forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (46) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> Miami Heat, Rebuilding Mode
პეტრუჩი
JP !!!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18483
წევრი No.: 101080
რეგისტრ.: 28-September 09

გამოგზავნილია: 12 Jul 2014, 01:24  #41612344      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Welcome to South Florida
ამ ულამაზეს შტატს ძალინ ბევრი ღირშესანიშნაობა გააჩნია, მეგობრებო!
ნაციონალური პარკი ევერგლეიდსი, ფლორიდის თბილი მზით გამთბარი ალიგატორები და აქა-იქ ამერიკული ნიანგებიც კი ( სხვათაშორის წელს ამ ნიანგებს კიდევ ერთი ექსპონატი შეუერთფა, დალასიდან.. ოღონდ ეგ ამერიკან ეირლეინს არენაზე ბინადრობს )
ულმაზესი ბუნება, ასე ახლო მთა და ოკეანე .. მაიამი ბიჩზე მომღიმარე ათასობით ლათინური უკანალი ბიკინიში მაგრამ ამ ღვთაებრივი კუთხის ნამდვილი მარგილიტი ქალაქ მაიამიში მობინადრე საკალათბურთო გუნდია.. თუ კი ოდესმე მოხვდებით ამ ედემში და გატყვევათ ფლორიდის სექსუალურმა ნაპირმა თავისი უკანალებით, იცოდეთ, რომ ეშმაკს არ ძინავს .. ჭეშმარიტი გზა 601 Biscayne Boulevard-ზეა..
პ.ს. ოღონდ თეთრების ჩაცმა არ დაგავიწყდეთ ))
ეს დიადი კლუბი 1988 წელს დაარსდა და მის მერე მილიონობით ადამიანების გული დაიბყრო .. ( მართალია ძირითადად ესპანურ ენოვანი ხალხის მაგრამ მეგობრება ჩვენ ხომ რასისტები არ ვართ ! )რა თქმა უნდა პირველი წლები მძიმე და რთული იყო.. დაახლოებით ისეთ დღეში იყო ჰიტი როგორც მინესოტა.. არა ნუ მთლად მასე წყალწაყებული არა მაგრამ ბევრიც არ ეკლდა.. ( სხვათაშორის ჰიტი, მინესოტა და ორლანდო ერთად გაწევრიანდნენ ნბა-ში )

პირველი ასე ნანატრი პლეი-ოფი 1992წელს შედგა როდესაც ჰიტი ჯორდანის ბულს შეხვდა და ნუ.. მკრეხელები ხომ არ ვართ... ( სხვათაშორის ასრებობს თეორია, რომ ბულსი და ჯორდანი მას მერე დააფასეს რაც მათ ჰიტი გამოაგდეს )

შემდეგი გაბრწყინება უკვე 1995წელს მოხდა როდესაც გუნდში ლეგენდარული პეტ რაილი მოვიდა.. შემადგენლობა სრულიად შეიცვალა და მოხდა იმ დროს ერთ-ერთი უსერიოზულესი ტრეიდი.. გლენ რაისი შარლოტში გაუშვეს მის სანაცვლოდ კი პეტმა ალოზნო გადმოიყვანა რომელიც პირველი კალათბურთელი გახდა , ვინც 50ქულა ჩააგდო ჰიტის რიგებში.. ასევე გაფორმდა კონტრაქტი ტიმ ჰარვეისთან..
შედეგმა რა თქმა უნდა არ დააყოვნა და უკვე მომავალ წელს, როდესაც გუნდში გადმოდიან პიჯი ბრაუნი და ჯამაალ მაშბურნი ჰიტი კონფერენციის ფინალში გადის და მარცხდება ვისთან აბა?? აჰა.. გეუბნებით რომ არა ჰიტი ჩიკაგოს არ დააფასებდნენ

მომავალ ორ სეზონში კი ჩამოყალიბდა ნბას ერთ-ერთი უდიდესი დაპირისპირება, რომელსაც მესამე მსოფლიო ომსაც კი უწოდებდნენ.. ჰიტ ვს ნიკს.. ზო ვს იუინგ..
მაგრამ სამწუხაროდ ჰიტმა აქაც ქველმოქმედის ნიღაბი გაიკეთა და ამჯერად უკვე პატრიკ იუნგს მისცა საშუალება რათა ის დიდი იამაიკელი გორილა გამხდარიყო.. ( ასე მას მოფერებით ეძახდნენ.. ხუმრობით, ჩვენ ხომ არ ვარტ რასისტები..)
უკვე ერთი წლის შემდეგ ალონზო მართალი ზედიზედ მეორედ ხდება ლიგის საუკეთესო დამცველი და პლეი ოფის მეორე რაუნდში კვლავ აგებინებს პატრიკს რათა მასააც რამე შეხვედროდა.. ( ამ დაპირისპირებაზე უფრო ვრცლად მერე დავწერ და ჩავამატოთ, ოკ? )

