სანამ პოლიტგანყიდან გადმოუტანიათ, ვხსნი თემას. თან ბევრ თემაში რომ არ ვწეროთ იყოს.
ამ დროისთვი დასტურდება 8 ადამიანის გარდაცვალება
ახლა მოკლედ გეტყვით რა ვნახე ჩემი თვალით:
-განწირული მოსახლეობა "ვაკის სოსისების" უბნიდან, ტრასაზე გამვლელ მანქანებს თხოვდნენ შველას, მეც მაგ მიზეზის გამო გავაჩერე. ჯიპს (ჩვეულებრივი გამვლელის) ამოყავდა მთლიანად ჩაძირული მანქანები
-ცურვით შესული მაშველები
-გადარჩენილი ბავშვები, სუ მთლად გაყინული. ერთი ძალიან პატარა
-მდინარე ვერე, რომელიც მიედინებოდა ვერეს ხეობის გზაზე, ისე რომ კოკა-კოლის სატვირთო მანქანა მხოლოდ მაშინ გამოჩნდა, როცა წყალმა დაიწია რამდენიმე საათის შემდეგ.
-მთლიანად ტალახიანი პატრულის თანამშრომლები, გაფუჭებული (დამხრჩვალი) ფორდი საპატრულოსი, დაკარგული ნომრებით.
-ნარმანია, რომელიც სახანძრო მანქანას უკუსვლით მოძრაობაში ეხმარებოდა.
-პრემიერი და მთავრობის წევრები.
-ყველანაირი ტექნიკა, ბრონტო, მაგირუსი, ასფალტზე მოძრავი ექსკავატორები, ჯარის სატვირთოები და პიკაპები
-ავტომატიანი ჯარი ან სპეცნაზაები, სავარაუდოდ ცხოველების გასანეიტრალებლად.
-ადამიანი რომელიც ძალიან ემოციურად ეძებდა ახლობლებს და მერე მისი რეაქცია, როცა დაურეკეს
-აბსოლუტურად ჩაბნელებული და გადაკეტილი მარჯვენა სანაპირო და ბევრი ქუჩა.
-შეშინებული მოწკმუტუნე ძაღლები
-სანაპიროზე, გალაქტიონის ხიდის ქვეშ მოტივტივე მანქანები, რომელშიაც პატრულის ფორდების პროჟექტორებით ანათებდნენ ზევიდან და ეძებდნენ დაკარგულ ადამიანებს.
This post has been edited by Kublicha on 14 Jun 2015, 11:33