forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (24) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> NCAA 2013/2014, Wiggins & Co. |
Manchester.
Eight Year Olds, Dude


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 41767
წევრი No.: 27703
რეგისტრ.: 2-January 07

გამოგზავნილია: 7 Nov 2013, 16:01  #38651652      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კარს მოგვადგა სეზონი და გადავწყვიტე ახალი თემა გამეხსნა, ნბაში მასიური რებილდინგია გამოცხადებული და ამის მთავარი მიზეზი წლევანდელი ფროსფექთების სიძლიერეა.

AP-ის რანკინგი სეზონის წინ.
1. Kentucky
2. Michigan State
3. Louisville
4. Duke
5. Kansas
6. Arizona
7. Michigan
8. Syracuse
9. Oklahoma State
10. Florida

ტოპ დივიზიონები:


The Big East

Marquette Golden Eagles - 17 (წინა წლის შედეგი 26-9, მარცხი ელიტ 8-ში სირაკუსთან)
მარკეტის ჰედ ქოუჩი ბაზ ვილიამსი სასწაულმოქმედია, ყოველ წელს სუსტ შემადგენლობიანი მარკეტი თამაშებს იგებს, პლეიოფში გადის და მინიმუმ სვით 16-მდე გადის, წელს ბაზის მეშვიდე წელია მარკეტში, ვანდერ ბლუს(არ დადრაფტულა, ისრაელში თამაშობს) გარდა გუნდს არავინ დაუკარგავს.

Creighton Bluejays - UR (წინა წლის შედეგი 28-8, მარცხი მეორე რაუნდში დიუკთან)
ბოლო წლების საუკეთესო მოთამაშის Doug McDermott-ის გუნდი, ბოლო 2 წელია დაგი ოლ ამერიქანის პირველ თიმში ხვდება, 23+ ქულას აგროვებს, ძალიან მაგრად ისვრის და დედას-დედაზე ტყნავს.
დაგის მამა კრეიგტონის მთავარი მწვრთნელია, ბევრი სწორედ ამით ხსნის დაგის მიერ NCAA სრული 4 წლით დარჩენას, წელს დაგის ბოლო სეზონია თუ ჯანმრთელი იქნა კიდევ ერთხელ გაიგდებს ბიგ ისთს.

Georgetown Hoyas - UR (წინა წლის შედეგი 25-7, მარცხი პირველ რაუნდში ფლორიდა გალფთან)
ჯორჯთაუნმა გუნდის საუკეთესო მოთამაშე ოტო პორტერი(მესამე ფიქი) დაკარგა, ამას ზემოდან გრეგ ვიტინგტონის პრესეზონისას გაწყვეტილი ACL ემატება, მოკლედ ჰოიასის საქმე ცუდადაა მაგრამ ბიგ ისთის მესამე სპოტისთვის მაინც უნდა მოუგონ დავა ბატლერს.

Butler Bulldogs - UR (წინა წლის შედეგი 27-9, მარცხი მეორე რაუნდში მარკეტთან)
ბატლერმა ბრედ სტივენსი დაკარგა(ბოსტონის ჰედ ქოუჩი) რომელიც გუნდის ბოლო წლების წარმატების ერთადერთ მიზეზად ითვლებოდა, სეზონის წინ ბატლერზე პროგნოზების გაკეთება ძალიან რთულია და ქონთენდერებშიც მხოლოდ წინა წლების გამო შევიყვანე.

The American Athletic Conference

Louisville Cardinals - 3 (წინა წლის შედეგი 35-5, ჩემპიონები)
მოქმედი ჩემპიონები მშვენიერი განწყობით ხვდებიან ახალ სეზონს, კევინ ვაირი დაბრუნდა(ის ტიპი, ფეხი რო მოძვრა წინა სეზონში), გრეგ პიტინო ლიგის საუკეთესო ჰედ ქოუჩია, დიენგის(21 ფიქი) და სივას(56 ფიქი) ნაცვლად, მატიანგი და კრის ჯონსი მოვიდნენ, რას სმიტი გუნდში დარჩა და მშვენიერ ფორმაშია, კენტაკის დაუჯერებელი რექრუითინგი რომ არა, ლუივილი სეზონის მთავარი ფავორიტი იქნებოდა.

