forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (209) « პირველი ... 207 208 [209]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> იურიდიული კონსულტაცია, ნაწილი VIII
polemos0108
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 77
წევრი No.: 128896
რეგისტრ.: 18-March 11

გამოგზავნილია: 15 Aug 2017, 17:56  #51152019      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საკომლო წიგნში ერთ-ერთი ჩანაწერი გაკეთებულია ფანქრით. მითითებულიც არის ასე: ჩანაწერი გაკეთებულია ფანქრით.
ხომ არ იცით ფანქრით რატომაა გაკეთებული? დროებითია და იმიტომ ხომ არა?

p.s. ყველა სხვა ჩანაწერი გაკეთებულია კალმით.
დამეხმარეთ რა.


--------------------
[IMG]http://s018.radikal.ru/i526/1206/b7/32cfba34ce93.jpg[/IMG]
ESTRANGED
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 196
წევრი No.: 49720
რეგისტრ.: 20-December 07

გამოგზავნილია: 15 Aug 2017, 18:27  #51152185      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოგესალმებით მეგობრებო,

შეგიძიათ ვინმემ მითხრათ ხმაურის აკრძალვის ახალი რეგულაციები სად ვნახო?
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსში შესული ცვლილებები ვიცი, მაგრამ თვითონ რეგლამენტი, სად რამდენი არის დაშვებული ?

მადლობა წინასწარ.
polemos0108
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 77
წევრი No.: 128896
რეგისტრ.: 18-March 11

გამოგზავნილია: 15 Aug 2017, 19:48  #51152603      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საცხოვრებელი სახლების და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი

* * *
Matsne.gov.ge ზე ჯერ არ დევს.
მაგ საიტზე გამოქვეყნდება

This post has been edited by polemos0108 on 15 Aug 2017, 19:52
Правовед
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 348
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 15 Aug 2017, 20:12  #51152717      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
polemos0108

სასურველია, მხარს ნუ დაუჭერთ ფორუმის ისეთ "ტრადიციას", ზოგად და დაუზუსტებელ კითხვებს რომ მოიცავს. იურისპრუდენციას ძალუძს და და საერთოდ სამართალს (ანუ ფორუმის თემა) შეუძლია კონკრეტული! სამართალურთიერთობების! შესახებ პასუხის გაცემა. უბრალოდ რომ ვთქვათ, რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რა გარემოებებს აქვს ადგილი და რა უფლებების აღდგენაზე ან ვალდებულებების შესრულებაზეა ლაპარაკი. იურიდიული შედეგი! აი ეს არის ქვაკუთხედი.
მაგალითად საქმე ეხება ნოტარიუსთან ურთიერთობას - აი ამაზე კარგად გაგცემთ პასუხს, მაგალითად, "სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქცია, რომლის თანახმად, სანოტარო მოქმედება არ სრულდება იმ დოკუმენტის საფუძველზე, რომელშიც არის ამოშლილი, ამოფხეკილი და/ან გადახაზული (გადაშლილი) სიტყვები, წინადადებები და მსგავსი გადასწორებანი და აღნიშნული შესწორებანი არ არის დათქმული. არ მიიღება, აგრეთვე, ფანქრით შედგენილი დოკუმენტები. ამასთან, ეს აკრძალვა არ გამორიცხავს ამგვარი დოკუმენტების ფოტოასლების დედანთან შესაბამისობის დამოწმებას ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით."

თუ რაღაც ძველ ჩანაწერზეა საუბარია, აქაც საჭიროა დადგინდეს, რისთვის არის საჭირო.
მაგალითად, ზოგადად სსრკ-ის სახალხო კომისართა საბჭოს 1934 წლის 26 იანვრის № 185 დადგენილება "სოფლის საბჭოებში პირველადი აღრიცხვის შესახებ" საერთოდ არაფერს იძახის ფანქრით ჩანაწერებზე.

რაც შეეხება "დროებით" ჩანაწერს საკომლო წიგნში - ასეთი დროებითობის (ესე იგი მხოლოდ გარკვეული დროის მონაკვეთში მოქმედი) არც ეტიმოლოგიური და არც სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს. საკომლო წიგნში საბჭოს მიერ აღირიცხებოდა როგორც კომლის წარმოშობა, მოსვლა და ა. შ. ასევე გასვლაც ... 2010 წლის 21 ივლისს მიღებული საქართველოს კანონი "სახელმწიფო ქონების შესახებ" ასევე იძლევა საკომლო წიგნის განმარტებას – ადმინისტრაციული ერთეულის – დასახლების (სოფლის, დაბის, ქალაქის), დასახლებათა გაერთიანების (თემის) ტერიტორიულ საზღვრებში კომლების და მათში პირთა რაოდენობის ამსახველი ჟურნალი, რომელიც ადასტურებს ამ პირთა კონკრეტულ დასახლებულ პუნქტში ცხოვრებისა და კომლის წევრად ყოფნის ფაქტს.

