გაზაფხულის დადგომისთანავე, ქუჩაში იებით, თეთრყვავილებით, ყოჩივარდებიტ ხელში შეიარაღებული მოვაჭრეებით ივსება თბილისის ქუჩები. ცოტა მოგვიანებით ამას ემატება ქართული ზამბახებით მოვაჭრეები, რომლებიც დაუფარავად აცხადებენ, რომ ქართული ზამბახი იშვიათინმცენარეა და მხოლოდ საქართველოში იზრდება. საოცარი ისაა, რომ ბუნებაში შეგროვებული იშვიათი მცენარეების გაყიდვა ცენტრალურ ქუჩებში თავისუფლადაა შესაძლებელი და გარემოს დაცვის სამინისტროდანაც რეაქცია არაა.
არადა, ბუნებაში შეგროვებული ველური მენარეები მხოლოდ ორ დღეს ცოცხლობენ, მაშინ, როდესაც მათი ხელოვნური კულტურული ფორმები სულ ცოტა, ერთ კვირას მაინც ძლებენ. ამიტომ, მაინტერესებს, ღირს კი იშვიათი მცენარეების უმოწყალო კრეფა? ასევე ღირს კი ორი დღის გულისათვის ამ მცენარეების ყიდვა და ამ საქციელით მოვაჭრეების ფულადი წახალისება და შეგულიანება, რომ მოავალში უფრო მეტი დაკრიფონ?