Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფეხბურთი > განყოფილების წესები ! ! !


Posted by: TiFozi 29 Jul 2008, 18:04
პირველ რიგში მოგესალმებით ამ განყოფილების იუზერებს...
დღეიდან T@chka, აიმო - ს გარდა მე,(Tifozi) და Donnie ვიქნებით ამ განყოფილებაში მოდერები ...




-----------------------------------------------------


1. პოსტი რომელიც შეიცავს გინებას და უცენზურო ლექსიკას სიმბოლოების გარეშე, ეგრევე წაიშლება, ყოველგვარი ჩასწორების გარეშე, პოსტის სიდიდეს და დანარჩენ შინაარს მნიშვნელობა არ აქვს. იგივე იუზერისგან განმეორების შემთხვევაში - ვორნი/ბანი.
ხოლო მსგავსი პოსტი რომელიც სიმბოლოებით იქნება დაწერილი, არ წაიშლება, სიტყვიერად გაფრთხილდება იუზერი, რამოდენიმეჯერ განმეორების შემთხვევაში - ვორნი/ბანი.
შენიშვნა: ეს წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევაში თუ იმ წუთას თქვენმა კლუბმა წააგო და ა.შ. , თუმცა წაშლით მეორე დღეს ყველა შემთხვევაში წაიშლება.


2.
რაც შეეხება, აქ კაჩაობას, ერთმანეთის გინებას და საქმის გარჩევებს: იმედია ადგილი არ ექნება, ყველანი ბედკრული საქართველოს შვილები ვართ, მაქსიმალურად შეიკავეთ თავი, ნუ იქნებით კონფლიქტურები, რაც უფრო მეგობრული დამოკიდებულება გვექნება ერთმანეთთან(განურჩევლად სქესისა, ასაკისა, ეროვნებისა, რწმენისა, საფეხბურთო გემოვნებისა და ა.შ.), მით უკეთესი, განყოფილებაც შესაბამისად მეგობრული იქნება, ისედაც კარგად ვიცნობთ უმრავლესობა ერთმანეთს, ზოგი პირადად, ზოგიც ვირტუალურად.. (ჰა ხო ვარ ნობელის პრემიაზე წარსადგენი?! : D )
და თუ მაინც მოხდა ესეთი ფაქტი, გადადით PM ში, საჯაროდ განხილვის შემთხვევაში გაუფრთხილებლად ბანი - მინიმუმ 3დღიანი


3. უაზრო ან/და სხვისი კლუბის/ნაკრების/გუნდის/სპორტსმენის შეურაცხმყოფელი ან/და დამცინავი პოსტები ("გავარტყი მანიუს", "რეალი სირების ბანდაა", "ბანძი გუნდი გყავთ",რუნის დედა,კრისტიანას პედერი მამა etc.) და თემები წაიშლება. განმეორების შემთხვევაში -ვორნი/ბანი.

4. სხვისი კლუბის/ნაკრების/გუნდის/სპორტსმენის თემაში დადებული სხვა კლუბის/ნაკრების/გუნდის/სპორტსმენის და მათთან დაკავშირებული სურათები/ვიდეოები ან იმ თემის კლუბის/ნაკრების/გუნდის/სპორტსმენის შეურაცხმყოფელი ან დამცინავი სურათები/ვიდეოები წაიშლება. წაიშლება იმ კლუბის/გუნდის/სპორტსმენის საწინააღმდეგო პოსტებიც, თუ იმ ფანკლუბის ხალხი ამას მოინდომებს.
-- თუ პოსტი/სურათი/ვიდეო ეხება იმ კლუბს/გუნდს/სპორტსმენს რომელზეც არის თემა და კომენტარი არის ისეთი,რომელსაც წესები არ კრძალავს,ხოლო სურათი ყოველგვარი მონტაჟის და შეურაცხყოფის გარეშე ის არ წაიშლება.შესაბამისად,ყველა თავის აზრს გამოთქვამს უპრობლემოდ.

5. ქართულ ფეხბურთთან დაკავშირებული თემები იხსნება ქვეგანყოფილებაში "ქართული სპორტი".

6. 100 გვერდზე დიდი თემა იხურება (სერვერის გადატვირთვასთან დაკავშირებული პრობლემების გამო) და იხსნება ამ თემის ახალი ნაწილი; ახალი თემის პირველ პოსტში იდება ძველი თემის ლინკი.

