Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > პინგვინები და ეშმაკუნები > linux ზე მინდა გადასვლა |
Posted by: rauli1987 1 Mar 2020, 20:36 |
2 პრობლემა მაქვს . 1) ფილმებისას ლაგავს. 2) კალი ლინუქსის გარდა ტაჩპადის მგრძნობელობა არაა ისეთი კარგი როგორიც ვინდოუსზეა. მირჩიეთ რამე რა. უბუნტუ მინდა ან ლინუქს მინტი. ლეპტოპია hp 450 g2 |
Posted by: Krusty_the_Clown 2 Mar 2020, 12:03 |
rauli1987 ჩემს ლეპტოპზე დავაყენე ახლახანს უბუნტუ 18.04 LTS (Long Term Support) Touch pad წესრიგშია და კარგად მუშაობს. იდეაში ყველაფერი, რაც გავსინჯე, მუშაობს უპრობლემოდ. ფილმებისას რატომ ლაგავს? საინტერესოა მაგისი ლოგების ნახვა... აბა დაინტერესდი სად ინახავს ლოგებს და დადე მერე (cat /log), იქნებ რაიმე ან ვუშველოთ, ან სხვამ უშველოს. |
Posted by: decembre 2 Mar 2020, 13:21 |
ორივეს მოევლება, დრაივერებს უნდა კონფიგურაცია. რომელი უბუნტუ გაქვს gnome_იანი? |
Posted by: rauli1987 3 Mar 2020, 18:49 | ||
ეხლა ეს მაქვს * * *
აი ხო ხვდები თაჩპადი ზე მგრძნობიარეა რა თითის ბალიშის გვერდზე გადაწევაზეც მიმართულებას იცვლის...ფილმები კიდე არ ვიცი ზოგი რომელიც მა$ალი ხარისხისაა თუ კოდეკზეა დამოკიდებული არ ვიცი არც ეგ არ ლაგავს, აი ზოგი ილაგება და ასე |
Posted by: decembre 3 Mar 2020, 22:07 |
rauli1987 1. აფდეითები მიიღე? 2. propriatery დრაივერები ჩაურთე? 3. /usr/share/X11/xorg.conf.d ამ ლოკაციაზე თუ არის ფაილი 20-intel.conf და რა წერია შიგ ნახე. 4. ამის რეგულირება თუ ცადე? » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: rauli1987 4 Mar 2020, 09:23 |
1,2 და 4 გავაკეთე და ისევ ისეა და მესამეს საღამოზე ვნახავ, ნეტა ეშველოს. კიდე ერთი რამ, სიტყვაზე ეშველა ფაილში ჩასწორებისას..ახალი აბდეითი რო გამოვა და გადააწერს არ აირევა ისევ? |
Posted by: Krusty_the_Clown 4 Mar 2020, 11:22 | ||
rauli1987 მაინც საინტერესოა, ფილმების ლაგვისას გამოტანილი ერორი, შესაბამისი ლოგი რომ გამოგეტანა. მანდ დაწერდა ერორს და მაგ ერორით მერე დაგუგლავ ბოლო-ბოლო და მონახავ გაიდს. უბრალოდ ასე ზეპირად მე არ მახსოვს, რომელ ლოგებში ყრის მაგას. D3cember
უბუნტუ ცალსახად Gnome-ს იყენებს რამდენადაც ვიცი. ნუ, ადრე ეგრე იყო. |
Posted by: rauli1987 4 Mar 2020, 18:26 |
კი კი გნომია...როგორ ვნახოთ ლოგები? * * * propriatery დრაივერებიდან მხოლოდ ვაირლეს მოდულს პოულობს * * * ისე ცოტა ბიგინერული შეკითხვა კია მარა, ლამაზი და თან დრაივერებით და პლუს sqlmap და ამბები რომელ დისტროს მირჩევთ? მარტო კალია ასეთი ალტერნატივა? |
Posted by: C17H19NO3 4 Mar 2020, 20:28 |
rauli1987 პირდაპირი ალტერნატივა არის ParrotOS და შესაძლებელია უკეთესადაც იმუშაოს.. ცნობისთვის რაც კი რამეა კალიზე ცალკეულად ყველა დისტროზე შეგიძლია გამართო |
Posted by: decembre 5 Mar 2020, 00:38 |
rauli1987 არაფერს გადააწერს, პინგვინი ჭკვიანი ჩიტია Krusty_the_Clown მეთექვსმეტე ვერსია Unity იყო მგონი, მერე გადაგნომდენ |
Posted by: Krusty_the_Clown 5 Mar 2020, 00:47 | ||||
rauli1987 ზოგადად ლოგები არის აქ: /var/log მანდ იქნება სხვადასხვა ლოგები. შენ ამბობ, რომ ლაგავს ფილმის ყურებისას. ანუ სავარაუდოდ, პრობლემა უნდა ვეძებოთ ამ ლოგებში: /var/log/syslog ან აქ /var/log/Xorg.0.log ამათი შიგთავსის გამოტანა შეგიძლია cat პრძანებით, მაგალითად. ასევე ტერმინალში სისტემური ლოგების ნახვა შეიძლება logs ბრძანებითაც. აქ უკვე კარგად უნდა გავერკვეთ ჩანაწერებში, რაც დაგუგვლადია წესით. ასევე გაითვალისწინე, ზემოთ უზერმა რომ მოგწერა
C17H19NO3
ეს არც მიცდია. rpm? deb? |
Posted by: decembre 5 Mar 2020, 00:53 | ||||
deb ვიზუალურად არ მომეწონა, ნამეტანი კოხტაპრუწაა ლოგების ნახვა მინტში ადვილია, უბუნტუზეც იქნება რამე ამდაგვარი » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: Krusty_the_Clown 5 Mar 2020, 01:01 | ||
D3cember აჰა, ok, thanks.
ახლა, პოპულარობისთვის, ყველა კოხტაპრუწობს)) მაინც ყველა კერნელზეა დაშენებული... |
Posted by: decembre 5 Mar 2020, 01:10 |
Krusty_the_Clown ჰო ვებში ქართულისთვის რა ფონტს იყენებთ? დეჟავუს არ აქვს მთავრული ასოები 1C90-1CBF დიაპაზონში |
Posted by: rauli1987 5 Mar 2020, 09:08 | ||
კი მართალი ხარ თითქმის ყველა მიდის..მაგრამ მინტზე არ მომეწონა რასაც წერენ EtherApe ს მხარდაჭერის ამბავში * * * და უბუნტუ, მინტიც რატო დანელავდა აბდეითების და უტილიტების მერე? რამე ქლინაპი და ოპტიმიზაციები უნდა ხოლმე? |
Posted by: decembre 5 Mar 2020, 11:23 |
rauli1987 apt caches_ს უნდა ზოგჯერ გაწმენდა მაგრამ ეგ არ ქმნის ტრაგედიას. ახალი კერნელი ხომ არ დაგიყენებია? |
Posted by: Jack. 5 Mar 2020, 22:22 |
Ubuntu Budgie, Solus და Elementary ყოველდღიური ხმარებისთვის ჩემი საუკეთესი ვარიანტებია, ამჟამად სოლუსს ვხმარობ და მაგრად ასწორებს. დებიანი თუ გინდა Deepin-ს არაუშავს კარგია, მარა ჩინური დისტროა და რავი ცოტა ნდობის ამბავია. 30-ზე მეტი დისტრო დავტესტე გასულ თვეში მე ყველაზე მეტად სოლუსი მომეწონა, ძაან სტაბილურად მუშაობს. ერთი არჩი და მანჯარო არ დამიტესტია ჯერ მარა რავი ეგენი ცოტა სხვაგან არიან. კალის პეროტს და ეგეთებს ყოველდღიურ ოსად არ გირჩევ |
Posted by: rauli1987 5 Mar 2020, 22:54 | ||||||
აი ხელოვნურად არ ვაყენებ იმენა კერნელებს, ზოგადად ყველა ლინუქსზე apt upgrade და apt update ს ვაკეთებ და რაც განახლებადია ვანახლებ * * *
solus os ის რევიუ ვნახე მომეწონა და ვნახავ ერთი მაგასაც , მარა როგორც ვატყობ ყველა ერთია უბრალოდ სახეები აქვს ჭრელა ჭრულა * * *
solus os ის რევიუ ვნახე მომეწონა და ვნახავ ერთი მაგასაც , მარა როგორც ვატყობ ყველა ერთია უბრალოდ სახეები აქვს ჭრელა ჭრულა |
Posted by: decembre 5 Mar 2020, 23:46 |
ისე რამდენი რამე აქვს ჩაკვეხებული დისტროებს რაც ჩვეულებრივ მოკვდავს არაფერში ჭირდება |
Posted by: matemana 6 Mar 2020, 00:48 | ||
მაგიტომ არსებობს arch, gentoo, LFS და მსგავსები advanced user-ებისთვის რომ მოკვდავებისთვის განკუთვნილი ნაგვით სავსე დისტროები არ გამოიყენონ |
Posted by: decembre 6 Mar 2020, 12:29 |
რა ანომალიაა ახლა ეს?! თავიდან + 200 იყო მგონი, წავშალე რაღაცეები. არა და 15_მდე პროგრამაა რასაც ვიყენებ სულ |
Posted by: matemana 6 Mar 2020, 12:34 |
D3cember 2041 რა ამბავია 628 მიყენია მე პირადად და ამ მანქანას სამუშაოზეც ვიყენებ, სახლშიც, IOT-სთვის, თამაშისთვის და მოკლედ ყველაფრისთვის. |
Posted by: decembre 6 Mar 2020, 12:42 |
matemana რა ვიცი საიდანაა ამდენი. All aplications_ში 101_ია დავთვალე, სეთინგებიან ჯანდაბიანად პატარა სქრინქასთია, აქ ვერ ავტვირთე https://gofile.io/?c=zh38sB |
Posted by: matemana 6 Mar 2020, 15:15 |
D3cember mint გიყენია და იასნია გატენილი იქნება ნაგვით. ubuntu-ზეა დაფუძნებული. ubuntu-ც ეგრეა სავსეა ნაგვით. პაკეტების რაოდენობა არ განისაზღვრება დაყენებული პროგრამებით რაც ვიდეოში ანახე. მაგათ იმდენი დეფენდენსი შეიძლება ქონდეთ. თუ სუფთა გინდა რამე მინიმალისტური დააყენე და შენით გადაწყვიტე რა პაკეტი გჭირდება და რა არა. მაგალითად arch linux. რამდენი წელია უკვე მიყენია, რა არ გამიკეთებია, ძალზედ სტაბილურია. linux უნდა იცოდე და terminal თუმცა გამოცდილება თუ გაქ უკვე arch-ს იოლად დაუმუღამებ. მთავარია კითხვა არ გეზარებოდეს arch wiki-ს. |
Posted by: NinjaRacer 6 Mar 2020, 15:17 |
Sabayon არ გაგიტესტავთ არავის? მე მგონი 0 დაუნთაიმი და ყველაზე კარგი პერფორმანცი აქვს. ჩალიჩი არ ჭირდება და სწრაფია. მაგრამ თუ დაგჭირდება ჯენტუსავით და არქივით მოქნილია. |
Posted by: decembre 6 Mar 2020, 15:31 | ||||
კი მაგრამ ზედმეტად ბევრი მეჩვენება
კი მინდა მაგრამ დებიანის ნათესავებზე ვარ მიჩვეული მინტი იმიტომ შემომრჩა რომ ჩემ დებილ ნოუთბუქს კარგად შეეწყო. განსხვავებული ხასიათები არ გამოუვლენია |
Posted by: NinjaRacer 6 Mar 2020, 15:36 | ||
D3cember https://www.sabayon.org/ დამიჯერე შვლიპე ეს და ექსპერიენსი მერე გაგვიზიარე.
მინტი შმინტი არ გინდააა |
Posted by: decembre 6 Mar 2020, 15:52 | ||||
მართლა არ მინდა მაგრამ მეზარება შეცვლა. მაგას შევინახავ და კვირას ჩავუჯდები |
Posted by: matemana 6 Mar 2020, 16:14 | ||
0 downtime ძალიან ბევრ დისტროზე შეგიძლია გქონდეს. მაგ დისტროს უწერია bleeding edge-ო და ეგეთი დისტრო ვერ გექნება 0 downtime-თ. ვცადე არჩზე 8-9 დღე uptime 2 კერნელის update მოვიდა ამ დროში მიდი და დააფდეითე kernel რესტარტის გარეშე. არჩი საკმაოდ ცნობილია და სხვა ცნობილი დისტროებიცაა ამაზე დაფუძნებული. manjaro, parabola... ეგ sabayon თვითონ არის gentoo based. ეგეთი დისტროები მე პირადად არ მევასება. მთავარი წყარო რაცაა ის მშვენიერია arch-ც და gentoo-ც, მაგათზე based დისტროები მე პირადად არ მჭირდება. P.S. მაგ საბაიონს სახელი აქვს საჭმლის, რომელიც კვერცხისგან კეთდება და ლოგო აქვს ქათმის ფეხი ჩემთვის პირადად arch-ს ვერცერთმა ვერ აჯობა ჯერ ჯერობით. 1 arch wiki 2 AUR 3 ABS 4 pacman (მითუმეტეს ეხლა როცა ექსპერიმენტულად მრავალნაკადიანი download-თ) ახალი კომპრესიის ალგორითმით აჩქარებულია პეკეჯის ინსტალაცია. საკმაოდ გამორჩეული დისტროა ამეებით და კომუნითიც ძალიან მაგარი ყავს. |
Posted by: decembre 6 Mar 2020, 16:28 |
გავრცელებული პროგრამები რამდენად ხელმისაწვდომია არქიზე? deb ხშირად მხვდება ხოლმე. |
Posted by: matemana 6 Mar 2020, 16:58 |
D3cember ჯერ არ მქონია შემთხვევა არ იყოს. AUR გატენილია სოფტით |
Posted by: ShaCo 6 Mar 2020, 17:42 |
Try Manjaro |
Posted by: decembre 6 Mar 2020, 18:11 | ||
მინტისავითაა ეგეც ათასი ხარახურით გამოტენილი |
Posted by: matemana 7 Mar 2020, 00:05 |
D3cember კი გამოტენილია ეგეც მაგრამ, მინტთან შედარებით მაინც გაცილებით ნაკლები package აქვს პლიუსი ისაა რომ arch based-ა და ABS, AUR მუშაობს მაგაზე, pacman აქვს და archwiki 1-1 ში მიდის. დააყენე arch და ააწყე შენი ხელით შენი სისტემა და ნახავ რა კარგია რომ მოირგებ. |
Posted by: Krusty_the_Clown 7 Mar 2020, 00:37 |
matemana მე მაქვს სურვილი არქის, მაგრამ დიდი დრო და ნერვები არ მაქვს ზეინკლობის. ადრე მახსოვს ჯენტუმ ტვინი გამიღერძა. თვითონ სისტემის დაყენება იქსის ჩათვლით, რაიმე განსაკუთრებულს მოითხოვს? ნეტთან წვდომა და ელემენტარულები რომ იყოს ზედ, ხომ გესმის. სიამოვნებით მოვისმენ რჩევებს. |
Posted by: SkitterZ 7 Mar 2020, 02:40 |
ეს ვიდეო დაგეხმარება თუ რამეა |
Posted by: NinjaRacer 7 Mar 2020, 03:36 | ||
matemana
რა არ მოგწონს მერე. ქათმის ფეხი? საჭმელი თუ კვერცხი? მშვენიერი დისტროა რა. მოკლედ ჯენტუ ადრეც ეგრე იყო და ახლაც ეგრეა, ან გიყვარს ან გძულს. შუა არ არსებობს რატომ? იმიტომ რომ ქულ დისტროა. აი იმენა ქულ დისტრო. სხვა ეგეთი არ არის იღებ ჯენტუს წვალების გარეშე. რაგშირთ რა სერიოზულები ხართ აქ. ყველა ადერალებზე ზიხართ ? :დ 0 დაუნთაიმი არ არსებობს ვიცი. მითუმეტეს როცა ოპტიმიზაციას ჩაურთავ კოდს. -O3. წვალების გარეშე მიიღებ ჯენტუს მაგისთქმა მინდოდა უბრალოდ. https://www.youtube.com/watch?v=6BhcfVvm1I4 ეს ტიპი გახსოვს? უნივერსიტეტები აფინანსებენ ძირითადად საბიონის ფანები არიან ალბათ : არჩსაც და ჯენტუს დიდი დრო და ჩილიჩი ჭირდება. ყველას არ აქვს ემოციური მიჯაჭვულობა დისტროებზე. უბრალოდ მარტივად უნდა რო ჩარტოს და იმუშაოს |
Posted by: Krusty_the_Clown 7 Mar 2020, 09:31 |
ხოდა ეგ დრო არ მაქვს ბევრი. სისტემა უნდა ყენდებოდეს მარტივად. ეგრე სუფთა Debian რომ აიღო, რა აქვს დასაწუნი? მსუბია და სწრაფი და იქაც შენს გემოზე მოირგებ ყველაფერს. ინსტალაცია არ არის რთული. ან ადრე მახსოვს, ძალიან პოპულარული fedora, red hat based არ იყო? ეგეც ყენდებოდა ჯიგრულად. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ჩემთვის ეს უბრალოდ გატაცებაა და დიდი დრო მხოლოდ ინტალაციამ არ უნდა წამართვას. მესმის, ჯენტუ რომ დავაყენე, მარტო დაყენებით იმდენი რამე ვისწავლე და გავიგე, რომ შეიძლება წლბი ვერ გაიგო ადამიანმა როცა სხვა დისტროზე "ზიხარ". მაგრამ მაშინ მქონდა დრო და ვუთმობდი. ახლა ჩემთვის ასეთ დისტროებზე based დისტროები მისაღებია და ვერაფერს ვხედავ ამაში რაიმე ცუდს) მოკლედ ამ ეტაპზე ორი option გამოიკვეთა: Gentoo based Sabayon ან Arch based Manjaro. დარწმუნებული ვარ, support ორივეს კარგი ექნება. აბა, მირჩიეთ. პ. ს. ისე იმის მერე ბევრი რამ შეცვლილა ლინუქსის სამყაროში, რაც Ubuntu ყველაზე user friendly დისტრო იყო) |
Posted by: rauli1987 7 Mar 2020, 09:35 | ||||
წუხელ ვუყურებდი არჩის ინსტალაციას, ესეიგი უსამსახურო ტიპი უნდა ვიყო ვიჯდე სახლში არაფერს ვაკეთებდე და დრო მქონდეს იმდენი რო დაღლილი ვიყო :-D და ვკინძო ნელნელა..ეგ რაც პირველივე ვიდეოში ვნახე და წარმომიდგენია უკვე დაყენებულ os ში რამდენი წვრილმანი იქნება 8-) |
Posted by: matemana 7 Mar 2020, 10:50 | ||
ტყუილია! სად არჩი და სად გენტუ. არასწორი ინფორმაციის გამო ტვინი ერევა მერე ვინც არ იცის იმას. არჩის დაყენება: 1 დაბუთავ, კაბელი თუ მიერთებული გაქ ეგრევე იმუშავებს ნეტი თუ wifi გინდა wifimenu აკრიფე და დაუკავშირდი 2 პართიშენებს შექმენი და დაამაუნთე 3 დააყენე არჩი და საჭირო პროგრამები 4 fstab, timezone, locale, initramfs + Bootloader 5 დაარესტარტე. 6 აქ ქმნი უზერს აყენებ X-ს და სასურველ გარსს ვსო. არჩი დაყენებულია. აბა ეხლა ჩამოწერე gentoo-ს ინსტალაცია step by step. ისიც მიუწერე კომპილაციას დღეები შეიძლება დაჭირდეს ჰარდიდან გამომდინარეთქო. |
Posted by: decembre 7 Mar 2020, 10:52 | ||||||
matemana რაღაცეების გამოშიგვნა მაინც მომიწევს SkitterZ
ოლდ სქულ
manjaro_ს კი, მეორე არ ვიცი |
Posted by: matemana 7 Mar 2020, 11:08 |
მანჯარო გადმოვწერე ეხლა. უნდა დავკლონო ჩემი არჩი და 2.77 GB-ა უკვე. ხო არ უბერავენ ესენი. რაამბავია windows ხო არაა. არადა ადრე მახსოვს 1.4 GB რომ იყო. ამდენი რა ჩატენეს კი მაგრამ? |
Posted by: decembre 7 Mar 2020, 11:20 |
matemana 1.8გბ_იანია ის მეორე მინიმალ რაღაცა https://manjaro.org/download/official/xfce/ |
Posted by: NinjaRacer 7 Mar 2020, 11:40 | ||
ვაიმე დამწყებისთვის ბუტლოადერის დაყენება მერე იქსის გამართვა და ლოქეილი არ არის ადვილი და დროს წაიღებს კაი. გადმოწერე ის ბულიონი. დააყენე. გაქვს ჯენტუ? იზი პიზი. მიიღებ ჯენტუს ქათმის ფეხის გარსით. ადვილად. ჩალიჩის მუღამი თუ გექნება მერე პაჟალსტა. ჯენტუს ისე დაყენება გამართვას მინ 2 დღე დაჭირდება.არჩს ნაკლები მარა საჩალიჩოა ორივე |
Posted by: decembre 7 Mar 2020, 12:44 |
საწინააღმდეგო არაფერი მაქ მარა ქათმის ფეხის მეტი ვერაფერი მოიფიქრეს? |
Posted by: matemana 7 Mar 2020, 13:29 | ||||
pacman -S grub efibootmgr mount /dev/sda1 /boot/efi grub-install --target=x86_64-efi --efi-directory=/boot/efi grub-mkconfig -o /boot/grub/grub.cfg
pacman -S xorg xorg-server pacman -S gnome systemctl start gdm.service systemctl enable gdm.service systemctl enable NetworkManager.service ეს თუ საწვალებელია და ტანჯვაა მომხმარებლისთვის მაპატიე მაგრამ ასეთი ადამიანი linux-ს არ უნდა იყენებდეს! |
Posted by: decembre 7 Mar 2020, 13:42 |
|
Posted by: MOLA 7 Mar 2020, 13:53 |
პირველ ლინუქსად რომ კაცს ჯენტუს ან არჩს ურჩევ ის აღარასდროს გამოიხედავს ლინუქსისკენ და მართალიც იქნება |
Posted by: NinjaRacer 7 Mar 2020, 14:10 |
ამიტომაც მოინახა კომპრომისული ვარიანტი :დ ბულიონი. ბულიონი კიდე მართლა ბულიონივითაა ამოიღე და დაისხი. მასე პირველ პროგრამირების ენად ზოგი ამბობს რო პითონი არ უნდა ისწავლოო. ეგრევე სიზე უნდა დაჯდეო. პირველი უნდა იყოს ადვილი. როგორც პირველ კლასშია აი ია |
Posted by: matemana 7 Mar 2020, 14:22 | ||
რომელია მერე დამწყები? ერთმა გენტუ მეყენაო მეორემ მინტიო. დამწყებს მანჯაროს ვურჩევ მე პირადად. რადგან უბრალოდ მუშაობს. მე თვითონაც ბევრს დავუყენე უკვე ლინუქსი და აბსოლუტურ უმრავლესობას მანჯარო. |
Posted by: NinjaRacer 7 Mar 2020, 14:38 |
მე კონკრეტულად იმ ტიპზე ვთქვი ვინც დაიწუწუნა ნელიაო და მინდა რამე სწრაფი ნაგვის გარეშეო + რო შეიძლებოდეს ყველაფრის შეცვლა და ყველა ამ პარამეტრს აკმაყოფილებს ბულიონი. + საერტოდ არაფრის გამართვა არ ჭირდება. გადმოწერე დააყენე და მორჩა. მოყვება ბევრი რამე და რაც არ მოყვება მარტივად ყენდება კომპილირების გარეშე. თუმცა ეგეც შესაძლებელია. |
Posted by: matemana 7 Mar 2020, 15:34 |
NinjaRacer და მანჯარო რითია მაგისგან განსხვავებული? ბევრად უფრო ცნობილიცაა. arch wiki 1-1 ზე მიდის. საუკეთესო ვიკია და დამწყებისთვის მითუმეტეს მისწრებაა. მოდი შევთანხმდეთ რომ ამ ორში manjaro გაცილებით უკეთესია დამწყებისთვის როგორც მინიმუმ ამის გამო |
Posted by: NinjaRacer 7 Mar 2020, 15:43 |
matemana არ მესმის რატო აკნინებ ამ ბულიონს. კომპრომისულ ვარიანტზე შევთანმხდეთ . ჯენტუს ვიკი ნაწილობრივ მაინც თუ მთლიანად არა მიდის ბულიონშიც კარგად. მანჯარა თვალიტ არ მინახავს როგორია. არც ბულიონი. უბრალოდ ობიექტურად რო ჩამოვყარე. არცისე არაა რო ბულიონი რთულად ან რამე საჩალიჩოა. ძნელიაო და რამე. არც რამით ნაკლებია სხვებზე. ყურადღებას დიზაინსაც და იუზაბილითის აქცევენ მანდ. ბლიდინგ ეჯიცაა და სოფთიც მოყვება საკმარისია ჩემთვის. ორივე თანაბრად შეგიძლია გამოიყენო. ვიკი ამის ჯობია თუ იმის ბოლო 7-8 წელია არ შევხებივარ აქტიურად. სანამ ჯენტუს ვიკი წაიშლებოდა საუკეთესო იყო. მერე აღადგინეს ნაწილი მაგრამ ისეთი მაინც ვეღარ იყო. მაგრამ ვიკი რომლის ჯობია ეს სხვა საკითხია |
Posted by: C17H19NO3 7 Mar 2020, 15:53 |
მე ფედორა ს ვურჩევდი და სამომავლოდ yum / dnf უკვე ეცოდინებოდა იქნებ და სერვერებზე გადადის კაცი ყველაზე პოპულარულ ენას ისწავლიდა. მშობელი დისტროა სულ მინიმუმ.. დესკტოპ გარსებიც აქვს ყველა თითქმის და დრაივერებს უკომპრომისოდ აღიქვამს (ჯერ არ შემხვედრია მოწყობილობა რომ ფედორას რამე ვერ აღექვას) მეტი რა უნდა? ეგრე უაზროდ კამათში გადავა ყველა დისტრო, საბიონი დაყენებული მაქვს და ჩვეულებრივია არაფერი განსაკუთრებული, ასევე მანჯარო. ორივე მუშაობს საკაიფოდ მსუბუქად ლამაზად, ანუ იმის აზრი რო ერთი ჯობია მეორეს სისულელეა რა პროსტა რათ უნდა ლინუქსი ეს უფრო საინტერესოა |
Posted by: matemana 7 Mar 2020, 16:05 | ||
NinjaRacer იყო თუ არ იყო, ეხლა arch wiki-ა საუკეთესო და დამწყებისთვის ჯობია მეტად იოლი სადაცაა და ყველაფერი აღწერილი და დაღეჭილი როა ის დააყენოს. ბულიონი რომ დაგუგლოს არ ამოყრის ბევრს არაფერს და arch-ს საუკეთესო community ყავს, გაცილებით უფრო ცნობილია და ამიტომ გუგლშიც იოლად ნახავს ყველაფერს მანჯაროზე. linustechtip-ზეც gaming on linux manjaro-ზე ახსნეს და გადაღეჭეს რა როგორ უნდა გააკეთოს დამწყებმა ვინც windows-დან გადმოდის. steam-ც კი მოყვება მანჯაროს.
