Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფლორა და ფაუნა > კითხვა მაქვს... მესაჭიროება.... ეს რა არის?


Posted by: Jaguar paw 6 Aug 2013, 22:38
კითხვები.. რჩევის მიღება... მოკლედ ყველაფერი, რაც აზრობრივად სხვა თემებს არ შეესაბამება smile.gif

იმედია, არავინ დარჩება პასუხის და ყურადღების გარეშე.

http://forum.ge/?f=72&showtopic=34204914

დამხმარეთა TOP 10 (მე სრულიად შემთხვევით მოვხდი):
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: FLORISTI 8 Aug 2013, 01:40
მეც ვყოფილვარ 10-ში smile.gif smile.gif smile.gif .............................

Posted by: parikutini 12 Aug 2013, 13:14
მეეეც და გამიკვირდა ^_^

Posted by: abuyauarawr 15 Aug 2013, 22:19
Jaguar paw
მაჩუქეს ამადინი
1 ცალი
ხოდა როგორ გავარკვიო დედალია თუ მამალი? მეორე რო ვუყიდო...

Posted by: Jaguar paw 15 Aug 2013, 22:23
abuyauarawr, ამადინის სახეობას გააჩნია. smile.gif
ფოტო გადაუღე მაინც და დადე.

Posted by: abuyauarawr 15 Aug 2013, 22:43
Jaguar paw
http://forum.ge/?showtopic=33928426&view=findpost&p=37634894
იქით გავარგძელოთ...

Posted by: illmatic 16 Aug 2013, 23:11
ძაღლთან რომ ჩავედი დღეს,მშიერი იყო და დამიწყო ტრაკისქნევა user.gif
ხოდა ამ დროს ენა გამისვა ხელზე,ზუსტად კოღოს ნაკბენზე (ამ რამე სხვა იყო,მაგრამ გაწითლებული მქონდა კოღოსნაკბენივით)
სპირტი წავისვი მაშინვე (დაწვით არ დამწვია mo.gif )

ამ ძაღლს ნემსი არასდროს არ ღირსება
ეზოს გარეთ არ გადის,თუ გადის ხოლმე,მე გამყავს
ქალებში არ დაძვრება
ნერწყვი არ გასდის
თვალები სისხლიანი არ აქ

ხოდა შეიძLება სჭირდეს რამე ? ან მე გადამდებდა მაგ დროს ?

Posted by: MITIATO 16 Aug 2013, 23:44
illmatic

დიდი ალბათობით_არა, მაგრამ გაუკეთეთ ხოლმე ცოფის აცრა.
მერე აღარ გექნებათ სანერვიულო რამდენი აგლოკავთ.

Posted by: badko70470 19 Aug 2013, 18:56
გამარჯობათ, გთხოვთ დამეხმაროთ, ეზოში გყვავს ორი ხმელეთის კუ, დღეს შემთხვევით ვიპოვეთ ნახევრად გატეხილი კვერცხი ნაყოფით, ნაყოფი ცოცხალია , შეხებისას მოძრაობს . რა ვქნათ რა პირობებში უნდა გვყავდეს ან საერთოდ უნდა გავხსნათ თუ არა კვერცხი და გარსი თუ უბრალოდ დავტოვოთ როგორც არის გარეთ. უბრალოდ მეშინია ჭიანჭველებმა ან რაიმე სხვა ცხოველმა არ შეჭამოს..წინასწარ გიხდით მადლობას

Posted by: daila 19 Aug 2013, 19:55
ყველას გილოცავთ ფერიცვალებას.
დაიწყო საშემოდგომო დაკალმება და კვირტით მყნობის სეზონი.
თუ შეიძლება ამ დროს დავაფესვიანო ბზა და ბზას რომ გავს ყვითელი არშიებით-ენომიუსი?და როგორ?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 19 Aug 2013, 19:58
Jaguar paw
სასწრაფოდ შენი დახმარებაა საჭირო!

Posted by: Unico 19 Aug 2013, 22:05
badko70470
ვაიმეეე, საწყალი პაწუკები

QUOTE
Jaguar paw
სასწრაფოდ შენი დახმარებაა საჭირო!

+1

Jaguar paw, ან შენ ან rumpleteazer,

საჩქაროდ! user.gif

Posted by: Jaguar paw 19 Aug 2013, 22:36
badko70470, მოათავსე კონტეინერში. კონტეინერში კი ჩაყარე გარეცხილი ქვიშა, რომელიც კარგად უნდა დანამო. ამ ქვიშაში ნაზად მოათავსე კვერცხი და ხუფით დახურე კონტეინერი, ხუფში ვენტილაციისთვის რამოდენიმე ნახვრეტი გააკეთე და დღეში 2-3 ჯერ ახსენი ხუფი, რათა შეამოწმო ქვიშის მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში ისევ უნდა დანამო. აუცილებლად მუდამ ოდნავ სველი უნდა იყოს სუბსტრატი.

შანსები 50/50, უკვე კარგად ფორმირებული ბაქანი ჩანს და იმედი ვიქონიოთ, რომ გადარჩება mo.gif

Unico
M-A-S-E-R-A-T-I
ეხლა მოვედი სახლში user.gif

Posted by: Unico 19 Aug 2013, 23:09
Jaguar paw
მესმის mo.gif მაგრამ მაინც დაგთაგე, ვაითუ გამორჩეს თქო, ვიფიქრე 2kiss.gif

Posted by: lolita88 20 Aug 2013, 11:07
ლეღვის ხეზე ვიყავი და რაღაცამ მიკბინა.
ერთი პატარა ნაჩხვლეტია წითლად. ოდნავ მეწვის, და თავიდან ცოტა მეფხანებოდა.
თვითონ კბენა არ გამიგია, უბრალოდ წვა ვიგრძენი უცებ, დავიხედე და უკვე პატარა ნაჩხვლეტი მქონდა.

შხამიანი ხო არ იქნება რამე?
ხვლიკი ან ობობა ხო არ იყო ვითომ? sad.gif

Posted by: Unico 20 Aug 2013, 11:50
lolita88
ჭიანჭველაც იკბინება :უსერ:

:მწარეგამოცდილება:

Posted by: MrJohnyRock 21 Aug 2013, 11:14
მეგობრებო მაინტერესებს მცენარის სახელი და ინფორმაცია ამ მცენარეზე
user posted image
ფართოდ არის გავრცელებული თბილისის პარკებში დეკორატიული ღობის სახით

მადლობელი ვიქნები დახმარებისთვის

Posted by: zicke 24 Aug 2013, 20:12
მეგობრებო თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ, რომელი ყვავილი შეიძლება დავრგო ეზოში, მსგავსი თბილიში გამწვანებისას გამოყენებული პატარა ფერადი ყვავილებისა, ოღონდ ისეთი რომელსაც ყოველდღიურად მორწყვა არ ჭირდება.

Posted by: Immanuel 26 Aug 2013, 01:08
თბილისში სად შეიძლება ხის დარგვა, სადმე წყნარი ადგილი, არც მგელმა როარ შემჭამოს და არც ორ წლიწადში კორპუსი არ დააშენონ smile.gif)) თუ იცით რამდენიმე ადგილი იქნებ ჩამოწეროთ, სპასიბო

Posted by: one-flower 26 Aug 2013, 11:07
პატარა ჯუჯა ნაძვის ხე მაქვს სახლში. სულ ცოტათი გაიზარდა მხოლოდ, ხო და მართლა,სულ თავიდან ახალი რომ იყო და ზრდა დაიწყო გამეყინდა და ის ახალ ამოსული ყველაფერი დასძვრა. როგორი მოვლა შირდება იქნებ მითხრათ

Posted by: daila 28 Aug 2013, 19:27
QUOTE
თუ შეიძლება ამ დროს დავაფესვიანო ბზა და ბზას რომ გავს ყვითელი არშიებით-ენომიუსი?და როგორ?

ფლორისტებო , გამეცით პასუხი.

Posted by: Unico 28 Aug 2013, 19:58
M-A-S-E-R-A-T-I ადამიანს კითხვა აქვს და უშველეთ რა user.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 28 Aug 2013, 20:39
daila
ბზა გაზაფხულზე ფესვიანდება ეხლა არ მიცდია და ვერ გეტყვი ეუნონიმუსიც ასევე უმჯობესია გაზაფხულზე სცადო თუმცა ეს უკანასკნელი უფრო რთული დასაფესვიანებელია

Unico
QUOTE
ადამიანს კითხვა აქვს და უშველეთ რა

უშენოდ რა ეშველებოდა ამ განყოფილებას biggrin.gif

Posted by: daila 28 Aug 2013, 22:13
M-A-S-E-R-A-T-I
ე. ი. გაზაფხულზე, დაველოდები მეტი რა გზაა.
მადლობა.

Posted by: enchanted 30 Aug 2013, 21:19
იქნებ მირჩიოთ რამეეე yes.gif
აბასთუმნიდან ჩამოვიტანე პატარა სოჭი და ცოტა მოიწყინა, მგონი ხმება... sad.gif
მივიღებ რჩევებს სად დავდგა როგორი მიწა დავუყარო რამე დამატებითი სასუქი ან რამე ხო არ ჭირდება
რამდენი წყალი უნდა და ა.შ. მოკლეთ ყველაფერზე.
მიშველეთ რაააა ძალიან მომწონს smile.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 31 Aug 2013, 21:42
enchanted
QUOTE
ბასთუმნიდან ჩამოვიტანე პატარა სოჭი და ცოტა მოიწყინა, მგონი ხმება... 
მივიღებ რჩევებს სად დავდგა როგორი მიწა დავუყარო რამე დამატებითი სასუქი ან რამე ხო არ ჭირდება
რამდენი წყალი უნდა და ა.შ. მოკლეთ ყველაფერზე.
მიშველეთ რაააა ძალიან მომწონს 

ეხლა არ უნდა წამოგეღო, ალბათ ფესვებიც დაიზიანე ამოღებისას და მიწაც არ მოაყოლე ამიტომ მოიწყინა ბევრი წყალი არ დაასხა დალპება დაელოდე თუ დაიწყებს კვირტები ხმობას ე.ი მოკვდება

Posted by: enchanted 31 Aug 2013, 23:40
QUOTE (M-A-S-E-R-A-T-I @ 31 Aug 2013, 21:42 )
enchanted
QUOTE
ბასთუმნიდან ჩამოვიტანე პატარა სოჭი და ცოტა მოიწყინა, მგონი ხმება...  
მივიღებ რჩევებს სად დავდგა როგორი მიწა დავუყარო რამე დამატებითი სასუქი ან რამე ხო არ ჭირდება
რამდენი წყალი უნდა და ა.შ. მოკლეთ ყველაფერზე.
მიშველეთ რაააა ძალიან მომწონს 

ეხლა არ უნდა წამოგეღო, ალბათ ფესვებიც დაიზიანე ამოღებისას და მიწაც არ მოაყოლე ამიტომ მოიწყინა ბევრი წყალი არ დაასხა დალპება დაელოდე თუ დაიწყებს კვირტები ხმობას ე.ი მოკვდება

მიწა მოაყოლეს იქაური, ბევრ წყალსაც არ ვასხამ..
სხვა ვერაფრით ვერ ვუშველი? sad.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 1 Sep 2013, 00:56
enchanted
QUOTE
მიწა მოაყოლეს იქაური, ბევრ წყალსაც არ ვასხამ..
სხვა ვერაფრით ვერ ვუშველი?

თუ დროთა განმავლობაში ტოტები წამოსწია ე.ი გაიხარებს თუ აივანზე გადგამ კარია მხოლოდ ისე რომ პირდაპირი მზის სხივები არ მოხვდეს იმ დრომდე ვიდრე დარწმუნდები რომ გაიხარა

Posted by: enchanted 1 Sep 2013, 16:37
მადლობა დაველოდები სხვა რა გზაა smile.gif

Posted by: logotip 1 Sep 2013, 21:12
დეკა ჩამომიტანეს თუშეთიდან:

როგორ მზადდება ნაყენი და რისთვისაა სასარგებლო,ხო ვერ მეტყვით ვინმე?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 1 Sep 2013, 21:31
logotip
QUOTE
როგორ მზადდება ნაყენი და რისთვისაა სასარგებლო,ხო ვერ მეტყვით ვინმე?

გულ-სისხლზარღვოვანი სისტემის სამკურნალოდ. დიდი რაოდენობით ტოკსიკურია. მისი ნორჩი ყლორტები გამოიყენება სამკურნალო ჩაის მოსამზადებლად. მომთაბარეები იშვიათად აგროვებან მას.

Posted by: brdzolisunariani 2 Sep 2013, 16:55
ძაღლის ყელსაბამები სად იყიდება?ჩემს ახლომახლო მაღაზიებსი ცოტა არჩევანია და არ ერგება,ისეთი თოქი როგორიც მინდა(მკერდზე მოსამბმელი მინდა)

Posted by: forumeli007 4 Sep 2013, 16:00
გამარჯობათ,

მოკლედ მინდა გორტენზიის შეძენა, ძალიან გთხოოოვთ, იქნებ დამეხმაროთ და მიმასწავლოთ სად შეიძლება ვიყიდო გორტენზია, საჩუქრად მინდა.
წინასწარ დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის.

Posted by: site user 6 Sep 2013, 13:29
გამარჯობათ, შეგიძლიათ მითხრათ ერთი დრამი რამდენ გრამს უდროს? წინასწარ მადლობა

Posted by: Jaguar paw 6 Sep 2013, 13:33
site user განყოფილება კი შეგეშალა, მაგრამ 1 დრამი = 1,77 გრამს.

Posted by: site user 6 Sep 2013, 14:10
Jaguar paw
Gაიხარე smile.gif რომელ განყოფილებაში უნდა დამესვა ეგ კითხვა? რო ვოცოდე biggrin.gif

Posted by: Jaguar paw 6 Sep 2013, 14:12
site user, მეცნიერება და განათლებაში smile.gif

Posted by: დონ თორნიკე 7 Sep 2013, 14:29
თუ ვინმემ იცით თბილისში სად შეიძლება კინოლოგიის შესწავლა ან ვინმე თუ ასწავლის დაწერეთ რა 1 კვირაა ვეძებ ვერ ვნახე ვერაფერი cry.gif

Posted by: tati-tatia-tatuli 8 Sep 2013, 14:00
კრასულა (ბარაქის ხე) მიხმება, რა ვუყო?? დამეხმარეთ რა. ერთი ტოტი ნახევრად მოტეხილი აქვს, მოვაცჰრა საერთოდ??

Posted by: iverson 10 Sep 2013, 17:21
ფრონტლაინი დელისთან რომ ზოომაღაზიებია იყიდება თუ იცით მანდ?

Posted by: Unico 20 Sep 2013, 19:40
Fixedd

QUOTE
გამარჯობათ სხვადასხვა ფრინველების და ცხოველების ხმები მჭირდება ხომ არ გეგულებათ სადმე?

იუთუბზე ნახავთ უამრავს smile.gif

Posted by: darkjigo 21 Sep 2013, 23:05
მოკლედ იგუანას ვეძებ. მთელი ცხოვრება ვოცნებობდი რო მყოლოდა და ვერსად ვერ ვიპოვე და ხო არ შეგხვედრიათ რომელიმე ზოო მაღაზიაში? თუ არაფერი არ მეშველება?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 21 Sep 2013, 23:08
darkjigo
QUOTE
მოკლედ იგუანას ვეძებ. მთელი ცხოვრება ვოცნებობდი რო მყოლოდა და ვერსად ვერ ვიპოვე და ხო არ შეგხვედრიათ რომელიმე ზოო მაღაზიაში? თუ არაფერი არ მეშველება?

რა უნდა აჭამო? როგორ მოუარო იცი?

Posted by: darkjigo 21 Sep 2013, 23:16
კომბოსტო უყვართ ეგ ვიცი biggrin.gif მარა ბევრი არაფერი მთავარია ვიშოვო ეგ რა პრობლემაა?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 21 Sep 2013, 23:18
darkjigo
QUOTE
კომბოსტო უყვართ ეგ ვიცი  მარა ბევრი არაფერი მთავარია ვიშოვო ეგ რა პრობლემაა?

ეგ არი პრობლემა mo.gif ვერ იშოვი აქ

Posted by: darkjigo 21 Sep 2013, 23:20
რა დავაშავეთ საქართველოში ცხოვრება რო დავიმსახურეთ ამ ხალხმა? როგორ არ უნდა იყოს იგუანა როცა ერთი 7-8 წლის რო ვიყავი ზოოპარკში იყო მაღაზია და პატარა ნიანგი ყავდათ გასაყიდად აკვარიუმში sad.gif

Posted by: Jaguar paw 22 Sep 2013, 10:08
darkjigo, biggrin.gif შენს დღეში ვარ მეც mo.gif


Posted by: darkjigo 22 Sep 2013, 11:22
QUOTE (Jaguar paw @ 22 Sep 2013, 10:08 )
darkjigo, biggrin.gif შენს დღეში ვარ მეც mo.gif

vis.gif ესეიგი არაფერი არ გვეშველება? ან უცხოეთიდან გამოგზავნა ან რამე ეგეთიც არაა?

Posted by: Vangoga 22 Sep 2013, 11:41
მე ისევ დავბრუნდი მექგობრებო ჩემი კითხვებით biggrin.gif
რამოდენიმე კითხვა მაქვს და პირველით გადაფორმებით დავიწყებ
3 თვის წინ ვიყიდე ლეკვი უკვე 5 თვისაა , საბუთი მაქვს და მინდა რომ ჩემ გვარზე გადავიფორმო , ვინმემ თუ იცის სად და როდის შეილება გადავიფოლმო . დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: lizofobi 24 Sep 2013, 16:15
რით დავეხმარო ჩემს მეზობელ კრემისფერ ლაბრადორს, რომელსაც იდიოტი პატრონი ჰყავს და საშინელ დღეში აგდებს "შე ახვარო ძაღლო სად მიდიხარ" - ით დაწყებული საყელურის ისე მოქაჩვით რო ძაღლი ხროტინებს?
მართლა მოვკლავ ამ ტიპს და გვერდში დამიდექით სასამართლოზე.

Posted by: herMajesty 25 Sep 2013, 17:53
აქაც ვიკითხავ...
ხომ ვერ მეტყვით როგორ უნდა გავახარო ნერგი? კონკრეტულად: პატარა ქოთანში მოთავსებულ მიწაში ჩავყარე "იუდას ხის" თესლი. წყალს ვუსხავ ყოველ დღე. არ ვიცი რა რაოდენობით წყალი უნდა დავუსხა ან რა სიხშირით. იქნებ მირჩიოთ რამე...

Posted by: Unico 25 Sep 2013, 18:52
Vangoga
QUOTE
მინდა რომ ჩემ გვარზე გადავიფორმო , ვინმემ თუ იცის სად და როდის შეილება გადავიფოლმო . დიდი მადლობა წინასწარ

თუ ოფიციალური მომშენებლისგან იყიდე, ხომ გაქვს სერთიფიკატი სადაც წერია ლეკვის პატრონის (აკა მყიდველის) სახელი,გვარი?
ვეტ პასპორტი გაქვს? მანდ პატრონის გვარი წერია, რაც ნიშნავს რომ ძაღლი შენს გვარზეა biggrin.gif ნუ მე ასე მითხრეს და.. რავიცი biggrin.gif

lizofobi
http://www.gspsa.org.ge/home.php?option=home&cat=about&lang=ge#.UkL4VNLX-Y0
ამათ დაუკავშირდი.
და ისე, ცხოველთა წამება კანონით ისჯება smile.gif თუ შეამჩნევ რომ ძაღლს აწამებს (ანუ ამის ფაქტობრივი მასალა არსებობს), შეგიძლია უჩივლო სასამართლოში

Posted by: batutra 25 Sep 2013, 20:25
ხალხო არ ვიცი სად მეკითხა ხოდა იმედია სწორ ადგილას მოვხვდი biggrin.gif მყავს პატარა კუ, ზომაში 10x8 სანტიმეტრზე biggrin.gif კარდონის ყუტში ჩავსვი, რა ვაჭამო ან რა ვუყო? წყალი უნდა არ უნდა, რას ჭამს, ფოთლები ევასება? მოკლედ როგორ მოვუარო? წინასწარ მადლობა.

Posted by: MITIATO 25 Sep 2013, 21:09
herMajesty
ყველა მცენარეს თავისი დათესვის წესი აქვს.
ნამდვილად არ ვიცი, რომელ ხეს ეძახიან იუდას ხეს. sad.gif

batutra
აქ იკითხე და დაგეხმარებიან: http://forum.ge/?f=72&showtopic=33653335

Posted by: Jaguar paw 25 Sep 2013, 21:15
MITIATO
QUOTE
არ ვიცი, რომელ ხეს ეძახიან იუდას ხეს

http://ka.wikipedia.org/wiki/არღავანი

batutra, ეხლა ძილი უწევთ მაგათ. მაგრამ თუ არ უპირებ გაშვებას, http://forum.ge/?showtopic=33653335&f=&st=510&#entry18467176.

Posted by: herMajesty 25 Sep 2013, 22:18
Jaguar paw
QUOTE
MITIATOQUOTE  არ ვიცი, რომელ ხეს ეძახიან იუდას ხესალბათ ამას

კი ეგ ხეა smile.gif

Posted by: minii 25 Sep 2013, 22:33
მამალი სამოედი არავის გყავთ? იქნებ ვინმემ ნომერი მაინც იცოდეთ.. სასწრაფოდ მცჰირდება sad.gif

Posted by: Harlequ1n 30 Sep 2013, 23:46
lizofobi
ეგ წამება არ არის,მეც საშინელ დღეში ვარ ხოლმე როცა ვასეირნებ,ძალიან არასერიოზული და ცანცარა ძაღლია,არავის მიმართ არაა აგრესიული და სულ თამაში უნდა,პატრონმაც რა ქნას ხელს ხო არ გაუშვებს?

Posted by: MITIATO 1 Oct 2013, 01:29
herMajesty

გუგლში დავძებნე და ბევრი ვერაფერი ვიპოვნე,მაგრამ ყველგან წერია, რომ თესლს სტრატიფიკაცია ჭირდება დათესვამდე: 35-40 გრადუსიან წყალში უნდა ჩაალბო 30 წთ-ითო, რამდენიმე საიტზე ეწერა 2-3-ჯერ უნდა გადაავლო მდუღარე წყალიო. ამის შემდეგ 2 თვით მაცივარში უნდა შეინახო 2-3 გრადუსზე. ითესება გაზაფხულზე. ოღონდ ამოსვლისთვისაც დიდი დრო ჭირდება და მერე გაზრდისთვისაცო.
იმედია, რამეში გამოგადგება. smile.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 2 Oct 2013, 16:51
ხომ არ იცით ეს რა ჯიშია ? დღეს დამიტოვეს ნახ საათით ეხლაც არ ვიცი როგორ გადამირჩა love.gif

http://radikal.ru/fp/54ab0e88446f4050bbdf238eedf23a8d

Posted by: Jaguar paw 2 Oct 2013, 17:40
M-A-S-E-R-A-T-I, სამოედი.

Posted by: MITIATO 2 Oct 2013, 17:41
M-A-S-E-R-A-T-I

QUOTE
ხომ არ იცით ეს რა ჯიშია ?

სამოედი

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 2 Oct 2013, 17:54
Jaguar paw
MITIATO
მეც ეგ ვიფიქრე მაგრამ პატრონმა ჰასკიო და ვერ შევეკამათე ძაღლებში ვერ ვერკვევი კარგად rolleyes.gif ისე ხო საყვარელია? jump.gif givi.gif

Posted by: Jaguar paw 2 Oct 2013, 17:55
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
ისე ხო საყვარელია?

კი, როგორც ყველა სხვა ლეკვი smile.gif (ჩიხუახუას გარდა biggrin.gif)

Posted by: MITIATO 2 Oct 2013, 17:58
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
პატრონმა ჰასკიო

თეთრი ჰასკებიც არიან, მაგრამ სურათში გრძელი ბეწვი ბეწვი უჩანს ლეკვს.

QUOTE
ისე ხო საყვარელია?

yes.gif

Jaguar paw
QUOTE
(ჩიხუახუას გარდა

შენ ჩინური ქოჩორას ლეკვი არ გინახავს, გეტყობა. givi.gif

რას ერჩით ამ ჩიხუახუას, თავისი გაჭირვება ეყოფა. user.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 2 Oct 2013, 18:22
Jaguar paw
QUOTE
(ჩიხუახუას გარდა )

რა დაგიშავა ჩიხუახუამ? boli.gif

QUOTE
თეთრი ჰასკებიც არიან, მაგრამ სურათში გრძელი ბეწვი ბეწვი უჩანს ლეკვს.

ჰო გრძელი ბეწვი აქვს ფუმფულა და რბილია, საერთოდ არ ვიცოდი ასეთი ნაზი ბეწვი თუ შეიძლებოდა ჰქონოდა ძაღლს, ჩემს ავჩარკას უხეში ჰქონდა უკვე ამ ასაკში (4თვის)

QUOTE
რას ერჩით ამ ჩიხუახუას, თავისი გაჭირვება ეყოფა. 

ყველა ლეკვი საყვარელია საერთოდ ყველა ძაღლი rolleyes.gif

Posted by: Jaguar paw 2 Oct 2013, 18:29
M-A-S-E-R-A-T-I
MITIATO
QUOTE
რას ერჩით ამ ჩიხუახუას

არ მომწონს, რა ვქნა mo.gif

Posted by: Unico 2 Oct 2013, 19:30
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
დღეს დამიტოვეს ნახ საათით

ტაააკს, ცხოველებისა და ფრინველების ძიძად თავისუფლად იმუშავებ ^_^

მე დაგიტოვებ ხოლმე ჩარლის biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif თუ მაქეთკენ მოვხვდი tongue.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 2 Oct 2013, 20:22
Unico
QUOTE
მე დაგიტოვებ ხოლმე ჩარლის    თუ მაქეთკენ მოვხვდი

jump.gif jump.gif jump.gif

Posted by: Jaguar paw 2 Oct 2013, 20:25
M-A-S-E-R-A-T-I, შენი გამკვირვებია, ამდენი ხანი ცოცხალი არსება როგორ არ გყავს სახლში (მცენარეების ჩაუთვლელად)? smile.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 2 Oct 2013, 20:27
Jaguar paw
QUOTE
შენი გამკვირვებია, ამდენი ხანი ცოცხალი არსება როგორ არ გყავს სახლში

მაზოლზე ნუღარ მაჭერ იაგუარ რა .. cry.gif

Posted by: beatlesflacone 7 Oct 2013, 18:59
ხალხებო love.gif ჰელპ!!!
პასიფლორა გადაგვიტყდა
ქოთანში იზრდებოდა აივანზე
მთავარი ღერო
თითქმის მიწასთან
არის რაიმე ხერხი გადარჩენის???
ჰელპ!!!
user posted image
yes.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 7 Oct 2013, 19:45
beatlesflacone
გადამტყდარი ნაწილი ეხლა უკვე საეჭვოა თუ ძალიან სითბოში გეყოლებაა შესაძლოა გამოისხას ძირები, მთავარი ფესვი კი აუცილებლად ამოიყრის გაზაფხულზე

Posted by: beatlesflacone 7 Oct 2013, 21:11
M-A-S-E-R-A-T-I
მადლობა, ჩემო კარგო!
sad.gif

Posted by: monika_-_nikolashvili 13 Oct 2013, 16:27
ესეიგი რა ხდება მეგობარს ყავს გერმანული ნაგაზი ასაკი არ ვიცი საკმაოდ დიდი ძაღლია 4 5 წლის იქნება ალბათ საერთოდ არ არის აგრესილი და მაინტერესებს ელემენტარული ყეფა როგორ ვასწავლოთ? უბნის ბავშვები ხშირად აბრაზებენ ხოლმე მაგრამ რეაქცია არ აქვს ქვებს ესვრიან ხოლმე გარეთ ვერ გამოუყვანია დამბული ყავს და მაინც ერჩიან გასვებულია და მაინც ცოტა აგრესიული რომ გახდეს რა რომ არ დააჩაგვრინოს თავი ყველას

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 13 Oct 2013, 17:45
monika_-_nikolashvili
QUOTE
გამარჯობატ ჩემი მეგრობრის გერმანული ნაგაზი არის ძალიან სუსტად აი ქუჩის ავადმყოფი ძაღლები რომ დარბიან იმატთზე ბევრად სისტად არის ავად ყავდა და ძალიან დაიკლო ახლა კარგად არის ხოდა მაინტერესებს რა ვიტამინები შეიძლება ვუყიდოთ რომ მოვასუქოთ და რა დაგვიჯდება ძალი 5 6 წლის იქნება მამალია

ძაღლი რომელიც მაწანწალა ძაღლებზე სუსტადაა აგრესიული უნდა იყოს?

QUOTE
უბნის ბავშვები ხშირად აბრაზებენ ხოლმე მაგრამ რეაქცია არ აქვს ქვებს ესვრიან ხოლმე გარეთ ვერ გამოუყვანია დამბული ყავს და მაინც ერჩიან გასვებულია და მაინც ცოტა აგრესიული რომ გახდეს რა რომ არ დააჩაგვრინოს თავი ყველას

რას ჰქვია ქვებს ესვრიან სად ცხოვრობთ პატრონი არ ჰყავს მაგ ძაღლს? რა სისულელეებს წერთ მაინდამაინც უნდა დაგლიჯოს ვინმე?

Posted by: monika_-_nikolashvili 13 Oct 2013, 22:16
M-A-S-E-R-A-T-I
არ უნდა დაგლიჯოს უბრალოდ ელემენტარული დაუყეფოს ის მინდა დზაგლს ყავს მაგრამ ბავსჰვებს არ ყავტ პატრონი სულ ტავზე ხომ არ ედგება დზაგლი კიდე ხმას არ იგებს სისუსტესტან კიდევ არაფერ სჰუასჰია სიავე ტუ რცჰევაა რცჰევა იყოს

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 13 Oct 2013, 22:36
monika_-_nikolashvili
QUOTE
არ უნდა დაგლიჯოს უბრალოდ ელემენტარული დაუყეფოს ის მინდა დზაგლს ყავს მაგრამ ბავსჰვებს არ ყავტ პატრონი სულ ტავზე ხომ არ ედგება დზაგლი კიდე ხმას არ იგებს სისუსტესტან კიდევ არაფერ სჰუასჰია სიავე ტუ რცჰევაა რცჰევა იყოს

გერმანული ნაგაზი საერთოდ იშვიათად ჰყეფს, და იმ მდგომარეობისთვის რომელშიდაც ძაღლი ჩავარდა ეგ საწყალი პატრონს უნდა მოაშოროთ და არა ბავშვებს.

Posted by: monika_-_nikolashvili 14 Oct 2013, 20:22
M-A-S-E-R-A-T-I
ეე რჩევას თუ მაძლევ მომეცი ძაან კარგადაც ყეფენ გერმანული ნაგაზები როცა საჭიროა აბა დაცვად რანაირად ყავთ ან პოლიციელებს რომ ყავთ ყველა ძაღლი ყეფს ბასენჯის გარდა smile.gif

Posted by: zanduki 17 Oct 2013, 20:55
შეკითხვა მაქვს,

მაინტერესებს სად შეიძლება შევიძინო მცოცავი ვარდი (შეიძლება არასწორად ვუწოდებ) და როდის შეიძლება მისი დარგვა, რომ წარმატებით გაიზარდოს და როგორი უნდა მოვუარო?

წინასწარ მადლობა

Posted by: SaNi 17 Oct 2013, 21:57
მაინტერესებს ლანდშაპტის დიზაინის, პროეატის ფასები (გამწვანება, დეკორატიული აუზი, ქვის ბილიკებით, ტერასებით და ა.შ.)

Posted by: miseva 31 Oct 2013, 23:08
გამარჯობათ,

რა არის საჭირო ზოო მაღაზიის გასახსნელად? (ლიცენზია, ნებართვა) და როგორ და სად უნდა ავიღო?

რა კრიტერიუმებს უნდა ვაკმაყოფილებდე ამისათვის?

მოკლედ მაინტერესებს ყველაფერი ამის შესახებ და თუ იცით გთხოვთ დამეხმაროთ...

Posted by: ebi_chan 5 Nov 2013, 21:55
ამ ცუგას სამწუხაროდ თათის ამპუტაცია ესაჭიროება.
ვინმეს თუ შეგიძლიათ რომ ოპერაციის და საკვების თანხის შეგროვებაში დაგვეხმაროთ კატა.გეს ანგარიშზე ჩარიცხეთ თანხა, რამდსაც შეძლებთ eMoney >>361730336

http://www.facebook.com/photo.php?fbid=380268758773860&set=a.101798113287594.2241.100003722160277&type=1&theater



Posted by: john le care 7 Nov 2013, 14:23
ერთი ჩაინიკური კითხვა მაქვს ყურძნის კურკით გამრავლება თუა შესაძლებელი?

Posted by: martin_iden_ 7 Nov 2013, 18:21
ჩემთან ნაძვია ბევრი და მინდა გადავრგა ახალგაზრდა ძირები ,ნაძვი არასდროს გადამირგავს და თუ იცით ახლა გადარგვა ჯობია თუ გაზაფხულზე? კიდევ ტოტების შეჭრა ხომ არ აწყენს?(მითხრეს აწყენსოზ)

Posted by: MITIATO 7 Nov 2013, 18:30
john le care
QUOTE
ყურძნის კურკით გამრავლება თუა შესაძლებელი?

შესაძლებელი როგორ არ არის, მაგრამ შეიძლება ჯიშისათვის დამახასიათებელი თვისებები აღარ ქონდეს რაც ამოვა იმას.


Posted by: john le care 7 Nov 2013, 18:51
QUOTE
შესაძლებელი როგორ არ არის, მაგრამ შეიძლება ჯიშისათვის დამახასიათებელი თვისებები აღარ ქონდეს რაც ამოვა იმას.

გასაგებია.
ანუ ისევ ჯობია ნერგები ვიყიდო.
კარგი ალადასტურის ნერგები მინდა ვიშოვო რ.ა რაც დღეს ვჭამე ის მაგრად მომეწონა და წიპწები შევაგროვე კარგა მოზრდილები იყო. ვცდი და ვნახოტ რა გამოვა როგორ გაიხარებს.

Posted by: An0nym0us 9 Nov 2013, 19:28
http://postimg.org/image/m6stef9oj/ ამის სახელს ხომ ვერ მეტყვით , შევიძენ კიდეც თუ გაქვთ ვინმეს

Posted by: MITIATO 9 Nov 2013, 20:43
An0nym0us

სავარაუდოდ, ეხევერიააა (ECHEVERIA).
ამ გვარის წარმომადგენლებს აქვთ ასეთი ფორმა...

Posted by: kuki 10 Nov 2013, 00:31
http://www.myvideo.ge/?video_id=30339

ეს რა ფრინველია არ იცით ვინმემ ? დუბაიში იყო ისეთ ხმებს გამოსცემს და ისე ლაპარაკობს ლამის გავგიჯდი. ეს პატარა ფრაგმენტი ვიდეოა ამ ფრინველის შესაძლებლობიდან

ბანგლადეშური ფრინველია მგონი

Posted by: silver_ranger 10 Nov 2013, 00:34
kuki
QUOTE
ეს რა ფრინველია არ იცით ვინმემ ? დუბაიში იყო ისეთ ხმებს გამოსცემს და ისე ლაპარაკობს ლამის გავგიჯდი. ეს პატარა ფრაგმენტი ვიდეოა ამ ფრინველის შესაძლებლობიდან

ბანგლადეშური ფრინველია მგონი

რავი ახლოდან შოშიას გავს, . ჩვენთანაც არის, კახეთში მაგალითად, მესხეთშიც.
რავი მაგრად გავს შოშიას მარა აი ნისკარტი მაეჭვებს ცოტა..

Posted by: kuki 10 Nov 2013, 01:27
რა არის შოშია ? 5 ათას დოლარს იხდიდნენ და ტიპმა არ გაყიდა smile.gif შოშიები ეგრე ლაპარაკობენ ხო

Posted by: silver_ranger 10 Nov 2013, 01:59
kuki
QUOTE
რა არის შოშია ? 5 ათას დოლარს იხდიდნენ და ტიპმა არ გაყიდა  შოშიები ეგრე ლაპარაკობენ ხო

თუ ჩემი შოშიაც ასე დაიწყებს ლაპარაკს, 6 ათასს ფეხს არ მოვუცვლი, რაის 5 ათასი??? biggrin.gif

Posted by: Unico 10 Nov 2013, 16:09
ეს რა ჯიშის ძაღლია? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


Posted by: kuki 10 Nov 2013, 19:47
QUOTE (silver_ranger @ 10 Nov 2013, 01:59 )
kuki
QUOTE
რა არის შოშია ? 5 ათას დოლარს იხდიდნენ და ტიპმა არ გაყიდა  შოშიები ეგრე ლაპარაკობენ ხო

თუ ჩემი შოშიაც ასე დაიწყებს ლაპარაკს, 6 ათასს ფეხს არ მოვუცვლი, რაის 5 ათასი??? biggrin.gif

რაც არ იცი მაშინ პასუხს ნუ ცემ იმ შეკითხვას შოშია არა ზღარბი ბიჭო შოშია სად გინახია მასე უსტვენდეს და ლაპარაკობდეს: ) შენი შოშია კი არა შენ ვერ ლაპარაკობ მასე : )

Posted by: Jaguar paw 10 Nov 2013, 19:59
შოშია არის. ბარტყობიდან ტყვედ აყვანილები ლაპარაკს სწავლობენ (იშვიათია, მაგრამ განსაკუთრებით ნიჭიერებიც არიან).

Posted by: natia khuchua 11 Nov 2013, 02:22
Unico

ეგ მეც მაინტერესებს. biggrin.gif თითქოს თავიდან ოქროსფერ რეტრივერს მივამსგავსე, მაგრამ რეტრივერი ამაზე გაცილებით ლამაზია biggrin.gif

პ.ს. მაინც რა უჟასი რეკლამა გამოუვიდათ sad.gif

Posted by: silver_ranger 11 Nov 2013, 15:15
kuki
QUOTE
რაც არ იცი მაშინ პასუხს ნუ ცემ იმ შეკითხვას შოშია არა ზღარბი ბიჭო შოშია სად გინახია მასე უსტვენდეს და ლაპარაკობდეს: )

აი თუ არა
QUOTE
შოშია არის. ბარტყობიდან ტყვედ აყვანილები ლაპარაკს სწავლობენ (იშვიათია, მაგრამ განსაკუთრებით ნიჭიერებიც არიან).

biggrin.gif
QUOTE
შენი შოშია კი არა შენ ვერ ლაპარაკობ მასე : )

ისე კარგად ვლაპარაკობ როო.. თან სულ ბრყელბრტყელად, კახური დიალექტის თანხლებით yes.gif
შოშიაა ძმაო შოშია, ჩვენი მინდვრები სავსეა.

Posted by: Enjey 13 Nov 2013, 11:29
გამარჯობა.
სად შეიძლება შევიძინო ძაღლისთვის კავებიანი საყელური (ჩანგალი) ?
ე.წ. შიპებიანი, გვერდებზე რკინებით, რომ მგელმა არ გამოღადროს ყელი.

ქართული ნაგაზისთვის მინდა.
მადლობა

Posted by: GENTLE GIRL 13 Nov 2013, 12:12
ძაღლი ამყავს,მინდა მეტისი ავიყვანო,სად ვიპოვო? (ქუჩაში რომ ბევრია ეგ ხო,მაგრამ სულ პატარა ლეკვი მინდა) თუ არადა ოთახის პირობებში რა ჯიშები შემიძლია ვიყოლიო? პუდელის და ბულდოგის გარდა.

Posted by: MITIATO 13 Nov 2013, 15:50
Enjey
ზოომაღაზიებში ნახე?
თუ არა და შეგიძლია გამოიწერო.

GENTLE GIRL
QUOTE
ძაღლი ამყავს,მინდა მეტისი ავიყვანო,სად ვიპოვო?

ძაღლების თავშესაფრიდან: http://www.doghome.ge/ უამრავი ლეკვი ყავთ მეტისის.
აქედანაც აჩუქებენ: https://www.facebook.com/dzagli.ge

წარმატებები. smile.gif

Posted by: GENTLE GIRL 14 Nov 2013, 01:40
MITIATO
დიდი მადლობა! )) იმედია მალე ვიპოვი "ჩემს ძაღლს".
ამ გვერდებს ადრე ვსტუმრობდი შურის თვალით სანამ აყვანას გადავწყვეტდი,ახლა უკვე საქმიანად ვესტუმრები ))

Posted by: VenoMGag 14 Nov 2013, 16:25
გამარჯობა, სად შეიძლება ძაღლისთვის ტანსაცმლის და ნივთების ყიდვა? არის რამე საიტი?

Posted by: dramacide 17 Nov 2013, 18:43
ეს რა სახეობის ხეა და საქართველოში თუ ხარობს? არსად შემხვედრია

__________________________
სურათში ფინეთია და ფინურად ამ ხეს terijoensalava ჰქვია..

გუგლიდან რო ვთარმნი თითქოს წერს რომ კავკასიაშიც არისო, ცუდად თარგმნის მარა მაინც..

Terijoensalava ( Salix fragilis 'Bullata') is a Crack Willow variety , which is widely used in Finland as an ornamental plant. It is thought to be from the Karelian Isthmus, According to other sources, however, the Caucasus

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 17 Nov 2013, 19:28
dramacide
ტირიფია ეს მაგრამ ზუსტად ეს ჯიში არ ვიცი არ მინახავს არსად http://ru.wikipedia.org/wiki/Ива_ломкая და ფოტოები დააპატარავე!

Posted by: dramacide 18 Nov 2013, 00:15
QUOTE (M-A-S-E-R-A-T-I @ 17 Nov 2013, 19:28 )
ტირიფია ეს მაგრამ ზუსტად ეს ჯიში არ ვიცი არ მინახავს არსად

არის ვინმე ვინც უფრო კონკრეტულად მეტყვის ჯიშს ან თქვენ თუ გეგულებათ რომ პირადად მივწერო?
QUOTE
და ფოტოები დააპატარავე!

chest.gif

Posted by: Mr Adam 21 Nov 2013, 17:32
http://www.emitron.co.za/shop/

ასეთი კლიმატ კონტროლი იყიდება თბილისში?

Posted by: from tbilisi 24 Nov 2013, 14:46
user posted image

რა ქვია ამ ყვავილს? smile.gif ერთი ღერო გადმოვრგე და ესე გაიზარდა bis.gif

Posted by: monika_-_nikolashvili 24 Nov 2013, 15:51
from tbilisi
მეც მქონდა ეს დზააან დიდი იყო დამავიწყდა რა ბედი ეწიაbiggrin.gif

Posted by: Jaguar paw 24 Nov 2013, 16:15
from tbilisi, მჟაუნა ჰქვია.
ადვილად გასახარებელი და მოსავლელი მცენარეა smile.gif

Posted by: from tbilisi 24 Nov 2013, 18:19
Jaguar paw

: ) მადლობა,გაიხარე.... კი გეთანხმები რომ ძალიან ადვილი მოსავლელია ))

Posted by: GENTLE GIRL 26 Nov 2013, 18:52
შეაფერისი თემა ვერ ვიპოვე,აქ ვიკითხავ.
დღეს ქუჩაში ვეფერებოდი 6 თვის პიტს,ცანცარა იყო მაგარი და სულ დამიპორჭყნა მაჯა,მეწვოდა და გაწითლდა,სისხლი არ გამოსულა,ნეტავ საშიშია?
იმ წუთას არ შემეშინდა და აღარ ვიკითხე აცრის ამბავი.
ეჰ ძალიან კარგი ლეკვი კი იყო................. sleep.gif

Posted by: monika_-_nikolashvili 26 Nov 2013, 19:32
GENTLE GIRL
თუ პატრონი ყავდა და ძაღლი კაი მოვლილი იყო ზნაჩიტ აცრილია

Posted by: GENTLE GIRL 26 Nov 2013, 23:09
monika_-_nikolashvili
კიი პატრონიც ყავდა და ისეთი მოვლილი იყო ყავისფერი შოკოლადის ბატონჩიკს გავდა smile.gif
ვისაც ვკითხე ასე მითხრა ყველამ,მაგრამ რატომღაც მაინც შემეშინდასავით...

Posted by: monika_-_nikolashvili 27 Nov 2013, 14:24
GENTLE GIRL
ნუ რავიცი მე პირადად აუცრელი ლეკვის ნაკბენებიც მქონია ხელებზეც და კატებისაც თან ქუჩისების მაგრამ კი ვარ ცოცხალიbiggrin.gif

Posted by: GENTLE GIRL 27 Nov 2013, 16:38
monika_-_nikolashvili
QUOTE
ნუ რავიცი მე პირადად აუცრელი ლეკვის ნაკბენებიც მქონია ხელებზეც და კატებისაც თან ქუჩისების მაგრამ კი ვარ ცოცხალი

+1
ოღონდ ამას "-" კატები,არც ქუჩის და არც ოჯახის კატა არ მეკონტაქტება,ეტყობა გრძნობენ რომ მეც არ მიყვარს დიდად.
ჯერ-ჯერობით მეც არ გავცოფებულვარ რა ვიცი,არ ვიცი biggrin.gif


Posted by: monika_-_nikolashvili 27 Nov 2013, 17:25
GENTLE GIRL
მეც არ მეკონტაქტებიან მე ვეკონტაქტებიbiggrin.gif

Posted by: GENTLE GIRL 28 Nov 2013, 00:31
monika_-_nikolashvili
QUOTE
მეც არ მეკონტაქტებიან მე ვეკონტაქტები

კარგია თუ გამოდიან კონტაქტზე,აი ერთხელ ვცადე კატის გაცნობა და ზედ არ შემომხედა,მაგის მერე დავანებე მთლიან საკატეთს თავი biggrin.gif აი ძაღლები ძირითადად თვითონ მეცნობიან,ბიძგს ვაძლევ და მოდიან,ოღონდ ერთი პრინციპი მაქვს,არავითარი ქრთამი და სასუსნავი smile.gif
მშვენივრად გაოფდა თემა yes.gif

Posted by: kikva_98 15 Dec 2013, 15:54
დამეხმარეთ მყავს ამადინები დებენ კვერცხებს მაგრამ ვერ ჩეკავენ უმეტესად კვერცხებზე ზიან... დამეხმარეეთ sad.gif რისი ბრალია როგორ შეიძლება დავეხმარო :*((

Posted by: XURCOPOWER 21 Dec 2013, 20:10
გაუმარჯოს ბიჭებო , კავკასიური ნაგაზი მყავს 1 წლის ... ხოდა საბუთების გაკეთება რა ჯდება არავინ იცით? და რუსთავში სად შემიძლია გავუკეთო?

ხო კიდე, კუდზე ბეწვი აქვს შეკრეჭილი და რაამდენი ხანი დასჭირდება ამოსვლისთვის? ან თუ არსებობს მაზი ან რამე მსგავსი ამოსვლის დასაჩქარებლად??

წინასწარ მადლობა პასუხისთვის war.gif

Posted by: rêveur 23 Dec 2013, 18:55
ხომ არ იცით ეს რა ხეა? და როგორ მოვუარო რომ გაიხაროს და არ გახმეს? ისეთი ციცქნაა ( ~15-20 სმ. სიმაღლის) ჯერ love.gif
http://radikal.ru/fp/cff8c59fbb7f46ddb298edce316d5989

Posted by: torola torola 28 Dec 2013, 00:24
მოგესალმებით თანაფორუმელებო, იქნებ დამეხმაროთ. მინდა შევიძინო მცენარე ნეპტუნისი. იაპონური ოთახის დეკორატიული მცენარეა. არ ვიცი აქ შეიძლება თუ არა იყოს სადმე, არც ის ვიცი კარგი მაღაზია ცოცხალი ყვავილების და ოთახის მცენარეების სადაა. იქნებ დამეხმაროთ. აი ფოტოებიც. ან ვინმეს ხომ არ გქონიათ რომელიმე მცენარის საზღვარგარეთიდან გამოწერის გამოცდილება? შესაძლებელია ასეთი რამ?

Posted by: ltdswarowski 8 Jan 2014, 23:58
თქვენი დახმარება მჭირდება ფორუმელებო...ე.ი. რა ხდება. მე მაინტერესებს ხომ არ მოგეპოვებათ ინფორმაცია ორგანიზაციების შესახებ რომლების ანხორცილებენ განწვანების აქციებს ქველმოქმედების სახით...სურვილი მაქვს ერთ ადგილას მცხეთაში მოვახდინოთ ახალი ნერგების დარგვა..მადლობთ გამოხმაურებისთვის წინასწარ.

Posted by: dramacide 10 Jan 2014, 15:56
QUOTE (rêveur @ 23 Dec 2013, 18:55 )
ხომ არ იცით ეს რა ხეა? და როგორ მოვუარო რომ გაიხაროს და არ გახმეს? ისეთი ციცქნაა ( ~15-20 სმ. სიმაღლის) ჯერ love.gif
http://radikal.ru/fp/cff8c59fbb7f46ddb298edce316d5989

ზუსტად ამ კითხვის დასასმელად შემოვედი მეც.

პ.ს. ერთსაც დავამატებ.. ვინმემ მირჩიეთ რა დავარქვა ხეს smile.gif

Posted by: MITIATO 10 Jan 2014, 17:00
dramacide
QUOTE
ხომ არ იცით ეს რა ხეა?

ჩემი აზრით, კრიპტომერიაა.
წიწვებით გავს და ოთახის პირობებში ხშირად ეგ აქვთ ხოლმე.

მოვლა როგორი უნდა, ნამდვილად არ ვიცი, არასდროს მქონია.

Posted by: კულე 13 Jan 2014, 15:05
ერთი რაღაც მაინტერესებს. საბუთზე წერია რომ ლეკვის შემძენმა 2 კვირის განმავლობაში უნდა დააადასტუროს ლეკვის მფლობელობა, ეს მე მეხება? ლეკვის ყიდვიდან 2 კვირა კი არა 2 თვეა გასული? აუ შეიძლება სულელურ კითხვას ვსვამ მაგრამ ამიხსენით კარგად რას ნიშნავს ვერ გავიგესავით. პასპორტის აღება როგორ ხდება? კიდევ რა საბუთები არის საჭირო?

Posted by: guriaaa 15 Jan 2014, 18:03


ხალხო ეს ხომ არ იცით რა არსებაა?

ვარკეთილის მეურნეობაში ნათესავის სახლში ცხოვრობს, დაძახებაზე მოფრინავს ..თავზე ან ხელზე გაჯდება..შინაური ფრინველივით არის, ჩემით რო არ მენახა არ დავიჯერებდი...ოთახში ქოთანი დგას მცენარით და იქ ცხოვრობს წელიწადია უკვე smile.gif ოჯახის პატრონს მაგრად აინტერესებს რა სახეობაა ასეთი

http://pix.ge/

http://pix.ge/


Posted by: minii 15 Jan 2014, 23:13
ვეძებ მამალ სამოედს, ფორუმზეც ვიკითხე მაგრამ არავინ გამომეხმაურა და ვთქვათ ვეტერინარულ კლინიკაში ვერ მიმასწავლიან ამ ძაღლის პატროონს? biggrin.gif ან ნომერი არ ეცოდინებათთ?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 15 Jan 2014, 23:41
guriaaa
შინაური თუა და ოჯახის წევრივით ულვაშებს რაღას აპუტავდით? mad.gif

Posted by: Jaguar paw 16 Jan 2014, 00:39
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
ულვაშებს რაღას აპუტავდით? 

ცნობისთვის, ეს ხოჭოები ულვაშებს იშვიათად "შლიან" და თუ კარგად დააკვირდები, ორივე ულვაში აქვს მიკეცილი თავთან და მკერდთან ახლოს tongue.gif

Posted by: flying teapot 16 Jan 2014, 12:12
http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9A%D1%80%D1%8B%D0%BB%D0%B0%D1%82%D0%BA%D0%B8

ქართულად რა ქვია? )))))


Jaguar paw
ფხტგნ:@ :@ :@!!!! mad.gif

2kiss.gif

Posted by: Jaguar paw 16 Jan 2014, 12:17
flying teapot, ფრთოსანა smile.gif
QUOTE
ფხტგნ:@ :@ :@!!!!

!!! bis.gif იცი, რაც მიყვარს love.gif

Posted by: guriaaa 16 Jan 2014, 12:20
M-A-S-E-R-A-T-I

რა ულვაშებს ვაპუტავდით..
ოჯახის წევრებს არ უვლიან ეგრე ამას რო უვლიან...რო ძინავს ტელევიზორს უწევენ ხმას
biggrin.gif

Posted by: მაომაო 16 Jan 2014, 12:29
მოგესალმებით და გილოცავთ ახალ წელს.
კითხვა მაქვს ბაღის მავნებლებთან დაკავშირებით. მავნებლის ფოტო "ცოტა არაესთეთიკურად" გამოიყურება და ამიტომ არ ვტვირთავ smile.gif)
მაგრამ ვიცი მისი სახელი – ამიერკავკასიის მარმარა ღრაჭა (Polyphylla olivieri) ... მემგონი ეს იგივეა, რაც ბუღლუჯი (ეს მეთევზეებისთვის)
თუ შეგიძლიათ, მირჩიეთ, როგორ ვებრძოლო ამ გაბერილ არსებას.

Posted by: Unico 17 Jan 2014, 11:34
მაომაო
შენ ძალიან ცუდად მოგექცა მოდერი sad.gif
ბაღის მავნებლებზე მე ესე მასწავლებს, რომ თამბაქოს ნაყენი დაამზადე და ის მოასხიო, მაგრამ ამ კონკრეტულ სახეობაზე გაჭრის თუ არა, არ ვიცი
ისევ ბაღის თემაში უნდა იკითხო, ლიკა-ხატია დაგაკვალიანებს ^_^ ან სხვებიც, ჩემზე უფრო გარკვეულები.

ინტერნეტში ვცადე მომეძებნა,
რუსებს უწერიათ, რომ პესტიციდია რაღაც სპეციალური: Пестицид Антихрущ
ანდა ის წამალი, რაც უშუალოდ ნიადაგში უნდა დაასხა, ეს მავნებლები დღისით მიწაში იმალებიან და ღამე გამოდიანო.

Posted by: მაომაო 17 Jan 2014, 15:41
Unico, დიდი მადლობა . მეც ვეცადე გამეხსნა ახალი თემა, მაგრამ ჯერ არ გამოვიდა....
ვფიქრობ, რომ მავნებლებზე (ისვე როგორც ცალკე მებოსტნეობაზე) კარგი იქნება, თუ გავუზუარებთ ერთმანეთს ცოდნას.
თამბაქოს ნაყენის დამზადების წესი ხომ არ იცით? ან რა პერიოდში და დოზით უნდა ვიხმარო? ოთახის ყვავილებზე ვნახე, მაგრამ ჩემი ცოტა დიდი ფართობია....

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 17 Jan 2014, 16:29
დისკუსიები პირადში ან შესაბამის თემებში აქ კითხვა _ პასუხი

Posted by: Unico 17 Jan 2014, 20:58
მაომაო
თამბაქოს ნაყენი ჩვეულებრივად მზადდება. ვიყიდე უფილტრო სიგარეთ, გავშალე, ქილაში ჩავყარე, ცხელი წყალი დავასხი, ვაცადე, მერე გადავწურე და გავაცივე.
მცენარეებს არაფერს უშავებს.
მაგრამ ეს მავნებლები მიწაში ბინადრობენ, ამიტომ არ ვიცი რამდენად ეფექტური იქნება. ჯობია სამთო ქიმიასთან მიხვიდე და იქ იკითხო smile.gif

Posted by: WERIX 20 Jan 2014, 23:54
მოგესალმებით,

შეგიძლოათ მირჩიოთ სად შემიძლია შევიძინო ეუბლეფარი ან დაახლოვებით იგივე ტიპის ხვლიკი?

გმადლობთ წინასწარ

Posted by: flying teapot 22 Jan 2014, 10:47
Ту́пик (Fratercula) Puffin ქართულად როგორ იქნება? chups.gif

Posted by: Jaguar paw 22 Jan 2014, 11:26
flying teapot, ცულნისკარტა ან ცულთავა boli.gif
წიგნი რა დასახელების იქნება? biggrin.gif

Posted by: flying teapot 22 Jan 2014, 12:52
Jaguar paw
შენ რომ არ მყავდე. . ... love.gif



QUOTE
წიგნი რა დასახელების იქნება?

"რას მიირთმევს რიგითი კტულუხი საუზმედ" biggrin.gif



ჯერჯერობით არ ვიცი სათაური. სხვა თარგმნის ისეsmile.gif)))))

Posted by: Jaguar paw 22 Jan 2014, 14:19
flying teapot
QUOTE
"რას მიირთმევს რიგითი კტულუხი საუზმედ"

კარგია jump.gif დამაინტერესა biggrin.gif
QUOTE
შენ რომ არ მყავდე.

ვინმე სხვას მოძებნიდით tongue.gif

Posted by: Dead District 22 Jan 2014, 18:25
ისა და ზოოლოგებო - მაინტერესებს თხუნელის შვილისა და პინგვინის შვილებს რა ეწოდება?

Posted by: Jaguar paw 22 Jan 2014, 21:13
Dead District, არ მგონია რამე განსაკუთრებული სახელი ჰქონდეთ. ყოველ შემთხვევაში მე გაგონილი არ მაქვს. ჩვეულებრივად - ნაშიერი და ბარტყი.


Posted by: flying teapot 23 Jan 2014, 10:04
Jaguar paw
QUOTE
ვინმე სხვას მოძებნიდით tongue.gif


შენ ერთადერთი ხარ yes.gif



QUOTE
კარგია jump.gif დამაინტერესა

ველური ბუნების ატლასი გვაქვს ისე ახალგამოცემული და ძAააალინ საინტერესო smile.gif))))))))

Posted by: Jaguar paw 23 Jan 2014, 13:54
flying teapot
QUOTE
შენ ერთადერთი ხარ

მართალი ხარ yes.gif
QUOTE
ველური ბუნების ატლასი გვაქვს ისე ახალგამოცემული და ძAააალინ საინტერესო ))))))))

საქართველოს თუ სხვადასხვა კონტინენტების ბუნებაზეა? smile.gif
ნებისმიერ შემთხვევაში მშვენიერია, მითუმეტეს სწორედ თუ არის დაწერილი smile.gif

Posted by: flying teapot 24 Jan 2014, 11:20
Jaguar paw
QUOTE
საქართველოს თუ სხვადასხვა კონტინენტების ბუნებაზეა? smile.gif

მსოფლიოს ველურ ბუნებაზეა yes.gif თარგმნილია.

საქართველოს ფლორაზე და ფაუნაზეც გავაკეთეტ. რავიცი, ვინც ამ საქმის სპეციალისტი იყო, ყველა წერდა და იღებდა ფოტოებს biggrin.gif

Posted by: Jaguar paw 24 Jan 2014, 13:23
flying teapot,
QUOTE
საქართველოს ფლორაზე და ფაუნაზეც გავაკეთეტ.

ვერი ვერი გუდ yes.gif

Posted by: kuprathedog 28 Jan 2014, 21:10
გვყავს გერმანული ნაგაზი, მამალი, 17 თვის წმინდა სისხლის , სახელად კუპრა. ერთ თვეში მზად იქნება შესაჯვარებლად. დაინტერესებული პირები გამოგვეხმაურონ ელ-ფოსტაზე knea4@mail.ru ან facebookze - https://www.facebook.com/ku.pra.37

Posted by: Jonatahn_smith 30 Jan 2014, 12:40
ძალიან მინდა მონაწილეობა მივიღო ხეების დარგვის აქციაში და იქნებ დამაკვალიანოთ სად შეიძლება მივიდე, როგორ გავწევრიანდე, რა ორგანიზაციები არსებობს და ასე შემდეგ..

Posted by: enukka 5 Feb 2014, 13:33
მამლის შეჯვარება რამდენ ხანსი ერთხელ შეიძლება ?და რამდენი თვიდან შეიძლება პირველიშეჯვარება

Posted by: MITIATO 5 Feb 2014, 13:40
enukka
QUOTE
მამლის

no.gif
ხვადის.

შეჯვარება 10 თვიდან უკვე შეიძლება, მაგრამ 18 თვის ასაკამდე ხშირი შეჯვარება ორგანიზმს ფიტავს და შეიძლება ძაღლი აღარ გამოდგეს მერე სანაშენე საქმიანობისათვის.
18 თვეზე მეტი ასაკის, კარგად მოვლილი ხვადი კვირაში 1-ჯერაც შეიძლება შეჯვარდეს.

ოღონდ ეს ყველაფერი სანაშენე ხვადებს ეხებათ.
ყველა ძაღლის, მით უფრო, ხვადის შეჯვარება აუცილებელი არ არის. smile.gif

Posted by: Nika33 7 Feb 2014, 15:31
იასამანი სად შეიძლება ვიყიდო თბილისში? რამოდენიმე ყვავილების მაღაზიაში ვიყავი და არ ქონდათ.

Posted by: MITIATO 7 Feb 2014, 15:46
Nika33
QUOTE
იასამანი სად შეიძლება ვიყიდო თბილისში?


რა დროს იასამანია.
აპრილამდე მოცდა მოგიწევთ.

Posted by: Jaguar paw 7 Feb 2014, 15:47
იასამანი ბუნებაში ყველაზე ადრე მაისში იწყებს ყვავილობას smile.gif

MITIATO, დამასწარი biggrin.gif

Posted by: Nika33 7 Feb 2014, 15:58
QUOTE
იასამანი ბუნებაში ყველაზე ადრე მაისში იწყებს ყვავილობას 


ხო ვიცი მარა სათბურში ან რავი სადმე არ შეიძლება მოყავდეთ? sa.gif

Posted by: ovra 12 Feb 2014, 17:46
აცრების შემდეგ თვალთან გაუსივდა 4 წლის სპანიელს, საკმაოდ დიდი "შარიკია". ალერგიაა თუ რამე სხვა მიზეზიც შეიძლება იყოს?

Posted by: matusala_HFS 13 Feb 2014, 22:08
magic mushrooms ამ სოკოს სპორები მინდა და სად ვიშოვო? ვინმეს ხო არ გაუტესტია როგორია

Posted by: Hyperzet 15 Feb 2014, 02:03
ხალხნო, ქართულად რა ჰქვია ამ მცენარეს?
ტრანსლატორი არ თარგმნის. : (

ინგლისურად - thyme
რუსულად - Тимьян, или Чабрец
ლათინური სახელწოდებაა Thýmus

მადლობა წინასწარ.

Posted by: MITIATO 15 Feb 2014, 02:32
Hyperzet
QUOTE
ხალხნო, ქართულად  რა  ჰქვია  ამ მცენარეს?


ბეგქონდარა

Posted by: Hyperzet 15 Feb 2014, 02:38
MITIATO
QUOTE
ბეგქონდარა

ვაიმე, უღრმესი მადლობა. 2kiss.gif


ხან ქონდარს მივამსგავსე, ხან ომბალოს. mo.gif


Posted by: World maps 15 Feb 2014, 12:00
მიშველეთ,დამაკვალიანეთ თუთიყუში წამოედო რაღაც ბასრს და გვერდიდან სისლი მოსდის ვეტერინარი მიმასწავლეთ სანზონა ნახალოვკა გლდანის ტერიტორიაზე ან არ აქვს მნიშვნელობა ვეტერინარიიყოს .მადლობა წინასწარ

Posted by: Qetucha 16 Feb 2014, 13:52
World maps
QUOTE
მიშველეთ,დამაკვალიანეთ თუთიყუში წამოედო რაღაც ბასრს და გვერდიდან სისლი მოსდის ვეტერინარი მიმასწავლეთ სანზონა ნახალოვკა გლდანის ტერიტორიაზე ან არ აქვს მნიშვნელობა ვეტერინარიიყოს .მადლობა წინასწარ

http://forum.ge/?showtopic=34615440&view=findpost&p=39850798

Posted by: credo 18 Feb 2014, 21:30
უახლოეს პერიოდში ძაღლების გამოფენა როდის არის ?