7. იკრძალება უაზრო და უცენზურო სათაურიანი თემების გახსნა ("X-ს ხმარობენ", "ხვალ Y წაიკუზება", "ავოეეეე", etc.). სათაური ინფორმატიული უნდა იყოს - უნდა ჩანდეს თემის არსი.

8. წინასწარი თემების გახსნა დაუშვებელია - მაგალითად დაიხურება თემა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალზე, თუ ჯერ მერვედფინალებია.

9. ტოტალიზატორთან და კუშებთან დაკავშირებული საკითხები გაირჩევა შესაბამის თემაში.

10. ჩეთი და ოფტოპიკები წაიშლება, ოღონდ იმასაც ნუ მოგვთხოვთ რო ყველა თემაში მაშინვე იშლებოდეს - PM მაგისთვისაც არსებობს რო მოგვწეროთ თუ სადმე გამოგვრჩა.

11. იკრძალება ცალკეული ფეხბურთელების ფანკლუბების გახსნა.

12. გამოკითხვების გახსნა შეიძლება მხოლოდ პოლის გარეშე, ანუ უბრალოდ თემის გახსნა, სადაც შეთავაზებული იქნება ვარიანტები, რადგანაც მივიღოთ ამა თუ იმ გამოკითხვის რეალური შედეგი.

13. ფორუმის სერვერის დატვირთვასთან დაკავშირებით, ასევე აკრძალულია არაფრისმეტყველი სურათების დადებაზე სპეციალური თემების შექმნა. თუ სურათი გამორჩეულია, არსებობს საამისო თემა >>> http://forum.ge/?f=76&showtopic=33673110


P.S. და რათქმაუნდა... ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ვიტოვებთ უფლებას გადავწყვიტოთ, რა სიტუაციაში როგორ მოვიქცეთ, ეს წესები ზოგადად გასარკვევად არი, თორე ყოველ კონკრეტულ სიტუაციას კონკრეტული მიდგომა ჭირდება.



ასევე ნახეთ http://forum.ge/rules.html


შეკითხვებისთვის და წინადადებებისთვის არსებობს თემა " http://forum.ge/?f=38&showtopic=33621091 ".



დანარჩენი დროდადრო დაემატება/შესწორდება, თქვენთან შეთანხმებით : )



მოკლედ აბა თქვენ იცით... გავერთოთ ერთად ... alk.gif






Fორცა სპორტის ბრიგადა !

Posted by: Donnie 29 Jul 2008, 18:27
მოგესალმებით, გპირდებით, რომ ყურადღებას არ მოგაკლებთ.

ამ ქვეგანყოფილებაში ჩემს თავზე ვიღებ ვალენსიას, არგენტინის, რუსეთის, ზენიტის და ინტერის თემების მეთვალყურეობას.
თუკი სხვა გუნდების გულშემატკივრებსაც აქვთ სურვილი, რომ მაგათ თემებს პირადად მივხედო, მომმართეთ და არ იქნება პრობლემა, კვირაში რამდენიმეჯერ გადავხედავ.
ისედაც ამ 5 თემას ოფიციალურად ვამბობ უბრალოდ, თორე ისე ყველა თემაში შევდივარ რეგულარულად და უკანონობებს იქაც აღვკვეთთ.

ახალ წესებზე და ინიციატივებზე ოდნავ მოგვიანებით, ერთმანეთში რომ შევთანხმდებით მერე...

Posted by: Donnie 1 Aug 2008, 14:07
ხელს ვაწერ! yes.gif

Posted by: aimo 7 Sep 2008, 11:04
12. ფორუმის სერვერის დატვირთვასთან დაკავშირებით, ასევე აკრძალულია არაფრისმეტყველი სურათების დადებაზე სპეციალური თემების შექმნა. თუ სურათი გამორჩეულია, არსებობს საამისო თემა >>> http://forum.ge/?f=76&showtopic=33673110


ტიფ, შეგიძლია მიამატო smile.gif

Posted by: TiFozi 1 Oct 2008, 14:15
ბარათების ახალი პარტია შემოგვივიდა... რაოდენობა შეზღუდული არ არის...

user posted image user posted image

rolleyes.gif


ნუ აიმყრალებთ პირს და იყავით კორექტულები სხვების მიმართ...



---
QUOTE
3. უაზრო ან/და სხვისი კლუბის/ნაკრების/გუნდის/სპორტსმენის შეურაცხმყოფელი ან/და დამცინავი პოსტები ("გავარტყი მანიუს", "რეალი სირების ბანდაა", "ბანძი გუნდი გყავთ", etc.) და თემები წაიშლება. განმეორების შემთხვევაში -ვორნი/ბანი.

