Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > ქართული სპორტი > საფეხბურთო კლუბის ყიდვა |
Posted by: Georgiano33 3 Oct 2017, 13:31 |
გადავწყვიტე შევიძინო საფეხბურთო კლუბი მესამე ლიგაში სავარაუდოდ ან მეოთხეში. ბიუჯეტი მაქვს 200 000 ლარი, ვეძებ: თანამოაზრეებს გვერდში მდგომ ხალხს მრჩევლებს პატიოსან ხალხს ეს ხალხი მომავალში დასაქმდებიან კლუბში ან იქნებიან კლუბის საპატიო წევრები მიზანი სერიოზული გუნდის გაკეთება უახლოს 5 წელში რომელიც იბრძოლებს საქ: ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში სუფთა ხელებით და სწორი მენეჯმენტით ვფიქრობ შესაძლებელია წარმატების მიღწევა )) |
Posted by: luxemburger 3 Oct 2017, 13:43 |
ფინანსურ უკუგებას როდისთVის ელოდებით და თუ ასეა, აქციებს ხომ არ ყიდით? |
Posted by: George:) 3 Oct 2017, 13:50 |
Georgiano33 ჩვენს თანაფორუმელებს ჰყავთ კლუბი, რომელიც მე-5-დან მე-4 ლიგაში გადაიყვანეს ახლახანს. თუ გააერთიანებთ რესურსებს, თავისუფლად შეიძლება სერიოზული მიზნების დასახვა/შესრულება. თავად დაწერენ, მე აღარ დავთაგავ. |
Posted by: Georgiano33 3 Oct 2017, 13:55 | ||
პირველ ნაბიჯებზე ვფიქრობ ჯერ კლუბის ყიდვაა მთავარი . ფინანსურ უკუგებას რაც შეეხება ალბათ 5 წლის შემდეგ რეალურად გუნდს როცა შეეძლება ტრანსფერებზე გასვლა * * *
მხოლოდ 100% ან 51 % მაინტერესებს |
Posted by: George:) 3 Oct 2017, 14:10 |
Georgiano33 ერთჯერადად აპირებთ 200კ-ს ინვესტირებას თუ ყოველწლიურად ? წარმატების მიღწევა ორივე შემთხვევაში შეიძლება, ცოტა დროში იქნება სხვაობა. მე-3 ლიგის კლუბის შეძენა რთული იქნება. მე-3 ლიგის კლუბებს ფონდი 250კ-ს აძლევს + 50კ წახალისების ფონდიდან. მეეჭვება ვინმემ საკუთარი ''ქერის ორმო'' დათმოს |
Posted by: Georgiano33 3 Oct 2017, 14:21 | ||
ერთჯერადად ვაპირებ შემდეგ წვრილ წვრილ სპონსორებზე ფიქრი შეიძლება ჯერ არ ვარ გარკვეული კარგად თუ აინტერესებს ბიზნეს მსაგვსი შეთავაზზება როგორიც არის მაისურზე რეკლამა ან მსგავსი მარტივი რეკლამები . არ მეჩქარება, კი სხვაობა იქნება დროში.. * * *
წელს რო კინაღამ გავარდება ეგეთი გუნდი ან დათმობს ან მომავალ წელს გააძლიერებს გუნდს მე ესე ვფიქრობ შეიძლება ვცდები |
Posted by: RaNBaR 3 Oct 2017, 14:31 |
ტერიტორიას აქვს მნიშვნელობა? ანუ რომელი ქალაქის კლუბები გაინტერესებთ? |
Posted by: Georgiano33 3 Oct 2017, 14:32 |
თან ძალიან საინტერესო ქულების დათვლის სისტემაა.. თითქმის გამორიცხულია ვინმე ვინმეს გაურიგდეს 3 ლიგაში (მაიმუნობა ნაკლებიაა) |
Posted by: soccer28 3 Oct 2017, 15:50 | ||
|
Posted by: sergo_38_fcz 3 Oct 2017, 16:04 | ||
უუუფ, რიგი დადგება ... თან სულ პატიოსნები იქნებიან ყველა ... |
Posted by: Georgiano33 3 Oct 2017, 19:49 |