2001-2002 წლებში საზარელი ამბავი მოხდა.. სრულიად მაიამიმ შავები იმოსა.. მთელი სეზონი ტრავმის გამო გუნდს გამოაკლდა ალონზო მართალი..
მაგრამ ედი ჯონსის და ბრაიან გრანტის ძალისხმევით ჰიტი კვლავ გადის პლაეი-ოფში 50 მგებით და ამჯერად შარლოტსაც აძლევს თავის შანს..

შემდეგ სეზონში კი აპოკალიპსი დაიწყო.. ჰარდვეი გაუშვეს დალასში , არ იყო ზო.. ჰიტმა უარყოფითი ბალანსით დაამთავრა სეზონი.. და როგორც მაიას ტომის ავანწიურისტი ასტროლოგები, ეგვიპტელი მეცნიერები, ბიბლიის ავტორები და ძმანი მათნი წინასწარმეტყველებდნენ მოხდა მეორედ მოსვლა..
2003 წელს, დრაფტის მეხუთე ნომრად ჰიტმა აიყვანა დუეინ უეიდი ... აღმოსავლეთით ვარსკვლავი აინთო და იმ ღამეს თურმე მაიამის 911-ის სამსახურში ყველაზე მეტი ზარი შესულა.. ვიღაც სამი ვირზე ამხედრებული უცნაურად ჩაცმული ადამიანი ეირლეინს არენასთან იდგა თურმე და რაღაც საჩუქრები ეჭირათო.. მაულდერი და სკაილიც კი უნახავთ მაგის მერე იმ მიდამოებში მაგრამ სრულიად უშედეგოდ.. მათ თან წაიღეს ამ ამოცანის პასუხი ...

ჰიტს ახალი ერა დაეწყო.. ცხოვრება კვლავ მშვენიერია..
პირველივე წელს , უკვე ვან განდის მესვეურობით ვეიდის და ოდომის ჰიტი პლაი-ოფში გადის ..
პირველ რაუნდში ისინი ბაირონ დევისის ორლინს ხვდებიან და უდაძაბულეს ბრძოლაში ამარცხებენ ( 4-3 ) შემდეგ ეტაში უკვე ჯერმენის და რეჯის პეისერები ელოდნენ და რა თქმა უნდა უთაქტო იქნებოდა რომ რეჯჯის მოღვაწეობა არ დაფასებულიყო და ჰიტი კვლავ აძლევს შანსს ნბას ერთ-ერთ უდიდეს ვარსკვლავს..

შემდეგ წელს ჰიტმა თავის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ტრეიდი გაჩარხა.. დიდი შაკის სანაცვლოდ ( რომელსაც მისცეს შანსი რათა დაემტკიცებინა თავისი სიდიდე ჰიტში ) LA-ში უშვებენ ოდომს და კიდე 2 ჩუვაკს..
შედეგი სახეზეა და ჰიტი მეორედ გადის კონფერენციის ფინალში..
ალბათ უკვე აღარ გიკვირთ და ჰიტმა კვლავ არ შეუშალა ხელი ნბას ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო დაცვით გუნდს და ძრავების ქალაქის ბინადრები შემდეგ ეტაპზე გაუშვეს..

და აი დადგა ნანატრი წელი..

როგორც ამბობენ ვალს დაბრუნება უნდაო..
პირველ წრეში ბულსი უბრუნებს ვალს და ჰიტი 4-2ს ამარცებს ხარებს
შემდეგ ნიუ-ჯერსია ( ესენი საერთოდ რისი დამბრუნებლებეი არიან )
კონფერენციის ფინალში უკვე პისტონზი იხრის ქედს ზო მართალის და უეიდს წინაშიე,,
ამასობაში ველურ დასავლეთში დიდი ჯახებია.. ტეხასური გუნდები ბობოქრობენ..
უშეღავათო ბრძოლაში დალასმა ჯერ დეზები გამოაგდო 4-3 და კონფერენციის ფინალში დასავლეთით ყველაზე სწრაფი მარჯვენას მქონე ნეშის ფინიქსი დაამარცხეს..

