Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სილამაზე და მოდა > თმის გასწორება კერატინით


Posted by: machabelius 17 May 2014, 22:23
ჰაი ოლ,
მშვენიერო ქალბატონებო... (სავარაუდოდ არა მარტო) და რაც მთავარია გრძელ თმიანებო.
ძალიან მჭირდება ვინმეს რჩევა ვინც გარკვეულია. თმის გასწორება მინდა, რამდენიმე თვით რომ გამიძლოს, მინიმუმ 3 თვით. ზოგი ბრაზილიური კერატინის გასწორებას მირჩევს, ზოგმა ესპანურიო... (სხვათაშორის იტალიური არ მიქეს).

თქვენ რას ფიქრობთ?
იქნებ ვინმე კომპეტენტურმა მომცეთ რჩევები?! smile.gif

2kiss.gif

Posted by: Maria_ 17 May 2014, 22:51
QUOTE (machabelius @ 17 May 2014, 22:23 )
ჰაი ოლ,
მშვენიერო ქალბატონებო... (სავარაუდოდ არა მარტო) და რაც მთავარია გრძელ თმიანებო.
ძალიან მჭირდება ვინმეს რჩევა ვინც გარკვეულია. თმის გასწორება მინდა, რამდენიმე თვით რომ გამიძლოს, მინიმუმ 3 თვით. ზოგი ბრაზილიური კერატინის გასწორებას მირჩევს, ზოგმა ესპანურიო... (სხვათაშორის იტალიური არ მიქეს).

თქვენ რას ფიქრობთ?
იქნებ ვინმე კომპეტენტურმა მომცეთ რჩევები?! smile.gif

2kiss.gif

მე გავისწორე რამდენიმე კვირის წინ. ზუსტად არ ვიცი სადაური კერატინი იყო, მაგრამ გავიკეთე ფალიაშვილზე "მელანჟში", ნიკასთან.

ძალიან კმაყოფილი ვარ, ფასიც ნორმალური იყო და გასწორების ხარისხიც, გაშრობისას ცოტა სავარცხელს ვახმარ ხოლმე ფორმის მისაცემად და მერე სალონში დაყენებულივით მაქვს smile.gif

რამდენ ხანს გაგიძლებს ეგ იმაზეა დამოკიდებული, შენი თმა ბუნებრივად რამდენად სწორია. ანუ რასაც კერატინით მისწორებენ, ის ფორმას არ იცვლის და არის სწორად, სანამ არ შევიჭრი smile.gif ძირებიდან რაც თმა წამოვა გასწორების მერე თუ ძაან არასწორი არ იყო, მაშინ დიდხანს გაგიძლებს. მე მაგალითად კერატინით გასწორების მერე 1 წელი ძააან კარგად მინარჩუნდება შედეგი smile.gif

Posted by: unusual 18 May 2014, 00:40
რომ წარმოვიდგენ ზაფხულში თმა ფენით უნდა ვისწორო გული ცუდათ მიხდება, ლამის არის კერატინით გავისწორო მეც.
Maria_
როგორც ვიცი კერატინით გასწორება ხანხრძლივი პროცესია და ორი დღე დაახლოებით თმა არ უნდა ჩამოიბანო და სპეციალური შამპუნები უნდა იხმარო. თან იდეაალურად არ ასწორებს შენც უნდა ჩამოივარცხნო (ნუ კაი ეს ჯანდაბას) თან ზღვაზეც და აუზზეც არ შეიძლება ძალას კარგავსო ... მოკლედ ოდესმე ალაბთ გავრისკავ, დაჯერჯერობით თავს ვიკავებ. mo.gif დაახლოებით რა დრო უნდა კერატინით თმის გასწორებას?

Posted by: Maria_ 18 May 2014, 01:21
QUOTE (unusual @ 18 May 2014, 00:40 )
რომ წარმოვიდგენ ზაფხულში თმა ფენით უნდა ვისწორო გული ცუდათ მიხდება, ლამის არის კერატინით გავისწორო მეც.
Maria_
როგორც ვიცი კერატინით გასწორება ხანხრძლივი პროცესია და ორი დღე დაახლოებით თმა არ უნდა ჩამოიბანო და სპეციალური შამპუნები უნდა იხმარო. თან იდეაალურად არ ასწორებს შენც უნდა ჩამოივარცხნო (ნუ კაი ეს ჯანდაბას) თან ზღვაზეც და აუზზეც არ შეიძლება ძალას კარგავსო ... მოკლედ ოდესმე ალაბთ გავრისკავ, დაჯერჯერობით თავს ვიკავებ. mo.gif დაახლოებით რა დრო უნდა კერატინით თმის გასწორებას?

დაახლოებით 2-2.5 საათი სჭირდება ჯამში პროცედურას (გააჩნია თმის სიგრძე-სისქეს).

ორი-სამი დღე წყალი და ორთქლი არ უნდა მოხვდეს.
სპეციალურ შამპუნს მე ორი თვე ვიყენებ ხოლმე და მერე ჩვეულებრივით ვაგრძელებ, დიდ სხვაობას მგონია აღარ იძლევა მერე სპეციალური შამპუნის გამოიყენება. მოკლედ სასურველია, მაგრამ ჩემი პირადი გამოცდილებით, აუცილებელი არაა სულ სპეც. შამპუნით იბანო
თმა.

აუზზე და ზღვაზე მე ჩვეულებრივად დავდივარ ხოლმე, ალბათ ქლორი მოქმედებს კერატინით გასწორებულ თმაზე და მაგიტომ ამბობენ აუზზე არ შეიძლებაო. ზღვაზე არ ვიცი biggrin.gif

დაბანის მერე ჩამოსწორებაში პროფესიონალური ფენით გასწორებაზე არ მაქვს საუბარი, ჩვეულებრივი სახლის ფენით ვიშრობ და მხოლოდ ბოლოებს ვეხმარები ცოტათი მრგვალი სავარცხელით, რომ მომრგვალდეს (კარე მაქვს შეჭრილი ახლა და იმიტომ. ადრე გრძელ თმაზე ვისწორებდი სულ კერატინით და მაშინ უბრალოდ ვიშრობდი, არც მჭირდებოდა სავარცხლით მიხმარება).

გასარისკი არაფერი არაა, დავისვენე რასაც ქვია რაც კერატინით ვისწორებ, ნერვოზი მქონდა ჩემი თმებისგან გაჩენილი biggrin.gif



Posted by: unusual 18 May 2014, 11:55
Maria_
QUOTE
ნერვოზი მქონდა ჩემი თმებისგან გაჩენილი biggrin.gif

მაგ დღეში ვარ მეც, ყოველ მეორე დღეს თმის სწორება, ვინ დამსაჯა ესე არ ვიცი. biggrin.gif

ისე ძალაინ ხვეული თმა გაქვს? მე რაღაცნაირი მაქვს არც ხვეულიც არ არის, უფრო რაღაცნაირი დაუმორჩილებელი დატალღული თმა მაქვს.

QUOTE
ორი-სამი დღე წყალი და ორთქლი არ უნდა მოხვდეს.

ანუ სჯობია თუ რამეა პარასკევს გავიკეთო ეს კერატინი მაინც სახლში ვიქნები შაბათი კვირა და ორშაბათს სამსახური იქნება თუ სხვა რამ უკვე ჩვეულებრივი დაბანილი თმით გავალ. biggrin.gif

და კიდევ ამ შამპუნებს სალონში ყიდულობ ხომ?და ძალაინ ძვირია?

Posted by: Maria_ 18 May 2014, 15:04
QUOTE (unusual @ 18 May 2014, 11:55 )
Maria_
QUOTE
ნერვოზი მქონდა ჩემი თმებისგან გაჩენილი biggrin.gif

მაგ დღეში ვარ მეც, ყოველ მეორე დღეს თმის სწორება, ვინ დამსაჯა ესე არ ვიცი. biggrin.gif

ისე ძალაინ ხვეული თმა გაქვს? მე რაღაცნაირი მაქვს არც ხვეულიც არ არის, უფრო რაღაცნაირი დაუმორჩილებელი დატალღული თმა მაქვს.

QUOTE
ორი-სამი დღე წყალი და ორთქლი არ უნდა მოხვდეს.

ანუ სჯობია თუ რამეა პარასკევს გავიკეთო ეს კერატინი მაინც სახლში ვიქნები შაბათი კვირა და ორშაბათს სამსახური იქნება თუ სხვა რამ უკვე ჩვეულებრივი დაბანილი თმით გავალ. biggrin.gif

და კიდევ ამ შამპუნებს სალონში ყიდულობ ხომ?და ძალაინ ძვირია?

მეც ზუსტად რაღაცნაირი თმა მაქვს, ნი რობა, ნი მიასა biggrin.gif

სალონშივე ვიყიდე შამპუნი. არის სულფატის გარეშე და გადავიხადე 35 ლარი. ცოტა მეხარჯება ასაქაფებლად (კარეს სიგრძის თმაზე) და 1 თვეში გავანახევრე ფლაკონი. ისე თუ ეგ გეძვირება, აფთიაქებში სადღაც 10 ლარად იყიდება მგონი უსულფატო შამპუნები, თმების მოვლის თემაში კითხე გოგოებს და ეცოდინებათ.


პ.ს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვისთან გაისწორებ. ვისთანაც მიხვალ, უნდა იცოდე, რომ კარგად აკეთებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ტყუილად გადაყარო ფული.

Posted by: unusual 18 May 2014, 17:17
QUOTE (Maria_ @ 18 May 2014, 15:04 )
QUOTE (unusual @ 18 May 2014, 11:55 )
Maria_
QUOTE
ნერვოზი მქონდა ჩემი თმებისგან გაჩენილი biggrin.gif

მაგ დღეში ვარ მეც, ყოველ მეორე დღეს თმის სწორება, ვინ დამსაჯა ესე არ ვიცი. biggrin.gif

ისე ძალაინ ხვეული თმა გაქვს? მე რაღაცნაირი მაქვს არც ხვეულიც არ არის, უფრო რაღაცნაირი დაუმორჩილებელი დატალღული თმა მაქვს.

QUOTE
ორი-სამი დღე წყალი და ორთქლი არ უნდა მოხვდეს.

ანუ სჯობია თუ რამეა პარასკევს გავიკეთო ეს კერატინი მაინც სახლში ვიქნები შაბათი კვირა და ორშაბათს სამსახური იქნება თუ სხვა რამ უკვე ჩვეულებრივი დაბანილი თმით გავალ. biggrin.gif

და კიდევ ამ შამპუნებს სალონში ყიდულობ ხომ?და ძალაინ ძვირია?

მეც ზუსტად რაღაცნაირი თმა მაქვს, ნი რობა, ნი მიასა biggrin.gif

სალონშივე ვიყიდე შამპუნი. არის სულფატის გარეშე და გადავიხადე 35 ლარი. ცოტა მეხარჯება ასაქაფებლად (კარეს სიგრძის თმაზე) და 1 თვეში გავანახევრე ფლაკონი. ისე თუ ეგ გეძვირება, აფთიაქებში სადღაც 10 ლარად იყიდება მგონი უსულფატო შამპუნები, თმების მოვლის თემაში კითხე გოგოებს და ეცოდინებათ.


