Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ლიტერატურა > ვურჩიოთ ერთმანეთს წიგნები (კარგი წიგნები)


Posted by: Ras_al_Ghul 25 Oct 2017, 10:45
user posted image

ვურჩიოთ ერთმანეთს კარგი წიგნები

მეორე თემა <3 გისურვებთ კარგი დროის გატარებას, თქვენ საყვარელ წიგნებთან ერთად chups.gif chups.gif

-----------------
წინა თემის ლინკი: https://forum.ge/?f=18&showtopic=33706556 (I ნაწილი)

ტოპ მპოსტავები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: MasterJC 25 Oct 2017, 11:10
ფიქსირ
user posted image



კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ ეს ტრილოგია ჩემი აზრით must read კატეგორიას მიეკუთვნება

გავიაზროთ კდიევ ერთხელ რამდენად მონური სულის პატრონია ადამიანების უმრავლესობა

Posted by: monogamist 25 Oct 2017, 13:01
MasterJC
პირველი მარტო )

Posted by: Ras_al_Ghul 25 Oct 2017, 13:36
QUOTE (MasterJC @ 25 Oct 2017, 11:10 )
ფიქსირ
user posted image



კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ ეს ტრილოგია ჩემი აზრით must read კატეგორიას მიეკუთვნება

გავიაზროთ კდიევ ერთხელ რამდენად მონური სულის პატრონია ადამიანების უმრავლესობა

yes.gif yes.gif yes.gif

მართლაც რომ love.gif love.gif

Posted by: nick_el_son 25 Oct 2017, 14:03
ჰელერის Catch 22-ის დაწყება მინდა და ვერ მოვაბი თავი.

ადვილად იკითხება?


smile.gif


Posted by: chicharito12 25 Oct 2017, 15:00
გინდა ვინმეს , უფასოდ ? _____________________________________

Posted by: narmonana 25 Oct 2017, 15:43
QUOTE (monogamist @ 25 Oct 2017, 13:01 )
MasterJC
პირველი მარტო )

+1

.........................................

Posted by: ValenTine_Kelly 25 Oct 2017, 19:05
ამ თემაში საერთოდ რამე თუ მქონდა დაპოსტილი, ისიც არ ვიცოდი biggrin.gif

Posted by: სემირამიდა 25 Oct 2017, 23:14
QUOTE
ამ თემაში საერთოდ რამე თუ მქონდა დაპოსტილი, ისიც არ ვიცოდი

+


მაგრამ ვარ მადლობელი smile.gif

მშვენიერი თემაა

რა გირჩიოთ აბა

ოთხი წიგნი მაქვს ერთდროულად დაწყებული და კიდევ რიდერში სამიოდე ..რომ დავასრულებ გირჩევთ ))

ჰო და კიდევ ფრაუ ბლუმი, კაცმა რომ თქვას , სიამოვნებით გაიცნობდა მერძევეს დამრჩა საქალაქთაშორისო სამარშრუტოში და ვინც იპოვნა ღმერთმა შეარგოს (თუ წაკითხვაც დააპირა) : ))

Posted by: Magicman 26 Oct 2017, 02:26
QUOTE (MasterJC @ 25 Oct 2017, 11:10 )
ფიქსირ
user posted image



კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ ეს ტრილოგია ჩემი აზრით must read კატეგორიას მიეკუთვნება

გავიაზროთ კდიევ ერთხელ რამდენად მონური სულის პატრონია ადამიანების უმრავლესობა

love.gif

პირველი და მესამე გენიალურია yes.gif

ნუ პრინციპში, გლუხოვსკი თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მწერალია ჩემთვის, ცოტა უცნაურად კი ჟღერს, მაგრამ მაინც biggrin.gif

Posted by: anuki95 26 Oct 2017, 23:10
გამარჯობა ^^ ხომ ვერ მირჩევთ არაბული ენიდან ქართულად ნათარგმნ მხატვრულ ლიტერატურას? პდფ ვერსია თუ აქვს, მთლად უკეთესი.

Posted by: Larin 26 Oct 2017, 23:15
მეტროს მსგავსი ტრილოგია იცით რაიმე?

