Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულინარია > თემა მინერალური წყლის მოყვარულთათვის


Posted by: მ.დ.უ 18 Apr 2007, 22:24
საინტერესო იქნებოდა ამ თემაზე საუბარი, მინერალური წყალის ჭეშმარიტ მოყვარულებთან alk.gif
პირადად ჩემი სიმპატია ნაბეღლავისკენ იხრება user posted image

ვინც იცით საირმის და ბორჯომის გარდა სხვა მინერალური წყლების რეალიზაციის ადგილები, გთხოვთ დაწერეთ smile.gif

Posted by: ხორხე 18 Apr 2007, 22:36
აი შოვშია ბევრი სამკურნალო მინერალური


ამ ნაბეღლავ საირმე ბორჯომებს გვერძე არ დაიყენებს : )

Posted by: ancho 19 Apr 2007, 00:58
რა ვიცი, მე მარტო ბორჯომი მშველის იჟოგის ჟამს. ღვთაებრივი სითხეა. smile.gif

Posted by: Shagrenius 19 Apr 2007, 07:52
საირმესაც არაუშავს ცუდი ნამდვილად არ არი

Posted by: eloiza 19 Apr 2007, 18:29
QUOTE
თემა მინერალური წყალის მოყვარულთათვის

რომ არა ნაბეღლავი ჩემი ცხოვრება არ ვიცი რა იქნებოდაsmile.gif

არ გაგიკვირდეთ, ბორჯომი კუჭს მატკიებს და ვერიდები

Posted by: keen 19 Apr 2007, 18:51
QUOTE
პირადად ჩემი სიმპატია ნაბეღლავისკენ იხრება


yes.gif

Posted by: ლილიანი 19 Apr 2007, 20:02
ნაბეღლავი ნაკლებ მინერალებს შეიცავს და ბორჯომი კი ფაქტიურად წამალია, იმდენ ელემენტით და სხვადსხვა ნივთიერებითაა გაჯერებულიsmile.gif

ევროპაში აფთიაქის გარდა სხვაგან ბორჯომს ვერც იყიდი ვერც გაყიდი .....

ნაბეღლავი კი ჩვეულებრივი "სოდას" (soda) რომ ეძახიან ისაა... უკეთესი დასალევია. თან ყველას კუჭზე მეტნაკლებად ნეიტრალურად მოქმედებს ბორჯომისაგან განსხვავებით. user.gif

Posted by: sharla IX 19 Apr 2007, 22:00
ორივე მიყვარს, მარა მაინც ნაბეღლავს ვამჯობინებ ყველაფრის მიუხედავად tongue.gif

და საირმე მემგონი საერთოდ არ დამილევია gigi.gif

Posted by: Solveig 19 Apr 2007, 22:25
მაი ლავი-ნაბეღლავი

ან კიდევ

სიმწრისაგან ღამე ვბღავი
თუ არა მაქვს ნაბეღლავი

ვაკელებო, ნაცვლად ყავის
სმა დაიწყეთ ნაბეღლავის

და ა. შ.

ისე, ნაბეღლავი მირჩევნია..
ასევე, ჩემს სოფელშიც ჩამოდის მინერალური წყალი..ისიც ძალიან სასიამოვნო დასალევია.

Posted by: TT+ 21 Apr 2007, 15:55
იქნებ ვინმე კომპეტენტურს დაეწერა ამ სასმელების შესახებ ინფორმაცია
მე მაგალითად ორივე ძალიან მიყვარს
და უზომოდ ვსვამ, მაგრამ სამსახურში მეჩხუბებიან ამდენი არ შეიძლებაო
და მაინტერესებს შეზღუდვები

Posted by: newbie 22 Apr 2007, 17:25
ბორჯომის წყალი მევასება მაგრათ
და კიდევ ნაითოფისის უმივალნიკებში რომ მოდის ის, განუმეორებელი გემო აქ
//////////////

Posted by: pataputina 22 Apr 2007, 17:50
ი.ე.

ერთი ბოთლი ნაბეღლავი ყოველთვის მიდევს ჩანთაში.........................


rolleyes.gif



ყოველდღე ვსვამ....................................

Posted by: აღასპერი 22 Apr 2007, 18:25
მინერალური წყლები მიყვარს ძალიან...

ბორჯომი განსაკუთრებით.

user posted image

Posted by: SnowFlakes 22 Apr 2007, 18:33
QUOTE
ბორჯომი განსაკუთრებით.


ბორჯომს სოდის გემო აქვს ხოლმე,ნაბეღლავი რექომენდედ yes.gif

Posted by: lovelock 25 Apr 2007, 05:30
mxolod_debilebs_ukvardebat
EVIAN მსუბუქია ყველაზე sa.gif sa.gif sa.gif sa.gif sa.gif

Posted by: Sh0 29 Apr 2007, 17:53
ნაბეღლავისგან უფრო რო აბოყინებთ ეგ გისწორდებათ? ))

Posted by: chkarika 30 Apr 2007, 15:25

ნაბეღლავი FOREVER





ნაბეღლავი მევასება




ბორჯომს კიდევ საერთოდ ვერ ვსვავ puke.gif




Posted by: djindjidrinji 30 Apr 2007, 16:01
ვაბშეტა, გაზიანი სასმელები არაა джанмртелобиствис კარგი, გინდა ნაბეღლავი ეწეროს ბოთლს და გინსა კოლატურკა. გაზი გაზია.

Posted by: Kakha 29 Aug 2007, 15:12
პირველ რიგში მადლობა მინდა ვუთხრა თემას რომ არსებობოს biggrin.gif

djindjidrinji
QUOTE
ვაბშეტა, გაზიანი სასმელები არაა джанмртелобиствис კარგი, გინდა ნაბეღლავი ეწეროს ბოთლს და გინსა კოლატურკა. გაზი გაზია.

მართალია, უკრაინული წყალი ვნახე პირველად აზოტით გაზირებული, ნახშირორჟანგით გაზირებულს ჯობია ბევრად yes.gif
თუმცა თავად გაზირება იძულებითი მეთოდია, უფრო დიდხანს ინახება სასმელი.

რაც შეეხება ბორჯომის და ნაბეღლავის შედარებას. ბორჯომი მეტად მინერალიზებულია და ამიტომ ყოველდღიურ სასმელად ვერ გამოდგება ცხადია. ამისათვის GG & MW-მ გამოუშვა ლიკანი, ამას გარდა აქამდეც გამოდიოდა ბორჯომი ლაითი.
როცა მინერალურ სასმელებს ადარებთ უნდა გაითვალისწინოთ პირველ რიგში არა მისი გემოვნებითი თვისებები არამედ მისი სარგებლიანობა, ჩამოსხმის ტექნოლოგიის გამართულობა და სისუფთავე რაც ასევე გულისხმობს ფილტრაციის მეთოებს, ხარისხის კონტროლის მეთოდებს და ა.შ.

მე ვიცი GG & MW ქარხნებში რა დონეზეა ეს ყველაფერი და ამიტომ ვყიდულობ მხოლოდ მაგათ ნაწარმს. სხვა მწარმოებლების ხაზი არ მინახავს და ვერაფერს ვიტყვი, მარა არ მჯერა რომ სუფთა ქართული კომპანია ხარისხს ისე მაღალ დონეზე აიყვანდა როგორც GG & MW-შია (ეგ არაა ქართული კომპანია რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ smile.gif).

ამ დღეებში ერთი კურიოზი შემემთხვა smile.gif
პედიატრმა ჩემ ბავშვს დაუნიშნა 1.5 ლიტრნიანი ბორჯომის მინერალური წყაროს წყალი. გინდა თუ არა 1.5 ლიტრიანებში რომაა ისაო, 5 ლიტრიანი არაო, ეგ სხვა არისო, 1.5 ლიტრიანში არის ფტორიო და ბავშვებისთვის კაიაო, ვისაც დავუნიშნეთ არავის არ ქონდა მერე კბილების პრობლემაო.
გამიკვირდა მაგრა იმიტომ რომ ვიცოდი, ეგ ორივე წყალი ერთი და იგივე წყაროდან ისხმება. ვაა, დავეჭვდი, ნუთუ რაღაც მეშლება მეთქი და გადავამოწმე, დავურეკე ქარხნის თანამშრომლებს (საკმაოდ ახლოს ვიცნობ) და ვთხოცე გადაემოწმებინათ. ლაბორატორიაში თქვეს ის რაც ვიცოდი, 1.5 ლიტრიანში და 5 ლიტრიანში ერთი და იგივე წყაროს წყალი ისხმება და რაც მთავარია, არცერთში არანაერი ფტორი არაა biggrin.gif biggrin.gif, დასაშვებია 0.7მგ ლიტრზე და ეგეც არაა იმ წყალში. ლაბორატორია იღებს სონჯებს ყოველ 12 საათში ერთხელ smile.gif
მაინც მაგარია რა თბილისი, ჭორები ვრცელდება ძალიან მალე და შეიძლება დატრიალდეს და შენამდეც მოაღწიოს მალე ჭორმა შენზე, იმიტომ რომ პატარა ქალაქია მაინც მიუხედავად ინტენსიური მშენებლობებისა smile.gif

