, 03:59 |
clockticker რა რაზე? |
Posted by: clockticker 19 Aug 2018, 04:02 | ||
რაზე იმედოვნებ რომ მე არ ვარ მეთქი |
Posted by: ჯიმ"მორისონი 19 Aug 2018, 04:04 |
clockticker ფოტო რაც გიყენია ანუ ავატარი |
Posted by: clockticker 19 Aug 2018, 04:06 | ||
ვაიმე ხოდა რატომ იმედოვნებ რომ მე არ ვარ მეთქი მაგ ფოტოზე |
Posted by: ჯიმ"მორისონი 19 Aug 2018, 04:12 |
clockticker ბანჯოს დას ჰგავხარ |
Posted by: madridiSSta1988 19 Aug 2018, 12:34 | ||||
არა, ვისაც ვკითხე, არავის აქვს გაგონილი. |
Posted by: JSB14BSJ 19 Aug 2018, 14:54 |
madridiSSta1988 სადღაც 1-2 გვერდის წინ წერია - ილო მოსაშვილია ალბათ. |
Posted by: ჯიმ"მორისონი 4 May 2019, 00:32 |
რამოდენიმე თვის წინ ძველი ჩამადანი ვიპოვე,სადაც გერმანიაში წასაღები წიგნები მქონდა თავმოყრილი. დავიწყე ამოლაგება. ჩემი ყურადღება ერთმა წიგნმა მიიქცია, უფრო სწორად იმან, რომ მასზე ფაროსანა გულაობდა საკაიფოდ. სასწრაფოდ შევაწყვეტინე ფაროსანას ხეტიალი. უცებ წიგნს დავიხედე და ხელში შემრჩა კვაჭი კვაჭანტირაძე. ძალიან ემოციური იყო ჩემი და ჯავახიშვილის მორიგი შეხვედრა! გამახსენდა, რომ 2012 წლის ზაფხულში წავიკითხე ბოლოს,ხოდა ჯანდაბას მე ვთქვი და კიდევ ერთხელ ჩავუჯექი კვაჭის ბიოგრაფიას. ისევ ისე მოიტანა, როგორც მაშინ! ისევ დავხურე წიგნი და შემრცხვა, რომ ქართველი ვარ; განსაკუთრებით იმ მომენტზე, როდესაც კვაჭი ამბობს: მე მეგრელი ვარ,ხოლო ქართველები ველური ხალხია" . არა რა ასე ვერცერთი ქართველი მწერალი ვერ აშიშვლებს ქართულ სულს; სხვა ვერავინ გაჩვენებს ქართველი კაცის მედლის ორივე მხარეს. მთავარი გმირის მიმართაც გაორებული გრძნობა გაქვს. გულის სიღრმეში გსურს, რომ ჩადენილი ამარზენი საქციელების გამო პასუხი აგოს, მაგრამ ამავე დროს აღფრთოვანებული ხარ მისი გამჭრიახობით. ფინალში თითქოს ეხვეწები ავტოტს: მოკალი, მაგრამ იქ არ დატოვო! არ იმსახურებს მსგავს დასასრულს. როგორ არ გაუმართლა ჯავახას, რომ საქართველოში დაიბადა, თორემ მსოფლიოს ლიტ ბუმბერაზების გვერდით დაიკავებდა ადგილს. |
Posted by: JSB14BSJ 8 May 2019, 17:53 | ||
ჯიმ"მორისონი
მარტო მაგას? შოთა? ილია? აკაკი? ვაჟა და ამ რითმის ავტორი? და გურამიშვილიც ზემოდან. |
Posted by: ჯიმ"მორისონი 13 May 2019, 22:20 |
JSB14BSJ შოთა არა მაგრამ ილია და აკაკი როგორც მწერლები ვერ მივლენ ჯავახიშვილთან ეს კაცი სულ სხვა დონე იყო ძალიან მაღლა იყო ასული... |
Posted by: decembre 13 May 2019, 23:03 | ||
ილიაზე დავპოსტე ადრე მსგავსი რაღაც წიგნების ჯგუფში და კინაღამ ცოცხლად დამწვეს |
Posted by: George_Best 25 May 2023, 15:21 |
