forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (53) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> Utah jazz, ჯერი სლოუნის ჯაზმენები
lasha23
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1991
წევრი No.: 31270
რეგისტრ.: 12-March 07

გამოგზავნილია: 9 Jan 2008, 16:38  #8062501      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ოქური წელს არ ვარგა, ბუზერმა რაღაც მოუკლო, დერონამაც, კირილენკოც დიდი არაფერი.ფლეიოფში ბევრს ვერაფერს იზამენ
M43DL0
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16936
წევრი No.: 17244
რეგისტრ.: 15-February 06

  გამოგზავნილია: 27 Jan 2008, 17:59  #8300852      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
სახელი: იუტა ჯაზი
დივიზიონი: დასავლეთი
კონფერენცია: ჩრდილოეთ-დასავლეთი
დაარსდა: 1974 წელს
ისტორია: New Orleans Jazz ( 1974–1979 ), Utah Jazz ( 1979- დღემდე )
არენა: EnergySolutions Arena ( ადრე Delta Center )
ქალაქი: სოლტ ლეიკ სიტი, იუტა
მფლობელი: ლარი მილერი
მწვრთნელი: ჯერი სლოუნი
NBA-ს ჩემპიონი: არასდროს
კონფერენციის ჩემპიონი: 2 (1997, 1998 )დივიზიონის ჩემპიონი: 7 ( 1984, 1989, 1992, 1997, 1998, 2000, 2007)
გუნდი თავიდან დაარსდა ნიუ ორლეანში, მაგრამ 1979 წელს გადავიდნენ სოლტ ლეიკ სიტიში და დღემდე იქ არიან.
1984 წელს ჯაზმენებმა დრაფტზე აიყვანეს გამთამაშებელი ჯონ სტოქტონი და შემდეგ წელს აიყვანეს მძიმე ფორვარდი კარლ მელოუნი. ეს ორი კალათბურთელი მალევე გახდნენ ვარსკვლავები და ამ დროს იწყება უკვე იუტას აღმასვლა, 1988-89 წლებში იუტამ სეზონი დაამთავრა 51 მოგებით 31 მარცხის წინააღმდეგ, ეს იყო ამ გუნდის რეკორდი ამ დროისთვის. მაგრამ ფლეი ოფის პირველივე რაუნდში დამარცხდა გოლდენ სტეიტთან.90 იან წლებში იუტა უფრო და უფრო პროგრესირებდა და 97 ში მათ კონფერენციის ჩემპიონობა იზეიმეს, სეზონი დაამთავრეს 64–18 შედეგით. იუტა NBA -ს სუპერფინალში გავიდა სადაც წააგო სერია ჩიკაგოსთან 4:2 . ამავე წელს კარლ მელოუნი გახდა სეზონის MVP.
1997-98 წლებში იუტამ ისევ მშვენივრად ითამაშა, კონფერენციის ფინალში გავიდა სადაც სტოქტონი-მელოუნი-ჰორნაჩეკის გუნდი დაუპირისპირდა ლოს ანჯელეს ლეიკერს შაკილ ონილის და კობი ბრაიანტის წინამძღრობით. ჯაზმენებმა დაამარცხეს ლეიკერსი და ფინალში ისევ ჩიკაგოს შეხვდნენ, პირველი თამაში დაამარცხეს 88–85, მაგრამ დათმეს შემდეეგი სამი თამაში ( 88–85, 96–54, 86–82 ) მეხუთე თამაში მოიგეს 83–81 და მეექვსე თამაში გაიმართა სოლტ ლეიკ სიტიში სადაც ჯორდანმა მატცჩის ბოლოს ნახტომში სროლით მატჩში და სუპერფინალში გამარჯვება ჩიკაგოს მოუტანა 87–86.

ეს იყო იუტას საუკეთესო ორი წელი, იმის შემდეგ გუნდი
ყველაფერს ეცადა მაგრამ NBA-ს ჩემპიონი არასოდეს გამხდარა, მელოუნი კიდევ იმისთვის რომ საჩემპიონო ბეჭედი მოერგო ლეიკერსში გადავიდა მაგრამ ამაოდ ( sad.gif )
2003-2006 წლებში მიმდინარეობდა იუტას ხელახლა აშენების კამპანია. ამ დროში გუნდში გამოჩნდნენ ანდრეი კირილენკო, კარლოს ბუზერი ( აიყვანეს როგორც თავისუფალი აგენტი ), მეჰმეთ ოქური ( დეტროიტიდან, გაცვალეს ელდენ კემბელში ), 2005 წლის დრაფტის მესამე ნომრად აიყვანეს დერონ უილიამსი. 2006 წლის დრაფტზე აიყვანეს რონი ბრეუერი ( brewer ). ეს არის ბირთვი რომელიც დღემდე შენარჩუნებულია