სერია ძალიან უიბლოდ დაიწყო ჰიტისთვის.. დალასმა თავისი გრანდ კანიონური ტალღა დაიჭირა და 2-0 გაიჭრა წინ..
მაგრამ ოკეანის შტატს სად ესწავლება სერფინგი .. ფლორიდაში ვეიდმა და კომპანიამ ჩამოხსნეს თავიანთი დაფები და ერთი ამოსუნთქვი სამივე საშინაო შეხვედრა მოიგეს.. 3-2! ბევრ სპეციალისტს მაინც ეჭვი ეპარება , რომ ჰიტი გაიმარჯვებს საბოლოო ჯამში.. რამეთუ ბებერი დედაკაცი სტატისტიკა დალასისკენაა.. თურმე მხოლოდ 2ჯერ თუ 3ჯერ მოხდა ისე, რომ ფინალში 2-0იდან ამოქაჩა გუნდმა..
და აი მეექვსე მატჩი, როდესაც ტეხასში უკვე მეშვიდესთვის ემზადებოდნენ ზომ გაიხსენა ახალგაზრდობა .. მიხვდა რომ მაინც არავინ უფასებდა იმ კეთილ საქმეებს და პრაქტიკულად ჩინეთის კედელი აღმართა ჰიტის ფართან.. 6ბლოკი.. მთავარი დამრტყმელი ძალა რა თქმა უნდა დვეინი იყო.. თუმცა უნდა აღვნიშნოთ რომ ბებერმა 'გრიაზნი გარიმ' , ჯეი ვილმა და პოუზიმ იმ თამაშში უდიდესი წვლილი შეიტანეს..
ჰიტი ჩემპიონია .. პირველად
პეტ რაილი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ნბას ისორიაში კაკ მინიმუმ ტოპ10საუკეთესო ტრენერებში სედის.. უეიდი ფინალის მვპ ხდება და რაც ყველაზე მტავარია: ალონზო მართალი, გრიაზნი გარი და ჯეი ვილი ალბათ დამსახურებულ ბეჭდებს იგებენ , მათ ეს ეკუთვნოდად და პენსიაზე თავაწეულები გადიან.. ალონზო მართალის მაისური კი სამუდამოდ აღიმართა ეირლანს არენის ჭერზე და 33 ნომერით ჰიტში მხოლოდ მისი სული იბურთავებს ხოლმე.. ( ტიმ ჰარდვეის მაისურიც ისე )

შემდეგ რაც მოხდა თქვენც მშვენივრად იცით.. ჰიტი კვლავ დედა ტერეზას როლში იყო და სხვებსაც აძლევდა შანს სანამ არ შედგა ვარსკვლავთა აღლუმი ( ჭკვიანი ხალხი იყო ეს მაიამის ტომი ) და არ გაგიკვირდეთ, თუ ფლორიდის პლიაჟზე სეირნობისას უცნაურ სურათს მოჰრათ თვალი.. თურმე მანდილოსნები სპეციალურად იზრდიან მესამე ძუძუს რათა სამივე ვარსკვლავის პროფილი ამოიქარგონ.. მარცხენაზე გულის ხმარეს რა თქმა უნდა ვეიდია, მარჯვნივ კრის ბოში , რეპტილიას ვიდზე.. ხოლო მესამეზე ლებრონ ჯეიმსი. Big Three ისტის დივიზიონში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ 2-4 წააგო სუპერფინალი დალასთან, ( ბოლო შანსი იყო დირკის და დაუთმეს boli.gif ჩუვაკებს )


2010 ლებრონის და ბოშის მოსვლის შემდეგ გუნდმა 4-ჯერ ზედიზედ ითამაშა სუპერფინალი. 2011-2012 გაიმარჯვა და მვპ ორივეჯერ ლებრონ ჯეიმსი გახდა. 2014 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით ლებრონი მაიამიდან კვლავ კლივლენდში დაბრუნდა. დიდი მადლობა ლებრონს გასული 4 წლისთვის და 2 ტიტულისთვის

ტექსტის ავტორი და რეჟისორი ანდრო
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
წინა თემები
Miami Heat
Miami Heat
MIAMI HEAT
MIAMI HEAT
MIAMI HEAT


--------------------
Dream Theater
keYa
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11332
წევრი No.: 97615
რეგისტრ.: 11-August 09

გამოგზავნილია: 12 Jul 2014, 01:48  #41612494      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა


Chris Bosh resigns with Miami, 5 years, $118M!