პ.ს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვისთან გაისწორებ. ვისთანაც მიხვალ, უნდა იცოდე, რომ კარგად აკეთებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ტყუილად გადაყარო ფული.

მადლობა ინფორმაციისთვისsmile.gif

რადგან კმაყოფილი ხარ მელანჟეში ნიკასი, მაშინ გავითვალისწინებ სამომავლოდ.

Posted by: Wednesday 18 May 2014, 17:51
QUOTE (Maria_ @ 17 May 2014, 22:51 )
QUOTE (machabelius @ 17 May 2014, 22:23 )
ჰაი ოლ,
მშვენიერო ქალბატონებო... (სავარაუდოდ არა მარტო) და რაც მთავარია გრძელ თმიანებო.
ძალიან მჭირდება ვინმეს რჩევა ვინც გარკვეულია. თმის გასწორება მინდა, რამდენიმე თვით რომ გამიძლოს, მინიმუმ 3 თვით. ზოგი ბრაზილიური კერატინის გასწორებას მირჩევს, ზოგმა ესპანურიო... (სხვათაშორის იტალიური არ მიქეს).

თქვენ რას ფიქრობთ?
იქნებ ვინმე კომპეტენტურმა მომცეთ რჩევები?! smile.gif

2kiss.gif

მე გავისწორე რამდენიმე კვირის წინ. ზუსტად არ ვიცი სადაური კერატინი იყო, მაგრამ გავიკეთე ფალიაშვილზე "მელანჟში", ნიკასთან.

ძალიან კმაყოფილი ვარ, ფასიც ნორმალური იყო და გასწორების ხარისხიც, გაშრობისას ცოტა სავარცხელს ვახმარ ხოლმე ფორმის მისაცემად და მერე სალონში დაყენებულივით მაქვს smile.gif

რამდენ ხანს გაგიძლებს ეგ იმაზეა დამოკიდებული, შენი თმა ბუნებრივად რამდენად სწორია. ანუ რასაც კერატინით მისწორებენ, ის ფორმას არ იცვლის და არის სწორად, სანამ არ შევიჭრი smile.gif ძირებიდან რაც თმა წამოვა გასწორების მერე თუ ძაან არასწორი არ იყო, მაშინ დიდხანს გაგიძლებს. მე მაგალითად კერატინით გასწორების მერე 1 წელი ძააან კარგად მინარჩუნდება შედეგი smile.gif

შეგიძლია დაწერო რა დაგიჯდა? თუ საიდუმლო არ არის
მადლობა წინასწარ : )

Posted by: Maria_ 18 May 2014, 17:54
QUOTE (Wednesday @ 18 May 2014, 17:51 )
QUOTE (Maria_ @ 17 May 2014, 22:51 )
QUOTE (machabelius @ 17 May 2014, 22:23 )
ჰაი ოლ,
მშვენიერო ქალბატონებო... (სავარაუდოდ არა მარტო) და რაც მთავარია გრძელ თმიანებო.
ძალიან მჭირდება ვინმეს რჩევა ვინც გარკვეულია. თმის გასწორება მინდა, რამდენიმე თვით რომ გამიძლოს, მინიმუმ 3 თვით. ზოგი ბრაზილიური კერატინის გასწორებას მირჩევს, ზოგმა ესპანურიო... (სხვათაშორის იტალიური არ მიქეს).

თქვენ რას ფიქრობთ?
იქნებ ვინმე კომპეტენტურმა მომცეთ რჩევები?! smile.gif

2kiss.gif

მე გავისწორე რამდენიმე კვირის წინ. ზუსტად არ ვიცი სადაური კერატინი იყო, მაგრამ გავიკეთე ფალიაშვილზე "მელანჟში", ნიკასთან.

ძალიან კმაყოფილი ვარ, ფასიც ნორმალური იყო და გასწორების ხარისხიც, გაშრობისას ცოტა სავარცხელს ვახმარ ხოლმე ფორმის მისაცემად და მერე სალონში დაყენებულივით მაქვს smile.gif

რამდენ ხანს გაგიძლებს ეგ იმაზეა დამოკიდებული, შენი თმა ბუნებრივად რამდენად სწორია. ანუ რასაც კერატინით მისწორებენ, ის ფორმას არ იცვლის და არის სწორად, სანამ არ შევიჭრი smile.gif ძირებიდან რაც თმა წამოვა გასწორების მერე თუ ძაან არასწორი არ იყო, მაშინ დიდხანს გაგიძლებს. მე მაგალითად კერატინით გასწორების მერე 1 წელი ძააან კარგად მინარჩუნდება შედეგი smile.gif

შეგიძლია დაწერო რა დაგიჯდა? თუ საიდუმლო არ არის
მადლობა წინასწარ : )

155 ან 165 ლარი, ზუსტად არ მახსოვს smile.gif

Posted by: teo-data 22 Oct 2014, 15:44
გოგოებო ამერიკული კერატინით თმის გასწორებაზე მჭირდება რჩევა, სვუპზე ფასდაკლებით 60 ლარად და ღირს?

Posted by: Salon___VS 22 Oct 2014, 23:29
user posted image

Posted by: teooosh 23 Oct 2014, 13:43
teo-data

თუ სქელი და ხვეული თმა გაქვს მე ბიო გასწორებას გირჩევ კერატინზე მეტად(ნატალიში აკეთებენ). რაც შეეხება სვუპის აქციას ყველგან ვერ აკეთებენ კარგად და გირჩევ წინაწარ გაარკვიო ვინც აკეთებს სანდოა თუ არა და როგორი შედეგი აქვს.

Posted by: teo-data 23 Oct 2014, 15:02
QUOTE (teooosh @ 23 Oct 2014, 13:43 )
teo-data

თუ სქელი და ხვეული თმა გაქვს მე ბიო გასწორებას გირჩევ კერატინზე მეტად(ნატალიში აკეთებენ). რაც შეეხება სვუპის აქციას ყველგან ვერ აკეთებენ კარგად და გირჩევ წინაწარ გაარკვიო ვინც აკეთებს სანდოა თუ არა და როგორი შედეგი აქვს.

და რა ჯდება ბიო გასწორება? სიმართლე გითხრა ფასმა უფრო მომხიბლა, ქორთიარდის სილამაზის სალონში არის ეს აქცია და სურათებიც უდევთ, მანამდე და შემდეგ. რავი ერთი იმათ უნდა ვკითხო, ვინც უკვე გაისწორა, მონიშნულები არიან biggrin.gif biggrin.gif
* * *
* * *
QUOTE (Salon___VS @ 22 Oct 2014, 23:29 )
user posted image

გოგოებო ამ სალონს მირჩევთ ვინმე?

Posted by: user_katie 26 Oct 2014, 22:38
მელანჟიში გავიკეთე კერატინი, ვერ გამისწორდა,.ფენზე.ლაპარაკი ზედმეტია, უთოთი ვისწორებდი ისე, უბრალოდ ბევრად მარტივად სწორდებოდა. სქელი და ხვეული თმა მაქვს. მაინტერესებს, ზოგადად ასეთია შედეგი ამ კერატინის თუ მე არ გამიმართლა უბრალოდ? :/

Posted by: Maria_ 27 Oct 2014, 00:13
QUOTE (user_katie @ 26 Oct 2014, 22:38 )
მელანჟიში გავიკეთე კერატინი, ვერ გამისწორდა,.ფენზე.ლაპარაკი ზედმეტია, უთოთი ვისწორებდი ისე, უბრალოდ ბევრად მარტივად სწორდებოდა. სქელი და ხვეული თმა მაქვს. მაინტერესებს, ზოგადად ასეთია შედეგი ამ კერატინის თუ მე არ გამიმართლა უბრალოდ? :/

არა, არ უნდა იყოს ეგეთი შედეგი :/ რომელ ფილიალში გაიკეთე და ვისთან?
ხომ არ დაგსველებია ან დაგორთქვლია გაკეთებიდან 2-3 დღეში?

Posted by: user_katie 27 Oct 2014, 14:12
ვაკეში პიქსელის შენობაში. 270 ლ გადავიხადე არადა, ძალიან გული დამწყდა შედეგით,. სად გავიკეთო თუ მირჩევთ? მარა ისეთი უშედეგო იყო ეს რომ უკვე მეშინი ამხელა ფული ვიხხადო და ისევ ისე გამოვიდეს.
არა არც დამსველებია არაფერი, ყველაფერი პირნათლად შევასრულე :-) :-) :-)

Posted by: Nuna 27 Oct 2014, 15:16
გამარჯობაა, იცით რა მაინტერესებს? გუშIნ გავიკეთე კერატინი და მაინტერესებს, რომელი შამპუნია უკეთესი რომ ვიყიდო, ქიმიით არ გამიკეთებია ოღონდ, ან ვინ რას ხმარობთ და როგორი შედეგი გაქვთ?

Posted by: Maria_ 27 Oct 2014, 15:41
QUOTE (Nuna @ 27 Oct 2014, 15:16 )
გამარჯობაა, იცით რა მაინტერესებს? გუშIნ გავიკეთე კერატინი და მაინტერესებს, რომელი შამპუნია უკეთესი რომ ვიყიდო, ქიმიით არ გამიკეთებია ოღონდ, ან ვინ რას ხმარობთ და როგორი შედეგი გაქვთ?

ამ ლორეალს ვიყენებ მე, კერატინით გასწორებული თმისთვისაა და ძალიან კმაყოფილი ვარ.35 ლარამდე ღირს ქალთა ბედნიერებაში (პეკინზე, ანტრეს უკან) და დაახლოებით 2 თვე მყოფნის.

http://s4.thcdn.com/productimg/0/600/600/53/10556153-1319873770-750643.jpg
* * *
QUOTE (user_katie @ 27 Oct 2014, 14:12 )
ვაკეში პიქსელის შენობაში. 270 ლ გადავიხადე არადა, ძალიან გული დამწყდა შედეგით,. სად გავიკეთო თუ მირჩევთ? მარა ისეთი უშედეგო იყო ეს რომ უკვე მეშინი ამხელა ფული ვიხხადო და ისევ ისე გამოვიდეს.
არა არც დამსველებია არაფერი, ყველაფერი პირნათლად შევასრულე :-) :-) :-)

მე ფალიაშვილზე გავიკეთე ნიკასთან, მელანჟში და ძაან კმაყოფილი ვარ არადა :\
ძალიან გრძელი თმა გაქვს თუ მაგდენი რატომ დაგიჯდა?


Posted by: teooosh 31 Oct 2014, 11:36
teo-data

ეხლა ვნაზე, ბიო გასწორების ფასი 150 დან 250 ლარამდე მერყეობს ნატალიში, გააჩნია როგორი თმა გაქვს მაგრამ შედეგი მართლა ძაან კარგია smile.gif

Posted by: უტა 2 Nov 2014, 19:17
user_katie
user_katie
QUOTE
ვაკეში

Chemma dakalma gaiketa keunshi 450 lari gadaixada , xveuli tma akvs da magari shedegi akvs dzalian

Posted by: day_dream 4 Jan 2015, 19:00
ვინმე თუ შედეგს დადებდით before&after ვარიანტში კარგი იქნებოდა,
მე ვაპირებ გაკეთებას მაგრამ მეშინია ტყუილად არ გადავყარო ფული.
რეალურად მინდა თმა დავასვენო ყოველდღიური უთოსგან და ვითომ აღარ დამჭირდება?

