Der Spiegel: "პერსონა ნონ-გრატა" - ვაი-რეფორმატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან გააგდეს
როცა პეტრო პოროშენკომ თავისი "მეგობარი" მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა, თავდაპირველი გეგმა კეთილშობილურ მიზნებს ისახავდა - ეს საპორტო ქალაქი კორუფციისაგან უნდა გაწმენდილიყო და დემოკრატიული რეფორმების ვიტრინად უნდა ქცეულიყო. თითქოსდა დასაწყისში მიხეილ სააკაშვილმა აქტიური მუშაობა დაიწყო, მაგრამ მას ეგონა, რომ სიტუაციას სხვებიც ისე ხედავდნენ, როგორც თვითონ... და მოტყუვდა.
"მიხეილ სააკაშვილი ჩემი უნივერსიტეტელი მეგობარია და მას, როგორც ენერგიულ კაცს, სრულიად ვენდობიო", - ამბობდა პეტრო პოროშენკო მიხეილ სააკაშვილის გუბერნატორად წარდგენისას 2015 წელს. "პეტრო პოროშენკო თავის მეგობრებს ფულის მიხედვით ირჩევდა. მე ფული არ მქონდა, ამიტომაც მე მისი მეგობარი ვერ ვიქნებოდი", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი დღეს.
საქართველოს ექსპრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტის მიმართ ძალზე კრიტიკულადაა განწყობილი. თუმცა ორიოდე წლის წინათ სიტუაცია სხვაგვარი იყო - მიხეილ სააკაშვილი ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ მისთვის უკრაინის მოქალაქეობის მიღება და გუბერნატორობა ნამდვილად მაშველ რგოლს წარმოადგენდა. ცხადია, გუბერნატორობა ფრიად დაბალი დონეა ქვეყნის პრეზიდენტობასთან შედარებით - უცხო ქვეყანაში რეგიონული ჩინოვნიკობა საკუთარი სახელმწიფოს მეთაურის პოსტს ვერ შეედრება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ საქართველოში ორი ვადით მმართველობის დროს მან რეფორმები ისეთი ავტორიტარული ფორმით განახორციელა, რომ ქართველების უმრავლესობას მიხეილ სააკაშვილი შესძულდა.
შედეგიც ლოგიკური იყო: 2012 წელს ხელისუფლებაში მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი პარტიული კოალიცია მოვიდა, მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეებიდან კი ზოგი ციხეში აღმოჩნდა, ზოგმა უცხოეთში გაქცევა მოახერხა. თვითონ მიხეილ სააკაშვილი, პრეზიდენტობის ვადის დასრულების შემდეგ ნიუ-იორკში ცხოვრობდა და უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა - "მაღალჩინოსანი სახელმწიფო მოღვაწის" სტატუსით. მას ასეთი ცხოვრება არ მოსწონდა. უკრაინულმა მაიდანმა, როგორც ასეთ დროს ამბობენ ხოლმე, "სულზე მიუსწრო".
მიხეილ სააკაშვილისა და მისი სხვა თანამოაზრეების დანიშვნა უკრაინის სახელმწიფო თანამდებობებზე იდეალურ კომბინაციას ჰგავდა: ქართველებს რეფორმების განხორციელების გამოცდილება ჰქონდათ, მათ "ვარდების რევოლუცია" ათი წლით ადრე მოახდინეს; ქართველებიც და უკრაინელებიც რუსეთის მიმართ ნეგატიურად იყვნენ განწყობილნი; ორივეს ევროპული ცხოვრების წესის დანერგვა სურდა...
მოკლედ, გეგმები ფრიად კეთილშობილური ჩანდა, მაგრამ უკრაინაში სიტუაცია ისეთი არ აღმოჩნდა, როგორიც საქართველოში იყო, კონტრასტულად "თეთრი და შავი". ახალმა ხელისუფლებამ პოლიტიკური ნება არ გამოიჩინა. იმ ფაქტორს, რომ პეტრო პოროშენკო, როგორც პოლიტიკოსი და ბიზნესმენი, უკრაინის ოლიგარქული სისტემის კლასიკური პროდუქტი რომ იყო, თავის დროზე ყურადღება არ მიაქციეს.
