დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.
საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7400 შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის პირველ ორ თვეში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციის გზით $135 მილიონი დოლარი შეიძინა, ანუ ვალუტის ეს მოცულობა ბაზრიდან ამოიღო.
ამასთანავე, სებ-მა ახალი მექანიზმი აამოქმედა, რომელსაც სავალუტო ოფციონების აუქციონი ეწოდება. ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის იანვარ–აპრილში ოფციონების მეშვეობით 650 მილიონი ლარის მოცულობის რეზერვების შეძენა დაგეგმა, რომლის მოცულობაც $230 მილიონ დოლარს აღემატება.
მართალია, ოფციონების მოქმედების წესი განსხვავებულია და პირდაპირ ინტერვენციას არ წარმოადგენს, მაგრამ ფაქტია, რომ ეროვნულმა ბანკმა მის მიერ დადებული ტრანზაქციებით სავალუტო ბაზრიდან დაახლოებით, 365 მილიონი დოლარის შეძენა გადაწყვიტა.
https://www.bm.ge/ka/article/erovnulma-bank...heidzina-/34970