რატომ ჩაძირეთ ეს თემაა
ძალიან მჭირდება გამოცდილი ადამიანების რჩევები.
ესეიგი მინდა ძალიან პატარა (30 კაციანი) მცირე ბიუჯეტიანი, მაგრამ ლამაზი და არატრადიციული ქორწილი. (მხოლოდ ჯვრისწერა, ხელი მოწერილი გვაქვს)
გვინდა ზაფხულში, მაქსიმუმ სექტემბერში მოვასწროთ.
ერთადერთი კაბის მოდელი მაქვს მოფიქრებული და ლოკაციის ადგილი (ღია ცის ქვეშ ტბაზე)
მაქსიმალურად მინდა რომ საკუთარი და მეგობრების ადამიანური რესურსები გამოვიყენოთ და ჩვენით მოვაწყოთ ყველაფერი.
მაგრამ აზრზე არ ვარ საიდან დავიწყო
1. მჭირდება მეჯვარე
1. მჭირდება ფოტოგრაფი და ბენდი რომლებიც თანახმა იქნებიან თბილისის გარეთ იმუშაონ და არ გამაღატაკებენ
2. ჩამოსაკიდი გარე განათებები
3. მაგიდები,სკამები (სად შეიძლება ვიქირავო)
კიდევ რა მჭირდება გოგოებო დამეხმარეთ იდეებში