არ გეგონოთ რო ასათიანიდან ვიწერები ამხელა ვეფხისტყაოსანს
უბრალოდ ხარის დოზა ნოოტროპებზე ვარ და ჯანში მიდის ასეთი რაღაცეებზე პასუხის გაცემა.
მოკლედ თეორია მაქვს ასეთი და რთული საცდელი არ არის ხოდა ვინმემ ცადეთ იქნებ გამოდის რამე რა.
მოკლედ ფაქტი #1: დოპამინი არის ჰორმონი რომელიც ბევრ რამეს აკეთებს ტვინში, მაგრამ ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანს რასაც აკეთებს არის ის რო დოპამინის გამოფრქვევის დონე რაღაც კონკრეტულ სიტუაციაში წყვეტს იმას რო შენ რაღაცას გააკეთებ თუ არ გააკეთებ, ან თუ გააკეთებ რამდენად ენთუზიასტურად გააკეთებ.
ექსპერიმენტში მაიმუნებს აძლევენ პედალს, ხოდა ნათურა როცა აინთება იციან რო თუ იმ პედალს დააჭერენ მიიღებენ რამე კარგ საჭმელს. ხოდა სცენარები იცვლება რო ვნახოთ დოპამინის დონე რა დროს რას შვება.
პირველ სცენარში ყველა დაჭერაზე იღებენ საჭმელს. ხოდა ნათურა რო ინთება დოპამინი ახტება ვთქვათ 30 პირობით ერთეულზე რაც საკმარისია იმისთვის რო ამ მაიმუნმა ეს მოქმედება გააკეთოს.
მეორე ექსპერიმენტში სცენარი იგივეა მაგრამ ქიმიურად უბლოკავენ დოპამინის ფუნქციას. არაფერი შეცვლილა მაგის გარდა და აღარ აწვება პედალს მიუხედავად იმისა რო გარანტირებულია "მოგება". ანუ გასაგებია რო დოპამინის დონეს დიდი მნიშვნელობა აქვს იმაში რო რაღაცას გააკეთებ თუ არა.
მეორე სცენარში ყველა დაჭერა აღარ იძლევა საჭმელს, ანუ შემოვიდა შანსის პრინციპი, მოგების შანსი არის 75% ანუ ყოველი 4დან ერთი უშედეგო დაჭერაა. ხოდა ნათურა რო ინთება და იციან რო ასეთი სიტუაციაა, დოპამინი იმატებს უფრო მეტად ვიდრე როცა შედეგი გარანტირებული იყო, დაახლოებითთ 60 ერთეულზე.
მესამე სცენარში შანსები გახდა 50/50 და დოპამინი რედლაინშია, ადის 100ზე. სულ რო მაგარ ნაშა მაიმუნს ეჩალიჩებოდეს და უეჭველი იცოდეს რო 2 წუთში დაიკერება მაიმუნების სასტუმროში წაყოლაზე, ნათურა რო აინთება სულ *ლეზე იკიდებს და გარბის სათამაშოდ.
და მეოთხე სცენარში შანსები არის 25%. ანუ 4დან ერთი იგებს და დოპამინი არის დაახლოებით ისევ 60ზე.
ანუ რა გამოდის? დოპამინი გაკეთებინებს რაღაცეებს ისე რა, ჩვეულებრივ თემებს, ჩაის დალევა და ნ*რევა და სამსახურში წასვლა, მაგრამ დონეები ადის კენწეროში როცა ტვინს გონია რო თუ მოშნ მოტივაციას მოგცემს, მეტი შანსია რო გადაიხაროს შენი შანსები მოგებისკენ. და აი აქ არის პრობლემა.
იმის გამო რო ჰორმონულ დონეზე *ლე მაიმუნებისგან ბევრი არაფრით გამოვირჩევით, არის მარტივი გზები ადამიანის მანიპულაციის.
მაგრამ აქვე არის კიდე სინათლეც გვირაბის ბოლოს. ის რო ადამიანებს გვაქვს ბევრად უფრო რთული რაღაცების ანალიზის უნარი ვიდრე მაიმუნებს და ცოდნას აქვს უნარი შეცვალოს შენი ბუნებრივი რეაქციები.
