Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > Georgianisation > ახალი ქართული ტექ იუთუბ არხი


Posted by: Talksman 3 Dec 2020, 20:21
გამარჯობა. ახალი Youtube არხია რომელზეც ქართულად განთავსდება ტექნოლოგიებთან დაკავშირებული კონტენტი. თუ ნახავთ ვიდეოს და თქვენს აზრს გამიზიარებთ მადლობელი დაგრჩებით smile.gif

https://www.youtube.com/watch?v=r9cwKnDBwjM&t=4s

Posted by: sanfol 5 Dec 2020, 16:14
Talksman
https://forum.ge/?showforum=25

ამ განყში გახსენი თემა მეგობარო, საკმაოდ ბევრი ხალხია და მოწონებასაც დაიმსახურებს

Posted by: Talksman 7 Dec 2020, 14:23
sanfol დიდი მადლობა smile.gif ახალი ვარ ფორუმზე და....

* * *
პ.ს კიდე ერთი პატარა (წინასთან შედარებით) ვიდეო დავამატე. მოკლედ, როგორც უვკე ავღნიშნე ხარისხი არ არის კარგი ჯერ, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი ისაა თუ აინტერესებს ხალხს ის ტიპიკები რაზეც ვწერ ვიდეოებს https://www.youtube.com/watch?v=tIJyZaBC7eo

Posted by: suzuki_yamamoto 9 Jan 2021, 14:00
Talksman
მაგ ფორმატმა თავისი თავი ასე 2013 წელს მოწურა. რამე ახალი ფორმატი უნდა შესთავაზო მაყურებელს რომ 2 წუთი მაინც გაგიჩერდეს user.gif

Posted by: bezzar 18 Jan 2021, 20:27
Talksman
წარმატებები !

Posted by: JSB14BSJ 20 Jan 2021, 00:11
Talksman
QUOTE
თქვენს აზრს გამიზიარებთ მადლობელი დაგრჩებით


მადლობა არ მინდა, ლიჟ ბი უკმაყოფილო არ დამრჩე კრიტიკისთვის. 2 შენიშვნა მაქვს:

1. მეტყველება.
სწორი და გამართული მეტყველება დღეს ყველასთვის პრობლემაა. რადგან ქართული აღარ ისწავლება სკოლებში სადღაც 2006 წლიდან, ამიტომ მეტყველების კულტურა დღეს ჟურნალისტებსაც არ აქვთ და ქუჩის სასტავივით ბაზრობენ.

მეტყველება შედგება 2 მხრისგან:

ინტონაცია. ლაპარაკობ ისეთი ტონით, თითქოს გეძინა და ამწამს გამოფხიზლდი მაგრამ რაღაც არ გაგისწორდა და ისევ ძილისკენ გინდა და არ გევასება ეს ცოცხალი ადამიანებით სავსე ფხიზელი სამყარო და კაი იყო ხავერდოვან სიზმრეთში... ეს ასეა ვიდეოს დასაწყისში. ბოლოსკენ შედარებით ასწორებ მაგრამ დასაწყისში, შუაში და ბოლოში წამყვანის ტონი უნდა იყოს ერთნაირი. მსმენელი შეიძლება არ გაგექცეს, დავუშვათ, მაგრამ შენი კვალიფიკაცია ხო გინდა, რო შედარებით მაღალი იყოს?

სიტყვიერი მარაგი. ცოტა ბევრი ჟარგონია. ჟარგონის ხმარება არ მიუთითებს, როგორც გვასწავლიან, თანამედოვეობაზე, წინწასულობაზე, განვითარებულობაზე და პროგრესულობაზე. ეს უცოდინართა და სწავლაში ჩამორჩენილთა მიერ მოგონილი ტყუილია. პირიქით, პირადად მე წამს არ დავკარგავ ქართული, მერე ჯერ თითქოს რუსული არ გვაკლდა და ახლა უკვე ამას ზემოდან კიდევ დამატებული ინგლისური სიტყვებით გაფორმებული ქართული ტექსტის მოსასმენად 2 მიზეზის გამო: პირველი ის, რომ ქართულად ამ ტექნიკასთან დაკავშირებული საკითხების მცოდნე ისედაც სასაცილოდ ცოტაა და ამიტომ მირჩევნია, პირდაპირ პირველწყაროსგან, უცხო ენაზე მოვისმინო და მეორე - ჟარგონებიანი ტექსტი უფრო მიმყარებს წარმოდგენას, რომ ქართველები შორს ვართ ინფორმაციის და ახალი ამბების ავანგარდიდან და მესამე მსოფლიოში შევდივართ.

2. ფონური მუსიკა. ეს მარტო შენს ვიდეოებს არ ახასიათებს, ძალიან ბევრია ასე. მუსიკისთვის ხმა ძალიან მაღალზე გაქვს აწეული. 2-ჯერ ჩუმად რომ მიდიოდეს ფონური მუსიკა და წამყვანის ხმა უფრო მკვეთრად იყოს გამოკვეთილი, ბევრად უფრო თავისუფლად და დაუძაბავად მოისმინებოდა.

იმედია გამოგადგება.

წარმატებები.

Posted by: lepori 20 Jan 2021, 11:47
Talksman
QUOTE
. მოკლედ, როგორც უვკე ავღნიშნე ხარისხი არ არის კარგი ჯერ, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი ისაა თუ აინტერესებს ხალხს ის ტიპიკები რაზეც ვწერ ვიდეოებს

აინტერესებს მაშ yes.gif

მთავარია არ დაივიწყო შენი არხი,

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)