კარგა ხანი არ მქონდა წაკითხული და ახლა გადავიკითხე ჯაყოს ხიზნები 1924 წელს ყოფილა დაწერილი და ასე მგონია დღევანდელზე წერდა პერსონაჟები,გარემო,სიტუაცია,თითქმის იდენტურია უბრალოდ თუ თეიმურაზი იმ დროისთვის წარსული დიდებაა,ანუ საქართველოს მამოძრავებელი რავი,განათლებული თავადაზნაურობის,რომელიც პირდაპირი გაგებით იბრძოდა ქვეყნისთვის უკანასკნელი დღეები,რომლებსაც ახლა არაფრის ტრაკი არ აქვს და მუდმივად დანისლულ დასავლეთისკენ მდებარე სურამის ქედს უყურებენ იმედით ცივი ჩრდილოური ქარის თანმლებით,ახლა ეს "თეიმურაზი" უფრო თავადაზნაურობაზე კი არა ხალხზეც ვრცელდება,კარგი დასავლეთი და არაფრის კეთება იმ სიკეთისთვის,უაზრო ბლა ბლა ჯაყო იმენა იდეური ქოცობაა,დიდთან პატარა,პატარასთან დიდი,ერთს თუ შეაყოფინებ გადაგტყნავს,ძალას თუ ანახებ დაზადნავს,ერთი შეხედვით ბრიყვი მარა საკმაოდ ჭკვიანი მარგო რაღაც უცნაური ფენომენია,არ მომწონს ძან გავრცელებული თეორია მარგოს საქართველოსთან შედარებაზე,საკმაოდ ლოგიკური არგუმენტები აქვს,მაგრამ მარგო უბრალოდ რაღაც ტროფეისავით არის ამ "თეიმურაზებ" ჯაყოების" ომში,ტროფეი ველური ძალის და იმპოტენტი გონების წინაამღდეგ,მოგებული ისაა ვინც ითრევს ივანეც საკაიფოა,ხალხის მარადიული ნაწილი,რომელიც ყოველთვის კარგადაა,აზრი არ აქვს ვინ ან როგორ იქნება ზემოთ,რუსი,ქართველი,კომუნისტი,მართმადიდებელი,ივანე სულ კარგად იქნება ვთქვათ როგორც ზარალა,90-იანებში კარგად ისროდა,ედიკას დროს ცოდნას აგროვებდა,მიშას დროს და დღეს ბიზნესები აქვს და კაი განათლებული ევროპელის ვიდზეა,ან ვთქვათ არ მიყვარს ეგ სიტყვა მარა "ციცო" დეიდა,გუშინწინ ედიკას შტაბშია,გუშინ ნაცების,დღეს ქოცების,ხვალაც სადმე შტაბში იქნება და სულ იცოვრებს,არც მდიდარი იქნება,მარა პურის ფული სუ ექნება რაღანაირად ალალად ტეხავს.99 წლის წინდელ წიგნში დღევანდელი სიტუაცია რო არის,გასაგებია ეს ჩემი აზრია,ჩემი შეხედულებით,მაგრამ მოცემულობა იგივეა,თეიმურაზი დასავლეთზე ოცნებობს და მხოლოდ სიტყვით ცდილობს მიღწევას,როცა ჯაყო ცხოვრებას უტყნავს პირდაპირი მნიშვნელობით,ისევ ჯაყოს დრო არის,სამწუხაროდ მეორე მხარე,თუ ვიკიდებთ პოლიტიკურ სიტუაციას,აი ეგ უფრო მომწონს რაც ამ წიგნის ამრადიულობას უფრო უსვამს ხაზს,ვთქვათ ვარ ამრიკელი,ვცოვრობ ტეხასის შტატში და რატომღაც ვარ კაცი რომელსაც ლიტერატურა უყვარდა სახელად ვინი კეჟერინსკი და ჩამივარდა ეს წიგნი ხელში,ძაან ვიკაიფებ დიდი ალბათობით,შეიძლება მთლად ბოლომდე ვერ ჩავწვდე თეიმურაზის და ივანეს დიალოგებს ქართველის ბუნებაზე,მაგრამ ამას დიდ ყურადღებას არ მივაქევ,რადგან მიდის მარადიული ომი გონების და ძალის,ეგრეთ წოდებული ყვერების დატოლების,ნატიფი გონება ველური ბუნების წინაამღდეგ,სამყარო სადაც გონებას შანსი არ აქვს,მამენტ არც იმსახურებს :დ და მაგ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა მარგოს პერსონაჟი,თეიმურაზი და ჯაყო გასაგებია,მაგათი ომებიც თავისთავათან აან ასწორებს აი მარგოს ომები სულ სხვაა,მარგოს ომები თავის სინდისთან,პატიოსნებასთან,სექსუალურობასთან და მარგოს გრნობები თეიმურაზზე საკაიფო რამეა იტოგში,აქედანაც რო იმასუქნა და იქიდანაც მეორე მხარე ასი წლის მერეც მარადიული იქნება,აი პირველი პოლიტიკური და ქართული ამბიდან იმედია ასი წლის მერე სურამის ქედი დანისლული აღარ იქნება და მაგ ქედის ნაწილი ვიქნებით,ჩრდილოეთიდან კიდე ცივი ქარი უბრალოდ ნიავი გახდება,რომელსაც ვერც ვამჩნევთ,ხზ ვერ გავიგებთ მაგას |