Posted by: zindiosama 19 Feb 2014, 12:39
ხალხო, ვინმემ იცის რუსულად როგორაა მუხნარ-ჯაგრცხლნარი და მერქნიანი?

Posted by: Jolanta_02 22 Feb 2014, 17:46
zindiosama
მერქნიანი - древесный.
მუხნარ-ჯაგრცხლნარი - дубовый подлесок? მაგდენი ქართული უკვე არ ვიცი smile.gif

Posted by: andrex 23 Feb 2014, 01:17
გამარჯობა. კითხვა მაქვს. მოკლედ ვინმემ სადმე როგორმე თუ იცით ეს ფიჭის კევი თბილისში სად იშოვება მითხარით რა, ვერ ვნახე ვერსად და იქნებ დამეხმაროთ

Posted by: nia4u 23 Feb 2014, 15:31
andrex
მეტრო დიდუბის გამოსასვლელში ყიდის-ხოლმე ქალი.
გვირაბიდან რომ გამოხვალ, მარცხნივ, ავერსის კუთხესთან ზის-ხოლმე.
თუ ვერ ნახე, იქ რომ კითხო მეყვავილეებს ან ვინმეს, ეცოდინებათ smile.gif

Posted by: andrex 24 Feb 2014, 03:01
QUOTE (nia4u @ 23 Feb 2014, 15:31 )
andrex
მეტრო დიდუბის გამოსასვლელში ყიდის-ხოლმე ქალი.
გვირაბიდან რომ გამოხვალ, მარცხნივ, ავერსის კუთხესთან ზის-ხოლმე.
თუ ვერ ნახე, იქ რომ კითხო მეყვავილეებს ან ვინმეს, ეცოდინებათ smile.gif

დიდი მადლობა გაიხარე smile.gif))
.................

Posted by: nia4u 24 Feb 2014, 17:27
andrex
QUOTE
დიდი მადლობა გაიხარე

არაფრის smile.gif
მეც მიყვარს smile.gif

Posted by: levangabe 27 Feb 2014, 20:20
თუ ვინმეს გეგულებათ სადმე რომ იყიდებოდეს ან ვინმე თუ ყიდით ვეტერინარულ საოპერაციო მაგიდზეს, გთხოვთ მომწეროთ, ან დამირეკოთ 595 29 35 35 მადლობა წინასწარ

Posted by: Sepo 2 Mar 2014, 12:41
ძაღლების ბაზრობა სად არის ეხლა?

Posted by: TheScientist 5 Mar 2014, 17:55
ამ მცენარის სახელწოდება მითხარით თუ შეიძლება mo.gif
user posted image

Posted by: Jaguar paw 5 Mar 2014, 18:11
TheScientist, http://ka.wikipedia.org/wiki/ლემა_(ბოტანიკა) smile.gif

Posted by: Unico 5 Mar 2014, 19:08
TheScientist
ეგ მაგარი მცენარეა. სკოლის პერიოდში ბავშვები ვთამაშობდით მაგით: ერთმანეთს ვესროდით მაგ მცენარის ნაყოფს და მიეწებებოდა ტანსაცმელზე, ესე იგი მოხვდა და მოკვდა smile.gif ეჰ, ბავშვობავ... facepalm.gif
ლირიული გადახვევა იყო, თქვენს თავზე არაფერი მიიღოთ

Posted by: Jaguar paw 5 Mar 2014, 19:21
Unico, lol.gif კარგად მახსოვს biggrin.gif
სამსახურში ეზოში იზრდება 2 დიდი ბუჩქი, ნაყოფს გაზაფხულზე ვაგროვებ და ვბომბავ ხალხს biggrin.gif

Posted by: irmam 7 Mar 2014, 14:59
ვინმემ ატმის და ვაშლის გასხვლა რ იცით? მასწავლეთ რა

Posted by: Pink_ Panther 13 Mar 2014, 13:08
ვინმე დამეხმარეთ გთხოვტრ.
ძაან შორს ვარ მცენარეებისგან და ოფისში
შეფმა შენ გაბარებ ამ ყვავილსო.
გონზე არ ვარ როგორ მოვუარო.
სურათებს დავდებ და რა ქვია იქნებ ის მაინც
მითხრათ.user posted imageuser posted imageuser posted image

Posted by: MITIATO 13 Mar 2014, 14:59
Pink_ Panther
QUOTE
რა ქვია იქნებ ის მაინცმითხრათ.


ზამიოკულკასი.
რა დღეშია, საწყალი. sad.gif

Posted by: Pink_ Panther 13 Mar 2014, 15:47
MITIATO
ძალიან დამეხმარე 2kiss.gif

Posted by: taj_mahal 13 Mar 2014, 18:57
გამარჯობათ ესეიგი რა მაინტერესებს თბილისთან ახლოს სადმე ღირს თუ არა პარნიკის გაკეთება და რისი მოყვანა უფრო მომგებიანი იქნება დღევანდელი პირობიდან გამომდინარე? ყვავილები, თუ ბოსტნეული?

Posted by: Christopher Robin 15 Mar 2014, 14:28
გამარჯობათ
მაინტერესებს ფანჯრის გარეთ მინდა გრძელი ქოთანი დავკიდო
და მწვანილები დავრგო
მაინტერესებს კედლის გახვრეტა არის საჭირო?]
ვინმეს გაქვთ გაკეთებული?
გამომეხმაურეთ პლზ.... smile.gif

Posted by: Vangoga 16 Mar 2014, 22:52
11 თვის ლეკვი მყავს და როდის შემეძლება კაცთან მივიყვანო biggrin.gif

Posted by: MITIATO 16 Mar 2014, 23:38
Vangoga
QUOTE
11 თვის ლეკვი მყავს და როდის შემეძლება კაცთან მივიყვანო

QUOTE
11 თვის

სად გეჩქარება? biggrin.gif

2 წლამდე არ შეიძლება შეჯვარება ძუებისთვის.

taj_mahal

მაგაში აქ უფრო დაგეხმარებიან: http://forum.ge/?showforum=106

Posted by: Gio707 17 Mar 2014, 12:41
გამარჯობა იქნებ დამეხმაროთ და მითხრათ ეს რა მცენარეა ?

თბილისში სად შეიძლება ამის შეძენა ?

Posted by: Jaguar paw 17 Mar 2014, 14:54
Gio707
QUOTE
ეს რა მცენარეა ?

გიპსოფილა. smile.gif

Posted by: Vangoga 17 Mar 2014, 19:39
QUOTE (MITIATO @ 16 Mar 2014, 23:38 )
Vangoga
QUOTE
11 თვის ლეკვი მყავს და როდის შემეძლება კაცთან მივიყვანო

QUOTE
11 თვის

სად გეჩქარება? biggrin.gif

2 წლამდე არ შეიძლება შეჯვარება ძუებისთვის.

taj_mahal

მაგაში აქ უფრო დაგეხმარებიან: http://forum.ge/?showforum=106

უბრალოდ არასწორად გაიგე biggrin.gif უბრალოდ მაინტერესებდა როდის მოუწევდა მოსვლა და რა ხნის მერე შეილებოდა მიყვანა

Posted by: MITIATO 17 Mar 2014, 19:47
Vangoga
ანუ, გაინტერესებს როდის ამძუვნდება?
7-8 თვიდან იწყებენ უკვე მძუნაობას.
მძუნაობა 3 კვირა გრძელდება. თუ სწორად მახსოვს, მძუნაობის დაწყებიდან მე-17-18 დღეს ხდება ოვულაცია და ამ დროს არის რეკომენდირებული შეჯვარება.

და როგორც ვთქვი, 2 წლამდე არ არის რეკომენდირებული ძუს შეჯვარება.
ლეკვებს კი გააჩენს, მაგრამ მის ჯანმრთელობაზე მოქმედებს ცუდად.

არ მითხრა ახლა, კიდე სხვა რამეს ვკითხულობდიო.

biggrin.gif

Posted by: ENZED 17 Mar 2014, 20:31
ესეთი იყიდება აქ სადმე?

user posted image

Posted by: Jaguar paw 17 Mar 2014, 21:18
ENZED, არა, ხელოვნურად შეღებიები არ იშოვება. smile.gif

Posted by: Christopher Robin 17 Mar 2014, 21:25
* * *
QUOTE (Gio707 @ 17 Mar 2014, 12:41 )
გამარჯობა იქნებ დამეხმაროთ და მითხრათ ეს რა მცენარეა ?

თბილისში სად შეიძლება ამის შეძენა ?

Gio707

ყვავილის ბუკეტებს რომ აკეთებენ
ამ მცენარით აფორმებენ ტუ დაკვირვებიხარ

კოლმეურნეობაზე მიდი
ყვავილის ბაზრობაზე
უეჭველი იშოვი




ENZED


Posted by: Jaguar paw 17 Mar 2014, 21:38
✎Christopher Robin
QUOTE
ყვავილის ბუკეტებს რომ აკეთებენამ მცენარით აფორმებენ ტუ დაკვირვებიხარ

მართალი ხარ smile.gif

Posted by: ENZED 17 Mar 2014, 21:53
Jaguar paw
✎Christopher Robin

როგორ კეთდება და იღებება თუ ეგეთი ამოდის არ მაინტერესებს. აქ თუ იყიდება სადმე ეგეთითქო smile.gif

Posted by: Unico 17 Mar 2014, 21:55
ENZED
დაგიწერეს ეგეც, იმავე პოსტში, ზევით:
QUOTE
კოლმეურნეობაზე მიდი
ყვავილის ბაზრობაზე
უეჭველი იშოვი




Posted by: ENZED 17 Mar 2014, 21:58
QUOTE

QUOTE (Gio707 @ 17 Mar 2014, 12:41 )
გამარჯობა იქნებ დამეხმაროთ და მითხრათ ეს რა მცენარეა ?

თბილისში სად შეიძლება ამის შეძენა ?

Gio707

ყვავილის ბუკეტებს რომ აკეთებენ
ამ მცენარით აფორმებენ ტუ დაკვირვებიხარ

კოლმეურნეობაზე მიდი
ყვავილის ბაზრობაზე
უეჭველი იშოვი



კოლმეურნეობა მგონი Gio707_ს უთხრა. იმანაც რაღაცაზე იკითხა სად ვიშოვოო.

Posted by: Jaguar paw 17 Mar 2014, 22:00
Unico, სხვა პოსტს ეხებოდა.

ENZED, არა, არ იშოვება. ყოველ შემთხვევაში მე არცერთხელ არ შემხვედრია smile.gif

Posted by: Unico 17 Mar 2014, 22:04
ENZED
აა, ესე იგი უბრალოდ ახსნა–განმარტებითი სურათი მიაბეს biggrin.gif
ხოო, ასე ყველა ფერი ერთად ერთ ვარდზე არ შემხვედრია და კოლმეურნეობაზე ეგეთ, ცალ-ცალკე ფერებად არის, ეგ შემხვედრია

Posted by: ENZED 17 Mar 2014, 22:05
Jaguar paw

დედაჩემს მოეწონა და იბეიდან გამოვუწერე მაგის თესლი თუ ნერგი. როგორც აღწერაში უწერიათ ეგეთი უნდა ამოვიდეს. სელერსაც მივწერე და ამტკიცებს ეგეთი ფერების იქნებაო.
ჩუქება მინდოდა ვიღაცისთვის და ამის ჩამოსვლა/ამოსვლას ვერ დაველოდები biggrin.gif იმიტო მაინტერესებდა იქნებ სადმე აქაც იყიდებოდეს ეგეთებითქო.

Posted by: Clicquot 18 Mar 2014, 12:17
თუ არსებობს თბილისში ისეთი სერვისი, რომ დავრეკო და 10-15 კგ ყვავილების მიწა სახლში მომიტანონ?

Posted by: MITIATO 18 Mar 2014, 13:40
ENZED
სპეციალურად შენთვის გადავქექე ვარდების ძველი თემა.
ჯიშიანი ვარდები რთული ჰიბრიდები არიან და თესლით მათი გამრავლება არ ხდება. მხოლოდ კალმით.
http://forum.ge/?f=72&showtopic=33638347&st=1170
http://forum.ge/?f=72&showtopic=33638347&st=1185

ეს შეღებილ ვარდებზეა: http://forum.ge/?f=72&showtopic=33638347&st=375

და თუ ჭრელი ვარდები მოგწონთ, ეს ჭრელ ვარდებზე და მათი მიღების ხერხებზეა: http://forum.ge/?f=72&showtopic=33638347&st=990



Posted by: Unico 18 Mar 2014, 13:52
MITIATO
მეც ვიცოდი რომ თესლით არ ხდება.

სელერი კიდე ატყუებს biggrin.gif

მარა საკითხავია: დაგვიჯერებს თუ არა?

Posted by: MITIATO 18 Mar 2014, 14:38
Unico
QUOTE
მარა საკითხავია: დაგვიჯერებს თუ არა?

ჩვენ თუ არა, ქალბატონ მარინას (ფალავანდო) მაინც დაუჯეროს. biggrin.gif


და ისე, იმდენად არაბუნებრივი შეფერილობა აქვს მაგ ვარდს, თვითონ ყვირის, შეღებილი ვარო.

Posted by: ENZED 18 Mar 2014, 15:35
MITIATO
Unico
მადლობა ორივეს გამოხმაურებისთვის

მე სულ არ მაინტერესებს ამოვა თუარა. არც ის მაინტერესებს როგორ ამოვა :დ დედაჩემს უნდოდა და ვიყიდე. რა ამოვა ჩემი საქმე აღარაა. მე ვიდზე მომეწონა, საჩუქრად მინდოდა და იმიტო ვიკითხე აქ თუა სადმეთქო. შეღებილია თუ ბუნებრივი არც მაგას აქ მნიშვნელობა. ლიჟბი ეგეთი იყოს.

Posted by: MITIATO 18 Mar 2014, 17:03
ENZED

შენი საქმისა შენ იცი, მაგრამ რატომ არ უნდა აინტერესებდეს ადამიანს რაში ყრის ფულს, არ მესმის.
არც ის მესმის, ვიღაც უსინდისოს (ამ შემთხვევაში, თესლის გამყიდველს) თავი რატომ მოატყუებინოს.

მოკლედ, წარმატებები ჭრელი ვარდების შოვნაში. biggrin.gif

Posted by: ENZED 18 Mar 2014, 20:01
MITIATO
0.99$ ღირდა. დამეთანხმები მგონი რო სანერვიულო არაა.

QUOTE
მოკლედ, წარმატებები ჭრელი ვარდების შოვნაში. biggrin.gif 


ირონიული ლაპარაკი და დაცინვა არაა საჭირო. ამჯერად არაფერს გეტყვი smile.gif
წარმატებები შენც

Posted by: lazy 19 Mar 2014, 01:14
წყლის პერი სად ვიშოვო ხომ ვერ მეტყვით?
აი ესაა

http://upload.wikimedia.org/wikipedia/comm...icht_bijeen.JPG

ოღონდ გამხმარი არ მინდა sad.gif(

Posted by: irmam 20 Mar 2014, 14:53
ENZED
უნივერსიტეტის ქუჩაზე იყიდება, საბურთალოს სასაფლაოს ასახვევში

Posted by: ENZED 20 Mar 2014, 15:05
irmam

მადლობა. გავივლი ხვალისთვის

Posted by: MaShiko-MuSicology 24 Mar 2014, 21:13
მგონი აქ უნდა ვიკითხო, ხომ არ იცით, მანდარინებს როდის უნდათ მავნებლებისგან შეწამვლა? და რითი?

Posted by: Swordfish10 25 Mar 2014, 01:16
არავინ იცით როგორ მოვიშორო თავიდან ჯიშიანი ქართული ჭიანჭველები ? :დ :დ

Posted by: KANCELARIA 26 Mar 2014, 15:20
ლემურის ყიდვა მინდა, ხო არ იცით სად და როგორ?

Posted by: Shake 27 Mar 2014, 23:21
ხომ ვერ მეტყვით რა ქვია?

user posted image

* * *
ENZED
კი ეგეთი ვარდი შემხვდა კოლმეურნეობაზე ყიდდნენ 7 თუ 8 ლარი გირდა

Posted by: love you 1 Apr 2014, 19:35
გამარჯობა. დღეს მაჩუქეს ყვავილი ДEЛЬФIНIЙ არ ვიცი როგორ უნდა მოვუარო, წყალი რამდენი უნდა დავასხა და ასშ...თ უ ვინმემ იცით იქნებ დამეხმაროთ და მომწეროთ smile.gif
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: Unico 1 Apr 2014, 19:43
Shake
QUOTE
ხომ ვერ მეტყვით რა ქვია?

პარტიზანებთან ვნახე და მაგას ჰქვია მაგნოლია

love you
რუსული წარწერა აქვს ეტიკეტზე. ნახე აბა.
მანდ წერია როდის უნდა დარგო და ა.შ. მრავალწლოვანი მცენარეა.
აქ წერია დაწვრილებით ინფორმაცია:
http://www.7dach.ru/Alensel/poznakomimsya-s-delfiniumom-2827.html

მხოლოდ მე დელფინიუმის კონკრეტულ სახეობაზე არ მიძებნია, არა მგონია სახეობებს შორის მოვლის წესი განსხვავებული იყოს, ნუ რავიცი

Posted by: Jaguar paw 1 Apr 2014, 19:49
Unico
QUOTE
რუსული წარწერა აქვს ეტიკეტზე.

უკრაინული tongue.gif smile.gif

love you, აქ იკითხე http://forum.ge/?f=72&showtopic=34580922 თუმცა გადმოცემით ვიცი, რომ სარეველასავით სწრაფად იზრდება დელფინიუმი.

Posted by: Unico 1 Apr 2014, 19:53
Jaguar paw
რუსულიც აქვს, ჩამოდი დაბლა, მეორე სურათზე და ნახე tongue.gif tongue.gif

Posted by: nika10 4 Apr 2014, 22:32
კურკისგან გავზარდე ორი ხე (ნერგი). ერთი ფორთოხლის (თუ რაღაც ციტრუსის ზუსტათ არ მახსოვს) და მეორე მაისის ბალის (ან გოგრა ბალის არც ეს ვიცი ზუსტათ). ხოდა ფორთოხალს ფოთლები წებოვანი ქონდა, ორჯერ შევწამლეთ უკეთესად არის ახლა.. ახლა ეს მაისის ბალი, ჩემი ვარაუდით, შემოდგომაზე ფოთლები საერთოდ არ გაცვივნია ოთახის ტემპერატურის გამო, ჯერჯერობით კიდე აქვს ფოთლები ოღონდ გაყვითლებული, ნორმალურია? ხვალ სოფელში მივდივარ და მიმაქ გადასარგველათ (ამიტომ პასუხი შეიძლება ცოტა გვიან ვნახო). ასევე, თქვენი აზრით ფორთოხლის უფრო ხომ დეკორატიულია და ჯერჯერობით ოთახში მქონდეს? რას იტყვით?

მადლობთ.

Posted by: MITIATO 4 Apr 2014, 22:36
nika10
QUOTE
ასევე, თქვენი აზრით ფორთოხლის უფრო ხომ დეკორატიულია და ჯერჯერობით ოთახში მქონდეს? რას იტყვით?

ფორთოხალი დეკორატიული კი არა, სუბტროპიკული მცენარეა.
ამიტომ, თუ შენი სოფელი დასავლეთ საქართველოში არ არის, ისეთ ადგილას, სადაც თბილი ზამთარი იცის, ჯობია საერთოდ არ დარგო სოფელში, ღია გრუნტში. პირველივე ზამთარში მოყინავს. yes.gif
თუ ამ მხრივ, კარგი კლიმატია შენს სოფელში, მაშინ გადარგე.
ჩემი პატარა ლიმონები ეზოში გავიტანე უკვე კაი ხანია და თავს მშვენივრად გრძნობენ.

Posted by: nika10 4 Apr 2014, 22:43
QUOTE (MITIATO @ 4 Apr 2014, 22:36 )
nika10
QUOTE
ასევე, თქვენი აზრით ფორთოხლის უფრო ხომ დეკორატიულია და ჯერჯერობით ოთახში მქონდეს? რას იტყვით?

ფორთოხალი დეკორატიული კი არა, სუბტროპიკული მცენარეა.
ამიტომ, თუ შენი სოფელი დასავლეთ საქართველოში არ არის, ისეთ ადგილას, სადაც თბილი ზამთარი იცის, ჯობია საერთოდ არ დარგო სოფელში, ღია გრუნტში. პირველივე ზამთარში მოყინავს. yes.gif
თუ ამ მხრივ, კარგი კლიმატია შენს სოფელში, მაშინ გადარგე.
ჩემი პატარა ლიმონები ეზოში გავიტანე უკვე კაი ხანია და თავს მშვენივრად გრძნობენ.

არა. კახეთშია. და ზამთრობით რომ გადავაფარო ხოლმე მაინც არ გამოვა? სახლში იცოცხლებს?

ასევე ნორმალურია რომ ჩემ ბალს ჯერ კიდევ არ გასცვივნია ფოთლები ოთახის ტემპერატურაზე? რამე ხომ არ მოუვა?

Posted by: ikooki 5 Apr 2014, 21:28
რამდენიმე ცალი ფარშევანგის კუდი მენდა და ხომ არ იცით სად ვიშოვო? rolleyes.gif

Posted by: MITIATO 5 Apr 2014, 22:54
nika10
QUOTE
არა. კახეთშია. და ზამთრობით რომ გადავაფარო ხოლმე მაინც არ გამოვა?

რა არის იცი?
სუბტროპიკულ კულტურებს ნოტიო და თბილი ჰავა ჭირდებათ, კახეთში კიდევ ასეთი არ არის.
სახლში იცოცხლებს, კი.

ბალზე ვერაფერს გეტყვი.

Posted by: Jaguar paw 5 Apr 2014, 22:58
ikooki, ზოოპარკის თანამშრომლებს სთხოვე, იქნებ ჩხუბის დროს კუდიდან გაპუტული ბუმბული შეგიგროვონ smile.gif

Posted by: ikooki 5 Apr 2014, 23:04
Jaguar paw
QUOTE
ზოოპარკის თანამშრომლებს სთხოვე, იქნებ ჩხუბის დროს კუდიდან გაპუტული ბუმბული შეგიგროვონ

მადლობა smile.gif

Posted by: nika10 9 Apr 2014, 19:33
უცნაურია, მახსოვს რომ ეს პოსტი დავპოსტე მაგრამ ვეღარ ვპოულობ, ხელახლა დავპოსტავ იმედია რამე არ გავაფუჭე..

დავრგე ჩემი ბლის ნერგი, როგორც უკვე ვთქვი სახლის პირობებში მოუწია ყოფნა და ფოთლები ჯერ კიდევ არ ჩამოცვენია:

http://www.picz.ge

რამე რჩევა გექნებათ? ნორმალურია რომ ფოთლები ჯერ კიდევ აქვს? მალე გასცვივა? რამე ხომ არ გაუფუჭდება?

მადლობთ.

Posted by: PLASMATV 12 Apr 2014, 17:44
მოგესალმებით, კატის გადასაყვან გალიას ერთი დღით ვერ მათხოვებთ ვინმე, ან იქნებ ქირავდებოდეს სადმე, ფისომ ფეხი მოიტეხა და ვერაფრით ვერ მიმყავს ექიმთან, ყუთში ვერაფრით ვერ ვსვამ sad.gif გმადლობთ

Posted by: Daji_lo 12 Apr 2014, 21:43
ვინმემ ხომ არ იცის სად ვიყიდო პეტუნიები იაფად, ვიღაცას ველაპარაკე ორთაჭალაში ვართო და ნომერი დავკარგე sad.gif

Posted by: leono 18 Apr 2014, 12:24
მოკლედ რა მაინტერესებს, არის ასეთი მცენარე: "ექიმი ყვავილი". ყოველ შემთხვევაში ამ სახელით ვიცნობ მე. სხვა სახელი არ გამიგია. გამოიყენება გრიპის წინააღმდეგ. ამ მცენარის ფოთოლს გამოწურავენ დოლბანდით და მიღებულ წვენს გრიპის დროს ისხამენ ცხვირში. ავადმყოფს ეწყება ცემინება და ვირუსი გამოდის გარეთ. მეორე დღეს გრიპი აღარ აქვს ადამიანს. მეც გამომიცდია საკუთარ თავზე და მართლა ეფექტური საშუალებაა.

მაგრამ არის ერთი პრობლემა: ყველა ეგზემპლარი ეფექტური არ არის. ზოგი "ტრუხაა". ანუ ჩაიწვეთებ მაგრამ ცემინებას არ გაწყებინებს და შესაბამისად გრიპის ვირუსიც არ გამოდის გარეთ. (ანუ პლანივით არის რა, ზოგი რომ გაბოლებს და ზოგი არა. biggrin.gif )

ხოდა ვეძებ ისეთს, რომელიც მართლა ეფექტურია. ვერ ვპოულობ. მეზობლებში რაც ვნახე, ტრუხაა ყველა. მხოლოდ ერთ ადამიანს ჰქონდა "ნაღდი" და ისიც გაუხმა ამ რამდენიმე ხნის წინ.

თუ ვინმეს გაქვთ ეს მცენარე და თუ თქვენც გამოგიყენებიათ, იქნებ რამენაირად მომაწოდოთ ერთი ჩითილი. მინდა სახლში მქონდეს ქოთნით. ოღონდ მინდა ნამდვილი და არა ტრუხა. შემეხმიანეთ ისეთი, ვისაც გაქვთ ეს მცენარე, გამოგიყენებიათ და იცით, რომ ნამდვილად ეფექტურია.
* * *
ერთმა მომწერა, კალანხოე ჰქვიაო, მაგრამ რომ დავგუგლე, სულ სხვა მცენარე მომცა:
http://www.mlk.ge/209.html

ასეთი არ არის ექიმი ყვავილი. სხვანაირია. უბრალოდ სურათს ვერ ვპოულობ რომ გაჩვენოთ.

Posted by: MITIATO 18 Apr 2014, 12:34
leono
კალანხოეზე ამბობ, ჩემი აზრით: https://www.google.ru/search?q=Kalanchoe+daigremontiana&newwindow=1&source=lnms&tbm=isch&sa=X&ei=2uFQU7qJLIr07Abk44DICA&ved=0CAYQ_AUoAQ&biw=1119&bih=633#imgdii=_

ოღონდ კალანხოეს წვენი გრიპს ნამდვილად ვერ არჩენს და ოტორინოლარინგოლოგები საერთოდ არ გვირჩევენ მისი წვენის ცხვირში ჩასხმას, იმიტომ, რომ ძლიერად აღიზიანებს ცხვირის ლორწოვანს და იქით შეიძლება გახდეს მისი ანთების მიზეზი.

გამომიცდია მეც მისი "მკურნალი" ძალა. უბრალოდ, მექანიკურად აღიზიანებს ცხვირის ლორწოვანს, ცემინებას იწვევს და ცხვირში დაგროვებულ ლორწოს გამოდევნის და სუნთქვას აადვილებს რაღაც პერიოდი.
სულ ეგ არის.

ახლა აღარ მაქვს ეს მცენარე, თორემ სიამოვნებით გიწილადებდი. smile.gif


შენ რა სურათიც დადე, ეგ მოყვავილე კალანხოეა.
რასაცეძებ_ის სხვა. smile.gif

Posted by: leono 18 Apr 2014, 12:44
MITIATO

ხო მაგ ფოტოებზე უფრო ჰგავს. შეიძლება მართლა ეგ არის.


ნეტა არავის აქვს? ოღონდ ნაღდი. ტრუხა არ მინდა.
* * *
ეხლა ვნახე ვიკიპედიაში და ძალიან ბევრი სახეობა ჰქონია კალანხოეს გვარს. ზოგიერთი აფრიკული სახეობა შხამიანიც ყოფილა. გამიჭირდება მე მგონი იმ სახეობის მოძებნა, რომელიც მე მინდა.

Posted by: Jaguar paw 18 Apr 2014, 20:48
QUOTE (Shake @ 27 Mar 2014, 23:21 )
ხომ ვერ მეტყვით რა ქვია?

user posted image

* * *
ENZED
კი ეგეთი ვარდი შემხვდა კოლმეურნეობაზე ყიდდნენ 7 თუ 8 ლარი გირდა

დიდი დაგვიანებით, მაგრმა გიპასუხებ biggrin.gif
მეც მაინტერესებდა ამ მცენარეს დასახელება და დღეს სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ მაგნოლია ყოფილა smile.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 18 Apr 2014, 21:27
Jaguar paw
QUOTE
მეც მაინტერესებდა ამ მცენარეს დასახელება და დღეს სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ მაგნოლია ყოფილა

ეგ როგორ? ups.gif

Posted by: Jaguar paw 18 Apr 2014, 21:36
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
ეგ როგორ? 

როგორ რა?
როგორ არ ვიცოდი თუ რა მცენარე იყო, თუ როგორ აღმოვაჩინე, რომ მაგნოლია არის? biggrin.gif

Posted by: Jaguar paw 18 Apr 2014, 21:58
M-A-S-E-R-A-T-I
MITIATO
როგორც ფლორაში გაკრვეულ ხალხთან, 1 კითხვა მაქვს - რა მცენარე შეიძლება იყოს?
აღწერა:

სწრაფამზარდი მაღალი ხე(?) პრიალა მერქნით, გრძელი ტოტებით (კრონა, როგორც ასეთი, ფართე არ აქვს). გაზაფხულზე, შიშველ ტოტებზე კვირტები ჩნდება, დროთა განმავლობაში იბერებიან და აი ეხლა, დაახლოებითგ 2 კვირაა ტოტების ბოლო პირამიდალურად განლაგებული გრამოფონის ფორმის მქონე ღია იასამნისფერი დიდი ზომის ყვავილებია. ფოთლები ახლახანს გამოიტანა, მაგრამ გასულ წელს მახსოვს ძალიან დიდი ზომის ფოთლები ჰქონდა, უზარმაზარი yes.gif

ზრდის სისწრაფე რომ წარმიდგინოთ - შემოდგომაზე 1,5 მეტრის სიმაღლემდე გადაჭრეს ტოტებიანად და ახლა უკვე 8 მეტრია სიმაღლეში eek.gif

ასეთი მცენარე არსად მინახია, გარდა ჩემ სამსახურს მიმდებარე კორპუსში (ანუ სავარაუდოდ ადგილობრივი არ არის).

ამაზე დეტალურად ვერ ავღწერ fig.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 18 Apr 2014, 22:40
Jaguar paw
QUOTE
სწრაფამზარდი მაღალი ხე(?) პრიალა მერქნით,

ალბათ პავლოვნიას გულისხმობ მაგრამ პრიალა მერქანი?

Posted by: Jaguar paw 18 Apr 2014, 22:42
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
პავლონია

შენ გაიხარე! ეხლა ვნახე გუგლში და ეგ არის biggrin.gif
ჰო, რავი ...
* * *
ვიკიპედიაზე ვნახე და ერთი-ერთში აღწერილობა დამიწერია biggrin.gif
სწორედ დავკვირვებულვარ idea.gif
ამას გავს ---> Paulownia kawakamii yes.gif
ამოვიკითხე, რომ შემოდგომაზე შეიძლება თესლის დაკრეფა და დათესვა (ამის ინსტრუქციაც ვნახე), ასე რომ სექტემბერს ველოდები war.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 18 Apr 2014, 23:04
Jaguar paw
QUOTE
ვიკიპედიაზე ვნახე და ერთი-ერთში აღწერილობა დამიწერია
სწორედ დავკვირვებულვარ
ამას გავს ---> Paulownia kawakamii 
ამოვიკითხე, რომ შემოდგომაზე შეიძლება თესლის დაკრეფა და დათესვა (ამის ინსტრუქციაც ვნახე), ასე რომ სექტემბერს ველოდები

კი და საკმაოდ მარტივიც არის ძალიან სწრაფად იზრდება და დასავლეთში ამრავლებენ ბოლო რამოდენიმე წელია აქტიურად, იყენებენ მასალად

Posted by: Jaguar paw 18 Apr 2014, 23:06
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
იყენებენ მასალად

user.gif სკვერებში დარგონ მაინც.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 18 Apr 2014, 23:11
Jaguar paw
QUOTE
სკვერებში დარგონ მაინც.

მგონი თბილისში რუსთაველზე ესენია დარგული

Posted by: Sento555777 19 Apr 2014, 22:05
აუ შეიძლება გაგეცინოთ მაგრამ ესეიგი რა მომინდა, მინდა ვიყიდო წიწილა biggrin.gif აი თუთიყუშს ახალ გალიას ვყიდულობ და ძველში ამ წიწილას ჩავსვამ , ადრე მიყვარდა ბავშვობაში მყიდულობდნენ ხოლმე ( ხშირ შემთXვევაში ან ვკლავდი ან მიკვდებოდა sad.gif ) მაგრამ ეხლა მართლა მომინდა რაღაც გავზარდო წიწილა biggrin.gif პატარა საყვარელი რავი და როდის იჩეკებიან ეს წიწილები რომ ბაზარში რომ არიან ქათმის გამყიდველები ვუთხრა ? გთხოვთ დამეხმარეთ

Posted by: MITIATO 23 Apr 2014, 18:00
Sento555777
QUOTE
როდის იჩეკებიან ეს წიწილები

უკვე დაჩეკილები არიან.

მაგრამ თუთიყუშის გალიაში წიწილას ჩასმა სისასტიკეა და მეტი არაფერი.
ტანჯვაში ამოძვრება სული.

Posted by: Vangoga 23 Apr 2014, 20:58
მეგობრებო მჭირდება დახმარება , მყავს კოკერ სპანიელი ამერიკული , უკვე 1 წლის არის და გამოფენებზე მინდა გაყვანა . მაგრამ როგორც მოგეხსენებათ , ამ ჯიშს გახშირებული აქვს ბეწვის ცვენა , როგორ შემილია მოვაგვარო ეს პრობლემა , არსებობს რამე წამალი ან რამე პუდრის მსგავსი ? მადლობა წინასწარ და გილოცავთ აღდგომას ყველას

Posted by: ბეჟანბეჟანი 23 Apr 2014, 22:11
როგორ მოვუარო წაბლის ნერგს?, აგრონომებო, დახმარებას გთხოვთ

გასულ შემოდგომას დასავლეთ საქართველოდან ჩამოტანილი წაბლის ნაყოფი თბილისში, ქოთანში ჩავრგე და აღმოცენდა 5-დან 3. მინდა მომავალ შემოდგომას ისევ დასავლეთ საქართველოში წავიღო და იქ გადავრგა. რწყვას არ ვაკლებ და ბოლო დროს ვნამავ კიდეც. მაგრამ რაღაც ვერ მიდის საქმე კარგად. ფოთლები ჯერ შეეწინწკლა და შემდეგ რამოდენიმე გახმა კიდეც.
მასწავლეთ, როგორ მოვიქცე, რა ვიღონო.

გუშინ ოთახიდან აივანზე გავიტანე. სამხრეთი, უქარო და მზიანი მხარეა.

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: dzaocom 23 Apr 2014, 23:25
QUOTE (ბეჟანბეჟანი @ 23 Apr 2014, 22:11 )
როგორ მოვუარო წაბლის ნერგს?, აგრონომებო, დახმარებას გთხოვთ

გასულ შემოდგომას დასავლეთ საქართველოდან ჩამოტანილი წაბლის ნაყოფი თბილისში, ქოთანში ჩავრგე და აღმოცენდა 5-დან 3. მინდა მომავალ შემოდგომას ისევ დასავლეთ საქართველოში წავიღო და იქ გადავრგა. რწყვას არ ვაკლებ და ბოლო დროს ვნამავ კიდეც. მაგრამ რაღაც ვერ მიდის საქმე კარგად. ფოთლები ჯერ შეეწინწკლა და შემდეგ რამოდენიმე გახმა კიდეც.
მასწავლეთ, როგორ მოვიქცე, რა ვიღონო.

გუშინ ოთახიდან აივანზე გავიტანე. სამხრეთი, უქარო და მზიანი მხარეა.

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

როგორც გავარკვიე ეგ ან სოკოვანი დაავადება ყოფილა რომელიც საშიში არ არის. უბრალოდ დაავადებული ფოთლები უნდა მოაჭრა რომ არ გავრცელდეს. ან კიდე მწერების შემოტევისგან აქვს ფოთლები ეგრე. თუ რაღაცეები ეხვევა ანუ ეგ არის. მეც მაქვს ათამდე წაბლი თესლიდან გაზრდილი და თითქმის ყველას ეგეთი რამ ჭირს. ეტყობა რაღაც ძაან გავრცელებული დაავადებაა

Posted by: ბეჟანბეჟანი 24 Apr 2014, 09:01
dzaocom
QUOTE
როგორც გავარკვიე ეგ ან სოკოვანი დაავადება ყოფილა რომელიც საშიში არ არის. უბრალოდ დაავადებული ფოთლები უნდა მოაჭრა რომ არ გავრცელდეს. ან კიდე მწერების შემოტევისგან აქვს ფოთლები ეგრე. თუ რაღაცეები ეხვევა ანუ ეგ არის. მეც მაქვს ათამდე წაბლი თესლიდან გაზრდილი და თითქმის ყველას ეგეთი რამ ჭირს. ეტყობა რაღაც ძაან გავრცელებული დაავადებაა

მწერების შემოტევისგან არ არის იმ უბრალო მიზეზით, რომ ზამთარში მწერები არ არიან. არც არაფერი ეხვევა არც ჭია და არც აბლაბუდა (ყოველ შემთხვევაში, თვალით არ ჩანს).
დაავადებული ფოთლები ერთხელ უკვე შევჭერი, მაგრამ არ უშველა.
ერთ ნერგს 4 ფოთლიდან 4-ვე დაავადებული აქვს და რომ შევჭრა, უფოთლო ჯოხი შემრჩება. biggrin.gif

ამ განყოფილების მოდერატორმა მირჩია, დიდუბეში, აგრომაღაზიაში გამერკვია რა უნდა იყოს და წავალ, წავიღებ მოწყვეტილ ფოთოლს, იქნებ მითხრან, როგორ და რითი ვებრძოლო.
* * *
M-A-S-E-R-A-T-I
dzaocom

დიდუბის მეტროსთან ვიყავი გასული საკონსულტაციოდ, თან დაზიანებული ფოთლები წავიღე. დახედეს და არაფერი არ ჭირს, ხშირი მორწყვის გამოა, ფოთოლი აორთქლებას ვერარ ასწრებს და რწყვას მოუკელიო. biggrin.gif

Posted by: dzaocom 24 Apr 2014, 21:16
QUOTE (ბეჟანბეჟანი @ 24 Apr 2014, 09:01 )
dzaocom
QUOTE
როგორც გავარკვიე ეგ ან სოკოვანი დაავადება ყოფილა რომელიც საშიში არ არის. უბრალოდ დაავადებული ფოთლები უნდა მოაჭრა რომ არ გავრცელდეს. ან კიდე მწერების შემოტევისგან აქვს ფოთლები ეგრე. თუ რაღაცეები ეხვევა ანუ ეგ არის. მეც მაქვს ათამდე წაბლი თესლიდან გაზრდილი და თითქმის ყველას ეგეთი რამ ჭირს. ეტყობა რაღაც ძაან გავრცელებული დაავადებაა

მწერების შემოტევისგან არ არის იმ უბრალო მიზეზით, რომ ზამთარში მწერები არ არიან. არც არაფერი ეხვევა არც ჭია და არც აბლაბუდა (ყოველ შემთხვევაში, თვალით არ ჩანს).
დაავადებული ფოთლები ერთხელ უკვე შევჭერი, მაგრამ არ უშველა.
ერთ ნერგს 4 ფოთლიდან 4-ვე დაავადებული აქვს და რომ შევჭრა, უფოთლო ჯოხი შემრჩება. biggrin.gif

ამ განყოფილების მოდერატორმა მირჩია, დიდუბეში, აგრომაღაზიაში გამერკვია რა უნდა იყოს და წავალ, წავიღებ მოწყვეტილ ფოთოლს, იქნებ მითხრან, როგორ და რითი ვებრძოლო.
* * *
M-A-S-E-R-A-T-I
dzaocom

დიდუბის მეტროსთან ვიყავი გასული საკონსულტაციოდ, თან დაზიანებული ფოთლები წავიღე. დახედეს და არაფერი არ ჭირს, ხშირი მორწყვის გამოა, ფოთოლი აორთქლებას ვერარ ასწრებს და რწყვას მოუკელიო. biggrin.gif

არამგონია ეგეთი მარტივი რამე იყოს. სურათში როგორც ჩანს ზოგი ფოთოლი მთლიანად გამხმარია რაც სხვა რამეზე მეტყველებს. საერთოდ კატასტროფული მდგომარეობაა საქართველოში წაბლებზე, აი ვიდეოც - მაგრები ვართ ქართველები. არავინ აკონტროლეებს ტყეებს და საერთოდ როგორ უნდა მისცე უფლება კომპანიას მოჭრას წაბლის ხე რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი! ისე დარწმუნებული ხარ რომ ჯანსაღი ხის წაბლიდან არის გაზრდილი?

Posted by: ბეჟანბეჟანი 24 Apr 2014, 21:37
dzaocom
ვიდეო არ ჩანს sad.gif
QUOTE
დარწმუნებული ხარ რომ ჯანსაღი ხის წაბლიდან არის გაზრდილი?

აბა რა გითხრა, დასავლეთ საქართველოდან გამომიგზავნეს წაბლი. გემოზე გეახელით მოხარშულიც და უმიც. 5 ცალი კი ქოთანში ჩავთესე იმ მიზნით, რომ აღმოცენდებოდა და ნერგს მშობლიურ ადგილზე გადავრგავდი. აღმოცენდა სამი. ერთი საკმაოდ ძლიერია, ერთიც სუსტი.

Posted by: dzaocom 24 Apr 2014, 22:16
http://www.youtube.com/watch?v=EfqOcu_dJC0 აი ლინკი.

Posted by: Vangoga 24 Apr 2014, 23:35
მეგობრებო მჭირდება დახმარება , მყავს კოკერ სპანიელი ამერიკული , უკვე 1 წლის არის და გამოფენებზე მინდა გაყვანა . მაგრამ როგორც მოგეხსენებათ , ამ ჯიშს გახშირებული აქვს ბეწვის ცვენა , როგორ შემილია მოვაგვარო ეს პრობლემა , არსებობს რამე წამალი ან რამე პუდრის მსგავსი ? მადლობა წინასწარ და გილოცავთ აღდგომას ყველას

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 25 Apr 2014, 10:16
dzaocom
QUOTE
მაგრები ვართ ქართველები. არავინ აკონტროლეებს ტყეებს და საერთოდ როგორ უნდა მისცე უფლება კომპანიას მოჭრას წაბლის ხე რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი! ისე დარწმუნებული ხარ რომ ჯანსაღი ხის წაბლიდან არის გაზრდილი?

მასიურად ხმება წაბლის ხეები დასავლეთშიც სამწუხაროდ არავინ აკონტროლებს ამ სიტუაციას და არვითარი ღონისძიებები არ მიმდინარეობს sad.gif

Posted by: dzaocom 25 Apr 2014, 11:47
QUOTE (M-A-S-E-R-A-T-I @ 25 Apr 2014, 10:16 )
dzaocom
QUOTE
მაგრები ვართ ქართველები. არავინ აკონტროლეებს ტყეებს და საერთოდ როგორ უნდა მისცე უფლება კომპანიას მოჭრას წაბლის ხე რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი! ისე დარწმუნებული ხარ რომ ჯანსაღი ხის წაბლიდან არის გაზრდილი?

მასიურად ხმება წაბლის ხეები დასავლეთშიც სამწუხაროდ არავინ აკონტროლებს ამ სიტუაციას და არვითარი ღონისძიებები არ მიმდინარეობს sad.gif

თან სახელმწიფომ გააგზავნა ხის მჭრელი ფირმა დაავადებული ხეების მოსაჭრელად. ეგენი საექსპორტოდ დაავადებულ ხეებს კი არა ჯანსაღებს ჭრიან და დაავადებული ისევ ისე რჩება. ბოლობოლო წითელ წიგნში არის შეტანილი... პატრონი არ ჰყავს ტყეს ან თვითონ პატრონი აკეთებს ამას... ეჰ არაფერი გვეშველება არც ჩვენ და არც ტყეს.

Posted by: dreamer123 25 Apr 2014, 20:44
მეგობრებო, საქართველოში გოლდენ რეტრივერი არავის ყავს თუ იცით ? (ლეკვებს ვგულისხმობ)

Posted by: 2nika22 26 Apr 2014, 09:27
მცენარეებისთვის მჭირდება ერთჯერადი ქოთანი არ ვიცი ზუსტად რას ეძახიან დროებით რომ ჩავრგო მცენარე რბილი პლასტმასია და სად შეIძლება რომ ვიყიდო ხომ არ იცით? ლუდის ჭიქა და რამე ეგეთი არ მინდა

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 26 Apr 2014, 09:43
2nika22
QUOTE
მცენარეებისთვის მჭირდება ერთჯერადი ქოთანი არ ვიცი ზუსტად რას ეძახიან დროებით რომ ჩავრგო მცენარე რბილი პლასტმასია და სად შეIძლება რომ ვიყიდო ხომ არ იცით? ლუდის ჭიქა და რამე ეგეთი არ მინდა

მგონი გუდვილში უნდა ჰქონდეთ ეგეთი

Posted by: 2nika22 26 Apr 2014, 11:48
QUOTE (M-A-S-E-R-A-T-I @ 26 Apr 2014, 09:43 )
2nika22
QUOTE
მცენარეებისთვის მჭირდება ერთჯერადი ქოთანი არ ვიცი ზუსტად რას ეძახიან დროებით რომ ჩავრგო მცენარე რბილი პლასტმასია და სად შეIძლება რომ ვიყიდო ხომ არ იცით? ლუდის ჭიქა და რამე ეგეთი არ მინდა

მგონი გუდვილში უნდა ჰქონდეთ ეგეთი

მადლობა ვნახავ სხვაგან კიდევ ხომ არ გეგულებათ სადმე?

Posted by: dzaocom 26 Apr 2014, 12:03
QUOTE (2nika22 @ 26 Apr 2014, 11:48 )
QUOTE (M-A-S-E-R-A-T-I @ 26 Apr 2014, 09:43 )
2nika22
QUOTE
მცენარეებისთვის მჭირდება ერთჯერადი ქოთანი არ ვიცი ზუსტად რას ეძახიან დროებით რომ ჩავრგო მცენარე რბილი პლასტმასია და სად შეIძლება რომ ვიყიდო ხომ არ იცით? ლუდის ჭიქა და რამე ეგეთი არ მინდა

მგონი გუდვილში უნდა ჰქონდეთ ეგეთი

მადლობა ვნახავ სხვაგან კიდევ ხომ არ გეგულებათ სადმე?

ყველგან იყიდება. ბაზრობაზე, მცენარეების მაღაზიაში და ბევრგან კიდე

Posted by: Solokh123 27 Apr 2014, 12:24
თუ ვინმემ იცით ფურმინატორი ძაღლისთვის სად იყიდება მითხარით რა

Posted by: madonna_Girl 27 Apr 2014, 12:32
თურქული წიწაკები რომ არის პატარები და ძალიან მწარე მაგის თესლი სად ვიშოვო???

Posted by: Future> 27 Apr 2014, 17:45
მელიას ვერ ვიშოვი სადმე? user.gif

.




ეს ჯიში აქ არ იყიდება ალბათ mo.gif

Posted by: INA-INA 27 Apr 2014, 20:21
ასეთი შაყვარლობა ლოკოკინები იყიდება აქ?



Posted by: tamrikor 27 Apr 2014, 21:37
Solokh123
კოსტავაზე ზოოპლაზაში

Posted by: formula3000 28 Apr 2014, 13:44
კითხვა მაქვს...smile.gifშეიძლება თუ არა და
როდის შეიძლება ხის გადარგვა?(ვაშლის ხეა,უკვე აყვავილდა კიდეც–ხე სამ მეტრამდეა დაახლ. 10 წლის)
და რა წინასწარი სამუშაოებია საჭირო, გადასარგავ ნიადაგში?

Posted by: გაგუშა 28 Apr 2014, 14:16
მეფრინველეობის შესახებ სად შეიძლება რო მოვიძიო ინფორმაცია
ქათმის პატარა ფერმა მინდა გავაკეთო
დამწყები ვარ და არ ვიცი როგორ უნდა მოვიქცე
იქნებ დამეხმაროთ

Posted by: Solokh123 28 Apr 2014, 14:34
QUOTE (tamrikor @ 27 Apr 2014, 21:37 )
Solokh123
კოსტავაზე ზოოპლაზაში

მადლობა.ფასი ხო არ იცი შემთხვევით?

Posted by: zvioab 28 Apr 2014, 17:08
წყალშI რომ "ზელიონკა" შევურიო და ისე დავუსხა მცენარეს დაუშავებს რამეს?

Posted by: dzaocom 28 Apr 2014, 18:54
QUOTE (formula3000 @ 28 Apr 2014, 13:44 )
კითხვა მაქვს...smile.gifშეიძლება თუ არა და
როდის შეიძლება ხის გადარგვა?(ვაშლის ხეა,უკვე აყვავილდა კიდეც–ხე სამ მეტრამდეა დაახლ. 10 წლის)
და რა წინასწარი სამუშაოებია საჭირო, გადასარგავ ნიადაგში?

თუ უკვე აყვავებულია თან მაგხელა... გვიანია გადარგვა, უფრო მალე უნდა გეზრუნა. შემოდგომით მოგიწევს გადარგვა. ისეთი არაფერი სამუშაოები, ღრმა ორმო, კარგი მიწა და წყალი smile.gif
* * *
QUOTE (zvioab @ 28 Apr 2014, 17:08 )
წყალშI რომ "ზელიონკა" შევურიო და ისე დავუსხა მცენარეს დაუშავებს რამეს?

თუ ცოტა რაოდენობით შეურევ არა მაგრამ ეგ იდეა რატომ მოგივიდა? biggrin.gif უნდა დახოცო საწყალი მცენარეები?

Posted by: formula3000 29 Apr 2014, 13:08
dzaocom
QUOTE
თუ უკვე აყვავებულია თან მაგხელა... გვიანია გადარგვა, უფრო მალე უნდა გეზრუნა. შემოდგომით მოგიწევს გადარგვა. ისეთი არაფერი სამუშაოები, ღრმა ორმო, კარგი მიწა და წყალი smile.gif

ჰო მართალი ხართ. უნდა მეზრუნა მარა ვერ მოვიცალე.
კიდევ გკითხავთ.
ბაღის ნაკვეთში ზოგიერთ ადგილზე გახმა , კაი მოზრდილი 3-4 მეტრიანი ხეები.
გვერდით კარგად გახარებული ხეები უდგას და რას დავაბრალო ვერ ვხვდები. ადგილი ცოტა
კლდოვანიც არის მაგრამ ზემოდან მიწით დაფარული 50-60 სმ მდე, თან ყველა გარგარია და ხომ არ
უჭირს ცოტა მაღალ ადგილებში?
გმადლობთ.

Posted by: dzaocom 29 Apr 2014, 21:24
QUOTE
ჰო მართალი ხართ. უნდა მეზრუნა მარა ვერ მოვიცალე.კიდევ  გკითხავთ.ბაღის ნაკვეთში ზოგიერთ ადგილზე გახმა , კაი მოზრდილი 3-4 მეტრიანი ხეები.გვერდით კარგად გახარებული ხეები უდგას და რას დავაბრალო ვერ ვხვდები. ადგილი  ცოტა კლდოვანიც არის მაგრამ ზემოდან მიწით დაფარული 50-60 სმ მდე, თან ყველა გარგარია და ხომ არ უჭირს ცოტა მაღალ ადგილებში?გმადლობთ.

გარგარი? შეიძლება ყინვებს ვერ გაუძლო ან რამე დაავადებამ დაღუპა.

Posted by: nia4u 30 Apr 2014, 13:36
გაგუშა
QUOTE
მეფრინველეობის შესახებ სად შეიძლება რო მოვიძიო ინფორმაცია
ქათმის პატარა ფერმა მინდა გავაკეთო
დამწყები ვარ და არ ვიცი როგორ უნდა მოვიქცე
იქნებ დამეხმაროთ

ბიზნესის განყოფილებაში არის თემა მაგაზე და იქ უფრო დაგაკვალიანებენ smile.gif
http://forum.ge/?f=106&showtopic=33986628&st=0
აი,ეს თემა გადაათვალიერე და ბევრი ინფოა smile.gif

Posted by: კულე 3 May 2014, 20:05
სპორტის სასახლესთან ყველაზე ახლოს ზოომაღაზიას ვერ მიმასწავლით, ფასებიც რომ ნორმალური იყოს ისეთი, გთხოვთ თუ იციტ კარგად ამიხსენით, არ ვარ თბილისელი და რომ არ გამიჭირდეს მიგნება.

Posted by: Ordoll 3 May 2014, 20:24
კულე
QUOTE
სპორტის სასახლესთან ყველაზე ახლოს ზოომაღაზიას ვერ მიმასწავლით, ფასებიც რომ ნორმალური იყოს ისეთი, გთხოვთ თუ იციტ კარგად ამიხსენით, არ ვარ თბილისელი და რომ არ გამიჭირდეს მიგნება.

კოსტავას უნდა ჩამოუყვე და გეპეის მეორე კორპუსს რო გასცდები იქვეა გზის პირზე, სანამ გმირთა მოედნამდე ჩახვალ
ფასები არ ვიცი, მაგრამ მახსოვს რო ზოომაღაზია და ვეტაფთიაქი მანდაა

Posted by: zvioab 3 May 2014, 20:24
dzaocom
არა რა უნდა დავხოცო, უბრალოდ შორს მირგია ხე და მეზარება ხშირად სიარული. ჰოდა წვეთოვანით უნდა დავუდგა წყალი და რომ არავინ დამილიოს ზელიონკას შევურევ ცოტას და ეგონებათ ძველია და არ ვარგა biggrin.gif

Posted by: კულე 3 May 2014, 20:36
Ordoll
მადლობა აუცილებლად ვნახავ.

Posted by: dzaocom 3 May 2014, 21:02
QUOTE (zvioab @ 3 May 2014, 20:24 )
dzaocom
არა რა უნდა დავხოცო, უბრალოდ შორს მირგია ხე და მეზარება ხშირად სიარული. ჰოდა წვეთოვანით უნდა დავუდგა წყალი და რომ არავინ დამილიოს ზელიონკას შევურევ ცოტას და ეგონებათ ძველია და არ ვარგა biggrin.gif

ერთი პულსის საზომიც დაუდგი და როცა ცუდად გახდება ეგეც გეცოდინება biggrin.gif

Posted by: zvioab 3 May 2014, 21:26
dzaocom
არაა ცუდი აზრი, ვიფიქრიბ მაგაზე biggrin.gif

Posted by: Sento555777 6 May 2014, 21:11
მითხარით 2 დღის წიწილა სად დავამწყვიო, ყუთში არ ჩერდება

Posted by: Janiashvili 7 May 2014, 19:52
გამარჯობა მეგობრებო

მორცხვი მიმოზა ან მისი თესლი სად შეიძლება ვიყიდო ვერ მიმასწავლით?? არ ვიცი სადაა რამე ნორმალური მცენარეული მაღაზიები და ამბები

Posted by: Shake 7 May 2014, 20:39
user posted image

ხომ არ იცით რა ქვია?

Posted by: Jaguar paw 7 May 2014, 20:48
Shake, http://forum.ge/?f=72&showtopic=34514248 ამ თემაში palavando-ს ჰკითხე smile.gif

Janiashvili, აქ მოგეხმარებიან http://forum.ge/?f=72&showtopic=34580922 smile.gif

Posted by: Shake 7 May 2014, 20:50
Jaguar paw
რავი ხომ შემოვა და ნახავს smile.gif PM ში მივწერ ახლა. მადლობა wink.gif

Posted by: Jaguar paw 7 May 2014, 20:51
Shake
QUOTE
რავი ხომ შემოვა და ნახავს

აქ არ იხედება smile.gif
QUOTE
PM ში მივწერ ახლა. მადლობა

არაფრის smile.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 10 May 2014, 11:26
ვინც ერკევევით ძაღლებში ამას რა ჰქვია ხომ არ იცით?

http://www.radikal.ru

Posted by: dreamer123 10 May 2014, 22:53
M-A-S-E-R-A-T-I

მეფე ჩარლზის სპანიელია თუარ ვცდები))

Posted by: MITIATO 10 May 2014, 23:54
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
მეფე ჩარლზის სპანიელია

+1
უფრო ზუსტად, cavalier king charles spaniel.


Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 11 May 2014, 03:02
dreamer123
MITIATO
გმადლობთ smile.gif

Posted by: DIOGENA 11 May 2014, 04:31
მეგობრებო, სად გეგულებათ იარაღების ისეთი მაღაზია, სადაც განვადების სერვისიც იყოს? პისტოლეტის შეძენა მინდა და ერთიანი ფული არ მაქვს. აქ მონადირეები და მეთევზეები იყვიან თავს და იქნებ იცოდეთ რამე...




Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 11 May 2014, 10:53
DIOGENA
QUOTE
მეგობრებო, სად გეგულებათ იარაღების ისეთი მაღაზია, სადაც განვადების სერვისიც იყოს? პისტოლეტის შეძენა მინდა და ერთიანი ფული არ მაქვს. აქ მონადირეები და მეთევზეები იყვიან თავს და იქნებ იცოდეთ რამე...

სპორტის განყოფილებაში გავასახლე მონადირეები იქ იკითხე yes.gif

Posted by: T_Noxious 12 May 2014, 16:20
QUOTE
მეგობრებო, საქართველოში გოლდენ რეტრივერი არავის ყავს თუ იცით ? (ლეკვებს ვგულისხმობ)

მე უნდა ჩამომიყვანონ თურქეთიდან ეხლა ფეხმძიმედ არის და რამდენს გადაიხდი ლეკვში? ინგლისიდან არის ჩამოყვანილი თურქეთში და ეხლა საქართველოში ჩამოვა თვენახევარში დაახლოვებით. ულამაზესი და უჭკვიანესი გოგოა, ესმის თურქული და ინგლისური და ლეკვებიც შესაბამისი იქნება ალბათ biggrin.gif

Posted by: eko9 15 May 2014, 12:19
გამარჯობა მყავს კორელა მაქსიმუმ 1 წლის არის დედალი , ხოდა გადავწყვიტე რომ მოვუყვანოთ მამალი კარელა , ვნახე საიტზე მაგრამ მამალი მხოლოდ 3 თვისაა და არ ვიცი რამდენად შეეწყობიან ერთმანეთს,თან ისიც მითხრეს მერე თუ მოუყვან თუთიყუშს ჩაანისკარტებს და მოკლავსო) მოკლედ ვერ გადავყვიტე რა ვქნა და იქნებ მირჩიოთ ვინც იციითთ ძალიან გთხოვთ|)
* * *
გამარჯობა მყავს კორელა მაქსიმუმ 1 წლის არის დედალი , ხოდა გადავწყვიტე რომ მოვუყვანოთ მამალი კარელა , ვნახე საიტზე მაგრამ მამალი მხოლოდ 3 თვისაა და არ ვიცი რამდენად შეეწყობიან ერთმანეთს,თან ისიც მითხრეს მერე თუ მოუყვან თუთიყუშს ჩაანისკარტებს და მოკლავსო) მოკლედ ვერ გადავყვიტე რა ვქნა და იქნებ მირჩიოთ ვინც იციითთ ძალიან გთხოვთ|)

Posted by: BLACK_SERENADE 16 May 2014, 14:47
T_Noxious
QUOTE
მე უნდა ჩამომიყვანონ თურქეთიდან ეხლა ფეხმძიმედ არის და რამდენს გადაიხდი ლეკვში? ინგლისიდან არის ჩამოყვანილი თურქეთში და ეხლა საქართველოში ჩამოვა თვენახევარში დაახლოვებით. ულამაზესი და უჭკვიანესი გოგოა, ესმის თურქული და ინგლისური და ლეკვებიც შესაბამისი იქნება ალბათ

ნეტა 2 წლის წინ გექნა ეგ sad.gif

Posted by: T_Noxious 16 May 2014, 23:23
QUOTE
ნეტა 2 წლის წინ გექნა ეგ

2 წლის წინ ძაღლის გაგონება არ უნდოდათ ჩემს სახლში და ეხლა ჰასკი მყავს თურქეთიდან ჩამოყვანილი და ისე შეუყვარდა დედაჩემს საწოლში უწევს biggrin.gif გოლდენ რეტრივერი აღარ უნდა მაგრამ ლეკვებით ფულის შოვნის პერსპექტივა ხიბლავს, თან ისეთი დონის ძაღლია სხვისთვის ჩუქება არ ღირს . მამალიც გვყავს თურქეთში, ის თურქული ძაღლსაშენიდანაა, ისიც უმაღლესი კლასის . სად წავიყვანო ამდენი ძაღლები არ ვიცი ადგილი მაინც მქონდეს cry.gif

ფასი იცის ვინმემ გოლდენ რეტრივერის?

Posted by: Andy_Kaufman 17 May 2014, 16:21
ეს რა ყვავილია ვინმეს შეგიძლიათ მითხრათ?

http://pix.ge/

Posted by: Jaguar paw 17 May 2014, 16:27
Andy_Kaufman, ირესინე (Iresine).

Posted by: Andy_Kaufman 17 May 2014, 17:36
Jaguar paw
მადლობა

Posted by: trampghost 19 May 2014, 14:15
მოკლედ ტარანტულის და გველის ყიდვა მინდა(პითონის) და საქართველოში სადმე იყიდება? :/ ინტერნეტში ვერაფერს გადავაწყდი sad.gif

Posted by: Blue October 19 May 2014, 17:27
მეგობრებო, ალბათ აქ თუ გეცოდინებათ; მოკლედ ჩემთვის რაღაცეებს ვჩალიჩობ ხოლმე, და როგორ შეიძლება მოწყვეტილ ყვავილს ან ფოთოლს შევუნარჩუნი ის მდგომარეობა მუდმივად? დაჰერბარიუმების გარეშე, არ არსებობს რაიმე ლაკივით მისაშხურებელი?

პ.ს. ლაკიც ვცადე, გლიცერინიც წავუსვი და ეგრეც, მაგრამ არაფერი :/

Posted by: dzaocom 19 May 2014, 19:34
QUOTE
მეგობრებო, ალბათ აქ თუ გეცოდინებათ; მოკლედ ჩემთვის რაღაცეებს ვჩალიჩობ ხოლმე, და როგორ შეიძლება მოწყვეტილ ყვავილს ან ფოთოლს შევუნარჩუნი ის მდგომარეობა მუდმივად? დაჰერბარიუმების გარეშე, არ არსებობს რაიმე ლაკივით მისაშხურებელი? პ.ს. ლაკიც ვცადე, გლიცერინიც წავუსვი და ეგრეც, მაგრამ არაფერი :/ 
       

ფოთლის თავდაპირველი ფორმის შენარჩუნება შეუძლებელია რადგან თუ ფოთოლს საკვები და წყალი არ მიეწოდება უჯრედები იღუპება და ფოთოლი ჭკნება. ყვავილის ფორმის შენარჩუნება შეიძლება მაგრამ რამდენიმე დღით.

Posted by: Blue October 20 May 2014, 11:22
dzaocom
როგორი რაღაც მინდა იცი? აი მინიან ჩარჩოში რომ ჩავდო, ვაკუუმი რომ შევუქმნა მაინც დაჭკნება ხომ?

რამე ისეთი არ არის რომ მიასხურებ და გაყინავს და გააქვავებს რა მდგომარეობაშიცაა :/

Posted by: lazy 20 May 2014, 18:20
წყლის პერი/ლემნა სად ვიშოვო ვინმემ ხომ არ იცით ? sad.gif

http://pix.ge/

Posted by: dzaocom 20 May 2014, 21:19
Blue October
აბა ვაკუუმში დაჭკნება თუ დაჭკნება biggrin.gif რავიცი აბა ეგეთი სითხე ჯერ არ მინახავს. იცი რა შეგიძლია? თუ ფოთოლს რამე ნაყოფიც აქვს ზედ მობმული, ნაყოფიანად მოწყვიტო და ერთი კვირა მაინც იქნება ახალი სანამ ნაყოფს ბოლომდე არ გამოიყენებს (ალუჩაზე ჩავატარე ექსპერიმენტი biggrin.gif).

