forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მიშელ ტურნიე/michel tournier
Aleph90
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 10
წევრი No.: 224284
რეგისტრ.: 24-September 16

გამოგზავნილია: 27 Sep 2016, 20:00  #48902308      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფრანგი მწერალი მიშელ ტურნიე 1924 წლის 19 დეკემბერს პარიზში დაიბადა, გარდაიცვალა 2016 წლის 18 იანვარს შუაზელში.
იგი რამდენიმე რომანის ავტორია, მათ შორის არის „ტყის მეფე“, რომელსაც 1970 წელს გონკურის პრემია მიენიჭა. ტურნიემ საბავშვო რომანი „პარასკევა ანუ ველური ცხოვრება“ თავისი პირველი რომანის „პარასკევა ანუ წყნარი ოკეანის კარიბჭეების“ მიხედვით დაწერა.
გერმანისტმა და ფილოსოფოსმა მიშელ ტურნიემ უარი თქვა სწავლებაზე და დაიწყო მთარგმნელობითი საქმიანობა, ჯერ რადიო გადაცემაში შემდეგ კი ტელევიზიაში მუშაობდა. პირველი რომანი „პარასკევა ანუ წყნარი ოკეანის კარიბჭეები“ 1967 წელს, 42 წლის ასაკში გამოაქვეყნა. პირველი გამოცემის შემდეგ ტურნიემ მომდევნო სამი ათწლეული ლიტერატურას მიუძღვნა. 1967–1996 წლებში ცხრა რომანი და მოთხრობების რამდენიმე კრებული გამოსცა, რითაც XX საუკუნის ფრანგ მწერლებს შორის გამორჩეულ ავტორად იქცა.
user posted image
სერაფიტი
Errorist


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4081
წევრი No.: 113021
რეგისტრ.: 17-February 10

გამოგზავნილია: 30 Sep 2016, 00:25  #48920443      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Aleph90

ვეძებ ტურნიეს რომანს "პარასკევა ანუ ველური ცხოვრება".
როგორც ვიცი, ქართულად თარგმნილია.
ონლაინ ვერ ვნახე. წიგნის მაღაზიებშიც არ იყო, სადაც ვიკითხე.
ხომ ვერ მიმასწავლი, როგორ მივაგნო?


--------------------

“I am not sure that I exist, actually. I am all the writers that I have read, all the people that I have met, all the women that I have loved; all the cities I have visited.”
Aleph90
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 10
წევრი No.: 224284
რეგისტრ.: 24-September 16

გამოგზავნილია: 30 Sep 2016, 22:11  #48926733      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ვეძებ ტურნიეს რომანს "პარასკევა ანუ ველური ცხოვრება".
როგორც ვიცი, ქართულად თარგმნილია.
ონლაინ ვერ ვნახე. წიგნის მაღაზიებშიც არ იყო, სადაც ვიკითხე.
ხომ ვერ მიმასწავლი, როგორ მივაგნო?


რამდენიმე წლის წინ სიესტამ გამოსცა. ონლაინ მხოლოდ ფასიანი ვერსიებია საბაზე და ლიტ.გე–ზე. ერთადერთი შეიძლება ისევ გამომცემლობაში ჰქონდეთ. მე ადრე ვიყიდე.
Aleph90
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 10
წევრი No.: 224284
რეგისტრ.: 24-September 16

გამოგზავნილია: 5 Oct 2016, 11:56  #48959960      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მიშელ ტურნიეს დედის შტო წარმოშობით ბურგუნდიიდანაა. დედა მარი–მადლენ ფურნიე ფარმაცევტის ქალიშვილი იყო. მიშელი ბავშვობის არდადეგებს სოფელში მშობლებთან ერთად, ბაბუის მახლობლად ატარებდა.
მამა, ალფონს ტურნიე მინის ხელოსნის ოჯახიდან იყო. ალფონს ტურნიეს მამა გასკონელი, დედა კი ავეირონელი ჰყავდა.
მარი–მადლენმა და ალფონსმა ერთმანეთი გაიცნეს სორბონის უნივერსიტეტში, სადაც ორივე გერმანულ ენას სწავლობდა. ალფონსი პირველ მსოფლიო ომში დაიჭრა, შემდგარმა გერმანისტმა სწავლა შეწყვიტა და „მუსიკის ავტორთა, კომპოზიტორთა და გამომცემელთა საზოგადოების“ (SACEM) მხარდაჭერით საავტორო უფლებების დასაცავად რამდენიმე საზოგადოება დააარსა. კერძოდ 1929 წელს „სამუსიკო–მექანიკის გამოცემათა საერთაშორისო ბიურო“ (BIEM) დააფუძნა.
მიშელს ორი ძმა და ერთი და ჰყავდა. ოჯახი ჯერ პარიზში, შემდეგ კი სენ–ჟერმენ–ან–ლეიში, კერძო სახლში ცხოვრობდა. მიშელმა რამდენიმე კერძო რელიგიური სკოლა გამოიცვალა. მიშელი ცელქი და დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლე იყო. არდადეგებს ფრიბურ–ან–ბრისგოში, მოსწავლეთა კათოლიკურ ბანაკში, თავის და–ძმასთან ერთად ატარებდა. ამ პერიოდშივე იგი ნაციზმის დამკვიდრების მომსწრე გახდა სამხედრო აღლუმებითა და ფიურერის გამოსვლებით.
Aleph90
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 10
წევრი No.: 224284
რეგისტრ.: 24-September 16