Posted by: Telegraph_ 27 May 2023, 21:24 |
აუდიო ვერსია (15 ნაწილია) http://digitallibrary.tsu.ge/book/!2017/free/audio/dj/javakhishvili-jako/01.mp3 http://digitallibrary.tsu.ge/book/!2017/free/audio/dj/javakhishvili-jako/02.mp3 http://digitallibrary.tsu.ge/book/!2017/free/audio/dj/javakhishvili-jako/03.mp3 http://digitallibrary.tsu.ge/book/!2017/free/audio/dj/javakhishvili-jako/04.mp3 http://digitallibrary.tsu.ge/book/!2017/free/audio/dj/javakhishvili-jako/05.mp3 http://digitallibrary.tsu.ge/book/!2017/free/audio/dj/javakhishvili-jako/06.mp3 http://digitallibrary.tsu.ge/book/!2017/free/audio/dj/javakhishvili-jako/07.mp3 http://digitallibrary.tsu.ge/book/!2017/free/audio/dj/javakhishvili-jako/08.mp3 http://digitallibrary.tsu.ge/book/!2017/free/audio/dj/javakhishvili-jako/09.mp3 http://digitallibrary.tsu.ge/book/!2017/free/audio/dj/javakhishvili-jako/10.mp3 http://digitallibrary.tsu.ge/book/!2017/free/audio/dj/javakhishvili-jako/11.mp3 http://digitallibrary.tsu.ge/book/!2017/free/audio/dj/javakhishvili-jako/12.mp3 http://digitallibrary.tsu.ge/book/!2017/free/audio/dj/javakhishvili-jako/13.mp3 http://digitallibrary.tsu.ge/book/!2017/free/audio/dj/javakhishvili-jako/14.mp3 http://digitallibrary.tsu.ge/book/!2017/free/audio/dj/javakhishvili-jako/15.mp3 |
Posted by: LOLZ 28 May 2023, 04:38 |
Telegraph_ ნწნწ , საინტერესოა მაგრამ ლამის დამეძინა მოსმენისას )) narmonana ჰარი პოტერს რომ მორჩები ჯაყოს ხიზნებს ჩაუჯექი, არ მომეწონა ეს აკადემიური გახმოვანება |
Posted by: Telegraph_ 28 May 2023, 08:13 | ||
LOLZ
ცოტა უნდა ააჩქარო, 1.10x მინიმუმ. ძველი ჩაწერილია ასე 15-20 წლის (სავარაუდოდ უსინათლოებისთვის), მაშინ აუდიო კი არა საერთოდ ელ. წიგნი რა იყო ისიც არ იცოდა უმეტესობამ |
Posted by: narmonana 28 May 2023, 08:18 |
LOLZ ააააააა, ჯაყოოოოოო, სიაში შევიტან, ნაწვეტს მაინც ჩავწერ, ჯაყოს გახმოვანება მაგარი იქნება, და თეიმურაზიიიიის?! უუუუუუ წინასწარ მეცინება |
Posted by: Telegraph_ 28 May 2023, 08:22 | ||
მაგას თუ შეეჭიდები სრულად უნდა ჩაწერო. რთული საქმეა, დაიღლები რასაც ქვია. ოსური აქცენტი გამოგდის? |
Posted by: LOLZ 28 May 2023, 08:30 |
narmonana სექსის სცენის ნაწყვეტს თუ ჩაწერ გამომწერების რაოდენობა გაგიათმაგდება :ბოროტიმრჩეველისმაილიკი: |
Posted by: Aleksandre166 6 Jun 2023, 23:26 |
