Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > Apple > Apple TV


Posted by: ჰეისან 15 Oct 2011, 12:52
ამ თემაში ვიმსჯელებთ Apple TV-ს შესახებ...

Posted by: aljazeera 22 Jul 2014, 15:25
ვეძებე ბევრი ფორუმზე, მაგრამ ვერ მივაგენი Apple TV-ზე თემას. ვის რა ინფორმაცია გაქვთ Apple TV-ზე, მაინტერესებს. საქართველოში როგორ მუშაობს, არსებობს თუ არა Jailbreak-ი Apple TV-სთვის, საქრთველოში როგორ მუშაობს და ასე შემდეგ.

Posted by: fishbone 22 Jul 2014, 15:33
aljazeera
რა მნიშვნელობა აქვს, სად იქნები, ინტერნეტით მუშაობს ეგ, გინდა საქართველოში იყავი და გინდა კალიფორნიაში. ჯეილბრეიქი 1 და მე-2 თაობებზე არის. მესამეზე - არა.

Posted by: aljazeera 22 Jul 2014, 21:11
ეგ მაინტერესებს რომ ვიყიდო apple tv 2 თაობა ჯეილბრეიქი დაახლოვებით რა ღირს თუ იცით? და კიდევ ჯეილბრეიქის შემდეგ netflix NBA ESPN. და ასეთი აპპ ჩვეულებრივად მუშაობს, რადგან სიტყვაზე netflix საქართველოში location გამო არ მუშაობს ...
* * *
ვინმემ დაწერეთ დაწვრილებით apple tv ზე ჯეილბრეიქზე და საქართველოში როგორ მუშაობს....

Posted by: aljazeera 25 Jul 2014, 01:04
ხალხნო შემოდით აქ დაპოსტეთ რაიმე ინფორმაცია დადეთ!!!

Posted by: graviton 14 Aug 2014, 20:21
QUOTE
ამ თემაში ვიმსჯელებთ Apple TV-ს შესახებ...

მე ვიყენებ ყოველგვარი ჯეილბრეკის გარეშე...
ძალიან კარგია შინაური დემონსტრაციისთვის და ფილმების საყურებლად,
საყიდალად ან დასაქირავებლად...

Posted by: G2009G 8 Dec 2014, 14:02
Apple TV - შესაძლებელია თუ არა ტელეარხების ყურება?

რუსულ საიტებზე რაღაცებს წერენ, რომ თითქოს შესაძლებელია ტელეარხები ყურება და რამდენად მართალია...

Posted by: rex 10 Dec 2014, 15:32
აუ, ეს მეც მაინტერესებს...

და რა არი რო აქ არავინ არაფერს წერს... შთაბეჭდილება მრჩება რო საქართველოში არ არავინ იყენებს AppleTV-ს... smile.gif

Posted by: lasha521 10 Dec 2014, 15:51
rex
ნეთფლიქსი და ჰულუ აქ არა და ყუტუბეს უყურებ იცოცხლეfacepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: Baneth 10 Dec 2014, 20:08
ესეიგი თუ გაინტერესებთ ინფორმაცია ესეთი გეტყვით

აიფონ+-ში ღირს 235 ლარი, მოჰყვება დენის წყარო და პულტი, არ მოჰყვება HDMI კაბელი smile.gif თუ თქვენ ტელევიზორს აქვს HDMI პორტი, ჩვეულებრივად გამოიყენებთ, ზოგადად კარგად მუშაობს ხოლმე, არხების დამატება წაშლა ხდება > settings ასევე შეგიძლიათ ბლუთუსით დაუკავშირდეთ და ჩვეულებრივად ტელეფონიდან ან აიპედიდად ნებისმიერი რამე ჩართოთ და გადაიტანს. კიდევ რამე გაინტერესებთ?

Posted by: lasha521 11 Dec 2014, 02:34
Baneth
რა არხების აბა ჩამოწერე ერთი

მაგრად მაინტერსებს

Posted by: voyage 8 Jan 2015, 01:35
მე სათამაშოდ ვიყენებ და Yუტუბზე ვიდეობისთვის, ოღონდ პირდაპირ ტელეფონიდან ვუშვებ ხოლმე, ჩემი ცოლი რადიოს რთავს ხოლმე ხშირად ფონად... ხანდახან nfl ვუყურებ ხოლმე გამეორებებს.. მეტი გამოყენება მე ვერ მოვუნახე მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ მოწყობილობის, თავისი 100$ ნამდვილად ღირდა.
ჯოისტიკის ყიდვას ვაპირებ მალე და ალბათ კონსოლის როლსაც შეასრულებს (ჩემ მოთხოვნილებებს ყოველშემთხვევაში)
უჯოისტიკოდ კარგი სათმაშო მარტო რბოლებია, დანარჩენს ტელევიზორის ეკრანის ყურების დროს ტელეფონის ეკრანზე ვერ ვარტყავ ხოლმე სადაც საჭიროა

Posted by: tevdore17 25 Jan 2015, 01:40
ჰეისან
FACES გატეხვა თუ იცი მასწავლე წინასწარ დიდი მადლობა ?