Posted by: rebelrebel 6 Jan 2015, 21:39
ვინმემ ამიხსენით რას ნიშნავს ეს კერატინით გასწორება რაა

Posted by: Special_1 7 Jan 2015, 22:53
ჩამომივიდა ჩემი კერატინის ნიღაბიი
ჭკუაზე არ ვარ.... ახლა დავიწყებ კეთებას სახლში ჩემით.
მოგვიანებით ვრცელ მიმოხილვასაც დავწერ. იმედია ის გამოვა რაც მინდა რომ გამოვიდეს
* * *
მოკლედ იბეიდან გამოვიწერე კოკოჩოკოს ბრაზილიური კერატინის ნიღაბი. შიპინგიანა და ჩამოტანიანა დამიჯდა 65 ლარი.
შეფუთვაში იდო 100 მილიგრამი ნიღაბი
user posted image
შამპუნი, რომლითაც თავი უნდა ჩამოიბანო სანამ ნიღაბს წაისვამ
user posted image
ერთჯერადი ხელთათმანები და ინსტრუქცია
user posted image

თავის ჩამობანის შემდეგ თმა გავიშრე საშუალო სიძლიერეზე ფენით. მერე დავიწყე ნიღბის წასმა. ნიღაბს სასიამოვნო სუნი აქვს კაკაოსი... მარა თვალებს წვავს პერიოდულად ამიტომ უმჯობესია ისეთ ოთახში გაიკეთოთ, სადაც ფანჯარა იქნება, ან ვენტილაცია ნებისმიერი სახის. დაახლოებით 1 საათი და 20 წუთი ვისვამდი თმაზე. დამღლელი და ერთფეროვანი პროცესია. 15 წუთი გავიჩერე თავზე და შემდეგ ისევ საშუალო სიძლიერეზე დავიწყე გაშრობა.

აი ეს იყო კოშმარი ძლივს გაშრა დავიტანჯე. თან თმაც არ მემორჩილებოდა, ძლივს ვივარცხნიდი, თან თვალებს მწვავდა და მოკლედ. ყველაზე საშინელება იყო. როგორც იქნა გავიშრე და უთოს დროს დადგა.

აი ესაა ჩემი უთო.
user posted image
ინსტრუქციაში წერია რომ კერამიკული ზედაპირი უნდა ჰქონდეს და 230 გრადუსზე ცხელდებოდეს. კერამიკული ზედაპირი კი აქვს ამას მარა 200 გრადუსია ამის მაქსიმუმი. ნუ რა მექნა ამით დავიუთოვე.
დასწორების დროს თმას დროდადრო ოხშივარი ასდის და თვალებს გწვავს მაგრამ გავუძელი როგორღაც. ჰო რაც მთავარია. გასწორებისას თმა პატარ-პატარა სექციებად უნდა დაიყოს და თითო სექციას 4-5 ჯერ უნდა ჩამოუსვა უთო. ესეც საშინლად მომაბეზრებელია. როგორც იქნა დავამთავრე.

ასეთი იყო ჩემი თმა კერატინამდე
user posted image

ასეთია ახლა
user posted image user posted image

ჯერჯერობით ეს შედეგი მომწონს... თმა რბილია და დამყოლი.... 72 საათის განმავლობაში არ შეიძლება დაბანა, არ შეიძლება რომ ორთქლი ან რამე სველი მოხვდეს, არ შეიძლება თმის შეკვრა და მოკლედ არაფერი არ შეიძლება, რამაც შეიძლება ფორმა დააკარგვინოს. ვნახავ ერთი პირველი დაბანის შემდეგ როგორ მექნება... ცოტა მეშინია.
ამხელა პოსტი ცხოვრებაში არ დამიწერია მგონი... მაპატიეთ...

Posted by: ma1ka 8 Jan 2015, 10:38
Special_1
აუ როგორ მაინტერესეებს. ველოდები შედეეგს smile.gif

Posted by: Special_1 11 Jan 2015, 15:24
ma1ka
ახლა ჩამოვიბანე თავი. ნატურა სიბერიკას შამპუნით და ბალზამით. არ შეიცავს სულფატრბს და პარაბენებს. გავიშრე ფენით მინიმალურ სიძლიერეზე. სავარცხელი არ მივაშველე. ისე თითებით დავაფიქსირე. უთოთი გასწორებულივით არ არის მთლად მაგრამ დავარდნილია, რბილი და თმა კი არ ბზინავს... ბრწყინავს!!!!

Posted by: juli_26 11 Jan 2015, 18:02
Special_1

რა კარგად გიბზინავს თმა smile.gif

Posted by: Special_1 12 Jan 2015, 00:46
juli_26
მადლობა 2kiss.gif
ძალიან კმაყოფილი და ამაყი ვარ ჩემი შედეგით

Posted by: ma1ka 12 Jan 2015, 10:37
Special_1
აუ რა მაგარია. უკან ისევსწორი დარჩა თმა ხო? წინ აიპრიხა ბუნებრივად. მეც მინდა. რამდენიმე დაბანაში კიდე გვაცნობე შედეგები რა smile.gif
ისე არ აწერია შედეგი რამდენხნიანია?

Posted by: waterbearer 12 Jan 2015, 15:54
QUOTE (teooosh @ 31 Oct 2014, 11:36 )
teo-data

ეხლა ვნაზე, ბიო გასწორების ფასი 150 დან 250 ლარამდე მერყეობს ნატალიში, გააჩნია როგორი თმა გაქვს მაგრამ შედეგი მართლა ძაან კარგია smile.gif

კარაგად აკეთებენ ნატალიში?

დაზიანების ალბათობა არსებობს?

Posted by: Special_1 12 Jan 2015, 18:27
ma1ka
QUOTE
აუ რა მაგარია. უკან ისევსწორი დარჩა თმა ხო? წინ აიპრიხა ბუნებრივად. მეც მინდა. რამდენიმე დაბანაში კიდე გვაცნობე შედეგები რა 

აჩეხილი მაქ თმა და ცოცხებივით სწორი არ მაქვს. ლამაზადაა ფორმა.
თუკი სწორად მოუვლი 5 თვე გაქაჩავს დაახლოებით. უსულფატო შამპუნი და ბალზამია ამისთვის საჭირო. კიდე გააჩნია თმა როგორია - ხუჭუჭა თუ სწორი. ჩემს თმას მიუხედავად იმისა, რომ ძაან აფუებული მქონდა, მაინც სწორი ერქვა... ამიტომ ვიმედოვნებ, რომ დიდხანს გაძლებს.

Posted by: ma1ka 13 Jan 2015, 12:04
Special_1
ხო მეც დაახლოებით ეგეთი თმა მაქვს, ახალ დაბანილზეა აფუებული პროსტა, მერე გონზე მოდის და საკმაოდ დამყოლია. ამიტომ მგონია შენზე თუ გაამართლებს ჩემზეც კაი ეფექტი ექნება.
ნუ ფაქტიურად ჩაუძირავ სალონებს ბიზნესს კერატინით გასორებაზე, lol.gif რა ფასები ადევთ გული მისკდება.

Posted by: Special_1 13 Jan 2015, 20:14
ma1ka
საშუალოდ ფასდაკლების კუპონების გარეშე გრამი კერატინი ღირს 2 ლარი. ჩემ თმაში მინიმუმ 140 ლარი უნდა გადამეხადა.

Posted by: keeper 14 Jan 2015, 20:48
არ გაბედოთ მე არ გირჩევთ ძალიან გამიფუჭდა თმები sad.gif

Posted by: ma1ka 15 Jan 2015, 10:34
keeper
რატო? სად გაიკეთე. რა გიქნა მაგისთანა? დროთა განმავლობაში გაგიფუჭდა თუ მალევე?

Posted by: maggie 15 Jan 2015, 21:06
ძაან მინდა მეც გაკეთება მარა ვერ ვრისკავ

Posted by: nit123 16 Jan 2015, 00:50
keeper

იქნებ ცუდად გაგიკეთეს???


Posted by: keeper 16 Jan 2015, 20:30
nit123
ma1ka
არ ვიცი არადა ძალიან კარგი სალონია სულ იქ დავდივარ for you -ში გავიკეთე
ანუ ფაქტიურად ვერაფერი ვერ ვუშველე და ძალიან მოკელდ შევიჭერი ბოლოს.. მცვიოდა, ხარისხის ძალიან გაფუჭდა და რავიცი შეიძლება ჩემი თმის ბრალია რადგან ძალიან თხელი თმა მაქვს

Posted by: teooosh 21 Jan 2015, 02:05
waterbearer

ჩემმა დაქალმა გაიკეთა, საშინლად სქელი და ხვეული თმა აქვს, დაბანის მერე უბრალოდ ფენით იშრობდა და უთოთი გასწორიბულივით ქონდა. მერე კერატინი გაიკეთა მაგრამ არც შევადარებდი შედეგს.

Posted by: waterbearer 21 Jan 2015, 15:55
teooosh
მადლობა!
ანუ კარგი შედეგი ჰქონდა , არა?

QUOTE
არ გაბედოთ მე არ გირჩევთ ძალიან გამიფუჭდა თმები sad.gif

მეც ამის მეშინია....
თAნ არც ისე სქელი თმა მაქვს და საშინლად პრეტენზიული :/

Posted by: ColD 6 Feb 2015, 17:34
კერატინის მერე თმის ცვენა ხოარ გქონიათ ? მე გავიკეთე ამერიკული კერატინი და მერე 1 წელი ვიმკურნალე თმის ცვენაზე მეზოთერაპიით ვიტამინებით და ათასი რაღაცით რომ რამენაირად შემეჩერებინა გამელოტება biggrin.gif
მიზეზი ზუსტად არ ვიცი კერატინის ბრალი იყო თუ სხვა რამე : ( ერთი წელი გავიდა და ძლივს ამომივიდა თმა ვეღარ ვრისკავ გაკეთებას sad.gif

Posted by: kashia19 6 Feb 2015, 22:42
ეს კერატინი კარგი რაგაცაა ვერ გავიგე რა არის კარგია თმებისთვის

Posted by: ma1ka 9 Feb 2015, 10:30
Special_1
დღეის მდგომარეობით როგორაა შენი თმა? smile.gif ისევ ისეთი კმაყოფილი ხარ?

Posted by: Special_1 9 Feb 2015, 13:30
ma1ka
კიი მომწონს. არ არის იდეალურად სწორი თუმცა ბზინვარება და სირბილე არ დაუკარგავს ჯერ

Posted by: ma1ka 9 Feb 2015, 15:58
Special_1
თმის ცვენა ხომ არ შეგინიშნავს?