Posted by: TimeRider 29 Aug 2007, 15:21
Kakha
biggrin.gif
ამიტომ არიან ქართველი ექმიების უმრავლესობა ციყვები

Posted by: Kakha 29 Aug 2007, 15:26
TimeRider
ხო აზრზე ხარ, მარტო იმ ბავშვებს არ ქონდათ პრობლემა კბილებზე ვინც 1.5 ლიტრიან წყაროს წყალს სვამდა biggrin.gif
არა პლაცებო გამიგია მარა ჩვილ ბავშვზეც თუ მოქმდებდა არ ვიცოდი რა biggrin.gif

Posted by: iverson 29 Aug 2007, 15:34
აუ მე არ ვიცი რამ გააგიჟა ჩემი მშობლები.. კაი მე პატარა ვიყავი არ მესმოდა მაგდენი მაგრამ მოკლედ გადაწყდა რომ ონკანის წყალი მავნეა დასალევად და გადავედი ნაბეღლავზე. ანუ წყლის მაგივრად ვსვავდი ( 5 ლიტრიანი წყლის კულტურა არ იყო ჯერ შემოსული ჩემს ოჯახში) და მოკლედ 1 თვეში კუჭი ამიფეთქდა yes.gif

Posted by: Kakha 29 Aug 2007, 15:37
iverson
ნაბეღლავს აქვს წყაროს წყალი? მგონი არა აქვს და თუ მინერალურ გაზირებულ წყალს გასმევდნენ მაშინ გასაკვირი არცაა რომ
QUOTE
1 თვეში კუჭი ამიფეთქდა

user.gif
მე ვლაპარაკობ დაბალიმინერალიზაციის არაგაზირებულ წყაროს წყალზე, "ბაკურიანი" ქვია. ფოკუსი იმაში რომ სხვადასხვა შეფუთვა აქვს 1.5 ლიტრიანს და 5 ლიტრიანს, 1.5 ლიტრიანს არ აწერია "ბაკურიანი" და ლეგენდაც ალბათ აქედან წამოვიდა, თუმცა ორივე აბსოლიტურად ერთი და იგივე წყალია, ერთი და იგივე ქარხანაში ჩამოსხმული ერთი და იგვე ტექნოლოგიით smile.gif

Posted by: Barry 29 Aug 2007, 16:07
ლიკანი არის გემრიელი. ბოლო დროს მაგას ვსვამ სულ.

Posted by: ShadowCat 29 Aug 2007, 17:03
Kakha
QUOTE
ბორჯომი მეტად მინერალიზებულია და ამიტომ ყოველდღიურ სასმელად ვერ გამოდგება ცხადია

მაიცა და, ყოველ დღე მინერალური წყლის დალევა არ შეიძლება? user.gif

Posted by: Sharky 29 Aug 2007, 17:10
Kakha
QUOTE
GG & MW-შია (ეგ არაა ქართული კომპანია რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ ).

სალFორდია - ანუ ბადრია - ანუ ქართულია wink.gif

და მიხოს უკეთესი თუ არა, უარესი ქარხანა ნარდად არ აქვს wink.gif

+1 ნაბეღლავს biggrin.gif

Posted by: Kakha 29 Aug 2007, 18:05
Sharky
QUOTE
ანუ ბადრია

no.gif smile.gif
მიხოს იჭერენ ისე, იცი? smile.gif
* * *
ShadowCat
QUOTE
მაიცა და, ყოველ დღე მინერალური წყლის დალევა არ შეიძლება?

ნუ სასმელ წყლად გამოყენება არა მგონია კაი იდეა იყოს, ნუ ექიმის გარეშე მაინც არ ღირს,
თუმცაა... ჩვენი ექიმების ამბავი ....
ცხონებულ პაპაჩემს ერთხელ ერთმა ტვინიკოსმა ექიმმა უთხრა, ყოველდღე 1 ყუთი ბორჯომი და 2 კილო კალმახი გჭირდებაო biggrin.gif პაპაჩემმაც ეგრევე ბიძაჩემს დაურეკე, ექიმმა მითხრა ეგრე უნდაო და უნდა მომოტანო ხოლმეო ყოველდღე 1 იაშიკი ბორჯომი და 2 კილო კალმახიო biggrin.gif

Posted by: gabarzgaleba 29 Aug 2007, 18:35
ShadowCat
QUOTE
მაიცა და, ყოველ დღე მინერალური წყლის დალევა არ შეიძლება?


როგორ არ შეიძლება, დღეში 1 ლიტრ ბორჯომს ვსვამ.

Posted by: Sharky 29 Aug 2007, 19:30
Kakha
QUOTE
მიხოს იჭერენ ისე, იცი?

spy.gif არა, არ ვიცი

და ჯიჯიემი რომ სალFორდმა იყიდა 2004-ში, ეგ ნაღდად ვიცი, ახლა გაყიდეს?

Posted by: ShadowCat 29 Aug 2007, 20:21
Kakha
Sharky
ვინ მიხო, რა მიხო? spy.gif

შენ კიდე რა იყო კახა, რა "გემრიელი" გამოცდილება გქონია ექიმებთან givi.gif

ისე, რა მინერალურ წყალთან მოსატანია და...
მამაჩემი ცუდად რომ იყო (გული/სისხლ-ძარღვები), ექიმმა ესაო, ისაო.. დიეტაო..
მამაჩემმა უთხრა, ღვინო რომ მიყვარს რა ვქნაო?
ჰოდა, ექიმმა თურმე უპასუხა, ნუ, თუ გიყვარს აბა რას იზამ, ჯანდაბას, დალიეო lol.gif

gabarzgaleba
ჰომ.. ბორჯომს მამენტ რა უჭირს იმის ფონზე რასაც მე ვსვამ - დღეში მინიმუმ ნახევარ ლიტრიანი პეპსი vis.gif

ისე კი მინერალკებიდან მეც ბორჯომს ვანიჭებ უპირატესობას.
ნაბეღლავიც დაილევა მარა ბორჯომის დალევა, რასაც ქვია, მსიამოვნებს user.gif

Posted by: gabarzgaleba 29 Aug 2007, 23:47
ShadowCat
QUOTE
ისე კი მინერალკებიდან მეც ბორჯომს ვანიჭებ უპირატესობას.
ნაბეღლავიც დაილევა მარა ბორჯომის დალევა, რასაც ქვია, მსიამოვნებს


მართალი ხარ, მისი მძიმე, მაგრამ სასიამოვნო მინერალური გემო მირჩევნია ნაბეღლავის კარგ, მაგრამ შედარებით ფუტურო გემოს. ლიკანსაც არაუშავს, მაგრამ მე ეგეც მეფუტუროვება.

Posted by: ShadowCat 30 Aug 2007, 00:24
gabarzgaleba
QUOTE
ლიკანსაც არაუშავს

არ გამისინჯავს baby.gif
რაცხა არ მომხვდა ალბათ თვალში, თორემ დავინტერესდებოდი baby.gif

Posted by: Kakha 30 Aug 2007, 09:18
ShadowCat
QUOTE
რაცხა არ მომხვდა ალბათ თვალში, თორემ დავინტერესდებოდი 

რავა არ მოგხვედრია, აი ისინი, ერთ ლარად რომ ისვენებენ biggrin.gif
Sharky
სალფორდი ბადრია არაა smile.gif
ნუ ასე თუ ისე მე სხვა რამეზე ვლაპარაკობ, რას ნიშნავს ქართული კომპანია, მე ვიგულისხმე კომპანია სადაც მენეჯმენტის დიდი ნაწილი არაა ქართველი. მანდ გენერალური დირექტორი, ფინანსების მენეჯერი, ხარისხის კონრტოლის მენეჯერი და კიდევ ბევრი სხვა არ იყო ქართველი როდესაც ხდებოდა მთელი წარმოების რეორგანიზაცია, ბოლო ერთი წელია უცხოელები ნელ-ნელა მიდიან მარა სისტემა უკვე აწყობილია და საათვით გამართულია, ჩემი ვარაუდით ქართველებმა რომ გააფუჭონ, ალბათ 2-3 წელი დასჭირდებათ და მანამდე წყნარად დავლევ მაგათ წყლებს.
მე მანდ ქარქნებში არაერთხელ ვყოფილვარ, ასე ვთქვათ შიგნიდან ვიცნობ წარმოებას. ამას გარდა მინახავს სხვა კომპანიის ქარხანაც და ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, თუმცა "წყალი მარგებელი"-ს ქარხანა არ მინახავს, მიხოს არ დაენანებოდა თითო ხაზში 2 ლიმონის გადახდა ვითომ? smile.gif