ასევე (მაინტერესებს) განვიხილავ ეროვნულილიგა 2- ის გუნდების მინიმუმმ საკონტროლო პაკეტის 51%-ის შეძენას * * * რომელსაც ვუზრუნველყოფ ნორმალური სავარჯიშო+ სათამაშო სტადიონით ბალახის თბილისთან ახლოს მდებარეობს მოედანი ცოტა ხელის შევლება უნდა რათქმაუნდა |
Posted by: Ptx 3 Oct 2017, 20:36 |
Georgiano33 ეჰ რაში ყოფ თავს ისე გაგპარსავენ რო ვერც კი მოხვალ აზრზე |
Posted by: Tadzio 4 Oct 2017, 09:05 |
Georgiano33 რა გინდა ქართულ ფეხბურთში, ჯობია საერთოდ გაერიდო ამ ქვეყანას და სხვა საქმეში მოიხმარო ეგ ფული,ჩემი კეთილი რჩევა იქნება. |
Posted by: George:) 4 Oct 2017, 14:09 |
Georgiano33 ქართული ფეხბურთი ინვესტორისათვის ასეთი საინტერესო არასოდეს ყოფილა. თუ ფეხბურთი იცი, გიყვარს და გრუზინულად არ მოიუდგები საქმეს, ყველა პირობაა იმისათვის, რომ ძალიან წარმატებული კლუბი შექმნა. მოკლედ, არ მოუსმინო დემოტივატორებს |
Posted by: Shakoie 4 Oct 2017, 14:15 |
ტყიბულის მეშახტე იყიდე რა:-) თუ კაი პროექტი გაქვს, გიყვარს და იცი ფეხბურთი, მშვენიერი აზრია! |
Posted by: SamWitwicky 4 Oct 2017, 14:22 |
მე რომ მქონდეს ფული, დუშეთის არაგვს შევიძენდი |
Posted by: Beso1980 4 Oct 2017, 14:27 | ||
მოიცა მეოთხე ლიგაც არსებობს? თუ არსებობს და არ ფინანსდებიან მაშინ ახალ კლუბს ჩამოაყალიბებს კაცი. რაღად უნდა ყიდვა? |
Posted by: George:) 4 Oct 2017, 14:29 | ||
Beso1980
მეოთხე ლიგაც არსებობს და მეხუთეც. მეოთხეში 50კ არის დაფინანსება მეხუთეში არაფერი ახალ კლუბს თუ გააკეთებ, მეხუთედან დაიწყებ |
Posted by: mikheili1985 4 Oct 2017, 14:32 | ||||
წარმატებები ,მეც მგონია რომ
შესაძლებელია , იმედია აქაც დაწერ როგორ განვითრდება მოვლენები. |
Posted by: Georgiano33 5 Oct 2017, 17:00 | ||||
აუცილებლად დავწერ გულშემატკივრების გარეშე არც წარმომიდგენია კლუბის განვითარება!! კარგი იქნება თუ თქვენც ჩაერთვებით ამ პროექტში. მოვლენები განვითარდა შემდეგ ნაირად ერთ ერთ გუნდის დირექტორს შევთავაზე კლუბში ინვესტიცია, შეგნებულად არ ვასახელებ კლუბის სახელს . ძალიან გაუხარდა სპონსორებს სანთლით ვეძებო მითხრა, ტელეფონზე. რათქმაუნდა შეხვედრა ვთხოვე. უშუალოდ შეხვედრააზე კი მივიღე ესეთი პასუხი (რჩევა ) ტელეფონზე ყველა გეტყვის რომ ეძებს სპონსორსო სინამდვილეში არავინ ვეძებთ უფრო გულახდილი იყო და მითხრა როგორც ჩანს კარგად ერკვევი ფეხბურთში და შენ ჩემნაირ დირექტორს 2 თვეეც არ გააჩერებ კლუბშიო სწორედ ამიტომ მეც და სხვებსაც გვირჩევნია მერთან ურთიერთობა. ბოლოს მთხოვა ამ ადამიანმა რომ თუ ძმა ხარ სამსახურს ნუ დამაკარგვინებ და სხვა კლუბინახეო ოღონდ პირდაპირ მერს შეხვდი ან ხელმძღვანელობას უშუალოდ ვისაც ეხებაოო ალბათ პრეზიდენტს უფრო ადვილად ნახავ ვიდრე რომელიმე ქალქის მერს . თხოვნა მექნება თუ ვინმე გაიგებთ ამ თუ იმ ქალაქის, რაიონის, დაბის, ხელმძღვანელობა რეალურად ეძებს სპონსორს აქ დაწერეთ... ან პირადში მომწერეთ სურვილის შემთხვევაში თქვენც ჩაერთეთ მოლაპარაკებებში.. |
Posted by: emre 5 Oct 2017, 17:21 |