გამოგზავნილია: 21 Oct 2016, 10:38  #49087816      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
1941 წელს ტურნიეებს გერმანელებმა სენ–ჟერმენ–ან–ლეიში მდებარე სახლი ჩამოართვეს. ოჯახი საცხოვრებლად გადადის ნეილი–სურ–სენში, სადაც მიშელ ტურნიე სწავლას პასტერის ლიცეუმში აგრძელებს. მიშელი უმაღლესი სკოლის გამოცდებზე ჩაიჭრება და გადაწყვეტს სორბონში ფილოსოფია ისწავლოს. 1945 წელს იცავს ფილოსოფიის უმაღლესი სწავლების დიპლომს პლატონის შესახებ. მომდევნო ოთხი წელი განახლებად გერმანიაში ცხოვრობს და ტუბინგენის უნივერსიტეტში ესწრება ფილოსოფიის ლექციებს 1949 წელს საფრანგეთში დაბრუნებამდე. საბოლოოდ 1950 წელს ფილოსოფიის მასწავლებელთა გამოცდაზე მეორე წარუმატებლობის შემდეგ სწავლებაზე უარს ამბობს.
მიშელ ტურნიე პარიზში, სელ–ლუის კუნძულზე სასტუმროში დასახლდა. ამ პერიოდში მეგობრობდა მწერლებთან ჟორჟ არნოსთან და ივან ოდუართან, ხელოვან პიერ ბულესთან და ფილოსოფოს ჟილ დელიოზთან. რვა წლის განმავლობაში თარგმნიდა ძირითადად არალიტერატურულ ტექსტებს გამომცემლობა პლონისთვის. პარალელურად თარგმნა ერიხ მარია რემარკის რამდენიმე რომანი. მოგვიანებით მონაწილეობდა რადიოს (ORTF და ევროპა 1) კულტურის სფეროს გადაცემებში და უძღვებოდა სატელევიზიო ყოველთვიური გადაცემას ფოტოგრაფიის შესახებ სახელწოდებით „შავი ოთახი“. 1968 წელს ფოტოხელოვან ლუსიენ კლერგსთან ერთად დააარსა ყოველწლიური ფოტოფესტივალი „არლის ფოტოგრაფიული შეხვედრები“. ამ პეროიდში მიშელ ტურნიეს უკვე წერდა.
მიშელ ტურნიემ 1967 წელს 42 წლის ასაკში გამოაქვეყნა თავისი პირველი რომანი „პარასკევა, ანუ წყნარი ოკეანის კარიბჭეები“. ავტორმა ლიტერატურულ წრეებში მალევე მოიპოვა მოწონება, მისმა პირველმა რომანმა ფრანგული აკადემიის ჯილდო მიიღო. 1970 წელს მის მეორე რომანს „ტყის მეფე“ ჟიურიმ ერთხმად მიანიჭა გონკურის ლიტერატურული პრემია. ტურნიე გამომცემლობა გალიმარის მკითხველთა კომიტეტისა და 1972 წლიდან გონკურის აკადემიის წევრი გახდა. ტურნიემ გამოსცა საყმაწვილო ნაწარმოებები: „პარასკევა ანუ ველური ცხოვრება“ (1971) და „ოქროსწვერა“ (1980). მწერალმა აგრეთვე გამოაქვეყნა ესეები: „ქარი პარაკლე“ (1978), ავტობიოგრაფია და ლიტერატურულ-ფილოსოფიური განსჯანი, „იდეების საკრე“ (1994), მრავალი სტატია და წიგნის წინასიტყვაობა.
Aleph90
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 10
წევრი No.: 224284
რეგისტრ.: 24-September 16