Posted by: Sharky 30 Aug 2007, 09:48
Kakha
QUOTE
სალფორდი ბადრია არაა

ცდები......
Salford Georgia, affiliated with the searched in Russian Georgian businessman Badri Patarkatsishvili
http://eng.cnews.ru/news/top/indexEn.shtml?2007/08/13/262273

Posted by: Kakha 30 Aug 2007, 09:50
Sharky
QUOTE
Salford Georgia

სალფორდ ჯორგია და სალფორდი სხვადასხვა კომპანიაა smile.gif ნუ აქმადე ასე იყო ყოველ შემთხვევაში smile.gif
* * *
თუმცა არის მაინც უხილავი ძაფები ... smile.gif

Posted by: Sharky 30 Aug 2007, 10:12
Kakha
QUOTE
სალფორდ ჯორგია და სალფორდი სხვადასხვა კომპანიაა

ჰო, სალფორდ კაპიტალი არის სალფორდ ჯორჯიის დამფუძნებელი.
QUOTE
თუმცა არის მაინც უხილავი ძაფები

რაღა უხილავი, შე კაცო... biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Irakli 30 Aug 2007, 10:53
რავიცი საირმე მაგარია;

ნაბეღლავი ადრე მევასებოდა მაგრად, ეხლა რაღც ნაკლებად, გემო სხვანაირი გაუხდა...

ბორჯომი ხომ ცნობილია და კარგი. ლიკანიც კარგია – ლაითი ბორჯომია, თან ბოთლში ბევრი ჩადის. biggrin.gif

ყაზბეგის მჟავე წყლები მევასება კიდევ მაგრად, მაგარია, სერიოზულად, ბევრ რკინას შეივავს.


--------
უცხოეთში კიდევ ასე-თუ ისე evian-ს ან Bonaqua-ს ვეტანები...მართალია მთლათ მინერალურები არ არიან, მარა მაინც.




P.S. კოკითმა რომ გამუშვა "პლაგიატი" biggrin.gif ტოეწ "ბაგიატი" ნახეთ?? იმინნა ბორჯომის ბოთლია ზუსტად. smile.gif თფუი......... no.gif

Posted by: ShadowCat 30 Aug 2007, 11:00
Irakli
QUOTE
უცხოეთში კიდევ ასე-თუ ისე evian-ს ან Bonaqua-ს ვეტანები...მართალია მთლათ მინერალურები არ არიან, მარა მაინც.

ჩესნად გითხრა, ბახმაროს და რაჭის წყლებს ისევ bonaqua მირჩევნია yes.gif

Posted by: Kakha 30 Aug 2007, 11:07
QUOTE
Bonaqua

აი ეს მგონი ერთ-ერთი დიდი აფიორაა. ეგ წყალი არაა კორნკრეტული წყალი, ეგ უბრალოდ სახელია. კოკა-კოლა ასხამს აქ. საიდან იღებენ კაცმა არ იცის, ალბათ ქალაქის წყლიდან და იმედია კარგად ფილტრავენ მაინც.

Posted by: ShadowCat 30 Aug 2007, 11:14
Kakha
მაგ წყალს არც აქვს პრეტენზია იმაზე, რომ რისამე "წყაროს" წყალი იყოს.
ძირითადი აქცენტი, როგორც ვიცი, მის დამუშავებაზე და სხვადასხვა მინერალებით ხელოვნურად გამდიდრებაზეა yes.gif

იმედია, კარგად ამდიდრებენ კოკა-კოლაში ამ მინერალებით rolleyes.gif

Posted by: Kakha 30 Aug 2007, 11:20
ShadowCat
იმედიი?
იმედი არის.
შანსი - არა! givi.gif

ხო, მე მარტო იმედის ამარა ვერ ვიქნები biggrin.gif

Posted by: ikebana 30 Aug 2007, 12:31
ლიკანი ფორევა.

რაც გაყიდვაში გამოვიდა მისი ფანი ვარ.

ვერცერთ მინარალურ წყალს ვერ "მოვერგე", არადა მინდა რომ ვსვა და თან კუჭ-ნაწლავ-ნაღველის პრობლემებიც მაქვს ხოლმე. ხოდა საპროფილაქტიკოდ რა.
ხოდა გაუმარჯოს ლიკანს smile.gif

Posted by: Deamanu 30 Aug 2007, 20:23
ყველა მინერალური წყალი love.gif ,გარდა 'საირმესი'

ნამდვილი ბორჯომი მიყვარს,თბილი რომ ამოდის ,თუმცა ისეთი მძაფრი გემო აღარ აქვს და რატო ეს მაინტერესებს



Posted by: ShadowCat 30 Aug 2007, 23:03
Deamanu
QUOTE
თუმცა ისეთი მძაფრი გემო აღარ აქვს და რატო ეს მაინტერესებს

ჰმ.. რამდენიმე თვის წინ ბორჯომში რომ მოვხვდი და დავლიე, მეც მომეჩვენა, რომ არც ისე მძაფრი გემო ქონდა.
მარა ვიფიქრე, ალბათ ბავშვობის დროინდელი არასწორად მახსოვსთქო.
(მანამდე ბოლოს 97-ში მქონდა დალეული rolleyes.gif)

Posted by: Deamanu 15 Sep 2007, 19:42
ShadowCat
არ მოგჩვენებია,ბავშვობაში თითქმის ყოველ წელს ბორჯომში ვიყავი,სხვებს(ბავშვებს) რო აძალებდნენ და ძალით ასხამდნენ მე ვერ მხსნიდნენ იქიდან,მაშინ იყო ძალიან მძაფრი და იშვიათად ვინმეს სიამოვნებით დაელია

ეხლა 'ადვილი დასალევია' .ცუდი ისაა ისეთი სიძლიერითაც აღარ მოდის როგორც წლების წინ

: ((

Posted by: Johnnie Walker 16 Sep 2007, 00:02
Deamanu
QUOTE
ნამდვილი ბორჯომი მიყვარს,თბილი რომ ამოდის

ეეჰ.... smile.gif
მაგის გემო ძლივსღა მახსოვს.

ბოთლის ბორჯომის დალევა არ შეიძლება. სისტემატურად ვსვამდი ადრე და რაღაც კუჭნაწლავის პრობლემები სულ მქონდა. შევეშვი, გადავედი ნაბეღლავზე და - გაქრა biggrin.gif

ვიცი, რომ მინერალური კი არა, ჩემი ფეხები, არაფერი წყალი არ არის ნაბეღლავი (ბოთლის), მაგრამ მაცივარში გაცივებულს რომ დაურტყამ, გაზიანს, ნეტარებაა......... smile.gif

ონკანის წყალ ვერ ვსვამ საერთოდ, ეროვნული ნაბეღლავი დღეში 2 ლიტრა მჭირდება biggrin.gif

Posted by: ShadowCat 16 Sep 2007, 14:29
უი, მე კიდე როგორც იქნა "ლიკანი" გავსინჯე და ძალიანაც მომეწონა chups.gif yes.gif

Posted by: მამაო ენუქი 16 Sep 2007, 14:39
QUOTE
უი, მე კიდე როგორც იქნა "ლიკანი" გავსინჯე და ძალიანაც მომეწონა 

აგერ მიდევს კაკრას გვერდზე, კაი რამე ყოფილა პახმელიაზე biggrin.gif

Posted by: sharla IX 16 Sep 2007, 21:02
ლიკანი მიყვარს user posted image user posted image

ნაბეღლავიც მარა ლიკანი მირჩევნია .. user posted image

აი ბორჯომი კი .. user posted image

Posted by: nanka_iuristka 27 Oct 2007, 22:32
მე ძალიან უკმაყოფილო ვარ "ლიკანის" მინერალური წყლით.....

დაგილევიათ გაზგასული? მეორედ დალევის სურვილს დაკარგავთ....

Posted by: BAUSHKE_ 14 May 2008, 00:24

ბორჯომი.

