მოკლედ გვჭირდება კადრი რომელიც შეითავსებს შემდეგ ფუნქციებს:
1. განაახლებს ხოლმე ვებ-გვერდს დაამატებს სიახლებბს (თვეში ერთხელ ალბათ) და ზოგადად გაუწევს მონიტორინგს ვებ გვერდს და ასევე შექმნის ფეისბუქ-გვერდს და ადმინისტრირებას გაუწევს მას. შესაბამისად საჭიროა კარგად ესმოდეს 'კომპიუტერი' სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით
2. იზრუნებს ოფისში კომპიტერების, პრინტერების, პლოტერების და ა.შ. ტექნიკის გამართულობაზე ოღონდ მესმის რომ თავად ვერ შეაკეთებს თუ რამე დაემართვება უბრალოდ უზრუნველყოფს მის შეკეთებას ხელოსანს დაუძახებს და ა.შ.
3. დაეხმარება თანამშრომლებს დოკუმენტაციის დაარქივებაში, დახარისხებაში.
4. სტანდარტულ ხელშეკრულებებში შეავსებს ცარიელ გრაფებს დამკვეთის ინფორმაციას, თანხას და ა.შ.
5. აუცილებელია ინგლისურის იმ დონეზე ცოდნა რომ ელემენტარულად მოწერილი წერილის შინაარსი იქნას გაგებული.
6. უმჯობესია არქიტექტურული, სამშენებლო, საპროექტო გამოცდილება სულ მცირე მაინც
კომპანიას არ ყავს HR შესაბამისად ფორმალური მხარეები დიპლომი და ა.შ. საჭირო არ არის, მთავარია კანდიდატი იყოს მოტივირებული ახალგაზრდა და ენერგიული. ასევე გრაფიკი არის შედარებით თავისუფალი. არ არის აუცილებელი 9-დან 6-მდე. იდეაში ნახევარ-განაკვეთიც განიხილება.
პრიორიტეტი ენიჭებათ გოგონებს რადგან უფრო შრომისმოყვარულები და დისციპლინირებულები არიან
დეტალური ინფორმაციისთვის მომწერეთ პირადში.
ხელფასი სადღაც 500-700 ლარის მიდამოში.
ოფისი მდებარეობს თბილისში ვაჟა-ფშაველაზე.