Posted by: ColD 9 Feb 2015, 16:06
QUOTE (Special_1 @ 9 Feb 2015, 13:30 )
ma1ka
კიი მომწონს. არ არის იდეალურად სწორი თუმცა ბზინვარება და სირბილე არ დაუკარგავს ჯერ

ძალიან მომეწონა თქვენი შედეგი, რამდენი ხანი გავიდა ? თმის ცვენა ხოარ დაგეწყო ? მე 2 კვირაში დამეწყო ცვენა სულ ბღუჯები ჩამომდიოდა sad.gif

Posted by: Special_1 9 Feb 2015, 16:56
ma1ka
ColD
QUOTE
რამდენი ხანი გავიდა ?

1 თვეა გასული დაახლოებით
QUOTE
თმის ცვენა ხოარ დაგეწყო ?

თმა ისედაც მცვიოდა ბღუჯა ბღუჯად givi.gif

Posted by: ma1ka 10 Feb 2015, 11:03
Special_1
QUOTE
თმა ისედაც მცვიოდა ბღუჯა ბღუჯად

თალგამის შამპუნი ცადე. 1 დაბანაში მიშველა, "სტო რეცეპტოვ კრასატი" ს ფირმის მქონდა ოღონდ. ცოტა თმას აშრობს როგორც ყველა მცენარეული შამპუნი მაგრამ შედეგი მართლა შესამჩნევი ქონდა.

Posted by: სიყვა 17 Feb 2015, 16:11
მე სამჯერ გავისწორე 2 წლის მანძილზე, არაფერი მცვივა...
პირიქით, იმდენი ფერადი ექსპერიმენტი ჩავატარე თმაზე, ეგ რომ არა ალბათ ღერი აღარ დამრჩებოდა თავზე

Posted by: ColD 20 Feb 2015, 14:57
QUOTE (სიყვა @ 17 Feb 2015, 16:11 )
მე სამჯერ გავისწორე 2 წლის მანძილზე, არაფერი მცვივა...
პირიქით, იმდენი ფერადი ექსპერიმენტი ჩავატარე თმაზე, ეგ რომ არა ალბათ ღერი აღარ დამრჩებოდა თავზე

როგორც ჩანს მე მქონდა სხვა პრობლემა რაც ექიმებმა ვერ დაადგინეს და დააბრალეს კერატინს, ან ცუდად გამიკეთეს, როგორც მითხრრეს თმის ძირებს არ უნდა შეეხოს ის მასლა, რა კერატინით გაიკეთე და სად თუ სეგიძლია რომ მითხრა

Posted by: სიყვა 21 Feb 2015, 00:08
ისე პირველი პრობლემა რაც თბილისში დგას კერატინებთან დაკავშირებით ეს არის ის რომ ახალი თაობის ქიმიურ გასწორებას არქმევენ კერატინით გასწორებას (მაგ. Schwarzkopf-ის Glatt ან KEUNE-ს ქიმიური დახვევა-გასწორების სერია).
არადა ისევ ის მასალაა უბრალოდ კერატინის შემცველობით, ისევე როგორც ბევრ შამპუნში და ა.შ. თავდაპირველად თმისთვის მიყენებული ზიანი ამ კერატინის დანამატის ხარჯზე ნაკლებად შესამჩნევია, თუმცა დროთა განმავლობაში იგივე შედეგამდე მიგიყვანთ, როგორც ძველებური ქიმიური გასწორება.
იმის გარკვევა თუ რომელი პროდუქტით გისწორებენ თმას მარტივია - პროცედურის პრინციპი კერატინის შემთხვევაში არის მარტივი
-გბანენ თმას სპეციალური გამწმენდი შამპუნით
-შემდეგ ან პირდაპირ, ან ნაწილობრივ გამშრალ თმაზე ხდება კერატინის წასმა
-აჩერებენ კერატინს თმაზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში
-შემდეგ თმას აშრობენ და ასწორებენ 220 გრადუსამდე გაცხელებული უთოთი.
ეს არის და ეს. შემდეგ ან იმ დღესვე გბანენ თავს (მე სადაც ვიკეთებ ასე მიწევს) ან გიწევთ სამი დღის მოცდა დაბანამდე.

რაც შეეხება ქიმიურ გასწორებას - აქ პროცედურის დროს სხვადასხვა პროდუქცია გამოიყენება, განსაკუთრებით მიაქციეთ ყურადღება რომ ბოთლებზე არ ეწეროს შემდეგი სიტყვები "NEUTRALIZER" "LOTION" "PERM"
ესენი აუცილებლად ქიმიური პროცედურის კომპონენტებია.
კიევ ერთი განმასხვავებელი ნიშანია ის, რომ ნამდვილ კერატინს, ქიმიისგან განსხვავებით, გააჩნია ერთი ტიპის პროდუქტი როგორც ბუნებრივი ასევე შეღებილი და გაღიავებული თმისთვის და არ აზიანებს მას. ერთადერთი შემთხვევაა ის როცა თმა ისეთ დონეზეა დაზიანებული რომ ის უთოთი გასწორებისას შესაძლოა დაიკლაკნოს - ამ შემთხვევაში სტილისტი წესით პროცედურას არ ჩაატარებს.

ვიცი ხანგრძლივი პოსტი გამომივიდა მაგრამ გირჩევთ ყველამ წაიკითხოთ სანამ ამ პროცედურას ჩაიტარებთ

კიდევ ერთ პოსტს დავწერ შემდეგ, რადგან ბუნებრივ კერატინებშიც არის ჯანმრთელობისთვის საზიანო დაბალხარისხიანი პროდუქცია და მაგაზეც დაგაკვალიანებ bis.gif

ColD პმ-ში მოგწერთ smile.gif

Posted by: Special_1 21 Feb 2015, 23:16
სიყვა
რა ფირმის კერატინს ხმარობ შენ???

აქ ყიდულობ თუ იწერ?

Posted by: სიყვა 22 Feb 2015, 10:17
Special_1
სალონში ვიკეთებ

Posted by: Special_1 22 Feb 2015, 13:55
სიყვა
QUOTE
სალონში ვიკეთებ

არ იცი რა პროდუქციას მოიხმარენ?

Posted by: sosovika 2 Mar 2015, 11:00
კერატინით გასწორების შემდეგ რა შამპუნს ხმარობათ მე მითხრეს რომ სპეციალირად იქ სალონშივე უნდა ვიყიდო და 55 ლარი ღირსო , დგეს მეორე დგეა რაც გავისწორე ჯერ ჯერობით. მომწონს რომ დავიბან რა იქნება ნეტა ?
* * *
მაინტერესებს , შედეგი რამდენი ხანი ნარჩუნდება და ?

Posted by: remedios the beauty 5 Mar 2015, 20:24
მე ვიკეთებ მელანჟში (ვაჟაზე) და ჯერჯერობით ძალიან კმაყოფილი ვარ... არავითარი ცვენა... პირიქით თმა თმას დაემსგავსა... რაც შეეხება შამპუნს, სულფატის გარეშე უნდა იყოს... შვარცკოფს აქვს და ლორეალსაც და მელანჟში აქვთ 25 - 26 ლარად. თუმცა სხვა მაღაზიებშიც არის.
* * *
4 პროცედურა მაქვს გაკეთებული, თვენახევარი კარგია, ნუ 2 თვემდე ქაჩავს

Posted by: ratom86 7 Mar 2015, 00:41
Special_1 100 მილიგრამი ერთ გასწორებას ეყოფა? გრძელ თმაზე?

Posted by: Special_1 7 Mar 2015, 22:07
ratom86
QUOTE
100 მილიგრამი ერთ გასწორებას ეყოფა? გრძელ თმაზე?

თუ თმა მკერდს ქვემოთაა აღარ ყოფნის

Posted by: TamunaTaso 8 Mar 2015, 00:43
დგეს გავისწორე თმა კერატინით სალონ "კეუნში" ზეგ უნდა მივიდე და დამბანონ,ძალიან კმაყოფილი ვარ.

Posted by: TamunaTaso 9 Mar 2015, 22:49
სამი დღე არ უნდა დაგისველდეს თმა,არ უნდა შეიკრა და მესამე დღეს იმავე სალონში უნდა დაგბანონ,6 თვე უნდა გაძლოს და ვნახოთ

Posted by: TamunaTaso 9 Mar 2015, 22:53
სამი დღე არ უნდა დაგისველდეს თმა,არ უნდა შეიკრა და მესამე დღეს იმავე სალონში უნდა დაგბანონ,6 თვე უნდა გაძლოს და ვნახოთ

Posted by: MBB 15 Mar 2015, 23:37
გოგოებო ნატალიში ვინმეს თუ გაქვთ გაკეთებული ბიო გასწორება დაწერეთ რა შედეგი. ძალიან მეშინია რომ თმა არ დამცვივდეს.

Posted by: pleita 20 Mar 2015, 22:48
აუუუ თმის ცვენა უნდა ჩემს საწყალ თხელ თმას კიდევ??? ისედაც გაზაფხულზე ვმელოტდები weep.gif weep.gif არადა ზეგ ვარ ჩაწერილი პროცედურაზე.. ჰოთსეილზე ვიყიდე და 33 ლარად რა კერატინი უნდა დამადონ არ ვიცი weep.gif weep.gif

Posted by: ColD 21 Mar 2015, 15:33
QUOTE (pleita @ 20 Mar 2015, 22:48 )
აუუუ თმის ცვენა უნდა ჩემს საწყალ თხელ თმას კიდევ??? ისედაც გაზაფხულზე ვმელოტდები weep.gif weep.gif არადა ზეგ ვარ ჩაწერილი პროცედურაზე.. ჰოთსეილზე ვიყიდე და 33 ლარად რა კერატინი უნდა დამადონ არ ვიცი weep.gif weep.gif

მაგ ფასიანით გაკეთებას არ გირჩევ, თვითონ კერატინი საკმაოდ ძვირი ღირს ნორმალური, კარგზე აღარ მაქვს ლაპარაკი, 33 ლარად რა მასალა უნდა იყოს , თან მარტო მასალის ფულს ხოარ გამოგართმევენვვ

Posted by: ketoketo17 24 Mar 2015, 01:00
რამდენ ხანს ძლებს კერატინით გასჭორებული თმა?

Posted by: Special_1 25 Mar 2015, 22:28
ჩემი თმა ისევ ბზინავს და რბილია. ძალიან მალე შრება და ფენით გაშრობის დროს ყველაზე დაბალ ტემპერატურაზე ვიშრობ და სავარცხელს აღარ ვახმარ. თითებით ვაფიქსირებ.
პ.ს. ეს კერატინით გასწორება არაა ის პროცედურა რომელიც ჯოხებივით დაგისწორებთ თმას. ის უბრალოდ ხანგრძლივად ანიჭებს თმას ჯანსაღ და ლამაზ იერს. ჰო... კიდევ ნუ გაიკეთებთ კერატინის ნიღაბს თუ ცხიმიანი და თხელი თმა გაქვთ. მშრალი ან ნორმალური თმისთვის კი ნამდვილად მისწრებაა.
დაახლოებით ასე გამოიყურება თმა ორთვენახწვრის მერე.
ხარისხზე პარდონ.

