წმიდა სამებას ვერ შეეხება ბოროტი, თუმცა ცდილობს, რათა წმიდა საყდარი, სახელმწიფო და ადამიანი წაბილწოს და გაანადგუროს.
მინდა კარგად გააცნობიეროთ, თუ რას ნიშნავს ეკლესიაში, რელიგიაში უფლის სახელით შევარდნილი ლუციფერი და სატანიზმი.
გავაანალიზოთ, თუ რა მიზანი აქვს შემოქმედსა და ქმნილებას შორის ძალადობრივად შევარდნილ ლუციფერსა და სატანიზმს.
უფალთან, რელიგიასთან, სიწმინდეებთან არაფერი აქვს საერთო ხელოვნურ ინტელექტს თუ ჰიბრიდულ ომს. ორივე სატანის საკუთრებაა.
ამ სიბილწის შესახებ დიდი ხანია ვაფრთხილებ ყველას. ეს დაუშვებელი ცოდვა და დანაშაული არ უნდა დავუშვათ.
უფრო მეტიც, უფლის გმობა, რჯულის შეურაცხყოფა, ნებისმიერი სახის მკრეხელობა კანონით დასჯადი უნდა გახდეს.
წმიდა სამებას - შემოქმედს ეჯიბრება უბადრუკი ლუციფერი მისი ბოროტი საქმეების თანაზიარ მსახურებთან-მარიონეტებთან ერთად.
სახელმწიფო ხელში ჰყავს მძევლად ჩაგდებული ეშმას, ძალით აავადებს, ძალადობრივად აქცევს პაციენტად, აშანტაჟებს, გაკოჭილი ჰყავს
- ინტენსიური თერაპიის ბლოკში გამოკეტილი (სადაც არც მისი ოჯახის წევრებს და არც მნახველებს არ უშვებს). ბოროტის ახირებაა, რათა
პირადი მიზნებისთვის გამოიყენოს სახელწმიფო და ადამიანი, უჭირავს მართვის პულტი და მათი სასიცოცხლო ფუნქციებით თამაშობს, ერთობა,
თან ემუქრება: "ახლა მართვით სუნთქვაზე გადაგრთავ, ახლა კომაში ჩაგაგდებ, ახლა შენს გულს გავაჩერებ, ახლა სხვაზე გაგყიდი ნაწილებად,
თუ არ დამმორჩილდები... ხოლო თუ გაბედავ და ჩემს ტერორიზმს ამხელ, პირდაპირ ტვინს გაგითიშავ და სამუდამოდ დაგამთავრებ. თუმცა
უკეთესია სხვას გადავცე შენი თავს საწამებლად (ვინც ჩემზე უარესად გაწამებს და ვისაც შენი ნაწილები სჭირდება ექსპერიმენტებისთვის).
ხომ ხედავ, მე შენს თვალწინ ვგმობ შენს უფალს - წმიდა სამებას ამაყად თავაწეული, გძარცვავ, განადგურებ და გაკოჭილს გაყურებინებ, რომ
ვერ იცავ თავს, რადგან ყველას ვიმორჩილებ და ვყიდულობ, ყველა ჩემს სასარგებლოდ მაპრავებს. შენ შენი უფლისთვის აიტანე წამება და ა.შ..."
ეს არის თანამედროვე კაცობრიობის რჩეული AI და ჰიბრიდული ომი კომბინაციაში (სადაც ორივე აშავებს ლუციფერთან ერთად და ორივე აპრავებს
ლუციფერს) მთელი თავისი არსით: ბოროტს და მის მსახურებს ხელ-ფეხს უხსნის და განადიდებს ყოველი მორიგი უკიდურესი სისასტიკისთვის.
რომელიმე ადეკვატურად მოაზროვნემ გამცეს პასუხი: რა ესაქმება უფლის სახლთან თუ რელიგიასთან ხელოვნურ ინტელექტს და ჰიბრიდულ ომს?
***
რობოტები და რელიგია - ჩაანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი მღვდელს
https://rustavi2.ge/ka/news/213810დღეს, 00:07
ტექნოლოგიაა, რომელიც კომპიუტერს საშუალებას აძლევს იფიქროს როგორც ადამიანმა. სხვადასხვა რელიგიები მისი საკუთარი მიზნებისთვის
გამოყენებას იწყებენ. რობოტებს შეეძლებათ ქადაგების წაკითხვა, რჩევის მიცემა და თქვენთან ერთად ლოცვა.
არის თუ არა ეს მკრეხელობა? შესაძლებელია თუ არა ეს რაიმე საფრთხეს შეიცავდეს? რელიგიისა და ხელოვნური ინტელექტის
სამომავლო თანაცხოვრებაზე სიუჟეტი BBC-მ მოამზადა.
იაპონიაში, ბუდისტურ ტაძარში, რომელიც 400-ზე მეტი წლისაა მორწმუნეებს რობოტი ხვდება. ის თავისი სახით გულმოწყალების ღმერთს
ქანონს გავს. მას "მაინდერი" ჰქვია. მისი ხელები, მხრები და სახე სილიკონისგანაა დამზადებული, რომელიც ადამიანის კანს მოგაგონებთ.
"ამ სფეროში რობოტები ჩვენზე აღმატებულები არიან. მათი განვითარება არ ჩერდება. ისინი მუდამ ცდილობენ უკეთესები იყვნენ,
ეს ჩემთვის გასაოცარია. რობოტი არასოდეს მოკვდება,"- ამბობს ბუდისტი მონაზონი ტენსო გოტო.