აბა რას მეკამათები? არცერთი თუ არ გაქ ნანახი რამდენიმე თვის წინ შენ თვითონ მირჩიე საბაიონი და გადავხედე მაშინ, მანჯარო კიდე ძალიან ბევრ ადამიანს დავუყენე ასე რომ გამოცდილი მაქ ასე თუ ისე ორივე და დამწყებისთვის მანჯარო ჯობია ამ ორიდან. დამწყებისთვის ასევე უბუნტუ ან მინტიც გადასარევია. |
Posted by: Krusty_the_Clown 7 Mar 2020, 16:14 | ||
ჰო რა ვიცი, ეს ვს თემები აქ სულ იყო და მიდიოდა ჯახი, ფედორა ჯობდა თუ უბუნტუ. ახლაც იგივეა, ოღონდ დისტროები შეიცვალა)) ვისაც რისი მუღამი აქვს, იმას დააყენებს და აქ მაქსიმალურად უნდა ვეხმარებოდეთ ერთმანეთს. matemana
და პროფესიონალისთვის რატომაა ცუდი უბუნტუ? რამეს ვერ აკეთებს?)) |
Posted by: NinjaRacer 7 Mar 2020, 16:20 |
matemana თვალით რომ არ მაქვს ნანახი ვიცი რაზეა დაფუძნებული და ვიცი როგორ მუშაობს და ნანახი მაქვს. მე არ მიჩალიჩია უბრალოდ გადავხედე. მეტადისტრიბუტივია და ზოგადად მნიშვნელობა არ აქვს რას დაარქმევ. მაინც ჯენტუა. ერთიდაიგივე გამოდის მაინც იმაში გეთანხმები რომ კომუნას და დოკუმენტაციას დიდი როლი აქვს. მაგას ვატრაკებდი 10 წლის წინ სულ ჯენტუზე მოკლედ აზრი არ აქვს ამ კამათს. უბუნტუს აქვს თავის ზაიობები მაგას მართლა მანჯარა ჯობია ან ბულიონი. მოკლედ მანჯაროს და ბულიონს შორის არცისე დიდი სხვაობაა რა. თითქმის ერთია. საერთო ჯამში. ფედორა კიდე რავი დესკტოპად მე ვერ ვიყენებ. უბუნტუც ეგრე. მარა აი სერვერბზე რედჰატი. ისე მევასება რო ინჟინერი გავხდები ახლა. ადმინსიტრატორი ვარ უკვე რედჰატის. |
Posted by: C17H19NO3 7 Mar 2020, 16:33 | ||
|
Posted by: NinjaRacer 7 Mar 2020, 16:37 |
C17H19NO3 ეგ ელემენტალურია. შენც ელემენტალურად გაივლი მაგას. პაწა ოფია მაგრამ არქიტექტის მასალები არ გაქვთ არავის? openshift. openstack და ეგეთი რამეები სად ვნახო. ოფიციალურ კურსებში მილიონს ვერ გადავიხდი, სადმე სხვაგან თუ იცით ფასიანიც რომ იყოს დაწერეთ რა< |
Posted by: rauli1987 7 Mar 2020, 21:58 |
აი ბიჭებო არ გდია ის ფაილი |
Posted by: decembre 7 Mar 2020, 22:53 |
rauli1987 გახსენი ტერმინალი და ჩააკოპირე sudo xed /usr/share/X11/xorg.conf.d/20-intel.conf მანდ ჩააკოპირე ეს https://gofile.io/?c=ppokzi » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « შეინახე ტერმინალი დახურე exit დაარესტარტე |
Posted by: rauli1987 7 Mar 2020, 23:09 | ||
დიდი დიდი მადლობა ვნახოთ აბა რა გამოვა |
Posted by: decembre 7 Mar 2020, 23:11 |
rauli1987 იმ ლინკზე რომ ფაილია იქედან ქენი, ფორუმზე რომ ვწერ ურევს რაცხას აქ წერია ვარიანტები ნახე https://learnubuntumate.weebly.com/screen-tearing-on-intel-graphics.html |
Posted by: Krusty_the_Clown 8 Mar 2020, 00:01 |
ჩემი გადაწყვეტილება თუ ვინმეს აინტერესებს, გადავწყვიტე Sabayon-ის დაყენება, მაინც Gentoo არის, archlinux-თან არასდროს მქონია შეხება. შთაბეჭდილებებს მოგვიანებით შეგატყობინებთ. სორსებით ჩალიჩი და კომპილაციის დრო ნამდვილად არ მაქვს, მირჩევნია ბინარულით ვისარგებლო და თუ რაიმე advanced მომინდა, იქვე ჩავატარო ექსპრიმენტი. ისე აქ იყო ადრე უზერი Gentoo-ასე ერქვა, ძალიან ჭკვიანი ბიჭი იყო, მქონდა კომუნიკაცია. აღარ შემოდის? მადლობა ყველას ინფორმაციისთვის. |
Posted by: NinjaRacer 8 Mar 2020, 00:16 | ||
კი ზდ |
Posted by: Krusty_the_Clown 8 Mar 2020, 00:32 |
NinjaRacer ვა, ნამდვილად არ მეგონა ეს ნიკი gentoo თუ იყო)) დარწმუნებული ვარ კარიერაში წარმატებები გაქვს და წინ წახვედი! |
Posted by: NinjaRacer 8 Mar 2020, 00:48 | ||
Krusty_the_Clown Krusty_the_Clown
ზდ ზდ ასევე |
Posted by: POKERISBLUFF 8 Mar 2020, 07:17 |
Posted by: rauli1987 8 Mar 2020, 09:16 | ||
გაამართლა (。◕‿◕。)➜ და მადლობა დიდი დიდი..არც მეგონა დრაივერის ამბები რადგან ხედავდა ვიდეო კარტის მოდელს და ვფიქრობდი რო დრაივერიც იდგა |
Posted by: decembre 8 Mar 2020, 11:31 | ||
მანჯაროს აქვს კარგი დრაივერ მენეჯერი, რა აქვს და რა აკლია ყველაფერი ჩანს დეტალებში. გადმოიღონ ამათაც არ აწყენთ » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « ეს რას გავს ჩემი » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: Krusty_the_Clown 8 Mar 2020, 16:14 |
ახლა ვიტვირთები live CD-ით ე. წ. ბულიონზე) შედეგებს დავწერ. მთლიანად ვკითხულობ დოკუმენტაციას, ძალიან საინტერესოდ, უბრალოდ და დეტალურადაა აღწერილი WIKI-ში ყველაფერი, მადლობა მათ ამისთვის Entropy ეს იგივე portage არის ხომ? |
Posted by: NinjaRacer 8 Mar 2020, 16:30 | ||||
კარგია
მე როგორც ვიცი არა ჩავხედავ აბა მზა პოგრამებია ენთროპიში. ბინარული. კომპილაცია არ ჭირდება. |
Posted by: Krusty_the_Clown 8 Mar 2020, 16:31 | ||
მოკლედ Xfce-ს live-ს პრობლემა აქვს, არ იტვირთება. დამეზარაერორების ფაილის შენახვა. ახლა Gnome-ის ვარიანს ვიწერ, თუ იქაც იგივე ქნა, მერე Manjaro-ს დავესხმები თავს) USB-თი ვიტვირთვები * * *
ხო, თუ ჩაიტვირთა, მთლად კარგი იქნება)) |
Posted by: NinjaRacer 8 Mar 2020, 16:34 |
Krusty_the_Clown https://wiki.sabayon.org/index.php?title=En:Entropy ძალიან კარგი რაღაც ჩანს. უბრალოდ ეს ტესტინგ ბრენჩიდან რომ მოაქვს პაკეტები ყველაფერი ახალი იქნება რაც ნიშნავს სრაფს ახალს ახალ ფიჩებს. იმედია სტაბილურობის მხირვ არ ექნება გაფრენები. პორტაჟს ჯერ გაანებე ეგ ადვანსდ მომხამრებლებისთვისაა. წარმამტებები იმედია მოგეწონება გრაფიკული გარსიც აქვს ენტროპის და ეგ გამოიყენე |
Posted by: Krusty_the_Clown 8 Mar 2020, 16:35 | ||
კი კი, ეგ ვიგულისხმე, გამარტივებული portage. ისე, ამას უპირატესობა აქვს, ანუ ბინარულს. მთლად გატესტილი მოდის, ჯერ Gentoo აკომპილირებს და ტესტავს) |
Posted by: NinjaRacer 8 Mar 2020, 16:36 |
Krusty_the_Clown ჰო კი და + ინტელექტიცა აქვს. გუგლის მსგავსი ინტერფეისი აქვს რიგოს (გრაფიკულ გარსს) მოკლედ მგონი საკაიფო იქნება ეს ქათმის ფეხი სისტემა რაც მთავარია. ბევრად სწრაფია. იუმზე სწრაფიცაა პორტაჟზეც და აპტზეც. ყველა ეგენი პითონზეა დაწერილი და სისხლს არ გაგიშრობს ლოდინი რაღაცეების. ზიპინაა |
Posted by: Krusty_the_Clown 8 Mar 2020, 16:39 |
NinjaRacer თუ ლაივით ვერ ჩავიტვირთე, უნდა დამეხმარო, რა ერორებსაც წერს, ამოწერ და დავწერ კარგი? ქათმის ბულიონი ძალიან მიყვარს და თან სისტემა გაიჩითა)) |
Posted by: NinjaRacer 8 Mar 2020, 16:41 | ||
Krusty_the_Clown
დავაიი აი რო არ იტვირთება სისტემა რათქმაუნდა ცუდი მაგრამ მგონი მაინც ღირს ხელის წაკვრა ერტი. ვნახოთ ერთი რაბულიონია მეც მიყვარს გალინა ბლანკა. პახმელიაზე კაია |
Posted by: Krusty_the_Clown 8 Mar 2020, 16:49 |
NinjaRacer ანუ ლაივი რომ უხარისხოდ მქონდეს არ მგონია, რადგან ჩვეულებრივ იტვირთება საწყის მენიუ, მერე პირველივე ოპშენით ვიწყებ ჩატვირთვას (ქათმის ფეხი იჩითება :დდ) და მერე ვიჩითები შავ ეკანზე და ზემოთ არის ერორები. მაგეებს დავწერ მოგვიანებით. აი ახლა მზადდება USB Gnome-ის გარსით, ამითაც ვდი და მერე დავწერ. |
Posted by: NinjaRacer 8 Mar 2020, 16:55 | ||
Krusty_the_Clown
მიდი ჩათვირთვისას ნებისმიერ დროს შეგიძლია alt+f3,f4,f5,f6,f7 აქედან რომელი იქნება კონსოლი სადაც უფრო დაწვრილებით დაწერს თუ რამე ერორია. ისევ გარსში დაბრუნება alt+f1 უნდა იყოს. შეიძლება გასხვავდებოდეს ნუმერაცია მაგრამ კომბინაცია ეგ უნდა იყოს კლავიშების. მიდი გავპუტავთ მაგ ქათამს რაუნდა იყოს ისე xfceგან მოსალოდნელია ეგეთები ხშირად ემართებოდა. უფრო პერმიშენების ბრალი იყო ხოლმე. მაგრამ ალივზე მართლაც უცნაური. გნომს არ მგონია ქონდეს ეგ პრობლემა |
Posted by: decembre 8 Mar 2020, 17:00 |
ხალხო, debian_ზე რომელი ჯობია xfce თუ mate? ნორმალური compare ვიდეო ვერ ვნახე, ინდოელების ბლუყუნს ვერ ვიგებ რას ამბობენ ქათმის ფეხიც შევინახე მაშინ, დღეს ვნახავ თუ ისევ არ დამეძინა ###სავით |
Posted by: Krusty_the_Clown 8 Mar 2020, 17:06 |
NinjaRacer აი ძმაო, ჩავაკარტოჩკე)) |
Posted by: NinjaRacer 8 Mar 2020, 17:15 |
Krusty_the_Clown რუფუსით დაბილდე ეგ იმიჯი? dd if=/your/iso/mount/sabayon.iso of=/dev/tty/USB0 თუ სადაცაა დამაოუნტებული იუსები. mount-ით ნახე. ეგრე რომ ჩაწერ იმიჯს წესით აღარ უნდა ქნას. აი რედჰატ 7საც ქონდა ეგ პრობლემა და ფიქსი ესაა https://www.techbrown.com/fix-installation-failed-boot-dev-root-not-exist-centos-7/ რაც ზემოთ დავწერე off=/dev/sdb აქ მთლიანი დივაისი მიუთითე. ფლეშკა გამოაძრე შეართე. მერე dmesg გაუშვი და იქ დაგიწერს რა ქვია დივაისს. usb0:/dev/sdb ან რაღაც ეგეთი. მოკლედ. მოიწერე რა არ გამოდის და გავაკეთოთ. |
Posted by: Krusty_the_Clown 8 Mar 2020, 17:48 |
NinjaRacer მადლობა, წავიკითხე რა ლინქიც დამიდე. არა რუფუსით არა, Universal-USB-Installer-1.9.9.0 ასეთი რამით) ახლა ვწერ Win32 Disk Imager ამით, მაგავე საიტზე იყო ამ ჩამონათვალში: The compatible programs are რომ მორჩება, ისევ ახლიდან ცდი და შედეგებს დავწერ) |
Posted by: NinjaRacer 8 Mar 2020, 18:08 |
Krusty_the_Clown რუფუსიც წერია რომ ქამფეთიბლ არის. მაშინ სანამ ეგ მორჩება მე გავიქცევი ცოტა ხანი და დავბრუნდები იმედია მოესწრება ყველაფერი მანამდე და ამუშავდება თუარადა ვნახოთ რა შეიძლება კიდე. |
Posted by: matemana 8 Mar 2020, 18:21 | ||||
მუშა სისტემის გადმოწერაც შეიძლება ისეთის რომელიც დაბუთვისასვე არ ასხავს ამას აქებდი ამდენი ხანი? * * *
მასე ვერ შეადარებ ვის რა მოწონს. ზოგს საერთოდ gnome და kde მოწონს, მე კიდევ ვერ ვიტან. ჩემი გამოცდილებით გეტყვი რომ xfce ჯობია, რადგან ჩემთვის ყოველთვის გამართულად მუშაობდა სანამ DE-ებს ვიყენებდი. gnome საზიზღარი იყო ყოველთვის. KDE-ზე ამბობენ დაიხვეწაო საკმაოდო, მაგრამ ცუდი მოგონებები მაქვს მაგაზეც opensuse-ზე როცა ვიყენებდი. xfce-ზე wm-ს ინტეგრაციაც შეგიძლია მაგალითად i3-ს და თუ ლეპტოპზე ხარ ძალიან საკაიფოდ მოაწყობ სისტემას, რაც მთავარია უფრო პროდუქტიულს გაგხდის როცა მოირგებ. i3-gnome ვერ მუშაობს მთლად კარგად. სამომავლოდ კარგი სტარტი გექნება სრულად i3-ზე გადასასვლელად. ლეპტოპი ვისაც აქვს მე თუ მკითხავ ყველა WM-ს უნდა იყენებდეს |
Posted by: NinjaRacer 8 Mar 2020, 18:30 |
matemana იმიჯის ჩაწერის ამბავია. შენც იცი ეგ. ნუ ჩავიიმასგვიზავ ბულიონში ძალიან გთხოვ |
Posted by: matemana 8 Mar 2020, 18:32 |
NinjaRacer ვიცი ვიცი. ისე დავწერე მაინც წინა გვერდებზე აქებდი და აქ გაასხა ისე ეს ცუდი რამე უქნიათ Sabayon dropped OpenRC for Systemd. რაც მეტი systemd-free დისტრო იქნება მით უკეთესი. * * * Krusty_the_Clown secure boot გამორთული გაქვს? UEFI-ს დადისეიბლება ცადე და legacy-ში ჩატვირთვა აბა თუ ჩაიტვირთება საინტერესოა |
Posted by: decembre 8 Mar 2020, 19:01 |
matemana რესურსების მოხმარება მაინტერესებდა და რამე ანომალია ხომ არ ჭირდა. წინა ვერსიის xfce მინტზე მაგალითად საათი ქრებოდა თავისით გნომი მეც არ მომწონს. ტაბლეტზე ალბათ მოსახერხებელია kde_ც ურევს რაღაცეებს, მანჯაროზე ცუდად დამამახსოვრა თავი |
Posted by: NinjaRacer 8 Mar 2020, 19:04 | ||
matemana
ჰო კარგ ხარ ეგეცაა. დამავიწყდა მეთქვა. უფრო ვინდოუს ინსტალერი მგონია მაგრამ ეგეც უნდა სცადოს. ვაფშე ვცადო შემიძლია ფლეშკა მაქვს ეს კაცი რომ არ ვაწვალო. თორე მართლა ამდენი ვაქე და უცებ ჩაისვარა ქათმის ფეხმა :დდდ მაკზე არასდროს მიჩალიჩია. უესბიდან თუ იბუტება ჩვეულებრივ ვცდი. ჯერ დაველოდები რა ქნა. იქნებ აყენებს უკვე . |
Posted by: rauli1987 8 Mar 2020, 21:20 |
ისე ჩემს ლეპტოპზე მანჯარო ვერაფრით გავმართე, ინსტალდება და აღარ ირთვება, იასნია ბუთს ემართება რაღაც. კიდე ერთი..4 უესბედან რომლიდანაც 2 უესბე 3 ია და 2 2 ვერსია უესბე 2 დან ყენდება პირველი პორტი რომელიცაა ლინუქსები დანარჩენებიდან მასეთ ერორებზე გადის...ზოგჯერ კი მაგალითად კალის შეთხვევაში სიდირომის პრობლემას წერს ..რატო აიჩემა გიჟივით ეს უესბის ერთი პორტი ხზ |
Posted by: decembre 8 Mar 2020, 21:43 |
rauli1987 usb 3.0 ფლეშკით usb 2.0 პორტში დუალ ბუთს ვჩალიჩობდი და grub არ დააყენა არაფრით, სანამ 2.0 ფლეშკით არ ვქენი. პრობლემურია რატომღაც |
Posted by: rauli1987 8 Mar 2020, 22:29 | ||
საქმე იმაშია რო სულ კიდია ჩემსას ვერსიები...აუცილებელი პირობაა იმ ამოჩემებულ პორტში შეაერთო და დააყენებს...თუ არადა შუა გზაში ერორს თხლეშავს (。◕‿◕。)➜ |
Posted by: matemana 8 Mar 2020, 23:32 | ||
ე.ი. ვერ აყენებ სწორად 30 ასო და ჯანდაბა. ვინ ჩაუდო ეს 30 სიტყვიანი ლიმიტი |
Posted by: Krusty_the_Clown 8 Mar 2020, 23:36 |
matemana NinjaRacer ახლა აიმენა Rufus-ით ვწერ ახალ ფლეშკაზე. არაა გამომრიცხული ამან იმუშაოს და წინაზე ფლეშკის ბრალი ყოფილიყო, არ ვიცი. შედეგებს დავწერ სამწუხარო, ზუსტად იგივე გააკეთა rufus-ით ჩაწერილ ახალ ფლეშკაზეც PC-ზე არ მინდა დაყენება და ლეპტობს არ აქვს CD. რაიმე უნდა მოვიფიქრო. ანუ, USB-დან ჩატვირთვაზე აქვს პრობლემა, ზუსტად იგივე იმიჯი DVD-დან ირთვება. |
Posted by: C17H19NO3 9 Mar 2020, 00:40 |
Krusty_the_Clown ლეპტოპს აქვს uefi mode?? უფრო რარაც ასეთი იქნება ჯერ გასასწორებელი |
Posted by: NinjaRacer 9 Mar 2020, 00:46 |
სხვა იმიჯი გადმოწერე რამე პატარა. მაგალითად ცენტოსი ნეტისნტალ აისო იმიჯი იმითაც თუ ეგრე ქნა მერე გავასწოროთ რო გამოვრიცხოთ საბაიონის კრივოი ფეხი. მათემ რაც გითხრა ეგეც სცადე. ლეგასი უსბ საფორთი ან რამე ეგეთი ერქმევა. |
Posted by: Krusty_the_Clown 9 Mar 2020, 00:56 | ||||
matemana
გამომრჩა მონაწერი როგორც ჩანს. სად ვნახო ეგ და საიდან გავთიშო? მომწერე მოკლე ინსტრუქცია. NinjaRacer
ახლა რა ხდება, ლეპტოპზე უბუნტუ მიყენია და ფლეშკით მაქვს დაყენებული) ალბათ ამ შემთხვევაში ბულიონშია პრობლემა მგონი. |
Posted by: NinjaRacer 9 Mar 2020, 00:57 |
Krusty_the_Clown ბიოსი რო რთავ თავიდან f2 ან del ღილაკით იქნება. ან esc დაეწერება ეკრანზე. თუ ვერასრებ დანახვას pause ღიკალიცააქვს pgUP pgDOWN თან ახლოს და მაგას სტკლიცე დააპაუზებს ბუთს და კარგად წაიკითხავ. https://docs.oracle.com/cd/E23161_01/html/E37044/glsem.html მაინც სცადე ამდენი იჩალიჩე და ბარემ ესეც ვცადოთ. ჩვენი რამიდის. |
Posted by: Krusty_the_Clown 9 Mar 2020, 01:02 |
NinjaRacer ახლავე ვნახავ და გეტყვი პასუხს * * * ესეიგი, Boot priority legacy first, UEFI არ არის აქტიური. |
Posted by: NinjaRacer 9 Mar 2020, 01:14 |
Krusty_the_Clown ჩაურთე აბა პირიქით uefi boot mode. https://forums.gentoo.org/viewtopic-t-1098318-start-0.html თემებს ვეძებ ახლა ჯენტუს ფორუმზე მსგავს და არ იგუგლება. |
Posted by: Krusty_the_Clown 9 Mar 2020, 01:15 |
რომ აღარ იწვალო, მადლობა დახმარებისთვის. იმედია ვინმე მიწერს და გაასწორებენ, მე მგონია, რომ ფლეშკიდან ჩატვირთვაზე პრობლემა აქვს. ავდგები და PC-დავაყენებ DVD-ით მაინც, ოღOნდ ღეს არა NinjaRacer |
Posted by: NinjaRacer 9 Mar 2020, 01:18 | ||
Krusty_the_Clown
მარა ძალიან დიდი ეჭვი მაქვს რომ dd if=/dev/sr0 of=/tmp/rhel7.2.iso ასე რომ ჩაწერო ეგ იმიჯი ფლეშკაზე იმუშავებს. რათმქუნდა =-ის მერე რაცაა უნდა შეცვალო და შენი გზა მიუთითო. კარგი საწყენია რო არ გამოვიდა მაგრამ არაუშავს |
Posted by: matemana 9 Mar 2020, 13:16 |
Krusty_the_Clown ჰა რას შვება შენი დაყენდა ბოლო-ბოლო? |
Posted by: Krusty_the_Clown 9 Mar 2020, 13:36 |
matemana არა, live არ უმუშავებს USB-ზე. თითქმის ყველანაირად მოვსინჯე ჩაწერა, მაგრამ ზემოთ ხსენებული ერორები გამოქვს. ერთი ეს ბოლო არ მისინჯია, რაც Ninja-მ მომწერა. მერე შევარჩევ რაიმე სხვა დისტროს და იმას მოვსინჯავ. DVD live იგივე იმიჯით, მუშაობს. |
Posted by: matemana 9 Mar 2020, 13:46 |
Krusty_the_Clown ვაა ტეხავს. გეცადა manjaro გაცილებით პოპულარული დისტროზა და სავსეა ინფოც ნეტშიც. აგერ შედარებისთვის საბაიონის reddit -> https://www.reddit.com/r/sabayon/ manjaro-ს reddit -> https://www.reddit.com/r/ManjaroLinux/ პოსტები ნახე მანჯაროზე საათების წინაა და ბულიონში თვეების და წლების წინ. ძალიან არაპოპულარული დისტროა და მაგიტომაცაა რომ პრობლემები აქვს. არავინ არეპორტებს ალბათ. |
Posted by: Krusty_the_Clown 9 Mar 2020, 14:09 |
matemana ვცდი მაგასაც, რა თქმა უნდა. USB-ზე ჩაწერილი იმიჯი უმუშავებს?)) ახლა მაგის გვერდსაც გადავხედავ, მე ისე არ ვაყენებ ახალ დისტროს, თუ არ გავეცანი. ანუ ბულიონი რატომაც უნდა მომწონებოდა იდეაში (სისწრაფე, სიმსუბუქე, მოქნილობა) იმედია ეგეც დააკმაყოფილებს მაგას. უბუნტუ ისეც მიყენია, ხომ ხვდები. უბრალოდ Arch-თან არასდროს მქონია შეხება. გავეცნობი მაგის შვილობილს და სავარაუდოდ საღამოს მოვსინჯავ. გზადაგზა დავწერ ხოლმე, გაგაცნობთ სიახლეებს) |
Posted by: ShaCo 9 Mar 2020, 14:28 | ||
++ რეალურად AUR რეპოზიტორიში აბსოლიტურად ყველაფერი იშოვება. ნუ ჯერ არაფერი შემხვედრია რომ ვერ მეშოვნოს რაც პაკეტია ხო არის, რაც სორსია ბილდავს, დებიან პაკეტებსაც შლის და ბილდავს თავის პაკეტად ( ნუ მანიფესტი უნდა ჰქონდეს, მაგრამ უმეტესად არის ). |
Posted by: Krusty_the_Clown 9 Mar 2020, 14:56 | ||
ShaCo ჩემთვის ახლა პრიორიტეტი არაა პროგრამების და პაკეტების ხელმისაწვდომობა. მაგ მხარეს უბუნტუ სრულად მიკმაყოფილებს.
