გოგოს ემოციური ფსიქოლოგია :
1.როდესაც გოგონა დუმს, მას მილიონობით აზრი უტრიალებს თავში.
2.როდესაც ქალი მრავალმნიშვნელოვნად გიყურებს თვალებში, მას
აინტერესებს კიდევ რამდენ ხანს დარჩები მასთან.
3.როდესაც გოგო გულზე თავს დაგადებს, სურს მასთან მთელი
ცხოვრება დარჩე..
4.თუ ქალს ყოველ დღე შენი ნახვა უნდა, მას სურს უყვარდე, როდესაც ქალი გეუბნება რომ უყვარხარ, ამით ყველაფერია ნათქვამი
5.როდესაც მას ენატრები, დედამიწის ზურგზე მასავით არავის მოენატრები
39 რამ რაც გოგონას ყველაზე მეტად სურს საყვარელი ადამიანისგან და არ ამხელს : 1.შეეხო მის წელს.
2.მისცე მას შენი ჟაკეტი.
3.აკოცო მას ნელა.
4.ჩაეხუტოთ.
5.გაიცინოთ მასთან ერთად.
6.დაპატიჯოთ ის სადმე.
7.თავშეყრის ადგილზე გაერთოთ შენს და მის (გოგოს) მეგობრებთან
ერთად.
8.გაიღიმოთ მასთან.
9.გადაიღოთ ფოტოები მასთან ერთად და დათაგოდ ფეისზე
10.ჩაისვათ კალთაში.
11.როდესაც ის ამბობს, რომ უყვარხართ იმაზე მეტად ვიდრე თქვენ,
შეეწინააღმდეგეთ და მაგრად ჩაეხუტეთ.
12.ყოველთვის გაახსენოთ თუ როგორ გიყვართ.
13.აკოცო მას მოულოდნელად.
14.მოეხვიო მას წელზე უკნიდან.
15.უთხრა, რომ ის მშვენიერია.
16.უთხრა თუ რას გრძნობ მის მიმართ.
17.გააღო კარები მისთვის, მიაცილო მანქანამდე - ეს მას თავს დაცულად
აგრძნობინებს. პლიუს ამას ჯენტლმენობა ყოველთვის სასიამოვნოა.
18.ანუგეშოთ მაშინ როდესაც ტირის და მოწმინდოთ ცრემლები.
დიდხანს გაისეირნოთ ღამით.
19.უთხრა მას, რომ ის შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ნამდვილად გულისხმობ.
20.დაურეკეთ ან ,,დაუმესიჯეთ” ღამით რათა უსურვოთ ტკბილი სიზმრები.
21.თუ ის უხასიათოდ არის, ჰკითხე მიზეზი. თუ პასუხს არ გაგცემს თავი დაანებე და უბრალოდ ჩაეხუტე.
22.აგრძნობინო მას, რომ გიყვარს.
23.აკოცო მას სხვა გოგოების თვალწინ ვისაც იცნობ.
24.არ მოატყუო.
25.არ ითამაშო მის გრძნობებზე.
26.წაიყვანო ყველგან სადაც კი მოესურვება.
27.გაუგზავნო ტექსტური შეტყობინება ან დაურეკო დილით და
უსურვო კარგი დღე და ასევე უთხრა თუ როგორ გენატრება.
28.როდესაც ეხუტებით დაიჭიროთ მაგრად და გყავდეთ იმდენ ხანს ჩახუტებული რამდენიც ეს შესაძლებელია.
29.იყო მასთან, მაშინ როცა დასჭირდები, მაშინაც თუ არ დასჭირდები.
30.უბრალოდ იყო მასთან, რათა შენი მხარდაჭერა იგრძნოს.
31.გყავდეს ახლოს მაშინ როდესაც სცივა.
32.როდესაც მარტო ხარ დაიჭირო და აკოცო.
33.აკოცო ლოყაზე. (ეს მისთვის აშკარა ქარაგმა იქნება, რომ შენ მისი კოცნა გინდა)
34.თუ კინოს უყურებთ გადახვიიო მას ხელი, ის კი ავტომატურად თავს დაგადებთ მხარზე. ის დაგეყრდნობა შენ კი მსუბუქად აკოცე.
35.არასოდეს უთხრა, რომ მას დატოვებ. ხუმრობითაც კი. არც ,,ითამაშო", რომ გაჯავრებული ხარ. ის ნამდვილად გაბრზადება და შენ ამ დროს უნდა ანუგეშო.
36.როდესაც ხალხი უკმაყოფილებას გამოთქვამს მის მიმართ, დაიცავით ის.
