forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (16) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> რჩევები მათთვის, ვინც ახალი მეგობრის შეძენა გადაწყვიტა
MITIATO
დეპრესიული ოპტიმისტი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9074
წევრი No.: 111500
რეგისტრ.: 5-February 10

  გამოგზავნილია: 7 Jan 2012, 18:36  #29091151      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ხართ თუ არა მზად ძაღლის გაზრდისათვის:
”რა ლამაზი ლეკვია! მეც მინდა ასეთი!”_აღტცებით ვამბობთ ბუთხუზა, საყვარელი არსების დანახვისას.
ნუ იჩქარებთ ლეკვის აყვანას ასეთი შთაბეჭდილების ქვეშ: პატარა, ფუმფულა გორგალი, რომელიც დაუფიქრებლად აიყვანეთ, რაღაც დროის შემდეგ შეიძლება თქვენთვის მძიმე ტვირთი გახდეს.
სანამ ძაღლს აიყვანდეთ დაფიქრდით, ხართ თუ არა მზად ბავშვის გაზრდისათვის, რადგანაც ძაღლს დაახლოებით ისეთივე ზრუნვა სჭირდება, როგორც პატარას. იშვიათი არ არის შემთხვევა, როცა ადამიანებს აყავთ ძაღლი, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ ხვდებიან, რომ ვერ გაუმკლავდებიან ოთხფეხა მეგობრის მოვლასა და აღზრდას და მას თავიდან იშორებენ.
გახსოვდეთ, ძაღლი არც ნივთია და არც სათამაშო!
ძაღლი ცოცხალი არსებაა, რომლისათვის აუცილებელია თქვენი მზრუნველობა და სიყვარული.
ძაღლის აყვანამდე აუცილებლად გაითვალისწინეთ:
1. ოჯახის წევრების აზრი.
ოჯახის ყველა წევრს უნდა ძაღლი? ვისი იდეა იყო ლეკვის აყვანა? ვინ აიღებს ლეკვის მოვლისა და აღზრდის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე? ლეკვს განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება: ხანგრძლივი ძილი, რეგულარული კვება, მაშინაც კი როცა ეს ოჯახის სხვა წევრთა აზრს ეწინააღმდეგება.
2.თუ მარტო ცხოვრობთ
თუ მარტო ცხოვრობთ, დაფიქრდით, რამდენად ხშირად შეძლებთ ძაღლის გასეირნებას ან უბრალოდ მის გვერდით ყოფნას. გექნებათ კი საკმარისი დრო მისი წვრთნისათვის. თავიდანვე დაფიქრდით, ვის დაუტოვებთ ძაღლს ქალაქიდან გასვლის შემთხვევაში.
3.საცხოვრებელი პირობები
გაძლევთ კი თქვენი საცხოვრებელი ფართი იმის შესაძლებლობას ძაღლი აიყვანოთ? ცხოველმა თავი არ უნდა იგრძნოს გალიაში გამოკეტილივით ქალაქის ბინაში. მას სივრცე სჭირდება. დაფიქრდით, სად გაასეირნებთ ძაღლს, არის კი ახლომახლო პარკი? მარტო დარჩენილი პატარა ლეკვები წკმუტუნს იწყებენ. რას იტყვიან ამაზე მეზობლები?
თუ ქალაქგარეთ ცხოვრობთ, გაითვალისწინეთ, რომ ძაღლს კარგად შემოღობილი ეზო სჭირდება, რათა, ერთის მხრივ გამვლელები დაიცვათ ძაღლის ყბებისგან, მეორეს მხრივ, ძაღლი აარიდოთ სხვადასხვა საფრთხე, რომელიც მას ქუჩაში მოხვედრისას ემუქრება. ეზოში უნდა იდგეს სახლი, რომელშიც ძაღლი თავს შეაფარებს სიცხის ან უამინდობის დროს.

სანამ ძაღლს აიყვანდეთ, დაფიქრდით, ხართ თუ არა მზად მისთვის გაიღოთ მსხვერპლი...

მატერიალური
-თქვენ უნდა უზრუნველყოთ ძაღლის ბალანსირებული კვება. თუ აპირებთ ძაღლი მხოლოდ ფაფებით გამოკვებოთ, გირჩვეთ ასეთი დიეტა ჯერ საკუთარ თავზე გამოსცადოთ.
-ძაღლს უნდა ქონდეს თავისი საკუთარი ნივთები და აქსესუარები, თავისი საწოლი, ჯამები საკვებისათვის და წყლისთვის, საყელური და საბელი, სათამაშოები, სააბაზანოს პირსახოცი, ბრჭყალების საჭრელი, სავარცხლები, გადასაყვანი ყუთი მგზავრობისათვის, ტანსაცმელი ცივი ამინდისათვის.
-რწყილებისა და ტკიპების საწინააღმდეგო საშუალებები, სასუსნავი, შამპუნები, კონდეციონერები, ბეწვის მოვლის საშუალებები, კბილების, ყურების საწმენდი საშუალებები. ნუ დაბანთ ძაღლს იაფფასიანი საეჭვო წარმოშობის შამპუნით_შესაძლოა ამით თქვენს ძაღლს კანი გაუღიზიანოთ და მას ბეწვის ცვენა დაეწყოს.
-აცრები_ეს ყოველწლიური სავალდებულო პროცედურაა;
-დოკუმენტების გაფორმებისათვის(მაგ. ვეტ.პასპორტი, საგვარეულო ნუსხა, ჩემპიონის სერთიფიკატი და ა.შ.);
-თუ ძაღლი გამოფენაში ან რამე შეჯიბრებაში იღებს მონაწილეობას, თქვენ გარკვეული თანხის გადახდა მოგიწევთ მონაწილეობის სანაცვლოდ.
-გრუმერის, ვეტერინერის მომსახურეობა;
-ძაღლის მიერ გაფუჭებული ნივთები: ამ კატეგორიას მიეკუთვნება ნივთები, რომლებიც ძაღლმა გააფუჭა ლეკვობისას ან მოგვიანებით.

დროის
-სეირნობა. ხშირად, პატრონები მხოლოდ იმას ფიქრობენ, რაც შეიძლება სწრაფად მოითავოს ძაღლმა ტუალეტი, რომ დროულად დაუბრუნდნენ საყვარელი სერიალის ყურებას. მაგრამ, უბრალოდ დაფიქრდით: თქვენ მთელი დღე სადღაც დადიოდით, მოძრაობდით, ხვდებოდით მეგობრებს, თქვენი ძაღლი კი ამ დროს მორჩილად იწვა დივანზე და მოთმინებით გელოდათ, როდის დაბრუნდებოდით სახლში. სეირნობისას მაინც მიეცით საშუალება,იმოძრაოს ისე, როგორც საჭიროა!
ძაღლის გასეირნება აუცილებელია ნებისმიერ ამინდში, თქვენი განწყობის და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად მინიმუმ 2-ჯერ დღეში. იმისათვის, რომ ლეკვს ქუჩაში მოსაქმება მიაჩვიოთ, მისი გარეთ გაყვანა ყოველი ჭამის შემდეგ მოგიწევთ ანუ დაახლოებით 6-ჯერ დღეში.
მზად ხართ კი ყოველ დღე 2 საათიანი სეირნობისათვის? ეს დროის ის მინიმალური რაოდენობაა, რომელიც ძაღლმა ქუჩაში მოძრაობაში უნდა გაატაროს.
მზად ხართ თუ არა დილით გამთენიისას ადგომისათვის?
იცით თუ არა, რომ ძაღლის მოყვანა მთლიანად შეცვლის თქვენს ჩვეულ დღის რეჟიმს?
ეზოიან საკუთარ სახლშიც რომ ცხოვრობდეთ მარტო ამით ვერ შემოიფარგლებით. ძაღლს აუცილებლად უნდა ქონდეს ურთიერთობა თავისივე მსგავსებთან, ახალი შთაბეჭდილებებიჩ ძალიან მნიშვნელოვანია.
-წვრთნა_ფიზიკური დატვირთვა, ბრძანებების დასწავლა და ა.შ. დროს საჭიროებს;
-ბეწვის მოვლა_დაბანა, დავაცხნა;
-კბილების, ყურების დასუფთავება, ბრჭყალების მოჭრა;
-სახლის დასუფთავება_რა სუფთაც არ უნდა იყოს ძაღლი, თავისებურათ მაინც აბინძურებს ოთახებს;
-ურთიერთობა! ნებისმიერ ძაღლს სჭირდება პატრონთან ურთიერთობა. შეგიძლიათ ამისათვის დროის გამონახვა?

ფსიქოლოგიური:
-თქვენი დღის წესრიგი თავდაყირა დადგება;
-იმისათვის, რომ ლეკვისგან კარგად აღზრდილი ძაღლი გაზარდოთ დიდი მოთმინება და ნებისყოფა დაგჭირდებათ;
-ცხოველები ყველას არ უყვარს, ზოგიერთს საშინლად ეშინია ძაღლების. მარტო დარჩენილმა ცხოველმა შეიძლება წკმუტუნი ან ყეფა დაიწყოს, ამიტომ წინასწარ შეეგუეთ იმ აზრს, რომ მეზობლები საყვედურებით აგავსებენ.ზოგიერთი მეზობელი შეიძლება ნეგატიურად განეწყოს თქვენი ძაღლის მიმართ:”რატომ გყავს ალიკაპის გარეშე?”, ”ძაღლი გაიყვანე, აქ ბავშვები თამაშობენ!” ” შენმა ძაღლმა ჩემს კართან მოისაქმა!” ამ საყვედურების მოსმენა შეიძლება ყოველდღიურად მოგიხდეთ.

თქვენი ფიზიკური მდგომერეობა და ხასიათი:
დარწმუნებული ხართ, რომ შეგიძლიათ ძაღლს გაუმკლავდეთ? ხართ კი საკმარისად მომთმენი? რამდენად მტკიცე ნებისყოფა გაქვთ?
თუ უკვე ასაკში ხართ, დაფიქრდით, რთული ხომ არ იქნება თქვენთვის ლეკვის გაზრდა. ყურადღება მიაქციეთ ჯიშს: აქტიური, ენერგიული ჯიშები თქვენ არ გამოგადგებათ.

მზად ხართ აიტანოთ ძაღლის მიერ გაფუჭებული ნივთები?
არიან ძაღლები, რომლებიც იზრდებიან და არაფერს აფუჭებენ, თუმცა საპირისპიროც ხდება. გარდა ამისა, ლეკვები უფრო 8 თვის ასაკამდე მავნებლობენ და რაც უფრო დიდ დროს გაატარებენ ამ ასაკამდე პატრონთან ერთად, მით ნაკლები ზიანი მიადგება სახლს. გაითვალისწინეთ, რომ ვერავინ გასწავლით 100%-იან საშუალებას, რითაც ნივთებს ლეკვის ბრჭყალებისა და კბილებისაგან გადაარჩენთ, ამიტომ კარგად დაფიქრდით იმაზე, ხართ თუ არა მზად შეეგუოთ იმას, რომ თქვენი საყვარელი ფეხსაცმელი შეიძლება დაგლეჯილი დაგვხვდეთ, ავეჯი_დაკაწრული, შპალერი_დაფლეთილი და ა.შ.

ძაღლის განგური(ბეწვის ცვლა).
განგურის დროს ძაღლის ბეწვი მთელს სახლში იფანტება, ამიტომ დამატებითი ძალისხმევა მოგიწევთ სისუფთავის შესანარჩუნებლად. რა თქმა უნდა, შეიძლება ყოველ დღე დავარცხნოთ ცხოველი_ამაში დაახლოებით 30 წთ. დაგეხარჯებათ. გაითვალისწინეთ, რომ მოკლებეწვიან ძაღლებს პრაქტიკულად მთელი წლის განმავლობაში ცვივათ ბეწვი.

ძაღლის სექსუალური მოთხოვნილებები.
მძუნაობა ძუს წელიწადში 2-ჯერ აქვს და ის დაახლოებით 3 კვირა გრძელდება.
ამ პერიოდში ძაღლი შეიძლება არაადეკვატური იყოს: აღარ შეასრულოს ბრძანებები, იყოს აგრესიული სხვა ცხოველების მიმართ, დაიწყოს შარდვა სახლში. ხვადი ნებისმიერ დროს შეიძლება გაგექცეთ თუ ახლომახლო ამძუვნებული ძუ გამოჩნდა.

მზად ხართ შეასრულოთ კანონები ცხოველების ყოლის შესახებ?
შესაძლოა ასეთი კანონების უმრავლესობა უბრალო ფორმალობაა და რეალურად იშვიათად სრულდება, მაგრამ ისინი მაინც არსებობენ. მათ გარდა ქალაქში მოქმედებს დაუწერელი კანონებიც: საზოგადოებრივ ადგილებში ძაღლი საბელით უნდა ასეირნოთ, არ დაუშვათ, რომ თქვენმა ძაღლმა დაკბინოს სხვა ძაღლები და ცხოველები, მით უფრო, ადამიანები. არ დაუშვათ, რომ თქვენმა ძაღლმა ქუჩები დაანაგვიანოს და ა.შ.
მზად ხართ გახდეთ ცივილიზებული პატრონი თქვენი ძაღლისათვის?

გაქვთ კი საკმარისი ცოდნა, რათა სწორად აღზარდოთ ძაღლი?
იმისათვის, რომ ლეკვისაგან კარგად აღზრდილი ძაღლი ჩამოაყალიბოთ, დიდი მოთმინების გამოჩენა მოგიწევთ.
პირველ რიგში ძაღლს უნდა გააგებინოთ სახლში მოქცევის წესები. ძირითადი ბრძანებების სწავლა თქვენგან ხანგრძლივ დროს და ნებისყოფას მოითხოვს.
სამომსახურეო ჯიშებისათვის აუცილებელია სპეციალური წვრთნის კურსის გავლა. ამას არაერთი კვირა და თვეც კი დასჭირდება. თუ თქვენ ძაღლი ნადირობისათვის გჭირდებათ, მაშინ აუცილებელია მისთვის თქვენთან ერთად ნადირობის სწავლა.
საბოლოო ჯამში თქვენ ყოველთვის მზად უნდა იყოთ აკონტროლოთ ძაღლის ქცევა სახლში სტუმრების მოსვლისას, სეირნობისას, ვეტერინერულ კლინიკაში_ყველგან და ყოველთვის.
თუ თქვენ არ გქონიათ ძაღლის აღზრდისა და წვრთნის გამოცდილება, ჯობია თავიდანვე სპეციალის მიმართოთ, რომელიც დაგეხმარებათ აღზარდოთ ღირსეული ძაღლი.

არ ღირს ძაღლის აყვანა, თუ:
-თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს აქვს ალერგია ბეწვზე ან ბრონქული ასთმა;
-გაქვთ საცხოვრებელი ადგილის პრობლემები;
-თითქმის მთელი დღე იმყოფებით სამსახურში;
-ხართ მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში;
-ოჯახის ყველა წევრი არ არის თანახმა აიყვანოთ ძაღლი;
-თუ ჯერ კიდევ არ ხართ საკმარისად მორალურად მზად ძაღლის გაზრდისთვის;
-თუ მიიჩნევთ, რომ ძაღლი ცოცხალი სათამაშოა თქვენთვის ან თქვენი ბავშვებისათვის.

user posted image






--------------------
"როდესაც მოიჭრება უკანასკნელი ხე,
როცა მოიწამლება უკანასკნელი მდინარე,
როცა დაჭერილი იქნება უკანასკნელი ჩიტი,
თქვენ მიხვდებით, რომ ფული არ იჭმება.”
MITIATO
დეპრესიული ოპტიმისტი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9074
წევრი No.: 111500
რეგისტრ.: 5-February 10

გამოგზავნილია: 7 Jan 2012, 18:48  #29091316      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რომელი ჯიში ავირჩიოთ:
მსოფლიოში ძაღლის 500-მდე ჯიში არსებობს, რომლებიც ერთმანეთისაგან ხასიათით, გარეგნობით, ქცევით, განსაზღვრული სამომსახურეო თვისებებით განსხვავდებიან. ძაღლის ყიდვის წინ ღირს საგულდაგულოდ დაფიქრება, რომელი ჯიში უფრო შეგეფერებათ პირადად თქვენ. ძაღლი მაქსიმალურად უნდა შეესაბამებოდეს მომავალი პატრონის მოთხოვნილებებს, მის ხასიათს და ჩვევებს.
ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ყველა ადამიანი ვერ აცნობიერებს იმას, რომ ძაღლის ქცევაზე დიდ გავლენას სწორედ მისი ჯიში ახდენს. ზოგიერთი ჯიში თავიდანვე პროფესიონალურ მიდგომას საჭიროებს, ისინი არ პატიებენ ახალბედებს შეცდომებს. სხვები უფრო ლოიალურები არიან და მათი აღზრდა გაცილებით ადვილია. გარდა ამისა, მაგ. გერმანული ნაგაზი საერთოდ არ შეეფერება ადამიანს, რომლისათვის საუკეთესო დასვენება დივანზე წოლაა; კავკასიური ნაგაზი არ არის რეკომენდირებული მათთვის, რომლებსაც არანაირი გამოცდილება არ აქვთ ძაღლის აღზრდაში და ა.შ.
თქვენს ცხოვრებაში დადგა დრო, როცა გადაწყიტეთ ძაღლის აყვანა, მაგრამ ჯერ არ იცით, რომელი ჯიში აირჩიოთ? ამისათვის აუცილებელია გადახედოთ არჩევანის მთავარ კრიტერიუმებს და კონკრეტულად მოახდინოთ ფორმულირება, რა გჭირდებათ პირადად თქვენ.
ძაღლი უნდა აირჩიოთ თქვენი ხასიათისა დაცხოვრების წესიდან გამომდინარე, არ დაივიწყოთ არც თქვენი საცხოვრებელი პირობები.
ქვემოთ მოყვანილია ძირითადი კრიტერიუმები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენთვის უფრო შესაფერისი ჯიშის არჩევაში.

1.ძაღლის დანიშნულება
გასაგებია, რომ თუ წვეულებებზე სიარული გინდათ საყვარელი ძაღლუკათი ხელში ამისათვის სენბერნარი არ გამოგადგებათ. ამ მოვალეობას ჩიხუახუა ან იორკშირული ტერიერი უფრო კარგად შეასრულებს.
სახლის დასაცავად კი არ ღირს თოი ტერიერის ან ჩიხუახუას აყვანა. ისინი, მართალია, შეეცდებიან სახლის დაცვას და ყეფას, მაგრამ ბოროტმოქმედს მაინც და მაინც ვერ დააფრთხობენ.
თუმცა პატარა ტანის ძაღლიც შეიძლება კარგი გუშაგი იყოს. ხშირად გაავებული ყეფაც კი საკმარისია, რომ დაუპატიჟებელი სტუმარი დააფრთხეს. ამ მიზნისათვის ხშირად აჰყავთ აფენპინჩერი, პინჩერი (გერმანული და ავსტრიული), ჯუჯა შნაუცერი.
სახლის დასაცავად უფრო ხშირად დიდი ტანის, ავ ძაღლებს ირჩევენ. როგორებიც არიან როტვეილრები, შუააზიური, გერმანული და კავკასიური ნაგაზები, ბოქსიორები, დოგები. ეს ძაღლები სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ ბოროტმოქმედისათვის, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ წვრთნის გარეშე, ისინი მცველები კი არა, თქვენი ეზოს ჩვეულებრივი ბინადრები იქნებიან. მათი წვრთნა სპეციალურ ცენტრებში ხდება და საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. თანაც ასეთ ოთხფეხა მეგობარს დიდი სივრცე და ბევრი საკვები სჭირდება.
დარაჯი ძაღლი უნდობი და აგრესიული უნდა იყოს. ამიტომ, ამ დანიშნულებით რეკომენდირებულია ისეთი ძაღლის გამოყენება, რომელსაც არ აქვს ზედმეტი თავდაჯერებულობა, ადვილად ღიზიანდება, ფხიზლად აკვირდება ყველაფერს რაც მის ირგვლივ ხდება, სწრაფად და აგრესიულად რეაგირებს საეჭვო მოვლენებზე და ხმამაღალი ყეფით აფრთხილებს პატრონს.
ბავშვებისათვის ნებისმიერი ალერსიანი და გაწონასწორებული ფსიქიკის მქონე ძაღლი გამოდგება.
მავნე მღრღნელების გასანადგურებლად საუკეთესოები არიან ტერიერები(ფოქსტერიერი), პინჩერები და შნაუცერები. მათ ამისათვის სპეციალური წვრთნა არ სჭირდებათ.

2. ძაღლის ზომა
გამომდინარე იქიდან, ქალაქგარეთ ცხოვრობთ თუ ქალაქში, დაფიქრდით, როგორი ზომის ძაღლი უფრო მეტად შეეფერება თქვენს საცხოვრებელ პირობებს: პატარა, საშუალო ზომის თუ დიდი.
გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი პატარა ძაღლი უფრო მეტ ადგილს იკავებს სახლში, ვიდრე_დიდი.
ისიც გახსოვდეთ, რომ პატარა ძაღლები უფრო ნაკლებს ჭამენ, მაგრამ უფრო კაპრიზულები არიან.
user posted image

3.თქვენი ფიზიკური შესაძლებლობები
თუ თქვენ ძლიერი მამაკაცი ხართ, შეგიძლიათ ნებისმიერი ჯიში აირჩიოთ. და თუ არა? გარდა ამისა, მოზრდილ მამაკაცებს ხშირად არ აქვთ საკმარისი დრო ძაღლზე ზრუნვისათვის, ამიტომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ოჯახის წევრების ფიზიკური შესაძლებლობები.
თუ თქვენ ქალბატონი ბრძანდებით, სპეციალური მომზადების გარეშე რთულად გაუმკლავდებით დიდი ზომის ძაღლებს. მაგრამ თუ თქვენ გიყვართ დიდი ძაღლები, მაშინ ლეკვობიდანვე მოგიწევთ მისი წვრთნა, რათა შემდეგ ადვილად დაიმორჩილოთ.
user posted image

4. ძაღლის ანატომიური თავისებურებანი, მისი გარეგნობა
თუ თქვენ გიყვართ ძაღლის ბეწვის მოვლა_გრძელბეწვიანი ჯიში აიყვანეთ. ისინი ლამაზები და ეფექტურები არიან. გრძელბეწვიანი და მოკლებეწვიანი ძაღლის ბეწვი ერთნაირად იფანტება ოთახში, ოღონდ პატარა, მოკლე ბუსუსების მოშორება ავეჯიდან უფრო რთულია, ვიდრე_გრძელის.
უფრო მოსახერხებელია სახლში საშუალო სიგრძის ბეწვის და თივთიკის მქონე ძაღლის შენახვა. გლუვბეწვიანი ძაღლები ფაქტიურად არ ისვრებიან, მაგრამ ისინი ცუდათ არიან დაცული სიცივისაგან. თქვენ მათთვის სპეციალური ტანსაცმლის ყიდვა მოგიწევთ.
ოთახში სიუფთავის შენარჩუნების თვალსაზრისით ძალიან პრაქტიკულები არიან უხეშბეწვიანი ძაღლები (ტერიერები და შნაუცერები): ისინი ბეწვს არ იცვლიან და თითქმის არ ისვრებიან(სამაგიეროდ, ტრიმინგი სჭირდებათ). მოკლეფეხებიანი ძაღლები(ბასეტ-ჰაუნდი, ტაქსა, პატარა ტერიერები) ძალიან ისვრებიან წვიმიან ამინდში, დიდ თოვლში მათ გადაადგილება უჭირთ.
ბეწვი არ სცვივათ უბეწვო ძაღლებს, მაგრამ მათ სპეციალური კრემები და კანის მოვლის საშუალებები სჭირდებათ.
საკმაოდ ცოტა ბეწვი სცვივათ პუდელებსა და სხვა ხუჭუჭბეწვიან ძაღლებს (კერი-ბლუ ტერიერი, ბედლინგტონ ტერიერი). მაგრამ მათ ბეწვს მუდმივი მოვლა სჭირდება. მნიშვნელობა აქვს ბეწვის ფერსაც. მაგ. თეთრბეწვიან ძაღლებს უფრო საგულდაგულო მოვლა სჭირდებათ, მუდმივად ქათქათები რომ იყვნენ.
მოკლე დრუნჩის მქონე ძაღლებისათვის დამახასიათებელია ქოშინი, ხვრინვა, მიდრეკილება სითბური დარტყმისკენ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისკენ. სპანილებისა და ბასეტ ჰაუნდის გრძელი ყურები შეიძლება ადვილად დაზიანდეს სეირნობისას ან ძაღლების ჩხუბისას. გასათვალისწინებლია, რომ ისინი ხშირად ავადობენ ყურების ანთებით.