ძირითადად ეს მოთხოვნები მქონდა და ბულიონზე ამიტომ ვფიქრობდი, ჯენტუს შვილია ბოლო-ბოლო. აი ვნახოთ, გავეცნობი მანჯაროსაც. |
Posted by: rauli1987 10 Mar 2020, 20:08 |
კიდე რა მაინტერესებს იცით? აი უნიტი ლანჩერს ვერ ვიტან რა, გვერდიდან როა მენიუ..ხოდა უბუნტუ რო დავაყენო და ოფიციალურად cinnamon დაბლა პანელი ჩავუსვა არი საშუალება ამის? |
Posted by: matemana 10 Mar 2020, 20:31 |
rauli1987 xubuntu დააყენე შენ თუ გინდა. გარსს ყოველთვის შეცვლი ეგ არ წარმოადგენს პრობლემას. |
Posted by: _Moxuci_ 10 Mar 2020, 21:56 | ||
+ სიმარტივე = ლუბუნტუ ან arch + lxqt უუუუმსუბუქესია |
Posted by: Krusty_the_Clown 10 Mar 2020, 23:52 | ||
matemana მანჯაროს Xfce-ის მინიმალურ ინსტალსა და ჩვეულებრივს შორის დიდი სხვაობაა პაკეტების მხრივ თუ იცი? დაკიდევ, რეგიონებში თბილისი რატომ არაა ინსტალაციის დროს? _Moxuci_
ეს ხომ ფაქტიურად Ubuntu-ა? ეგ კი ისეც მიყენია. ბულიონი მინდოდა, მაგრამ ფლეშკით ლაივის ჩატვირთვისას პრობლემა ააქვს. ახლა მანჯარო მინდა ვცადო, აღწერილობა რაც წავიკითხე, მომეწონა, ვნახოთ. მარა guide აქვს რაღაც არაჩვეულებრივად დეტალიზებული, ყოჩაღ. |
Posted by: rauli1987 11 Mar 2020, 08:46 |
მადლობები ბიჭებო ამომწურავი ინფოსთვის..2 საკითხზე გავხსენი თემა და 100 საკითხი გადაწყდა მგონი ..ასე რომ გაიხარეთ |
Posted by: Krusty_the_Clown 11 Mar 2020, 09:57 | ||
წესით ეს უნდა დამეხმაროს, საღამოს ვნახავ აბა. თქვენც თუ იცით რამე, დაწერეთ. https://forum.manjaro.org/t/localize-manjaro/42946
ალბათ დაეზარათ დამატება. კიევის დამატება არ დაეზარათ?)) In Linux systems all locales are available for installation, they just need to be enabled and generated. ამას რომ წერენ რას გულისხმობენ? ზუსტად ინსტალის დროს ვერ ვნახე საქართველო/თბილისი. rauli1987 აქ სულ ეგრე იყო ხოლმე, ერთ თემაში იხარშებოდა ყველა საკითხი) მოკლედ, გზადაგზა ვეცნობი რა. If your locale is not listed, you must edit /etc/locale.gen and uncomment yours. მომიწევს სამუშაოების ჩატარება. რა მაინტერესებს, დროის პარამეტრებზე აქ ვერ ვნახე და ეგ ავტომატურად შემიცვლის დროსაც? |
Posted by: NinjaRacer 11 Mar 2020, 11:00 | ||
ნამდვილად 12 წლის წინ გამოშვებულ სმარტფონზე მეყენა დებიანი ლXდიითი. კი ბატონო 4000 დებ პაკეტი, ყველა მუშა. მობულრზე და ჯიესემიც მუშაობდა. მართალია ხანდახან ზარებს მაზავდა და მაგის გამო კინაღამ გამაგდეს სამსახურიდან. მაგრამ მაინც არ ვიშლიდი ჩემსას ლინუქს სმარტფონის იდეას ვაწვებოდი, ანდროის პირველი ვერსიები გამოდიოდა მაშინ და უფროსმა ბლექბერის მოგცემ ოღონდ მაგას გააჯმევინეო და არ გავუცვალე ) თუ გინდა გაჩუქებ და გაცვლით არ გაგიცვლიმეთქი და კაიო) შემშვა |
Posted by: decembre 11 Mar 2020, 11:13 |
Krusty_the_Clown რახან მუღამში შეხვედი ბარემ Solus_იც ნახე. წუხელ ჩავრთე ლაივი, მაგრად გამისწორდა მაგრამ დატოვება რამდენად მიღირს ვერ ჩამოვყალიბდი |
Posted by: Krusty_the_Clown 11 Mar 2020, 11:34 |
D3cember ჯერ ეს მინდა, რომ გავმართო (მანჯარო) პრინციპში რაც ჩავრთე გუშინ და ცოტა ხანი წავეჩალიჩე, ძალიან სწრაფია, Xfce დავაყენე თან. ენის და რეგიონალების იშუ მინდა, რომ მოვაგვარო. ჯერ ამის მუღამში ვარ, მერე ეგეც შეიძლება რომ ინახოს. არც გამიგია, პირველად ვნახე. იმენა for home use-ო თან ეწერა. |
Posted by: decembre 11 Mar 2020, 11:57 | ||||
ყველას რომ ვკიდივართ რა ჯერ იყო კალენდარში რომ ორშაბათი ყოფილიყო პირველ დღედ, რაღაც შარლატანობებს ვაკეთებდი უბუნტუზე. მერე ფონტების პრობლემა გაჩნდა. მთავრული აფერქეისი დღემდე არ ჩანს. გამოსვალი ვნახე ანდროიდის ფონტზე მყავს ბრაუზერი » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « ახლა შევამჩნიე მირორებში გაქრა ge.archive.ubuntu.com რამდენი ხანია არ ვიცი, გრენა მქონდა ხოლმე არჩეული და ეგეც შენელდა. ალბათ დატვირთვა გაიზარდა. აზერზე შევჯექი, ახლა ეგაა ყველაზე სწრაფი » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « მაგალითად სომხებმა არაფერი დატოვეს თითქმის თავის თავზე მოურგებელი, ჩვენ ერთი ადგილისკენ მივიწევთ ამ სფეროში |
Posted by: Krusty_the_Clown 11 Mar 2020, 12:09 | ||
ჩვენი თავი ჩვენვე არ უნდა გვეკიდოს და აღარც სხვა დაგვიკიდებს
გლობალი სწრაფი არ გაქვს? ნუ ქნება ლოკალი ანუ, მაგის თქმა მინდა. |
Posted by: decembre 11 Mar 2020, 12:14 |
Krusty_the_Clown რა ვიცი, წუხელ ეგ იყო ყველაზე სწრაფი. ახლა ასეა » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « ცალკე მაგთი მიშლის ნერვებს |
Posted by: matemana 11 Mar 2020, 12:48 | ||
არჩში asia-შია Tbilisi მანჯარზეც მანდ იქნება ნახე. |
Posted by: Krusty_the_Clown 11 Mar 2020, 12:53 | ||
matemana
) არც აზიაშია და არც მარსზე... |
Posted by: matemana 11 Mar 2020, 13:19 | ||||
ახლა ვნახე მანჯაროზე და როგორც ვთქვი აზიაშია /usr/share/zoneinfo/Asia/Tbilisi არჩის გაიდიდან timezone-ს დაყენება ln -sf /usr/share/zoneinfo/Asia/Tbilisi /etc/localtime hwclock --systohc locale-ს რაც შეეხება /etc/locale.gen-ში მხოლოდ ამ ხაზს გაუკეთე uncomment en_US.UTF-8 UTF-8 mirror-ებს რაც შეეხება, მე მაგალითად გრენას და https://protonvpn.com/blog/5-eyes-global-surveillance/ ამ ქვეყნების რეპოებს არ ვიყენებ. მხოლოდ ამ ერთ შვეიცარიის რეპოს Server = https://pkg.adfinis-sygroup.ch/archlinux/$repo/os/$arch |
Posted by: Krusty_the_Clown 11 Mar 2020, 13:35 | ||
matemana არ იყო არსად, რამდენჯერმე ვნახე ინსტალის დროს არ ვიცი შენ სად ნახაულობ. დანარჩენს რაც მომწერე, ვნახავ საღამოს და დავწერ.
arch-ის მენუალები კარგად მიდის ხომ ამაზე? |
Posted by: decembre 11 Mar 2020, 13:46 |
matemana გრენაშიც მითვალთვალებს ვინმე? მეტი საქმე არ აქვთ |
Posted by: matemana 11 Mar 2020, 13:53 | ||||
სადაც მოგწერე მანდ არის, არ გინახავს კარგად. თანამშრომლებს აქვთ მანჯარო და მანდ გადავამოწმე. არჩზეა დაფუძნებული და მიდის იდეალურად. |
Posted by: NinjaRacer 11 Mar 2020, 14:10 |
დებიან fastestmirror პაკეტი არ აქვს რედჰატი და ფედორასავით? დააყენეთ და თვითონ მონახავს ყველაზე სწრაფს |
Posted by: Krusty_the_Clown 11 Mar 2020, 14:27 | ||||||
გრაფიკული ინსტალის დროს, არ არ არის თბილისი არსად, კიევი, ტალინი და ათასი ჯანდაბა ვნახე მაგის გარდა. ყველა განყოფილება ვნახე, მაგაზე დავკარგე ძვირფასი 30 წუთი.
Are you kidding?)
კარგია ეს, გამოვიყენებ. |
Posted by: matemana 11 Mar 2020, 14:34 | ||
აბა დასკრინე ls /usr/share/zoneinfo/Asia/ გრაფიკულიდან თუ აკეთებდი უბრალოდ თბილისზე უნდა დაგეკლიკა აქ და აირჩევდა თბილისს, მართალი გითხრა ვერ გავიგე რატომ ვერ აკეთებ ამას? |
Posted by: Krusty_the_Clown 11 Mar 2020, 14:45 |
matemana კარგი, საღამოს აუცილებლად დავდებ) რა ვერ გაიგე კაცო, ხომ წერია Region და Zone შესაბამისად. არც ერთი რეგიონის შესაბამის ზონაში არ არის თბილისი. რავი, სხვანაირად როგორ გითხრა?) |
Posted by: decembre 11 Mar 2020, 15:07 | ||
არც უბუნტუს დისტროებშია ხოლმე არცერთში. რუკაზე საქართველოს დააკლიკე და დაჯდება თბილისი თავისით თუ ქსელზე ხარ მიერთებული, თავად მონიშნავს. NinjaRacer ყველაზე ჩქარი ადგილობრივი უნდა იყოს, არა? |
Posted by: ShaCo 11 Mar 2020, 15:07 |
matemana მართალს ამბობს, არაა დაყენების დროს აზიაში თბილისი, თუმცა დაყენების მერე ჩვეულებრივ ირჩევ პ.ს. არც ეკლიკება |
Posted by: გიორგი XII 11 Mar 2020, 15:08 |
matemana მიშველე რა რამე |
Posted by: decembre 11 Mar 2020, 15:11 | ||
ეკლიკება, კარგად უნდა დაუმიზნო საქართველოს გიორგი XII რას აკეთებ ზუსტად? root უნდა მგონი. |
Posted by: ShaCo 11 Mar 2020, 15:12 |
D3cember საკმაოდ ბევრი ვიჩალიჩე და არ დაეკლიკა, თურქისტანში მიშვებდა ჩამონათვალშიც არ იყო, ამიტომ დავაყენე და მერე გადავცვალე |
Posted by: decembre 11 Mar 2020, 15:14 |
ShaCo რა ეტაკა არ ვარ შინ ვნახავდი |
Posted by: matemana 11 Mar 2020, 15:15 | ||
თქვენ რაღაცა სხვას აყენებთ მანდ selection-ს არასოდეს ვიყენებ, რუკაზევე ვაკლიკავ ხოლმე და დაჟე ბევრჯერ პირველივე დაჭერაზე ვარტყამ ხოლმე. |
Posted by: გიორგი XII 11 Mar 2020, 15:17 |
D3cember დრაივერის სეთინგებში შევცვალე რაღაცა და დასეივება მინდა რო რებუთის მერე ჩვეულებრივად დამახსოვრდეს მარა არ მაწერინებს და ვერც რუთით ვხსნი |
Posted by: decembre 11 Mar 2020, 15:18 | ||
ჰა-ჰა ერევანს ან ბაქოს ატაკოს შემთხვევით გიორგი XII ტერმინალით ცადე? |
Posted by: matemana 11 Mar 2020, 15:20 | ||
nvidia არ გამომიყენებია უკვე 7 წელზე მეტია linux და nvidia ვერ მუშაობს კარგად არსებობს ეგ ფაილი? ეს ნახე აბა რომ დააგენერირო ეგ დაილი თუ არ არის https://askubuntu.com/questions/217758/how-to-make-an-xorg-conf-file |
Posted by: გიორგი XII 11 Mar 2020, 15:23 |
D3cember matemana ეხლა ვცადე ტერმინალით და ქნა სუ გადამავიწყდა რო სუდოთიც იხსნება გაიხარეთ |
Posted by: decembre 11 Mar 2020, 15:23 | ||
|
Posted by: ShaCo 11 Mar 2020, 15:40 |
matemana აშკარად მანჯარო მიყენია |
Posted by: matemana 11 Mar 2020, 18:16 |
დღეს არჩის დაბადების დღე ყოფილა. 18 წლის გახდა https://www.archlinux.org/news/arch-linux-01-homer-released/ |
Posted by: decembre 11 Mar 2020, 18:43 |
ვულოცავ ბოზებშია წასაყვანი უკვე |
Posted by: Krusty_the_Clown 11 Mar 2020, 20:53 | ||||||||||||
matemana
კი მანდ არის ჩამონათვალში, დაყენებისას არ იყო.
გაასწორა ჩვენს რეგიონზე.
ეს ლინქი აღარც დამჭირდა.
ამას ისეც uncomment აქვს:
-თი გადავამოწმე, როგორც მანჯაროს ვიკიში იყო. მოკლედ, problem solved, მადლობა ყველას. რასაც ვუყურებ, მართლა სწრაფია, არ ვიცი Xfce რომაა ამიტომ თუ Arch-ის შევილობილი რომაა ამიტომ, მაგრამ ფაქტია, რომ უბუნტუს gnome-ზე გაცილებით სწრაფია. ახლა პაკეტ მენეჯერს უნდა გავეცნო, მე მინახია მხოლოდ apt და yum. მგონი pacman ხომ?