მიახლოებული თუნდაც, ფენტეზიდან yes.gif

Posted by: სემირამიდა 27 Oct 2017, 01:25
QUOTE
მიახლოებული თუნდაც, ფენტეზიდან

Larin
ფენტეზიდან მხედვარი

დაწყებული მაქვს მარა შუა გზაზე ვარ ცუდად არ მიდის chups.gif

anuki95
ათას ერთი ღამე არ გაწყობს? <3

Posted by: narmonana 27 Oct 2017, 01:27
Larin
მეტრო თუ გინდა ტრილიონი წიგნია,პროსტა რუუსლად უნდა კითხვა

Posted by: სემირამიდა 27 Oct 2017, 04:01
QUOTE
პროსტა რუუსლად უნდა კითხვა

მე რო ქართულად ვკითხულობ ?

ცუდი თარგმანია?

Posted by: Larin 27 Oct 2017, 11:36
QUOTE (narmonana @ 27 Oct 2017, 01:27 )
Larin
მეტრო თუ გინდა ტრილიონი წიგნია,პროსტა რუუსლად უნდა კითხვა

ღირს მერე მაგათი წაკითხვა? გლუხოვსკის დონე არამგონია იყოს biggrin.gif

რომელია შედარებით კარგი?

Posted by: narmonana 27 Oct 2017, 12:02
Larin
კაროჩე როგორაა იცი,ზოგიერთს დაჟე გლუხოვსკის წინასიტყვაობაც აქვს.

დაიწყე ამით,
https://bookmate.com/books/TAM13s22

თU არ მოგეწონა გადადი სხვაზე.სხვადასხვა ადგილებზეა წიგნები

Posted by: Moby-Dick 27 Oct 2017, 19:40
nick_el_son
QUOTE
ჰელერის Catch 22-ის დაწყება მინდა და ვერ მოვაბი თავი.

ადვილად იკითხება?

კი ადვილად
კარგი წიგნი შეგირჩევია yes.gif

Posted by: grafinia79 31 Oct 2017, 16:42
წიგნი რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იყო ო. ჭილაძის "ყოველმან ჩემმან მპოვნელმან".

გირჩევთ ასევე "მარტის მამალი", "რკინის თეატრი", "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა".

ჭილაძეს მე პირადად მსოფლიო დონის კლასიკოსად მივიჩნევ.

Posted by: assassin23 31 Oct 2017, 17:49
არვიცი რამდენად მხარს დაუჭერთ კრაზანას ....

ინგლისელი მწერლის ეტელ ლილიან ვოინიჩის პოპულარულ, მძაფრი რომანტიკულ-რევოლუციური პათოსით გამსჭვალულ რომანში ასახულია მე-19 საუკუნის 30-40-იანი წლების იტალია. ეროვნულ-გამათავისუფლებელ იატაკქვეშა ორგანიზაცია „ახალგაზრდა იტალიას“ და იტალიელ ხალხს ერთდროულად ავსტრიელი დამპყრობლების და მათი მხარდამჭერი რომის პაპის წინააღმდეგ, ასევე, მცირე სახელმწიფოებად დაქუცმაცებული ქვეყნის გაერთიანებისათვის უხდებათ ბრძოლა.

პ.ს კარგი საყვარელი საკითხავი წიგნი ხოტბებს წინასწარი შესხმით არ დავიწყებ ისიამოვნებთ

Posted by: Lallana 31 Oct 2017, 18:17
ქალაქი და ძაღლები




ახლახანს მოვრჩი და ძალიან მაგარი წიგნია up.gif up.gif up.gif

Posted by: Parabola 3 Nov 2017, 16:22


რაიმე კარგი წიგნი მირჩიეთ რააა, აი ცხოვრების ჟილკაზე რომ მომიყვანს )))))

Posted by: leo_chelo 3 Nov 2017, 16:35
მეტრო ქართულადაც იდეალურადაა ნათარგმნი. ესეც ჩემები. პირველიც მქონდა, მაგრამ სხვას ვათხოვე და არ დაუბრუნებია sad.gif
user posted image


