forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (5) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> კარიერის შეცვლა მსურს (პროგრამირებაზე), მირჩიეთ საიდან დავიწყო
shartik
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1245
წევრი No.: 114392
რეგისტრ.: 22-April 10

  გამოგზავნილია: 1 Nov 2019, 22:38  #55435113      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სალამი მეგობრებო! მსურს შევცვალო ჩემი კარიერული მიმართულება ფინანსებიდან პროგრამირებაზე. ვგრძნობ რომ პროგრამირება სრულიად შეესადაგება ჩემს ხასიათს და პერსონალურ სიძლიერეებს. ვარ ტექნოლოგიების უდიდესი მოყვარული (მათ შორის განსაკუთრებულად სმარტფონების). მიყვარს მარტო მუშაობა, ლოგიკა, კრეატივი და მუდმივი სწავლა განვითარება. გამოცდილ პროგრამისტებს ან მათ ვინც ჩემსავით ოდესღაც გადადგით ეს სარისკო ნაბიჯი და შეიცვალეთ პროფესია გთხოვთ მირჩიოთ როგორ გადავდგა პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით? საიდან დავიწყო, რა არჩევანი გავაკეთო და ა.შ. მოკლედ სრულ მზადყოფნაში ვარ რომ ეს სურვილი მხოლოდ იდეად არ მოკვდეს და სრული სერიოზულობით შევუდგე საქმეს. ველი თქვენს მხარდაჭერას! smile.gif

პ.ს. ვარ 27 წლის და უკვე მაქვს ბაკალავრიც და მასტერიც ორივე ბიზნესის და ფინანსების მიმართულებით. სამუშაო გამოცდილებაც ამავე სფეროებში.

თუ რაიმე დამატებითი კითხვები გექნებათ ჩემთან რაც დაგეხმარებათ იმაში რომ სწორი რეკომენდაცია მომცეთ სიამოვნებით გაგიზიარებთ სხვა დეტალებსაც.

This post has been edited by shartik on 1 Nov 2019, 22:44
@Schizophrenic
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1901
წევრი No.: 230820
რეგისტრ.: 6-April 17

გამოგზავნილია: 1 Nov 2019, 23:28  #55435310      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მიყვარს მარტო მუშაობა

პირველ რიგში ეგ არ გამოგადგება, გუნდური მოთამაშე უნდა იყო თუ გინდა სამსახური გქონდეს

udemy.com აქაა ბევრი კურსები, Python ან C++ საფუძვლებით დაიწყე, Python შედარებით მარტივია მაგრამ მე C++ თუ დაუმუღამებ ამ უკანასკნელს მერე ყველა ენას მარტივად ისწავლი, ჯერ აქ სინჯე ონლაინ კურსები და თუ მოგეწონება პროგრამირება მერე აირჩიე რაიმე პროფესიული სასწავლებელი, მაგრამ ონლაინში სწავლას თუ შეძლებ ეგ ჯობია, ჩვენს სასწავლებლებში გადახდილი თანხა და მიღებული ცოდნა არაპროპორციულია


--------------------
Unexpected '}' on line 32
shartik
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1245
წევრი No.: 114392
რეგისტრ.: 22-April 10

გამოგზავნილია: 1 Nov 2019, 23:43  #55435378      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
@Schizophrenic
გუნდურობაც შემიძლია ფინანსისტი სხვანაირად ვერც ვიქნებოდი smile.gif

დიპლომები რამდენად მნიშვნელოვანია? Coursera-ზე ვფიქრობ ონლინ დიპლომის გაკეთებას. მაგრამ სამწუხაროდ მაგისტრატურაზე კომპიუტერული მეცნიერებების ბაკალავრს ითხოვენ. ბაკალავრი რომ დავიწყო თავიდან ძალიან გვიანი მგონია და საკმაოდ დიდ დროს დავკარგავ... რაიმე პროფესიულ სასწავლებელს ხომ ვერ მირჩევთ საერთაშორისოს? ან ჩვენთან რომელი სარგებლობს ყველაზე დიდი რეპუტაციით და ხარისხით? რამდენად დამეხმარება ეს პირველი ვაკანსიის პოვნაში?

ძირითადად მსურს ჩემი თავი განვავითარო Freelancer-ის პერსპექტივით და მომავალში ალბათ საკუთარი აპლიკაციების შექმნა დავამენეჯმენტო. როცა უკვე კარგად გავერკვევი ენებში და მიმართულებაში ჩამოვყალიბდები.

დაქირავებულ მუშაკობაზე გრძელვადიანი პერსპექტივით ნაკლებად ვფიქრობ.