დებიანთან შედარებით ღლაპია |
Posted by: decembre 12 Mar 2020, 11:33 |
წუხელ რაღაცებს ვაკეთებდი ნახევრად მძინარი და მოვსპე სისტემა მგონი. ჰოი საოცრებავ, აღარ ჩაირთო წეღან. grub rescue... * * * ვიფიქრე გასვლამდე მეილებს ვნახავ-მეთი. ერთი ამის კარგიც... |
Posted by: matemana 12 Mar 2020, 11:43 |
D3cember ერთი 3-ჯერ მოვსპე ეს არჩი მეც, მაგრამ ყოველ ჯერზე აღვადგინე. ბოლო მოსპობა იყო ძაან ცუდი. უზერი + ყველა კონფიგ ფაილი + ყველა შექმნილი გრუპები ყველაფერი წაიშალა. ფაქტობრივად დარეზეტდა. რომ ჩავრთე კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალ ლინუქსის ინსტალაციაშიო. მაგრამ 2-3 საათში ყველაფერი გასწორებული მქონდა. მაგას აქ მუღამი შენი არეულ სისტემას რომ დაალაგებ. |
Posted by: decembre 12 Mar 2020, 12:25 | ||
პორ კეეეე კიდევ კარგი მნიშვნელოვანს არაფერს ვინახავ კომპში, სულაც რომ მეხი დაეცეს არ ვიჯავრებ * * * boot repair_მა ნომიგვარა მარტივად |
Posted by: Krusty_the_Clown 12 Mar 2020, 22:53 | ||
მოკლედ, ძალიან მომეწონა Manjaro, pacman-ს გავეცანი დღეს და ძალიან მოქნილი და ადვილად დასამახსოვრებელი ბრძანებებია. მენუალი აქვთ არაჩვეულებრივი, step by step მიყვებიან ყველაფერს ლოგიკური განვითარებით. მოკლედ მადლობა აქაურ უზერებს. დანარჩენ შთაბეჭდილებებსაც დავწერ ხოლმე) |
Posted by: decembre 13 Mar 2020, 03:01 |
დებიანის იმიჯი 2-ჯერ დიდია მინტისაზე მაგრამ 2k ნაგავი არ მოყოლია საჩუქრად » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « გამოშიგვნა უნდა და კამფეტივით იქნება p.s. xfce მაგარი როჟაა რა, 240 მბ რამზე მეტი არ უჭამია |
Posted by: rauli1987 13 Mar 2020, 09:36 | ||
აი ეგ ვინდოუს 98 ის იკონკები არ მომწონს თორე რა უჭირს |
Posted by: decembre 13 Mar 2020, 10:16 |
rauli1987 ძაან ბებრულია კი |
Posted by: rauli1987 13 Mar 2020, 14:30 |
2 linux შორის ვაკეთებ არჩევანს და ვერც ვაკეთებ. ესაა უბუნტუ ან მინტი... 1) მუდამ სიახლეები და განახლებები აქვთ. 2) ბევრი მიმდევარი ყავთ. 3) ძველი დისტროებია და ვფიქრობ უფრო გამოცდილი. 4) ინტერფეისი და იკონკები შედარებით დახვეწილია ნუ ესაა ჩემი დაკვირვებით და შეილება ვცდები...თუმცა ორივე დისტრო ბედკრული დებიანის შვილებია ( ꈍᴗꈍ) |
Posted by: C17H19NO3 13 Mar 2020, 14:50 |
rauli1987 დამიჯერე მალე მაგათაც მოიძულებ :დდ მერე სხვის ძებნას დაიწყებ. ასე რომ დაიკიდე რაც გაგისწორდება შენ და შენ არქიტექტურას ის დააყენე.. მე Fedora 31 XFCE მაქვს და საკაიფოდ ვიყენებ, თავის საქმეს მიკეთებს ჯიგრულად.. არანაირი შეცდომა არ მქონია ალბათ 2 თვეა უკვე, არც freeze არც არქიტექტურული შეუსაბამობები.... თავიდან დავიწყე უბუნტუთი, მერე მინტიც მქონდა, მერე მანჯაროც და კიდე რავი რამდენიმე... |
Posted by: decembre 13 Mar 2020, 14:54 |
rauli1987 ისე canonical_ს დიდი შრომა აქვს ჩადებული დებიანის განვითარება-გალამაზებაში რამდენი წელია უბუნტუ არსებობს რამე icon pack იქნება ალბათ, მოვძებნი ამაღამ. მგონი გადავალ მე დებიანზე |
Posted by: rauli1987 13 Mar 2020, 15:00 |
რავი მეკი ლიცენზირებული ვინდოუსებიდან გადმოვედი მინტზე (•‿•). უბრალოდ აი რაიზენი არ მემეტება ლინუქსისთვის კაი გეიმინგ სისტემა მაქვს აწყობილი..ნოუთბუქი კი კაცო |
Posted by: decembre 13 Mar 2020, 15:05 |
ადრე სხვა ფორუმზე ვიღაცამ შემომაპარა პოლიტიკურად, დუალ ბუთში უბუნტუ დააყენეო. მაშინ მე-14 ვერსია იყო ახალი მგონი. პირველი ეგ იყო ჩემთვისაც |
Posted by: rauli1987 13 Mar 2020, 16:02 | ||
(•‿•)(•‿•)(•‿•)(•‿•)(•‿•)(•‿•)(•‿•) აუ არა...დუალ სისტემები არ მიყვარს...ჯადოა. 2 პისი მაქვს ერთი ლინუქსი ერთი ვინდოუსი. აი ბავშვობაში მიჩალიჩია მასეთები |
Posted by: Krusty_the_Clown 13 Mar 2020, 16:20 | ||
rauli1987
ორივე ძალიან კარგი დისტრიბუტივებია, უბუნტუ რომ საქართველოში შემოვიდა, მგონი მაშინ დავაყენე მეც)) თავიდან არ არსებობდა კარგი ინტერნეტი, არ იყო ლინუქს სერვერები, რეპოზიტორიების გაწერა გვიწევდა ხელით და უბრალო აფდეითს აკეთებდა 1 საათი მთლიან აფგრეიდს შეიძლება დღეები დაჭირვებოდა. მერე მოხდა რევოლუცია და ოპტიკურმა ინტერნეტმა შეცვალა ჩვენი ცხოვრებაც )) უბუნტუ იყო ფაქტიურად რევოლუცია ლინუქს სისტემებში, რადგან პირველი მეგობრული სისტემა გაიჩითა, რომელმაც მოიცვა მთელი მსოფლიო. მოყვე მერე მინტი, ასევე ძლაიან პოპულარული. მოკლედ კარგია, დააყენე ის, რისკენაც გული მიგიწევს. |
Posted by: matemana 13 Mar 2020, 17:31 |
Krusty_the_Clown ubuntu-ს მთლიან upgrade-ს ეხლაც საათები უნდა და ეს ინტერნეტის სიჩქარეზე არაა. უბრალოდ ნელია მაგ საქმეში, როცა 4 GB-იანი upgrade manjaro-ზე 1 საათზე ნაკლებ დროში გამიკეთებია ახლობლის ლეპტოპზე. ძალიან სწრაფია მაგ საქმეში უბუნტუსთან შედარებით. რას ამბობ 12-დან 14-ზე და მერე 16-ზე მაქვს დააფდეითებული და რა windows დაგიაფდეითებია რა ubuntu საზიზღრად ნელია. ლინუქსის xfce-ს კონკრეტული თემის იკონები თუ არ მოგწონთ სხვა დააყენეთ კაცო. თემების მეტი რა არის. out of box თქვენ მოსაწონს თუ ეძებთ ბევრი ძებნა მოგიწევთ. linux იმისაა რომ შენით მოირგო ყველაფერი იდეალურად. ამიტომაა რომ linux desktop-ები არ გაქვს ერთმანეთს, ნუ ყოველშემთხვევაში advanced user-ების linux desktop-ები არ გავს. ვინც თემის შეცვლაც არ იცის იმისთვის linux vodoo ჯადოქრობა იქნება. |
Posted by: rauli1987 13 Mar 2020, 18:17 | ||||
მერავი upgrade ზე ახალი ვერსია ნახევარ საათში ჩამოტვირთა და დააყენა მინტზე (◠‿◕) მაგთის ოპტიკა მაქვს 25 მეგაბიტიანი პაკეტი.. |
Posted by: decembre 13 Mar 2020, 21:20 |
LTS ვერსიები ათასში ერთხელ გამოდის და რა გაწუწუნებთ |
Posted by: Krusty_the_Clown 14 Mar 2020, 00:38 |
matemana ხო, მესმის, რასაც ვუყურებ მართლა მაგრად მომეწონა მანჯარო, თან მე ბევრი დრო არ მაქვს, ლინუქსი უბრალოდ გატაცებაა ჩემი. რასაც ვახერხებ, ვცდილობ, რომ ნელ-ნელა, მაგრამ უფრო საფუძვლიანად გავიარო, წლების წინ უფრო ზედაპირული ვიყავი ადრინდელ ინტერნეტში ვიგულისხმე ლოკალი-გლობალის 10-ჯერ და ზოგჯერ მეტჯერაც იყო და გლობალზე იყო აფდეითები ხომ გესმის. მერე მოხდა გალოკალურება და ეს იყო ჩემთვის რევოლუცია. თორე თვითონ სისტემა, ხომ გითხარი კიდეც, ძალიან მომეწონა. ძალიან დახვეწილია და სწრაფი. Xfce მომეწონა. სხვათაშორის, პირველი ლინუქსი დავაყენე Mandrake Linux იყო ასეთი. ანუ პირველად ვნახე საერთოდ რა არის ლინუქსი მაგაზე, იასნია ნეტი ვერ ჩავრთე და ვიყავი ასე რაღაც წიგნი მქონდა რედჰეტზე და ზოგი რამე მიდიოდა, ზოგიც-არა |
Posted by: rauli1987 14 Mar 2020, 09:18 | ||
მართალი ხარ შენ , მბეზრდება ერთიდაიგივე და სიახლეებს ვეძებ...მაგრამ არი რაღაც რაც ლინუქსში მომწონს და არი რაც არ გააჩნია, არის კიდე რაც ვინდოუსს გააჩნია და ლინუქსს არა და არ შეიძლებოდა ამ დაწყევლილ კომპანიებს ლინუქსზე დაეშენებინათ ვინდოუსი? როგორც ანდროიდია მაგალითად |
Posted by: decembre 14 Mar 2020, 10:10 | ||
აპირებდა მგონი ლუციფერის მონა მაიკროსოფთი რაღაც მსგავსი პროექტის დაწყებას |
Posted by: matemana 14 Mar 2020, 13:01 | ||
WTF? ვის რა ჭირად უნდა windows და ანდროიდი როგორაა? ორი სისტემაა გაერთიანებული? ვისაც უნდა კიდე ქონდეს, მაგრამ linux-ზე ვინც მუდმივად ვართ იმათ უმეტესობას windows საერთოდ არ გვინდა. ერთიდაიგივე თუ გბეზრდება მაშინ windows-საც ვერ გამოიყენებ, იმიტომ რომ მაგას ვერ შეცვლი, ვერც მაკს, ვერც ios-ს ეგენი სულ ერთ ვიდზე და მენიუებზე დგანან. linux-ს კიდე ისე გადააწყობ როგორც მოგინდება. |
Posted by: decembre 14 Mar 2020, 14:29 |
matemana ადრე ბჟუტურობდენ რაღაცას, კერნელის განახლებებს მიიღებს ანდროიდიო, ისმის რამე? |
Posted by: matemana 14 Mar 2020, 14:49 |
D3cember ვერსია არ იცვლება, მოდულებს აკეთებენ. ვიდეობარათის დრაივერი უკვე გააკეთეს მოდულად google play-დან განაახლებ, როგორც nvidia-ს ან amd-ს ანახლებ ხელით. კერნელის ვერსიის ცვლილებას ის მწარმოებლები აფერხებენ binary blob-ებს რომ დებენ კერნელში. ამას არ აკეთებენ სხვა კერნელისთვის და იმიტომ აქვს 2 წლიანი მხარდაჭერა, google-მა ძლიევს 3 წლამდე გაზარდა და ჩემს pixel-ს ქონდა პირველად 3 წლიანი support. ეხლა pixel 2-ს და ა.შ. კერნელის ვერსია ისევ open source-მა იჩალიჩა ნახე -> https://forum.ge/?f=103&showtopic=35110429 nexus 5-ზე ბოლო ვერსიის კერნელი გაქვს მაგ სისტემაზე. კაი გამახსენდა უნდა დავაყენო ეხლა ისევ ვნახო რამხელაზეა დახვეწილი ეხლა. |
Posted by: Krusty_the_Clown 14 Mar 2020, 15:32 |
აუ გეცოდინებათ რა, ტყუილად რომ არ ვიწვალო. Microsoft-ს აქვს ასეთი პროგრამა: teams. დავგუგლე და ვნახე, რომ არსებობს ლინუქს ვერსიაც, ოღონდ არის მხოლოდ .deb და .rpm თუ იცით, მანჯაროზე .deb-ს დავაყენებ? ლეპტოპზე მჭირდება ეგ ძალიან. ან თუ .deb. არ ყენდება, რაიმე ალტერნატიული გზა რომ მირჩიოთ. მადლობა) |
Posted by: decembre 14 Mar 2020, 15:43 |
Krusty_the_Clown deb არ დაყენდება. AUR_ში უნდა იყოს https://aur.archlinux.org/packages/teams/ matemana გასაგებია |
Posted by: matemana 14 Mar 2020, 15:51 |
Krusty_the_Clown browser-ს ვერსია? -> https://teams.microsoft.com/ AUR-ში ეძებე ზოგადად ყველაფერი ეგეთი როგორც ზემოთ დაგიწერეს. yay-თ დააყენებ AUR-დან. |
Posted by: rauli1987 14 Mar 2020, 16:55 | ||||
androidi ლინუქსის კერნელს იყენებს შენც ხო იცი (θ‿θ)..არც ის ვიცი ლინუქსის ხალხი როგორ თამაშობთ მაღალ ფპს ზე ინვიდიას gtx 1080ti თი სიტყვაზე (•‿•)(•‿•)(•‿•)..როდესაც ინვიდიას აგინებენ...ლოგიკურია რო თამაშები არ უყვართ ლინუქსისტებს. მე პირადად ვთამაშობ კიდეც, კოდსაც ვწერ და ფილმებსაც ვუყურებ...და თუ ლინუქს კერნელი ექნებოდა ვინდოუსს ნაკლებად დავირუსდებოდა და უფრო დაცული იქნებოდა...ამიტო არ მიყვარს ვინდოუსი რო ვირუსდება თორე განა ჯვარი მაქვს დაწერილი ან ლინუქსზე ან ვინდოუსზე |
Posted by: Krusty_the_Clown 14 Mar 2020, 16:59 | ||
ვა რა სწრაფად გიპასუხიათ) snap დავაყენე და მერე ამითვე დავაყენე teams. ეგ ვარიანტი არ მისინჯია, რაც თქვენ დამიწერეთ. ეგრე ჯობია დაყენება?
ეს pacman-ის ვარიანტია? ანუ რამდენი package მენეჯერია ვეღარ გავიგე აქ)) ეს snap-იც ახლა გავიგე პირველად (?!) + როგორც ვნახე ავტომატურად არ აყენია მანჯაროზე yay ხომ? |
Posted by: matemana 14 Mar 2020, 20:36 | ||||||
Krusty_the_Clown snap ნაგავია წაშალე. yay არის AUR helper უბრლაოდ დამხმარეა, თორემ სულ არ გჭირდება AUR-დან pkgbuild-თ შეგიძლია ხელით დაბილდო ხოლმე, მაგრამ დამწყებებისთვის yay კაია. + დეფენდენსებსაც მისით უყურებს და აყენებს, გეკითხება რომ დაბილდვის მერე ავტომატურად წაშალოს კიდეც რომ ნაგვად არ დარჩეს სისტემაში. დაყენება sudo pacman -S git git clone https://aur.archlinux.org/yay.git cd yay makepkg -si გამოენებაც მარტივია yay "პეკეჯის სახელი" მოგცემს რასაც იპოვის მაგ keyword-თ იმათ. თუ სახელი იცი yay -S "პეკეჯის სახელი" დააყენებს * * *
შენ ვერ გამიგე. როცა ამბობ windows დაეშენებინათ linux-ზეო როგორც ანდროიდიო. ანდროიდი იყენებს linux-ს კერნელს და გარსი აქვს "დაშენებული" და მოდიფიცირებულია საკმაოდ. გუგლის სერვისები. pkg manager არ აქ და ა.შ. windows-ს "დაშენება" ძალიან მარტივია დააყენე ნებისმიერ linux-ს დისტროზე windows-ს გარსის მსგავსი თემა და ეგაა. შენ რასაც გულისხმობ სავარაუდოდ არის windows-ს პროგრამები და თამაშები და სხვები მიდიოდესო ანუ best of both worlds გინდა, მაგრამ აქ უკვე ანდროიდთან შედარებაში ცდები. ანდროიდი ერთი სისტემაა. შენ გინდა ორივე ერთში proton-მა ძალიან გაამარტივა თამაში. nvidia-ს გამოყენება შეუძლებელი არაა linux-ზე უბრალოდ პრობლემებთანაა დაკავშირებული. open source რო არაა დრაივერები ხელს უშლის ძაან. nvidia კი ღორობს და მისით მთლად კარგ დრაივერებს არ აკეთებს linux-სთვის. ტექნოლოგიებსაც არ ხსნის. ცუდი კომპანიაა და არც torvalds აგინებს ტყუილად, არც ლინუქსისტები და არც apple-მა დაიკიდა nvidia ტყუილად |
Posted by: Krusty_the_Clown 14 Mar 2020, 21:59 |
matemana დიდი მადლობა დეტალიზაციისთვის! აწი ვეღარ მოგეშვები ხოლმე აქვე გკითხავ: pacman და yay ფუნქციურად ერთი და იგივეა ხომ? ანუ ორივე package manager-ია ხომ? |
Posted by: rauli1987 14 Mar 2020, 22:22 | ||||||||
გავიგე ყოველივე ბატონო მათემან |
Posted by: HARLEY1 18 Mar 2020, 13:43 |
სად არი შინაგან სამინისთრო, სადარი ქანონი ესაა დამნაშავე sudo journalctl --vacuum-time=1d ერთ დღეზე დავაყენე, მაინც ასეა საერთოდ როგორ დავასტოპო ეგ სერვისია თუ რაცაა? რამდენად სასურველია? |
Posted by: matemana 18 Mar 2020, 13:48 | ||
yay manager არაა ჰელფერია რა. მაგის გარეშედაც შეგიძლია მარტივად დააყენო და დაბილდო პეკეჯები. უბრალოდ ვიღაცა ადგა და დამწყებებისთვის დაწერა ეგ ჰელფერი. მაგის გარდა 20-მდე ჰელფერია კიდე * * * HARLEY1 3 რამეა მნიშვნელოვანი systemd-ში. PID1, udev და journal თუ გინდა გამორთე საერთოდ, მაგრამ ლოგები არ გექნება /etc/systemd/journald.con -> Storage=none მაქსიმალური მეხსიერების გამოყენებაც მანდვეა და დააყენე რამდენი არასაჭირო სერვისი გაქ მაგის გარდა. შენ ადგილას ყველას გავთიშავდი და ბევრად აჩქარდებოდა ჩართვა. |
Posted by: HARLEY1 18 Mar 2020, 14:01 | ||
matemana პირველ რიგში მადლობა სწრაფი პასუხისთვის. ეს ჩავასწორო ანუ
კარგი აზრია. ჯერ უნდა გავარკვიო რომელი რას აკეთებს. ზოგი კი მივხვდი |
Posted by: NinjaRacer 18 Mar 2020, 14:04 |
touch /var/log/journal გააკეთე აბა გააპერსისტენსებს, ანუ ამ ლოგებს მეხსიერების მაგივრად ფაილში ჩაწერს. |
Posted by: HARLEY1 18 Mar 2020, 14:09 |
NinjaRacer ვნახავ უსაქმური კაცი მახათს იმასშვრებოდაო, რას ავიხირე ლინუქსის დაყენება * * * Archived and active journals take up 16.0M in the file system. Startup finished in 1.192s (firmware) + 14.350s (loader) + 9.747s (kernel) + 17.104s (userspace) = 42.394s აქედან კი გაქრა |
Posted by: matemana 18 Mar 2020, 16:42 | ||||
HARLEY1 ლოგირებას გააკეთებს მარა არ ინახავს ლოგებს. როგორ დააყენე? lvm-ს არამგონია იყენებდე, udisks2-ც არამგონია გჭირდებოდეს, ModemManager ეს ვაფშე გააქრე 323225% არ გჭირდება დანარჩენები რავი გადახედე. მე avahi-ც გამორთული მაქ არ ჭირდება. მანდ ზოგი მაინც ეშვება disabled რო უთხრა ამიტომ მე რაც საერთოდ არ მჭირდება mask-ს ვუკეთებ enable-ზე მარტო 4 სერვისი მაქ. enabled:
* * *
ისედაც მანდ არ წერს? ოღონდ journal ფოლდერია და არა ფაილი. |
Posted by: HARLEY1 18 Mar 2020, 17:00 |
matemana ნინძამ რომ დაწერა ის ვქენი. დღეს გვიან მივუბრუნდები ისევ. რაღაც რიჟა დისტროა ეს მინტი, ვიზუალურად მომწონს მაგრამ 2 დღეში შემაძულა თავი უკვე. შენ რა გიყენია? |
Posted by: matemana 18 Mar 2020, 17:10 |
HARLEY1 მე arch linux მიყენია, linux თუ იცი მარტივია დაყენება. ისე თუ გინდა manjaro დააყენე arch-ზეა დაფუძნებული და ყველა arch-ს სიკეთეებს გამოიყენებ 100% archwiki, ABS, AUR, pacman... დაამუღამებ linux-ს და მერე გადახვალ arch-ზე წინა გვერდზე სკრინი გიდევს 40 MB მიაქო ლოგებსო და ეგ ფოლდერი უკვე უნდა არსებულიყო ls /var/log/journal ეს ბრძანება გაუშვი და სკრინი დადე აბა. |
Posted by: HARLEY1 18 Mar 2020, 17:27 |
matemana დამწყები ვარ მაგრამ მთლად ჩაიდანიც არა მგონი მაგაზე kde ჯობია თუ xfce? როგორც კი მივალ კომპთან დავსქრინავ. |
Posted by: matemana 18 Mar 2020, 17:40 |
HARLEY1 მე ორ გარსს ვერ ვიტან linux-ში gnome-ს და kde-ს xfce მშვენიერი გარსია. მსუბუქი მოქნილი. manjaro xfce დააყენე და ნახავ კმაყოფილი თუ არ იქნები. საკმაოდ სწრაფია. |
Posted by: HARLEY1 18 Mar 2020, 17:57 |
matemana გნომი ხო ისაა უბუნტუზე რომ დგას. საშინელებაა. კდე არ მინახავს ახლოს |
Posted by: NinjaRacer 18 Mar 2020, 19:10 |
მანდ ფოლდერი რომ შექმნა mkdir -p /var/log/journal ლოგები აღარ წაიშლება და პირდაპირ დისკზე ჩაწერს. მეხსიერებას აღარ შეჭამს. https://access.redhat.com/solutions/696893 |
Posted by: matemana 18 Mar 2020, 22:09 |
NinjaRacer ეგ რედჰეთს ქონია ბანძურად მე რაც დისტრო მინახავს ლოგები რებუთზე არ იშლებოდა. მე ის გამიკვირდა შენ touch /var/log/journal რომ დაუწერე. ეგ ფაილს ქმნის და არა ფოლდერს და მაგიტომ. ეგ ფოლდერი დეფოლტად არის ხოლმე. არჩზეც და მანჯაროზეც ისედაც არის არ უნდა შექმნა. აგერ მინტზეც იყო. |
Posted by: HARLEY1 18 Mar 2020, 22:22 |
matemana |
Posted by: NinjaRacer 18 Mar 2020, 22:41 | ||
matemana
ხო ამერია. მთელი დღეა მივაკვდი რაღაც როლების წერას, ლოგების ქექვას და sealert -ების გარჩევას. ხოდა ნუ გიკვირს რო რაღაც ამერია. ტერმინალთან ეგეთი რაღაცეები არასდროს მერევა რედჰატს არაფერი არ აქვს ბანძურად. საერთოდ არაფერი https://www.freedesktop.org/software/systemd/man/systemd-journald.service.html ზოგადად სისტემდის ფიჩაა. თუ არსებობს დირექტორია /var/log/journal მაშინ მეხსიერებაში აღარ ჩაწერს ამ დირექტორიაში ჩაწერს დისკზე. ნებისმიერ დისტრიბუტივე mkdir /var/log/journal და ეგაა p.s რედჰატს მართლა არაფერი არ აქვს ბანძური |
Posted by: matemana 18 Mar 2020, 22:43 |
NinjaRacer კაი ისე დავწერე რედჰეთზე მინტზეც, არჩზეც, მანჯაროზეც და სხვებზე რაც გამომიცდია ისედაც არის ეგ ფოლდერი და ლოგები პერსისტანტი უაზრობა იქნებოდა დეფოლტად ასეთ დისტროებში ლოგები რომ იშლებოდეს, რა მუღამი აქ ისეთ ლოგებს რებუთზე და ქრაშზე თუ დაიკარგა |
Posted by: NinjaRacer 18 Mar 2020, 22:48 |
matemana რა მუღამი აქ ლოგებს თუ კი შენი სერვერი დაიჰაკა და ზედ ყველაფერი მიაშალეს მათ შორის შენი პერსისტანტ ლოგებიც? ლოგსერვერი თუ არ გაქვს აზრიც ეკარგება ლოგირებას. როცა ერთ სერვერზე გაქვს ყველაფერი შენახული. უსაფრთხოების მხრივაც ჯობია და სამართავადაც. დისკი არ გადაგევსება, ლოგების მენჯმენტი ერთ ადგილას ხდება. ელასტიკსერჩით დააინდექსირებ და ა.შ. |
Posted by: matemana 19 Mar 2020, 01:23 |
NinjaRacer სერვერი რაშუაშია, დეკსტოპზე ვსაუბრობთ. |
Posted by: NinjaRacer 19 Mar 2020, 02:36 |
matemana ხო მერე რა ლოგებზე და სისტემდიზე ვსაუბრობთ და მე პირადად გამომადგა ერთხელ ეგ ფიჩა. ერთხელ დამავალეს რასბერი გამეკეთებინა რიდ ონლიში რომელიც საერთოდ არაფერს ჩაწერდა დისკზე. მაგრასბერიზე რაღაც ენდფოინტები იყო რომელიც რაღაც სისტემას აკონტროლებდა. რელეების და სენსორების მეშვეობით. ტემპი იყო მარტო ჩაწერადი ტემპფსში, სოკეტებისთვის და პიდ ფაილებისთვის. ლოგების პრობლემა თავისთავად მოგვარდა. ეგეც შენი 1 იუზქეისი, რედჰატის იუზქეისიც დავწერე. გაპერსისტენტება ლოგების ყოველთვის არაა საჭირო. მითუმეტეს დესკტოპზე რადგინდა ლოგები 20 დღის წინანდელი. ჩატვირთვიდან ლოგები სრულიად საკმარისია და თან ტყუილად დისკსაც არ ღლის. მოკლედ შევეშვათ. არაა საინტერესო თემა. |
Posted by: matemana 19 Mar 2020, 12:16 |
NinjaRacer შევეშვათ, მაგრამ როცა ერთ რამეზე ვსაუბრობთ და რაღაცა კარგია იმ ერთი რამისთვის, აქ არგუმენტის მოყვანა რომ ეს რაღაცა ცუდია მეორე რამისთვის რაც საერთოდ არ გვიხსენებია მთლად სწორი არაა რაც კარგია დესკტოპისთვის შეიძლება არ იყოს კარგი სერვერისთვის და პირიქით |
Posted by: Krusty_the_Clown 22 Mar 2020, 23:35 | ||
matemana გასაგებია, მადლობა.