ლელ ... ... ... ... |
Posted by: mikheili1985 5 Oct 2017, 17:53 | ||
ამ საქმეში ამხელა ფულის ჩადებას აპირებ , რაის "თუ ძმა ხარ სამსახურს ნუ დამაკარგვინებ " , ან ბოლომდე უნდა მიაწვე ან საერთოდ უნდა გაეცალო, დაწერე რომელ კლუბში იყავი. |
Posted by: jaro87 5 Oct 2017, 18:27 | ||
ნამდვილად! წინასწარ არ იცოდი რომ ასე იქნებოდა, ქერის ორმოში არავინ მიგასუნინებს. უნდა ძალით შეუნგრიო კარი და მიმოფანტო ყველა. მუქთამჭამელი ღორები არიან. ისე დუშეთის დაფინანსება კარგი იდეაა, თბილისთან ახლოს არის და მოედანიც აქვთ როგორც ვიცი, პლიუს ბაზა. მიადექი და მიაწექი რქებით, თხოვნა მუდარით არავინ დაგითმობს საკუთარ "ნაწვალებ" საქმეს. |
Posted by: Tadzio 5 Oct 2017, 19:52 |
ეს დაფინანსება არის 5 წლიანი ხო ? ჯერ ხო უაზროდ გადაყრილი ფულია,კარგი მაგას თავი დავანებოთ,ვინმემ იცის რომ ამ კონკრეტული დროის გასვლის შემდეგ კვლავ იქნება დაფინანასება ? ან თუ არსებობს რაიმე გეგმა, რასაც მიყვებიან და ამ ხნის განმავლობაში რა შედეგი უნდა დადოს ქვეყანამ ? სასაცილოა რაც აქ იწერება,რომ თურმე ასეთი კარგი პირობები არასდროს ყოფილა და ვუი-ვიში |
Posted by: GeoSpeedcuber 5 Oct 2017, 20:03 |
ქუთაისი ტორპედო იყიდებოდა 500K-დ აუქციონზე და ვერ გაიყიდა პირველ ჯერზე, თავისთავად იქ უზრუნველყოფა გაცილებით მაღალი დაევალებოდა მყიდველს მარა მაინც ტორპედოა თავისი სტადიონით და ყველაფრით. რატოა გამორიცხული მესამე მეოთხე ლიგის კლუბის 200კ–დ დათრევა, ოღონდ მართლა მუნიციპალიტეტის ბალანსზე უნდა იყოს ალბათ, კერძოს არ გაყიდის არავინ ეგრე |
Posted by: Georgiano33 6 Oct 2017, 00:30 | ||||||
ყიდვა რათქმაუნდა შეიძლება 200 კ არაა ცოტა თან 200 ს კიდე ფონდი გიმატებს ინვესტიციას როცა აკეთებ და გამოდის გუნდის ბიუჯეტი 700 კ+400 + პრემიას ცალკე გასცემენ მოგებაზე ასევე თასზე 15 000 ლარი 1/16 ფინალიდან იდეაში 1300 000გამოდის ელიგა 2 ში და ვფიქრობ სერიოზული ბიუჯეტია საქართველოსთვის და ჭკვიანი მართველების ხელში შედეგს გამოიღებს აუცილებლად .. ზუგდიდი გაიყიდა ეგერე 51% 250 კ ბოლო ბოლო + სტადიონიც ექნება ამ გუნდს ნორმალური. . დალოდება უნდა ნოემბრამდე და დარწმუნებული ვარ ვინმე გაყიდის ან გამოჩნდება გუნდი * * * საინტერესო იქნებოდა თქვენი აზრი რომელი ლიგის გუნდის ყიდვა ჯობია ამ შემთხვევაში და რატომ?? 4 ე ლიგა(ანუ რეგიონ ლიგა) 3 ლიგა 2 ლიგა (ელიგა 2) * * * ან ინვესტიცის ჩადება რომელ ლიგაში? * * *
ყიდის თვითმმართველი თემი დუშეთის მუნიციპალიტეტი?? * * *
აზრი კაია მარა თუ ყიდიან ? ეს ორივე კლუბი მუნიციპალიტეტის სახელზეა 100% ით |
Posted by: mamalo2 14 Oct 2017, 11:33 |