5. ხასიათი და ტემპერამენტი
არავინ, ვინც ძაღლის აყვანას გეგმავს, არ ითვალისწინებს ამ ერთი შეხედვით უბრალო ნიუანსს_ძაღლის ხასიათსა და ტემპერამენტს.
ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი და რთული საკითხია.
წარმოიდგინეთ, რომ სახლში საკუთარი ინიციატივით ასახლებთ საკმაოდ თავისებური ხასიათის მქონე ბინადარს, რომელიც მალე საკმაოდ აშკარად აცხადებს თავის წესებს. თქვენ მოგიწევთ დაეთანხმოთ მას ან ჩაებათ ხანგრძლივ კომუნალურ დავაში საკუთარ ძაღლთან. კარგი იქნება, თუ შეთანხმდებით, მაგრამ თუ ამას ვერ მოახერხებთ? ეს ბევრს აბრაზებს: ეს როგორ, განა თქვენ არ გაზარდეთ და გამოკვებეთ, ეს უმადური კი ბედავს რაღაც თავის ჭკუაზე აკეთოს!
ახალ ამ სიტუაციას სხვა მხრიდანაც შეხედეთ. თქვენ მეგობრებად არ ირჩევთ ადამიანებს, რომელთა ცხოვრებისეული შეხედულებები, მიზნები და ხასიათი არ შეესაბამება თქვენსას. ძაღლების არჩევისას კი ამ შეცდომას ხშირად ვუშვებთ.
მერე ვიღაც დაიწუწუნებს, რომ ცვერგშნაუცერის ხმამაღალი ყეფისაგან თავი უსკდება. სხვა კი განაწყენდება, როცა აღმოაჩენს, რომ თავისი ჩაუ ჩაუ სეირნობისას იგნორირებას უკეთებს და ბრძანებაზე ”ჩემთან!”, საუკეთესო შემთხვევაში ჩერდება და იცდის, როდის მიირბენს მასთან გულამოვარდნილი პატრონი.
მსგავსი ისტორიები ხდება იმის გამო, რომ ჩვენ თავის დროზე არ დავფიქრდით ამ საკითხზე. რა შუაშია აქ ძაღლი?
ყურადღება უნდა მიექცეს ჩვენი და ძაღლის ხასიათსა და ტემპერამენტს. მართალია, ერთი ჯიშის ძაღლები ხასიათით ერთმანეთის იდენტურები არ არიან, მაგრამ არც იმის უარყოფა ღირს, რომ ყველა მათგანს აერთიანებს საერთო თვისებები რაც კონკრეტულად ამ ჯიშის თავისებურებას წარმოადგენს.
ეს ნიშნავს იმის, რომ მაგ. გერმანული ნაგაზების უმეტესობა ძალიან აქტიურია, ტემპერემენტიანი, მზადაა ადამიანთან ერთად მუშაობისათვის, მიჯაჭვულია პატრონს. მყეფრები კი, პირიქით, დამოუკიდებლები და თავნებები არიან. გამოუცდლი ადამიანისათვის მათი დამორჩილება რთულია.
მნიშვნელოვანია, ისე აირჩიოთ ძაღლის ჯიში, რომ მისი ტემპერამენტი, ენერგიულობა და ხასიათი მაქსიმალურად შეესაბამებოდეს თქვენსას. მშვიდ ფლეგმატიკ პატრონთან მოძრავი ძაღლი მოწყენილობით მოკვდება, ნაკლებმოძრავი, წყნარი ძაღლი კი ასეთ ადამიანთან ადვილად გამონახავს საერთო ენას.
იმისათვის, რომ სწორად აირჩიოთ, რომელი ჯიში იქნება თქვენთვის უფრო კომფორტული ფსიქოლოგიურად, თავიდან გულწრფელად უპასუხეთ კითხვას: როგორი ხასიათი გაქვთ თქვენ? ზარმაცები და ზოზინები ხართ თუ აქტიურები და ცნობისმოყვარეები?
გახსოვდეთ, თქვენ პარტნიორი-ძაღლი უნდა აირჩიოთ, რომლის აღზრდაც თვითონვე მოგიწევთ. ამიტომ, თუ არ გაქვთ ძალიან სწრაფი რეაქცია, ნუ აიყვანთ დობერმანს_ორივე დაიტანჯებით, თუ რკინისებური ნერვები და მტიკიცე ხასიათი გაქვთ, არ აიყვანოთ ნერვიული კოლი, თქვენ უფრო ძლიერი და თავდაჯერებული რიზენშნაუცერი, როტვეილერი ან შუააზიური ნაგაზი შეგეფერებათ.
დაფიქრდით იმაზეც, ძაღლთან რამდენად ახლო ურთიერთობა იქნება თქვენთვის სასურველი. არიან ძაღლები, რომლებიც ყველგან ფეხდაფეხ დაყვებიან პატრონს და მუდმივ ყურადღებას მოითხოვენ და არიან ძალიან დამოუკიდებლებიც. ხომ არ გაგაღიზიანებთ ძაღლი, რომელიც განუწყვეტლივ თქვენს ირგვლივ იტრიალებს, ან გული ხომ არ დაგწყდებათ, თუ თქვენი ძაღლი დროის დიდ ნაწილს თავის საწოლში მთვლემარე გაატარებს და სახლში დაბრუნებულს ზედაც არ შეგხედავთ?
ძაღლი, რომელსაც აიყვანთ, საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში იცხოვრებს თქვენთან ერთად, ამიტომ მტკიცედ უნდა იყოთ დარწმუნებულები, რომ სწორ არჩევანს აკეთებთ. დაფიქრდით: აქტიური და თავნება ძაღლი გინდათ თუ მშვიდი და მორჩილი? თქვენი ძაღლი ადვილად წვრთნადი უნდა იყოს თუ მკვეთრად გამოხატული პიროვნული ხასიათისა და მტკიცე ნების მქონე ძაღლები გირჩევნიათ? ის ყველას მიმართ ალერსიანი უნდა იყოს თუ მხოლოდ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების მიმართ? ისეთი ძაღლი გჭირდებათ, რომელსაც ბევრი ყურადღება უნდა და უთქვენოდ იდარდებს თუ ისეთი, რომელიც მარტო დარჩება სახლში საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე?
სხვადასხვა ჯიშის საქციელისა და ხასიათის თავისებურებების შესახებ ადვილად შეიძლება შეიტყოთ სხვადასხვა წყაროებიდან: ინტერნეტიდან, სპეციალური წიგნებიდან, შეგიძლიათ შეეხმიანოთ თქვენთვის საინტერესო ჯიშის მომშენებლებსა და მფლობელებს.

6.წვრთნადობა
ძაღლის წვრთნადობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დანიშნულებით შეიქმნა ესა თუ ის ჯიში. ზოგი ჯიში ზოგი მათგანი ასრულებს სამუშაოს, რომელიც ადამიანთან მჭიდრო კონტაქტს მოითხოვს მისგან. ეს ძაღლები მიჩვეულები არიან დაინახონ ადამიანში ხელმძღვანელი და მზად არიან შეასრულონ მისი ბრძანებები. ასეთ ძაღლებს მიეკუთვნება გერმანული ნაგაზი, ლაბრადორ რეტრივერი, ბორდერ კოლი, შოტლანდიური ნაგაზი (კოლი), პუდელი და ა.შ. ეს ჯიშები საკმაოდ ადვილად იწვრთნებიან, უფრე, მეტიც, მათ თავად სურთ წვრთნა. თუ თქვენ გსურთ სერიოზულად მოკიდოთ ხელი ძაღლის წვრთნას, ან იმუშაოთ მასთან ერთად, ასეთი ჯიშები თქვენთვის საუკეთესო ვარიანტია.
თუ თქვენ არ აპირებთ ბევრი ყურადღება დაუთმოთ თქვენი ძაღლი წვრთნას, თქვენ არ გჭირდებათ თქვენზე ძლიერად ორიენტირებული ძაღლი და მნიშვნელობა არ აქვს რამდენ ბრძანებას და ტრიუკს ისწავლის ის, ადვილად წვრთნადი ჯიშები თქვენ არ გამოგადგებათ. ასეთი ძაღლები მუდმივად მოითხოვენ სამუშაოს, საქმეს, რომლითაც დაკავდებიან და თუ უსაქმოდ იქნებიან, გასართობს თვითონვე მოძებნიან, რაც ხშირად სასიამოვნოდ არ მთავრდება.
ამიტომ, ჯობია ყურადღება შეაჩეროთ იმ ძაღლზე, რომელსაც თავნება ხასიათი აქვს და უფრო დამოუკიდებელია. ოღონდ ამ ძაღლების აღზრდა საკმაოდ რთული საქმეა და გამოცდილებას მოითხოვს. ასეთ ძაღლებს მიეკუთვნებიან მყეფრები, ჩაუ ჩაუ, ბასეტ ჰაუნდი და სხვ.

7.აგრესია სხვა ძაღლებისადმი
ზოგიერთი ჯიშის ძაღლს გენეტიკურად მოჰყვება აგრესია თანამოძმეებისადმი. იმ ცხოველების სელექცია, რომლებსაც ძაღლების ბრძოლებში იყენებდნენ ,ათწლეულების მანძილზე სწორედ ამ ნიშნის მიხედვით ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ძაღლების ბრძოლა დღეს აკრძალულია და ამ ძაღლებს კომპანიონებად უფრო იყენებენ, ქცევის ზოგიერთი თავისებურება მათ მაინც შემორჩათ წინაპრებისაგან. ამიტომ, თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ოთხფეხა მეგობარი კარგად შეეწყოსს თანამოძმეებს, ნუ აიყვანთ ”საბრძოლო” ჯიშის ძაღლებს (პიტბულტერიერს, ბულტერიერს და მსგავსებს). ასეთი ჯიშები საუკეთესო კომპანიონები არიან, მაგრამ მათ კარგი აღზრდა და წვრთნა სჭირდებათ, რათა სხვა ძაღლებთან მშვიდ ურთიერთობას მიეჩვივნონ. მაგრამ შანსი იმისა, რომ ძაღლის გენეტიკა ერთხელაც თავს იჩენს, ყოველთვის მაღალი იქნება.
თანაც, არასაკმარისი ფიზიკური დატვირთვისას (რასაც ქალაქში ხშირად ვხვდებით), ამ ჯიშის ძაღლები მიდრეკილები არიან ჭარბი ენერგია თანამოძმეებისადმი აგრესიისკენ მიმართონ.

This post has been edited by MITIATO on 16 Jan 2012, 20:14
MITIATO
დეპრესიული ოპტიმისტი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9074
წევრი No.: 111500
რეგისტრ.: 5-February 10

გამოგზავნილია: 7 Jan 2012, 18:50  #29091335      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა

ჯიშიანი თუ მეტისი?
ისინი ჩვენს გვერდით ცხოვრობენ. საცოდავები და ამაყები, სიმპატიურები და ულამაზოები, აბეზრები და საერთოდ შეუმჩნევლები. ბიოლოგები მათ ”რთულ პოლიჰიბრიდებს” უწოდებენ, ჩვენ კი უბრალოდ, უჯიშოებს. ვეტერინარული პასპორტის გაფორმებისას გრაფაში ”ჯიში” მათ მეტისს უწერენ. მათთვის არ არსებობს არანაირი კანონი და სტანდარტი, ისინი დიდებიც არიან და პატარებიც, გრძელბეწვიანებიც და მოკლებეწვიანებიც, მხიარულებიც და ნაღვლიანებიც... ისინი საერთოდ არ გვანან ერთმანეთს, იმიტომ რომ ეს არ არის ჯიში. კინოლოგები არ ზრუნავენ მათ ექსტერიერზე, ისინი არ იღებენ მონაწილეობას ძაღლების გამოფენებში, მათ არ აჯილდოვებენ დიპლომებითა და მედლებით.
მათთან მრავალი პრობლემაა დაკავშირებული ესთეტიკურიდან დაწყებული ეპიდემიოლოგიურით დამთვრებული, რომელთა შორის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს კინოლოგიის პრობლემა. კინოლოგების თვალთახედვით სახლში უჯიშო ძაღლის ყოფნა არასასურველია. ისინი იმ ეკოლოგიურ ნიშას იკავებენ, რომელიც შეიძლებოდა ჯიშიან ძაღლს დაეკავებინა.
მაგრამ კინოლოგია ადამიანისათვის არსებობს და არა თავისთავად. ჩვენ კი ძაღლთან ერთად მრავალ წელს მისი ექსტერიერის კი არა ძაღლური პიროვნების გამო ვატარებთ. თანაც ჯიშიანი ძაღლის ლეკვის ღირებულება რამდენჯერმე აღემატება ჩვენი საშუალო ხელფასის ოდენობას. ამიტომაც ჩნდებიან ხოლმე უჯიშო ძაღლები ჩვენს გულებსა და სახლებში.
რომელი უკეთესია: უჯიშო თუ ჯიშიანი ძაღლი? ეს კითხვა ბევრს არ აძლევს მოსვენებას. სინამდვილეში დავა უაზროა: საუკეთესოები ყველგანაა_უჯიშოებშიც და ჯიშიანებშიც. ჯიშიანი ძაღლებივით მათაც აქვთ ღირსება და ნაკლი. მართალია, კონკრეტული ჯიშის ძაღლისაგან განსხვავებით უჯიშო ძაღლების დახასიათება საკმაოდ რთულია.
ჯიშიანი ძაღლი_ეს ხელოვნების ქმნილებაა. ყოველი ჯიში იქმნებოდა ასწლეულების განმავლობაში, სხვადასხვა ძაღლებისაგან იღებდნენ საუკეთესოს: სილამაზეს, მახვილ ყნოსვას, ძალას, სიმამაცეს. ამიტომ, როგორც ვთქვით, ჯიშიანი ძაღლი ადვილად პროგნოზირებადია: სპანიელის ლეკვიდან სპანიელი გაიზრდება და არა_ჩაუ ჩაუ. ყველა პატრონმა იცის,იმ ჯიშისათვის, რომელსაც მისი ლეკვი ეკუთვნის, რომელი დაავადებებია დამახასიათებელი, ამიტომ წინასწარ იღებს ხოლმე პროფილაქტიკურ ზომებს. არჩევანისას არანაკლებ როლს თამაშობს ხოლმე ჯიშის პრესტიჟი და შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს გამოფენაში.
უჯიშო ძაღლები უკონტროლო შეჯვარების შედეგები არიან. ხასიათი და ექსტერიერი მათ გენეტიკურად არ აქვთ განმტკიცებული, ამიტომ როგორი გაიზრდება უჯიშო ძაღლის ლეკვი საბოლოოდ, ამის თქმა საკმაოდ რთულია.
მაინც ვცადოთ და დავახასიათოთ მეტისები:
ჯანმრთელობა.მიიჩნევა, რომ უჯიშო ძაღლებს ჯიშიანებზე უკეთესი ჯანმრთელობა აქვთ.ეს გამოწვეულია იმით, რომ ისინი სხვადსხვა ჯიშის ნარევები არიან, გარდა ამისა, ქუჩის პოპულაციაში საკმაოდ მკაცრი გადარჩევა ხდება, თითქმის ბუნებრივი გადარჩევის მსგავსი. ჯიშიანი ძაღლები ხშირად არიან ახლონათესაური შეჯვარების შედეგად დაბადებულები, რაც უარყოფითად აისახება მათ გენეტიკურ და ფიზიოლოგიურ ჯანმრთელობაზე. უჯიშო ძაღლებს გენეტიკური დაავადებები ძალიან იშვიათად აწუხებთ.
აგრესია. აღმოჩნდა, რომ უჯიშო ძაღლების უმრავლესობას არ ახასიათებს აგრესია სხვა ძაღლების მიმართ. თუმცა ისინი უფრო აგრესიულები არიან უცხო ძაღლების მიმართ, ვიდრე ბოქსიორები, რიზენშნაუცერები, აღმოსავლეთევროპული ნაგაზები, დობერმანები და შოტლანდიური ნაგაზები. ადამიანის მიმართ, როგორც პოტენციური მტრის წინააღმდეგ აგრესიის გამომუშავებაში უჯიშო ძაღლები და მეტისები მხოლოდ აღიარებულ სამომსახურეო ჯიშებს ჩამორჩებიან, მაგრამ წინ უსწრებენ ბოქსიორს, კოლის და დობერმანს.
დაცვა. დარაჯობის უნარი, ანუ საეჭვო ხმაურზე და არსებებზე დაყეფება უჯიშოებს უფრო ნაკლებ აქვთ გამოხატული, ვიდრე სამომსახურეო ძაღლების უმეტესობას, მაგრამ ამ თვისებით ისინი დობერმანს, ბოქსიორს და კოლის აღემატებიან. უჯიშო ძაღლების პატრონების 53% ამბობს, რომ ეს თვისება მათ ძაღლებს ძლიერად აქვთ გამოხატული.
პატრონის ან ტერიტორიის დაცვის ინსტიქტით უჯიშო ძაღლები ჩამორჩებიან ბევრ სამომსახურეო ჯიშს, მაგრამ უსწრებენ ბოქსიორს და კოლის. უჯიშოების 23% კარგი პირადი მცველია, 45% კი შესანიშნავად იცავს პატრონის ეზოსა და სახლს.
წვრთნა. მიიჩნევენ, რომ უჯიშო ძაღლები ჯიშიანებზე უფრო უკეთ იწვრთნებიან, მაგრამ ეს ასე არ არის. ყველაზე ადვილად აღმოსავლეთევროპული ნაგაზი იწვრთნება, შემდეგ მოყვება კილი, დობერმანი, უჯიშო, რიზენშნაუცერი, როტვეილერი, გერმანული ნაგაზი, კავკასიური ნაგაზი, შავი ტერიერი, ბოქსიორი. მაგრამ უჯიშო ძაღლების პატრონთა დიდი ნაწილი (53%) აფასებს თავისი ძაღლის წვრთნადობას, როგორც ძალიან მაღალს.
მოსაზრებულობა. ამ პუნქტში უჯიშო ძაღლები ყველა ჯიშიან ძაღლს უსწრებენ.მეტისების გამოკითხულ პატრონთა 84% ამბობს, რომ მისი ძაღლი ძალიან მოსაზრებულია. დამოუკიდებლობით უჯიშო ძაღლები და მეტისები მხოლოდ კავკასიურ ნაგაზებს ჩამორჩებიან. უჯიშო ძაღლები ძალიან ადვილად ითვისებენ სახლში ქცევის წესებს. ამით ისინი მხოლოდ კავკასიურ ნაგაზებს და რიზენშნაუცერებს ჩამორჩებიან.
კვება. მეტისები უფრო ნაკლებ წუნიები არიან და მათი შენახვა ნაკლები ჯდება.

დღეს მსოფლიოში ძაღლის უამრავი ჯიში არსებობს, რომლებიდანაც ადამიანი ადვილად ამოარჩევს საკუთარი ცხოვრების მეგზურს, მაგრამ გვახსოვდეს, რომ ყოველწლიურად ძაღლთა თავშესაფრებში მილიონობით უჯიშო ძაღლი მხოლოდ იმიტომ იღუპება, რომ არავის არ უნდა მათი აყვანა. სანამ ჯიშიან ლეკვს იყიდიდეთ, დაფიქრდით, უჯიშო ძაღლებიც ხომ არანაკლებ სიხარულს შემოიტანენ თქვენს ცხოვრებაში.
და ბოლოს ერთი ისტორიაც.
1957 წელს ფლორენციაში ძეგლი დაუდგეს უჯიშო ძაღლს სახელად ფიდო, რომელიც 14 წლის მანძილზე ყოველ საღამოს მიდიოდა ავტობუსის გაჩერებაზე, რათა თავის პატრონს კარლო სორიანის დახვედროდა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს დაბომბვისას დაიღუპა. ძეგლზე წარწერაა ”ფიდო. ერთგულების ნიმუში.”
user posted image
* * *
ძუ თუ ხვადი?
თუ თქვენ მტკიცედ გადაწყვიტეთ რომელი ჯიშის ლეკვი აიყვანოთ, შემდგომი საკითხი, როგორც წესი, სქესის არჩევაა. უმჯობესია, ეს მანამ გადაწყვიტოთ, სანამ ლეკვის ძებნას დაიწყებდეთ. თუ თქვენ მხოლოდ იმიტომ აიყვანეთ ძუ ან ხვადი, რომ მომშენებელს იმ წუთისათვის მხოლოდ ერთი სქესის ლეკვები ყავდა, შეიძლება მოგვიანებით აღმოაჩინოთ, რომ ლეკვი სრულებით არ შეგეფერებათ თქვენ.
კითხვაზე ”რომელი უკეთესია_ძუ თუ ხვადი?” თქვენ ვერავინ გიპასუხებთ. აქ ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია: ის, რაც ერთისთვის პლიუსია, დიდი მინუსია სხვისთვის. აქ ყველაფერი მთლიანად თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. თუ არასოდეს გყოლიათ ძაღლი, თავიდან საკმაოდ რთულია განსაზღვრო, რომელი აიყვანოთ, ძუ თუ ხვადი.
ხროვაში ხვადები და ძუები სრულიად სხვადასხვა მოვალეობებს ასრულებენ, ამიტომ მათი ქცევა ძლიერ განსხვავდება ერთმანეთისაგან. ხვადები ითვისებენ ახალ ადგილს, იცავენ ტერიტორიას. მათთვის დამახასიათებელია სიჯიუტე და ცნობისმოყვარეობა, ისინი ლიდერობისაკენ მიისწრაფვიან, მაგრამ ხალისით ემორჩილებიან თავისზე ძლიერს.
ძუების მთავარი ამოცანა შთამომავლობის დატოვებაა. ისინი უფრო კონსერვატორები და ცბიერები არიან, მათთვის მთავარი მიზნის მიღწევაა, გარეგნულად მორჩილი ძუ ყოველთვის ცდილობს თავი აარიდოს ბრძანებას და ამისათვის სხვადასხვა საშუალებებს იყენებს.
სუფთა პრაქტიკული მოსაზრებით ხვადი ლეკვის აღზრდა უფრო რთულია, მაგრამ თუ თქვენ ინსტრუქტორის დახმარებით დროულად მოთოკავთ მის ლიდერობისკენ სწრაფვას, თქვენს ძაღლთან უკვე სირთულეები აღარ გექნებათ.
ძუ ლეკვები უფრო დამჯერები არიან, მაგრამ მოზრდილი ძუ ყოველთვის ეცდება შეცვალოს თავისი სოციალური სტატუსი. მასთან უფრო მეტი მოქნილობის გამოჩენაა საჭირო, ვიდრე მოზრდილ ხვადთან.
საბოლოოდ, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რომელი უფრო მეტად გაფრთხობთ_ხვადის მუდმივი სექსულური მოთხოვნილება თუ ძუს იშვიათი(წელიწადში 2-ჯერ) მძუნაობა.

user posted image

საგამოფენო კარიერა
საგამოფენო კარიერისათვის უპირატესობას ხვადებს ანიჭებენ_ის ყოველთვის ფორმაშია, ძუ კი მძუნაობს ხოლმე. თქვენ ნერვიულობა მოგიხდებათ იმაზე, გამოფენის თარიღი ძაღლის მძუნაობას რომ არ დაემთხვეს. არ არსებობს მკაცრი წესი, რომ გამოფენებზე ამძუვნებული ძუ არ დაიშვება, მაგრამ მიღებულია, რომ მძუნაობის პერიოდში ძაღლები გამოფენებზე არ გაყავთ.