Posted by: Blue October 20 May 2014, 22:46
dzaocom
არა, სამუდამოდ მინდა რომ გავაქვავო cry.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: dzaocom 20 May 2014, 22:54
QUOTE
არა, სამუდამოდ მინდა რომ გავაქვავო         

მაშინ აიღე ხის ფისი და მაგაში ჩადე. ეგ ათასწლეულებითაც ინახავს ორგანულ მასას და რაიცი იქნებ მომავალში ვინმემ აღმოაჩინოს biggrin.gif პ.ს რაში გჭირდება ფოთლის გაქვავება?

Posted by: lazy 21 May 2014, 14:03
წყლის პერი/ლემნა სად ვიშოვო ვინმემ ხომ არ იცით ? sad.gif

http://pix.ge/

Posted by: dzaocom 21 May 2014, 15:13
QUOTE
წყლის პერი/ლემნა სად ვიშოვო ვინმემ ხომ არ იცით ?

სიმართლე გითხრა არ ვიცი რა არის smile.gif

Posted by: lazy 21 May 2014, 15:18
ყლის პერი, ლემნა (Lemna) — მცენარეთა გვარი წყლისპერისებრთა ოჯახისა. მეტისმეტად პატარა მრავალწლოვანი ბალახებია. მათი მომრგვალო თუ მოგრძო ფოთლისებრი მწვანე სხეული წყლის ზედაპირზე ტივტივებს ან წყალშია მოქცეული. ყვავილობს მეტად იშვიათად, ძირითადად მრავლდება ვეგეტატიურად. ცნობილია 10 სახეობა, რომლებიც გვარცელებულია მთელ დედამიწაზე, იზრდება დამდგარსა და მდოვრე მტკნარ წყლებში. საქართველოში მხოლოდ 3 სახეობა გვხვდება ველისა და ტყის სარტყლებში.

ზოგჯერ წყლის ზედაპირზე ქმნის მთლიან საფარს. ჭამენ მოცურავე ფრინველები.

Posted by: MITIATO 21 May 2014, 15:45
lazy
QUOTE
წყლის პერი/ლემნა სად ვიშოვო ვინმემ ხომ არ იცით ?

თბილისის ბოტანიკურში.

punch.gif

Posted by: Jaguar paw 21 May 2014, 19:42
lazy, როგორც MITIATO-მ დაწერა, ბოტანიკურში.
ასევე ზოგჯერ დიღმის ცხოველთა ბაზრობაზე ყიდიან აკვარიუმის თევზების გამყიდვლები.

Posted by: lazy 22 May 2014, 00:20
MITIATO
ბოტანიკურ ბაღში ნარიყალასთან? biggrin.gif იქ როგორ ექნებათ
Jaguar paw
ეგ ბაზრობა სად მდებარეობს ? ^ _^

Posted by: Jaguar paw 22 May 2014, 09:27
lazy
QUOTE
ეგ ბაზრობა სად მდებარეობს ?  ^ _^

დიღმის მასივში, რესტორან ბაბილოს მოპირდაპირე მხარეს smile.gif

Posted by: Blue October 22 May 2014, 10:39
dzaocom
მართლა? smile.gif სად შემიძლია შევიძინო?



მიინდა chups.gif

Posted by: dzaocom 22 May 2014, 12:55
Blue October
არვიცი არამგონია სადმე იყიიდებოდეს ეგრე. ხეებს უნდა დაუარო და თუ გაგიმართლებს იპოვი biggrin.gif

Posted by: MITIATO 22 May 2014, 18:45
lazy
QUOTE
ბოტანიკურ ბაღში ნარიყალასთან?  იქ როგორ ექნებათ

როგორ ექნებათ და ბოტანიკურ ბაღში არის პატარა ტბორი, სადაც იზრდება ლემნა. biggrin.gif
ცოტა რომ ამოიღო, არა მგონია, ვინმემ რამე გითხრას.

Posted by: Blue October 22 May 2014, 22:22
dzaocom
biggrin.gif biggrin.gif ხეებს რაც აქვთ ის რომ გამაგრებულია? :/

Posted by: dzaocom 22 May 2014, 22:29
Blue October
მერე მოაძრე, დაალბე და ჩადე ფოთოლი. თუ არადა ბუზს უთხარი თან შეიტანოს ეგ შენი ფოთოლი როცა ფისზე მიეწებება biggrin.gif

Posted by: Blue October 22 May 2014, 23:02
dzaocom
biggrin.gif biggrin.gif კაი, დავუკვეთავ ხოლმე პერიოდულად biggrin.gif

Posted by: dzaocom 23 May 2014, 00:00
Blue October
ერთ წლიანი კონტრაქტი გაუფორმე biggrin.gif ისე მართლა როგორც გითხარი ეგრე გააკეთე და ჩაიყინება ფისში.
* * *
მეგობრებო, სოიო სად შეიძლება შევიძინო კარგი ჯიშის?

Posted by: ashley judd 29 May 2014, 20:56
ბლის ხეებს ფოთლები გაუყვითლდათ და სცვივათ, ცოტა დაჭიანებულიც არის ფოთოლიც და ნაყოფიც. რა ვუშველოო? sad.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 29 May 2014, 21:50
ashley judd
QUOTE
ბლის ხეებს ფოთლები გაუყვითლდათ და სცვივათ, ცოტა დაჭიანებულიც არის ფოთოლიც და ნაყოფიც. რა ვუშველოო?

დიდუბეში სამთო ქიმიასთან იკითხე თუ დიდია ხე ცოტა კი გაჭირდება განკურნება მაგრამ რამოდენიმე ჯერზე შეიძლება გაუმჯობესდეს მდგომარეობა

Posted by: zgarbi 31 May 2014, 19:55
მყავს12 წლის დედალი კატა ბოლო ერთი წელია ყოველ 20 დღეში მიწევს სექსბარიერის მიცემა, კნუტები ყავდა 3ჯერ ახლა კნუტებისთვის ბებერია რამე ხალხური საშუალება ხომ არ იცით არ მინდა ამდენი ქიმია წინასწარ გიხდით მადლობას

Posted by: Jangula_Silence 3 Jun 2014, 22:37
იპოდრომზე რომ აქლემი დადის, ვისია ხომ არ იცით?

Posted by: Jaguar paw 3 Jun 2014, 22:47
Jangula_Silence, http://www.myvideo.ge/?video_id=2291316

Posted by: Vangoga 5 Jun 2014, 22:58
გამარჯობა , ერთი კითხვა მაქვს, ჩემ ძაღლს უკვე დაეწყო " თვიური " და როდის ხდება ძაღლების შეჯვარება, რა წლოვანების ასაკაში ? (( ისე მაინტერესებს , ჩემთვის ))

Posted by: MITIATO 6 Jun 2014, 10:36
Vangoga
QUOTE
ჩემ ძაღლს უკვე დაეწყო " თვიური "

მძუნაობა ქვია მაგას. smile.gif

2 წლის ასაკშია რეკომენდირებული ძუს შეჯვარება.

Posted by: teach&study 9 Jun 2014, 10:36
თუ ვინმეს გამოგიწერიათ თესლები/ბოლქვები საზღვარგარეთიდან იქნებ რჩევა მომცეთ, რომ დრო არ ვკარგო სხვაგან ძებნით... ანუ საიდან შევუკვეთო და როგორ?

Posted by: MITIATO 9 Jun 2014, 16:32
teach&study
მე გამომიწერია თესლები. ოღონდ მარტო ამაზონიდან.
აქედან ბოლქვები გამოვიწერე: http://www.edensblooms.com/ ფეიფალი ჭირდება.
თესლი ყველა გადამზიდ კომპანიას უპრობლემოდ ჩამოაქვს. ბოლქვები და სხვა ნაწილები_https://www.usa2georgia.com/
ებაიდანაც იწერენ, მე არ მაქვს მაქედან გამოწერის გამოცდილება.

Posted by: Shironeko 14 Jun 2014, 17:34
სალამი smile.gif

პატარა კაქტუსებისთვის (ასევე პატარა) ქოთნები სად ვიყიდო ხომ ვერ მიმასწავლით? smile.gif სასურველია რომ იყოს თიხის

Posted by: nigshtwish 25 Jun 2014, 00:35
ხალსო დღე დღეზე ვყიდულობ ოთხფეხა მეგობარს . დედ მამას საბუთები აქვს და ჩემს ცუგას როგორ მოვუწესრიგო და რა საბუთები ვთხოვო?

Posted by: PuTKiiI 25 Jun 2014, 00:42
nigshtwish
დედ-მამის საბუთები დაგჭირდება და ლეკვი მიიყვნე და გაგიკეთებენ

Posted by: nigshtwish 25 Jun 2014, 04:30
სად და რა ღირს ? ????????????????

Posted by: BoromiR 26 Jun 2014, 02:44
რომელ ცხოველების სასტუმროს უწევთ რეკომენდაციას? არ მინდა სადმე მივიყვანო ჩემი კატა და ისე დავტოვო რომ არ ვიცოდე როგორი დაწესებულებაა და როგორ უვლიან მანდ ყოფნის პერიოდში ცხოველს.

Posted by: teach&study 30 Jun 2014, 08:06
MITIATO
დიდი მადლობა პასუხისათვის smile.gif

Posted by: celtics 30 Jun 2014, 11:18
ეს რა ფრინველისაა შეგუძლიათ მითხრათ? რაღაც მტაცებელს ჰგავს....





Vერ დავდე რა სურათი

Posted by: Jaguar paw 30 Jun 2014, 11:38
celtics, ატვირთე pix.ge-ზე, დააკოპირე ლინკი და პოსტში ჩაამატე.

Posted by: Pickering 2 Jul 2014, 22:08
გამარჯობათ! ვინმე ხომ არ ფლობთ ინფორმაციას, რა ბედი ეწევათ მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ სტერილიზაციის მიზნით ქუჩიდან წაყვანილ ძაღლებს?
იცით რაიმე ამ სამსახურის საქმიანობის მეთოდების შესახებ? ხომ არ იცით, როგორ დავუკავშირდე და როგორ ვიპოვო და დავიბრუნო მათ მიერ წაყვანილი ძაღლები?

Posted by: HauntTheDemonAway 3 Jul 2014, 00:39
Pickering
თავშესაფარში მიყავთ.
ამ ნომერზე დარეკე 577 09 30 18 თავშესაფრის მორიგის ნომერია
ეტყვი მისამართს საიდანაც წაიყვანეს ძაღლები, წაყვანის დროს, აღწერილობას და რომ შენ პატრონობ იმ ძაღლებს.. თავშესაფარი ვალდებულია გაასტერილოს ძაღლები, აცრას ცოფზე და დაგიბრუნოს..

Posted by: Pickering 3 Jul 2014, 09:29
HauntTheDemonAway
მადლობა! ზუსტად ეს მაინტერესებდა.

Posted by: d_guruli 7 Jul 2014, 16:54
გამარჯობათ,ხომ ვერ მიმასწალით სადმე თემას სადაც ასახული იქნება როგორ უნდა გაიწვრთნას გერმანული ნაგაზის ლეკვი, ან მწვრთნელის საკონტაქნო და ფასები რა ჯდება ეს სიამოვნება

Posted by: lucius_malfoy 9 Jul 2014, 16:45
გამარჯობათ

თბილისის ზოოპარკის ეგზოტარიუმის უფროსს გურამ წიკლაურს როგორ დავუკავშირდე ხომ არ იცით? ან თუ იცით ვინმე ვინც სერპენტოლოგიაში კარგად ეკვევა? დაინტერესებული ვარ ამ დარგით smile.gif

Posted by: Just do It 10 Jul 2014, 13:39
ძალიან პატარა კუ ვიპოვე გზაზე (მუხიანში) რანაირად აღმოჩნდა იქ რავიცი ხოდა ავიყვანე წავიყვანე გლდანში ეზოიანი ბინა მაქვს და ჩავსვი ბალახებში და ა.შ არაფერს არ ჭამს რასაც ვუყრი .. ან მე ვერ ვხვდები გუშინ მითხრეს კიტრი დაუდე პატარაო და ჩემთვის არ ვიჭრი ისე დავუჭერი მაგრამ მაინც არ ჭამა და რამე მირჩიეთ რამე სპეციალური საჭმელი უნდა თუ როგორ არის პირველია ჩემთვის biggrin.gif

Posted by: BB42 12 Jul 2014, 01:35
იორდასალამის ყიდვა სად შეიძლება ხო არ იცით? :დ
ქართულად ასეა მგონი
Peony ყვავილზე მაქვს ლაპარაკი
user posted image

Posted by: HauntTheDemonAway 12 Jul 2014, 02:20
BB42
ყიდვა არ ვიცი და ბებიაჩემს აქვს სოფელში smile.gif

Posted by: Tariel 14 Jul 2014, 22:37
ვინმემ თუ იცით, საქართველოში სირაქლემა ყავს სადმე ვინმეს?

Posted by: Unico 14 Jul 2014, 23:09
Just do It
კუებზე არის თემები, იქ უფრო იპოვი გამოხმაურებას
http://forum.ge/?showtopic=33653335&st=1080&hl=%E1%83%99%E1%83%A3

http://forum.ge/?showtopic=34483181&st=420&hl=%E1%83%99%E1%83%A3

Posted by: MITIATO 14 Jul 2014, 23:32
Tariel
QUOTE
ვინმემ თუ იცით, საქართველოში სირაქლემა ყავს სადმე ვინმეს?

ადრე მაქვს ნაყურები სიუჟეტი, კახეთში ქონდა სირაქლემების ფერმა ვიღაცას.
ახლაც ყავს თუ არა და რამდენად მომგებიანი იყო სირაქლემების ბიზნესი, ვერ გეტყვი.

Posted by: Tariel 14 Jul 2014, 23:54
QUOTE (MITIATO @ 14 Jul 2014, 23:32 )
ადრე მაქვს ნაყურები სიუჟეტი, კახეთში ქონდა სირაქლემების ფერმა ვიღაცას.
ახლაც ყავს თუ არა და რამდენად მომგებიანი იყო სირაქლემების ბიზნესი, ვერ გეტყვი.

მეც ვნახე მაგის მსგავსი რაღაც, მაგრამ ახლა თუ არის ეგეთი რაღაც მაინტერესებს.

Posted by: MITIATO 15 Jul 2014, 16:54
Tariel
ამ განყოფილებაში უფრო დაგეხმარებიან: http://forum.ge/?showforum=106

Posted by: Tariel 15 Jul 2014, 20:14
MITIATO
მადლობა, გაიხარე

Posted by: მზე 16 Jul 2014, 11:40
user posted image
user posted image
user posted image
ხომ ვერ მეტყვით ეს რა მცენარეა და როგორ მოვუარო? : )
მადლობა წინასწარ

Posted by: irusha 16 Jul 2014, 19:06
გამარჯობა, ხომ ვერ მეტყვით ლესელიძე- კოლმეურნეობის ტერიტორიაზე თუ არის სადმე ვეტერინარული?


ბაოს აცრა მინდა და ისე სცხელა ამის სადმე წაბოდიალება კოშმარია..

Posted by: Jaguar paw 16 Jul 2014, 19:15
მზე, ბეგონია არის. ზაფხულში ყოველდღიური მორწყვა და განათებული (ოღონდ მზის პირდაპირი სხივები არ უნდა ხვდებოდეს) ადგილი. ადვილია მოსავლელად smile.gif

Posted by: მზე 17 Jul 2014, 14:12
Jaguar paw
გაიხარე დიდი მადლობა chups.gif

რამდენი წყალი დავასხა დაახლოებით ეგ შეგიძლია რო მითხრა? user.gif მიწა მეტ-ნაკლებად ნამიანი რომ იყოს სულ?

Posted by: saluqa 18 Jul 2014, 08:40
გამარჯობა, ნათია ბერიძე რომ არის ვეტ-ექიმი ნუცუბიძეზე, ტელეფონის ნომერი ხომ არ იცით ვინმემ?

Posted by: lucius_malfoy 18 Jul 2014, 11:27
QUOTE (saluqa @ 18 Jul 2014, 08:40 )
გამარჯობა, ნათია ბერიძე რომ არის ვეტ-ექიმი ნუცუბიძეზე, ტელეფონის ნომერი ხომ არ იცით ვინმემ?

ნათია ბერიძე & კო. – ვეტერინარული კლინიკა
თბილისი. ნუცუბიძის ქ. 62ა
ტელ: 232 54 08, (599) 56 82 01
ელ. ფოსტა: natiber2008@gmail.com


პ.ს. საოცარი გამოგინებაა ეს გუგლი biggrin.gif gigi.gif

Posted by: yellow -fresh 18 Jul 2014, 15:22
ყველაზე ძლიერი კბენა რომელ ძაღლას აქვს შეგიძლიათ ფოთტO / ვიდეო დადოთ ზიანის

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 18 Jul 2014, 16:00
yellow -fresh
QUOTE
ყველაზე ძლიერი კბენა რომელ ძაღლას აქვს შეგიძლიათ ფოთტO / ვიდეო დადოთ ზიანის


მოჩხუბარ ძაღლს ეძებ? smile.gif

Posted by: yellow -fresh 18 Jul 2014, 16:05
QUOTE
მოჩხუბარ ძაღლს ეძებ

არა უბრალოდ მაინტერესებს და ვერ ვიპოვე ეგეთი national გeograpi კზე იყო კანგალი როა მაგას ქონდა და პირველზე მგელი იყო მარა რავი.

კიდე ვიდეო ან სურათები მმაინტერესებს როგორ ჭრილობებს აყენებს ძაღლი

Posted by: Hijacker 18 Jul 2014, 21:26
yellow -fresh
რავი კანგალზე წამიკითხავს ბევრგან რომ მაგათ აქვთ ყველაზე ძლიერი კბენა

Posted by: Jaguar paw 18 Jul 2014, 21:31
მზე, ეხლა ისეთი სიცხეებია, ყოცელ დღე ან დღე გამოშვებით შეგიძლია იმდენი დაასხა, ქოთანში არსებული ნახვრეტიდან რომ გაუვიდეს წყალი smile.gif)))


Posted by: Wisemаn* 18 Jul 2014, 22:48
yellow -fresh


რისი ვიდეო მასალაც არსებობს, ეს არის მასტიფები(უფრო კონრეტულად ფრანგული მასტიფი და ბულმასტიფი) 556 ფუტი, თუ რაღაც ეგრე ეძახიან.
არის ლაპარაკი რომ კანგალმა 710 აჩვენა, მაგრამ დამამტკიცებელი საბუთები არ არსებობს.
შედარებისთვის გეტყვი რომ ქართული/აზიური/კავკასიური ნაგაზებიდან ყველაზე ძლიერი ნაკბენი 450-ის ფარგლებშია, მაგრამ კანგალს ამათზე დიდი თავი და შესაბამისად ყბა აქვს.

500+ სიძლიერის კბენას უკვე შეუძლია ადამიანის ნებისმიერი ძვალი დაამტვრიოს.

Posted by: saluqa 19 Jul 2014, 06:35
lucius_malfoy

დიდი მადლობა

Posted by: *WASP* 19 Jul 2014, 23:04
მეგობრებო, თქვენი დახმარება მჭირდება. მცენარე მაჩუქეს.
წყალს ყოველდღე ვუსხამდი და სურათზე მოცემულ მდგომარეობამდე მივიდა.
რა ჭირს? რით ვუშველო? როგორ მოვუარო და საერთოდ, რა მცენარეა?

Posted by: TokoAssassin 22 Jul 2014, 11:39
რა მინდოდა მეკითხა: პატარა კალმახების ყიდვა სად შეიძლება, გასაზრდელ-გასამრავლებლად მინდა...

Posted by: MITIATO 22 Jul 2014, 22:15
TokoAssassin
QUOTE
პატარა კალმახების ყიდვა სად შეიძლება, გასაზრდელ-გასამრავლებლად მინდა...

მაგ საკითხში ამ განყოფილებაში უფრო გაგარკვევენ: http://forum.ge/?showforum=106

Posted by: მზე 23 Jul 2014, 00:55
Jaguar paw
დიდი მადლობა ^_^

პ.ს. ბოდიში გვიანი მადლობისთივს gigi.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 23 Jul 2014, 01:25
*WASP*
QUOTE
მეგობრებო, თქვენი დახმარება მჭირდება. მცენარე მაჩუქეს.
წყალს ყოველდღე ვუსხამდი და სურათზე მოცემულ მდგომარეობამდე მივიდა.
რა ჭირს? რით ვუშველო? როგორ მოვუარო და საერთოდ, რა მცენარეა?

ცოტა გვიან კი გპასუხობ, მაგრამ იქნებ დაგეხმარო. ეგ გიორგიანაა და ქოთანში მე პირადად პირველად ვხედავ ანუ ჩვეულებრივ ეს მცენარე მოზრდილ ბოლქვებს იკეთებს და რაც უფრო დიდია ფესვთა სისტემა და მიწა ნოყიერ შესაბამისად უფრო კარგადაც ყვავილობს ქოთანში კი ასეთი პირობების შექმნა რთულია, წყალს ბევრს თუ დაუსხამ შეიძლება საერთოდ ჩალპეს ბოლქვები

Posted by: *WASP* 23 Jul 2014, 01:30
QUOTE (M-A-S-E-R-A-T-I @ 23 Jul 2014, 01:25 )
*WASP*
QUOTE
მეგობრებო, თქვენი დახმარება მჭირდება. მცენარე მაჩუქეს.
წყალს ყოველდღე ვუსხამდი და სურათზე მოცემულ მდგომარეობამდე მივიდა.
რა ჭირს? რით ვუშველო? როგორ მოვუარო და საერთოდ, რა მცენარეა?

ცოტა გვიან კი გპასუხობ, მაგრამ იქნებ დაგეხმარო. ეგ გიორგიანაა და ქოთანში მე პირადად პირველად ვხედავ ანუ ჩვეულებრივ ეს მცენარე მოზრდილ ბოლქვებს იკეთებს და რაც უფრო დიდია ფესვთა სისტემა და მიწა ნოყიერ შესაბამისად უფრო კარგადაც ყვავილობს ქოთანში კი ასეთი პირობების შექმნა რთულია, წყალს ბევრს თუ დაუსხამ შეიძლება საერთოდ ჩალპეს ბოლქვები

მადლობა! ახლა უფრო ცუდად გამოიყურება.

ლიკანი რო დაუსხა? givi.gif მინერალების პონტში ვამბობ. givi.gif

ზოგადად, წყალი რა ოდენობით და რა ინტენსივობით სჭირდება?
ფოთლებზე წლის დაპკურება უნდა თუ არა?

Posted by: CENTURIONI 5 Aug 2014, 07:43
გამარჯობა
კითხვა მაქვს .საქართველოში მზარდი ევკალიპტები რომელი სახეობას განეკუთვნება ვინმემ თუ იცის. რამდენად ყინვა გამძლეები არიან ისინი?

Posted by: Cephalaspidomorph 5 Aug 2014, 13:17
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

ხომ არ იცით ამ ხეს (ან ბუჩქს ) რა ქვია?


* * *
ან ამას რა ქვია?

http://www.radikal.ru

Posted by: AlbiNo 5 Aug 2014, 22:06
ქვეწარმავლების, გველების შეძენა თბილისში სად შეიძლება?

Posted by: Jaguar paw 5 Aug 2014, 23:06
AlbiNo, როგორც ადრე ერთმა მეგობარმა მითხრა, თამარაშვილის ქუჩაზე არის რაღაც ზოომაღაზია, და მანდ გველების და ხვლიკებიც ჰყავთო.


Posted by: AlbiNo 8 Aug 2014, 10:11
Jaguar pa
მადლობა
და ქამელეონი სად შემიძლია რომ ვიშოვო? თუ უცხოეთიდან უნდა შემოვიყვანო?
მაგაზეც თუ შეგიძლიათ დამაკვალიანოთ, როგორ ხდება, რა რისკებია, რას მვიაქციო ყრუადღება, როგორ მოვიქცე

Posted by: Jaguar paw 8 Aug 2014, 11:05
AlbiNo, საწუხაოდ არ ვიცი, მაგრამ ირჩევ ისევ იმ მაღაზიაში დაუსხვა კითხვები გამყიდველებს ან მეპატრონეს.

Posted by: გრინი 8 Aug 2014, 12:02
ამ მცენარეს რა ქვია ხომ არ იცით?
და კიდევ მიწას სად ყიდულობთ ყვავილებისთვის? ორგან ვიყიდე და ორივე ძალიან ცუდი იყო, გამაგრდა საშინლად და კოლტებად ყრია.
:|

user posted image
* * *
დრაცენა ქვია, გვიგე :პასუხისაკუთართავს:

ახლა ის მითხრაით, კარგი მიწა სად ვიყიდო

Posted by: მიუ 9 Aug 2014, 14:23
გამარჯობა, კარგი მიწა მინდა ვიყიდო, ადრე გუდვილში ვყიდულობდი, გერმანულს, მაგრამ გუშინ ვიყავი და აღარ შემოუტანიათ :/ კიდე სად შეიძლება ყიდვა?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 9 Aug 2014, 18:46
მიუ
გრინგარდენში ექნებათ აუცილებლად დაგუგლე საიტი და მისამართიც იქ არის yes.gif

Posted by: მიუ 9 Aug 2014, 20:22
M-A-S-E-R-A-T-I
დიდი მადლობა smile.gif

Posted by: Top-Gun 11 Aug 2014, 19:49
რამე შანსი არის ია რო ვიშოვო ამ პერიოდში?

Posted by: besoQOR 13 Aug 2014, 01:46
მინდა რაიმე კარგი ძაღლის ყიდვა კერძო სახლში რო ვაცხოვრო, ანუ მონადირე, მეძებარი და ა.შ. არ მაინტერესებს. მინდა ისეთი ჯიში შევარჩიო, რომელიც

1. გაქაჩავს უბრალო საჭმელით (პურით დ ა.შ.),
2. არ ექნება პრეტენზიული ხასიათი, ანუ გაქაჩავს გადაყოლილი ყურადღების გარეშეც და უაზრო აკვიატებები არ ექნება და პატრონს გაუგონებს.
3. არ იქნება მეტისმეტად აგრესიჰლი....

აბა მომეშველეთ ვინმე...

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 13 Aug 2014, 09:56
besoQOR
QUOTE
1. გაქაჩავს უბრალო საჭმელით (პურით დ ა.შ.),

მხოლოდ პურით ფეხებს გაქაჩავს

QUOTE
2. არ ექნება პრეტენზიული ხასიათი, ანუ გაქაჩავს გადაყოლილი ყურადღების გარეშეც და უაზრო აკვიატებები არ ექნება და პატრონს გაუგონებს.

როგორსაც გამოზრდი ისეთი ხასიათი ექნება

QUOTE
3. არ იქნება მეტისმეტად აგრესიჰლი....

აგრესიული არ იქნება თუ არ იქნები აგრესიული მის მიმართ, ძაღლებს სპილოებზე კარგი მახსოვრობა აქვთ

ჯამში კი არცერთ ჯიშს არ გირჩევ აიყვანე თავშესაფრიდან ლეკვი და თვითონ გამოზარდე, ნებისმიერი მეტისი შეიძლება კაი 500$ ლეკვზე უფრო ჭკვიანი და კარგი მეგობარი გახდეს

Posted by: lexo995 14 Aug 2014, 08:57
ხალხო არიცით რუსული საიტები ლეკვები რო იყიდებოდეს ?

Posted by: lucius_malfoy 14 Aug 2014, 10:09
lexo995

http://poisk-druga.ru/sell/

http://www.avito.ru/rossiya/sobaki



P.S.: http://lmgtfy.com/?q=%D0%BF%D1%80%D0%BE%D0%B4%D0%B0%D0%B6%D0%B0+%D1%81%D0%BE%D0%B1%D0%B0%D0%BA

Posted by: Unico 14 Aug 2014, 11:08
QUOTE
გაქაჩავს უბრალო საჭმელით (პურით დ ა.შ.),

აი ასეთ რაღაცას რომ წერენ ვგიჟდები. ხო ახლა სადილზე ძაღლს სუფით სავსე თეფშს დაუდგამ, მეორე თეფშით კიტრი–პომიდორის სალათი და რომ ჩაძღება, წამოგიწვება სავარძელზე/ტახტზე და ლუდის წრუპვით ფეხბურთს უყურებს facepalm.gif

რა უბრალო საჭმელი, რის უბრალო საჭმელი, თან პური, ყველი და კეთილი გულიო ....

Posted by: narmonana 15 Aug 2014, 21:55
ერთI კვირა სახლშI არ ვიქნები და წყლიან ტაშტში ჩავდგი ხეები,რამე ხო არ მოუვათ

Posted by: Ali-Baba 22 Aug 2014, 14:54
ამ შემოდგომაზე მინდა მალინა ჩავყარო დაჩაზე. დაახლოებით 400 კვ.მ ტერიტორიაა. მაინტერესებს სად შეიძლება კარგი ნერგების შოვნა.
მიწა უფრო თიხნარია და მთისკენ, ზღვის დონიდან 1500 მ

მადლობა

Posted by: udesa 26 Aug 2014, 17:49
თუ იცით დედალი რომელია აქედან და მამალი რომელი ?


http://www.radikal.ru
* * *
მწყერია smile.gif)) დედალი რომელია ან მამალი?
http://www.radikal.ru

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 26 Aug 2014, 18:21
udesa
http://www.mini-ferma.com.ua/kak-razlichit-pol-u-perepelov/

Posted by: udesa 28 Aug 2014, 15:29
M-A-S-E-R-A-T-I
გაიხარე მადლობა

Posted by: Rveulidacigni 28 Aug 2014, 22:19
გამარჯობა, სახლში მაქვს მოზრდილი ბარაქის ხე. ამ ზაფხულს ფოთლები დაცვივდა. რამდენიმე დღე მე სახლში არ ვიყავი (წყალს სისტემატიურად უსხავენ) და ფოთლები დასცვივდა. შევანჯღრიე ცოტა რაც ჩამოსაცვენია მოძვრებაქთქო და თითქმის ყველაფერი მოძვრა sad.gif( გაქუცულია ეხლა. აიი ამ წამსაც ჩამოვარდა ერთი ფოთოლო. ვფიქრომ რო სხვა უფრო დიდ ქოთანში გადავრგო. და არც ის ვიცი ეხლა შეიძლება თუ არა და ან იქნებ მაგის ბრალი სულ არაა. გთხოვთ დამეხმაროთ

Posted by: TT-KK 28 Aug 2014, 22:32
Rveulidacigni
დიდი ქოთანი არ უყვარს მაგას,სავარაუდოდ ბევრ წყალს უსხამდნენ. არ უყვარს ბევრი.
* * *
narmonana
კარგად მოქცეულხარ, ცუდი არაფერი მოუვათ

Posted by: udesa 30 Aug 2014, 15:15
ვინმე ხო არ ყიდით მწყრის გალიას გამზადებულს ?

Posted by: Tabo 3 Sep 2014, 15:38
სად შეიძLება შევიძინო ენოტი? ვერ დამაკვალიანებთ?

Posted by: Rveulidacigni 3 Sep 2014, 15:47
გამარჯობა, მალტესის ჯიშის ძაღლს საქართველოში სადმე ვიყიდი?

Posted by: MITIATO 3 Sep 2014, 17:06
Rveulidacigni
QUOTE
გამარჯობა, მალტესის ჯიშის ძაღლს საქართველოში სადმე ვიყიდი?

მაიმარკეტზე დევს ხოლმე განცხადებები, მაგრამ ფასი აქვს ისეთიიიი.....

Posted by: udesa 6 Sep 2014, 15:02
ვიყიდე დედალი მწყერები ორიცალი უეჭველი ვიცი რომ დედლები არიან მაგრამ 4 დღეა მყავს და კვერცხი არ დაუდიათ და რატომ ხომ არ იციიით? დიდები კი არიან

Posted by: Felixfelicis 9 Sep 2014, 23:14
გამარჯობა
დიდი ტანის ძაღლისთვის (ლაბრადორი) კარგი სახლის ყიდვა სად შეიძლება შეგიძლიათ მასწავლოთ ვინმემ?

Posted by: wrangler7 11 Sep 2014, 23:27
ცოტა უცნაური კითხვა მაქვს
ლოსის შვილს რა ჰქვია?

Posted by: MITIATO 12 Sep 2014, 00:08
wrangler26
QUOTE
ლოსის შვილს რა ჰქვია?

როგორც ირმისებრთა ოჯახის სხვა პატარებს, შეიძლება, ნუკრი ერქვას.
ქართულ ვიკიპედიაში ნაშიერად არის მოხსენებული. givi.gif

Posted by: NIK_NIKA 16 Sep 2014, 16:36
ვინმემ დამეხმარეთ ლეკვის შთამომავლობის ნუსხა სად გავაკეთო? პირველად ყავს ჩემსას ლეკვები და აზრზე არვარ ..

Posted by: jazzsoul 17 Sep 2014, 18:01
თეთრი ან ყვითელი ბუგონვილია სად შეიძლება შევიძინო?

Posted by: B@CHI 18 Sep 2014, 16:17
გამარჯობათ,

დღეს ვიპოვე დაჭრილი ფრინველი, ზუსტად არ ვიცი რა ფრინველია (მითხრეს რომ არის კვირიონი თუმცა ზუსტად რომელი ოჯახიდან არის არ ვიცი), ძალიან ლამაზია, ფრთა აქვს ტრამვირებული.

მივიყვანე ვეტერინართან და დავუმუშავეთ ჭრილობა, მინდა რომ ვუმკურნალო და მერე გავუშვა.

რა ვაჭამო?

ეს ფრინველია:

http://pix.ge/x/a/r/dx9wy/ http://pix.ge/x/a/i/k4hif/

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 18 Sep 2014, 18:12
B@CHI

ლათ: Merops apiaster

https://en.wikipedia.org/wiki/European_bee-eater

ძალიან რთული მოსავლელია ო ინტერნეტში წერია, მხოლოდ ცოცხალი საკვებით იკვებებიან და ადამიანს ვერ ეჩვევიან ამიტომ საეჭვოა გადარჩეს sad.gif

Posted by: B@CHI 18 Sep 2014, 18:22
M-A-S-E-R-A-T-I

ჰო მაგრამ გალიას წვრილი სეტკა რომ შემოვაკრა და ცოცხალი მწერები შევუშვა ხომ შეჭამს და გამოიკვებება და გადარჩება?

პროსტა ძალიან ლამაზია და თან მეცოდება.

გამოვაჯანმრთელებდი და გავუშვებდი მერე...

პ.ს.

ვეტერინალურ მარაზიაში ცოცხალი მწერი არ იყიდება რაიმე რომ ვაჭამო? ან სად ვიშოვო ბუზები ან რამე smile.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 18 Sep 2014, 18:32
B@CHI
QUOTE
ჰო მაგრამ გალიას წვრილი სეტკა რომ შემოვაკრა და ცოცხალი მწერები შევუშვა ხომ შეჭამს და გამოიკვებება და გადარჩება?

პროსტა ძალიან ლამაზია და თან მეცოდება.

გამოვაჯანმრთელებდი და გავუშვებდი მერე...

ეგ მეორე სახელით მეფუტკრიეა ანუ ფუტკრებით იკვებება და თუ დაუჭერ და ცოცხლად მისცემ ამ შემთხვევაში გადარჩება ალბათ, ვერ გეტყვი ზუსტად




QUOTE
ვეტერინალურ მარაზიაში ცოცხალი მწერი არ იყიდება რაიმე რომ ვაჭამო? ან სად ვიშოვო ბუზები ან რამე

არა სამწუხაროდ არ ვართ მაგ დონეზე და კიდევ დიდხანს არ ვიქნებით

Posted by: B@CHI 18 Sep 2014, 18:38
M-A-S-E-R-A-T-I

და მკვდარი მწერები რომ დავუყარო არ შეჭამს ნეტავ?

პ.ს.

ისე გინესის წიგნშია შესული ეგ ფრინველი.

ცოცხალი მწერები სად ვიშოვო ჩემი ჩიტის საჭმელად რომ გამოდგეს?

Posted by: CENTURIONI 19 Sep 2014, 08:35
სახლში მაქვს ციტრუსოვნები ქოთანში 3 ძირი. ეღტ ძირს Fოთლებზე რაღაც წებოვანი მასა გაუჩნდა რამოდენიმე ფოთოლზე ეჭვი მაქვს რომ რაღაც დაავადება და რამეს ხომ არ მირჩევდით რა ვქნა ან ვის მივმართო?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 19 Sep 2014, 09:37
CENTURIONI
QUOTE
სახლში მაქვს ციტრუსოვნები ქოთანში 3 ძირი. ეღტ ძირს Fოთლებზე რაღაც წებოვანი მასა გაუჩნდა რამოდენიმე ფოთოლზე ეჭვი მაქვს რომ რაღაც დაავადება და რამეს ხომ არ მირჩევდით რა ვქნა ან ვის მივმართო?

სამტო ქიმიასთან მოიკითხე იქ იყიდება ყველა საჭირო საწამლავი არ იქნება მაგის განკურნება რთული

Posted by: B@CHI 19 Sep 2014, 17:43
ჩემს კვირიონს ხელით ვაჭამე წითლი ჭიაყელა რომ არის თვზებზე რომ იყენებენ, მიწის, ჰოდა მერე უკან იღებს, თავს ფერთხავს და ისვრის უკან და რა გავაკეთო?

ზოოპარკში რომ მივიყვანო დაიტოვებენ ან მოუვლიან ?

Posted by: Jaguar paw 19 Sep 2014, 17:47
B@CHI, ჭიაყელას არც შეჭამს, არა.
ძირითადად კრაზანებს, ფუტკრებს და ნემსიყლაპიებს ჭამს. ზოგჯერ კალიებს.
მიიყვანე, შეიძლება დაიტოვონ smile.gif

Posted by: Unico 19 Sep 2014, 18:02
B@CHI
მემგონი აგიხსნეს, რომ რაც დაფრინავს, იმაზე ნადირობს.

ყველა ჩიტი კი არ ჭამს მატლებს და ჭიაყელებს

მიუყვანე ზოოპარკს, ნუ აწვალებ შენ, თორემ გადარჩენი მაგივრად ხელში ჩაგაკვდება smile.gif

Posted by: B@CHI 19 Sep 2014, 18:03
Jaguar paw

დღსაც დავასხით ანტისეპტიკი. ფრთა გადახვეული აქვს არტაშანით smile.gif დიდი სკრეპიტაც დავუმაგრე რომ კარგად დაუფიქსირდეს.

რამდენიმე ბუზი დაუჭერია ვეტერინარს და უჭმევია smile.gif

მარა ეხლა მწერები როგორ დავიჭირო, რაიმე ბუნებრივი საჭერი არ არის რაიმე? მწერების, ბუზების სატყუარა რომ ცოცხლდ დავიჭირო?

Posted by: Jaguar paw 19 Sep 2014, 18:08
B@CHI
QUOTE
მწერების, ბუზების სატყუარა რომ ცოცხლდ დავიჭირო?

არ გამიგია ასეთი იყიდებოდეს ჩვენთან smile.gif
რაღაც წებოვანი ლენტები კი იყიდება, ბუზების დასაჭერად biggrin.gif
ერთს გეტყვი, ზოოში ხვლიკების საჭმელად ტარაკნებს ამრავლებენ (ეგზოტარიუმში), ჰო და სიტუაცია რომ აუხსნა, იქნებ რამოდენიმე გამოგატანონ, ან თავად მოგცენ რჩევები. კარგი და გამგები ხალხი მუშაობს მანდ smile.gif

Posted by: B@CHI 19 Sep 2014, 18:11
Jaguar paw


დაიცა სადაა?


აბა კარგად, დაწვრილებით ამიხსენი : )

Posted by: Jaguar paw 19 Sep 2014, 18:24
B@CHI
QUOTE
დაიცა სადაა?

რა? ეგზოტარიუმი? biggrin.gif სადაც გველები და ხვლიკები ჰყავთ, იქ biggrin.gif
ზოოპარკში რომ შეხვალ, ვეტერინალური კლინიკის მხარეს ოდნავ ზევით. ანუ აუზი რომ არის ტურების ვოლიერის წინ, აი მანდ არის ეგზოტარიუმი.

Posted by: B@CHI 19 Sep 2014, 18:34
Jaguar paw

მერე ტარაკნებს ჭამს კვირიონი? : ))

Posted by: Jaguar paw 19 Sep 2014, 18:35
B@CHI
QUOTE
მერე ტარაკნებს ჭამს კვირიონი? : ))

ჭიაყელაზე ბევრად უფრო დიდი ალბათობით შეჭამს smile.gif

Posted by: B@CHI 19 Sep 2014, 18:46
Jaguar paw

ჩავუყარო და თვითონ მოუვლის თუ ხელით უნდა ვაჭამო?

ხელით რაც ვაჭამე რატომ არ შეირგო კიმარა, უკან ამოყარა smile.gif

აუ ბუზები მინდა სასწრაფოდ, რაღა ეხლა აცივდა :biggrin.gif

Posted by: Jaguar paw 19 Sep 2014, 18:48
B@CHI, ხელით smile.gif
არ შეირგო, იმიტომ რომ ზედმეტად უცხოა მაგისთვის ჭიაყელები smile.gif

Posted by: B@CHI 19 Sep 2014, 18:50
Jaguar paw

მდააააა: ))

და ისე საშიში ხომ არააა, რაიმე დაავადება არ ქონდეს ჩიტს და არ გადაგვედოს, ვირუსი ან რაიმე biggrin.gif

Posted by: Jaguar paw 19 Sep 2014, 19:00
B@CHI
QUOTE
და ისე საშიში ხომ არააა, რაიმე დაავადება არ ქონდეს ჩიტს და არ გადაგვედოს, ვირუსი ან რაიმე

ნაკლებად სავარაუდოა biggrin.gif

Posted by: B@CHI 19 Sep 2014, 19:09
Jaguar paw

დავიჯერო ვერ უნდა გადავარჩინო ეხლა მე ეგ ჩიტი? : ))

ისე დაუშვად 1 კვირაში მოურჩა ფრთა, და ნუ 1 კვირა გავაქაჩინე რამის ჭამით. მერე რომ გავუშვა გაიკვლევს გზას თვითონ? თუ უკვე ცივა და ვეღარსად წავა?

Posted by: Jaguar paw 19 Sep 2014, 19:18
B@CHI
QUOTE
მერე რომ გავუშვა გაიკვლევს გზას თვითონ?

yes.gif ჯერჯერობით დიდად არ აციებულა, ასე რომ გაფრინდება აფრიკაში smile.gif

Posted by: B@CHI 19 Sep 2014, 19:20
Jaguar paw

შენი აზრით რამდენ ხანში შეძლებს ფრენას? smile.gif

აუ ძან მოსუსტდა, გახდა, ჩინჩახვი სულ ცარიელი აქვს biggrin.gif

Posted by: Jaguar paw 19 Sep 2014, 19:26
B@CHI
QUOTE
შენი აზრით რამდენ ხანში შეძლებს ფრენას?

არ ვიცი, არც ვეტერიანრი ვარ და ასე რენტგენის გარეშე ვერც ვერავინ გეტყვის sad.gif
თავად ვეტერინართან რომ მიიყვანე, არ გითხრა არაფერი?

Posted by: B@CHI 19 Sep 2014, 19:28
Jaguar paw

ასე 1 კვირაში ფეხზე დადგებაო მითხრა მარა 1 კვირა რა ვაჭამო ტოო, მშიერია იმენა : ) წყალი ჩავუდგი და იმედია დალევს რავიცი.

სადღაც წავიკითხე კვერცხის გულსაც ჭამსო მგონი : )

პ.ს.

ჩემი რომელი სახეობაა კვირიონის, ოქროსფერი თუ მწვანე თუ რომელი? : ))

http://pix.ge/x/a/i/k4hif/

http://pix.ge/x/a/r/dx9wy/
* * *
------------------------

გუშინ ღამე სახლში რომ მივედი, ძალიან დასუსტებული იყო ჩემი შურკა smile.gif

მერე ვაჭამე კვერცხის გული, ჩემი ხელით და წყალიც დავალევინე, ვასხავდი პირში ცოტცოტას smile.gif

დილით დამხვდა უკვე გააკტიურებული შურკა biggrin.gif უკვე იკბინებოდა : ))

მერე კიდევ ვაჭამე კვერცხის გული და წყალი დავალევინე დილით, და ზელიონკით დავამუშავე და ჩავსვი ყუთში.

არ ვიცი რა იქნება, მაგრამ მინდა რომ გადარჩეს.

ეხლა შაბათ-კვირა დაემთხვა თორემ გარემოს დაცვის სამინისტროში უნდა დავრეკო და ორნიტოლოგების დახმარება მოვითხოვო, იქნებ ვინმე გამოჩნდეს მსურველი.

ისე არავის გინდათ ? smile.gif

მე სახლში მალე პატარა ბავშვი მეყოლება (შვილს ველოდებით) ჰოდა მაგ პონტში ცოტა მეშინია smile.gif





Posted by: Shake 25 Sep 2014, 01:49
მაინტერესებს ეს რა ჯიშის თხა არის ? https://www.facebook.com/video.php?v=343865945780692&set=vb.170901143077174&type=2&theater https://www.facebook.com/video.php?v=1507463522824865&set=vb.100006836950801&type=2&theater და შეიძლება თუ არა მისი ყიდვა თბილისში?

Posted by: MITIATO 25 Sep 2014, 09:59
Shake
ორივე ვიდეოში თიკნები არიან.
ისე, თხის 2 მინიატურული ჯიში არსებობს (როგორც ვიცი): ნიგერიული ჯუჯა თხა და კამერუნული პიგმეი.
ამ უკანასკნელებს მოკლე ფეხები აქვთ.

იყიდება თუ არა სეთი თხები საქართველოში, აქ უფრო ეცოდინებათ: http://forum.ge/?showforum=106


Posted by: zvioab 25 Sep 2014, 10:31
კამელია ვიყიდე გაზაფხულზე და ქოთანში დავრგე. ცოტა ხანშ ფოტლების დაცვენა დაიწყო. თან ახალი ფოთლებიც გამოქონდა მაგრამ თან ისინიც ცვიოდა მერე. იქნებ დამეხმაროთ და მირჩIოთ რამე? მგონი ხმება ახლა უკვე.

http://postimg.org/image/60videi6f/

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 25 Sep 2014, 11:06
zvioab
QUOTE
კამელია ვიყიდე გაზაფხულზე და ქოთანში დავრგე. ცოტა ხანშ ფოტლების დაცვენა დაიწყო. თან ახალი ფოთლებიც გამოქონდა მაგრამ თან ისინიც ცვიოდა მერე. იქნებ დამეხმაროთ და მირჩIოთ რამე? მგონი ხმება ახლა უკვე.

კამელია ოთახის პირობებში და ისიც აღმოსავლეთში რთული მოსავლელია, სჭირდება ღია სივრცე სუფთა ჰაერი, ფოთლების რეგულარულად დანამვა, უყვარს სინათლე მაგრამ მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს, ნიადაგი ტორფისა და ქქვიშის ნზავი წავა 2/1 პროპორციით ასევე მთელი წლის განმავლობაში საჭიროა კვება სპეციალური სასუქებით.
პირველ ყინვებამდე შეგიძლიათ გაიტანოთ აივანზე თუ ძლიერი ქარი არ მოხვდება და არავითარ შემთხვევაში არ გამოაშროთ მიწა ისევე როგორც მიადევნეთ თვალი არ ჩაუდგეს ფესვებში წყალი (ანუ ჯამში არ ჩადგეს)

Posted by: Tariel 25 Sep 2014, 13:19
Shake
თბილისში არ ვიცი მაგრამ ხაშურში ყავთ თხები, ხოდა გაზაფხულზე იყიდი ასეთ თიკნებს.

Posted by: zvioab 25 Sep 2014, 13:49
M-A-S-E-R-A-T-I
დიდი მადლობა რჩევისთვის. ეზოში რომ დავრგო როდის იქნება კარგი დრო გადასატანად? და რამეს ხომ არ მირჩევ, როგორ დავრგო?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 25 Sep 2014, 15:50
zvioab
QUOTE
დიდი მადლობა რჩევისთვის. ეზოში რომ დავრგო როდის იქნება კარგი დრო გადასატანად? და რამეს ხომ არ მირჩევ, როგორ დავრგო?

რახან ეხლა ახალი გადარგულია უმჯობესია გაზაფხულზე გადაიტანოთ ძლიერი ქარისგან დაცულ ადგილას

Posted by: CENTURIONI 26 Sep 2014, 10:41
თბილისში მაგნოლები რამდენად კარგად იზრდება და კერძოდ რომელი ჯიშები თუ იცით?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 27 Sep 2014, 14:32
CENTURIONI
კარგად ხარობს დიდყვავილა მაგნოლია (Magnolia grandiflora) და Magnolia liliflora, სანერგეებში შეიძლება ჰქონდეთ უფრო იშვიათი და ყინვაგამძლე ჯიშებიც მაგრამ მე მხოლოდ ესენი ვიცი

Posted by: CENTURIONI 28 Sep 2014, 20:59
M-A-S-E-R-A-T-I
გასაგებია მდლობა. ეგ ჯიშები რამდენად ყინვა გამძლეა?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 28 Sep 2014, 23:30
CENTURIONI
QUOTE
გასაგებია მდლობა. ეგ ჯიშები რამდენად ყინვა გამძლეა?

ორივე მათგანი მინახავს თბილისში და ყინვასაც შესაბამისად ყოველგვარი შეფუთვის გარეშეც უძლებენ ამიტომ გირჩევ კიდეც smile.gif

აღმაშენებლის გამზირზე, ჯავახიშვილის ქუჩაზე (წმ. ნიკოლოზის ტაძარს როგორც გაცდები ხელმარცხნივ) ავლაბრის მეტროსთან... ბევრგან შეხვდები დიდყვავილა მარადმწვანე მაგნოლიას, Magnolia liliflora კი ჭავჭავაძის გამზირზე უნივერსიტეტის მეორე კორპუსის წინ არის და მგონი რუსთაველზეც ზუსტად აღარ მახსოვს ეხლა დააკვირდი მოკლედ user.gif

Posted by: CENTURIONI 29 Sep 2014, 10:24
M-A-S-E-R-A-T-I
კარგი ვეცდები დაკვირვებას ამ დრეებში თუ მოვხვდი მანდეთ.
მოკლედ ტროპიკული ბაღის შექმნის მუღამი არ მასვენებს.ვნახოთ რა გამომივა. gigi.gif gigi.gif

Posted by: tete- 29 Sep 2014, 21:07
გამარჯობათ. სად შემიძლია ანალიზები გავუკეთო ძაღლს, რომ დაუდგინდეს აქვს თუარა ლეიშმანიოზი?

Posted by: Shake 29 Sep 2014, 23:37
ზღვის ვარსკლვავი სად შეიძლება შებიძინო? აკვარიუმში მინდა ჩავსვა

Posted by: Glekhi 30 Sep 2014, 08:20
იმედია სწორ ადგილას ვწერ მესაჭიროება ეზოსთვის შავი მიწა დაახლოებით 40მ3 ვინმემ იქნებ მირჩიოთ სად შეიძლება ყიდვა იაფად

Posted by: Paganin1 8 Oct 2014, 19:56
სად იყიდება სუფთა თუთუნი დაუმუშავებელი? წონით

Posted by: Unico 8 Oct 2014, 22:14
Glekhi
აბა ისეთ ადგილებში გაიკითხეთ, სადაც მცენარეები იყიდება ან სასუქი, სამთო ქიმიასთან მაგალითად.

Posted by: BB42 9 Oct 2014, 03:58
ლაბრადორ რეტრივერის ლეკვს ვინმე ხომ არ აჩუქეს ან შედარებით იაფად ყიდის?
sad.gif(

Posted by: urekhi 10 Oct 2014, 23:45
Gamwvanebis pontshi minda davrgo ragac xeebi an xili da mirchiet ra ra davrgo da rodis?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 11 Oct 2014, 00:57
CENTURIONI
QUOTE
კარგი ვეცდები დაკვირვებას ამ დრეებში თუ მოვხვდი მანდეთ.
მოკლედ ტროპიკული ბაღის შექმნის მუღამი არ მასვენებს.ვნახოთ რა გამომივა.

მაგ იდეაზე თბილისში ბევრი ვიფიქრე ტავის დროზე თუ რაღაც დაგეხმარები სიამოვნებით რჩევებით ვიცი ჯიშები რომელიც შეგიძლია გამოიყენო

Posted by: CENTURIONI 12 Oct 2014, 17:45
M-A-S-E-R-A-T-I
ძალიან კარგი დიდი მადლობა.

Posted by: urekhi 12 Oct 2014, 18:05
ბათუმში ვცხოვრობ მაქვს მიწის ნაკვეთი მაგრამ არ ვიცი რა როდის ირგვება დამეხმარეთ რა რა დავრგო?CENTURIONI
M-A-S-E-R-A-T-I

Posted by: CENTURIONI 13 Oct 2014, 07:59
urekhi
რისი დარგვის სურვილი გაქვს?

Posted by: urekhi 13 Oct 2014, 17:34
CENTURIONI
მეც ეგ მინდა გავიგო სწორედ. უმჯობესია რაიმე ხილი იყოს მაგრამ სად ვიშოვო ნერგი ეგეც თუ იცი გამაგებინე მოკლედ მინდა რამე ხეები დავრგო რა არ აქვს მნიშვნელობა

Posted by: CENTURIONI 14 Oct 2014, 07:43
ბათუმში ზუსტად არ ვიცი სად რა იყიდება მე თბილისში ვცხოვრობ მარა რაც მინახავს ბათუმისკენ მიმავალ გზაზე უამრავ სხვადასხვა ნერგებს ჰყიდიან უღელტეხილზე და ალბათ იმათ თუ დაელაპარაკები თუ რისი დარგვა გინდა ჩემზე უკეთ ისინი გირჩევენ თუ რა სად და როგორ. დიდი სპეციალისტი მეც არავარ დამწყები ვარ ამ საქმეში მეც ახლა ვიწყებ რაღაცეების დარგვა მოშენება.
აქ სრის თემა სანერგეებზე ამ განყოფლებაში და მოძებნე იქა არის ლინკები და მისამართები და ასე შემდეგ და იქიდან შეგეძლება ზუსტად რამეების გარკვევა.

Posted by: urekhi 14 Oct 2014, 10:57
CENTURIONI
მადლობა გაიხარე

Posted by: ბიჭური 14 Oct 2014, 14:45
ეს ხვლიკი მაჩუქეს
2 დღეა არაფერს ჭამს

ჭიები ვცადე და ა.შ

ხომ ვერ მეტყვით რა ჯიშია და რა უნდა ვუყო?? მეცოდება მოკვდება

სასწრაფოდ

http://www.radikal.ru

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 14 Oct 2014, 15:50
ბიჭური
სხვენი თუ გაქვს იქ გაუშვი მაგისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობა ხარჯებს დროს გამოცდილებას და ყურადღებას მოითხოვს საკმაოდ ბევრს yes.gif

Posted by: ბიჭური 14 Oct 2014, 16:16
QUOTE (ONikusha @ 14 Oct 2014, 15:54 )
ბიჭური
რა ჯიშია?
...................................................................

არ ვიცი მეც მაგას ვარკვევ
ეხლა რომ გავუშვა სადმე არ მოკვდეს მეცოდება

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 14 Oct 2014, 17:16
ბიჭური
QUOTE
ეხლა რომ გავუშვა სადმე არ მოკვდეს მეცოდება

კავკასიური თითტიტველი გეკონი ასე ჰქვია, არ მოკვდება იპოვის გზა კვალს უმჯობესია დღის ყველაზე თბილ მონაკვეთში გაუშვა

Posted by: Unico 14 Oct 2014, 17:40
M-A-S-E-R-A-T-I
ნიძლავი რომ არ გაუშვებს lol.gif
ჯერ გაერთობა კარგად და მერე ალბათ ... facepalm.gif

Posted by: CENTURIONI 14 Oct 2014, 21:57
კვიპაროსის თესლებს სტრატიფიცირება სჭირდება ტუ ეგრევე შეძლება დათესვა. ახლა რომ დავთესო რა შედეგი მოჰყვება გაიხარებს თ გაზაფხულზე სჯობია დათესვა?

Posted by: kikva_98 16 Oct 2014, 18:33
გამარჯობატ იქნებ დამეხმაროტ http://b.pix.ge:81/s/f3du1.jpg http://b.pix.ge:81/q/q3abo.jpg რისი პესვებია სამკურნალოა.. იქნებ იცოდეთ

Posted by: kvatunia24 20 Oct 2014, 17:22
ხეების გასხვლა უნდა მეგობარს, სამსახურის ეზოს ხეებია, ხეხილია ძირითადად და არსებობს ეგეთი სამსახური რომ გამოიძახო, მოვიდნენ და გასხლან? თუ კი, იქნება დაგვაკვალიანოთ? მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: sasutela 21 Oct 2014, 12:58
ძაღლების გამოფენა როდის იქნება ხომ არ იცით?

Posted by: მონსტრი 21 Oct 2014, 16:26
ჯეკ რასელ ტერიერს ბინის პირობებში სუნი მართლა არა აქვს? წინასწარ მადლობა პასუხისთვის smile.gif

Posted by: kvatunia24 26 Oct 2014, 13:04
მე არავინ მიპასუხებთ ადამიანებო? sad.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 26 Oct 2014, 13:51
kvatunia24
QUOTE
მე არავინ მიპასუხებთ ადამიანებო?

ალბათ მერიას უნდა მიმართო თუ კერძო ტერიტორია არაა და ჰყავთ სპეც სამსახური რომელიც გასხლავს

Posted by: Paganin1 26 Oct 2014, 14:22
QUOTE
ჯეკ რასელ ტერიერს ბინის პირობებში სუნი მართლა არა აქვს? წინასწარ მადლობა პასუხისთვის 

აბა ძაღლს სუნი არ ექნება? მარა ტუ გინდა რო გყავდეს იყოლიე ეგ მიზეზი ძაღლის არ ასაყვანად ყველაზე უსუსურია
ბიჭური
ჩესტზე შეეხე (ვიცი ეს ხუმრობა მოძველდა მარა მე კი მეცინება დაა.......

Posted by: Shake 28 Oct 2014, 22:39
ხომ არ იცით შინშილა სად შეიძლება ვიყიდო? http://www.youtube.com/watch?v=gP9XCp_oiNQ

Posted by: Paganin1 28 Oct 2014, 23:21
Shake
რუსთაველს რო ჩაუყვები ფილარმონიიდან მეტროსკენ ან პირიქით რო აუყვები არი ზოომაღაზია ბევრი და მანდ იყოს შეიძლება

Posted by: Shake 29 Oct 2014, 00:19
Paganin1
არა მანდ არ ყავთ sad.gif სხვაგან სად შეიძლება ყავდეთ შინშილა ?

Posted by: MITIATO 29 Oct 2014, 08:22
Shake
http://forum.ge/?f=72&showtopic=34001225&st=0 თემის ავტორს ყავდა ხოლმე გასაყიდი პატარები.
მაიმარკეტზეც შემხვდა ბოლო დროს განცხადება.
ზოომაღაზიებში ვერ იპოვნი შინშილას. არ არის ასე გავრცელებული ჩვენთან.

Posted by: otokarcobra 30 Oct 2014, 12:47
მეგობრებო იქნებ მომეხმაროთ? ოფისში მომიტანეს ეს ყვავილი. არ ვიცი რა ჯიშია, არც ინსტრუქცია მოყვა როგორ მოვუარო, წყალი რამდენჯერ დავუსხა და რამე. არადა დიდად ყვავილების მოყვარული არ ვარ, მარა რო მოიტანეს ეს მცენარე რაღაცნაირად შემიყვარდა და მომეხმარეთ რა, როგორ მოვუარო მითხარით.

user posted image

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 30 Oct 2014, 13:11
otokarcobra
ეს აკუბაა, მზის პირდაპირ და მწველ სხივებს მოარიდე არ უყვარს ზედმეტი სითბო მშრალ ჰაერზე უჩნდება სხვადასხვა დაავადებები ამიტომ ვიდრე ტემპერატურა მინუსებში გადავა შეგიძლია გარეთაც გყავდეს (თუ არის ამის შესაძლებლობა) შეიძლება ოთახის ტემპერატურის წყლით დანამო კიდეც, მორწყვა ზომიერად. ჯამში ჩამდგარი წყალი გადაასხი.

Posted by: otokarcobra 30 Oct 2014, 13:14
M-A-S-E-R-A-T-I
აუ ღადაოობ, ოფისია, აივანი არ გვაქვს და მიდგას ოთახში დიდ ვიტრაჟთან, თუმცა მზე არ უდგება, მარა დღის შუქზეა სულ, და ოფისშიც გათბობაა და საკმაოდ თბილა. სველი ტილოთი გავუწმინდე ყველა ფოთოლი სათითაოდ დღეს.

წყალი ზომიერად რას ნიშნავს? დღეში ერთხელ 1 ლიტრი თუ როგორ?
* * *
ამ ორზეც დამეხმარეთ რა, რა ქვია და რამდენი წყალი უნდა რამდენ ხნასჰი ერტხელ?

user posted image

user posted image

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 30 Oct 2014, 14:27
otokarcobra
QUOTE
აუ ღადაოობ, ოფისია, აივანი არ გვაქვს და მიდგას ოთახში დიდ ვიტრაჟთან, თუმცა მზე არ უდგება, მარა დღის შუქზეა სულ, და ოფისშიც გათბობაა და საკმაოდ თბილა. სველი ტილოთი გავუწმინდე ყველა ფოთოლი სათითაოდ დღეს.

არა არ ვღადაობ არის ოფისები სადაც აივნებიც აქვთ ან ფანჯრები მაინც ეღებათ პირველი ეუონიმუსია ქვევით ფინიკია (ისე საინტერესოა რომელმა იდიოტმა შეარჩია ეს მცენარეები ოფისისთვის ან რომელმა იდოტმა ურჩია) მოკლეთ სამთავე საკმაოდ დიდი იზრდება პირველი პირველ ორს მოვლის ერთიდაიგივე პირობები სჭირდებათ რაც შეეხება ფინიკის პალმას პირდაპირი მზის სხივები და კარგი განათება უნდა, მორწყვა ამ მცენარეს 1 ლ ან დღეში საკმარისი იქნება ნუ მორწყავ ტუ მიწა სველია დაელოდე ვიდრე გამოშრება და შემდეგ. სამწუხაროდ ნათელი მომავალი არცერთს არ ელოდება აშკარაა

Posted by: otokarcobra 30 Oct 2014, 14:45
M-A-S-E-R-A-T-I

sad.gif ვახ გამიტყდა.

ფინიკი უფროსის ოთახში დგას და მზე უდგება ჯიგრულად, დასავლეთის მხარეა, და ჩასვლისას უდგება მზე კი.

რაც შეეხება ეუონიმუსს, მისაღებში დგას და მზე კი არა დღის შუქიც არ უდგება არსაიდან.
* * *
M-A-S-E-R-A-T-I
აკუბა და ეუონიმუსი რამდენ დღეში ერთხელ მოვრწყა და რამდენი ლიტრი?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 30 Oct 2014, 17:18
otokarcobra
QUOTE
ფინიკი უფროსის ოთახში დგას და მზე უდგება ჯიგრულად, დასავლეთის მხარეა, და ჩასვლისას უდგება მზე კი.

ეგ მზე არ წავა biggrin.gif აღმოსავლეთის მხარე უნდა იყოს მწველი მზე და კარგი განათება სჭირდება თორემ მალე ფოთლების ზომა დაპატარავდება და მოკვდება თანდათან

QUOTE
აკუბა და ეუონიმუსი რამდენ დღეში ერთხელ მოვრწყა და რამდენი ლიტრი?