________________________________________________________

Posted by: chorven:) 14 May 2008, 00:35
ბორჯომი ეროვნული სიამაყესავითაა მაინც, ემბარგოს შემდეგ განსაკუთრებით biggrin.gif
ლამის თვალები დავთხარე ჩემს რუს მეგობარს, ბარჟომი პრიშლიო რომ წამოსცდა biggrin.gif

Posted by: Andro_forza juve 14 May 2008, 00:40
chorven:)
QUOTE
ლამის თვალები დავთხარე ჩემს რუს მეგობარს, ბარჟომი პრიშლიო რომ წამოსცდა 


givi.gif givi.gif givi.gif

Posted by: EKIKULI 17 May 2008, 01:07
QUOTE
თემა მინერალური წყალის მოყვარულთათვის

ლიკანი ჯობია ბორჯომსაც და ნაბეღლავსაც.
წყლის მაგივრად შემიძლია ლიკანი ვსვა, არადა ბევრი მინერალურის დალევა არც შეძლება როგორც ვიცი.

Posted by: fablo 17 May 2008, 01:16
მე წყალს საერთოდ არ ვსვავ!მარტო მინერალური-ლიკანი,ნაბეღლავი!

Posted by: katedudu 30 May 2008, 18:31
TT+

აქ დაწერე შეზღუდვის შესახებ. გეტყვი რომ დღის განმავლობაში შეიძლება ადამიანმა დალიოს მინერალური წყალი 2 ლიტრი ოღონდ გაზგასული.....

პ.ს. 8 წელია (ბოტკინის შემდეგ) დღეში 2 ლიტრ ან ნაბეღლავს ან ბორჯომს ვსვავ (გაზგასულს) და ეს სასარგებლოცაა და სასიამოვნოც, თან ცხელი ზაფხული მოდის და ამ შემთხვევაში როდესაც ორგანიზმი წელიწადის სხვა დროებთან შედარებით მეტ სითხეს კარგავს აუცილებელიცაა სითხის მიღება და სასურველია მინერალურის. რაც შეეხება საირმეს, ამ მინერალური წყლის მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე არ შეიძლება და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ალკოჰოლთან ერთად იწვევს უკურეაქციას ორგანიზმში ....

Posted by: Imhotep85 17 Mar 2009, 22:29
მინერალური წყლის ხარისხი არ განისაზღვრება ვის როგორი გემო მოსწონს. ამდენი ისაუბრეთ და კონკრეტულად არავინ არ დაწერა.

ყველა მინერალურ წყალს აქვს წარწერა, (წესით ეგ უნდა წაიკითხოთ და მერე დალიოთ წყალი).
მაგ წარწერაზე კი გარკვევით წერია:
1) მინერალიზაციის ხარისხი
2) ქიმიური ფორმულა
3) რა დაავადებების დროს უნდა დალიოთ..

საერთოდ მინერალური წყლები იყოფა:
დაბალი მინერალიზაცი(<5),
საშუალო მინერალიზაციის (5-10),
მაღალი ინერალიზაციის (>10) წყლებად.

მინერალიზაციის ხარისხის და ქიმიური ფორმულის მიხედვით განისაზღვრება წყლის ხარისხი. ყველა კარგია, გარკვეული დოზით და გარკვეული დაავადებების დროს. მთავარია სწორად შერჩევა და სწორად დალევა ( გაზიანი არ შეიძლება, ცივი არ შეიძლება, ჭამამდე უნდა დალიოთ/ან ჭამიდან 1 სთ-ს შემდე. კიდევაა სხვა გასათვალისწინებელი მომენტები).

კონკრეტულად განვიხილავ ლიკანის მაგალითზე ( სახლში ლიკანი მაქვს და იმიტოsmile.gif)

ლიკანი არის საშუალო მინერალიზაციის მინერალური წყალი. M=5.0-6.5 გ/ლ.



სამკურნალოდ გამოიყენება:
ქრონიკული გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, კოლიტის და ენტეროკოლიტის, ღვიძლის და სანაღვლე გზების დაავადებების, პანკრეატიტის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს.

ასევეა სხვა წყლებზეც. ამ ყველაფერს აფასებს ექიმი, და ექიმი ნიშნავს.
აქაოდა ნაბახუსევზე ვარო და მივარდე და დალიო 2 ბოთლა ნაბეღლავი/ან სხვა რომელიმე წყალი, არავითარი წესების დაცვით ეგ სასარგებლო კი არა შეიძლება საზიანოც კი იყოს.

და ბოლოს, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩვეულებრივი სასმელი წყლის ჩანაცვლება რომელიმე მინერალური წყლით.

Posted by: Imhotep85 17 Mar 2009, 22:39

Posted by: nanana 20 Mar 2009, 17:10
ნაბო მიყვარს, დანარჩენების მიმართ გულგრილი ვარ. მინერალურით სასმელი წყლის შეცვლა არ შეიძლებაო, ქვიშას აჩენს და კენჭებს

Posted by: niki_ niki 21 Mar 2009, 19:25
ნაბაღლავს ვსვამ biggrin.gif დღეში 1 ბოთლს, წყალს იშვიათად თუ არ მაქვსნაბეღლავი მხოლოდ მაშინ smile.gif

Posted by: massera 24 Mar 2009, 23:35
დაბალი მინერალიზაციის წყალი რომელი ისხმება საქართველოში ტუ იცით

Posted by: mainc 25 Mar 2009, 01:53
ნაბეღლავი მომწონდა ძალიან
მაგრამ ბოლო დროს გააფუჭეს
აღარ აქვს ის გემო

ბორჯომიც აღარ მომწონს

ლიკკანი რჩება
ცოტა ნორმალური ეგ არის

mo.gif


რამდენი იღვრება ტყუილად

ნატურალური მიყვარს
უჰ
მომინდა ახლა მჟავე წყალი

Posted by: geo_beo 25 Mar 2009, 23:37
QUOTE
იქნებ ვინმე კომპეტენტურს დაეწერა ამ სასმელების შესახებ ინფორმაცია


Химический состав продукта «боржоми»
Питательные вещества, витамины, микроэлементы на 100 г:
Вода: 100.0 г
Калий: 3.0 мг
Кальций: 13.0 мг
Кремний: 1.1 мг
Магний: 10.0 мг
Натрий: 200.0 мг
Сера: 0.8 мг
Хлор: 50.0 мг
Алюминий: 100.0 мкг
Бор: 1200.0 мкг
Титан: 4.0 мкг
Фтор: 800.0 мкг
Стронций: 480.0 мкг

Единицы измерения:

Чайный стакан: 250.0 г
Граненый стакан: 200.0 г
Чайная ложка: 5.0 г
Столовая ложка: 18.0 г

Posted by: gabarzgaleba 7 Jun 2009, 23:36
კაი მჟავე წყალს არაფერი ჯობია, მარა ამ თბილისში სად ვიშოვოთ? smile.gif

ისე, ბავშვობაში ჩემს ეზოში მოწანწკარებდა მჟავე წყალი, არ ვხუმრობ, მართლა, შუა თბილისში. ახლა დამშრალია.

Posted by: camomle 7 Jun 2009, 23:37
საირმე და საირმე და საირმე..
მაგრამ ჩემს ირგვლივ მაღაზიებში ნეტუ

Posted by: Unfinished_Sympathy 8 Jun 2009, 13:13
QUOTE
ნაბაღლავს ვსვამ  დღეში 1 ბოთლს



QUOTE
წყალს იშვიათად თუ არ მაქვსნაბეღლავი მხოლოდ მაშინ

მოვკდვდებით? drug.gif

Posted by: шапокляк 1 Jul 2009, 22:31
მეც რატომღაც ნაბეღლავი მირჩევნია ყველას.

Posted by: isida77 16 Jul 2009, 17:45
ლიკანი ყველაზე მაგარია alk.gif
ფაქტიურად ძველებური ბორჯომია. ამ ბოლო დროს ბორჯომი გააფუჭეს :-(

Posted by: rockataka 20 Jul 2009, 17:40
ნაბეღლავი გამოჩნდა ამ ბოლო დროს ისრაელის დახლებზე და მაინც ვერ მივხვდი რატომ ეწოდება მინერალური?!
ჩვეულებრივი დაგაზული წყალია. არავითარი განსხვავებული გემოთი. ფასი კი ადევს სოლიდური: 1 ლიტრიანი პლასმასის ბოთლი 2.5$.

Posted by: CZ88 20 Jul 2009, 18:45
Volvic - ფრანგული, უგაზო.