Connecticut Huskies - 18 (წინა წლის შედეგი 20-10, აკრძალული ქონდა მარჩ მედნესში თამაში)
წინა სეზონში UConn-მა ყველა გააკვირვა როცა ერთი შეხედვით არაფრისმომცემ სეზონში(სეზონის სტარტზე 1 წლის დაბანეს პლეიოფიდან) 20-10 დადო და დრამონდი/ლამბის დაკარგვა არ შეიმჩნია. გუნდის ლიდერები შაბაზ ნაპიერი და რაიან ბოუთრაითი გუნდში დარჩნენ და შეეცდებიან წინა სეზონის შედეგი გააუმჯობესონ.

Memphis Tigers - 13 (წინა წლის შედეგი 31-5, მარცხი მეორე რაუნდში მიჩიგან სტეიტთან)
წინა წლის კარგი რეგულარულის და საპლეიოფო ბლოუათის შემდეგ, მემფისში ბევრი არაფერი შეცვლილა, ლიდერები გუნდში დარჩნენ, ოსტინს ნიკოლსის აყვანა სერიოზული პლიუსია, მემფისს რეალური შანსი აქვს დივიოზნის მოგებისთვის იბრძოლოს.

Pac-12 Conference

Arizona Wildcats - 6 (წინა წლის შედეგი 27-8, მარცხი ოჰაიო სტეიტთან სვით სიქსთინში)
მომავალი დრაფტის ერთ-ერთი საუკეთესო ფროსფექთის, ფორვარდ აარონ გორდონის გუნდი, წინა წლის საკმაოდ კარგი რანის შემდეგ, ვაილდქეთებმად გუნდის ძირითადის 3 მოთამაშე დაკარგეს მაგრამ კარგი რექრუითინგის და ტიჯეი მაქქონელის PG-დ მოყვანის ხარჯზე, გუნდი იმაზე ძლიერია ვიდრე წინა წელს იყო.

Oregon Ducks - 19 (წინა წლის შედეგი 28-9, მარცხი ლუივილთან სვით სიქსთინში)
არსლან კაზემი(54 ფიქი) სერიოზული დანაკრგია მაგრამ წინა წლის სხვა სტარტერები გუნდში დარჩნენ და ყველანაირად შეეცდებიან პაკ თველვში პირველი ადგილის დაკავებას.

UCLA Bruins- 22 (წინა წლის შედეგი 25-10, მარცხი პირველ რაუნდში მინესოტასთან)
გუნდმა ლარი დრიუ და შაბაზ მოჰამედი(14 ფიქი) დაკარგა, მაგრამ გუნდის ლიდერმა ჯორდან ადამსმა დარჩენა გადაწყვიტა და კაილ ანდერსონთან ერთად შეეცდება წინა წლის შედეგის გამეორებას.

Southeastern Conference

Kentucky Wildcats - 1 (წინა წლის შედეგი 21-12, ვერ მოხვდა პლეიოფში)
2012-ის ისტორიული სეზონის შემდეგ (38-2, ჩემპიონობა) კენტაკის ჩავარდნა ქონდა, ანტონი დევისის და MKG-ის დაკარგვის შემდეგ, გუნდის უბედურებას ისიც დაემატა რომ ნერლენ ნოელმა(6 ფიქი) შუა სეზონში ACL გაიწყვიტა და საბოლოო ჯამში კენტაკიმ ისტორიულად საუკეთესო სეზონის, სერიოზული ფეილი მიაყოლა.
წელს ყველაფერი ბევრად კარგად იქნება, ნოელის და გუდვინის(29 ფიქი) დაკარგვის მიუხედავად, კატები უპირობო ფავორიტები არიან და 40-0 რანისთვის ემზადებიან, ტყუპი ჰარისონების უკვე საკმარისი იქნებოდა წლის საუკეთესო რექრუითერობისთვის მაგრამ კენტაკიმ ამას ზემოდან ჯეიმს იანგი და ვიგინსის შემდეგ ყველაზე სასურველი კოლეჯ ფროსფექთი ჯულიუს რენდლი დაამატა, ბევრის აზრით წლევანდელი კენტაკი Fab 5-ის შემდეგ ყველაზე ტალანტური თიმი იქნება, ჩემპიონობის გარდა ნებისმიერი შედეგი ბასტად ჩაითვლება.

Florida Gators - 10 (წინა წლის შედეგი 29-8, მარცხი ფაინალ ეითში მიჩიგანთან)
წინა წლის წარმატების შემდეგ ალიგატორებმა ერიკ მერფი(49 ფიქი) და გუნდის კიდევ 2 ძირითადის მოთამაშე დაკარგეს. მათ მიერ დატოვებული ნაპრალის ამოვსებას, NBA-ს ლოთერი ფროსფექთი, კრის ვოლკერი შეეცდება. წესით ფლორიდას არ უნდა გაუჭირდეს დივიზიონში მეორე ადგილის დაკავება და პლეიოფში მოხვედრა.