37.ღრმად ჩახედოთ თვალებში და უთხრათ, რომ გიყვართ.
38.უყუროთ ვარსკვლავებს, მან კი თავი მოგადოთ მკერდზე რათა იგრძნოს თქვენი გულის ცემა.
39თუ ერთმანეთის გვერდით დადიხართ სწრაფად მიიტაცოთ მისი ხელი.
როგორ გავაღიმო გოგო ( 27 ხერხი ) 1.უთხარით მას რომ ის ყველაზე ლამაზია.
2.როგორც კი მოახერხებთ მოკიდეთ ხელი ხელზე,თუნდაც წამიერად.
3.აკოცეთ კისერზე,ან ყელზე.
4.დაუტოვეთ ხმოვანი შეტყობინება ალერსიანი ხმით.
5.ყოველთვის უთხარით რომ გიყვართ.
6.როცა ის გაბრაზებულია,მოიმწყვდიეთ მკლავებში და აუხსენით რა
ბევრს ნიშნავს იგი თქვენთვის.
7.პატარა დეტალებსაც კი მიაქციეთ ყურადღება და ეს მას უთხარით.
8.უმღერეთ მას,რა საშინელი ხმაც არ უნდა გქონდეს.
9.უთხარით რომ მას ყველა ქალზე წინ აყენებთ.
10.დაუწერეთ ნიშნები კოცნაში.(აზარტულია)
11.გააცანით ის თქვენს ოჯახს და მეგობრებს,როგორც შეყვარებული.
12.ეთამაშეთ მის თმას.
13.აიყვანეთ და დაატრიალეთ.
14.დაჯექით პარკში მასთან ერთად და დაელაპარაკეთ თუნდაც
სისულელეზე.
15.მოუყევით თუნდაც სულელური ანეკდოტები
16.ესროლეთ მის ფანჯარას შუაღამისას კენჭები და თუ გამოიხედება
უთხარით რომ გენატრებათ.
17.ეცადეთ დაიძინოს თქვენს მკლავებში.
18.ამოჭერით თქვენი სახელები ხეზე.
19.თუ ის თქვენზე გაცეცხლებულია,აკოცეთ მას.
20.შეისვით ზურგზე და ირბინეთ.(არ ვხუმრობ,ეს მათ ძალიან მოსწონთ.)
21.აჩუქეთ ყვავილები ისე,უბრალოდ.
22.ისე მოექეცით მეგობრებთან,როგორც მარტო ყოფნისას ექცევით.
23.შეხედეთ თვალებში და გაიღიმეთ.
24.თუ თქვენი გადაღება უნდა,გადააღებინეთ იმდენი
სურათი,რამდენიც გინდათ.
25.ეცეკვეთ ნელა მას,მაშინაც კი როცა მუსიკა არაა.
26.აკოცეთ მას წვიმაში.
27.გიყვართ?!უთხარით!
სწორად ჩახუტების 8 ხერხი 1. გააკეთეთ ეს ყველაფერი შესაბამის გარემოში, ნუ შეარჩევთ გადაჭედილ ქუჩებს, ან ტრანსპორტს. ჩაეხუტეთ მას პარკში, ან სადმე მიტოვებულ ქუჩაში.
2. მიუახლოვდით ფრთხილად და ნაზად.
3. რამოდენიმე წამი უყურეთ თვალებში. ამ დროს ხელსაყრელია, რაიმე კითხვა რაც არ მოითხოვს ბევრ დროს საპასუხოდ.მაგ."როგორ ხარ?" ან "როგორ ჩაიარა დღემ?"
4. ხელები გაშალეთ და თუ ისიც არ წამოვიდა ჩასახუტებლად, უკან დაიხიეთ. ე.ი.მას ეს არ უნდა.
5. ხელები წელზე შემოაჭდეთ და ოდნავ მოუჭირეთ. ნუ გაჭყლიტავთ და ნუ დაადებთ ხელებს უკანალზე. ან სხვა უხერხულ ადგილზე.
6. ხანგრძლივობა კოცნისა უნდა იყოს 5-6 წამი.
7. აცალეთ გოგოს სანამ ის თავად დაამთავრებს ჩახუტებას.
8. ჩახუტების შემდეგ ცოტა ხანი კვლავ უყურეთ თვალებში და შემდეგ
წამოიწყეთ საუბარი რამეზე.
და თემის ბოლოს ეთანხმებით თუ არა ამას გოგონებო ?
და აკეთებთ თუ არა ამის 30%-ს მაინც ბიჭებო ?
მიმაგრებული სურათი