სხვა ჩვენებურები არ მახსოვს. არც გემო და ახლა გადავხედე, ბორჯომის გარდა არაფერი მხსომებია sad.gif

Posted by: annak 4 Aug 2009, 10:00
QUOTE
რამდენი იღვრება ტყუილად


yes.gif

კვირას ჩემი ნათესავი ჩამოვიდა ლეჩხუმიდან
იქ ძალიან ბევრი სამკურნალო მინ. წყაროებია.
კერძოდ ლაშიჭალეში 3 სხვადასხვა წყაროა. და ამბობენ რომ შველის სხვადასხვა დაავადებებს, yes.gif
განსაკუთრებით ცნობილია ძუღური, რომელიც შველის ღვიძლის დაავადებებს, დიაბეტს, ანემიას და ა.შ.
თუმცა იქ ადგილზე
ხალხი სხვადასხვა ურთიერთგამომრიცხავ რაღაცეებს ამბობს ამ წყალზე. yes.gif
ზოგი ამბობს რომ არჩენს ღვიძლის ყველა დაავადებას და ზოგის აზრით კი პირიქით შეიძლება ღვიძლის დაშლა გამოიწვიოს. rolleyes.gif user.gif
ჩემმა ნათესავმა გარისკა და სვა ეს წყალი , yes.gif ჩვენც ჩამოგვიტანა.
1 რამე ფაქტია ვისაც რკინის ნაკლებობა აქვს თავისუფლად შეუძლია მიირთვას.
დასალევად ადვილია და ძალიან მჟავეც არ არის.
http://www.radikal.ru
ძალიან მიუხედავია იქაურობა, თუმცა საკმაოდ ბევრი ხალხი ჩადის. smile.gif

Posted by: miau 4 Aug 2009, 11:48
annak
QUOTE
ხალხი სხვადასხვა ურთიერთგამომრიცხავ რაღაცეებს ამბობს ამ წყალზე. 
ზოგი ამბობს რომ არჩენს ღვიძლის ყველა დაავადებას და ზოგის აზრით კი პირიქით შეიძლება ღვიძლის დაშლა გამოიწვიოს. 
ჩემმა ნათესავმა გარისკა და სვა ეს წყალი ,  ჩვენც ჩამოგვიტანა.
1 რამე ფაქტია ვისაც რკინის ნაკლებობა აქვს თავისუფლად შეუძლია მიირთვას.
დასალევად ადვილია და ძალიან მჟავეც არ არის.


არ ვიცი ვიონ რას ამბობს, მაგრამ, მამაჩემი როდესაც საავადმყოფოდან გამოწერეს - მოკვდება, ვერაფერს ვუშველითო, მაგ წყალმა უშველა, საოცრებაა და ყოველ ზაფხულს ადის ხოლმე. ეგ წყალი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება საზამთროსთან, პამიდორთა და ალკოჰოლურ სასმელთან ერთად. სასურველია მსუბუქი დიეტის დაცვა, როდესაც ამ წყალს სვამ.
არაჩვეულებრივია ჭრილობის შესახორცებლად. მეც ვიყავი ერთ ზაფხულს და გაოგნებული ჩამოვედი, საოცარი ბუნება + საოცარი წყალი, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ადგილზე - აქვს ბუნებრივი გზი და არაჩვეულებრივი გემო. ცოტა ხანიკ რომ დააყოვნებ, მერე იჟანგება და ისეთი გემო ნამდვილად არა აქვს.
ძუღური არის სამოთხე! love.gif

Posted by: rtuli 4 Aug 2009, 11:55
QUOTE
1 რამე ფაქტია ვისაც რკინის ნაკლებობა აქვს თავისუფლად შეუძლია მიირთვას.

sad.gif

არმიყვარს წყალი,არვსვავ თითქმის.
მინერალური წყალი კი მახჩობს,გაზიანია ძალიან.
ჩაი და ყავა,ნატურალური წვენები love.gif

Posted by: annak 4 Aug 2009, 12:06
miau

QUOTE
აქვს ბუნებრივი გზი

გაზი ეხლაც ჰქონდა შენარჩუნებული.
დაჟანგებული კი ძალიან იყო. yes.gif
QUOTE
არ ვიცი ვიონ რას ამბობს, მაგრამ, მამაჩემი როდესაც საავადმყოფოდან გამოწერეს - მოკვდება, ვერაფერს ვუშველითო, მაგ წყალმა უშველა

მე მოვუყევი ეს ისტორია,"გავუწიე აგიტაცია" და სწორედ ამიტომ წავიდა, yes.gif yes.gif მაგრამ იქ ადგილზე, რომ ჩავიდა არ ურჩიეს და მერე დამირეკა სხვა წყალს ვსვამ ძუღური არ მირჩიესო. (არადა მაგიტომ იყო წასული)
მეც შემეშინდა, ვეღარ ვუთხარი ვერაფერი, მაგრამ მერე მაინც სვა ძუღურის წყალი. yes.gif
ბუნება მართლა ულამაზესია ხვალისთვის "ჩვენი სოფლის სურათებში" დავდებ, ძუღურის, თვითონ მინ. წყაროს და ლაშიჭალის სურათებს.
პ.ს.ზოგან ისეთი გადასასვლელი იყო კინაღამ ჩავვარდი და ვფიქრობდი მ... ეს სად გამომიშვიო biggrin.gif თან მეცინებოდა შენი სახეს რომ წარმოვიდგენდი რა დღეში ჩავვარდებოდი რამე რომ მომსვლოდაო. (ოFFტოპიკ)-წავშლი

rtuli
QUOTE
მინერალური წყალი კი მახჩობს,გაზიანია ძალიან.

მეც არ მიყვარს რკინიანი მჟავე მინ. წყალი, მაგრამ ეს ძალიან ადვილი დასალევი იყო. თავიდან ლამის ძალით გამასინჯეს და მერე ბოთლით დავდიოდი იმდენად მომეწონა smile.gif smile.gif

Posted by: miau 4 Aug 2009, 12:41
annak

იცი როგორი გაზი აქვს ადგილზე? - ძალიან მაგარი. smile.gif თან საოცარი თვისება აქვს - ბევრის დალევა შეგიძლია. ბილირუბინის გასასწორებლად არის ძალიან კარგი ძუღური. ჩემს ახლობელს რომ ვურჩიე, მანაც დალია და ცუდად გახდა და მერე რომ აღმოვაჩინეთ, დიეტას არ იცავდა და მაინც, რაც არ უნდა იყოს, ქიმიური შემადგენლობა თავისას შვრება, იმოქმედა ალკოჰოლზე და ცუდად გახადა.
QUOTE
პ.ს.ზოგან ისეთი გადასასვლელი იყო კინაღამ ჩავვარდი და ვფიქრობდი მ... ეს სად გამომიშვიო  თან მეცინებოდა შენი სახეს რომ წარმოვიდგენდი რა დღეში ჩავვარდებოდი რამე რომ მომსვლოდაო. (ოFFტოპიკ)-წავშლი

ველური ბუნებაა, მარტო ხარ და გგონია, რომ ეგ სამყარო მხოლოდ შენია biggrin.gif

Posted by: August 4 Aug 2009, 13:04
ჰო და აი, მაგ წარწერას რომ კითხულობენ
user posted image
იმიტომ მოითხოვს მერე აქაური კანონმდებლობა მაგ წ###ბის აფთიაქში გაყიდვას ... რაც ცხადია დისტრიბუტორს არ აწყობს givi.gif

Posted by: tini 4 Aug 2009, 16:00
QUOTE
კვირას ჩემი ნათესავი ჩამოვიდა ლეჩხუმიდან იქ ძალიან ბევრი სამკურნალო მინ. წყაროებია. კერძოდ ლაშიჭალეში 3 სხვადასხვა წყაროა. და ამბობენ რომ შველის სხვადასხვა დაავადებებს



ლაშიჭალაში მეც ვარ რამოდენიმეჯერ ნამყოფი.. ლეჩხუმში ულამაზესი ადგილია... მართლაც მოწყვეტილია მთელს სამყაროს.. smile.gif

არის 3 სახის წყალი: კუჭის, ღვიძლის, ნაღვლის.. ამასთანავე არის ე.წ. სილამაზის წყალი.. რო მიისხამ გალამაზდებიო smile.gif

იქვე არის მდინარე.. ძალიან ცივი და სუფთა.. კიდევ არის გოგირდის წყალი.. ტანისთვის მისწრებაა პირდაპირ.. smile.gif

ნუ გზა არის ძალიან ცუდი.. ძალიან მთაშია.. და 1სასტუმროა სულ მგონი.. დანარჩენი სულ კერძო სახლებია.. სახლები რაა... პატარა ქოხები smile.gif