არენა: ნიუ ორლეანში
* Loyola Field House (1974–1975)
* Municipal Auditorium (1974–1975)
* Louisiana Superdome (1975–1979)
სოლტ ლეიკ სიტიში
* Salt Palace (1979–1991)
* EnergySolutions Arena

გუნდის ახლანდელი შემადგენლობა:
user posted image

''retired'' ნომრები:1. ფრანკ ლეიდონი , მწვრთნელი ( 1981–88 )
4. ადრიამ დანტლი ( 1979–1986, F )
7. პეტე მარავიჩი ( 1974–79, G )
12. ჯონ სტოქტონი ( 1984–2003, G )
14. ჯეფ ჰორნაჩეკი ( 1994–2000, G )
32. კარლ მელოუნი ( 1985–2003, F )
35. დარელ გრიფიტი ( 1980–91, G )
53. მარკ იტონი ( 1982–93, C )

ლიდერები:
თამაშები: ჯონ სტოქტონი ( 1,504 )
წუთები: კარლ მელოუნი (53,479)
ქულები: კარლ მელოუნი (36,374)
მოხსნები: კარლ მელოუნი (14,601)
პასები: ჯონ სტოქტონი (15,806)
ჩაჭრები: ჯონ სტოქტონი (3,265)
დაფარებები: მარკ იტონი (3,064)
დაკარგვა: კარლ მელოუნი (4,421)



---
იუტას ლოგო
user posted image
ჯონ სტოქტონი ( 12 )
user posted image
კარლ მელოუნი ( 32 )
user posted image
ჯერი სლოუნი
user posted image


ეს კიდევ ისე
user posted image

ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი გუნდია რა, მელოუნ-სტოქტონი მევასებოდა სასწაულად რა...მწვრთნელი ხომ მართლა უძლიერესი


--------------------
"The Ferrari is a dream - people dream of owning this special vehicle and for most
people it will remain a dream apart from for those lucky few." Enzo Ferrari

mchedlo.com - my own blog
imchedlo.tumblr.com

“The only true love is that between a man and his son.”
T@chka
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 38062
წევრი No.: 11017
რეგისტრ.: 25-June 05

გამოგზავნილია: 27 Jan 2008, 18:02  #8300877      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim · msn
გადახედეთ ხოლმე თემებებს


არის იუტას ფანკლუბი....

მივუერთებ მერე


--------------------
"უფრო მეტი სანტიმეტრი მთელი ცხოვრების მანძილზე Andro-Penis®-ის დახმარებით "

Man Citys new song - Oh Allah, Wont You Buy Me A Referee

At John Lennon Airport there is a sign that says "above us only sky".
Someone has written on it "and below us only West Ham."
M43DL0
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16936
წევრი No.: 17244
რეგისტრ.: 15-February 06

გამოგზავნილია: 27 Jan 2008, 18:13  #8300985      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
T@chka
წაშალე ეს თემა მაშინ.......
T@chka
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 38062
წევრი No.: 11017
რეგისტრ.: 25-June 05

გამოგზავნილია: 27 Jan 2008, 18:19  #8301042      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim · msn
M43DL0
მივაერთებ ამ თემას

ის მაინც ქუცანა თემაა კაი იქნება პირველ პოსტში ეს ინფორმაცია და სურათები
T@chka
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 38062
წევრი No.: 11017
რეგისტრ.: 25-June 05

გამოგზავნილია: 31 Jan 2008, 17:43  #8352864      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim · msn
ვსო მივაერთე თემები
---------------------------------
Donnie
Steeler Hornet Penguin Pirate Che


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 24250
წევრი No.: 40845
რეგისტრ.: 30-August 07

გამოგზავნილია: 1 Feb 2008, 16:03  #8365338      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მაგარ ხოდზეა იუტა up.gif


--------------------
Ash nazg durbatulûk, ash nazg gimbatul, ash nazg thrakatulûk, agh burzum-ishi krimpatul
Roxx
Hurricane


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8797
წევრი No.: 4918
რეგისტრ.: 18-April 04

გამოგზავნილია: 1 Feb 2008, 21:09  #8369404      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აუუ დავიტანჯე რააა, ხან პორტლანდს აუდგება და 20 თამაშს იგებს ზედიზედ ხან იუტას... არ მოგვასვენეს რა დივიზიონის სათავეში gigi.gif


--------------------
- Reporter: “Is it possible that if you practiced, not you but you would make your teammates better?”
- Iverson: “How in the hell can I make my teammates better by practicing?”

