დეინერის ტარგარიენი, ქარიშხლით შობილი, ანდალთა, პირველ ადამიანთა და როინართა დედოფალი, შვიდი სამეფოს დედოფაილი, დრაგონ სტოუნის პრინცესა, დიდ ბალახის ზღვის კჰალისი, მერეენის დედოფალი, დაუწველი, დრაკონთა დედა, ბორკილთ მტვრეველი
დაბადების თარიღი: 23 ოქტომბერი, 1986
დაბადების ადგილი: ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
სიმაღლე: 1,57 m
ემილია იზაბელ იუფიმია როუზ კლარკი[2] დაიბადა 1986 წლის 23 ოქტომბერს ლონდონში[3][4][5][6] და გაიზარდა ბერქშირში.[7][8][9] მამამისი (გარდაიცვალა 2016 წლის 10 ივლისს),[10] თეატრის ხმის ინჟინერი იყო ვულვერჰემპტონიდან, უესტ-მიდლენდსიდან.[11] დედამისი, ჯენიფერ კლარკი,[12] საქველმოქმედო ორგანიზაციის The Anima Foundation-ის დირექტორია.[13] ჰყავს უფროსი ძმა.[14] კლარკი, მსახიობობის მიმართ ინტერესი სამი წლის ასაკში გამოავლინა, როდესაც ნახა მიუზიკლი „Show Boat“-ი, სადაც მამამისიც მუშაობდა.[7] სწავლობდა რაი სენტ ანტონის სკოლაში და სენტ ანდრიუსის სკოლაში, რომელიც 2005 წელს დაამთავრა.[15] უმაღლესი განათლება მიიღო ლონდონის დრამის ცენტრში, რომელიც 2009 წელს დაასრულა.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
2012-2013 წლებში, კლარკს ურთიერთობა ჰქონდა კომიკოსსა და რეჟისორ სეთ მაკფარლეინთან. მათი ურთიერთობა დაახლოებით ექვსი თვე გაგრძელდა და მერე დაშორდნენ ერთმანეთს, მაგრამ მეგობრებად დარჩნენ.[48]
2015 წლის ოქტომბრის თვის მდგომარეობით, კლარკი ცხოვრობს ჰამპსტედში, ლონდონში.[49] 2016 წელს, მან შეიძინა 4,64 მილიონი დოლარის ღირებულების სახლი ვენეციაში, ლოს-ანჯელესში.[50]
2014 წელს, ონლაინ-გამოცემა AskMen-ის მიხედვით, კლარკი მსოფლიოში ყველაზე სასურველ ქალად დასახელდა.[51] 2015 წელს, იგი ჟურნალ „Esquire-ის“ მიერ, „ყველაზე სექსუალურ ქალად“ დაასახელა.[52] ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ დღესთან დაკავშირებით, მან გამოაქვეყნა ბრიტანულ „HuffPost“-ში თანამედროვე ფემინიზმსა და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით სტატია, რომელიც დადებითად მიიღეს.[53] კლარკის სურათი „როლინგ სტოუნის“ 2017 წლის 13 ივლისის გამოცემის გარეკანი გახდა.[10]