ქალის
შემთხვევით გამოჩენილი მუხლების დანახვა მომენატრა, მუხლების კი არა ბარძაყების, ბარძაყების კი არა და, ბაყვების...
როგორი დანახვა იცით, რომ დგას ქალი ქუჩაში თავხედი და შეუბრალებელი ქარისგან უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილი, ხან ერთი მხრიდან რომ ქაჩავს კაბის კალთას ქვემოთ და ხანაც მეორე მხრიდან. უხერხულობისგან აწითლებულმა რომ არ იცის სად დაიმალოს, რას მოეფაროს, თავს როგორ უშველოს...
ყველაფერი ამის დანახვაზე თავს შენც რომ უხერხულად გრძნობ, მაგრამ თვალი მაინც იმ უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილი ქალისკენ გაგირბის, ის მომენტი (შეგრძნება) მომენატრა. ქალი რომ გრძნობს/ხედავს შენს მოურიდებელ და ოდნავ ამღვრეულ მზერას და ამის გამო მზადაა ტყვია გესროლოს, ან სულაც ხევში გადაგჩეხოს, აი იმ აფექტის შეგრძნება/შეცნობა მომენატრა...
თუ არა, და...
მოდის ქალი, ლამაზი, ტანწერწეტი, ამაყი..მოდის და არანაირი იდუმალება მასში აღარაა, დახეული ჯინსებიდან მუხლიც მოუჩანს, ბარძაყიც და ბაყვიც... ბოქვენს ჯიბის სარჩული უმალავს, სამოსიდან სხეული ანათებს, ზოგჯერ სულაც გამოჩრილია ხორცი იგივე ნახევიდან... უყურებ და..."ноль реакция"...
აღარაფერი დამალული, საიდუმლო, ამოსაცნობი და ამღვრევი... უყურე და თვალს წყალი დაალევიე (ან სულაც გვერდზე გაიხედე)....
იგი შენს თვალწინაა, მთელი თავისი გარეგნული სილამაზით და პრიმიტიული შეგრძნებებით... აღარც მიჯნურობის სურვილი გიტევს და აღარც ცხოველური ვნება... უხარია მხოლოდ თვალს და არა გულს ან (და) სულს... უყურე და დატკბი "ნატურით"... მოეფარება თვალს და არც გული დაგწყდება და არც უკან ადევნების სურვილი გაგიჩნდება... რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ახალი (დაახლოებით იგივე) კადრი დადგება შენს თვალწინ...
დაიბრუნეთ ქალები იდუმალება, დაიბრუნეთ... თუ არა დაკარგა ცხოვრებამ ინტერესი...
ქარიც კი რაღაცნაირად ლიბერალული გახდა... კაბის კალთის აფრიალება ეზარება...
-ქ-ნო! ქედს ვიხრი და ქუდს ვიხდი თქვენი სილამაზის წინაშე....
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3