4. სხვისი კლუბის/ნაკრების/გუნდის/სპორტსმენის თემაში დადებული სხვა კლუბის/ნაკრების/გუნდის/სპორტსმენის და მათთან დაკავშირებული სურათები ან იმ თემის კლუბის/ნაკრების/გუნდის/სპორტსმენის შეურაცხმყოფელი ან დამცინავი სურათები წაიშლება. წაიშლება იმ კლუბის/გუნდის/სპორტსმენის საწინააღმდეგო პოსტებიც, თუ იმ ფანკლუბის ხალხი ამას მოინდომებს.
-- თუ პოსტი/სურათი ეხება იმ კლუბს/გუნდს/სპორტსმენს რომელზეც არის თემა და კომენტარი არის ისეთი,რომელსაც წესები არ კრძალავს,ხოლო სურათი ყოველგვარი მონტაჟის და შეურაცხყოფის გარეშე ის არ წაიშლება.შესაბამისად,ყველა თავის აზრს გამოთქვამს უპრობლემოდ.

ამათ დარღვევაზე ეგრევე ვივორნინები ... biggrin.gif
არ გაშინებთ, პროსტა ყველას შეიძლება დაემართოს ეს და არაა სასიამოვნო. . .

Posted by: aimo 4 Oct 2008, 21:48
შეკითხვებისთვის და საქმის გასარჩევად კი არსებობს თემა>>>>>

http://forum.ge/?showtopic=33621091&f=&st=1605&#entry11061577

Posted by: TiFozi 6 Oct 2008, 12:18
დროებით შეწყვეტილია სხვა კლუბების ფან-კლუბების გახსნა...

Posted by: TiFozi 18 Dec 2009, 14:09
QUOTE
დროებით შეწყვეტილია სხვა კლუბების ფან-კლუბების გახსნა...

ისეთ კლუბზე, რომელსაც აქამდე თემა არ აქვს, ახალი თემის გახსნა დაშვებულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თემის პირველი გვერდი შესაბამისად იქნება გაფორმებული, პირველ და მომდევნო პოსტებში ამომწურავი ინფორმაციაა ამ კლუბის შესახებ. ისტორია, შემადგენლობა, ტიტულები .. და ა.შ.
რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ქართულად !

მაგალითისთვის გადახედეთ სხვა კლუბების პირველ გვერდებს..



პ.ს. თუ ასეთი თემები გაიხსნება Nრაოდენობით და ვიღაცას არ დაეზარება და მახათის გაყრის მაგივრად უსაქმურობისგან გადათარგმნის კომპოსტელას და მსგავსი გუნდების ისტორიას, ამ შემთხვევაში ეს თემები დაიხურება.


user posted image

Posted by: Donnie 24 Apr 2010, 12:02
ყურადღება, ქვე-განყოფილებაში ცხადდება საგანგებო მდგომარეობა ნაფტალინიდან ამოქექილ თემებთან დაკავშირებით!
წალეკა ასეთმა თემებმა ”ფეხბურთი”
პირველივე შემთხვევა ვორნით დაისჯება!

Posted by: TiFozi 8 May 2010, 14:46
მოკლედ, ...


ვინაიდან და რადგანაც ვერა და ვერ დაადგა საშველი ჩემი შემცვლელის პოვნას(ფეხბურთის განყოფილებაში მოდერატორობაზე; ვერ იპოვა ფორუმის ხელმძღვანელობამ და არცაა გასაკვირი :გივი: ) და გამომდინარე იქიდან, რომ როგორც საჭიროა აქაურობის ისე გაკონტროლებას ვერ ვახერხებ...


ორშაბათიდან, ა/წ 10 მაისიდან ვიწყებ საგანგებო რეჟიმში მუშაობას!

(გარდა იმისა რო მკაცრად იქნება ზემოთ ჩამოთვლილი ყველა წესი)
იკრძალება:

- გინება და ბილწსიტყვაობა ნებისმიერი სახით, თუნდაც ვითომ ცენზურის და სხვადასხვა სიმბოლოების გამოყენებით! - სასჯელი ეტაპობრივად, ვორნიდან - ბანამდე. ყოველგვარი სიტყვიერი გაფრთხილების გარეშე.
ბოსელს დაემსგავსა აქაურობა.

