forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (193) « პირველი ... 191 192 [193]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> თევზები და აკვარიუმები LXV, ><((((º> `·.¸.·´¯`·..><((((º>
bolerostudio
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 51
წევრი No.: 161151
რეგისტრ.: 7-February 13

გამოგზავნილია: 15 Jun 2019, 15:02  #54811881      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
M-A-S-E-R-A-T-I

პოსტი ეხება Nautilus - აკვარიუმისტიკის საიტი თემის დახურვას. არანაირად ვაპირებ თქვენ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საჯაროდ მსჯელობას. მაგრამ გთხოვთ კიდევ ერთხელ, ნეიტრალური პოზიციიდან გადახედოთ თემას, ვინაიდან ნებისმიერი, და მათ შორის ამ ფორუმის მთავარი დანიშნულება, ინფორმაციულ მხარდაჭერაში მდგომარეობს. ხოლო თემის არსებობის ერთადერთი მიზანია აკვარიუმისტიკის ხარისხიანი ქართულენოვანი საიტის შექმნა და სწორედ ამაში ვთხოვე დახმარება ფორუმის აკვარიუმისტებს.

პირადად მე, ცოტა არ იყოს, უხერხულად ვგრძნობ თავს, როცა ვიაზრებ, რომ აკვარიუმისტიკის თემატიკის სოლიდური საიტები ისეთ ქვეყნებშიც კი აქვთ, როგორიც ყაზახეთი ან ისრაელია, სადაც წყალი იმდენად ცოტაა, რომ ლამის ოქროს ფასი ადევს. საქართველოში კი - წყლის ქვეყანაში, ამ თემის ერთი ნორმალური საიტი არ მოიძებნება. გაიხედეთ სხვა ქართული ფორუმებისკენ: დამწყები აკვარიუმისტების ყველაზე პოპულარული კითხვაა: "ეს თევზი ცივი წყლისაა თუ თბილი წყლის?". ასეთ კითხვები შეიძლება გაჩნდეს მხოლოდ ყრუ ინფორმაციული ვაკუუმის პირობებში - ქართულად ვერ პოულობენ ნორმალურ სტატიებს თევზების მოვლის შესახებ.

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც აქამდე არ გვაქვს თუნდაც საშუალო დონის ქართული საიტი, მდგომარეობს იმაში, რომ არ არსებობს აკვარიუმისტიკის ტერმინების შესატყვისი ქართული ანალოგები. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ტერმინი snag (коряга), რომელსაც ჩვენი აკვარიუმისტები დღემდე მოიხსენიებენ როგორც "კარიაგა". ვინც კი მოკიდა ასეთი საიტის შექმნას ხელი, უმეტესად სწორედ ამგვარ ტერმინოლოგიურ ჩიხში აღმოჩნდნენ. იმისთვის, რომ ერთმა ადამიანმა მოახერხოს მართლაც ხარისხიანი ქართულენოვანი საიტი შექმნა, იგი ერთდროულად გამოცდილი აკვარიუმისტიც უნდა იყოს და შესანიშნავი ფილოლოგიც, საიტის გაკეთებაც უნდა ეხერხებოდეს, ვიზუალური კონტენტის მონახვაც და მისი დამუშავებაც, ერთ-ერთ უცხო ენას მაინც უნდა ფლობდეს მაღალ დონეზე, თავისუფალი დროც ბევრი უნდა ჰქონდეს და მართლაც უდიდესი სურვილი, რომ ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს, ვინაიდან აკვარიუმისტიკა ძალზედ ვრცელი თემაა და საჭირო იქნება ზღვა ტექსტების წერა, რაც განსაკუთრებულად რთულდება თემატური ტერმინოლოგიის არარსებობის პირობებში. თუ დაველოდებით ადამიანს, რომელსაც ყველა ეს მონაცემი უკლებლივ ექნება, ვშიშობ XXII საუკუნემდე მოგვიწევს ლოდინი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე დახმარება სხვა აკვარიუმისტებისთვისაც მეთხოვა და სწორედ თქვენ ფორუმზე, ვინაიდან ქართულ ინტერნეტში ის ყველაზე პოპულარული და აქტიურია.

კიდევ ერთხელ გთხოვთ გადახედოთ თქვენ გადაწყვეტილებას და მოგვცეთ აკვარიუმისტებს შანსი შევქმნათ ღირსეული დონის ქართულენოვანი საიტი. თუ ამისთვის საჭირო გახდება საიტის ბმულების გაუქმება (თქვენ, როგორც მოდერატორი, ამას ალბათ ადვილად მოახერხებთ), იქნებ დაარედაქტიროთ თემის სასტარტო პოსტი და წაშალოთ ბმულები ან დატოვოთ ისინი არაკლიკაბელური ბმულების სახით (რათა პოსტი უაზროს და უყურადღებოდ დაწერილს არ დაემსგავსოს).

ნებისმიერ შემთხვევაში, როგორიც არ უნდა აღმოჩნდეს თქვენი საბოლოო გადაწყვეტილება, მადლობას მოგიხდით იმ თემისა და ამ პოსტის მიმართ ყურადღებისა და მათ წაკითხვა-შეფასებაზე დახარჯული დროისთვის.





--------------------
http://nautilus.ge - აკვარიუმისტიკა.
Fiona2018
❤️❤️❤️


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 964
წევრი No.: 246211
რეგისტრ.: 24-October 18

გამოგზავნილია: 20 Jun 2019, 11:03  #54836861      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობა, რამდენიმე დღის წინ მოვიყვანე ორი მოლინეზია, რომელთაც აქვთ გამობერილი მუცელი. მაღაზიაში მითხრეს მალე დაყრის ლიფსიტებს და სხვაგან გადასვიო. შეგიძლიათ დამაკვალიანოთ როგორ მოვიქცე? მაქვს მეორე აკვარიუმი, პატარა ფილტრი და გამათბობელი. აუცილებელია ცალკე საქვირითე კონტეინერის ყიდვა? რა ტემპერატურა ჭირდებათ, რომ ლიფსიტებიას დაყრა დაიწყონ და ძალიან გთხოვთ დეტალურად ამიხსენით რა როგორ biggrin.gif
(OceanBorn)
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 1
წევრი No.: 251290
რეგისტრ.: 25-June 19

გამოგზავნილია: 27 Jun 2019, 03:32  #54882418      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აკვარიუმში პლანარიას გამრავლება შესაძლებელია?
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (193) « პირველი ... 191 192 [193]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0723 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]