This post has been edited by shartik on 1 Nov 2019, 23:50
@Schizophrenic
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1901
წევრი No.: 230820
რეგისტრ.: 6-April 17

გამოგზავნილია: 2 Nov 2019, 00:08  #55435475      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
shartik
ბაკალავრის დიპლომზე მეტაფ აქ ცოდნა აინტერესებთ, შეიძლება ითქვას არაქვს დიდი მნიშვნელობა გაქვს თუარა დიპლომი, გასაუბრებაზე დავალებას მაინც მოგცემენ დოქტორის ხარისხიც რომ გქონდეს, მერე თუ მოეწონებით ასეც აგიყვანენ და ისეც

QUOTE
რაიმე პროფესიულ სასწავლებელს ხომ ვერ მირჩევთ საერთაშორისოს? ან ჩვენთან რომელი სარგებლობს ყველაზე დიდი რეპუტაციით და ხარისხით? რამდენად დამეხმარება ეს პირველი ვაკანსიის პოვნაში?

ჩემი გამოცდილებით გეუბნები არავის არ უკითხავს რაიმე სერტიფიკატები თუ გაქვსო, მეც დამწყები ვარ ჯერ 2 ჯერ ვიყავი გასაუბრებაზე, მეორე გასაუბრების მერე ამიყვანეს მარა სერტიფიკატებზე და ცოდნის დამადასტურებელ სავუტებზე არაფერი უკითხავთ, დავალება მომცეს გავაკეთე მოეწონათ და სულ ეს იყო
ვაკანსიის პოვნა არ გაგიჭირდება თუ კარგი იქნები
უძინარი
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2921
წევრი No.: 228515
რეგისტრ.: 28-January 17

გამოგზავნილია: 2 Nov 2019, 00:25  #55435533      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
shartik

მარტივად რომ დაგაკვალიანო, ჯერ უნდა ჩამოყალიბდე დრო თუ გექნება საკმარისი, რომ საწყისი ეტაპი გადალახო.

ყველაზე მარტივი გზით რომ იარო, 6-7 თვე დაგჭირდება რაღაც საწყისი დონის მისაღწევად, აქ იგულისხმება ყოველდღიური საქმე და სწავლა მთელი დღის განმავლობაში და მზად ხარ ამისთვის?

ეს არის ფრონტ-ენდ დეველოპერის საწყისი დონე, იგივე ბექ-ენდ დეველოპერისთვის გაცილებით მეტ დროს მოითხოვს, შეიძლება რამოდენიმე წელი დაგჭირდეს. ასევე ბევრი დრო ჭირდება სისტემურ პროგრამირებას, თამაშების პროგრამირებას და ა.შ.

ხოდა ეგ დრო კარგად გათვალე და 6-7 თვის მერე დაიწყებ რამოდენიმე საკუთარი პროექტის გაკეთებას პორტფოლიოსთვის, რის მერეც, ანუ კიდევ რამოდენიმე თვეში დაიწყებ მუშაობას დამწყები პროგრამისტის რანგში, ეს დამწყები დონე 1000 ლარიდან იწყება და რაღაც 300 ლარი არ გეგონოს. თუმცა თუ ზოგადად კპომპიუტერებში კარგი ცოდნა არ გაქვს, მაშინ რაღაც თვეები ამაზეც დაგემატება, რადგან უამრავი ზოგადი რაღაცაა რაც უნდა იცოდე.

მოკლედ დრო კარგად გათვალე და მერე გეტყვით კონკრეტულად რა და როგორ უნდა ისწავლო.


--------------------
უ ძ ი ნ ა რ ი
shartik
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1245
წევრი No.: 114392
რეგისტრ.: 22-April 10

გამოგზავნილია: 2 Nov 2019, 02:18  #55435833      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
უძინარი
მადლობა გამოხმაურებისთვის! დრო მექნება სამსახურის მერე 2-3 საათი კვირის დღეებში წესით უნდა შევძლო რომ დავუთმო პროგრამირების სწავლას. შაბათ-კვირას მეტი დრო მექნება. კომპიუტერი საკმაოდ კარგად ვიცი და ინგლისურ ენასაც მაღალ დონეზე ვფლობ. რაც შეეხება ჩემს სპეციალიზაციას. ამ მონაცემებით რა იქნება რეალისტური ვადები? ეხლავე ჯობია ავირჩიო რა მიმართულების პროგრამისტი ვიქნები? მაგალითად ვებ დეველოპერი, იოს ან ანდროიდ დეველოპერი თუ ა.შ.? რა არჩევანი არსებობს ზოგადად რომ ჩამომითვალოთ თუ შეიძლება?
* * *
Update: გადავწყვიტე python-ით დავიწყო ჩემი პირველი ნაბიჯები. სად მირჩევთ რომ ვისწავლო ჩემით?