ზომიერად თვალით შეატყობ ნახევარ ლიტრამდე დაახლოებით ესე

Posted by: otokarcobra 3 Nov 2014, 11:51
QUOTE (otokarcobra @ 30 Oct 2014, 13:14 )


user posted image


ამას ცვივა ფოთლები და რა ჭირს მიშველეთ ვინმემ

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 3 Nov 2014, 13:15
მგონი პროგნოზი დროზე ადრე გამართლდა. ფეისბუქზე მოძებნე თემა "ყვავილნარი" იქნებ იქ ვინმეს ჰქონდეს პრაქტიკული გამოცდილება ამ მცენარის ოთახში მოვლის

Posted by: tasuka 9 Nov 2014, 01:22
მიწა სად ვიყიდო და რა ღირს ხომ არ იცით? და გადარგვისთვის კარგი დრო როდისაა??

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 9 Nov 2014, 08:15
QUOTE
იწა სად ვიყიდო და რა ღირს ხომ არ იცით? და გადარგვისთვის კარგი დრო როდისაა??

არა ეხლა არც ისე კარგი დროა სჯობს გაზაფხულზე სცადოთ

Posted by: shilaida 12 Nov 2014, 00:29
რა ჯიშია,იქნებ დამეხმაროთ?
http://www.radikal.ru

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 12 Nov 2014, 00:32
shilaida
QUOTE
რა ჯიშია,იქნებ დამეხმაროთ?

http://forum.ge/index.php?act=ST&f=72&t=33693894

Posted by: shilaida 12 Nov 2014, 00:56
M-A-S-E-R-A-T-I
მადლობა დახმარებისთვის! რატომღაც შედარებით პატარა ჯიშის მეგონაsad.gif

Posted by: HappyNoob 12 Nov 2014, 14:55
გამარჯობათ თუ შეიძლება დამეხმარეთ მყავს დობერმანის ჯიშის მდედრობითი სქესის 2 წლინახევრის ძაღლი სახელად ჯინა უკვე წელიწადნახევარია არ იკარებს შესაჯვარებლად ახლოს მამრობითი სქესის ძაღლებს, მყავდა ასამდე ვეტერინართან და ვერავინ ვერ მითხრა და ამიხსნა რისი ბრალია და რა სჯირს ძაღლს და თუ შეგიძლიათ მითხრათ ან მირჩიოთ თუ არსებობს რამე პრებარატი რომლის გამოყენების შემდეგაც დაეხმარება ჩემს ჯინას შეჯვარებაში დიდი მადლობა წინასწარ.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 12 Nov 2014, 16:25
HappyNoob
ალბათ როცა პატარა იყო ძაღლებთან არ ჰქონდა კონტაქტი და ამიტომ გაუცხოვდა ან შესაძლოა რამე სქესობრივი პრობლემა ჰქონდეს და შეწყვილებისას ტკივილს იწვევდეს, ნებისმიერ ვარიანტში დაუკავშირდი ძია ნოდარის ფეისბუქზე შეიძლება დაგეხმაროს smile.gif

Posted by: tifoza 26 Nov 2014, 21:52
ესეიგ რა მინდა მეგობრის ძაღლს უკანა ფეხთან სიმსივნე აქვს და წოლისას უღიზიანდება და სისხლი მოსდის და მინდა ტანსაცმელი ვაშოვნინო ძაღლის რომელიც დაფარავს სიმსივნეს


ზოომარტის საიტზე რაც იდო ისინი არ გამოდგება მაგისთვის არცერთი

Posted by: gioabo 30 Nov 2014, 00:56
გამაჯობათ, ჩემი ძაღლი პირველად ყრის და რჩევები მჩირდება ლეკვების მოვლასთან დაკავშირებით...

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 30 Nov 2014, 17:18
gioabo
QUOTE
გამაჯობათ, ჩემი ძაღლი პირველად ყრის და რჩევები მჩირდება ლეკვების მოვლასთან დაკავშირებით...

აქ ამას ვინ გირჩევს ვეტერინარს უნდა მიმართო smile.gif

Posted by: giorgevich23 8 Dec 2014, 23:52
დოკუმენტურ ფილმს ვუყურე დისქავერზე,ავსტრალიელ მეცხვარეებზე იყო,საუკეთესო მწყემსი ძაღლები ყავდათ,პატარა ტანის.ვერ დავიმახსოვრე რა ჯიშია და იქნებ იცოდეთ ვინმემ

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 9 Dec 2014, 10:16
giorgevich23
QUOTE
დოკუმენტურ ფილმს ვუყურე დისქავერზე,ავსტრალიელ მეცხვარეებზე იყო,საუკეთესო მწყემსი ძაღლები ყავდათ,პატარა ტანის.ვერ დავიმახსოვრე რა ჯიშია და იქნებ იცოდეთ ვინმემ

http://forum.ge/index.php?act=ST&f=72&t=34325509 ალბათ ეს იყო

Posted by: giorgevich23 9 Dec 2014, 13:53
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
ბორდერ კოლი ალბათ ეს იყო

კი,ეგაა ზუსტად smile.gif დიდი მადლობა

Posted by: berulavamindia 16 Dec 2014, 12:30
გამარჯობათ... მტრედის ყიდვა სად შემიძლია? smile.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 16 Dec 2014, 12:36
berulavamindia
QUOTE
გამარჯობათ... მტრედის ყიდვა სად შემიძლია?

დიღომში ცხოველების ბაზრობაზე იყიდებოდა წლების წინ იქნებ ეხლაც იყოს

Posted by: berulavamindia 16 Dec 2014, 12:45
დიღომში აღარ არ არსებობსო ეგ ბაზრობა, წავიკითხე სადღაც.

Posted by: MITIATO 16 Dec 2014, 14:12
berulavamindia
QUOTE
დიღომში აღარ არ არსებობსო ეგ ბაზრობა,  წავიკითხე სადღაც.

არსებობს ისევ. yes.gif

Posted by: NITSA_144 17 Dec 2014, 10:33
გამარჯობა, სპარსული კნუტები სად იყიდება, ?
მაიმარკეტზე არის 1-2 განცხადება სულ რაღაც:|
დიღომში რომ ცხოველების ბაზარი იყო, ეგ კიდევ არის?

Posted by: alyx 20 Dec 2014, 17:59
ეს რა ჯიშის კატაა ? <3
user posted image

Posted by: Love The Sun 31 Dec 2014, 16:02
მოკლედ, ჩემს ეზოში არის პატარა შავი ცუგა, რომელსაც ერჩოდნენ მეზობლები (ავიაო, არადა მე მსგავსი არაფერი მინახავს...) და წაიყვანეს თავშესაფარში.
მე დავწერე განცხადება მიკედლებაზე და ავიღე პასუხისმგებლობა მის იზოლაციაზე, რის შემდეგაც ძაღლი დავაბრუნეთ და მყავდა გარაჟში, რომლიდანაც გაიპარა.
მე აღარ მეკარება, ვერც საჭმლით მოვიტყუე, სამი დღეა დავდევ დავიტანჯე უკვე.
მეშინია ორი რამის:
1. ვინმემ რამე არ აჭამოს და მოწამლოს.
2. მართლა ვინმეს არ უკბინოს (რადგან იზოლაციაზე პასუხისმგებლობა მე ავიღე).

იქნებ ვინმემ მირჩიოთ რისი გაკეთება შეიძლება რომ ძაღლი მოვიტყუო, ან 112–ის გარდა ვის შეუძლია, რომ ძაღლის დაჭერაში მომეხმაროს?
112–ში ვრეკავ და ძაღლი უნდა გყავდეთ დაფისქირებული და ჩვენ მოვალთ და წავიყვანთო.
თუ დავაფიქსირე სულ აღარ მინდა მაგათი მოსვლა.
იქნებ ვინმემ იცოდეთ და რამე მირჩიოთ sad.gif
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 31 Dec 2014, 19:07
Love The Sun
QUOTE
იქნებ ვინმემ მირჩიოთ რისი გაკეთება შეიძლება რომ ძაღლი მოვიტყუო, ან 112–ის გარდა ვის შეუძლია, რომ ძაღლის დაჭერაში მომეხმაროს?
112–ში ვრეკავ და ძაღლი უნდა გყავდეთ დაფისქირებული და ჩვენ მოვალთ და წავიყვანთო.
თუ დავაფიქსირე სულ აღარ მინდა მაგათი მოსვლა.
იქნებ ვინმემ იცოდეთ და რამე მირჩიოთ sad.gif

ეხლა შენი ეშინია სუნს ტყვეობასთან ასოცირებს და აღარ მოგეკარება საჭიროა ხანგრძლივი ფლეგმატური ურთიერთობა საკვების მიწოდება ერთიდაიგივე დროს და ადგილზე დაჭერის მცდელობის გარეშე უბალოდ დაუმეგობრდი და შემდეგ ეცადე გააკეთეინო ის რაც გინდა _თუ რათქმაუნდა ამ დროის მანძილზე ისევ არ დაიჭირეს

Posted by: sanfol 31 Dec 2014, 19:31
ფისტას ნერგს როგორი მოვლა უნდა?

Posted by: Love The Sun 31 Dec 2014, 20:14
M-A-S-E-R-A-T-I
მაგას ვშვები.
ყოველ დილით ჩამაქვს საჭმელი და ვუტოვებ ...
თავიდან გარბოდა როგორც კი მხედავდა. ახლა აღარ გარბის, მაგრამ შორიდან მივლის smile.gif
იმედია მანამდე არ დაიჭერენ sad.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 31 Dec 2014, 20:22
sanfol
QUOTE
ფისტას ნერგს როგორი მოვლა უნდა?

http://www.medgeo.net/2009/12/15/fista-2/

ფაქტიურად არაფერი არ უნდა ნაკელს თუ შეიტან და შემობარავ გაზაფხულზე ეგ არი Love The Sun


Love The Sun
QUOTE
თავიდან გარბოდა როგორც კი მხედავდა. ახლა აღარ გარბის, მაგრამ შორიდან მივლის

ხოდა მოგეჩვევა თანდათან ისევ yes.gif

Posted by: sanfol 31 Dec 2014, 20:34
M-A-S-E-R-A-T-I
იმედი მომეცა ცოტა, თბილისში კერძო სახლი მაქვს გარეუბანში პატარა ბაღით შეიძლება მოვიდეს აქაც?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 1 Jan 2015, 12:02
sanfol
QUOTE
იმედი მომეცა ცოტა, თბილისში კერძო სახლი მაქვს გარეუბანში პატარა ბაღით შეიძლება მოვიდეს აქაც?

yes.gif

Posted by: sanfol 1 Jan 2015, 16:02
M-A-S-E-R-A-T-I
ოკ მადლობა პასუხებისთვის

Posted by: barcabarcabarca 2 Jan 2015, 20:18
ტაქსის ნომერი თუ იცით ისეთის ვინც ძაღლს წამაყვანინებს?
დავიღალე უკვე , ყველა უარს ამბობს.
ადრე მქონდა ერთის ნომერი და დავკარგე/ არ ჰქონდა პრობლემა ძაღლზე.
მადლობა.

Posted by: gravity77 3 Jan 2015, 14:54
გამარჯობა, ერთი კითხვა მაქვს თქვენთან, მოკლედ სულ მინდოდა შინაური ცხოველი ან ფრინველი და ამ ახალ წელზე ჩემებმა თუთიყუშები მაჩუქეს, მოულოდნელად, ჰოდა ოთხნი იყვნენ ალბათ ვერ შეეჩვია ერთი ახალ გარემოს და მოკვდა , ჰოდა სამნი დარჩნენ ერთი ბიჭია და ორი გოგო ჰოდა ერთი გოგო ისეა მოწყენილი და ისე ცუდად არის , ის ორი კი ერთად არიან და სულ ერთმანეთს ეხუტებიან, ეს კი მარტოა და ეტყობა იმის სიკვდილს დარდობს , რა ვუყო ახლა მე ამათ? მირჩიეთ რა რამე :/ :/

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 3 Jan 2015, 16:58
gravity77
QUOTE
გამარჯობა, ერთი კითხვა მაქვს თქვენთან, მოკლედ სულ მინდოდა შინაური ცხოველი ან ფრინველი და ამ ახალ წელზე ჩემებმა თუთიყუშები მაჩუქეს, მოულოდნელად, ჰოდა ოთხნი იყვნენ ალბათ ვერ შეეჩვია ერთი ახალ გარემოს და მოკვდა , ჰოდა სამნი დარჩნენ ერთი ბიჭია და ორი გოგო ჰოდა ერთი გოგო ისეა მოწყენილი და ისე ცუდად არის , ის ორი კი ერთად არიან და სულ ერთმანეთს ეხუტებიან, ეს კი მარტოა და ეტყობა იმის სიკვდილს დარდობს , რა ვუყო ახლა მე ამათ? მირჩიეთ რა რამე :/ :/

აჯობებს თუ აქ იკითხავ http://forum.ge/index.php?act=ST&f=72&t=34659043 smile.gif

Posted by: Unico 3 Jan 2015, 17:43
gravity77
QUOTE
ოთხნი იყვნენ ალბათ ვერ შეეჩვია ერთი ახალ გარემოს და მოკვდა ,

ახალ გარემოს ვერ შეეჩვია და მოკვდა – ეს არ მგონია მართალი. ალბათ რაღაც სჭირდა.

QUOTE
ერთი გოგო ისეა მოწყენილი და ისე ცუდად არის

რაში გამოიხატება? ქანდარაზე ზის თუ გალიის ძირშია? დანარჩენები არ იკარებენ? თუ ასეა და მესამეს იზოლირება უნდა. რამე არ სჭირდეს.
შეგიმჩნევიათ რომ საჭმელი ჭამეს? ხომ არ ჩხუბობენ?

QUOTE
ეს კი მარტოა და ეტყობა იმის სიკვდილს დარდობს

გეჩვენებათ. ფრინველებს არ ახასიათებთ ასეთი ემოციური მიჯაჭვულობა. ისინი არ აზროვნებენ user.gif

Posted by: gravity77 3 Jan 2015, 18:43
Unico
პირველ რიგში მადლობა პასუხისთვის : 3

QUOTE
რაში გამოიხატება? ქანდარაზე ზის თუ გალიის ძირშია? დანარჩენები არ იკარებენ? თუ ასეა და მესამეს იზოლირება უნდა. რამე არ სჭირდეს.
შეგიმჩნევიათ რომ საჭმელი ჭამეს? ხომ არ ჩხუბობენ?


ჰო, არ იკარებენ, საჭმლის ჭამისას იჩხუბეს დღეს , ის ორი მივიდა საჭმელად და ეს როგორც კი მიუახლოვდებოდა მაშინვე იშორებდნენ.

QUOTE
გეჩვენებათ. ფრინველებს არ ახასიათებთ ასეთი ემოციური მიჯაჭვულობა. ისინი არ აზროვნებენ 

ფრინველები რომ არ აზრონებენ ვიცი smile.gif უბრალოდ სანამ მეოთხე მოკვდებოდა წყვილებად იყვნენ ჰოდა ამიტომ ჩავთვალე , რომ დააკლდა რაღაც მისი სიკვდილით. ( ნუ, სასაცილოდ გამომდის, მაგრამ ესე ვიფიქრე) smile.gif
რას მირჩევთ, რა ვუყო მესამეს?

Posted by: Unico 3 Jan 2015, 18:56
gravity77

QUOTE
ჰო, არ იკარებენ, საჭმლის ჭამისას იჩხუბეს დღეს , ის ორი მივიდა საჭმელად და ეს როგორც კი მიუახლოვდებოდა მაშინვე იშორებდნენ.

ჰმ, ცალკე გალიაში გადაიყვანეთ ეგ მესამე, სადაც საჭმელიც ექნება, სასმელიც და მშვიდი გარემოც.
თორე ეტყობა ჭამის საშუალებას არ აძლევენ და ეგ ცუდია.

QUOTE
უბრალოდ სანამ მეოთხე მოკვდებოდა წყვილებად იყვნენ

ეეეჰ, მე ისეთი შემთხვევაც ვიცი, "დაქვრივებული" თუთიყუში მეორეჯერაც რომ დაწყვილებულა biggrin.gif biggrin.gif

Posted by: gravity77 3 Jan 2015, 20:00
Unico
QUOTE
ეეეჰ, მე ისეთი შემთხვევაც ვიცი, "დაქვრივებული" თუთიყუში მეორეჯერაც რომ დაწყვილებულა 


ჰაჰ , კარგი ჰოოო :დდდ

Posted by: Lex 6 Jan 2015, 21:10
აივანზე რისი მოყვანა არის შესაძლებელი ? მაგალითად პამიდორი, მწვანილი და მსგავსი რაღაცეები ?

აივანი არის მზიანი მთელი დღე ადგას მზე.


აი ასეთი ყუთი რომ გავაკეთო მაგალითად.

user posted image

Posted by: Tariel 7 Jan 2015, 00:30
Lex
QUOTE
აივანზე რისი მოყვანა არის შესაძლებელი ?

რისი მოყვანა გინდა? ყველაფერი მოვა მიწა თუ ეყოფა.

Posted by: dzaocom 7 Jan 2015, 15:20
აქ სადმე იყიდება მცენარის ჰორმონები? კონკრეტულად აუქსინი, რომელსაც იყნებენ როგორც დაფესვიანების ჰორმონად და უჯრედების გამრავლებისთვის.

Posted by: არისტოტელე999 7 Jan 2015, 23:01
ძაღლის ყიდვას ვგეგმავ უახლოეს მომავალში ეზოიან სახლში, მაგრამ ძაღლი აქამდე არ მყოლია და დიდად გამოცდილი არ ვარ მაგ საკითხში, მჭირდება თქვენი რჩევა რა ძაღლს მირჩევთ? აუცილებლად უნდა იყოს დიდი და საყვარელი biggrin.gif კავკასიურს ვფიქრობდი მაგრამ დიდად დამჯერი ძაღლები არ არიან.

Posted by: temozia 8 Jan 2015, 14:40
გამარჯობა

ოფისისთვის ყვავილები მირჩიეთ რა
ისეთები მზიან ადგილზე რომ განთავსდეს - მცირე ზომების და უმზეო ადგილებისთვის - შედარებით დიდ ზომებში

მადლობა

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 8 Jan 2015, 16:51
aristotele999
QUOTE
ძაღლის ყიდვას ვგეგმავ უახლოეს მომავალში ეზოიან სახლში, მაგრამ ძაღლი აქამდე არ მყოლია და დიდად გამოცდილი არ ვარ მაგ საკითხში, მჭირდება თქვენი რჩევა რა ძაღლს მირჩევთ? აუცილებლად უნდა იყოს დიდი და საყვარელი  კავკასიურს ვფიქრობდი მაგრამ დიდად დამჯერი ძაღლები არ არიან.

ეზოსთვის მაგ კრიტერიუმით გერმანული ან ე.წ აღმოსავლურევროპული ავჩარკას გირჩევდი მაგრამ ვიდრე შეიძენ აუცილებლად წაიკითხე ჯიშის შესახებ (მხოლოდ ამ ძაღლზე არა ყველა ჯიშს ეხება ეს)

Posted by: არისტოტელე999 8 Jan 2015, 17:03
M-A-S-E-R-A-T-I

ხო აბა რა, ყველა ინფორამციას ვეცნობი და გულმოდგინედ ვსწავლობ ამათუ იმ ჯიშის ფსიქოლოგიას, მადლობა რჩევისთვის მაგრამ უფრო დიდი და ძლიერი მინდა მაგალითად: კავკასიური ნაგაზი, მაგრამ თან გავიგე რომ ჯიუტები არიან და რთული გასაწვრთნელები.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 8 Jan 2015, 21:04
aristotele999
აღმოსავლეთევროპული გერმანულზე დიდია, ამიტომ მაგათ უფრო გირჩევდი. ჭკვიანი ძაღლია და ელემენტარული მაინც უნდა ასწავლო თუ მასწავლებელთან მიიყვან მთალდ უკეთესი, მაგრამ შენითაც თავისუფალად შეძლებ თუ ინსტრუქციას მიყვები, წინააღმდეგ შემთხვევაში სიჯიუტე მაგათაც იციან და გაგაწვალებენ

Posted by: არისტოტელე999 8 Jan 2015, 21:20
M-A-S-E-R-A-T-I

ხო, მეც ვნახე და უფრო დიდია მაგრამ კავკასიურზე პატარა, ალიასკურ მალამუტზე რას იტყვით?

Posted by: CENTURIONI 9 Jan 2015, 20:02
მოკლედ ოქტომბერში შევინახე მაცივარში ევკალიპტის, მაგნოლიის და კვიპაროსის თესლები სამი თვე გადის უკვე რაც შევინახე და როდის არის კარგი ვარიანტი რომ დავთესო ეს თესლები?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 9 Jan 2015, 22:56
CENTURIONI
QUOTE
მოკლედ ოქტომბერში შევინახე მაცივარში ევკალიპტის, მაგნოლიის და კვიპაროსის თესლები სამი თვე გადის უკვე რაც შევინახე და როდის არის კარგი ვარიანტი რომ დავთესო ეს თესლები?

მაცივარში რატო? spy.gif

Posted by: CENTURIONI 9 Jan 2015, 23:17
QUOTE
მაცივარში რატო

რავი ჩავაციე biggrin.gif biggrin.gif

რატომ და იმიტომ რომ კარგად დაეძინებათ ეგონებათ ზამთარია და მერე რომ გამოიღებ მაცივრიდან დაიწყებენ გაღვიძებას და აღმოცენებასო

Posted by: capitan marvel 10 Jan 2015, 02:39
გამარჯობატ საკურა სად შეიძლება ვიშოვო თბილისში ხო ვრ მეტყვიტ?

Posted by: საკურა. 10 Jan 2015, 14:53
capitan marvel
აქ ვარ.... ^_^



გავიხუმრე და გავედი.....

Posted by: dzaocom 10 Jan 2015, 15:05
საკურა.
biggrin.gif biggrin.gif რა წესია, არ უნდა იცოდე სად იყიდება საკურა?
capitan marvel
სიმართლე გითხრა არამგონია აქ იყიდებოდეს ნამდვილი საკურას ნერგი, მოგატყუებენ. შეგიძლია გამოწერო თესლები და გაზარდო, მაგრამ დრო დასჭირდება. აი აქ იყიდება მხოლოდ მაგრამ ეს გაზრდილი ხეებია თან კარგი ფასიც ადევთ http://www.nergebi.ge/index.php?option=com_content&view=article&id=13&Itemid=141

Posted by: MITIATO 10 Jan 2015, 15:18
CENTURIONI
გაზაფხულზე უნდა დათესო.
შარშან მარტის დასაწყისში დავთესე ეგეთი "ჩაციებული" თესლები.

M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
მაცივარში რატო?

ცივი სტრატიფიკაციისთვის.
ზოგიერთ მცენარეს ჭირდება, იმისთვის, რომ ჩანასახი საბოლოოდ მომწიფდეს.
ისე არ ამოვა.

Posted by: CENTURIONI 10 Jan 2015, 15:20
MITIATO
კარგი მადლობა. ანუ მარტამდე დათესვა არ არის საჭირო და ისევ მაცივარში მქონდეს თესლები ?

Posted by: capitan marvel 10 Jan 2015, 16:46
სხვება არ იცით სად ვიშოვო საკურა თუმდაც ერთი ტოტი მთავარია ყვავილები ქონდეს ჩემს მეგობარს ჭირდება მოკელდ რაღაც რომანტიული სუნი უდის ამ ყველაფერს მიხვდით უკვე ალბათ ხოდა რო იშოვოს ისეთი ბედნიერი იქნება რო რავიცი გაგიჯდება ალბათ biggrin.gif დამეხმარეთ რა

თუ არ ყიდის ვინმე და ისე აქვს ეგ მაინც მითხარით მოკლედ მთავარია საკურას ყვავილი იყოს სადმე biggrin.gif

dzaocom
არა სამწუხაროდ არაა მანდ :/ მაინც მადლობა

Posted by: Tariel 10 Jan 2015, 17:12
CENTURIONI
QUOTE
ისევ მაცივარში მქონდეს თესლები ?

გამიგია, რომ სანამ დათესავ მცენარეს 1 თვე სითბოში უნდა იყოსო.

Posted by: MITIATO 10 Jan 2015, 18:16
CENTURIONI
QUOTE
ანუ მარტამდე დათესვა არ არის საჭირო და ისევ მაცივარში მქონდეს თესლები ?

დათესვამდე მაცივარში მქონდა.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 10 Jan 2015, 19:46
CENTURIONI
მაგნოლია და ევკალიპტი ბუნებრივ გარემოში ანუ იქ საიდანაც არიან თოვლს იშვიათად ხედავენ ან საერთოდ ვერ ხედავენ ამიტომ საეჭვოა ეგ ხერხი გამოგადგეს თან მაგნოლიის და ევკალიპტის ნერგები რა პრობლემურია? ევკალიპტს თბილისში აპირებ გაახარო?

Posted by: dzaocom 10 Jan 2015, 22:53
capitan marvel
როგორ არა სიაში წერია კარგად მოძებნე!

Posted by: T_Noxious 11 Jan 2015, 14:17
გამარჯობა. მაინტერესებს ძაღლის დაბანა თუ შეიძება მძუნაობის დროს? საშინლად ყარს , რაღაცნაირი სპეციფიკური სუნი აქვს ხოლმე ბეწვზე

Posted by: CENTURIONI 11 Jan 2015, 15:25
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
მაგნოლია და ევკალიპტი ბუნებრივ გარემოში ანუ იქ საიდანაც არიან თოვლს იშვიათად ხედავენ ან საერთოდ ვერ ხედავენ ამიტომ საეჭვოა ეგ ხერხი გამოგადგეს თან მაგნოლიის და ევკალიპტის ნერგები რა პრობლემურია? ევკალიპტს თბილისში აპირებ გაახარო?

ეგრე მირჩიეს რომ ცივად მაცივარში შეინახეო.
მაგნოლია და ევკალიპტიც მინდა რომ აქ გავახარო. ევკალიპტის ტასმანიური ჯიშის თესლები მაქვს გამოწერილი რომელიც 20 გრადუსამე ყინვა უძლებს და ვნახოტ უნდა ვცადო თუ გამოვა და გაიხარებს აქ.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 11 Jan 2015, 21:13
CENTURIONI
QUOTE
ეგრე მირჩიეს რომ ცივად მაცივარში შეინახეო.
მაგნოლია და ევკალიპტიც მინდა რომ აქ გავახარო. ევკალიპტის ტასმანიური ჯიშის თესლები მაქვს გამოწერილი რომელიც 20 გრადუსამე ყინვა უძლებს და ვნახოტ უნდა ვცადო თუ გამოვა და გაიხარებს აქ.

ევკალიპტი მინახავს ყველაზე მაღლა გურიაში და აღმოსავლეთთან ყველაზე ახლოს აი ქუთაისიდან რომ გადმოდიხარ იქ პატარა ტყეა გამოსავლელი მანდ თუ დაკვირვბიხარ გზაზე 2 ძირია და როგორღაც ხარობენ მაგრამაი აღმოსავლეთში კი არსად არ მინახავს, ევკალიპტი წყლის მოყვარული მცენარეა ამიტომ რგავენ ძირითადად ჭაობიან ადგილებში, მიწა უნდა იყოს ფხვიერი და რბილი, ქვიან ადგილებში ზედაპირულ ფესვებს იკეთებს და შეიძლება ძლიერი ქარის დროს წაიქცეს. მოკლედ მე მეეჭვება მაგან აღმოსავლეთში იხეიროს მარა წარმატებები. მაგნოლია კი ნერგებიც თავისუფლად იშოვება როგორიც გინდა ყველას გაახარებ თბილისში მხოლოდ მაგასაც წყალი უყვარს და მოფარებული ქარისგან დაცული ადგილი

Posted by: CENTURIONI 11 Jan 2015, 23:12
QUOTE
ევკალიპტი მინახავს ყველაზე მაღლა გურიაში და აღმოსავლეთთან ყველაზე ახლოს აი ქუთაისიდან რომ გადმოდიხარ იქ პატარა ტყეა გამოსავლელი მანდ თუ დაკვირვბიხარ გზაზე 2 ძირია და როგორღაც ხარობენ მაგრამაი აღმოსავლეთში კი არსად არ მინახავს, ევკალიპტი წყლის მოყვარული მცენარეა ამიტომ რგავენ ძირითადად ჭაობიან ადგილებში, მიწა უნდა იყოს ფხვიერი და რბილი, ქვიან ადგილებში ზედაპირულ ფესვებს იკეთებს და შეიძლება ძლიერი ქარის დროს წაიქცეს. მოკლედ მე მეეჭვება მაგან აღმოსავლეთში იხეიროს მარა წარმატებები. მაგნოლია კი ნერგებიც თავისუფლად იშოვება როგორიც გინდა ყველას გაახარებ თბილისში მხოლოდ მაგასაც წყალი უყვარს და მოფარებული ქარისგან დაცული ადგილი

გასაგებია მადლობა ევკალიპტზე ვიცი რომ ნესტიანი ადგილები უყვარს და ვცდი თუ გამოვა . მაგნოლიის ნერგები თბილისში იყიდება სადმე ? მე არ შემხვედრია და მაგიტომ თესლები ჩამოვიტანე.

Posted by: ქაფქიანა 13 Jan 2015, 14:52
მოკლედ რა მაინტერესებს.

ას კვადრტულამდე ფართობზე მინდა დავთესო ბალახი, ისე რომ მჭიდრო კორდი შექმნას-მთლიანად დაფაროს მიწა. გასათვალისწინებელია, რომ ამ ფართობის მნიშვნელოვანი ნაწილი ნაყარია, ან სამშენებლო ნაგავია გადამარხული და უახლოს მომავალშ ამ ნაგავს გატანის პირი არც უჩანს. სწორედ ამიტომაც მაინტერესებს რამე ისეთი ბალახი, მჭიდრო კორდი რომ შექმნას და დაფაროს ეს უმსგავსობა.

ჯერ ადრეა, იანვარია-მაგრამ თებერვალში უკვე იღვიძებენ მცენარეები და.

გთხოვთ დამეხმაროთ.

Posted by: Vax_georgia 13 Jan 2015, 19:33
QUOTE (ქაფქიანა @ 13 Jan 2015, 14:52 )
მოკლედ რა მაინტერესებს.

ას კვადრტულამდე ფართობზე მინდა დავთესო ბალახი, ისე რომ მჭიდრო კორდი შექმნას-მთლიანად დაფაროს მიწა. გასათვალისწინებელია, რომ ამ ფართობის მნიშვნელოვანი ნაწილი ნაყარია, ან სამშენებლო ნაგავია გადამარხული და უახლოს მომავალშ ამ ნაგავს გატანის პირი არც უჩანს. სწორედ ამიტომაც მაინტერესებს რამე ისეთი ბალახი, მჭიდრო კორდი რომ შექმნას და დაფაროს ეს უმსგავსობა.

ჯერ ადრეა, იანვარია-მაგრამ თებერვალში უკვე იღვიძებენ მცენარეები და.

გთხოვთ დამეხმაროთ.

მოგესალმებით, ერთადერთი გამოსავალი მანდ არის შემდეგი: მაგ ფართობზე უნდა შევიდეს გაფხვიერებული მიწა (გარკვეული რაოდენობის ბიუჰუმუსით), აიწიოს დაახლოებით 15-20 სმ-ზე და ზედ გადაეგოს ბალახი (რულონების სახით). თუ დაინტერესდებით შეგვიძლია შევასრულოთ ეს სამუშაოები.

Posted by: aka777 14 Jan 2015, 22:45
გამარჯობათ მაინტერესებს რომელ წიწვოვანს აქვს გრძელი ფესვი და არა გაშლილი დამიზიანებს თუ არა ცისფერი კედარის ფესვი შენობის საძირკველს ?


რომელი წიწვოვანის დარგვაა უფრო რეკომედირებული???



Posted by: dzaocom 15 Jan 2015, 00:21
aka777
თითქმის ყველა ხეს აქვს გაშლილი ფესვთა სისტემა და არა ღრმა. მაგრამ ასე ზოგადად მსჯელობაც არასწორი იქნება. ფესვთა განვითარება დამოკიდებულია გარემოზე და თუ არ აქვს საკმარისი პირობები, მაშინ ფესვები ღრმად ვერ ჩადის. შენობასთან ახლოს არცერთი ხის დარგვა არ შეიძლება ბევრი მიზეზის გამო. მინიმუმ 3-4 მეტრი დაბალი ხეებისთვის და კედარი დიდი იზრდება.. ასე რომ ახლოს დარგვა არ ივარგებს, ესე 10 მეტრის მოშორებით მაინც უნდა იყოს.

Posted by: Lex 15 Jan 2015, 00:59
Tariel
QUOTE
რისი მოყვანა გინდა? ყველაფერი მოვა მიწა თუ ეყოფა.


არვიცი რავი, კიტრი, პამიდორი, მწვანე ხახვი და ეგეთი სასალათე რაღაცეები გაასწორებს smile.gif + ამას ცოტა სიმწვანე რომ ჰქონდეს smile.gif


Posted by: CENTURIONI 20 Jan 2015, 08:35
კითხვა მაქვს.ბზის გადარგვა მინდა ხოდა მაინტერესებს როგორი მიწა ესაჭიროება ბზას ?

Posted by: alyx 21 Jan 2015, 17:09
გერმანული ნაგაზის შეძენა გადავწყვიტე,მაგრამ არჩევნის წინაშე ვარ - ძუ თუ ხვადი, ორივე 1 თვისები არიან, იქნებ მირჩიოთ რომელი ჯობს ავიყვანო ბინის პირობებში. რა თვისებებით გამოირჩევიან და ა.შ smile.gif) დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 21 Jan 2015, 17:53
CENTURIONI
QUOTE
კითხვა მაქვს.ბზის გადარგვა მინდა ხოდა მაინტერესებს როგორი მიწა ესაჭიროება ბზას ?

ფოთლოვანი ტყის შავი მიწა იდეალური იქნება

Posted by: Gubaza-Milionera 26 Jan 2015, 02:57
გამარჯობა smile.gif თეთრი მტრედების მოშენებას ვაპირებ და სად ჯობია? სახურავზე თუ გარაჟში? და სად ვიყიდო საერთოდ მტრედები?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 26 Jan 2015, 11:11
Gubaza-Milionera
QUOTE
გამარჯობა  თეთრი მტრედების მოშენებას ვაპირებ და სად ჯობია? სახურავზე თუ გარაჟში? და სად ვიყიდო საერთოდ მტრედები?

დიღომში თუ კიდევ არის ცხოველების ბაზარი კვირაობით გამოჰყავდათ ხოლმე და იქ იყიდი, მოშენებით კი რაც უფრომაღლა იქნება და კატების და სხვა ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილზე მით უკეთესი http://forum.ge/index.php?act=ST&f=72&t=34301153

Posted by: kotcio 26 Jan 2015, 16:01
გამარჯობა, კვიპაროსების დარგვა მინდა და როდის არის ყველაზე ოპტიმალური დრო?
-რა სიდიდის ორმო სჭირდება?
-მორწყვა რამდენ ხანში ერთხელ უნდა?
-სად შეიძლება კარგი ნერგების ყიდვა იაფად? (დაახლოებით 40 ცალი მჭირდება)

Posted by: geomeloman 29 Jan 2015, 00:40
user posted image

მაინტერესებს ამ ძაღლის ჯიში.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 29 Jan 2015, 14:01
geomeloman
თუ არ ვცდები ბიგლი უნდა იყოს

Posted by: RvP10 30 Jan 2015, 12:17
თუ იცით საზღვარგარეთიდან ცხოველის ჩამოყვანას რა პროცესურების გავლა ჭირდება,საერთოდ როგორ ხერხდება ამის გაკეთება და რა ხარჯებთან არის დაკავშირებული?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 30 Jan 2015, 12:27
RvP10
QUOTE
თუ იცით საზღვარგარეთიდან ცხოველის ჩამოყვანას რა პროცესურების გავლა ჭირდება,საერთოდ როგორ ხერხდება ამის გაკეთება და რა ხარჯებთან არის დაკავშირებული?


გადახედე ამ თემას http://forum.ge/index.php?act=ST&f=72&t=34308588

Posted by: weasel 1 Feb 2015, 13:06
ცხოველების ბაზრობაზე ბოლოს დიდი ხნის წინ ვიყავი და, ხომ არ იცით მანდ შინაურ ვირთხებს ყიდიან? (pet rats, fancy rats, domestic rats)
ან სადმე შეიძლება ყიდვა თბილისში?

Posted by: MITIATO 1 Feb 2015, 17:18
weasel
ფერად ვირთხებს ჩვენთან ვერ იშოვნი.
მხოლოდ თეთრი, ლაბორატორიული ვირთხა შეიძლება იყიდო: http://www.mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&cPath=4_762&product_id=7187544

Posted by: weasel 1 Feb 2015, 21:00
MITIATO
ფერის გარდა რა განსხვავებაა? givi.gif

Posted by: MITIATO 1 Feb 2015, 22:07
weasel
სავარაუდოდ, არც არაფერი. gigi.gif

უბრალოდ, ერთფეროვნება მოსაწყენია. yes.gif

Posted by: eljadari 3 Feb 2015, 11:04
სასწრაფოდ მინდა კომპეტენტური ადამიანის რჩევა. პირველი ნაყარიდან ღირს თუ არა ლეკვის აყვანა. გავრცელებულია აზრი თითქოს ასეთი ლეკვები ხშირად დეფექტით იბადებიან და სტანდარტებშიც ვერ ჯდებიან.

Posted by: MITIATO 3 Feb 2015, 11:19
eljadari
QUOTE
გავრცელებულია აზრი  თითქოს  ასეთი ლეკვები ხშირად დეფექტით იბადებიან და სტანდარტებშიც ვერ ჯდებიან.

ეგ მხოლოდ და მხოლოდ გავრცელებული აზრია და სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს. no.gif

Posted by: eljadari 3 Feb 2015, 12:36

ეგ მხოლოდ და მხოლოდ გავრცელებული აზრია და სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს. no.gif

ძალიან დიდი მადლობა





Posted by: M43DL0 5 Feb 2015, 15:14
მამალი მოფსიკი მყავს და ვეძებ მდედრს, სადმე ხომ არ გეგულებათ? tongue.gif

Posted by: merabgigu 8 Feb 2015, 23:35
ვეძებ ცაცხვის ნერგებს ვისაც გაქვტ შემომეხმიანეთ


* * *
ვეძებ ცაცხვის ნერგებს ვისაც გაქვთ შემომეხმიანეთ.მინდა ეზო მაგით გავალამაზო,თან ფუტკარიც მყავს.გარანტიას ვიძლევი რომ მაგრათ მოვუვლი და გავახარებ.პატარა მაგარიჩი იქნება რა თქმა უნდა.მდებარეობა სოფელი დიღომი.

Posted by: ვინცხა-მაღვალაკი 10 Feb 2015, 17:39
წიწილა გარემოზე როგორ რეაგირებს? ანუ ქათამი ხომ კაკანებს, და წიწილასთვის ანალოგიური შესატყვისი რა არის ქართულ ენაში?

Posted by: MITIATO 10 Feb 2015, 19:16
ვინცხა-მაღვალაკი
QUOTE
წიწილასთვის ანალოგიური შესატყვისი რა არის ქართულ ენაში?

წიწილა წივის.

Posted by: ვინცხა-მაღვალაკი 10 Feb 2015, 23:46
MITIATO

გმადლობ smile.gif მეგონა უკეთესი შესატყვისი ჰქონდა, მაგალითად, წიწილა წივწივებს.

Posted by: nailart 16 Feb 2015, 23:00
გამარჯობა, თუ შეიძლება დამაკვალიანეთ. ჩვენთან ბაობაბის გახარება შესაძლებელია? და ჯუჯა ბაობაბი სადმე თუ იყიდება.

Posted by: dzaocom 17 Feb 2015, 17:58
nailart
აქ არ გაიხარებს.. ბაობაბის ბუნებრივი ჰაბიტატი არის მადაგასკარი და აფრიკა, სადაც თავისებური კლიმატია. თუ სპეციალურ პირობებს შეუქმნი, შეიძლება გაიხაროს მაგრამ მხოლოდ დახურულ სივრცეში. ნერგებიც არამგონია სადმე იყიდებოდეს, ხოლო თესლით გახარება უფრო ძნელი იქნება.

Posted by: nailart 18 Feb 2015, 14:52
მადლობა, ვეცდები დედას ჯუჯა ბაობაბი მაინც ვუყიდო.

Posted by: ertoba 27 Feb 2015, 13:06
გამარჯობათ ლეკვისთს რა ფირმის საკვებს მირჩევდით?

Posted by: Shake 28 Feb 2015, 01:59
https://fbcdn-sphotos-a-a.akamaihd.net/hphotos-ak-xpf1/v/t1.0-9/11025178_10153064214607114_6014306496896137644_n.jpg?oh=fb639cb3df7e6821da690b7cee74ee0b&oe=558D6B49&__gda__=1434202166_3f14a2b7bc784b221c9ec4818fcd226e

ამ ყვავილს რა ქვია?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 28 Feb 2015, 08:50
Shake
ხარისძირა Helleborus

Posted by: shotoo 6 Mar 2015, 20:39
ცხოველების, საზოგადოებრივი ტრანპორტით ტრანსპორტირება, რა სიტუაციაშია აგრძალული? პატარა კატაზე ვსაუბრობ..

მატარებელი, ავტობუსი და მეტრო მაინტერესებს ძირითადად..

Posted by: capitan marvel 10 Mar 2015, 22:07
სად ვიყიდო თუთიყუში თავისი გალიით საჭმლით რაგაცეებით რაც ჭირდება და თან რო მასწავლონ როგორ უდნა მოუარო და ძვირიც არ ღირდეს :დ და რამე არ ჯირდეს და რამდენი დამიჯდება ეს? biggrin.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 11 Mar 2015, 00:10
capitan marvel
QUOTE
სად ვიყიდო თუთიყუში თავისი გალიით საჭმლით რაგაცეებით რაც ჭირდება და თან რო მასწავლონ როგორ უდნა მოუარო და ძვირიც არ ღირდეს :დ და რამე არ ჯირდეს და რამდენი დამიჯდება ეს?

ალბათ მაინც ზოომაღაზიაში უნდა ჰყავდეთ და ჰქონდეთ ყველაფერი ის რაც სჭირდება smile.gif

Posted by: capitan marvel 11 Mar 2015, 16:02
M-A-S-E-R-A-T-I
მივხვდი ემც მაგრამ რომელ ზოო მაღაზიაში სანდო რომ იყოს და რამე რო არ ჭირდეს. და ფასიც მაინტერესებს

Posted by: 200000 12 Mar 2015, 12:44
ხომ არის საკვები დანამატები , რომლებიც ცხოველებს სწრაფად ზრდის.
მსგავსი რამე ხეებისთვის არსებობს ?

Posted by: MITIATO 12 Mar 2015, 14:55
200000
QUOTE
მსგავსი რამე ხეებისთვის არსებობს ?


კი, არის ჰორმონების და ვიტამინების ნარევები.
ახლახანს ვიყიდე მეც და გამოვცდი, რამდენად ეფექტურია.
აქ რამდენად იშოვნი, ვერ გეტყვი.
მე ამაზონიდან გამოვიწერე.

Posted by: bomboraN1 14 Mar 2015, 08:07
აბა უცბად მითხარით რამე პირმა.ცუგები მყავს საქართველოდან კანადაში ჩამოსაყვანი...

Posted by: dzgvibi82 14 Mar 2015, 12:16
გამარჯობათ ვინმეს თუ უნახია მანათობელი ხის ნაფოტი რომელიც სიბნელესჰი ფოსფორის ნათების მსგავსადდ ანათებს.. მე მქონდა ასეთი შჰემთხვევა რაჭაში , მაგრამ ასეთ ფენომენზე ვერ ვნახე ინტერნეტში ვერანაირი , სტატია, ტუ ვინმეს გქონიატ რამ ეშეხება ა იმფორმაცი ა თუ არ შეწუხდებით დაწერეთ.

Posted by: Tariel 14 Mar 2015, 16:00
dzgvibi82
QUOTE
ვინმეს თუ უნახია მანათობელი ხის ნაფოტი რომელიც სიბნელესჰი ფოსფორის ნათების მსგავსადდ ანათებს.. მე მქონდა ასეთი შჰემთხვევა რაჭაში , მაგრამ ასეთ ფენომენზე ვერ ვნახე ინტერნეტში ვერანაირი , სტატია, ტუ ვინმეს გქონიატ რამ ეშეხება ა იმფორმაცი ა თუ არ შეწუხდებით დაწერეთ.

მე მაქვს კი ნანახი, ცოტა დაფუტუროვებულივით იყო ხე, თუ ხის ფესვი იყო ზუსტად ვერ გავარჩიე, დამპალი იყო ქერქი.

Posted by: MITIATO 14 Mar 2015, 17:08
dzgvibi82
QUOTE
ასეთ ფენომენზე ვერ ვნახე ინტერნეტში ვერანაირი , სტატია

არ გიძებნია, ალბათ კარგად, თორემ მაგის მეტს რას იპოვნიდი biggrin.gif
http://journal-shkolniku.ru/zanimatelnye_fakty5-2.html

თუ სტატიის წაკითხვა დაგეზარა, მოკლედ გეტყვი, რომ სოკო შვება მაგ ყველაფერს და ბიოლუმინესცენცია ქვია ამ მოვლენას.

https://ru.wikipedia.org/wiki/Биолюм

Posted by: Jaguar paw 14 Mar 2015, 17:54
MITIATO, დამასწარი! biggrin.gif up.gif

Posted by: keandra 15 Mar 2015, 17:23
მაინტერესებს ტორფი და აგროპერლიტი სად იყიდება თბილისში. გეცოდინებათ.

Posted by: Degeneres 15 Mar 2015, 18:52
კუ მინდა ვიყიდო და ხომ ვერ მეტყვით სად შეიძლება კუს პოვნა biggrin.gif

Posted by: kranci 15 Mar 2015, 20:32
ხალხო, კაკლის ხე მიხმება სოფელში,არ ვიცი რით ვუშველო. ძალიან ბებერიც არაა.
ნაყოფს თითქმის აღარ იძლევა, შარშან ერთი ცალიც არ ესხა და ფოთლებიც ცოტა ქონდა და ისიც ჩამოყრილი.
წელს ჯერ არ ვიცი რას იზამს, მაგრამ დავპოსტე მაინც, იქნებ რამე რჩევა მივიღო მეთქი. mo.gif

http://www.radikal.ru

Posted by: dzaocom 15 Mar 2015, 20:47
kranci
ბევრი დაავადება არსებობს, ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანი... ესე ძნელია გარკვევა. რამე სოკო ხომ არ იზრდება ხეზე? ან რაიმე ჭრილობა, გადახსნილი ადგილი ხომ არ არის? მწერები ან ქინქლები ხომ არ ესევიან? ტოტი გადატეხე და ნახე ცოცხალია თუ არა, როგორ გამოიყურება, რა ფერია.. როცა ფოთლები ქონდა გამოტანილი, რაიმე უცნაური შეფერილობა ხომ არ ჰქონდა? მოკლედ ბევრი დეტალია საჭირო, დააკვირდი და აღწერე.

Posted by: keandra 15 Mar 2015, 23:58
Degeneres
QUOTE
კუ მინდა ვიყიდო და ხომ ვერ მეტყვით სად შეიძლება კუს პოვნა

რუსთავში სასაფლაოზე (!) მინახავს და დიდი ჭაობია აქ ერთი კიდევ. იქ არის. თბილისი არ ვიცი.

Posted by: vechny 16 Mar 2015, 09:26
ხალხო ბედნიერების ხის გაყიდვა მინდა და სავარაუდოდ ფასები რა აქვს?13 წლის არის ზამთარში თეთრ ყვავილევს იკეთებს
user posted image

Posted by: dzgvibi82 17 Mar 2015, 10:17
კუს მეტი რა იყიდება , , მე მყავს ჩვეულებრივი კუ არის ხელის გულის ხეალა დიდია რა , დამტანჯა მენანება გადასაგდებადაც, არა და სვრის აკვარიუმს დ ა თუ მოშივდა თევზებსაც დასდევს,, ბავშვებს უყვართ და მიტომ ვინახავ თორე არ გავაჩერებდი მაგას აკვარიუმში, ჯიშიანი არაა მემგონი მაგიტომ გაიზარდა ამხელა. მოკლედ ბინდზური და ღორმუცელა რამეა.

Posted by: Glekhi 17 Mar 2015, 13:09
ბალახის დასათესი აპარატი მჭირდება ვინმე ხო არ აქირავებთ?

Posted by: Unico 17 Mar 2015, 13:21
dzgvibi82
QUOTE
ჯიშიანი არაა მემგონი მაგიტომ გაიზარდა ამხელა.

უჯიშო კუ პირველად გავიგე biggrin.gif

კუ მე ვიცი ხმელეთის ან წყლის. ამის მიხედვით სახეობებიც ეგრე იყოფა user.gif

Posted by: dzgvibi82 17 Mar 2015, 16:07
ხო ხმელეთის და წყლის , მაგრამ იმ ჭყლის კუებშიც არის გამოყვანილი ჯიშბი. მე მყავს ველური ანუ დვარნიაშკა რა

Posted by: kranci 19 Mar 2015, 13:57
dzaocom
QUOTE
ბევრი დაავადება არსებობს, ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანი... ესე ძნელია გარკვევა. რამე სოკო ხომ არ იზრდება ხეზე?

მწვანედ რომ ჩანს ტოტებზე მაგის ბრალი ხომ არ იქნება? რაღაც ხავსივით იზრდება ზედ. ქინქლა და ჭრილობა არ შემიმჩნევია.
ტოტის გადატეხვა ვერ მოვიფიქრე და ახლა არ ვარ სოფელში რომ გადავტეხო. user.gif

Posted by: dzaocom 19 Mar 2015, 15:39
kranci
არა ეგ არაფერს უშლის, პირიქით კარგიც არის. გარედან შეიძლება არაფერი ემჩნეოდეს მაგრამ შიგნით ხდებოდეს ლპობა... მაგას ნახვა უნდა.

Posted by: rezo_ozer 20 Mar 2015, 22:21
ჰასკის ყიდვა მინდა. ძაღლი ვნახე, მშობლებს საბუთი აქვთ ამას არა. სად შეიძლება საბუთი გავაკეთო Dა რა ჯდება?

Posted by: XAO 21 Mar 2015, 00:26
რა მაინტერესებს. სად შეიძლება კარგი სახლის მცენარეების ყიდვა. დიდი რო იზრდებოდეს ეგეთი მინდა smile.gif
და მაქვს რამოდენიმე მცენარე და მნიშვნელობა ააქვს ფანჯარასთან იდგმება თუ არა. და კიდე რამდენხანში ერთხელ უნდა მორწყა

Posted by: Tropical 21 Mar 2015, 13:34
XAO

შევარდნაძის გარდენიაში, ძალიან დიდი არჩევანია და ნორმალური ფასებიცაა smile.gif

Posted by: Zagazig 21 Mar 2015, 23:14
მოგესალმებით

მჭირდება დახმარება, დავრგე ელდარის ფიჭვები, 1.5-2 მ სიმაღლის, ცოტა ქარიანი ადგილია და გადაიხარა რამოდენიმე

სად შეიძლება ვიყიდო 1.5 სიმაღლის მძლავრი ხის სარები? აი ისეთი პამიდვრებს რომ უკეთებდნენ ადრე ოთკუთხედი ანდა რამე მაგის მსგავსი

Posted by: XAO 22 Mar 2015, 01:44
Tropical
QUOTE
შევარდნაძის გარდენიაში, ძალიან დიდი არჩევანია და ნორმალური ფასებიცაა

ღადაობ ხო smile.gif

Posted by: keandra 22 Mar 2015, 13:09
კობრის ლიფსიტები სად შეიძლება შევიძინო? ხომ არ იცით ვინმემ? ტბაში გვინდა გაშვება

Posted by: XAO 23 Mar 2015, 00:13
Tropical
QUOTE
შევარდნაძის გარდენიაში, ძალიან დიდი არჩევანია და ნორმალური ფასებიცაა

sad aris eg?

Posted by: Tropical 23 Mar 2015, 17:26
XAO
არა, მართლა კარგი ფასებია, ყველანაირი მცენარეებია, თან ისეთი სასიამოვნო გარემოაა smile.gif))
ხუდადოვზე თუ არვიცი რომელი ქუჩაა, ნახალოვკაშია, მისამართი ფეისბუქზე უდევთ

Posted by: XAO 24 Mar 2015, 13:33
Tropical
QUOTE
არა, მართლა კარგი ფასებია, ყველანაირი მცენარეებია, თან ისეთი სასიამოვნო გარემოაა ))
ხუდადოვზე თუ არვიცი რომელი ქუჩაა, ნახალოვკაშია, მისამართი ფეისბუქზე უდევთ

ფეისბუქის ლინკი ჩამიგდე რა...

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 28 Mar 2015, 15:14
XAO
QUOTE
ფეისბუქის ლინკი ჩამიგდე რა...

გარდენია მდებარეობს ლოტკინზე, თბილისის ზღვისკენ მიმავალ გზაზე ხუდადოვის ქუჩის ბოლოში , პოლიციის შენობიდან 200 მეტრში, გზის მარცხენა მხარეს https://www.facebook.com/pages/Gardenia-shevardnadze/356457657744656

Posted by: nia4u 29 Mar 2015, 14:43
ხალხო, სად ყიდულობთ ეზოს დეკორატიულ მცენარეებს?
პალმის ყიდვა მინდა და სად ჯობია რომ ვიყიდო?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 29 Mar 2015, 20:23
nia4u
QUOTE
ხალხო, სად ყიდულობთ ეზოს დეკორატიულ მცენარეებს?
პალმის ყიდვა მინდა და სად ჯობია რომ ვიყიდო?

თუ აღმოსავლეთში ცხოვრობ დიდი არჩევანი არ გაქვს მხოლოდ ერთი სახეობის პალმა ხარობს თქვენსკენ და უმჯობესია ჯერ ეს გაარკვიო რომელი რომ არ მოტყუვდე პალმას კი სანერგეებში ან ყოფილ დეზერტირებთან იქნება გამოტანილი

Posted by: nia4u 29 Mar 2015, 20:52
M-A-S-E-R-A-T-I
აღმოსავლეთში ვცხოვრობ,
მაგრამ დასავლეთისთვის მინდა ყიდვა smile.gif
სანერგეებში მეძვირა და იქნებ ვინმემ იაფი ადგილი იცოდეს,
შევარდნაძემ 100 ლარს გროშ-კაპიკი არ დააკლდებაოოოო smile.gif

Posted by: TitanKronos 3 Apr 2015, 16:35
Berner Sennenhund ის ჯიშის ძაღლები იყიდება სადმე საქართველოში ???

Posted by: MITIATO 4 Apr 2015, 20:18
TitanKronos
QUOTE
Berner Sennenhund ის ჯიშის ძაღლები იყიდება სადმე საქართველოში ???

no.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 4 Apr 2015, 22:22
nia4u
QUOTE
სანერგეებში მეძვირა და იქნებ ვინმემ იაფი ადგილი იცოდეს,
შევარდნაძემ 100 ლარს გროშ-კაპიკი არ დააკლდებაოოოო

მაშინ აჯობებს დასავლეთშივე იყიდო უფრო იაფიც იქნება და ბევრი ტარებაც არ მოგიწევს საიტებზე სავსეა განცხადებები

Posted by: kikva_98 5 Apr 2015, 15:50
მეგობრებო ვერსად ვერ ვნახე იქნრებ დამეხმაროთ... მხატვრული კვეთა ხეზე.მასალები მაინტერესებს ბზის გარდა რომელი მუშავდება ხელით კარგად

Posted by: nia4u 6 Apr 2015, 15:25
M-A-S-E-R-A-T-I
იმდენი ვიწუწუნე, რომ მაჩუქეს biggrin.gif
kikva_98
კაკალი smile.gif

Posted by: site user 6 Apr 2015, 16:51
გამარჯობათ. მემგონი სწორ თემაში ვსვას ამ კითხვას
მოკლედ რა ხდება, რაჭაში რომ ვიყავი ჩემს მანქანაში შემთხვევით შემოფრინდა ეს ჩიტი, ძალიან ლამაზია smile.gif
მაინტერესებს რა ჯიშია და ყველაფერი რაც იცით ამ ჯიშთან დაკავშირებით მითხარით

Posted by: Jaguar paw 6 Apr 2015, 20:32
site user, ლურჯთავა წიწკანაა (Parus coeruleus).

Posted by: Rebel=)) 11 Apr 2015, 20:30
მეგობრებო ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება, გუშინ კნუტი ვიპოვე ძალიან პატარაა დედამ მიატოვა, ჯერ თვალებიც არა აქვს გახელილი, ჰოდა არ ვიცი რა ვუშველო მთელი დღეა კნავის sad.gif
გუშინ ვაჭამე ცოტა რძე ძალით როგორც მასწავლეს, დღეს ძალიან ცოტა ჭამა და რა ვიღონო არ ვიცი sad.gif

Posted by: dzaocom 11 Apr 2015, 20:42
Rebel=))
თუ დალევის პრობლემა აქვს მაშინ საწოვარით(სოსკა) დაალევინე რძე. ეს წაიკითხე ყველაფერი წერია http://www.animalalliancenyc.org/wordpress/2013/05/what-to-do-and-not-do-if-you-find-a-newborn-kitten/

Posted by: Rebel=)) 11 Apr 2015, 21:21
QUOTE (dzaocom @ 11 Apr 2015, 20:42 )
Rebel=))
თუ დალევის პრობლემა აქვს მაშინ საწოვარით(სოსკა) დაალევინე რძე. ეს წაიკითხე ყველაფერი წერია http://www.animalalliancenyc.org/wordpress/2013/05/what-to-do-and-not-do-if-you-find-a-newborn-kitten/

მადლობა, მაგრამ აქ რაც წერია სპეციალური რძე არ მაქვს, ჩვეულებრივ რძის ფხვნილს ვუხსნი წყალში და ეგ სულ არაფერს სჯობს თუ უარესია ვერ გავიგე :/

Posted by: dzaocom 11 Apr 2015, 22:12
Rebel=))
მაშინ სხვა გზა არ არის, ჩვეულებრივი რძის ფხვნილი გამოიყენე. საერთოდ ძროხის რძეს კატები ვერ ინელებენ, მაგრამ რავიცი.. ვეტ-კლინიკაში შეიარე შეიძლება ჰქონდეთ ეგ რძის ფხვნილი.
* * *
უი ახლა წავიკითხე რომ არ შეიძლება ძროხის რძის მიცემა..http://krazyforkats.com/documents/finding_a_lost_or_abandoned_kitten.html სპეციალური კატის რძის ფხვნილი უნდა იყიდო. ვეტ-კლინიკაში წადი აუცილებლად.

Posted by: CutOffHands 17 Apr 2015, 22:41
ძაღლების ექიმი ისეთი ვინაა 24 საათი რო მუშაობდეს?
Eხლა რო დავურეკო.
ნომერი დაწერეტ რა თუ იცით

Posted by: ინაველ 18 Apr 2015, 11:43
პატარა ბზა შევიძინე მაგრამ არ ვიცი როგორ მოვუარო
გამყიდველმა კი მითხრა მაგრამ ვერ დავიმახსოვრე წყლის დასხმა რა პერიოდულობით უნდა
ხომ არავინ იცით?
რამდენ ხანში უნდა მოვრწყა?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 21 Apr 2015, 13:21
ინაველ
QUOTE
პატარა ბზა შევიძინე მაგრამ არ ვიცი როგორ მოვუარო
გამყიდველმა კი მითხრა მაგრამ ვერ დავიმახსოვრე წყლის დასხმა რა პერიოდულობით უნდა
ხომ არავინ იცით?
რამდენ ხანში უნდა მოვრწყა?

მიწა რომ შეშრებბა მაშინ მორწყეთ, ეცადე ბევრი არ ატრიალო ქოთანი სინათლის მხარე საითაც ექნება მუდამ ერთ პოზიციაში გყავდეს, არ უყვარს სიცხე არც, მაგრამ არც სრული სიბნელე ზაფხულში უმჯობესია გარეთ გაიტანო აივანზე ზამთარშიც არ ჭირდება სითბო სადმე გრილ ადგილზე მოათავსე

Posted by: ქართლოსი 21 Apr 2015, 14:44
ხე ან რა მცენარე არსებობს რომელიც, იზრდება ყველაზე მალე 5 მეტრამდე
ან 5 მეტრაზე ცოტა მეტის. 2.5-3 მეტრის მერე რომ ქონდებ ბევრი ტოტები და
ფოთლები რომ მეორე მხარეს რაც შეილება ნაკლები ჩანდეს,
და მალერომ იზრდებოდეს ან დიდი რამხელა შეიძლება როდრგო?
და სად შეილება შოვნა ესეთი მცენარის?
ნაძვი კარგია ზამთარშიც მწვანეა მაგრამ დიდი ხანი სჭირდება გაზრდას.

მადლობა.

Posted by: Trump 21 Apr 2015, 14:49





მოკლედ მაინტერესებს თუ გსმენიათ , ან სერვისის შესახებ ( ცხოველების დამარხვა) , ან სპეციალური ტერიტორიის , სადაც ხდება შინაური ცხოველების დასაფლავება?


M-A-S-E-R-A-T-I


ვიტამინებზე ,რომ გამეხსნა თემა აქ დავწერდი , მაგრამ როგორც ხედავ სასწრაფოდ მესაჭირეოება პასუხი.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 21 Apr 2015, 16:10
შენს ადგილზე სადმე ლამაზ ადგილზე დავკრძალავდი მეც დავინტერესდი და მხოლოდ მერიის ახალ რეგულაციებს გადავაწყდი რომლის წაკითხვასაც არ გირჩევ ტყუილად ნერვებს აიშლი, როგორც ასეთი სპეც ადგილი გამოყოფილი არ არის

Posted by: Trump 21 Apr 2015, 16:42
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
შენს ადგილზე სადმე ლამაზ ადგილზე დავკრძალავდი მეც დავინტერესდი და მხოლოდ მერიის ახალ რეგულაციებს გადავაწყდი რომლის წაკითხვასაც არ გირჩევ ტყუილად ნერვებს აიშლი, როგორც ასეთი სპეც ადგილი გამოყოფილი არ არის



ხო.. მეც წავიკითხე ეგ.sad.gif

Posted by: Unico 22 Apr 2015, 12:22
M-A-S-E-R-A-T-I
Jaguar paw
ეს რა არსებაა, ხომ არ იცი შემთხვევით?

http://pix.ge/

Posted by: ინაველ 22 Apr 2015, 13:01
M-A-S-E-R-A-T-I

QUOTE
მიწა რომ შეშრებბა მაშინ მორწყეთ, ეცადე ბევრი არ ატრიალო ქოთანი სინათლის მხარე საითაც ექნება მუდამ ერთ პოზიციაში გყავდეს, არ უყვარს სიცხე არც, მაგრამ არც სრული სიბნელე ზაფხულში უმჯობესია გარეთ გაიტანო აივანზე ზამთარშიც არ ჭირდება სითბო სადმე გრილ ადგილზე მოათავსე


დიდი მადლობა!

Unico

http://en.wikipedia.org/wiki/Axolotl

Posted by: Unico 22 Apr 2015, 13:11
ინაველ
უი, დანქეე ^_^

ახლა მოვძებნი, რითია ეს არსება ასეთი განსაკუთრებული

Posted by: ინაველ 22 Apr 2015, 14:10
Unico
QUOTE
ახლა მოვძებნი, რითია ეს არსება ასეთი განსაკუთრებული


არის რო განსაკუთრებული?
ვიზუალით კი არი ისე უცნაური და საყვარელი

თან თევზია
თან ფეხები აქვს
ლაყუჩებით სუნთქავს ანუ




Posted by: tuvalu1 22 Apr 2015, 20:41
გამარჯობა,

ვინმემ ხომ არ იცის ბამბუკის ნერგები სად შეიძლება შევიძინო?

