აბა თქვით და ვინმე თუ გამომრჩა, დაწერეთ აქ და ნუ შემჭამთ
(გამოკითხვების მოძულეებო განვედ-თ
)
პირადად მე, ყველაზე მეტად როი კინი მომწონდა
მაგრამ ყველაზე დიდ ფეხბურთელად ამათგან რედონდო მიმაჩნია (ნიჭი ქონდა თამაშის)
შავ სამუშაოს ყველაზე უკეთ მაურო სილვა ასრულებდა (მაკელელეს ნებართვით)
ყველაზე მებრძოლი გატუზო
ყველაზე ტექნიკური დავიდსი
როცა ფორმაში-პიკზე იყო, ემერსონთან და ესიენთან თამაში უძნელესი იყო
ვიეირა რაღაც ბალანსია, აგრესიაში N1
ტაქტიკურად ბუსკეტსს (ამას მისდგება უმეტესობა, უი ეს რატმ შეიყვაანეეე) შეიძლება შეედაროს კიდეც კამბიასო, მაგრამ თუ თამაშის წაკითხვასაც დავამატებთ, N1-ი თქვენი ,,ჭიტა-ბიჭია"
პასში რა თქმა უნდა ალონსოა N1
დეშამი ძალიან ჭკვიანი იყო
დუნგაზე რა ვთქვა, არ დამრჩა სათქმელი
(ჩემთვის 1994-ის MVP ეგ იყო და არა რომარიო ან ბაჯო)
ა.შ.
პ.ს. ,,სიმეონეებთან" იერემისი/ჰამანი ჩამეწერა კარგი იქნებოდა, დამავიწყდა გერმანელები
(მათეუსი ,,უფრო ძველებშია", რადგან 90-იანების მეორე ნახევრიდან საყრდენზე თითქმის არ თამაშობდა (ვინ მოაცდენდა ასეთ დიდ კაცს ამისთვის
). ზამერიც დაახლოებით იგივე, ლიბეროს მსგავსი და მცველი უფრო იყო, არადა ეს 2 დღევანდელ ფეხბურთში გენიალური საყრდენები იქნებოდნენ)
This post has been edited by Piquecanthropus on 16 Oct 2016, 00:01