forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (77) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> გერმანული ნაგაზი, ნაწილი II
MITIATO
დეპრესიული ოპტიმისტი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9074
წევრი No.: 111500
რეგისტრ.: 5-February 10

გამოგზავნილია: 21 May 2013, 18:55  #36523531      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

სამშობლო: გერმანია
FCI-ს კლასიფიკაციის მიხედვით: ჯგუფი 1: ნაგაზები და საქონლისმრეკელი ძაღლები (გარდა შვეიცარიულისა);
სექცია 1. ნაგაზები
სიმაღლე მინდაოში: ხვადი 60-65 სმ; ძუ_55-60 სმ;
წონა: ხვადი 30-40 კგ; ძუ 22-32 კგ.
სტანდარტის ნომერი: 166

ჯიშის წარმოშობის ისტორია
ხოფოვარტი, შუა საუკუნეების დროის ეზოს ძაღლი, ფართოდ იყო გავრცელებული ევროპის სახელმწიფოების ტერიტორიაზე. ის გამოიყენებოდა ადამიანის სახლის, ქონებისა და ნახირის დასაცავად. მოგვიანებით, ამ ძაღლების გამოყენება დაიწყეს ცხვრების მწყემსისათვის და მათ ნაგაზები უწოდეს.
გერმანული ნაგაზები, როგორც პრიმიტიული ჯიშის წარმომადგენელები, პირველად ნახსენებია მეშვიდე ათასწლეულით დათარიღებულ ალემანურ კანონებში, სადაც ნათქვამია,რომ ადამიანი, რომელიც ნაგაზს მოკლავდა, მკაცრად დაისჯებოდა. ХVI საუკუნის დასაწყისში გასნერი აღწერს ნაგაზებს, როგორც ძლიერ, მამაც ძაღლებს, რომლებსაც სეუძლიათ დაიცვან ფარაც და პატრონის სახლი და ქონებაც.
ცალკეული მოყვარულები ოდითგანვე ცდილობდნენ შეექმნათ გერმანული მწყემსი ძაღლების კულტურული ჯიში, მაგრამ სხვადასხვა მიზეზებით ეს მცდელობები წარმატებით არ დასრულებულა. თანდათანობით, ნაგაზებზე მოთხოვნილება ევროპის მთელ ტერიტორიაზე გაიზარდა, რამაც მათი რიცხოვნების ზრდა გამოიწვია. გაჩდნენ მომშენებლები, რომლებიც ძაღლებს მხოლოდ და მხოლოდ გაყიდვის მიზნით ამრავლებდნენ, თუმცა, ყურადღებას არ აქცევდნენ მათ ხარისხსა და ერთგვაროვან ტიპს. ოღონდ, კინოლოგიის ისტორიაში შემორჩენილია ისეთი სახელები, როგორიცაა ეხნერტი, ვედერი, შპარვასერი, გოუმანი, ვახსმუტი. ისინი ჯიშს სულაც არ ამრავლებდნენ კომერციული გამორჩენის მიზნით და არაერთი ღირსეული ძაღლი გაზარდეს.
ХVIII საუკუნის დასაწყისში ნაგაზი გერმანიაში უკვე ფართოდ იყო გავრცელებული,მაგრამ მისი გავრცელების ცენტრები ვიუტემბერგის მახლობლად და ტიურინგის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობდა. ტიურინგული ნაგაზები საშუალო ზომის, მოძრავი, აცქვეტილყურებიანი და მგლისფერი ძაღლები იყვნენ. ვიუტემბერგული ნაგაზები უფრო მოზრდილი ზომითა და მშვიდი ხასიათით გამოირჩეოდნენ. მათ სქელი, ზოგჯერ გრძელი ბეწვი ქონდათ და შავი ან წითური შეფერილობისანი იყვნენ. ყურები ან ნახევრად აცქვეტილი ქონდათ, ან_ჩამოყრილი. გაურკვეველი მიზეზის გამო ტიურინგული ნაგაზები მაინც და მაინც დიდი პოპულარულობით არ სარგებლობდნენ. ХVIII-XIX საუკუნეებში ძაღლების რაოდენობა სწრაფი ტემპით იზრდებოდა, ტიურინგული და ვიურტენბერგული ნაგაზები სულ უფრო ხშირად ეჯვარებოდნენ ერთმანეთს, მათ სხვა, უფრო ნაკლებ პოპულარული და გავრცელებული მწყემსი ძაღლების სისხლიც ერეოდათ. 1882 წელს ჰანოვერში გამართულ გამოფენაზე გაიყვანეს 2 გერმანული ნაგაზი, რომლებიც ეგერმეისტერ ბარონ ფონ კნიგს ეკუთვნოდნენ. ესენი იყვნენ ღია ნაცრისფერი შეერილობის 2 ხვადი: კირასი და გრეიფი. რამდენიმე წლის შემდეგ ნეიბრანდებურგის გამოფენაზე კიდევ ერთი გერმანული ნაგაზი_მერე გაიყვანეს. თანდათანობით გერმანულ ნაგაზებს ყურადღება სერიოზულმა მომშენებლებმაც მიაპყრეს, რომლებიც მანამდე ამჯობინებდენ, რომ იმ დროისათვის პოპულარული უცხოური ჯიშები მოეშენებინათ.
XIX საუკუნის დასასრული ძაღლების კულტურული მოშენების მასიური განვითარების პერიოდი გახდა. ძაღლების გამოყენება ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა სფეროში დაიწყეს. დაარსდა უამრავი კლუბი და საზოგადოება, ტარდებოდა მრავალრიცხოვანი გამოფენები.
1891 წლის 16 დეკემბერს გრაფ განასა და ბატონ რიხელმანის ინიციატივი დაარსდა გერმანული ნაგაზების მოყვარულთა პირველი ორგანიზაცია სახელწოდებით, ”ფილაქსი” და დამტკიცდა ჯიშის პირველი სტანდარტი. მაგრამ ამ საზოგადოებას მხოლოდ კომერციული მიზნები ჰქონდა და შესაძლოა, ამიტომაც,დიდხანს არ აურსებია. ოღონდ მისმა შექმნამ გარკვეული სარგებელი მოიტანა, რადგანაც ყურადღება მიაქციეს გერმანულ მწყემს ძაღლებს. ბატონი რიხელმანი კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში უძღვებოდა გერმანული ნაგაზების მოშენებას გერმანიაში და მას უნდა ვუმადლოდეთ, რომ ჯიში არ გაქრა პირველი საზოგადოების დაშლის შემდეგ.
