გამარჯობა კიდევ ერთხელ
მოკლედ, ბინის ყიდვა ერთობ რთული საქმე გამოდგა
ვნახე ბინა, რომელიც ყველანაირად მომწონს - უბანი, სიმწვანე და ფასიც... მაგრამ ზუსტად ფასის გამო გამიჩნდა ეჭვები - არაადეკვატურად იაფი ღირს
ანუ უბანში იგივე ფართის ბინები 15-20 000 $ მეტი ღირს... ეს ბინა აუქციონზეა აქვს მფლობელს ნაყიდი და ვიცი, რომ ჩალის ფასი დაუჯდა (თბილისი პატარაა), მაგრამ რატომ ამბობს მეტის მოგებაზე უარს, ვერ ვხვდები...
ტიპაჟიც ცოტა არასანდოა, თავი ისე უჭირავს თითქოს ამ გარიგებების აზრზე არაა, მაგრამ მე ისიც გავარკვიე რომ საკმაოდ დიდი სტაჟის მევახშეა და ბინა როგორ ფორმდება და სად რომ არ იცოდეს, ზღაპარია...
ამონაწერი ისე სუფთაა - სახლი მის სახელზეა, იპოთეკა არ ჩანს... არის შესაძლებლობა, რომ კერძოდ ჰქონდეს დატვირთული და რეესტრში არ ჩანდეს? ანუ რომ ვიყიდო და ვიღაც არ მომადგეს, ჩემი ვალში არის ეს ბინა ჩადებულიო...
დიდი მადლობა წინასწარ!