Big Ten Conference

Michigan State Spartans - 2 (წინა წლის შედეგი 27-9, მარცხი სვით სიქსთინში დიუკთან)
ტომ იზოს გუნდი წინა წელს ერთ-ერთი საუკეთესო იყო ქვეყანაში, გუნდის ბირთვი შენარჩუნებული და 1 წლის "დაღვინებულია", გუნდის საშინაო თამაშებზე ფანები ნამდვილ ჯოჯოხეთს უწყობენ მეტოქეებს, აპლინგი/ჰარისი/პეინის ტრიო ერთ-ერთი საუკეთესოა ქვეყანაში, მოკლედ სპარტელებს ყველაფერი კარგად აქვთ და ბიგ თენის მოგების მთავარი ფავორიტები არიან.

Michigan Wolverines - 7 (წინა წლის შედეგი 31-8, მარცხი ფინალში ლუივილთან)
ვულვერინსს ჩემპიონობამდე სულ ცოტა დააკლდა, სამწუხაროდ გუნდი წინა წლის საუკეთესო ფოინთ გარმა ტრეო ბურკმა(9 ფიქი) და ტიმ ჰარდვეიმ(24 ფიქი) დატოვეს, თუმცა NBA-ს კიდევ ორმა ფროსფექთმა გლენ რობინსონ მესამემ და მიჩ მაკგარიმ გუნდში დარჩენა და ჩემპიონიბისთვის კიდევ ერთხელ გაბრძოლება გადაწყვიტეს, ვულვერინსი წელსაც ერთ-ერთი ქონთენდერია მაგრამ ბურკის და ჰარდვეის გარეშე წინა წლის შედეგი გამეორება ძალიან რთული იქნება.

Ohio State Buckeyes - 11 (წინა წლის შედეგი 29-8, მარცხი ელიტ ეითში შოკერებთან)
გუნდის და ზოგადად წინა სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს დეშონ ტომასს(58 ფიქი) გუნდში დარჩენა რომ გადაეწყვიტა, ოჰაიო ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნებოდა, ახლა კი გუნდი წინა წლის საუკეთესო დიფენსივ ფლეიერის, აარონ კრაფტის იმედადაა, კრაფტმა თუ დაცვაში იმავე დონეზე გააგრძელა თამაში და შეტევაში მოუმატა, არის შანსი ოჰაიომ კიდევ ერთი კარგი სეზონი დადოს.

Atlantic Coast Conference

Duke Blue Devils - 4 (წინა წლის შედეგი 30-6, მარცხი ელიტ ეითში ლუივილთან)
კრჟიჟევსკის გუნდმა 3 ტოპ მოთამაშე დაკარგა, მეისონ პლამე(22 ფიქი), რაიან კელი(48 ფიქი) და სეთ ქარი. მიუხედავად ამისა დიუკი როგორც ყოველთვის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია, ჯაბარი პარკერი სერიოზული ძალაა და ქოუჩ კეის ხელში კიდევ უფრო მოუმატებს, ქვინ ქუქი მაღალი დონის ფოინთ გარდია და მისისიპიდან დატრანსფერებული როდნი ჰუდი უპრობლემოდ შეცვლის რაიან კელის. მთავარი პრობლემა მეისონ პლამეს მიერ ფეინთში დატოვებული ვაკუუმის ამოვსება იქნება, თუ ბლუ დევილსმა მოახერხა პლამეს ღირსეულად შეცვლა მაშინ გუნდი ჩემპიობისთვის იბრძოლებს, თუ ვერა პლეიოფს მაინც უპრობლემოდ დადებენ.

Syracuse Orange - 8 (წინა წლის შედეგი 30-10, მარცხი ფაინალ ფორში მიჩიგანთან)
წინა წლის ძლიერი რანის შემდეგ გუნდმა ძირითადი სმოლ ფორვარდი ჯეიმს საზერლენდი და ლიგის საუკეთესო მეპასე მაიკლ კარტერ-ვილიამსი(11 ფიქი) დაკარგა, მიუხედავად ამისა სირაკუსს კიდევ ერთ კარგ სეზონს უწინასწარმეტყველებენ. ძირითადის დანარჩენი 3 წევრი გუნდშია, MCW-ს შესაცვლელად ტაილერ ენისი მოვიდა.