ამ ამბებიდან ცოტა ხნის შემდეგ ახალგაზრდა ოფიცერი მაქს ემილ ფრიდრიხ ფონ შტეფანიცი დაბრუნდა თავის კავალერიაში ბერლინის ვეტერინარული სკოლის დამთავრების შემდეგ. მის მოვალეობაში შედიოდა ცხენების ყიდვა და მათი ბრძოლისათვის მომზადება, მაგრამ ძაღლებს მისი გონების საკმაოდ დიდი ნაწილი ეკავათ. გერმანიის სამხრეთში გაზრდილ შტეფანიცს ბავშვობიდან აინტერესებდა ნაგაზები. მან გულმოდგინედ შეისწავლა მათი ისტორია, განსაკუთრებით, ქცევა და ოცნებობდა გაემრავლებინა და დაეხვეწა გერმანული მწყემსი ძაღლები. მის ამ ოცნებას ასრულება ეწერა. დიდიგვაროვანი წარმოშობისა და ოფოცრის კარიერის მქონე შტეფანიცმა, რომელსაც საზოგადოებაში ღირსეული ადგილი ეკავა, ყველასგან მოულოდნელად ცოლად ყოფილი მსახიობი მოიყვანა. ეს იმ დროისათვის უღირს საქციელად ითვლებოდა. როტმისტერი ფონ შტეფანიცი იძულებული გახდა გადამდგარიყო. მიუხედავად სკანდალისა, შტეფანიცი სასოწარკვეთილებას არ მიცემია. მან ნყუდრო მამული შეიძლინა გრეფრატის ახლოს და იქ დასახლთა ოჯახთან და უახლოეს მეგობართან, ცხვრის მწყემსთან არტურ მეიერთან ერთად.
ერთხელ, 1899 წლის 3 აპრილს, დღეს, რომელიც მნიშვნელოვანი თარიღი გახდა გერმანული ნაგაზის ისტორიაში, მეგობრებმა მაქს ფონ შტეფანიცმა და არტურ მეიერმა ქალაქ კარლსრუეში გამართულ გამოფენაზე ნახეს ძაღლი, რომელიც შთაბეჭდილებას ახდენდა თავისი სრულყოფილებით. ძაღლის პატრონთან, ბატონ ეიზელენთან გასაუბრების შემდეგ მათ შეიტყვეს, რომ ძაღლს ჰექტორ ფონ ლირკენჰაინი ერქვა და გამოფენაზე არ გამოდიოდა, უბრალოდ, მნახველებს წარუდგენდნენ, როგორც მწყემს ძაღლს. ნაგაზების პროფესიონალური გამრავლებით დაკავებულ მეგობრებს აქამდე არასოდეს ენახათ ასეთი ბრწყინვალე წარმომადგენელი. შტეფანეცი დიდი ხანია ოცნებობდა ენახა ძაღლი, რომელიც დაიმსახურებდა ყოფილიყო ორიენტირი მთელი ჯიშის ტიპისათვის და შექმნიდა ფუნდამენტს შემდგომი სელექციური სამუშაოსათვის. მან იყიდა ჰექტორი, 2 თვის შემდეგ კი მას ახალი სახელი ჰორანდ ფონ გრაფრატი დაარქვა და დაარეგისტრირა გერმანული ნაგაზების საგვარეულო წიგნში პირველ ნომრად. ასე, რომ ჰორანდ ფონ გრაფრატი გახდა პირველი გერმანული ნაგაზი, რომელიც ოფიციალურად დაარეგისტრირეს,როგორც ახალი ჯიშის წარმომადგენელი.
ამის შემდეგ გერმანიაში გაჩნდა ახალი საზოგადოება: გერმანული ნაგაზების მეპატრონეთა კლუბი "Sсhаferhunde Verein", რომელიც 100 წლის შემდეგ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონოჯიშური ორგანიზაცია გახდა. საზოგადოების შექმნა ერნსტ ფონ ოტომ დააფინანსა, მისი პირველი პრეზიდენტი კი არტურ მეიერი გახდა. თავდაპირველად საზოგადოების ცენტრი მდებარეობდა ვანდსბეკში, ერთი წლის შემდეგ მიუნხენში გადაიტანეს, მოგვიანებით_აუგსბურგში, სადაც დღემდე მდებარეობს. ჰორანდის აღმოჩენის შემდეგ შტეფანიცსა და მის მეგობრებს საკმაოდ რთული სამუშაო ელოდათ ღირსეული ძუს აღმოჩენისათვის, რომელიც საფუძველს დაუდებდა ახალ ჯიშს. ამ მიზნით ნანახი და შესწავლილი იქნა ნაგაზების დიდი რაოდენობა გერმანიის მთელს ტერიტორიაზე. ჰორანდ ფონ გრაფრატი არა მხოლოდ კარგი ძაღლი, არამედ კარგი მამაც აღმოჩნდა. მან დიდი რაოდენობით ღირსეული შთამომავლობა დატოვა. მისი საუკეთესო შვილი ჰექტორ ფონ შვაბენი იყო,რომლის შვილებმა ბეოვულფმა, პილოტმა და ჰაინცმა ჯიშის 3 ძირითად ხაზს დაუდეს სათავე. შტეფანიცი ხანგრძლივი დროის განმავლობაში აწარმოაბდა ძაღლების მკაცრ გადარჩევას ტიპის, ექსტერიერისა და ხასიათის მიხედვით. ძალიან სწრაფად გერმანულმა ნაგაზმა დაიწყო ფორმირება არჩეული მიმართულებით და დიდი პოპულარობა მოიპოვა ჯიშიანი ძაღლების მოყვარულთა შორის.
1901 წელს შტეფანიცი გახდა მათ მიერ შექმნილი კავშირის პრეზიდენტი და ხელმძღვანელობდა გერმანული ნაგაზის განვითარებას სიცოცხლის ბოლომდე. არტურ მეიერთან ერთად, რომელიც ბოლო წლებში SV-ს მდივანი იყო, შტრეფანიცმა კოლოსალური სამუშაო ჩაატარა. მათ მიერ დამტკიცებული ჯიშის სტანდარტი მოწმობს მათ ღრმა ცოდნას ანატომიაში, ფიზიოლოგიასა და სამომსახურეო ძაღლის გამოყენების თავისებურებებში. მათი ხელმძღვენელობით 1899 წელს ჩატარებული პირველი გამოფენა ტრადიციული გახდა და დღემდე ტარდება. კავშირის შექმნის შემდეგ შტეფანიცმა დაიწყო ყველა ნაყარის რეგისტრაცია და საგვარეულო ნუსხის გაცემა, გახსნა საგვარეულო წიგნი,რომელიშიც ჯიშის საუკეთესო წარმომადგენლები შეყავდა. ამგვარად, საფუძველი დაედო გერმანული ნაგაზის სუფთა სისხლით მოშენებას გენეალოგიური ხაზების გათვალისწინებით. შტეფანიცი ძალიან აფასებდა ძაღლების სამუშაო ხარისხს. მათ მტკიცედ ქონდათ განსაზღვრული, რომ გერმანული ნაგაზი სამომსახურეო ძაღლი იყო. ამ პრინციპიდან შტეფანიცს არასოდეს გადაუხვევია. მან სწრაფად განსაზღვრა, რომ ძაღლის ინტელექტი იკარგებოდა, თუ ის საშენში სამუშაოს გარეშე ყავდათ.