მახსოვს, 7-8 წლის ვიყავი როდესაც წავიკითხე მისი „ტყის კაცი“ და ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე და შემდეგ დიდი ხანი ჯავახიშვილის არაფერი წამიკითხავს. |
Posted by: Levan ch 26 Jun 2023, 12:36 | ||||
არამც და არამც ჯაყო მაინც შემოქმედი ტიპია, ბოროტი შემოქმედი. კი სხვა დანარჩენი უარყოფითი თვისებებიც არანაკლები აქვს მაგრამ მთავარი მარკა მაინც ისაა და ქოცები ისეთი ###ები არიან ბოროტებიც ვერ არიან, შემოქმედებითობაზე რაღა ვთქვა? ძალა სჭირდება მას და ქოცებს ესეც არ აქვთ დაბოღმილი არარაობები არიან, ძლიერს მიეტმასნებიან და ეგაა. ჯერ საპატრიარქოს მიეტმასნენ და ისე მოვიდნენ, ეხლა უკვე სუსის ჩმორები არიან. ქოცები როგორც კოწიკას უწერია ბოროტება რომ ზიზღით უყურებს ის ხალხია მაგრამ იმდენად ###ები რომ ესენი მაინც ჯოჯოხეთში მოხვდებიან და არა კარების შესასვლელთან :დ ჯაყო იდეალური დედისტყვნაა სტალინის და იმიტომ არ ეპატია ჯავახიშვილს ეგ ნაწარმოები ყველაზე საინტერესო თეიმურაზ ხევისთავია და 100% ვეთანხმები იმ აზრს რომ ჯავახიშვილს სხვა ვიღაც კი არ ყავს აქ დახატული, როგორც ბევრგან წერია რომ ეს არის თავად აზნაურობა და ა.შ არამედ 100%-ით საკუთარი თავი ყავს ნაგულისხმები ბევრ რამეში ძალიან გავს, ფიზიკურადაც და მთავარი ის არის, რომ საკუთარ გასაჭირზე წუხს ამით რომ არაფერი შეუძლია, ვერ უდგება პროცესს წინ, ვერ ეწინააღმდეგება იმას რაც იმ დროში ხდებოდა თეიმურაზსაც და ჯავახიშვილსაც არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ იმდენად უუნაროდ არიან, და რას ხედავს? როგორ იპყრობს საქართველოს ბინძური და ბოროტი ძალა და როგორ არ შეუძლია შეწინააღმდეგება თვითონ ჯავახიშვილს და როგორ თეიმურაზივით უყურებს როგორ უწევს მისი ცოლი სხვას საწოლში(რეალურში კი ალბათ საქართველო) და ისიც კი არ შეუძლია რომ ბოროტებას ხანჯალი ჩაარტყას ეს ბოროტება რომ 100% მომავალი ბოლშევიკები და სტალინია მე დარწმუნებული ვარ, ზედმეტი მსგავსებებიც კია რომ ყველა მიხვდეს ოს ჯაყოში ვინც იგულისხმება თეიმურაზ ხევისთავი თვითონ ჯავახიშვილის გაჭირვებაა, პირადი ამბავია კაცისა რომელსაც არ შეეძლო შეეცვალა გარემო, ამით საკუტარ უუნარობას დასცინის უპირველესად კი საკუთარ გასაჭირს გადმოგვცემს. ამ მფონზე ბევრად დიდი ჯავახიშვილი. და ასევე ამ ფონზე რომ უყურებ როგორ უყვრას ვიღაცას კომუნისტები, სტალინი, ბერია სხვა ძაღლები
"თომა აქვინელის 5 არგუმენტი თეისტური ფილოსოფიის სასარგებლოდ" ეს მაქვს 3 წლისას და შემდეგ შემიყვარდა ფილოსოფია, 4 და 5 წლის ასაკში უკვე დეკარტი ჰეგელი კანტი ნუ რარაც ნაწილი დაახლოებით 10% ვერ გავიგე მაგრამ შემდეგ სკოლაში რომ მივედი და დაგვითხოვეს ზაფხულის არდადეგბზე ხელმეორედ წავიკიტხე და ძაან მესიამოვნა უკვე ყველაფერი გავიგე |
Posted by: Aleksandre166 27 Jun 2023, 01:24 | ||
