მოკლედ მეგობრებო, მე რეგიონებში სვანეთის თემის ერთ-ერთი აბორიგენი ვარ
იშვიათად თუ სხვაგან დავპოსტო, ამიტომ შეიძლება არც გეცნობათ ჩემი ნიკი, მაგრამ საქმე სხვა რამეშია
2003 წელს გადავწყვიტე ხე დამერგო, მაგრამ დღეს უკვე 2008-არის და ოცნება ოცნებად რჩება, არადა უკვე 5 წლის იქნებოდა ჩემი ხე......
ჩემი იდეა მდგომარეობს შემდეგში: მოდით ვიყიდოთ თითო ნერგი და სადმე დავრგოთ, ჩვენ ხეებს კი ჩვენი ნიკები დავარქვათ.
და თბილისში იქნება "ფორუმის ტყე" სადაც მივალთ ხოლმე და თუ მართლა ბევრი დარგავს, მაშინ მართლაც მიეცეს ტყის ეფექტი......
რავიცი არ უნდა იყოს განუხორციელებელი და რთული მისია...
ახლა რა მაინტერესებს ამ განყოფილების მცოდნეებისგან,
სად იყიდება კარგი ნერგები და შემოდგომის რომელი პერიოდია ყველაზე ხელსაყრელი ნერგის გახარებისთვის?
და კიდევ რაიმე იდეა თუ გაქვთ სავარაუდოდ სად შეიძლება თბილისში ამ ნარგავებისთვის ადგილის მოძებნა?!
წინასწარ დიდი მადლობები ყურადღებისთვის