მომავალში "ნისლქმნილის" და "ბნელი კოშკის" წაკითხვას ვაპირებ

Posted by: Parabola 6 Nov 2017, 15:03

ვუტრიალებ ამ ,,მეტროს'' და რაღაც მგონი ჯობია ჯერ შევეშვა.
არ შემოდის აქ არავინ? რამე ისეთი მინდა, სულს რომ მივაბარებ biggrin.gif

Posted by: subterranean 6 Nov 2017, 15:08
QUOTE (Parabola @ 3 Nov 2017, 16:22 )
რაიმე კარგი წიგნი მირჩიეთ რააა, აი ცხოვრების ჟილკაზე რომ მომიყვანს )))))

QUOTE (Parabola @ 3 Nov 2017, 16:22 )
რაიმე კარგი წიგნი მირჩიეთ რააა, აი ცხოვრების ჟილკაზე რომ მომიყვანს )))))

user posted image

Posted by: MasterJC 6 Nov 2017, 16:46
QUOTE (subterranean @ 6 Nov 2017, 15:08 )
QUOTE (Parabola @ 3 Nov 2017, 16:22 )
რაიმე კარგი წიგნი მირჩიეთ რააა, აი ცხოვრების ჟილკაზე რომ მომიყვანს )))))

QUOTE (Parabola @ 3 Nov 2017, 16:22 )
რაიმე კარგი წიგნი მირჩიეთ რააა, აი ცხოვრების ჟილკაზე რომ მომიყვანს )))))

user posted image

love.gif love.gif love.gif და მგლები გამთენიისას ყმუიან...


love.gif lol.gif

ვერ დაუკარგავ
მაშინდელი დანგრეული ფსიქიკის კვალობაზე.. საკმაოდ კარგი წიგნია

მგლებეეეს და ეგეთ უჯიშო წიგნებს, ყველას ზემოდან დასცქერის

Posted by: senpai 6 Nov 2017, 16:46
Parabola
კითხვის კრიზისი გაქვს ?

QUOTE
რამე ისეთი მინდა, სულს რომ მივაბარებ

აბა აგოტა კრისტოფი ცადე.

Posted by: Parabola 7 Nov 2017, 14:54
senpai
კი, კრიზისი, კარგა ხანია უკვე.

მადლობა, მოვიძიე ეს ქალბატონი ვცდი.

Posted by: pinkman 9 Nov 2017, 13:39
naniko1122
მადლობა რჩევებისთვის smile.gif ფრანით მორბენალიც წავიკითხე . მანამდე ელემენტარული ნაწილაკები, ეს თავიდან ვერ დავამუღამე მარა ცოტა გვიან ჩავწვდი მგონი biggrin.gif
კარგი იყო ორივე smile.gif

მირჩიეთ რამე ადვილად წასაკითხი კარგი წიგნი რა popcorn.gif

Posted by: HurricaneKat. 9 Nov 2017, 13:50
pinkman
პალანუკი - ძილისპირული

Posted by: pinkman 9 Nov 2017, 16:07
HurricaneKat.
სად ვიყიდო? ბიბლუსში იქნება?
მადლობა smile.gif

Posted by: პითონი 9 Nov 2017, 16:26
ფსიქოლოგიური წიგნები არის ქართულად?

გინდ ელექტრონული


იმენა ფსიქოლოგიაზე კი არა
არამედ გონებაზე

მოკლედ წიგნი რომელიც გონების განვითარებაში გამოგვადგება

Posted by: HurricaneKat. 9 Nov 2017, 17:40
pinkman
კი იქნება

პითონი
ყველა წიგნი ფსიქოლოგიური არაა ძმა? boli.gif

Posted by: პითონი 9 Nov 2017, 21:06
HurricaneKat.
ფსიქოლოგიური კი,მაგრამ გონებისთვის გამოსადეგი და საგანმანათლებო არა

Posted by: naniko1122 10 Nov 2017, 04:44
pinkman
არაფრის smile.gif
თუ თბილისში ხარ, 12 ნოემბრის ჩათვლით ექსპოჯორჯიაში ფასდაკლებით იყიდება თითქმის ყველა გამომცემლობის წიგნები და იქაც შეგიძლია შეიძინო. ზოგ სტენდთან იქვე გიყვებიან წიგნებზე და ცდილობენ, დაგაინტერესონ. ეს შეიძლება არჩევაშიც დაგეხმაროს.