სახუმაროს რას ხედავ? წიგნების კითხვა საკმაოდ ადრე დავიწყე, პირველად ნოდარ დუმბაძის მოთხრობები წავიკითხე 7 წლის ასაკში „მე, ბებია, ილიკო და ილარიონთან“ ერთად. |
Posted by: George_Best 30 Jun 2023, 03:55 | ||
არანაირად არ არის შემოქმედი,შემოქმედი არის ოსტაპა ბენდერი თეიმურაზი მარტივი მოსატყუებელი,სხვას ვერ ატყუებს,სხვებთან ძალა ჭირდება გავიდა დრო და მთებიდან ჩამოიხიზნა ბრინკა,მლინკა სახელები არ მახსოვს :დ თეიმურაზს ატყუებდა,სხვებთან ყოველთვის ძალას იყენებდა,სადაც ძალა მოერია კი ვნახეთ ნინაკასთან როგორი შემოქმედია მარგოსაც ისეთი სპექტაკლი დაუდგა რო რავი,მარგოს ადგილზე რო პარიზელი ქალი კი არა,თეიმურაზის გარდა ვინმე კაცი ყოფოლოდა ნანახი ეგრევე მიხვდებოდა ყველაფერს საერთოდ მარგოს გაუპატიურების სცენის წინა პროლოგი საკმაოდ სუსტი მგონია,მარგოსნაირი გაუცნობიერებელი ქალიც უნდა მიხვედრილიყო ადრევე ყველაფერს (ალბათ მაგალითს მოიყვან მთავრობებს როგორ ატყუებდა,თუმცა აქ საქმე ორივეგან შეუმდგარ მთავრობებზეა,პირველი 1918 წლის,მერ ეუკვე კომუნისტების,იქ ყველაფერი ახლიდან ლაგდება,ჯაყო ქრთამავს,ერთგულებას ეხვეწება ეფიცება შეადარე ახლა მართლა შემოქმედს ოსტაპას,ან თუნდაც კირილეს ან რა ქვია იმ სამანიშვილს :დ :დ :დ) თეიმურაზზე საინტერესო აზრი გაქვს,ვერ შეგეკამათები,აქ უკვე "ჩისტა" ვინ როგორ აღიქვამს მაგაზეა,თუმცა თვითირონიაც რო საკმაოა მაგაზე გეთანხმები პ.ს მევასება შენი პოსტები გეტყობა სადაც წერ რო საქმის არს სწორად წვდებით მძახალო და კამათიც ასწორებს |
Posted by: Keyboard 30 Jun 2023, 05:54 |
წიგნი არასოდეს წამიკითხია ისე უამრავი მაქვს ამ ბოლო დროს მოსმენილი დაჯე საბას აპლიკაციაც დავაყენე ტელზე, მიყვარს აუდიო წიგნები ისე კითხვას ვერ ვუმუღამებ სულ სხვა რაღაცეებზე ვფიქრობ ხოლმე |
Posted by: Levan ch 2 Jul 2023, 00:21 | ||||
George_Best
ხო ცოტა ხმამაღლა გამომივიდა მთლად შვილი ვერხოვენსკი ან მისი მეთადეიც კი არა არის მაგრამ აქტიური ძალაა, მიზანი აქვს რომლის მისაღწევად 100%ით იხარჯება და სხვადასხვა გზით ცდილობს მიღწევას ესაა ტყუილი, მლიქვნელობა, ძალადობა და ა.შ როგორც მელას მრავალი გზა აქვს მიზნის მისაღწევად და არ აქვს რაიმე ეთიკური მუხრუჭი ქოცები უბრალოდ მოჭრილი სირები არიან, მარიონეტები რომელსაც უბრალოდ სახედ იყენებენ, ფარდის უკან კი სხვები დგანან მე მგონია რომ დღეს ქვეყანას სუსი მართავს და მის უკან რომელი მხრიდან მდებარე სპეც სამსახურები დგანან არა რთული მისახვედრი
ვაჟას არწივი ვნახე დაჭრილის თემის არ იყოს ყველაფერს ყოველთვის საქართველოს და ე.წ ''სამშობლოს'' რომ ვუკავშირებთ ეგრე არ მგონია რა მე პირადად საბჭოთა შტამპი მგონია, ეგ პატრიოტიზმის გასაღვიებლად, მაგალითად სტალინს სჭირდებოდა ეს ომის დროს და ა.