ამიტომ "დროებითია და იმიტომ ხომ არა?" კითხვის ამ ინტონაციის, ანუ შემკითხველის საბოლოო "სურვილის" დასადგენათ საჭიროა გაირკვეს რა იურიდიული შედეგის დადგენას ვარაუდობს შემკითხველი - მისი ბათილობის აღიარება სურს, თუ ჩანაწერს იურიდიული ფაქტის ნამდვილობად მიიჩნევს ...
და გარემოებები!!! გარემოებები!!! ... სამართალურთიერთობის თავი და თავი ...

This post has been edited by Правовед on 15 Aug 2017, 21:24
polemos0108
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 77
წევრი No.: 128896
რეგისტრ.: 18-March 11

გამოგზავნილია: 16 Aug 2017, 00:34  #51154191      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (ESTRANGED @ 15 Aug 2017, 18:27 )
მოგესალმებით მეგობრებო,

შეგიძიათ ვინმემ მითხრათ ხმაურის აკრძალვის ახალი რეგულაციები სად ვნახო?
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსში შესული ცვლილებები ვიცი, მაგრამ თვითონ რეგლამენტი, სად რამდენი არის დაშვებული ?

მადლობა წინასწარ.

https://matsne.gov.ge/ka/document/view/3779710
* * *
მეტი ფაქტობრივი გარემოებები.
საქმე #1
1. მამაჩემმა განცხადება შეიტანა საჯარო
რეესტრში მიწის რეგისტრაციისთვის როგორც კომლის წევრმა.
2. მიწა ტექნიკური აღრიცხვის არქივში რეგისტრირებული იყო ბებიაჩემის კომლზე(მამაჩემის დედა). კომლის შემადგენლობა:
ბებია კომლის უფროსი. გარდაიცვალა 2009 წელს
ბაბუა გარდაიცვალა 1980 წელს
მამიდა გათხოვდა. წასულია თბილისში.
მამიდა 2 წასულია თბილისში
მამიდა 3 გათხოვდა. წასულია თბილისში
( ყველა ეს ჩანაწერი გაკეთებულია კალმით)
3. საჯარო რეესტრმა უარი უთხრა რეგისტრაციაზე. რადგან როგორც აღმოჩნდა მამაჩემი არ ყოფილა კომლის წევრი. ბოლო ჩანაწერი გაკეთებულია, რომ მამაჩემი
წასულია თბილისში. ( ჩანაწერი გაკეთებულია ფანქრით და ამის შესახებ არქივიც აკეთებს აღნიშვნას.) რეესტრი ახლა ითხოვს სამკვიდრო მოწმობას.
როგორ მოვიქცე? ფანქრით გაკეთებულ ჩანაწერს რა სანდოობა აქვს? გავასაჩივრო გადაწყვეტილება, მაგრამ რის საფუძველზე?

* * *

Правовед
არსებობს რაიმე გზა, რომ რეესტრმა ეს ფანქრით გაკეთებული ჩანაწერი არ გაითვალისწინოს?
Правовед
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 348
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 16 Aug 2017, 22:59  #51159443      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
polemos0108