Posted by: Pacacia 25 Jan 2015, 14:00
და რატო იწვალებთ თავს apple tv-თი ? წლებია აიფონი მაქვს მაგრამ Google Chromecast-ითაც მშვენივრად ვაკეთებ ყველაფერს ჩემი აიფონით. თან ბევრად იაფი ღირს და ძალიან პატარა მოწყობილობაა. + ყველანაირ მობილურ თუ კომპიუტერის OS-ზე მუშაობს

Posted by: giorgi1200 28 Jan 2015, 15:33
google chromcast ძალიან მაგარია. 30 დოლარი ღირს, ყველა მაგ ფუნქციას ასრულებს რაც ჩამოთვალეთ, 5-6 თვეა რაც მაქვს და ძალიან დიდი კომფორტია, 30 დოლარზე მეტს აკეთებს ნამდვილად smile.gif)

Posted by: gabla 14 Feb 2015, 15:50
დამეხმარეთ ვინც იცით, Apple TV ზე მინდა Netflix ის ყურება, იქ რაღაც ადგილმდებარეობის შეცვლა უნდაო და ასე შემდეგ... გთხოვთ მცოდნეებო დამეხმარეეთ..

Posted by: bambino 21 Feb 2015, 00:08
მაინტერესებს Silk TV აპლიკაციას თუ ვინმე ამუშავებს Apple TV ზე ? ანდროიდ ბოქსებზე ხმის პრობლემა აქვს და აქ როგორ მუშაობს?

Posted by: aljazeera 23 Feb 2015, 18:46
QUOTE
ამეხმარეთ ვინც იცით, Apple TV ზე მინდა Netflix ის ყურება, იქ რაღაც ადგილმდებარეობის შეცვლა უნდაო და ასე შემდეგ... გთხოვთ მცოდნეებო დამეხმარეეთ.


მაგას ვეწვალები 1 წელია რა არ ვცადე მაგრამ ვერაფერი მოვუხერხე თუ რამეს მიაგნებ არ გამომაპარო

Posted by: aljazeera 10 Sep 2015, 11:51
გუშინ apple tv ახალი პროდუქტი გამოჩნდა APP აქვს და აშ, მაინტერესებს რომ შევიძინო თუ გამოვიყენებ იმ აპლიკაციებს რაც დაანონსეს, ანუ NETFLIX HBO და ასე შემდეგ თუ ისევ და ისევ პრობლემა საქართველოა?

Posted by: ჰეისან 10 Sep 2015, 14:31
aljazeera
Netfilx-ს ა.შ.შ.-ს გარდა ვერსად გამოიყენებ, ან US-ის IP მისამართით უნდა შეხვიდე. რაღაც VPN-ის მსგავსი უნდა იჩალიჩო, რომ Applt TV-მ დაინახოს შტატების IP

Posted by: DaNGeR_DaNGeR 10 Sep 2015, 15:33
aljazeera


შეგიძლია VPN იქირაო ამერიკის IP-თ, VPN როუტერი გინდა ან კომპიუტერის VPN-ი და მერე ჰოთსფოთზე Apple TV-ს დასმა.

Posted by: Scalia 8 Oct 2015, 18:04
მოკლეთ ყველამ იცით რომ გმოდის ახალი Apple TV. მე მქონდა პატივი რომ ეს აპარატი მენახა (მეგობარი მუშაობს Verge-ში და ტესტავდნენ) მოკლეთ მაგარი რამე არის. ბევრმა უკვე გამოცხადა სისტემური მხარდაჭერა. მე მაინტერესებს ვინმეს არ აქვს სურვილი ქართული ტელევიზიების პროგრმა დაწეროს რომელიც ადამიანურად იმუშავებს. აი მაგალიტად MYvideo.ge ხალმა რომ დაწერონ გადახვევის ფუნქციით როგორ ვებსაიტზე აქვთ ჩემი აზრით ყველა გადიხდის 7-8 დოლარს თვეში ვინც უცხოეთში არის თUკი პროგრამა კარგათ იმუშავებს. და თU ამას მიაბავენ ქართულ ფილმების ბიბლიოთეკას როგორც Netflixs-ს აქვს ეს ხომ ყველა ქართველის საოცნებო პროგრამ იქნება. ვიცი რომ ეს პროგრამულად არ არის რთUლი ანუ მეც მესმის რაღაც ამ საკითხში მაგრამ მაინტერესებს ვინმე თუ მუშაობს ამ საკითხზე ანდ იქნებ თემის ნახვის მერე დაინტერესდნენ ? ისე სირცხვილია აქამდე რომ არ არის მსგავსი პროგრამ ანდროიდზე და IOS-ზე

გუდა თვ არ ითვლება ეგ საშინლათ გაკეთებულია და ნუ არ მუშაობს ჩემი აზრით. არ შეიძლება ასე უარგის პროდუქცია გასსაღონ.

რო ტირის მთელი საქართველო ფული არ მაქვს, ეს ხომ ძალინ ცოტა ინვესტიციას ითხოვს და შემოსავალი დიდი იქნება. ტელევიზორზე ტელევიზორის ყურება კარგი და მომხიბლელია, და ინტერნეტში რომ გააკეთეს paywall- იმან იმიტომ არ იმუშავა რომ არაკომფორტულია ტომპიუტერზე ესე ყურება.