პითონი
QUOTE
ფსიქოლოგიური წიგნები არის ქართულად?
იმენა ფსიქოლოგიაზე კი არა
არამედ გონებაზე
მოკლედ წიგნი რომელიც გონების განვითარებაში გამოგვადგება

გონების განვითარებაში რას გულისხმობ? კონკრეტულად რა უნარების განვითარება გინდა?

Posted by: tomhardy 10 Nov 2017, 05:23
გამარჯობა მეტროს წაკითხვას მირჩევთ ? თვალი გადავავლე კომენტარებს და ეგრევე წაკითხვა მომინდა biggrin.gif

Posted by: პითონი 10 Nov 2017, 10:46
naniko1122
კონკრეტულ უნარებს რომ ვერ განმივითარებს კარგად ვიცი

ცხოვრებაში რომ გამოგადგება,განათლებას მოგცემს და კმაყოფილი რომ დარჩები.
აი ესეთი წიგნი მინდა

Posted by: HurricaneKat. 10 Nov 2017, 10:49
პითონი
ფსიქოლოგიური წიგნი გონებისთვის არაგამოსადეგი როგორ იქნება?

აბა
QUOTE
მაგრამ გონებისთვის გამოსადეგი და საგანმანათლებო არა
-ო?

QUOTE
ცხოვრებაში რომ გამოგადგება,განათლებას მოგცემს


ჩამოყალიბდი რა გინდა ძმა boli.gif

tomhardy
კი

Posted by: პითონი 10 Nov 2017, 11:07
HurricaneKat.
ყველა წიგნი ფსიქოლოგიურია თქო დაგეთანხმე
მაგრამ გონებისთვის გამოსადეგი და საგანმანთლებო არა
ეხლა ხვდები?

Posted by: HurricaneKat. 10 Nov 2017, 11:12
პითონი
ჰოო ეხლა გავიგე
ფიოდორი წაიკითხე,მაგაზე მხატვრულად კიდევ ვინ 'ხსნის' ადამიანს არ ვიცი
მოკლედ, ყველა მხარეს დაგანახებს და ანალიზი შენ გაუკეთე
თავიდან შეიძლებაგაგიჭირდეს, მაგრამ გაუძელი გმირულად

Posted by: პითონი 10 Nov 2017, 11:37
HurricaneKat.
ჯერ რაღაც სხვა მინდა

ცოტა უფრო უცხო

the human animal მინდოდა მაგრამ ქართულად არ არის;ხ

Posted by: HurricaneKat. 10 Nov 2017, 11:40
პითონი
ეხლა უფრო გავიგე
ეგ მაინც სამეცნიეროა
ისე კი გვვაქვს ვიღაც ვიღაცების ფილოსოფიური შეხედულებები მაგრამრამდენად ღირს წაკითხვა ვერ გეტყვი
მაინც სხვისია რა biggrin.gif

Posted by: naniko1122 13 Nov 2017, 19:53
pinkman
ესეც შეგიძლია წაიკითხო
http://www.biblusi.ge/item/seria-liberTini/34057-liberTins---gamRebi.html?lang=ka-GE

Posted by: Moby-Dick 13 Nov 2017, 23:15
პითონი
კარგად მგონი ვერც მე გავიგე რას ამბობ. მიჩიო კაკუს წიგნი გაოსცეს ეხლა, საინტერესო ჩანს, შეიძლება გამოგადგეს
https://forum.ge/?showtopic=34937759&view=findpost&p=51615830

Posted by: tomhardy 14 Nov 2017, 15:59
მარიო პიუზოს სიცილიელი რაზეა ნათლიას გაგრძელებაა თუ ცალკე მაფიოზებზეა?

Posted by: ნაკო 14 Nov 2017, 16:19
QUOTE (პითონი @ 9 Nov 2017, 16:26 )
ფსიქოლოგიური წიგნები არის ქართულად?