Big 12 Conference

Kansas Jayhawks - 5 (წინა წლის შედეგი 31-6, მარცხი სვით სიქსთინში მიჩიგანთან)
კანზასის საქმე ტრაკისკენ იყო, გუნდმა ძირითადის ოთხი წევრი დაკარგა, მათ შორის ჯეფ ვითი(39 ფიქი) და ბენ მაკლამორი(7 ფიქი) . ერთადერთი ნათელი წერტილი პერი ერისი იყო, ექსპერტებს კანზასი უკვე ჩამოწერილი ყავდათ მაგრამ ენდრიუ "ჯორდანის მეორედ მოსვლა" ვიგინსმა ყველა გააკვირვა და კანზასი აირჩია, ვიგინსზე იმდენი ითქვა და დაიწერა, მე ვერაფერს დავამატებ. ერთი რამ ფაქტია, ვიგინსის მოსვლამდე რეიტინგში 21-ზე მყოფი კანზასი 5-მდე აწიეს ისე რომ 1 თამაშიც არ უთამაშია, იმჰო კანზასი ###ს ვერავის მოსჭამს და ჰა-ჰა მეორე ადგილი დაიკაოს დივიზიონში, მაგრამ "ლებრონა ვინ ჩემი ###ა" ვიგინსის გამო მთელი ამერიკა მაინც ჯეიჰავკებზე ილაპარაკებს.

Oklahoma State Cowboys - 8 (წინა წლის შედეგი 24-9 , მარცხი მეორე რაუნდში ორეგონთან)
მარკუს სმარტი ტოპ 5 ფიქი იქნებოდა NBA-ს დრაფტზე გასვლა რომ გადაეწყვიტა, მაგრამ წინა სეზონში გუნდი ქულების, პასების, სტილების ლიდერმა დარჩენა და კიდევ უფრო მომატება გადაწყვიტა. წესით და რიგით სმარტი ლიგის საუკეთესო PG იქნება და მარკელ ბრაუნთან ერთად ოკლაჰომას გაჩემპიონებას შეეცდება.

===========================================================================================================================================================================
სეზონი პარასკევს, 8 ნოემბერს იწყება.
ტოპ გუნდების თამაშები ჩვენი დროით 4-იდან დაიწყება.

ქართველებიდან დუდა სანაძე სან დიეგოშია სოფომორი, წინა სეზონში 1 წუთიც არ უთამაშია. მეტი ქართველი რამდენადაც ვიცი არავინაა, თუ მეშლება მითხარით და ჩავამატებ.

ტოპ ფროსფექთებზე ცალკე დავწერ სეზონის დაწების შემდეგ, თუკი რამე კითხვა გაგიჩნდათ მკითხეთ და გიპასუხებთ.

Go, Go Wolverines !

This post has been edited by Manchester. on 7 Nov 2013, 16:01


--------------------
Manchester United - Philadelphia 76ers - New Orleans Saints

ადმინ ### ჩაიდე და დიასახლისის როლი ითამაშე (c) sormer500
ZEON
king


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12321
წევრი No.: 3616
რეგისტრ.: 16-November 03

გამოგზავნილია: 7 Nov 2013, 16:09  #38651737      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
jump.gif jump.gif jump.gif


QUOTE
Wiggins & Co.

biggrin.gif
როდის მოვლენ ლიგაში ეს და რენდლი ერთი სული მაქვს.....................


--------------------
J-Wall.
keYa
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11343
წევრი No.: 97615
რეგისტრ.: 11-August 09

გამოგზავნილია: 7 Nov 2013, 16:56  #38652219      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
<3 <3 დუდაც გვენახოს სანაძე biggrin.gif
wimurey
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5881
წევრი No.: 167186
რეგისტრ.: 14-May 13

გამოგზავნილია: 7 Nov 2013, 17:01  #38652285      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სანაძეს წინა სეზონში იმიტო არ უთამაშია,რომ მანამდე ევროპაში,რომელიღაც პროფესიონალთა გუნდში ჰქონდა ნათამაშები(დიდებში რა) ხოდა მთელი სეზონი არ ჰქონდა უფლება თამაშის,ვარჯიშითაც ვარჯიშობდა და დიდ იმედებსაც ამყარებენ მაგაზე გუნდში


--------------------
Jordan23
GS Warriors


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10645
წევრი No.: 159805
რეგისტრ.: 20-January 13