Posted by: miau 9 Aug 2009, 00:58
tini

ლეჩხუმი ჩამრჩა მეხსიერებაში სამოთხედ! smile.gif
ძუღურის ფანი ვარ - მარტო ღამით ციცინათელების ციმციმი იყო საოცრება, ვერ გაიგებდი სად ციცინათერლა იყო და სად ვარსკვლავი smile.gif
იქ არის კოტეჯები, სადაც ჩვენ ვცხოვბრობდით, არანაირი სხვა პირობა არაა, ერთი ბიჭი დადიოდა ყოველ 3-4 დღეში ერთხელ და ვაბარებდით რაღაცეებს, ჩვენ საძილე ტომრებში გვეძინა, თან გვქონდა წაღებული საკვები, სანთლები, პატარა გაზის ბალონი და უპრობლემოდ გაგვქონდა თავი smile.gif ზედმეტ კომფორტს დაჩვეული ადამიანი იქ ვერ გაძლებს ნამდვილად, მაგრამ იმ საოცრებად, რაც ლეჩხუმში შეიძლება ნახო, ნამდვილად ღირს ცოოტა მოთმენა. smile.gif
300 საფეხურს დღეში ორჯერ ავდი-ჩავდიოდით, თუ ერქვა საერთოდ კიბე... ქვემოთ სამი წყარო იყო, ერთი - ღვიძლის და დიაბეტის, მეორე - გინეკოლოგიური დაავადებებისთვის იყო და კიდევ რაღაცეებს შველოდა, მაგრამ მაგით ნაკლებად ვიყავით დაინტერესებული და იყო წყარო, რომელიც მოწანწკარებდა და ძირში დიდი რაოდენობით ჟანგიოსფერ ტალახს იკეთებდა - ეს ტალახი კანის დაავადებებისთვის ყოფილა კარგი. ინდიელივით ამ ჟანგისფერ მიწას წავისმევდი და დავსდიოდი, რომ გაშრებოდა, სპილენძისფრად პრიალებდა და ერთობ მიმზიდველი დასანახი ვიყავი biggrin.gif
ეჰ, კარგია ძუღური... cry.gif

Posted by: annak 4 Sep 2009, 17:31
აი ძუღურის წყაროც. ეს კაცი მგონი მეპატრონეა ზუსტად არ ვიცი rolleyes.gif

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

tini
QUOTE
ე.წ. სილამაზის წყალი.. რო მიისხამ გალამაზდებიო

ვაიჰ, რა საინტერესოა
უკვდავების წყარო არ არის ნეტა მანდ სადმე? biggrin.gif ისე რათ მინდა? rolleyes.gif
QUOTE
ნუ გზა არის ძალიან ცუდი.. ძალიან მთაშია.. და 1სასტუმროა სულ მგონი.. დანარჩენი სულ კერძო სახლებია.. სახლები რაა... პატარა ქოხები 

გეთანხმებე ესეა, ოღონდ ამბობენ "ერთმა" შეიძინა და მიხედავსო და ვნახოთ.

Posted by: miau 4 Sep 2009, 17:39
annak
QUOTE
აი ძუღურის წყაროც


გინდა ახლა, ვიტირო? cry.gif

Posted by: tasikuna-taso 4 Sep 2009, 17:41
მე ლიკანი მომწონს
რაღაცნაირი ლაითია

Posted by: annak 4 Sep 2009, 17:44
miau
QUOTE
გინდა ახლა, ვიტირო?

ნამდვილად არა, რას ამბობ
აჰა და დატკბი yes.gif ოღონდ არ იტირო. 2kiss.gif 2kiss.gif


http://forum.ge/?f=95&showtopic=33935364&st=1335

Posted by: tasikuna-taso 4 Sep 2009, 17:45
QUOTE
აი ძუღურის წყაროც. ეს კაცი მგონი მეპატრონეა ზუსტად არ ვიციrolleyes.gif


ვაიმე ჩემი ბავშვობა გამახსენდა,

ზაფხულობით მამაჩემი წინასწარ მიდიოდა საშენი მასალით დატვირთული სატვირთო მანქანით, მუშებთან ერთად და ჩვენ საცხოვრებელ პატარა ფიცრულ სახლს აგებდა.
მაშინ დასასვენებელი სახლები არ არსებობდა იქ თურმე. ახლა არ ვიცი.

Posted by: GIORGI088 16 Sep 2009, 15:19
QUOTE
მე ლიკანი მომწონს

მეც მომწონდა მაგრამ ამ ბოლო დროს თითქოს გააფუჭესააავიით...

Posted by: ლიკლიკა 7 Oct 2009, 20:43
QUOTE
ბოლო დროს თითქოს გააფუჭესააავიით...

საქართველოში ნებისმიერ პროდუქციას აფუჭებენ გარკვეული პერიოდის მერე mad.gif

მაინც ლიკანი მირჩევნია, შედარებით ახალია და ჯერ ბოლომდე არ გაუფუჭებიათ biggrin.gif



სოფელ ხადაში მიწიდან ამოდის ვეძის წყალი. ვითიშები გემოზე. გრძნობ რომ გაძეძგილია მინერალებით http://smiles.geo-samyaro.com/smile.142730.html

Posted by: didi bege 8 Oct 2009, 01:26
ნაბეღლავს სლოგანში გრამატიკული შეცდომაა, ნუთუ აქამდე არავის შეუმჩნევიაა

ნაბეღლავი ჯობია კი არა, ნაბეღლავი სჯობია

Posted by: llekso 8 Oct 2009, 19:17
ნაბეღლავი love.gif ცივი ნაბეღლავი,უფ love.gif

Posted by: gast 28 Feb 2011, 18:11
QUOTE
ბორჯომს სოდის გემო აქვს ხოლმე,ნაბეღლავი რექომენდედ

ბორჯომის დალევა სეუძლებელია, ამ ბოლო წლებში რარაც სასწაული გემო აქვს, სოდას ყრიან წყალში თუ როგორაა?!

Posted by: დოლორეს 28 Feb 2011, 23:57
თბილისში მიყვარდა ყველაზე მეტად ნაბეღლავი და აქ თიტქმის სისყემატიურად ვსვამ ,,VICHY CATALAN""
ყველაზე კარგი მინერალური წყალი ესპანეთში.

ამის გარეშე მე არ ვარსებობ.მე თუ მინერალური არ მაქვს იმ დრეს მგონია რომ მშიერ-მწყურვალი ვარ biggrin.gif

ჩემი საყვარელი და განუყრელი სიცოცხლის ელექსირი love.gif

Posted by: qeti-qetusia 2 Mar 2011, 02:03
ძალიან მნიშვნელოვანი -

დღEში მინიმუმ ლიტრას ვსვამ
ამას-
user posted image

ან ამას-

user posted image

თან მე სულ მწყურია.

მიყვარს ნაბეღლავიც, როცა მაქვს.


ტუ სადმე მივდივარ, სულ ჩანთაში მაქვს.


Posted by: LEOPARD 3 Mar 2011, 19:44
ნაბეღლავი,უფრო მესიმპატიურება.

Posted by: gloneli 4 Mar 2011, 01:32
QUOTE
ევროპაში აფთიაქის გარდა სხვაგან ბორჯომს ვერც იყიდი ვერც გაყიდი .....

lol.gif
ევროპის რომელი ქალაქების რომელ აფთიაქებში გინახიათ ბორჯომი?
მე არსად.

Posted by: mate2011 4 Mar 2011, 15:20
გემოვნებაზე არ დაობენ smile.gif bis.gif alk.gif alk.gif alk.gif alk.gif ....................................................................

Posted by: SweetGirl 4 Mar 2011, 18:45
მე გემოვნების ამბავში ლიკანი მიყვარს. ასევე დიდი სიამოვნებით ვსვამ ბორჯომს ოღონდ ბორჯომის პარკის ონკანისას biggrin.gif. ყოველთვის მაინტერესებდა რატომ აქვს ბოთლში ჩამოსხმულ ბორჯომს ამდენად განსხვავებული გემო? კი არადა გაზიანი წყალია რა. თან ამდენი ჭორები და საერთოდ გული არ მიმდის

Posted by: mrudall 12 Apr 2011, 18:44
QUOTE
ევროპაში აფთიაქის გარდა სხვაგან ბორჯომს ვერც იყიდი ვერც გაყიდი .....

იყიდება რომ? და სად?

gloneli
QUOTE
ევროპის რომელი ქალაქების რომელ აფთიაქებში გინახიათ ბორჯომი?
მე არსად.