გამრავლება
თუ თქვენ გინდათ კონკრეტული ჯიშის გამრავლებით დაკავდეთ, გაითვალისწინეთ შემდეგი: გამრავლებით სერიოზული დაინტერესებისას ყოველთვის აჰყავთ ძუ. თუ კარგი ძუ გეყოლებათ, თქვენ ყოველთვის მოძებნით კიდევ უფრო კარგ ხვადს. აი, იმის გარანტიას კი, რომ თქვენი ხვადი ოდესმე შეჯვარდება, ვერავინ მოგცემთ. ხვადი ლეკვის აყვანა, რომელიც შემდეგ მწარმოებელი გახდება, საკმაოდ რთულია. უნდა იცოდეთ, რომ ჯიშის გამრავლებისათვის მხოლოდ რამდენიმე ხვადს იყენებენ და სულაც არ არის აუცილებელი თქვენი ხვადი მათ რიცხვში შედიოდეს. თუ გამოფენაზე ხვადი ექსტერიერით ვერ გაიმარჯვებს, ის ვერასოდეს გახდება მწარმოებელი. ხვადებს შორის მხოლოდ იმათ აჯვარებენ, რომლებმაც წარმატებული შოუ კარიერის გაკეთება მოახერხა.ძუს კი შეუძლია შეწყვილდეს ხვადთან, რომელსაც მასზე უკეთესი მონაცემები აქვს.
ამიტომ, გამრავლებისათვის უკეთესია აიყვანოთ ძუ ძალიან კარგი დედისგან. შეაჯვარებთ თუ არა მას, ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია, ხვადის პატრონებს კი ასეთი არჩევანი არ აქვთ, უფრო დიდი შანსია, რომ თქვენი ბიჭი ვერასოდეს შეაჯვაროთ.
მაგრამ თუ თქვენ კარგი ხარისხის ხვადის მფლობელი აღმოჩნდებით, თქვენი ძაღლის მონაწილეობა გამრავლებაში გაცილებით ადვილი იქნება. თქვენ არ მოგიხდებათ ძაღლის მოვლა მაკეობისას, მშობიარობისას, ლეკვებზე ზრუნვა, მათთვის კარგი პატრონების მოძებნა. თქვენი ძაღლი არ გარისკავს ჯანმრთელობით და ექნება პრაქტიკულად შეუზღუდავი შესაძლებლობა გამრავლდეს (რა თქმა უნდა გონიერების ფარგლებში). მაშინ, როცა ძუს წელიწადში მხოლოდ 2-ჯერ აქვს შანსი ლეკვების გაჩენის.

ფიზიოლოგიური თავისებურებები
ფიზიოლოგიური განსხვავება აისახება ძაღლის ყოლის თავისებურებებზე. ხვადები უფრო ხანგრძლივად უნდა ასეირნო, რადგანაც მათთვის აუცილებელია ტერიტორიის მონიშვნა. ხვადებისათვის დამახასიათებელია მომატებული სექსუალურობა (განსაკუთრებით პირველი 3 წელი), ამიტომ შეიძლება ადვილად გაგექცეთ და ამძუვნებულ ძუს გაეკიდოს.
სეირნობის დროს ხვადებს შორის შესაძლოა კონფლიქტი წარმოიშვას.
ძუ, თუ არ მძუნაობს, სექსუალურად აბსოლუტურად ნეიტრალურია. ის ხალისით თამაშობს სხვა ძაღლებთან, მაგრამ მძუნაობასთან ერთად შესაძლოა აგრესია გაუჩნდეს სხვა ძუების მიმართ. ჩვეულებრივ, ეს დიდ უსიამოვნებებს არ იწვევს,რადგანაც ამ დროს სეირნობა მინიმუმამდეა დაყვანილი, რათა თავიდან იქნას აცილებული აბეზარ ”თაყვანისმცემლებთან” შეხვედრა.
თუ თქვენ არ შეაჯვარეთ ძაღლი, შესაძლოა მას ”ცრუ ორსულობა” განუვითარდეს(ძაღლი თავს დედად თვლის და შესაბამისად იქცევა). ამ პრობლემის გადაწყვეტა ძაღლის სტერილიზაციის გზით არის შესაძლებელი. ასე თქვენ მისი ონკოლოგიური პათოლოგიებით დაავადების რისკსაც შეამცირებთ.

მონადირეებისათვის
მონადირეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ხვადები უფრო ძლიერები არიან, ვიდრე ძუები, მაგრამ მათ მეტისმეტი დამოუკიდებლობისაკენ აქვთ მიდრეკილება. ძუები უფრო ერთგული მონადირეები არიან, მაგრამ მათმა მძუნაობამ შესაძლოა ნადირობის გეგმები ჩაგიშალოთ.

კომპანიონი ძაღლი
კომპანიონ ძაღლად, როგორც წესი, უპირატესობას ძუებს ანიჭებენ, განსაკუთრებით მაშინ, თუ სახლში ბავშვები არიან. აქტიური ცხოვრების მოყვარულებს უფრო ხვადი შეეფერებათ. მათთვის ამძუვნებული ძაღლი, მაგ. ლაშქრობის წინ, შესაძლოა პრობლემა გახდეს. თუ თქვენ გსურთ გყავდეთ ძაღლი მუდმივ კომპანიონად რაღაც საქმისათვის, მაშინ თქვენთვის უფრო ხვადი ძაღლი იქნება რეკომენდირებული.

სხვადასხვა სქესის ძაღლები ერთ სახლში
ხვადსა და ძუს შორის არჩევანის გაკეთებისას უნდა გაითვალისწინოთ იმ ცხოველების სქესი, რომლებიც ცხოვრობენ, ან მუდმივად მოდიან ხოლმე თქვენს სახლში.
ორ ხვადს განუწყვეტელი დავა ექნება ტერიტორიის გამო და შესაძლოა, ყველაფერი ჩხუბითაც დასრულდეს. ხვადი და ძუ საკმაოდ მეგობრულად ცხოვრობენ ერთად, მაგრამ თუ ცხოველები კასტრირებულები არ არიან, უნდა გქონდეთ შესაძლებლობა მძუნაობის დროს ისინი ერთმანეთს დააშოროთ.
გახსოვდეთ, პრობლემების უმეტესობის გადაწყვეტა ადვილად შეიძლება აღზრდის საშუალებით.

ძაღლისა და პატრონის სქესი
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ხვადები უფრო ქალებს ეწყობიან, ძუები კი_კაცებს. ძაღლები კარგად არჩევენ ადამიანთა სქესს_ძუები ქალების მიმართ უფრო აგრესიულები არიან, ხვადები კი_კაცების. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ ვინ იზრუნებს ოჯახის ახალ წევრზე. ამ დროს აუცილებელია გაითვალისწინოთ ძაღლის სქესი.
ქვემოთ განხილულია ორივე სქესის ძაღლების პლიუსები და მინუსები, ოღონდ გახსოვდეთ, რომ ეს ყველაფერი სულაც არ ნიშნავს ნაკლს და პირიქით.

ახლა კი მოკლედ ორივე სქესის პლიუსები და მინუსები:

ხვადები:პლიუსები და მინუსები:
ნებისმიერი ხვადის ხასიათი განპირობებულია იმით, რომ ბუნებამ მათ უფრო აქტიური როლი დააკისრა ისეთ მნიშვნელოვან საქმეში, როგორიც შთამომავლობის დატოვებაა. სწორედ მამრობითი სქესის წარმომადგენლებმა უნდა მოძებნონ მეწყვილე, რომელიც მზად არის შეწყვილებისათვის, ”დაითანხმონ” ის შეჯვარებაზე, მოიპოვონ პირველობა სხვა ”ხელის მთხოვნელთა” შორის და ამ ყველაფრის შემდეგ წარმატებით შეასრულონ მთავარი ამოცანა. გარდა ამისა, ხვადებს არ აქვთ სქესობრივი ციკლი, ისინი შეჯვარებისათვის ყოველთვის მზად არიან.
ხვადი ლეკვის არჩევისას ადამიანები ხელმძღვანელობენ იმით, რომ არ სურთ სახლში ძუ, რომელიც წელიწადში 2-ჯერ ამძუვნდება, არ სურთ ლეკვების მოვლით დაიტანჯნონ.
ეს მართალია, მაგრამ ისიც ცხადია, რომ თქვენს გარშემო აუცილებლად იცხოვრებს ძუ, რომელიც ამძუვნდება და თქვენი ხვადი აუცილებლად იგრძნობს მის სუნს. თუ ის აბსოლუტურად არ გემორჩილებათ, შეიძლება ნებისმიერ დროს გაგექცეთ ”სიყვარულის ობიექტის” სახლისკენ.
პლიუსები:
1.არ არის საშიშროება სახლში ლეკვების მოულოდნელი გაჩენის. ანუ, თუ თქვენს ბიჭის არასასურველი შთამომავლობა მაინც გაუჩნდა (მართალია, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე პატრონი ამას არ დაუშვებს), ეს მხოლოდ თქვენს კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული იზრუნებთ თუ არა ლეკვებზე.
2. არ აქვს მძუნაობის ციკლი_შესაბამისად, წელიწადში 2-ჯერ არ მოგიწევთ ჯოხით ხელში დაძაბული სეირნობა. არც სახლის სისუფთავის შენარჩუნებისათვის გახდებითი იძულებული ძაღლს ტრუსები უყიდოთ (რაც არც თუ იაფი ღირს). არ მოგიწევთ ძაღლის დაცვა არასასურველი შეჯვარებისგან.
3. თქვენ შეგეძლებათ თავისუფლად მიიღოთ მონაწილეობა გამოფენებზე და სხვა ღონისძიებებში და არ გადადოთ ისინი ძაღლის მძუნაობის გამო.
4. ჯიშის სტანდარტი ხვადების მაგალითზე იწერება, ამიტომ ისინი ძუებთან შედარებით ჯიშის უფრო ტიპიური წარმომადგენლები არიან. მათში ჯიშიანობა უფრო მკვეთრადაა გამოხატული, ისინი უფრო მასიურები, ტემპერამენტიანები, მოძრავები და თავნებები არიან.შესაბამისად, გამოფენებზე უფრო ხშირად ხვადები იმარჯვებენ.
5. ჯიშები უმეტესობაში სქესობრივი დიმორფიზმი მკვეთრადაა გამოხატული: ხვადები უფრო დიდები და ვაჟკაცური აგებულებისანი არიან;
6. ზოგიერთი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ ხვადები უფრო კარგი მცველები არიან ძუებთან შედარებით. თუმცა ზოგიერთი პირიქით თვლის.
7. ხვადები და ძუები ტემპერამენტითაც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან: ხვადები უფრო აქტიურები და ცნობისმოყვარეები არიან, მაგრამ ემოციების გამოვლენისას უფრო თავშეკავებულებიც.
8. ნადირობის დროს ხვადები მუდამ მზად არიან მუშაობისათვის, მათ არასოდეს დაეწყებათ მძუნაობა სეზონის გახსნის წინ.

მინუსები:
1. არ გაქვთ არანაირი გარანტია, რომ თქვენს ძაღლს ლეკვი ეყოლება, თუ ამის სურვილი გაგიჩნდათ. გასაგებია, რომ თქვენთვის თქვენი ბიჭი ყველაზე, ყველაზე კარგია, მაგრამ თუ ძუს პატრონი თქვენს მოსაზრებას არ იზიარებს, თქვენს ძაღლს ლეკვები შეიძლება მხოლოდან უჯიშო ძუსგან გაუჩნდეს(რაც , საერთო ჯამში არც თუ მისაღები ვარიანტია), ან თვითონ მოგიწევთ ძუს აყვანა.
2. ხვადები უფრო ცნობისმოყვარეები, დამოუკიდებლები, ჯიუტები და აბეზრებიი არიან. მათ უფრო მეტად აქვთ განვითარებული თვითგადარჩენის ინსტიქტი. მათთან უფრო მეტი მუშაობაა საჭირო, რათა ბრძანების შესრულებას მიაჩვიოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ დროს მათი მხედველობის არეში სხვა ძაღლია.
3. ჩვეულებრივ, ხვადები უფრო აგრესიულები არიან;
4. ხვადები უფრო ჯიუტები და ზარმაცები არიან, ამის გამო უფრო მშვიდებიც;
5. ხვადებს უფრო ხშირად უჩნდებათ სურვილი გაარკვიონ ურთიერთობა თავისივე მსგავსებთან, ისინი შეიძლება ისე გაერთონ ამით, რომ ვერ იგრძნონ ვერც ტკივილი და არც თვითგადარჩენის ინსტიქტი ამუშავდეს. ასეთი ჩხუბი ხშირად მთავრდება ვეტერინართან ვიზიტითა და ნაკერების დადებით;
6. ისინი მიდრეკილები არიან ურთიერთობის გარკვევისკენ პატრონთანაც_”ვინ არის პატრონი”. ადამიანთა ხროვაში ხვადი ძაღლი ცდილობს მოიპოვოს უმაღლესი საფეხური იერარქიულ კიბეზე. ამიტომ, ხვადთან ურთიერთობისას საჭიროა გამოავლინოთ ძალაუფლება და ხასიათის სიმტკიცე, ზოგჯერ ფიზიკური ძალაც. ამ ყველაფრის შემდეგაც კი მან შეიძლება კვლავ სცადოს უფროსობის მოპოვება, დასჯის შემთხვევაში კი წინააღმდეგობა გაგიწიოთ. დამწყებებისათვის ამიტომ უფრო ძუა რეკომენდირებული. მაგრამ ყველა ხვადი არ არის დომინანტი_ზოგი მათგანი დაბადებიდან მზად არის მორჩილებისთვის და არც კი ცდილობს ”ხროვაში” დომინანტის ადგილის მოპოვებას.
7. მაგრამ ხვადები ძუებზე უფრო ხშირად არიან დომინანტები. მათ ბუნებრივად აქვთ თანდაყოლილი სწრაფვა პირველობისკენ. მათ არ სურთ დაემორჩილონ თავისზე სუსტ, გამოუცდელ პატრონს. იგრძნობს რა თავს ლიდერად, ზოგიერთი ხვადი უმართავი ხდება. ის საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ პატრონს, არამედ გარემომცველ ხალხსაც. მათ მკაცრი აღზრდა სჭირდებათ. სამაგიეროდ, კარგად აღზრდილი ხვადი ერთგული დამხმარე, ძლიერი და ამტანი მცველია.
8. მდგრადი ნერვული სისტემა საშუალებას აძლევს მამრებს აიტანონ უფრო მეტი ემოციური და ფიზიკური დატვირთვა(თუ თავიდანვე მიიღეს მემკვიდრეობით მდგრადი ნერვული სისტემა);
9. ხვადები უფრო ნაკლებ მიჯაჭვულები არიან პატრონს და პერიოდულად ”ღალატობენ” ხოლმე მეზობლის ძუსთან. ცოტა ვინმე თუ იტყვის, რომ ძუს პატრონი ხვადის გამო მიეტოვებინოს;
10. ძუებს ”ცხელი პერიოდი”საშუალოდ 2-ჯერ აქვთ წელიწადში, ხვადებს კი იმდენჯერ, რამდენი ძუც არის მათ ირგვლივ. სეირნობისას ”ქალბატონით” გატაცებულმა თქვენმა ბიჭმა შეიძლება საერთოდ დაგივიწყოთ თქვენც და საფრთხეც,რომელსაც გარემო შეიძლება უქმნიდეს. ძუს გაკიდებულმა შეიძლება არ მიაქციოს ყურადღება თქვენს ძახილს და დაიკარგოს. თუ მეზობელად ბევრი ძუები ცხოვრობენ, თქვენ კი აღგზნებული ხვადი გყავთ, მოგიწევთ გამუდმებით მიაქციოთ ყურადღება იმას, რომ თქვენი ძაღლი სახლიდან არ გაგექცეთ და არ დაიკარგოს.
11. თუ გამოფენაზე მიხვედით და იქ ამძუვნებული ძუ დაგხვდათ, ის გამოფენა თქვენთვის ჩაშლილი იქნება;
12. მიიჩნევენ, რომ ხვადები ძუებზე უფრო ცუდათ იწვრთნებიან, მაგრამ შესაძლოა პირიქითაც მოხდეს (თუმცა ვინ მოგცემთ იმის გარანტიას,რომ სწორედ თქვენი ხვადი აღმოჩნდება გამონაკლისი);
13. ხვადები მიდრეკილები არიან ტერიტორიის შარდით მონიშვნისკენ, განსაკუთრებით ძუს გამოჩენისას. უფრო ხშირად ასეთი რაღაც პატარა ჯიშის ხვადებს ახასიათებთ. პომერანიელის ან თოი ტერიერისთვის იმის მიჩვევა, რომ ეს სახლში არ გააკეთონ, პრაქტიკულად შეუძლებელია, თქვენ არჩევანის გაკეთება მოგიწევთ–ან კასტრაცია ან ძაღლის გალიაში დამწყვდევა (შეიძლება, უბრალოდ იგნორირება გაუკეთოთ ”მონიშნულ” ავეჯს) ;
14. დიდ, დარაჯ ძაღლებში ხვადები ძუებთან შედარებით საკმაოდ დიდები არიან, თანაც უფრო არაპროგნოზირებადები და მოითხოვენ უფრო მკაცრ მოპყრობას;
15. პატარა ჯიშის ხვადები უფრო აბეზრები და ყეფის მოყვარულები არიან. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს რა ზომის მოწინააღმდეგე დგას მათ წინ. უთანასწორო მოწინააღმდეგესთან ჩხუბით თქვენი ძაღლი ძალიან რისკავს. თუ თქვენ გამოფენაში აპირებთ მონაწილეობის მიღებას, გაითვალისწინეთ, რომ სერიოზული ზიანი (მაგ. კბილების დაკარგვა) იმის ნიშანი იქნება, რომ ის რინგზე ვეღარასოდეს გავა.
17. ხვადებს უფრო ხანგრძლივი სეირნობა სჭირდება, ფიზიოლოგიურად მათ არ შეუძლიათ ერთბაშად დაცალონ საშარდე ბუშტი.მათ ამისათვის მინიმუმ 45 წთ.უნდათ.
18. ქუჩაში ხვადის ძირითადი ამოცანა ყველაფრის დაყნოსვაა, რაზეც ძუს ოდნავი სუნი მაინცაა შემორჩენილი, ამიტომ ინფექციური დაავადებების რისკი მათ უფრო გაზრდილი აქვთ.
19. ბევრისათვის მიუღებელია ხვადის მოთხოვნილება შარდით მონიშნოს ხეები, ბუჩქები, კედლები და აშ.ამით ხვადები თავისი სამფლობელოს საზღვრებს ნიშნავენ.
20. მფლობელებმა უნდა იცოდნენ, რომ ხვადებს შორის კონკურენცია ძალიან მაღალია, როგორც გამოფენებზე (ხვადი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე უნდა გავიდეს გამოფენაზე ან დაამტკიცოს თავისი მონადირის თვისებები საველე შეჯიბრებებზე),ისე მოშენებაში(ხვადების მხოლოდ 1-2% ხდება მწარმოებელი). იმისათვის, რომ საშუალო ხარისხის ძუსთან მოახერხოთ ძაღლის შეჯვარება, ხვადი ლეკვის აყვანა ძვირფასი ნაყარიდან მოგიწევთ, თან პერსპექტიული ლეკვის, შემდგომი აქტიური საგამოფენო კარიერით.
21. მიიჩნევენ, რომ ხვადები უფრო ადვილი მოსავლელები არიან: მათ ხომ ლეკვები არ უჩნდებათ. მაგრამ ამ დროს ყველას ავიწყდება, რომ ძუს გამრავლება წელიწადში მხოლოდ 2-ჯერ უნდა.
გახსოვდეთ, მხოლოდ საუკეთესო ხვადებს აჯვარებენ!
22. როცა ჯიშიანი ლეკვი ”ქალბატონების” მიმართ ინტერესის გამომჟღავნებას იწყებს, პატრონები ფიქრობენ, რომ შეაჯვარებენ და ყველაფერი დამთარდება. სინამდვილეში კი ყველაფერი ამით იწყება! ხვადი უფრო და უფრო მეტს ითხოვს. იმისათვის, რომ შეჯვარების უფლება მოიპოვოს, ძაღლს უამრავი ტიტული უნდა ქონდეს, მინიმუმ_ქვეყნის ჩემპიონის. ამიტომ კარგად დაფიქრდით, ღირს კი საერთოდ ხვადის შეჯვარება.

This post has been edited by M-A-S-E-R-A-T-I on 15 Nov 2017, 23:05
MITIATO
დეპრესიული ოპტიმისტი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9074
წევრი No.: 111500
რეგისტრ.: 5-February 10