- უაზრო თემების გახსნა. უაზროში ვგულისხმობ 'პიზდეცინტელექტუალური ტემების გახსნა რო გახშირდა და იქ მიდის 30საუკუნის იუმორინა.

- სხვადასხვა კლუბების მიმართ დამცინავი და აგრესიული პოსტები, როგორც ზევით წერია, საკუთარი აზრის გამოხატვას არავინ გიშლით, მაგრამ კორექტულობის ფარგლებში!


რა თქმა უნდა, იმ დროს შეიძლება გამომრჩეს, მაგრამ როცა ვნახავ მაშინ დაისჯება დამრღვევი.
ეს ეხება ნებისმიერს ვინც აქ პოსტავს! ყველა დაისჯება შესაბამისად, მიუხედავად საფეხბურთო ხედვისა biggrin.gif


აქ დროდადრო დაემატება კიდევ რაღაცეები და ყურადღებით იყავით

Posted by: Donnie 12 Jul 2010, 18:20
TiFozi
aimo
Duff
T@chka

ფინალის შემდეგ ძალიან მომრავლდა უაზრო თემები განყოფილებაში.
რა ზომას მივმართოთ? საგანგებო მდგომარეობა ხომ არ შემოვიღოთ?

Posted by: TiFozi 12 Jul 2010, 18:42
Donnie
მემგონი არ ღირს, მოსალოდნელიც იყო..

გაივლის..

Posted by: Duff 13 Jul 2010, 02:06
TiFozi

ტოჟე მნე მშვიდობის მტრედი რა : )))

Donnie

აწი რამე თუ კიდე გაიხსნება :რწყევა: თემა ჯობია დავასაჩუქროთ შემქმნელი..თორე აქამდე თავს ვიკავებდი და მხოლოდ ტემის დახურვით შემოვიფარგლებოდი...

Posted by: Donnie 13 Jul 2010, 10:02
Duff

მეც ფინალის შემდეგ მგონი 50-მდე თემა დავხურე, ან სხვა თემას შევუერთე. ამოვიდა ყელში რა.

Posted by: TiFozi 13 Jul 2010, 13:57
Duff
biggrin.gif კონსტრუქტორ ..

საგანგებო მდოგმარეობის შემოღება და ყაზარმულ რეჟიმზე გადასვლაა არაა საჭორო, თორე ვორნი ვისაც ეკუთვნის, უნდა მიეცეს. . : D

Posted by: TiFozi 31 Aug 2010, 17:47
იტალია - გერმანია, კოეფიციენტებზე კამათი .. .

1000 ჯერ გადაღეჭილი თემაა ჰო, თქვენი ლაპარაკით არაფერი შეიცვლება, ისიც ზეპირად ვიცით უკვე რა შემთხვევაში რა იქნება, ყველა ვარიანტი განხილულია, მორჩით რა !



ამის მერე დავინახავ სადმე კიდე მაგ თემაზე კამათს და ვივორნები ეგრევე .. vik.gif


მადლობას გეტყვით თუ დამეხმარებით და მეტყვით ასეთ შემთხვევებზე.

Posted by: Marco 31 Aug 2010, 17:57

--------------------------------------------
TiFozi
QUOTE
იტალია - გერმანია, კოეფიციენტებზე კამათი .. .

1000 ჯერ გადაღეჭილი თემაა ჰო, თქვენი ლაპარაკით არაფერი შეიცვლება, ისიც ზეპირად ვიცით უკვე რა შემთხვევაში რა იქნება, ყველა ვარიანტი განხილულია, მორჩით რა !



ამის მერე დავინახავ სადმე კიდე მაგ თემაზე კამათს და ვივორნები ეგრევე ..


მადლობას გეტყვით თუ დამეხმარებით და მეტყვით ასეთ შემთხვევებზე.