გილოცავთ
პეტრუჩი
JP !!!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18483
წევრი No.: 101080
რეგისტრ.: 28-September 09

გამოგზავნილია: 12 Jul 2014, 01:49  #41612507      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
Chris Bosh resigns with Miami, 5 years, $118M!

facepalm.gif facepalm.gif weep.gif weep.gif weep.gif
შიგ ხომ არ აქვთ ამათ იბიომატ
აუ გააჯვან რა
დდშვც
ეხლა ვეიდს მიეცით ერთი ამდენი და ეგაა მაგარი გუნდი დადგება
24 მილიონი ბოშს ვაიმე რა ამარე ხოდი გააკეთეს ბიჭო

აუ ბლიად რა


ამ გუნდის ისტორიაში ყველაზე შავი დღეა
მალაცი რიბიატა

რა მიზნით დაიტოვეთ თქვენი დედას ######, თან 5 წლიანი რა უნდა მოუტანოს გუნდს ამ ბალაყანამ რა? თან 5 წელი ამის პერიმეტრზე გახსნას უყურე ეხლა

ჩალმერსს ეხლა კაი 8-9 მილიონი წელიწადში, ერთი მაგდენი ჰასლემს

ნიქსის ნაირი ხოდი გაიმეორეს 1-1ში

This post has been edited by პეტრუჩი on 12 Jul 2014, 01:56
GS88
Ice man


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9492
წევრი No.: 179711
რეგისტრ.: 12-January 14

გამოგზავნილია: 12 Jul 2014, 02:07  #41612611      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რაა ###ები არიან ამათ დედებს დავეცი

რაილი ხომარ გაწოვეს შეჩემის #####ულო რეებს აკეთებ


--------------------
Blackhawks
Gunners
Roger
Suns
Sox

Markelle Fultz
პეტრუჩი
JP !!!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18483
წევრი No.: 101080
რეგისტრ.: 28-September 09

გამოგზავნილია: 12 Jul 2014, 02:39  #41612789      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლუოლ დენგის გაფორმება უნდა მაიამის და ალბათ ვეიდს და ჰასლემს მისცემენ კიდე 3 წლიანებს
საინტერესოა ცოცხალმკვდარი ოდენის მომავალიც
იმედია მარიო ჩალმერსს მაინც არ დაიტოვებენ

მარა ბოშის კონტრაქტი ვაიმე facepalm.gif
QWertWQ
Cletus Van Dam


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7883
წევრი No.: 127585
რეგისტრ.: 17-February 11

გამოგზავნილია: 12 Jul 2014, 02:42  #41612806      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მაიამის და უეიდის მხრიდან რო ვიყურები ძაან მიტოვებულად ვგრძნობ თავს biggrin.gif

პროჭია რა ლებრონი
პეტრუჩი
JP !!!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18483
წევრი No.: 101080
რეგისტრ.: 28-September 09

გამოგზავნილია: 12 Jul 2014, 02:50  #41612837      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QWertWQ
ასეთ ფორმაში მყოფი და ამხელა ძალის მქონე რომ გტოვებს, გუნდს და სასტავს რომელიც ყოველ წელს ფავორიტად იწყებ და უცებ პუუუხ givi.gif
ილოცეთ კრისის სამიანებზე და ვეიდის მუხლებზე


ვეიდმა რამე სასწაული რომ მოხდეს და 2011 სეზონი დადოს რა იქნება


Amadeo
მულღაზანზარელი ჭაბუკი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16358
წევრი No.: 30881
რეგისტრ.: 5-March 07

გამოგზავნილია: 12 Jul 2014, 07:31  #41613171      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
მოსტყვნია პატრონი - მე ის მაიამი უფრო მიყვარდა,ტრავმირებული ფლეში მარტო რომ მიათრევდა <3

პ.ს. კლივლენდი ჯერ ფინალში გავიდეს,მერე შეიძლება იმაზე ლაპარაკი,რომ მარტოი იგებს "თურმე" ლებრონი ტიტულებს!

თუმცა,ასედაც და ისედავ მადლობა,მშვენიერი 4 წელი გავატარეთ (ბოლო სუპერფინალის გამოკლებით biggrin.gif )
რასტრელი
<3


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16813
წევრი No.: 11585
რეგისტრ.: 16-July 05

გამოგზავნილია: 12 Jul 2014, 07:54  #41613200      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
შესავალი როგორ მომეწონა.. ლათინურ უკანალებზე..