მე მაინც pacman-ს "ვაწვები" ასე ვთქვათ, რადგან რეკომენდაციაში უწერიათ მანჯაროს ვიკიში. ხოდა .tar.xz პაკეტი მშვენივრად დაყენდა sudo pacman -U /bla/bla მერე, Libre office მივეცი. ეს ლეპტოპი გადავიდა არალინუქსის მცოდნე ადამიანთან და ისე იყენებს, როგორც ადრე, ვინდოუსის დროს, უკეთესადაც, უფრო მოწონს. ტერმინალს რომ ხედავს არ მოწონს, მაგრამ მას არც უწევს ტერმინალთან და დესკტოპი კიდე მშვენიერი აქვს sudo pacman -Syu და გაქვს განახლებული სისტემა. მერე შევცვალე /etc/pacman.conf ამ კონფში ჩავუწერე color უფრო მეტი სიმკვეთრისთის ტერმინალში pacman-ის გამოყენებისას. ძალიან კარგი wiki აქვს, მაგალითებით. დასკვნა კი ის არის, რომ მაქვს ძალიან სწრაფი, მოქნილი და მორგებადი სისტემა, მადლობა თქვენ და Manjaro-ს. |
Posted by: matemana 23 Mar 2020, 00:41 | ||||
მაგიტომაც გირჩევდი.
ეს არასწორია. ანუ pacman-თან კავშირი არ აქვს yay-ს. pacman-თ ვერ დააყენებ package-ს პირდაპირ AUR-დან. ან ხელით უნდა ქნა ან ჰელფერი გამოიყენო მაგალითად yay ანუ pacman-ს კი არ უნდა მიაწვე, არამედ ორივეს ერთდროულად P.S. pacman -U ეს მარტო მაშინ უნდა დაგჭირდეს როდესაც downgrade უნდა გაუკეთო package-ს. ARCH linux package-ბის ძველ ვერსიებს აქ ინახავს /var/cache/pacman/pkg/ ახალი კომპრესიით tar.zst-ები არის. იგივენაერად დააყენებ, უბრალოდ გაცილებით სწრაფია ძველ კომპრესიაზე. manjaro-ზე ნახე აბა მანდ თუა არ მახსოვს. დროდადრო წაშალე ძველები. ბოლო 1 ვერსია დაიტოვე თუ გინდა package-ბის მარტო. რომ დააფდეითებ თუ რამე დააბრუნო. 4 წლის მანძილზე სულ 2-3ჯერ თუ დამჭირვებია, მაგრამ მაინც 1 ძველი ვერსია გქონდეს. თუ არ გაქ არც ეგაა პრობლემა აქედან გადმოწერ https://archive.archlinux.org/packages/ |
Posted by: Krusty_the_Clown 23 Mar 2020, 01:02 | ||
matemana
Yes! Right ჩავუჯდები მაგ yay-ს, რადგან მთელი ბაზა მაინც მანდაა (Arch User Repository) თუმცა, ბინარული და გამზადებული უკვე Manjaro-საც ბოლოად აქვს თავისი მშვენიერი და ლამაზი სერვერი ქონიათ არქივის |
Posted by: NinjaRacer 23 Mar 2020, 04:06 |
ვიცი ოფტოპიკია მაგრამ რამდენად იყენებთ ვიმს და რამდენად კარგად იყენებთ. https://www.youtube.com/watch?v=wlR5gYd6um0 ვინაიდან სახლში ვზივართ და კარტინია არაა ცუდი იდეა ამის დამუღამება. იმიტომ რომ პროდუქტიულობას 10000X-ჯერ ზრდის. სისწრაფესაც. და იმდენი კარგი რამე აქვს აი მაგალითად დებაგერმა დაგიწერა 1233 ლაინზე გაქვს შეცდომა. vim +1233 sourcecode.py და გადადის ეგრევე ლაინზე. კიდევ ბაფერები, ეკარნის გაყოფა, ტაბები, ZZ, ZQ, M, G, gg და უამრავი რამეა რაც ძალიან ძალიან ძლიერს და მოქნილს ხდის ამ ედიტორს. |
Posted by: Lloyd_George 5 Apr 2020, 14:52 |
kde plasma ყოფილა თვით მშვენიერება. ასეთი დახვეწილი დესკტოპი არ მინახავს. ეტყობა რომ დალტონიკი დიზაინერის ნამუშევარი არაა xfce რაღაც სტარუხა მათუსალაა, დიდი ამბავი თუ 100-200 მბ_ით ნაკლები RAM ჭირდება |
Posted by: t-90 22 Apr 2020, 12:07 | ||
Lloyd_George
ეგ არის ძველ კომპიუტერებისთვის. ძირითადად. KDEს ისე ყველაზე კარგად გამოსდის ვიჯეტები. |
Posted by: Lloyd_George 22 Apr 2020, 13:43 |
t-90 icon-ები აქვს გულისამრევი, ისე არაფერს ვერჩი. ქასთომიზაცია შეგიძლიაო არ მითხრა ახლა. ასობით ნახატი მე რატო უნდა ვეძებო ან რატო უნდა დავამზადო |
Posted by: t-90 22 Apr 2020, 16:28 |
Lloyd_George KDEს თუ XFCE? KDEზე უამრავირ ამე მაქვს ნაცადი. მ.შ. როგორც მახსოვს იკონების შეცვლაც უნდა იყოს. თუმცაღა მე არ შემიცვლია მარა შეიძლება მოძებნა. XFCE ვიყენებ მხოლოდ უცხო კომპზე ისიც ვირტუალურ მანქანებზე. ისე XFCE როგორც მახსოვს GNOME აიკონები მიდის. მოვძებნე და შესაძლებელი ყოფილა თურმე ძაან მარტივად. |
Posted by: Lloyd_George 22 Apr 2020, 17:37 |
t-90 xfce-ზე ვთქვი მახინჯი იქონები აქვს მეთქი, პანელზე თუ სტატუსბარზე (რაც ქვია) |
Posted by: matemana 22 Apr 2020, 20:33 | ||
მაგაზე იკონკების შეცვლას რაღა უნდა. ძებნა რად გინდა დააყენე თემები და სეთინგებიდან გადართე გადმორთე. KDE და GNOME ყველაზე მეტად მეჯავრება DE-ებიდან. XFCE-ს 10 წუთი უნდა და თუ გინდა mac os-ს დაამსგავსებ, თუ გინდა windows-ს თუ გინდა შენ გემოზე დაანავაროტკებ. სამაგიეროდ მსუბუქია ბევრად და შუსტრი. ნუ მე თუ მკითხავ WM ყველაზე მაგარია workflow-სთვის, მაგრამ იკონკების შეცვლა თუ გეზარება WM-ს ნაღდად ვერ გამოიყენებ |
Posted by: t-90 22 Apr 2020, 23:27 | ||
matemana
არა ხო ეგენი ყველა ნავაროტკდება. მარა ბევრად მსუბუქი გადაჭარბება მგონია. მეცხრე თაობის 6 ბირთვი არის იმ ლეპტოპზე რომელიც ახლა უნდა ვიყიდო და RTX 2070 სხვაობა არ მგონია რადიკალური იყოს. |
Posted by: Lloyd_George 23 Apr 2020, 12:13 |
ვიზუალით მაინც გნომი ჯობია, რაღაცას მაინც გავს. იკონებს რომ თავი დავანებოთ. |
Posted by: matemana 25 Apr 2020, 15:59 |
Lloyd_George სამაგიეროდ სტაბილურობაში უჭირს. update-ბისას ხშირად ურევს ხოლმე. ვიზუალზე კი დავა ცოტა არასწორი მგონია. მე სულ არ მიყენია DE და ასე უფრო მომწონს, ვიზუალურადაც და ფუნქციონალურადაც ბევრად ჯობია. დროს არ ვკარგავ ფანჯრების დალაგება გადალაგებაში. t-90 მასეთ ძლიერ ლეპტოპზე სხვაობის დანახავა რათქმაუნდა გაგიჭირდება, მაგრამ სუსტ კომპზე სხვაობა საკმაოდ დიდია. xfce სადაც იმუშავებს gnome და kde გალაგავენ. |
Posted by: vasovaso92 28 May 2020, 12:44 |
ავტოზაგრუზკაზე ესენია და რომლები გავუთიშო? |
Posted by: vasovaso92 29 May 2020, 21:09 |
არავინ იჩითება აქ? ------------------------------ |
Posted by: decembre 29 May 2020, 22:04 | ||
მარტო პოლიტგანყში ანთია შუქი ბლუთუზს თუ არ იყენებ blueberry და bluetooth შეგიძლია გათიშო flatpak-იც არაა აუცილებელი mintwelcome უაზრობაა ენვიდიასი თუ არაფერი გაქვს ორივე გამორთე აპლეტ ოჩერედი პეჩატი... რაღაცა... თუ პრინტერს არ ხმარობ მენეჯერ აბნოვლენიიც არაა აუცილებელი. როცა მოგინდება თავადაც გახსნი და გამოიყენებ. |
Posted by: vasovaso92 29 May 2020, 22:27 |
Dcember მადლობა ჯიგარი ხარ.ამეებს რო გამოვურთავ სერვისებიდან რამის გამორთვა აღარაა საჭირო ხო?არადა რო ვნახულობ დიდად არ იტვირთება კომპიუტერი.კიდე ძველ ვერსიებში განახლებები როა სულ ხოა ხუთი დონე განახლებების და ზოგი ვნახე ვიდეოები ტოვებს პირველს და მეორეს დანარჩენებს თიშავს და აქ ვაფშე რო შევდივარ მენიუში არაფერია მსგავსი |
Posted by: matemana 29 May 2020, 23:13 |
vasovaso92 linux mint-ს თემაშიც მოგწერე. ეგენი თუ არ დაგუგლე და წაიკითხე რა როგორ მუშაობს არ გამოგივა სწავლა. ეხლა გატყობ რომ უყურებ როგორც windows-ს, არადა მაგ გარსის უკან იმდენი რამე იმალება. მაგ update-ბზეც რო ამბობ მოსანიშნი აქო. ან რეპოზიტორები იქნება ან ჩენელები ანუ ტესტ, სტაბილური და ა.შ. არ ვიცი ზუსტად, მინტს არ ვიყენებ რომ მენიუები ზეპირად ვიცოდე. სერვისებშიც ბევრი რამე გექნება ზედმეტი 100% დარწმუნებული ვარ. systemctl list-unit-files --state=enabled აკრიფე და ნახავ სერვისებს რაც ჩართვისას ისტარტება. systemctl list-unit-files --state=disabled ამით გამორთულ სერვისებს ნახავ, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში მაინც ისტარტება. აი systemctl list-unit-files --state=masked ამათ კი დასტარტვის შანსიც არ აქვთ. ამას გარდა ბევრი სხვა რამეა, მაგალითად login manager რომელიც მე რო მკითხო საერთოდ ზედმეტი რამეა. console-თ რომელი უზერითაც გინდა იმ უზერით შეხვალ და რომელ გარსსაც გინდა (თუ რამდენიმე გიყენია) იმას ჩართავ. აი მაგ login manager-ს კიდე ხშირად ერხევა ხოლმე განსაკუთრებით nvidia-ს დრაივერებიც როცა გიყენია სისტემაში. რაც ნაკლები სოფტი გაქ მით უფრო სტაბილური იქნება, ნაკლები შანსია რომ რაღაცა "გატყდეს". მე მაგალითად bootloader-ც არ მაქ Linux kernel-ს EFISTUB-ს ვიყენებ. უმარტივესია ESP partition-ზე რომელიც დამაუნთებულია პირდაპირ /boot დირექტორიაში აგდია კერნელი და ინიტრამი და ეშვება. არც update უზამს რამეს და არაფერი. ზედმეტი პროგრამა აღარ მიყენია ჩასატვირთად და სისტემაში ავტორიზაციის გასავლელად. |
Posted by: vasovaso92 30 May 2020, 11:17 |
matemana მაგდენი რამე რო ვიცოდე აქ კი არ დავწერდი |
Posted by: vasovaso92 1 Jun 2020, 12:23 |
დახმარება მჭირდება shotcut ეს პროგრამა ჩავწერე და დიდი ადგილს იკავებდა 2 გეგაბაიტზე მეტი იყო რაღაც flatpack თუ რაცაა და იქიდან წავშალე საიდანაც პროგრამებს აყენებს და 100 მეგაბაიტი გაანთავისუფლა მარტო და ყველაფერი როგორ გავასუფთავო სულ რო წაისალოს პროგრამა?სინაპტიკია თუ რაცაა მანდ რო წვერ პროგრამის სახელს ვაფშე არ ეძებს ისე როგორ წავშალო სანამ დავაყენებდი ისე რო განთავისუფლდეს ადგილი? |
Posted by: Agonist 13 Jun 2020, 18:38 |
პაროტი რონახე კდის ნახავდი მეითის DEც აქ და რავი მე ბევრად მომწონს რამდენი დისტრო გამომიცვლია მარა პაროტი ყველაზე დიდიხანია მაქ სექიურითი ედიშენიც აქ და ჩვეულებრივი ჰოუმიც. ლაგვაში რასგულისხმობ ? ვიდეოსშუაში ხაზივით ხოარ ჩანს? |
Posted by: decembre 13 Jun 2020, 19:44 |
რასაც დავაკვირდი ვინდოუსიდან გადასვლა უმეტესობას სულაც არ უჭირს, უბრალოდ თავიდანვე განეწყობიან რომ არ უნდათ და ვირზე შეჯდებიან ხოლმე. ვინც გადავიდა უკან მობრუნებული არ მინახავს, ამბობენ რომ "დაისვენეს". |
Posted by: MOLA 14 Jun 2020, 15:33 | ||
რისგან დაისვენეს არ ვიცი მაგრამ ერთ რამეში გეთანხმები არსაიდან არსად გადასვლა არ არის ძნელი . 2000 წლიდან ვიმუშავე ვინდოუსზე 2009 წლამდე . 2009 დან 2012 ის ჩათვლით ვიმუშავე მაკზე . მაგის შემდეგ ვარ ლინუქსზე ( 2 წელი ვიყავი უბუნტუზე, მაგის მერე ვარ ფედორაზე). არ არის ვაფშე არანაირი დისკომფორტი ერთი OS - იდან მეორეზე გადასვლა. მთავარია ზუსტად იცოდე რატო გადადიხარ და რა გინდა კონკრეტულად ამა თუ იმ სისტემიდან . დანარჩენი უბრალოდ თულია რა . რომელიც დაგჭირდება კონკრეტულად ის უნდა გამოიყენოსდ ადამიანმა მე თუ მკითხავს კაცი |
Posted by: matemana 14 Jun 2020, 15:52 |
MOLA რეალურად საქმე იმაშია რომ 90%-მა არ იცის windows-ს იქეთ თუ რამე არსებობს. მე ბევრისთვის მაქვს დაყენებული linux ისე რომ არც იციან დღესაც რა უყენიათ, სამაგიეროდ ის იციან რომ რაღაცა კარგი უყენიათ, რადგან წლებია კომპს ჭედვები არ დაუწყია, რაღაცა კვერცხობა რეკლამები და ვირუსები არ აუკიდია და გადაყენება არ დაჭირვებია. დაახლოებით 1 წლის მერე მკითხრა დაყენებიდან რამდენიმემ გადაყენება არ უნდაო? არა მეთქი და ვსო. მეტი არაფერი უკითხავთ. უმეტესობას კისრამდე ყოფნის linux და სულ არ უნდა windows, საჭიროა ეს მიახვედრო, აუხსნა რატომ ურჩევნია linux და ვსო. ბევრი კიდე ვინც გადადის linux-ზე ელემენტარული წაკითხვა არ უნდათ ხოლმე ნეტში არაფრის. ეგეთები როგორც წესი ბრუნდებიან ხოლმე ისევ windows-ზე რამდენიმე დღეში ან რამდენიმე კვირაში. ნუ თავიდან ალღოს რომ აუღებენ linux-ს მერე ვსო აღარ გაუჭირდება. ზოგი ვიზუალს რომ უწუნებს. არ წაუკითხავთ რომ რამდენიმე გარსი არსებობს და საერთოდაც ყველაფრის საკუთარი ხელით შეცვლაც კი შეუძლიათ. საქართველოში აი მინიმუმ 50-60%-სთვის არანაერი სხვაობა არ ექნება რომელი სისტემა ეყენება კომპზე ან ლეპტოპზე. მითუმეტეს ძალიან ბევრს საკმაოდ ძველი კომპიუტერები აქვთ ჯერ კიდევ ნელი HDD-თ დაჟე linux აჯობებს სისწრაფით ბევრად განსაკუთრებით windows 10-ებს, რომელიც საშინელებაა HDD-ზე. |
Posted by: decembre 15 Jun 2020, 14:46 | ||||
რითი დეიღალენ? i-ვაშლ ბუქს სიამოვნებით ვიქონიებდი |
Posted by: 7harvey 23 Jul 2020, 18:41 |
მანჯარო დუალ ბუთში ვინდოუსთან. ინსტალაციისას boot/efi ფართიშენს flag-ში მოვუნიშნე მხოლოდ boot, esp არ იყო არჩევანში. ხოდა ვინდოუსმაც დაინახა ეს ფართიშენი და მგონი არაა ნორმალური ამბავი ხომ? » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « letter მოვუშალე და დაიმალა მაგრამ ესაა გამოსავალი? ახლა რომ მოვუნიშნო ხომ არ აურევს რამეს? ან მარტო mfsdata-ს რატო აჩვენებს აქ? » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: matemana 24 Jul 2020, 10:07 |
7harvey რაღაცას არ აკეთებ სწორად. ზემოთ გაქ უკვე EFI partition და რატომ ცდილობ მეორეც გააკეთო? 100 MB-ში თუ არ ეტევა 500 მაინც უნდა გაგეკეთებინა. მე EFI partition-ზე მაქ ყველაფერი და დაახლოებით 75 MB მიაქ ჩემს სისტემაში ერთ კერნელს. ნუ მე EFISTUB-ს ვიყენებ. grub რამდენიმე MB-იან გამშვებს აგდებს ხოლმე მანდ და 100 MB კი უნდა ეყოს ორივე სისტემას შენთან. |
Posted by: 7harvey 24 Jul 2020, 23:22 |
matemana გაიდებში რაც ეწერა ისე გავაკეთე. ის 100მბ-იანი ვინდოუსმა გააკეთა ადრე |
Posted by: Fennec 25 Jul 2020, 00:05 | ||
parrot security რატომ უნდა გამოიყენო სამუშაო კომპიუტერზე დიდად არ მესმის... ისევე როგორც კალი...მე პირადად OSCP ის გამოცდას რომ ვაბარებდი მაშინაც არ გამომიყენებია.. უსაფრთხოების ხელსაწყოები თუ გინდა მგონი ჯობს ისინი დააყენო რომლებსაც იყენებ, ვიდრე ათასობით ისეთი ხელსაწყო რომ გაქვს სისტემაში რომლების 80%-ს ალბათ არასდროს გამოიყენებ... |
Posted by: NinjaRacer 25 Jul 2020, 00:58 | ||||||
4 თვეა სამსახურის ლეპტოპზე ვმუშაობ 16 გიგა აქვს რამი 120 nvme აქვს ანუ ფლაში ეხლა შევამჩნიე და ტერაბაიტი hdd-ი. რამდენჯერ ჩამაკვდა ხელში ეს უბუნტუ ვერავინ დაითვლის. დატვირთულია სულ და ისეთი ნელია შემორტყმა მინდება. თავიდან იმ ლოგიკით არ მოვკიდე ხელი რო ლიქნუსია მაინც და იმუშავებს მეთქი. ახლა მივხვდი რო დროა გადავიდე რამე ნორმალურ დისტრიბუტივზე. თან დროის დაკარგვაც არ მინდოდა 2-3 დღე მაინც მოვუნდები ყველაფრის დალაგება. დისტროზე ჯერ ვერ გადავყწვიტე.
ზუსტად 10-ჯერ უფრო მეტი ინფორმაცია წაიკითხა ჩვეულებრივ ვინჩესტერზე.
და მე საერთოდ არ ვიყენებ თურმე. არქი ვტენო ვითომ?