Posted by: ma1ka 26 Mar 2015, 10:25
Special_1
აუ ძაან კარგია ბნუნებრივად გაქვს up.gif
უეჭველი გამოვიწერ მეც, პროსტა ჯერ დოლარი ჩამოფრინდეს ცოტა ქვემოთ biggrin.gif

Posted by: Special_1 26 Mar 2015, 11:59
ჰო მე 1.85 რო იყო მაშინ ჩამოვიტანე.
დოლარი აღარ ჩამოვა ასე რომ..ma1ka

Posted by: keeper 26 Mar 2015, 19:51
ძან მინდა თმის გასწორებ მაგრამ ვერ ვრისკავ მეშინია რომ ძან არ დამეწვას

Posted by: ma1ka 27 Mar 2015, 10:58
Special_1
QUOTE
დოლარი აღარ ჩამოვა ასე რომ

მაისში 2 ზე ჩამოვაო, გულს ნუ მიხეთქაავ, სხვა სერიოუზული შენაძენის გაკეთებას ვაპირებ და სასტიკად არ მაწყობს ეგ ამბავი sad.gif

Posted by: Special_1 27 Mar 2015, 22:28
2იც ძვირია....ma1ka
საერთოდ ყველაფრის ყიდვა გადავიფიქრე ))))

Posted by: pleita 27 Mar 2015, 22:36
ColD
QUOTE
მაგ ფასიანით გაკეთებას არ გირჩევ, თვითონ კერატინი საკმაოდ ძვირი ღირს ნორმალური, კარგზე აღარ მაქვს ლაპარაკი, 33 ლარად რა მასალა უნდა იყოს , თან მარტო მასალის ფულს ხოარ გამოგართმევენვვ

იგივეა რაც სხვა სალონებში, ფასდაკლებებზე ზოგადად იმიტომ დებენ მომსახურებას რომ მიიზიდონ ხალხი, ძირითადად მხოლოდ მასალის ფული უჯდებათ.
შამპუნი და ბალზამი უფრო ძვირი დამიჯდა ვიდრე პროცედურა (66გელ) ჯიპისიში შევიძინე კერატინის შემცველი უსულფატო შამპუნი და კონდიციონერი, ძალიან კარგი ეფექტი აქვს, მოკლედ კმაყოფილი ვარ bis.gif ფენით ვიშრობ უბრალოდ , მოუხდა ჩემს თმას, ცვენას ჯერ ჯერობით არ ვუჩივი.. იმედია არც მომავალში user.gif

Posted by: Salon___VS 28 Mar 2015, 22:59
კერატინით თმის გასწორება გაჯანსაღება, 30ლარიდან 110 ლარამდე smile.gif
* * *
http://www.radikal.ru

Posted by: Special_1 2 Apr 2015, 18:25
Salon___VS
რომელი ფირმის კერატინით აჯანსაღებთ თმას?

Posted by: Salon___VS 7 Apr 2015, 22:25
QUOTE
რომელი ფირმის კერატინით აჯანსაღებთ თმას?

ამერიკულია

Posted by: AVSITKVA 15 Apr 2015, 18:07
კაცის მოკლე თმის გასწორება შესაძლებელია? დაახლოებით მინიმუმ რამდენი უნდა იყოს თმის სიგრძე რომ მისი გასწორება მოხერხდეს?

Posted by: AVSITKVA 20 Apr 2015, 05:39
5 სმ სიგრძის თმის გასწორება შესაძლებელია? არავინ არ იცით მინიმუმ რამდენი უბდა იყოს თმის სიგრძე რომ ამ მეთოდით გასწორება მოხდეს?

Posted by: ColD 20 Apr 2015, 12:21
AVSITKVA

თმის უთოთი უნდა გისწორდებოდეს

Posted by: AVSITKVA 20 Apr 2015, 18:00
მადლიბა გამოხმაურებისთვის)))) სამწუხაროდ არ ვიცი თმის უთოს რა სიგრძის თმისთვის იყენებენ :დ

Posted by: zuuzuu 20 Apr 2015, 22:06
მე გავიკეთე, არაჩვეულებრივია, დავისვენე რასაც ქვია, მაგრამ ერთი პრობლემა ისაა რომ ვისაც ცხიმიანი თმა გაქვთ არ გირჩევდით ნამდვილად smile.gif

Posted by: ladymermaid-5 20 Apr 2015, 22:51
QUOTE

zuuzuu

სად გაისწორე კერატინიით??

Posted by: გუგო 3 May 2015, 14:26
QUOTE
ბრაზილიური, ესპანური, იტალიური...

გეხვეწებით გამარკვიეთ რა განსხვავებებია ზემოთ ჩამოთვლილებს შორის

და წელამდე თმა რა ეღირება დაახლოებით? საკმაოდ თხელია თმა.
ხო და კიდევ მართალია თმის ცვენას აჩერებსო? რამოდენიმესგან მსმენია და რამდენადაა რეალობასთან ახლოს?

მერე თმის შეღებვა თუ შეიძლება?


დამტანჯა ყოველ დღე ფენმა sad.gif cry.gif

Posted by: Luchia 3 May 2015, 15:37
გუგო
QUOTE
გეხვეწებით გამარკვიეთ რა განსხვავებებია ზემოთ ჩამოთვლილებს შორის

და წელამდე თმა რა ეღირება დაახლოებით? საკმაოდ თხელია თმა.
ხო და კიდევ მართალია თმის ცვენას აჩერებსო? რამოდენიმესგან მსმენია და რამდენადაა რეალობასთან ახლოს?

მერე თმის შეღებვა თუ შეიძლება?


დამტანჯა ყოველ დღე ფენმა

შეღებვა შეიძლება ათი დღის შემდეგ,
მე თმის ცვენა შედარებით შემიჩერა, თავისთავად შეანელებს როცა ფენს და დამასწორებლს აღარ იყენებ.
მე თმა გამიჯანსაღა, თმისცვენა შემიმცირა.

ღირებულება განსხვავებულია მე 30 სმ. თმა 110 ლარი დამიჯდა.
კმაყოფილი ვარ, ოთხი თვეა გავიკეთე და მშვენივრადაა, დავისვენე რასაც ჰქვია smile.gif

Posted by: გუგო 5 May 2015, 21:06
Luchia გამარჯობა

არ დაგეწვა თმა?
ბათუმში გაიკეთე? ვისთან?
მე ვისთანაც ვაპირებ იმან უეჭველი დაიწვება თმა გარკვეულწილად და რომ გადავა მერე ბოლოები შესაჭრელი იქნებაო. sad.gif

მეც ანალოგიური ფასი მითხრა 6 თვიანი პერიოდით,

Posted by: machabelius 6 May 2015, 10:29
Maria_
მართალია ერთი წლის წინანდელ პოსტზე გპასუხობ, მაგრამ კიდევ მინდა თმის კერატინით გასწორება, ოღონდ ნორმალურად. ადრე ჰოთსეილზე ვიყიდე კუპონი, და საშინელება გამიკეთეს. ანუ, გასწორება არ ერქვა იმას, უბრალოდ თმას ბზინვარება შემატა და ეგ იყო. ... სამწუხაროდ.

ანუ გვირჩევ ნიკასთან მივიდეთ ხო????

მაგრამ ჩემი პრობლემა იმაშია, რომ აუზზე დავდივარ, მინიმუმ კვირაში სამჯერ მაინც sad.gif

შეგიძლია, დაწვრილებით მოგვიყვე გასწორების ამბები? რამდენი ხანი არ დაიბანე თმა, რამდენი ხანი გაძლო, როგორი ტიპის თმა გაქვს და ა.შ.?

მადლობა წინასწარ 2kiss.gif

Posted by: Salon___VS 7 May 2015, 10:51
QUOTE
მაგრამ ჩემი პრობლემა იმაშია, რომ აუზზე დავდივარ, მინიმუმ კვირაში სამჯერ მაინც

აუზის წყალი და ზღვის წყალი, კერატინისთვის ცუდია, ჩამოირეცხება უფრო ადრე.

* * *
http://radikal.ru/fp/c72e94bb87b5427fa713e3ebf5e4f1bc

Posted by: TamunaTaso 10 May 2015, 22:40
ორი თვის წინ გავისწორე კერატინით თმა და დავისვენეეე,გადავიხადე 350 ლარი,მაჩუქეს სპეციალური შამპუნი და ბალზამი,სალონ " კეონი" ში.

Posted by: machabelius 13 May 2015, 15:40
Salon___VS
QUOTE
აუზის წყალი და ზღვის წყალი, კერატინისთვის ცუდია, ჩამოირეცხება უფრო ადრე.


მადლობა ინფოსთვის. 2kiss.gif
ადრე ჩამორეცხვა რამდენ ხანს გულისხმობს, 4-5 თვე ვერ გამიძლებს?

Posted by: bagrat84 13 May 2015, 20:21
გამარჯობა ხალხო! ეხლა შემოვედი ფორუმზე: მაინტერესებდა ხალხის აზრი სად აკეთებენ კარგად კერატინით გასწორებას. ერთმა იკითხა სვუპის ფასდაკლებაზე. საერთოდ ფასდაკლებითაც შეიძლება კარგი მომსახურების მიღება, მაგრამ კონკრეტულად ერთი სალონის მაგარი უკმაყოფილო ვარ. არავითარ შემთხვევაში ''beauty salon at courtyard"-ში არ მიხვიდეთ გასასწორებლად. ტყუილად, უშედეგოდ გადაყრით ფულს (როგორც მე).





თაკო


Posted by: machabelius 14 May 2015, 17:48
bagrat84
მეც დაახლოებით ეგეთი დამემართა ერთ-ერთ სალონში, S beauty თუ რაღაც ეგეთი ერქვა. მაგრამ მე ფასდაკლების ვაუჩერით მივედი და მაგას დავაბრალე. სისულელეა. '

აი რაც შეეხება ხალხის აზრს, აყევი და ჩამოყევი ამ თემას და იმპოვნი რამეს wink.gif

Posted by: Bite_my_lip 14 May 2015, 18:46
აუ მინდა ეს გამოვცადო
რომელ სალონს მირჩევდით???

კმაყოფილები თუ ხართ საერთოდ

Posted by: Special_1 16 May 2015, 20:22
მე მაგალითად არ ვენდე არცერთ სალონს არც ერთ კუპონს და არ გადავყარე მილიონები. გამოვწერე ამაზონიდან იანვარში (მაშინ დოლარს არაუშავდა), 60 ლარი დამიჯდა ყველაფერი თუ 65....
გადასარევად გრძნობს ჩემი თმა თავს. ახლა ზაფხული მოდის. აუზები და ზღვის სეზონია და აზრი არ აქვს გაკეთებას. ზღვიდან რომ ჩამოვალ გავიკეთებ კიდევ. დამრჩა ნახევარი კერატინი ჯერ კიდევ გამოუყენებელი.

Posted by: paradise_seeker 7 Sep 2015, 00:03

კერატინის გაკეთების შემდეგ თმა რომ
დავიწნა იმავე დღეს რა მოხდება?




Posted by: Salon___VS 7 Sep 2015, 00:08
QUOTE
კერატინის გაკეთების შემდეგ თმა რომ
დავიწნა იმავე დღეს რა მოხდება?