იმ დროისათვის გერმანიაში შემცირდა საძოვრების რაოდენობა და გერმანულმა ნაგაზმა დაკარგა თავისი ფუნქცია, როგორც მწყემსმა ძაღლმა. შტეფანიცი იძულებული გახდა მოეძებნა მისთვის სხვა გამოყენება. ამ დროისათვის ნაგაზებს ჯერ კიდევ არ იყენებდნენ პოლიციასა და არმიაში და შტეფანიცმა ამ მიართულებით დაიწყო მუშაობა. კავშირის წევრებმა დაიწყეს ძაღლების გაჩუქება არმიასა და პოლიციაში, მოახდინეს ძაღლების შეჯიბრების ორგანიზება სხვადასხვა სახეობებში. პოლიციის ყურადღების მიზნით დაიწყეს ყველაძაღლის სავალდებულო შემოწმება წვრთნადობაზე. მალე ჯარმაც და პოლიციამაც ცნო გერმანული ნაგაზის საჭიროება. 1901 წელს დაიწყეს მისი ფართო გამოყენება საზზოგადოებრივი უსაფრთხოების ორგანოებში.
1903 წელს ჰეინც ფონ შკატერბურგს, ჰექტორ ფონ შვაბენისა და ბელა ფონ შვაბენის შვილს ეყოლა ლეკვი, რომელშიც შტეფანიცმა დაინახა ჯიშის იდეალური წარმომადგენელი და ჰორანდ ფონ გრაფრატისგაუმჯობესებული ვერსია. ეს როლანდ ფონ შტანკერბურგი იყო_დიდი ისტორიული მწარმოებებლი. როლანდი შემთხვევით არ გაჩენილა. ეს მრავალწლიანი, მიზანმიმართული სამუშაოს შედეგი იყო. დღეისათვის არ არსებობს გერმანული ნაგაზი, რომელიც თავის საწყისს როლანდ ფონ შტარკენბურგიდან არ იღებდეს.
შტეფანიცის წყალობით 1923 წელს SV-ს წევრთა რიცხვი 57 ათას ადამიანს აღწევდა. ამ დროისათვის ჯიშზე მოთხოვნილება გაიზარდა გერმანიის ფარგლებს გარეთაც. ამან მას ცუდი სამსახური გაუწია: მომრავლდნენ არაკეთილსინდისიერი მომშენებლები,რომლებიცძაღლებს მხოლოდ ფინანსური გამორჩენის მიზნით ამრავლებდნენ და იგნორირებას უკეთებდნენ სტანდარტის მოთხოვნილებასა და სელექციას. შეჯვარებისათვის იყენებდნენ პრაქტიკულად ყველა ძაღლს. სულ უფრო ხშირად ჩნდებოდნენ ცუდი ხასიათისა და კბილების სისტემის მქონე ძაღლები. ამასთან, დილეტანტების მხრიდან იზრდებოდა სიმპატია დიდი, ამსიური ძაღლების მიმართ. გერმანული ნაგაზი თანდათან კარგავდა თავის ფასეულ მახასიათებლებს. შტეფანივი აცნობიერებდა, რომ ჯიშის გადასარჩენად გარკვეული ზომების მიღება იყო საჭირო.
1925 წელს ჩემპიონების გამოფენის წინ, რომელიც მაინის ფრანკფურტში ტარდებოდა, შტეფანიცმა მნიშვნელოვანი კონფერენცია ჩაატარა. მისმა მონაწილეებმა, ჯიშის წამყვანმა სპეციალისტებმა მიიღეს ლოზუნგი:”უკან, სტანდარტული გერმანული ნაგაზისაკენ!” მომდევნო დღეს ღია კლასში შეკრიბეს ჯიშის საუკეთესო წარმომადგენლები: გერმანიის გასული წლის ჩემპიონები დასხვა ქვეყნების ჩემპიონები. ექსპერტიზა თავად პრეზიდენტმა შტეფანიცმა ჩაატარა. გამოფენის გამარჯვეებული გახდა ლეგენდარული კლოდო ფონ ბოქსბერგი, რომელიც თავისი ტიპით, ზომებითა და პროპორციებით განასახიერებდა იმ დროინდელი გერმანული ნაგაზის იდეალს.
კლოდოს ჯიშის იდეალად აღიარება იმდენად რევოლუციური მოვლენა იყო, რომ 1925 წელი შევიდა გერმანული ნაგაზის ისტორიაში, როგორც საზღვარი ”ძველ სისხლსა”(კლოდომდე) და ”ახალ სისხლს” (კლოდოს შემდეგ) შეორის.
1936 წლის 22 აპრილს,კავშირის დაარსების დრეს, გარდაიცვალა მისი პრეზიდენტი,დიდი კინოლოგი მაქს ამილ ფრიდრიხ ფონ შტეფანიცი. ადამიანი, რომელმაც 36 წელი დაუთმო გერმანული ნაგაზის განვითარებას. მისმა მეგობრებმა და თანამოაზრეებმა განაგრძეს მის მიერ დაწყებული საქმე.
მეორე მსოფლიო ომმა მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა გერმანულინაგაზის განვითარებას. გაქრნენ წამყვანი გერმანული საშენები,ძაღლების დიდი ნაწილი დაიღუპა. მაგრამ შტეფანიცის ერთგული მიმდევრების წყალობით მაინც მოხერხდა საუკეთესო ძაღლების გადარჩენა. დარჩენილი მასალის ბაზაზე, თავიანთი მასწავლებლის რჩევების გათვალისწინებით მომშენებლებმა მოახერხეს ჯიშის აღდგენა.
გერმანული ნაგაზის აყვავების ხანა 80-იანი წლების შუიდან დაიწყო. ამ დროს SV-ს პრეზიდენტის პოსტი გერმანული ნაგაზის ცნობილმა მცოდნემ,მომშენებელმა და ექსპერტმა ჰერმან მარტინმა დაიკავა. მათ მიერ შემოღებულ იქნა გერმანული ნაგაზის სელექციის ახალი კონცეფცია, რომელის განსახიერება გახდა 1984-85 წლების მსოფლიოს ჩემპიონი, ცნობილი ურან ფონ ვილდშტაინერ ლანდი, რომელმაცსაუძველი დაუდო ჯიშის განვითარების ახალ ეტაპს.
წყარო: [URL=http://ovcharka-no-veo.jimdo.com/главная/немецкая-овчарка/история-породы-немецкая-овчарка/]http://ovcharka-no-veo.jimdo.com/глав
* * *
<a href='http://www.radikal.ru' target='_blank' rel='nofollow'>user posted image[/URL]