შ სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზნით იქნა გამოყენებული. თორე ეგეც იდეალურად ჯდება რომ თეიმურაზი არის ინტელიგენციის სახე, რომელიც სახლში გამოიკეტა და არაფერი იღონა, წინ არ აღუდგა, არ იბრძოლა, უბრალოდ დინებას მიყვა და მათი სახით საქართველო უსიტყვოდ დანებდა დამპყრობელს. მარგოც საინტერესო პერსონაჟია, ჩემი აზრით, მისი მისი ამ ნაწარმოებში ყოფნის მიზანია უკეთ წარმოაჩიოს თეიმურაზის თვისებები :დ ანუ მთავარი ისევ თეიმურაზია მის გარშემო ბრუნავს დედამიწა მარგოს გარეშე ბევრად ნაკლები ნაკლი ექნებოდა. ამიტომ მარგო საქრთველოა, ჯაყო მომავალი ბოლშევიზმი და თეიმურაზმა როგორც ქართველმა ინტელიგენციამ ესე უსუსურად დაუთმო ეგ არ მგონია იყოს მწერლის ჩანაფიქრი. გამცვდარი შტამპი მგონია :დ ისევე როგორც ვაჟამ ერთ მშვენიერ დღეს სადღაც მთაში ნახა როგორ ჯიჯგნიდნენ ყვავები არწივს/ან უბრალოდ ვიღაც ###ები თვითონ ვაჟას და მერე განზოგადდა ესე ისევე როგორც ჯავახიშვილმა თქვა ყველაფერი საკუთარი გასაჭირის შესახებ. თან ერთგვარი მცდელობაა რომ საკუთარი თავი დამნაშავის როლიდან გამოიყვანოს ჯავახიშვილმა რადგან მან ხომ კარგად იცის რა ქვეყანა შენდება? და ისიც მის ნაწილია, მისი მოქალაქეა და მეტიც ერის განვითარებული ნაწილის წარმომადგენელია რომელსაც მეტი აქვს პასუხისმგებლობა. თითქოს წინასწარ ინანიებს იმ დანაშაულს რომ აი მაგალითად ჩემს დროს, ჩემს ქვეყანაში დამკვიდრდა, განვითარდა ეს სიმახინჯე და მე ვერ შევძელი წინ დავდგომოდი. მომავლის ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი მოსთხოვს იმ დროის მოწინავე ადამიანებს პასუხს რომ შენ რა ქენი რით შეეწინააღმდეგე ამ ბოროტებას? იგივე მაგალიტად რასაც გამსახურდიას ან სხვებს ვეკითხებით, თუნდაც პრეტენზია გვაქვს მათდამი. აი ჯავახიშვილთან არაფერი მსგავსი, და რომც გვქონდეს აგერ პასუხები წერია აქ. კიდევ ისაა რომ როცა ნაწარმოებზე თავდასხმა ან ჯავახიშვილის გალანძღვა უნდოდათ თეიმურას ესხმოდნენ თავს, მის კრიტიკაზე გადიოდა ავტორის თუ ნაწარმოების კრიტიკა არადა რეალურად მათთვის მიუღებელი ჯაყო იყო, იგივე ჯუღას ესე გაშიშვლება მაგრამ თეიმურაზის ჩაწიხვლა აირჩია ყველამ, როდესაც ეუბნეოდნენნ რომ მოდი ჯაყო ამოიღე ნაწარმოებიდან და სხვა ყველაფერი იყოს კარგია :დდ პრობლემა ჯაყოსთან ჰქონდა სისტემას და მის ლაქიებს დღეს ნაწილობრივ მეც თეიმურაზ ხევისთავი ვარ, როცა ვხედავ როგორ ჩაგრავენ შუა თბილისში ჟურნალისტებს, ლიტერატორებს, მწერლებს(უკვე ისე ჩამყაყდა სიტუაცია) ან უბრალოდ ვხედავ რომ ისევ რუსეთს ვაძლევსთ ტრაკს :დდ თეიმურაზის დონეზე უსუსურად ვგრძნობ თავს, შეიძლება ჯავახიშვილის ჩათვლით ყველა იმ კაცის სიმბოლოც იყოს თეიმურაზი ვინც ესეთი მასშტაბური პრობლემის წინაშეა და არაფერი შეუძლია. რავი რავი პ.ს თუ ცნობილი ადამიანი ხარ მთავარია აქაც ჯაყოს ექვივალენტ ხიხოზე არ ტქვა ცუდი მაგას არ გაპატიებენ.. |
Posted by: ratomac aRa 9 Sep 2023, 16:41 |
მიხეილ ჯავახიშვილი - ორი შვილი https://www.aura.ge/311-klasika/6319-mixeil-javaxishvili--ori-shvili.html |