გამოგზავნილია: 7 Jan 2012, 19:52  #29092094      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ძუ, პლიუსები და მინუსები:
პლიუსები:
1. ლეკვების გაჩენა რეგულირდება ძაღლის ფიზიოლოგიური მდგომარეობისა და თქვენი სურვილის მიხედვით. ეს ძალიან დიდი სიხარულია_საოცარი, ფუმფულა ლეკვები სახლში. რა თქმა უნდა, თუ დედასაც და პატარებსაც ყველაფერი წესრიგში აქვთ და შეჯვარებამდე კარგად დაფიქრდით, როგორ მოძებნიდით მათთვის კარგ პატრონებს. ნაყარიდან ლეკვის აყვანის მსურველები რამდენჯერმე უნდა აღემატებოდეს (3-4-ჯერ) ლეკვების რაოდენობას. ის, ვისაც ძალიან უნდა ლეკვი (ის ვინც, უბრალოდ გევედრებათ ლეკვს ან ხშირად გეუბნებათ მსგავს ფრაზას ” სიამოვნებით ავიყვანდი ასეთს”) უმეტეს შემთხვევაში ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში სადღაც იკარგება, ან ამბობს, რომ ობიექტური მიზეზების გამო სწორედ ახლა არ შეუძლია ლეკვის აყვანა;
2. ყოველდღიურ ცხოვრებაში ძუები უფრო ადვილი მოსავლელები არიან. ისინი უფრო ალერსიანები, უფრო გულკეთილები, უფრო დამჯერები, ყურადღებიანები და უფრო მსუბუქი ხასიათის პატრონები არიან. ისინი არ გამოირჩევიან ზედმეტი ცნობისმოყვარეობით. ახასიათებთ მეტი სიფრთხილე. მამაცები არიან, ოღონდ გონიერების ფარგლებში. ძუები ადვილად იწვრთნებიან და ხვადებთან შედარებით უფრო უკონფლიქტოებიც არიან.
საერთო ჯამში ძუები უფრო გამგებიანები არიან, ადვილად ეჩვევიან საცხოვრებელ პირობებს, უფრო მეტად არიან მიჯაჭვულები სახლსა და პატრონს. ბევრი ამტკიცებს, რომ ძუებს უფრო მაღალი ინტელექტი აქვთ ხვადებთან შედარებით, მათ მიერ გარემოს ემოციური აღქმა უფრო ფაქიზი და ამავე დროს უფრო რთულია, რაც რა თქმა უნდა, ამდიდრებს ადამიანისა და ძაღლის ურთიერთდამოკიდებულებას.
3. არ არსებობს საშიშროება, რომ ძუ ხროვიდან წასვლას გადაწყვეტს. ისინი უფრო მეტად არიან პატრონს მიჯაჭვულები. სეირნობისას თუ დაუძახებთ სხვა ძაღლებთან მოთამაშე თქვენს გოგოს, ის უფრო თქვენ აგირჩევთ და გამოგეხმაურებათ, რასაც ხვადებზე ვერ ვიტყვით.
4. მძუნაობის პერიოდში ტრუსები და სხვა სპეციალური საშუალებები ყველა ძაღლს არ სჭირდება, ზოგიერთი თვითონვე მშვენივრად უმკლავდება ამ ყველაფერს;
5. ძუები არ ნიშნავენ ტერიტორიას. მათ არასოდეს მოუვათ თავში აზრად ირგვლივ ყველა საგანი შარდით მონიშნონ ხვადის დანახვისას(გამონაკლისია მძუნაობა, როცა ძუები იწყებენ ტერიტორიის მონიშვნას. ამით ისინი ხვადებს ატყობინებენ, რომ მზად არიან შეჯვარებისათვის);
6. ძუები არ საჭიროებნ ისეთ მკაცრ მოპყრობას, როგორც ხვადები. ისინი უფრო ცბიერები არიან და ყოველთვის პოულობენ ისეთ გამოსავალს, სასჯელს თავი რომ აარიდონ.
თუმცა უნდა გაითვალისწინოთ,რომ თავიანთი ეშმაკობის წყალობით ისინი მალე იწყებენ პატრონის მანიპულირებას, თუ რა თქმა უნდა პატრონი ამის საშუალებას მისცემს მათ;
7. თუ ძუს აიყვანთ, უფრო მეტი შანსი გაქვთ მონაწილეობა მიიღოთ ჯიშის გამრავლებაში;
8. ხვადებისაგან განსხვავებით საპირისპირო სქესით ძუები მხოლოდ მძუნაობის პერიოდში ინტერესდებიან, ხვადებისათვის ეს საკითხი ყოველთვის მნიშვნელოვანია;
9. ცნობილი ზოოფსიქოლოგი კ. ლორენცი წერდა ” თუ გაქვთ ამის შესაძლებლობა, ძუ აიყვანეთ, მიუხედავად იმისა, რომ ის წელიწადში 2-ჯერ მძუნაობს, რამაც შეიძლება გარკვეული დისკომფორტი შეგიქმნათ. ვფიქრობ, რომ ძაღლის ყველა მფლობელი დამეთანხმება იმაში, რომ ხასიათით ძუ სჯობია ხვადს... ძუ უფრო ერთგულია, მისი ფსიქიკა უფრო ფაქიზია, მდიდარი და რთული, ვიდრე ხვადის და. როგორც წესი, ის ხვადზე უფრო ჭკვიანია. მე მომიხდა ახლოს გავცნობოდი ძალიან ბევრ ცხოველს და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ოთხფეხა ქმნილებებიდან ადამიანთან ყველაზე ახლოს თავისი აღქმის სიფაქიზითა და ჭეშმარიტი მეგობრობის მოთხოვნილებით სწორედ ძუ დგას.”
10. ძუს პატრონებს, როგორც წესი, არ აწუხებთ შეჯვარებისათვის შესაფერისი ხვადის პოვნის პრობლემა. საკმარისია მხოლოდ ის, რომ ძუ ერთხელ მაინც იყოს შეფასებული ექსპერტ-კინოლოგის მიერ.
მინუსები:
1. უჯიშო ლეკვების გაჩენა, თუ მძუნაობის დროს ძაღლს ყურადღება არ მიაქციეთ.
ლეკვების გაჩენის შემდეგ თქვენ მათთვის ღირსეული პატრონების მოძებნა მოგიწევთ (რაც საკმაოდ რთულია) ან იმასთან შეგუება, რომ ლეკვები სამუდამოდ დარჩებიან თქვენთან;
2. მძუნაობა წელიწადში 2-ჯერ ხდება და დაახლოებით 21 დღე გრძელდება, ადვილი შესაძლებელია, რომ მეზობლის ხვადებმა მთელი ეს დრო თქვენს კართან სერენადების სიმღერაში გაატარონ. სეირნობა საბელით მოგიწევთ, რათა თავიდან აიცილოთ ძაღლის გაქცევა და არასასურველი შეჯვარება. თანაც მძუნაობის დროს ძუს შესაძლოა სრულიად შეეცვალოს ხასიათი.
ამ პერიოდში გამრავლების ინსტიქტი ფარავს სხვა დანარჩენ ინსტიქტებს და კარდინალურად ცვლის თქვენი ძაღლის ხასიათს. მძუნაობის დროს ძუ შეიძლება კაპრიზული და უკარება გახდეს. თქვენმა დამჯერე გოგომ ამ პერიოდში შესაძლოა ბრძანებების შესრულება შეწყვიტოს, აღარ ჭამოს საჭმელი. ის მხოლოდ ერთი პრობლემის გადაჭრით არის დაკავებული: იპოვოს შესაფერისი კანდიდატი შთამომავლობის დასატოვებლად. თქვენი ძუ იწყებს ტერიტორიის მონიშვნას, რათა ხვადების ყურადღება მიიპყროს.
არ დაივიწყოთ, რომ ამძუვნებული ძუს სუნი ნებისმიერი ჯიშის ხვადს კილომეტრების მანძილზე სცემს. თვალის დახამხამებასაც კი ვერ მოასწრებთ, ისე სწრაფად მონახავს თქვენი ქალბატონი ეზოში მცხოვრებ საეჭვო წარმოშობის ”ყმაწვილთან” საერთო ენას.
დაუწერელი კანონების მიხედვით, ამძუვნებულ ძუს ყოველთვის იმ ადგილისგან შორს ასეირნებენ, სადაც სხვა ძაღლები იკრიბებიან. ამძუვნებული ძუ ყოველთვის აპროვოცირებს ხვადებს შორის სისხლისმღვრელ ჩხუბს. ეს ხომ უბრალო საქმის გარჩევა არ არის, აქ გენების გაგრძელება-არგაგრძელების საკითხი წყდება.
გარკვეული უსიამოვნება მოაქვს მძუნაობის დროს ძუს სახლშიც. განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენს საწოლში წოლის უფლებას აძლევთ. იმისათვის, რომ ხალიჩებისა და თეთრეულის სისუფთავე შეინარჩუნოთ იძულებული გახდებით ძაღლს სპეციალური ტრუსები უყიდოთ. იმისათვის, რომ აბეზარი თაყვანისმცემლების თანხლებით არ ისეირნოთ ყოველი სეირნობის წინ ძუს სპეციალური სპრეით დამუშავება მოგიწევთ.
3. თუმცა ძუები ტერიტორიას არ ნიშნავენ (ერთეული ეგზემპლარების გარდა), სამაგიეროდ, კარგად ნიშნავენ მათი თაყვანისმცემლები, რომლებიც ცდილობენ თავიანთი ქალბატონის გული სხვებისგან დაიცვან, მათ შორის, მისივე პატრონისგან;
4. თუმცა ხვადები აგრესიულები არიან, მაგრამ ისინი ისე არ ჩხუბობენ, როგორც ძუები. ხვადებთან ყველაფერი ძალის დემონსტრირებითა და ერთ-ერთი მოწინააღმდეგის უპირატესობის აღიარებით მთავრდება. ხვადების ჩხუბი იშვიათად მთავრდება სერიოზული ტრავმებით.ხვადები ხომ არასოდეს უტევენ დამარცხებულ მოწინააღმდეგეს. ძუები იშვიათად ჩხუბობენ, ისინი უფრო მომთმენები არიან. თუმცა, თუ ”აფეთქდნენ”, ასეთი შეხლა-შემოხლის შედეგი გაცილებით უფრო სერიოზულია ხოლმე. გოგოები წესების გარეშე ჩხუბობენ, ხშირად სიცოცხლის ბოლო წვეთამდე.
5. გამოფენებზე უფრო ხშირად ხვადები იმარჯვებენ;
6. ხშირად მოგიწევთ გამოფენების გამოტოვება ძუს მძუნაობის, მაკეობის, ძუძუთი კვების გამო;
7. ცრუ ორსულობის შემდეგ ძუ შეიძლება მოიქცეს ისე, თითქოს ლეკვები ყავს: მას რძის გამოყოფა ეწყება, უფრო აგრესიული ხდება სხვების მიმართ.
8. საკმაოდ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა ძუს შეჯვარება;
9. თუ თქვენ არ აპირებთ თქვენი ძაღლის გამრავლებას, მაშინ უმჯობესი იქნება, თუ მას სტერილიზაციას გაუკეთებთ. ოღონდ მანამდე აუცილებლად გაიარეთ ვეტერინარის კონსულტაცია, ოპერაცია, რაც არ უნდა იყოს, სარისკო პროცედურაა მაინც.

* * *
რომელი კლასის ლეკვი ავირჩიოთ?
ლეკვები ხარისხის მიხედვით იყოფიან: შოუ კლასად, ბრიდ კლასად და პეტ კლასად.
ეს დაყოფა ხდება ნებისმიერ ჯიშში.
ზოგი ძაღლი გამოფენაზე გადის, ზოგი ჯიშის გამრავლებაში იღებს მონაწილეობას, სხვები კი პატრონის გულს ახარებენ და ბედნიერებას ჩუქნიან მას.
ლეკვის ფასი მის ხარისხზეა დამოკიდებული
გამოცდილ მომშენებელს 2 თვიდან შეუძლია გააკეთოს პროგნოზი ლეკვის პერსპექტიულობის შესახებ. 2 თვისათვის ლეკვს უკვე აქვს ის სილუეტი და მოძრაობა, რომელიც მას მოზრდილობისას ექნება. რაც უფრო დიდია ასაკით ლეკვი, მით უფრო აშკარად ჩანს ეს ყველაფერი.
ხდება ხოლმე, როცა ნაყარში საერთოდ არ არის შოუ კლასის ლეკვები, მაგრამ ისეც შეიძლება მოხდეს, რომ ნაყარში ყველა ლეკვი შოუ კლასის იყოს.
შოუ კლასი
(ინგ. show- ჩვენება,სანახაობა)
ესენი ნაყარის საუკეთესო ლეკვები არიან, რომლებსაც ყველაზე კარგი საგამოფენო პერსპექტივა აქვთ.მათ საუკეთესო ექსტერიერი და ტემპერამენტი გააჩნიათ. ასეთი ლეკვები, როგორც წესი, ძაღლსაშენში რჩებიან შთამომავლობის გასაგრძელებლად. შოუ კლასის ლეკვები ყველაზე პრესტიჟულები არიან, სქესის მიუხედავად.
ასეთი ლეკვების ფასი მაქსიმალურია!
ბრიდ კლასი
(ინგ.breed- ჯიში)
ამ კლასს, ჩვეულებრივ, მიეკუთვნებიან ძუები, რომლებიც ჯიშის შემდგომი გამრავლებისათვის გამოიყენებიან. მეწყვილის კარგად არჩევისას ისინი საუკეთესო შთამომავლობას იძლევიან. ბრიდ კლასს ხვადებს როგორც წესი, არ ანიჭებენ.
ლეკვის ფასი მის ექსტერიერზე და სქესზეა დამოკიდებული!
პეტ კლასი
(ინგ.pet -ოჯახის ნებიერა)
ესენი არიან წუნდებული ლეკვები, რომლებსაც რაღაც ნაკლი აქვთ, ჯიშის სტანდარტთან შეუსაბამო(მაგ. ფერი, ბეწვის ხარისხი, თანკბილვა). ოღონდ ეს ნაკლი არ ემუქრება ცხოველის ჯანმრთელობასა და სიცოცხლის ხარისხს. პეტ-კლასს მიაკუთვნებენ დაუგეგმავი შეჯვარების შედეგად გაჩენილ ლეკვებსაც. ამ ლეკვებს დოკუმენტები თავიდანვე არ აქვთ. თუ მაინც იღებენ დოკუმენტებს, მასში მკაფიოდაა აღნიშნული ”არ გამოიყენება გამრავლებისათვის!”
პეტ კლასს მიაკუთვნებენ უფრო დაბალი ხარისხის ძუებს, ვიდრე ბრედ კლასის(ჯიშის სუსტად გამოხატული ნიშნებით).
ასეთი ლეკვების ფასი ყველაზე დაბალია სქესის მიუხედავად!
ექსკლიუზივი
უნდა აღინიშნოს, რომ იშვიათი და ექსკლიუზიური ეგზემპლარები ყოველთვის უფრო ძვირი ღირს მიუხედავად იმისა, რომელ კლასს მიეკუთვნებიან ისინი.

სამწუხაროდ, ბოლო დროს ძაღლების გამრავლება ორ ძირითად ბანაკად გაიყო: სამომსახურეო და შოუ.
მოკლედ რომ ვთქვათ, შოუ კლასის ძაღლს უნდა ქონდეს კარგი ექსტერიერი, რომელიც აბსოლუტურად უნდა ჯდებოდეს ჯიშის სტანდარტის ჩარჩოებში.
სამომსახურეო ძაღლისათვის (უფრო ზუსტი ტერმინოლოგიით ”სპორტულის”), პირიქით უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამუშაო ხარისხს. ექსტერიერს კი ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. კარგი სამუშაო ხარისხი გამოხატება მდგრად ნერვულ სისტემასა და სწრაფად წვრთნადობაში, ძაღლი დიდ წარმატებას უნდა აღწევდეს სპორტში ან სპეციალური დავალებების შესრულებაში და ა.შ.
თუ თქვენ გაქვთ სურვილი გაიყვანოთ ძაღლი გამოფენაზე, გინდათ გყავდეთ ლამაზი ძაღლი, მაინც და მაინც დიდი მოთხოვნილება არ გექნებათ მისი მუშაობისადმი, მაშინ შოუ კლასის ლეკვი აიყვანეთ. მაგრამ მზად იყავით იმისათვის, რომ ასეთი ძაღლი შესაძლოა სულაც არ ფლობდეს ყველაზე გაწონასწორებულ ფსიქიკას. ამიტომ შოუ კლასის ლეკვის აყვანას საკმაოდ სერიოზული მიდგომა სჭირდება.
თუ ლეკვის აყვანა სერიოზული სამუშაოსათვის გინდათ, სამომსახურეო ხაზის ლეკვია უმჯობესი. ასეთი შესაძლოა არ გამოირჩეოდეს ექსტერიერით, ჰქონდეს უმნიშვნელო ნაკლი, რის გამოც გამოფენაზე საუკეთესო შეფასება ვერ მიიღოს, მაგრამ ამ ყველაფერს ისინი ადვილად გააქარწყლებენ თავიანთი წარმატებებით სპორტსა და სამსახურში.
თუ თქვენ არ აპირებთ ძაღლთან ერთად დღეები გაატაროთ საწვრთნელ მოედნებზე და ბანაკებში ან სულაც არ გინდათ მისი გამოფენაზე გაყვანა, მაშინ პეტ-კლასი ცუდი არჩევანი არ არის.
ოღონდ არ დაივიწყოთ, რომ ნებისმიერი კლასის ძაღლს სჭირდება მოვლა და აღზრდა სახლში მოყვანის პირველივე დღეებიდან.

This post has been edited by MITIATO on 8 Jan 2012, 17:42
MITIATO
დეპრესიული ოპტიმისტი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9074
წევრი No.: 111500
რეგისტრ.: 5-February 10

გამოგზავნილია: 7 Jan 2012, 21:57  #29093821      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საიდან ავიყვანოთ ძაღლი
და აი, თქვენ მტკიცედ გადაწყვიტეთ ძაღლი ყიდვა,გადასაწყვეტი დარჩა მხოლოდ ის, საიდანაა უკეთსსი ძაღლის აყვანა. გირჩევთ, კარგად გაეცნოთ ყველა ვარიანტს და მხოლოდ შემდეგ გააკეთოთ არჩევანი.
ცხოველების ბაზრობა
ეს ვარიანტი ყველაზე სარისკოა_თქვენ ვერავინ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ ლეკვი ჯანმრთელი და ჯიშიანი აღმოჩნდება.
კარგი, ნორმალური ლეკვის ყიდვაცხ კი ასეთ ბაზრობებზე პრაქტიკულად შეუძლებელია. როგორც წესი, აქ ყიდიან არც თუ კარგ პირობებში დაბადებულ და გაზრდილ ლეკვებს, აუცრელებს და ხშირად ავადმყოფებს. თქვენ შესაძლოა ხელში შეგჩეთ ავადმყოფი და სერიოზული ნაკლის მქონე ან გამოუცნობი წარმოშობის ლაკვი, რომელიც საბოლოოდ, იქნებ სულაც არ აღმოჩნდეს იმ ჯიშის, რა ჯიშადაც შემოგატყუეს.
რა თქმა უნდა ლეკვების დაბალმა ფასმა და გამყიდველის მტკიცებამ, რომ ცხოველი ჯიშიანი და ჯანმრთელია გადაგაწყვეტინოთ მისი შეძენა, მაგრამ ლეკვის მკურნალობისათვის გაღებული შემდეგი ხარჯი, შესაძლოა, ბევრად აღემატებოდეს ლეკვის საფასურს. მისი არასწორი ხასიათის გამოსწორება კი კიდევ უფრო გაგიჭირდებათ.
გამოუცდელი მყიდველისათვის ძალიან რთულია განსაზღვროს როგორი გაიზრდება ფუმფულა გორგალი ალერსით რომ შეჰყურებს თვალებში. გამყიდველი ყველაფერს გეტყვით რასაც მოისურვებთ, მაგრამ ბაზრობაზე იმის რისკი, რომ ცრუ ინფორმაცია მოგაწოდონ საკმაოდ დიდია.
ბაზრობაზე ლეკვის ყიდვა მხოლოდ იმ შემთხვევაში ღირს, თუ მომავალ პატრონს შეუძლია პროფესიონალურად შეაფასოს შეესაბამება თუ არა ლეკვის გარეგნობა კონკრეტულ ჯიშს და ასაკს, განსაზღვროს, ჯანმრთელია თუ არა პატარა.
ამ მიზნით შეგიძლიათ ნაცნობი გამოცდილი მომშენებელი დაიხმაროთ, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ბაზრობებზე, როგორც წესი, დაუგეგმავი შეჯვარების შედეგად გაჩენილ ლეკვებს ყიდიან. მათ შეიძლება კარგი მშობლები კი ჰყავდეთ, მაგრამ არც საგვარეულო ნუსხა და არც რამე დოკუმენტი ასეთ ლეკვებს არ ექნებათ.
ზოომაღაზია.
არც ზოომაღაზიაა საუკეთესო ადგილი ლეკვის შესაძენად. ასეთი გზით გაყიდული ლეკვები, ძირითადად საეჭვო წარმოშობისანი არიან. მათზე არავინ ზრუნავს განსაკუთრებულად. თანაც, ზოომაღაზია ყოველთვის უმატებს ფასს. მათთვის ლეკვი არის საქონელი, რომელიც რაც შეიძლება მალე და სარფიანად უნდა გაყიდონ. მოგება კი მით უფრო მეტი იქნება, რაც უფრო ნაკლებს დახარჯავენ მის მოვლაში. ასეთ პირობებში კი ლეკვები ადვილად ავადობენ.
ვაჭრობის ასეთი სტრატეგია ძირითადად იმპულსურ მყიდველებზე არის გათვლილი.
პირადი განცხადებები:
ესეც პრაქტიკულად ისეთივე ლატარიაა, როგორც ლეკვის ბაზრობაზე ყიდვა, ოღონდ პირადი განცხადებით ლეკვის ყიდვისას უფრო მეტი შანსი გაქვთ ჯიშიანი და ჯანმრთელი ლაკვი შეგხვდეთ. განცხადებებს შორის შესაზლოა შეგხვდეთ პეტ-კლასის ლეკვები, რომლებსაც ძაღლსაშენბი ყიდიან. გამორიცხული არ არის, რომ ასეთ ლეკვს კარგი ექსტერიერი და საგვარეულო ნუსხა ჰქონდეს, ოღონდ მისი ფასი საკმაოდ მოკრძალებული იქნება.
განცხადებებს შორის შესაძლოა წააწყდეთ ე.ჭ. შემთხვევით მომშენებლებსაც.
შემთხვევითი მომშენებელიც ერთ-ერთი ცუდი არჩევანია. ჩვეულებრივ, ასეთ ადამიანს სულაც არ ჰყავს ჯიშის საუკეთესო წარმომადგენელი, მაგრამ შეჯვარება ძაღლის ”ჯანმრთელობის” გამო გადაწყვიტა, ან უბრალოდ იფიქრა, რომ კარგი იქნება, თუ ლეკვები ეყოლება, ბავშვების გასახარებლად ან ფულის გასაკეთებლად. ასეთი ადამიანისაგან აყვანილი ლეკვები, როგორც წესი, ცუდი ხარისხისანი არიან, რადგანაც პატრონს ცოტა რამ გაეგება ჯიშის ისტორიაზე, სტანდარტზე, კიდევ უფრო ცოტა რამ იცის ძაღლის სწორად შეჯვარებასა და მოვლაზე. მას ცუდათ ესმის პრობლემები, რომლებიც მოცემულ ჯიშთან არის დაკავშირებული.
ამოცანა, რომელსაც ის აყენებს არის ლეკვების გაჩენა და გაზრდა ყველაზე იაფად, შემდეგ კი მათი სწრაფად და სარფიანად გაყიდვა.
საინტერესოა აღნიშვნა, რომ ასეთი ლეკვები ხშირად იყიდებიან იმ ფასად, რომლის დადებასაც ბევრი კარგი რეპუტაციის მქონე ძაღლსაშენი ერიდება თავის ლეკვებზე.
ამიტომ, თუ ლეკვს პირადი განცხადებების საშუალებით ეძებთ, კარგად დაახარისხეთ ინფორმაცია და ყოველთვის შეამოწმეთ პირადად ყველაფერი, რასაც პატრონი გეტყვით.
თავისთავად, განცხადებებში გამყიდველები ცდილობენ ჩამოთვალონ ყველა ის ტიტული, რაც ოდესმე ლეკვების მშობლებს მიუღიათ და საუკეთესოდ დაახასიათონ ლეკვები.თუ თქვენ გულგრილი არ ხართ ტიტულების მიმართ, თხოვეთ, გაჩვენონ სერთიფიკატები, რომელბშიც ძაღლის სახელი იქნება ჩაწერილი კლუბის ბეჭდით დამოწმებული. მაინც და მაინც ნუ მიაქცევთ ყურადღებას ლეკვის მშობლების ტიტულებს. დღეს მათი ყიდვა თავისუფლადაა შესაძლებელი გამოფენაში მონაწილეობის გარეშეც კი. ყურადრება მიაქციეთ, რომელი ქვეყნის ჩემპიონია ძაღლი. დიდი განსხვავებაა საქართველოს ჩემპიონობასა და მაგ. დიდი ბრიტანეთის ჩემპიონობას შორის.
ხშირად,განცხადებებში ვხვდებით სიტყვას ”ალიმენტური”, როგორც ლეკვის საუკეთესო დახასიათება. გახსოვდეთ, რომ სიტყვა ”ალიმენტური” სულაც არ გაძლევთ იმის გარანტიას, რომ ეს ლეკვი საუკეთესოა ნაყარში. მაშინაც კი თუ მან პირველი არჩევანის უპირატესობა გამოიყენა, ეს არ ნიშნავს, რომ ხვადის პატრონს აქვს საკმარისი ცოდნა და გამოცდილება იმსა, რომ საუკეთესო ლეკვი აირჩიოს.
ძაღლების თავშესაფარი
კიდევ ერთი ადგილი, საიდანაც ძაღლის აყვანაა შესაძლებელი ძაღლების თავშესაფარია. აქედან თქვენ შეგიძლიათ ძაღლი სრულიად უფასოდ აიყვანოთ, მაგრამ ამ დროს თქვენი ოთხფეხა მეგობრის საგამოფენო კარიერაზე და გამრავლებზე ფიქრი აღარ ღირს.
თავშესაფარში გაზრდილ ძაღლებს უსაზღვრო სიყვარულისა და ერთგულების უნარი გააძნიათ და აუცილებლად გახდებიან თქვენი საუკეთესო მეგობრები. თავშესაფრიდან ლეკვის აყვანით თქვენ არა მხოლოდ ახალ მეგობარს შეიძენთ, არამედ კეთილ საქმესაც გააკეთებთ.
თუ თქვენ არ გაქვთ გამოცდილება და გიჭირთ არჩევანის გაკეთება, დახმარებისათვის თავშესაფრის პერსონალს მიმართეთ. ისინი ხალისით მოგიყვებიან ყოველი ძაღლის შესახებ და სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებიან.
ძაღლსაშენი ან კლუბი
თუ თქვენ გადაწყვიტეთ აიყვანოთ მკაცრად განსაზღვრული ჯიშის ძაღლი და თქვენთვის მნიშვნელოვანი, როგორი გაიზრდება ის, ან აპირებთ სერიოზულად მიიღოთ მონაწილეობა გამოფენებზში, ლეკვის შესაძენად ძაღლსაშენს მიმართეთ. მომშენებელთა უმეტესობას საკმაოდ ძვირად უღირთ თავიანთი რეტუტაცია და პრესტიჟი, ამიტომ კლუბში ან ძაღლსაშენში ლეკვის შეძენა ყველაზე საიმედო ვარიანტია. ძაღლსაშენის ლეკვებს ყოველთვის აქვთ დოკუმენტების სრული კრებული, არიან აცრილები, შეესაბამებიან ჯიშის სტანდარტს. უნდა აღინიშნოს, რომ ძაღლსაშენებში ლეკვების ფასი საკმაოდ მაღალია.
მზად იყავით ”დაკითხვისთვის”, რომელსაც მომშენებელი ჩაგიტარებთ. ისინი ასე ხომ ღელავენ ლეკვების მომავალზე. მომშენებლები ყოველთვის მზად არიან მხარი დაუჭირონ დამწყებს. ყოველთვის გულდასმით შეგირჩევენ ლეკვს, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს და შესაძლოა, რეკომენდაციებიც მოგცენ მისი აღზრდისა და მოვლის შესახებ. მომშენებელი გაყიდვის შემდეგაც არ ტოვებს ლეკვს, ის ეხმარება პატრონს კონსულტაციებით, ხანდახან იწვევს გამოფენებზე, აწყობს წვრთნის კურსს, ყურადღებას აქცევს, რომ ლეკვი თავის დროზე აიცრას და ა.შ.
გარდა ამისა, დიდ ძაღლსაშენებში თქვენ საშუალება გექნებათ ნახოთ ლეკვის მშობლები, რაც უფრო კარგად შეგიქმნით წარმოდგენას, როგორი გაიზრდება თქვენი პატარა.თქვენ შეგეძლებათ ნახოთ ყველა ლეკვი ერთად და ცალ ცალკე, ეთამაშოთ მოწონებულ პატარას და მოინახულოთ ის რამდენჯერმე.
ასეთ ძაღლსაშენებში ძაღლების შეჯვარებით პროფესიონალები არიან დაკავებულები. ისინი გულდასმით არჩევენ კომბინაციებს, რათა საუკეთესო შთამომავლობა მიიღონ. ისინი მზად არიან პასუხი აგონ ყოველ ლეკვზე.
ოღონდ არ იჩქაროთ ლეკვის ყიდვა პირველივე ძაღლსაშენში,რომელსაც მოინახულებთ. ყველა ძაღლსაშენის სხვადსხვა დონისაა და მათ მიერ გაზრდილი ლეკვებიც სხვადასხვა ხარისხისაა. მომშენებლები ადამიანები არიან და მათაც მოსდით შეცდომები. ამიტომ, თუ თქვენ მტკიცედ გაქვთ გადაწყვეტილი აიყვანოთ განსაზღვრული პარამეტრების მქონე ლეკვი, ნუ შემოიფარგლებით ერთი ძაღლსაშენით. მიდით სხვადასხვა ადგილას, შეადარეთ ლეკვები, წაიკითხეთ გამოხმაურებები კონკრეტულ მომშენებელზე და მხოლოდ შემდეგ გადაწყვიტეთ რომელ ლეკვს აიყვანთ.
არ იჩქაროთ ლეკვის აყვანა პირველივე ნაყარიდან. კარგი ძაღლის მოძებნას შესაზლოა, თვეები დასჭირდეს. გაეცანით ჯიშს, დიდ ყურადღება მიაქციეთ ძუებს, რადგანაც სწორედ დედის ხაზით გადადის კონსტიტუციური ტიპი. თანაც, კარგ ძუს ნორმალური მომშენებელი არასოდეს შეაჯვარებს ცუდ ხვადს. ხშირად, პირიქით აკეთებენ. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ცუდი ძუსგან ლეკვები არასოდეს იყიდოთ.
თუ თქვენ ყიდულობთ2 თვეზე მეტი ასაკის ლეკვს კარგი მომშენებელი აუცილებლად მოგცემთ ლეკვის ვეტერინარულ პასპორტს ჩატარებული აცრების აღნიშვნებით და ინფორმაციას ელექტრონულ ჩიპზე, თუ ლეკვს ის აქვს. აუცილებლად კითხეთ მომშენებელს, რას აჭმევდა ლეკვებს, ბოლო დეჰელმინტაციის ვადა.
ყველა ლეკვი არ არის გამოფენებისა და საწვრთნელი მოედნების მომავალი ვარსკვლავი, ამიტომ კარგ მომშენებელს ერთი ნაყარის ლეკვებზე სხვადასხვა ფასი აქვს. დაუსვით მომშენებელს რაც შეიძლება მეტი კითხვა. უნდა შეშფოთდეთ, თუ მას არ შეუძლია გიპასუხოთ იმაზე, თუ კიდევ რომელი ძაღლსაშენია დაკავებული კონკრეტული ჯიშის მოშენებით ჩვენს ქვეყანაში და მის საზღვრებს გარეთ. იმაზე, თუ რომელი ხაზის გამრავლებით არიან ისინი დაკავებულები, მათ ღირსებასა თუ ნაკლოვანებებზე. მომშენებელმა, რომლის მიზანი მაღალი კლასისიძაღლების გამრავლებაა, ყოველთვის იცის ჯიშის მდგომარეობის შესახებ საკუთარ ქვეყავაშიც და მის ფარგლებს გარეთაც. ჰკითხეთ მომშენებელს, რატომ აირჩია გასამრავლებლად
სწორედ ეს ძუ, ლეკვების შესაძლო ნაკლის შესახებ აღნიშნულ ნაყარში, ნამდვილი მომშენებელი ყოველთვის გულწრფელად გიპასუხებთ ყველა თქვენს კითხვაზე.

