სალამი, მოკლედ ვერ ვიპოვე ამ სმარტფონზე თემა და გადავწყვიტე მე გამეხსნა.
რატომ გამიჩნდა ამის სურვილი : ე.ი გუშინ ვნახე ეს სმარტფონი და მართლა აღფრთოვანებული დავრჩი, იმის მიუხედავად რომ ტ2 ულტრაც მქონდა და ზ ულტრაც (ნუ ტ2 ის და ზ ულტრას შედარება არც შეიძლება) ეს მაინც ცოტა სხვა დონეა.
დავიწყოთ მოკლედ
სონის ეს ფაბლეტი გამოვიდა ამავე წლის (2015) აგვისტოში,
სმარტფონი არ არის ზ სერიიდან, განეკუთვნება სონის საშუალო კლასის სერიას "C"
თუმც თამამად შემიძლია ვთქვა რომ ბევრი ისეთი საინტერესო მახასიათებელი აქვს, რითაც არ ჩამორთება Z სერიას.
ვიზუალური მხარე : ჩემი აზრით, ვიზუალურად ერთ-ერთი გამორჩეული მოდელია სმარტფონების სამყაროში,
აქვს ძალიან თხელი ბეიზელები გვერდებზე რაც ერთი-ორად ალამაზებს ამ მოდელს, თუმც ისიც აღსანიშნავია რომ ზევით-ქვევით მოედნები კიდევ დატოვეს..
წინა მხარე არის შუშის, როგორც სონის ჩვევია, ქვერდები ალუმინის ხოლო უკანა მხარე პლასტიკის, თუმცა საკმაოდ კარგად ჯდება ხელში და არ ცურავს.
Z სერიისგან განსხვავებით ამ მოდელში გათვალისწინებული არ არის წყლისგან და მტვრისგან დაცვა.
ეკრანი :ეკრანი გახლავთ 6 დიუმის, ფულ ეიჩდი გაფართოების, მე ვფიქრობ რომ სრუულიად საკმარისია ფულ ეიჩდი გაფართოება ამ ეკრანის ზომაზე,
საკმაოდ ლამაზ და დახვეწილ გამოსახულებას იძლევა C5 ულტრა.
პროგრამული მხარე სმარტფონი მიიღებს უახლეს 6.0 ანდროიდს, ნუ შეიძლება ახლაც აქვს მIღებული, მე რაც ვნახე ლოლიპოპზე იყო ჯერ
ჰარდი: სმარტფონში გვხვდებია მეტიატეკის MT6752 ჩიპი, 2 გიგაბაიტი ოპერატიულით, შიდა მეხსიერება გახლავთ 16 გიგაბაიტი და აქვს მიკრო სიდის მხარდაჭერა.
ამ მონეცემებზე მე რაც შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად არ დაფრინავს სმარტფონი, თუმცა ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის სრულიად საკმარისია.
კამერაყველაზე მეტად კამერას მივიჩნევ ამ სმარტფონის მთავარ ღირსებად.
წინა და უკანა კამერა ფაქტიურად იდენტურია, ორივეს გაფართოება არის 13 მეგაპიქსელი, ორივეს აქვს ავტოფოკუსი და ასევე ორივე აღწურვილია ლედ განათებით.
დიდად არ გამიტესტავს კამერა, თუმც ერთი შეხედვით რაც ვნახე საკმაოდ კარგ სურათებს იღებს.
ბატარია :ბატარია გახლავთ 2950 მილიამპერის მოცულობის,
როგორც სონის უმეტეს მოდელებში საკმაოდ კარგად "ძლებს" ბატარია ამ სმარფონშიც,
ასევე პროგრამულად შეგვიძლია გამოვიყენოთ სტამინა რეჟიმი რომელიც ერთი-ორად გაზრდის ბატარიის სიცოცხლის უნარიანობას.
(როგორც ჭორები დადის ლოლიპოპზე მოიკოჭლებს ცოტა სტამინა)
ფასი 350 $ ფარგლებში
ზუმერის ფასი :
http://zoommer.ge/category-267/sony/sony-e...a-dual-sim.html This post has been edited by Darkside Of Me) on 1 Dec 2015, 14:17