თემაში დაიშვება:
1. საკუთარ გამოცდილებაზე საუბარი:
a. რა ტიპის ოპერაცია გჭირდებოდათ /ძგიდის გასწორება, ნიჟარები, რინოპლასტიკა/;
b. რა შედეგი მიიღეთ.
c. რამდენი ხანი გადიოდით რეაბილიტაციას,
d. გქონდათ თუ არა პოსტ-რეაბილიტაციური გართულება.
e. როგორ ემზადებოდით ოპერაციისათვის და რა ძირითადი ანალიზები გაგიკეთეს.
2. თემაში დასაშვებია მხოლოდ იმ ფორმატის სურათის დადება, სადაც სურათი გადაღებული იქნება როგორც პროფილში, ისე ანფასში, სურვილისამებრ დაფარული იქნება თვალები. იხ. ნიმუში. სურათი, რომელიც დაიდება აუცილებლად უნდა იყოს გადაღებული გასწორებული თავით, რომ უკეთ მოხდეს მისი შეფასება.
3. მოიპოვეთ უახლესი მასალები რინოპლასტიკაზე და გააკეთეთ მისი მოკლე ანონსირება და ეძებეთ ანალოგები თუ მსგავს ვინმე აკეთებს ჩვენს ბაზარზე. /ოღონდ თემაში არ იყოს, მე ამა და ამ ექიმმა ასე გამიკეთა/. დააფიქსირეთ, ესა თუ ის ექიმი ფლობს თუ არა ამ ტექნიკას და არსად, მიუთითოთ რომ ეს თქვენი ექიმია. დაასაბუთეთ ფაქტებით, რომ ის მართლაც ფლობს ოპერაციის ინოვაციურ ტექნიკას.
------------------------------------
თემაში იკრძალება:
1. თემაში დაიშვება ექიმის დასახელება შემდეგი ფორმატით: დადებთ თქვენს სურათს დაშვებული ფორმატით და მიუთითებ პლასტიკურ ქირურგს. მაგრამ სასტიკად იკრძალება ვინმესთვის მისი რჩევა. ისაუბრეთ იმ საკითხებზე რომელიც დაშვებულია - გამოცდილება, რეაბილიტაცია და ა.შ.
2. თემაში კვლავ რჩება სურათის დადების ფორმატი და არა იმ წესით როგორი წესითაც იგივე ძველ თემაში იდებოდა. სურათების ის ფორმატი საჭიროა იმისათვის, რომ მნახველმა ობიეტურად შეაფასოს ოპერაციის შედეგი და არა იმ რაკურსით, რომელი რაკურსითაც თვლით რომ უკეთესად ჩანს. ამისათვის საუკეთესოა პროფილი და ანფასი, არა გვერდიდან, ქვემოდან და ა.შ. დანარჩენი ესთეთიკის თემაა და "სილამაზე და მოდაში" გახსენით თუ გსურთ.
3. თემაში იკრძალება ერთი და იგივე იუზერის მიერ თავისი სურათის ხელახალი დადება, ამისათვის გამოიყენეთ მითითება და მიუთითეთ ძველი თემის ის ბმული, სადაც ეს სურათი უკვე გამოქვეყნებულია. ამით ავიცილებთ უაზრო პოსტინგს და სერვერის უაზრო დატვირთვას.
4. თემაში იკრძალება სურათების დადება, რომელიც არღვევს ზევით დაწერილ წესს. სხვა შემთხვევაში, შეგიძლიათ თქვენი სურათები განათავსოთ განყოფილების ფოტოალბომში.
5. თემაში იკრძალება ყველა გარეშე პირის სურათის დადება, რომლის სურათიც გუგლით არ იძებნება /მსახიობი იქნება ეს თუ მომღერალი ან ვინმეს პირადი ფოტოალბომიდან იქნება ეს სურათი/.
6. თემაში იკრძალება კლინიკის მისამართების დადება, არის სპეციალური გვერდები, სადაც ნებისმიერ ტელეფონს და მისამართს მოიპოვებთ.
7. თემაში იკრძალება ერთი და იგივე IP გამოყენება, არა მხოლოდ თემაში, არამედ ეს არის ფორუმის წესები, რაც მოდერაციას საშუალებას აძლევს ალტერნიკები სამუდამოდ დაბანოს. ამიტომ, შეეცადეთ არ განმეორდეს მსგავსი ფაქტები.
თემაში წაიშლება ყველა სურათი და ყველა პოსტი, რომელიც მოცემულ წესებს არ დააკმაყოფილებს და მსგავსის განმეორების შემთხვევაში იუზერი დაისჯება.
- თემაში იკრძალება ყოველგვარი ირონია და სარკაზმი!!!
- თემაში იკრძალება უაზრო ჩეთი!
- მოიწონეთ ერთმანეთის ცხვირები, /ოღონდ ვისი გაკეთებულია, ამაზე მხოლოდ PM. არავითარი გვარები!!!/ 1 ჩასწორების შესაბამისად წინადადების მეორე ნაწილი აღარ მოქმედებს.
--------------------------------------
დადეთ მხოლოდ მიმაგრებული სურათის მსგავსი სურათი. თუ როგორ გააკეთოთ ის, ვინდოუსის პეინტით, ნახეთ ვიდეო.
ძველი თემები იხილეთ ამ ბმულებზე:
ცხვირის ოპერაცია.ცხვირის ოპერაცია VOL.3ცხვირის ოპერაციაცხვირის ოპერაციაცხვირის ოპერაცია, VIIIცხვირის ოპერაციაცხვირის ოპერაცია - X This post has been edited by Solveig on 16 Feb 2015, 18:31