* * *
როგორ ავირჩიოთ ლეკვი:
ყველა ჩვენგანი ადრე თუ გვიან აწყდება ამ პრობლემას. ლეკვის არჩევა განსაკუთრებით რთულია ახალბედებისათვის, რომლებსაც პირველად სურთ ძაღლის შეძენა.
პირველ რიგში ვთქვათ ის, თუ რა არ უნდა გავაკეთოთ ლეკვის ყიდვისას:
1.არ იყიდოთ იქ, სადაც უფრო იაფია.
გამოუცდელი მყიდველისათვის, რომელსაც არ აქვს საკმარისი ცოდნა კონკრეტულ ჯიშზე, დიდი ცდუნებაა ლეკვის არჩევის კრიტერიუმად ფასი გამოიყენოს.თითქოს ყველაფერი მარტივია: სადაც უფრო იაფია, იქ იყიდი. მაგრამ სწორედ ასე შეძენის შემდეგ იწყება სერიოზული პრობლემები.
ძაღლი ცოცხალი ორგანიზმი და ინდივიდუალური არსებაა. ყოველი ძაღლი, ყოველი ლეკვი უნიკალურია. იმისათვის, რომ კარგი არჩევანი გავაკეთოთ, სწორედ ამ უნიკალურობის შეფასებაა საჭირო და არა_ფასის.
ერთ-ერთ კინოლოგიურ ჟურნალში ნათქვამია, რომ ნორმალური ლეკვის გაზრდისათვის მომშენებელი 45 დღის განმავლობაში მინიმუმ 300$-ს ხარჯავს. ამაში შედის შეჯვარების, დოკუმენტების გაფორმების, კარგი საკვების, მინერალური დანამატების, ვეტერინერის მომსახურების, აცრების საფასური. ლეკვის თვითღირებულებას მომშენებელი თავის მოგებას ამატებს: ლეკვების გაზრდა ხომ ტიტანური შრომაა.
თავად დაფიქრდით: თუ თქვენ შემოგთავაზეს ლეკვი 300 $-ზე უფრო იაფად ან სულ ოდნავ ძვირად, გამოდის, რომ მომშენებელმა რაღაცას ეკონომია გაუკეთა. უფრო ხშირად_საკვებს. ეს ფაქტი კი აუცილებლად აისახება თქვენი მომავალი ძაღლის ჯანმრთელობაზე. ლეკვის კვებაში დაშვებულ შეცდომებს უკვე ვეღარავინ გამოასწორებს,
2.არ იყიდოთ ტიტულების გამო
ბევრი ახალბედა ლეკვს მისი მშობლების ტიტულების გამო ყიდულობს. განცხადებებში ხშირად წავაწყდებით, რომ ლეკვის წინაპრები_ქვეყნის ჩემპიონები და ინტერჩემპიონები არიან, შეიძლება სადღაც მსოფლიო ჩემპიონიც გამოერიოს... თავბრუც კი დაგეხვევა ამდენი ტიტულებისგან... მაგრამ რეალურად ამბობს კი რამეს ეს ტიტულები ლეკვის ხარისხზე? გაგიკვირდებათ, მაგრამ სრულიად არაფერს!
საქმე იმაშია, რომ ტიტულის მიღება პრაქტიკულად ნებისმიერ ძაღლს შეუძლია, სერიოზულ გამოფენებზეც კი. უბრალოდ, საჭიროა გარკვეული რაოდენობის გამოფენებზე გავიდეს და ყოველ მათგანზე CAC მიიღოს.
გამოფენაზე ძაღლი მხოლოდ საკუთარი ჯიშის წარმომადგენლებს ეჯიბრება. იშვიათი ჯიშის ძაღლები ფაქტიურად უკონკურენტოები არიან, არჩევანი ძალიან მწირია, ამიტომ CAC-ს ავტომატურად იღებენ, უბრალოდ იმისთვის, რომ გამოფენაზე გავიდნენ. ასეთი გზით მიღებული ტიტული უბრალოდ ფორმალობაა, ის არაფერს ამბობს იმაზე, რომ ძაღლი თავისი ხარისხით აღემატება ჯიშის სხვა წარმომადგენლებს.
ამიტომ არასოდეს იყიდოთ მშობლების ტიტულების გამო. ის ლეკვი შეამოწმეთ, რომელსაც ყიდულობთ.
3. არ აიყვანოთ ძალიან ადრეულ ასაკში:
ბევრი მიიჩნევს, რომ რაც უფრო ადრეულ ასაკში აიყვანს ლეკვს, მით უფრო სწრაფად და საგულდაგულოდ მიეჯაჭვება ის პატრონს. მაგრამ 1 თვის ლეკვის დედაზე მოშორება მაინც და მაინც გონივრული საქციელი არ არის: რეგულარულ 5-ჯერად კვებას და მუდმივ მეთვალყურეობას დედა-ძაღლი ნებისმიერ მზრუნველ პატრონზე უკეთ მოახერხებს. 2თვის ლეკვი უფრო დამოუკიდებელია და მისი გამოკვებაც უფრო ადვილია.

ახლა იმის შესახებ, თუ როგორ ვიყიდოთ ლეკვი:
1. გაეცანით ჯიშს:
-შეისწავლეთ ჯიშის სტანდარტი, ინტერნეტში მოიძიეთ მისი ფოტოები;
-მიდით გამოფენებზე, სადაც თქვენთვის საინტერესო ჯიშის ძაღლები გამოდიან;
-გაეცანით მათ პატრონებს, აუხსენით, რომ გსურთ იგივე ჯიშის ლეკვის აყვანა და გინდათ მეტი იცოდეთ მათ თავისებურებებზე;
-დააკვირდით, როგორები არიან თქვენს მიერ არჩეული ჯიშის ძაღლები, რითი განსხვავდებიან ერთმანეთისაგან;
ამ ყველაფრის მიზანი არის ის, რომ ერთი ჯიშის ძაღლები თქვენთვის ერთნაირები აღარ უნდა იყვნენ. უნდა შეძლოთ განსხვავება: აი, ეს ძაღლი აქტიურია, ეს_მხიარულია, ეს კი_დაბნეულია...
ჯიშის სერიოზული გაცნობა დროს მოითხოვს_არანაკლებ 3 თვეს. სამაგიეროდ უფრო გაცნობიერებულად აირჩევთ ლეკვს. ვეღარავინ მოგახვევთ საკუთარ მოსაზრებას თავზე. ეს ნამდვილად ღირს 3 თვის ლოდინად.
2. გქონდეთ არჩევანის საშუალება:
ანუ გქონდეთ ყიდვის რამდენიმე ვარიანტი, საიდანც შემდეგ საუკეთესოს ამოირჩევთ;
3. ყველა ლეკვი ნახეთ საკუთარი თვალით:
ნუ შემოიფარგლებით ფოტოების ნახვითა და ტელეფონზე ლაპარაკით; მიდით და საკუთარი თვალით ნახეთ ლეკვები, ასე თქვენ ბევრ ინფორმაციას მიიღებთ მათ ჯანმრთელობასა და ხასიათზე.
ლეკვის ჯანმრთელობაზე ბევრი რამის გაგება შეიძლება მისი გარეგნობით. ჯანმრთელ პატარას მბრწყნავი თვალები, სუფთა ყურები, რბილი ბეწვი, ნოტიო ცხვირი და ვარდისფერი ლორწოვანი გარსი აქვს.
ბეწვი არ უნდა იყოს ქერტლიანი, საკვებითა და განავლით დასვრილი, ლეკვს არ უნდა ყავდეს პარაზიტები.არ უნდა ქონდეს ალერგიის რამე ნიშანი. ჩათელილი ბეწვი ანალური ხვრელის ირგვლივ– ხშირ ფაღარათზე მიუთითებს. დაშვებული მუცელი, ფერმკრთალი ლორწოვანი და ქერტლი მინიმუმ ჭიებით ინვაზიის ნიშანია,მაგრამ არც რაქიტია გამორიცხული. არაპროპორციული, ნაზი წინა კიდურები ნიშანია იმისა, რომ ლეკვის დედა მაკეობისას ცუდათ იკვებებოდა ან მამა ყავდა ცუდი ხარისხის. უკანა კიდურებზე სახტომი სახსრის კუთხე ყველა ჯიშის ლეკვს კარგად უნდა ქონდეს გამოხატული, ხოლო თვითონ კიდურები ერთმანეთის პარალელური უნდა იყოს. ყოველგვარი გადახრა ნორმიდან რაქიტის ნიშანია.
ლეკვის ზურგიც ყურადღებით უნდა შემოწმდეს. თუ ის ჩავარდნილია და ამბურცული კუზივით_სხვა ლეკვი აირჩიეთ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი კბილებია. კბილის დაზიანებული ემალი ან არასწორი თანკბილვა უკვე ცუდი ნიშანია. მაშინაც კი თუ უბრალოდ მეგობრის აყვანა გსურთ და არა საგამოფენო ეგზემპლარის, ცუდი კბილების მქონე ლეკვი არ აიყვანოთ. შესაძლოა ეს მემკვიდრეობითი იყოს, შეიძლება იმის ნიშანი, რომ დედას ცუდათ უვლიდნენ მაკეობისას. ნებისმიერ შემთხვევაში, საჭმლის მონელების პრობლემები ასეთ ლეკვს სიცოცხლის ბოლომდე ექნება.
ნებისმიერი ჯიშის ლეკვი ამ ასაკში მოძრავი, აქტიური და ცნობისმოყვარე უნდა იყოს.
ჩვეულებრივ, ლეკვები ერთად მოგვარდებიან და ყნოსვას დაგიწყებენ_მათთვი თქვენ ახალი სათამაშო ხართ. მაგრამ მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ თუ თქვენ ჭამის შემდეგ მიხვედით, რომლის შემდეგ ლეკვები ღრმად იძინებენ, იმისათვის, რომ ითამაშონ, ლეკვებს დრო დასჭირდებათ. შიძლება, საერთოდ იგნორირება გაგიკეთონ.
ამიტომ გაითვალისწინეთ და ცოტათი ადრე მიდით, დააკვირდით ლეკვების ქცევას, თუ როგორ იკვებებიან ისინი. ლეკვები, როგორც წესი, ხალისით და მადიანად ჭამენ. თუ ლეკვები მოწყენილი მიდიან ჯამთან, უხალისოდ ჭამენ და პატარა ულუფებით ეს დაფიქრების საბაბია.
დააკვირდით, როგორ მოძრაობენ ლეკვები. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეკეცებოდეთ უკანა კიდურები. თუ ასე ხდება, ეს შესაზლოა მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიია ნიშანი იყოს. ეს კი უკვე ძალიან ცუდია.
ლეკვის არჩევისას დიდი ყურადღება მიაქციეთ მისი ხასიათისა და ტემპერამენტის თავისებურებას. ამისათვის გულდასმით დააკვირდით ყველა ლეკვის ქცევას ნაყარში და ადვილად აღმოაჩენთ, რომ უკვე ადრეულ ასაკშივე ყველა მათგანს ინდივიდუალური ხასიათი აქვს.
არსებობს სპეციალური ტესტები ძაღლის მომავალი ხასიათის განსაზღვრისათვის.
ტესტი 1957 წელს არის შემუშავებული ამერიკელი ზოოფსიქოლოგის უილიამ კემბელის მიერ და უმეტესი ჯიშისათვის გამოდგება. ის გამოიყენება ლეკვის ხასიათისა და ქცევის თავისებურების, აგრეთვე, მისი სოციალიზაციისა და დომონირება/დამორჩილების განსაზღვრისათვის.ეს სისტემა შემუშავებულია 8 წლის განმავლობაში 10 ათასამდე ძაღლზე.
კემბელის ტესტი გვეხმარება განვსაზღვროთ ლეკვის ინდივიდუალური ხასიათი, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ მიუხედავად ძაღლის შინაგანი მიდრეკილებებისა, პატრონს შეუძლია მათი მოდიფიცირება ძაღლთან ურთიერთობის გზით. ე.ი. მას შეუძლია დააძლიეროს ძაღლის ზოგი მიდრეკილება, სხვები კი შეასუსტოს.
კემბელი ტესტი შედგება 5 გამოცდისაგან: 2 მათგანი დაკვირვებას მოითხოვს, 3_გარკვეულ მოქმედება. ტესტირებისათვის ყველაზე შესაფერისი ასაკი 6-8 თვეა. ყვოველი გამოცდა დაახლოებით 30 წამი გრძელდება_ამდენი დრო სჭირდება 2 უცნობ ძაღლს ერთმანეთის გაცნობისათვის, რათა იერარქიული დამოკიდებულება გაარკვიონ.ტესტირებას ატარებს უცნობი ადამიანი უცნობ ლეკვთან ადგილას, სადაც არაფერი მიიპყრობს ლეკვის ყურადღებას. დაუშვებელია ლეკვის გათამამება ან მოფერება. ტესტირება ცალ-ცალკე ტარდება ყველა ლეკვთან. ყოველი ტესტი მხოლოდ ერთჯერ ტარდება.
ტესტირების წინ დარწმუნდით, რომ ლეკვი ჯანმრთელია, მხიარული და მეგობრული.

ტესტი1. სოციალური მიზიდულობა
კონტაქტურობის, მიმნდობლობასა და დამოუკიდებლობას საზღვრავენ იმისათვის, რომ გაარკვიონ, როგორ რეაგირებს ლეკვი ადამიანზე.
ტესტის შესრულება:
დასვით ლეკვი იატაკზე შუა ოთახში, მოშორდით რამდენიმე ნაბიჯით. დაჯექით, ან ჩაიმუხლეთ და ლეკვი ხელით თქვენსკენ მიიხმეთ. შეგიძლიათ ტაშის შემოკვრით მიიპყროთ მისი ყურადღება.
ამ დროს შესაძლოა ლეკვმა გამოავლინოს შემდეგი რეაქცია:
А. ლეკვი მიირბენს მაშინვე, მიახტება გამომცდელს, იღრინება, ცდილობს კბილებით წვდეს მის ხელს, კუდი ზემოთ აქვს აპრეხილი;
В. ლეკვი მიირბენს მაშინვე, დაყოვნების გარეშე, ყეფს, ბრჭყალებით კაწრავს გამომცდელის ხელებს, კუდი ზემოთ აქვს აპრეხილი;
С. ლეკვი მიირბენს თავისუფლად, შეყოვნების გარეშე, შეიძლება გამომცდელს კუდიც გაუქიცინოს, მაგრამ შესაძლოა კუდი დაშვებული ან ამოძუებულიც ჰქონდეს.
D. ლეკვი მიირბენს, მაგრამ ყოყმანის შემდეგ. მივა ნელა, უხალისოდ, კუდი დაშევბული ან ამოძუებული ექნება.
Е. ლეკვი საერთოდ არ მიირბენს.
ტესტი 2. გაყოლა ადამიანზე
ეს ტესტი ტარდება ერთი-ერთზე ლეკვთან, ადამიანი პროვოცირებას არ უკეთებს ლეკვს ხმით ან რამე ჟესტით.
ტესტის შესრულება:
დასვით ლეკვი იატაკზე,შემდეგ ნორმალური ნაბიჯით დაშორდით მას ისეთ მანძილზე, რათა ის მხედველობის არეში დარჩეს. იმით, თუ როგორ მიყვება ლეკვი ადამიანს, შესაძლოა მისი დამოუკიდებელი ხასიათის განსაზღვრა.
ამ დროს შესაძლებელია ქცევის შემდეგი ტიპები:
А. ლეკვი მზად არის მაშინვე სირბილით გაყვეს გამომცდელს, ის მხიარულია, ცდილობს კბილები ჩაავლოს ფეხში, კუდი ზევით აქვს აპრეხილი;
В. ლეკვი მიყვება გამომცდელს მაშინვე, მიჰყვება გვერდით ან ფეხებში ეხლართება, მაგრამ ფეხებზე არ კბენს, კუდი აპრეხილი აქვს;
С .ლეკვი ნაბიჯით ან სირბილით მიყვება გამომცდელს, მაგრამ გაუბედავად. კუდი დაშვებული აქვს;
D. ლეკვი შიშით, ნელა და უხალისოდ მიყვება გამომცდელს, დაბნეული და შემკთალია, კუდი დაშვებული აქვს ან ამოძუებული;
Е. ლეკვი არ მიყვება გამომცდელს ან მიდის საწინააღმდეგო მხარეს;
ტესტი 3. რეაქცია იძულებაზე.
ტესტი იმის შემოწმებაზე, თუ რამდენად ადვილად იღებს ლეკვი შეზღუდვებს.
ტესტის შესრულება:
გამომცდელი ფრთხილად ამოატრიალებს ლეკვს მუცელზე და ასეთ მდგომარეობაში ჰყავს დაახლოებით 30 წამი. უჭირავს მკერდით.
რეაქცია იძულებაზე აჩვენებს, რა ხარისხით გადააქვს ლეკვს ფიზიკური და ფსიქოლოგიური უპირატესობა, აგრეთვე, ადამიანის სოციალური დომინირება. ე.ი. ეს აჩვენებს რამდენად მორჩილი იქნება ის. რაც უფრო აქტიურად გაწევს წინააღმდეგობას ლეკვი, მით უფრო მიდრეკილია ის დომინირებისკენ.
ამ დროს შესაძლებელია ქცევის შემდეგი ტიპები:
А. ლეკვი მომენტალურად და აქტიურად აპროტესტებს, ფართხალებს, იკბინება;
В. ლეკვი მაშინვე და აქტიურად აპროტესტებს, ცდილობს თავი დააღწიოს გამომცდელის ხელს, გათავისუფლდეს;
С. ლეკვი თავიდან აპროტესტებს, მაგრამ როცა დაინახავს, რომ ეს უსარგებლოა, მშვიდდება;
D. ლეკვი საერთოდ არ აპროტესტებს, მორჩილად წევს;
Е. ლეკვი უძრეავად წევს, ძალიან შეშინებულია.
ტესტი 4. სოციალური დომინირება.
ტესტი საზღვრავს ლეკვის შესაძლებლობას მიიღოს ან უარყოს სოციალური უპირატესობა_ამ შემთხვევაში ადამიანის.
ტესტის შესრულება:
ლეკვი დგას ან წევს ”სფინქსის პოზაში” .გამომცდელი ეფერაბა ლეკვს ზურგზე.
თუ ლეკვი მიდრეკილია დომინირებისკენ, ის ხტუნვას და კბენას დაიწყებს, თუ ლეკვი დამოუკიდებელია, ეცდება გვერდზე გადგეს, თუ მშიშარაა, პანიკაში ჩავარდება და გაიქცევა.
ამ დროს შესაძლებელია ქცევის შემდეგი ტიპები:
А. ლეკვი მაშინვე გამოხატავს სიხარულს, ხტუნავს, იკაწრება, ცდილობს მობრუნდეს, ახტება გამომცდელს, ურტყამს მას თათებს, იღრინება და იკბინება,გამომცდელს ხელებს ულოკავს; ;
В. ლეკვი ხტის, იბრძვის და ბრუნდება, რათა დაკაწროს ან უკბინოს გამომცდელს, ურტყამს მას თათებს, გამომცდელს ხელებს ულოკავს;
C. ლეკვი ცდილობს წინააღმდეგობა გაუწიოს, მაგრამ მალე მშვიდდება, ბრუნდება გამომცდელისკენ და ხელებს ულოკავს;
D. ლეკვი ზურგზე წვება გამომცდელის წინ და ხელებს ულოკავს მას;
E. ლეკვი გარბის და გამომცდელთან აღარ ბრუნდება.
ტესტი 5. საკუთარი ღირსების გრძნობა.
ტესტის შესრულება:
გამომცდელს ხელში აყავს ლეკვი და ასე უჭირავს 30 წამის განმავლობაში. ასე ლეკვი გამომცდელის ძალაუფლების ქვეშ გრძნობს თავს.
ამ დროს შესაძლებელია ქცევის შემდეგი ტიპები:
А. ლეკვი გააფთრებით აპროტესტებს, ცდილობს ხელიდან დაუსხლტეს გამომცდელს, იკბინება და იღრინება;
В. ლეკვი აქტიურად აპროტესტებს, მაგრამ არ იკბინება;
С. ლეკვი გაპროტესტება იწყებს, შემდეგ კი მშვიდდება და გამომცდელს ხელებს ულოკავს;
D. ლეკვი საერთოდ არ აპროტესტებს, მშვიდათ ულოკავს გამომცდელს ხელებს;
Е . ლეკვი შეშინებულია, დაძაბულია და დაშეშებული, ან შეშინებული წკმუტუნებს და ცდილობს თავი დააღწიოს ხელებს.
ტესტირების შედეგები.
ლეკვის ხასიათის განსაზღვრის მეთოდიკა მოიცავს ყველა А, В ,С , D და E-ს დათვლას. ამ კომბინაციების საფუძველზე შეიძლება ითქვას თუ როგორი ხასიათი აქვს ლეკვს.
და ასე, თუ ლეკვს აქვს
უმეტესობა პასუხი А – ძაღლს უპირატესად ახასიათებს დომინანტური, აგრესული ქცევა(ეს ქოლერიკია).
ასეთი ძაღლი არ არის რეკომენდირებული კომპანიონად. სწორი წვრთნის შემდეგ ძაღლი შეიძლება გახდეს კარგი მცველი ან შეასრულოს სხვა სამუშაო, მაგრამ მას თავიდანვე სჭირდება გამოცდილი მწვრთნელი და არა გამოუცდელი პატრონი.
უმეტესობა პასუხი B - ძაღლს აქვს ძლიერი, გაწონასწორებული ხასიათი (ეს სანგვინიკია).
ასეთი ლეკვი კარგ სამომსახურეო ძაღლად გაიზრდება, მაგრამ სერიოზული წვრთნა დასჭირდება.
უმეტესობა პასუხი C - ძაღლს აქვს გაწონასწორებული ხასიათი და ადვილად შეიძლება მისი გაწვრთნა (ეს ფლეგმატიკია).
ოღონდ ასეთი ძაღლის გაწვრთნა პატრონისგან დიდ მოთმინებას მოითხოვს.
უმეტესობა პასუხი D - ძაღლი მორჩილია (ეს დამუხრუჭებული ფლეგმატიკი ან მელანქოლიკია). არ გამოდგება სამომსახურეო წვრთვნისთვის, მაგრამ შეუძლია გახდეს კარგი კომპანიონი სწორი აღზრდის პირობებში.
უმეტესობა პასუხი E - ძაღლი ნაკლებკონტაქტურია, არაპროგნოზირებადი (მელანქოლიკი, დამცველობითი ინსტიქტი გამოხატული აქვთ პასიური ფორმით).
თუ შედეგებს უფრო დეტალურად განვიხილავთ, მაშინ შემდეგი გამოვა:
2 А და რამდენიმე В:
მიიჩნევა, რომ ასეთ ლეკვს დომინანტობისკენ აქვს მიდრეკილება და სურს ყველა დაიმორჩილოს. ის შეიძლება პოტენციურად აგრესიული იყოს და უკბინოს ადამიანს ან სხვა ძაღლს თუ ისინი უხეშად მოეპყრობიან. ასეთი ძაღლის აყვანა არ არის რეკომენდირებული ოჯახში, სადაც პატარა ბავშვები და მოხუცები ცხოვრობენ. ასეთი ხასიათის მქონე ძაღლის აღზრდისას საჭიროა მოთმინება და თანმიმდევრულობა. არ შეიძლება მათი ფიზიკური დასჯა.ატმოსფერო ოჯახში უნდა იყოს მშვიდი.
2 А და 2 В:
ასეთი ლეკვი აგრესიულია, შეიძლება გაღიზიანებისას კბენაც არ არის გამორიცხული. არ არის რეკომენდირებულიბავშვებისათვის, მოზარდებისა და მოხუცებისათვის. არ გამოდგება კომპანიონად. მაგრამ ასეთი ძაღლი ყოველთვის დაიცავს პატრონს საფრთხისას.
3 და მეტი В :
ლეკვს აქვს მიდრეკილება ლიდერობისკენ, ერთგულია, აშკარად აქვს გამოხატული წინააღმდეგობის გაწევის სურვილი. მიიჩნევენ, რომ ასეთ ძაღლს აქვს მისწრაფება მშვიდი,, გაწონასწორებული ლიდერობისკენ. ის კარგად გაიწვრთნება, გავა გამოფენებზე. სტრატეგიის სწორად არჩევის შემთხვევაში ძაღლის გახდება ერთგული და დამჯერე მეგობარი. ის არასოდეს შეგიქმნით უხერხულობას ნებისმიერ გარემოში.
3 და მეტი С:
ლეკვს იდეალური კომპანიონის მონაცემები აქვს. მიიჩნევენ, რომ ასეთი ძაღლი მშვენივრად შეეგუება ნებისმიერ გარემოს და იქნება დამჯერე. ის რეკომენდირებულია ოჯახებისთვის, სადაც ბავშვები და მოხუცები ცხოვრობენ. ოღონდ, შეიძლება პრობლემები შეიქმნას ძაღლისთვის დამოუკიდებლობის ელემენტების გამომუშავებისას. ასეთ ძაღლს გათამამება სჭირდება.
2 და მეტი D , განსაკუთრებით 1 ან მეტ Е-სთან:
ძალიან მორჩილი ლეკვია. რეკომენდირებულია ბავშვებისა და მოხუცებისათვის. მიიჩნევენ,რომ ძაღლს აქვს მიდრეკილება მორჩილებისადმი და მასზე გარემოება დიდ გავლენას ახდენს. თავდაჯერებულობისათვის მას პატრონთან მჭიდრო, მუდმივი კავშირი სჭირდება. ასეთი ლეკვის აღზრდის ტაქტიკა უნდა ეფუძვნებოდეს მუდმივ ყურადღებას, სიყვარულსა და სინაზეს. ასეთი ძაღლი, როგორც წესი,მშვიდია ოჯახში, ოღონდ შეუძლია კბენა უხეში მოპყრობისას. ამაში გამოიხატება მისი პასიური თავდაცვა.

