ვაპირებ ღუმელის ყიდვას მჭირდება რჩევები.
საკმაოდ ბევრი ფუნქციები აქვს სხვადასხვა ღუმელს, ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები, ფასიც შესაბამისად.
მაინტერესებს ვისაც უკვე გაქვთ, რომელ ფუნქციებს უფრო ანიჭებთ უპირატესობას.
შეიძლება ქონდეს კიდეც ისეთი ფუნქციები, რომლებიც არც კი გამოგიყენებიათ და დანიშნულებასაც ვერ ხვდებით.
ნუ არ ვიცი აზრი, გამოცდილება გამიზიარეთ. რომელი ბრენდისას, ან უფრო კონკრეტულად რომელ მოდელს ანიჭებთ უპირატესობას.
მაღაზიაში, ერთ მოდელზე კონსულტანტს რომ ვეკითხებოდი კონვექცია აქვს თანაბრად ანაწილებს სითბოს ღუმელშიო და შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ანუ ზემოდან დაბრაწვა რომ გინდოდეს რაიმესი თუ ცალკე ზედა წვის ფუნქცია არ აქვს კონვექციის გარდა , ვერ დაბრაწავდი.
დავიბენი რაა
სამწუხაროდ ქვემოთ ნაჩვენები მოდელი 2000 ლარამდე ღირს , მე 800 -ის ფარგლებში მინდა, ამიტომ რომელი ფუნქციის ქონა არის აუცილებელი ისინი მიმითითეთ.
აი მაგალითად ერთ-ერთი ძვირიანი ღუმელის მახასიათებლები
ღუმელის ტიპი: ელექტრონული, "Multifunction 3D Plus",
მართვა: ჩასამალი გადამრთველები, LED დისპლეი სენსორული მართვით
ღუმელის ფუნქციები:
ზედა + ქვედა წვა+კონვექცია
ზედა+ქვედა წვა
გრილი+ კონვექტორი( ვენტილაცია)
ზედა დიდი გრილი
ზედა მცირე გრილი
კლასიკური ქვედა წვა
გალღვობა
განათება 1*40 ვტ.
სწრაფი გახურება (სენსორი ეკრანზე)
მახასიათებლები
ტემპერატურის რეგულირება ღუმელში.
კატალიტიკური თვითწმენდა EcoClean. (უკანა კედელი)
ღუმელის საფარი GranitEmail
მრავალფუნქციური ტაიმერი ( ეკრანი)
ხმოვანი სიგნალი
ღუმელის ფუნქციების ბლოკირება
3 ფენიანი მინის კარი
კარის გაცხელების მაქსიმალური ტემპერატურა 500C
ღუმელის ლიტრაჟობა: 58ლ
აქსესუარები:
ემალირებული ლანგარი.
უნივერსალური ლანგარი
ბადისებრი ლანგარი
ენერგო მოხმარების კლასი: A
სიმძლავრე: 3500 ვტ.
გაბარიტული ზომები: სიმაღლე 59.5სმ. / სიგანე 59.5სმ. / სიღრმე 54.8სმ.
ჩასაშენებელი ზომები: სიმაღლე57,5 - 59,7 /სიგსნე56,0 /სიღრმე55,0
ფერი: უჟანგავი ფოლადი INOX
ღუმელში ლანგარების მოსათავსებელი დონე: 5 დონე,
მწარმოებელი: გერმანია