რას ფიქრობთ?

Posted by: Kal1m 8 Oct 2015, 18:12
Scalia
არ ვიცი გამოგიყენებია თუ არა მაგრამ სილკს ააქვს აპლიკაცია IOS ზეც და Android ზეც. ორივე პლატფორმაზე მიყენია. ჩვეულებრივად ააქ გადახვევის ფუნქცია.


Posted by: Scalia 8 Oct 2015, 18:22
ხო მაგრამ იქნება თუ არა ეგ პროგრამა პორტირებული TVOS-ზე და როგორ ვიყიდო უცხოეთიდან SilkTV პაკეტი, ან საერთოდ რა ღირს ?

Posted by: Kal1m 8 Oct 2015, 18:35
Scalia
ნამდვილად ვერ გეტყვი იქნება თუ არა პორტირებული. სილკის პროდუქტი უნდა გქონდეს მემგონი ჯერ რაიმე რომ შემდეგ იმის საერგისტრაციოზე მიებას ეს. თუ შეგიძლია დარეკე მაგათ ცხელ ხაზზე და გამოკითხე რა საშუალებებებია რომ უცხოეთში მყოფმა გაიაროს რეგისტრაცია.

მე რამდენიმე პროდუქტი მაქ მაგათი და რამდენიმე წელია მუშაობს ძალიან კმაყოფილი ვარ. რამდენიმე სილკტვ მაქ საზღვრის გარეშე მხოლოდ ქართული არხებით რათქმაუნდა, ეს აპლიკაციას იმ ანგარიშძე მაქ გააქტიურებული და მობილურში თუ ანდროიდ ტაბლეტზე თუ აიპადზე ყველგან შეგიძლია ერთდროულად უყურო 3 მოწყობილობიდან.

Posted by: ILIA1702 5 Apr 2017, 11:43
გუშინ ექსპრონტად გადავწვიტე ყიდვა Apple TV-სი და ნამდვილად ვინანე ადრე რატო არ მქონდა. ძალიან მოვიხიბლე, არ ველოდი ეგეთ კარგ პროდუქტს.
რაც შეეხება ქართულ და რუსულ არხებს რამე კარგი სოლუშენები ხომ არ იცით? ერთი ვნახე გუდატვ აპლიკაცია რომელიც საშინლად ძვირია და დაბალი ხარისხისაა.

Posted by: sergo_bero 5 Apr 2017, 12:14
ILIA1702
არამგონია ქართული არხები იყოს სადმე, არც მე შემხვედრია.
სტრიმების ლინკები მოაგროვე და ძაან მარტივია პატარა პლეერის გაკეთება, თან გაერთობი wink.gif

Posted by: ILIA1702 5 Apr 2017, 12:21
sergo_bero
ხო არა პრობლემა არ მექნება პლეერის გაკეთებაში, ან პირდაპირ პროგრამის პოვნაში რომელიც გაუშვებს სტრიმს, უბრალოდ სტრიმები არაა მარტივად მოსაძებნი ეგაა პრობლემა :/
ძირითადად მიდან ნეიშენალ ჯეოგრაფიკი(ინგლისურად ფრანგულად გერმანულად ან რუსულად) და დისკავერიც + ქართული რამდენიმე არხი თუ იქნება მთლად უკეთესი.

Posted by: david999 5 Apr 2017, 13:39
ILIA1702
ეს გადაათვალიერე https://forum.ge/?f=81&showtopic=34739621&st=1575 სადღაც იდო ქართული ფლეილისტი + უცხოურებიცაა

Posted by: ILIA1702 5 Apr 2017, 14:34
david999
მადლობა კარგი განყოფილებაა, ისაა მგონი რაც მჭირდება wink.gif

Posted by: ippon 9 Jun 2017, 09:56
მე მაქვს M8S+ და მუშაობს ვირივით 30$ დამიჯდა და ვუყურებ ყველაფერს მაქვს ყველა არხი და რავიცი კიდევ ანდროიდის სისტემაა.
მიუხდავად იმისა რომ მაგარი ვაშლისტი ვარ ამ ბოქსმა მაგარ მასიამოვნა. თითქმის ყველაფერი ხელმისაწვდომია

Posted by: leonsio213 29 Jun 2017, 22:22
მოგესალმებით, მაინტერესებს APPLE TV თუ არის myvideo.ge?

Posted by: ILIA1702 30 Jun 2017, 17:46
leonsio213
QUOTE
მოგესალმებით, მაინტერესებს APPLE TV თუ არის myvideo.ge?

არ არის

Posted by: leonsio213 1 Jul 2017, 01:30
ILIA1702
გაიხარე, მადლობა

Posted by: SerLom1 2 Dec 2017, 02:17
გამარჯობა, მირჩიეთ რა, ქართული და რუსული არხები მინდა თავისი გადახვევით და რომელი ბოქსს მირჩევთ რომ შევიძინო? Apple TV, Google Chromecast თუ სხვა ანდროიდ ტვ ბოქსი?