ეს დადგენილება მოქმედებს ისევ და საკმაოდ მკაცრად,ამ თემაზე კამათი იწვევს სერიოზულ დაძაბულობას და არეულობას ამიტომაც ვცეთ ერთამნეთს პატივი და დავიცვათ წესრიგი

Posted by: Marco 17 Oct 2010, 13:00
პატივცემულო იუზერებო როგორც მოგეხსენებათ ტიფოზამ დატოვა თანამდებობა
მისი შემცვლელი კი გახლავართ მე,გპირდებით ყურადღებას არ მოგაკლებთ და გვექნება კარგი ურთიერთობა და თანამშრომლობა მითუმეტეს იუზერების ნაწილი მიცნობს და არაერთხელ შევხვედრივართ საფეხბურთო მინდორზე ერთანეთს! wink.gif
ვიკამათოდ ჯანსაღად და ნუ დავერევით ერთმანეთს,გისურვებთ წარმატებებს

Posted by: aimo 19 Oct 2012, 12:09
გუშინ ნახევარი ღამე მოვუნდი აქ ქაქების წმენდას. ამჯერად ვორნები დავარიგე. მომავალში ბანებზე, შემდეგ კი IP ბანებზე გადავალ.
მტროლავ და ფლუდერასტ იუზერებს აქ არ გავაპარპაშებ.

წაიკითხეთ ყველამ

Posted by: Donnie 26 Oct 2012, 11:11
http://forum.ge/?f=76&showtopic=34453847 -ს გახსნასთან დაკავშირებით ფეხბურთის განყოფილების ნებისმიერ სხვა თემაში ტოტალიზატორთან დაკავშირებული პოსტი, ან ახალ გახსნილი თემა წაიშლება

Posted by: ROBERY 8 Mar 2013, 14:01
ძვირფასო იუზერნო, გთხოვთ გაეცნოთ პატარა ცვლილება-შესწორება-გამკაცრებებს ჩვენს განყოფილებაში smile.gif

* - განყოფილებაში ალტერნიკის გამოყენების შემთხვევაში ალტერნიკს ედება სამუდამო ბანი, ხოლო ძირითად ნიკზე დაემატება ზუსტად ის სასჯელი, რაც იუზერმა დაიმსახურა ალტერნიკის გამოყენების დროს.

* - დაუშვებელია მოწინააღმდეგე გუნდის თემებში შესვლა და პროვოკაციის მოწყობა, აგრეთვე მიზანმიმართულად გუნდის და გულშემატკივრების შეურაცხყოფა.

* - აგრეთვე დაუშვებელია უმისამართო გინებაც (მაგ: ###ებმა გააჯვან თემიდან, ახლა ვიღაცას დედას ###### და ა.შ.)

* - აკრძალულია არათემატური თემების გახსნა. მსგავსი თემები დაიხურება, ხოლო ხელმეორედ გახნის შემთხვევაში, ავტორი დაჯილდოვდება ვორნით ან ბანით (მოდერატორის შეხედულებიდან გამომდინარე).



P.S. უახლოეს მომავალში ასევე იგეგმება შეზღუდვები პოსტვასა და თემების გახსნაზე, რომელსაც უმალ გაგაცნობთ მიღებისთანავე.

Posted by: aimo 17 Dec 2016, 22:54
წოვებზე, ლოღვნებზე, მოჯმებზე და მსგავს პოსტებზე მოდის ბანები.

ნუ დაამსგავსეთ განყოფილება კბილებგაუხეხავი და მუწუკიანი მოზარდების პადიეზდებში ბირჟაობას.

მერე არ მითხრათ არ გაგიფრთიხილებივართო

Posted by: tifoza 19 Jun 2017, 13:31
მოგესალმებით ყველას დღეიდან ამ განყოფილებაში 4 ახალი მოდერი იქნება მე(tifoza) დავიდ ვილია Alix და Dennis Bergkamp (დენის ბერკამპი შეითავსებს კალათბურთსაც რატომაც საჭირო გახდა კიდევ 1 მოდერის დამატება)
დღეიდან განყოფილებაში სერიოზულად გამკაცრდება მიდგომები, ე კერძოდ
1 წაგებული გუნდის თემაში შევარდნა და გულშემატკივრების გაღიზიანება დაისჯება მინიმუმ 2 დღიანი ბანით.
2 მოწინააღმდეგე გუნდის ფანკლუბში იაზვური და გამომწვევი საუბარი დაისჯება 20% ვორნით
3 გინების გამო 1 კვირიანი ბანი, არ აქვს მნიშვნელობა ვინ დაიწყებს ვინ აყვა.(პმ ს ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ამით მხოლოდ 1 ადამიანს დაედება ბანი) (ასევე იქნება გათვალისწინებული ინდივიდუალური შემთხვევა)
4 გამორჩეულ თემებში სადაც საჭიროა აზრის დაფიქსირება რჩევები ა.შ. არა შინაარსობრივი წერილების დროს პირველ შემთხვევაზე წაიშლება პოსტი, განმეორებითის შემთხვევაში 20% ვორნი
5 ალტერ ნიკებს ბანი 2222 წლამდე ( ლამაზად ჟღერს )