გინდ ელექტრონული


იმენა ფსიქოლოგიაზე კი არა
არამედ გონებაზე

მოკლედ წიგნი რომელიც გონების განვითარებაში გამოგვადგება

გონების განვითარების თვალსაზრისით კარგად ეხმარება ენციკლოპედია, ასვე დასურათებული ინფორმაციულობის და მარტივად გასაგებ ენაზე დაწერილი მოკლე ტექსტუალური ფორმის წიგნები, რომელიც ენციკლოპედიაზე ვრცელია მაგრამ პროზაზე მოკრე :დ გააჩნია რა სფერო იწვევს შენში ინტერესს, ნებისმიერ საკითხში მაგალითისთვის ისტორია თუ გეოგრაფია შესაძლებელია მსგავსი ტიპის ნაშრომის პოვნა რომელიც ცოდნასაც გიმაღლებს და ინტერესსაც გიკამყოფილებს და გინვრცობს ამავდროულად. გონების განმავითარებელი სპეციაური სავარჯიშოწიგნებიც არის , თუმცა ამ უკანასკნელეთ მე პირადად არ ვიცნობ. შეგიძლია იკითხო ბიბლიოთეკაში, კოპეტენტური ბიბლიოთეკარი აუცილებლად იქნება ინფორმირებული მსგავს საკითხში.

Posted by: პითონი 14 Nov 2017, 16:42
ნაკო
მეცნიერულ-ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიური წიგნი მინდა lol.gif

Posted by: Temperance 14 Nov 2017, 16:46
ისტორიული ან კაი დეტექტივი თუ იცით დაწერეთ აბა.

Posted by: naniko1122 14 Nov 2017, 17:35
პითონი
QUOTE
მეცნიერულ-ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიური წიგნი მინდა


მეცნიერულ-ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიური კი არა და,

შემთხვევით ისეთი წიგნი ხომ არ გინდა, რომელიც ძალაუფლების მოპოვების გზას და ხერხს გაჩვენებს?

ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა და მე მაპატიე, თუ ვცდები.




Posted by: პითონი 14 Nov 2017, 17:55
naniko1122
შეიძლება
რას მირჩევ?

იქნებ ტირანი გავხდე

Posted by: naniko1122 14 Nov 2017, 18:02
პითონი

ვერაფერს smile.gif

არ მჯერა შავი მაგიის და ზოგადად, მისტიციზმის smile.gif

Posted by: პითონი 14 Nov 2017, 20:40
naniko1122
:დდდ

მაგას კი არ ვამბობ

მასათ პიროვნებაზეა თუა წიგნი თქო

მაგალითად ჰანიბალი,ატილა და ა.შ
პიროვნებაზე რომელმაც სიძლიერე და სახელი ჭკუით მოიპოვა

Posted by: naniko1122 14 Nov 2017, 21:09
პითონი

შენ არა, მე ვამბობ wink.gif
* * *
პითონი
კი, მაგალითად, მარია კიურიზე.
მაგრამ მარია კიურის ბიოგრაფიის კითხვით ქიმიას ვერ ისწავლი, იმიტომ რომ ცოდნა ვირუსი არ არის, რომ გადაგედოს.
ქიმია თუ გინდა იცოდე, ქიმია უნდა ისწავლო.

მაგრამ ხომ ვამბობ, შენი პოსტებიდან არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ცოდნას და ჭკუას ეძებდე.

Posted by: MeBeforeYou 14 Nov 2017, 22:02
Temperance
როს მაკდონალდის, , შიში'' წავიკითხე ბოლოს და გირჩევ. )))

Posted by: პითონი 14 Nov 2017, 22:32
naniko1122
ცოდნას და ჭკუას არ ვეძებ

საინტერესო წიგნს ვეძებ სადაც ცოდნა და ჭკუა პირველ ადგილზეა გადმოტანილი

Posted by: naniko1122 14 Nov 2017, 22:44
პითონი

დაბალი კლასების სასკოლო წიგნებით რომ დაიწყო, მგონი ყველაზე კარგი იქნება.
არ ვხუმრობ ოღონდ.