This post has been edited by MITIATO on 7 Jan 2012, 22:56
MITIATO
დეპრესიული ოპტიმისტი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9074
წევრი No.: 111500
რეგისტრ.: 5-February 10

გამოგზავნილია: 8 Jan 2012, 10:50  #29100129      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
როგორ ავირჩიოთ ლეკვი(გაგრძელება)
2 D და Е განყოფილებაში «სოციალური უპირატესობა »:
D ტიპის რეაქცია მიუთითებს მიდრეკილებას გაქცევისკენ. ასეთ ძაღლს შეიძლება პრობლემები შეექმნეს სოციალიზაციის დროს. აუცილებელია მისი სპეციალური მეთოდით წვრთნა. ასეთი ლეკვი არ გამოდგება კონტაქტისათვის. თუ ლეკვმა ტესტირებისას ერთ-ერთ პუნქტში მიიღო შეფასება А ან В, მაშინ ის შეიძლება შიშის დროს თავს დაესხას. თუ ტესტირებისას ლეკვმა მიიღო შეფასება რამდენიმე С ან 1 D, მაშინ ასეთი ლეკვი ყოველთვის დაიმალება სტრესულ სიტუაციებში, ბავშვებთან გაუწონასწორებელი იქნება. მისი საქციელი არაპროგნოზირებადია. საჭიროებს მუდმივ კონტროლს და სპეციალური მეთოდით წვრთნას. საგამოფენო კარიერისათვია გამოუსადეგარია.
2 და მეტი Е :
ასეთი ლეკვი რთულად შედის კონტაქტში, თუ დაემატა В და С ტიპის რეაქციაც, ისინი შიშით იქნება გამოწვეული. ასეთი ძაღლი რთულად იწვრთნება. შეიძლება სტრესულ სიტუაციებში კბენა დაიწყოს. საჭიროებს გამოცდილ მიდგომას წვრთნისას. წვრთნას. საგამოფენო კარიერისათვია გამოუსადეგარია.
ურთიერთსაწინააღმდეგო А და Е-ს შეთანხმება:
ასეთი ძაღლი ასაკთან ერთად არაპროგნოზირებადი ხასიათის გახდება. ძაღლის ხასიათი დამოკიდებული იქნება მრავალ ფაქტორზე. სტაბილური ქცევა მხოლოდ მისთვის ნაცნობ გარემოში ექნება.
ტესტირები შედეგები საბოლოო არ არის, რადგანაც ტესტირების დროს ლეკვი შეიძლება მშიერი და შეშინებული იყოს, თავს ცუდათ გრძნობდეს ან უბრალოდ ხასიათზე არ იყოს. ამიტომ, იმისათვის,რომ ტესტის პასუხები სარწმუნო იყოს, მას 2-3-ჯერ ატარებენ რამდენიმე დღის განმავლობაში.
საბოლოო შედეგი:
А - ძალიან დომონირებადი ტიპი;
В - დომინირებადი ტიპი;
С -მორჩილი ტიპი;
D -ძალიან მორჩილი ტიპი;
Е -პრაქტიკულად უწვრთნელი ტიპი.

4. ნახეთ ვინ არის მომშენებელი:
მნიშვნელოვანია, ვინ არის მომშენებელი. მასზე ხომ ბევრი რამეა დამოკიდებული: მშობლების სწორი არჩევანი, ძუს კვება მაკეობისას და ლეკვების გამოკვება და მოვლა_ამ ყველაფერზე თქვენი მომავალი ლეკვის ჯანმრთელობაა დამოკიდებული.
იმაზე, თუ როგორ ექცეობნენ ლეკვებს სიცოცხლის პირველ თვეებში დიდ გავლენას ახდენს მათ შემდგომ ხასიათზე.
მომშენებლის მონახულებისას ყურადღება მიაქციეთ პირობებს, რომელშიც ძუ და ლეკვები ცხოვრობენ. თუ სახლში ჭუჭყია, მძაფრი სუნია, ბევრი ძაღლებია, ცხოველები მოუვლელები არიან, ლეკვებიანი ძუ სადღაც ბნელ სარდაფში და სააბაზანოშია ჩაკეტილი, უკეთესია, თუ ასეთი ადგილიდან ლეკვს არ წამოიყვანთ. საეჭვოა, ასეთ გარემოში ლეკვმა ჯანმრთელობა შეინარჩუნოს.
დაინტერესდით ლეკვების დედით: მისი ასაკით, მერამდენედ შეაჯვარეს იმ წელს. ძაღლი არ უნდა იყოს 2 წელზე უმცროსი და 8 წელზე უფროსი, ხოლო ძუსთვის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის გარეშე და ხარისხიანი შთამომავლობის გაჩენისთვის წელიწადში მხოლოდ ერთჯერ შეჯვარებაა რეკომენდირებული.
ლეკვების დედა უნდა იყოს კარგად ნაკვები და ჯანმრთელი. არ უნდა გამოავლინოს მეტისმეტი აგრესია ან შიში. მრანალრიცხოვანი ნაყარის შემდეგ ზოგიერთი ძუ ბეწვს იცვლის, მაგრამ თუ ძაღლი სუფთაა და კარგად ნაკვები, შეიძლება ამას ყურადღება არც კი მიაქციოთ.
5.მოითხოვეთ არჩევანი:
სთხოვეთ მომშენებელს გაჩვენოთ ყველა ლეკვი, რომელიც ყავს. თუ თქვენ მხოლოდ ერთ ლეკვს გაჩვენებენ ნაყარიდან და დანარჩენის ჩვენებაზე თავს იკავაბენ, დაეჭვდით, ხომ არ სურთ ყველაზე ცუდი ლეკვის შემოსაღება.
6. შეაფასეთ ლეკვის წინაპრები:
აუცილებლად შეაფასეთ ლეკვის წინაპრები, სასურველია მინიმუმ 3-4 თაობამდე. თუ შესაძლებელია, წინაპრები ცოცხლად ნახეთ. თუ ამის შესაძლებლობა არ არის, აუცილებლად მოითხოვეთ მათი ფოტოები.
7. მოიწვიეთ დამხმარე:
თუ თქვენ არ შეგიძლიათ შეაფასოთ ლეკვის ჯანმრთელობა ან ექსტერიერი, დახმარება სთხოვეთ ვეტერინარს, კინოლოგს, ან უბრალოდ გამოცდილ ადამიანს, რომელიც სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ.
8. შეამოწმეთ დოკუმენტები:
აი, რას უნდა გაეცნოთ:
-ორივე მშობლის საგვარეული ნუსხას (ნახეთ, ხომ არ არის მასში მეტისმეტი იმბრიდინგი(ახლონათესაური შეჯვარება));
-მშობლების დიპლომები;
- მშობლების აღწერა (მათ გამოფენებზე აძლევენ, მსაჯი აღწერს ძაღლის ექსტერიერს);
- მშობლების დისპლაზიაზე გამოკვლევის მოწმობა;
გაითვალიწინეთ, თუ თქვენ იაფად და დოკუმენტების გარეშე გთავაზობენ ლეკვს, სავარაუდოდ ის სუფთა სისხლის არ არის.
9. ფასზე დაილაპარაკეთ ბოლოს:
ჯერ გადაწყვიტეთ, რომ ”აი, ეს ლეკვი მინდა ვიყიდო”. მხოლოდ ამის შემდეგ დაინტერესდით ფასით. სხვანაირად ფასისი ფაქტორი აუცილებლად შეგიშლით ხლს არჩევანში. იფიქრებთ იმაზე, თუ როგორ იყიდოთ იაფად და არა იმაზე, როგორ იყიდოთ საუკეთესო ლეკვი.
გაითვალისწინეთ ეს რჩევები და მიენდეთ საკუთარ ინტუიციასა და გრძნობებს. შეაფასეთ იმით, რასაც ხედავთ და არა იმით, რაც გესმით. ნახეთ ცოცხლი ლეკვი და არა ტიტულებიანი ფურცელი. თქვენ ხომ ქაღალდში არ იხდით ფულს. არავის ენდოთ 100%-ით, შეაფასეთ კრიტიკულად ყველაფერი, რასაც გეუბნებიან. ნუ მოტყუვდებით ფასდაკლებებითა და დაბალი ფასით.
დაე, ეს რჩევები დაგეხმაროთ აირჩიოთ საუკეთესო ლეკვი, რომელიც გაგახარებთ და გახდება თქვენი საუკეთესო მეგობარი წლების მანძილზე.

This post has been edited by MITIATO on 20 Jan 2012, 16:01
MITIATO
დეპრესიული ოპტიმისტი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9074
წევრი No.: 111500
რეგისტრ.: 5-February 10

გამოგზავნილია: 8 Jan 2012, 15:54  #29103087      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
P.S თემის სათაურადაც ეს რომ იყოს უკეთესი იქნებოდა მემგონი QUOTE
ხართ თუ არა მზად ძაღლის გაზრდისათვის:

თემის სათაურზე ბევრი ვიფიქრე.
მარტო ძაღლებზე არ მინდა გავჩერდე. კატებზეც მინდა გადავიდე. ამიტომ ავირჩიე ეს სათაური.

ყველას მადლობა გამოხმაურებისათვის! 2kiss.gif
* * *
ძაღლი და ბავშვის ასაკი:

user posted image
ბავშვობა მშვენიერი ხანაა_მხიარული თამაშის და ბედნიერების. ბავშვობაში ადამიანი შეიცნობს გარემომცველ სამყაროს, ეცნობა უამრავ საჭირო რამეს, იჩენს ახალ მეგობრებს. მოზრდილი ადამინივით ბავშვსაც სურს გვერდით ერთგული მეგობარი ყავდეს.იმისათვის, რომ ასეთი მეგობარი შეიძინონ, ბავშვები ხშირად ითხოვენ ლეკვს. არ ღირს მაშინვე წინააღმდეგობა გაუწიოთ პატარას ასეთ სურვილს. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ სახლში ძაღლის არსებობა მხოლოდ სასარგებლოდ წაადგება თქვენს შვილს.
პირველ რიგში, ძაღლი ხასიათს უუმჯობესებს ბავშვს, საერთოდ უქრობს აგრესიასა და ეგოიზმს.
ბავშვი უფრო პასუხიმგებლობის გრძნობით სავსე და დისციპლინირებული ხდება, რადგანაც უხდება ლეკვის მოვლა, მისი გასეირნება.
თანაც ბავშვი თავს არასოდეს იგრძნობს მარტოსულად, იმიტომ რომ ძაღლი არ მისცემს ამის საშუალებას.
სასარგებლოა ძაღლის აყვანა მათთვის, ვისი შვილიც შიშს განიცდის ძაღლების მიმართ. ზოგმა შეიძლება ეს სისასტიკედ ჩათვალოს, მაგრამ მართალი არ იქნება.ბავშვს მთელი ცხოვრების მანძილზე მოუხდება ძაღლებთან შეხვედრა. ამიტომ აუცილებელია ადრეულ ასაკშივე დაძლიოს შიში. რა თქმა უნდა, ეს ერთბაშად არ მოხდება. თავიდან ძაღლების შესახებ უნდა დაელაპარაკოთ პატარას, ხშირად აჩვენოთ სურათები მათი გამოსახულებით, შემდეგ სათამაშო ძაღლები უყიდოთ, და მხოლოდ იმის შემდეგ, როცა ბავშვი დარწმუნდება, რომ ძაღლი კარგი და კეთილია, შეგიძლიათ სახლში ლეკვი მიიყვანოთ. მისი მხიარული და მეგობრული ხასიათი საბოლოოდ შეაყვარებს თქვენს პატარას ოთხფეხა მეგობრებს.
რომელ ასაკში ჯობია ძაღლის აყვანა ბავშვისათვის?
ამ კითხვაზე კინოლოგებსაც და ბავშვთა ფსიქოლოგებსაც ერთი პასუხი აქვთ: 5 წლის ასაკამდე ბავშვისათვის ძაღლის აყვანა რეკომენდირებული არ არის(გამონაკლისია ძაღლების მიმართ შიში, როცა რაც უფრო ადრე აიყვანთ ძაღლს, მით უფრო უკეთესია).ამ ასაკამდე ბავშვი ჯერ კიდევ საკმაოდ პატარაა იმისათვის, რომ მიხვდეს_ძაღლი არ არის სათამაშო. თამაშისას მას ადვილად შეუძლია რამე დაუშავოს ლეკვს, შედეგად კი ოთხფეხა მეგობარმა უკბინოს ან დაკაწროს.
ყველაზე კარგია, თუ ლეკვს აიყვანთ მაშინ, როცა ბავშვს 7 წელი შეუსრულდება. ამ ასაკში ბავშვებს უჩნდებათ მოთხოვნილება იზრუნოს რამეზე და ლეკვის სახლში მოყვანა მხოლოდ დადებით შედეგს მოუტანს მათ.
10 წლიდან ბავშვს უკვე პასუხისმგებლობა უვითარდება. ამ ასაკში ბავშვს უკვე შეუძლია დაგეგმოს თავისი დრო ისე, რომ ყველაფერი მოასწროს. შეუძლია მიატოვოს მისთვის საინტერესო ყველა საქმე და ძაღლი გაასეირნოს და გამოკვებოს.
მოზარდისათვის ლეკვის ჩუქებით კი თქვენ ბევრ რამეში მოიგებთ. ამ ასაკში მათ უკვე შეუძლიათ მარტოებმა მოუარონ ოთხფეხა მეგობარს: აჭამონ მკაცრად გამოყოფილ დროს, გაასეირნონ, დაბანონ ცხოველი სეირნობის შემდეგ, გაწვრთნან და აღზარდონ ის.
ძაღლთან ურთიერთობას მოზარდისათვის სიხარული მოაქვს, საშუალებას აძლევს განვითარდეს ფიზიკურად. ძაღლის აღზრდა მოზარდს აიძულებს მოიძიოს ახალი ინფორმაცია ძაღლებსა და სხვა ცხოველებზე, წაიკითხოს წიგნები წვრთნის სხვადასხვა მეთოდებზე. ძაღლებზე დაკვირვებით მოზარდი პრაქტიკაში სწავლობს ცხოველების ურთიერთობების კანონებს. სხვა ძაღლების პატრონებთან ურთიერთობა ეხმარება უცნობ ადამიანებთან ურთიერთობის კომპლექსის დაძლევაში, ახალი მეგობრების პოვნაში, ასწავლის სხვებთან მოლაპარაკებასა და კომპრომისზე წასვლას.
user posted image
ბავშვისათვის ლეკვის არჩევა არც თუ იოლი საქმეა. ძაღლების სამყარო დიდია და მრავალფეროვანი. ერთი შეხედვით, ყველა ლეკვი ერთნაირია_საყვარელი, სასაცილო და ნაზი. მაგრამ ლეკვი იზრდება და უკვე სიცოცხლის პირველივე წელს უყალიბდება ხასიათი, ამჟღავნებს ტემპერამენტსა და ზოგჯერ ცუდ თვისებებს, რომელიც დამახასიათებელია ჯიშისთვის. როგორ არ დავუშვათ შეცდომა ახალი მეგობრის არჩევისას? ”რომელი ჯიში ავირჩიო? რომელი უფრო შეეფერება ბავშვს?” ამ კითხვებზე პასუხი არ არსებობს. ნებისმიერი ჯიშის ძაღლი შეეფერება ბავშვს, მთავარი აღზრდაა.
ბევრმა არ იცის, რომ ძაღლს შეუძლია აიტანოს ბავშვის ნებისმიერი სიცელქე, თუ ამას სპეციალურად მივაჩვევთ. იმისათვის, რომ ძაღლსა და ბავშვს შორის სიმშვიდე სუფევდეს, მშობლებმა მუდმივი აღმზრდელობითი სამუშაო უნდა აწარმოონ. ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი ბუნებრივი საქციელი შეიძლება ძაღლთან კონფლიქტის მიზეზი გახდეს. მათ უნდა გაითვალიწინონ, რომ ყველა ძაღლი არ არის მზად აიტანოს მათი გამოხტომები.მშობლებმა პატარას უნდა აუხსნან ძაღლის ესა თუ ის საქციელი. 10-12 წლის ბავშვებს დამოუკიდებლად არ შეუძლიათ გაარჩიონ ძაღლისგან წამოსული სიგნალები, არ შეუძლიათ შეაფასონ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ამიტომ მთელი პასუხისმგებლობა უფროსებს ეკისრებათ, რომლებიც მუდმივად უნდა ადევნებდნენ თვალს შვილისა და ძაღლის ურთიერთობას. გახსოვდეთ, არასოდეს არ დატოვოთ ბავშვები და ძაღლი მარტო!
ძაღლის არჩევისას მნიშვნელოვანი ფაქტორია ბავშვის ასაკი, განსაკუთრებით მისი ხასიათი და ტემპერამნეტი. თუ ბავშვი ძალიან პატარაა, არ ღირს როტვეილერის ან გერმანული დოგის აყვანა, იმიტომ, რომ დიდი ზომის ძაღლს თამაშისას ადვილად შეუძლია პატარას დაშავება. ბავშვებიც, თავის მხრივ, სრულად ვერ აცნობიერებენ ცხოველებთან ურთიერთობის სერიოზულობას და მათ მიმართ ხშირად უხეშები არიან. ამას კი ყველა ძაღლი ვერ ითმენს. მშობლის მოვალეობაა, თავიდან აიცილოს ასეთი სირთულეები: სწორად აღზარდოს ძაღლი და ბავშვს ცხოველებთან ურთიერთობა ასწავლოს.
სასურველი არ არის პატარა ბავშვთან ჩიხუახუას ან პეკინესის მიყვანა, იმიტომ რომ ეს ნამცეცა ძაღლები წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ ბავშვს უხეში მოპყრობისას.
მაშ, როგორ განვსაზღვროთ ძაღლის ჯიში, რომელიც თავს კომფორტულად იგრძნობდა ბავშვთან და არც პატარა დაზარალდებოდა მასთან ურთიერთობისას?
მცირეწლოვანი ბავშვებისათვის რეკომენდირებულია ოქროსფერი რეტრივერი. ეს ჯიში გამოირჩევა მეგობრულობითა და აგრესიის არარსებობით, მათი მოვლა რთული არ არის და ადვილადაც იწვრთნებიან. ოქროსფერი რეტრივერები მოთმინებით ეკიდებიან ბავშვების ანცობას.
შედარებით უფროსი ასაკის ბავშვებისათვის სასურველია ნიუფაუნდლენდი. ის დიდი ზომისაა, მაგრამ ბავშვების მიმართ უსაზღვროდ ალერსიანი და მომთმენია.
მოუსვენარი ბავშვისათვის უკეთესია აირჩიოთ ტერიერის ლეკვი (ერდელტერიერი, სკოთჩ ტერიერი). ეს ჯიშები აღმერთებენ მოძრავ თამაშებს. არანაკლებ აქტიურია კოლი, გერმანული ნაგაზი, დალმატინელი, ლაბრადორ რეტრივერი, ირლანდიური სეტერი. ოთხფეხა მეგობართან ერთად აქტიური სეირნობა შეიძლება გახდეს ფიზიკური ვარჯიშის შემცვლელი მოზარდებისათვის, რომლებსაც მიდრეკილება აქვთ ჭარბი წონისკენ.
მშვიდ ბავშვს უფრო ”სოლიდური” ტემპერამენტის მქონე ძაღლი შეეფერება_სენბერნარი, ნიუფაუნდლენდი, ბასეტ ჰაუნდი, კოკერ სპანიელი, ინგლისური ბულდოგი. ამ ჯიშებს მეგობრული ხასიათი და უსაზღვრო ერთგულება ახასიათებთ, ისინი მშვიდები არიან და კარგად აქვთ გამოხატული საკუთარი ღირსების გრძნობა. დარწმუნებული იქნებით, რომ თქვენს ბავშვს მშვენიერი კომპანიონი ეყოლება.
”პატარა პრინცესას” ძალიან მოეწონება დროის გატარება მოპსისთან ერთად, რომელიც მოფერებაზე გიჟდება. ნაზი იორკშირული ტერიერი სიამოვნებით გაუწევს თავის პატარა ქალბატონს კომპანიას. ფრანგული ბულდოგი კი მოწყენილობისათვის დროს არ დაუტოვებს, მზრუნველობაზე უსაზღვრო სიყვარულით უპასუხებს და მიუხედავად პატარა ზომისა, ვაჟკაცურად დაიცავს ყოველგვარი საფრთხისგან.
ნებისმიერი ჯიშის ძაღლის აღზრდისას პატარა სწავლობს თანაგრძნობასა და პასუხისმგებლობას. ოთხფეხა მეგობარი კი მას უზომო სიყვარულსა და ერთგულებას აჩუქებს.
ჯიშის არჩევისას მხედველობიდან არ გამოგჩეთ ჯიშის წარსული_რა მიზნისათვის შეიქმნა ის. ძაღლის გენეტიკური მახსოვრობამ შესაძლოა მოულოდნელი სიურპრიზი მოგიწყოთ. მაგ. კოლი ბავშვების შეგროვებას დაიწყებს ერთ გუნდად, რადგანაც ეს ძაღლები საუკუნეების მანძილზე ცხვარს მწყემსავდნენ და ეს უკვე მათი ბუნებრივი ინსტიქტია. გერმანული ნაგაზი კი სრულიად ბუნებრივად ჩათვლის თქვენ პატარას ყველაზე სუსტად და დაუცველად ”ხროვაში”, ამიტომ ქუჩაში შეუტევს ნებისმიერ უცნობს, რომელიც მეტისმეტად ახლოს მივა ბავშვთან. ეს ხროვის ინსტიქტის გამოვლინებაა, რომელივ ნაგაზებს თავინთი წინაპრებისაგან_მგლებისგან გადმოეცათ.
ასეთი თავისებურებების ნუ შეგეშინდებათ, უბრალოდ, ისინი გაითვალისწინეთ.
თქვენ გიყვართ ძაღლები? გინდათ ლეკვის აყვანა?
თუ მტკიცედ ამბობთ ”დიახ”, აიყვანეთ და თქვენ და თქვენმა პატარამ ერთად გაიზიარეთ ახალი მეგობრის შეძენით გამოწვეული სიხარული. თუ თქვენ გადაჭრით ვერ პასუხობთ, ბავშვი კი მოსვენებას არ გაძლევთ თხოვნით, უყიდოთ რამე ცხოველი, შეიძლება ღირს კომპრომისზე წასვლა. მას ჩიტი, ზაზუნა,ზღვის გოჭი ან კუ უყიდეთ. გამოცდილება აჩვენებს, რომ ყველაზე პასუხისმგებლობით აღსავსე ბავშვებიც კი ვერ უმკლავდებიან დამოუკიდებლად ძაღლის მოვლას, მაგრამ პატარა მეგობრებს ისინი სიამოვნებით მიხედავენ.
თუ თქვენ არ გინდათ ცხოველის მიყვანა სახლში და ბავშვიც მაინც და მაინც არ იჩემებს, ნუ აიყვანთ ცხოველს. საქმე იმაშია, რომ თქვენი პატარა მიეჩვევა ცხოველებს მოექცეს ისე, როგორც თქვენ ექცევით მათ. თუ თქვენ ლეკვს ოჯახის წევრად მიიღებთ, ბავშვისთვისაც ის მეგობარი გახდება. თუ ძაღლი თქვენთვის მხოლოდ ინტერიერის ნაწილი ან მომაბეზრებელი არსება იქნება,ბავშვი შეიძლება მიეჩვიოს იგნორირება გაუწიოს ირგვლივმყოფთა ინტერესებს, როგორც ადამიანების,ისე ცხოველების.
სწორედ ამიტომ იყავით ძალიან ფრთხილები და პირველ რიგში საკუთარ თავს ჰკითხეთ:”მჭირდება კი მე ძაღლი?”
user posted image
MITIATO
დეპრესიული ოპტიმისტი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9074
წევრი No.: 111500
რეგისტრ.: 5-February 10