ხასიათი
ჯიშის პოპულარობა და შესაბამისად, მომშენებელთა დიდი რაოდენობა, ცოტა არ იყოს ართულებს ისეთი ძაღლი მოძებნას, რომელსაც ყველა ის თვისება ექნება, რაც სტანდარტშია მოყვანილი. სხვადასხვა ხაზის თანამედროვე გერმანული ნაგაზები ერთმანეთისაგან საკმაოდ განსხვავდებიან. როგორც წესი, გერმანული მუშა ხაზის ნაგაზები ყველაზე სერიოზულები და საქმიანები არიან, ამერიკული საგამოფენო ხაზის ძაღლები კი შეიძლება იყვნენ, როგორც ჰიპერაქტიურები, ასევე_საკმაოდ პასიურები და გაუბედავებიც კი. ძაღლები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან, როგორც ტემპერამენტით, ასევე_ენერგიულობითაც. ზოგიერთი მათგანი, შესაძლოა, იყოს საკმაოდ აქტიური, სხვები კი უფრო მშვიდები არიან.
გერმანული ნაგაზი ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან ძაღლად ითვლება. სტენლი კორენის წიგნში ”ძაღლის ინტელექტი”, ის მესამე ადგილზე დგას ყველაზე ჭკვიან ჯიშთა შორის. მას მხოლოდ ბორდერ კოლი და პუდელი უსწრებს. წიგნში აღნიშნულია, რომ ჯიშის წარმომადგენლებს, ახალი მარტივი დავალების სწავლისათვის, საშუალოდ, 5-ჯერ გამეორება ყოფნით და მომენტალუურად ასრულებენ მიცემულ ბრძანებას 95% შემთხვევაში. ასეთი ინტელექტის გამო გერმანულ ნაგაზს არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ_გონებრივი დატვირთვაც სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ძაღლი მოიწყენს და დეტრუქციული ქცევა განუვითარდება.
მათი ბუნებრივი ჭკუის წყალობით გერმანული ნაგაზი ერთ-ერთ ყველაზე ადვილად წვრთნად ძაღლად ითვლება. გამოუცდელი პატრონისათვის ცუდია, ის, რომ ძაღლი აუცილებლად გამოიყენებს თავის ინტელექტს იმისათვის, რომ სიტუაცია გააკონტროლოს და მოვლენები ისე წარმართოს, როგორც თვითონ უნდა. თანაც არის რისკი, რომ პატრონმა ძაღლის ქცევა ადამიანის ქცევასთან გააიგივოს და ამით ხელი შეუწყოს შემთხვევით გაჩენილ ცუდი საქციელის გამყარებას, რამაც, შესაძლოა, მომავალში პრობლემები შექმნას.
მნიშვნელოვანია, რომ გერმანულმა ნაგაზმა მორჩილება ადრეული ასაკიდანვე ისწავლოს და ადამიანი ხროვაში ალფად აღიაროს. ამ ჯიშის ძაღლები თავს ბედნიერად გრძნობენ, როცა ლიდერი ყავთ. ისინი სიხარულით და სიამოვნებით მუშაობენ მასთან ერთად. ძაღლის წვრთნა უნდა იყოს მხიარული, საინტერესო და აზრიანი, რადგანაც გერმანულ ნაგაზს სწრაფად წყინდება მუდმივად მონოტონური დავალებების შესრულება. სწავლება, აგრეთვე, დამყარებული უნდა იყოს ქცევის პოზიტიურ განმტკიცებაზე, რადგანაც ამ ჯიშის ძაღლებზე დადებით გავლენას არ ახდენს მეტისმეტად მკაცრი დისციპლინა, პირიქით, შესაძლოა, აგრესია გაუჩნდეთ ან პატრონის მიმართ ნდობა დაკარგონ და უარი თქვან მის მიერ გაცემული ბრძანებების შესრულებაზე.
ადრეული ასაკიდან სოციალიზაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გერმანული ნაგაზისათვის, რადგანაც ჯიშს ბუნებრივად აქვს დამცველის ინსტიქტი და აუცილებელია თავიდანვე შეეჩვიოს უცხო გარემოს, ადამიანებსა და ცხოველებს. ხშირად ამბობენ, რომ გერმანულ ნაგაზებს პრობლემები აქვთ თავისივე სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობისას, თუმცა კარგად სოციალიზირებულ ძაღლს, რომელიც თავიდანვე იყო მიჩვეული სხვა ძაღლებთან თამაშს, ეს პრობლემა არ აწუხებს. გერმანულ ნაგაზს აქვს გამოხატული ნადირობის ინსტიქტი და უყვარს პატარა ცხოველების დევნა და მოკვლა.