რა თქმა უნდა ირონიის გარეშე ვერ დავრჩები, რადგან ეს თხრობის სტილი "... როგორც აღმოჩნდა მამაჩემი არ ყოფილა კომლის წევრი. ბოლო ჩანაწერი გაკეთებულია, რომ მამაჩემი წასულია თბილისში." ჩანაწერი ჩანაწერად - სინამდვილეში? წასულია თბილისში მამათქვენი? რაც არ უნდა აუაროთ გვერდი ამ კითხვას, პასუხის გაცემას მაინც მოითხოვს ბოლოს და ბოლოს. რა თქმა უნდა ამ ფანქრით გაკეთებული ჩანაწერის ბათილობა შეიძლება მოითხოვოთ, მაგრამ მოპასუხეების ხელში (და ამ შემთქვევაში რეესტრიც იქნება) ყველა ინსტრუმენტია გამოაშკარაონ ეს იურიდიული ფაქტი - მამათქვენი მართლა "წავიდა" თბილისში თუ არა. ჩანაწერის ფანქრით გაკეთების რაიმე ნორმატიული აქტით პირდაპირი აკრძალვა ვერ აღმოვაჩინე და თანაც ფაქტობრივი გარემოებაც შეიძლება დაემთხვეს - უბრალოდ რეესტრი დაადგენს, რომ მამათქვენი ამოეწერა და ჩაეწერა თბილისში. ამიტომ აქვს რამიმე აზრი ამ ფაცი-ფუცს? როდესაც ის საფრთხეც არსებობს, რომ ისეთი "ადვოკატიც" შეიძლება იოლად მოიძებნოს, რომელიც საქმიანობას გააჩაღებს და შედეგი კი იქნება ნული და დახარჯული სახსრები (ნერვებიც, რა თქმა უნდა).

ისე, რეესტრი "ითხოვს სამკვიდრო მოწმობას" (აქაც, რა თქნა უნდა შეკითხვაში გამოტოვებულია, რა ფორმით არის ეს მოთხოვნა შეტყობინებული) - კარგი გზამკვლევია: ესე იგი თქვენი საბოლოო მიზანია დაადგინოთ ამ მიწაზე სამემკვიდრეო უფლებები. თვით საჯარო რეესტრის უარის გასაჩივრებაც უაზრობად მიმაჩნია, რადგან მისი ბათილობის ვერავითარ საფუძველს ვერ ვხედავ - ალბათ მითითებულია, რომ სუბიექტის უფლებები მიწაზე არ არსებობს და მტკიცებულებები არ არის წარდგენილი.

ეხლა საჭიროა ამ მიწის გარშემო სხვა გარემოებების დაზუსტება. ინფორმაცია ამ მიწაზე - შეიძლება თუ არა მისი იდენტიფიცირება, თავისუფალია, თუ უკვე სხვა პირზეა გადაცემული. თუ არ სარგებლობით, რამდენად არის შესაძლებელი შექმნათ ამის ილუზია ... და საერთოდ, მემკვიდრეობა იყო თუ არა მიღებული ... მოკლედ რომ ვქთვათ, უნდა მიიღოთ მემკვიდრეობა ... ეს კი ცალკე "თემაა" ...

მიუხედავათ ამ მწირე ინფორმაციისა, მაინც ვალდებულად ვთვლი შეგახსენოთ, რომ აუცილებლობასთან ახლოსაა მიმართოთ სპეციალისტს, რადგან ფორუმის ფორმატში გადასაწყვეტ საკითხად ეს სიტუაცია წარმოუდგენლად მიმაჩნია ... თუ ჩათვლით საჭიროდ, ეს ორიენტირებიც გამოიყენეთ, რადგან ამ ვაი-ადვოკატების საფრთხეც (პირადი გამოცდილებაც ადასტურებს) საკმაოდ დიდია საქართველოში ...

This post has been edited by Правовед on 16 Aug 2017, 23:01
polemos0108
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 77
წევრი No.: 128896
რეგისტრ.: 18-March 11

გამოგზავნილია: 17 Aug 2017, 10:08  #51161478      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სამკვიდროს ავაღებინებ.
მადლობა.
* * *
მამაჩემმა ბებიაჩემის გარდაცვალების შემდეგ მიიღო სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი ფლობაში. უვლიდა და პატრონობდა. ( სსკ 1421 მუხლია მგონი). სამკვიდრო მოწმობა არ აუღია. ამ შემთხვევაში რომ დაადასტუროს ეს ფაქტი რა ვქნა. სასამართლოს მივმართო თუ ნოტარიუსს???სამკვიდროს სად ავიღებ?




P.s. ფაქტობრივი გარემოებაა ის რომ მამაჩემი წავიდა თბილისში საცხოვრებლად. იქ გაიარა რეგისტრაცია და აიღო პირადობის მოწმობა. მაგრამ მე ის უფრო მაინტერესებს რომ საჯაროო რეესრტმა ფაქტის დამადასტურებლად მიიღო ფანქრით გაკეთებული ჩანაწერი.