პროცესორიც აყრია საკაიფოდ და ხო არ მივაკომპილირო ჯენტუ. მთლიანად რამში გავუშვებ ყველაფერს. მივაკომპილირებ და იფრენს. https://wiki.gentoo.org/wiki/Portage_TMPDIR_on_tmpfs https://guyrobottv.wordpress.com/2017/04/18/installing-gentoo-linux-on-zfs-with-nvme-drive-part-1/ აი ამის გაკეთება მეზარება |
Posted by: D3cember 25 Jul 2020, 18:01 |
ახალი მინდა რაცხა მარა დაყენება და თვალიერება ქე მეზარება |
Posted by: D3cember 27 Jul 2020, 13:06 |
ამაზე რა აზრის ხართ? https://distrowatch.com/gallery.php?distribution=bluestar |
Posted by: Fennec 28 Jul 2020, 01:43 | ||
ეს ცადე https://elementary.io |
Posted by: matemana 28 Jul 2020, 09:28 | ||
artix ცადე runit-თ. მე მომწონს ძაან. s6 არ მიცდია არასოდეს. ექსპერიმენტები თუ გინდა ეგეც გამოგადგება. |
Posted by: D3cember 29 Jul 2020, 22:47 |
Fennec მქონდა ადრე ეგ. matemana კარგად გამოიყურება ეგეც |
Posted by: Dodecahedron 30 Jul 2020, 02:21 |
ხალხო, კაროჩე, ჩვეულებრივ ext4 ზე მიყენია ლინუქსი არანაირი ენქრიფშენით, ჰოდა პროსტა რომ დავაბექაფო მთელი ფართიშენი, მერე მივაფორმატო, luks ი მივცხო, და grub თავიდან დავაყენო არაფერს დაენძრევა ხო? იგივე იქნება პროსტა უკვე encrypted მგონი არაფერს დაენძრევა მარა მაინც rsync ით იჩალიჩეო ლეპტოპზეც დუალ ბუთი მაქვს და იქ ვინდოუსზე bitlocker მაქვს და ლინუქსის ფართიშენიც encrypted მაქვს პროსტა boot ი მაქვს unencrypted და მაგაზე შეიძლება მაინც რაღაცეებიო, მარა მაგდენს ვინ იჩალიჩებს :დ ვირუსიან კერნელი თუ დააკომპილირა ვინმემ და ჩაანაცვლა ჯანდაბას, ავიტან მაგდენი თუ იჩალიჩა :დდდდდდდ |
Posted by: D3cember 30 Jul 2020, 02:42 |
დაკრიპტვა კი არა იუზერზეც არ მიდევს პაროლი. რას იცავთ ეგეთს?! |
Posted by: lasha-rustavski 30 Jul 2020, 11:00 | ||
ამდენი ცესკოს რომ სცოდნოდა კიარ გაიტანდნენ საქართველოს ამომრჩეველთა ბაზას ფორუმზე გასაყიდად |
Posted by: matemana 30 Jul 2020, 11:05 | ||
მეც, ავტომატურად ვლოგინდები |
Posted by: D3cember 30 Jul 2020, 11:11 |
სახელმწიფო კი არა აღუების ბაღია, იუსტიციის ბაზასაც გენიოსური პაროლი ედო |
Posted by: Dodecahedron 30 Jul 2020, 13:25 |
არაუშავს, 1 ხელ თუ ინანებთ დაკრიპტული რომ არ გქონდათ მერე დაკრიპტავთ ყველაფერს |
Posted by: NinjaRacer 30 Jul 2020, 13:29 |
Dodecahedron ლუქსით დაკრიპტე. ერთხელ ვინანე პაროლი დამავიწყდა და ვეღარ ვსნიდი. |
Posted by: Dodecahedron 30 Jul 2020, 13:31 |
NinjaRacer ლეპტოპზე მაინც თავიდან მქონდა დასაყენებელი და დავკრიპტე ლუკსით მარა პც ზეც მინდა უბრალოდ თAვიდან მეზარება ყველაფერი arch ზე ვარ და სანამ ყველაფერს თავიდან დავაყენებ და კონფიგებს აღვადგენ..... და luks ით დაკრიპტულზე რომ partition ის ბექაფი შევაგდო პროსტა არ გამოვა? და grub ის რეინსტალი გავაკეტო რა |
Posted by: NinjaRacer 30 Jul 2020, 15:34 | ||
dd-ით აიღე მთლიანი იმიჯი თავის გრუბიანა ყველაფრიანა. ან რითაც გინდა. არაა რაზნიცა შენ ლუქსით დაკრიპტე და რითაც გინდაა დაასნეფშოტე მერე. |
Posted by: Dodecahedron 30 Jul 2020, 17:13 |
NinjaRacer ხარაშოო, ვცდი, grub იანად არ გამოვა, უეჭველი უნდა reinstall, UUID სხვადასხვა აქვს ფართიშენს და გახსნილ/დამაპულ ფართიშენს, არქზე mkinitcpio ს კონფიგშიც უნდა ჩაამატო რაღაცეები |
Posted by: NinjaRacer 30 Jul 2020, 17:15 |
Dodecahedron დდ დამფს აკეთებს ბით ბაი ბით იგივე უნდა იყოს. რავი. |
Posted by: matemana 30 Jul 2020, 21:08 |
Dodecahedron pv < /dev/sda > /dev/sdc ასე დავკლონე მე ssd-დან ssdზე მთელი არჩი და UUID-ც იგივე ქონდა და ყველაფერი. |
Posted by: Dodecahedron 30 Jul 2020, 21:59 |
matemana თუ არ კრიპტავ არ ვიცი UUID ს რა მოსდის მაგრამ luks ით რომ დავკრიპტე ლეპტოპზე შეეცვალა, ვცდი შაბათ-კვირას, თუ არ დამეზარა |
Posted by: Dodecahedron 9 Sep 2020, 14:40 |
რატომღაც ენძრევა ხოლმე ამ ჩემს დაკრიპტულ ლინუქსს live usb დან ჩა chroot ვა და კერნელის რეინსტალი მინდა ხოლმე რომ გასწორდეს რა ჯანდაბაა ადრე კლეობა fstab ის გამო ემართებოდა, boot არ იყო ხოლმე დამაუნთებული თურმე :დდდდდ ახლა სწორია ეგ, პროსტა ntfs მაქვს boot ი და რამე მაგის ბაზარი ხო არაა :დდდ ვინდოუსს რაც ქონდა იმ ფართიშენზე გადავაწერე რაღაც acpi ერორებიც ჩანს ხოლმე დაბუთვისას მაგის ბაზარია შეიძლება |
Posted by: decembre 9 Sep 2020, 15:30 | ||
რა ძალა გედგა ჰა? არქი გაქვს როგორც მახსოვს. ჩამოგეჭრა 300-500მბ მაგისთვის, რატო მოჟმოტე |
Posted by: Dodecahedron 9 Sep 2020, 16:25 |
Dcember OCD ს მსგავსი რამეა ალბათ, 1 ით ზედმეტი ფართიშენი არ მინდა * * * ნიჩიო მაინც არ ვიყენებ მაგ ლეპტოპს, შვებულებაში ყოფნისას რამე ემერჯენსი რომ ყოფილიყო მაგ პონტში დავასეთაფე სამსახურის ამბები |
Posted by: decembre 9 Sep 2020, 17:06 |
Dodecahedron შვებულება და სამსახური ერთად ვის გაუგია, უნდა გათიშო ყველაფერი როგორც საიქიოში წასული არ უნდა შეაწუხო, ისე შვებულებაში გასული |
Posted by: Dodecahedron 10 Sep 2020, 01:10 | ||
ეჰ რაღაც პროექტებია გაშვებული რომლის გაგებაშიც არავინ არაა როგორ მუშაობს და ჩემი დასაფიქსია ემერჯენსის შემთხვევაში, რომ წავალ ვიღაცას მაგარი ტყნაური მოუწევს ეს ყველაფერი რომ შეისწავლოს |
Posted by: decembre 10 Sep 2020, 09:03 |
Dodecahedron თუ გიფასებენ კიდე ჯანდაბას |
Posted by: 1WoodPecker 20 Oct 2020, 22:06 |
"Microsoft has finally made available the Edge browser for Linux. The build 88.0.673.0 from the Dev channel is now available for download. It is wrapped into a DEB package, so it can easily be installed in Ubuntu, Debian, and their derivatives." https://packages.microsoft.com/repos/edge/p...osoft-edge-dev/ იგრიალე ოქრო! p.s. კარგია რომ ასეთი გიგანტები ნელ-ნელა ინტერესდებიან და უშვებენ სოფთს პინგვინებისთვის p.s.s. AUR-შიც გაჩითავენ იმედია, სტაბილური როცა გამოვა |
Posted by: PhenomTJ 6 Nov 2020, 19:22 |
გამარჯობა, Microsoft Office _სთან ყველაზე თავსებადი რომელი საოფისე ნაკრებია (Office Suite) Libreoffice? |
Posted by: decembre 6 Nov 2020, 19:32 |
PhenomTJ ფორმატებს გულისხმობ? ლიბრეც ინახავს მს ოფისის ფორმატში და ოფენოფისიც. მთავარია უნიკოდ ფონტებით იმუშავო რომ გაუგებრობა არ იყოს. |
Posted by: PhenomTJ 6 Nov 2020, 19:40 |
Dcember პრეზენტაცია გავაკეთე ლიბრეს Impress_ში, შემდეგ უნივერსიტეტში Powerpoint_ით რომ გავხსენი სულ არეული იყო ფონტები, ფონები, ეფექტები, ცხრილები. ამ სახის თავსებადობაზე ვამბობ უფრო. რა ფორმატში შევანიხე აღარ მახსოვს, მგონი .odp იყო და არა .pptx. ამის ბრალი, შეიძლება ყოფილიყო? |
Posted by: decembre 6 Nov 2020, 19:47 |
PhenomTJ სავარაუდოდ კი, მაგის ბრალი იქნებოდა |
Posted by: C17H19NO3 11 Nov 2020, 22:05 | ||
PhenomTJ
კი, მაგრამ ჩემთანაც ასე ხდება ხოლმე როცა ვორდისთვის ვიმახსოვრებ ან ექსელისთვის, ვინდოუსზე რაღაცა ნიტოა ყოველთვის .. |
Posted by: tornikeeeee 12 Nov 2020, 02:28 |
ამიტომ ყველაზე კარგია ოფისის ონლაინ ვერსიის გამოყენება.. თავის ბრაუზერი რომ გამოუშვა მაიკროსოფტმა ლინუქსისთვის, იქნებ საშველი დაადგეს და ოფისიც გამოუშვან (თუმცა ძაან მეეჭვება) |
Posted by: decembre 12 Nov 2020, 09:00 |
ბრაუზერი მუქთაა და ოფისი საკმაოდ ძვირი ღირს. არ აწყობთ |
Posted by: PhenomTJ 13 Nov 2020, 17:33 | ||||
მაგის გამო მომიწია ისევ ვინდოუსზე გადაბარგება |
Posted by: matemana 13 Nov 2020, 22:05 | ||||||
VM? Dual boot? Wine? არის ვარიანტები. მხოლოდ და მხოლოდ მაგის გამო არაა საჭირო wind-ზე. nexus 5-ზე 4G-ს unlock დამჭირდა და qemu-ში ვგლიჯე უცებ windows 7 ძალიან lite ვერსია ხოშიანად გამოვიყენე. მანდაც შეიძლება ძაან ლაით ვერსია 500-550 MB-ს რომ იწონიან iso-ები ეგენი დააყენო 300 MB RAM ყოფნის 2 ბირთვს და 2 RAM-ს მიცემ და word excel powerpoint-ს ხოშიანად გამოიყენებ. წამში ირთვება და წამში ითიშება ეგ qemu. |
Posted by: PhenomTJ 14 Nov 2020, 18:16 |
matemana მადლობა, ვცდი |
Posted by: decembre 15 Nov 2020, 10:06 |
ბარემ აქ ხართ და redshift ინტერნეტის გარეშე როგორ ჩავრთო? ლოკაცია თუ არ ნახა არ ირთვება |
Posted by: matemana 15 Nov 2020, 18:00 |
Dcember .config-ში redshift-ს კონფ ფაილში მიუთითე location-provider=manual [manual] lat=48.0 lon=18.0 აქ გადახედე რამდენიმე ვარიანტია. ბაგი ყოფილა ეგ. https://www.reddit.com/r/linuxmint/comments/5zdlqm/how_can_i_get_redshift_work_when_i_am_offline/ https://askubuntu.com/questions/194525/does-redshift-need-an-active-internet-connection-to-work |
Posted by: decembre 15 Nov 2020, 19:09 |
matemana ვნახავ, მადლობა. ესეც იგივეს ურიკინებს https://gitlab.com/chinstrap/gammastep |
Posted by: _Moxuci_ 21 Nov 2020, 23:44 |
ვინდის საოფისე ფაილებთან და ზოგადად ოფისთან თავსებადობით open office სჯობს libreoffice-ს. |
Posted by: Datvlas-vin-gtxovs 26 Nov 2020, 18:44 |
ლინუქსის მთელი მუღამია რო რაღაცეებს სწავლობ, სანამ ბოლომდე გამართავ და მოირგებ |
Posted by: _Moxuci_ 28 Nov 2020, 19:20 |
Datvlas-vin-gtxovs რომ მოირგებ და ყველაფერს გამართავ მერე უკვე მოწყენა იცის ჩემთვის მთავარ პრობლემა კვლავ ის რჩება , რომ თამაშები დაიკიდეს და თამაშებსაც ჰკიდიათ ლინუქსი... |
Posted by: DeLorean 29 Nov 2020, 13:35 | ||
ნუ ღელავთ, რაღაცა ყოველთვის გამოხტება და ჩაგიჯვამს ხასიათში |
Posted by: C17H19NO3 1 Dec 2020, 01:32 |
_Moxuci_ შენ და შენი თამაშები :დდ კაროჩე მე კი მაქვს წელიწადზე მეტია ერთი OS, არც შევცვლი ალბათ კიდევ კაი ხანი... მაგრამ LibreOffice მაგარი ჩაჯმულია რა.... აფდეითებში სულ მაგას ვნახულობ ნეტავ გამოასწორონ, მუშაობის დროს გრძნობ რომ რაღაც დემო ვერსიასთან გაქვს საქმე და არა ექსელთან ან ვორდთან D სხვა საკითხებში უპრობლემოდ, სწრაფად, დაცულად, ხარისხიანად.... |
Posted by: DeLorean 1 Dec 2020, 09:04 | ||||
ვერასდროს მივა მაგისი დებილი ანალოგი მე ეს მიყენია https://www.freeoffice.com/ |
Posted by: _Moxuci_ 1 Dec 2020, 20:04 |
C17H19NO3 თამაშები არა მარტო ერთი თამაში მაქვს, რომელზეც ვმუშაობ და ზუსტად ამ ერთს იკიდებს ლინუქსიც, ინვიდიაც, გაიჯინიც, როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე... ბაშს ვსწავლობდი და დავუბრუნდი ისევ, მაგრამ ძველებურად ჩასვრილია ამ მხრივ საქმე და უფრო უარესიცაა, თორე ვულკანზე მუშაობდა ადრე. რომელ დისტროზე დაფუძნდი საბოლოოდ? |
Posted by: C17H19NO3 8 Dec 2020, 15:21 | ||
_Moxuci_
რამდენიმე ვცადე ჩემი გამოცდილებით რომ მომწონდა, მაგრამ ლეპტოპს არ მოეწონა რატომღაც (Dell Latitude) მერე ZORIN core დავაყენე და დავისვენე რა, უბუნტუ ბეისდ რა თქმა უნდა .. და "რა თქმა უნდა" იმიტომ რომ დესკტოპ ლინუქსებში უბუნტუს ბაზა ძლიერია .. მანჯარო და ეს ახალგამო*ყნაურებული დესკტოპები პირველი 2 კვირა კარგად მიდის მერე ხან რას უღლევებს ხან რას.. ასე სტაბილურად როგორც ზორინმა იმუშავა ჯერ არ უმუშავია ჩემთვის არცერთს.. 1 წელია უკვე მგონი. კომუნიტიც კარგი ყავს |
Posted by: decembre 8 Dec 2020, 20:31 |
ეს მომეწონა https://www.linuxliteos.com/ lubuntu-ს ჯობია მგონი. ერთ ტაშტზე უნდა დავაყენო მერე |
Posted by: _Moxuci_ 9 Dec 2020, 00:05 |
C17H19NO3 ჩინური spyware დააყენე? გინდა უბუნტუ ბეისდ გქონია და გინდა ვინდოუსი. რავი, მანჯარო ჩემთვის კარგია, ფედორაც მაგარია, და ოუფენსუსი როცა მეყენა ძალიან მაგარი იყო KDE გარსით. |
Posted by: Agonist 9 Dec 2020, 15:13 | ||
XFცE_ა ეგ LXDE მსუბუქია უფრო თუ ჯართზე გინდა დაყენება |
Posted by: DeLorean 10 Dec 2020, 11:24 |
თაჩპადმა აურია მანდ. ჯერ ძაან სწრაფი იყო, მერე სულ დასტოპდა.ეკრანს მარჯვნივ თეთრი ზოლი გაუჩნდა სიმაღლეზე. მერე ფედორა გადმოვწერე. სულ მაინტერესებდა. ეგრევე დაიქრაშა მოზილა. ძვრა ვერ ვუყავი. რესტარტის მერე იგივე. ცოტა მოზრდილი პროგრამები რაც მოყვა ვერცერთი გავუშვი, ასეთი არაფერი მინახავს ოფისი გავხსენი და გაიყინა ყველაფერი. გნომია კია მძღნერდემონი მაგრამ სხვა სისტემებზე არ უქნია ეგრე. შეიძლება ჩემი ლეპტოპი არ მოეწონა ლაივში რომ ცუდად იქცევა არ ღირს იმის დაყენება, მეზარება ასეთი წვრილმანების დევნა |
Posted by: C17H19NO3 11 Dec 2020, 02:11 |
_Moxuci_ Deepin არა. Zorin. საკმაოდ კარგია. რა ვქნა უბუნტუს თავზე გავიარე თქო ვერ ვიტყვი და მაგის დედაც.. უბუტნუ და თავისი დისტროები არცერთი მომწონს მაგრამ ბეისედ სხვა რამეა მაინც. წიკები მაქვს ცვეტში ამდენ დისტროში :დდ ბევრი ვცადე თან და ხან რა არ მომწონს ხან რა. ამან დაალაგა საკმარისად და ვსო დავრჩი ჯერ ზორინზე. უამრავ საქმეს მაკეთებინებს ძალიან გამართულად, სწრაფად, ხარისხიანად. მანჯაროზე მაგალითად დახურული ლეპტოპი მუშაობდა დამაწყვიტა ნერვები მაგის სწორებამ. მომნატრებია აქ წერა ნინჯარეისერი რას შვრება როგორ არის.. მოკითხვა ✌ |
Posted by: DeLorean 11 Dec 2020, 11:20 | ||
ალბათ xfce-ს ბაგი იყო. სხვა დისტროზე ვნახე იგივე, არ მახსოვს რომელმა ქნა |
Posted by: _Moxuci_ 11 Dec 2020, 23:27 | ||
C17H19NO3 ხო, გადავამოწმე მალევე და მე ბოდიში :დ ინტერესის გამო გადავხედავ აბა როგორია. ბაშს და პითონს სწავლობდი მგონი... როგორ მიდის საქმე?
ბუკზე აურია ჩემთანაც ბოლოს ან თვითონ ბუკმა აურია. ბავშვი უტყაპუნებს ხოლმე. სფეისი გამიფუჭა არადა ვიზუალური დაზიანება არ ეტყობა ღილაკს. Key remap მინდა გავუკეთო რამე სხვა კნოპკამ რომ შეასრულოს სფეისის ფუნქცია, მაგრამ ვერ ვიპოვე ჯერ შესაფერისი ტუტორიალი. |
Posted by: matemana 12 Dec 2020, 01:59 | ||
xmodmap -e 'keysym Alt_R = KP_Space' მარჯვენა alt გახდება space |
Posted by: _Moxuci_ 12 Dec 2020, 15:22 |
matemana მადლობა! ისე როგორ ვქნა,რომ ყოველ ჯერზე ხელახლა არ მომიწიოს შეყვანა? |
Posted by: DeLorean 12 Dec 2020, 15:42 |
_Moxuci_ შექმენი ~/.Xmodmap და მანდ ჩაუწერე |
Posted by: C17H19NO3 16 Dec 2020, 02:02 | ||
_Moxuci_
როგორც ხდებოდა იქამდეც, დავიწყებდი მივიდოდი რაღაც ზღვარზე, ვეცდებოდი მეპოვა სამსახური თუნდაც უფასო, პრაქტიკისთვის (ჩემი *** სადაა მსგავსი გარემო) გავიდა 6 თვე არც ბაში არც პითონი... მერე ისევ თავიდან და ასე რა ვტრიალებ ლუპში :დდ ამ ეტაპზე ისევ სწავლას ვჩალიჩობ, მიწევს თითქმის 0 დან დაწყება. მაგრამ არაუშავს.. სამსახურები, ოჯახი, პირადი, რავიცი უამარავი დროა(დაკარგულად არ ვთვლი), უბრალოდ სულ 2 თვით, რომ ეს დრო ჩემ სწავლას დავუთმო ჩამოყალიბებული პროგრამისტი ვიქნებოდი :/ |
Posted by: Alameda 16 Dec 2020, 16:58 |
გამარჯობა, აღარ მინდა ეს ჯაშუში ვინდოუსი და ყველაზე დაცული ვერსია რომელია? ამ სისტემაზე რომ დავაყენო. დამწყები ვარ, ტერმინალთან მუშაობის გამოცდილებაც არ მაქვს. i7-5820K 32GB RAM 400GB U.2 SSD RX580 4GB |
Posted by: DeLorean 16 Dec 2020, 18:55 | ||||||
Alameda
რისგან დაცული? ფიშინგი და რამე? აპები დაცული სერვერებიდან იწერება, იქ ვინ რა უნდა შეაპაროს
სისტემაში ჩუჩხურს თუ არ აპირებ ტერმინალი ათასში ერთხელ დაგჭირდება, ბევრი მარტივი დისტრიბუტივია უკვე, ყველაფერი კონტექსტური მენიუებითაა და რამე
სათამაშოდ გინდა თუ? |
Posted by: C17H19NO3 16 Dec 2020, 19:44 | ||
|
Posted by: matemana 16 Dec 2020, 21:00 | ||
არ მომხდარა თუ? kernel.org-ც კი დაიჰაკა, repo-ებში vulnerability-ები იყო ნაპოვნი MITM-სთვის. HTTP-ზე არი ბევრი და HTTPS-ც არის მაგრამ default-დ ბევრგან HTTP-ებია და მაგაზეც იყო ლაპარაკი გადასაყვანად. მე HTTPS რეპო მიყენია ჩემი switzerland-ს. ერთი რეპო მაქ უკვე წლებია arch-ზე და არასოდეს გაუსხამს საკმაოდ სწრაფადაც ახლდება ხოლმე. რამდენჯერ დისტროების საიტებიც დაუჰაკავთ და გადმოსაწერი iso საფრთხის შემცველი იყო და ამიტომ warning-ებს ავრცელებდნენ ხოლმე თარიღებს შორის თუ გქონდა გადმოწერილი ჯობდა წაგეშალა და ახალი დაგეყენებინა. 100% დაცული არაფერია, რათქმაუნდა. მაგრამ თანდათან კი იხვეწება ყველაფერი, ეგერ intel-ს cpu-ებში იმდენი ხვრელი ნახეს მიმიქარავს საცერი. საქმე იმაშია რომ ჰაკერებიც იხვეწებიან და ღმერთმა იცის ეგ ხვრელები მანამდე ნაპოვნი ქონდათ თუ არა. ნუ ჯამში უბრალო მომხმარებლისთვის Privacy-სა და დაცულობის მხრივ linux 100 თავით მაღლა დგას windows 10-ზე განსაკუთებით. * * * Alameda სისტემაში გაერკვიე ზოგადად. Pop! OS-ს აქებენ მაგამ არ გამომიცდია. manjaro-ს ვურჩევდი ხოლმე ადრე ყველას, მაგრამ პრობლემები აღმოაჩნდა და comunity ყავს ძალიან ბანძი. პრინციპში უფროსობაც. ერთმა 2000 ევრო ჩატეხა დონაციებიდან და gaming laptop დაითრია მისთვის ცადე თუ გინდა დასაწყისისთვის პრინციპში კი გამოგადგება. Steam რამე რუმე ყველაფერი მოყვება XFCE ვარიანტი დააყენე. gaming-სთვის თუ გინდა Steam-ში proton გააქტიურე და სისტემაში სულ ახალ-ახალი kernel-ები აყენე. ფაქტობრივად live-ში იხვეწება gaming ეხლა linux-ზე და თუ რამე ახალი იქნება არ გამაზავ. Windows-ს ძალიან ბევრ თამაშს ეგრევე გაუშვებ steam-ში proton-თ. ისე მეორე გზაცაა VM დააყენო და GPU passthrough გააკეთო თუ შენ სისტემას შეუძლია. ანუ ვირტუალურ მანქანას გადასცემ GPU-ს და იქ დააყენებ windows-ს, რომელსაც მხოლოდ gaming-სთვის გამოიყენებდი. ცადე ზოგი თამაში linux-ზე უფრო კარგად მუშაობს კიდეც ვიდრე windows-ზე, ასე რომ გააჩნია რისი თამაში გინდა ნუ სისტემიდან გამომდინარე ვფიქრობ რომ გინდა ეს ძალიან კარგი პროგრამაა მონიტორინგისთვის https://github.com/flightlessmango/MangoHud ხო lutris-ც დაგეხმარება gaming-ში. |
Posted by: DeLorean 16 Dec 2020, 22:20 | ||||||
უყურე შენ
ხო არ გახსოვს რომლები იყვნენ?