სტუდენტებს, რომლებმაც "მაინდერი" ტაძარში პირველად ნახეს განსხვავებული რეაქციები ჰქონდათ. მათი ნაწილი ამბობს, რომ რობოტი სწორედ ისაა, რის
მეშვეობითაც ახალგაზრდებს ბუდიზმის შესახებ უნდა ელაპარაკონ. თუმცა ამ შეხვედრაზე თავი ყველას კომფორტულად არ უგრძვნია. ნაწილი ამბობს,
რომ შეგრძნება ძალიან განსხვავდებოდა, იმისგან რასაც ისინი ძველი ბუდისტური ქანდაკებების მზერის დროს განიცდიან.
არის თუ არა რწმენის ავტომატიზირება ღვთის გმობა, ბუდისტი მონაზონი ტენსო გოტო ამ მოსაზრებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ ეს
განვითარების მუდმივი პროცესია და დროთა განმავლობაში ხელოვნური ინტელექტი სხვა რელიგიებშიც შეიტანს ცვლილებებს.
როგორც ცნობილია, პოლონეთში დომინანტი რელიგია კათოლიციზმია. გაბრიელ ტროვატო ბოლო რამდენიმე წელია რობოტს აწყობს,
რომელიც თითქმის უკვე მზადაა, მას ჰქვია სანტო. გაბრიელი ამბობს, რომ ეს პირველი კათოლიკური რობოტია.
""ლოქდაუნის" დროს ხალხი ჩიოდა იმის შესახებ, რომ ისინი ვერ ახერხებდნენ ეკლესიაში მისვლას და ცხადი გახდა, რომ ასეთ რობოტებს,
როგორიც სანტოა, შეუძლიათ ადამიანებს დახმარების ხელი გაუწოდონ,"- ამბობს გაბრიელ ტროვატო.
"სანტოში" ჩატვირთულია 2000 წლოვანი ცოდნა კათოლიკური რწმენის შესახებ და ის მზადაა პირველად შეხვდეს მორწმუნეებს. ადამიანები ამბობენ,
რომ მათ ურჩევნიათ ნამდვილ მღვდელს ესაუბრონ, თუმცა ფაქტს დადებითად უყურებენ და ამბობენ, რომ რაც ღმერთთან გაახლოებს ყველაფერი კარგია.
"მე ვფიქრობ, რომ შეგვიძლია გამოვიყენოთ რობოტები ან ხელოვნური ინტელექტი ქრისტიანული სწავლების გასავრცელებლად და არა იმისთვის,
რომ მღვდელი ჩავანაცვლოთ, ვინაიდან რობოტებს არ აქვთ სული, არ აქვთ პიროვნება," - აცხადებს კათოლიკე მღვდელი სლავომირ აბრამოვსკი.
ამერიკელი მოდელი ლიორ კოლი გარდა პოდიუმისა სხვა საქმეებითაცაა დაკავებული, მან შექმნა რობოტი რაბინი. ალგორითმი, რომელიც დაგეხმარებათ
საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია გახდეთ. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით რობოტი-რაბინი გპასუხობთ კითხვებზე და ადამიანებს დავალებებს აძლევს.
"მას მოაქვს ტექნოლოგია პირდაპირ თქვენს სახლში, შენ იღვიძებ და უკვე გაქვს შესაბამისი ტექსტი, რომელიც გიბიძგებს, რომ იყო უკეთესი და არ გჭირდება
რაბინის მოძებნა. ჩემი აზრით ეს რელიგიას უფრო ხელმისაწვდომს და ჩვეულებრივ ცხოვრებაზე მორგებულს ხდის. ამით რელიგია აღარაა ცალკე მდგომი,
რომელსაც ძებნა სჭირდება, ის თავად გპოულობს," - ამბობს ის.
შეუძლიათ თუ არა რაბინს და ალგორითმს ერთად მუშაობა. რაბინი მოშე ლიუინი დარწმუნებულია რომ რობოტი რაბინის თანასწორი ვერ იქნება,
თუმცა რწმენის გავრცელებისთვის ტექნოლოგიების გამოყენება კარგი იდეაა:
"კარგი იდეაა ტექნოლოგიების გამოყენება , ჩვენ ამას კურთხევას ვაძლევთ, მაგრამ რობოტი ვერასოდეს შეცვლის რაბინს იმიტომ რომ
მას სული არ აქვს," - აცხადებს მოშე ლიუინი.
შეიძლება თუ არა ხელოვნური ინტელექტი გახდეს სახიფათო რელიგიისთვის? - ამ კითხვაზე რაბინი პასუხი შემდეგია:
"თუ ხელოვნური ინტელექტი გაგიჟდება... ეს ყველაზე დიდი საფრთხეა საფრთხეებს შორის, როცა მანქანა აკონტროლებს ადამიანს და რელიგიას,
მე არ ვფიქრობ, რომ ეს ისაა რაც ღმერთს სურს."
ხელოვნური ინტელექტთან ფრთხილად და ყურადღებით ურთიერთობის მომხრეა კემბრიჯის უნივერსიტეტის წარმომადგენელი დოქტორი ბეტ სინგლერი:
"ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ, ხელოვნური ინტელექტი უფრო მიდრეკილია იყოს ხელოვნურად სულელი, ვიდრე ხელოვნურად ჭკვიანი" - ამბობს ბეტ სინგლერი.
რელიგიების უმრავლესობა ჯერ მხოლოდ იწყებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე მსჯელობას. მაგრამ ეს ტექნოლოგია ადამიანებთან დიდი
ხნით მოვიდა და მან შეიძლება შეცვალოს ადამიანის რელიგიური პრაქტიკა.
This post has been edited by Катеньки on 3 Nov 2021, 08:29
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.