“თმიანი დაბადებულა ვაჟა, გრძელი თმა თვალებზე ჰქონია ჩამოფარებული. უთქვამთ "ნაწილიანიაო", "ღმერთთან წილნაყარიაო". ასე იყო ალბათ დაწერილი, ხორცით უნდა გვემულიყო. ბოლოს კი, ამქვეყნიური მისიის შესრულების შემეგ, თავისივე პირით უნდა ეთქვა ცოდვილი ქვეყნისათვის: "მე ავიწიე ზეცადაო" და... ამაღლდა."
ეს რომ წავიკითხე ალუდას გიშრისფერი, ხშირი თმა გამახსენდა, მისი განვლილი ცხოვრების გზა, დანატოვარი ჩვენთვის, ჩვენს გულებში, და მისი ზეცად გამგზავრებაც... არ ვიცი ვისთვის უბრალოდ კარგი ადამიანი, ვისთვის ერთგული მეგობარი, ვისთვის ნიჭიერი ახალგაზრდა, მაგრამ ჩემთვის ის ფშაველი ვაჟას ხატება იყო, რომელმაც 1987 წლის 15 ნოემბერს ხორცი შეისხა ხელმეორედ.
როცა პირველად ვნახე ქეთელაური თვალებდახუჭული, თავდავიწყებით მღეროდა:
"რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,
სიკვდილის ყველა კარი ჩარაზეთ..."
მე კი ვიდექი გაოცებული, ვუსმენდი და ვერ გამეგო როგორ შეიძლებოდა ერთდროულად ერთ ადამიანში ამდენი "დასასრული" და დასაწყისი ყოფილიყო...
ვხედავდი სიკვდილ სიცოცხლის გასაყარზე მდგარ უჩვეულო ბიჭს, რომელიც არც მიწას ეკუთვნოდა ბოლომდე და არც ცას და ეს არაჩვეულებრივობა მაკვიევებდა მასში.
განა სასწაული არ იყო სიცოცხლის ნაპერწკლები მის სისხლიან თვალებში?! ან ის სიკეთე რომელიც მასში ვერ ეტეოდა და მთელს ქვეყანას ჰყოფნიდა...
იცით ვინ არის ალუდა?! მზე შემოდგომისა რომელიც არასოდეს ჩაესვენება....
"ყვავილი შემოდგომის" რომელიც არასოდეს დაჭკნება...
მე ვწერდი ამ ტკივილებზე, ეხლა კი სიტყვები დამიმთავრდა და აღარ ვიცი რა ვთქვა, უბრალოდ არ შემეძლო თქვენთვის არ მომელოცა ეს დღე, არ შემეძლო არ მეთქვა:
" გილოცავ შეშლილო ნოემბერო, ალუდა დაიბადა....!!!!!! “
27 წლის გახდებოდა...
მეგობრები... აქედან კიდე ერთი აღარაა...
დღეს დუშეთში ჩატარდება საღამო, ალუდას ხსოვნისადმი მიძვნილი, რომელიც დაიწყება 16:00 სთ-ზე...