"ეჰ, მე რომ მაშინ ის მცოდნოდა, რაც დღეს ვიცი, მე მის წინადადებას არ დავთანხმდებოდიო", - ამბობს დღეს მიხეილ სააკაშვილი.
საქართველოს ექსპრეზიდენტს ოდესაში რეალურად მაინცდამაინც ბევრი არაფერი საქმე გაუკეთებია: პლაჟის მესრები დაანგრია ბულდოზერით (თუმცა მოგვიანებით იგივე პლაჟები ისევ შემოღობეს), შეამცირა ბიუროკრატიული აპარატი გუბერნატორის ადმინისტრაციაში, გახსნა მოქალაქეთა მომსახურების ოფისი, მაგრამ ეს მხოლოდ ზღვაში წვეთი იყო. სამაგიეროდ, კარგად წარმოებული პიარ-კამპანიით პირადი პოპულარობა უზრუნველყო.
ყველას კარგად ახსოვს, თუ როგორ უყვიროდა იგი მკვეთრი ქართული აქცენტით შინაგან საქმეთა მინისტრს არსენ ავაკოვს: "შე ქურდო, შენი ადგილი ციხეშია! ეს ჩემი ქვეყანაა! მე უკრაინელი ვარ, გაეთრიე ჩემი ქვეყნიდან!"
გუბერნატორს და პრეზიდენტს შორის უთანხმოება თანდათანობით ისე გაღრმავდა, რომ მიხეილ სააკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. 2016 წლის შემოდგომაზე ექსგუბერნატორი საქართველოში დაბრუნებასაც კი გეგმავდა, თუმცა მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც მას სურდა და ამიტომ საბოლოოდ მაინც უკრაინულ პოლიტიკაში დარჩენა მოუწია, მოგვიანებით კი საკუთარი პარტია - "ახალი ძალების მოძრაობა" ჩამოაყალიბა.
მიხეილ სააკაშვილს თუ დავუჯერებთ, იგი თავის ყოფილ "მეგობარს" ბოლოს მალტაში შეხვედრია: "პეტრო პოროშენკომ მომთხოვა, რომ მისი კრიტიკა შემეწყვიტა. ამ შემთხვევაში მე შესაძლებლობა მექნებოდა უკრაინაში პოლიტიკური კარიერის გაგრძელებისა, პარლამენტის წევრობაც აღმითქვა. მითხრა, თუ ასე არ მოიქცევი, მაშინ ზომებს მივიღებო".
მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს ინსტრუქციებს არ ასრულებდა. უფრო მეტიც - მან სატელევიზიო თოქ-შოუში ისეთი მომღერალი მიიწვია, რომელმაც პრეზიდენტისადმი შეურაცხმყოფელი სიმღერა შეასრულა - "შოკოლადის უკანალი" (მინიშნებით იმაზე, რომ პეტრო პოროშენკო საკონდიტრო იმპერიის მფლობელია)
მოქალაქეობის ჩამორთმევა ყოფილმა პრეზიდენტ-გუბერნატორმა უკვე აშშ-ში ჩასვლისას შეიტყო, სადაც იგი ბიძამისს ეწვია, ნიუ-იორკში, ბრონქსში. ბრძანებულების მოტივაცია საკმაოდ აბსურდულია და დასავლეთისათვის უჩვეულო (რომლის დახმარებაზეცაა დამოკიდებული უკრაინა), მაგრამ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსათვის სავსებით მისაღები: კარი დაუხურო "სიმშვიდის დამრღვევს", როცა იგი საზღვარგარეთ იმყოფება.
იმ ხანებში მიხეილ სააკაშვილმა ვერ მოახერხა ვერც დონალდ ტრამპთან და ვერც ჯონ მაკკეინთან დალაპარაკება, მაგრამ სამაგიეროდ შეხვდა აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს უკრაინის საკითხებში. მალე იგი პოლონეთში ჩავიდა.