This post has been edited by shartik on 2 Nov 2019, 02:19
kenshin
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 701
წევრი No.: 243248
რეგისტრ.: 31-May 18

გამოგზავნილია: 2 Nov 2019, 13:41  #55436666      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
shartik
QUOTE
ეხლავე ჯობია ავირჩიო რა მიმართულების პროგრამისტი ვიქნები? მაგალითად ვებ დეველოპერი, იოს ან ანდროიდ დეველოპერი თუ ა.შ.? რა არჩევანი არსებობს ზოგადად რომ ჩამომითვალოთ თუ შეიძლება?


ჩემი აზრით კარგი ვარიანტი იქნებოდა პითონის სწავლა დაგეწყო, ფინანსებთან თუ გქონდა შეხება მითუმეტეს შენთვის საინტერესო იქნება. რახან საბაზისო ცოდნა არ გაქვს და არც მიმართულება არჩეული კარგი სტარტი იქნებოდა
shartik
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1245
წევრი No.: 114392
რეგისტრ.: 22-April 10

გამოგზავნილია: 2 Nov 2019, 13:45  #55436679      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
kenshin
სად მირჩევ რომ დავიწყო პითონის სწავლა. რამე კარგი კურსი თუ შეგიძლია მირჩიო ან უფასო წყარო?
kenshin
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 701
წევრი No.: 243248
რეგისტრ.: 31-May 18

გამოგზავნილია: 2 Nov 2019, 13:56  #55436710      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
shartik
QUOTE
სად მირჩევ რომ დავიწყო პითონის სწავლა. რამე კარგი კურსი თუ შეგიძლია მირჩიო ან უფასო წყარო?

სასწავლებლები თუ გინდა არ ვიცი ვერ გეტყვი

ონლაინში ამას ვიყიდიდი დასაწყებათ და მერე მანდვე არის სხვა კურსები უკვე მონაცემთა ბაზასთან სამუშაოდ ან ალგორითმებისთვის, რეიტინგის მიხედვით მიხვდები მოკლედ რომელია კარგი გასაგრძელებლად
https://www.udemy.com/course/complete-python-bootcamp/
funker
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 27
წევრი No.: 251872
რეგისტრ.: 27-July 19

გამოგზავნილია: 2 Nov 2019, 14:09  #55436761      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
სად მირჩევ რომ დავიწყო პითონის სწავლა. რამე კარგი კურსი თუ შეგიძლია მირჩიო ან უფასო წყარო?


ფულის გადაყრა არ ღირს, იუთუბში ნახე ვიდეოები, მერე წიგნები მოძებნე libgen.is-უფასოდაა აქ, თითქმის ყველა წიგნია...
fluent python-ის წაკითხვა ცადე მაგალითად, კიდე ბევრ რამეს ნახავ...

სისტემის ადმინისტრირებას და ცისკოს ქსელებს შეგიძლია გადახედო თუ მოგეწონა
RedShark
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4397
წევრი No.: 196278
რეგისტრ.: 9-January 15

გამოგზავნილია: 2 Nov 2019, 14:35  #55436865      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (shartik)
ამ მონაცემებით რა იქნება რეალისტური ვადები? ეხლავე ჯობია ავირჩიო რა მიმართულების პროგრამისტი ვიქნები? მაგალითად ვებ დეველოპერი, იოს ან ანდროიდ დეველოპერი თუ ა.შ.? რა არჩევანი არსებობს ზოგადად რომ ჩამომითვალოთ თუ შეიძლება?

ზედმეტად ჩქარობ.
ეხლავე როგორ აირჩევ როცა ასარჩევ ვარიანტებზეც კი ძალიან ზედაპირული წარმოდგენა გაქვს? )))

კონკრეტული მიმართულების არჩევა ნაადრევია ამ ეტაპზე. ენა ისწავლე ჯერ და პროგრამირების ზოგადი პრინციპები. ამასობაში პარალელურად თანდათან მიმართულებებშიც გაერკვევი, მოსინჯავ ყველაფერს ცოტ-ცოტას და თვითონ მიხვდები საით უნდა წახვიდე.
სხვა ვერავინ გირჩევს მიმართულებას, ეს იგივე თქვა ქალი ამარჩევინეთო biggrin.gif

პ.ს. რაც შეეხება პირველ ენას, მე C++ - ს და მანქანასთან რაც შეიძლება ახლოს ყოფნას გირჩევ, ეს არის ყველაფრის ფუნდამენტი.


--------------------
If the radiance of a thousand suns were to burst into the sky, that would be like
the splendor of the Mighty One - I am become Death, the shatterer of Worlds...