This post has been edited by polemos0108 on 17 Aug 2017, 11:02
David-NY
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 33
წევრი No.: 195974
რეგისტრ.: 3-January 15

გამოგზავნილია: 17 Aug 2017, 11:29  #51161865      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობათ! კითხვა მაქვს ასეთი და ვისაც გამოცდილება გაქვთ გთხოვთ დამაკვალიანოთ. ესეიგი სოლვას უნდა, რომ გამარტივებულზე შეიტანოს აღსრულებაზე სარჩელი. ხელშეკრულება რომ ვნახე ასეთი რამ წერია:

17. დავების გადაწყვეტა
17.1. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა დავა გადაიჭრება ურთიერთშეთანხმებით.
17.2. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, გამსესხებელი უფლებამოსილია მიმართოს
აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამარტივებული სამართალწარმოების წესით გადახდის
ბრძანების მისაღებად და მსესხებელი წინასწარ აცხადებს უარს პროტესტის წარდგენაზე
აღსრულებაში და მისი ყველა სახის შესაგებელი სადაო საკითხებთან დაკავშირებით
განიხილება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ. გამსესხებელი ასევე უფლებამოსილია
დავის განსახილველად მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა
კოლეგიას, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება დაუყოვნებლივ
აღსრულებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ემუხლის 11 ნაწილის
საფუძველზე.

ხელშეკრულების ამ მუხლის საფუძველზე არ მაქვს პროტესტის უფლება? მინდა რომ საქმე სასამართლომ განიხილოს.
beerrn
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 141
წევრი No.: 157631
რეგისტრ.: 20-December 12

გამოგზავნილია: 17 Aug 2017, 12:23  #51162180      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim · yim
მოკლედ საქ ბანკმა ბარათზე მომაჭრა არ არსებული თანხა ,გამიშვა მინუსში 14 აგვისტოს, დღს დილას მომივიდა შეტყობინება, რომელიღაცა გვერდიდამ სავააუდოდ სასტუმრომ ან მსგავსიდან ჯავშანი რო მიიღო მერე არ გააუქმა და ჩამომაჭრა თანხა, ბაკმა არც აცია არც აცხელა და გამიშვა მინუსში, რა შეიძლება გავაკეთო, ჩემი აზრით დაუცველი ბარათი გაუფრთხილებლად მომცა რომელზეც ნებისმიერ პირს რომელოც დაეფლება აარათლზომიერად ამ ბარაის ციფრებს მილიონი ლარის მინუსში გაშვწბა შეუძლია , რა შეიძლება მოვიმოქმედო ბანკში დაწერილი მაქ განაცხადი განიხილავენ ნახავენ
Правовед
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 348
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 17 Aug 2017, 12:27  #51162198      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
polemos0108
QUOTE
მე ის უფრო მაინტერესებს რომ საჯაროო რეესრტმა ფაქტის დამადასტურებლად მიიღო ფანქრით გაკეთებული ჩანაწერი.

მარტივად რომ ვთქვათ: მიიღო. რა თქმა უნდა მიიღო ...
დაზუსტებულად თუ ვიმსჯელებთ, საჯაროო რეესტრმა "ფაქტის დამადასტურებლად" მარტო ეს ფანქრით გაკეთებული ჩანაწერი კი არ მიიღო (მითუმეტეს, რომ როგორც მოგახსენეთ, ფანქრის გამოყენების აკრძალვა იმ დროის მოქმედი კანონმდებლობით არ არსებობდა), არამედ ისიც, რომ თბილისში "გაიარა რეგისტრაცია და აიღო პირადობის მოწმობა". ეჭვის ქვეშ რატომ უნდა დაეყენებინა ეს ჩანაწერი? ... და თანაც, ეს ორჭოფობა (თუ ადგილი ჰქონდა) გადაწყდა მეორე ფაქტობრივი გარემოებებით გამაგრებით.

QUOTE
სასამართლოს მივმართო თუ ნოტარიუსს???სამკვიდროს სად ავიღებ?


ეს "საკარმიდამო ნაკვეთი" და ის მიწა, რომელიც "აღრიცხვის არქივში რეგისტრირებული იყო ბებიაჩემის კომლზე" თუ ერთი და იგივეა, რა თქმა უნდა სამკვიდროს გასაცემათ (ანუ მისაღებათ) ნოტარიუსს უნდა მიმართოთ. ამ ეტაპის გავლა აუცილებლად მოგიწევთ, რადგანაც, თუ ნოტარიუსმა უარით გამოგისტუმრათ (და ამის პერსპექტივა საკმაოდ დიდია), მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს მემკვიდრეობის აღიარების მოთხოვნით - სასამართლო არც რეესტრი და არც ნოტარიუსი არ არის - იგი მხოლოდ იძულებას ახდენს ...
* * *
beerrn