Posted by: BumpyKnuckles 5 Jun 2018, 13:22
რაიმე შანსი თუ არის მსოფლიო ჩემპიონატს ვუყურო 4კ-ში apple tv 4k-ზე?
4კ თუ არა fullhd მაინც რომ იყოს, რა სერვისით შემიძლია ვისარგებლო?

Posted by: BumpyKnuckles 21 Jun 2018, 08:05
Apple tv-ზე ფეხბურთს როგორ ვუყურო ვერ მეტყვით?

Posted by: cago231 10 Aug 2018, 14:25
გამარჯობათ მაინტერესებს itunes-ით მინდა restore მიცემა apply tv ზე ხოდა როცა ვაძლევ restory andd update მიწერს მსგავს პრობლემას და ვერაფრით დავარესეტე იქნებ მირჩიოთ რამე როგორ შეიძლება მოვიქცე ?

Posted by: pringles 3 Jul 2019, 11:48
ტელეარხების ყურება თუ გინდათ არ გამოგადგებათ Apple TV. ფილმების მოყვარულთათვის სამოთხეა. 4K, Dolby Vision, Dolby Atmos და HDR10 აქვს. ნეტფლიქსისთვის იდეალურია. როგორც ვიცი ერთადერთი ბოქსია რომელსაც ნეტფლიქსიდან Dolby Atmos-ს უშვებს. iTunes-იდანაც შეგიძლიათ უამრავი ფილმის დაქირავება და ყიდვა. Dolby Atmos ფილმების ყველაზე დიდი კოლექცია ამათ აქვთ. iTunes-ში ყოველ მეორე ფილმს 4K აწერია და ეგ რამდენად მართალია არ ვიცი. ხარისხი კი აქვს ძალიან მაგარი. tvOS-ს რაც შეეხება ძალიან სწრაფი და smooth-ია. სისწრაფე თუ გინდათ სხვა ბოქსს არ უნდა გაეკაროთ. ბრაუზერს ვერ გამოიყენებთ. Safari არ აქვს და App Store-იდან თუ სხვა ბრაუზერს გადმოწერთ არ ვიცი. მთლიან App Store-ზე რომ გვაქვს წვდომა ეგ კიდევ ცალკე დიდი პლიუსია. თამაშები და ათასი სხვა რამ შეგიძლიათ დააყენოთ. ყველაზე დიდი პლიუსი ჩემთვის Apple Music არის. სრული წვდომა აქვს ჩემს კოლექციასთან და მთლიან iCloud-თან, მათ შორის სურათებთან. გალერეის აპლიკაცია მოყვება და სურათების დათვალიერებაც მარტივად ხდება. თუ აიფონი გაქვთ შეგიძლიათ AirPlay-ის დახმარებით პირდაპირ აიფონიდან გაუშვათ ფილმებიც, მუსიკაც და სურათების. პირდაპირ Apple TV-ში ფილმებს ვერ გადმოწერთ. შეგიძლიათ აიფონზე ან მაკზე გადმოწეროთ და AirPlay-ით გაუშვათ. სამსუნგისა და სონის ტელევიზორებმა მიიღო Apple TV App და AirPlay მაგრამ App Store-თან და ზოგადად tvOS-თან წვდომა მაინც არ აქვს ამიტომ ისევ ცალკე ბოქსის მიერთება მირჩევნია

პულტიც ძალიან მაგარი აქვს. აუცილებელი არ არის ტელევიზორისკენ მიმართო. ბლუთუზით უკავშირდება. ზედა მხარეს ლაპტოპის Trackpad-ის მსგავსი ადგილი აქვს და ნავიგაცია უმარტივესად ხდება თითის გასმა-გამოსმით. ცალკე ჩართვის ღილაკი არ აქვს. Trackpad-ზე უნდა დაკლიკოთ და ჩაირთვება. Siri-ს ღილაკიც გამოსადეგი რამეა. მარტივად შეგიძლიათ უთხრათ ესა თუ ის ფილმი თუ მუსიკა ჩაგირთოთ ან გამორთოს/გადაახვიოს. ზედმეტი ნავიგაცია და მენიუში ძრომიალი არ აღარ არის საჭირო. tvOS ძალიან მომეწონა. ლამაზი, დახვეწილი და მარტივად მოსახმარია

Posted by: > CasTieL < 4 Jul 2019, 11:15
ამ თემაში უნდა დავფიქსირდე. ეს დევაისი მინდა smile.gif

Posted by: SerLom1 16 Sep 2019, 00:36
pringles
გაიხარე!


და ცოტა დილეტანტური კითხვა მაქვს მეგობრებო. Apple TV-ზე Netflix ან სხვა ფილმების საყურებელი პროგრამა როგორ უნდა ვამუშო საქართველოში?

Posted by: SerLom1 18 Sep 2019, 15:33
რამე აპლიკაცია არსებობს აიფონიდან airplay ან screen mirror რომ გავუშვა smart tv ან android tv box ზე?