ეხლა დამემართა 10 წუთის წინ და კარგი მაგალითია თან. ფაქტი #2: იმის მიხედვით რო რა ვიცით, ჩვენი ჰორმონული რეაქციები იცვლება. 10 წუთის წინ მარტო შორტებიანი გავედი მანქანასთან გარეთ და ჭიშკარი რო გავაღე, გავიგონე რო კარები ხმელ ფოთოლს ან ყვავილს გამოედო. მანდედან ერთ წამში დაახლოებით ზურგზე შიშველ კანზე რაღაც დამეცა და მომეჭიდასავით, ანუ დაბლა არ დავარდნილა.
წესით ადამიანებს გვაქვს რეფლექსი რო ეგეთი გრძნობის დროს ადრენალინი გამოიფრქვევა, პულსი ავარდება და პანიკურ ხელების ქნევას და ხტუნაობას იწყებ, ალბათ გამოსადეგი რეაქცია იყო შხამიან მწერებიან და მორიელებიან ადგიალას. მოკლედ ეგ უნდა დამმართნოდა და შევატყე მეწყებოდა კიდეც მაგრამ იმის გამო რო მე ის კარის ხმელ რაღაცაზე ხახუნის ხმა გავიგონე, სანამ დავიწყებდი ხელების ქნევას, მეოთხედი წამით ადრე მივხვდი რო ალაბთ ფოთოლიათქო და მთელი ეგ პროცესი დატორმუზდა. ანუ ხო ვითომ ჩვეულებრივი ამბავია მაგრამ მნიშვნელოვანია პრინციპი: რაღაცის შეგნებულ ცოდნას ჰორმონულ რეაქციაზე აქვს ეფექტი.
ეს ისე სადემოსტრაციოთ თორე მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტია ეს
ფაქტი #3: კაზინოში ბევრი ტიპის თამაშია და ყველას თავისი სპეციფიკა აქვს მაგრამ უმეტეს შემთხვევაში სტატისტიკური პრინციპი იგივეა: დაახლოებით იგივე რაოდენობა თამაშებისა იგებს რამდენიც აგებს, დაახლოებით იმიტო რო შანსები არ არის 50/50, შანსები არის ვთქვათ 49.5/49.5/1. მაგალითად რულეტკაზე წითელი/შავი/ზერო.
კაზინო არ იგებს თქვენ წაგებულ ფულს პირდაპირ. მაგ ფულს სხვა ტიპი მოიგებს სხვა დროს, მაგრამ კაზინო წყნარად იტოვებს მთელი ბრუნვის იმ წილს რომელიც იმ 1% შანსზე მოხვდა და ვერავინ ვერ მოიგო.
ამიტო რელურად ყოველ ინდივიდუალურ თამაშში კი თითქმის 50% არის მოგების შანსი მაგრამ მეტა თანაშში ანუ ყველა თამაშის ერთიანობაში, ყველა აგებს კაზინოსთან ოღონდ ძალიან ნელა და ამ ფაქტის ცოდნა არაფერს არ ცვლის, მაგის მცოდნე ადამიანი სხვანაირად ვერ ითამაშებს რო რამე შეცვალოს, შანსები ფიქსირებულია. თუ აგრძელებ თამაშს, გრძელ ვადაში, ნელა მაგრამ გარანტირებულად კარგავ ფულს.
ამიტო გრაფიკი არის დაახლოებით ასეთი:
პოლიტკორექტული კი არ გამომივა მაგრამ პრობლემის არსი ჩემი აზრით არის ის რო ხალხის მასას არ აქვს საკმარისი მათემატიკური უნარი რო სტატისტიკური მონაცემები რეალურად გადახარშონ.
ხოდა თეორია/ექსპერიმენტი არის ასეთი: რეალურად რო მოიძიოს ეს ინფორმაცია ადამიანმა და გადახარშოს რო თამაშების ერთიანობაში გარანტირებულად აგებს, იქნებ შეიძლება ამან დოპამინის მექანიზმის რეაქცია საკმარისად დაატორმუზოს რო უბრალოდ აღარ წაუცდეს ხელი რეკლამის წაკითხვის მერე?
P.S. აინშტაინს მიაწერენ ამ ფრაზას მაგრამ თუ თვითონ არ უთქვამს დარწმუნებული ვარ ეთანხმებოდა მაინც
:
"ვერავინ ვერ მოიგებს "რულეტკაში" თუ მაგიდიდან ფულს არ მოიპარავს სანამ კრუპიე სხვა მხარეს იყურება".
This post has been edited by Damnoc on 10 Jun 2018, 00:05
https://www.imovies.cc/movies/450313531/Revolting-Rhymes-Part-One/S01/E01/ENG/HIGH