ალბათ დაიტალღება

Posted by: EyORe 4 Jan 2016, 11:06
Sofi beauty room
Jenelly
Pivot Point
Feorre

ამათგან რომელიმე სალონში ვინმეს თუ გაგიკეთებიათ და შედეგი როგორი გქონდათ? მაქსიმუმ 170 ლარი ჯდება ფასდაკლებით და არაფასდაკლებით ვინც იკეთებთ და კმაყოფილები ხართ, რამდენს იხდით? გრძელი თმა მაქვს და რა დამიჯდება დაახლოებით?

Posted by: womanly 1 Feb 2016, 15:53
მაინტერესებს ვინმეს თუ გაგისწორებიათ ჩოლკა კერატინით.... დავიტანჯე რაა... რა დამიჯდება დაახლოებით ??

Posted by: lilu777 27 Mar 2016, 16:41
ესეიგი არვიცოდი ეს კერატინით გასწორება რა იყო ფულის გადაყრაც არ მინდოდა. ერთ დღეს ვნახე ერთ ჩემს მეგობარს თმა სწორად ქონდა და უპრიალებდა მეთქი რა უქენითქო . კუპონი ვიყიდე და 2 თვეა ასე მაქვსო გავარდი მეც ვიყიდე და დავისვენე. სად ვიყავი აქამდე ყოველ კვირა სალონში დავდიოდი თან არც მომწონს ეს ძაან დაყენებული თმა . გავიკეთე და გაიხაროს იმან ვინც ეს მოიგონა ჩემნაირებისთვის. ეხლა გამოწერა მინდა და მეთვითონ გავიკეთებ სულ არ ყოფილა ძნელი. უბრალოდ რა ფირმის ჯობია მაგის გარკვევა მინდა
* * *
QUOTE (Special_1 @ 16 May 2015, 20:22 )
მე მაგალითად არ ვენდე არცერთ სალონს არც ერთ კუპონს და არ გადავყარე მილიონები. გამოვწერე ამაზონიდან იანვარში (მაშინ დოლარს არაუშავდა), 60 ლარი დამიჯდა ყველაფერი თუ 65....
გადასარევად გრძნობს ჩემი თმა თავს. ახლა ზაფხული მოდის. აუზები და ზღვის სეზონია და აზრი არ აქვს გაკეთებას. ზღვიდან რომ ჩამოვალ გავიკეთებ კიდევ. დამრჩა ნახევარი კერატინი ჯერ კიდევ გამოუყენებელი.

შეგიძლია მითხრა რა ფირმის კერატინი გამოიწერე? მეც მინდა სახლში ვცადო

Posted by: Special_1 27 Mar 2016, 23:16
lilu777
Cocochoco-ს ფირმის მქონდა გამოწერილი

Posted by: nikittta 14 Apr 2016, 10:54
მე გავიკეთე და ძალიან კმაყოფილი ვარ
დავისვენე ფაქტიურად
150 ლარი დამიჯდა ფასდაკლებით...

Posted by: Salon___VS 30 Apr 2016, 20:30
QUOTE
მაინტერესებს ვინმეს თუ გაგისწორებიათ ჩოლკა კერატინით.... დავიტანჯე რაა... რა დამიჯდება დაახლოებით ??

10ლ

Posted by: Sargerass 7 May 2016, 11:57
გოგოებო კაი ხანია თმის გასწორება მინდა კერატინით.. მკერდამდე მაქვს თმა..ხომ არ იცით რა დაჯდება და სად აკეთებენ კარგად და ცოტა ნორმალურ ფასად? თორე რასაც ვხედავ ფასი მაგრად მერყეობს.. ზოგი 150ად აკეთებს ზოგი 60აც

Posted by: nat_ka86 7 May 2016, 14:45
link: https://hot-coin.com/?r=natinatia86

Posted by: TitanKronos 12 May 2016, 05:22
ცოტა უცნაური კითხვა მაქვს ხუჭუჭა წვერს თუ უშველის ? აი რომ გასწორდეს biggrin.gif

Posted by: Top-Gun 16 May 2016, 16:45
მეც მაინტერესებს თუ შეგიძლიათ მირჩიოთ სად აკეთებენ კარგად. მოკლე თმა მაქვს, მაგრამ უკვე უმართავია. ამ რამდენიმე ხნის წინ გავისწორე ცხოვრებაში პირველად თმა უთოთი და შესანიშნავი იყო, მეთქი ვინც სწორი თმით იბადება რა ბედნიერიყოფილა biggrin.gif და სანამ დაცხება მანამდე მინდა გავიკეთო smile.gif

Posted by: ColD 24 May 2016, 19:14
გოგოებო, ხო არ იცით ეხლა JF -მ რომ შემოიტანა ,,ECKOZ,, -ის ფირმის, ბრაზილიური კერატინი კარგია თუ არა

Posted by: chanelgirl999 31 May 2016, 16:44
ქიმიურად დავიხვიე თმა 7 თვის წინ. ეხლა კერატინით დასწორება შეიძლება?

Posted by: klo-C 31 May 2016, 17:28
Special_1
შეგიძლია ლინკი მომცე რა გამოწერე ზუსტად? და როგორ გაისწორე?
ვინმეს დაუხმარებლად შეზლებ რო ჩაიტარო ეს პროცედურა?

Posted by: Special_1 1 Jun 2016, 20:40
klo-C
მე პროცედურის ჩატარებაში არავინ დამხმარებია. არაფერი რთული არაა. ყურადღებით უნდა იყო უფრო თმის უკანა ნაწილთან, ცოტა რთული ზონაა იქ შენთვითონ როცა იკეთებ.
აი ლინკი
http://www.ebay.com/itm/COCOCHOCO-100ml-Kit-Brazilian-Blow-Dry-Hair-Straightening-Keratin-Treatment-/221154448330?hash=item337dd513ca:g:0wYAAOSwv0tU-st4

Posted by: radioheadache 2 Jun 2016, 18:39
ColD
მე გავიკეთე და კმაყოფილი ვარ. დაწვით არ დამწვია საერთოდ. მხრებამდე თმაში 180 გადავიხადე. სწორად შრებადა დავარდნილია ლამაზად, თითქოს სალონში გავისწორე. ოდნავ ფორმას ვაძლევ უთოთი 2 წუთში ზუსტად და ეგაა. 4 თვე უნდა გაძლოს წესით.

Posted by: ColD 3 Jun 2016, 15:09
radioheadache

მადლობა, მეც გადავწყვიტე მაგ ფირმით გასწორება ვნახოთ რა იქნება
* * *
Special_1
შენ თვითონ რომ იკეთებ რამდენ ხანს უნდები ? სალოში 3 საათი მიკეთებდნენ

Posted by: Special_1 4 Jun 2016, 19:07
ColD
ჰო სადღაც ეგრე რა... შეილება პლიუს ნახევარი საათი

Posted by: inga1988 9 Jun 2016, 19:03
მე როგორც გავარკვიე,სალონში თმის კერატინით გასწორების დროს ის ნივითიერება რითიც ასწორებენ თმას, შეიცავს ფორმალინს(ამ უკანასკნელს კი გამოიყენებენ გარდაცვლილის ბალზამირების დროს, ჯანმრთელობისთვის საშიშია, სიმსივნეს აფიქსირებს) რუსეთშI სალონებშI აფრთხილებენ მომხმარებელს ფორმალინის შემადგენლობაში არსებობის შესახებ, და აქ ვინც გაიკეთეთ თუ გაგაფრთხილეს ამის შესახებ?!. ზოგიერთმა სტილისტმა შეიძლება თვითონაც არ იცოდეს,(მათი ''პროფესიონალიზმს'თუ გავითვალისწინებთ) თუმცა არის ასევე ფორმალინის გარეშე კერატინიც, რომელიც ძალიან ძვირია. ერთი სიტყვით სანამ გაიკეთებთ, სტილისტთან შემადგენლობა გაარკვიეთ, თუ მაინც ფორმალინით გადაწყვეტთ გაკეთებას, მაშინ სალონი კარგად უნდა ნიავდებოდეს, რომ იმ ჰაერს არ ისუნთქავდეთ.კიდევ კერატინით გასწორებას აქვს ის მინუსი რომ იწყება თმისცვენა, ეს ლოგიკურადაც გამოდის რომ ესეა, რადგან კერატინი შედის თმაშI, თმა ხდება მძიმე, და თუ თმის ძირები დაზიანებულია და ვერ გაუძლებს სიმძიმეს, დაიწყება ცვენა,მეც მინდოდა გასწორება, და ამ ინფორმაციის მერე გადავიფიქრე,

Posted by: ColD 9 Jun 2016, 21:16
inga1988
სალონში არავინ არაფერს არ გაფრხილებს, სალონში კიარა საქართველოში ექიმი არ გაფრხილებს პროცედურის თუ წამლის გვერდით მოვლენებზე

ფორმალიდების გარეშე თუ გამოიწერ აქ არ აქვთ
მაგრამ მგონია რომ ისეთი ეფექტური არ იქნება (ეს ჩემი აზრით smile.gif

ცვენაზე გეთანხმები , მე დამემართა ზუსტად მასე , ისედაც მცვიოდა და თმის ძირებმა ვერ გაუძლო , ვიმკურნალე მერე 1 წელი , მაგრამ რომ ამომივიდა იმის მერე კიდე 2 ჯერ გაიკეთე :დ

Posted by: lilu777 9 Jun 2016, 21:37
აუ მეძალიან კმაყოფილი ვარ. ტალღოვანი თმა მაქვს და დავისვენე რასაც ქვია. სალონში ყოველ კვირა დავდიოდი იქ ჯდომაც მეზარებოდა. ფულსაც ვზოგავ . ეს არის ბედნიერება biggrin.gif

Posted by: inga1988 10 Jun 2016, 00:17
ColD
Yochag kargad gagiriskavs :-D keratinis shemcveli shampunebic aris ahedarebit usafrtxo.cudi efekti ar akvs

Posted by: lilu777 11 Jun 2016, 00:22
inga1988

მე ვიყიდე დეაში მკვდარი ზღვის მინერალებზე კერატინის შამპუნი. ცუდი არაა

Posted by: keme-keme 29 Aug 2016, 11:37
გოგოებო რომელ სალონში იკეთებთ 1 კვირაში ჩამოვდივარ თბილისში .გერმანიადი ძალიან ძვირია და თბილისში სად მირჩევთ და ფასები დამიწერეთ რა.მადლობა

Posted by: malulu_00 2 Sep 2016, 00:10
გამარჯოაბა
გუშინ გავისწორე კერატინით bis.gif ვიყიდე ლორეალის უსულფატო შამპუნი და ორგანიქსის მაკადამიას ზეთის კონდიციონერი . ჰოდა , ვარგა ესენი ? თქვენ რომელ შამპუნს და კონდიციონერს იყენებთ ?
* * *
http://18165-presscdn-0-1.pagely.netdna-cdn.com/wp-content/uploads/2014/01/L_oreal_EverCr_me_Sulfate-Free_Moisture_System_Nourishing_Shampoo__3_.jpg ეს შამპუნი
http://site.cleanboutique.com/Images/orgn16945x01.jpg ეს კონდიციონერუ

Posted by: Tmarika 2 Sep 2016, 14:42
malulu_00
keme-keme
lilu777
ესე იგი ეხლა მე მოგიყვებით რა ვქენი smile.gif
გამოვიწერე ეს: (ესენი ძალიან კარგებია, საქართველოში არ არის)
http://www.ebay.com/itm/Brazilian-Keratin-Treatment-Formaldehyde-Free-CADIVEU-Plastica-dos-Fios-3x60ml-/111914180636?hash=item1a0e9ae01c:g:d~YAAOSw2XFUZNLv
(იგივე ცოტა იაფად , უბრალოდ გამჭვირვალეებშია:
http://www.ebay.com/itm/252410345316?_trksid=p2055119.m1438.l2649&ssPageName=STRK%3AMEBIDX%3AIT )

ესეც შეიძლება იგივე ფირმისაა უბრალოდ კაკაო ქვია. კეთდება ერთნაირად.
http://www.ebay.com/itm/252410265540?_trksid=p2055119.m1438.l2649&ssPageName=STRK%3AMEBIDX%3AIT

ჩემს უბნის პარიკმახერს ვაყურებინე ეს:
https://www.youtube.com/watch?v=lyhlg76XV5k
და ეს:
https://www.youtube.com/watch?v=Z62UhBH_gzs

გამიკეთა არაჩვეულებრივად 80 ლარში.