ისე ამბობ მე არსადო ვითომ მთელი დედამიწა გქონდეს მოვლილი და თან ბორჯომს კიტხულობდე აფტიაქებში biggrin.gif


ხორხე
QUOTE
აი შოვშია ბევრი სამკურნალო მინერალური


ამ ნაბეღლავ საირმე ბორჯომებს გვერძე არ დაიყენებს : )

კერძოდ რომელი, რომ ეგრე არაცნობლია და ამათ თურმე ყველა ს სჯობს user.gif

Posted by: ხორხე 12 Apr 2011, 20:23
mrudall
QUOTE
კერძოდ რომელი, რომ ეგრე არაცნობლია და ამათ თურმე ყველა ს სჯობს

იქ უნდა ჩახვიდეთ და ადგილზე დალიოთ

როგორც მე ვიცი არ ისხმება ბოთლებში

Posted by: gvancuka123 20 Apr 2011, 09:54
ბორჯომს ვერ ვსვამ,რაღაცნაირი მძიმე დასალევია smile.gif
ნაბეღლავი და ლიკანი მომწონს ძალიან smile.gif

Posted by: gloneli 22 Apr 2011, 00:20
mrudall
QUOTE
ისე ამბობ მე არსადო ვითომ მთელი დედამიწა გქონდეს მოვლილი და თან ბორჯომს კიტხულობდე აფტიაქებში

ისე ამბობ,ვითომ ძალიან კმარგად იცი ჩემი ცხოვრება.მართლა და რა იცი,ეგება სწორია რასაც ვამბობ?!
დედამიწის მოვლა არ სჭირდება მაგის ცოდნას.

Posted by: ninicool 20 Jun 2011, 23:11
gvancuka123
QUOTE
ნაბეღლავი და ლიკანი მომწონს ძალიან

მეც, მაგრამ ამ ბოლო დრო მე შევიცვალე თუ ლიკანმა შეიცვალა ჩემს მიმართ დამოკიდებულება ვერ ვიგებ, აშკარად ისეთი აღარ არის, როგორიც ადრე.

Posted by: kranci 20 Jun 2011, 23:20
ბორჯომი. აუცილებლად ბორჯომიmo.gif

Posted by: ლიკლიკა 20 Jun 2011, 23:26
QUOTE (ლიკლიკა @ 7 Oct 2009, 20:43 )
QUOTE
ბოლო დროს თითქოს გააფუჭესააავიით...

საქართველოში ნებისმიერ პროდუქციას აფუჭებენ გარკვეული პერიოდის მერე mad.gif

მაინც ლიკანი მირჩევნია, შედარებით ახალია და ჯერ ბოლომდე არ გაუფუჭებიათ biggrin.gif



სოფელ ხადაში მიწიდან ამოდის ვეძის წყალი. ვითიშები გემოზე. გრძნობ რომ გაძეძგილია მინერალებით http://smiles.geo-samyaro.com/smile.142730.html

გააფუჭეს user posted image

Posted by: TaTa_TaTuLi 20 Jun 2011, 23:30
ნაბეღლავი მომწონს, თუმცა ამაზეც ამბობენ, გააფუჭესო...
ისე კი, წაღვერის მჟავე წყლები მომენატრა ძალიან chups.gif

Posted by: Mr.Drummer 20 Jun 2011, 23:32
smart water-ის რეკლამა ნახეთ / biggrin.gif , ქართული არაა, მარა არაუშავს.

http://www.youtube.com/watch?v=Rc47LcvIxyI

Posted by: mia_nano 21 Jun 2011, 15:27
ვისაც საექსპორტო ბორჯომი გვახსოვს, ლამაზად შეფუთული და უგემრიელესი დასალევი , დღევანდელ მინერალურ წყლებზე რა აზრის ვიქნებით... არა და მდინარეში იღვრება ბორჯომის წყალი, ესენი კიდევ ნახლაფორთალს ყიდიან... ხო არიან ღირსები ლამაზად რომ მივესალმოთ gigi.gif

Posted by: ninicool 21 Jun 2011, 22:44
ისე, რა საინტერესოა, მინერალური წყალი როგორ უნდა გააფუჭო?

Posted by: lai-lai 21 Jun 2011, 23:19
ლეღვას წყალი არის ძალიან კარგი smile.gif

Posted by: ლიკლიკა 21 Jun 2011, 23:58
QUOTE
ისე, რა საინტერესოა, მინერალური წყალი როგორ უნდა გააფუჭო?

არ ვიცი, მაგრამ ძალიან ეცადნენ აშკარად.

Posted by: soxumi-05 28 Jun 2011, 23:39
საერთოდ არ მიყვარს მინერალური წყლები, ყველაზე მეტად კიდევ ლიკანს ვსვამ biggrin.gif

Posted by: mrudall 3 Jul 2011, 11:11
gloneli
QUOTE
დედამიწის მოვლა არ სჭირდება მაგის ცოდნას.

ხო ზიხარ და მსოფლიოს და აფტიაქებს უვლი კომპიუტერით ხო, ლოლ

mia_nano
QUOTE
ვისაც საექსპორტო ბორჯომი გვახსოვს, ლამაზად შეფუთული და უგემრიელესი დასალევი , დღევანდელ მინერალურ წყლებზე რა აზრის ვიქნებით... არა და მდინარეში იღვრება ბორჯომის წყალი, ესენი კიდევ ნახლაფორთალს ყიდიან... ხო არიან ღირსები ლამაზად რომ მივესალმოთ

საიდან იცი ? რატომ უნდა გააკეტონ ახლა ეგ თუ იმდენია ბორჯომი რომ მდინარეში იღვრება, სად არის აქ ლოღიკა?! ანდა მარტლა ჩალითააა ეს ქვეყანა დახურული ანდა ეგენი ასეთი შტერები არიან? ანდა ჩვენ ვართ ასეთი შტერები რომ მაგათ ნახლაფორტალს ვსვავთ?

Posted by: giorgiiosebi 4 Jul 2011, 16:32
QUOTE (მ.დ.უ @ 18 Apr 2007, 22:24 )
საინტერესო იქნებოდა ამ თემაზე საუბარი, მინერალური წყალის ჭეშმარიტ მოყვარულებთან alk.gif
პირადად ჩემი სიმპატია ნაბეღლავისკენ იხრება user posted image

ვინც იცით საირმის და ბორჯომის გარდა სხვა მინერალური წყლების რეალიზაციის ადგილები, გთხოვთ დაწერეთ smile.gif

გეთანხმებით, ანუ ყოველდღიურ მოხმარებაში პირადად მე მხოლოდ ამ წყალს შევიძენ ხოლმე, თუმცა თუ მკურნალობაზეა საუბარი, უებარი ყოფილა საირმის წყალი, რომელიც ადგფილზე, საირმეში დასვენებისას უნდა დაილიოს, იმავე ტემპერატურისა, როგორიც მოდის.

Posted by: mrudall 6 Jul 2011, 17:42
miau
QUOTE
არაჩვეულებრივია ჭრილობის შესახორცებლად. მეც ვიყავი ერთ ზაფხულს და გაოგნებული ჩამოვედი, საოცარი ბუნება + საოცარი წყალი, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ადგილზე - აქვს ბუნებრივი გზი და არაჩვეულებრივი გემო. ცოტა ხანიკ რომ დააყოვნებ, მერე იჟანგება და ისეთი გემო ნამდვილად არა აქვს.
ძუღური არის სამოთხე!

annak
QUOTE
აქვს ბუნებრივი გზი

გაზი ეხლაც ჰქონდა შენარჩუნებული.
დაჟანგებული კი ძალიან იყო

წყლის დაჟანგვა რა უბედურებაა? რას ნიშნავს?
* * *
QUOTE
მე მოვუყევი ეს ისტორია,"გავუწიე აგიტაცია" და სწორედ ამიტომ წავიდა,  მაგრამ იქ ადგილზე, რომ ჩავიდა არ ურჩიეს და მერე დამირეკა სხვა წყალს ვსვამ ძუღური არ მირჩიესო. (არადა მაგიტომ იყო წასული)
მეც შემეშინდა, ვეღარ ვუთხარი ვერაფერი, მაგრამ მერე მაინც სვა ძუღურის წყალი.

უშველა მერე ძუღურის წყალმა?

QUOTE
ბუნება მართლა ულამაზესია ხვალისთვის "ჩვენი სოფლის სურათებში" დავდებ, ძუღურის, თვითონ მინ. წყაროს და ლაშიჭალის სურათებს.

აქ რომ დადო ვერა?

miau
QUOTE
annak

იცი როგორი გაზი აქვს ადგილზე? - ძალიან მაგარი.  თან საოცარი თვისება აქვს - ბევრის დალევა შეგიძლია. ბილირუბინის გასასწორებლად არის ძალიან კარგი ძუღური. ჩემს ახლობელს რომ ვურჩიე, მანაც დალია და ცუდად გახდა და მერე რომ აღმოვაჩინეთ, დიეტას არ იცავდა და მაინც, რაც არ უნდა იყოს, ქიმიური შემადგენლობა თავისას შვრება, იმოქმედა ალკოჰოლზე და ცუდად გახადა.