Posted by: პითონი 14 Nov 2017, 22:48
naniko1122
lol.gif lol.gif lol.gif

აუ ან მე ვხსნი ცუდად რა მინდა ან შენ მაგრად მეკაიფები biggrin.gif

Posted by: naniko1122 14 Nov 2017, 23:12
პითონი
საერთოდ არ არის ეს ამბავი საღადაო თემა. wink.gif

Posted by: პითონი 14 Nov 2017, 23:13
naniko1122
ცოტა მოეშვი და გაიღიმე yes.gif

Posted by: naniko1122 14 Nov 2017, 23:30
პითონი
facepalm.gif
უკან მიმაქვს ჩემი რჩევა წიგნებზე biggrin.gif
კუნთებს მიაწექი :*

Posted by: პითონი 14 Nov 2017, 23:51
naniko1122
ოკ up.gif

Posted by: Anatoly_Onoprienko 12 Jan 2018, 03:21
სალამი ყველას.მირჩიეთ რამე ისეთი წიგნი რომელმაც რაც შეიძლება ძაან ჩამითრიოს და თავის აღება აღარ მინდოდეს. არვარ გამორჩეული მკითხველი,მეტსაც გეტყვით ბავშვობიდანვე არ მიზიდავდა კითხვა და გადავწყვიტე 4-5 წიგნს თავი მოვსწყვიტო და ახლა ვიწყებ. რაც წაკითხული მაქვს იმენა ძალით ვამთავრებდი. რაც ყველაზე ჩამთრევი გეგულებათ ისენი მირჩიეთ.თემას არ აქვს მნიშვნელობა მაგრამ რაც უფრო სერიოზულ თემას შეეხება მით უკეთესი.

Posted by: naniko1122 12 Jan 2018, 03:57
Anatoly_Onoprienko
ცხოვრების ამ ეტაპზე რა კითხვები გაწუხებს, დაწერე და შესაბამისს გირჩევენ რამეს.
თავისთავად ჩამთრევი წიგნი არ არსებობს. შენს ინტერესს უნდა შეესაბამებოდეს, რომ ჩაგითრიოს.

Posted by: Anatoly_Onoprienko 12 Jan 2018, 04:53
naniko1122
რავი სიმართლე გითხრა ტვინი ძაან გათიშული მაქვს და სკოლაში ნასწავლი ელემენტარულებიც აღარ მახსოვს. აი მაგალითად დიდი ინტერესით ჩავუჯდებოდი შემდეგნაირ წიგნებს:ბიოგრაფია სტალინზე სადაც დაწვრილებით იქნება ახსნილი მისი ცხოვრების დეტალური ნაბიჯები დაბადებიდან სანამ საბჭოთა კავშირს ჩაუდგებოდა სათავეში. მერე ჩავუჯდებოდი მის მმართველობის პერიოდს სიკვდილამდე. ან ერთ წიგნში თავმოყრილი იყოს არ აქვს მნიშვნელობა.ასევე ესეთი წიგნი მინდა ჰიტლერზეც. კიდევ ძალიან მინდა 1 წიგნში თავმოყრილი ქართველ მწერლებზე და პოეტებზე ბიოგრაფია. არმინდა ძაან გაშლილი და ერთ პოეტზე რომ 500 გვერდიანი წიგნია ეგეთი არმაინტერესებს მაგას ვერ წავიკითხავ. მოკლედ რომ იყოს ბიოგრაფიები. დაბადება სად სწავლობდა სად მუშაობდა და ას.შ. რავი მეტი ეხლა უცებ აღარაფერი მახსენდება და თუ შემომთავაზებ რამე საინტერესოს წავიკითხავ აუცილებლად. ვაფშე წიგნი რატომ მომივიდა თავში აზრად ახლავე გეტყვი.არაფერს არ ვაკეთებ კომპიუტერთან მიწევს დიდი დროის გატარება და ტყუილად ვკარგავ ამ დროს. ცალკე გარეთ ბირჟა რამე რუმე და ცოტახანი მინდა ორივეს და ყველაფერს მოვწყდე.რაღაცაზე მინდა ყურადღება გადავიტანო.ამიტომ გადავწყვიტე რამოდენიმე წიგნის წაკითხვა ოღონდ ისეთი არმინდა ძალით რომ უნდა წაიკითხო.მინდა რომ რაც შეიძლება მეტად ჩამითრიოს. რავი შენ კიდევ რომელ წიგნებს მირჩევდი?