შემდეგ ვიყიდე ეს:
http://www.ebay.com/itm/Alfaparf-Lisse-Design-Keratin-Therapy-Maintenance-Shampoo-Conditioner-8-45oz-/271918315910?hash=item3f4f983986:g:~1QAAOSwT6pVlAlO

მარა ეს არ გამომიწერია აქვე იყიდება ერთ-ერთ სილამაზის სალონში თითო - 27 ლარად.
ერთი თვეა ვარ ბედნიერი. ჩვეულებრივ ჩემი თმა დილას რომ გაისწორო საღამოს უკვე აღარაფერი ეტყობა და ამით დავისვენე! დაიბანე მიუშვირე ფენი და ეგაა!

ეხლა რას შეეხება კოკო ჩოკოს: პროცედურის მერე თმის დასველება და დაორთქვლა არ შეიძლება 3 დღე მაინც.
და ესენი ბოლო გაუმჯობესებული კერატინებია სალონშივე იბან თავს. სანამ გავიკეთებდი ყველაფერი შევისწავლე კარგად და მერე გავიკეთე.

თბილისში ყველაზე კარგით რითაც დღესდღეობით აკეთებენ ინოარია, მარა BRAZILIAN KERATIN BLOWOUT ყველას ჯობს.


Posted by: ColD 13 Sep 2016, 14:34
გავისწორე JF -ს რომ შემოაქვს ECKOZ კერატინით და ძალიან მომწონს

შამპუნი ვისაც გაინტერესებთ მაგ ფირმასვე აქვს უსულფატო, მაგრამ მე ძაან მომწონს ბიოქსინის შამპუნი

Posted by: lilu777 13 Sep 2016, 17:33
Tmarika


ხო აი ეგ არის ვინმე გინდა რომ ნორმალურად გაგიკეთოს. შენთვითონ შენს თავს უკან რომ წაუსვა ცოტა ძნელია, თორე თვითონაც გაიკეთებ smile.gif


კოკო ჩოკოთი მქონდა მე. 4 თვე გამყვა კარგად მერე ისე Aღარ იყო. გაფუჭდა.

ეხლა კიდევ უნდა გავიკეთო ცოტახანში, მაგრამ თმის შეღებვაც მინდა. როგორ მოვიქცე არვიცი.

რომ შევიღებო კარგ სალონში და თავზე გადავყვე მერე ეს კერატინი ჩამორეცხავს ყველაფერს.

იმასაც ვფიქრობ მელირება ხომ არ გავიკეთო მერე კერატინი და მერე ფერი დავიდო. კაი ჩალიჩი დამჭირდება biggrin.gif

Posted by: ikuna888 16 Sep 2016, 20:28
გამაჯობათ, თუ იცით სად შემიძლია ვიყიდო თმის ლამინირების საღებავი?
სალონში ძალიან ძვირი მიჯდება და სახში მირჩევნია გაკეთება.

Posted by: Tmarika 29 Sep 2016, 09:53
lilu777
ორჯერ შევიღებე უკვე კერატინით გასწორებული თმა და არ გაფუჭებულა.
გასწორებამდე 2 კვირით ადრე უნდა შეიღებო და მერე საჭიროებისამებრ.
უბრალოდ ჩამოიბანე სპეციალური შამპუნით და კონდიციონერით.

Posted by: sophka 29 Sep 2016, 11:00
ჰო კერატინით გასწორება და შეღებვა არ უშლის ხელს...უბრალოდ ერთდროულად ვერ გაიკეთებ.... ისე, თმის შეღებვის მერე კერატინის გამაჯანსაღებელი ნიღაბიც შეგიძლიათ დაიდოთ..ნუ თუ სალონში იღებავთ...ძალიან.კარგია, სტრუქტურას აუმჯობესებს...კი არ ეხება კერატინით დაგრძელებას, მაგრამ მაინც ბევრი იღებავთ აქ, გამოგადგებათ

Posted by: Lela013 30 Sep 2016, 10:45
QUOTE (nikittta @ 14 Apr 2016, 10:54 )
მე გავიკეთე და ძალიან კმაყოფილი ვარ
დავისვენე ფაქტიურად
150 ლარი დამიჯდა ფასდაკლებით...

სად გაიკეთე და ვსითან? რა დაგიჯდა/

Posted by: 7903251 30 Sep 2016, 13:29
სიახლე სილამაზის ცენტრში Le Grand !!!

თმის გასწორება შვარცკოფის ფირმის უმაღლესი ხარისხის კერატინით, რომელიც არ აზიანებს თქვენს თმას !!!

ჩვენთან ხარისხი ფასზე მაღალია !!!


http://vfl.ru/fotos/dea38c4a14320329.html



Posted by: keeperessa 1 Oct 2016, 21:19
მოკლედ არ ვიცი რას შეიცავს და როგორ, აცვენს თმას თუ აახლებს მაგრამ გამოვიწერე კერატინი არგანის ზეთთან და შამპუნთან ერთად და უნდა დავისწორო სახლის პირობებში, სურათებში ვნახე არაჩვეულებრივი ეფექტი აქვს და + ამას დავისვენებ რასაც ქვია biggrin.gif მაგრამ მაინც ვიმედოვნებ რომ არ გამამელოტებს თან გრძელი თმა მაქვს
* * *
და კიდევ გოგონებო თუ ვინმეს გაგისწორებიათ სახლის პირობებში კერატინით თმა იქნებ დეტალურად ჩამოწეროთ პროცედურები? კი ვარ ინსტრუქციის იმედზე მაგრამ მაინც..

Posted by: HurricaneKat. 11 Oct 2016, 15:00
მართლა ასე კარგად ასწორებს კერატინი???
ეფექტი რამდენი ხანის აქვს???
მერე არ მომბეზრდეს სწორი თმა smile.gif))

Posted by: chupa82 11 Oct 2016, 17:03
keeperessa
რა ქენი აბა გაისწორე თმა? მაინტერესებს როგორი შედეგი გაქვს და რამდენად კმაყოფილი ხარ, მეც ვაპირებ გამოწერას

Posted by: keeperessa 18 Oct 2016, 00:12
chupa82
ჯერ არ ჩამომსვლია სამწუხაროდ, მაგრამ ახლოსაა :დ აუცილებლად დავდებ რელურ შედეგს და იმედი მაქვს ისეთივე მექნება როგორსაც ვებზე სურათებში ვნახულობ :დ
* * *
chupa82
აი დღეს ჩამოვიდა უკვე და ჩემს დასვენებკის დღეს გავიკეთეებ იმიტომ რომ თურმე ძნ მყრალი სუნი აქვს და 3 დღე არ უნდა დაიბანოო biggrin.gif

Posted by: ილონენ 11 Nov 2016, 22:39
კერტინით გასწორება თმის ცვენას იწვევს? რას დავაბრალო არ ვიცი მარა ფაქტია რომ გავმელოტდი ლამის sad.gif

Posted by: klubnika 18 Nov 2016, 13:17
QUOTE
თმის გასწორება შვარცკოფის ფირმის უმაღლესი ხარისხის კერატინით

შვარცკოფი გავიკეთე და ისეთი ცხიმიანი გამიხდა თმა ადრე რომ ყოველ მეორე დღეს ვიბანდი ახლა ყოველ დღე ვიბან
ისე კაია კმაყოფილი ვარ
თან თავის შამპუნით არ ვიბან და მაინც არ კარგავს ეფექტს : ))
ილონენ
QUOTE
კერტინით გასწორება თმის ცვენას იწვევს? რას დავაბრალო არ ვიცი მარა ფაქტია რომ გავმელოტდი ლამის

მეც გამითხელდა ცოტათი , ძალიან სქელი მქონდა და ახლა შეთხელდა

Posted by: ColD 18 Nov 2016, 23:24
klubnika
ყველა კერატინი აცხიმიანებს

* * *
ილონენ
კერატინი ძალიან ამძიმებს თმის ღერს დათუ სუსტი ძირები გაქვს ცვენაიცის , მე პირველად რომ გავიკეთე გავმელოტდი ლამის biggrin.gif

Posted by: Lilian 18 Nov 2016, 23:44

ვიღაცას ვუყურებდი და მაინც ხვეული თმა ჰქონდა რომ დაიბანა user.gif
მერე დავარცხნა რომ დაიწყო ფენით, ეგრე ხო ისეც გაისწორებ ფენი და უთოთიი?
მე მეგონა ვსო იბან და ეგრეა გასწორებული თქო rolleyes.gif


Posted by: ColD 19 Nov 2016, 00:08
Lilian
ცუდად გაუკეთეს ან ცუდი მასალით ალბათ, მე ვიბან და სწორი მაქვს მესამე თვეა უკვე

Posted by: Lilian 19 Nov 2016, 00:18
ColD
სად გაიკეთეე?
მე კი არვიცი სულ სწორი მინდა თუ არა, მაგრამ რომ ვიცოდე მაინც მომავლისთვუს

Posted by: ColD 19 Nov 2016, 00:33
Lilian
J'adore ში , მცხეთის ქუჩაზეა, მგონი #19

Posted by: 7903251 25 Nov 2016, 16:29
სილამაზის ცენტრი ლე გრანდი გთავაზობთ თმის კერატინით გასწორებას და დახვევას უმაღლესი ხარისხის მასალით

http://vfl.ru/fotos/311766cf15096704.html

Posted by: ილონენ 2 Dec 2016, 08:18
ColD
ცხოვრებაში აღარ გავეკარები კერატინს. გავმელოტდი უკვე sad.gif

Posted by: lilu777 11 Dec 2016, 23:38
მოკლედ გავიკეთე კერატინი 2 დღეში თმა რომ შევიღებო ჩამომირეცხავს კერატინს? რას იტყვით? ან რომელი სარებავი ჯობია ამ დროს? smile.gif
* * *
QUOTE (Tmarika @ 29 Sep 2016, 09:53 )
lilu777
ორჯერ შევიღებე უკვე კერატინით გასწორებული თმა და არ გაფუჭებულა.
გასწორებამდე 2 კვირით ადრე უნდა შეიღებო და მერე საჭიროებისამებრ.
უბრალოდ ჩამოიბანე სპეციალური შამპუნით და კონდიციონერით.