პოლიციაშიც დაწერეთ განცხადება, თუ თქვენი მონაწილეობის გარეშე მოხდა განკარგულების გაცემა ... იმდენად ბუნდოვანია თვენი ნათქვამი კითხვაში: "დაუცველი ბარათი გაუფრთხილებლად მომცა", რომ ბარათის დანიშნულებას ეწინააღმდეგება კიდეც. სწორედ, რომ "ციფრების" (ანუ კოდის) გამოყენებაზეა ბარათის ერთ-ერთი დანიშნულება და სასტუმროს არც კი შეიძლება ჰქონდეს მარტო ამ ინფორმაციის საფუძველზე მიიღოს თქვენს ანგარიშზე არსებული თანხა (ანუ ჩამოგაჭრათ) on-line რეჟიმში ... იქ კიდევ იქნებოდა რაღაც მოქმედებები საჭირო. PIN კოდის გარეშე, ავტობუსში და რაღაც უმნიშვნელო გადახდებია შესაძლებელი ...

This post has been edited by Правовед on 17 Aug 2017, 12:42
beerrn
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 141
წევრი No.: 157631
რეგისტრ.: 20-December 12

გამოგზავნილია: 17 Aug 2017, 12:44  #51162311      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim · yim
ხო ეხლა ადვოკატს დაველოდო თუ პასუხს ბანკისგან?
* * *
ბარათი რომელიც მინუსში გადის ნებისმიერ პირს შეუძლია ნომრების მეშვეობით ინტერნეტ ვენ გვერდებზე მოხსნას თანხა ისე რო ვერ გავიგო ვინაა თან მილიონიც შეუძლია მოხსნას და ბანკმაც გაატაროს ბუღალტრულად მაგრამ აქ მგონი სასტუმრომ მოჭრა თანხა რომელიც დაჯავშნილი 1 თვის წინ იყო და მოიჭრა 14 ში, როცა ბარათზე თქნხა არაა არ უნდა მოიჭრას ამას ვგულისხმობ რამდენად მართალი ვარ არ ვიცი, ამმაზე რო მოვედაო ბანკს რო ბარათიდან თანხის მინუსში გაშვება არ შეიძლება და თუ ეს თანხა არ გაქ ბარათზე და გაჭრიან.
* * *
და როცა არ ვარ ინფორმირებული რო ბარათი მინუსში გადის, პლიუს სამი დღე დაჭირდათ შეტყობინებისვის როცა ეგრევეუნდა მოეწერათ, ან მა სამი დღის განმავლობაში რატო არ დამიკავშირდნენ თუ ბუღალტრულად გატარებებს აკეთებდნენ სიმართლის დასადგენად მე ვიხდიდი თუ არა
polemos0108
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 77
წევრი No.: 128896
რეგისტრ.: 18-March 11

გამოგზავნილია: 17 Aug 2017, 14:34  #51162935      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Правовед
მადლობა ამომწურავი პასუხისთვის
Правовед
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 348
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 17 Aug 2017, 16:13  #51163525      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
David-NY
QUOTE
ხელშეკრულების ამ მუხლის საფუძველზე არ მაქვს პროტესტის უფლება? მინდა რომ საქმე სასამართლომ განიხილოს.


მიმაჩნია, რომ მთლიანად შეკითხვის გარშემო არ არის მსჯელობა საჭირო (მით უმეტეს ემჩნევა, რომ პასუხიც ცნობილია თქვენთვის) - გავამახვილებ ყურადღებას:
სასამართლოსთვის მიმართვა - ეს ადამიანის ძირითადი უფლებაა და არავის და არავითარ აქტს, არანაირ ხელშეკრულებას არ ძალუძს ამის შეზღუდვა!

თანაც ჩაწერილია ადამიანის უფლებათა ყველა კონვენციაში, ასევე თითქმის ყველა ქვეყნის კონსტიტუციებში (მათ შორის საქართველოსშიც) ...
* * *
beerrn

თქვენ გინდათ თქვათ, რომ ბანკის პროცესინგ-ცენტრმა მარტო ბარათის ნომრით, ავტორიზაციის გარეშე მოახდინა თანხის ჩამოჭრა?


This post has been edited by Правовед on 17 Aug 2017, 16:19
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (209) « პირველი ... 207 208 [209]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0563 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]