სწორად წაკითხული ბიბლია ათეიზმის ყველაზე მძლავრი იარაღია (c)აიზეკ აზიმოვი
kenshin
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 701
წევრი No.: 243248
რეგისტრ.: 31-May 18

გამოგზავნილია: 2 Nov 2019, 14:42  #55436892      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
funker
QUOTE
ფულის გადაყრა არ ღირს, იუთუბში ნახე ვიდეოები, მერე წიგნები მოძებნე libgen.is-უფასოდაა აქ, თითქმის ყველა წიგნია...

10 დოლარს თუ გადაყრილ ფულად თვლი მაგ და მასეთ მასალაში რავიცი

ბოლობოლო შენც თუ პროგრამისტი ხარ უნდა ხვდებოდე რამხელა შრომაა მსგავსი კონტენტი

უყურე მაშინ იუთუბზე რაჯკაპურების ტუტორიალებს

This post has been edited by kenshin on 2 Nov 2019, 14:43
shartik
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1245
წევრი No.: 114392
რეგისტრ.: 22-April 10

გამოგზავნილია: 2 Nov 2019, 14:44  #55436895      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
funker
RedShark
მაქსიმალურად Freelancer-ობისკენ მინდა განვვითარდე ანუ ბოლო მიზანი ეგ არის რომ საკუთარი აპლიკაციები ვწერო და გუნდი შევკრა. არ ვჩქარობ უბრალოდ მინდა სწორი განვითარების გზა დავისახო და საბოლოო მიზნებიდან გამომდინარე ვიგეგმები. თავიდან ალბათ სამსახურის პოვნაც მომიწევს და რა სკილებია დღეს ყველაზე მოთხოვნადი ქართულ ბაზარზე?
* * *
kenshin
10 $ ნაღდად კარგი ფასია. ვიცი იუდემი და ბევრჯერ მისწავლია მანდ სხვადასხვა რაღაცეები. მადლობა რჩევისთვის აუცილებლად ვნახავ! smile.gif
Coursera-ზეც არის რაღაც ონლაინ დიპლომები და ეგ ხომ არ ჯობია?
RedShark
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4397
წევრი No.: 196278
რეგისტრ.: 9-January 15

გამოგზავნილია: 2 Nov 2019, 15:04  #55436986      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (shartik)
თავიდან ალბათ სამსახურის პოვნაც მომიწევს და რა სკილებია დღეს ყველაზე მოთხოვნადი ქართულ ბაზარზე?

დაივიწყე "ქართული ბაზარი". მითუმეტეს ფრილანსერობას და საკუთარი ბიზნესის დაწყებას თუ აპირებ (სწორი ხედვაა შენი ასაკიდან გამომდინარე. 30 - ის მახლობლად დამწყების სამსახურში აყვანის შანსი მიზერულია...).
QUOTE
მინდა სწორი განვითარების გზა დავისახო და საბოლოო მიზნებიდან გამომდინარე ვიგეგმები

მსოფლიო ბაზარზე ყველაფერი მოთხოვნადია, ნებისმიერი მიმართულებ(ებ)ით შეგიძლია განვითარდე. მაგრამ, როგორც ზემოთ გითხარი - ჯერ ფუნდამენტი უნდა ჩაასხა.

This post has been edited by RedShark on 2 Nov 2019, 15:07
shartik
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1245
წევრი No.: 114392
რეგისტრ.: 22-April 10

გამოგზავნილია: 2 Nov 2019, 15:56  #55437181      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
RedShark
გეთანხმები... საკმაოდ გვიან ვდგამ ამ ნაბიჯს მაქამდე ბევრი რამ მაბრკოლებდა. ეხლაც ცოტა ვნერვიულობ. აწყობილი კარიერა მაქვს, შემოსავალი და უცებ 0-იდან მომიწევს ყველაფრის დაწყება. არ გეგონოთ რომ ფინანსებში წარუმატებელი ვარ ან არ გამომდის და მაგიტომ გადავწყვიტე. არა უბრალოდ მივხვდი რომ ჩემი პიროვნული მახასიათებლები და ინტერესები ბოლომდე არ შეესადაგება ამ სფეროს სადაც ეხლა ვარ. ვიცი რომ კარიერული ცვლილებით დროსაც ბევრს დავკარგავ და შემოსავალსაც. ამიტომაც მიდნა საწყის ეტაპზე ისეთი სკილების ბაზა შევიქმნა პროგრამირებაში რაც ძალიან მოთხოვნადია და შემოსავლიანი. მაგალითად Upwork-ზე და Freelancer-ზე რომ ჩემი კარიერული ცვლილება არც თუ ისე მტკივნეული აღმოჩნდეს ფინანსურად. ვფიქრობ ასეთია ვებ დეველოპმენტი მეთანხმები?

მერე უკვე ნელნელა განვვითარდები იმ მიმართულებით რაც მომწონს და შევქმნი საკუთარ სოფტს.

This post has been edited by shartik on 2 Nov 2019, 15:59
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (5) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0171 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]