გამოგზავნილია: 8 Jan 2012, 17:45  #29104695      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
tamrikor
ჩავამატე ტერიტორიის მონიშვნა. მადლობა. 2kiss.gif
RENE_Z
QUOTE
ერთი თხოვნა მაქვს, კატებზეც დადევით ინფორმაცია და ჩიტებზეც.

კატებზე ვაპირებ და ჩიტებზე არაფერი გამეგება. ვინც იცის, დადოს. ძალიან საინტერესო იქნება! smile.gif
* * *
ჰიპოალერგიული ძაღლები
ჰიპოალერგიული ძაღლები საუკეთესო გამოსავალია იმათთვის, ვინც ალერგიით იტანჯება, მაგრამ ძალიან უნდა ყავდეს ძაღლი. ოღონდ გახსოვდეთ_ არც ერთი ძაღლი არ არის 100%-ით ჰიპოალერგიული.გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთს ძაღლის ბეწვზე კი არა, მის ნერწყვზე აქვს ალერგია. სამწუხაროდ, ჰიპოალერგიული ნერწყვის მქონე ჯიში არ არსებობს.ალერგიის მძიმე ფორმით დაავადებული ადამიანისათვის საერთოდ არ არის რეკომენდირებული ძაღლის ყოლა სახლში.
ჰიპოალერგიულ ძაღლებს ან საერთოდ არ აქვთ ბეწვი, ან პრაქტიკულად არ აქვთ, ან ბეწვი მათ მუდმივად ეზრდებათ. ამ ძაღლებს ფაქტიურად არასოდეს აქვთ ქერტლი.
როგორც წესი, უბეწვო ძაღლები ყველაზე ჰიპოალერგიულები არიან.
პოტენციურად ჰიპოალერგიული ძაღლები:
- ბასენჯი;
user posted image

- ბედლინგტონ ტერიერი;
user posted image

- ბიშონ ფრიზე;
user posted image

- ბორდერ-ტერიერი;
user posted image

- ჩინური უბეწვო;
user posted image

- კოტონ დე ტულიარე;
user posted image
* * *
- ჰავანური ბიშონი;
user posted image

- ირლანდიური წყლის სპანიელი;
user posted image

- კერი-ბლუ ტერიერი;
user posted image

- მალტეზე;
user posted image

- პუდელი;
user posted image

- პორტუგალიური წყლის ძაღლი;
user posted image

- პული;
user posted image

- შნაუცერები;
user posted image

- ში-თცუ;
user posted image

- რბილბეწვიანი ხორბლისფერი ტერიერი;
user posted image

- მექსიკური უბეწვო ძაღლი;
user posted image

- იორკშირული ტერიერი.
user posted image

* * *
კატა თუ ძაღლი?
ადრე თუ გვიან ბევრ ოჯახში ისმის კითხვა: ”რომელი ავირჩიოთ-ძაღლი თუ კატა?”
თქვენ უჯდებით მოლაპარაკების მაგიდას, მაგრამ აჩევანი რთულია. თქვენ ხომ აქამდე არც კატა გყოლიათ და არც ძაღლი და ამ ცხოველების თავისებურებებში ვერ ერკვევით. ამიტომ, მოდით გავერკვეთ. დავიწყოთ მთავარი განსხვავებით.
კატები სახლზე არიან მიჯაჭვულები, ძაღლები კი_პატრონზე, ამიტომ თუ თქვენ ხშირად იცვლით საცხოვრებელ ადგილს უკეთესი იქნება თუ ძაღლს აირჩევთ.
-კატა თავნებაა, ის არასოდეს შეასრულებს თქვენს ბრძანებებს და მოწიწებით არ მოგაჩერდებათ თვალებში. თუ ოცნებობთ დამჯერე ცხოველზე, რომელიც დაძაბული დღის შემდეგ ჩუსტებს მოგიტანთ, არჩევანი ძაღლზე შეაჩერეთ.
კატა თვითონ სეირნობს, შეიძლება საერთოდ არ გავიდეს სახლიდან.
-მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ძაღლის ზოგიერთი ჯიში (თოი ტერიერი, იორკშირული ტერიერი და ა.შ.), რომლებიც შეიძლება მივაჩვიოთ ტუალეტს სახლში, მათ მაინც სჭირდებათ სეირნობა ყოველ დღე. თუ თქვენ არ გაქვთ დრო სეირნობისათვის, აირჩიეთ კატა.
-კატას პატარა ბინაშიც თავისუფლად შეუძლია ცხოვრება, ხოლო თუ თქვენ მოზრდილი ძაღლის აყვანა გსურთ ეზოიანი სახლი ან კორპუსის დიდი ბინა უნდა გქონდეთ.
-კატას არ სჭირდება წვრთნა, როცა ძაღლისათვის ის აუცილებელია. ძაღლები კატებზე უფრო ადვილად იწვრთნებიან. მათ შეიძლება ასწავლოთ ბევრი რამ, მაგალითად თქვენი დაცვა. ისინი ადვილად იმახსოვრებენ 50-მდე ბრძანებას და მუდან შეუძლიათ ისწავლონ ახალიც.
-კატებს შეიძლება მცირე დრო დაუთმო, ძაღლებს კი თითქმის მთელი დღე სჭირდებათ. ძაღლებს უნდა ეთამაშოთ და გაასეირნოთ. კატები უფრო დამოუკიდებლები არიან. საჭმელი, წყალი და სათამაშოები მათთვის საკმარიასია;
-თქვენი ავეჯი ძლიერ დაზარალდება, თუ თქვენ ლეკვი გეყოლებათ, კნუტები ასეთი გამანადგურებლები არ არიან, თუმცა ბრჭყალებს რა თქმა უნდა ისინიც თქვენს სავარძლეში გაილესავენ.
-კატებს უფრო ნაკლები ფული სჭირდებათ, რადგანაც ნაკლებს ჭამენ და ვეტერინერის მომსახურებაც კატებისთვის უფრო იაფია;
-კატები უფრო სუფთები არიან, ძაღლებს კი რეგულარულად სჭირდებათ დაბანა;
-თუ თქვენ მშვიდი და კარჩაკეტილი ცხოვრება მოგწონთ, გაღიზიანებთ ემოციების მგზნებარე გამოვლენა, მზად იყავით იმისთვის, რომ ძაღლი, რომელიც მთელ თავის სიყვარულს თქვენ მოგიძღვნით, თქვენგანაც იგივეს დაელოდება. თუ თქვენ ძაღლს ვერ დაარწმუნებთ, რომ ის ერთადერთი და განუმეორებელია თქვენთვის, ის მოღუშულ მიზანთროპად გაიზრდება. ოღონდ არ იფიქროთ, რომ კატას საერთოდ არ სჭირდება მოფერება. უბრალოდ, ძაღლისაგან განსხვავებით კატები გრძნობების მშვიდ და თავშეკავებულ გამოვლენას ამჯობინებენ. უხეში მოფერებით მათ, უბრალოდ, გაანაწყენებთ.
თუ თქვენ სუსტი ნებისყოფა გაქვთ და ადვილად ექცევით სხვისი გავლენის ქვეშ, მაშინ დაფიქრდით, შეძლებთ კი გახდეთ ხროვის წინამძღოლი? ძაღლები, კატებისაგან განსხვავებით, ადვილად ემორჩილებიან პატრონის ნებას და აღიარებენ მის უპირატესობას თუ მისგან ძალას და ავტორიტეტს გრძნობენ. თუ ამას ვერ მოახერხებთ ის თვითონ დაგიწყებთ უფროსობას.
ამ მხრივ კატებთან ურთიერთობა უფრო ადვილია: მათ არ სჭირდებათ უფროსი და არც სხვაზე უფროსობა სურთ. კატისათვის მთავარია, რომ არ შელახონ მისი ინტერესები და სურვილები, ნება მისცენ აკეთოს ის, რის გაკეთებასაც საჭიროდ თვლის.
მიღებულია, რომ კატა ინტროვენტია, ძაღლი კი_ექსტრავენტი. კატა ეგოისტია, ერთპიროვნული, მხოლოდ საკუთარ ჭკუაზე მოსიარული. ძაღლი კომპანიის სულია, მარტოობა ვერ გადააქვს. კატებს ნორმალური თვითშეფასება აქვთ, რომელიც ხანდახან განდიდების მანიაშიც კი გადასდით. ძაღლი საკუთარ თავში დაეჭვებული არსებაა, მისი თვითშეფასება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ეპყრობა მას პატრონი.
ზოოფსიქოლოგები ძაღლისა და კატის განსხვავებას ხუმრობით ასე აღწერენ: ”ნებიმიერი ძაღლი დარწმუნებულია შემდეგში: ჩემს პატრონს მე ვუყვარვარ, მივლის, მაჭმევს, გამოდის, რომ ის ღმერთია”, ძაღლებისაგან განსხვავებით, კატები მიიჩნევენ: პატრონს ვუყვარვარ, მივლის, მაჭმევს, გამოდის, რომ მე ვარ ღმერთი.”
აქედან შეიძლება რამდენიმე დასკვნა გამოიტანო: თუ თქვენ მეგობრული ადამიანი ხართ, გიყვართ ადამიანებთან კონტაქტი, ბევრი მეგობარი და ნაცნობი გყავთ, რომლებისთვისაც თქვენი სახლის კარი მუდამ ღიაა, თქვენ ძაღლთან ცხოვრება არ გაგიჭირდებათ. საქმე იმაშია, რომ გულღია, კომუნიკაბელური, ემოციური ადამიანები ძაღლის ერთგულებასა და პატრონზე მიჯაჭვულობას გაგებით ეკიდებიან. ისინიც ხომ სხვა ადამიანებზე არიან დამოკიდებულები.
ჩაკეტილი ადამიანებისათვის კი, რომლებისთვის მარტოობა სასჯელი კი არა საჩუქარია, ძაღლური ერთგულება თავს მოხვეული პირფერობაა. ასეთი ადამიანისათვის კატა საუკეთესო მეგობარია. ისიც ხომ მარტოსულია თავისი ბუნებით და კარგად გრძნობს პირადი სივრცის საზღვრებს.
კატას და ძაღლს განსხვავებული ბიოველი აქვს. კატებს ცუდი ენერგია მიაქვთ, ძაღლები დადებით ენერგიას ასხივებენ.
კატები კურნავენ არითმიას, ჰიპერტონიას, კუჭ-ნაწლავის დაავადებებს. შავი კატები ძალიან ბევრ უარყოფით ენერგიას ისრუტავენ, ნაცრისფერი და ცისფერი კატები ამშვიდებენ. თეთრი კატები საუკეთესო მკურნალებად ითვლებიან. დიდ ბრიტანეთში ისინი სპეციალურ აფთიაქებშიც კი იყიდებიან. კატის კრუტუნს ადამიანის დეპრესიისაგან განკურნება შეუძლია. სპარსული ჯიშის კატები კი ოსტეოქონდროზს კურნავენ. უნდა აღინიშნოს, რომ სტერილიზებულ ცხოველებს სამკურნალო თვისებები შედარებით დაქვეითებული აქვთ.
ძაღლები, თავის მხრივ, ადამიანს მარტოობაზე გამკლავებაში ეხმარებიან. წარმატებით გამოიყენებიან გაფანტულ სკლეროზთან ბრძოლაში, რადგანაც აიძულებენ დაავადებულებს აქტიურად იმოძრაონ. დაძაბული სამუშაოს მქონე ადამიანები ძაღლის საშუალებით ადვილად ლახავს ნერვული სტრესისს. განსაკუთრებით დიდი ჯიშის ძაღლები კურნავენ არითმიას.
საკმარისია ყოველ დღე გულზე ხელი დაადოთ ძაღლს 30 წთ.-ის განმავლობაში, რომ თანდათანობით გულის რითმი ნორმაში ჩადგება და კარდიოსტიმულაციის საჭიროება აღარ იარსებებს.აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს ძაღლებთან ურთიერთობის შემდეგ მდგომარეობა უუმჯობესდებათ. ძაღლის ბეწვი კარგად ინარჩუნებს სითბოს, ფლობს ანთების საწინააღმდეგო და გამაუტკივარებელ თვისებებს. ძაღლის ბეწვისაგან დამზადებული ქამრებით ბევრ დაავადებას მკურნალობენ(რადიკულიტი, ოსტეოქონდროზი, თირკმელების დაავადება). უბეწვო ჯიშის ძაღლებს უნარი აქვთ მოხსნან ასთმის შეტევა და შეამსუბუქონ ალერგია. მაგრამ იმისათვის, რომ ძაღლი მკურნალი გახდეს ის თქვენი ყურადღებითა და სიყვარულით უნდა უზრუნველყოთ.
მიუხედავად განსხვავებებისა კატასა და ძაღლს შორის, არის მსგავსებაც: ორივე მათგანს სჭირდება საჭმელი, აცრები, ვიტამინები, დასაბანი შამპუნი, სავარცხელი და სათამაშოები. ორივე მათგანი შეიძლება გაიყვანოთ გამოფენაზე და გაამრავლოთ, მაგრამ რაც მთავარია, კატასაც და ძაღლსაც სჭირდება სითბო და მზრუნველობა. თავი შეიკავეთ ”ცოცხალი სათამაშოს” შეძენისგან, თუ თქვენი ცხოვრების წესი მუდმივ მოგზაურობას და სახლში დიდხანს არყოფნას მოითხოვს. პატრონის გარეშე დარჩენილი კატაც და ძაღლიც ერთნაირად იტანჯება, გარდა ამისა თქვენ ვერასოდეს გახდებით ახლო მეგობრები.აქ თვითგადარჩენის ბუნებრივი ინსტიქტი მუშაობს:”ის ხშირად მტოვებს, არ მინდა დავიტანჯო”. რაში გჭირდებათ მეგობარი, რომელიც თქვენ ახლობლად არ გთვლით?
თუ თქვენ არ შეგიძლიათ თქვენი გულის ნაწილი დაუთმოთ თქვენს ოთხფეხა მეგობარს, მაშინ ზაზუნაც კი არ მიიყვანოთ სახლში. ჩვენ ხომ პასუხს ვაგებთ იმათ წინაშე, რაც მოვიშინაურეთ.
user posted image


This post has been edited by MITIATO on 8 Jan 2012, 18:27
Kamanch
მთას ხო ხედავ?


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3181
წევრი No.: 135548
რეგისტრ.: 5-September 11

გამოგზავნილია: 8 Jan 2012, 18:59  #29105878      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
MITIATO
კაკრაზ დღეს ვუყურე ენიმალ პლანეტზე ლეკვის შერჩევას. ანუ ის კრიტერიუმები რაც დაწერე A, B და ა.შ. თურმე პატრონი ან სპეციალურად მოწვეული პირი ყველა ლეკვს სინჯავს და შემდეგ სხვადასხვა ფერის საყელოებს უკეთებს. წითელი ნიშნავს 3 ან მეტი B, ანუ ნორმალური ძაღლი. მგონი ლურჯი იყო ძალიან მშიშარაო თუ რაღაც მასე, ყვითელი გამოუცდელებისათვის და ა.შ. აქაც რო ხდებოდეს ასე, მთლა უკეთესი იქნებოდა. მყიდველი ეგრევე დაავლებდა ხელს სასურველი ფერის საყელურიან ცუგას smile.gif
MITIATO
დეპრესიული ოპტიმისტი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9074
წევრი No.: 111500
რეგისტრ.: 5-February 10

გამოგზავნილია: 8 Jan 2012, 19:36  #29106481      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Kamanch
QUOTE
ყველა ლეკვს სინჯავს და შემდეგ სხვადასხვა ფერის საყელოებს უკეთებს.

აუ, ეგ არ ვიცოდი, მოვძებნი მაგასაც.
ძაღლსაშენებს ლეკვები რომ გამოყავთ გასაყიდად, ლეკვებს სხვადასხვა ფერის საყელურები უკეთიათ და მე მეგონა სილამაზისთვის ქონდათ. biggrin.gif

QUOTE
აქაც რო ხდებოდეს ასე, მთლა უკეთესი იქნებოდა. მყიდველი ეგრევე დაავლებდა ხელს სასურველი ფერის საყელურიან ცუგას

+1
RENE_Z
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3459
წევრი No.: 51815
რეგისტრ.: 18-January 08

გამოგზავნილია: 9 Jan 2012, 20:36  #29122734      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ პატარა მეგობრის სწორად შერჩევა განაპირობებს პატრონის ხასიათის შეცვლას. თურმე ადამიანები ცხოველებს ირჩევენ არც თუ ისე შემთხვევით, არამედ საკუთარი ხასიათის მიხედვით. ასეთი დასკვნა გამოიტანეს მეცნიერებმა, როცა დააკვირდნენ როგორ იცვლებოდა ადამიანების ხასიათი და ცხოვრების სტილი უკეთესობისკენ, ვისაც ჰყავდა პატარა მეგობარი.
user posted image
ძაღლი აიყვანეთ? – ეს ნიშნავს, რომ თქვენ არ გაკმაყოფილებთ თქვენი მდგომარეობა და გინდათ უფრო მეტს მიაღწიოთ ცხოვრებაში, თუ დიდი ძაღლი გყავთ, მეტი შანსი გაქვთ, წარმატებას მიაღწიოთ ბიზნესში, თუ პატარა ძაღლი გყავთ– ესე იგი თქვენ უკვე მიაღწიეთ წარმატებას, რაც უფრო პატარაა ძაღლი, უფრო წარმატებული ხართ, მაგალითად ინგლისის დედოფალს ჰყავს –ველშ–კორგი,ძაღლი პატარა ფეხებით, ბევრ ცნობილ ადამიანს ჰყავს იორკები, მოპსები და სხვა პატარა ჯიშის ძაღლები. ამ ადამიანებს, როგორც წესი, ძალიან უყვართ ბავშვებიც.
user posted image
ძაღლების ყოლა „თერაპიული მიზნებით“ მიზანშეწონილია იმ ადამიანებისთვის, ვინც დროებით დისკომფორტს განიცდის, რაღაცის ან ვიღაცის დაკარგვის გამო, ვისაც სურს იყოს ლიდერი საზოგადოებაში, ვინც არ ელოდება იღბალს, არამედ თვითონ მიისწრაფვის მოქმედებისკენ. ძაღლი გაგხდით უფრო თამამს და მოგიხსნით კომპლექსებს, თუ გქონდათ მანამდე.
user posted image
თუ კატა გინდათ აიყვანოთ– თქვენ ხართ იდუმალებით მოცული ადამიანი.
ადრე ფიქრობდნენ, რომ კატა შინაბერების აუცილებელი ატრიბუტი იყო, თუმცა მერე გაირკვა, რომ მამაკაცები სწორედ ისეთ ქალებს ირჩევენ, ვისაც კატა უყვარს, ამ ცხოველთან ასოცირდება სინაზე, გრაციოზულობა, იდუმალება და მგრძნობელობა, კატების მოყვარული ადამიანები იშვიათად მიდიან ღია კონფლიქტზე, მაგრამ არც საკუთარ თავს დააჩაგვრინებენ ვინმეს.
თქვენი მეგობარი ლამაზი ფისოა? –ესე იგი თქვენ მოაწესრიგებთ საკუთარ ცხოვრებას და სხვისი პრობლემები მეორე ადგილზე გადაინაცვლებს, თქვენი ხასიათი გარემოს ადეკვატური გახდება, გახდებით უფრო მშვიდი და რბილი ხასიათის, შეგიყვარდებათ გარშემო მყოფი ადამიანები. ისწავლით, რომ არ ამოაფრქვიოთ თქვენი ემოციები, არამედ აწონ–დაწონით თქვენს საქციელს და მეტ ყურადღებას დაუთმობთ თქვენს მეგობრებს და ოჯახის წევრებს.
user posted image
თუკი თქვენ გიყვართ ჩიტები და თქვენი მეგობარი პატარა ლამაზი თუთიყუშია?
ესეიგი თქვენ შემოქმედებითი ადამიანი ხართ . გემოვნებიანი, ნაზი და რომანტიკული.
სწორედ ფრინველების სიყვარული მიანიშნებს ადამიანის გემოვნებას და სწრაფვას ხელოვნებისკენ, შემოქმედებისკენ, უხილავი მწვერვალებისკენ, ასევე ვისაც აწუხებს ზედმეტი წონა და სურს გრაციოზული და დახვეწილი იყოს.
ჩიტი შეიძინეთ? თქვენ უეჭველად გახდებით ოპტიმისტი, უფრო შრომისმოყვარე,თქვენში გაიღვიძებს შემოქმედებითი პოტენციალი, ჩადგებით რეჟიმში და ისწავლით დროის ფასს.
user posted image

