და რატომ უნდა იყოს ოპო ერთიანი და ერთიანი კანდიდატი ჰყავდეთ? მერე რომ გაიმარჯვონ ნაცებმა და ყველა დანარჩენი მოისროლონ?
თუ დაინდობენ და არ იზავენ ამას? ჰო აბა ბიჭო გამარჯვების შემთხვევაში დანარჩენებს დაუთმობენ მინისტრებს და მათთან ერთად მართავენ ქვეყანას.
აქვს ფულადი რესურსი ხაზარაძეს. არ აქვს სახელი მაგრამ, ფულადი რესურსი საკმარისია იმისთვის რომ, რამდენიმე პროცენტი ყოველთვის გქონდეს და გყავდეს იმდენი წარმომადგენელი ყველა ორგანოში თავი დაცულად იგრძნო. აი ესაა მიზანი ჯაფარიზე ხაზარაძის და არც ვამტყუნებ. წინა მთავრობამაც დაფერთხა ესენი და ამათაც შეუქმნეს საშიშროება.
სულ ნაცების გამარჯვებაზე ფიქრობს დღე და ღამე ხაზარაძე ჯაფარიძე.
ამ პროცენტებით ივაჭრებენ ბიძინასთან სულ. მეც ასე მოვიქცეოდი მათ ადგილზე.
ვაშაძეს კიდე სჭირდება პოლიტიკაში ყოფნა და ტივტივი ზედაპირზე. ამასაც თავისი მიზნები აქვს მაგრამ, ის სამომავლოდ ფიქრობს პოსტ ოცნებისეულ ერაში მაღალ შედეგებს და მთავრობაში მოსვლას.
ალეკოს ელემენტარულად ოჯახის სარჩენი ფული სჭირდება. ვის არ სჭირდება.
გირჩი ადგილებს უკვე ოფიციალურად ჰყიდის და მათთვის ეს ნიშა კომფორტულია.
არასამთავრობოებს უცხოეთი და სხვადასხვა პარტიები აფინანსებენ. კონკრეტულ საქმეებს უკვეთავენ. დღეს ერთს ხვალ მეორეს. მედია მთლიანად კერძოა და საკუთარი პატრონების ინტერესების გამტარებელი.
თუ ვინმე ვინმესთან ვერ მივიდა და ვერ მოურიგდა აქ ხალხის ინტერესების გარდა ყველაფერზე მიდის საუბარი.
ასე რომ ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები მეგობრებო.
This post has been edited by tkacuniko on 23 Aug 2021, 14:05
ამომაცოცდი. ჰო ჰო მიდი კაია!