ასევე გასათვალისწინებელი რჩევები
1 თემა 100 გვერდზე იხურება იხსნება ახალი ძველი თემის ლინკით პირველ გვერდზე
2 თემაში ინგლისურ(რუსულ და ა.შ) ენოვანი სტატიების დაკოპირება რომელსაც არ ექნება ქართული შინაარსი, იქნება წაშლილი, რადგან ძალიან ბევრი კითხვა ისმის მერე რა წერია არ ვიცით გვითარგმნეთ
3 დიდი ზომის სურათები რომელიც ამახინჯებს პოსტ წაიშლება ( ხშირად დევს ორი ისეთი სურათი, რომელიც ძალიან გასხვავდება, ზოგს გამადიდებლით უნდა უყურო ზოგი უნდა სქროლო, ასე რომ საშუალო ზომაზე დიდი სურათები წაიშლება ფორუმიდან.
4 ციტირება მიმოწერის დროს რომელიც არის 5 ზე მეტი წაიშლება .
5 უაზრო სათაურით თემის გახსნა 1 ჯერზე წაიშლება განმეორება 20% ვორნი.


გამონაკლისი პრობლემები შეფერხებები რაც იქნება ყველაფერი შეგიძლიათ მოიწეროთ პმ ში ყოველთვის დაგეხმარებით როგროც იქნება შესაძლებელი,
მოდი ვეცადოთ ვისწავლოთ მეტი პატივისცემა თანაფორუმელის მიმართ, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვისი ფანია. ბოლოს მაინც უმეტესობა ერთ სუფრაზე ვხვდებით დასალევად ასე რომ ვეცადოთ ნაკლები შური და ბევრი ლუდი დავხარჯოთ


მოკლედ ვულოცავ ახალ მოდერებს და გაყოფილებას ახალი ეტაპის დაწყებას იმედია დავეხმარებით ერთმანეთს და ფორუმზე უფრო სასიამოვნო გარემოს შევქმნით.

Posted by: დავიდ ვილია 12 Feb 2019, 17:12

პირველი წინადადება მათ ვინც არ გვიცნობს და არ იცის ვინ ვართ

ფეხბურთის განყოფილება სიდიდით მეორეა ,ეს არის მეგობრული სტუმართმოყვარე და ფეხბურთის მოყვარული მცოდნე ხალხი
ხალხი რომელიც ცხოვრობს ფეხბურთით,და მეტია ეს ვიდრე სპორტი ჩვენთვის
ასე რომ ვინმე უაზრო რამე ცუდს თუ აპირებს აქ პასუხიც იგივე იქნება გაძლევთ პირობას
დაჟე მოდერიც კი არ იზამს არაფერს თუ ვინმე უაზრო უნიჭო ტროლვას დაიწყებს გადმოგყვებით იქ სადაც პოსტავთ და გაგინახევრბეთ განყოფილებას სუ რო სპ მომხსნან <3


ეხლა კი აქაური წესები მათთვის ვინც აქაა და აქ სურს ყოფნა




1)დაუშვებელია ვინმემ ვინმეს აგინოს,გალანძღოს ,ირიბი პირდაპირი აზრი არ აქვს,დანდობა არ იქნება
2)სხვა გუნდების თემებში შევარდნა და პროვოკაციული ღლიცინი დაუშვებელია ისჯება ,ან ვორნი ან ბანი გააჩნია რას დაუწერთ(საერთო თემებში პრობლემა არაა კაცო )
3)ამყოლიც ისევე დამნაშავეა როგორც პროვოკატორი, არსებობს ჩემთან დაკავშირების გზები მოიწერეთ დაისჯება,არაა საჭირო თქვენც აგინოთ,მე მივხედავ
4)კლუბების თემაში უაზრო ფლუდი დაუშვებელია,გვაქ თემა ზოგადი რომელსაც ცალკე წესები აქ კიდე,იქ იხილება და ირჩევა ყველაფერი
ასევე ნებისმიერი კითხვა ახალი ხარ ძველი ხარ თხოვნა გაქ რამე,ზოგადში ან პმ ჩემთან ან დანარჩენ მოდერებთან

5)წოვაზე ვორნია :@ დაშვებულია მხოლოდ ხანდახან <3

ფეხბურთის განყოფილება მოგესალმებათ

გაერთეთ და უყურეთ ფეხბურთს <3


Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)