როგორც ცნობილია, გერმანული ნაგაზები ტერიტორიალური ძაღლები არიან და შეუძლიათ იყვნენ აგრესიულები მათ ტერიტორიაზე უცხო ადამიანის ან ცხოველის შესვლისას. პატრონს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ ის არის პასუხისმგებელი თავის ძაღლზე და ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ მისი არყოფნისას ეზოში უცხო ადამიანები და ცხოველები თავისუფლად არ მოხვდნენ.
სამწუხაროდ, ადამიანთა უმეტესობა, რომელიც გერმანულ ნაგაზს ყიდულობს, ფიქრობს, რომ სახლის დასაცავად აუცილებლად ძლიერი და აგრესიული ძაღლია საჭირო. ეს სარისკო და არასწორი გადაწყვეტილებაა. კარგად აღზრდილი გერმანული ნაგაზი ზედმეტი აგრესიის გარეშეც მშვენივრად იცავს სახლსა და თავის ოჯახს. გერმანული ნაგაზის ტიპური ლეკვი 6 თვის ასაკიდან იწყებს თავისი ტერიტორიის გაცნობიერებას. სწორედ ამ ასაკში ისინი იწყებენ ყეფას უცხო ადამიანის ეზოსთან მიახლოვებისას. უნდა აღინიშნოს, რომ მეტისმეტად აგრესიული ძაღლი არასოდეს არ უნდა გაიწვრთნას დაცვისთვის, არც მათი აგრესიული ქცევის წაქეზებაა მიზანშეწონილი, იმიტომ, რომ ეს უფრო სახიფათო თვისებაა, ვიდრე_ღირსება. ნებისმიერმა, რომელიც სერიოზულადაა დაინტერესებული ოჯახისა და სახლის დასაცავად ძაღლის აყვანისათვის, დიდი ყურადღებით უნდა აირჩიოს ლეკვიც და მწვრთნელიც. არასტაბილურმა ძაღლმა და ცუდმა მწვრთნელმა, შესაძლოა, საკმაოდ სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს.
სახლში გერმანული ნაგაზი ლოიალური და მოსიყვარულე ძაღლია, რომელიც კარგად უგებს ბავშვებს. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ცუდი მომშენებლისგან აყვანილ ლეკვს, შესაძლოა, სულაც არ ქონდეს მსგავსი ხასიათი. ამიტომ ასეთი დიდი, ძლიერი და პოტენციურად აგრესიული ძაღლის სახლში მიყვანამდე გულმოდგინედ შეისწავლეთ მისი საგვარეულო ნუსხა, გაესაუბრეთ ლეკვის მშობლებისა და სხვა და-ძმების პატრონებს და დარწმუნდით, რომ ლეკვს სწორედ ის ხასიათი აქვს, რომელიც თქვენ გჭირდებათ. თუ თქვენ იპოვეთ შესაფერისი ლეკვი, გახსოვდეთ, რომ არ არის რეკომენდირებული ბავშვებისა და ძაღლი მარტო დატოვება. ეს თქვენ უნდა აღკვეთოთ არასასურველი ქცევა როგორც ძაღლის, ასევე_პატარების მხრიდან.
კარგად აღზრდილი გერმანული ნაგაზი შესანიშნავი, მოსიყვარულე და ერთგული კომპანიონია ოჯახისათვის, რომელიც დაუფიქრებლად გაწირავს სიცოცხლეს საყვარელი პატრონის გადასარჩენად. ოღონდ ლეკვის აყვანისას ყურადღება მიაქციეთ, თუ რომელ ხაზს მიეკუთვნება ის. თუ კომპანიონი გჭირდებათ, მაშინ თავი შორს დაიჭირეთ მუშა ხაზის ენერგიული ძაღლებისაგან, თუ მცველი გსურთ, მაშინ შოუ ხაზის ძაღლი არ გამოგადგებათ. ისე, როგორც სხვა არც ერთ ჯიშში, გერმანული ნაგაზის შეძენისას აუცილებელია საგვარეულო ნუსხის გულმოდგინედ შესწავლა, რადგანაც ძაღლი ტემპერამენტი, შესაძლოა, იცვლებოდეს ერთი უკიდურესობიდან მეორემდე.
წყარო: http://www.easypetmd.com/doginfo/german-shepherd-dog