Posted by: Riesgraf 18 Sep 2019, 16:16
SerLom1
QUOTE
და ცოტა დილეტანტური კითხვა მაქვს მეგობრებო. Apple TV-ზე Netflix ან სხვა ფილმების საყურებელი პროგრამა როგორ უნდა ვამუშო საქართველოში?

ნეტფლიქსი შემოსულია საქართველოში. დარეგისტრირდი, გადმოწერე ნეტფლიქსი Apple TV-ზე და უყურე. რა პრობლემაა

Posted by: SerLom1 6 Oct 2019, 00:04
QUOTE (SerLom1 @ 18 Sep 2019, 15:33 )
რამე აპლიკაცია არსებობს აიფონიდან airplay ან screen mirror რომ გავუშვა smart tv ან android tv box ზე?

გავარკვიე არსებობს, AirReceiver ქვია და 8 ლარი ღირს, მაგრამ მინი ბოქსზე ქრაშავს რამდენიმე წუთის ყურების მერე. ან რამი ვერ უქაჩავს (1გბ) ან აპლიკაცია არ ვარგა

Posted by: cunt 1 Mar 2020, 11:16
გამარჯობა! Apple მთავაზობს ერთწლიან Trial-ს და ვინმემ ხომ არ იცით, როგორ გავააქტიურო საქართველოში? ვინმეს გამოგივიდათ? Help...

Posted by: sergo_bero 17 Aug 2020, 20:10
წელს ყველაზე მეტად ამ პროდუქტს ველი.
მაინტერესებს რას ჩადგავენ შიგნით, გახდიან თუ არა იქსბოქსის ან ფლეისთეიშენის კონკურენტად.
წლევანდელ WWDC-ზე საკმაოდ ბევრი ფუნქცია დაემატა საამისოდ

Posted by: gio_ge 6 Feb 2021, 00:32
ვინმეს თუ გაქვთ საქართველოში Apple TV 4K (მე-5 თაობა)? ადრე მქონდა მე-3 თაობა, ბევრი არაფერი იყო ხელმისაწვდომი და გავყიდე. შეიცვალა რამე, თუ ისევ ისეა? Jailbreak-ი ხომ არ გიცდიათ? ამბობენ ჯეილბრეიქდებაო (მესამე თაობისგან განსხვავებით).

Posted by: Hahman 14 Jan 2022, 15:12
apple tv+ ზე ვის გაქვს საბსქრაიბი და არის თუ არა ის ფილმები რაც ამერიკული სეგმენტისთვის არის.

Posted by: sevastopol 14 Jan 2022, 22:30
Hahman
კი, ყველა ფილმია. არ ჭირდება ვპნ და ეგეთები.

Posted by: NinjaRacer 6 May 2022, 17:52
apple one-იც მუშაობს? მხარდაჭერილ რეგიონებში არ ვართ. უკრაინას ყველაფერი აქვს.

მე ვიყენებ icloud+ 50GB-ს music-ს და apple tv-სთვის მინდა ჰოდა ბარემ გავაერთიანებდი
15$ თვეში გამოდის.

ვინმე ხართ apple one-ის გამომწერი?
Apple TV აპლიკაციაც ცარიელია რო ვხსნი მარტო ცარიელი ბიბლიოთეკაა და ვებგვერდზე მიწერს თქვენი რეგიონი არ არის მხარდაჭერილიო.

Posted by: RAW187 5 Jul 2022, 06:51
ფორუმელებო ნეტფლიქსი დაემატა თუ იცით არაფერი მაქვს ტელევიზორზე მიერთებული და ეგრე სურათივით კიდია რა

Posted by: TROJAN 20 Jul 2022, 10:50
ეფლ ტვ რო ვიყიდო, რა მუღამია? ანუ რა არხები მექნება? აზრზე არ ვარ ჯერ და იქნებ 2 სიტყვით მითხრათ? smile.gif

და რა დაჯდება თვეში?

Posted by: ჰეისან 20 Jul 2022, 22:54
TROJAN
Apple TV კარგი რამეა smile.gif პირადად მე, უფრო AirPlay Streaming-ისთვის ვიყენებ, რათა Apple-ის მოწყობილობებიდან Wi-Fi-ს გავლით გადავცე ვიდეო (ან Screen Sharing გავაკეთო) ტელევიზორზე ან დიდ მონიტორზე. ჩემს მეგობარს ორი აპლიკაცია აქვს ნაყიდი Apple TV-სთვის (სახელები აღარ მახსოვს). ოხრად სატელევიზიო არხებია მაგ აპლიკაციებში და კაიფობს ცხოვრებაზე. საერთოდ გათიშა SilkTV ტიპმა. მარტო ინტერნეტი დაიტოვა პროვაიდერისგან, ტელევიზიას იმ Apple TV-ში ჩაწერილი აპლიკაციებით უყურებს. ერთი ეგაა, რომ უფასო არაა, ანუ ჯამში სადღაც 12 ლარს იხდის თვეში, მაგრამ SilkTV-ზე გაცილებით იაფია და არხებიც უამრავია შიგ. ვერც შეადრი SilkTV-ს

Posted by: NinjaRacer 20 Jul 2022, 23:24
Apple TV ივის გამოყენება HomeKit-ისთვისაც შეიძლება. ჰაბივით იქნება თუ ტელეს hdmi e-arc-იც აქვს ტელესაც აკონტროლებ.
NFS tag-ები შეგიძლია იყიდო და ტელეფეონით აკონტორლო ბევრი რამე. მაგ. მაგიდაზე რო დადებ ტელეს. ტევეს ჩართავს ჩუქებს. ჩააქრობს და რამე სერიალს ჩართავს რასაც გაუწერ წინასწარ.