ბილირუბინი რა არის?
* * *
annak
QUOTE
ნუ გზა არის ძალიან ცუდი.. ძალიან მთაშია.. და 1სასტუმროა სულ მგონი.. დანარჩენი სულ კერძო სახლებია.. სახლები რაა... პატარა ქოხები 

გეთანხმებე ესეა, ოღონდ ამბობენ "ერთმა" შეიძინა და მიხედავსო და ვნახოთ.

აბა ეხლა ახალს და კარგს არაფერს გვეტყვი? მიხედა უკვე იმ ახალმა?
* * *
annak
QUOTE
ნუ გზა არის ძალიან ცუდი.. ძალიან მთაშია.. და 1სასტუმროა სულ მგონი.. დანარჩენი სულ კერძო სახლებია.. სახლები რაა... პატარა ქოხები 

გეთანხმებე ესეა, ოღონდ ამბობენ "ერთმა" შეიძინა და მიხედავსო და ვნახოთ.

აბა ეხლა ახალს და კარგს არაფერს გვეტყვი? მიხედა უკვე იმ ახალმა?ლიკლიკა
QUOTE

სოფელ ხადაში მიწიდან ამოდის ვეძის წყალი. ვითიშები გემოზე. გრძნობ რომ გაძეძგილია მინერალებით

ეგ სადაა?

Posted by: miau 6 Jul 2011, 18:13
mrudall
QUOTE
ბილირუბინი რა არის?


ღვიძლის ერთერთი ფუნქციაა.

წელს არც მიოცნებია ძუღურზე წასვლა - დანგრეული იქნება საშინლად გზა sad.gif

Posted by: ლიკლიკა 6 Jul 2011, 19:55
mrudall
QUOTE
ეგ სადაა?

დუშეთის რაიონში. გუდაურისკენ მიმავალ გზაზე.

Posted by: gloneli 6 Jul 2011, 21:25
mrudall

QUOTE
ხო ზიხარ და მსოფლიოს და აფტიაქებს უვლი კომპიუტერით ხო, ლოლ

ზრდილობაზე რამე გაგიგია?

Posted by: lelukaa 11 Jul 2011, 16:19
უწერის სილამაზის წყალი, ნაპერწკალა, გვერითა, იიიფ smile.gif

ეს რა გამახსენეთ?! <3

Posted by: mia_nano 14 Jul 2011, 10:53
mrudall
საიდან ვიცი და გაისეირნე ერთხელ მაინც ბორჯომში და მიხვდები მერე... და რაო, არაფერი ნახლაფორთალი არ არის ხო ქართულ ბაზარზე...რომ ვამბობ, ესეიგი ვიცი და იმიტომ ვწერ

Posted by: mrudall 15 Jul 2011, 02:48
gloneli
QUOTE
ხო ზიხარ და მსოფლიოს და აფტიაქებს უვლი კომპიუტერით ხო, ლოლ

ზრდილობაზე რამე გაგიგია?

უზრდელური ჯერ არა მიტქვამს, სიმართლეა ეგ, გაარჩიე ერთმენეთისგან.


Posted by: NERVA 24 Jul 2011, 19:24
ნაბეღლავი თვითონ სოფელ ნაბეღლავში უნდა დალიოთ ძალიან მაგარია საირმე ახალი გამოსულია და არა მგონია გაფუჭებული იყოს მე მომწონს yes.gif

Posted by: unknown lady 25 Jul 2011, 10:47
მე საირმე მიყვარს ყველაზე მეტად, შეიძება იმიტომ რომ თითონ ადგილს მახსენებს

მოკლედ საირმე ჩემთვის რომანტიული წყალია biggrin.gif


Posted by: NERVA 25 Jul 2011, 11:39
წაღვერშია კარგი მჟავე წყლები
yes.gif yes.gif

Posted by: ForeverAutumn 22 Nov 2013, 00:52
ძუღური და ლაშიჭალა თუ ვინმეს გინდათ , არის დიდი რაოდენობით კვირაში ერთხელ

Posted by: gia1970 16 Oct 2016, 13:20
QUOTE
ძუღური და ლაშიჭალა თუ ვინმეს გინდათ , არის დიდი რაოდენობით კვირაში ერთხელ

როდინდელი პოსტია
და რა მკვდარია თემა

Posted by: dodij 4 Sep 2018, 12:38
ახალ წყალზე რას იტყვით? გავაცოცხლოთ თან თემა




Posted by: ლიკლიკა 5 Sep 2018, 11:37
dodij
არ შემხვედრია.
მინერალურის ხშირი მომხმარებელი ვარ, მაინტერესებს yes.gif

Posted by: dodij 10 Sep 2018, 10:16
ლიკლიკა
QUOTE
არ შემხვედრია.
მინერალურის ხშირი მომხმარებელი ვარ, მაინტერესებს 

კარფურში ვყიდულობ

Posted by: ლიკლიკა 10 Sep 2018, 11:34
dodij
მადლობა,დავაგემოვნებ

Posted by: dodij 23 Dec 2018, 22:26
ახალი წლების პახმელიებისა და ანტიღვიძლისებული ეფექტის ყველაზე უებარი და ნაკლებად საზიანო რჩევებს ვიღებ, წელს ნამეტანი მიწევს და რომელ სოდას მივაწვე?

Posted by: decembre 31 Dec 2018, 20:49
ამ პერიოდში ტონობით იყიდება, შეკვრები მიაქვს ხალხს. რამ გაგამწარათ?! drug.gif biggrin.gif

Posted by: dodij 5 Jan 2019, 21:47
D€cember
QUOTE
ამ პერიოდში ტონობით იყიდება, შეკვრები მიაქვს ხალხს. რამ გაგამწარათ?! 

მეტი გაზი ერს

Posted by: კასიოპეა 6 Jan 2019, 10:45
ბორჯომი.
ერთადერთი და შეუცვლელი.

ნაბეღლავი , საირმე, ლიკანი ( ამასარაუშავს), თუ სხვა არჩევანი არაა.

Perrier, San Pellegrino, სხვებიც, რაც გამისინჯავს, ვერცერთი მოვა ჩვენს ბორჯომთან.


უნიკალური წყალი გვაქვს love.gif

ამერიკაშიც "ბორჯომს" ვყიდულობ!

Posted by: max-14 5 Mar 2019, 20:22
QUOTE
ბორჯომი.

მხოლოდ მინის ბოთლში,დანარჩენები .............

Posted by: vinsaniti 21 Mar 2019, 12:45
ლიკანი მშველის იჟოგა როცა მაქვს ერთჯერადად


აი რაჭაში წყლები იცის იმას როცა ვსვავ კვირაობით აღარ მაქვს ხოლმე იჟოგა user.gif

Posted by: dodij 23 Mar 2019, 12:29
QUOTE
Perrier, San Pellegrino, სხვებიც, რაც გამისინჯავს, ვერცერთი მოვა ჩვენს ბორჯომთან.

ეგ ნაკლებ მარილიანია და იმიტოა განსხვავებული. ისე ჩვენ წყლებს სხვები არ სვამენ, გემოვნება ძალიან განსხვავებულია, ეფექტიც შედარებითი, ერთს შველის და მეორეს უფრო აზიანებს.

Posted by: max-14 24 Mar 2019, 18:19
უცხოური მინერალური წყალი იყიდება სადმე თბილისში?

Posted by: ლუდოვიკო 8 Jun 2019, 16:02
დღეში ერთი ბოთლი მაინც თუ არ ჩავხეთქე, ვერ ვისვენებ ისე. ოდესმე მომიღებს ბოლოს ალბათ user.gif
ჩემნაირი გიჟები ხართ აქ? დამამშვიდეთ რა biggrin.gif

Posted by: max-14 11 Jun 2019, 21:39
QUOTE
ახალ წყალზე რას იტყვით? გავაცოცხლოთ თან თემა

კობი? ჩემი გემოვნებით არ ვარგა..........

Posted by: decembre 8 Aug 2021, 17:50
QUOTE (max-14 @ 11 Jun 2019, 21:39 )
QUOTE
ახალ წყალზე რას იტყვით? გავაცოცხლოთ თან თემა

კობი? ჩემი გემოვნებით არ ვარგა..........

yes.gif down1.gif


საირმე დიდ ბოთლებში გაწყდა? ვეღარსად ვნახე.

Posted by: kriketi-1985 8 Sep 2021, 13:58
გაზირებულებიდან ნაბეღლავს ვერც ერთი ჯობია.

Posted by: levani169 8 Sep 2021, 16:38
QUOTE

გაზირებულებიდან ლიკანს ვერც ერთი ჯობია.


up.gif up.gif

Posted by: thug 9 Sep 2021, 22:39
ჩემთვის ბორჯომი მაინც #1 არის

..................

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)