არ გიფიქრია ფედერაციისათვის მიგემართა საჯაროდ? ყველა გაიძახის კერძო ინვესტირება და კლუბები ცოტააო და ა ბატონო ბურთი და მოედანი. მიმართე დახმრებისათვის, იქნებ თვითონ გირჩიონ ან გაგიყვანონ რომელიმე კლუბზე, თორე ეგრე მერებთან და გამგებლებთან არა მგონია რამე გამოგივიდეს, ის ერთი სრულიად კრებსითი სახეა დღევანდელი ქართული ფეხბურთის რეალობის, ყველა ჩალიჩობს რაღაც მოძოვოს (ნუ 99%), ისევ ფედერაციის ხელმძღვანელობა (რომელსაც ფინანსური ინტერესი ნაკლებად აქვს) თუ დაგეხმრება |
Posted by: max-14 25 Oct 2017, 15:57 | ||
გამოჩნდა რამე კლუბი? |
Posted by: Gudulasheli 25 Oct 2017, 17:32 |
Georgiano33 მივარდნილ მუნიციპალიტეტებს დაეჩალიჩე სადმე.. 200K-ც არ დაგიჯდება |
Posted by: soccer28 26 Oct 2017, 15:14 |
https://www.facebook.com/Fc-Tbilisi-430062457184164/ თუ არ ვცდები მგონი ყიდიან |
Posted by: kobakaxeti 27 Oct 2017, 19:36 |
კალათბურთში გირჩევდით თანხის ჩადებას. ფეხბურთზე გაცილებით ნაკლები თანხა უნდა მაგარი გუნდის დაყენებას. |
Posted by: George:) 27 Oct 2017, 19:39 | ||
საკალათბურთო კლუბის მოგებაზე გაყვანა შეუძლებელია. ფეხბურთში (ამ პროგრამის პირობებში) ძალიან მარტივად გახვალ მოგებაზე, თუკი კარგი მენეჯმენტი გექნება |
Posted by: kobakaxeti 27 Oct 2017, 19:42 |
George:) აბა წაგებაზე მუშაობენ კალათბურთის გუნდები? |
Posted by: George:) 27 Oct 2017, 19:52 | ||
kobakaxeti
მანდაც არის სახელმწიფო დაფინანსება და ხელფასიდან ხელფასამდე ცხოვრობენ რა ევროპაში სავსეა ტრიბუნები (ბილეთებიდან ფული შემოდის) + სპონსორები, რაც საქართველოში გამორიცხულია ტრანსფერებიდან ფული არც ევროპაში კეთდება. |
Posted by: Gudulasheli 29 Oct 2017, 17:43 |
ფეხბურთი როცა გიყვარს, რთულია კალათბურთის გუნდში ფულის გადახდა :დ |
Posted by: OLALA69 10 Jan 2018, 00:01 |
ზუგდიდი გაიყიდაო 61 000 ლარად https://www.sportall.ge/fekhburthi/fekhburthii/skhvadaskhva/113627-zaza-janashiam-safekhburtho-klubi-qzugdidiq-sheidzina.html ნეტა გურიას არ გაყიდიან ამ ფასად დაელაპარაკე კაი აზრია პარტნიორობა არ გაწყობს 50/50 ვიყიდოთ? გურია თუ გაყიდეს მე მაწყობს ნახევარში შემოვიდე წილში |
Posted by: Ptx 10 Jan 2018, 18:39 |
ეს თემა იმენნო კომედიაა, ტიპები მსაჯებს ახრჩობენ ტყეებში და თქვენ კიდე გუნდის ყიდვა გინდათ ეგ ფული ვინმეს ოპერაციის ფული გადაუხადეთ ბევრად უფრო მადლიანი საქმე გამოვა ! |
Posted by: OLALA69 10 Jan 2018, 20:02 | ||
ეგ რათქმაუნდა ცუდი ფაქტი მოხდა . მაგრამ ამიტომ ვისაც გვიყვარს და ვერკვევით რაღაც დონეზე მენეჯმენტში აღარ უნდა ვცადოთ ბანდიტების და მკვლელების შიშით ? |
Posted by: Ptx 11 Jan 2018, 13:46 |
OLALA69 საქართველოს ფეხბურთი არის სოდომი და გომორა და მაგ სფეროში კეთილი განზრახვებით შესვლა იგივეა რომ სოდომში ღვთის სჯული იქადაგო. ან თქვენც გაითხვრებით ან კიდევ მოგიწევთ ღიათ მნიშვნელოვანი რამეების ლაპარაკი და ეს კი გზას პირდაპირ იმ მსაჯის გვერდით გაგიხსნით. მარა ეგებ და თქვენც უბრალოდ ფულის ჭამა გინდათ და მაგ კარმუშკასთან ესე ადვილად არავინ მიგიშვებთ |