Posted by: naniko1122 12 Jan 2018, 07:10
Anatoly_Onoprienko
სტალინის თემამ რატომ დაგაინტერესა? ან ჰიტლერისამ?
ბიოგრაფია ბევრია ორივე მათგანზე. შეგიძლია დაგუგლო, აღწერა წაიკითხო და შეარჩიო რომელიც შენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.
აქაც არის რამდენიმე
http://lit.ge/book/1126-axalgazrda-stalini-saimon-sebag-montefiore/
თუ მხატვრულ ლიტერატურაში აღწერილი პორტრეტიც გაინტერესებს, გრიგოლ რობაქიძის ,,ჩაკლული სული" შეგიძლია წაიკითხო. მოცულობითაც პატარაა.

QUOTE
კიდევ ძალიან მინდა 1 წიგნში თავმოყრილი ქართველ მწერლებზე და პოეტებზე ბიოგრაფია. არმინდა ძაან გაშლილი და ერთ პოეტზე რომ 500 გვერდიანი წიგნია ეგეთი არმაინტერესებს მაგას ვერ წავიკითხავ. მოკლედ რომ იყოს ბიოგრაფიები. დაბადება სად სწავლობდა სად მუშაობდა

ასეთი ანკეტური მონაცემები რაში გჭირდება?
ზოგჯერ კითხვისთვის ადამიანის მოტივაცია ის არის, რომ სხვებთან საუბარში არაინფორმირებული არ გამოჩნდეს. თუ შენი მთავარი მამოძრავებელი ძალაც ეს არის, ლევან ბერძენიშვილის ლექციები შეგიძილია მოისმინო. ძალიან მარტივად გასაგები ენით საუბრობს წიგნებზე, მწერლების ბიოგრაფიებზე (და სტალინზეც).

QUOTE
ვაფშე წიგნი რატომ მომივიდა თავში აზრად ახლავე გეტყვი.არაფერს არ ვაკეთებ კომპიუტერთან მიწევს დიდი დროის გატარება და ტყუილად ვკარგავ ამ დროს. ცალკე გარეთ ბირჟა რამე რუმე და ცოტახანი მინდა ორივეს და ყველაფერს მოვწყდე.რაღაცაზე მინდა ყურადღება გადავიტანო.ამიტომ გადავწყვიტე რამოდენიმე წიგნის წაკითხვა ოღონდ ისეთი არმინდა ძალით რომ უნდა წაიკითხო.მინდა რომ რაც შეიძლება მეტად ჩამითრიოს. რავი შენ კიდევ რომელ წიგნებს მირჩევდი?

მწერლების ბიოგრაფიების ანკეტური ნაწილები რამდენად შეძლებს ადამიანის ჩათრევას, არ ვიცი, მაგრამ სელინჯერის ,,თამაში ჭვავის ყანაში" რომ წაიკითხო, შეიძლება ჩაგითრიოს, მინიმუმ თხრობის მანერის გამო მაინც. თან პატარაა.


Posted by: Anatoly_Onoprienko 12 Jan 2018, 13:09
naniko1122
კარგი მადლობა რამეს მოვიფიქრებ.

Posted by: GIORGI XXL 13 Mar 2018, 15:26
რომელიღაც გვერდზე იყო რეკომენდაცია Why Women Have Sex -ზე
მართლაც საინტერესო აღმოჩნდა, ისე რომ იგივე ავტორის The Dangerous Passion: Why Jealousy is as Necessary as Love and Sex -იც შემომეკითხა
http://m.bookfi.net/index.php აქ ნახავთ. ავტორი David M. Buss
ალბათ არცერთი მკითხველი არ დარჩება გულგრილი wink.gif

Posted by: Parabola 13 Mar 2018, 16:02
Anatoly_Onoprienko
შენ ზოგადი ცოდნის გაღრმავება გნდომია, ბერძენიშვილის ლექციები კარგი რჩევაა. სელინჯერიც კარგი რჩევაა.
მერე უმბერტო ეკოს ,,ვარდის სახელით'' სცადე . ასე მგონია ჩაგითრევს

Posted by: naniko1122 13 Mar 2018, 19:40

აკა მორჩილაძის ,,ობოლე" ოყო წიგნი-ბედნიერება.
ამ საუკუნეში მსგავსი არაფერი წამიკითხავს.