გამოგზავნილია: 5 Dec 2016, 22:54  #49422700      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მიშელ ტურნიე 1957 წელს დასახლდა შუაზელში, ყოფილ მღვდლის სახლში, სადაც პარიზისგან და მისი ლიტერატურული ვნებათა ღელვისგან შორს, განმარტოვებული მუშაობდა. ბევრ დროს უთმობდა თავის მკითხველებს, უყვარდა მათთან შეხვედრა, განსაკუთრებით მოსწავლეებთან, რომლებსაც ხშირად სტუმრობდა. მწერალმა ასევე ბევრი იმოგზაურა აფრიკაში, საჰარაში, კანადაში. 1989 წელს მისმა აქტიურობამ აბოტრის წინააღმდეგ დიდი ხმაური გამოიწვია.
2010 წელს, 85 წლის ასაკში გონკურის აკადემიის ჟიურის წევრობაზე უარი თქვა და მისი საპატიო წევრი გახდა.
ტურნიეს წიგნები მრავალ ათეულ ენაზეა თარგმნილი და შთამბეჭდავი ტირაჟით იბეჭდება, მაგალითად რომანი „ტყის მეფე“ ოთხი მილიონიანი ტირაჟით გამოსცა გამომცემლობა გალიმარმა. მიშელ ტურნიეს შემოქმედება მრავალი სადისერტაციო ნაშრომის კვლევის ობიექტია, რის გამოც მას 1993 წელს გოეთეს მედალი ხოლო 1997 წელს ლონდონის უნივერსიტეტის დოქტორის საპატიო წოდება docteur honoris causa მიენიჭა.
მიშელ ტურნიე მკვეთრად გამორჩეული სტილით, დრამატული და საკრალური შინაარსით, გამბედავი ირონიით ქმნის რთული პერსონაჟების მიერ – ძირითადად მამრობით –გაცოცხლებულ პირად სამყაროს მითების ხელახალი ინტერპრეტაციით, როგორებიცაა რობინზონ კრუზო „პარასკევა ანუ წყნარი ოკეანის კარიბჭეები“ (1967), კასტორი და პოლუქსი „მეტეორებში“ (1975), მოგვები „გასპარი, მელქიორი და ბალთაზარში“(1980), ლურჯწვერა და ჟილ დე რე „ჟილი და ჟანში“, რომაული bulla aurea „ოქროს წვეთში“ (1985), მოსე და აღთქმული მიწა „ელეაზარი ანუ წყარო და ბუჩქი“ (1996).
Aleph90
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 10
წევრი No.: 224284
რეგისტრ.: 24-September 16

გამოგზავნილია: 29 Dec 2016, 00:07  #49593897      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ტურნიეს თხრობაში მინიმალური რეალიზმი უკავშირდება სხვა სამყაროს წარმოსახვით შექმნას: XVIII-ე საუკუნის დაუსახლებელი კუნძული, ანტიკური აღმოსავლელი მეფეების მსვლელობა, მეომარისა და წმინდანის კონტექსტი XV-ე საუკუნეში, ტყის მეფის აღმოსავლეთ პრუსია და napola, რომელშიც კაციჭამია გოლიათი წმინდა კრისტოფად – ბავშვების გადამრჩენელად იქცევა მეორე მსოფლიო ომისა და ნაციზმის დროს...
ამგვარად ავტორი განიხილავს კაცობრიულ გზას, ცივილიზაციისა და ბუნების შესახებ შეკითხვებს, სიკეთისა და ბოროტების განსაზღვრებას, დაცემასა და დამოკიდებულებას სხვასთან თუ საკუთარ თავთან ორმაგი თემითა და ანდროგინით. ტურნიეს მორალური თვალსაზრისით საყვედურობდნენ მისი ნაწარმოებების ზოგიერთ ასპექტს, რომელიც „წარმოადგენს გასაოცარ, შემაშფოთებელ პოლისექსუალობას, თავისი კოსმიური ბუნებით მოქმედებს და უკვდავების არ ეშინია“. 1978 წელს გამოაქვეყნა „ქარი პარაკლე“, მასში შერწყმულია ავტობიოგრაფიული შინაარსი, ლიტერატურული და ფილოსოფიური განაზრებანი, რომლითაც განათებულია მისი შემოქმედება.
მიშელ ტურნიე ხშირად საუბრობდა თავის ცხოვრებასა და ნაწარმოებებზე. ამ ერთი ფრაზით მან გამოხატა თავისი მოსაზრება: „ჩემთვის ფლობერი არის ფრანგული ლიტერატურის მწვერვალი. „სამი ზღაპარი“ კი ყველაზე მაღალი მწვერვალია. რადგან იგი იმავდროულად სრულ სინამდვილესა და ჯადოქრობას ასახავს. ეს არის იდეალი.“
განათლებით გერმანისტი ტურნიე აღიარებს გერმანული ლიტერატურის თემატურ და სტილისტურ გავლენას თავის შემოქმედებაზე: კერძოდ გიუნტერ გრასისა („თუნუქის დოლი“, „ძაღლის წლები“), რომლისგანაც იგი იღებს რომანის განვითარებას და ისტორიის რაციონალურ ხედვას ლეგენდარულის, აბსურდულისა და შემზარავის წვდომისთვის. ტურნიე საუბრობს „გროტესკის ავთენტურობის“ ლიტერატურულ ტრადიციაზე, რომელსაც ასევე უკავშირდება ფრანსუა რაბლე,
Aleph90
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 10
წევრი No.: 224284
რეგისტრ.: 24-September 16