No brotherly love for Kobe an' Co.
T@chka
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 38062
წევრი No.: 11017
რეგისტრ.: 25-June 05

გამოგზავნილია: 1 Feb 2008, 21:22  #8369602      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim · msn
Roxx
იუტას სულ ამდგარი ქონდა : )


აი ცვეტში ერთერთი იმ ტრიოსაგანია Along with San Antonio & Dallas რომელიც იმენა მეზიზღება
Roxx
Hurricane


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8797
წევრი No.: 4918
რეგისტრ.: 18-April 04

გამოგზავნილია: 1 Feb 2008, 21:26  #8369647      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
T@chka
არა ბიჭო ერთი პერიოდი მაგარი მოჯვეს დენვერისგან 4.5 იყო უკან და ეგ გუნდი უკვე გამორიცხული მყავდა და ბლია რა დღეშია რააა sad.gif
Donnie
Steeler Hornet Penguin Pirate Che


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 24250
წევრი No.: 40845
რეგისტრ.: 30-August 07

გამოგზავნილია: 6 Feb 2008, 04:12  #8421375      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დერონმა ჩენდლერს თავზე გადაატენა

http://www.youtube.com/watch?v=O0B9FTbVOUA...nu_N663kMWbGkkP
Donnie
Steeler Hornet Penguin Pirate Che


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 24250
წევრი No.: 40845
რეგისტრ.: 30-August 07

გამოგზავნილია: 7 Feb 2008, 07:15  #8434879      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დენვერის რბევას აქვს ადგილი chups.gif

user posted image
DON_QUIJOT_DE_LA_MANCHA
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 8339
წევრი No.: 43682
რეგისტრ.: 10-October 07

გამოგზავნილია: 7 Feb 2008, 10:51  #8435423      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რა საკაიფო ბოტასები აცვია დერონას biggrin.gif


--------------------
don't cry for me argentinaaaa :D
zvintik
Every town has an Elm Street!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17217
წევრი No.: 17174
რეგისტრ.: 13-February 06

გამოგზავნილია: 9 Feb 2008, 15:54  #8463458      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
FIBA-მ კირილენკო ევროპის 2007 წლის საუკეთესო კალათბურთელად აღიარა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “იუტა ჯაზის” და რუსეთის ნაკრების კაპიტანი ანდრეი კირილენკო, რომელიც შარშან ევროპის პირველობის ყველაზე სასარგებლო მოთამაშედ (MVP) დაასახელეს, კონტინენტის კალათბურთის მთავარმა ორგანიზაცია FIBA-მ 2007 წლის ევროპის საუკეთესო კალათბურთელად აღიარა.
FIBA-ს რეფერენდუმში, რომელშიც მონაწილეობა 25 ქვეყნის ექსპერტებმა, ჟურნალისტებმა და მწვრთნელებმა მიიღეს, რუსმა კალათბურთელმა 2006 წლის გამარჯვებულ გერმანელ დირკ ნოვიცკის და ევროპის ვიცე-ჩემპიონ ესპანელ ხოსე კალდერონს აჯობა. გამოკითხვაში მეოთხე-მეხუთე ადგილები ფრანგმა ტონი პარკერმა და ლიტველმა რამუნას შიშკაუნასმა დაიკავეს.
ევროპის 2007 წლის საუკეთესო კალათბურთელმა გასულ წელს კონტინენტის პირველობაზე ჩემპიონის ტიტული მოიგო. მაშინ რუსი ვარსკვლავის საშუალო მონაგარი 18 ქულა, 8.6 მოხსნა, 2.2 ჩაჭრა და 1.8 დაფარება გახლდათ. ტურნირის ნახევარფინალში, ლიტვასთან მატჩში კირილენკომ 29 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა, ფინალში კი ესპანეთს 17 ქულა ჩაუგდო.
რუს ვარსკვლავს აგრეთვე გამორჩეული სეზონი ჰქონდა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაშიც (NBA). კირილენკოს “იუტა ჯაზმა” დასავლეთ კონფერენციაში გასვლა შეძლო.
MachiavellitheDON
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 148
წევრი No.: 51428
რეგისტრ.: 14-January 08

გამოგზავნილია: 11 Feb 2008, 02:31  #8481425      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჯაზმენები მაგარ ფორმაში არიან

საერთოდ აღარ აგებენ ბოლო თამაშებს

ბოლოს ჩიკაგოს ჩაუდეს
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
1 წევრი: Troopz
Topic Options Pages: (53) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0255 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]