ეს ცალკე თემა და ძალიან ქართული
ბავშვის აყვანა და გინდაც სუროგაციით დაბადება ჩემთვის ასოცირდება მარტოობის პრობლემის მოხსნასთან (ზოგ შემთხვევაში კი ოჯახის შენარჩუნებასთანაც), ძალიან ცუდი შედარებაა და მომიტევეთ, მაგრამ პატარა კნუტი რომ გსურს გყავდეს, რომელზეც იზრუნებ
სხვანაირად დედობა ჩემთვის სხვა რამეა - ის არის, მუცელში რომ გიზის, მის ყველა გაფაჩუნებას გრძნობ და შენში რომაა!
შეიძლება სხვა ვარიანტის განხილვაც - იზრუნო მიტოვებულ ბავშვზე, რომელსაც პატრონი არ ყავს.
აქედან გამომდინარე, ჩემთვის გინდა ბავშვის აყვანა და გინდა სუროგატი დედის საშუალებით გაჩენა ერთიდაიგივეა, დედობა ნამდვილად არ არის და ორივე ერთად - თავის მოტყუება (თუ ბოლო ვარიანტს არ ჩავთვლით).
რაც შეეხება გენეტიკას - ამაზე მე პირადად დიდი გართულება არა მაქვს, ასეთი დაჟინებისა არ მესმის. მე არ ვარ მეფე, რომ ჩემი ტAხტის მემკვიდრე ჩემი სისხლისა იყოს
(არც იმ მეფეებისა მესმის
)
ზრუნვა გინდა? - გაიხედ-გამოიხედე და საზრუნავს იპოვნი, უამრავი გაჭირვებბული, მიტოვებული ბავშვია და არა მხოლოდ ბავში.
მე ერთ-ერთი, რაც ქრისტიანობაში მომწონ ისაა, რომ ადამიანებს რაღაცის კატასტროფულად აკვიატებას, გაკერპებას და დაჟინებას უარყოფს.
თავს განსაკუთრებით რადიკალურად ვერაფერზე დავდებ, კაცმა არ იცის წინ რა მხვდება და რას ვიზამ, მაგრამ დღეს ასე ვფიქრობ.
This post has been edited by miau on 13 Oct 2009, 02:28