user posted image

სტანდარტი
ზოგადი შთაბეჭდილება
გერმანული ნაგაზი საშუალო სიმაღლის, ოდნავ გაწელილი ფორმატის, კარგი კუნთოვანი სისტემისა მქონე, მტკიცე აგებულების ძაღლია.
ტემპერამენტი
გერმანული ნაგაზი უნდა იყოს გაწონასწორებული ფსიქიკის,მტკიცე ნერვების მქონე ძაღლი, თავდაჯერებული და მოსიყვარულე, ამასთან ყურადღებიანი და ადვილად სამართავი. ის უნდა ფლობდე სიმამაცეს, საბრძოლო ინსტიქტსა და სიმტკიცეს, რაც საშუალებას მისცემს იმსახუროს, როგორც კომპანიონმა, მცველმა, დარაჯმა, სამომსახურეო და მაშველმა ძაღლმა.
თავი
თავი სოლისებრია, თავის სიგრძე მინდაოში სიმაღლის დაახლოებით 40%-ია. არ უნდა იყოს უხეში ან ზედმეტად მსუბუქი. შუბლი წინიდან და გვერდიდან შეხედვისას ოდნავაა ამობურცული. თავის ქალის შეფარდება დრუნჩთან 1:1-ს შეადგენს. თავის ქალის სიგანე დაახლოებით,იგივეა, რაც სიგრძე. თავის ქალა ზემოდან დახედვისას თანაბარზომიერად ვიწროვდება ყურაბიდან ცხვირამდე, შესამჩნევი,ამგრამ არა მკვეთრი გადასვლით შუბიდან დრუნჩზე. ზედა და ქვედა ყბა ძლიერადაა განვითარებული. ცხვირის ზურგი სწორია, ტუჩები მშრალია, მჭიდროდ მიკრული, მუქი ფერის. ცხვირი აუცილებლად შავი ფერის უნდა იყოს.
თანკბილვა
კბილები უნდა იყოს სრულ კომპლექტში (42 ცალი). გერმანულ ნაგაზს მაკრატლისებრი თანკბილვა აქვს. დაუშვებელია დიდი შუალედები კბილებს შორის.
თვალები
საშუალო ზომისაა, ნუშისებრი, ოდნავ ირიბად დასმული. თვალის ფერი რაც შეიძლება მუქი უნდა იყოს. ღია ფერის თვალები არასასურველია, რადგანაც ისინი აფუჭებენ ძაღლის გამოხედვას.
ყურები
გერმანულ ნაგაზს საშუალო ზომის აცქვეტილი ყურები აქვს, ისინი ვერტიკალურად და ერთი მიმართულებით უჭჳრავს (გვერდზე მიბრუნებული არ არის). აქვთ მახვილი ბოლოები და მიმართულები არიან წინ. გადატეხილი და დაკიდებული ყურები არასასურველია. მოძრაობისას ან მოსვენების მდგომარეობისას უკან გადაწყობილი ყურები ნაკლად არ ითვლება.
კისერი:
უნდა იყოს ძლიერი,კარგი კუნთოვანი სისტემით და ღაბაბის გარეშე კისერზე. კორპუსთან შეერთების კუთხე დაახლოებით 45 გრადუსია.
კორპუსი
ზედა ხაზი გამოდის კისრის ფუძიდან კარგად გამოხატული მინდაოს გავლით და უწყვეტად გადადის ზურგის ჰორიზონტალურ ხაზთან მიმართებაში ოდნავ დაწეულ გავაში. ზურგი მტკიცეა, ძლიერი, კარგი კუნთოვანი სისტემით. გავა უნდა იყოს გრძელი და ოდნავ დაწეული (ჰორიზონტალიდან დაახლოებით 23 გრადუსით) და სწორად გადადიოდეს კუდის ფუძეში.
გულმკერდი უნდა იყოს ზომიერად ფართე, მკერდის ძვალი_რაც შეიძლება გრძელი და გამოხატული. მკერდის სიღრმე უნდა შეადგენდეს მინდაოში სიმაღლის დაახლოებით 45-48%-ს. ნეკნები ზომიერად თაღოვანია. კასრისებური გულმკერდი ისევე არასასურველია, როგორც_ბრტყელი.
კუდი სახტომ სახსრებამდე აღწევს, ოღონდ არა ტერფის შუაზე უფრო ქვემოთ. ქვედა მხარეს ბეწვი ოდნავ უფრო გრძელია. კუდი ოდნავაა მოხრილი, მოძრაობისას და აღგზნებისას ის ზემოთაა აწეული, მაგრამ არა_ჰორიზონტალზე მაღლა.
ბეწვი
გერმანული ნაგაზისათვის ნორმად ითვლება ბეწვი თივთიკით. ფაცახი უნდა იყოს რაც შეიძლება ხშირი, სწორი, უხეში და გლუვი. თავზე, ყურების შიდა მხარის ჩათვლით, კიდურების წინა ზედაპირზე, თათებსა და თითებზე ბეწვი მოკლეა,კისერზე_ოდნავ გრძელი და ხშირი.
ბარძაყებზე ბეწვი ქმნის ზომიერად გამოხატულ ”შარვალს”.
შეფერილობა
შავი მოწითურო-ყავისფერი, ყავისფერი, ყვითელიდან ღია ნაცრისფერამდე რუჯით;
შავი;
ნაცრისფერი;
შავი ლაბადითა და ნიღბით.
შეუმჩნეველი თეთრი ლაქები მკერდზე, ძლიან ღია ფერის შიდა მხარე დასაშვებია, მაგრამ სასურველი არ არის. ცხვირის ფერი ყველა შეფერილობისას შავი უნდა იყოს.
ნიღბის არარსებობა, ღია ფერის თვალები, თეთრი ლაქები მკერდზე, ღია ფერის ბრჭყალები და კუდის წითელი წვერი ფასდება, როგორც სუსტი პიგმენტაცია.
თივთიკი ღია ნაცრისფერი შეფერილობისაა. თეთრი ფერი დაუშვებელია.
წყარო: http://www.gsdog.ru/articles/standart.html