+ ჰოუმპოდებს დაუერთებ და Dolby Sound-იც გექნება. Siri და სახლის უსაფრთხოების სისტემებიც ინტეგრირდება ძალიან კარგად.

აქ არ იყიდოთ იბეიზე მეორეად 4k მეორე თაობა 100$ ფარგლებშია. აქ მგონი 800გელ ღირს.

Posted by: TROJAN 21 Jul 2022, 08:58
ჰეისან
NinjaRacer
მადლობა რა არხები მექნება სია შეილება სადმე ვნახო?
ქართული არხები არის?

Posted by: ჰეისან 21 Jul 2022, 19:47
TROJAN
მეგობარი უკრაინაშია წასული და ვერ ვეკონტაქტები, მაგ აპლიკაციების სახელები რომ მითხრას... ვერ ვიხსენებ ვერაფრით, თორემ ინტერნეტში დავძებნიდით და ვნახავდით, რა არხები აქვთ. ქართული არხებიც ჰქონდა რომელიღაც აპლიკაციას (მაგ ორიდან ერთ-ერთს). ჩვენ ძირითადად, ადამიანურ არხებს ვუცქერთ ხოლმე. ქართულ არხებს არ ვუყურებ. მარაზმის მეტი არაფერია

Posted by: TROJAN 25 Jul 2022, 15:22
ჰეისან
მადლობა დიდი

,..................

სონის ტვ მაქვს, რომელიც ანდროიდია, ანუ იქაც იწერება აპპები უპრობლემოდ.

მეც მხოლოდ პროვაიდერის ინტერნეტი მაქვს და დანარჩენს ამ აპპებით ვუყურებ, ხოდა ვფიქრობ რამდენად ღირს რა. ბევრს არც ვუყურებ და ნეტფლიქსი და ეგეთები ისედაც უკვე აქვს ჩემ ტვ-ს

Posted by: NinjaRacer 3 Sep 2022, 10:39
მეც შევიძინე აფფლ ტვ მაგრამ ჯერ ვერ ვიყენებ სრულფასოვნად რეგიონში საქართველო მაქვს

მაკებიდან გასტრიმვა მუშაობს იდეალურად.
ქლაუდთან ინტეგრიტება. სმარტ ჰაბიც. ჰოუმპიდებთანაც. პულტიც ძნ კაი აქვს.

რო რამე 400 გელად გავყიდი პუტის გარეშე 4 კ არის 2019 მგონი მე სულ ბოლო მეგონა და მეორადი ვიყიდე

Posted by: Sighhh 10 Apr 2023, 12:55
QUOTE (lasha521 @ 10 Dec 2014, 15:51 )
rex
ნეთფლიქსი და ჰულუ აქ არა და ყუტუბეს უყურებ იცოცხლეfacepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

tv stack-ს აქვს ჰულუ მაგრამ რათ გინდა ნოთ ეველეიბელ ინ ჯეორჯიაო

Posted by: NinjaRacer 10 Apr 2023, 13:41
VPN რომ მოვხოდო, მთელი ტრაფიკი, რაც სალხში მაქვს, ევროპული ქვენყნებიდან რომ გავატარო, იმუშავებს? დებილი შეკითხვაა? NetFlix კი მუშაობს ისედაც და HBO Max-ზე ვერც კი დავრეგისტრირდი sad.gif

Posted by: Sighhh 10 Apr 2023, 17:42
QUOTE (NinjaRacer @ 10 Apr 2023, 13:41 )
VPN რომ მოვხოდო, მთელი ტრაფიკი, რაც სალხში მაქვს, ევროპული ქვენყნებიდან რომ გავატარო, იმუშავებს? დებილი შეკითხვაა? NetFlix კი მუშაობს ისედაც და HBO Max-ზე ვერც კი დავრეგისტრირდი sad.gif

კაროჩე, ფასიანი თუ იყიდე ამბობენ რომ ყველაფერს შეძლებ და გააკეთებო მაგრამ ფაქტია ეგეთ სერვისებს ვერ ატყუებ როგორ უნდა იყოს იცი მაგალითად უცხოეთში იყიდო ლაპტოპი და გადმოგყვეს მაგის IP ეგრეც არ ხდება ჰოოდა რა გინდა რომ ჰქნა, უძლური ხარ

Posted by: ლუკატარ 12 Apr 2023, 21:34
NinjaRacer
residential IP Address თუ არ გაქვს, ხვდება ნეტფლიქსი პირადი გამოცდილებით და გეუბნება VPN გათიშეო და ალბათ მასე იზამენ სხვებიც

Posted by: NinjaRacer 13 Apr 2023, 00:33
ლუკატარ
მადლობა საჭირო ინფორმაცია მითხარი.