ჩვენთანაც ხოა გრენა და კიდევ რაღაც * * * ახლა გამახსენდა კანონიკალის გითჰაბის ექაუნთიც მიჯირყვნეს შარშან |
Posted by: matemana 16 Dec 2020, 23:41 |
DeLorean კი. linux mint მახსოვს 100%, კიდე gentoo-სთან იყო რაღაც ბუნდოვნად მახსოვს. კი არის მარა ის მირჩევნია. მუშაა 14 eyes ქვეყნებშიც არ შედის HTTPS-ა, საკმაოდ სწრაფია სიჩქარის გარდა იმ მხრივ რომ შემინიშნავს სხვა არჩის რეპოებთან შედარებით მალე ახლდება და მოკლედ წლებმა გამოცადა და მუშაა. მხოლოდ ერთი რეპო მაქ თან მირორლისტში და ერთხელაც არ გაუმაზია. |
Posted by: DeLorean 17 Dec 2020, 00:00 |
matemana 2016-ში ყოფილა https://blog.linuxmint.com/?p=2994 ისე ჰეშებს თითქმის ყველაფრისას ვამოწმებ ხოლმე მე |
Posted by: _Moxuci_ 18 Dec 2020, 12:02 | ||
DeLorean
პატარა სკრიპტი გავაკეთე. ასე უფრო მოსახერხებელია, რადგან ხშირად ვცვლი სისტემებს :დ C17H19NO3 ბაშის საფუძვლების მერე თუ სისადმინობას არ აპირებ პითონის სიღრმისეული არ სჯობს? თან ეს უკანასკნელი მულტიპლათფორმულია და მეტგან შეგიძლია გამოყენება. პრაქტიკებს რაც შეეხება მე ვარ ახლა პატარა პროვაიდერ კომპანიაში, სადაც ტექნიკურ ჯგუფს 400ლ აქვს ხელფასი... |
Posted by: DeLorean 18 Dec 2020, 12:13 |
5.9 კერნელი ძაან იმასშვრება რა, 5.4 უფრო სტაბილური იყო ცოტა ძველ კომპებზე მოარიდეთ მაინც |
Posted by: decembre 23 Dec 2020, 22:36 |
ხალხო, ამის დაყენებას ვცდილობ http://aur.archlinux.org/packages/openoffice მიწერს ამას curl: (22) The requested URL returned error: 404 Not Found ==> ERROR: Failure while downloading http://apache.org/dist/openoffice/4.1.7/binaries/en-US/Apache_OpenOffice_4.1.7_Linux_x86-64_install-rpm_en-US.tar.gz Aborting... Failed to build openoffice ის ლინკი აღარ ვარგა და სხვა საიტზე აქვთ ატვირთული https://sourceforge.net/projects/openofficeorg.mirror/files/4.1.7/binaries/en-US/ აქედან რომ დავაკოპირო, როგორ ჩავსვა ამაში ვერ მივხვდი build ფაილი » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « როგორღაც აქ უნდა ჩავაკვეხო _durl="http://apache.org/dist/$pkgname/$pkgver/binaries/$_lang/Apache_OpenOffice_${pkgver}_Linux_x86" source_i686=("v$pkgver-i686::${_durl}_install-rpm_en-US.tar.gz") source_x86_64=("v$pkgver-x86_64::${_durl}-64_install-rpm_en-US.tar.gz") |
Posted by: matemana 24 Dec 2020, 08:22 |
Dcember რითი აყენებ? yay? .cache-ში ნახე მაგის ფოლდერში PKGBUILD უნდა ეგდოს. ჩაასწორე url და makepkg -si თ დაბილდე. ABS-საც გადახედე https://wiki.archlinux.org/index.php/Arch_Build_System პირდაპირ aur helper-ს გამოყენება არაა რეკომენდებული ისე რომ არ გესმოდეს როგორ უნდა დაბილდო package ხელით, რადგან ეგეთ მარტივ პრობლემებსაც ვერ მოაგვარებ. ისე ეგ პროგრამა რად გინდა? მკვდარია ფაქტობრივად https://www.libreoffice.org/discover/libreoffice-vs-openoffice/ libreoffice მაქედანაა დაფორკილი და ყველანაერად ჯობია მაგას. თუ MS office-თან გინდა compatibility მე რაც დავდე freeoffice-ს ლინკები იმ office-ს თემებში მაგაზე უკეთესს ვერაფერს ნახავ. |
Posted by: decembre 24 Dec 2020, 11:27 |
matemana ქართულის spell checker მაინტერესებდა როგორ მუშაობდა. მართლა მკვდარია და ტყუილად აზიან კრუხებივით ზედ. დადონ კოდი, ვინმეს გამოადგება. |
Posted by: matemana 24 Dec 2020, 11:37 |
Dcember libreoffice რა არის აბა? დაფორკილიათქო მაქედან და ყველაფერში ჯობია. |
Posted by: Aquarius_A888 24 Dec 2020, 12:37 |
აბა გადახედეთ, პრიორიტეტების მიხედვით აქვთ დალაგებული და შეაფასეთ გამოცდილებმა. ისე, პირველ გვერდზე რომ მოიხოდოს მსგავსი პოსტი ქართულად, უფრო წინ წაიწევს ხალხი ლინუქსის ცოდნაშიც და ბევრსაც გამოადგება, რომელი დისტრო რისთვისაა უკეთესი და ა.შ. https://fossbytes.com/best-linux-distros-choosing-guide/ |
Posted by: decembre 24 Dec 2020, 13:11 |
სხვათა შორის შესამჩნევია ამ ბოლოს ინტერესდებიან ახალგაზრდები |
Posted by: nick_el_son 9 Jan 2021, 13:27 |
ძველი ლეპტოპისთვის მინდა ვცადო რაიმე სუპერ-ლაითი დისტრო.. რაღაცეებს გადავხედ-გადმოვხედე, მაგრამ რაც ვიზუალურად მომეწონა ან ფასიანია ან ოხრად რესურსები უნდა, ან ორივე :/ ალბათ წინა ვერსიის Puppy-ს ჩავწერ, მაგრამ ოხრად რამეები იქნება ხელით გასასწორებელი.. თუნდაც ის კოშმარი სინგლ-კლიკზე რომ დაბლ-კლიკის ფუნქციონალი აქვს დეფოლტად |
Posted by: D3ToX 9 Jan 2021, 14:05 | ||
nick_el_son
რომელი გინდოდა? დონატის გარეშე არ გადმოგაწერინა ალბათ |
Posted by: matemana 9 Jan 2021, 14:13 |
nick_el_son რა ლეპტოპი გაქ? არჩევანი იმხელაა რომ რავიცი რანაერად ვერ ნახე უფასო და შენი მოსაწონი მიკვირს. არჩი დააყენე და გექნება მსუბუქი სისტემა DE არ დააყენო WM გამოიყენე მსუბუქი იქნება, ან ბოლო ბოლო რამე მსუბუქი მაგალითად LXQt DE აიღე. |
Posted by: nick_el_son 9 Jan 2021, 14:24 | ||||
D3ToX
ჰო Elementary OS: https://elementary.io/ და Elive: https://www.elivecd.org/download/stable/ $ უნდათ :დ matemana
1.8GHz ინტელის რაღაც დუალ-ქორი ინტეგრტირებული ვიდეოთი, 2გბ დდრ2, პატარა HDD. |
Posted by: matemana 9 Jan 2021, 14:31 |
nick_el_son და ეგ ორი სისტემა ვერ გადმოწერე უფასოდ? elementary გარკვევით წერია შეიყვანე რამდენი $-ც გინდაო და შეიყვანე 0 და გადმოწერს იმ მეორეზე კიდევ გარკვევით წერია. ეს საერთოდ რა სისტემაა არც ვიცი. ეგაა სუსტი კომპიუტერი? მაგ მონაცემებზე ყველა linux იმუშავებს. lubuntu დააყენე და იმუშავებს კანფეტივით. arch-ს თუ დააყენებ WM-თ მთლად უკეთესი კისრამდე ეყოფა ეგ მონაცემები. swapfile გააკეთე 4 GB. |
Posted by: nick_el_son 9 Jan 2021, 14:55 | ||||||
matemana
ააა არ ვიცოდი მასეც თუ გასჭრიდა
გარკვევით წერია რომ იმეილი უნდათ და მე კიდევ არ მინდა ვინმეს რაიმე ინფო გავუზიარო..
კი, ვფიქრობ მაგეებზეც (lubuntu და ArchBang). რაც შეიძლება ლაითი დისტრო მინდა რომ კომპმა "იფრინოს" (თორემ მასე ამ მომენტში ვინდოუს 7 აყენია და ეგეც კი მუშაობს უპრობლემოდ )) პლუს ვიზუალურად რომ მომეწონოს და რომ რაც შეიძლება ნაკლები ჩალიჩი მომიწიოს სეტინგებში ჰოდა ვარ ასე შერჩევის პროცესებში |
Posted by: D3ToX 9 Jan 2021, 15:20 |
elive პირველად გავიგე. ის ფისო რა საწყალი თვალებით იყურება, ფული მამეცითო lubuntu ცოტა მახინჯივითაა, elementary ლამაზია. nick_el_son ეს ნახე? https://www.linuxliteos.com/ გადააქოთე distrowatch, xfce აარჩიე რამე |
Posted by: matemana 9 Jan 2021, 21:19 | ||
მერე დაგიშალა ვინმემ გამოყენე უფასო დროებითი მეილები https://temp-mail.org/en/ რამდენიც გინდა იმდენია, ან ახალი გააკეთე მარტო მაგისთვის. ისეთი პრობლემააო გეგონება 10 წამში არ გვარდებოდეს ვიზუალურად რომ მოგეწონოს შენით უნდა ააწყო მე ესე ვფიქრობ. linux იმხელა გასაქანს გაძლევს რომ შეგიძლია უკანასკნელ პიქსელამდე აკონტროლო დესკტოპი. მე მაგალითად DE საერთოდ არ მომწონს, WM-ებს ვანიჭებ უპირატესობას კერძოდ dwm-ს. default firefox-ს ვიზუალიც კი არ მომწონს და ეგეც შეცვლილი მაქვს ეგ ყველაფერი შენ ხელშია და პლიუსი ეგაა რომ მაქსიმალურად შეგიძლია მოირგო. სხვისი გაკეთებული ვერ აჯობებს ჩემთვის ჩემით მორგებულს. elementary კიდე მე რომ ვცადე ძალიან არ მომეწონა. არჩის ინსტალაცია და console-დან საკუთარი ხელით აწყობილს ვერ აჯობებს ვერაფერი. Gentoo-ს და LFS-საც გეტყოდი უბრალოდ arch არის best of both worlds. თან მარტივია ინსტალაცია და აწყობა მაგაზე სისტემის, არ უნდა კომპილირება და 1000 უბედურება და თან ისეთივე მინიმალურია თუ systemd არ გინდა მაშინ artix linux. ინსტალაციას წუთები უნდა 5 წუთში ჩაეტევი. აგერ გადახედე სხვების გაკეთებულ rice-ბს და ნახე, dotfile-ბიც უდევს ყველას https://www.reddit.com/r/unixporn/ |
Posted by: nick_el_son 10 Jan 2021, 16:00 | ||||||||
D3ToX
გადავხედავ matemana
გასაგებია ეგ მომენტი, მაგრამ რასაც ახლა ვეძებ ეს არის ჩემთვის ყველაზე მოსახერხებელი out-of-the-box დისტრო.
კაი რამეა ეს.. სხვებივით ლიმიტი არ ჰქონია. გუშინ 2 საათი გახსნილი მქონდა სანამ ლინკი არ მოვიდა :დ მოკლედ ჯერ Elive-ს ვცდი და თუ რამე არ მომეწონა ან პერფორმანსი ან ვიზუალურად, ვნახავ სხვებსაც ნელ-ნელა |
Posted by: PhenomTJ 11 Jan 2021, 21:12 |
რა უნდა ვერ გავიგე გავაკეთე |
Posted by: D3ToX 11 Jan 2021, 21:49 |
მგონი esp უნდა აგერჩია მანდ mbr-ის ნაცვლად PhenomTJ |
Posted by: PhenomTJ 11 Jan 2021, 21:56 |
D3ToX ვერ ვირჩევ |
Posted by: matemana 12 Jan 2021, 00:33 | ||
esp კი არა მანდ რასაც ვხედავ system boot disk fd0 უნდა გაასწოროს. fd0 |
Posted by: PhenomTJ 12 Jan 2021, 01:29 | ||||
ეგ იყო |
Posted by: koba71786 13 Jan 2021, 16:24 |
kali ლინუქსი კარგია? რომელს მირჩევთ დავაყენო? |
Posted by: B1smarck 13 Jan 2021, 17:10 | ||
koba71786 რისთვის გინდა გააჩნია.
|
Posted by: koba71786 13 Jan 2021, 18:17 | ||
B1smarck
ჩვეულებრივი მოხმარებისთვის.სახლში.ბრაუზინგისთვის, ფილმის საყურებლად.რამე პროგრამების დასატესტად 2გბ დდრ2 ოპერატიული. E6700 ცპუ. გტ 630 ვიდეო და სსდ მაქ 32იანი ამაზე მინდა დაყენება რომელს მირჩევ? თან მერე ამის დაყენება მინდა seeker github |
Posted by: matemana 14 Jan 2021, 11:00 |
koba71786 kali არ არის ჩვეულებრივი მოხმარებისთვის. ჯობია რამე სხვა დისტრო აიღო mint, lubuntu ან სხვა lxqt-ზე თუ იქნება კაია მსუბუქია და მაგ კომპზე კარგად იმუშავებს. მაგ პროგრამას კიდევ სხვა linux-ებზეც ჩვეულებრივად დააყენებ არ უნდა მაინცდამაინც kali. |
Posted by: B1smarck 14 Jan 2021, 12:20 |
koba71786 გადაავლე თვალი https://itsfoss.com/lightweight-linux-beginners/ |
Posted by: koba71786 14 Jan 2021, 22:48 | ||||||||
matemana
არც Parrot OS ?
Ubuntu? mint და lubuntu ჯობია Ubuntu_ს?
გასაგებია B1smarck
მადლობა * * * პ.ს Ubuntu 32 ბიტიანი აღარ გამოდის 16 ვერსიის მერე ხო? 2გბ რამზე და იმ მონაცემებზე რაც მე დავწერე ზემოთ 64 ბიტიანს ვერ დავაყენებ? |
Posted by: matemana 14 Jan 2021, 23:10 |
koba71786 მოკლედ ახალი lubuntu დააყენე 20.04 LTS-ა lxqt ინტეფეისითაა 64 ბიტიანი. იმუშავებს გადასარევად. |
Posted by: koba71786 14 Jan 2021, 23:17 | ||
matemana
ლინკი შეგიძლია მომცე? აქ შევედი და 64 ბიტიანი რომელია 20.04 LTS-ა lxqt ინტეფეისით? https://lubuntu.net/downloads/ https://lubuntu.me/downloads/ |
Posted by: matemana 14 Jan 2021, 23:20 |
koba71786 ახალი lubuntu-ები ყველა lxqt-თაა https://cdimage.ubuntu.com/lubuntu/releases/20.04.1/release/lubuntu-20.04.1-desktop-amd64.iso |
Posted by: koba71786 14 Jan 2021, 23:23 | ||
matemana
მადლობა და ეს პროგრამა დაყენდება მაგაზე? seeker github https://github.com/thewhiteh4t/seeker მანდ უწერიატ რომ Tested On : Kali Linux BlackArch Linux Ubuntu Kali Nethunter Termux Parrot OS და ამ lubuntu_ზე იმუშავებს? |
Posted by: apollomgebro 15 Jan 2021, 21:02 |
გამარჯობა, თუ ვინმემ იცით რამე დამეხმარეთ. დავაყენე Open Suse Tumbleweed. იდეალურად მუშაობს! სწრაფი და სტაბილურია. ვერ გადავჭერი ერთი პრობლემა შათდაუნს როცა ვაჭერ ითიშება ჩვეულებრივად, მაგრამ 5 წამში თვითონ ავტომატურად ირვირთება... მადლობა |
Posted by: B1smarck 15 Jan 2021, 21:44 |
apollomgebro ცადე აბა sudo gedit/etc/default/grub მანდ იპოვე GRUB_CMDLINE_LINUX_DEFAULT="quiet splash" და ჩაასწორე ასე GRUB_CMDLINE_LINUX_DEFAULT="quiet splash acpi=force" save მიეცი და sudo update-grub არ დაგავიწყდეს. koba71786 მანდაც იმუშავებს კი. |
Posted by: koba71786 16 Jan 2021, 00:55 | ||
B1smarck
მადლობა |
Posted by: Jebrail 17 Jan 2021, 22:28 |
ssd ჩადგი და გაოცდი . |
Posted by: _Moxuci_ 18 Jan 2021, 21:16 |
Pop!_OS თუ გქონიათ ვინმეს? აგერ გამოკითხვა აქვთ ტიპებს გეიმინგზე ლინუქსის საკმაოდ მრავალრიცხოვან ჯგუფში და ვინდის მერე მეორე ადგილს Pop!_OS იკავებს და მესამეს Arch Linux |
Posted by: matemana 18 Jan 2021, 22:05 |
_Moxuci_ გამოკითხვებს დიდად არ ვაქცევ ხოლმე მსგავს საკითხებში ყურადღებას. ეგ OS დაფუძნებულია ubuntu-ზე აქვს ძველი soft ძველი kernel და GNOME-ს ინტერფეისი. მაგ შედეგს უფრო ის განაპირობებს მარტივი რომ არის და amd nvidia-ს დრაივერები რომ მოყვება. ფიზიკურად ვერ აჯობებს იგივე arch-ს, gentoo-ს, და სხვა მსგავსებს. bleeding edge ნიშნავს უკანასკნელი სისახლეები აქვთ უკვე. ასევე ეს დისტროები გამოირჩევა მინიმალიზმით. მაგალითად კომპზე კომპოზითინგი რომ გამორთო უკვე აჯობებს მის თავს 3d gaming-ში. GNOME კიდე მძიმეა. თუ რამე ახალი ემატება ჯერ bleeding edge distro-ებზე მიდის და მერე ეგეთ დენიკინის დროინდელ სოფტზე. ამიტომ კარგად მოხოდილ მინიმალისტურ დისტროს gaming-ში კი არა ბევრ რამეში ვერ აჯობებს ეგეთი სიმარტივეზე გათვლილი დისტროები. |
Posted by: _Moxuci_ 18 Jan 2021, 22:48 | ||||
matemana
რატომ, საინტერესოა სხვების გამოცდილებაც. ამ შემთხვევაში გეიმინგთან მიმართებაში ჩემთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. რა მე-
-ება მართლა დენიკინის დროინდელი დდრ2 სისტემა მაქვს Q9650 -ზე მშვენივრად ქაჩავდა უწინ, მაგრამ განახლებების მერე დაერხა ვულკანს War Thunder-ზე. რომელი დისტროც არ ვცადე არცერთზე აღარ იმუშავა. რომელიღაც ერთი დარჩა, რაზეც ძველი ვერსიებია დრაივერის და ვულკანის და მუშაობს ისევ, მაგრამ ჯერ ვერ მივაგენი რომელია მანჯარო, ზორინი, არჩი, ფედორა, ლუბუნტუ, არცერთზე აღარ მუშაობს ვულკანი. სთიმზეც იქრაშება ვტ. |
Posted by: matemana 18 Jan 2021, 23:28 | ||
იმ ელემენტარული მიზეზის გამო რომ bleeding edge-ს ძალიან ცოტა იყენებს და ამიტომ უკანასკნელი სიახლეების და გაუმჯობესებების ნახვა უმცირესობას შეუძლია. რომ ჩაატარო გამოკითხვა რომელია საუკეთესო დისტროო უბუნტუ მოიგებს, იმიტომ რომ მაგას ყველაზე მეტი მომხმარებელი ყავს, ბევრს ვერც კი წარმოუდგენია, რამდენი. distrowatch-ს შეხედავენ და ვსო უბუნტუ სადღაც ბოლოშიაო აი ეხლა რომ valve-მა დააფინანსა ის დეველოპერი zink-ზე რომ მუშაობდა რომელმაც საოცარი performance დადო ჯერ 60 და ბოლოს 90 % native opengl-ს. ჯერ ვერ ნახავს მრავლესობა. ეხლა ბოლო kernel-ში რაც გამოვა საკმაოდ საინტერესო ცვლილებები იქნება wine-ს და შესაბამისად proton-ს წარმადობის გასაუმჯობესებლად ეგ როდის მივა ubuntu და pop os-მდე. მაგიტომ ან პროფების ტესტები უნდა ნახო ეს ძალიან კარგი საიტია მაგისთვის https://www.phoronix.com/scan.php?page=home ან კიდევ შენით ტესტო, მაგათი ტესტები open source-ა შეგიძლია გადმოწერო და ისე ტესტო, ან ცალკეული თამაშები დატესტო, უბრალოდ უნდა მოხოდო ხოლმე სისტემები და საწვალებელია. აი ამიტომ არ ვაქცევ მსგავს საკითხებში ეგეთ გამოკითხვებს ყურადღებას. მოიგებს ის ვისაც მეტი მომხმარებელი ყავს და არა ის რომელიც ჯობია. |
Posted by: _Moxuci_ 19 Jan 2021, 20:50 |
matemana შენ ახლა იმაზე მეკამათები, რაც ჩემთვის საკამათო საკითხი არაა ზოგადად მსგავს გამოკითხვებს არც მე დავსდევ და არც რეიტინგის მიხედვით ვირჩევ ხოლმე დისტროს. მაგრამ ეს კონკრეტული გამოკითხვა საინტერესო აღმოჩნდა მეთქი ჩემთვის და ხაზს ვუსვამ გეიმინგის კუთხით იმიტომ, რომ War Thunder-ში ადრე შემხვდა ტიპი, რომელიც მანჯაროთი თამაშობდა. მერე ამ bleeding edge-ს "დამსახურებით" და ინვიდიას ამჩემფეხება დამოკიდებულების გამო აირია ყველაფერი. ვულკანი აღარ მუშაობს. Wine -იც აღარ მუშაობს იზი ანტიჩეთის გამო. მოკლედ რაღაცები განაახლეს და აირია ყველაფერი. თან ჩემი ძაან ძველი სისტემაა. ხოდა ის ტიპი ადრე რომ მანჯაროთი ყომარობდა კიდე შემხვდა და მარტო პოპ ოსის საშუალებით შეიძლება ახლა თამაშიო. ზორინზე არ მუშაობს, ფედორაზე არ მუშაობს, მანჯაროზე და არჩზეც არ მუშაობს, უბუნტუზეც არ მუშაობს. რავი, სხვა რომელი დისტრო დარჩა კიდე? ამიტომ ვყითხულობ ამ ახალ ოს-ზე. ნუ ჩემთვის ახალია, რადგან არ მიცდია ჯერ. სცადე აბა შენ War Thunder-ის ტანკებს და გემებს თუ ითამაშებ ისე, რომ არ დაგიქრაშოს |
Posted by: matemana 19 Jan 2021, 23:02 |
_Moxuci_ კი არ ვკამათობ, მართლა ვერ ვხვდები ძველმა სისტემამ რანაერად უნდა აჯობოს ახალს, როცა დეველოპმენტი ფაქტობრივად ეხლა მიდის მაგ driver-ების დღითიდღე გაუმჯობესებს valve-ც, AMD-ც. nvidia რას აკეთებს ეგ არავინ იცის. ადრეც მკითხე მაგ თამაშზე და მაშინაც arch-ზე ჩავიწერე და რავი მუშაობდა ჩვეულებრივად. უნდა ნახო log-ები იქნებ რის გამო იქრაშება, თან ერთ სისტემაზე მუშაობდეს და სხვებზე არცერთზე linux-ზე, ბოლო-ბოლო windows ხომ არაა, ცადე სხვა kernel სხვა კონფიგურაცია, ლოგები ნახე ცოტა უნდა დაეჩალიჩო და დარწმუნებული ვარ გაკეთებადია. |
Posted by: _Moxuci_ 20 Jan 2021, 00:27 | ||||
matemana
ძველზე სტაბილურად და უპრობლემოდ მუშაობდა. ესაა ამოსავალი წერტილი ამ შემთხვევაში, თორე დისტრიბუტივებს კი არ ვადარებ ერთმანეთს. bleeding edge რომაა დისტრო იმას უკვე ყველაფერი ახალი რომ აქვს და თამაში ძველზე დარჩა და ცალკე ვულკანი ახურებს ეგაა პრობლემა. ვერ მივაგენი რომელ დრაივერზე და ვულკანის რომელ ვერსიაზე იყო ყველაფერი იდეალურად.