user posted image

ჯანმრთელობა:
ისე, როგორ ჯიშთა უმრავლესობას, გერმანულ ნაგაზსაც ახასიათებს გარკვეული მემკვიდრული დაავადებები. სამწუხაროდ, ჯიშის დიდი პოპულარობის გამო სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს ძაღლის გამრავლებას და ასე ფულის შოვნას. მათ წარმოდგენა არ აქვთ ძაღლის გენეტიკაზე, ამიტომ ყურადღებას არ აქცევენ ძაღლისათვის შესაფერისი პარტნიორის ძებნას. ისინი ცდილობენ ლეკვები სწრაფად (ასე მათი შენახვის ხარჯებს ამცირებენ) და ძვირად გაყიდონ. ამან გამოიწვია ის, რომ დღეისათვის, გერმანულ ნაგაზთა საკმაოდ დიდ ნაწილს ან ჯანმრთელობის პრობლემა აწუხებს, ან ფსიქიკა არ აქვთ სტანდარტის შესაბამისი.
ჯიშის ჯანმრთელობა გააუარესა მისი შექმნისას ხშირად გამოყენებულმა ადრეულმა ინბრიდინგმა. ამიტომ დღეს გერმანული ნაგაზი არც თუ მაინც და მაინც ჯანმრთელ ჯიშად ითვლება. ამიტომ ყიდვისას დიდი ყურადღება მიაქციეთ ლეკვის და მისი წინაპრების ჯანმრთელობის მდგომარეობას.
გერმანული ნაგაზის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 9,7 წელია (ნორმა ამ ზომის ძაღლებისათვის).
ცხოველების ორთოპედიული ფონდის (OFA) მონაცემებით გერმანულ ნაგაზში ძვალ-სახსროვანი სისტემის ყველაზე გავრცელებული პათოლოგიებია: დეგენერაციული მიელოპათია (19,2%), იდაყვის სახსრის დისპლაზია (19,2%) და მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია (19%). აქ არ არის გათვალისწინებული სიმსივნეები, რომელიც 10 წელზე უმცროსი ასაკის გერმანული ნაგაზების 15 %-ს კლავს. ოსტეოსარკომა (ძვლის სიმსივნე) საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული ჯიშში.
ქვემოთ ჩამოთვლილი ის დაავადებები, რომლებიც შედარებით ხშირად გვხვდება ჯიშის წარმომადგენლებში:
პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობა, ჰემოფილია, თირკმლის ცისტადენოკარცინომა და დერმატოფიბროზი, პანუსი_ქრონიკული ზედაპირული კერატიტი, პერიანალური ფისტულა, სუბაორტული სტენოზი, კატარაქტა, ხერხემლის კისრის მალების არასტაბილურობა (ვობლერის სინდრომი), მგლის ხახა, რქოვანას დისტროფია, კანის ასთენია (ელერს-დანლოსის სინდრომი), დემოდეკოზი, დერმატომიოზიტი და წყლულოვანი დერმატოზი, სათესლეების ვასკულოპათია, კუშინგის სინდრომი, იდიოპათიური ეპილეფსია, წითელი მგლურა, საღეჭი კუნთების მიოზიტი (ეოზინოფილური მიოზიტი), მეგაეზოფაგუსი, გულის მიტრალური სარქველის დისპლაზია, მიასთენია, ოპტიკური ნერვის ჰიპოპლაზია და მიკროპაპილომა, პემფიგუსი, თრომბოციტების დისფუნქცია (თრომბოციტოპათია, ბასეტ ჰაუნდების თრომბოპათია), პროგრესირებადი რეტინალური ატროფია, სებორეა, IgA-ს სელექციური დეფიციტი,გულის სამკარიანი სარქველის დისპლაზია, ვონ ვილებრანტის დაავადება, ცერებრალური აბიოტროფია (ატაქსია), სიყრუე, კუჭჳს გაფართოვება-ნაწლავების გადახლართვა, ფილტვის არტერიის სტენოზი, ქონის ჯირკვლების ადენოპათია, ვიტილიგო.

წყარო: http://www.easypetmd.com/doginfo/german-shepherd-dog

user posted image

წინა თემის ლინკი: გერმანული ნაგაზი

This post has been edited by MITIATO on 21 May 2013, 19:44


--------------------
"როდესაც მოიჭრება უკანასკნელი ხე,
როცა მოიწამლება უკანასკნელი მდინარე,
როცა დაჭერილი იქნება უკანასკნელი ჩიტი,
თქვენ მიხვდებით, რომ ფული არ იჭმება.”
ლივერმენ
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 81147
წევრი No.: 108214
რეგისტრ.: 3-January 10

გამოგზავნილია: 21 May 2013, 19:03  #36523626      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
up.gif up.gif გილოცავთ ახალ თემას მაგრად მიყვარს ეს ძაღლები ამის ლეკვს და პიტის ლეკვს შორის ვაკეთებდი არჩევანს და ბოლოს პიტი ავირჩიე თავისი მიზეზების გამო smile.gif
Sargerass
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1227
წევრი No.: 135016
რეგისტრ.: 22-August 11

გამოგზავნილია: 21 May 2013, 19:19  #36523812      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჩემი ოცნების ცუგა!

ჩემო ლაბრადორო მაქს, ეს ის არაა რაზეც შენ ფიქრობ! იმედია ამ პოსტს ვერ წაიკითხავ.. biggrin.gif gigi.gif
andro ph
­­­★★★★★


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3625
წევრი No.: 26439
რეგისტრ.: 2-December 06

გამოგზავნილია: 21 May 2013, 23:38  #36527734      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
MITIATO

აღფრთოვანებული ვარ!!! =)))))))))))
ჯიშის ყველა მოყვარულს ვულოცავ ახალ თემას smile.gif
playstation
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15652
წევრი No.: 121402
რეგისტრ.: 22-September 10

გამოგზავნილია: 22 May 2013, 22:37  #36540750      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩემი ჯესი გაიზარდა
ზუსტად იმ ასაკსია რომელიც ძალიან მიყვარს გავირება რომ ეწყებათ
მოკლედ გავირებულია უმარლეს დონემდე

1. იკბინება და არ მიჯერებს თავის თანატოლი ვგონივარ და ხელსაც მიბრუნებს უკან. ამას მიკეთებს მე მხოლოდ მამაჩემს და დედაჩემს ვერ უდ=ბედავს

2. გიჟდება საწოლზე წოლაზე (რომ გამაფრთხილეთ დაუშალეო არ ვუშლიდი) ეხლა კარებს გაარებს ტუ არა ეგრევე ჩემოთახში არბის და საწოლზე ხტება და მირევს ყველაფერს.

3. რამეზე შენიშვნას რომ ვაზლევ არ მოსწონს და მიბრაზდება ხელსაც მიბრუნებს მიღრენს მიბრაზდება მკბენს.


მაგრამ მაინც იცი რა საყვარელია
მოდის და მეხუტება ხოლმე.


P.S. მკბნარების საწინაარმდეგო ყველაზე კარგი რომელი წამალია რა წავუსვა?
რაღAც წითელ წუპიკებში იყო კანზე უნდა დაგესხა დავასხი წვეტობით მაგრამ დიდად შედეგი ვერ გამოიღო
ყველაზე კაი მინდა რამე
ან ისეტი შამპუნივით რო იყოს მტლიანად რომ ვაბანაო.
სურათებს დავდებ ცოტა მოგვიანებიტ
ჯერ 4 თვისაა და უკვე 15 კილოზე მეტია
კაი დიდი ვირგლა ვინმე იზრდება


წავედი ეხლა ჩავიდე ჩავეხუტო
maiklee
გაგვივლის


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2014
წევრი No.: 163749
რეგისტრ.: 17-March 13