აი ნეტფლიქსზე ზუსტადაც რო არ მქონდა პრობლემა. რამდენიმე თვიანი გამოწერა მქონდა და უპრობლემოდ ვუყურებდი ოღონდ ეგ ტელვიზორის ანდროიში მქონდა თუ აპპლ ტივის აპში არ მახხსოვს (აქვს მნიშვნელობა საერთოდ?). Apple TV+ სულ მაქვს რადგან Apple One გამოწერა ისედაც მაქვს ხოლმე და მოყვება მაგრამ კვერცხობაა severance, slow horses, the servant, ted lasso -მ ცოტა გაასწორა უფასოებიდან. დანარჩენი კვერცხობაა და ძვირია იმდღეს ბაშმაკებიან კატას ვუყურეთ 9$ facepalm.gif . აი HBO Max მინდოდა და ვერც ვრეგისტრირდები შენი რეგიონი არ არის საფორთიდო.

ისე ეს ჰბო მაქსი ხო დავწერე აქ დღეს და ყველგან მაგის რეკლამებს მიგდებს. არადა არ გითვალთვალებთო რო კითხო. spy.gif

ჰოდა ახლა აიფონიდან ვსტრიმავ ხოლმე airplay-ით როცა რამე კარგ ხარისხშია.
ძირითადად ხარისხის გამო მინდა ეგ გამოწერები და მოძებნა-გადმოწერა-ჩალიჩი მეზარება. სხვათაშორის ნეტფლიქს არ აქვს კარგი ხარისხი უმეტესად თუ პრემიუმ პაკეტს არ იტიდი და მანდაც ზოგჯერ ბაძურია. ხარისხი თორე ჩავრთავ სტრიმინგ სერვერს ჩემს NAS -ზე და ვუყურებ რასაც მინდა ცხაათას კაში. თან აპსტორში აპი მოყვება მაგისთვის სპეციალურად და ტორენტ კლიენტიც აქვს.

აი რჩევა. იყიდე 100$-ად synology-ის NAS და დააყენე მაგისივე აპლიკაცია აპპლ ტივიზე და გექნება საკუთარი ვიდეო სტრიმინგ სერვერი და ბექაფებიც მანდვე time machine + docker-ში გაუშვებ homebridge-საც თუ homekit-ის მომხმარებელი ხარ + homekit secure video-ც ინტეგრირდება.
ასერომ ძალიან უსარგებლო დივაისისგან ოდნავ სასარგებლო ხდება + სირზე მაქვს ჩამოკიდებული ბევრი რამე. ავტომატიზაციას ვგულისხმობ. nfc რო ქონდეს ამის პულტს ვაფშე დააკვდებოდა. ყველგან თეგები მაქვს მიკრული სახლში, ტელევიზორის მაგიდასთან უმეტესი.

უბრალოდ ის ვიგოიმე რო ბოლო თაობის მეგონა მეორადს რო ვყიდულობდი და აღმოჩნდა მეორე თაობის 4კ. ბოლო თაობას აქვს e-arc-ის მხარდაჭერა და შეუძლია ჰოუმპოდზე გაუშვას ხმა მაგალითად როცა ps-ზე თამაშობ ხმას უშვებს ჰოუმპოდებზე აპპლ ტივის გავლით და კიდევ აქვს homekit hub-ის და thread-ის მხარდაჭერა. ეს ბოლო ნაკლებად აქტუალურია მაგრამ ვისაც სმარტ რაღაცეები აქვს გამოადგება რადგან სრედის მხარდაჭერით ჰაბი უკვე თემაა. ძალიან სწრაფია.

Posted by: ლუკატარ 15 Apr 2023, 14:56
NinjaRacer
NASთუ გაქვს და სტრიმინგ სერვერი ან Plex ზედ, საერთოდ აღარ გინდა Apple TV. მე მაგალითად LG Smart TV მაქვს და გინდა DLNAთი გინდა პლექსით უყურებ NASიდან რასაც გინდა და თან google castიც აქვს და AirPlayც ინტეგრირებული.

Posted by: NinjaRacer 15 Apr 2023, 20:20
ლუკატარ
ვიცი ეს უბრალოდ ნაკლებად საჩალიჩოა.


* * *
ეს ტიპი ავტომატიზაციაზე აქვს არხი და ამ ვიდეოში თვითონ ამბობს რო სინოლოჯის აპლიკაცია videostation უფასოა და იგივეს აკეთებს რასაც პლექსიო. თანაც აიფონზე და აიპადზე უფასოდ სტრიმავ და პლექსი ფასიანია.

გარდა მაგისა apple tv მჭირდება. ჰაბის როლსაც ასრულებს. პულტიც მჭირდება. სირის პონტში ღილაკი რომ აქვს მოსახერხებელია.
თან სმარტ რაღაცეები ინტეგრირდება. ვინმე რო ზარს დარეკავს. ტელევიზორში ჩანს და იქვე შეგიძლია გაუღო კარი ან ნებისმიერი მოწყობილობა მართო. ეკოსისტემა. ასევე. apple music/photo/arcade. ამეებსაც ვიყენებ და სინოლოჯის ნასი ყველაფერს ვერ ჩამინაცვლებს.
სინოლოჯი დოკერისთვის და სხვადასხვა წვრილმანი სერფვერებისთვის კაი როგორიცაა ჰოუმბრიჯი.