უი უკვე დამისვავს ეს კითხვა biggrin.gif კერატინის მერე რამდენ ხანში შეიღებე და როგორი საღებავით.

უამიაკოო მითხრეს და მე ვფიქტობ ეხლა ექსელენსით კერატინს შეიცავს იმედია პრობლემა არ მექნება smile.gif

Posted by: ColD 13 Dec 2016, 23:48
lilu777
უამიაკო ჯობია ზოგადად თმისთვის , მაგრამ თუ ჭაღარა გაქვა მალე ჩმოგერეცხება, მე სულ ამიაკიიატ ვიღებავ კერატინიან თმას და ეფექტი იგივეა

Posted by: lilu777 14 Dec 2016, 00:17
ColD

არა ჭაღარა არ მაქვს მაგრამ ლორეალის ექსელენსის ფერები მომწონს და მაგას ამიაკი აქვს. მეც ვცდი მაშინ და შევიღებავ smile.gif

Posted by: SRB100 22 Feb 2018, 12:19
მშობიარობის მერე მცვივა თმა, ძალიან არა მაგრამ საკმაოდ.
კერატინი რომ გავიკეთო ეს ცვენა არ შეწყდება? სად მირჩევთ გაკეთებას, ჯერ შეღებვა სჯობს და მერე კერატინით გასწორება თუ პირიქით?
ჩემთან უბანში წლებია ვისთანაც დავდივარ ის მეუბნება ბუნებრივ კერატინს მიგზავნიან მოსკოვიდან და იმით გაგიკეთებო, ცხვრის რაღაცას შეიცავსო და 150 ლარში გაგიკეთებო და რა განსხვავებაა ბუნებრივსა და ქიმიურს შორის იქნებ ეგეც მითხრათ, მადლობა.

Posted by: amon777ra 28 Mar 2018, 00:14
კერატინი თმის ცვენას უმატებს მე გავიკეთე ორი წლის წინ, დაახლოებით ერთ თვემდე ვიყენებდი კერატინის შამპუნს მერე დავანებე თავი, შოლდერსზე გადავედი ანუ სულფატიან შამპუნზე თმა ერთი წელი იყო სწორი ანუ ახალი თმა რაც გაიზარდა ის დაიხვა და კერატინით გასწორებული აღარ იხვევა, ახლა ისევ გავისწორე კერატინით, საერთო ჯამში მაინც ასე სწორი მოვლილი თმა მირჩევნია,
მინუსი არის - თმის ცვენა და მოცულობის დაკარგვა, ვისაც თხელი თმა აქვს არ მოუხდება,
პლიუსი აქვს - საოცრად სწორი და ბრწყინვალე თმები

Posted by: Lilian 29 Mar 2018, 01:26
amon777ra
სად გაიკეთEთ?

Posted by: Special_1 30 Mar 2018, 11:40
ილონენ
ძირებზეც წაგისვეს ეტყობა sad.gif ძირებიდან 3-5 სანტიმეტრით უნდა წასმა წესით sad.gif შესაბამისად ცვენაც ვერ დაიწყება. სკალპთან არანაირი შეხება არ უნდა ჰქონდეს

Posted by: Lilian 21 Apr 2018, 22:21
მეც მირჩიეთ , იმხელა თანხა მომიხიაა ერთმა სალონმა თირკმელი უნდა გაყიდო biggrin.gif :/
სხვაგან არ აკეთებენ კარგად, ხარისხიანად და მისაღებ ფასად ?
ან თმა შევიჭრაა, კარედ. მაგრამ რაღაც არ მინდა თმის შეჭრა sad.gif(((
ერთიისაა თან, რომ ბუნებრივი თმა მე მეხვევა და მერე არ მომენატროს ეს ჩემი თმა თქო user.gif
ერთი სალონი ამოვქექეე საბურთალოზეე, მაგრამ არვიცი რამდენად სანდოააა ^^

Posted by: butterflygirl 23 Apr 2018, 10:08
JUNGLE FEVER BEAUTY STUDIO არის JUNGLE FEVER-ის პირველი სილამაზის სტუდია, მოკლედ რომ მოგიყვე, ამ ფირმას თვითონ აქვს სადისტრიბუციო ქსელი და ამათ კერატინს იყენებს ნახევარი საქართველო. ყველა სტილისტი გადამზადებულია იტალიაში. შედეგი თუ გინდა, მანდ რომ ნახავ ტყუილია.

Posted by: KickOff 23 Apr 2018, 17:45
თუ არ გინდათ რომ სიმპატიური თმაქოჩორა თანაფორუმელი გაგიმელოტდეთ და რამე არასანდო სალონს არ ვეცე, პასუხი დაწერეთ mad.gif

Posted by: Lilian 25 Apr 2018, 20:51

KickOff
QUOTE
თუ არ გინდათ რომ სიმპატიური თმაქოჩორა თანაფორუმელი გაგიმელოტდეთ და რამე არასანდო სალონს არ ვეცე, პასუხი დაწერეთ 

ტიფანის აქებენ : ))))))
ფორ მორ ინფორმეიშენ ვიზიტ ონ ფეისბუქ


Posted by: Miss_Miakoo 1 May 2018, 15:58
ასე თუ ისე თხელი თმა მაქვს და არც ვიფიქრო ანუ კერატინით გასწორებაზე? user.gif

Posted by: butterflygirl 17 May 2018, 00:28
მიდი ჯიეფ ბიუთი სტუდიოში კონსულტაციაზე და თუ არ გჭირდება, არ გაგიკეთებენ.

Posted by: butterflygirl 12 Jun 2018, 18:17
მთავარია იყოს უსულფატო შამპუნი და 6თვე ძლებს

Posted by: unusual 14 Jun 2018, 12:35
amon777ra
გამარჯობა სად გაიკეთე და ვისთან მომწერე რა. 2kiss.gif

Posted by: თათია90 14 Jun 2018, 22:29
KickOff
სად გაიკეთე. და რა ღირს?

Posted by: Milyyy 12 Aug 2018, 12:06
QUOTE (ილონენ @ 2 Dec 2016, 08:18 )
ColD
ცხოვრებაში აღარ გავეკარები კერატინს. გავმელოტდი უკვე sad.gif

თმა დაგიცვინა კერატინმა ?







--------------------
* * *
Lilian
QUOTE
ერთიისაა თან, რომ ბუნებრივი თმა მე მეხვევა და მერე არ მომენატროს ეს ჩემი თმა თქო

მე ეგრე ვარ რაღაც საოცრად მეხვევა თმები ტალღისებურად biggrin.gif

რაღაცნაირი ეფექტი აქვს თვალლშისაცემი biggrin.gif

Posted by: mako_s 18 Sep 2018, 23:07
რომელ სალონში მირჩევთ კერატინით გასწორებას? პირადში მომწერეთ თუ რეკლამა დაუშვებელია

Posted by: natia-ameli 10 Jan 2019, 16:59
თხელ თმაზე ღირს კერატინზე ფიქრი ? ვინმეს ხომ არ გაგიკეთებიათ?

Posted by: Evo_PoWeR 10 Jan 2019, 22:23
სალამი მანდილოსნებო smile.gif


მაინტერესებს უსულფატო შამპუნში რამდენს იხდით საშუალოდ ? smile.gif rolleyes.gif
ოღონდ ვგულისხმობ ნატურალურს და ისეთებს არა რომლებსაც ინგრედიენტებში მხოლოდ ქიმიური მინაერთები უწერია drug.gif



Posted by: MaZarda 11 Jul 2019, 21:01
Evo_PoWeR

სოდით და ძმრით გიცდია დაბანა? მე ძალიან რომ გავჭედე და ნატურალურებს ვეძებდი მასეთ გზას მივაგენი)))

Posted by: W-G1 2 Apr 2020, 18:10
სამჯერ მაქვს კერატინი გაკეთებული და სამივეს შედეგი ის იყო რომ 7-10 დღეში ჯერ ტალღოვანდებოდა და მერე კიდე რამდენიმე დღეში იხვეოდა ;დ
პირველ ორ შემთხვევაში პროცედურის მერე ეკოზის შამპუნს ვიყენებდი, მესამედ აღარ მახსოვს რა იყო თუმცა ეგეც უსულფატო(სალონშვე ვიყიდე)
აი მესამედ რომ გავიკეთე, მესამე დღის მერე სანამ ჩამოვიბანდი იქამდე კი იყო სარებივით სწორი და ელასტიური თმა, მერე ეტყობა შრატი ჩამოირეცხა ადვილად.

Posted by: ashley judd 6 Aug 2021, 18:18
Დამწვარ თმას უშველის თუ მოჭრიან მაინც?

და ჯერ შეღებვა ჯობია და მერე კერატინი თუ ჯერ კერატინი?


Posted by: SabArch 1 Jan 2022, 21:27
3 წელია თმა აღარ გამიზრდია. მომბეზრდა გადატარებული თმით სიარული, უბრალოდ რო მახსენდება რა საწვალებელი თმა მაქვს დასავარცხნად, სურვილი მიქრება გრძელი თმის ტარების. არადამყოლი თმა მაქვს საკმაოდ. რამდენად უშველის მაგ ამბავს კრეატინით გასწორება? მინიმუმ რამხელაზე უნდა მქონდეს თმა გაზრდილი, რო გამისწორონ?

Posted by: MKBHD 21 Jan 2022, 02:17
QUOTE
მთავარია იყოს უსულფატო შამპუნი და 6თვე ძლებს

მაინც რომელიმე კონკრეტულ ბრენდს ხოარ გაუწევდით რეკომენდაციას შამპუნი და კონდიციონერი?

Posted by: ჰოვა 13 Feb 2022, 20:00
ახალი Remington s8590 keratin therapy- მაქვს რამოდენიმე ცალი. კარგ ფასში ვყიდი. მომწერეთ ინბოქსში.
ახლებია, გაუხსნელი.

Posted by: ჰოვა 8 Mar 2022, 20:17
^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^ ^^^^^^^^^^^^^

Posted by: Danica 23 May 2022, 00:24
გამარჯობა, ხომ არ იცით თბილისში ასწორებენ თმას იაპონური მეთოდით?

Posted by: Danica 11 Jun 2022, 19:45
გამარჯობა, ხომ არ იცით თბილისში ასწორებენ თმას იაპონური მეთოდით?

Posted by: SilverLinings 9 Dec 2022, 07:12
თმის ბოტოქსის მომხრე უფრო ვარ. კერატინი არ გამომადგა. ისედაც სწორი თმა როდესაც გაქვს, ბოტოქსი.

Posted by: Danica 27 May 2023, 04:51
SilverLinings

გამოხმაურება ახლაღა ვნახე user.gif დიდი მადლობა love.gif სწორი თმა არ მაქვს, მაგრამ დამაინტერესა ბოტოქსმა. გაჯანსაღება არ აწყენს ჩემს თმას და რომელიმე სალონს ხომ არ გაუწევდით რეკომენდაციას თმის ბოტოქსზე?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)