გამოგზავნილია: 23 May 2013, 13:06  #36547232      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
წინა თემაშიც დავწერე, აქაც გავიმეორებ, კინოლოგებო გამარკვიეთ: ჩემი ლეკვი ვინც მომცა იფიცება, იგინება, დედაც გერმანული ნაგაზი ყავს და მამაცო, მე კიდე რაღაც ეჭვი მეპარება, რომ ვუყურებ სხვა ძაღლების ფოტოებს აშკარად სხვანაირები არიან და ეს კიდე სხვანაირია, ბეწვი ძალიან მოკლე აქვს, თავი შედარებით პატარა, თათები არა აქვს მსხვილი როგორც სხვა გერმანულ ნაგაზებს, ფოტოები ნახეთ

მიმაგრებული სურათი
1367946316_11313037_ni_chto_tak_zhenschinu_ne_krasit.jpg


--------------------
Почем опиум для народа?
PuTKiiI
RUGBY <3


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 18319
წევრი No.: 116272
რეგისტრ.: 29-May 10

გამოგზავნილია: 23 May 2013, 13:10  #36547289      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
maiklee
ჯერ არაფერი არ უგავს და აცადე ცოტა................
maiklee
გაგვივლის


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2014
წევრი No.: 163749
რეგისტრ.: 17-March 13

გამოგზავნილია: 23 May 2013, 14:07  #36548037      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
maiklee
ჯერ არაფერი არ უგავს და აცადე ცოტა................

ეგ მაგიჟებს რომ არაფერი არ უგავს, თან უკვე ისე შევეჩვიე რომ გერმანული ნაგაზი კიარა თუ გინდა რომ გაიზრდება კატა გამოვიდეს, მაინც მეყოლება smile.gif
PuTKiiI
RUGBY <3


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 18319
წევრი No.: 116272
რეგისტრ.: 29-May 10

გამოგზავნილია: 23 May 2013, 14:12  #36548117      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
maiklee
თავისთავად ეგ ხომ არაა მთავარი სუფთა სისხლის იქნება თუ არა? პირიქით უკეთესია ეგრე.. მაგალითს აიღებს ხალხი..
მეტა: MITIATO
maiklee
გაგვივლის


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2014
წევრი No.: 163749
რეგისტრ.: 17-March 13

გამოგზავნილია: 23 May 2013, 15:14  #36548980      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
maiklee
თავისთავად ეგ ხომ არაა მთავარი სუფთა სისხლის იქნება თუ არა? პირიქით უკეთესია ეგრე.. მაგალითს აიღებს ხალხი..

მართალი ხარ, პატარა იმედგაცრუება მექნება, მაგრამ გადავიტან, საგამოფენოდ მაინც არ მინდოდა smile.gif რამდენიმე ბრძანებას მაინც ისწავლის, ეხლა მთავარია დიდი ზომის გაიზარდოს, პატარა ძაღლები მაინცა და მაინც არ მიყვარს.
ისე მაინც იმედი მაქვს რამე კარგი დადგება, ფოტოები ვნახე მეტისების, გერმანული ნაგაზის და სხვა ჯიშიანი ძაღლის და მართლა მაგარი რაღაცეები ეძრობა http://www.google.ru/search?gs_rn=14&gs_ri...iw=1024&bih=643

მგონი გერმანული ნაგაზის და როტვეილერის ნაჯვარია ჩემი აზრით, ძალიან გავს, მხოლოდ წარბები არა აქვს წითელი

This post has been edited by maiklee on 23 May 2013, 15:29
Fana
ᅠᅠ


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3018
წევრი No.: 133158
რეგისტრ.: 30-June 11

გამოგზავნილია: 23 May 2013, 16:28  #36550011      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
2 თვის და 11 დღისაა ჩემი smile.gif) დღეს ან ხვალ დავდებ სურათებს smile.gif

This post has been edited by Fana on 23 May 2013, 16:32
Tanamdebobis Cxviri
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 437
წევრი No.: 147246
რეგისტრ.: 21-April 12

გამოგზავნილია: 23 May 2013, 19:24  #36552256      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
maiklee

გულზე თეთრი დასაშვებია
თუმცა ეს ჯიში როგორიც დღეს არის ესეთი არ დაბადებულა და აქამდე რომ მოეყვანათ რამდენიმე ჯიშს ურევენ, სამუშაო თვისებები, გამძლეობა და ჯანმრთელობა რამდენად შეეცვალა ეს კიდევ სხვა საკითხია.
user posted image
ეს არის ძველებური ტიპის გერმანული ნაგაზი სანამ დამახინჯებას დაუწყებდნენ, პირადად მე ამაში ვხედავ სილამაზეს
user posted image
და არა ამაში
PuTKiiI
RUGBY <3


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 18319
წევრი No.: 116272
რეგისტრ.: 29-May 10

გამოგზავნილია: 23 May 2013, 19:37  #36552407      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Tanamdebobis Cxviri
პირველ სურათში რა ტიპის ნაგაზებიც დადე ცოტა უკეთესი სურათი არ მოიპპოვება? მაინტერესებს პირველი სახე..
andro ph
­­­★★★★★


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3625
წევრი No.: 26439
რეგისტრ.: 2-December 06

გამოგზავნილია: 23 May 2013, 19:49  #36552541      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
Tanamdebobis Cxviri
შერჩეული ფოტოდანვე ნათლად ჩანს, თანამედროვე გერმანული ნაგაზისადმი შენი დამოკიდებულება biggrin.gif

user posted image
Tanamdebobis Cxviri
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 437
წევრი No.: 147246
რეგისტრ.: 21-April 12

გამოგზავნილია: 23 May 2013, 20:11  #36552797      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
PuTKiiI
QUOTE
Tanamdebobis Cxviri
პირველ სურათში რა ტიპის ნაგაზებიც დადე ცოტა უკეთესი სურათი არ მოიპპოვება? მაინტერესებს პირველი სახე..

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

andro ph
QUOTE
Tanamdebobis Cxviri
შერჩეული ფოტოდანვე ნათლად ჩანს, თანამედროვე გერმანული ნაგაზისადმი შენი დამოკიდებულება

უმრავლესობაზე გათვლილი.
არ მომწონს ეს კუზიანი და ლაშიანი ძაღლი biggrin.gif რომელიც ალბათ დღევანდელი კინოლოგების რჩეულია .
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «



This post has been edited by Tanamdebobis Cxviri on 23 May 2013, 20:20
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (77) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0448 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]