Posted by: jjj 22 Apr 2015, 23:32
თბილისში თუ არის რამე სასწავლო დაწესებულება, სადაც დეკორატიულ მებაღეობას, მცენარეების მოვლას ან ზოგადად აგრონომიის საწყისებს ასწავლიან ასე ვთქვათ "სამოყვარულო" დონეზე?

Posted by: MITIATO 23 Apr 2015, 12:28
Unico
QUOTE
ახლა მოვძებნი, რითია ეს არსება ასეთი განსაკუთრებული

არ ვიცი, მოძებნე თუ არა, მაგრამ აქ მოკლედ წრია, რითია განსაკუთრებული.
https://forum.ge/?f=72&showtopic=34310030&st=60

ინაველ
QUOTE
თევზია

აქსოლოტლი თევზი არ არის. no.gif
წყალხმელეთა ცხოველების_ამბისტომების ზოგიერთი სახეობის ნეოთენური ლარვაა.

Posted by: ქართლოსი 24 Apr 2015, 19:57
jjj

სასოფლო ინსტიტუტი არა?

tuvalu1
QUOTE
ვინმემ ხომ არ იცის ბამბუკის ნერგები სად შეიძლება შევიძინო?

გარდენიაში ნახე?








ქაღალდს რითაც ამზადებენ ეგ ხე იზრდება მალეო და რა ქვია
ხო არ იცის ვინმემ?
მადლობა.

Posted by: jjj 25 Apr 2015, 15:48
QUOTE (ქართლოსი @ 24 Apr 2015, 15:57 )
jjj

სასოფლო ინსტიტუტი არა?

ინსტიტუტში ჩაბარების თავი არ მაქვს, აღარა ვარ სტუდენტურ ასაკში smile.gif ისე, არ არის სადმე ფასიანი კურსები ნებისმიერი მსურველისთვის?

Posted by: ქართლოსი 25 Apr 2015, 16:34
jjj

არვიცი მაგდენი. განათლების სამინისტროში არ ეცოდინებათ?!
ან ინტერნეტში უნდა მოძებნო.

http://eqe.ge/ აქაც ნახე

Posted by: tvrineli 25 Apr 2015, 23:13
გამარჯობათ. ერთი რამ მაინტერესებს რა. გველების ვივარიუმისთვის მინდა გამათბობელი, ოღონდ ნათურა არა, ინგლისურად Heating Mat ქვია, და იქნებ მითხრათ თბილისში სად ვიყიდი. გამოწერა არ მინდა, მეჩქარება.

Posted by: Bluetooth_a 27 Apr 2015, 12:46
ეს ლამაზი მცენარე ლიმნად მაქვს სახლში.
რა ჯიშის ლიმონია თუ ვინმე ერკვევით?!




Posted by: rem_admin 27 Apr 2015, 15:08
ვეძებ ამერიკულ staffordshire terrier-ს მაგრამ ინტერნეტში ვერსად ვერ ვნახე. ყავს ვინმეს თბილისში? შეიძლება მისი ყიდვა? დაახლოებით რა ღირს? smile.gif


* * *
მეგობრებო ვერსად ვერ ვნახე სტაფის ლეკვები. ერთადერთი ინტერნეტში http://www.mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&product_id=7514103&back_page_num=1 <-- ეს ვარიანტი ვნახე, პიტის ლეკვები. როგორ ფიქრობთ სუფთა ჯიშია? დიდად ვერ ვერკვევი მე და იქნებ რჩევები მომცეთ smile.gif.
ასევე დიდი ხანია არ მყოლია ოთხფეხა მეგობარი, და იქნებ მიმასწავლოთ თბილისში სად შეიძლება საუკეთესო ხარისხის საკვებსი შოვნა, სად კეთდება კარგი აცრები და სად ვნახო კარგი ვეტერინარი?

უღრმესი მადლობა smile.gif

Posted by: ივანიჩ 27 Apr 2015, 23:41
სალამი
აივანზე მტრედები რომ არ დასხდნენ და არ დასვარონ....
რამე საშუალება არსებობს? ვქვათ რომ დავასხურო და არ მიეკარონ....
ჰელპ
cry.gif cry.gif cry.gif

Posted by: Xolmc 30 Apr 2015, 11:07
Acacia acuminata
Phalaris aquatica
Phalaris arundinacea
acacia confusa

შეგიძლიათ მითხრათ ამ მცენარეებიდან რომელი მოიპოვება საქართველოში და სად ? დიდი მადლობა .

Posted by: xatia1xatia 1 May 2015, 14:55
მოკლედ გუშინ დილით მეუღლემ მოიყვანა კნუტი ქუჩიდან.. არც ასაკი ვიცი და არც მოვლა.ერთადერთი ის ვიცი რომ ქვიშა უნდა მოსასაქმებლად და მაგას ვაჩვევ ნელ-ნელა.გთხოვთ მირჩიოთ რა ვქნა..რა აცრებია საჭირო,როგორ გავარკვიო ასაკი და რა ვაჭამო.ძალიან ცუდად ჭამს ,,თან ქუჩიდან აყვანილი რომ არის მეშინია.ტკიპების და ა.შ.
P.S. გოგოა_ლიზიკო biggrin.gif

Posted by: MITIATO 1 May 2015, 18:52
xatia1xatia
გილოცავ ოთხფეხა მეგობრის შეძენას.

ამ თემაში უკეთ გიპასუხებენ კატების პატრონები: https://forum.ge/?showtopic=34676980&f=&st=945&#entry44472446

Posted by: Tariel 1 May 2015, 21:07
xatia1xatia
QUOTE
როგორ გავარკვიო ასაკი

დაახლოებით ერთი თვისას გავს.
მე მყავს კატა და არ ამიცრია არასოდეს, რაც მახსოვს ერთხელ მეყოლება აცრილი კატა ოღონდ ის კატა უკვე აღარაა ცოცხალი (დაბერდა და მოკვდა საწყალი 14 წელი იცოცხლა).

Posted by: ივანიჩ 1 May 2015, 23:43
მეც მიპასუხეთ რა sad.gif
აივანზე მტრედები რომ არ დასხდნენ და არ დასვარონ....
რამე საშუალება არსებობს? ვქვათ რომ დავასხურო და არ მიეკარონ....
ჰელპ
cry.gif cry.gif cry.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 2 May 2015, 15:45
ივანიჩ
QUOTE
მეც მიპასუხეთ რა
აივანზე მტრედები რომ არ დასხდნენ და არ დასვარონ....
რამე საშუალება არსებობს? ვქვათ რომ დავასხურო და არ მიეკარონ....
ჰელპ

თუ ბინაში არ ცხოვრობ ეს გაუთავებელი პრობლემაა მეც იგივე მაქვს რა არ ვცადე საფრთხობელას ჩათვლით მაგრამ უშედეგოდ biggrin.gif

Posted by: NIK-001 2 May 2015, 17:40
მეგობრებო. მაქვს რამოდენი მცენარე სახლში. მიდგანან ფანჯარასთან .

რაც დათბა შევამჩნიე რომ მწერები შეესივნენ სავით რადგან მომრავლდა ოთახში მათი რაოდენობა.. პატარები არიან .
ადრე არ იყო... რა ვქნა რით შევწამლო ან მოუხერხო რომ გავაქრო...

მაქვს ფიკუსი, პეპლები. სპილოს ყურები ფულის ხე... (ბოლო ხანია არ მომწონს.. თითქონ ნაიარევი გაუჩნდა) და გვიმრა.

2 კვირის წინ ყველა ჯიგრულად იყო ეხლა კი ზემოდ ხსენებული ფაქტის წინაშე დავდექი,,,, მირჩიეთ რამე.

წინასწარ დიდი მადლობა smile.gif
* * *
M-A-S-E-R-A-T-I

მე საფრთხობელა არ მყავს smile.gif მარა 9 სართულზე მთელი ზაფხულის მანძილზე 2-3 სკლინტი თუ არის ხოლმე smile.gif იცის ქარიან ამინდში.... smile.gif ტფუ ტფუ ფტუ

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 2 May 2015, 20:29
NIK-001
QUOTE
მირჩიეთ რამე.

სამთო ქიმიასთან არის შხამქიმიკატების მარაზია აღუწერე იქ დეტალურად როგორია შენი მავნებლები და დაგაკვალიანებენ ისე პრეპარატი "კარატე" პანაცეაა თითქმის ყველა სახის მავნებლისთვის გამოყენებაც მარტივია და ეფექტიც 100%

Posted by: gjeorgje 3 May 2015, 00:34
ყვავილებისათვის მიწა სად შეიძლება რომ ვიყიდო?

Posted by: NIK-001 3 May 2015, 04:46
gjeorgje

პრაქტიკულად ნებისმიერ ყვავილების მაღაზიაში... 1 კგ 50-60 თეთრი ღირს

M-A-S-E-R-A-T-I

გაიხარე მეგობარო დიდი მადლობა.

Posted by: gjeorgje 4 May 2015, 18:00
NIK-001
...დიდი მადლობა...

Posted by: Unico 5 May 2015, 14:53
M-A-S-E-R-A-T-I
MITIATO
თქვენთან კითხვა მაქვს მეგობრებო biggrin.gif
ეს რა "ბალახებია"? იცით ვინმემ? დედაჩემმა იყიდა და აზრზე არ ვართ, რა არის, რა უხარია, რა უნდა smile.gif რაც ყვავილობს, ისეთებს ყიდულობს დედა, ლამაზიაო და მე მგონია რაღაც ერთწლიანი მაიმუნობა, პახ და მეორე წელს ნასახიც რომ აღარ არის ქოთანში. biggrin.gif

http://www.radikal.ru

და ეს
http://www.radikal.ru

და ესეც:
http://www.radikal.ru

წინასწარ მადლობა, ჩემო ოქროებო givi.gif 2kiss.gif

Posted by: CENTURIONI 6 May 2015, 15:55
საქართველOშ სადმე ჯაკარანდას ხეები თუ იზრდება და როგორ უძლებს ჩვენს კლიმატს თუ იცით ვინმემ?

Posted by: MITIATO 7 May 2015, 22:42
Unico
ბაღის ყვავილებში ვერ ვბრწყინავ მაინც და მაინც.
პირველი, მემ მგონი, ხეა, როდოდენდრონების ოჯახიდან.
დანარჩენი ორი ნამდვილად ერთწლიანი მცენარეა, მაგრამ სახელები არ ვიცი. sad.gif

Posted by: Bluetooth_a 8 May 2015, 01:54
მაჩუქეს გარდენია შევარდანძეში ნაყიდი ეს ორი მცენარე.
იქნებ ამათი ქართული და ლათინური სახელები მითხრათ.



user posted image

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 8 May 2015, 09:56
Unico
QUOTE
ეს რა "ბალახებია"? იცით ვინმემ? დედაჩემმა იყიდა და აზრზე არ ვართ, რა არის, რა უხარია, რა უნდა  რაც ყვავილობს, ისეთებს ყიდულობს დედა, ლამაზიაო და მე მგონია რაღაც ერთწლიანი მაიმუნობა, პახ და მეორე წელს ნასახიც რომ აღარ არის ქოთანში.

პირველი აზალიაა მრავალწლიანი ბუჩქია (სირცხვილი ეს რომ არ იცი)) მეორე გაზანიაა არის ერთწლიანებიც მრავალწლიანებიც ეს არ ვიცი რომელია(ალბათ უფრო ერთწლიანი) ბოლო სალვიაა ერთწლიანია

Posted by: Unico 8 May 2015, 10:29
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
(სირცხვილი ეს რომ არ იცი)

lol.gif lol.gif

არ გამახსენებინო შენი სირცხვილი ახლა.

M-A-S-E-R-A-T-I
MITIATO
მადლობა, ოქროებო ^_^
ჩემი ჩიპი და დეილი ხართ biggrin.gif

პ.ს. მოიცა, სალვია მოსაწევიც ყოფილა spy.gif facepalm.gif აუუ, ნუ დამცინი მასერატ gigi.gif user.gif ცოდო ვაარ user.gif

Posted by: france 10 May 2015, 14:21
ეს რა ყვავილია? მარტის დასაწყისში ჰქონდა ყვავილები.
ყიდვის დროს მითხრეს დეკორატიული დაფნ არისო და მგონი არ უნდა იყოს

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 10 May 2015, 15:13
france
QUOTE
ყიდვის დროს მითხრეს დეკორატიული დაფნ არისო და მგონი არ უნდა იყოს

უცნაურია მაგრამ ასეა ლათინური სახელოდება Daphne საკმაოდ არომატული ყვავილები აქვს შორ მანძილზე იგრძნობა სუი თუმცა ნაყოფი ტქსიკურია თუ ბავშვები გყავთ მოარიდეთ

Posted by: france 10 May 2015, 16:09
QUOTE
არომატული ყვავილები აქვს შორ მანძილზე იგრძნობა სუი თუმცა ნაყოფი ტქსიკურია


არ მეგონა დაფნა თუ იქნებოდა.
სურნელი კი აქვს ისეთი მთელს ეზოში იგრძნობა.
იმედია თუ არ მოვწყვიტე და არ დავყნოსე, არ მავნებს.
რა ცუდია ახლა ვნახე, რომ შინაურ ცხოველებისთვისაც ცუდია; არადა ძაღლი მყავს და იმედია არ გაგიჟდება არ შეჭამს

Posted by: Coeur 10 May 2015, 16:37
გამარჯობათ.
მაინტერესებს, თბილისში სად შეიძლება ვიყიდო შროშანი, პატარა თაიგული.

Posted by: Mr Adam 11 May 2015, 18:09
ვერმიკულიტი და კერამზიტი სად შემიძლია ვიყიდო?

Posted by: Mr Adam 12 May 2015, 09:40
კერამზიტი იგივე კრამიტი(კერამიტი) არ არის?
ანუ მინდა დავამსხვრიო და სახლის მცენარეს შევურიო

Posted by: MITIATO 12 May 2015, 12:37
Mr Adam
QUOTE
კერამზიტი იგივე კრამიტი(კერამიტი) არ არის?

არა.
კერამზიტი ბურთულებად გამომწვარი თიხაა, ძალიან მსუბუქი.
ოღონდ ყიდვა სად შეიძლება ვერ გეტყვი. ისე, მშენებლობაშიც ხმარობენ.

მცენარის დრენაჟად დამსხვრეული კრამიტის გამოყენებაც თავისუფლად შეგიძლია.

Posted by: Mr Adam 12 May 2015, 21:42
MITIATO

ეგ მეც ვიფიქრე, მაგრამ ეგრე მითხრეს რომ სამშენებლო არ გამოდგებაო..

Posted by: MITIATO 12 May 2015, 23:01
Mr Adam
QUOTE
ეგრე მითხრეს რომ სამშენებლო არ გამოდგებაო..

გამოდგება. yes.gif

Posted by: Mr Adam 13 May 2015, 15:37
MITIATO

და ეს სამშენებლო უფრო მძიმე რადგან არის ჯობია ძირში დავუყარო ხო? მერე მიწა

Posted by: dragflyy_fly 15 May 2015, 16:50
გამარჯობათ გვირილების დაკრეფა სად შეიძლება

Posted by: execution 15 May 2015, 18:41
გამარჯობა
მოკლედ, იებისთვის რომ არის პატარა ქოთანი, იმაში უბრალოდ ჩავყარე გრეიფრუტის(გრეიფრუტი არაა მარა გრეიფრუტს უძახიან აქა, ხანდახან კიდე ციტროს) 3 ცალი კურკა, და ახლახანს ვნახე ამის მსგავსი ამოსულა 2 ცალი biggrin.gif
user posted image

მერე კიდე ვაშლს ვჭამდი და ვნახე რომ კურკებს უკვე პატარა ფესვები ჰქონდა, ხოდა 2 ცალი ესეც ჩავაგდე და ამოდის ახლა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif



ხოდა ახლა არ ვიცი რა ვუყო , არ მეგონა რამეს თუ იზამდა, პროსტა ჩავყარე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ის ია გახმა და ესენი ამოვიდა biggrin.gif biggrin.gif

რომ წამოიზრდება ქოთანში ვაპირებ გადავდო და ავიანზე დავდებ, მაგრამ მოვლა არ ვიცი

ხანდახან წყალს ვუსხამ, კვირაში 2 ჯერ

Posted by: leslie 16 May 2015, 16:21
სამგორის სათბური მიმასწავლეთ გთხოვთ...

Posted by: Tariel 17 May 2015, 11:12
dragflyy_fly
QUOTE
გვირილების დაკრეფა სად შეიძლება

ჯერ ადრეა გვირილები.

Posted by: ლლევ 19 May 2015, 21:12
ფიფლზ
სენტპოლია, იგივე ქოთნის ია სად შეიძლება შევიძინო?
საერთოდ, ოთახის მცენარეების ნერგები და თესლი სად იყიდება თბილისში?


Posted by: Unico 20 May 2015, 00:01
ლლევ
QUOTE
სენტპოლია, იგივე ქოთნის ია სად შეიძლება შევიძინო?

სენპოლია ყველგან იყიდება: კოლმეურნეობაზე, ვაგზალზე
სადაც ყვავილებს ჰყიდიან, იქ.

QUOTE
ოთახის მცენარეების ნერგები და თესლი სად იყიდება თბილისში?

და ეს არ ვიცი, მასერატი ან მიტიატო თუ დაგაკვალიანებენ smile.gif

Posted by: ლლევ 20 May 2015, 00:24
Unico
QUOTE
კოლმეურნეობაზე, ვაგზალზე


მადლობა!

Posted by: Mr Adam 27 May 2015, 19:10
კრისტალონი სად იყიდება?
და ფერებშია თუ არის მაინტერესებს?
ცისფერი, წითელი ან ყავისფერი და ყვითელი მინდა.

Posted by: Topiary 27 May 2015, 22:37
აქ უნდა ვიკითხო მგონი..

მზის სხივი წყალში, რამდენ მეტრში აღწევს? მაგალითად ოკეანის ან ზღვის შუაგულში?

Posted by: Jaguar paw 27 May 2015, 23:04
Topiary, პირობებს გააჩნია.
როგორც წესი 200 მეტრის ქვევით იშვიათად თუ დაინხავ რამეს სიბნელის გარდა. თუმცა, უმნიშნვნელო რაოდენობით შეუძლია 1000 მეტრის სიღრმემდე მიაღწიოს. იმიქ იქით უკვე სრული სიბნელის ზონაა.

Posted by: tuvalu1 29 May 2015, 19:23
გამარჯობა,

მცენარეს ფოთლებზე გაუჩნდა მრგვალი ობის მაგვარი დაავადება.
ხომ არ იცით რა არის და როგორ ვუმკურნალო?

წინასწარ დიდი მადლობა!

Posted by: Molloy 30 May 2015, 19:35
გამარჯობა, მყავს დაახლოებით 6 თვის ძაღლი, გოგო, პირველ რიგში მაინტერესებს თუ იცით დაახლოებით რა ასაკიდან ატყდება (სხვანაირად არ ვიცი როგორ ვთქვა :დ) და სტერილიზაციის გარდა სხვა საშუალება თუ არსებობს (ნემსი, ტაბლეტი) რო ეს პროცესი თავიდან ავიცილო? მადლობა წინასწარ.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 30 May 2015, 21:48
tuvalu1
სამთქო ქიმიასთან გირჩევენ შხამქიმიკატების მაღაზიაში yes.gif

Posted by: Bluetooth_a 31 May 2015, 11:39
M-A-S-E-R-A-T-I

სად შეიძლება ვიყიდო თესლების მიწა თუ როგორცაა ქართულად Organic Seed Starter?

user posted image

Posted by: ლუნა 2 Jun 2015, 00:32
ხომ არ იცით ლამაზი ქოთნის ყვავილი სად შეიძლება შევიძინო? ასე 30 ლარის ფარგლებში ვეძებ. რომელი ყვავილია კარგი?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 2 Jun 2015, 12:26
Bluetooth_a
QUOTE
სად შეიძლება ვიყიდო თესლების მიწა თუ როგორცაა ქართულად Organic Seed Starter?

შევარდნაძის სანერგეში ან ნებისმიერ მსხვილ სავაჭრო ცენტრში უნდა იყოს ეცადე და ყიდვისას თუ კილოობით იყიდი დააკვირდი საიდან გაძლევენ ზოგჯერ კერძო პირებს მიაქვთ შეზავებული და ასეთი არ გამოგადგება

Posted by: Lizikuna3 2 Jun 2015, 15:35
საქართველოში რეგულირდება თუ არა კანონით ქვეწარმავლების სახლში ყოლა ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში "გასეირნება"?

Posted by: Unico 2 Jun 2015, 15:41
Lizikuna3
QUOTE
ქვეწარმავლების ...... საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში "გასეირნება"?

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

"გასეირნება" ეს როგორ?
ასე?

http://www.radikal.ru


სახლში შეიძლება გყავდეს და ... "გასეირნებაზე" რა გითხრა აბა, რით გაგახარო user.gif

Posted by: Lizikuna3 2 Jun 2015, 15:48
საჯარო ადგილებში რომ წაიყვან გველს და რომ აშანტაჟებ ხალხს sad.gif მაგას ვეძახი "გასეირნებას"

Posted by: red-one 2 Jun 2015, 19:01
ვაიმე, ხალხნო, ვანაში ვნახე ხვლიკი... საკმაოდ დიდი იყო 15 სანტიმეტრი დაახლოებით, თან მსხვილი...
ვანაში ვეღარ შევდივარ sad.gif(
მე მაგას ვერ მოვკლავ და მშვიდობიანად როგორ მოვიშორო თავიდან?

პ.ს
"ბინის ქირა გადაახდევინე", "მოეფერე -მოგეფერება", "სახელი დაარქვი" და მსგავსი კომენტარები არ მინდა უკვე მოსმენილი მაქვს ...

Posted by: MITIATO 2 Jun 2015, 20:44
red-one

წასული იქნება ის ხვლიკი (თუ მართლა ხვლიკი იყო) აქამდე.
ან თუ გინდა ისევ აბაზანაში იყო, რას დაგიშავებს. მწერი ხო არ ხარ, რომ შეგჭამოს.
რატომ უნდა მოკლა.
user.gif

Posted by: Jaguar paw 2 Jun 2015, 20:46
red-one, ვინმე მეზობელს დაუძახე, ვისაც ხვლიკების არ ეშინია, დააჭერინე და გარეთ გააშვებინე biggrin.gif
სად ცხოვრობ ტერიტორიალურად?

Posted by: red-one 2 Jun 2015, 21:54
Jaguar paw
წერეთელზე biggrin.gif და მეზობლებს არ ვიცნობ... ნაქირავები მაქვს ...

MITIATO
არა ძაანაც რომ მინდოდეს ვერ მოვკლავ.. არ შემიძლია...
სულ წინ რომ მყავდეს გაჩერებული შემეცოდება..
მაგრამ ისე ძაან მეზიზღება...
კიდევ ერთხელ რომ ვნახო გავგიჯდები ალბათ..
არც შენ მოგეწონებოდა, საკუთარ სააბაზანოში ხვლიკი რომ შემოგხტომოდა biggrin.gif

პ.ს

რაიმე საშუალება ჰო არ იცით რომ შევწამლო და აღარ მოვიდეს? ან სანიტარული სამსახურის ნომერი biggrin.gif
თუ სხხვა არაფერი ზოოპარკის ნომერი მაინც მომეცით.. იქნება წაიყვანონ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: MITIATO 2 Jun 2015, 22:07
red-one
QUOTE
არც შენ მოგეწონებოდა, საკუთარ სააბაზანოში ხვლიკი რომ შემოგხტომოდა

ხვლიკის არც მეშინია და არც მეზიზღება, ამიტომ ჩემთვის სულერთია რომელ ოთახში შემოვა და გავა. yes.gif

112-ში დარეკე. რაღაც სამაშველო სამსახური ქონიათ.
გვერდით თემაში იდო ინფო.
ქვეწარმავლებზე დადიან გამოძახებაზე.

Posted by: tamo7779 4 Jun 2015, 16:02
ქართული ნაგაზი მალე უნდა გავუშვა ეზოში. რაღაც ამპულები მჭირდება, ეზოსთვის ე.წ. დეზინფექცია რომ ჩავატარო და ასევე ბალახიც უნდა გაითიბოსო.... ჰოდა მაინტერესებს ამ დეზინფექციას ვინმე ატარებს, თუ მე უნდა ვირბინო ცალკე ამპულებზე, ცალკე ამ აპარატზე და კიდევ ვინერვიულო სწორად გავაკეთე თუ არა?

თუ შემეშალა და სხვაგან დავპოსტე ესეც მითხარით smile.gif
მადლობა

Posted by: იღბლიანა 9 Jun 2015, 11:55
რა ჯიშის ძაღლს მირჩევთ, პატარა რო იზრდებოდეს და აქტიური არ იყოს ძაანაც? მოხუცისთვის მინდა

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 9 Jun 2015, 12:13
იღბლიანა
ჩიხუახუა აქტიურია მაგრამ ასაკოვნებისთვის ზედგამოჭრილი

Posted by: ვალენსია 17 Jun 2015, 20:32
გამარჯობათ
ვიცი ამის დრო არაა, მაგრამ ვეფხვი მართლა ადის ხეზე თუ მაბოლებენ?
ვინი პუჰში თავისი პირით ამბობს ვეფხვების საქმე არაა ხეზე ცოცვაო rolleyes.gif

Posted by: Jaguar paw 17 Jun 2015, 22:23
ვალენსია
QUOTE
ვიცი ამის დრო არაა, მაგრამ  ვეფხვი მართლა ადის ხეზე თუ მაბოლებენ?

შეუძლიათ.

Posted by: Devilhunter 23 Jun 2015, 01:18
სად შვიძინო ჯუნგარული ან კემპბელის ზაზუნა?

Posted by: MITIATO 23 Jun 2015, 10:03
Devilhunter
QUOTE
სად შვიძინო ჯუნგარული ან კემპბელის ზაზუნა?

სადმე, მეზობელ ქვეყანაში. მაგ. რუსეთში და უკრაინაში ყავთ.

საქართველოში სირიული ზაზუნას გარდა სხვა სახეობას ვერ იშოვი. no.gif

Posted by: მადამ ფისუნია 24 Jun 2015, 21:23
http://www.radikal.ru


უკაცრაცად ამ მცენარის სახელს ვერ მეტყვიტ, ძალიან მომწონს და მე სახელიც არ ვიცი sad.gif

Posted by: Jaguar paw 24 Jun 2015, 21:27
მადამ ფისუნია, ჰორტენზია.

Posted by: კომუნისტ 24 Jun 2015, 23:43
რა ხდება ახლა, სოფელში მაქვს კაკალი, ჯიელია ჯერ, მაგრამ კარგად ასხია, რამე არსებობს ისეთი, გაფუჭებისგან რო დავიცვა, ნაყოფი რომ უფრო გაუმსხვილდეს(მსხვილი ჯიშია ისედაც) და ა.შ... კირის გარდა... კირი და მორწყვა ყველამ ვიცით... biggrin.gif smile.gif

Posted by: Tariel 25 Jun 2015, 20:03
მოკლედ, ხის გახმობა მინდა რამენაირად, ისე რომ არ შეეტყოს გარეგნულად და არსებობს რამე ვარიანტი?

Posted by: Unico 25 Jun 2015, 20:13
Tariel
QUOTE
ხის გახმობა მინდა რ

გახმობა?

სწორად გავიგე?


გახმობა ანუ გინდა რომ ხე აღარ იყოს?


მეგობარო, მაგას არ გირჩევ smile.gif

Posted by: Tariel 25 Jun 2015, 20:41
Unico
QUOTE
გახმობა?

სწორად გავიგე?

კი სწორედ გაიგე.
QUOTE
გახმობა ანუ გინდა რომ ხე აღარ იყოს?

არა, მთლად ეგრე არაა. მაგ ხის გვერდით არის ბევრი პატარა ხე მაგრამ ვერ იზრდება ჩრდილის გამო, თან ეს ხე არაფერს ისხავს, იმ პატარა ხეებმა კიდევ უნდა მოისხას ატამი და ვაშლი, გამოდის ტყუილად დავრგე ეს ხეები. თან პირობას ვიძლევი, დავრგავ ხმელი ხის სანაცვლოდ სხვა ხეს, ცოტა მოშორებით.

Posted by: Charlotte_ Sometimes 27 Jun 2015, 19:32
ეს რა არის?

user posted image

Posted by: Jaguar paw 27 Jun 2015, 19:58
Charlotte_ Sometimes, სურათი ან რაც არის, არ ჩანს.

Posted by: Tariel 27 Jun 2015, 20:09
Charlotte_ Sometimes
ბალივით ასხია? მგონი რწყავი ქვია მაგას.

Posted by: Charlotte_ Sometimes 27 Jun 2015, 20:40
ბალივით არა მოკლე ყუნწები აქვს
არ ჩანს კარგად მაგრამ რაღაც ესეთია
user posted image

Posted by: Tariel 27 Jun 2015, 22:22
Charlotte_ Sometimes
არ ვიცი ზუსტად ვერ გეტყვი, იჭმევა?

Posted by: Charlotte_ Sometimes 28 Jun 2015, 04:45
Tariel
რავი შევჭამე და ჯერ ცოცხალი ვარ ;D



კიდე ეს დღეები იპოდრომზე დაკრეფილ შემწვარ მრავალძარღვის ფოთლებს ვჭამ ასევე იპოდრომზე მოპოვებულ ნიორთან ერთად და ძაან გემრილია, და მაინც ცოცხალი ვარ. და ბაბუაწვერას ფოთლებიც იჭმევა და თითქმის ყველა სარეველა პროსტა ცოდნა უნდა :E
ქართულად Лопух როგორ არის ხომ არ იცით?

Posted by: Unico 28 Jun 2015, 08:30
Charlotte_ Sometimes
რატომ ჭამ?

გშია თუ რაძი ზაბავა? user.gif


QUOTE
ქართულად Лопух როგორ არის ხომ არ იცით?

http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=srch&id_srch=7a48c0e71533fad8759021e22ee0e53b&il=en&p=1&visualtheme=gw_brand

Posted by: Charlotte_ Sometimes 29 Jun 2015, 15:56
Unico
მადლობა

ერთიც და მეორეც biggrin.gif მარა უფრო ექსპერიმენტი მინდა ჩავატარო როგორ შეიძლება გადარჩე ქალაქში უფულოდ ისე რო ჯანმრთელობასაც არ დაერხეს

Posted by: Tariel 29 Jun 2015, 17:56
Charlotte_ Sometimes
QUOTE
ექსპერიმენტი მინდა ჩავატარო როგორ შეიძლება გადარჩე ქალაქში უფულოდ ისე რო ჯანმრთელობასაც არ დაერხეს

ქალაქის რა გითხრა, მაგრამ სოფელში კი გაიტან თავს biggrin.gif

Posted by: Unico 29 Jun 2015, 19:19
Charlotte_ Sometimes
ქალაქში გამონაბოლქვია, მტვერია, ნაგავია ჰაერში, რომელიც მერე ამ მცენარეების ფოთლებს ედება და ასე ვთქვათ "ჭუჭყიანდება".
ნიადაგიც არ არის კარგი, რომ მცენარემ ფესვებით წაიღოს რამე სასარგებლო.

ამიტომ სწორი გითხრეს: ქალაქისა მართლაც რა გითხრა, რანაირად არის სანდო, თორე სოფელში კი გაიტან თავს biggrin.gif


Posted by: SpyZooka 3 Jul 2015, 19:04
ბუნებრივი ქვები სად იყიდება ვერ მეტყვით? (თბილისში)

Posted by: Unico 5 Jul 2015, 22:21
SpyZooka
რას გულისხმობ ბუნებრივ ქვებში?

ან რისთვის გინდა? აკვარიუმისთვის?

Posted by: Bones 5 Jul 2015, 22:50
ეს რისი ფოთოლია ?

Posted by: Tariel 5 Jul 2015, 22:54
Bones
QUOTE
ეს რისი ფოთოლია ?

კაკალი არაა?

Posted by: Bones 5 Jul 2015, 22:55
QUOTE (Tariel @ 5 Jul 2015, 22:54 )
Bones
QUOTE
ეს რისი ფოთოლია ?

კაკალი არაა?

რავი აბა gigi.gif ....

კარგი სუნი აქვს

Posted by: Tariel 5 Jul 2015, 22:59
Bones
QUOTE
კარგი სუნი აქვს

რისი, კაკლის?
თუ მძაფრი სუნი აქვს ეგ იქნება. სად იპოვე? biggrin.gif

Posted by: Jaguar paw 5 Jul 2015, 23:08
მართლაც კაკალია smile.gif

Posted by: Bones 5 Jul 2015, 23:43
QUOTE (Tariel @ 5 Jul 2015, 22:59 )
Bones
QUOTE
კარგი სუნი აქვს

რისი, კაკლის?
თუ მძაფრი სუნი აქვს ეგ იქნება. სად იპოვე? biggrin.gif

რომ მოსრისავ ცოტა მაშინ საკმაოდ მძაფრი ხდება
გოეთეს წინ ვწყვეტ ხოლმე საყნოსად gigi.gif

Jaguar paw
მადლობთ

Posted by: ინაველ 7 Jul 2015, 12:23
ხალხნო

ზედმეტი ბალახების და ბუჩქების წინააღმდეგ საბრძოლველად რას მირჩევთ?

კორპუსის უკანა მხარეს ძირში ბუჩქებია ამოსული. ყოველ წელს ვწყვეტ მაგრამ მაინც ამოდის
ამოძირკვა არ გამოდის იმიტომ რომ ასფალტის ქვეშ აქვთ ფესვები და ვერ ვწვდები იქამდე. ამოთხრაც არ არის შესაძლებელი

რამე სითხე არ არსებობს რომ მივასხურო ან დავუსხა და გაახსმოს ბუჩქი?

Posted by: Tariel 7 Jul 2015, 21:52
ინაველ
QUOTE
რამე სითხე არ არსებობს რომ მივასხურო ან დავუსხა და გაახსმოს ბუჩქი?

ჰერბიციდი ცადე?

Posted by: di_onise 8 Jul 2015, 22:33
ბუზების საწინააღმდეგოს რას მირჩევთ ეფექტურს?


აგარაკზე არიან წელს ძალიან ბევრი, ძალიან არ ჰქვია მაგას, ერთი დარტყმით 10 მოვკალი წეღან.

შესაბაამისად რაღაცას რო წვავენ, წებოვან ლენტას რო კიდებენ და კაკლის ტოტებს რო იქნევენ ხოლმე ეგ მეთოდი არ გამოდგება, რამე უფრო მასშტაბური.


რამე ისეთი მეთოდი ან საშუალება თუ იცით რომ რაღაც ტერიტორიაზე არ მოვიდნენ, თორე თუ მოვლენ მერე იმათ მოკვლა არაფერი სარგებელია რადგანაც ვერ გამოლევ იმდენნი არიან.

Posted by: რუსთაველი 19 Jul 2015, 03:01
რატომ
არის
ლომი
ცხოველთა
მეფე?

Posted by: CrossFire 19 Jul 2015, 03:28
რუსთაველი
QUOTE
რატომ
არის
ლომი
ცხოველთა
მეფე?


არის რა, უნდათ რომ იყოს.

ისე კი ფაუნაში მინიმუმ ათი არსება მაინც მოიპოვება, ლომისგან კატლეტის გაკეთება რომ შეუძლიათ.

Posted by: ჰეისან 23 Jul 2015, 22:46
ხალხნო, ძალიან მრცხვენია, ეს რომ არ ვიცი, მაგრამ ვერაფრით გავიხსენე, ქართულად Ясень როგორ იქნება... იქნებ, თქვენ იცოდეთ.

Posted by: Jaguar paw 23 Jul 2015, 23:17
ჰეისან
QUOTE
ქართულად Ясень როგორ იქნება

იფანი.

Posted by: ჰეისან 24 Jul 2015, 00:34
Jaguar paw
გაიხარე... ძალიან დიდი მადლობა smile.gif

Posted by: CENTURIONI 25 Jul 2015, 11:31
ვინმეს მცენარე თუ გამოუწერა საზღვარგარეთ ა აქ თუ ჩამოაქვთ და რა ჯდება ხომ არ იცის ვინმემ?

Posted by: MITIATO 25 Jul 2015, 13:41
CENTURIONI

კაკტუსების თემა ნახე, რამდენიმემ გამოიწერა უსა2ჯორჯიათი და ჩამოუვიდათ ჩვეულებრივად.
ფასი წონაზეა დამოკიდებული, როგორც სხვა ამანათების შემთხვევაში.

კიდევ გეთითზე მოთხრეს მგონი, იმასაც ჩამოაქვსო.

გადამზიდების უმრავლესობა უარს ამბობს მცენარეების ტრანსპორტირებაზე, ამიტომ იკითხე წინასწარ.

Posted by: CENTURIONI 25 Jul 2015, 16:16
MITIATO
გასაგებია მადლობა.

Posted by: Tariel 26 Jul 2015, 00:45
CENTURIONI
QUOTE
ვინმეს მცენარე თუ გამოუწერა საზღვარგარეთ ა აქ თუ ჩამოაქვთ და რა ჯდება ხომ არ იცის ვინმემ?

მცენარის თესლები გამომიწერია, უპრობლემოდ მოდის. ისე ნერგებიც ჩამოუტანიათ გამიგია.

Posted by: CENTURIONI 26 Jul 2015, 07:05
Tariel
თესლები ვიცი. ეგ ადდვილია მარა აი ცოცხლაი მცენარის ჩამოტანა ისე რომ არ დაზიიანდეს ან არ მოკვდეს ეგ ცოტა რთულია.

Posted by: spichuka 26 Jul 2015, 19:55
ბევრი გვირილა მჭირდება და სად შეიძლება იაფად შოვნა ან უკეთეს ვარიანტში სადმე რო იყოს დასაკრეფად შეგიძლიათ მითხრათ ? sad.gif

Posted by: Unico 26 Jul 2015, 19:58
spichuka
დასაკრეფად თუ გინდა, ქალაქგარეთ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ველმინდვრებში

აუყევი სტეფანწმინდისკენ და სადმე კი შეგხვდება biggrin.gif


და ყიდვას თუ აპირებ:
მეყვავილეებს ექნებათ, კოლმეურნეობაზე დგანან მეყვავილეები და დამინახია გვირილებს ჰყიდდნენ.
თამარაშვილი-ვაჟას გადაკვეთაზეც შემინიშნავს ორი სამი დღის წინ.

მოძებნა ნუ გეზარებათ, გაიარეთ ქალაქში yes.gif
ბოლო ბოლო შევარდნაძის ბაღია თუ გარდენია თუ რა ჰქვია ყვავილების მაღაზიას, იქაც გაიკითხეთ user.gif არაა გვირილა ისეთი ყვავილი, მისი შოვნა გაჭირდეს gigi.gif

Posted by: spichuka 26 Jul 2015, 20:15
Unico
ყიდვა უფრო არ მინდა გამწეწავენ.. დიდი თაიგული მინდა შევკრა და მირჩევნია მე რო მინდა ისეთი გავაკეთო :3 კიდე, მოკრეფვიდან რამდენი ხანი ძლებს საღად გვირილა ხო არ იცით ?

Posted by: სალომეა 31 Jul 2015, 15:14
ხალხნო, აგარაკზე მაქვს მოცვის ბუჩქები. დღეგამოშვებით ვრწყავ, როგორც დამარიგეს. აშკატად ხმება ნელნელა. რა ვქნა? იმის ბრალი ხომ არაა, ძალიან რომ ცხელა და ყოველდღე მოვრწყა ამ სიცხეში? არადა ნაყოფიც აქვს და არ მინდა გამიფუჭდეს

Posted by: Ch1nCho 11 Aug 2015, 15:58
გამარჯობა!

პატარა კუს ყიდვა მინდა სასწრაფოდ ! სასურველია იყოს წყლის! ხომ ვერ დამეხმარებით სად შეიძლება ვიყიდო?

Posted by: დღნაჩვი 11 Aug 2015, 16:44
გამარჯობა) ვინმეს თუ გყავთ 1 ცალი იხვის ჭუკი, ან მომყიდეთ ან მაჩუქეთ) საყვარელი ტიპი რო იყოს biggrin.gif ან მიმასწავლეთ

Posted by: Irakli2013 11 Aug 2015, 17:28
დღნაჩვი


ფორუმის მარგალიტებში მოხვდი biggrin.gif

Posted by: adibudi 22 Aug 2015, 14:58
ვერცხლისფერი სოჭი. ძალიან მომწონს ეს ხე და ეზოში რომ დავრგო უსაფრთხოა? ერთმა მეგობრის ღრმად მოხოცებულმა ბებომ თქვა ნაძვის დარგვა არ შეიძლება ეზოშიო, ის ხარობს და სხვები არაო smile.gif ცრურწმენის არ მჯერა, მაგრამ ძველი ხალხი ტყუილა არ იტყოდა ამას.

Posted by: veragi 22 Aug 2015, 16:24
გამარჯობა, ვინმემ ხომ არ იცით უზერი Tamrikor-ის მობი ან რაიმე სხვა კონტაქტები?

Posted by: AKREATON 22 Aug 2015, 17:08
გამარჯობათ
ჩემს ძაღლს მარცხენა თვალთან აქვს კანის პრობლემა
და იქნებ მიხვდეთ ვინმე რა არის?
ცოტა ხნის წინ ცოფის საწინააღმდეგო აცრა გავუკეთეთ და მას მერე შევამჩნიე, თუმცა შეიძლება რაიმე სხვაც იყოს მიზეზი
პირველად ესეთი რაღაც იყო
http://www.picz.ge

შემდეგ კიდევ რამოდენიმე დღე გავიდა და მგონი რთულდება (გაფართოვდა ცოტა)
რა შეიძლება იყოს და მერე უკვე რა შეიძლება ვქნა მე
http://www.picz.ge

http://www.picz.ge

http://www.picz.ge

დანარჩენი ბეწვი კარგ მდგომარეობაშია

Posted by: veragi 22 Aug 2015, 18:11
აუცილებლად მიიყვანე ექიმთან, შეიძლება ალერგიული რეაქციაა, მაგრამ დერმადეკოზის დროსაც არის ასეტი გამოვლენები. გენას აჩვენე.

Posted by: AKREATON 22 Aug 2015, 18:22
QUOTE (veragi @ 22 Aug 2015, 18:11 )
აუცილებლად მიიყვანე ექიმთან, შეიძლება ალერგიული რეაქციაა, მაგრამ დერმადეკოზის დროსაც არის ასეტი გამოვლენები. გენას აჩვენე.

კახეთში ვარ, აქაურმა მარტო ნემსის გაკეთება იცის
და გენა აზრზე არ ვარ ვინაა

Posted by: veragi 22 Aug 2015, 18:26
აქ ნომერს დაგიწერ, დაურეკე და უტხარი რომ ვერ ჩამოგყავს ქალაქში, და ეგებ გადაუგზავნო ფოტო და გითხრას რა გაუკეთო, ან რა წამალი გააკეთებინო იქაურ ექიმს.. 593 39 35 31 გენა სემიონოვი. ქართულად მეტყველებს არ ინერვიულო. smile.gif

Posted by: AKREATON 22 Aug 2015, 18:28
veragi
გაიხარე

Posted by: veragi 22 Aug 2015, 18:52
ვინმემ ხომ არ იცით იუზერი Tamrikor-ს მობილური ან ტელეფონი? ძალიან მჭირდება მასტან დაკავშირება!

Posted by: MITIATO 23 Aug 2015, 20:19
veragi
თვითონ ამ ნომერს დებს ხოლმე 593662079 თამრიკო როსტომაშვილი.
იმედია, გამოგადგება.

Posted by: CENTURIONI 24 Aug 2015, 14:53
კითხვა მაქვს. ქოთნებიდან მინდა რომ დიდ ქოთნებში გადავრგა გარკვეული მცენაარეები . ხოდა როდის არის საუკეთესო დრო გადარგვისთვის?
კონკრეტულად ჩერიმოია და ციტრუსების გადარგვა მინდა.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 24 Aug 2015, 15:42
CENTURIONI
ყველაზე კარგი რო ამისთვის ადრე გაზაფხულია თუმცა შემოდგომაზეც შეიძლება ოდნავ რომ აგრილდება

Posted by: veragi 25 Aug 2015, 12:02
MITIATO
მადლობა უკვე დავუკავშირდი! გაიხარე!
* * *
CENTURIONI
გვიან შემოდგომით ან ადრე გაზაფხულზე. თუ მთვარის კალენდარსაც გაითვალისწინებ კარგი იქნება.. კი ეცინება ზოგს, მაგრამ მართლა მოქმედებს მთვარის ფაზები მცენარეების გადარგვაზე.. smile.gif წარმატებები.

Posted by: CENTURIONI 26 Aug 2015, 13:24
veragi
QUOTE
გვიან შემოდგომით ან ადრე გაზაფხულზე. თუ მთვარის კალენდარსაც გაითვალისწინებ კარგი იქნება.. კი ეცინება ზოგს, მაგრამ მართლა მოქმედებს მთვარის ფაზები მცენარეების გადარგვაზე..  წარმატებები.

მადლობა
სხვათAშორის მტვარის კალენდარს ყოველთვის ვითვალისწინებ თუკი რამიდ დარგვა-გადარგვას ვაიპრებ ხოლმე.
დღეს არაუკარია ვიყიდე და უნდა დავრგო ეზოში. იმედია გაიხარებს.

Posted by: B@CHI 1 Sep 2015, 11:56
მოგესალმებით

მაინტერესებს ეს ზუსტად რა ძაღლია

http://pix.ge/

მესმის რომ არის ნაგაზი, მაგრამ ხომ არის მათ შორის განსხვავება, ქართული, აზიური, კავკასიური (რომ არ არის ვხვდები), ქოსა და რავი რამოდენიმეა მე ვერ ვერკვევი კარგად.


ჰოდა ზუსტად რომელია ეს ლეკვი თუ ცნობთ და დანარჩენს შემდეგ გკითხავთ

Posted by: vechny 4 Sep 2015, 12:46
არავინ იცით კარგი ძაღლების სკოლა?და დაახლოებით ფასები?

Posted by: CENTURIONI 4 Sep 2015, 21:52
ნერგები გადავრგე და ზოგმა მოიწყინა და მგონი ხმებიან ნ და იქნებ მირჩიოთ რა ვუშველო რომ გადარჩნენ

Posted by: Mika12 9 Sep 2015, 18:45
გამარჯობა smile.gif მყავს აზიური ნაგაზიი , რომელსაც დროდადრო აწუხებს სახსრები ,და უჭირს სიარული , ჩამოვიყვანე ვეტერინარები ბათუმიდანაც და ადგილობრივებიც მივიყვანე,თითქოს დანიშნულმა მკურნალობამ პირველ ეტაპზე უშველა ,მაგრამ ეხლა ისევ იგივე პრობლემა გვაქვს, მინდა წამოვიყვანო თბილისში მაგრამ ძალიან,ძალიან დიდია smile.gif და ჩვენს მანქანაში ვერ ეტევა მაინტერესებს,ხომ არ იცით სერვისიი რომელიც დამეხმარება ტრანსპორტირებაში რათქმაუნდა ჩემი ხარჯებით ?

Posted by: იეტი 10 Sep 2015, 16:24
სად შეიძლება ვიყიდო ბაყაყი ან გომბეშო?

Posted by: anzori88 11 Sep 2015, 10:20
გამარჯობა. ეზოში მყავს რამდენიმე ძაღლი რომლებიც ამ ბოლო დროს აგრესიულები გახდნენ. რამდენიმე მეზობელს გამოეკიდნენ, ასევე ორ ბავშვს, ჩემ მეუღლესაც. დავრეკე შესაბამის სამსახურში, მოვიდნენ მაგრამ ერთი ორმა მეზობელმა არ გაატანა, "ჩემიაო" თქვეს smile.gif მოკლედ მინდა მოვიშორო ეს ძაღლები. რა ხერხით არის შესაძლებელი? საწმელში რა შეიძლება გავურიო რომ უეჭველი მოკვდნენ? ვინც იძახის ჩემიაო ვერ ვხვდები რას გულისხმობს: ჩვენ ბაქანზე ძინავთ ამ ძაღლებს, იქ შვებიან ყველაფერს, პარკებს ჭამენ და ანაგვიანებენ, აგრესიულები არიან და შეიძლება ცოფიანებიც კი. რას მირჩევთ ვინც გამოცდილი ხარ ამ ამბავში?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 11 Sep 2015, 10:53
anzori88
Warning:
გირჩევ მეორეჯერ მსგავსი სიბრიყვე აღარ დაპოსტო

Posted by: anzori88 11 Sep 2015, 12:43
QUOTE (M-A-S-E-R-A-T-I @ 11 Sep 2015, 10:53 )
anzori88
[w] გირჩევ მეორეჯერ მსგავსი სიბრიყვე აღარ დაპოსტო [/w]

ამიხსენი აბა ერთი რა დავპოსტე "სიბრიყვე"? ბავშვს რო უკბენენ ან სულაც დაგლიჯავენ მერეც გამოექომაგები? შესაბამის სამსახურს არ მიყავს, პატრონი არ ყავთ რომ მიხედონ და სხვა რა გზაა მითხარი. განმანათლე არა სიბრიყვით wink.gif ძაღლები მიყვარს, სახლშიც მყავს, მაგრამ ეს სხვა სიტუაციაა. ასე რომ სანამ რამეს მირჩევ კარგად გადახედე რაც დავწერე.

Posted by: MITIATO 11 Sep 2015, 13:06
anzori88
QUOTE
ამიხსენი აბა ერთი რა დავპოსტე "სიბრიყვე"

ცხოველების მოყვარულების განყოფილებაში რომ შედიხარ იმის საკითხავად, ძაღლები როგორ დავხოცოო, სიჭკვიანე გგონია? rolleyes.gif

დანარჩენზე კომენტარს არ გავაკეთებ, აზრი არ აქვს. სამწუხაროდ.

user.gif

Posted by: white nigga 11 Sep 2015, 15:25
კომპლექსურზე აცრილი მყავს 3 თვისა რომ იყო და კიდე როდის უწევს ? ჰასკი

Posted by: DOLPHIN 15 Sep 2015, 10:34
ხომ არ იცით სადმე ბროწეულის ჯუჯა ხე რომ იყიდებოდეს?

Posted by: MITIATO 15 Sep 2015, 12:02
white nigga
QUOTE
კომპლექსურზე აცრილი მყავს 3 თვისა რომ იყო და კიდე როდის უწევს ?

3-ჯერ იცრებიან კომპლექსურზე 2 კვირის შუალედით.
თუ ყველა გაკეთებული აქვს, მაშინ ცოფის აცრა დაგრჩენიათ.
რომელსაც ზოგი მაშინვე უკეთებს და ზოგი_კბილების მოცვლის მერე, სადღაც 6-7 თვის ასაკში.

Posted by: capitan marvel 3 Oct 2015, 23:35
გამარჯობათ სადღაც გავიგე რომ რაღაც ტაბლეტებია რსებობს აკავრიუმში ჩაყრი და ასუფთავებსო და გაგიგიათ ვინმეს? თევზი არაა აკვარიუმში ოღონდ ურბალოდ აკავრიუმია და მჭირდება ეს ტაბლეტები ვინემს რამე თუ გსმენიათ მითხარით რა

Posted by: dimitriiiii 8 Oct 2015, 13:38
მოგესალმებით, მაინტერესებს ძაღლების დაჩიპვასთან დაკავშირებით , დაურეგისტრირებელ ძაღლებზე ჯარიმები როდიდან იწყება?

Posted by: MITIATO 8 Oct 2015, 14:26
dimitriiiii

წესით, დღეიდან. bis.gif

Posted by: namana 9 Oct 2015, 17:10
....და სად უნდა დავარეგისტრიროტ???

ნებისმიერ ვეტ .კლინიკაში შეიძლება ????

მოკლედ ,ვინც იცით მომგვეცით რჩევა ,,უვიცებს"!!

6 თვის განმავლობაში ერთხელაც არ გამიგია მსგავსი განცხადება!ხომ შეიძლებოდა

მინიმუმ თვეში ერტხელ მაინც მოეწოდებინათ ინფორმაცია?!

ხო,ალბათ ბიუჯეტია შესავსები....

Posted by: MITIATO 9 Oct 2015, 20:30
namana
კანონი არს ეს: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2805510
აქ წერია, რომ ვალდებული ვარ ჩემი ცხოველები დავარეგისტრირო, მაგრამ არსად წერია, თუ ეს არ გავაკეტე, რას მიზამენ.
სადმე ხომ უნდა ეწეროს ოფიციალურ გვერდზე.
თორემ, ვეტკლინიკებს კი აწყობთ ასეთი რამ, უცებ დაასაღეს ჩაწოლილი ჩიპები. biggrin.gif
რამდენიმე დღის წინ ლეკვი მყავდა ასაცრელად და 8-ის მერე უფრო ძვირი ეღირება ჩიპირებაო.
თან თუ ასეთი სავალდებულო იყო, ჭორად კი არ უნდა გამეგო, ოფიციალურად გამოეცხადებინათ, როგორც წესია.

ეს ჩამონათვალია იმ დაწესებულებების, სადაც რეგისტრაცია-ჩიპირება შეგიძლია:http://www.zooclub.ge/zuu/siakhleebi/1957-sad-aris-shesadzlebeli-shinauri-ckhovelis-savaldebulo-identifikaciaregistracia.html

ლინკი რატოა არააქტიური, ვერ გავიგე. sad.gif
თუ გადააკოპირებ, გაგიხსნის გვერდს.

Posted by: aivenho 13 Oct 2015, 10:05
აქა მშვიდობა
ბოდიში თუ უადგილო ადგილას ვპოსტავ და მორიელების საწინაარმდეგო საშუალება ჰო არ იცით რამე?

Posted by: Hillvem 20 Oct 2015, 16:53
http://postimage.org/
http://postimage.org/

რაჯიშის ძაღლია მეგობრებო ??

Posted by: კომუნისტ 21 Oct 2015, 02:27
მოგესლმებით ფლორა/ფაუნის მოყვარულნო!

შეგიძლიათ, ქართულად მითხრათ რა ჰქვია ზუსტად კაკტუსის ამ ჯიშს?.. https://en.wikipedia.org/wiki/Selenicereus_grandiflorus


Hillvem
არ ვარ გათვითცნობიერებული საკმარისად, მაგრამ მეტისი მგონია... =))
პ.ს. კაი ცუგაა ჩანს =))

Posted by: MITIATO 21 Oct 2015, 12:29
კომუნისტ
კაკტუსებს არ აქვთ ქართული სახელები.
შეგიძლია, იგივე დაუძახო, რაც ლათინურად ქვია.

Hillvem
მეტისია, ჩემი აზრითაც.

Posted by: Jaguar paw 21 Oct 2015, 12:59
კომუნისტ, სწორს წერს MITIATO smile.gif
მაგრამ ძალიან თუ გსურს ქართული დასახელება მიანიჭო, დაარქვი დიდყვავილებიანი სელენიცერეუსი, ყოველ შემთხვევაში ასე ითარგმება მისი მეცნიერული დასახელება ლათინურიდან.

Posted by: კომუნისტ 21 Oct 2015, 15:04
MITIATO
Jaguar paw
მადლობა, მადლობა... ქართულადაც არა უშავს... =))

Posted by: ბაიკერი 25 Oct 2015, 15:45
ხალხო მოგესალმებით. ცხოველს სახელად სინდიოფალას სად ვიყიდი? იგივე weasel ინგლისურად. საჩუქრად მინდა

Posted by: Tariel 25 Oct 2015, 17:30
ბაიკერი
ეგ იყიდება სადმე?

Posted by: MITIATO 25 Oct 2015, 17:34
ბაიკერი
QUOTE
ცხოველს სახელად სინდიოფალას სად ვიყიდი?

no.gif
სახლში,როგორც წესი ქრცვინები ყავთ ხოლმე, ოღონს აქ ვერც მაგას ვერ იყიდი.

Posted by: ბაიკერი 25 Oct 2015, 18:21
Tariel
MITIATO
რუსეთში ზოო მაღაზიებში უამრავია. ხოდა ბნელ საქართველოში თ იშოვება ეგ მაინტერესებს biggrin.gif

Posted by: MITIATO 25 Oct 2015, 20:31
ბაიკერი

ქრცვინია ეგ ქრცვინი ნათელ რუსეთში რომ იყიდება ზოომაღაზიებში.
თრითინას ბიძაშვილია. yes.gif

Posted by: Bluetooth_a 26 Oct 2015, 01:50
ჩეემმა Pinus Pinea-მ, იტალიურმა ფიჭვმა თავი ამოყო
კიდევ 4 ცალს ველოდები
აივანზე დევს
რა ვუყო, როგორ მოვუარო?
დამაკვალიანეთ რა

აქამდე მოვედით და ამის მერეც აღარ მინდა თავის შერცხვენა

Posted by: givargi05 29 Nov 2015, 23:09
გამარჯობათ.დღეს სახლში შევამცნიე ძალიან პატარა თეთრი მწერები დადიან ხის ნაწარმზე.იქნებ ვინმემ იცოდეს სად შეიძლება მათი გასანადგურებელი სითხის ან წამლის შეძენა.სავარაუდოდ ხეს გაუჩნდა.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 30 Nov 2015, 00:00
givargi05
QUOTE
გამარჯობათ.დღეს სახლში შევამცნიე ძალიან პატარა თეთრი მწერები დადიან ხის ნაწარმზე.იქნებ ვინმემ იცოდეს სად შეიძლება მათი გასანადგურებელი სითხის ან წამლის შეძენა.სავარაუდოდ ხეს გაუჩნდა.

სამთო ქიმიასთან მაღაზიაა იქ მოიკითხე დაგეხმარებიან

Posted by: Mazarin 23 Dec 2015, 15:43
ლაბრადორის შეჯვარებაზე მინდა განაცხადი გავაკეთო, და თემა უნდა გავხსნა თუ რამე საერთო თემა გვაქვს შეჯვარების?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 23 Dec 2015, 22:14
Mazarin
არის ამისთვის ორი თემა


https://forum.ge/index.php?act=ST&f=72&t=34540481

https://forum.ge/index.php?act=ST&f=72&t=33662070


Posted by: Mazarin 25 Dec 2015, 13:04
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
არის ამისთვის ორი თემა

მადლობა

Posted by: davita74 27 Dec 2015, 20:20
ნორიოში მინდა მიწის დახვნა ღრმად და ხომ არ იცით ვინმე ვინც ამ საქმეში დამეხმარება????

Posted by: L.A.D.Y.B.I.R.D 30 Dec 2015, 22:26
ჩემი კნუტი მთელი დღეა იფხანს კისერს, ისე რომ რამდენიმე საათის განმავლობაში ერთი თითის დადებაზე გამელოტდა და მაინც რომ არ წყვეტს, დაწითლებბული და ამოსიებული აქვს ის მოტიტვლებული ადგილი sad.gif
რა შეიძლება იყოს და რით ვუშველო?

Posted by: დოლორეს 3 Jan 2016, 22:46
https://forum.ge/?showtopic=34821696&f=&st=0&#entry46632365

რატომ არის დახურული თემა?
ასეთი თემა არაა ფორუმზე,დავსერჩე და ისე გავხსენი. yes.gif
მიზეზი არ უნდა მიაწროთ რატომ ხურავთ?


M-A-S-E-R-A-T-I
კიდევ მეორე ტემა დაგიხურავს,ქრცვინის თემაც სავარაუდოდ შენი დახურული უნდა იყოს.მიზეზი მაინტერესებს - რატომ? წესებს არღვევს ნუთუ? spy.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 4 Jan 2016, 15:02
დოლორეს
ამ თემაზე კითხვისთვის პირადში, ნებისმიერ სხვა დროს კი გადახედეთ თემის გახსნის წესებს

Posted by: userss 4 Jan 2016, 17:02
გერმანული ბოქსიორის შეძენას ვაპირებ და მაინტერესებს რამდენად ძვირი ჯდება ამ ძაღლის მოვლა პატრონობა? ან რა სირთულეებს შეიძლება გადავაწყდე თავიდან სანამ წამოიზრდება და მერე უკვე მოზრდილობაში?

Posted by: დოლორეს 5 Jan 2016, 01:20
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
ასეთი თემა არაა ფორუმზე,დავსერჩე და ისე გავხსენი.


Posted by: Wisemаn* 6 Jan 2016, 22:41
M-A-S-E-R-A-T-I
დეკორატიულ ბამბუკზე თემა გვააქ სადმე? ვერ ვიპოვე user.gif
მოვლის წესები მაინტერესებს, უმიზეზოდ მიხმება mad.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 7 Jan 2016, 19:44
Wisemаn*
QUOTE
დეკორატიულ ბამბუკზე თემა გვააქ სადმე? ვერ ვიპოვე 
მოვლის წესები მაინტერესებს, უმიზეზოდ მიხმება

ეგ აქ უნდა იკითხო https://forum.ge/index.php?act=ST&f=72&t=34684825 ცალკე თემა როგორც ვიცი არ გვაქვს რამდენადაც ბამბუკი არ არი დრაცენაა (Dracaena sanderiana) ალბათ ეს იგულისხმე

Posted by: Natsara 7 Jan 2016, 19:48
გამარჯობათ, მაინტერსებს ვარდები სად შეიძლევა ვიყიდო დიდი რაოდენობით ? არ მსურს გადამყიდველიგან ავიღო სად შეიელბა ვნახო "ოპტავოიდ" smile.gif ?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 7 Jan 2016, 19:51
Natsara
QUOTE
გამარჯობათ, მაინტერსებს ვარდები სად შეიძლევა ვიყიდო დიდი რაოდენობით ? არ მსურს გადამყიდველიგან ავიღო სად შეიელბა ვნახო "ოპტავოიდ"  ?

ალბათ სათბურებში უფრო ზუსტად ვერავინ გეტყვის თუ უშუალოდ არ იცის რომელიმე სათბურის ადგილმდებარეობა

Posted by: Natsara 7 Jan 2016, 19:57
M-A-S-E-R-A-T-I ხო აი სათბური რომ გავიგო რომელიმე ძალიან ბედნიერი ვიქნები

Posted by: axlguns 25 Jan 2016, 19:34
ეს რა ჯიშია ხომ ვერ მეტყვით?????
https://v1.std3.ru/bc/78/1453185858-bc78fd0f55e42ed7a0e9be4d1a4ee033.gif

Posted by: Jaguar paw 25 Jan 2016, 20:18
მემგონი ბალონკაა https://www.google.ge/search?q=%D0%B1%D0%BE%D0%BB%D0%BE%D0%BD%D0%BA%D0%B0&espv=2&biw=1440&bih=809&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwimgMrTrsXKAhXC7w4KHTdMD3AQ_AUIBigB#imgrc=_

Posted by: GoshaD 26 Jan 2016, 16:18
გამარჯობა, მყავს ამერიკული აკიტა და რამდენიმე კითხვა მაქვს, თუ შეგიძლიათ დამეხმაროთ.

პირველი, მოკლედ ასე უყვარს ძილი biggrin.gif

user posted image

მაინტერესებს საზიანო ხომ არაა რამენაირად.

და მეორე:

user posted image
ფოტო ძველია, აქ თვენახევრისაა.
ახლა არის 3 თვის ზუსტად, ბინაში მყავს და გადაასაქმა ყველაფერს drug.gif დღეს მესამედ აიცრა, დაჩიპეს და ვეტერინარმა მითხრა 1 კვირაში შეგიძლია გაასეირნოო.
მე ძაღლი პირველად მყავს და გამოუცდელი ვარ, მაინტერესებს დილა - საღამოს გასეირნებებს შორის, სახლში იზამს კიდევ რამეს?

Posted by: MITIATO 27 Jan 2016, 21:12
goshia
QUOTE
მოკლედ ასე უყვარს ძილი

QUOTE
საზიანო ხომ არაა რამენაირად.