Posted by: milwaukee 28 Oct 2023, 16:10
10 დოლარამდე გაუზრდიათ apple tv+ ფასი. მოსალოდნელი იყო. თუ მუსიკასაც ხმარობ კი ღირს apple one-ის ჩართვა თვეში 20 დოლარად. თან ფილმების და მუსიკის გარდა ბევრი რაღაც მოჰყვება

ღლეობა ნეტფლიქსის ჩართვას ისევ ეს ჯობია

Posted by: NinjaRacer 12 Dec 2023, 03:52
ეფლ მოძულე გავიჩითე ისევ მარა... როდის არ ვიყავი რამის ჰეითერი თუ ###ობაა

ე.ი ჰოუმპოდებმა მიატოვეს ისევ მუშაობა ეფლ ტევესთან სულ კარგავენ კავშირს და ნერვები მომეშალა და გავთიშე. დვანა ახლა ტყუილა ასე.

ხელი წამიცდა ნეტფლიქსზე. თავისი შოუები რაც ქონდა ზოკი კაია მარა უმეტესობა სინაგვე. ახალი ფილმის ყურება მინდა. ლეონარდო რო მონაწილეობს მიწას რო ახევენ ინდიელებს ნავთობის პონტში და 20$ უნდა. თან ერთხელ ყურებაში. კაი რა. გარეწარები არიან არ იციან საქართველოში რა გაჭირება გამოვიარეთ. 20$ ფილმის ყურებადი რო მთხოვ ნავთობის მაგნატი ვარ? 25$ იყიდი და როცა გინდა უყურე უი რა კაია. დილემის წინაშე რატო მაყენებ ბლიად ფილმის ყურება მინდა უბრალოდ. ჰოდა გადავწყვიტე არ ვუყურო war.gif ტორენტზე ხო დაიდება ოდესღაც ჰოდა ჩავუჯდები. ინტელის მაკბუქიც მაქ ახლა და ამას როგორ ხმარობდით. ისე ხურდება რო მეშინია პაჟარი არ გააჩინოს. მ1 ყოფილა ადამიანი ძმაო. მსუბუქი გრილი სწრაფი იაფი.
ჰოუმპოდები რო მილაგავს ეგ ალბათ კავშირუს ბრალია არ ვიცი

Posted by: crysiswarhead 12 Dec 2023, 10:52
NinjaRacer
რუსულუ უფასო ბევრი ფილმების საიტები არსებობ სპლიუს მუვიესჯოი.ტო


ბიზნესიაქვთ მასეთი რას იზამ yes.gif

Posted by: nutria-113 12 Dec 2023, 14:18
NinjaRacer
QUOTE
სინოლოჯის აპლიკაცია videostation უფასოა და იგივეს აკეთებს რასაც პლექსიო. თანაც აიფონზე და აიპადზე უფასოდ სტრიმავ და პლექსი ფასიანია.

პლექსის ჰარდვეა ენკოდინგია ფასიანი, მის გარეშე ეგეც შეგიძლია უფასოდ გამოიყენო სინოლოჯიზე.
ახლებს, ამდ-ზე რაცაა, ინტეგრირებული გპუ არ აქვს და ისეც არ შეუძლია ეგ, ფასიანი რომც გქონდეს პლექსი. ინტელზე - კი ბატონო
QUOTE
apple music/photo/arcade. ამეებსაც ვიყენებ და სინოლოჯის ნასი ყველაფერს ვერ ჩამინაცვლებს.

ბოლო არ ვიცი რა არის და დანარჩენები (ანალოგები) არი სინოზეც

Posted by: NinjaRacer 15 Dec 2023, 08:36
nutria-113
კარგი. ჯელიფინი ჯობია მგონი ფლექს. დოქერის იმიჯიც არის. ან nginx-ი დაქოქე წინ რამე open-source Movie DB kodi მაგალითად დაუყუენე და გექნება შენი საკუთარი ნეტფლიქსი.

encode-ინგი არ მჭირდება. თუ დამჭირდა მეცოდინება. მადლობა სასარგებლო ინფოსთვის.



მგონი ტიპის ანსიბლ მოდულები მაქვს გამოყენებული :დ opensource. დეველოპერია და რამდენიმე წიგნის ავტორიც თან.

Posted by: Miledi8 10 Jan 2024, 14:01
თუ ვინმე იყენებთ ამჟამად Apple TV-ს რამდენად კმაყოფილი ხართ.

Posted by: NinjaRacer 22 Jan 2024, 21:22
დღეს სახლში ჩაიდანი დამრჩა ჩართული გაზზე. ელექტრო არ მევასება.

დამირეკეს გასასვლელი გავხდი და შუაგზაში მომივიდა შეტყობინება რო სახლში რაღაც
user posted image

სახლის გადაწვას გადავრჩი.


Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)