როგორ მოახერხა პასპორტგაუქმებულმა მიხეილ სააკაშვილმა ვარშავაში ჩასვლა?
პოლონეთის მმართველ პარტიაში ("კანონი და სამართლიანობა") მას კარგი ნაცნობ-მეგობრები ჰყავს. ამ პარტიის ექს-ლიდერი, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი მიხეილ სააკაშვილის ყველაზე აქტიური მოკავშირე იყო 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის დროს. პოლონეთის ტელევიზიით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა "შეთქმულების თეორიაზე" დაყრდნობით განაცხადა, რომ პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ავიაკატასტროფაში დაღუპვა რუსეთის პრეზიდენტის მოწყობილია: "ვლადიმირ პუტინმა მასზე შური იძია იმიტომ, რომ ლეხ კაჩინსკი 2008 წლის აგვისტოში ჩემს მხარდასაჭერად თბილისში ჩამოვიდაო". რბილად რომ ვთქვათ, ეს უსაფუძვლო ვარაუდებია, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი ისეთი ტიპია, ვისთვისაც სასურველი ყოველთვის სინამდვილეა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე რუსეთს ეხება...
საქართველოს ექს-პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ დასავლეთი უკრაინის პრეზიდენტზე ზეწოლას მოახდენს: პეტრო პოროშენკო უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შესვლაზე დათანხმდება და მოქალაქეობის ჩამორთმევის საქმის განხილვა სასამართლოში გაგრძელდება. ჯერ-ჯერობით უკრაინელი მესაზღვრეები საზღვარს ფხიზლად იცავენ... მიხეილ სააკაშვილი კი უკრაინულ ენას უფრო ღრმად სწავლობს - მოქალაქეობის დაბრუნებისათვის ენის ცოდნა დიდ მნიშვნელობას იძენს.
როგორია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პერსპექტივა?
მომავალი საკმაოდ ბუნდოვანია. "ახალი ძალების მოძრაობის" ("რუხ ნოვიხ სილ") კიევის ოფისი დაცარიელებულია. მართალია, მიხეილ სააკაშვილი პარტიის ლიდერია, მაგრამ საქმეებს პარტიაში დავით საყვარელიძე (კიდევ ერთი ქართველი რეფორმატორი) განაგებს, რომელიც უკრაინის გენპროკურორის მოადგილედ მუშაობდა. "ყოველ შემთხვევაში, ჩვენი მუშაობით სისტემა გვარიანად შევფერთხეთ", - ამბობს იგი, - "რეფორმები გარედან მოსულმა ადამიანებმა უნდა გაატარონ, პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო კი უკრაინის შიდა [ოლგარქიული] სისტემის ნაყოფია, მას წარმოადგენა არ აქვს რეფორმებზე".
დავით საყვარელიძესაც უკრაინის პასპორტი აქვს, მიხეილ სააკაშვილის მსგავსად, საქართველოს მოქალაქეობა მასაც დაკარგული აქვს. ასეთი სიტუაცია ბედის ირონიაა იმ ადამიანისათვის, რომელიც უკრაინაში იურიდიული ცოდნის გამოსაყენებლად ჩამოვიდა, სინამდვილეში კი პარტიული ბიუროკრატიის ნაწილად იქცა და პარტიის პოლიტიკურ პლატფორმას ამზადებს. ასეთი რამ მის გეგმებში იმ დროს არ შედიოდა, როცა მიხეილ სააკაშვილი და სხვა ქართველები უკრაინაში ჩავიდნენ.
მიხეილ სააკაშვილის - "პოლიტიკური ვარსკვლავის" - გარეშე პარტიას პერსპექტივა არ აქვს, თუმცა მასთან ერთადაც მომავალი მაინცდამაინც ნათელი არ არის. ფაქტია, რომ მიტინგზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ჩატარდა მრავალმილიონიან კიევში, მხოლოდ ასიოდე კაცი მივიდა. როგორც ირკვევა, ექსპრეზიდენტის და ექს-გუბერნატორის ურთიერთობა დასავლურ ელიტასთან უფრო ძლიერია, ვიდრე უკრაინულ საზოგადოებასთან.