არა ,რა საზიანო. ძილისთვის ჩვეულებრივი პოზაა.
ჩემს ლეკვსაც ასე ძინავს ხოლმე, როცა ცხელა.

QUOTE
მაინტერესებს დილა - საღამოს გასეირნებებს შორის, სახლში იზამს კიდევ რამეს?

სანამ პატარაა_კი.
თანდათან მიეჩვევა, რომ გარეთ გასვლამდე უნდა მოითმინოს.
სადღაც 5-6 თვისთვის ისწავლის.

Posted by: Wisemаn* 28 Jan 2016, 00:20
goshia
QUOTE
დღეს მესამედ აიცრა, დაჩიპეს და ვეტერინარმა მითხრა 1 კვირაში შეგიძლია გაასეირნოო.


მეორე აცრიდან მეოთხე დღეს შეგიძლია ძაღლის გარეთ გაყვანა, რათქმაუნდა დაკვირვების ქვეშ რო რამე არ ალოკოს ძირიდან.
მესამე აცრიდან 1 კვირა არა ტოლმა.

QUOTE
მაინტერესებს დილა - საღამოს გასეირნებებს შორის, სახლში იზამს კიდევ რამეს?

ჭამიდან 15-20 წუთში გაიყვანე ხოლმე გარეთ და ეცადე სანამ არ იზამს არ შეიყვანო სახლში.
მოგთხოვს სახლში შეყვანას, მაგრამ არ შეიყვანო, იმენა ჩააფსმევინე, ან მეორე biggrin.gif
რამდენიმე დღეში გადაეჩვევა yes.gif up.gif
ჩემ პოინტერს 2 დღე დასჭირდა ზუსტად, მესამე დღეს გარეთ გაყვანა მომთხოვა. 3 თვის იყო ზუსტად yes.gif up.gif

Posted by: GoshaD 28 Jan 2016, 14:01
Wisemаn*
QUOTE
ჭამიდან 15-20 წუთში გაიყვანე ხოლმე გარეთ და ეცადე სანამ არ იზამს არ შეიყვანო სახლში.

15 - 20 წუთში აღარც იქნება საჭირო გარეთ გაყვანა biggrin.gif მგონია ხოლმე, რომ მიერთებული აქვს. შეჭამს თუ არა 5 წუთში გარბის და შვება, თან თვალებში მიყურებს პროცესში.


Posted by: Wisemаn* 30 Jan 2016, 21:24
goshia
QUOTE
15 - 20 წუთში აღარც იქნება საჭირო გარეთ გაყვანა


ანუ უფრო მალე უნდა გაიყვანო biggrin.gif

Posted by: GoshaD 30 Jan 2016, 23:00
აი ახალი ფოტო, ნახეთ რა ბიჭია chups.gif

user posted image

Posted by: ვალენსია 31 Jan 2016, 16:27

გამარჯობათ
მაინტერესებს ზამთრობით მერცხლები სად მიფრინავენ, საქართველოდან და საერთოდ ევროპიდან, სადამდე აღწევენ რომელ ქვეყნებს გაივლიან ან ჩერდებიან - განსაუთრებით ცხელი ადგილები მჭირდება (მოთხრობისთვის), ირანი, არაბეთი, ეგვიპტე ?
შეიძლება რომელიმე უდაბნოს მახლობლად მოხვდნენ?

გმადლობთ

Posted by: Wisemаn* 31 Jan 2016, 16:44
goshia
ვისგან იყიდე ლეკვი?
შემთხვევით გიორგი ღვინიაშვილისგან ხო არა?

Posted by: Rin 9 Feb 2016, 09:19
ცუდი კითხვაა, მაგრამ ძაღლის დაძინება სად შეიძლება? sad.gif

Posted by: gryffindor 10 Feb 2016, 23:41
ეს რა ჯიშის ძაღლია?

https://www.facebook.com/PhoTeam/videos/558883110975896/

Posted by: Aibo-V 11 Feb 2016, 14:34
gryffindor
პომერანიანი, იგივე გერმანული შპიცი love.gif

Posted by: Wisemаn* 11 Feb 2016, 20:42
gryffindor
პომერანიული, იგივე გერმანული შპიცი. ქართველებისთვის ბოო givi.gif 1400-1500$ ფასი.

Posted by: prosvet 14 Feb 2016, 09:51
marshmellow leaf რა მცენარეა? რა დანიშნულება აქვს?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 14 Feb 2016, 12:06
prosvet
QUOTE
marshmellow leaf რა მცენარეა? რა დანიშნულება აქვს?

Posted by: trezeguet 1 Mar 2016, 12:26
გამარჯობა, ვიყიდე ბორდოს ხსნარი მინდა ხეები შევწამლო მაგრამ არვიცი რა პერიოდში უნდა შევწამლო . ხომ ვერ დამეხმარებით ?

Posted by: sabas 2 Mar 2016, 21:29
გთხოვთ დამეხმაროთ ვაშლის ჯიშები გრანსმიტი და გაზო-ს შეახებ ინტერნეტში სად მოვიძიო ინფორმაცია ?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 3 Mar 2016, 18:39
sabas
QUOTE
გთხოვთ დამეხმაროთ ვაშლის ჯიშები გრანსმიტი და გაზო-ს შეახებ ინტერნეტში სად მოვიძიო ინფორმაცია ?

ფეისბუქზზე აგრო თემების ბუმია გადახედე yes.gif

Posted by: jazzanova55 4 Mar 2016, 23:18
აივნის მოაჯირზე დასაკიდი ქოთნები სად იყიდება იაფად თუ იცით ?

Posted by: COCOA 4 Mar 2016, 23:47
გამარჯობა,
ძაღლის წაყვანა მინდა ამერიკაში და ვინმეს ხომ არ წაგიყვანიათ სადმე? პირობები მაინტერესებს თვითმფრინავში,რა აუცილებელი მოთხოვნებია და ა.შ. მადლობა წინასწარ

Posted by: B l a c k J a c k 5 Mar 2016, 00:48
სალამი სალამი,
ვიკითხავ, იქნებ ვინმეს გქონდეთ გაკეთებული. ორგანული ბიომასისგან ვინმეს დაგიმზადებიათ კომპოსტი? იდეა არის: ბიო ნაგვისგან ანაყოფიერებ მიწას.
ვთქვათ სახლის ნარჩენი რაც არის: ნათალი , პურის ნაფხვენები, ნაცარი და ა.შ. ინტერნეტში რაც ვნახე იმის მიხედვით: ერთი ფენა ფოთოლი,მიწა, ნაცარი და მერე 2-3 სმ ბიონაგავი, მერე ისევ მიწა და მერე ისევ ბიონაგავი. კასრშია მოთავსებული, რომელსაც ვინტილაცია აქვს, უბრალოდ მალე გამევსება. პირდაპირ მიწაში რომ დავმარხო ყველაფერი შესაძლებელია?

პ.ს ყვავილების ქოთნის ფსკერზე გავუშვი ფოთლები და ხმელი ბალახი. მერე მიწა და მერე ბიონაგავი და მერე ისევ მიწა. ჩავრგე მცენარეები. საოცრად სწრაფად დაიწყეს ზრდა . ვიფიქრე , ნარჩენების გადაყრას ისევ მიწაში სასუქად გაშვება ჯობია-მეთქი. ვეძებ გზებს ეფექტურად შევქმნა სასუქი :დ

Posted by: davita74 5 Mar 2016, 01:26
B l a c k J a c k
QUOTE
ვიკითხავ, იქნებ ვინმეს გქონდეთ გაკეთებული. ორგანული ბიომასისგან ვინმეს დაგიმზადებიათ კომპოსტი?

კი მართალია , მე მაქვს საკომპოსტე გაკეთებული და კარ და ხარისხიან კომპოსტსაც ვიღებ, მაგრამ მე კასრში არა საკომპოსტე ყუთებში მაქვს 1მX1მX1,2მ-ზეა თითო , სულ 10 ცალი მაქვს ჯერ და ცოტა სხვა მეთოდით "ინგრედიენტები" მარტო სახლის ნარჩენები არ არის , გარდა ნარჩენებისა არის ფოთლები,თივა ,ნამჯა, სარეველა მცენარეთა ნარჩენები , მუყაოს ყუთები და საქონლის ნაკელი, მთავარია --ჭიაყელები--

Posted by: B l a c k J a c k 5 Mar 2016, 15:20
davita74
QUOTE
კი მართალია , მე მაქვს საკომპოსტე გაკეთებული და კარ და ხარისხიან კომპოსტსაც ვიღებ, მაგრამ მე კასრში არა საკომპოსტე ყუთებში მაქვს 1მX1მX1,2მ-ზეა თითო , სულ 10 ცალი მაქვს ჯერ და ცოტა სხვა მეთოდით "ინგრედიენტები" მარტო სახლის ნარჩენები არ არის , გარდა ნარჩენებისა არის ფოთლები,თივა ,ნამჯა, სარეველა მცენარეთა ნარჩენები , მუყაოს ყუთები და საქონლის ნაკელი, მთავარია --ჭიაყელები--

კი ვენტილაცია მთავარია. დანარჩენი მასე მაქვს ფენა-ფენად ჩაწყობილი , ფოთლები და ბალახი მაქვს ჩაყოლებული ჰაერმა რომ იმოძრაოს. ყუთები შეიძინე სადმე თუ შენით ააწყვე?

Posted by: Chikod 23 Mar 2016, 11:31
გამარჯობა,
ეს ლაბრადორია?
****************************

Posted by: თამუნა 23 Mar 2016, 12:40
შეგიძლიათ მითხრათ ამ ხის სახელი?
არავინ არ იცის სულიერმა smile.gif

Posted by: basti-bubuuu 25 Mar 2016, 03:16
აუ დამეხმარეთ ძალიან გთხოვთ-რწყილები როგორ მოვაშორო სახლიდან?ან იქნებ გამოვიძახო ვინმე რო წამლავენ?დდამეხმარეთ რა

Posted by: კულე 27 Mar 2016, 17:05
საქართველოს კინოლოგიური ფედერაციის კლუბი პლეხანოვზე მდებარეობს?

Posted by: dzaocom 27 Mar 2016, 22:49
თამუნა
მგონი იუდას ხეა - Cercis siliquastrum

Posted by: severuss 27 Mar 2016, 22:51
გამარჯობათ. ანკესზე წამოსაცმელი მატლი სად იყიდება? და ვაფშე თევზაობაზე მოქმედი თემა ვერ ვიპოვე gigi.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 27 Mar 2016, 23:19
severuss
QUOTE
გამარჯობათ. ანკესზე წამოსაცმელი მატლი სად იყიდება? და ვაფშე თევზაობაზე მოქმედი თემა ვერ ვიპოვე gigi.gif

სპორტში იპოვი wink.gif

Posted by: tarsinho 29 Mar 2016, 23:32
აგარაკზე ფოთლები დავწვი ერთ ადგილას და მეუბნებიან მანდ არ ამოვა ბალახიო და რამეს ხომ ვერ მირჩევთ ? ვოთ ქენ აი დუ ?

Posted by: be_qa 2 Apr 2016, 19:09
მიწის მონაკვეთზე სადაც ამოდის ბალახი და სხვა სახის მცენარეები, რა შეიძლება დავასხა რომ რამოდენიმე წელი აღარაფერმა გაიხაროს იმ მონაკვეთზე?

Posted by: Tariel 3 Apr 2016, 12:41
be_qa
QUOTE
მიწის მონაკვეთზე სადაც ამოდის ბალახი და სხვა სახის მცენარეები, რა შეიძლება დავასხა რომ რამოდენიმე წელი აღარაფერმა გაიხაროს იმ მონაკვეთზე?

მრავალწლიანი მოქმედების არ ვიცი, მაგრამ ისე ტოტალური მოქმედების ჰერბიციდი უნდა.

Posted by: be_qa 4 Apr 2016, 14:55
Tariel


სხვადასხვა დასახელებები აქვს როგორც ვნახე, სად შეიძლება შევიძინო და მოხმარების წესი როგორია, გაზავება უნდა თუ პირდაპირ უნდა დავასხა. დაახლოებით 8 კვადრატზე რამდენი დამჭირდება?

Posted by: Tariel 5 Apr 2016, 00:31
be_qa
QUOTE
სხვადასხვა დასახელებები აქვს როგორც ვნახე, სად შეიძლება შევიძინო და მოხმარების წესი როგორია, გაზავება უნდა თუ პირდაპირ უნდა დავასხა. დაახლოებით 8 კვადრატზე რამდენი დამჭირდება?

მცენარეთა დაცვის მაღაზიებშიც უნდა იყოს, დიდუბეში სამთოქიმიასთან, წყალში უნდა გააზავო და ისე შეწამლო, 8 კვადრატი ძალიან ცოტაა მაქსიმუმ 2 ლარის ეყოფა ან უფრო ნაკლები.

Posted by: Uxbal 6 Apr 2016, 22:51
PH-ის დამწევი სად იყიდება და რა ღირს ხო არ იცით?

Posted by: Picvaso 8 Apr 2016, 11:05
გამარჯობათ. ეზოში მინდა გვავაკეთო პატარა აუზი, დეკორატიული, თევზებით და წყალმცენარეებით.
მჭირდება ცირკულარული ნასოსი რომ პატარა ჩანჩქერი გავაკეთო .
ხოდა მაინტერესებს ჩვენთან საქართველოში მსგავი რამე თუ შეიძლება შევიძინო და სად.

Posted by: Tariel 12 Apr 2016, 22:28
Picvaso
QUOTE
მჭირდება ცირკულარული ნასოსი რომ პატარა ჩანჩქერი გავაკეთო .

წყლის ჩვეულებრივი ტუმბო გამოდგება მანდ.

Posted by: CoderiotGe 14 Apr 2016, 15:22
ციყვის ყოლა მინდა და ვერაფერი მოვიძიე ქართულ ენაზე sad.gif((

Posted by: Bluetooth_a 14 Apr 2016, 22:48
B l a c k J a c k
QUOTE
პ.ს ყვავილების ქოთნის ფსკერზე გავუშვი ფოთლები და ხმელი ბალახი. მერე მიწა და მერე ბიონაგავი და მერე ისევ მიწა. ჩავრგე მცენარეები. საოცრად სწრაფად დაიწყეს ზრდა . ვიფიქრე , ნარჩენების გადაყრას ისევ მიწაში სასუქად გაშვება ჯობია-მეთქი. ვეძებ გზებს ეფექტურად შევქმნა სასუქი :დ

რა მაგარი რამეა!
უნდა ვცადო

Posted by: Nikakh 17 Apr 2016, 17:55
გამარჯობათ ხალხო biggrin.gif დახმარება მჭირდება, ვინმე თუ მეტყვით თბილისში ძაღლსაშენები სად არის ფრიად მადლობელი დაგრჩებით smile.gif

Posted by: MITIATO 17 Apr 2016, 18:31
Nikakh

კანე კორსოს: http://www.kennel.ge
ლაბრადორის: http://www.labrador.ge/puppies.html
ჰასკის: http://siberianhusky.ge/index.php/ru/2014-10-21-05-12-56

სხვა პროფესიონალური საშენები მე არ გამიგია, რომ არსებობდეს.
საკონტაქტო ინფორმაციას მოძებნი საიტებზე.

Posted by: Nikakh 17 Apr 2016, 18:41
მადლობა დიდი, კორსოსთან ფრანგული ბულდოგიც ყოფილა რასაც ვეძებდი biggrin.gif smile.gif

Posted by: Annastasia 21 Apr 2016, 09:49
გამარჯობათ შეგიძლიათ დამეხმაროთ გავერკვიო თუ ეს რა არის?
ამ პალმის ხეზე წინა წელს მზგავსი არაფერი ყოფილა და მხოლოდ ამ წელ მოისხა.
სამწუხაროდ გუგლმა ვერ მიშველა და თქვენ თუ მიშველით გამარკვიოთ თუ ეს რა არის?

ეს ხე:
http://postimg.org/image/h2hxkghrr/
ესეც ნაყოფი:
http://postimg.org/image/4fvknw6wn/

Posted by: Jaguar paw 21 Apr 2016, 21:32
Annastasia, ნაყოფია smile.gif პალმა კი ვაშინგტონიაა smile.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 21 Apr 2016, 22:13
Jaguar paw
ტრაჰიკარპუს ფორჩუნა biggrin.gif

Posted by: Jaguar paw 21 Apr 2016, 22:15
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
ტრაჰიკარპუს ფორჩუნა 

ვაშინგტონია არაა? biggrin.gif როგორ ჰგავს smile.gif
რომ არ მომეძებნა ეს ვაშინგტონია, შენს დათაგვას ვაპირებდი biggrin.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 22 Apr 2016, 10:49
Jaguar paw
QUOTE
ვაშინგტონია არაა?  როგორ ჰგავს 

არა ვაშინგტონიას არ ჰგავს პირველი 25-თითქმის 30მ იზრდება ეს კი მხოლოდ 12 -14მ იშვიათად ზომები ისევ ფოთლების ფერი ბაჯგვლიანიც არ არი ვაშინგტონია და ა.შ )

Posted by: Jaguar paw 22 Apr 2016, 10:57
M-A-S-E-R-A-T-I, ექსპერტ! alk.gif ჩემნაირი დილეტანტისთვის ჰგავდა smile.gif

Posted by: Annastasia 22 Apr 2016, 16:54
ანუ ვაშინგტონია თუ ბუში ვერ გავერკვიეთ ხო ?

Posted by: Jaguar paw 22 Apr 2016, 17:45
Annastasia, პატივცემულ M-A-S-E-R-A-T-I-ს ენდეთ yes.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 23 Apr 2016, 00:31
Annastasia
https://forum.ge/index.php?act=ST&f=72&t=34243727 გადახედეთ ამ თემას

Posted by: Stimela 24 Apr 2016, 12:52
ვინმემ ხოარ იცით ტორფის ყიდვა სად შეიძლება?

Posted by: Uxbal 25 Apr 2016, 21:17
QUOTE (Stimela @ 24 Apr 2016, 12:52 )
ვინმემ ხოარ იცით ტორფის ყიდვა სად შეიძლება?

დიდუბეში, სამთო ქიმიასთან დაიარე მაღაზიები


PH-ის, მჟავიანობის დამწევი სად იყიდება და რა ღირს ხო არ იცით?

Posted by: MITIATO 26 Apr 2016, 07:16
Stimela

ტორფიანი გრუნტი დომინოში იყიდება. თუ გაწყობს.

Posted by: Estrella 27 Apr 2016, 19:00
გამარჯობა! smile.gif ამ ჯიშს რა ჰქვია, როგორ უნდა ვიშოვო? ან თუ არანაირო ჯიში არაა, სად შეიძლება ვნახო ამის ლეკვი მამრობითი?
ზუსტად ასეთი ძაღლი მყავდა ბავშვობაში და იმდენად მიყვარდა, სხვანაირებს ვერ ვეკარები საქმე საქმეზე რომ დგება და უნდა ავიყვანო....

ზუსტად ასეთი რომ მანახინა... ჩემი ოდნავ უფრო დახვეწილი და ინტელექტუური მზერით იყო ისე.

user posted image
* * *
აი ეს ჰგავს ძალიან. ნუ ჩემი მაინც უფრო ჭკვიანი მზერით იყო, ვიდრე ეს. user posted image

Posted by: MITIATO 27 Apr 2016, 19:12
ESTRELLA

ბორდერ კოლის გავს.
არ ყავთ ეს ჯიში საქართველოში. ახლა ჩამოიყვანეს ლეკვები რუსეთიდან და მილიონს აფასებენ.

თან ძალიან სპეციფიკური ჯიშია.
ეს წაიკითხე: https://otvet.mail.ru/question/67129236

Posted by: Stimela 27 Apr 2016, 23:21
Uxbal
MITIATO

გაიხარეთ მადლობა ყურადღებისთვის

Posted by: amdfan 28 Apr 2016, 00:53
სალამი ყველას,მოკლედ რა მაინტერესებს ეხლა,ინგლისური სეტერი მყავს 10 თვის და,ვაჭმევ პედიგრი როა ჩაპი მაგას,დღეში რამდენი უნდა მივცე ანუ დოზა რამდენი უნდა ?

Posted by: Estrella 28 Apr 2016, 02:28
MITIATO
მადლობა. :*

QUOTE
ბორდერ კოლის გავს.
არ ყავთ ეს ჯიში საქართველოში. ახლა ჩამოიყვანეს ლეკვები რუსეთიდან და მილიონს აფასებენ.

თან ძალიან სპეციფიკური ჯიშია.
ეს წაიკითხე: https://otvet.mail.ru/question/67129236

მეცინება. smile.gif ადრე იყო და კატა სავანა ვიპოვე ინტერნეტში, ყიდვა გადავწყვიტე. ფასი 15 000 - 45 000 € თუ 55 000. სჭირდება კილომეტრებიანი ეზო და სანადიროდ პატარა ცხოველები.
ახლა ეს. smile.gif არადა უკვე ვგეგმავდი ყიდვას......

ჩემი ძაღლი, 22-23 წლის უკან ვის უნდა მოეყვანა ეს ჯიში, თან სვანეთში. არადა ძალიან ჰგავს, ცოტათი კიდეც სჯობია. უფრო ათლეტური იყო. და ძალიან ჭკვიანი, დინჯი, წესიერი და სამართლიანი. მთელ სოფელს უყვარდა და აღნიშნავდა მის გამორჩეულობას.
__________
პატრონად ბაბუა ჰყავდა არჩეული. მაგრამ მე რომ ჩავდიოდი, გვერდიდან არ მშორდებოდა.
საძინებლის კართად იწვა და მელოდებოდა დილამდე. მერე ღამემდე ერთად ვიყავით. ჩემი წილი საჭმელი გარეთ გამქონდა და მივუწვებოდი ხოლმე, მარტო ვერ ვტოვებდი, მეცოდებოდა და მეშინოდა ჩემგან არ სწყენოდა. სადაც მე ვიყავი ისიც იქ იყო და მთელი ის დრო ბაბუაჩემს ზედაც აღარ უყურებდა. არც მე მაკარებდა სხვებს.
მის გამო ყმუილის და ყეფის ენის შესწავლა დავიწყე, ვიჯექი და ვუყმუოდი. მომშტერებოდა და ვეცოდებოდი მგონი smile.gif შეეძლო მთელ საათი გაუნძრევლად ეცქირა ჩემს თვალებში. მეც ასე ვიყავი. თვალებში ვუყურებდით სულ და მგონი რაღაცეებს ვლაპარაკობით ამ გზით.
მოკლედ მთელი ისტორია გვაქვს სიყვარულის, მეგობრობის და ერთგულების.
მას მერე სულ მინდა ძაღლი, მაგრამ ვერ ამყავს, არ შემიძლია. ასე მგონია ვღალატობ ჩემს განუმეორებელს.
უბრალოდ ბისექსუალ-ზოოფილი იყო, მამალ ღორებს დასდევდა ხოლმე.
__________

სინამდვილეში, მე მირჩევნია მეტისი თუ იქნება, ასეთი გარეგნობით. რომ განვაცხადო, იქნებ ვიშოვო კიდეც.....

Posted by: amdfan 2 May 2016, 18:17
სალამი ყველას,მოკლედ რა მაინტერესებს ეხლა,ინგლისური სეტერი მყავს 10 თვის რა და როგორ ვაჭამო რო ჯანში წაუვდეს რა biggrin.gif ანუ ხოდზე როიყოს და მალე არ დაიღალოს ნადირობისას,თუ იცის ვინმემ დამიწერეთ რაციონი,უი ხო მთავარი ვიტამინები რომელი უნდა და რა სიხშირით

Posted by: niknik8585 11 May 2016, 10:46
http://radikal.ru/fp/fc7a494cca4f4650bd76f17555c3488f რა ჩიტია ვერ მეტყვით?

Posted by: MacBook 11 May 2016, 12:51
ასეთი რაღაცეები საქართველოში არ იყიდება არსად?

http://www.amazon.com/Highland-2004500-Black-Universal-Barrier/dp/B0002MABGE/ref=zg_bs_3024182011_1

Posted by: Jaguar paw 11 May 2016, 13:26
niknik8585, მოლაღური (Oriolus oriolus).

Posted by: niknik8585 11 May 2016, 14:55
Jaguar paw მადლობა...........................

Posted by: ოცდასამი 14 May 2016, 14:29
მოგესალმებით,
დახმარება მჭირდება,

ასეთი რამის გაკეთებას ვაპირებ.
ოღონდ მინდვრის ყვავილებით მინდა.
სად შეიძლება ვიყიდო?

http://pix.ge/x/a/e/xlm38/

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 14 May 2016, 14:53
ოცდასამი
მინდვრის ყვავილები ამ რაოდენობით მხოლოდ მინდორში თუ იქნება ან შეგიძლია იყიდო ნაკლებად ცნობადი ყვავილები და გაასაღო როგორც მინდვრის ქალებს უყვართ ყვავილები მაგრამ კაცებზე ცუდად ერკვევიან მათ სახეობებში )

Posted by: nika5 16 May 2016, 10:44
კომშის ხე ახალ ნაყოფს რომ ვერ ინარჩუნებს, რისი ბრალის შეიძლება იყოს?..
თხილისოდენამდე იზრდება და სცვივა... დაავადების ბრალის არ უნდა იყოს,
რადგან შეწამვლის პროცედურა ჩატარებული აქვს ისევე, როგორც სხვა ხილის ხეებს...
უკვე მესამე წელია ამ პრობლემას "ვებრძვი" ... facepalm.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 17 May 2016, 12:26
nika5
შესაბამის თემაში გიპასუხეთ, თუ ვინმე უფრო კომპეტენტური არ გაგცემთ აქ პასუხს

Posted by: nika5 17 May 2016, 18:54
M-A-S-E-R-A-T-I
მადლობა.


Posted by: unusual 20 May 2016, 10:59
სად იბარებენ მტრედებს????????


ზოოპარკში თუ შეიძლება ან რაიმე მაღაზია არ იცით?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 20 May 2016, 20:45
unusual
QUOTE
სად იბარებენ მტრედებს????????


ზოოპარკში თუ შეიძლება ან რაიმე მაღაზია არ იცით

ტაძარში მიიყვანე სადაც უკვე ჰყავთ თუ ჯიშიანი მტრედებია თუ არა და რა პრობლემაა გაუშვი სულაც გააველურე ))

Posted by: unusual 20 May 2016, 22:31
QUOTE (M-A-S-E-R-A-T-I @ 20 May 2016, 20:45 )
unusual
QUOTE
სად იბარებენ მტრედებს????????


ზოოპარკში თუ შეიძლება ან რაიმე მაღაზია არ იცით

ტაძარში მიიყვანე სადაც უკვე ჰყავთ თუ ჯიშიანი მტრედებია თუ არა და რა პრობლემაა გაუშვი სულაც გააველურე ))

ვერ დაფრინავს და მგიტომ ვერ ვუშვებ. შემთხვევით აღმოჩნდა სახლში, კერძოდ რომელ ტაძარში?მიიღებენ რომ მივიყვნო?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 21 May 2016, 00:27
unusual
QUOTE
ვერ დაფრინავს და მგიტომ ვერ ვუშვებ. შემთხვევით აღმოჩნდა სახლში, კერძოდ რომელ ტაძარში?მიიღებენ რომ მივიყვნო?

ანუ ქუცაში იპოვე? ბარტყია თუ რატო ვერ დაფრინავს დაზიანებული აქვს რამე?

Posted by: unusual 21 May 2016, 21:40
QUOTE (M-A-S-E-R-A-T-I @ 21 May 2016, 00:27 )
unusual
QUOTE
ვერ დაფრინავს და მგიტომ ვერ ვუშვებ. შემთხვევით აღმოჩნდა სახლში, კერძოდ რომელ ტაძარში?მიიღებენ რომ მივიყვნო?

ანუ ქუცაში იპოვე? ბარტყია თუ რატო ვერ დაფრინავს დაზიანებული აქვს რამე?

სახლში აღმოვაჩინეთ, როგორ მოხვდა ვერ დვინახეთ, ვერ დაფრინავს, ცოტა ცალ ფეხს იკოჭლებს, თეთრი ლამაზი მტრედია, სახლისას გავს სავარაუდოდ. ვისაც უყვარს მტრედები და პატრონობს განურჩევლად ჯანმრთლობისა, მივცემ, ოღონდ მასეთი არავინ ვიცი.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 22 May 2016, 19:00
unusual
QUOTE
სახლში აღმოვაჩინეთ, როგორ მოხვდა ვერ დვინახეთ, ვერ დაფრინავს, ცოტა ცალ ფეხს იკოჭლებს, თეთრი ლამაზი მტრედია, სახლისას გავს სავარაუდოდ. ვისაც უყვარს მტრედები და პატრონობს განურჩევლად ჯანმრთლობისა, მივცემ, ოღონდ მასეთი არავინ ვიცი.

შეიძლება ზოოში ჩაიბარონ, ვაჟაზე სოდის სენობის გვერდით რო ტაძარია მანდაც ჰყავდათ და შეიძლება მიხედონ მოკლედ ბერი გამოჩნდება მსურველი მხოლოდ ღლაპებებს ნუ მიანდობ რა

Posted by: unusual 22 May 2016, 20:45
QUOTE (M-A-S-E-R-A-T-I @ 22 May 2016, 19:00 )
unusual
QUOTE
სახლში აღმოვაჩინეთ, როგორ მოხვდა ვერ დვინახეთ, ვერ დაფრინავს, ცოტა ცალ ფეხს იკოჭლებს, თეთრი ლამაზი მტრედია, სახლისას გავს სავარაუდოდ. ვისაც უყვარს მტრედები და პატრონობს განურჩევლად ჯანმრთლობისა, მივცემ, ოღონდ მასეთი არავინ ვიცი.

შეიძლება ზოოში ჩაიბარონ, ვაჟაზე სოდის სენობის გვერდით რო ტაძარია მანდაც ჰყავდათ და შეიძლება მიხედონ მოკლედ ბერი გამოჩნდება მსურველი მხოლოდ ღლაპებებს ნუ მიანდობ რა

ოკ.მადლობა.
--------------------------------------

Posted by: timshemexe 27 May 2016, 23:08
ნადირობის თემა არ არის არსად?
--------------

Posted by: Corvette 27 May 2016, 23:21
timshemexe
https://forum.ge/?f=38&showtopic=34398719&st=0

ეს ცალკე ფორუმი
http://www.ochopintre.ge/forum/

Posted by: timshemexe 28 May 2016, 01:14
ნადირობა სპორტი როდიდანაა?!
მადლობა
---------------- gigi.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 28 May 2016, 13:04
timshemexe
QUOTE
ნადირობა სპორტი როდიდანაა?!
მადლობა

მანამდე ვიდრე განყოფილება _დანაშაული, ბრაკონიერობა და სადიზმი გაგვიხსნია იქ გავამწესეთ yes.gif

Posted by: nika5 30 May 2016, 09:31
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
მანამდე ვიდრე განყოფილება _დანაშაული, ბრაკონიერობა და სადიზმი გაგვიხსნია იქ გავამწესეთ 

up.gif up.gif up.gif
მაგრამ...

Posted by: საკურა. 30 May 2016, 13:07
ვინმემ იცით რა სახის სანქციაა დაწესებულები თუ ცხოველი სავალდებულო წესით არ არის დარეგისტრირებული (ჩიპირებული)?

Posted by: Wisemаn* 30 May 2016, 16:04
საკურა.
10 ლარი იყო ჯარიმა.
იმის მერე თუ გაზარდეს არ ვიცი.

Posted by: საკურა. 30 May 2016, 16:14
Wisemаn*
ფიქსირებულია?
ერთმა მითხრა ხელფასის მე-5-ით ჯარიმდება მეპატრონეო.....
მადლობა დიდი..... )

Posted by: popular94 30 May 2016, 19:15
გამარჯობა იქნებ მითხრათ მინდვრის ყვავილები სად ვიყიდო თბილისში და რაღირს დაახლოებით? მიპასუხეთ რა

Posted by: SCLG 1 Jun 2016, 02:34
მივესალმები ფორუმის წევრებს და თქვენის ნებართვით დავფიქსირდები თემაში

Posted by: papashage 6 Jun 2016, 20:46
ეს რა მცენარეა ეგებ მითხრათ???????????????
https://scontent-fra3-1.xx.fbcdn.net/v/t1.0-9/13344590_10209596684414840_6407879551963196183_n.jpg?oh=9d6c307316dcc23387d22971603f2182&oe=57DC18E1

Posted by: Jaguar paw 6 Jun 2016, 21:14
papashage, აგი ჩემო ამხანაგო უნდა იყოს მსხვილფესვებიანი ალოკაზია (Alocasia macrorrhiza), რომელსაც რატომღაც არმას უწოდებენ ჩვენში.

Posted by: papashage 6 Jun 2016, 22:42
Jaguar paw
Mადლობა, ისე გაზრდილის სურატებს რომ ვნახულობ მეეჭვება მაგხელა რომ გაიზარდოს

Posted by: Jaguar paw 6 Jun 2016, 22:43
papashage, მეც პატარა მოვიტანე, მერე ბევრმა მორწყვამ, დიდმა ქოთანმა და ნოყიერმა მიწამ გიგანტად აქცია 2-3 წელიწადში smile.gif
ბოლოს ფორუმელს ვაჩუქე smile.gif

Posted by: papashage 7 Jun 2016, 09:45
Jaguar paw
Bევრი მორწყვა უნდა ? Mე სამ დღეში ერთხელ ვუსხავ მიწა რომ შეშრება

Posted by: Jaguar paw 7 Jun 2016, 09:51
papashage, ზაფხულში ყოველ დღე ვრწყავდი, მალე შრებოდა მიწა, ზამთარში იშვიათად. ანუ მიწის გაშრობისთანავე. თავადაც შეგატყობინებს როდის უნდა მოწრყვა, ფოთლების ღეროები დაურბილდებასავით და ჩამოეშვება.

Posted by: giorgevich23 8 Jun 2016, 11:00
მაგრად შემაწუხა ამ ჩიტმა,გათენდება თუ არა სარეცხის გასაფენ ჯოხზე შემოჯდება და ძილს მიფრთხობს,ამის გამო ფანჯარას ვერ ვაღებ,ასეთ საზიზღარ ხმებს მგონი ყვავიც არ უშვებს,არც ჭიკჭიკია,არც ჟღურტული და არც ჩხავილი,რაღაცნაირ საშინელ ხმებს გამოსცემს.ეხლა ბარტყობის სეზონია და მაგის ბარტყები მეცოდება თორე ვესროდი თოფს და მოვკლავდი,ვინმემ იცის რა ფრინველია ეს?

http://pix.ge/

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 8 Jun 2016, 13:49
giorgevich23
აშკარად სმენის პრობლემა გაქვს ეს შაშვია

QUOTE
მაგის ბარტყები მეცოდება თორე ვესროდი თოფს და მოვკლავდი,

თოფი თუ გაქვს რამე უფრო მადლიან საქმეში შეგიძლია გამოიყენო

Posted by: Jaguar paw 8 Jun 2016, 14:44
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
შაშვია

შოშია (Sturnus vulgaris)

Posted by: twetty1789 8 Jun 2016, 16:52
დეკორატიული მცენარეები გთავაზობთ ყვავილების და დეკორატიული მცენარეების ნერგებს, ასევე გამოცდილი ლანდშაფტის დიზაინერის მომსახურებას, ეზოების და აივნების გამწვანებას, ალპინარიუმების მოწყობას და ბაღების დაპროექტებას.
მომსახურების ჩამონათვალი:
1. ყვავილების და დეკორატიული მცენარეების ნერგები;
1.2. მცენარეები ინტერიერისა და ექსტერიერისათვის;
2. ლანდშაფტის გამოცდილი დიზაინერის მომსახურება:
2.1. ეზოებისა და ბაღების დაპროექტება;
2.2. აივნებისა და ვერანდების გამწვანება;
2.3. სასურველი მცენარეების შერჩევა/ დარგვა;
2.4. ბალახის დაგებას, გაზონების მოწყობა;
3. მებაღე-დეკორატორის მომსახურება:
3.1. მცენარეების გასხვლა, სასურველი ფორმის მიცემა;
3.2. მავნებლებზე დამუშავება (შეწამვლა);
3.3. სარწყავი სისტემები მონტაჟი;
3.4. სასუქების შეტანა;
3.5. მიწის გაფხვიერება და ა.შ.
კონტაქტი: ტელ: 559 00 50 50 ; 551 70 96 70
Email:alubalige@gmail.com
facebook: დეკორატიული მცენარეები
https://www.facebook.com/დეკორატიული-მცენარეები-1548341778737319/?ref=aymt_homepage_panel

Posted by: 123omari123 8 Jun 2016, 18:58
რა ჯიშია ეს ლეკვი ვერ მეტყვით?

user posted image

Posted by: giorgevich23 8 Jun 2016, 23:23
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
giorgevich23
აშკარად სმენის პრობლემა გაქვს ეს შაშვია

სმენის პრობლემა არ მაქვს,ეტყობა თავად გაქვს გემოვნების პრობლემა,თორე მოგასმენინებ ამის საზიზღარ ხმებს და ვნახოთ რამდენად ისიამოვნებ,ამხელა შაშვი არასდროს მინახავს და არც მგონია რომ შაშვი იყოს,ეს დაახლოვებით მტრედის ხელააJaguar paw
QUOTE
შოშია (Sturnus vulgaris)

შოშია არასდროს მინხავს ახლოდან,მონადირეების თემაში დამიწერეს ჭივყვავიაო,ვერ გავიგე რა ფრინველია smile.gif
* * *
ეხლა ვნახე გუგლში Sturnus vulgaris და ეგ არის,უბრალოდ ამას ოდნავ ნაკლები წინწკლები აქვს,შოშია ყოფილა

Posted by: Jaguar paw 11 Jun 2016, 22:52
giorgevich23
QUOTE
ჭივყვავიაო

ჭილყვავი ალბათ (Corvus frugilegus) smile.gif
მაგრამ ერეკლეზე ცნობილი გამონათქვამი უფრო მოუხდება ამ სიტუაციას.

Posted by: ashleyfan 12 Jun 2016, 01:13
გამარჯობა მეგობრებო, ცოტა სასაცილო კითხვა მაწუხებს მაგრამ მაინტერესებს თქვენი რჩევები და გამოცდილება. ანუ ძაღლის ქვიშას რაზე ყრით ხოლმე? უბრალოდ ცელოფანზე დაყრა არ მინდა, ახლა ფოდნლსზე მიყრია და ვერ ხმარობს კარგად ძაღლი და იყრება ყველგან.. იქნებ იყიდება რამე სპეციალური

Posted by: nika5 14 Jun 2016, 09:34
ეს რა .......აააა?
http://s016.radikal.ru/i335/1606/16/d57265d62a55.jpg

Posted by: Jaguar paw 14 Jun 2016, 16:49
nika5, ცრუმორიელი (Pseudoscorpiones) yes.gif სრულად უწყინარი მინიატურული არსება.

Posted by: nika5 15 Jun 2016, 09:50
Jaguar paw
QUOTE
nika5, ცრუმორიელი (Pseudoscorpiones)  სრულად უწყინარი მინიატურული არსება.


up.gif up.gif up.gif
* * *
Jaguar paw

QUOTE
nika5, ცრუმორიელი (Pseudoscorpiones)  სრულად უწყინარი მინიატურული არსება.


... და თბილისში დიდი ხანია გამოჩნდნენ? smile.gif

Posted by: Jaguar paw 15 Jun 2016, 12:57
nika5
QUOTE
... და თბილისში დიდი ხანია გამოჩნდნენ? 

ყოველთვის იყვნენ, უბრალოდ პატარა ზომის გამო იშვიათად თუ ამჩნევენ smile.gif

Posted by: nika5 16 Jun 2016, 09:56
Jaguar paw

გასაგებია, smile.gif მადლობა...

Posted by: lilja 20 Jun 2016, 13:34
იქნებ ვინმემ იცოდეთ და დამეხმაროთ რა, ძაღლის დატოვება მინდა 5 დღით და ხომ არ გაქვთ შესაბამისი დაწესებულების ნომერი?
ინტერნეტში რაც ვნახე ყველგან გამორთულია და ვერ ვუკავშირდები.
წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: gugusha-l 20 Jun 2016, 20:16
ალბათ აქ უნდა ვიკითხო
.ბლის ხე კურკებით მრავდება? ანუ ზოგადი წესით ეგრე რომ არ არის ვიცი. მაგრამ ისე ფიზიკურად თუ შესაძლბეელია მაგის ეგრე გამრავლება?

Posted by: Davon 21 Jun 2016, 00:18
ეს რა ჯიშია? არის თუ არა საქართველოში და რა ღირს?
ტაქსაა? ინგლისურად Dachhund - ასე ქვია

user posted image

Posted by: MITIATO 21 Jun 2016, 11:45
gugusha-l
QUOTE
ბლის ხე კურკებით მრავდება?

კი, რა თქმა უნდა. biggrin.gif

Davon
ტაქსაა.
საქართველოშიც ყავთ.
სადღაც 150 ლარიდან იწყება ფასები.

Posted by: პეტო.პეტო 22 Jun 2016, 00:20
მფრინავი ჭიანჭველები როგორ მოვიშორო? facepalm.gif

Posted by: gio464 22 Jun 2016, 10:14
გამარჯობათ დღეს დილით ჩემმა ძაღლმა რომელიც არის ჰასკი 3 თვის აღებინა რაგაც თეთრი ქაფივით და რისი ბრალი იქნება?
* * *
გამარჯობათ დღეს დილით ჩემმა ძაღლმა რომელიც არის ჰასკი 3 თვის აღებინა რაგაც თეთრი ქაფივით და რისი ბრალი იქნება?

Posted by: *ფორუმელი 22 Jun 2016, 11:52
ახალი თემის გახსნის უფლება არ მაქვს მგონი

ვისაც შეგიძლიათ გახსენით ერთი თემა ; ცხოველთა სტერილიზაციაზე
ვნახე სარჩევი და არ არის განყოფილებაში

კითხვა პასუხებში კი ძნელია მოძებნა, მთელი თემის გადაკითხვის დრო ყველას არ აქვს

გახსენით რაა ცალკე თემა , სადაც მისამართები და დახასიათებები დაიდება

მადლობა

ძალიან საჭირბოროტო თემაა

Posted by: LuciDiTy 29 Jun 2016, 17:31
აფრიკული ლოკოკინა სად შეიძლება რომ ვიყიდო? აი, ასეთი https://ka.wikipedia.org/wiki/აქატინა

Posted by: nukabadzi 6 Jul 2016, 22:18
ერთი ჩაინიკური კითხვა მაქვს.
ვიყიდე ესე ქვია cherry rose თესლი. ბევრი პატარა კურკებივით დევს ხოდა როგორ დავთესო? რაიმე კონტეინერში და რო ამოვა მერე გადავრგო ქოთანში, თუ ეგრევე ყველა ჩავყარო მიწიან ქოთანში?

Posted by: Ali-Baba 8 Jul 2016, 21:10
ასეთი ფრინველი ვიპოვეთ დღეს. არ ვიცი რა ქვია. ვერ დაფრინავს. ზოოპარკში ჩაიბარებენ?? და რა ვაჭამო?

http://www.radikal.ru

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 8 Jul 2016, 23:41
Ali-Baba
QUOTE
ზოოპარკში ჩაიბარებენ?? და რა ვაჭამო?

ნახე თუ ფრთა არ აქვს მოტეხილი დიდი ალბატობით გაფრინდება სადმე სიმაღლიდან მაგრამ მიწიდან ვერ შეძლებს, თუ არა და ზოოოში მიიყვანე იქ გირჩევენ რა უნდა გააკეთო ან სულაც ჩაიბარებენ
* * *
nukabadzi
QUOTE
ვიყიდე ესე ქვია cherry rose თესლი. ბევრი პატარა კურკებივით დევს ხოდა როგორ დავთესო? რაიმე კონტეინერში და რო ამოვა მერე გადავრგო ქოთანში, თუ ეგრევე ყველა ჩავყარო მიწიან ქოთანში?

ცოტა დაგიგვიანდა ამის დატესვა მაგრამ ორთავე სახით შეგიძლია დათესვა რაც მეტი იქნება დაშორება მიტ უფრო კარგად იხარებენ ან შეგიძლია გამომეჩხრო

Posted by: ინაველ 14 Jul 2016, 10:51
მეგობრებო
დილის ვარდი მაქვს აივანზე. დიდი გაიზარდა, გისოსებსაც დაეხვია, მაგრამ არაფრით არ გაყვაბდა smile.gif მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ რაღაც მავნებელი შეესია ფოთლებს. ხმება ნელნელა. თუ იცით იქნებ მითხრათ რა არის და რითი ვებრძოლო. ფოთლის შიდა მხარეს თეთრი თრთვილივით აყრია. პლუს ფოთოლს რამდენიმე ადგილას წერტილოვანი ნახვრეტები უჩნდება. იმ ნახვრეტებში შავი წერტილების კონცენტრაცია შეიმჩნევა. ბოლოს ფოთოლი ხმება. იხილეთ ფოტოები.

ფოტო გარედან

http://www.radikal.ru

ფოტო შიგნიდან

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 14 Jul 2016, 11:10
ინაველ
QUOTE
დილის ვარდი მაქვს აივანზე. დიდი გაიზარდა, გისოსებსაც დაეხვია, მაგრამ არაფრით არ გაყვაბდა  მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ რაღაც მავნებელი შეესია ფოთლებს. ხმება ნელნელა. თუ იცით იქნებ მითხრათ რა არის და რითი ვებრძოლო. ფოთლის შიდა მხარეს თეთრი თრთვილივით აყრია. პლუს ფოთოლს რამდენიმე ადგილას წერტილოვანი ნახვრეტები უჩნდება. იმ ნახვრეტებში შავი წერტილების კონცენტრაცია შეიმჩნევა. ბოლოს ფოთოლი ხმება. იხილეთ ფოტოები.

კარატე ხსნარა ასეთი გამაზდებისას დაიცავი დოზირების წესები და საკუთარი უსაფრთხოების ზომები მიიღე პირის ღრ თვალები სასუნთქი გზები 1–2 შეწამვლა საკმარისი იქნება ისე კი მაგათ გამოშრობა არ უყვართ მიწის დაავადების მიმავალში ტავიდან ასაცილებლად რეგულარულად დარეცხეთ ფოთლები დანამვის გზით

Posted by: ინაველ 14 Jul 2016, 11:19
M-A-S-E-R-A-T-I

მადლობაა smile.gif

ვიყიდე უკვე. ხვალ დილას შევწამლავ.


Posted by: DZENA 14 Jul 2016, 21:08
გამარჯობათ
იპოდრომის შესახებ თუ გაქვთ ინფორმაცია ?
მაინტერესებს თუ ფუნქციონირებს ? რა ღირს ცხენით გასეირნება ?

ვნახე ცხენების თემა

Posted by: lilja 15 Jul 2016, 10:47
გამარჯობა

ხომ არ იცით სად შეიძლება ძაღლი ვაბანაო?

Posted by: amdfan 15 Jul 2016, 20:26
Kennels' Favourite ვუყიდე ძაღლს 1240 გრამიანი,დიდი კონსერვის ქილაა და შიგ ხორცებივით არის,კარგია ? ვაჭამო ძაღლს სხვა საკვებთან ერთად თუ არ ვარგა?

Posted by: B l a c k J a c k 16 Jul 2016, 01:50
მეგობრებო, მჭირდება დახმარება . . .
10 წლის ბელგიური ნაგაზი დედალი. საშოდან აქვს გამონადენი sad.gif
ძაღლი დასუსტდა sad.gif რა შეიძლება იყოს? ან რა ვუმკურნალო? სად მივიყვანო და მივიყვან.
1 წლის წინ გულის მანკი ქონდა და ძვლის მოვაბრუნეთ. მას შემდეგ კვების რაციონზეა და ვავარჯიშებთ ყოველ დილით.
სად მირჩევთ რომ მივიყვანო ან რას მირჩევთ?

Posted by: Pirate 17 Jul 2016, 16:14
ჭიანჭველების შემოტევას, როგორ ვებრძოლო?

Posted by: პოლიმათი 17 Jul 2016, 17:36
სად არის კარგი მცენარეების მაღაზია? ნორმალურ ფასებში? smile.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 17 Jul 2016, 20:25
პოლიმათი
QUOTE
სად არის კარგი მცენარეების მაღაზია? ნორმალურ ფასებში?

კარგ ფასებში და მაღაზია ეგეთი არ არსებობს საერთოდ სადმე ხელიდან თუ შეიძენ თორე ...

Posted by: buachidze5678 18 Jul 2016, 15:44
მეგობრებო, გუშინ გადმოვრგე ეზოში რამდენიმე ძირი ტუია. საკმაოდ მოზრდილები. რამდენად არის შანსი რომ გაიხარონ?
ან რამე საშუალება ხომ არ არის, მივახმარო გახარებაში?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 18 Jul 2016, 16:29
buachidze5678
QUOTE
მეგობრებო, გუშინ გადმოვრგე ეზოში რამდენიმე ძირი ტუია. საკმაოდ მოზრდილები. რამდენად არის შანსი რომ გაიხარონ?
ან რამე საშუალება ხომ არ არის, მივახმარო გახარებაში?

თუ მიწა მოაყოლე და ფესვები არ დაზიანებულა დიდად ასხი წყალი დილა საღამოს კარგად და აუცილებლად გაიხარებს

Posted by: tobitobi92 22 Jul 2016, 21:45
ხალხნო გთხოვთ დამეხმაროთ არ ვიცი ეს რა არი ეგებ ვინმემ იცოდეთ ვიდეოს დავდებ და ეგებ გამირკვიოთ რაა და რით მოვიცილო თავიდან. ჩემს კუხნას არიან შესეულები და იმდენად წვრილები არან ძაან უნდა დააკვირდე რომ დაინახო. http://bin.ge/dl/233142/MOV-2773.mp4.html
* * *
youtube ში ავტვირთე https://youtu.be/nCLHstFcK1A[YOUTUBE]

Posted by: SpyZooka 24 Jul 2016, 15:37
ეს რაარის ვერ მეტყვით? და საშიშია თუარა ამის ნაკბენი

ფეხებზე იცის ძალიან მწარე კბენა როგორც იქნა ძვლივს დავიჭირე რომ ფოტო გადამეღო

http://radikal.ru/big/cda9372d1d314c789c3723eeba4eed64


Posted by: Jaguar paw 24 Jul 2016, 21:31
tobitobi92, სამწუხაროდ ვერ გავარკვიე ...

SpyZooka, ორიგინალი ფოტო დადე, ან ამოჭერი და დაპატარების გარეშე დადე, ისე არ ჩანს რა არის smile.gif

Posted by: SpyZooka 25 Jul 2016, 09:39
Jaguar paw

ფოტო ორიგინალია
ხელისგულზე ნაცრისფერი რო ზის ეგაა მობილურით გადავიღე მეტი არ ჩანს

არ ჰგავს რამე მკბენარა მწერს? რა ჯიშისაა და როგორ ვებრძოლო?

Posted by: Jaguar paw 25 Jul 2016, 20:08
SpyZooka
QUOTE
არ ჰგავს რამე მკბენარა მწერს? რა ჯიშისაა და როგორ ვებრძოლო?

ძალიან მიჭირს რაიმე კონკრეტულის თქმა, მაგრამ არ ჰგავს სისხლისმწოველ მწერს.

Posted by: Angel-A 27 Jul 2016, 11:44
გამარჯობა.
ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ თუ ვინმემ იცით.
ჩემი ახლობლის სახლში რამდენიმე დღეა ჩნდება დიდი ბუზები.
ვერ მიხვდა საიდან გამოდიან,
ფანჯრებზე ბადეებია ყველგან, კარიდანაც არ შემოდიან.
იფიქრა რომ სადღაც ბუდე და კვერცხები აქვთ და იჩეკებიან,
დაამუშავა აეროზოლით, გამოწია ყველაფერი, გაწმინდა,
მაინც არიან, თან ერთი და ორი კი არა, ათეულობით.
უცებ გაჩნდებიან სახლში, თან აქტიური არ არიან, ადვილად ხოცავს...

იქნებ ვინმემ მიპასუხოს, საიდან შეიძლება ჩნდებოდეს და როგორ უნდა მათ წინააღმდეგ ბრძოლა...
იქნებ ვინმეს ჰქონია ასეთი შემთხვევა...
ან ვის ვკითხოთ რჩევა

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 27 Jul 2016, 13:44
Angel-A
QUOTE
გამარჯობა.
ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ თუ ვინმემ იცით.
ჩემი ახლობლის სახლში რამდენიმე დღეა ჩნდება დიდი ბუზები.
ვერ მიხვდა საიდან გამოდიან,
ფანჯრებზე ბადეებია ყველგან, კარიდანაც არ შემოდიან.
იფიქრა რომ სადღაც ბუდე და კვერცხები აქვთ და იჩეკებიან,
დაამუშავა აეროზოლით, გამოწია ყველაფერი, გაწმინდა,
მაინც არიან, თან ერთი და ორი კი არა, ათეულობით.
უცებ გაჩნდებიან სახლში, თან აქტიური არ არიან, ადვილად ხოცავს...

იქნებ ვინმემ მიპასუხოს, საიდან შეიძლება ჩნდებოდეს და როგორ უნდა მათ წინააღმდეგ ბრძოლა...
იქნებ ვინმეს ჰქონია ასეთი შემთხვევა...
ან ვის ვკითხოთ რჩევა


თუ სახლია დიდი ალბათობით სადმე რომელიმე მღრნელის მძორი ლპება და მატლები იჩეკებიან შეიძლება უკვე სუნიც აღარ იყოს, დაძებნეთ კარგად წყარო

Posted by: Angel-A 27 Jul 2016, 14:00
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
თუ სახლია დიდი ალბათობით სადმე რომელიმე მღრნელის მძორი ლპება და მატლები იჩეკებიან შეიძლება უკვე სუნიც აღარ იყოს, დაძებნეთ კარგად წყარო

ბინაა, მესამე სართულზე.
გარემონტებული და მოვლილი...

Posted by: ინაველ 1 Aug 2016, 10:41
მეგობრებო საქართველოში ციცინათელები ბინადრობემ სადმე? smile.gif სად შეიძლება ციცინათელას ნახვა საქართველოში?

Posted by: tamuska27 2 Aug 2016, 19:48
ვაშლის ხეს გაუჩNდა წელს გაზაფხულზე ასეთი რაღაც და რა Aრის? sad.gif
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: kea 2 Aug 2016, 20:50
მიშველოთ ეგებ.
ფისოს საქართველოში ჩამოსაყვანად რა დამჭირდება ხომ არ იცით?
რა სახის აცრები და საბუთები?

პლიიიიიიიიზზზზზ

user.gif

Posted by: Jaguar paw 2 Aug 2016, 22:14
tamuska27, სამთო ქიმიაში იკითხე ცრუფარიანების საწინააღმდეგო პრეპარატები.

Posted by: tamuska27 3 Aug 2016, 10:32
Jaguar paw
საშიშია?
არც ვჭამთ ამის მოსხმულ ვაშლს Dა ხომ Aრ მოვჭრა საერთოდ?

Posted by: Jaguar paw 3 Aug 2016, 11:22
tamuska27, საშიშია მხოლოდ მცენარესთვის.

Posted by: ქართლოსი 7 Aug 2016, 13:45
ნაძვი ან ნებისმიერი ხე რომ მალე გაიზარდოს რა საშუალებებია?

Posted by: Tariel 8 Aug 2016, 11:44
ინაველ
QUOTE
მეგობრებო საქართველოში ციცინათელები ბინადრობემ სადმე?  სად შეიძლება ციცინათელას ნახვა საქართველოში?

ჩემთან არიან საკმაოდ ბევრი, ხაშურში. თუმცა ყოველთვის არა რაღაც სეზონი აქვთ, თუმცა ახლა დაფრინავენ ხოლმე.

Posted by: ინაველ 9 Aug 2016, 23:04
დღეს ეს არსება გამოვტაცე ბავშვს ხელიდან დუშეთის რაიონის ერთ სოფელში. ბუდეს ვერ მივაგნეთ. წაგრძელებული დრუნჩი აქვს. ზედა ყბა უფრო გრძელია ვიდრე ქვედა. კუდი აქვს თითქმის სხეულის დანარჩენი ნაწილის სიგრძე. არც ვირთხას ჰგავს და არც თაგვს.

ხომ არ იცით რა ცხოველია და როგორ მოვუარო? სითბოში მყავს და სუფთადაა. არ ვიცი რა ვაჭამო და როგორ მოვუარო. მეცოდება, ძალიან უმწეოა.

http://www.radikal.ru

Tariel

მადლობა smile.gif

Posted by: MITIATO 10 Aug 2016, 14:44
ინაველ

ბიგა (Sorex araneus) ხომ არ არის? user.gif
თუ ეგაა, მწერიჭამია ცხოველია.

პაწია ბიგების სურათები ვნახე და მართლა ბიგა ყოფილა.


QUOTE
სად შეიძლება ციცინათელას ნახვა საქართველოში?

ჩემს სოფელში, იმერეთში უამრავი იყო ხოლმე მაისის ბოლოს.
ბავშვობის მერე აღარ ვყოფილვარ ამ სეზონზე იქ, თორემ ახლაც იქნებიან ალბათ.
* * *
ინტერნეტში რაც მოვძებნე ბიგების კვებაზე, ის იყო, რომ მწერების (მაგ. კალიები, ნესტის ჭიები) გარდა ხორცის ფარშსაც ჭამენო. 4 საათის განმავლობაში თუ მშივრები დარჩნენ, იღუპებიანო.

user.gif

Posted by: ინაველ 10 Aug 2016, 19:05
MITIATO

მადლობა. ბიგას არსებობაზე არაფერი ვიცოდი. გადავჩხრიკე ინტერნეტი და ვერაფრით მოვახერხე იდენტიფოკაცია. ნამდვილად ბიგაა. ვნახე ფოტოები.

მწერებს დიდები ჭამენ ეს კი ერთი კვირის მაინც იქნება. ინტერნეტში ვნახე რომ ძროხის რძე ზოგადად უსაფრთხოა მღრღნელებისთვის და იმას ვასმევ პიპეტით. წვეთებს ყლაპავს მშვენივრად.

Posted by: Jaguar paw 10 Aug 2016, 20:40
ინაველ
QUOTE
ძროხის რძე ზოგადად უსაფრთხოა მღრღნელებისთვის და იმას ვასმევ პიპეტით. წვეთებს ყლაპავს მშვენივრად

love.gif ყოჩაღ შენ!
დანამდვილებით ვერ ვიტყვი, ბიგაა თუ ბიგისებრთა სხვა წარმომადგენელი (შეიძლება თეთრკბილა იყოს ან ფუღუ), მაგრამ მემგონი სწორედ უვლი. ოღონდ როგორც MITIATO-მ აღნიშნა, ძალიან ხშირად სჭირდებათ კვება.

Posted by: ივანიჩ 23 Aug 2016, 12:30
კითხვა მაქვს
როგორ მოვსპო მტრედები აივანზე
სკლინტებს და ბუმბულებს მიაქვს ლამის ყოველ დილით იქაურობა
მე არაფერს არ ვუყრი თან...
ჰელფ

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 23 Aug 2016, 12:49
ივანიჩ
QUOTE
კითხვა მაქვს
როგორ მოვსპო მტრედები აივანზე
სკლინტებს და ბუმბულებს მიაქვს ლამის ყოველ დილით იქაურობა
მე არაფერს არ ვუყრი თან...
ჰელფ

1. დაადგინე ვინ უყრის მახლობლად ან გაიგე სად აქვთ მახლობლად ბუდეები (იმედია ბუდეებს არ მოშლი )

2 შეიძინე კატა ან ძაღლი

3 დადგი ან ერთის ან მეორეს ფიტული

ეცადე ყოველდღე მოწმინდო ეს სკლინტები და არ მისცე უფლება დასხდნენ იქ ისევ

Posted by: ივანიჩ 23 Aug 2016, 14:31
M-A-S-E-R-A-T-I
1. მოხუცი მეზობელი მე–14 სართულზე
2. გამორიცხულია, თოთო ბავშვი მყავს
3. ფიტულზე დაფრთხებიან?
4. გაწმენდა კი ბატონო მარა მეორე ან მესამე დღეს ისევ ზედ შვრებიან sad.gif

Posted by: CENTURIONI 23 Aug 2016, 15:03
2 კითხვა მაქვს
1 ჩემს ბონზაის ხეს(გინგკო ბილობას) დაწეწყო დიდი ტოტების ზრდა დიდი ფოთლებიანად და მიზეზე რა შეიძლება იყოს ან რა უნდა ვუქნა?
2 მაქვს მუშმალას 3 ნერგი ქოთანში ჯერ პატარები არიან და რატომღაც დაწეყოთ ფოთლების გაყვითლება ,მეშინია არ გახმნენ და რა შეიძლება ვუშველო? (10 დღე არ ქონდათ წყალი დასხმული წასული ვიყავი და რომმჩამოვედი დავუხსი 3 ჯერ უკვე 1 კვირაში მარა ვერ არიან ხოდზე მოიწყინეს და გაუჯვითლდათ ფოთლები)

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 23 Aug 2016, 23:13
ივანიჩ
QUOTE
1. მოხუცი მეზობელი მე–14 სართულზე

მიმართე დომკომს აქ უკვე შენი უფლებები ირღვევა შენს ადგილზე გადმოვუშვებდი თავიდთ იქიდან

QUOTE
2. გამორიცხულია, თოთო ბავშვი მყავს

ბავშვი ცხოველს რატო გამორიცხავს ეს ალბათ უცნაური და სადისკუსიო თემაა))

QUOTE
3. ფიტულზე დაფრთხებიან?

3 თვეში ერთხელ შევდივარ და ნაწილობრივ იმუშავა ამ ხერხმა

QUOTE
4. გაწმენდა კი ბატონო მარა მეორე ან მესამე დღეს ისევ ზედ შვრებიან

ვფიქრობ მაინც პირველი პუნქტიდან უნდა დაიწყო ბებო გააუნებელყოფე biggrin.gif

Posted by: night-blue 23 Aug 2016, 23:21
გამარჯობა.

წავიყებ იმით რომ ვგიჯდები ცხარეზე ისე მიყვარს)

დღეს მაჩუქეს ქოთნის წიწაკა ფესვები წყალში აქვს და ასხია ზედ დღესვე უნდა ჩავრგა ქოთანში..


ეხლა რა ხდება



მინდა კიდევ გამოყვანა სხვა ძირის როგორ გამოვიყვანო? მოვწყვიტო 1 ცალი წიწაკა ამოვიღო თესლები და ეგრევე მიწაში ჩავყარო? თუ უნდა გახმეს ჯერ თესლები?
და კიდევ მაქვს კითხვები რამდენ ხანში ისხავს მოსავალს? როდის ხარობს? (ზაფხულში, ზამთარში თუ როდის)
სინათლე უყვარს არ უყვარს? როგორი ტემპერატურა ჭირდება?
კაროჩე ყველაფერი მაინტერესებს ქოთნის პატარა წიწაკებზე დამეხმარეთ რა cry.gif

Posted by: Angel-A 29 Aug 2016, 14:49
გამარჯობა.
კითხვა მაქვს.
რა ყვავილი შეიძლება დავრგო მზიან ადგილას, სადაც ხშირად მორწყვას ვერ ვახერხებ?
ანუ გვალვაგამძლე მრავალწლიანი რამე ლამაზი მოყვავილე მცენარე მაინტერესებს...

Posted by: ONikusha 29 Aug 2016, 16:35
Angel-A
გიორგინა არის ბევრნაირი ჯიში და ძალიან ლამაზებია smile.gif მრავლდება ბოლქვებით და კვირაში 1 დღ რო კარგად მორწა არაფერი მოუვა
user posted image

Posted by: MITIATO 29 Aug 2016, 20:55
night-blue
QUOTE
მოვწყვიტო 1 ცალი წიწაკა ამოვიღო თესლები და ეგრევე მიწაში ჩავყარო? თუ უნდა გახმეს ჯერ თესლები?