გამოგზავნილია: 17 Jan 2017, 20:53  #49725551      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რაციონალიზმის დადანაშაულება და ლიტერატურული რეალიზმის დაკავშირება მითების ინტერპრეტირებასთან ჩნდება 1967 წელს გამოქვეყნებულ მის პირველივე რომანში „პარასკევა, ანუ წყნარი ოკეანის კარიბჭეები“. რომანი დანიელ დეფოს „რობინზოს კრუზოს“ ხელახალი ინტერპრეტაციაა. კუნძულზე აღმოჩენილი ადამიანის დღიურში ჩანს, რომ დასავლეთელს კითხვები უჩნდება და ბოლოს კულტურის ნაცვლად პარასკევას მიერ ინიცირებულ ბუნებას ირჩევს და დეფოს გმირისგან განსხვავებით, იმედის კუნძულზე დარჩენას გადაწყვეტს. 1971 წელს მიშელ ტურნიე იგივე თემას მიუბრუნდა საყმაწვილო რომანში „პარასკევა, ანუ ველური ცხოვრება“, რომელიც კლასიკურ ნაწარმოებად იქცა და სასწავლო პროგრამაში შევიდა.
მიშელ ტურნიემ 1970 წელს გამოაქვეყნა რომანი „ტყის მეფე“, რომელმაც გონკურის ლიტერატურული პრემია მოიპოვა. რომანის სათაური გოეთეს ცნობილ გერმანულ ლექსს უკავშირდება, რომანში ავტორი აღმოსავლეთ პრუსიის რეალობას აღწერს, ჭაობებითა და ტყეებით, ასევე ნაციზმის გარკვეულ ასპექტებს (ჰერმან გერინგი, ორგანიზაცია ნაპოლა, ებრაელების განადგურება). რომანში გოლიათის მითი უკავშირდება უდანაშაულოთა ხოცვას, ბავშვის ფორიას (ბავშვის ტარება ხელით ან მხარით ტყის მეფის თუ წმინდა კრისტოფის მსგავსად). რომანის 1996 წლის ეკრანიზაცია ფოლკერ შლენდორფს ეკუთვნის.
1975 წელს რომანში „მეტეორები“ მიშელ ტურნიე იყენებს მითს კასტორისა და პოლუქსის შესახებ და ტყუპების თემას, რომლის ბნელ მხარეს, ანდროგინის ორაზროვნებას შეისწავლის და სამყაროს გარშემო ინიციაციურ მოგზაურობას გვიამბობს.
1978 წელს ორი ნაწარმოები იბეჭდება „ბრუიერის მამალი“, მოთხრობებისა და ზღაპრების კრებული და „ქარი პარაკლი“, ესე რომელშიც მიშელ ტურნიე თავის პიროვნებასა და მწერლის საქმიანობაზე მსჯელობს, წიგნი მოიცავს ავტობიოგრაფიას, ლიტერატურული და ფილოსოფიურ განსჯას.
B l a c k J a c k
Джентелмен Удачи


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1883
წევრი No.: 89070
რეგისტრ.: 16-April 09

გამოგზავნილია: 29 Jan 2017, 15:04  #49812467      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
„გასპარი, მელქიორი და ბალთაზარში“(1980)

შევიძინე და იმედია კარგი იქნება )))) პარასკევა არა გვაქვსო (((


--------------------
Smile man . . . God loves you . . . .

Don't want to die? Don't be born . . .

If u are walkin' through hell . . . Keep walkin' . . .

"De Woch fangt scho guat o "
Aleph90
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 10
წევრი No.: 224284
რეგისტრ.: 24-September 16

გამოგზავნილია: 30 Jan 2017, 12:01  #49818980      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
შევიძინე და იმედია კარგი იქნება )))) პარასკევა არა გვაქვსო (((

ძლივს ერთი მკითხველი გამოუჩნდა ტურნიეს ფორუმზე : ))) არადა მე–20 საუკუნის ერთ–ერთი უდიდესი მწერალია, უბრალოდ ძალიან მოკრძალებული ადამიანი იყო და ამიტომაც არ იცნობს ბევრი. რაც შეეხება მოგვებზე რომანს იმედი მაქვს მოგეწონება, ამ წიგნის დასასრული ალბათ ერთ–ერთი საუკეთესოა ზოგადად ლიტერატურაში.
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0147 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]