პეტრო პოროშენკოსათვის ეს სასიამოვნო ამბავია. სიტუაციას ისეთი პირი უჩანს, რომ ქართველი შფოთისთავის "საქმენი საგმირონი" მალე ისტორიას ჩაბარდება
https://www.kvirispalitra.ge/politic/36499-...an-gaagdes.htmlორიგინალი
http://www.spiegel.de/international/world/...-a-1163344.htmlFor someone who has had the door slammed in his face, Mikheil Saakashvili is filled with confidence. But has he ever behaved differently in public? On a recent Sunday evening, Europe's best-known stateless statesman walked smilingly into a narrow assembly room in southern Warsaw. He shook hands as he walked through the crowd before stepping onto the podium, reaching into his jacket pocket and pulling out a small blue booklet.
"This passport," he said in Ukrainian, "is not the plaything of individual oligarchs, who issue it and then retract it, declare it invalid or use it to blackmail you." And because he is not the only one who thinks so, he went on, he was able to use this passport to travel from the United States to Poland, despite the bullying from the Ukrainian leadership.
Mikheil Saakashvili, a former citizen of both Georgia and Ukraine, can thank Ukrainian President Petro Poroshenko for his current statelessness. Two years ago, Poroshenko awarded Ukrainian citizenship to the former Georgian president and appointed him governor of the Odessa region. It was an act full of symbolism: In the wake of Ukraine's Maidan revolution, the man who had successfully modernized his native Georgia, the most radical reformer in the entire post-Soviet region, was being brought in to clean up the corrupt port city.
It sounded like a good plan, but now Poroshenko has apparently reconsidered. In late July, he revoked Saakashvili's Ukrainian citizenship. And because Saakashvili also lost his Georgian citizenship, he now has none at all.
The acrimony between the two men comes at a time when questions once again surround Ukraine. In what kind of a country does a president simply terminate someone's citizenship, as though it were a club membership? And what are the prospects of reform under a government that is locking out reformers?
Three years after the overthrow of former President Viktor Yanukovych, Ukraine is in a deplorable state. The fight against corruption has not only not been won, but has in fact not even truly begun. Not a single senior government official or politician has been convicted on corruption charges to date. The reform process has also stalled. If anything happens at all, it invariably comes in response to pressure from the West. The war in the Donbass region against pro-Russian separatists and their Russian allies continues, despite a ceasefire, and no one in Kiev appears to have a strategy for changing the situation. Young Ukrainians are leaving the country to look for work abroad, while President Poroshenko is accumulating more and more power. Saakashvili's expatriation is only a single episode in this miserable situation - just another instructive tale of shattered illusions.
Based on Money
"Mikheil is my friend from my university days. I remember him as a strong-willed and decisive person, and I have good reason to trust him," Poroshenko said in 2015, when he granted Saakashvili Ukrainian citizenship and appointed him governor. The two were both students in Kiev during the Perestroika period.
Today, Saakashvili says: "Poroshenko chose his friends based on who had money. I had none. As such, I cannot say that we were friends." His comments came at around noon on that Sunday in Warsaw, in the courtyard of a luxury hotel over white wine and salted nuts. There were still a few hours before his evening appearance in front of the Ukrainian diaspora. Saakashvili comes across differently in person than he does on stage. One wants to believe everything he says. He speaks very quickly, concisely and to the point - and he says everything with a slight smile, as if he had no problems, or at least none that could rattle him. But it is important to realize that the world that Saakashvili sees is not the world others see.
Saakashvili is extremely critical when speaking of Poroshenko. Yet he was more than happy to accept Ukrainian citizenship and the position in Odessa two years ago. It was a step down, from being president of his own country, even if it is small, to being a regional official in a foreign country. But Saakashvili's political career was over in Georgia. Following two terms full of radical reforms and major projects implemented with authoritarian means, most Georgians had had enough of him.
ვაპო და ნიუორკთაიმსიც ამზადებენ მსგავსი შინაარსის სტატიებს