თუ თქვენი მეგობრები თევზები არიან – ესეიგი ინტელექტუალი ხართ. თქვენს ოჯახში სულიერი სიმშვიდე, ბედნიერება და გონიერება სუფევს.
თევზებთან მეგობრობა თქვენ გაგხდით უფრო დაფიქრებულს, ნაკლებ შეცდომებს დაუშვებთ ცხოვრებაში და გაქვთ შანსი გაიზარდოთ ინტელექტუალურად. თევზების მოყვარულ ადამიანებს უყვართ ოჯახი და მეტ დროს უთმობენ ოჯახის წევრებს.
user posted image
ზაზუნა გიყვართ? –თქვენ ძალიან კეთილი ადამიანი ხართ, თქვენში ისევ ის პატარა ბავშვი ცხოვრობს, რომელსაც არ უნდა გაიზარდოს, თქვენ არ ხართ დარწმუნებული საკუთარ ძალებში, ზაზუნა შიძინეთ? ესეგი მალე თქვენი თვითშეფასება გაიზრდება და გახდებით უფრო თამამი, უფრო ოპტიმისტი.
user posted image
შინაური ცხოველები მკურნალები არიან.
კატები კურნავენ – გულის და გულსისხლძარღვთა დაავადებებს, თავის ტკივილს,არეგულირებენ წნევას.
ძაღლები – გულის იშემიური დაავადება, ინსულტი, ათეროსკლეროზი, ზედმეტი წონა, სტრესი.
ზაზუნები –სტრესი, ნევროზები, სახსრების დაავადება.
ჩიტები –თავის ტკივილი, ნეიროდერმიტები.
თევზები – გაციება, ასთმა, ნევროზები, უძილობა.
RENE_Z
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3459
წევრი No.: 51815
რეგისტრ.: 18-January 08

გამოგზავნილია: 9 Jan 2012, 21:07  #29123205      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image
ჩიტებს შორის ყველაზე პოპულარულია სახლში თუთიყუშების ყოლა, და მათ შორის ალბათ პირველ ადგილზეა ტალღისებური თუთიყუში. მისი სახელწოდება melos psittacos undulates წარმოშობილია ბერძნული სიტყვა melos – სიმღერა, psittacos – თუთიყუში და ლათინური სიტყვა undulates – ტალღისებური, ასეთი სახელწოდება მიიღო იმის გამო, რომ თავზე აქვს პატარა დამახასიათებელი ფერადი ზოლები. ასევე ეძახიან «Wellensittich», თუმცა ინგლისურად მას «budgie» ჰქვია, შემოკლებით, როგორც ავსტრალიელი აბორიგენებმა შეარქვეს: «bedgerigas», რაც ითარგმნება, როგორც „საჭმელად გამოსაყენებელი“. როგორც იცით ამ ფრინველების სამშობლო ავსტრალიიაა, სადაც ისინი დიდ ოჯახად ბუდობენ, საცხოვრებლად ისინი ირჩევენ შედარებით მშრალ რაიონებს და ბუდეებს ევკალიპტის ხეებზე იკეთებენ. ერთ ხეზე შეიძლება რამდენიმე ოჯახიც კი ცხოვრობდეს.
user posted image
გარეგნულად ეს ჩიტები პატარა ზომის არიან, 15-18 სმ. სიგრძის და წონით დაახლ. 30-40 გრამი.
როგორ უნდა შეარჩიოთ თუთიყუში? პირველ რიგში უნდა იცოდეთ მამალი გინდათ თუ დედალი. სასურველია რათქმაუნდა მამალი, მას უფრო წყნარი და მელოდიური ხმა აქვს, ხასიათი უფრო დამყოლი და ლაპარაკსაც უფრო ადვილად სწავლობს, თუმცა როგორც ამბობენ დედალი თუთიყუშებიც საოცრად ნიჭიერები არიან და თუ ბევრი დრო გაქვთ , შანსია უფრო მალე ასწავლოთ ლაპარაკი. მათი გარჩევა ადვილია, თუ დააკვირდებით ნესტოების ზედა ნაწილზე, მამლებს ცისფერი–მოლურჯო, ხოლო დედალ თუთუყუშებს მოყავისფრო მოთეთრო ფერი აქვთ, ხოლო რაც შეეხება ბარტყებს: მამლებს ოდნავ მოიასამნისფერო–ვარდისფერი ნესტოები აქვს, დედლებს მოთეთრო–მოცისფრო, ასე გაარჩევთ. რაც შეეხება ფერს, ისინი მრავალფეროვანი შეფერილობის გვხვდება, თუმცა კლასიკური ფერი მათი არის მოყვითალო–მომწვანო, სხვა ყველა ფერი არის ხელოვნურად გამოყვანილი სელექციონერების მიერ.
user posted image
თავდაპირველად რასაკვირველია თუთიყუშთან ერთად უნდა შეიძინოთ გალია, სასურველია საშუალო ზომის, ერთი თუთიყუშისთვის განკუთვნილია გალია სიგრძე– სიგანით არა უმცირეს 30x60,რომ თავისუფლად შეეძლოს ფრთების გაშლა, ასევე ყველა ის საჭირო ატრიბუტი რაც ესაჭიროება თუთიყუშს, საკვები, მინერალები, ცარცი, ქვიშა, წყლის და მარცვლეულის ჭურჭელი, პლასტმასის ქანდარები უნდა შეცვალოთ ხის ქანდარებით, რადგან პლასტმასი ფეხებს ატკენს და შეიძლება სოკო განუვითარდეს. ქანდარები სასურველია იყოს მუხის ან სხვა რომელიმე მაგარი ხის ჯიშის, რადგან ჩიტები გამუდმებით ღრღნიან რაც მოხვდებათ. აუცილებელია გალიას ქონდეს გამოსაწევი ძირი, რომ ხშირად არ შეაწუხოთ ფრინველი, გალია ყოველდღე უნდა გაწმინდოთ. შეიძლება გალიაში ჩაფინოთ ქაღალდი და ყოველდღე გამოცვალოთ, ოღონდ არა გაზეთი, იმიტომ რომ გაზეთის შრიფტი შეიცავს ტყვიას და ჩიტმა შეიძლება დაღრღნას და მოიწამლოს. გალია დადგით თბილ, მშრალ და ნათელ ადგილას, არ უნდა იყოს სამზარეულო, რადგან თუთიყუშები ძალიან მგრძნობიარეები არიან სუნის მიმართ, ასევე გალია არ უნდა დადგათ ოთახის შუაში, იქ სადაც ორპირი ქარია ან ძალიან კაშკაშა მზე. გალიის ხშირი გადაადგილება ან ტარება ოთახიდან ოთახში დაუშვებელია, რადგან ჩიტებს სერიოზული სტრესი შეიძლება დაემართოთ. გალია უნდა იდგეს ყოველთვის ერთ ადგილას, ადამიანის თვალების სიმაღლეზე, რომ ჩიტმა იგრძნოს „სიმაღლე“, თუ ბინადარი თავისი გალიით დაბლა გეყოლებათ, თქვენი მეგობარი მუდმივად სტრესში იქნება, რაც ყოვლად დაუშვებელია. ღამე გალიას შეგიძლიათ გადააფაროთ რამე ნაჭერი და შეაჩვიოთ ასე, რომ დაიძინოს და აღარ იჟღურტულოს, დილასაც არ გაგაღვიძებთ, ვიდრე არ მოხსნით გადასაფარებელს, ოღონდ ძალიან სქელი ნაჭერი არ დააფაროთ, რომ სუნთქვა შეძლოს.
არ უნდა დაგავიწყდეთ ყოველდღე გამოუცვალოთ წყალი და საკვები ჩაუმატოთ ჭურჭელში, როგორც წესი, ჩიტები კენკავენ რა მარცვლებს, ჩენჩოებს იქვე ყრიან, ზოგჯერ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ სავსე აქვთ საკვები, სინამდვილეში კი ეს ჩენჩოა, ყოველდღე გაასუფთავეთ ჩენჩოებისგან, სული შეუბერეთ და ჩენჩოები ასე ცილდება, მერე დაუამატეთ ახალი საკვები.
მარცვლეულის გარდა საჭიროა დამატებით მისცეთ ხილი და მწვანილეულობა, ასევე მოხარშული ფაფები, უმარილო და უცხიმო. თუ თქვენ გინდათ ლაპარაკი ასწავლოთ თქვენს პატარა მეგობარს,იცოდეთ ეს დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს, ასევე ნებისყოფას, რადგან ეს ერთ დღეში არ მოხდება და ყოველდღიური მსავალსაათიანი „სწავლება“ მხოლოდ რამდენიმე თვის მერე გამოიღებს ნაყოფს. ხოლო სწავლის პროცესი „ლაპარაკის შესწავლა“ იწყება მხოლოდ მის მერე, რაც თქვენსა და ჩიტს შორის სრული მეგობრული ურთიერთობა დამყარდება, ეს პატარა არსებები ძალიან მშიშრები და ფრთხილები არიან და მათთან დამეგობრება არც ისე ადვილია, ყოველდღე ნელ–ნელა შეაჩვიეთ თქვენთან ურთიერთობა, სისწრაფე აქ ყოვლად დაუშვებელია, რადგან თუ ერთხელ შეაშინებთ ან ცუდათ მოექცევით ჩიტს, ის აღარასოდეს გახდება თქვენი მეგობარი.
user posted image
ჩიტები არ ავადმყოფობენ დიდხანს, თუ ისინი დაავადდნენ, სწრაფად უნდა შველა, რადგან სწრაფად კვდებიან, თუ ხედავთ რომ მოწყენილია, არ ჭამს და თავჩაღუნული ზის, საწრაფოდ წაიყვანეთ ვეტერინართან, თუ ასეთი არსებობს საერთოდ თბილისში, თუ არა და პირველადი დახმარება ის იქნება რომ თბილად გყავდეთ და მიეცით რაც შეიძლება მეტი სითხე, სასურველია თაფლიან–ლიმონიანი თბილი ჩაი. ასევე კარგია ნახშირი, თუ გაქვთ ეჭვი რომ რაღაცა გადაყლაპა და მოწამლულია და სკლინტი არა აქვს შესაბამისი ფერის ან სისქის. სასურველია წინდაწინ გქონდეთ საჭირო მედიკამენტები, რომელიც იყიდება ვეტ აფთიაქებში, მაგ ანტიბიოტიკი ან ანტიმიკოზული კრემი, იქვე მიიღებთ უფასო კონსულტაციას, რამდენი უნდა დოზა.
თუ თქვენ გადაწყვიტეთ შეიძინოთ თუთიყუში, დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა– გიყვართ ფრინველები? გაქვთ საკმარისი დრო რომ დაუთმოთ? შეეგუებით იმ ნაგავს და ბუმბულებს, რომელიც მუდმივად იქნება ჩიტების გარშემო? ყოველდღე დაუთმობთ თქვენს მეგობრებს არანაკლებ 30 წუთს?
user posted image
ერთი შეხედვით ჩიტებს იმდენი დრო და ენერგია არ ჭირდებათ როგორც ძაღლებს და კატებს, თუმცა თუ ჩიტებს ყურადღება დააკლდებათ ისინი ამას არ გაგრძნობინებენ, მათ დაეწყებათ დეპრესია და ავად გახდებიან, შეიძლება მოკვდნენ კიდეც. ჩიტები უფრო მომთხოვნი არიან ყურადღების და სისუფთავის მიმართ, ისინი უფრო სოციალურები არიან, გრძნობენ პატრონის დამოკიდებულებას მათ მიმართ.
user posted image
თავისი ბუნებით თუთიყუშები ფრთხილები არიან , დიდი ხმაურის და დიდი მოძრაობების ეშინიათ, თუ თქვენ აქამდე გიყვარდათ მუსიკა მაღალ ხმაზე, ყვირილი ან ცეკვა და სირბილი ოთახში, თუთიყუშებთან მოგიწევთ ამაზე უარის თქმა, რადგან ეს თუთიყუშებისთვის ყოვლად მიუღებელია, მათ ჭირდებათ სიმშვიდე, სიწყნარე და ღამე ადრე დაძინება. ხოლო რაც შეეხება დილას, თქვენი პატარა მეგობრები ადრე იღვიძებენ და მხიარული ჟივილით გაგაღვიძებენ და რაც არ უნდა გეძინებოდეთ, უნდა ადგეთ და დაუყაროთ საკენკი. გადახედეთ თქვენს დღის განრიგს და გადაეწყეთ თუთიყუშის დროზე. თქვენმა თუთიყუშმა თავისი დღის რეჟიმი ზუსტად უნდა დაიცვას, თუ გინდათ რომ ის ჯანმრთელი და მხიარული იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაუღუპება.
თუ თქვენ გაქვთ ოთახის ყვავილები, შესაძლოა ისინი თუთიყუშისთვის მომწამვლელი აღმოჩნდეს, რადგან ეს ჩიტები ძალიან ცნობისმოყვარეები არიან და ყველაფერს კენკავენ რაც მოხვდებათ, ამიტომ ოთახის ყვავილები ძალიან შორს დადგით, რომ თუთიყუშისთვის მიუწვდომელი იყოს.
user posted image
ყოვლად დაუშვებელია თუთიყუშებთან ახლოს სიგარეტის მოწევა, ასევე არომატული სანთლების დანთება და სუნამოების დაპკურება. ჩიტები ძალიან მგრძობიარეები არიან ასევე ქიმიური სარეცხი საშუალებების სუნის მიმართ, ლაქის, საღებავის, ქლორის და სხვა მძაფრსუნიანი პრეპარატების მიმართ. ნებისმიერი სუნი, რომელიც შეიძლება იყოს სამზარეულოში ასევე დაუშვებელია. ამიტომ გალია არ დადგათ სამზარეულოში.
user posted image
ასევე დიდი სტრესია ჩიტებისთვის სხვა შინაური ცხოველები ძაღლი ან კატა, თუთიყუშს მათი სიახლოვე შეიძლება ძვირად დაუჯდეს, ერთ მშვენიერ დღეს მოხვალთ სახლში შეიძლება ჩიტის ძვლებიღა ნახოთ. ისედაც კატის შემხედვარე თუთიყუშს შეიძლება შიშისაგან გული გაუსკდეს.
თუ თქვენ გადაწყვიტეთ თუთიყუშის შეძენა, უნდა იცოდეთ ის უარყოფითი მხარეც, რაც მოსდევს სახლში თუთიყუშების ყოფნას:
1. ბევრი სკლინტია– ჩიტები ამას აკეთებენ ხშირად და ყველგან, მიაჩვიოთ ისინი, რომ ერთ ადგილას მოისაქმონ,პრაქტიკულად შეუძლებელია. ასევე ბევრი ნაგავია მარცვლეულის ჩენჩოების სახით, რომელსაც პრაქტიკულად მუდმივად ფანტავენ აქეთ–იქით.
2. როდესაც იცვლიან ბუმბულს, უამრავი ღინღლი და ფრთებია მოსალოდნელი, გაგიკვირდებათ, როგორ შეიძლება ამ პატარა არსებას ამდენი ბუმბული ცვიოდეს.
3. შეიძლება ოჯახის რომელიმე წევრს დაემართოს ალერგია ამის გამო.
4. ღრღნიან ყველაფერს, რაც მოხვდებათ, ვერაფრით გადააჩვევთ. შეიძლება თქვენი საყვარელი სურათიც დაღრღნან.
5. ვერ გაუბრაზდებით, როგორც კატას ან ძაღლს, ხმასაც ვერ აიმაღლებთ, ჩიტები ვერ გაიგებენ, რატომ უბრაზდებით და უყვირით,შეიძლება სტრესი დაემართოთ და ავად გახდნენ.
6. გამოსცემენ მკვეთრ ხმებს და მუდმივად ჭიკჭიკებენ ხმამაღლა, იმეორებენ, განსაკუთრებით დილას, როცა გეძინებათ.
7. მოითხოვენ ბევრ ყურადღებას, თუ ყურადღებას მოაკლებთ ან დიდხანს გეყოლებათ ჩაკეტილი გალიაში მარტო, შეიძლება სტრესი დაემართოს და დაიღუპოს.



მიმაგრებული სურათი
_.jpg
Sonya
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18767
წევრი No.: 56466
რეგისტრ.: 23-March 08

გამოგზავნილია: 10 Jan 2012, 16:43  #29134457      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
MITIATO
up.gif ძალიან კარგია!
რაღაცას მეც დავამატებ:
არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუკეთოთ ადამიანს "სიურპრიზი" ლეკვის ჩუქების სახით! აქ არაერთხელ დასმულა კითხვა ლეკვის ღირებულების შესახებ, განმარტებით: "შეყვარებულს უნდა ვაჩუქო" და მსგავსი. ჯერერთი, ეს აბსოლუტური უპასუხისმგებლობაა - ცოცხალი არსების ჩუქება, თუ ამ ოჯახის წევრებმა არაფერი იციან თქვენი გეგმების შესახებ. ოჯახს, შეასძლოა, არ ჰქონდეს ძაღლის მოვლა-პატრონობის სახსრები, შეიძლება,ზოგადად არ უყვარდეთ ცხოველები და ასე შემდეგ. მე არაერთხელ მსმენია მსგავსი ისტორიები - პაწაწინა, საყვარელი, სათამაშოსავით ლეკვი უჩუქებიათ ბავშვისთვის,, შეყვარებულისთვის ან მეგობრისთვის. შედეგად კი ლეკვი უკეთეს შემთხვევაში გააჩუქეს მოკლე ხანში (როდესაც გაირკვა, რომ, თურმე, მოსაქმება სცოდნია და დიასახლისის პარკეტს სვრის ან მსგავსი), უარესში კი - გარეთ გააგდეს. მოკლედ, არავითარ შემთხვევაში არ აჩუქოთ ლეკვი მათ, ვინც ამისთვის მზად არაა. თუნდაც, შეყვარებულს ზოგადად უნდოდეს ლეკვის ყოლა და უყვარდეს ძაღლები - ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მისი ოჯახის წევრები იზიარებენ ამ სიყვარულს. ან თუნდაც თვითონ ჰქონდეს გააზრებული, თუ რასთანაა დაკავშირებული ძაღლის ყოლა.

და მეორე - ჩემი აზრით, უნდა არსებობდეს ასაკობრივი ცენზი - ანუ, მიახლოებით 16-17 წალმდე ძაღლის ყოლა არაა მიზანშეწონილი მოზარდებსითვის. ჯიშსაც გააჩნია, რა თქმა უნდა. აქ ვგულისხმობ დიდი ზომის ძაღლებს და განსაკუთრებით საბრძოლო ჯიშებს (რომელბიც, ჩემი აზრით, საერთოდ უნდა აიკრძალოს ჩვენთან). პატარა ზომის, თვინიერი და აპრიორი კაცთმოყვარე ძაღლის ყოლა ბავშვსაც კი შეუძლია, სადღაც 10- წლის ასაკიდან. ეს ჩემი პირადი აზრია.

პ.ს. შენ თვითონ დაწერე ეს ყველაფერი? spy.gif smile.gif

This post has been edited by MITIATO on 20 Jan 2012, 16:08


--------------------
Вечность - это утомительно. Особенно под конец.

Я смерти не боюсь, но не хочу при этом присутствовать.

Вуди Аллен.
korela92



*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3303
წევრი No.: 126085
რეგისტრ.: 17-January 11

გამოგზავნილია: 11 Jan 2012, 04:09  #29145207      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
blblbl
MITIATO
*satin
Sonya
ვაა ვერა და ვერ გასწავლეთ რომ უაზრო და აგრესიულ პოსტებს არ აყვეთ ხოლმე.
სისულელეა კამათი მაშინ, როცა ამას შედეგი არ მოყვება. ვერ დაარწმუნებთ იმ ადამიანს ისე მიხედოს ძაღლს, როგორც თქვენ უვლით. ის ადამიანი კი თავის მხრივ ვერ დაგარწმუნებთ თქვენ რომ ძაღლს არ მოუაროთ.
რათ უნდა ეხლა ამას ბევრი ლაპარაკი? biggrin.gif
MITIATO
ყოჩაღ მაგარი თემაა. მართალია დროის უკმარისობის გამო "ჯერ" ბოლომდე არ მაქვს წაკითხული, მაგრამ რაც წავიკითხე ძალიან კარგი და საჭირო ინფორმაცია იყო.
RENE_Z
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3459
წევრი No.: 51815
რეგისტრ.: 18-January 08

გამოგზავნილია: 11 Jan 2012, 12:10  #29146871      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აბსოლუტურად ვეთანხმები მიტიატოს გამოქვეყნებულ ინფორმაციას და მინდა გითხრათ, რომ მსგავსი რეკომენდაციები ბევრი შემხვედრია ბევრ ფორუმებზე და საიტებზე, სადაც უყვართ ცხოველები და ბევრი სტატიები ქვეყნდება, სადაც ადამიანებს, რომელსაც უნდა იყოლიოს პატარა მეგობარი, წინასწარ უყვებიან, რა პრობლემებთან ექნებათ საქმე. yes.gif
მსაგავსი ჩვენს ქვეყანაში ჯერ არსად გამოქვეყნებულა და ამისთვის შენიშვნა კია არ უნდა მივცეთ რა კარგად დაგიწერიაო, არამედ პირიქით დიდი მადლობა გადავუხადოთ, რომ ეს ადამიანი ცდილობს ჩვენს დახმარებას, პირადად მეც მყავდა ძაღლი და ვიცი, რომ ყველაფერი ზუსტად ასე, როგორც დაიწერა, ეხლა მყავს თუთიყუშები, და ვინმეს შეიძლება ეგონოს რა უნდა ამათ მოვლასო, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ არც ეს არის ძალიან მარტივი და იოლი, ნებისმიერი სულიერი არსება უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვს და რათქმაუნდა პასოხისმგებლობას, რაც სამწუხაროდ ჩვენთან ძალიან დაბალ დონეზეა, ამის მაჩვენებელია, თუნდაც გარეთ გამოგდებული მოხეტიალე უპატრონო იმ ცხოველების რაოდენობა, რომელიც არ კლებულობს, პირიქით იზრდება და მიუხედავად რომ თავშესაფარები სავსეა უპატრონო ცხოველებით, ეს მაინც მცირე დახმარებაა, ჩემი აზრით ეს წამოწყება ჯერ კიდევ ცოტაა, ყველა ზოომღაზიებში უნდა იყოს გაკრული ბროშურები და წინდაწინ უნდა მიეწოდოს ინფორმაცია მათ ვინც გადაწყვიტა შეიძინოს რომელიმე შინაური არსება.
საზღვარგარეთ მოქმედებს კანონი, ცხოველების სასტიკი მოპყრობის წინააღმდეგ, აქ იგულისხმება არა მარტო ცემა, თუ მინმემ დაგინახათ რომ თქვენ არ აჭმევთ, არ ასეირნებთ,ცუდათ უვლით თქვენს ძაღლს ან კატას, თქვენი ძაღლი მთელი დღე ყმუის, შეუძლია პოლიციას გამოუძახოს და თუ თქვენ ეს დაგისაბუთეს, დიდი ჯარიმა არ აგცდებათ, ასეა ყველგან, მარტო ჩვენს ქვეყანაშია ასეთი უსულგულო კანონები, აქ ბევრი ყოფილა, მინახავს ცალთვალა ან კოჭლი ძაღლი ან უკუდო კატა და რომც მოკლან ყველას თვალწინ , პასუხს არავინ აგებს, ყველა შეცდომა იწყება არ ცოდნით, თუკი ადამიანი დაგეხმარება და გეტყვის წინასწარ, რომ რა უნდა გააკეთო, როგორ მოუარო და უარყოფითი მხარე აქვს ამას, რა ჯობია. პირიქით მისასალმებელია. yes.gif
ვერანაირ სენტიმენტალობას და ფანატიზმს ვერ ვხედავ იმაში, რომ პატარა სულიერ არსებას ადამიანივით მოექცე, ბავშვს ზოგჯერ არ უნდა იმდენი ყურადღება , როგორც უმწეო არსებას, იმიტომ რომ ეს არსება არ გეტვის მშიაო, ფეხებს არ აბაკუნებს და პრეტენზიები არა აქვს, მთლიანად პატრონზეა მინდობილი, თუ არ გაქვს იმდენი დრო და ნერვები წესრიგში ,რომ ამ მეგობრებს დაუთმო, მაშინ მართლაც ჯობია არ იყოლიო საერთოდ. rolleyes.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (16) [1] 2 3 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.1058 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]