პირველი წლებიეგვპტე დიდმა ბრიტანეთმა 1882 წელს დაიპყრო და თავის კოლონიად აქცია. ფეხბურთის პირამიდების ქვეყანაში სწორედ ამ მოვლენის შემდეგ დაიბადა. ეგვიპტის საფეხბურთო ნაკრები საერთაშორისო ასპარეზზე პირველად 1920 წელს, ბელგიის ოლიმპიურ თამაშებზე გამოჩნდა. ეგვიპტე პირველივე რაუნდში (1/8 ფინალი) ქალაქ გენტში იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა. (ფოტოზე: ეგვიპტის ნაკრები 1920 წელს ბელგიაში)
1934 წლის მსოფლიო ჩემპიონატიმეორედ ეგვიპტელები 1934 წელს იტალიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოჩნდნენ. ეგვიპტემ პალესტინის ნაკრები 7:1, 1:4 დაამარცხა და მუნდიალზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ეგვიპტელები პირველ შეხვედრაში უნგრეთის გუნდთან 4:2 დამარცხდნენ და ტურნირს გამოეთიშნენ. შეხვედრაში დუბლი აბდულრაჰმან ფაუზმა შეასრულა.
(ფოტოზე: ეგვიპტის ნაკრები 1934 წლის მუნდიალზე)
დომინაცია აფრიკის თასზე პირველ წლებშიაფრიკის თასი პირველად 1958 წელს გაიმართა და ეგვიპტის გამარჯვებით დასრულდა. ეგვიპტელებმა ფინალში ეთიოპია 4:0 დაამარცხეს. ფარაონებმა იგივე 1960 წელს გაიმეორეს არაბთა გაერთიანებული რესპუბლიკის სახელით. ეგვიპტელთა დომიანცია ტურნირზე 1962 წელს შეწყდა. ეგვიპტე ფინალში დამატებით დროში ეთიოპოასთან 4:2 დამარცხდა.
მიუხედავად ასეთი კარგი სტარტისა ეგვიპტელებმა მესამე თასის მოპოვება 1986 წელს კამერუნის დამარცხებით მოახერხეს. მეოთხედ კი თასს 1998 წელს სამხრეთ აფრიკის დამარცხებით დაეუფლნენ.
(ფოტოზე: გუნდის კაპიტანი ელ-დიბა, რომელმაც 1957 წლის ფინალში პოკერი შეასრულა.)
1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატი. იტალიიდან იტალიამდე.ეგვიპტის ნაკრები დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე კვლავ იტალიაში გაემგზავრა. ეგვიპტემ საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ მატჩში ალჟირი 0:0. 1:0 დაამარცხა. მატჩს ქაიროში 100 000 გულშემატკივარი დაესწრო.
ეგვიპტელებმა მუნდიალის პირველ შეხვედრაში ნიდერლანდთან ისტორიული შეხვედრა გამართეს და 1:1 ფრით პირველი ქულა აიღეს. მეორე შეხვედრაში ფარაონები უგოლო შეხვედრაში ირლანდიელებს დაუზავდნენ. ტურის ბოლო პრინიცპულ შეხვედრაში კი ეგვიპტემ ინგლისთან 1:0 დათმო შეხვედრა და ჯგუფური ეტაპიდან დაემშვიდობა ტურნირს.
2001 წლის ახლაგზრდული მსოფლიო ჩემპიონატიალბათ ბევრ ქართველ გულშემატკივარს ემახსოვრება 2001 წელს გაშუქებული მსოფლიოს ჩემპიონატი ახალგაზრდებში, სადაც ეგვიპტეს ძალიან ლამაზი ფეხბურთის მოთამაშე გუნდი ჰყავდა. არგენტინასთან 1:7 მარცხის შემდეგ, ეგვიპტელებმა ძალები მოიკრიბეს და ჯგუფიდან გავიდნენ. 1/8 ფინალში გაცდნენ აშშ-ს ოქროს თაობად წოდებულ გუნდს, 1/4 ფინალში კი ჰოლანდიის ვარსკვლავური გუნდი დაამარცხეს. ეგვიპტელების ლაღ თამაშს 1/2 ფინალში განელებმა ძალისმიერი ფეხბურთი წარმატებით დაუპირისპირეს, მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში კი პარაგვაის დამარცხებით ეგვიპტემ მესამე ადგილი მოიპოვა. ალბათ ბევრს დაამახსოვრდა გამალ ჰამზას ფინტები და ელ იამანის გოლები. სამწუხაროა რომ ამ გუნდში დიდი ფეხბურთი ვერავინ ვერ ითამაშა.
(ფოტოზე: გუნდის ბომბარდირი მოჰამედ ელ იამანი აღნიშნავს ჰოლანდიის კარში გატანილ გოლს)
დომინაცია აფრიკის თასზე 2006-2010ეგვიპტემ იმ დროისთვის მსოფლიო დონის ვარსკვლავებით დაკომპლექტებულ კოტ-დიუვარის, კამერუნის და განის ნაკრებებს აფრიკის თასი არ დაუთმო და ზედიზედ სამჯერ დაეუფლა. ეგვიპტემ ფინალში სწორედ ეს გუნდები დაამწუხრა. ეგვიპტე გამოირჩეოდა კარგი დაცვით და შეტევაში ძალიან ტექნიკური ფეხბურთელებით ქმნიდა გოლებს. ეგვიპტის ჩემპიონატის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ბარსელონას, რეალის და ჩელსის ფეხბურთელებს ტოლს არ უდებდა.
(ფოტოზე: ეგვიპტის ნაკრების მეგოლეები 2006-2010 წლებში. მოჰამედ აბუტრეიკა ; აჰმედ ჰასანი ; ემად მოტეაბი ; ამირ ზაკი ; მოჰამედ ზიდანი და გედო)
ახალი ტალღაეგვიპტემ ოქროს თაობის წასვლის შემდეგ მცირე კრიზისი მალე დაძლია. გაიბრწყინა მოჰამედ სალაჰმა, რომელმაც 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრაში გაიტანა გოლი. პირველ შეხვედრაში კი შეცვლაზე შემოსულმა ბრაზილიის კარი აიღო. ამავე გუნდში იყვნენ აჰმედ ჰეგაზი და მოჰამედ ელ-ნინი, რომლებიც დღეს ვესტ-ბრომვიჩის და არსენალის ღირსებას იცავენ.
ეგვიპტეს ამ გუნდმა 2017 წელს აფრიკის თასის ფინალში მოახერხა გასვლა. მართალია ფინალი კამერუნთან დათმო, მაგრამ გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გაიარა და მსოფლიო ჩემპიონატზე მესამედ გავიდა. (ფოტოზე გუნდის 45 წლის კაპიტანი ესამ ელ-ჰადარი და გუნდის ლიდერი მოჰამედ სალაჰი ზეიმობენ მუნდიალზე გასვლას).
მოჰამედ სალაჰი - ყველა დროის საუკეთესო ეგვიპტელი ფეხბურთელიეგვიპტის ათიანმა ეროვნულ ნაკრებში 25 წლის ასაკში 57 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 33 გოლის გატანა მოახერხა. პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელმა აფრიკის საკვალიფიკაცო ეტაპზე 5 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა და გუნდი მუნდიალზე გაიყვანა.
ეგვიპტე 2018 წლის მუნდიალზე15.06.2018 ეგვიპტე - ურუგვაი (16:00)
19.06.2018 ეგვიპტე - რუსეთი (22:00)
25.06.2018 ეგვიპტე - საუდის არაბეთი (18:00)