Posted by: toyota12345 13 Mar 2018, 22:08
მოგესალმებით ვეძებ წიგნს სახელწოდებით ჭაობი თუ ვინმეს გაქვთ ან იცით სად ვიყიდო იქნებ შემეხმიანოთ მაგრად მჭირდება ეგ წიგნი. მეთვითონ გამოვალ თბილისში სადაც იქნებით და ვიყიდი ადეკვატურ ფასად მადლობა...

Posted by: Katerina :-) 14 Mar 2018, 15:48
"ღვარძლს, რომელსაც შენ თესავ"- ზე (The Hate u give ) გამიზიარეთ შთაბეჭდილება, ვისაც წაგიკითხავთ

Posted by: blindmonk0 16 Mar 2018, 00:24
გამარჯობათ

თუ გეგულებათ რაიმე წიგნი,ან თუნდაც მოთხრობა,რომლის ძირითადი ჩონჩხი ადამიანზე იქნება აგებული,რომელიც არ ჩანს,მაგრამ ძალიან მნიშვნელოვნია.

აი ბარაკ ობამასთან რომ მუშაობდა დევიდ პლუფი დაახლოებით მსგავს ტიპაჟზე,რომელიც არ ჩანს და ამავდროულად მსოფლიოს პირველი პირი მის გარეშე,რომ არაფერია

მსგავსი ტიპის ნაწარმოებიც მისაღები იქნება,მთავარია იყოს yes.gif

Posted by: SUBADARI 23 Mar 2018, 10:51
ბერლინი ალექსანდრპლაცი როგორია?

Posted by: nick_el_son 23 Mar 2018, 13:35
blindmonk0
პოლიტიკის შიდა "სამზარეულოზე" თუ გინდა, შეგიძლია ეს წაიკითხო:

https://ka.m.wikipedia.org/wiki/მეფის_მთელი_მხედრიონი

ქართულადაც არის თუ სადმე იშოვი yes.gif

Posted by: iverieli 23 Mar 2018, 13:54
SUBADARI
მშვენიერი წიგნია. ნამდვილად გირჩევ წაიკითხო

Posted by: Katerina :-) 23 Mar 2018, 14:25
QUOTE (SUBADARI @ 23 Mar 2018, 10:51 )
ბერლინი ალექსანდრპლაცი როგორია?

ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ერთ-ერთი გამორჩეული წიგნი გახდა ჩემთვის თავისი სურეალისტური ჩანართებით და ქვეცნობიერში მოგზაურობით. თავიდან ვერ ჩავერთზე თითქოს, მაგრამ არ დავნებდი მაინც :-)

Posted by: clockclock1 24 Mar 2018, 00:11

-------------------------------

Posted by: blindmonk0 24 Mar 2018, 00:15
QUOTE (nick_el_son @ 23 Mar 2018, 13:35 )
blindmonk0
პოლიტიკის შიდა "სამზარეულოზე" თუ გინდა, შეგიძლია ეს წაიკითხო:

https://ka.m.wikipedia.org/wiki/მეფის_მთელი_მხედრიონი

ქართულადაც არის თუ სადმე იშოვი yes.gif

ზუსტად ის იყო რაც მჭირდებოდა

დიდი მადლობა შენ user.gif

Posted by: bach0 16 Apr 2018, 12:44
მარშალ გოლდსმიტის ახალი მიზნები სად იყიდება ხო არ იცით? ბიბლუსში არ აქვთ

Posted by: Joiner 16 Apr 2018, 12:48
bacho199
ლატერნაში.
http://laterna.ge/?cat=55&show=18866#.WtRjJZWsaUk

Posted by: BESTER 16 Apr 2018, 12:51
წიგნი მირჩიეთ რამე ძალიან სერიოზული, ახალი რომ იყოს და არა რომანტიული

Posted by: stephanozi 16 Apr 2018, 16:14
მეგობრებო, რამე კარგი მასთ რიდ წიგნი მირჩიეთ.

Posted by: GIORGI XXL 22 Jun 2018, 19:00
თემა მინდა ამოვწიო.
დაწერეთ ისეთი წიგნები რომლებმაც თვალი აგიხილათ

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)