გამოგზავნილია: 7 Nov 2013, 17:26  #38652566      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დუდუ სანაძე დრაფტზე ვერ გაიჩითება რამე რო იყოს ? biggrin.gif
wimurey
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5881
წევრი No.: 167186
რეგისტრ.: 14-May 13

გამოგზავნილია: 7 Nov 2013, 17:34  #38652668      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Jordan23
როგორ არა მარა ხო უნდა აჩვენოს ჯერ როგორც თამაშობს,სავარაუდოდ მოვა ეგეც NBAში
keYa
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11343
წევრი No.: 97615
რეგისტრ.: 11-August 09

გამოგზავნილია: 7 Nov 2013, 18:19  #38653230      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
დუდუ სანაძე დრაფტზე ვერ გაიჩითება რამე რო იყოს ?



1 ვიცი ამხანაგურში ითამაშა უკვე, 16ქ. დააგროვა 20-23 წუთში სადღაც. მაგის მერე თუ ითამაშა კიდე,არ ვიცი . :|
Jordan23
GS Warriors


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10645
წევრი No.: 159805
რეგისტრ.: 20-January 13

გამოგზავნილია: 7 Nov 2013, 18:32  #38653369      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ყველა იმას იძახის რომ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დრაფტი იქნება ბოლო წლებში, არამგონია სანაძეს რამე შანსი ჰქონდეს.
wimurey
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5881
წევრი No.: 167186
რეგისტრ.: 14-May 13

გამოგზავნილია: 7 Nov 2013, 18:36  #38653418      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Jordan23
წელს არა,ნუ იქეთ ბოლოსკენ როგორ არ შეიძლება აირჩიონ მარა 2015წლისთვის შეიძლება
Manchester.
Eight Year Olds, Dude


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 41767
წევრი No.: 27703
რეგისტრ.: 2-January 07

გამოგზავნილია: 7 Nov 2013, 18:57  #38653654      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ხალხო რა დრაფტი, NCAA-ში არ უთამაშია ჯერ 1 წუთიც კი, არადა სრული სეზონი ამერიკაში იყო წინა წელს.
Manchester.
Eight Year Olds, Dude


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 41767
წევრი No.: 27703
რეგისტრ.: 2-January 07

გამოგზავნილია: 9 Nov 2013, 12:21  #38671968      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჯულიუს რენდლი ნამდვილი მანიაკია )
პირველივე თამაშში 23 ქულა და 15 მოხსნა დადო.
ჰარისონებმაც ნორმ ითამაშეს მარა აი და განსაკუთრებული არაფერი...
ვიგინსმა 16 ქულა.
ჯაბარი პარკერმა 22.
გორდონმა 13 ქულა, 10 მოხსნა და 4 ბლოკი
სმარტმა 11 ქულა დადო მარა 60+ ქულით მოიგეს და თითქმის არ უთამაშია.
Jordan23
GS Warriors


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10645
წევრი No.: 159805
რეგისტრ.: 20-January 13

გამოგზავნილია: 9 Nov 2013, 13:07  #38672310      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Manchester.
სანაძეს არ უთამაშია ?
Manchester.
Eight Year Olds, Dude


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 41767
წევრი No.: 27703
რეგისტრ.: 2-January 07

გამოგზავნილია: 9 Nov 2013, 13:11  #38672334      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Jordan23
უი არც გამხსენებია სანაძე.

სანაძის დებიუტი NCAA-ში.
31 წუთი, 5/11 FG, 14 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა, 2 TO.
სან დიეგომ 74-70 მოიგო ვიღაცა ###ებთან.
* * *
ჯაბარი პარკერის ალეიუპი


ვიღაცა თეთრი კუტუს მონსტრ დანკი


Jordan23
GS Warriors


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10645
წევრი No.: 159805
რეგისტრ.: 20-January 13

გამოგზავნილია: 9 Nov 2013, 13:59  #38672734      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
სანაძის დებიუტი NCAA-ში.31 წუთი, 5/11 FG, 14 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა, 2 TO.სან დიეგომ 74-70 მოიგო ვიღაცა ###ებთან.

up.gif მშვენიერია.
დროს აძლევენ როგორც ჩანს და იმედია ნორმალურად ითამაშებს
keYa
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11343
წევრი No.: 97615
რეგისტრ.: 11-August 09

გამოგზავნილია: 10 Nov 2013, 16:05  #38684963      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მეორე თამაში

http://usdtoreros.cstv.com/sports/m-baskbl...4/usdmbb02.html


მშვენიერი up.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (24) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0268 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]