მაგრამ ეს ბოში დაგინებულია მანდ იყოს?



რა დრო იყო..

ფლორიდა რო ატრაკებდა sad.gif

ჯერ ორლანდო.. მერე მაიამი



###### ყველა შტატს ფლორიდის შემდეგ.




--------------------
ფუტურო ლათინური სიტყვაა და ნიშნავს მომავალს

სრულიად მარანელო და იტალიაა ###!!! ლუკაც ###ა, ბერნიც ###ა და დედოფალიც ###ა!!!

"ფერარის დედაც #####ან :* "

ლუისას ფანებო, წლის ბოლოს დაგთვლით :) vol 2 :D
mamulika
მაესტრო


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5027
წევრი No.: 116878
რეგისტრ.: 9-June 10

გამოგზავნილია: 12 Jul 2014, 08:31  #41613274      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
1 სერიოზულ კონტრაქტს დადებენ კიდევ ასე მგონია და ეგრე დამთავრდება ზაფხული მარა ბოშის კონტრაქტი არაფერი არ ჯდება რასაც ქვია
N2O
SEBASTIAN VETTEL


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9904
წევრი No.: 57004
რეგისტრ.: 28-March 08

გამოგზავნილია: 12 Jul 2014, 08:40  #41613299      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE (keYa @ 12 Jul 2014, 01:48 )
Chris Bosh resigns with Miami, 5 years, $118M!



ეს რა ###ობა ქნეს , რა ბოშის მაქს კონტრაქტი facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif


--------------------
Infiniti Red Bull Racing ©-ზედიზედ 4 გზის ჩემპიონი "წვენების გუნდი"
"ლუისას ამბიციებს ბევრი ბოღმად აღიქვამს, ამაზე მეტი დაბოღმილებიც არიან.მაგალითად, ფეტელი, რომელიც რაციაში პანიკიორობდა რიკიარდოს უკეთესი მანქანა გაუკეთეთ და იმიტო მასწრებსო. "

El Capitano 7
Roxx
Hurricane


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8797
წევრი No.: 4918
რეგისტრ.: 18-April 04

გამოგზავნილია: 12 Jul 2014, 10:44  #41613788      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
24 მილიონი ბოშს ვაიმე რა ამარე ხოდი გააკეთეს ბიჭო

აი ცვეტში ეს გამახსენდა ეგ ამბავი რო გავიგე smile.gif



--------------------
- Reporter: “Is it possible that if you practiced, not you but you would make your teammates better?”
- Iverson: “How in the hell can I make my teammates better by practicing?”

No brotherly love for Kobe an' Co.
Big Lebowski
dude


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8591
წევრი No.: 161808
რეგისტრ.: 16-February 13

გამოგზავნილია: 12 Jul 2014, 11:10  #41613940      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პეტრუჩი

გუშინ სადღაც დაწერე ლიგის საუკეთესო GM დავრჩაო


მერე ბოშის კონტრაქრტი vis.gif


--------------------
Coen brothers .


ყველა ვინც რაღაცას წარმოადგენს კაცობის წლებს ბავშვური ახირებებისგან გადაჩვევას უთმობს!
clemente
,


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3127
წევრი No.: 136503
რეგისტრ.: 1-October 11

გამოგზავნილია: 12 Jul 2014, 11:56  #41614279      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

დავწვა? mad.gif

ცოტა ხანია რაც ნაყიდი მაქ და დამტროლა ამ ჩემისამ givi.gif
პეტრუჩი
JP !!!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18483
წევრი No.: 101080
რეგისტრ.: 28-September 09

გამოგზავნილია: 12 Jul 2014, 12:01  #41614314      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Big Lebowski
რაილი თუ არაა საუკეთესეოებს შორის მაშინ კი ბატონო
თუმცა მაგ ხოდის დედას ######
5 წლით გუნდს დედა #####ნა, ან მე ვერ ვხვდები რა ქნა
clemente
ნაჰ არ დაწვა, ორი ცალი მაქვს მე ეგეთი და მაინც ჩავიცმევ biggrin.gif
თან დაუკიდებენ ალბათ მაიამიში მაგ 6 ნომრიანს

This post has been edited by პეტრუჩი on 12 Jul 2014, 12:03
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (46) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0282 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]