ორივენაირად შეგიძლია.
მაგრამ გაზაფხულზე დათესო ჯობია. ახლა რომ დათესო, სიცივე მოუსწრებს და გაგიფუჭდება.
თუ აპირებ, რომ მთელი სეზონი სახლში გქონდეს, მაშინ ახლაც შეიძლება დათესვა.

QUOTE
სინათლე უყვარს არ უყვარს?

სინათლე უყვარს.

QUOTE
როგორი ტემპერატურა ჭირდება?

ის, რაც გარეთაა. რამე გასაკუთრებული ტემპერატურის შექმნა არ უნდა.
ზამთარში თბილ ოთახში თუ გექნება, მუდმივად ექნება ნაყოფი.

ძალიან მარტივი მოსავლელია საერთო ჯამში.

Posted by: Jedi Warrior 29 Aug 2016, 22:40
გამარჯობა. ეს რა ყვავილია და როგორ მოვუარო? მადლობა

http://pix.ge/

ბოდიში. არ ვიცი ფოტო როგორ გავასწორო და პატარა გავხადო

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 30 Aug 2016, 11:33
QUOTE (Jedi Warrior @ 29 Aug 2016, 22:40 )
გამარჯობა. ეს რა ყვავილია და როგორ მოვუარო? მადლობა

ნაკელიანი ნიადაგი უყვარს ეს გაყვითლებულია უფრო მუქი და ხასხასა უნდა იყოს და ეხლა უკვე უნდა ყვავილობდეს კიდეც, კონტეინერი რაშიც არის არაა აუცილებელი დიდი მთავარია კარგი მიწა

Posted by: Female User 30 Aug 2016, 20:28
M-A-S-E-R-A-T-I
დიდი მადლობა და რამდენ ხანში ერთხელ უნდა მოვრწყა?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 30 Aug 2016, 21:11
Female User
QUOTE
დიდი მადლობა და რამდენ ხანში ერთხელ უნდა მოვრწყა?

დილით და საღამოთი ჩვეუულებრივ ეცადე ადგილი კარგი განათებული იყოს მოარიდე მზის პირდაპირ სხივებს მუქი ადგილები შეიძლება დაუწვას

Posted by: Female User 30 Aug 2016, 22:25
M-A-S-E-R-A-T-I
ძააალიან დიდი მადლობა

Posted by: LoLOuT 31 Aug 2016, 00:51
ხალხო მჭირდება ვეტერინარი რომელიც კარგათ ერკვევა ფრინველებში მიჩიეთ ვინმე წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: RadioShack 19 Sep 2016, 01:43
QUOTE (ივანიჩ @ 23 Aug 2016, 12:30 )
კითხვა მაქვს
როგორ მოვსპო მტრედები აივანზე
სკლინტებს და ბუმბულებს მიაქვს ლამის ყოველ დილით იქაურობა
მე არაფერს არ ვუყრი თან...
ჰელფ

ეს იყიდე და სადაც სხდებიან ხოლმე იქ დააწებე, შანსი არაა მეორეჯერ მოვიდნენ

https://www.amazon.com/Bird-X-Plastic-Polycarbonate-Spikes-Adhesive/dp/B0019F8IX6/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1474234979&sr=8-1&keywords=bird+spikes+small

Posted by: ივანიჩ 19 Sep 2016, 10:10
RadioShack
მადლობა, გამოვიწერ აუცილებლად

Posted by: nia4u 19 Sep 2016, 21:05
მირჩიეთ, სად შევიძინო პლასტმასის საყვავილე კონტეინერები აივნებისთვის,
მწვანე ფერის და შეღავათიან ფასად...

war.gif

Posted by: SpyZooka 21 Sep 2016, 14:17
M-A-S-E-R-A-T-I
Jaguar paw

გამარჯობა smile.gif

ეს რა არის?

ადამიანს კბეენს საშიშია?

კორპუსში ვცხოვრობ და დაახლოებით 3-4 ცალი დავიჭირე რით იკვებებიან საიდან ჩნდებიან რაუნდათ? biggrin.gif

http://radikal.ru


Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 21 Sep 2016, 21:42
SpyZooka
Уховёртка ქართულად არ მახსოვს რა ჰქვია მტკივნეულად იკბინება მაგრამ მხოლოდ თავდაცვისთვის, ყველაფრით იკვებებიან უყვართ ტენიანი ადგილები

Posted by: Tariel 21 Sep 2016, 22:25
SpyZooka
QUOTE
ეს რა არის?

ყურბელა ქვია მაგას, მაგრად არ მომწონს ეგენი.

Posted by: Don2 27 Sep 2016, 23:08
რაღაც დებილი მწერები გამოჩნდენ ასპარეზზე შეგიმჩნევიათ?
ბუზებს გვანან მაგრამ რაღაც რბილები და სასტიკად მახინჯებია. ზღვაზეც შევამჩნიე, სასტუმროშიც, სხვისგანაც გავიგე და ახლა აბაზანაშიც ვნახე ჩემთქნ. რა არსებები არიან საიდან მოვიდნენ?

Posted by: ABEzar 29 Sep 2016, 21:05
გამარჯობათ, ხომ არ შეგიძლიათ მიმასწავლოთ სად შეიძლება ვიყიდო ძაღლის ტუალეტი? ყველა ცნობილი ზოომაღაზია შემოვიარე და არსად არ არის.

წინასწარ დიდი მადლობა!

Posted by: Universe 3 Oct 2016, 13:00
გუნაბი გაგიგიათ? პატარა ზომის ხილია, ყავისფერი შეფერილობის.
ლათინური სახელი მაინტერესებს, ვერაფრით ვიპოვე, იქნებ დამეხმაროთ...

M-A-S-E-R-A-T-I

Posted by: tresici87 9 Oct 2016, 00:48
გამარჯობათ თევზი მანაგუა როგორ გავარჩიო დედალი და მამალი?

Posted by: Immanuel 21 Oct 2016, 16:29
მეგობრებო კუს ყიდვა სად შეიძლება?
სერიოზული დეფიციტია ქალაქში ვერსად ვერ ვნახე
ან წყლის ან ხმელეთის
პლზ თუ იცით ვინმემ მიმასწავლეთ

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 21 Oct 2016, 23:30
Immanuel
https://forum.ge/index.php?act=ST&f=72&t=34483181

Posted by: kvinikadze 22 Oct 2016, 03:39
გამარჯობათ)))
შემთხვევით ხომ არ იცით სად შევიძენ "უნგრულ ვიჟლას"
ან ხომ არ იცით ფორუმელი, რომელსაც ყავს ეს ჯიში.
დიდი მადლობა.

Posted by: MITIATO 22 Oct 2016, 12:20
kvinikadze

თემის ავტორს ყავს: https://forum.ge/?f=72&showtopic=34313237

მაიმარკეტზე იდება ხოლმე გასაყიდი ლეკვები.

Posted by: Rin 22 Oct 2016, 19:08
ცუდი კითხვა მაქვს, მაგრამ გარდაცვლილი ცხოველი სად უნდა დამარხო? არის რამე მომსახურება ჩვეთან?

Posted by: kvinikadze 22 Oct 2016, 22:38
MITIATO
მადლობა ყურადღებისთვის.
სუფთა სისხლის და კარგი წარმომავლობის ვიჟლა მინდა.
აუცილებლად დასაბუთებული გენეტიკით.

Posted by: source 23 Oct 2016, 13:21
ძაან პატარა კუ მყავს ხმელეთის და რა ვაჭამო?

რბილი ვაშლი ჭამა ცოტა

კიდევ რა მივცე?

Posted by: juz111 23 Oct 2016, 19:00
source
ბოსტნეული,მწვანილები...

Posted by: Hermyon 27 Oct 2016, 00:29
მაგნოლია როგორ მრავლება ხალხო
თესლით თუ....?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 27 Oct 2016, 15:50
Hermyon
QUOTE
მაგნოლია როგორ მრავლება ხალხო
თესლით თუ....?

გააჩნია მაგნოლიას მრავლდება თესლით თუმცა ყველაზე მარტივად მაინც გადაწვენით დაფესვიანებული

Posted by: NUMB 2 Nov 2016, 16:36
გამარჯობა

ასეთი საკიდი ხომ არ გინახავთ ჩვენთან მაღაზიებში?
https://www.amazon.com/Elho-Barcelona-Balcony-Anthracite-Planters/dp/B00R67JZEC/ref=sr_1_15?ie=UTF8&qid=1478088016&sr=8-15&keywords=balcony+hanger
აივანზეა გადასაკიდი. მერე ამ ჯოხებზე დააყრდნობ ან ჩამოკიდებ ქოთნებს.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 3 Nov 2016, 10:26
NUMB
QUOTE
ასეთი საკიდი ხომ არ გინახავთ ჩვენთან მაღაზიებში?
https://www.amazon.com/Elho-Barcelona-Balco...=balcony+hanger
აივანზეა გადასაკიდი. მერე ამ ჯოხებზე დააყრდნობ ან ჩამოკიდებ ქოთნებს.

დანიურს და მსხვილ სავაჭრო ცენტრებს ექნებათ მოიკითხე მე დანიურში მინახავს ადრე

Posted by: mind_auger 26 Nov 2016, 20:47
ხრენს" ეძახიან სლავები სად იქნება,ძაან მჭირდება რა..პირშუშხას ფესვები..თბილისში რომელ ბაზარშია მსგავსი რაღაცეები??
ფრესკო-გუდვილში არაა


Posted by: iunregistered 30 Nov 2016, 09:16
https://www.google.ge/search?q=coniglio+testa+di+ariete&tbm=isch&imgil=GaukKc8zSU06_M%253A%253BVb-ruGv3181DPM%253Bhttps%25253A%25252F%25252Fallevamentoconigliarietenano.it%25252F2014%25252F05%25252F27%25252Fariete-nano-blu%25252F&source=iu&pf=m&tbs=simg:CAESsQIJpGG5yftd_1cEapQILEKjU2AQaAggBDAsQsIynCBpiCmAIAxIoqg-QBLsVrA-uFZkL_1Q6rD4APxwGBKqwt_1ymeLf4pzj-tLaAt4iqhLRow9WMstFF01B2uyoS_14r_1K7N5-3137JeRV_1zEMTXr1YSggJLAJnHfK2rpjnEF2EDCIIAQMCxCOrv4IGgoKCAgBEgSbe15QDAsQne3BCRqSAQoeCgtzdHVmZmVkIHRvedqliPYDCwoJL20vMDIxbWhfChgKBXBsdXNo2qWI9gMLCgkvbS8wMjVyZ2wKGAoGcmFiYml02qWI9gMKCggvbS8wNm1mNgoXCgZhbmltYWzapYj2AwkKBy9tLzBqYmsKIwoQcmFiaXRzIGFuZCBoYXJlc9qliPYDCwoJL20vMDE5ZHhoDA&fir=GaukKc8zSU06_M%253A%252CVb-ruGv3181DPM%252C_&usg=__uhVwKkuXPOTgNeffOFPXb2SnhWU%3D&biw=1280&bih=909&ved=0ahUKEwi8_sHm3M_QAhXjLsAKHUkOCSAQyjcISw&ei=jmA-WLz_BuPdgAbJnKSAAg#imgrc=GaukKc8zSU06_M%3A


ეს რა ჯიშის კურდღელია ან სად იყიდება?

Posted by: MITIATO 30 Nov 2016, 11:10
iunregistered

ჯიშს ქვია ჯუჯა ცისფერი ცხვარი.
ამ ყურებპარტყუნა კურდღლებს, რატომღაც, ცხვრებს ეძახიან. givi.gif

სად იყიდება, არ ვიცი.

მაიმარკეტზე ნახე. ცისფერი თუ არა, იქნებ, სხვა ფერები მაინც ყავდეთ.

Posted by: iunregistered 1 Dec 2016, 09:12
გაიხარე მადლობა დიდი smile.gif yes.gif

Posted by: akkai 3 Dec 2016, 17:30
.ხის მოჭრ ა რო არ შეიძლება ვიცი მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ხეს თავისით წაიქცა ?
ქარმა წააქცია, თოვლმა და ასე შემდეგ?
ვინმესგან რაიმე ნებართვა მჭირდება წაქცეული ხის მასალის გამოყენებაზე ?

Posted by: Gooramos 9 Dec 2016, 13:32
ლიმონი მეიერი ვინმეს მოგეპოვებათ?
ნერგი მინდა.

Posted by: Baramboo 9 Dec 2016, 20:11
მეგობრებო იქნებ დამეხმაროთ, ჰასკის ლეკვს ვყიდულობ, მეგობარს უნდა ვაჩუქო ახალ წელს, სანამ ვაჩუქებ სახლში ვერ გავაჩერებ ჩემთან და სადმე ვინმე რომ იტოვებდეს და მოუაროს ან რამე ეგეთი ადგილი იქნებ არსებობდეს, ვერაფერი მოვიფიქრე სად წავიყვანო ახალ წლამდე, სანამ ვაჩუქებ.

Posted by: baiko 10 Dec 2016, 14:13
http://radikal.ru

Posted by: levaa 10 Dec 2016, 23:02
ქუჩაში ვიპოვე 5 ლეკვი და სანამ დავაბინავებ ხუთივეს რა ვუყიდო მაღაზიაში თავიანთI საჭმელი?

ან ზოგადად რა სჯობს რომ ვაჭამო

Posted by: iagi01 12 Dec 2016, 12:17
ფორუმელებო თუ არის ისეთი შხამი გადაჭრილ ხეს რომ დავასხა და დალპობა დააჩქაროს? ამოძირკვა რთული იქნება დიდი ხეებია..

Posted by: mixa 12 Dec 2016, 12:35
ხომ ვერ მეტყვით თბილისში სადმე თუ იყიდება მიწა რომლის მჟავიანობა და NPK იქნებოდა ცნობილი?
ასევე თუ იცით ნიადაგის ერთჯერადი ტესტები თუ იყიდება სადმე.

Posted by: ინაველ 5 Jan 2017, 23:11
http://www.radikal.ru

ხომ ვერ მეტყვით რა მცენარეა? smile.gif საჩუქრად გადმომცეს და ზედ არაფერი აწერია. მე კი ვერ ვერკვევი მცენარეებში
* * *
anyone?

-------------------------------

Posted by: lucius_malfoy 13 Jan 2017, 13:32
user posted image

user posted image


ვინმემ ხომ არ იცით რა ჯიშია?

და ეხლა რომ გარეთ გაუშვა ამ სიცივეში გადარჩება? smile.gif)

Posted by: Jaguar paw 13 Jan 2017, 18:30
lucius_malfoy
QUOTE
ვინმემ ხომ არ იცით რა ჯიშია?

ჯიში არა, სახეობა smile.gif კასპიური გეკონი (Tenuidactylus caspius).
QUOTE
და ეხლა რომ გარეთ გაუშვა ამ სიცივეში გადარჩება? )

კი smile.gif სავარაუდოდ სხვასთან შეძვრება გამოსაზამთრად,

Posted by: kotcio 14 Jan 2017, 21:01
Jaguar paw
შხამიანია? თუ იცით საშიშია? შარსან ჩემს აივანზეც ვნახე მსგავსი არსება, ზაფხულში , მერვე სართულზე

Posted by: Jaguar paw 15 Jan 2017, 00:32
kotcio, ევროპაში შხამიანი ხვლიკები არ ბინადრობენ, ასე რომ არა. არც სხვა რამით არის საშიში. სრულად უწყინარი არსებაა/

Posted by: X2D3T9 18 Jan 2017, 22:05
user posted image

რა ჯიშია იქნება ვინმემ იცოდეთ გადავატრიალე გუგლი ვერ ვპოულობ რა ჯიშია მადლობა წინასწარ

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 19 Jan 2017, 13:42
X2D3T9
QUOTE
რა ჯიშია იქნება ვინმემ იცოდეთ გადავატრიალე გუგლი ვერ ვპოულობ რა ჯიშია მადლობა წინასწარ

მეტისია

Posted by: lucius_malfoy 20 Jan 2017, 14:37
QUOTE (Jaguar paw @ 13 Jan 2017, 18:30 )
lucius_malfoy
QUOTE
ვინმემ ხომ არ იცით რა ჯიშია?

ჯიში არა, სახეობა smile.gif კასპიური გეკონი (Tenuidactylus caspius).
QUOTE
და ეხლა რომ გარეთ გაუშვა ამ სიცივეში გადარჩება? )

კი smile.gif სავარაუდოდ სხვასთან შეძვრება გამოსაზამთრად,

მადლობა პასუხისთვის გავუშვი ვაჟკაცი იმედია კარგადაა ^_^

Posted by: kotcio 20 Jan 2017, 21:18
Jaguar paw
დიდი მადლობა up.gif up.gif up.gif

Posted by: Pac. 22 Jan 2017, 15:36
ოთახისთვის ყვავილის ამორჩევა მინდა და სად იყიდება იაფად? smile.gif

Posted by: Universe 31 Jan 2017, 11:01
ჩიტებისთვის ნატეხი ხორბლის მარცვალი ჯობია თუ მთელი?
და ბურთებივით როა შეკრული საკვები, სხვადასხვა მარცვლეული, ცომით კეთდება თუ?..

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 31 Jan 2017, 11:32
Universe
QUOTE
ჩიტებისთვის ნატეხი ხორბლის მარცვალი ჯობია თუ მთელი?
და ბურთებივით როა შეკრული საკვები, სხვადასხვა მარცვლეული, ცომით კეთდება თუ?..

ჩვეულებრივი ხორბალი მთავარია არ დაუყარო პური ეს კლავს

Posted by: Sxl 31 Jan 2017, 14:45
ჭანჭყატი-ს პატარა ნერგი მაქვს და ფოთლები უხმება და ცვივა ნელნელა.
რისი ბრალი შეიძლება იყოს?
მორწყვა და მზის სინათლე რა სიხშირით უნდა?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 31 Jan 2017, 14:56
Sxl
QUOTE
ჭანჭყატი-ს პატარა ნერგი მაქვს და ფოთლები უხმება და ცვივა ნელნელა.
რისი ბრალი შეიძლება იყოს?
მორწყვა და მზის სინათლე რა სიხშირით უნდა?

მაგათ ოთახის პირობებში ხშირად ესევათ მავნებლები შესაძლოა დაავადებულია და მკურნალობა ესაჭიროებოდეს ეცადე, მორწყვა ზომიერი მიწის გამოშრობისთანავე განათება კარგი ტემპერატურა ზამთარში +5, 10'

Posted by: Universe 31 Jan 2017, 18:44
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

ასეთები მინდა დავუკიდო და მარცვალი რომ არ ჩამოიპნეს, პურით არა, ფქვილით რომ შევაწებო? M-A-S-E-R-A-T-I


Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 31 Jan 2017, 22:57
Universe
QUOTE
ასეთები მინდა დავუკიდო და მარცვალი რომ არ ჩამოიპნეს, პურით არა, ფქვილით რომ შევაწებო?

რა შეაწებო დაიხრჩვებიან უბრალოდ მოაჭერი დიდ პლასმასის ჭურჭელს ფსკერი დაამაგრე ჰორიზონტალურად და შეყარე შიგნით მარცვლეული თუ წინა ნაწილსაც მოაჭრი მთლად უკეთესი ან ისეთ ადგილზე დაყარე სადაც კატა ვერ მიწვდება და თოვლი არ დაათოვს მარცვლეულს

Posted by: Universe 31 Jan 2017, 23:14
ხორბალნარევი პურის ფქვილის გამომშრალი გუნდა დაახრჩობთ? spy.gif

ვერსად დავდებ, კატები მიწვდებიან. მაღალ ხეივანზე უნდა დავკიდო.
რეცეპტი ვნახე: მარგარინი+შვრიის ფანტელი spy.gif
სულაც ისე დავუყრი : ))

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 31 Jan 2017, 23:54
Universe
QUOTE
ვერსად დავდებ, კატები მიწვდებიან. მაღალ ხეივანზე უნდა დავკიდო.
რეცეპტი ვნახე: მარგარინი+შვრიის ფანტელი 
სულაც ისე დავუყრი : ))

ვერ გეტყვი ვერაფერს არასდროს გამიკეთებია არაფერი მსგავსი მარა რაღაც ცუდი ნაზავია მარგარინი და ფქვილი ხორბალთან ჩიტებისთვის

Posted by: nika5 1 Feb 2017, 09:38
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
ჩვეულებრივი ხორბალი მთავარია არ დაუყარო პური ეს კლავს


ჩიტებს კლავს პური?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 1 Feb 2017, 10:20
nika5
QUOTE
ჩიტებს კლავს პური?

კი yes.gif

Posted by: FRee_MaN 10 Feb 2017, 16:43
გამარჯობა.
მყავს ყავისფერი პუდელი ბუბუ.
არც ჯუჯაა და არც კარალევსკი.
არის 2 წლის.
აცრა, პასპორტი, ჩიპი, მოვლა ა.შ უმაღლესი ყველაფერი.

ვეძებთ დედალს. არ ვითხოვ ლეკვს.
შემეხმიანეთ მსურველები.
557515917
იქნებ დამეხმაროთ ამ საკითხში, ან ის მიმითითოთ თუ სად დავდო ეს ე.წ. განცხადება.

http://radikal.ru

http://radikal.ru

http://radikal.ru

Posted by: ინაველ 11 Feb 2017, 00:45
ხალხნო

წვეთოვანი ირიგაციოს სისტემის გაკეთება მი და და რითი დავიწყო? ხომ არ იცით სადმე ინსტრუქციები რომ გავეცნო?

Posted by: Tim_Austin 19 Feb 2017, 17:37
თუთიყუში "არა" თუ შეილება სადმე თბილისში ვიყიდო?

Posted by: Looking_for_Dog 2 Mar 2017, 20:03
ხალხნო ესეთი კითხვა მაქვს ... გადავწყვიტე შევიძინო ძაღლი , კერძოთ პიტბულის ჯიშის . ხოარიცით სად არის მათი ძაღლსაშენი ან სად შევძლებ მის შეძენას ?

Posted by: ახალგაზრდა 2 Mar 2017, 21:17
მოკლედ, ნელ-ნელა ვემზადები ძაღლის საყიდლად და ვცდილობ წინასწარ გავარკვიო რაღაც-რაღაცეები

ყველაზე მეტად ახლა რაც მაინტერესებს, რა შამპუნს და ძაღლის საჭმელს(პედიგრიზე მთლად კარგები არ მესმის) მირჩევთ? და აცრა რა ღირს? (თუ არ ვცდები 1.5 თვიდან 3 აცრა უნდა 2 კვირის ინტერვალუთ, არა?)

Posted by: MITIATO 3 Mar 2017, 01:32
Looking_for_Dog

საქართველოში ამ ჯიშის ძაღლების პროფესიონალური საშენი არ არსებობს.
ამრავლებენ მოყვარულები, უმეტეს შემთხვევაში რას რასთან აჯვარებენ, თვითონაც რომ არ იციან.
ძაღლებს აჩხუბებენ და უმეტესობას დამახინჯებული აქვს ფსიქიკა.

ამიტომ, თუ სერიოზულად ხარ ამ ჯიშით დაინტერესებული, ჯობია რომელიმე მეზობელი ქვეყნიდან ჩამოიყვანო.
თუ არა და მაიმარკეტს გადახედე, კონა მანეთად იყიდება "პიტბულის" ლეკვები.

ახალგაზრდა

QUOTE
აცრა რა ღირს?

ბოლოს (ანუ ნოემბერში) 30 ლარი გადავიხადე კომპლექსურში და 20 ცოფში.
1,5 თვიდან მარტო ნობივაკს აქვს ვაქცინა, როგორც მახსოვს. სხვები 2 თვიდან იწყებენ.
2 კომპლექსური კეთდება და 1 ცოფი (მე-3 კომპლექსურსაც აკეთებს ზოგი).

Nobivac-ს ან duramune-ს აქვთ კარგი ვაქცინები.
რუსული წარმოების პრეპარატები უფრო იაფი ღირს, მაგრამ მე არ გირჩევდი.

QUOTE
რა შამპუნს

არჩევისას, ეცადე, რომ რომელიმე ნორმალური ქვეყნის წარმოების იყოს. ძვირის გადახდა არ დაგენანოს.
ხშირად მაინც არ დაბან ძაღლს და ერთი ბოთლი 1 წელი შეიძლება გეყოს (ნუ, ძაღლის ზომას გააჩნია).
თუ ოთახში უნდა აცხოვროთ და ხშირად მოუწევს დაბანა, მაშინ ისეთი შამპუნი შეარჩიე, რომელიც საპონს არ შეიცავს_ასეთი ბეწვს არ დაუზიანებს.

ადრე beaphar-ს შამპუნს ვყიდულობდი ხოლმე და ნორმალური იყო.

QUOTE
საჭმელს

ჩემი მოკრძალებული აზრით, რომელსაც თავს არავის ვახვევ, ყველა მშრალი საჭმელი ერთნაირი ნაგავია, ამიტომ ძაღლები ნატურალურ კვებაზე მყავს.


Posted by: teko1994 4 Mar 2017, 00:45
მომწერეთ თქვენი პრობლემების შესახებ რაც შეეხება ჯანმრთელობას..მომიყევით თქვენი ისტორია და ერთად ვიპოვოთ გამოსავალი... ჩვენი კომპანია,ციმბირული ჯანმრთელობა ახლა უკვე საქართველოში.. გისურვებსთ ჯანმრთელობას და სილამაზეს.

Posted by: ახალგაზრდა 4 Mar 2017, 23:49
MITIATO
QUOTE
ბოლოს (ანუ ნოემბერში) 30 ლარი გადავიხადე კომპლექსურში და 20 ცოფში.
1,5 თვიდან მარტო ნობივაკს აქვს ვაქცინა, როგორც მახსოვს. სხვები 2 თვიდან იწყებენ.
2 კომპლექსური კეთდება და 1 ცოფი (მე-3 კომპლექსურსაც აკეთებს ზოგი).

Nobivac-ს ან duramune-ს აქვთ კარგი ვაქცინები.
რუსული წარმოების პრეპარატები უფრო იაფი ღირს, მაგრამ მე არ გირჩევდი.

აა, ეგ არ ვიცოდი, ე.ი. 2 თვიდან იწყება. შუალედი 2 კვირაა როგორც ვიცოდი თუ აქაც რამე განსხვავებაა? ისე ამ ყველაფერს ალბათ ვეტერინართან კი გამარკვევენ

QUOTE
არჩევისას, ეცადე, რომ რომელიმე ნორმალური ქვეყნის წარმოების იყოს. ძვირის გადახდა არ დაგენანოს.
ხშირად მაინც არ დაბან ძაღლს და ერთი ბოთლი 1 წელი შეიძლება გეყოს (ნუ, ძაღლის ზომას გააჩნია).
თუ ოთახში უნდა აცხოვროთ და ხშირად მოუწევს დაბანა, მაშინ ისეთი შამპუნი შეარჩიე, რომელიც საპონს არ შეიცავს_ასეთი ბეწვს არ დაუზიანებს.

ადრე beaphar-ს შამპუნს ვყიდულობდი ხოლმე და ნორმალური იყო.

გავითვალისწინებ და "ნორმალურ ქვეყანაში" რა იგულისხმება?
კი, სახლში ვაპირებ რომ მყავდეს, მაგრამ როგორც ვიცი არც ძალიან ხშირად არის დაბანა კარგი

QUOTE
ჩემი მოკრძალებული აზრით, რომელსაც თავს არავის ვახვევ, ყველა მშრალი საჭმელი ერთნაირი ნაგავია, ამიტომ ძაღლები ნატურალურ კვებაზე მყავს.

ამასაც ჩავინიშნავ ყოვე;ი შემთხვევისთვის

მადლობა პასუხისთვის და რჩევებისთვის.


Posted by: MITIATO 5 Mar 2017, 18:12
ახალგაზრდა
QUOTE
შუალედი 2 კვირაა როგორც ვიცოდი თუ აქაც რამე განსხვავებაა?


ერთთვიანი შუალედებით ამიცრეს მე ძაღლები ბოლოს.
7 წლის წინ პირველი ძაღლი რომ ავიყვანე, მაშინ 2 კვირიანი შუალედებით ავცერით.

QUOTE
"ნორმალურ ქვეყანაში" რა იგულისხმება?

ჩემი ერთი ლექტორი გვეუბნებოდა ხოლმე, იმ ქვეყნის წარმოებული წამალი არ იყიდოთ, სადაც ცხოვრება არ გენდომებოდათო. biggrin.gif
შეგიძლია შამპუნზეც იგივე პრინციპით იხელმძღვანელო.
მე უკვე წლებია ამაზონზე ვყიდულობ.

QUOTE
როგორც ვიცი არც ძალიან ხშირად არის დაბანა კარგი


ხშირად დაბანა არ არის კარგი იმ შამპუნებით, რომელიც საპნებს შეიცავს.
ამაზონზე რომ გადახედო, უამრავი შამპუნია, რომელსაც მითითებული აქვს: ყოველდღიური ბანაობისათვის.
უამრავი სტატია წავიკითხე ძაღლის ბანაობის თემაზე და იმ დასკვნამდე მივედი, რომ თუ კარგ შამპუნს შეარჩევ, ბანაობის სიხშირე თვითონ შეგიძლია დაარეგულირო ისე, რომ ძაღლს ბეწვი არ გაუფუჭო.


Posted by: rezir 12 Mar 2017, 13:14
გამარჯობათ

სანამყენე მაკრატელი მაინტერესებს თუ იყიდება ამაზონზე ხეხილისათვის , ვერ ვნახულობ და იქნებ დამეხმაროთ

Posted by: seeman 14 Mar 2017, 22:03
12 წლის დობერმანი მყავს და ცოფის აცრა გავუკეთო თუ არა დილემის წინაშე ვდგევარ. მირჩიეთ აბა ვინ ხართ გამოცდილი ამ ამბავში

უმეტესობა მეუბნება ცოდვააო მძიმე აცრააო და 9 წლის მერე აღარ უკეთდებათო

Posted by: Jessica Rabitt 15 Mar 2017, 12:41
ეცა ვინ არის? : D <3

user posted image

Posted by: Tedo-ჭოპი 31 Mar 2017, 19:55
კესანე სად შეიძლება შევიძინო თბილისში ?

Posted by: Chelioos 3 Apr 2017, 14:21
Tedo-ჭოპი
მეც ეგ მაინტერესებს და ხო არ გაგირკვევია რამე ???

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 3 Apr 2017, 16:28
Tedo-ჭოპი
Chelioos
სანერგეებში მინხავს მსგავსი მცენარე მაგრამ არ მახსოვს კესანე იყო თუ რამე სხვა

უმჯობესია შეიძინოთ თესლი ქოთნის პირობებში ნაკლებად ეფექტურია რამოდენიმე ათეულის ძირი ერთად უფრო ლამაზია და ღირს დახარჯულ დროდაც და ძალადაც

Posted by: Chelioos 7 Apr 2017, 00:10
Tedo-ჭოპი

M-A-S-E-R-A-T-I
კესანე იყიდება გარდენიაში ხუდადოვის ქუჩაზე ლოტკინზე 3 ლარი ღირს ერთი ცალი

Posted by: ინაველ 9 Apr 2017, 17:28
კითხვა მაქვს - საქართველოს აგროკლკმატჰრი ზონები და ამ ზონების მიმოხილვა ხომ არსად გეგულებათ?

Posted by: ShotaTibetsky 9 Apr 2017, 21:28
გამარჯობა!!!
კესანეს და გიფსოფილას თესლი თბილისში სად შეიძლება შევიძინო და რა ფასად?
მადლობა.

https://scontent-fra3-1.xx.fbcdn.net/v/t1.0-9/17155639_437292183275307_8244615383217906163_n.jpg?oh=4aacde63a62d0e7100d2cccbc2d8d0a4&oe=592CEC23

Posted by: To3.14ka 17 Apr 2017, 21:57
მყავს 3 კვირის და 4 დღის მეტისის ლეკვი. კვებასთან დაკავშირებით მაქვს შეითხვა. ვაჭმევ 3 საათში ერთხელ 30 მლ ჰიპის და სწორი რეჟიმია? კარგად მოსუქდა და ავღელდი biggrin.gif

Posted by: Freestyle 30 Apr 2017, 17:59
კავკასიური სოჭი ვიყიდე საშობაოდ რაღაც აქცია რომ იყო, ხმება ნელ-ნელა, წყალსაც არ ვაკლებ, სიგრილეში მიდგას და რა ვუშველო?

Posted by: nika5 1 May 2017, 09:51
Freestyle
QUOTE
კავკასიური სოჭი ვიყიდე საშობაოდ რაღაც აქცია რომ იყო, ხმება ნელ-ნელა, წყალსაც არ ვაკლებ, სიგრილეში მიდგას და რა ვუშველო?


როგორც ვიცი, თუ წიწვები დასცვივდა, შეიძლება ზედმეტი წყალის ბრალი იყოს...


Posted by: Freestyle 1 May 2017, 14:48
nika5
წიწვები არ დაცვენია მაგრამ ცუდ ფერზეა რა , ხმება ღია ფერი აქვს ძაან sad.gif

Posted by: nia4u 3 May 2017, 17:41
შტოშის ნერგი მინდა და ხომ ვერ მიმასწავლით?
როგორც ვიცი, დასავლეთ საქართველოში, გურიაში ხარობს და ჭაობიანი ადგილები უყვარს...
იმერეთში იხარებს?
ყინვას როგორ უძლებს?
ვინმეს რამე გამოცდილება ხომ არ გაქვთ?

Posted by: Special_1 7 May 2017, 21:27
ჩემმა შვილმა ქუჩაში მოწყვიტა ეს ყვავილი. არ ვიცი რა ჰქვია. დღისით იშლება და ღამით იკეცება.
ხომ ვერ მეტყვით რა ყვავილია და ქოთანში თუ გაიხარებს??

Posted by: citron 24 May 2017, 01:16
გამარჯობა!დახმარება მჭირდება.პატარა ბაღი მაქვს (არ ვიმყოფები საქართველოში) და კიტრი-პომიდორის ჩითილი დავრგე.. მაინტერესებს რა სიხშირით უნდა დავუსხა წყალი და კიდევ რა რჩევას მომცემდით.ძალიან ახალბედა ვარ და არაფერი არ ვიცი sad.gif

Posted by: Kupra 26 May 2017, 12:40
გამარჯბა 3 წლის ძაღლიბმყავდა და ლეკვი ნოვიყვამე პატარა, დიდი ეჭვიანობს სულ დუჟები მოსდის პირიდანბსადსც ლეკვია იმ ოთახში არც შემოდის , როგორ შევაჩვიო ერთმანეთს

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 26 May 2017, 12:59
Kupra
QUOTE
გამარჯბა 3 წლის ძაღლიბმყავდა და ლეკვი ნოვიყვამე პატარა, დიდი ეჭვიანობს სულ დუჟები მოსდის პირიდანბსადსც ლეკვია იმ ოთახში არც შემოდის , როგორ შევაჩვიო ერთმანეთს


დროთა განმავლობაში შეეჩვევიან ერთმანეთს (უფრო მარტივად თუ ორთავე ერთი სქესის არაა) ეცადე არ დააჩაგვრინო პატარა

Posted by: illusions 26 May 2017, 13:02
მოგესალმებით, მჭირდება ირმის რქა, ვინმეს თუ აქვს და ყიდის, ან იცის ვინ ყიდის დამეხმარეთ რა bis.gif

Posted by: kotcio 26 May 2017, 16:20
illusions
რად გინდათ??????????????

Posted by: GoldenSky 26 May 2017, 18:06
თანამშრომელმა წაიღო ამსახურიდან მცენარე რომელლის ფოთოლიც შემთხვევით ჭამა ბავშვმა და მოიწამლა კრუნჩხვები დაეწყო ჰაერი უკმარიობა და გადასხმები უკეთეს. მაგ მცენარის ჰაერ რომ ვსუნთქავთ ჩვენ არ დავიწამლებით ? lol.gif

Posted by: Piquecanthropus 26 May 2017, 18:13
წუხელ ბალახში რაღაც საშინელება ფუთფუთებდა biggrin.gif
აი მილი რომ გასკდება და წყალი რომ ასხამს: თფ თფ ჰთფ ჰთფ ფთჰ biggrin.gif
ასეთი ხმები იყო
ჩემი ძაღლი წკმუტუნებდა, მისვლა უნდოდა და არ მივუშვი
ქვა ვესროლე, ჩაჩუმდა, მერე ისევ დაიწყო. არხევდა ბალახებს
მეთქი რამე ცხოველი ხომ კვდება...ან გველი ხომ არ არის
რა უნდა ყოფილიყო? (დღეს მივედი არაფერი იყო)

Posted by: illusions 26 May 2017, 21:01
QUOTE (kotcio @ 26 May 2017, 16:20 )
illusions
რად გინდათ??????????????

ჩემს ახლობელს წირდება მგონი სამკურნალოდ

Posted by: Tariel 26 May 2017, 23:40
Piquecanthropus
QUOTE
წუხელ ბალახში რაღაც საშინელება ფუთფუთებდა
აი მილი რომ გასკდება და წყალი რომ ასხამს: თფ თფ ჰთფ ჰთფ ფთჰ
ასეთი ხმები იყო
ჩემი ძაღლი წკმუტუნებდა, მისვლა უნდოდა და არ მივუშვი
ქვა ვესროლე, ჩაჩუმდა, მერე ისევ დაიწყო. არხევდა ბალახებს
მეთქი რამე ცხოველი ხომ კვდება...ან გველი ხომ არ არის
რა უნდა ყოფილიყო? (დღეს მივედი არაფერი იყო)

ზღარბი იქნებოდა, ეგ გამოსცემს ეგრეთ ხმებს როცა მარტოა biggrin.gif

Posted by: Piquecanthropus 27 May 2017, 00:28
Tariel
ჰოო? არასდროს გამიგია, არადა ბევრი ზღარბი მინახავს biggrin.gif

Posted by: GoldenSky 27 May 2017, 09:18
QUOTE
თანამშრომელმა წაიღო ამსახურიდან მცენარე რომელლის ფოთოლიც შემთხვევით ჭამა ბავშვმა და მოიწამლა კრუნჩხვები დაეწყო ჰაერი უკმარიობა და გადასხმები უკეთეს. მაგ მცენარის ჰაერ რომ ვსუნთქავთ ჩვენ არ დავიწამლებით ? 

sad.gif

Posted by: Kupra 27 May 2017, 17:22
M-A-S-E-R-A-T-I
ორივე ხვადია
ლეკვი არა, პორიქით დიდი უფრო მეჩაგრება
3 დღეა დიდი ჩვენც არ გვეკინტაქტება და არი შანსი რობსაერთოდ ვერ მიიჩვიოს?

Posted by: GoldenSky 27 May 2017, 17:38
#ყველაზეყურადღებიანიგანყი

#მეორედაქარშემოვიდე

Posted by: Tariel 29 May 2017, 22:34
Piquecanthropus
QUOTE
არასდროს გამიგია, არადა ბევრი ზღარბი მინახავს

ხო, იშვიათად აქვს ხოლმე ეგრეთი ხმა.

Posted by: Piquecanthropus 30 May 2017, 02:13
Tariel
დღესაც ვნახე სადღაც ზუსტად ეგრე და დეჟა ვუ, ანუ მახსოვს კი ზღარბი რომაა, მაგრამ ვერ მივხვდებოდი თქმის გარეშე biggrin.gif
და მაინც მეშინია biggrin.gif

Posted by: snow_maria 7 Jun 2017, 17:35
მესაჭიროება თბილისის ბოტანიკური ბაღის რუქა smile.gif
ძველს ვეძებ 1960-1985 წლებში შედგენილს.

Posted by: Semafora 13 Jun 2017, 19:25
უკაცრავად ოდესა-ბათუმის გემის რეისით ძაღლოს გადაყვანა რა დაჯდება და რა პროცედურები იქნება საჭირო?

Posted by: Dr NULL 15 Jun 2017, 10:25
მირჩიეთ, რამდენად გონიერი საქციელია ზღარბების ოჯახი ეზოში? საერთოდ, წყვილი ზღარბის ყიდვა შესაძლებელია?

Posted by: snow_maria 16 Jun 2017, 16:48
Dr NULL
ჩემის მოკრძალებული აზრით, არ იქნება გონიერი საქციელი ზღარბების ოჯახში ყოლა.
არაჰიგიენურები არიან : ზღარბისთვის საკუთარი ნემსების პარაზიტებისგან გაწმენდა შეუძლებელია.
ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში ინფექციების გადამტანები არიან.
განსაკუთრებით ხშირად ავადდებიან და ავრცელებენ ტკიპებს, ენციფალიტის , ტულარემიას, დერმატოფიტებიას, candida albicans -ს, ლეპტოსპიროზს, ჭიებს (helminths) და ცოფს.

Posted by: Dr NULL 16 Jun 2017, 17:05
snow_maria
დიდი მადლობა smile.gif

Posted by: Hisoka 18 Jun 2017, 19:04
http://radikal.ru
http://radikal.ru

ვინმემ თუ იცით ეს რა ჭია/მატლი ა საგურამოსთან ახლოს ყველა სახლში და ეზოში ძალიან ბევრნი არიან და რა საშუალებით უნდა ვებრძოლო?

Posted by: aabbaa 20 Jun 2017, 15:58
მოკლედ დღეს გადავეყარეთ, უჭირდა ძალიან. ვერ დაფრინავდა აშკარად არ ვიცნობთ ქალაქელები ამას და რისი ბარტყია ესა?

Posted by: nika5 21 Jun 2017, 09:48
aabbaa
მერცხალი არაა?!..............

Posted by: snow_maria 21 Jun 2017, 16:54
Hisoka

მატლი არ არის, გადმოაბრუნე და ფეხები დაუთვალე.
Julida ან Spirobolida ჰქვია smile.gif (Class Diplopoda).

რატომ უნდა ებრძოლო?! გეომება თვითონ, თუ გიშავებს რამეს?
სად იყავი შენ, მაგისი წინაპრები 428 მილიონი წლის წინ შოტალანდიის ტყეებში რომ ბინადრობდნენ?
თუ მაინც არ იშლი, ნახე იუტუბელები როგორ ებრძვიან : https://youtu.be/l8_XPH9LQJ4
* * *
aabbaa
მეტი სურათები გვინდა რომ ვიცნოთ , ნისკარტი და ფერები Serinus leucopygius -ს აქვს smile.gif

Posted by: aabbaa 23 Jun 2017, 10:01
ნამგალა ყოფილა, მითხრეს მონადირეებმა wink.gif

Posted by: ia-viola 27 Jun 2017, 11:09
კითხვა მაქვს.
ვიყიდე ჯუჯა დუმფარას ორი თესლი.
ერთი ამოვიდა და გაეზარდა ფოთოლი, მეორე გაღივდა და გაშეშდა ასე.

მაინტერსებს ახლა ამათ რამე განსაკუთრებული მოვლა უნდა თუ მივუშვა ნებაზე.
ძალიან მინდა რომ გაყვავდეს.

ან როგორ მრავლდება, ?


Posted by: RvP10 28 Jun 2017, 11:29
ბომბორა მიუწვდომელია კომუნიკაციის ყველა საშუალებით და რა მაინტერესებს

ეხლა მომიტანეს დართვის აქტის დამადასტურებელი მოწმობა

დალშე რა უნდა გავაკეთო პასპორტის და სხვა ყველა საჭირო საბუთის ასაღებად და რა ხარჯებთან არის დაკავშირებული?

ძაღლის მიყვანა აუცილებელია თუ როგორ ხდება ?

Posted by: moonlight 29 Jun 2017, 23:50
თუ შეიძლება მირჩიეთ რომელი მცენარე შეიძლება დაირგოსღობესთან(სეტკისაა) რომ იყოს მალე მზარდი. და ხშირფოთლოვანი
ქარის შემაკავებლად რომ გამოდგეს..

Posted by: snow_maria 1 Jul 2017, 22:45
moonlight
მაყვალი, კატაბარდა smile.gif

Posted by: donlego 12 Jul 2017, 15:39
http://www.picz.ge
რა მცენარეა და მოვლის წესი თუ იცით ვინმემ?

Posted by: nika5 17 Jul 2017, 12:06
ერთი კინოლოგიური კითხვა მაქვს:
დაახლოებით რა ასაკში "ირჩევს/თვლის" ლეკვი პატრონს.
ანუ, ლეკვი შენთან რომ არის დაბადებიდან და რომ წაიყვანენ შენგან 2 თვისას ან 3 თვისას...
მერე, რამდენიმე თვეში, რომ მიხვიდე და ნახო ახალ სახლში, შენ ჩაგთვლის ისევ პატრონად, თუ დაიბნევაsmile.gif?

Posted by: 123omari123 23 Jul 2017, 02:39
გამარჯობა
ეს ხე რა ჯიშია ვერ მეტყვით ? დაახლოებით 14 წლისაა, სიმაღლე 4 მეტრი (მინიმუმ) , გარშემოწერილობა 60 სმ. და ისიც მაინტერესებს საერთოდ რამე მნიშვნელოვანი ფასი თუ აქვს?

user posted image

Posted by: una_nuna 28 Jul 2017, 17:44
ციცინათელები ხოარ გადაშენდნენ თუ არსებობენ კიდე?
ძაან მაწუხებს ეს ფაქტი ამ პერიოდში ბევრი ციცინათელა იყო ხოლმე და ბოლო 2 წელია თვალით არ მინახია სადარიან? cry.gif

ოხ ბაია ბაია facepalm.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 28 Jul 2017, 19:12
una_nuna
QUOTE
ციცინათელები ხოარ გადაშენდნენ თუ არსებობენ კიდე?
ძაან მაწუხებს ეს ფაქტი ამ პერიოდში ბევრი ციცინათელა იყო ხოლმე და ბოლო 2 წელია თვალით არ მინახია სადარიან? 

არა არ გადაშენებულან ესეც და საერთოდ მწერები პესტიციდების გამოყენების გამო მათი რიცხი მკვეთრად შემცირდა არიან მაგრამ იშვიათად

Posted by: AquariuMANIAK 4 Aug 2017, 23:59
user posted imageuser posted image
* * *
ეს რისი ფოთოლია ხალხო?

user posted image

Posted by: Kokoschka 13 Aug 2017, 18:33
ხალხო, არ ვიცი რამდენად სწორად ვიკითხე, მაგრამ - ზღვაზე როცა მიდიხართ ხოლმე, ძაღლთან ერთად. ბევრი მეპატრონეა ხოლმე უარზე? ანუ დაახლოებით რამდენი ხანი მომიწევს ბინის ძებნა ხომ ვერ მეტყვით :დდ

Posted by: lexomd 29 Sep 2017, 15:07
ტიტების მოშენება ხო არ იცით ვინმემ?

Posted by: givi9988 30 Sep 2017, 16:08
გამარჯობა, ხომ არ იცით სად იყიდება რკინის აჯასპი, იგივე რკინის სულფატი (Железный купорос) FeSO4 (II)

Posted by: kotcio 8 Oct 2017, 22:16
მიშველეეეთ, ეს ფაროსანას შემოსევა (ახლად გამოჩეკილი) ხომ არ არის? ჩემი ატმის ხეს ათასობით ეხვია, ხელის შეხებაზე წითელი სითხე გამოსდიოდათ, ძალიან მარტივად ისრისებოდნენuser posted image

Posted by: Internet_Contraband 9 Oct 2017, 14:22
კაი ხალხო, ვინმემ ხომ არ იცით სად შეიძლება პატარა კულტივატორის (მოტობლოკი) დაქირავება? აი საწვავზე რომ მუშაობს

ერთჯერადი სამუშაოსთვის ყიდვა არ მინდა.

Posted by: კიჭარტი 1 Nov 2017, 13:16
თაგვებს როგორ ვებრძოლოთ ვინმემ მირჩიეთ რა :ს

Posted by: SpringtimeOfYouth 2 Nov 2017, 20:10
https://forum.ge/?showtopic=34684825&view=findpost&p=51570797

help.gif

Posted by: gogilo72 3 Nov 2017, 16:39
ეს რა მცენარეა? ბაღდათში კოწახურს ეძახიან და მგონი ეშლებათ


user posted image

Posted by: nika5 6 Nov 2017, 09:20
gogilo72
კოწახურიაააააააააააააააააააა

Posted by: gogilo72 6 Nov 2017, 14:47
არა , არაა კოწახური ,ეგრე ეძახიან შეცდომით

https://www.facebook.com/www.dmsk.ge/photos/a.760729977286402.1073741838.563919003634168/760730597286340/?type=3&theater

Posted by: monty7 7 Nov 2017, 15:42
გამარჯობა, დასავლეთში სად შეიძლება კიბორჩხალების დაჭერა ტბას ვგულისხმობ და როგორ ხდება ?

Posted by: nika5 7 Nov 2017, 16:31
მაშინ, თბილისშიც "ეგრე ეძახიან, შეცდომით"...

Posted by: SRB100 10 Nov 2017, 12:32
გამარჯობა, დღეს გვაჩუქეს კოკერსპანიელის ლეკვი, ჰოდა მეტისია თუ სუფთა სისხლის ვერ ვხვდებით.
იქნებ დაგვეხმაროთ, მადლობა user posted imageuser posted image

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 10 Nov 2017, 15:23
SRB100
QUOTE
გამარჯობა, დღეს გვაჩუქეს კოკერსპანიელის ლეკვი, ჰოდა მეტისია თუ სუფთა სისხლის ვერ ვხვდებით.
იქნებ დაგვეხმაროთ, მადლობა


ნაჩუქარ ცხენზე გსმენიათ? ეს კი პატარა არსებაა რომელსა ეხლა მოვლა და პატრონობა სჭირდება, ეს თემა უფრო გამოგადგებათ https://forum.ge/index.php?act=ST&f=72&t=34868407

Posted by: Gooramos 20 Nov 2017, 14:06
ლიმონის ხეები სადმე იყიდება? კონკრეტულად მეიერი მაინტერესებს.

Posted by: krakadzil 26 Nov 2017, 23:10
გამარჯობა. ინფრა წითელი განათება სად შეიძლება იაფად ვიშოვო?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 26 Nov 2017, 23:36
krakadzil
QUOTE
გამარჯობა. ინფრა წითელი განათება სად შეიძლება იაფად ვიშოვო?

დომინოში იქნება სავარაუდოდ წლების წინ ელიავაზეც ვიყიდე ეხლა არ ვიცი ექნებათ თუ არა

Posted by: tatanashvili1 1 Dec 2017, 00:44
გამაჯობათ. დღეს ჩემმმა მეუღლემ აღმოაჩინა მწერი ლოგინზე რომლის მოკვლის შემდეგ თითქოს სისხლის კვალი დატოვა. რაუბრდურებააა ხომარიცითuser posted image

Posted by: aka_greenboy 1 Dec 2017, 01:06
გამარჯობა აუდიო კასეტებზე რომ იყო ხოლმე პატარა ფლეერები ,სად შეიძლება შეძენა იქნებოდეს და იქნება ვინმემ იცოდეთ smile.gif)

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 1 Dec 2017, 01:29
aka_greenboy
QUOTE
გამარჯობა აუდიო კასეტებზე რომ იყო ხოლმე პატარა ფლეერები ,სად შეიძლება შეძენა იქნებოდეს და იქნება ვინმემ იცოდეთ )

სად პოსტავ საერთოდ იცი?
* * *
tatanashvili1
QUOTE
გამაჯობათ. დღეს ჩემმმა მეუღლემ აღმოაჩინა მწერი ლოგინზე რომლის მოკვლის შემდეგ თითქოს სისხლის კვალი დატოვა. რაუბრდურებააა ხომარიცით

ნუ გეშინია ეგ არაფერს გავნებს პირიქით თუ სახლში სადმე მწერი გყავს ყველას გაუნადგურებს ბუდეებს და მძინერასაც თუ გადააწყდა ზედ დააყოლებს ნუ ეს წარსულში რათქმაუნდა რომ არ მოგეკლათ biggrin.gif

Posted by: tatanashvili1 1 Dec 2017, 01:38
M-A-S-E-R-A-T-I
ვახ ნეტა კიდე მყავდეს ერთი ორიცალი biggrin.gif მარა მაგარი სტრანია, რო იციიი როო ესტარაკანა შენნნ ლოგინში ბუდობსსს ცოტა არასასიამოვნოა.
მადლობა ყურადღებისთვისს

Posted by: aka_greenboy 1 Dec 2017, 02:21
M-A-S-E-R-A-T-I
> კითხვა მაქვს... მესაჭიროება.... ეს რა არის?, დახმარების სერვისი
war.gif war.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 1 Dec 2017, 11:17
aka_greenboy

ფლორა და ფაუნა ვერ შეამჩნიე?

tatanashvili1
QUOTE
ვახ ნეტა კიდე მყავდეს ერთი ორიცალი  მარა მაგარი სტრანია, რო იციიი როო ესტარაკანა შენნნ ლოგინში ბუდობსსს ცოტა არასასიამოვნოა.
მადლობა ყურადღებისთვისს

საერთოდ არ სახლობენ სახლებში ალბათ შემთხვევით შემოყვა რამეს

Posted by: don-sisinio 5 Dec 2017, 02:14
ეს რა ჯიშია იცის ვინმემ?

user posted image

Posted by: nika5 5 Dec 2017, 09:13
don-sisinio
QUOTE
ეს რა ჯიშია იცის ვინმემ?

კორგი

Posted by: don-sisinio 5 Dec 2017, 16:10
nika5
QUOTE
კორგი

რა ძვირი ყოფილა facepalm.gif

Posted by: Sargerass 10 Dec 2017, 13:02
მეგობრებო ვარკეთილის მეტროსთან რომ ვეტ მაღაზიაა იქ გამყიდველი ნუნუს ნომერი ხომ არ გაქვთ ვინმეს?

Posted by: john_rembo 15 Dec 2017, 16:07
მეგობრებო, არ ვიცი სწორად ვწერ თუ არა, მარა მაინც ვიკითხავ )) დასაქმების მსურველ მონდომებულ ფლორისტს ვეძებ და რამე კონკრეტული ჯგუფი ხომ არაა ან ვინმე ხომ არ ხართ მსურველი ან ხომ არ იცით რო დამაკავშიროთ? მადლობა წინასწარ )))

Posted by: gogicha93 21 Dec 2017, 21:07
სალამი იქნებ დამეხმაროთ, შიცუს ძაღლზე ინფორმაცია ვერ მოვიძიე ვერანაირი და იმედი მაქვს თქვენ დამეხმარებით..

Posted by: ვანო-გეჯაძე 21 Dec 2017, 22:10
gogicha93
QUOTE
სალამი იქნებ დამეხმაროთ, შიცუს ძაღლზე ინფორმაცია ვერ მოვიძიე ვერანაირი და იმედი მაქვს თქვენ დამეხმარებით..

ქართულად არც დევს არსად და ინგლისურად რომ იყოს მოსულა?



აქვე ვიკითხავ, ჩვენს სივრცეში ბონსაის გასაკეთებლად რომელი მცენარეა ყველაზე მარტივად მოსავლელი თუ სულერთია?

Posted by: CENTURIONI 24 Dec 2017, 09:17
გამარჯობათ

თბილისში ცოცხალი ღობის გასაკეთEბლად რომელი მარად მწვანე ბუჩქები ხარობს კარგად? ოღონდ არა წიწვოვანი რომ იყოს ფოთლვანი სახის . უამრავია ასეთები ევროპაში მარა აქ არ მინახავს სადმე რომ ასეთი ბუჩქები იყოს ღობის სახით გამოყენებული.

Posted by: nika5 25 Dec 2017, 09:03
CENTURIONI

)
QUOTE
გამარჯობათ

თბილისში ცოცხალი ღობის გასაკეთEბლად რომელი მარად მწვანე ბუჩქები ხარობს კარგად? ოღონდ არა წიწვოვანი რომ იყოს ფოთლვანი სახის . უამრავია ასეთები ევროპაში მარა აქ არ მინახავს სადმე რომ ასეთი ბუჩქები იყოს ღობის სახით გამოყენებული.

ლუგისტრუმი :

Posted by: Ninna_maya 25 Dec 2017, 09:14
ლოჯში მინდა მოვაწყო პატარა ორანჟერეა.ყვავილები, ჯუჯა ხეები. რომელი მცენარეები შევიძინო?
და როგორი უნდა იყოს ტემპერატურა,რომ იხარონ?

Posted by: ვანო-გეჯაძე 25 Dec 2017, 14:15
Ninna_maya
ბროწეულის ხე ხარობს კარგად ჩვენთან გავრცელებულ ტემპერატურაში სახლშიც მათ შორის, მთავარია რო მზის სხივები არ მოაკლო (ლოჯში არც მოაკლდება)

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 25 Dec 2017, 21:56
Ninna_maya
QUOTE
ლოჯში მინდა მოვაწყო პატარა ორანჟერეა.ყვავილები, ჯუჯა ხეები. რომელი მცენარეები შევიძინო?
და როგორი უნდა იყოს ტემპერატურა,რომ იხარონ?

ეს განათებაზე და ოთახის ტემპერატურაზეა დამოკიდებული, რა მოგწონთ რა გამოცდილება გაქვთ მცენარეებთან და რა დროის დათმობას შეძლებთ მათთვის ჯერ ამ საკითში უნდა გარეკვეთ შემდეგ მე გირჩევთ

Posted by: Ninna_maya 28 Dec 2017, 11:04
M-A-S-E-R-A-T-I
ლოჯი მზიანია,ზამთარშიც საკმაოდ თბილია.გათბობა თუ ცუდად არ მოქმედებს მცენარეებზე,შემიძლია ჩავრთო გამათბობელიც.კონკრეტულად არ ვიცი,მაგრამ მომწონს ყვავილები,რომლებიც ზამთარშიც ყვავიან.მინდა ლიმონის ხეც მქონდეს.და საერთოდ მიყვარს სიმწვანე.მცენარეებზე შეყვარებული ვარ
smile.gif

სამწუხაროდ,გამოცდილება არ მაქვს.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 28 Dec 2017, 20:38
Ninna_maya
QUOTE
ლოჯი მზიანია,ზამთარშიც საკმაოდ თბილია.გათბობა თუ ცუდად არ მოქმედებს მცენარეებზე,შემიძლია ჩავრთო გამათბობელიც.კონკრეტულად არ ვიცი,მაგრამ მომწონს ყვავილები,რომლებიც ზამთარშიც ყვავიან.მინდა ლიმონის ხეც მქონდეს.და საერთოდ მიყვარს სიმწვანე.მცენარეებზე შეყვარებული ვარ
სამწუხაროდ,გამოცდილება არ მაქვს.

მოდი მარტივად აგიხსნი მოყვავილე მცენარეები ბინისთვის ცოტა რთული საკითხია , მოყვავილეები უმჯობესია აივანზე იყოლიო სეზონზე მოყვავილეები განსაკუთრებით ეფექტურებია, ასე ალერგიაც არავის შეაწუხებს და მცენარეც მთლიანად აჩვენებს თავის პოტენციალს, ბინაში გირჩევდით მცენარეებს რომელიც მთელი წლის მანძილზე ლამაზია თავისი ფორმით და ფოთლების შეფერილობით, გაგიმარტივდებათ მოვლა თუ კონკრეტული კლიმატური ზონის მცენარეებს შეარჩევთ იქნება ეს ტროპიკული თუ უდაბნოს მცენარეები კაქტუსები, სუკულენტები, ფართეფოთლიანები და ა.შ

გამოცდილება კი პრაქტიკით მოდის ან ყოველთვის შეგიძლიათ აქ მკითხოთ

Posted by: Ninna_maya 28 Dec 2017, 23:46
M-A-S-E-R-A-T-I

დიდი მადლობა რჩევებისთვის.ვეცდები შევარჩიო შესაბამისი მცენარეები.

Posted by: mun_geri 17 Jan 2018, 14:10
Gamarjobat danexmaret qameleonistvis cocxali matlebis yidva sad shemidzlia?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 17 Jan 2018, 16:40
mun_geri
QUOTE
Gamarjobat danexmaret qameleonistvis cocxali matlebis yidva sad shemidzlia?

რომ ყიდულობდი ამაზე მაშინ არ გიფიქრია?

https://www.facebook.com/groups/ReptilesandAmphibiansGeorgia/

Posted by: mun_geri 17 Jan 2018, 22:34
Turketshi machukes sakvebi camovige samcuxarod mitavdeba da.... ise madloba rchevistvis

Posted by: dimaopena 18 Jan 2018, 19:47
გამარჯობა,სადმე თუ გეგულებათ ადამიანმა , თაიგულების გაკეთების დიზაინი რომ შეისწავლოს?

Posted by: littlemiss 20 Jan 2018, 00:41
მიშველეთ რა ძალიან გთხოვთ.
დილით კი წავიყვან ვეტერინართან მაგრამ ახლა რომ რამე მოუვიდეს გული გამისკდება.
პონ კორნს-ვაჭმევ ჩემ ლეკვს, ერთი თვისაა, საკვებს არ აქვს ვადა გასული.
დღეს სუსტად იყო, არ ჭამდა,წყალსაც არ სვამს.
მოსაქმებისას სისხლი ურევია.
მითხრეს მოწამლულიაო, ისე ვნერვიულობ გავგიჟდები.

რა მოსდის, რით დავეხმარო სანამ ექიმთან წავიყვან?

Posted by: HauntTheDemonAway 20 Jan 2018, 13:34
littlemiss
ენტერიტი ხომ არ აქვს?

Posted by: KasperRiters 10 Feb 2018, 16:48
Cranberry-ს ქართულად რა ქვია ხომ არ იცით?

Posted by: HauntTheDemonAway 11 Feb 2018, 00:29
KasperRiters

თუ არ ვცდები შტოში ქვია

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 11 Feb 2018, 00:53
KasperRiters
QUOTE
Cranberry-ს ქართულად რა ქვია ხომ არ იცით?

რაც ფოტოზეა მოცვია წითელი

Posted by: KasperRiters 12 Feb 2018, 01:54
HauntTheDemonAway

მადლობა

M-A-S-E-R-A-T-I

წითელი მოცვი მინახავს დაგობი სხვანაირია, თხელი კანი აქვს და შიგთავსი ჩანს, ნახევრად გამჭვირვალე კანი აქვს.


Posted by: collar777 25 Feb 2018, 17:15
გამარჯობათ, ზოომაღაზიის გახსნა მინდა და მაინტერესებს საბითიმო ვაჭრობა თუ სადემე ზოო პროდუქციით
* * *
გამარჯობათ, ზოომაღაზიის გახსნა მინდა და მაინტერესებს საბითიმო ვაჭრობა თუ სადემე ზოო პროდუქციით

Posted by: matusala_HFS 2 Mar 2018, 20:27
ეს რა არსებებია ხო არ იცით და რით უნდა შევწამლო?
user posted imageuser posted image

Posted by: ქართლოსი 7 Mar 2018, 20:29
ხუდადოვის ტყეში ხეებს რატო აქვს ზირები გამომწვარი??


user posted image

user posted image

user posted image

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 8 Mar 2018, 00:20
ქართლოსი
QUOTE
ხუდადოვის ტყეში ხეებს რატო აქვს ზირები გამომწვარი??

საუკეთესო ვარიანტში ბალახს გაეკიდა უარესი ვარიანტი კი ხელოვნურად ახმობენ მომავალში იქ სახლის ჩასადგმელად

Posted by: ქართლოსი 8 Mar 2018, 22:44
M-A-S-E-R-A-T-I

მარტო ხის ძირებშია დამწვარი.

გამწვანებას ეკუთვნის ეგ ადგილი და მაინც ააშენებენ სახლს?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 8 Mar 2018, 22:50
ქართლოსი
QUOTE
გამწვანებას ეკუთვნის ეგ ადგილი და მაინც ააშენებენ სახლს?

დღეს ეს არ გვიკვირს ხომ? biggrin.gif

Posted by: tozi777 30 Mar 2018, 16:33
ეს რა ტიპის სოკოა?

მოდებულია ეზოში: მსხლის, ალუბლის და ვაშლის ხეებზე. მაღლა ტოტებზეა. ახმობს ფაქტიურად.

მეორე ნაირი ჩვეულებრივი ხავსიც მოდებულია.

ვინმემ ხომ არ იცით ამ სოკოს სამკურნალო საშუuser posted imageალება?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 30 Mar 2018, 16:58
tozi777
QUOTE
ეს რა ტიპის სოკოა?

მოდებულია ეზოში: მსხლის, ალუბლის და ვაშლის ხეებზე. მაღლა ტოტებზეა. ახმობს ფაქტიურად.

მეორე ნაირი ჩვეულებრივი ხავსიც მოდებულია.

ვინმემ ხომ არ იცით ამ სოკოს სამკურნალო საშუ

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98

ვიცი რომ ხელით ასუფთავებენ, მაგრამ ალბათ იქნება რამე ქიმიური საშუალებაც, ვერ გეტყვი მოკითხვა უნდა შესაბამის მაღაზიებში, ამათმა დიდმა რაოდენობამ შესაძლოა ხე დაასუსტოს და გაახმოს კიდეც

Posted by: xecu_xecu_xecu 31 Mar 2018, 11:44
სალამი ფორმცი ... მოკლდ პატარა ლიმნის ხე არსებობს ისეთი ქოტანში რომ იყოს და ისხამდეს ნაყოფსაც?

Posted by: tozi777 31 Mar 2018, 16:41
M-A-S-E-R-A-T-I

მადლობა.

ამჯერად ხელით გავაცალეთ, მაგრამ ზოგი ხე უკვე შეწუხებულია და თან მთელ ეზოს ვერ გავაცლით.

გავიკითხავ მცენარეთა მოვლის საშუალებებში.

Posted by: Sxl 2 Apr 2018, 00:25
გილოცავთ ბზობას.
ბზა მინდა დიდ ქოთანში გადავრგო პატარადან და როდის შეიძლება გადარგვა?
კიდე მორწყვა რა სიხშირით უნდა?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 2 Apr 2018, 21:21
Sxl
QUOTE
გილოცავთ ბზობას.
ბზა მინდა დიდ ქოთანში გადავრგო პატარადან და როდის შეიძლება გადარგვა?
კიდე მორწყვა რა სიხშირით უნდა?

დააკვირდით თუ შეძენილი მცენარე არ არი ახაგადარგული ჭურჭლის კედზლებზე უკვე ეხება ფესვებით (ან ზედაპირზე) მაშინ ოდნავ შეავრეთ მიწა და თავისი მიწითვე გადაიტანეთ ახალ ქოთანში რომელიც სულ ოდნავ უფრო მოზრდილი უნდა იყოს ძველზე. ბზა სიგრილეში უნდა იყოს კარგად განათებულ მაგრამ არა პირდაპირ მზის სხივებში, მორწყეთ მაგრამ ნუ დააჭაობებთ კატეგორიულად მოერიდეთ ფესვებში წყლის დადგომას

Posted by: Sxl 13 Apr 2018, 16:03
M-A-S-E-R-A-T-I
მადლობა რჩევებისთვის.

კიდევ 4 მცენარე ვიყიდე და რო მოახერხებ ამათზეც მითხარი რა, სახელებიც არ ვიცი რო დავგუგლო
user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: burke 13 Apr 2018, 16:43
მეგობრებო
იმერეთში, სოფელში ეზოში მაქვს ძელქვის ხეები

ეს ბოლო ხანია ვაკვირდები ხეებზე მერქანის ცვლილებას
ეს რამე დაავადებაა?
თუ კი რა დაავადებაა და როგორ შეიძლება ვუმკურნალო?

user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: vano22 15 Apr 2018, 19:27
მოგესალმებით აგრო განყიდან. თქვენი დახმარება მჭირდება. უფრო სწორედ დახმარება უკვე გვიანია რადგან ლეტალურად დასრულდა ფაქტი. ეხლა თუ შეგიძლიათ მითხრათ რას შეეძლო გამოეწვია კბენის შედეგად 4 საათში 10 კილოიანი გოჭის ჯერ ლოკალური ხოლო 6 საათში სრული შეშუპება ფილტვებისა და კიდურების ჩათვლით? ეჭვი მაქვს 1 სანტიმეტრი დიამეტრის ზომის შავ ობობაზე. მიუხედავად ანტი ალერგიული ინექციისა და შარდმდენი ინექციისა ვერ დავაცხრე შეშუპება და ეს შესაძლოა ობობის ნამოქმედარი იყოს თუ სხვა უფრო საშიში რამ ბუდობს ჩემს საგოჭეში?
* * *
burke
სოკოვანი დაავადებაა. ხის კან ქვეშიდან იწოვს წვენს და მისით იკვებება. საწამლი აპარატით დაასხი შაბიამნის ძლიერი ხსნარი. 10 ლიტრ წყალში 2 კილო შაბიამანი და კარგად შეასხურე. 1 კვირაში კიდევ გაუმეორე. შემდეგ 1 კვირაში კირით შეათეთრე მაქსიმალურად მთელ დაზიანებულ მერქანზე. ოღონდ ერთი პრობლემაა. ეხლა ფოთლები აქვს უკვე და მაგ დოზირებით დასხმული შაბიამანი სულ დაუწვავს ფოთლებს. ამიტომ წელს მხოლოდ უფოთლო უბნები დაამუშავე ანუ ხის ძირი და მთავარი ტოტები. ხოლო ამ შემოდგომაზე რომ გასცვივა ფოთლები მთელი ხე შეწამლე. კირით შეთეთრება მიწიდან დატოტვის ადგილამდე შეიძლება
* * *
QUOTE (tozi777 @ 30 Mar 2018, 16:33 )
ეს რა ტიპის სოკოა?

მოდებულია ეზოში: მსხლის, ალუბლის და ვაშლის ხეებზე. მაღლა ტოტებზეა. ახმობს ფაქტიურად.

მეორე ნაირი ჩვეულებრივი ხავსიც მოდებულია.

ვინმემ ხომ არ იცით ამ სოკოს სამკურნალო საშუuser posted imageალება?

ტოტალური ჰერბიციდით ცადე მცირე კერის დამუშავება ხავსს 100% გაახმობს და ფითრსაც. ასევე ხვიარა მცენარეებს და თუ გაახმო ეგ სოკოც მერე შემოდგომაზე მთელი ხე შეწამლე.

Posted by: sabas 15 Apr 2018, 23:11
მირჩიეთ

როგორ ვებრძოლო ეზოში აკაციის ამონაყარს ?

ბოლო წლებია ვჩეხავ და უფრო მეტი ამოდის მგონი ყოველ გაზაფხულს

დიდი ეზოა

ვფიქრობ შესაწამლი აპარატი ვიყიდო და რაიმე ძლიერი წამალი დავასხა თუ ბენზო ცელით გადავჭრა ძირებში ? ამ შემთხვევაში ხო იგივე შედეგი მექნება გაზაფხულობით? თუ პირიქით ჯობს ?


Posted by: lexomik 28 Apr 2018, 21:20
ესეთი რამ დაემართა ატმის ხეებს და რა ვუყო? ან მიზეზი მითხარით ან როგორ ვუმკურნალო?
user posted image

Posted by: NaziSalute 2 May 2018, 12:03
შეიძლება ცოტა უცნაური კითხვა მქონდეს, მაგრამ ვეცდები ჩამოვაყალიბო smile.gif

ანუ არსებობენ მრავალი სახეობის მწერები, პრინველები, ცხოველები, თევზები და ასე შემდეგ.
ასევე არიან პარაზიტები, მაგალითად, კოღო, წურბელა, ნაწლავის ჭიები.
ზოგ ადამიანს შეიძლება არ მოწონდეს გველი, ობობა, ვირთხა, ტარაკანა, მაგრამ ისენი საჭირო არიან ბუნებაში ბალანსისთვის.
პარაზიტებზე როგორც ვიცი ეს არ ვრცელდება, ანუ ისენი მხოლოდ საზიანონი არიან, რამდენად მართალია ?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 2 May 2018, 17:47
NaziSalute
QUOTE
პარაზიტებზე როგორც ვიცი ეს არ ვრცელდება, ანუ ისენი მხოლოდ საზიანონი არიან, რამდენად მართალია ?

ბუნება არ იყოფა მავნებლებად და მარგებლებად არსებობს არსებები რომლებიც ევოლუციის შედეგად ჩამოყალიბდნენ ისეთებად როგორებიც არიან და თუ ამას გაიაზრებ შენ კითხვაზე პასუხიც გექნება

Posted by: 123omari123 4 May 2018, 03:25
ბუ სად შემიძლია რომ ვიყიდო ვერ მეტყვით და რა ღირს დაახლოებით? ან სად შეიძლება რომ ვნახო ბუსთან დაკავშირებული ინფორმაცია? ყიდვასთან და მოვლასთან დაკავშირებით ვგულისხმობ.

Posted by: HauntTheDemonAway 4 May 2018, 04:28
123gia123

ბუ შინაური ფრინველი არაა რომ იყიდო და სახლში იყოლიო.

QUOTE
მუხლი 085. გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალების, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზების დაცვის წესების დარღვევა, აგრეთვე გარეულ ცხოველთა თვითნებური გადასახლება ახალ საბინადრო გარემოში, თვითნებური ტრანსლოკაცია და ჰიბრიდიზაცია

1. გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალების, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზების დაცვის წესების დარღვევა, აგრეთვე გარეულ ცხოველთა თვითნებური გადასახლება ახალ საბინადრო გარემოში, თვითნებური ტრანსლოკაცია (ინტროდუქცია, რეინტროდუქცია, რესტოკინგი) და ჰიბრიდიზაცია, –

გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან ხუთას ლარამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ გარეულ ცხოველთა სახეობების მიმართ ან სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან ათას სამას ლარამდე.

Posted by: ananonano 7 May 2018, 10:09
გამარჯობა,მეგობრებო თქვენი დახმარება მჭირდება,ვიშვილე კოკერი 5კვირის,ყავს რწყილები და როგორ ვებრძოლო? ძმრიანი წყლით გაწმენდა მირჩიეს მაგრამ აშკარად არ შველის...sad.gif

Posted by: HauntTheDemonAway 8 May 2018, 01:33
ananonano
არსებობს სხვადასხვა პრეპარატები: ბარსი, ადვანტიქსი, დანა ულტრა ნეო. ზოომაღაზიაში იკითხეთ და იქ უფრო დაგაკვალიანებენ.

Posted by: philibert 9 Jun 2018, 12:09
მოგესალმებით!

ეს რა ხეა?

მადლობა წინასწარ

user posted image

Posted by: oqrokaci 9 Jun 2018, 19:42
user posted image

რა შეიძლება ვაჭამო? თვალები არ ააქვს ახელილი და ზუსტად რომ მითხრათ რა ფრინველია? ნამგალა ჩიტია?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 10 Jun 2018, 01:01
oqrokaci
კი ეგ არი გამოკვება ფაქტიურად შეუძლებელია მაგის ეცადე მოძებნო საიდანაც გადმოვარდა და იქ ჩასვა თუ ფრენას ცდილობს სადმე მაღლობზე შემოსვი მიწიდან არ შეუძლიათ მაგათ აფრენა

Posted by: oqrokaci 10 Jun 2018, 02:21
M-A-S-E-R-A-T-I

მაგის ბუდს ვერ ვპოულბ და რა ვქნა?? რითი ვკვებო?? დილით მივაკითხავ ზოო მაღაზიას და იქნებ იმათმა მირციონ რამე

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 10 Jun 2018, 02:23
oqrokaci
QUOTE
მაგის ბუდს ვერ ვპოულბ და რა ვქნა?? რითი ვკვებო?? დილით მივაკითხავ ზოო მაღაზიას და იქნებ იმათმა მირციონ რამე

კვერცხის კარგად მოხარშულ გულს აჭმევენ ხოლმე ზოოში მიიყვანე იქ გირჩევენ უფრო

Posted by: borbolia777 10 Jun 2018, 08:28
Kvercxis guli da simindis fqvili mozile ertmanetshi cota dausvele da ise achame xelit

Posted by: Nika.1 10 Jun 2018, 19:45
user posted image
გამარჯობა
ნაყიდი მაქ როგორც გოგრა, მაგრამ ესეთი ფოთოლი მე არ მინახავს და ვინმემ თუ იცანით მითხარით რა მცენარეა

Posted by: Wisemаn* 10 Jun 2018, 21:32
oqrokaci
სად ნახე? ეგ ბარტყს არ გავს. დიღმის მასივში ბალკონზე ჩამოვარდა ფრენისას ჩემთან, ფრთაზე ქონდა სისხლი რატო არ ვიცი. დავუმუშავე და მეორე დილით გავუშვი. ხელზე ვისვამდი და წყნარად მეჯდა მთელი დღის განვმალობაში. ეგ ხო არარის biggrin.gif

Posted by: HauntTheDemonAway 10 Jun 2018, 23:01
oqrokaci
კარგად მოხარშული კვერცხის გული შეურიე უცხიმო ხაჭოს და ეგ აჭამე.. ყველაზე ნაღდი ვარიანტია ზოოპარკში მიიყვანო და იქ მოუვლიან.

Posted by: ქართლოსი 13 Jun 2018, 01:01
ვირთხებისთვის კარგი წამალი რომელია ???

დარიშხანი კარგია მაგრამ აღარ იყოდება.


Posted by: ananonano 17 Jun 2018, 22:30
გამარჯობა ფორუმელებო,თქვენი დახმარება მჭირდება ეგებ ვინმემ იცოდეს,ჩემი 2თვის ლეკვი გამისხლტა ხელიდან და ქათმის ექსკრემენი ალოკა მაშინვე,საშიშია თუ არა და რა უნდა მოვიმოქმედო ამ შემთხვევაში?? ძალიან კი ვნერვიულობ

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 17 Jun 2018, 22:31
ananonano
QUOTE
გამარჯობა ფორუმელებო,თქვენი დახმარება მჭირდება ეგებ ვინმემ იცოდეს,ჩემი 2თვის ლეკვი გამისხლტა ხელიდან და ქათმის ექსკრემენი ალოკა მაშინვე,საშიშია თუ არა და რა უნდა მოვიმოქმედო ამ შემთხვევაში?? ძალიან კი ვნერვიულობ

biggrin.gif შეიძლება ხვალ საკუთარი გადასანსლოს მთავარია გადააჩვიო არაფერი დაემართება ნუ გეშინია

Posted by: nalbo 8 Jul 2018, 17:13
user posted image

ასე გაყვითლდა არყის ხე , ნორმალურია ამ დროისთვის თუ ხმება?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 8 Jul 2018, 18:06
nalbo
QUOTE
ასე გაყვითლდა არყის ხე , ნორმალურია ამ დროისთვის თუ ხმება?

წყალი აკლია არ უყვარს მაგათ ასეთი პაპანაქაებაც არაა გამორიცხული ნიადაგიც არ მოეწონა

Posted by: nalbo 8 Jul 2018, 19:05
M-A-S-E-R-A-T-I

მადლობა,

მარტში დავრგე და ყოველ საღამოს ან დღე გამოშვებით 10-15 ლიტრ წყალს ვუსხავ 2 დღეა რაც დაეწყო , მოვუმატებ წყალს, რამე სასუქი ხო არ გავუშალო ზედაპირზე ?

Posted by: execution 8 Jul 2018, 22:25
გამარჯობა,
გადამწვარ ნაკელს სად ვიშოვი ცოტას?

http://greengarden.ge/index.php?run=product/product&id=2867

აქ ვიპოვე მაგრამ 50 ლიტრიანი ტომარაო და მაგდენი არ მინდა :დ :დ
5 ლიტრიანი ბოთლი რომაა წყლის მაგდენიც არ მინდა :დ


პ.ს. გადამწვარი იმას ნიშნავს ხომ? ველზე რომ დაძველდება
და ამონია აღარაა შიგნით, ანუ სუნი აღარ აქვს ხო? ტალახივითაა


ან ეგ თუ არა ტორფის ხავსი და ვერმიკულიტი მინდა მაშინ ეგეც მაგ რაოდენობით ჯამში :დ

Posted by: ninicool 13 Jul 2018, 22:56
იქნებ ვინმემ იცოდეთ პასუხი ამ კითხვაზე

https://forum.ge/?showtopic=34832292&view=findpost&p=53091036

QUOTE
უბნიდან 2 ცუგა წაიყვანა თავშესაფარმა, მეზობელმა დარეკა, გვაწუხებენო. ჯერ მითხრეს 3 დღეში დავაბრუნებთო, გავიდა სამი დღე (ჩემი ნაცნობია იურისტი), მერე გუშინ მომწერა, შეიძლება 10-14 დღე დასჭირდეს, სანამ კასტრაციის შემდგომ ჭრილობებს მოუშუშებენო, არადა, ერთი ისედაც კასტრირებული და დაბირკული იყო.

ეჭვი მაქვს, რომ ერთ მეზობელმა დარეკა, რომელსაც თავშესაფარში ჰყავს ნაცნობები. ჰოდა, მაინტერესებს, არსებობს რამე იურიდიული საშუალება ამ ძაღლების დასაბრუნებლად? მისული ვიყავი, იქ არიან. გული მომიკვდა, ისე გამომეტირა ერთი sad.gif

რა ვიღონო, არ ვიცი.

Posted by: HauntTheDemonAway 13 Jul 2018, 23:38
ninicool

აქ დაპოსტე

https://www.facebook.com/%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%AE%E1%83%9D-%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98-214499678684787/


დაგაკვალიანებენ

Posted by: ninicool 14 Jul 2018, 00:08
HauntTheDemonAway
QUOTE
აქ დაპოსტე

ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი


დაგაკვალიანებენ

დიდი მადლობა, გორის თავშესაფარში არიან ჩემი ცუგები, მომცა ერთმა ნაცნობმა ნომერი, თუ არაფერი გამომივიდა, მერე მაგათ მივმართავ.

Posted by: taktakuna 15 Jul 2018, 01:00
საკმაოდ დიდი ბზის ბუჩქს გაუჩნდა ჭიები და ხომ არ იცით რითი შეიძლება რომ ვუშველო? რა წამალი შეიძლება,ან რამე რჩევა მომეცით sad.gif

Posted by: execution 20 Jul 2018, 21:16
ეს ზუსტად რა ჯიშია ხომ არ იცის ვინმემ?
user posted image

და კიდე ხომ არ იცით ქოქოსის ქერქი იჩითება სადმე მაღაზიებში?

Posted by: Freestyle 21 Jul 2018, 23:59
Aპასნი ვინმეა? MარანშI გავაზრე და Kარგი ურთიერთOბა არ MაQვს ობობებთAნuser posted image

Posted by: button nose 31 Jul 2018, 14:39
მეგობრებო კითხვა მაქვს: სოფელში მოვიდა სახლში პატარა ლეკვი, რა თქმა უნდა ვაჭმევ ვასმევ, მაგრამ მყავს ბავშვები მეშინია და მინდა ცოფზე ავცრა და ჭიებზე დავამუშაო. შესაძლებელია თუ არა მე თვითონ ავცრა და დავამუშაო? შორს არის ცივილოზაცია ჩემგან sad.gif

Posted by: Kokoschka 6 Aug 2018, 22:03
გამარჯობა, მეტნაკლებად მებაღეობას ეხება მგონი - ცელი, თოხი და ფოცხი სად შეიძლება ვიყიდო იაფად?

Posted by: buenos 27 Sep 2018, 16:53
თბილისში სადაა ისეთი ადგილი, სადაც ნერგების დიდი არჩევანი ექნებათ?

Posted by: kshaneli 27 Sep 2018, 18:17
buenos
გააჩნია რისი ნერგები გინდა .........

Posted by: buenos 27 Sep 2018, 19:56
QUOTE
გააჩნია რისი ნერგები გინდა .........

ხის ნერგების დიდი არჩევანი (ვაშლი, მსხალი, თუთა, ბროწეული, კარალიოკი, კომში...... ყველაფერი ერთ სივრცეში

Posted by: collar777 2 Oct 2018, 13:05
საბითუმო ფასებში ზოო ინვენტარი სად შევიძნო ხო ვერ მეტყვით?

Posted by: vechny 7 Oct 2018, 12:58
ძაღლების გაშველებისას ელექტრო შოკი ეფექტურია?დღეს ლამის შემიჭამა მეცხვარემ ძაღლი და ამ დროს რა უნდა ქნა?

Posted by: JSN 23 Dec 2018, 01:11
მცენარეებისთვის კერამიკული ქოთნების კარგი არჩვევანი სად არის?

Posted by: pikaso_777 27 Dec 2018, 11:44

ეს რა მცენარეა?



user posted image

Posted by: ASIA 12 Feb 2019, 22:50
წითელფოთოლა ჭანჭყატი სად შეიძლება შევიძინო და რა ფასად?

Posted by: 123omari123 18 Feb 2019, 01:33
გამარჯობა
როგორ მოვუარო ყვავილ იუსტიციას მოკლედ რომ მითხრათ?
ფოთლების ბოლოები გაუშავდა და რისი ბრალი უნდა იყოს?

Posted by: HeaToN 23 Feb 2019, 16:48
გამარჯობა მეგობრებო, ხომ არ იცით შემთხვევით ეს რა ყვავილია? რა ქვია და სად შეიძლება რომ შევიძინო? მადლობა წინასწარ...

Posted by: trezeguet 24 Feb 2019, 15:17
კარგი სანერგე მიმასწავლეთ რა ვინც იყიდეთ ნერგები და გამოგადგათ
და ცუდებიც მითხარით რო არ გავეკარო smile.gif)

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 24 Feb 2019, 16:43
HeaToN
Daphne odora

trezeguet
QUOTE
კარგი სანერგე მიმასწავლეთ რა ვინც იყიდეთ ნერგები და გამოგადგათ
და ცუდებიც მითხარით რო არ გავეკარო )

ყველგან მოგატყუებენ თუ არაფერი საერთოდ არაფერი გაგეგება, პატარა სანერგეები სჯობს დიდ მეურნეობებს შეიძლება უკეთესი ფასებიც ჰქონდეთ გახმაურებულ და გაპიარებულ სანერგეებზე

Posted by: ilia132 22 Mar 2019, 21:40
აფხაზურ მიმოზებს ან ჯაკარანდებს სად იშოვის კაცი რომ შეიძინოს და ფასებიც ხო არ იცით როგორ მერყეობს?

Posted by: ლაშა117 24 Apr 2019, 10:59
გამარჯობათ smile.gif კლუბში ძაღლის რეგისტრაცია ზოგადად რა ღის?


80 ლარიო მითხრეს და როდის გაძვირდა ასე ძალიან sleep.gif

20-25 ლარი ჯდებოდა ხოლმე ყოველთვის

Posted by: Wisemаn* 24 Apr 2019, 17:18
vechny
წყლის გადასხმა შველით ხოლმე როგორც წესი.
მაგრამ 1 ბოთლი არა biggrin.gif

Posted by: lord-elias 28 Apr 2019, 10:52
ერთი კითხვა მაქვს და იქნებ თქვენგან მივიღო პასუხი.
ბორჯომში აგარაკზე ერთი ვაშლის ხე მაქვს, ბებერი, გამხმარი.. რამდენი ათეული წლის არც ვიცი. უგემრიელეს ვაშლს ისხამს, ტკბილს, წვნიანს, თან ძალიან მოსავლიანია. გადაეპენტება ხოლმე ტოტები ვაშლებით, მაგრამ ვეჭვობ დიდი დრო აღარ უწერია, სულ გამოღრუტნული და შეჭმულია. ხოდა კითხვა მაქვსთქო, რომ ვამბობდი, როგორ გადავრგო? ნერგი როგორ მოვიპოვო ან იქნებ კურკით გაიზარდოს? რამე მეთოდი ხომ არ იცით როგორ გავამრავლო?

Posted by: HauntTheDemonAway 28 Apr 2019, 13:55
lord-elias
http://agrokavkaz.ge/dargebi/mebageoba/phermeris-gamotsdileba-rchevebi-kvirtith-kalmith-da-khidith-mqhnobisthvis.html

Posted by: tornike85 30 Apr 2019, 18:08
მოგესალმებით.
კორპუსის წინ გვაქვს 30 წლის ბზის ბუჩქი. სამწუხაროდ ეხლა შევამჩნიე და ფოთლები საერთოდ გამხმარა. რაც მოვიძიე ინფო, უნდა იყოს ბზის სიდამწვრე, ალურა. შეწამვლა გასხვლა. ვინმემ იქნებ დამატებით რჩევა გამიზიაროს. (((
user posted image

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 30 Apr 2019, 18:54
tornike85
QUOTE
მოგესალმებით.
კორპუსის წინ გვაქვს 30 წლის ბზის ბუჩქი. სამწუხაროდ ეხლა შევამჩნიე და ფოთლები საერთოდ გამხმარა. რაც მოვიძიე ინფო, უნდა იყოს ბზის სიდამწვრე, ალურა. შეწამვლა გასხვლა. ვინმემ იქნებ დამატებით რჩევა გამიზიაროს. (((

სამთო ქიმიის წინ აგროვეტ აფთიაქებში მოიკითხე წამალი წესით უნდა დაგეხმარონ

Posted by: -Ivar- 3 May 2019, 14:27
მეგობრებო, ვულკანური წარმოშობის ცეოლითის შეძენა სად შეიძლება, ხომ არ იცით?

Posted by: HauntTheDemonAway 3 May 2019, 14:36
-Ivar-
http://www.geofertilizer.com/?m=39&lng=geo

Posted by: -Ivar- 3 May 2019, 14:50
HauntTheDemonAway
მადლობა!

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 3 May 2019, 22:59
HauntTheDemonAway

ვა მადლობა რახანია ვეძებდი smile.gif

Posted by: HauntTheDemonAway 4 May 2019, 02:09
-Ivar-
M-A-S-E-R-A-T-I


user posted image




არაფრის smile.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 4 May 2019, 10:30
HauntTheDemonAway
ხანდახან ყველაზე მარტივი გზა გავიწყდებახოლმე biggrin.gif

Posted by: -Ivar- 4 May 2019, 13:40
დავრეკე და "ბაქტოფეტრს" მთავაზობენ ცეოლითის ნაცვლად. (Fertilizer based on Zeolite)

Posted by: HauntTheDemonAway 4 May 2019, 16:17
-Ivar-

http://www.geofertilizer.com/index.php?m=32

პროდუქციის ჩამონათვალში აქვთ ბუნებრივი ცეოლითი და მაგას რატომ გთავაზობენ? მიზეზს რას გეუბნებიან, არ გვაქო?


user posted image


Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 4 May 2019, 23:07
ფეისბუქ გვერდზეც არ პასუხობენ sad.gif

Posted by: HauntTheDemonAway 5 May 2019, 00:49
M-A-S-E-R-A-T-I
ფეისბუქზე ბოლო პოსტი 2017 წელს აქვთ მგონი დადებული.. შეიძლება აღარც იყენებენ მაგ გვერდს.

ამათთან რომ დარეკო ან მიხვიდე მგონი უფრო დაგაკვალიანებენ

CODE
დილერები





თბილისი



კახეთის  გზატკეცილი  65




მობ: 557700609



კახეთის გზატკეცილი 112

მობ: 558165129





დიდუბე, კარალეთის 4


მობ: 597185900



დიდუბე, კარალეთის 4

მობ: 574473473



დიდუბე, წერეთლის 142

მობ: 597170702



დიდუბე, შპს ფიერნა,  სამთო ქიმიის მიმდებარე ტერიტორია

მობ: 579151119

Posted by: *WASP* 7 May 2019, 03:22
გამარჯობა. საკურა თბილისში გაიხარებს? თუ კი, ხომ არ იცით სად შეიძლება ვიყიდო?

Posted by: Ronaldo9 9 May 2019, 18:37
გამარჯობათ,

ჩემი ვაშლი და ქლიავი დამწიფებისას მატლს იჩენს და რითი უნდა შევწამლო??? ან როდის არის შეწამლვის დრო?

Posted by: Ronaldo9 10 May 2019, 23:42
ar iicit vinmeeem ?

Posted by: HauntTheDemonAway 11 May 2019, 00:28
Ronaldo9

https://agrosphere.ge/products/mtsenareta-datsvis-sashualebebi/category#eyJxIjoiIiwic29ydCI6IjEiLCJzdG9jayI6IjAiLCJjdWx0dXJlIjoiMzAiLCJoYXJtZnVsX3N1YnN0YW5jZSI6ImtsaWF2aXMtbmFxb2ZjaGFtaWEifQ==

http://bioagro.ge/produqcia/biologiuri-inseqticidebi/lepidini.html


ან ჯობს აქ დაპოსტო

https://forum.ge/?f=106&showtopic=34186787

უფრო მცოდნე ხალხია smile.gif

Posted by: ninicool 27 May 2019, 22:43
შემთხვევით ხომ არ იცით, წავის შვილს რა ჰქვია?

Posted by: gobisha 30 May 2019, 19:44
ეს რა მწერია მაღალ ფეხებზეuser posted image

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 31 May 2019, 11:16
gobisha
QUOTE
ეს რა მწერია მაღალ ფეხებზე

https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9A%D0%BE%D0%BC%D0%B0%D1%80%D1%8B-%D0%B4%D0%BE%D0%BB%D0%B3%D0%BE%D0%BD%D0%BE%D0%B6%D0%BA%D0%B8

Posted by: gobisha 6 Jun 2019, 09:30
user posted image

Posted by: jjj 11 Jun 2019, 16:53
ეკოლოგიასთან კავშირში კითხვა მაქვს, თბილისში სადმე არის კონკრეტულად ბატარეებისთვის განკუთვნილი სანაგვე ყუთი? სად შეიძლება გადავაგდო?

Posted by: mashikooo 11 Jul 2019, 11:05
user posted image
მოგესალმებით. ეს რა ჩიტია? ეჭვი მეპარება, რომ კაჭკაჭია. ფოტო გადაღებულია ლონდონში.
მადლობა წინასწარ

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 11 Jul 2019, 19:20
mashikooo
QUOTE
მოგესალმებით. ეს რა ჩიტია? ეჭვი მეპარება, რომ კაჭკაჭია. ფოტო გადაღებულია ლონდონში.


ლათ. Pica pica ქართულად _კაჭკაჭი

Posted by: nigo 13 Jul 2019, 09:17
მთელ ბაღს მოედო რაღაც მწერი,ხეების ფოთლებსაც და ყვავილებისასაც აფუჭებს.თითქოს დაჭმუჭნული ა და მერე ხმება.
ხეებიც,ქოთნებიც.
მოკლედ, მინდა შევაწამლინო,ხომ ვერ მირჩევთ,რამე სამსახურს,რომ მოვიდნენ და მთელი ეზო შემიწამლონ?





Posted by: jjj 15 Jul 2019, 12:48
აი, ასეთი ტიპის დამაფრთხობლები რამდენად უსაფრთხოა ადამიანისთვის ხომ არ იცით ვინმემ? აღწერაში კი უწერია, რომ უსაფრთხოა, მაგრამ რამდენად სანდოა, არის მაგაზე რამე კვლევები?
http://www.needshop.ge/product/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%94%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/

Posted by: аnderson 21 Jul 2019, 17:18
ბაჭია გვყავს და აკაცია და რამე ფოთლები სადმე არ იყიდება ბლომად რომ მოვუტანო და ცმუცნოს?

Posted by: kotcio 29 Jul 2019, 15:49
პატარა , ხელისგულისოდენა კუ ვიპოვე წავკისის გზაზე, ნეტა რას ჭამს ან როგორ უნდა მოვუარო?

Posted by: Keti-Ket 10 Aug 2019, 23:19
ხალხნო, ბალახი რითი გავანადგურო? რამე სპეციალური ხსნარი არსებობს?

Posted by: lilythedall 13 Aug 2019, 00:20
გამარჯობა, არ ვიცი სწორ თემაში ვპოსტავ თუ არა. თუ არა, ბოდიში smile.gif

მაინტერესებს სად შეიძლება ვიყიდო ღამის ხედვის კამერა რომლითაც როგორც წესი ღამე ცხოველებს იღებენ ?

მინდა ისეთი რომ მაღალი რეზოლუციის HD ვიდეო გადავიღო.

მადლობა

Posted by: Sucess 18 Sep 2019, 02:15
კოღოები საიდან ჩნდებიან იცის ვინმემ?
ზამთარში სად მიდიან
მერე ზაფხულში საიდან მოდიან
მითხარით რა

Posted by: ქართლოსი 24 Sep 2019, 07:39
ვირთხების თემა სადაა ცერ ვიპოვე.

რა წამალი არ დავუყარე არ ჭამენ თუ არ კვდებიან ვეტ გავიგე რა საშუალებებია

კიდე???

Posted by: Sucess 25 Sep 2019, 15:36
ქართლოსი
QUOTE
ვირთხების თემა სადაა ცერ ვიპოვე.

რა წამალი არ დავუყარე არ ჭამენ თუ არ კვდებიან ვეტ გავიგე რა საშუალებებია

კიდე???


1. ჰიგიენა

2. სრული იზოლირება (ღობის, კედლის, ამოვსება სადაც ორმოებია)

3. კატა და ძაღლიც შეგიძლია დაამატო უსაფრთხოებისტვის ოღონდ ვირთხის წამალი თუ დაყნოსეს მოგეწამლება.

Posted by: ქართლოსი 25 Sep 2019, 17:49
Sucess

კრიშაშია საჭმელი არაა იქ რაზე ავიდნენ არვიცი.

Posted by: Heinz Doofenshmirtz 26 Sep 2019, 21:44
გამარჯობა, მოკლედ დახურული ტერარიუმის (closed terrarium) გაკეთება მინდა, ვიდეოები ვნახე და ადვილია საკმაოდ, უბრალოდ activated carbon (აქტივირებული ნახშირი) სად ვიყიდო ხომ ვერ მეტყვით? აფთიაქებში რომ იყიდება ნახშირი, ეგ წავა ვითომ? rolleyes.gif

Posted by: M1n1 4 Oct 2019, 15:02
გამარჯობა კეთილო ხალხო ძაღლის გადასაყვანი კონტეინერი მჭირდება რამოდენიმე დღით და თუ შეგიძლიათ დამეხმაროთ

Posted by: BMW_M3 7 Oct 2019, 14:12
ეს ხვლიკი მოვიდა ჩემს ბალკონზე და რა შეიძლება რო ვაჭამო? სციოდა გაყინული იყო არ ინძრეოდა სახლში შემოვიყანე მზეზე დავდე და ამოძრავდა ცოტა გათბა
და რა შეიძლება ვაჭამო?
ან რა ჯიშის ხვლიკია ვინემ თუ იცით

user posted image

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 7 Oct 2019, 14:55
BMW_M3
QUOTE
ეს ხვლიკი მოვიდა ჩემს ბალკონზე და რა შეიძლება რო ვაჭამო? სციოდა გაყინული იყო არ ინძრეოდა სახლში შემოვიყანე მზეზე დავდე და ამოძრავდა ცოტა გათბა
და რა შეიძლება ვაჭამო?
ან რა ჯიშის ხვლიკია ვინემ თუ იცით

კავკასიური ჯოჯოა, ეხლა მაგას თბილი ადგილი უნდა გაზაფხულამდე რომ დაიძინოს სადმე თბილ ამინდში შემაღლებულზე დასვი და გაიგნებს თავის გზას

Posted by: catheady 9 Oct 2019, 17:06
იქნებ ვინმემ იცოდეთ, PURINA ONE კატებისთვის სად შეიძლება რომ შევიძინო თბილისის მასშტაბით? შემომტანი ვინ არის ამ ბრენდის იქნებ ეგეც იცოდეთ smile.gif smile.gif

Posted by: HauntTheDemonAway 9 Oct 2019, 17:51
catheady
ზოომარტში არ აქვთ?

Posted by: Grows 10 Oct 2019, 18:00
მცენარის თესლის ჩამოტანაზე შეზღუდვა როგორაა ხომ ვერ მეტყვით?

რაღაც მინიმალური რაოდენობის ჩამოტანა შეიძლება. ვერ ვპოულობ ოღონდ რამდენია ეგ მინიმუმი. მადლობა

Posted by: Fizikismama 15 Oct 2019, 09:15
გამარჯობა, ძაღლის სტერილიზაცია მინდა და რომელ კლინიკას მირჩევთ? ვეტლაიფს თუ ბალტოს?

Posted by: maferi 31 Dec 2019, 16:32
გამარჯობათ. საქართველოში თუ არის შესაძლებელი ცოცხალი ლანგუსტების,ლობსტერების, რვაფეხების ან ავსტრალიური კიბორჩხალების შეძენა?

Posted by: All*eyes*on*me 6 Jan 2020, 01:09
რაიმე ხე მირჩიეთ რომელიც სწრაფად იზრდება რა, ნუ ჩრდილი რომ ქონდეს ნორმალური....

სამხრეთ ფლორიდაში რომ გაიზარდოს თან...

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 6 Jan 2020, 16:53
All*eyes*on*me
ნებისმიერი ფიკუსი სწრაფადაც იზრდება და ჩრდილიც კარგი ექნება

Posted by: All*eyes*on*me 7 Jan 2020, 01:35
M-A-S-E-R-A-T-I
არ ვარგაო დავგუგლე, ქარში იქცევა ეგრევე თურმე, აქ კიდე ჰარიკეინი რო მოვა მომითხრის მთლიანად((

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 7 Jan 2020, 13:20
All*eyes*on*me
QUOTE
არ ვარგაო დავგუგლე, ქარში იქცევა ეგრევე თურმე, აქ კიდე ჰარიკეინი რო მოვა მომითხრის მთლიანად((

ძაან ძნელია ხო ხვდები ეხლა პირველი რაც გამხსენდა ტროპიკული კლიმატისთვის ეგ იყო და ისე ფიკუსს დამატებითი ფესვები აქვს ზრდის პროცესში წესით რატო უნდა მოთხაროს არ ვიცი

Posted by: All*eyes*on*me 7 Jan 2020, 16:24
M-A-S-E-R-A-T-I
მეც ამოვატრიალე ინტერნეტი საინტერესო ვერ ვნახე ვერაფერი, მადლობა

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 7 Jan 2020, 19:43
All*eyes*on*me
QUOTE
მეც ამოვატრიალე ინტერნეტი საინტერესო ვერ ვნახე ვერაფერი, მადლობა

ყველაზე ოტპმალური გამოსავალია მოიარო უბანი დააკვირდე რა ხარობს კონკრეტულ გარემოში კარგად და ჯანსაღად და ის დარგო ეს ნებისმიერი კლიმატის და ადგილისთვის საუკეთესო გამოსავალია

Posted by: All*eyes*on*me 7 Jan 2020, 23:50
M-A-S-E-R-A-T-I
ეგ იასნია, მალე რომელიც იზრდება ეგ მინდა, გაიხარე

Posted by: FreedomSoul 11 Feb 2020, 14:45
შობის ვარსკვლავი რომ არის ქოთნის ყვავილი(მცენარე), რა პერიოდში უნდა დასხმა წყლის და რამდენად მზის(სინათლის) მოყვარულია?

Posted by: Zipzip 15 Mar 2020, 13:20
ტრაქტორი მესაჭიროება თბილისთან ახლოს რო გადავახნევინო ნაკვეთი.. 3500 კვმ თუ იცით ვინმე ტრაქტორისტი.. ლისთან ახლოს?

Posted by: an_u_ka 17 Mar 2020, 01:39
მუშმალის კარგი ნერგები სად შეიძლება ვიყიდო?

Posted by: sweetAppletree 25 Mar 2020, 19:02
თხილის გამხმარ ტოტებზე ასეთი რამდენიმე ბუდე ვნახე. რომელი მწერია? შეიძლება მას გამოეწვია ხმობა?
user posted image

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 26 Mar 2020, 00:10
sweetAppletree
QUOTE
თხილის გამხმარ ტოტებზე ასეთი რამდენიმე ბუდე ვნახე. რომელი მწერია? შეიძლება მას გამოეწვია ხმობა?

არა ეს ჩოქელას ბუდეა რუს(Богомол) არანაირი ზიანი არ მოაქვს მცენარეებისთვის პირიქით ანადგურებს მავნებლებს

Posted by: sweetAppletree 26 Mar 2020, 15:44
M-A-S-E-R-A-T-I
მადლობა პასუხისთვის

Posted by: trezeguet 28 Mar 2020, 12:58
შალვას ნომერი მჭირდება ელიავაზე როა ხო არ იცით ვინმემ იქნებ დამეხმაროთ.

Posted by: Etrange 17 Apr 2020, 13:17
გამარჯობა, კითხვა მაქვს.
საქართველოში თუ არის შესაძლებელი ბელგიური ნაგაზის ლეკვების შეძენა,
ან თუ არის დაშვებული იმპორტი საქართველოში.
ფასები როგორ მერყეობს და რა ნებართვებია საჭირო?
მადლობა

Posted by: Wisemаn* 17 Apr 2020, 21:23
Etrange
საქართველოშიც არის, 300-500$ არის ლეკვის ფასი.
იმპორტიც დაშვებულია საბუთები თუ წესრიგში ექნება რათQმაუნდა და არც არანაირი ნებართვა არარის საჭირო.

Posted by: GEORGEXIII 6 May 2020, 11:00
გამარჯობათ მეგობრებო...

მოკლედ ადრე ვყიდულობდი ხოლმე შაავ მიწას ყვავილების მაღაზიებში მაგრამ ახლა ცოტა დიდი რაოდენობით მინდა და ისინიც დაკეტილია.. თუ ვინმე დამეხმარებით შავი მიწა მინდა ნაკელნარევი თუ იქნა ხომ მთლად იდეალური იქნება.
4ც 15 ლიტრიანი ვედრა მაქვს...

პ.ს იმედია სწორ ადგილას დავსვი შეკითხვა... user.gif

Posted by: giorgevich23 6 May 2020, 20:07
შოშიაა ეს?ყოველ დილით რო მაღვიძებს?

Posted by: jazznik 22 May 2020, 13:35
გამარჯობა, Შეგიძლიათ Ძაღლის ასისტენ-დამხმარეთ წვრთნასთან დაკავშირებით დამაკვალიანოთ?

სად Შეიძლება ამაზე დეტალური ინფორმაციის მოძიება ან Თბილისში Თუ Შეიძლება ამ სერვისის მიღება, Თუ წვრთნიან Ძაღლებს ბავშვთა დამხმარეებად?

ბევრ ქვეყანაში ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრებს ყავთ ძაღლები (ძირითადად ლაბრადორები) და რომლებსაც ძალიან კარგი თერაპიული შედეგები აქვთ ბავშვებისთვის.

ძალიან დამეხმარებით თუ მირჩევთ რამეს.
მადლობა.

Posted by: koko_1988 31 May 2020, 19:36
გამარჯობათ, ჩემი ეზოს "გარდენია" ცოტა ხანია რაც გაყვითლდა და აშკარად ხმება. წყალი და სასუქი არ აკლია და რით ვუშველო ხომ არ იცით?

user posted image
user posted image

Posted by: webdesigner93 1 Jun 2020, 13:10
გამარჯობა. რაღაც მინდოდა გკითხოთ , იქნებ დამაკვალიანოთ. კორპუსის ეზოში გვყავს ძაღლები , 6-7 ძაღლია , ჩვენთვალწინ დაიზარდნენ, ვაჭმევთ მთელი სამეზობლო, ერთს დღეს შევამჩნიე რო ბეწვები აქვს გაცვენილი ადგილ ადგილ და კანი გაწითლებული , თვალებიდან ჩირქიანი გამონადენი აქვს და ჩაწითლებული აქვს თვალებიც, და კიდე ყურებში ბევრი ტკიპასავით თუ ჭიებივით რაღაცები, მგრგვალი, არ მიმიშვა კარგად რომენახა, ტკიოდა ალბათ, რა შემიძლია რო გავაკეთო. ეს ძაღლები არც აცრილები არიან, არც ყურზე უკეთიათ ის ნომერი თუ რაცაა. არმინდა რო დააძინონ, სხვებსაც რო გადაედოთ ეგეც არმინდა. ესე ვიცი რო ცოტა რთულია მაგრამ რამე შეგიძლიათ მირჩიო?

Posted by: HauntTheDemonAway 1 Jun 2020, 15:40
webdesigner93
ოფიციალურად თუ მიიკედლებთ, დაძინების უფლება არ აქვთ. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში დარეკეთ და იქ უფრო დაგაკვალიანებენ
http://www.ama.gov.ge/

ან შეგიძლიათ ფეისბუქზე იკითხოთ ჯერ მსგავს ჯგუფებში
https://www.facebook.com/groups/mydog.ge

https://www.facebook.com/%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%AE%E1%83%9D-%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98-214499678684787


Posted by: Raven 7 Jun 2020, 19:33
სად ვნახო საქართველოში მობინადრე ფრინველთა სრული სია, მგონი 330 მდე სახეობაა. მხოლოდ სრული თუ შეიძლება. გუგლის გამოყენება მეც ვიცი............

Posted by: kid 15 Jun 2020, 09:35
ოთახის წიწაკას გაუჩნდა მავნებლები. დღეს წყლის ჭავლით ჩამოვრეცხე, მაგრამ კიდევ თუ დარჩა, გამრავლდებიან.

ფოთოლზე არის დამსხდრები, თეთრი ან მოყვითალო ფერის.


როგორ უნდა ვუშველო? რამე პესტიციდი თუ უნდა, სად იყიდება ხომ არ იცით?

Posted by: PNG 24 Jun 2020, 07:46
user posted image


ეს გეკონი ხომ არ არის ? თუ მეშლება smile.gif

Posted by: 123omari123 7 Jul 2020, 12:28
ყვავის ბახალა ვნახე და რა უნდა ვაჭამო ან როგორ უნდა მოვუარო რომ არ მოკვდეს?

Posted by: Mulan 9 Jul 2020, 12:03
ხალხნოო
ვე რგავიგე ეს ჩემი დებილი გლიცინია ამ დროს რატომ ყვავის, როცა დრო იყო მაშინ გაიყუსა და მეორე წელია ამ დროს ყვავის, წიპა მეორე შემოსვლა აქვს სცენაზე თქვენთანაც აკეთებს ეგეთებს თუ რაშია საქმე? გლიცინიას კრეჭთ ხოლმე ისე სეზონზე?
koko_1988
მჟავა ნიადაგი მოწონს ჩემთანაც ყვითელია მარა არ ხმება, უნდა გავიდე დიდუბეში რომ მჟავიანობის ასამაღლებელი სითხე ვიყიდო. მაწყვეტს ნერვებს ეს დებილი მცენარე არა და მომწონს facepalm.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 9 Jul 2020, 12:25
Mulan
QUOTE
ხალხნოო
ვე რგავიგე ეს ჩემი დებილი გლიცინია ამ დროს რატომ ყვავის, როცა დრო იყო მაშინ გაიყუსა და მეორე წელია ამ დროს ყვავის, წიპა მეორე შემოსვლა აქვს სცენაზე თქვენთანაც აკეთებს ეგეთებს თუ რაშია საქმე? გლიცინიას კრეჭთ ხოლმე ისე სეზონზე?


გლიცინია ყვავილობს გაზაფხულზე და მთელი ზაფხულის მანძილზე ოღონდ ნაკლები ინტენსივობით თუ სწორად გაიკრიჭა(და აუცილებელია გასხვლა) იყვავილებს აგვისტოშიც

Posted by: Mulan 10 Jul 2020, 13:22
M-A-S-E-R-A-T-I
ჩემთან ადრე გაზაფხულზე არ ყვავილობს, როცა ველი და ყველგან ყავილობს ორი წელია იმენა ზარმაცობს, ნუთუ ცუდად ვკრეჭ? ვაფორმირებ და შეიძლება მაგიტო უკან ეზოში სახლის კედელზე მინდა ავაყოლო და მჭIრდება ცოტა აგრესიული ფორმირება. შეიძლება რომ ვსხლავ მაგიტო არ ყვავილობს გაზაფხულზე და ნაკლები ინტენსივობით ყვავილობს მერე უკვე ზაფხულში?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 10 Jul 2020, 13:36
Mulan
QUOTE
ჩემთან ადრე გაზაფხულზე არ ყვავილობს, როცა ველი და ყველგან ყავილობს ორი წელია იმენა ზარმაცობს, ნუთუ ცუდად ვკრეჭ? ვაფორმირებ და შეიძლება მაგიტო უკან ეზოში სახლის კედელზე მინდა ავაყოლო და მჭIრდება ცოტა აგრესიული ფორმირება. შეიძლება რომ ვსხლავ მაგიტო არ ყვავილობს გაზაფხულზე და ნაკლები ინტენსივობით ყვავილობს მერე უკვე ზაფხულში?

უნდა გაისხლას მხოლოდ დაყვავილების შემდეგ

Posted by: gio.mikashvili 19 Jul 2020, 18:10
გამარჯობათ, ჭრელფოთოლა სურომ ძალიან მოიწყინა, ტოტების წვერებმა და ფოთლებმა დაიწყო გახმობა, იქნებ ვინმემ იცოდეთ რა შეიძლება ვუშველო ან რისი ბრალი შეიძლება იყოს user posted imageuser posted imageuser posted imageuser posted image

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 22 Jul 2020, 22:57
gio.mikashvili
უკვე აღარაფერი ეშველება ამას

Posted by: sabas 25 Jul 2020, 21:44
ვეძებ ძაღლის მოსაგერიებელ საშუალებას

სურათზე რომ არის დაახლოებით მსგავს მოწყობილობას

თბილისში სად შეიძლება შეძენა მირჩიეთ

გამოწერას ვეღარ ვენდობი ბოლოს რამდენიმე ნივთი არ ჩამოვიდა

Posted by: zviozvio 26 Jul 2020, 15:00
მცენარეთა თესლი თუ შემოგიტანიათ საზღვარგარეთიდან? ან პატარა ზომის ნერგები, რომელსაც გავზრდი მერე
ფიტოსანიტარიული კონტროლი ამ მხრივ როგორია ჩვენთან?

Posted by: fork 10 Aug 2020, 14:49
ხალხი
ეს რა მცენარეა?
და სად ვიშოვი?
user posted image

Posted by: HauntTheDemonAway 10 Aug 2020, 15:16
fork
სამეფო ბეგონიაა თუ არ ვცდები.

https://gogra.ge/category-9/%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98/product-610/

Posted by: fork 10 Aug 2020, 16:11
HauntTheDemonAway
მადლობა!

Posted by: Giuseppe Meazza 14 Aug 2020, 13:31
ეგზოტიკურ ცხოველებზე არის გვერდი? მაგალითად ვინმეს რო ყავდეს სახლში კუ, გველი, ზღარბი, ქამელეონი რავი ყველაფერი რაც საინტერესოა და ვისაც ყავს ეგ რო დამილინკოთ თუ შეგიძლიათ რაღაც კითხვები მაქვს. გმადლობთ

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 14 Aug 2020, 20:09
Giuseppe Meazza
QUOTE
ეგზოტიკურ ცხოველებზე არის გვერდი? მაგალითად ვინმეს რო ყავდეს სახლში კუ, გველი, ზღარბი, ქამელეონი რავი ყველაფერი რაც საინტერესოა და ვისაც ყავს ეგ რო დამილინკოთ თუ შეგიძლიათ რაღაც კითხვები მაქვს. გმადლობთ

შეგიძლია აქ იკითხოთ

Posted by: Giuseppe Meazza 15 Aug 2020, 14:20
ბათუმში თუ გყავთ ვინმეს ეგზოტიკური ცხოველები მომწერეთ პმ..

Posted by: gioshka 22 Aug 2020, 16:06
პატარა თხის ყიდვა სად შეიძლება ხომ არ იცით?

Posted by: Fabian 8 Sep 2020, 00:24
ამ ხეს რა ჰქვია?
user posted image

Posted by: HauntTheDemonAway 8 Sep 2020, 01:03
Fabian
Sophora Japonica Pendula დასერჩე.. გავს, მაგრამ ეგაა თუ არა ზუსტად არ ვიცი.

Posted by: momxmarebeli129 13 Sep 2020, 15:10
ოქრო და მურაბა ხალხო ეს რა სოკოა მაინტერესებს არ დაიზაროთ ძაან მნიშვნელოვანია რაა user.gif



user posted image

Posted by: ირაკლო 17 Sep 2020, 16:26
ხალხო ეს რა მცენარეა? ეხლა რო გადავრგა, იცოცხლებს?

user posted image

Posted by: konti 12 Oct 2020, 20:56
PNG
კი გეკონია.. არ მოკლა.. კოღოებს და ტარეკნებსა ჭამს.. თან ძალიან მშვიდია და უვნებელი..

Posted by: llevani 3 Nov 2020, 01:47
ძალიან გავრცელებულია ინტერნეტში.
#ანტენარია# აქ ვერ ვყიდულობ. სად შეიძლება ვიყიდო?

Posted by: tavadze 3 Nov 2020, 12:02
koko_1988
QUOTE
გამარჯობათ, ჩემი ეზოს "გარდენია" ცოტა ხანია რაც გაყვითლდა და აშკარად ხმება. წყალი და სასუქი არ აკლია და რით ვუშველო ხომ არ იცით?

გარდენიას მჟავე ნიადაგი უყვარს. შეგიძლია, დაუსხა ჟანგიანი წყალი (ჟანგმოკიდებულ ჭურჭელში რამდენიმე დღე ნამყოფი წყალი), ან ჩაურჭო ჟანგიანი ლურსმნები, ანაც ძირში ჩაუმარხო ლიმონი. ეს პროცედურები გაუმეორე პერიოდულად.
ისე, პრეტენზიული მცენარეა. ჩემთან ორი წელი იწვალა და ახლა ძლივს მოფერიანდა.
მიწაში რომ გადარგო, არ გირჩევნია? შეიძლება, ქოთანიც პატარაა მაგისთვის.
kid
QUOTE
ფოთოლზე არის დამსხდრები, თეთრი ან მოყვითალო ფერის.

სავარაუდოდ, ფრთათეთრაა, რომელი ძალიან ემტერება ოთახის მცენარეებს. ქიმიური საშუალებებიდან შეგიძლია, გამოიყენო აქტელიკი, კარატე, ტალსტარი. ბუგრი-მწერებისთვის არსებობს ხალხური მეთოდიც: 1 სუფრის კოვზი საჭმელის სოდა+დანაყული ნიორი (შეიძლება სარეცხის საპონიც დავუმატოთ), ემატება წყალი. ეს ნაყენი 1 დღე ჩერდება და მერე შეიძლება შეწამვლა.
* * *
Fabian
QUOTE
ამ ხეს რა ჰქვია?

კატალპა? თუ ის ფართოფოთლოვანია?
კატალპას ან მაგდაგვარების ნერგები ხომ არ იცით ვინმემ ადამიანურ ფასად?

Posted by: llevani 3 Nov 2020, 23:44
ანტენარია =კატის თათი არავს გეგულებათ?

Posted by: mixailovichi 6 Nov 2020, 14:08
გამარჯობა
ეზოსთვის მესაჭიროება შავი მიწა, დაახლოებით 20მ3. იქნებ ვინმემ მირჩიოთ სად შეიძლება ყიდვა იაფად

Posted by: 123omari123 12 Feb 2021, 22:37
მცენარის თესლების გამოსაწერად კარგი უცხოური საიტი რომელია თუ იცით?

Posted by: 123omari123 27 Feb 2021, 21:47
ბუს ყიდვა და ყოლა იკრძალება ხომ საქართველოში?

Posted by: sabas 15 Mar 2021, 21:55
გველის დასაჭერი მოწყობილობა სად შეიძლება შევიძინო ??

დაახლოებით რაც სურათზეა

Posted by: giorgevich23 15 May 2021, 02:10
როცა მწერი გადის რამდენიმე სტადიას(მაგალითად კვერცხი-მატლი-მწერი) შესაძლებელია რომელიმე სტადიაში ჩარჩეს?მაგალითად სულ მატლად დარჩეს და მწერად ვერ გარდაიქმნას?
თუ შესაძლებელია ეს,რაზეა დამოკიდებული?

Posted by: maxo-tt 19 May 2021, 14:20
user posted image

ეს რა ფრინველია?

Posted by: Mariam168 15 Jun 2021, 16:43
QUOTE (123omari123 @ 12 Feb 2021, 22:37 )
მცენარის თესლების გამოსაწერად კარგი უცხოური საიტი რომელია თუ იცით?

აუ ეს მეც მაინტერესებს, საიდან შეიძლება გამოწერა?

Posted by: Tavela, 22 Jun 2021, 09:20
თბილისში სად შეიძლება კაი მოზრდილი ხის ყიდვა ? პირობითად ცაცხვის ხის ?

Posted by: Fizikismama 29 Jun 2021, 11:17
ვინმემ ხომ არ იცით სად იყიდება აქ მისაღებ ფასად ძაღლის ფეხის ფიქსატორი?
ასეთი:
user posted image

ან გამოწერით ცოტა ადეკვატურ ფასად

Posted by: kriketi-1985 8 Jul 2021, 02:20
სალამი. ჭიანჭველები შემომესიენ ბოლო დროს სახლში და როგორ განვდევნო??

Posted by: ladocavalera 15 Aug 2021, 23:28
თბილისში სად შევიძენ კნუტისთვის ყველაზე პატარა გალიას ტრანსპორტირებისთვის (ერთჯერადად მჭირდება). ან ეგებ ვინმემ მათხოვოს ან ნახმარი მომყიდოს

Posted by: Mika Argentine 28 Aug 2021, 20:26
ხომ არ იცით სად შეიძლება კუმვატის შეძენა, ისეთის რომელსაც ნაყოფი ასხია ეხლა?

თუ ვინმე ყიდის , ვიყიდი.

ასევე მადლობელი ვიქნები თუ დამაკვალიანებთ სად შეიძლება ვნახო

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 28 Aug 2021, 21:36
Mika Argentine
გარდენიაში

Posted by: Mika Argentine 28 Aug 2021, 23:49
გარდენიაში აქვთ მარა, მე მინდა რომ ნაყოფი ესხას, საჩუქრად მინდა და სხვაგვარდ ძაან არაეფექტურია

Posted by: kriketi-1985 9 Sep 2021, 16:28
QUOTE (kriketi-1985 @ 8 Jul 2021, 02:20 )
სალამი. ჭიანჭველები შემომესიენ ბოლო დროს სახლში და როგორ განვდევნო??

მოკლედ, შენს თავს თვითონ უნდა დაეხმარო, გავიგე გუგლი დეიდასგან, რომ ძმარი არ ჰყვარებიათ სასტიკად და ტილოს ვასველებთ და მთელი ღამე ვტოვებთ ახლოს, საიდანაც ჩნდებიან. უშველა. ეს იყოს მაინც, დაეხმაროს იქნებ ვინმეს..

Posted by: ac1001 5 Oct 2021, 11:40
გამარჯობათ კატის მოყვარულებო
ბავშვი მთხოვს ბრიტანულის მოყვანას. არასდროს მყოლია ჯიშიანი კატა. ეხლა ვარკვევ პერიოდულად რა პროცედურებია საჭირო მისი მოვლისთვის? თუ დამეხმარებით მადლობელი ვიქნები. მოკლედ აღწერაც საკმარისია. წავიკითხე რაღაც თვალის გასუფთავებაო და რაღაც ყურების გამოწმენდაო და ვერ გავიგე სიმართლე რომ ვქვა და საჭიროა თუ არა. ასევე რა უნდა გავითვალისწინო? (ბიჭი კატა უნდა იყოს აუცილებლად)
(ეს თემა გუშინ ვერ ვიპოვე და სხვაგან დავპოსტე.)

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 9 Oct 2021, 23:01
ac1001
QUOTE
გამარჯობათ კატის მოყვარულებო
ბავშვი მთხოვს ბრიტანულის მოყვანას. არასდროს მყოლია ჯიშიანი კატა. ეხლა ვარკვევ პერიოდულად რა პროცედურებია საჭირო მისი მოვლისთვის? თუ დამეხმარებით მადლობელი ვიქნები. მოკლედ აღწერაც საკმარისია. წავიკითხე რაღაც თვალის გასუფთავებაო და რაღაც ყურების გამოწმენდაო და ვერ გავიგე სიმართლე რომ ვქვა და საჭიროა თუ არა. ასევე რა უნდა გავითვალისწინო? (ბიჭი კატა უნდა იყოს აუცილებლად)
(ეს თემა გუშინ ვერ ვიპოვე და სხვაგან დავპოსტე.)

ეს ჯიშI იმდენი ღირს რომ აუცილებლად მოგიწევთ ვეტერინართან კონსულტაციაც(თავის დაზღვევის მიზნით) დოკუმენტაციით უნდა შეიძინოთ და შესაბამისად ყველა ასპექტში იქ გაგარკვევენ, უსაშველო არაფერია საშუალოდ 35 ლ ღირს თვეში შენახვა

Posted by: qishooo 6 Nov 2021, 21:37
ატეხვიდან მერამდენე დღეს უწევს ზუსტად შეჯვარება?
ჩემს ფრანგ ბულდოგს 2 ნოემბერს დაეწყო

Posted by: Wisemаn* 14 Nov 2021, 15:29
qishooo
10-12 ან 11-13 დღეებზე.

YungGeorge
იაფად ლეკვის ყიდვას არ გირჩევთ არსად.
მეთვითონ როტვეილერების ძაღლსაშენი მაქვს და ვიცი იაფად ნაყიდი ბოლოს რა იზრდება.
ფულს როცა იხდით კონკრეტულ ჯიშში და გარკვეული პერიოდის მერე ხვდებით რომ ისეთი არ იზრდება როგორსაც ელოდებოდით ძალიან ცუდი შეგრძნებაა.

საბუთებიანი, სუფთა ჯიშის როტვეილერის ლეკვი 300-500$ ღირს.

Posted by: ქართლოსი 18 Nov 2021, 15:23
ძის გახმობა რითი შეილება?

....,.....,.....

Posted by: Winter- 10 Dec 2021, 20:25
1000€ დან იწყება გერმანიში ლაბრადორის ლეკვების ფასი,აქ კიდევ 200 ლარშიც იყიდი,მერე რომ გაიზრდება მიხვდები რომ ეგ 200 ლარი ერთი კვირა არ ყოფნის და უშვებენ ქუჩაში! გადაივსო ჯიშიანი ძაღლებით ქუჩები...უმართავია სიტუაცია და მაგრად არ აინტერესებთ,ლიჟბი ფული გააკეთონ!გული მისკდებაა ამ ყველაფერ რომ ვუყურებuser posted image


Posted by: gig@@@ 28 Apr 2022, 22:43
ჩემს კორპუსის წინ არის წითელი ბალის ხეე ასე 20 წელია და მეტი სიმაღლე იყო მესამე სართულამდე და გაზაფხულზე ფოთლები ჰქონდა და ნაყოფს ისხამდა ყოველ ზაფხულს და წელს სულ გახმა
შარშან ცოტა მიწა დავყარე და მცენარეები დავრგე და წყალს ვუსხავდი და მაგის ბრალია ? არაფერი ეშველება ?
კლდიანი ადგილიაა სპეციალურად არაფერს არ ვრგავთ თავისით ამოდის ხეები
ბალის წინ თავისაით ამოვიდა ჭერამი

Posted by: gubaz_merve 5 Jun 2022, 16:30
ეს რომელი არის?
...............................

Posted by: vaho 13 Jun 2022, 17:14
ეგ არის გველხოკერა. თაგვებს ჭამს, ტარაკნებს და მსგავს პარაზიტებს. არ მოკლათ...

Posted by: gubaz_merve 16 Jun 2022, 23:08
QUOTE (vaho @ 13 Jun 2022, 17:14 )
ეგ არის გველხოკერა. თაგვებს ჭამს, ტარაკნებს და მსგავს პარაზიტებს. არ მოკლათ...

მადლობა .
..................................................................

Posted by: kriketi-1985 12 Jul 2022, 12:29
გამარჯობა. სადარბაზოდან კნუტებიანი კატა როგორ გავაძევოთ?

Posted by: vaho 24 Oct 2022, 13:09
user posted image

ამ ბუჩქს რა ჰქვია, ხო არ იცით?

მთელი თბილისის შემოგარენი ამითაა მოფენილი...

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)