მაგ პერიოდში ჩემთანაც მუშაობდა. https://forum.warthunder.com/index.php?/topic/472282-195034-vulkan-doesnt-work-anymore/ https://forum.warthunder.com/index.php?/topic/495625-war-thunder-not-working-with-vulkan-ubuntu-2004/ |
Posted by: koba71786 21 Jan 2021, 16:20 | ||
matemana
დავაყენე ეგ ლუბუნთუ. კარგად მუშაობს და მინდა seeker github_ის ინსტალაცია და ბოლომდე ვერ მიმყავს როგორ გავაკეთო რომ ტერმინალში root სულ მქონდეს? ანუ რუთ აქსესი მქონდეს სულ და ხელით არ მჭირდებოდეს სულ შეყვანა? ლინუქსი ახალია ჩემთვის და ცოტა ვერ ვერკვევი. Permission denied ამას მიწერს სულ და რუთ უფლებები უნდა ხო ალბათ? დამაყენებინეთ ეს პროგრამა რაა ძალაინ მჭირდება |
Posted by: matemana 21 Jan 2021, 18:17 |
koba71786 აი ზუსტად ამიტომ არ გაქვს root უფლება დეფოლტად და არცაა საჭირო, რადგან არ იცი linux-ს გამოყენება root ექაუნთით მოსპობ სისტემას. sudo მაგიტომ არსებობს რომ გამოიყენო . გაუშვი sudo apt update მერე sudo apt upgrade განახლება თუ გინდა. თუ პროგრამის დაყენება sudo apt install "პროგრამის სახელი". თუ ვერ ნახა უნდა დაგუგლო და რეპოზიტორი დაამატო. მოკლედ linux-ს სწავლა თუ გინდა google-ს უნდა მიმართო და მოძებნო და წაიკითხო ხოლმე, სხვანაერად არაფერი გამოვა. აჰა დავგუგლე და აგერ ეს ამომიგდო პირველივეზე https://github.com/thewhiteh4t/seeker სადაც გარკვევით წერია Kali Linux / Ubuntu / Parrot OS git clone https://github.com/thewhiteh4t/seeker.git cd seeker/ apt update apt install python3 python3-pip php pip3 install requests |
Posted by: koba71786 21 Jan 2021, 21:32 | ||
matemana
მადლობა გავაკეთე ყველაფერი. კი ვგუგლავდი და გავაკეთე ვეწვალე ცოტა და ისე დეფოლტად შეიძლება მიანიჭო მომხმარებელს რუთის უფლებები? თუ ხდება ეს? სუდოთი ვქენი მე კი როგორც მითხარი |
Posted by: matemana 21 Jan 2021, 23:57 |
koba71786 linux-ში ყველაფერი შეიძლება, მაგრამ არ არის რეკომენდებული მითუმეტეს advanced user თუ არ ხარ. |
Posted by: koba71786 22 Jan 2021, 00:07 | ||
matemana
კარგი მადლობა დიდი |
Posted by: Essiittaaa 9 Feb 2021, 14:42 |
გამარჯობა, პროგრამირებისთვის რომელი ლინუქსი ჯობს უბუნტუ თუ კალი? და ვინდოუსთან ერთად მინდა რომ მეყენოს სანამ ლინუქსს კარგად შევეჩვევი, დისკი გამოვყო ცალკე და იქ დავაყენო ლინუქსი როგორც ვინდოუსს ვაყენებ თუ სხვა პონტია? |
Posted by: matemana 9 Feb 2021, 14:58 |
Essiittaaa ubuntu-ც და kali-ც linux-ა დიდი სხვაობა არაა მითუმეტეს ორივე დებიანის შვილებია, უბრალოდ არ არის ეს kali დამწყებებისთვის და არც რამე განსაკუთრებულია. თუ რამე tool გინდა სხვა linux-ზეც დააყენებ და გამოიყენებ. თავიდან დიდ მნიშვნელობა მაინც არ აქვს სავარაუდოდ ბევრჯერ დაუბრუნდები windows-ს ისევ სანამ გადახვალ საბოლოოდ linux-ზე, თუ გადახვალ საერთოდ. ზოგადად სხვაობა ძირითადად არის ხოლმე package manager-ში და გარსში. ზოგს საერთოდ არ მოყვება. მე პირადად pacman + AUR მირჩევნია ყველას ამიტომ arch მაქ. გარსი მე DE-ები არ მომწონს WM-ებს ვიყენებ ეს კიდევ ერთი პლიუსია arch-ს არ მოყვება არც გარსი არც არაფერი შენით აყენებ მარტო იმას რაც გინდა. შეგიძლია manjaro დააყენო xfce გარსით ეგეც საკმაოდ მსუბუქია და მანდაც გექნება pacman-ც და AUR-ც. პლიუს ყველაზე მაგარი wiki რაც კი არსებობს linux-ს სამყაროში https://wiki.archlinux.org/ გამოგადგება arch-ზეც და manjaro-ზეც. გამოყავი დისკი ერთი 25-30 GB მაინც (ნაკლებზეც დაეტევა, მაგრამ თუ არ არის დისკის პრობლემა კიდევ უფრო მეტიც გამოყავი) და დააყენე manjaro ან lubuntu მაგალითად ეგეც საკმაოდ მსუბუქია და ნელ-ნელა ისწავლე. |
Posted by: Essiittaaa 9 Feb 2021, 15:02 |
matemana მადლობა, დავაყენებ და თუ რამე ვიკითხავ. * * * wifi არ მუშაობს, ადაპტერის დრაივერი ლინუქსისთვის ვერ ვნახე და რა ვუყო? :დ |
Posted by: Agonist 10 Feb 2021, 09:16 | ||||
Essiittaaa რომელი დააყენე? control panelში additional driversს ნახე და მონიშნე დრაივერი ჯეკით მიაერთე ინტერნეტი როგქობდეს პროცესში ადრე ასე იყო უბუნტუზე თუსხვარამე გიყენია დაწერე * * *
სექიურითი და ჰოუმ ედიშენია შენ სექუეითი გიბდა სავარაუდოდ უბრალოდ თულებია დაყენებული რასაც ყცელგნ დაყენებ მაგრამ თუმაინნც დამაინც გეზარება მეით ვერსია დაყენე ბევრად მსუბუქია, კალის გირჩევნია ეგ დაყენო, თუარადა დებიანი აიღე დაიყენე და შენით რა თულსიც მოგინდება შენით დაყენე ელემენტარულებს მაონც ისწავლი მიეჩვევი ლინუქს |
Posted by: matemana 10 Feb 2021, 11:54 |
Essiittaaa რა wifi-ს კარტა გაქ? |
Posted by: mirari 10 Feb 2021, 12:34 |
ბოლო ლინუქსებში zsh თავის auto-complete-თი მარტო მე მაღიზიანებს? |
Posted by: Essiittaaa 10 Feb 2021, 14:41 | ||
Agonist
უბუნტუ დავაყენე(მეგობარს აქვს და თუ რამე გამარკვევს ხოლმე მაგიტომ ავირჩიე ეს), საქმე ისაა რომ კაბელით არ მაქვს ინტერნეტი. matemana tp-link ac1300 t3u plus |
Posted by: matemana 10 Feb 2021, 17:25 |
Essiittaaa https://www.brijumaquio.com/tp-link-ac1300-on-Ubuntu-20 https://askubuntu.com/questions/1256006/tp-link-archer-t3u-plus-usb-adapter ძველი კერნელი გექნება უბუნტუ-ზე მანდ ზოგადად ძველი სოფტია. manjaro რომ დაგეყენებინა ახალი სოფტი გექნებოდა. შესაძლოა ახალ კერნელებში მაგის დრაივერი ჩადონ თუ ახალი hard-ა. |
Posted by: kalam-1 11 Feb 2021, 18:40 |
გამარჯობა linux mint დავაყენე Cinnamon ვერსია. ვაიფაის ვერ ვუკავშირდები. ესეთი ვარიანტია ხომ ვერ დამეხმარებით? * * * --------- |
Posted by: Essiittaaa 11 Feb 2021, 23:01 |
matemana სანამ ინტერნეტი არ მექნება კაბელით, მანამდე აზრი არ აქვს ხო არაფრის ცდას? |
Posted by: matemana 12 Feb 2021, 00:04 |
Essiittaaa რა ლინკებიც დაგიდე იქაა შენი პრობლემის გადაწყვეტა. რამდენიმე წუთში გადაჭრი. სხვა მოწყობილობით გადმოწერე და ჩააგდე იმ კომპში და ისე გააკეთე. kalam-1 შენთანაც არ ჩანს wifi, რა ბარათი გაქვს? |
Posted by: decembre 12 Feb 2021, 00:28 |
მინტზე(სხვებზეც) როცა ინტერნეტი არ გაქვს საინსტალაციო ფლეშკა უნდა შეურჭო და დრაივერ მენეჯერში გამოჩნდება დრაივერი. მოპტიჩკავ და დაარესტარტებ. proprietary რაცაა თავისით არ აყენებს |
Posted by: Essiittaaa 12 Feb 2021, 02:20 |
matemana ჩავაგდე მაგრამ "cd ~/RTL88x2BU-Linux-Driver/" ან "cd ~/RTL88x2BU-Linux-Driver-master/ რომ შემყავს ტერმინალში არ შედის. დესკტოპზე დავაგდე არადა |
Posted by: NorwayFun 12 Feb 2021, 02:49 |
Essiittaaa მეჩვენება, თუ საკუთარ კომპზე ფაილს ვერ პოულობ? დესკტოპი როგორც წესი არის ხოლმე ~/Desktop და მაგის ქვეშ იქნება ალბათ |
Posted by: Essiittaaa 12 Feb 2021, 02:53 |
NorwayFun დაზიპული ყოფილა და ვერ შედიოდა ახლა მანდ კი შევედი, მაგრამ make clean-ს რომ ვწერ make-ზე მიწერს რომ არ არსებობს ასეთი ბრძანებაო, ანუ დასაყენებელია ეს კომანდი, ინტერნეტში როგორც ვნახე ინტერნეტია საჭირო დასაყენებლად, სხვა ვარიანტი არის? ასეთი რთულიც არ მეგონა ეს ლინუქსი |
Posted by: matemana 12 Feb 2021, 11:39 | ||||||
სხვა ვარიანტი არის ის რომ რადგან დამწყები ხარ ამიტომ უნდა ნახო ტუტორიალები ნეტში ტერმინალის ელემენტარულ ბრძანებებში გაერკვე cd ls cp mv rm და ა.შ. package-ს დაყენება შეგიძლია როგორც internet-დან პირდაპირ, ასევე გადმოწერო package და დააყენო კომპში offline. linux რთული კი არა პირიქით ბევრად მარტივია windows-ზე. ჯერ ინსტალერი უამრავი დისტროსი გამარტივებულია. ხომ შეძელი დაყენება. მერე package manager პირდაპირ აყენებს პაკეტებს. GUI ვარიანტიც აქვთ ბევრს და რამდენიმე კლიკში აყენებ, როცა windows-ში უნდა დაგუგლო ნახო გადმოწერო და მერე დააყენო, რაც ბევრად უფრო რთულია. |
Posted by: NinjaRacer 13 Feb 2021, 23:33 |
ლინუქსზე რამის პოვნა გინდა? yum install -y mlocate && updatedb && locate რასაც ეძებ. ან find /home -iname რასაც ეძებ. იპოვე რაც გინდა. |
Posted by: Agonist 14 Feb 2021, 17:54 |
Essiittaaa საინსტალაციო ფლეშკა შეაერთე და ისე ნახე დრავერებში როგორც მინტზე დაუწერეს ზემოთ, იბსტალაცის დროს ზოგადად გეკითხება additional drivers უნდა მონიშნო და დაყენებს ყველაფერს აღარ იწვალებ |
Posted by: raibebo 16 Mar 2021, 00:56 | ||
Windows-ზე გადავედი ამ კვირის ბოლომდე თორემ 2006 წლიდან აქ ვარ. |
Posted by: decembre 14 May 2021, 17:29 |
ამაზე რა აზრის ხართ? https://garudalinux.org/ » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: nutria-113 16 May 2021, 13:57 | ||
ბოლო არჩებიდან არკო მომწონს ყველაზე მეტად |
Posted by: decembre 31 May 2021, 20:02 |
შენ ქართული იცის? |
Posted by: San7a* 11 Jun 2021, 01:00 |
ყველაზე კარგი და სტაბილური დამწყებისთვის მაინც უბუნტუა ხო? თან რო ვისწავლო |
Posted by: decembre 11 Jun 2021, 01:26 | ||
San7a*
19 ვერსია მეყენა კაი ხანს. cinnamon-ს პრობლემა არ შეუქმნია, xfce-მ კი იცოდა გასხმები |
Posted by: nutria-113 11 Jun 2021, 01:47 |
მამენტ სწავლა რომ უნდა, მასეთისთვის მინტი, მანჯარო და მისთანები ვარგა რამედ? შეიძლება არც არასდროს აურიოს, ტერმინალიც არ დასჭირდეს, და მასე რა უნდა ისწავლოს? |
Posted by: decembre 11 Jun 2021, 02:29 |
ექსპერიმენტებს რა უდგას წინ?! |
Posted by: tornikeeeee 11 Jun 2021, 16:20 |
ლინუქსე რაც არ მომწონს (ნებისმიერ დისტროზე) ფონტების რენდერინგია (ნუ იმედია სწორად ვამბობ), რარაცნაირად უსიცოცხლოდ გამოიყურება.. |
Posted by: decembre 11 Jun 2021, 17:11 |
tornikeeeee ჰო, თითქოს blur აქვს ოდნავ. |
Posted by: San7a* 11 Jun 2021, 18:18 |
უბუნტუ-ზე რა აზრის ხართ? ახალ ლაპტოპებს ლინუქსიანებს უბუნტუ მოყვება ბევრს. |
Posted by: tornikeeeee 11 Jun 2021, 21:26 |
decembre ვინდოუსის ფონტები გაცილებით უკეთესია, რამდენჯერაც ლინუქსი ვცადე იმდენჯერ თვალში მეჩხირება :დ თითქოს მთლად დიდი პრობლემა არ არისო მაგრამ ძაან გამაღიზიანებელია ჩემთვის :დ |
Posted by: decembre 11 Jun 2021, 22:38 | ||
როგორც აფთიაქარი tornikeeeee მე დიდად არ მაწუხებს, კარგ მონიტორზე თვალშისაცემია ალბათ |
Posted by: რეამინაცია 12 Jun 2021, 13:28 | ||||
San7a*
ყველაზე მთავარი ისაა რომ უბუნტუზე თუ რამე პრობლემა გექნება მილიონი გაიდი, ტუტორიალი, კითხვა-პასუხი, ფორუმის პოსტია. დამწყებისთვის მისწრებაა. tornikeeeee
ფონტების რენდერი MacOS>Windows>Linux იგივე მაღალი რეზოლუციის მონიტორებზე გამოსახულება და მულტი-მონიტორ კონფიგურაცია. |
Posted by: decembre 12 Jun 2021, 14:17 |
პაპსა დისტროები ubuntu based არი უმეტესობა |
Posted by: matemana 12 Jun 2021, 22:22 | ||
ამაზე უკეთესი წყარო linux-ზე ტუტორიალებისა და პრობლემების მოგვარებისთვის არ არსებობს. https://wiki.archlinux.org/ linux-ს სწავლა თუ უნდა მაშინ უნდა დაეჩალიჩოს ყველაფერს და უბუნტუზე არაფერს უნდა დაჩალიჩება. |
Posted by: რეამინაცია 13 Jun 2021, 15:34 | ||||
matemana
კი ნამდვილად. ვინდოუსიდან მოსული იუზერი მაგ ვიკის გადახედავს, დაიწყებს პროცესს, სადღაც keyboard layoutის დაყენების სტადიაზე გაეჭედება, და ლინუქსისკენ არასოდეს აღარ გაიხედება.
LFS-ისდან დაიწყოს ბარემ პირდაპირ. Arch დამიყენებია წარმატებულად, და ლინუქსის ექსპერტი არ გამხადა მაგ გამოცდილებამ. Command line-ში კოპი-პეისტი და ტრაბლშუთინგის სწავლის უკეთესი გზებიც არსებობს. ამ შემთხვევაში როგორც ვხვდები იუზერს უნდა ლინუქსის მოსინჯვა და ელემენტარულის სწავლა ამ ეტაპზე. უბუნტუზე უკეთესი ცოტა რამაა მაგისთვის. მაზოხიზმი თუ უნდა, მაშინ მე ბოდიში. მაგ შემთხვევაში დააყენოს ჯენტუ, ან რომელიმე BSD დააკოპილიროს არასტანდარტულ ბარათებიან ლეპტოპზე, ან ჰაიკუზე ფოტოშოპის გაშვება ცადოს, ან საკუთარი დისტრო დაწეროს, ან მათრახი იყიდოს |
Posted by: decembre 13 Jun 2021, 16:29 | ||
ბოლოს მომეკითხა |
Posted by: San7a* 14 Jun 2021, 14:51 | ||
აი ეს სწორი განმარტებაა. |
Posted by: matemana 14 Jun 2021, 17:25 |
რეამინაცია archwiki copy/paste-ს დონემდეა დაყვანილი და ყველაფერი ახსნილია რა როგორ უნდა ქნა და რა როგორ არ უნდა ქნა ეგეც. თუ ეხლა მომხმარებელი ინგლისურად ვერ კითხულობს მაგას უბუნტუც ვერ უშველის... ubuntu-ს დაყენებით აბსოლუტურად ვერაფერს ისწავლის. ვერც ფოლდერების სტრუქტურას, ვერც პარტიშენინგს, ვერც კონფიგ ფაილების ადგილმდებარეობას ან ბუთლოუდერის ინსტალაცია კონფიგურაციას, swap პართიშენის ან ფაილის შექმნას, საათის გასწორებასაც კი ვერ ისწავლის, რადგან მანდ რუკაზე მაუსით უნდა დააწკაპოს და ვსო. ვფიქრობ VM-ში წვალებით დაყენება ჯობია, თუნდაც რამდენჯერმე გააფუჭოს, როდესაც გავა ბოლოში და დააყენებს უკვე იმაზე მეტი ეცოდინება ვიდრე ubuntu რომ გამოეყენებინა 1 წელი დანარჩენი მისი საქმისა ყველამ მისით იცის, თუ უბრალოდ ტერმინალამდე მისვლაა მიზანი და ამისთვის ubuntu-ს ურჩევთ ჯობია windows 10-შივე ჩართოს WSL და იქ ისწავლოს ტერმინალის გამოყენება, არაფერშია უკვე საჭირო ცალკე ubuntu-ს დაყენება. |
Posted by: რეამინაცია 15 Jun 2021, 12:47 | ||||
matemana
კი, და შესაბამისად Arch-ის დაინსტალირება დიდი ვერაფერი ისეთი გმირობაა, Archის უსერებს რომ გონია შეგიძლია ნახევარი დღე ბრძანებების კოპი-პეისტში და ტრაბლშუთინგში დახარჯო (და შემთხვევით არასასურველი ვინჩესტერი დააფორმატო), და შეგიძლია აიღო დისტრო რომელსაც ინსტალერი აქვს და 15 წუთში მუშა კომპიუტერი გქონდეს.
და რატომ უნდა ისწავლოს ეგ ჩვეულებრივმა მომხმარებელმა? ოპერაციული სისტემა არის პირველ რიგში ინსტრუმენტი რომელიც გაძლევს საშუალებას შეასრულო კონკრეტული სამუშაო შენს კომპიუტერზე. რა ნაკლები ჩალიჩი ჭირდება სისტემას, მით უკეთესი. ფოლდერების სტრუქტურა, ან კონფიგ ფაილების მოძებნა თუ დაჭირდა ვინმეს, 5 წუთი დაგუგვლის ამბავია. უბუნტუს (და სამართლიანობისთვის Arch-ის) შემთხვევაში ასეთი დაგუგლვა იოლია. რაღაც ჭღრ-პღრ დისტროს შემთხვევაში ბევრად უფრო რთული. პროფესიონალურ კონტექსტში თუ შეგხვდა ლინუქსი იქნება 99% უბუნტუ, დებიანი ან Red Hat და არა Arch. ლინუქსის სიღრმისეულად სწავლა თუ უნდა ვინმეს, წიგნებს წაიკითხავს. პრაქტიკა თუ უნდა LFS ბევრად მეტს ასწავლის დისტროს სტრუქტურაში ვიდრე Arch. Arch-ის და ჩხირკედელაობის წინააღმდეგ კი არ მაქვს რამე, უბრალოდ ეგ არის გარკვეული სეგმენტის ჰობი და არა ლინუქსის პროდუქტიულად გამოყენება. იუზერ-ბეისის გაზრდა თუ გინდა, ჩვეულებრივ მომხმარებელს უნდა შესთავაზო პროდუქტიული სისტემა რომელიც საქმეს გააკეთებინებს. ის რომ ლინუქს ვინდოუსთან შედარებით უკეთესი ფოლდერ სტრუქტურა და უფრო კარგად დაწერილი კერნელის აქვს კაცობრიობის 99.9999999999999999%-ს კიდია, და მართალიც არის ისე გამოგდის კაცი ვოლქსვაგენ გოლფს ყიდულობდეს სამსახურში სასიარულოდ, და შენ დაშლილ ტროიკა ბეემვეს თავაზობდე - ამას რომ ააწყობ და დაატუნინგებ ტრასაზე მაგ გოლფს ჩაიხევსო. |
Posted by: decembre 15 Jun 2021, 13:05 | ||
|
Posted by: matemana 15 Jun 2021, 15:04 | ||
ხოდა ამიტომაც ვთქვი რომ VM-ში აექსპერიმენტოსთქო რომ დისკი არ დააფორმატოს ვიმეორებ მიზანი თუ უბრალოდ მუშა linux-ს სისტემის ქონაა, არაფერში ჭირდება არც ubuntu და არც arch-ს დაყენება, windows 10-ს შიგვე აქვს ჩაშენებული linux და შეუძლია დაყენებული სისტემა მანდვე გამოიყენოს |
Posted by: nutria-113 18 Jun 2021, 01:26 | ||
matemana
ცვეტში, შეიძლება 10-იც სწავლა თუ გინდა, არჩზე უკეთესი მგონი არაფერია. უბრალოდ ვორქფლოუსთვის შესახედად ნებისმიერი პოპულარული ლინუქსი გამოდგება. რა უნდა მეკითხა შენთვის, WM-ებიდან რომელზე შეჩერდი და რის გამო? პრაქტიკულობის გადმოსახედიდან მაინტერესებს |
Posted by: matemana 18 Jun 2021, 11:31 |
nutria-113 სუფთა QEMU/KVM საუკეთესო შედეგს ეგ დებს პერფორმანსით. პრაქტიკულობას რაც შეეხება script დავწერე რომლის დახმარებითაც მარტივად ვუშვებ windows-ს, linux-სა და mac os-საც ეხლახანს დავამატე ეს ბოლო. პირველ ორზე USB, audio და GPU passthrough-ც მაქ აწყობილი intel GVT-g ტექნოლოგიის დახმარებით აი mac os-ზე ვერაფრით ავაწყე ეგ და ამიტომ VM-ში ცუდი გამოსაყენებელია. ჩემთვის ყველაზე მეტად პრაქტიკული ესაა. |
Posted by: nutria-113 18 Jun 2021, 13:50 |
matemana VM არა, WM. ბოლოს საქლესზე იყავი, თუ სწორად მახსოვს |
Posted by: matemana 18 Jun 2021, 14:26 |
nutria-113 ახალგაღვიძებულზე VM წავიკითხე კი ეხლაც მანდ ვარ. აღარ ვაპირებ შეცვლას. მე რომ მომწონს ზუსტად ეგეთია. ძაან მსუბუქი, მარტივი და რაც მთავარია პროდუქტიულობას მმატებს. |
Posted by: nutria-113 18 Jun 2021, 14:57 |
matemana ეგ არაფერი იუნიქს ვეის და ფილოსოფიას რომ შევეშვათ, პრაქტიკულობის გადმოსახედიდან i3-ს (ან bspwm-ს, თუ გაგიტესტავს) რითი სჯობნის? i3 მახსოვს რომ გეყენა კარგა ხანს და გადაღეჭავდი სიმსუბუქით მემგონი ვერ დაუდგება, 140-150-ს არ ცდებოდა ფრეშ ბუთზე i3 |
Posted by: matemana 18 Jun 2021, 16:22 |
nutria-113 ხო სიმსუბუქით i3 ნამდვილად ვერ დაუდგება dwm-ს i3 და i3 bar-ც კონფიგებიდან კითხულობს. შეიძლება ვერ შენიშნო ეხლანდელ კომპებზე, მაგრამ dwm უფრო სწრაფია. სკრიპტებია ბლომად. backup-ს მხრივაც უფრო საჩალიჩოა. dwm-ს ერთი გამშვები აქვს და ვსო. ფუნქციონალიც dwm-ს რაც აქვს i3-ში უნდა იჩალიჩო რომ გააკეთო. ერთადერთი რაც dwm-ში არ მაქვს და i3 მქონდა, ოღონდ ჩემით აწყობილი, არის რომ რამე პროგრამას თუ ვუშვებდი და უკვე იყო გაშვებული იმ workspace-ზე ირთვებოდა სადაც ეგ პროგრამა იყო გაშვებული. |
Posted by: tamtu8 20 Jun 2021, 00:03 |
მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ გვაქვს WEB გვერდი, რომელიც ემსახურება IT სფეროში ქართული საინფორმაციო რესურსის ზრდას და გვჭირდება ავტორები ასევე გვჭირდება მოდერატორები დისქორდის ჯგუფისთვის, თუ ვინმეს გაქვთ სურვილი და ინტერესი გთხოვთ მომწერეთ პირად შეტყობინებებში. წინასწარ გიხდით მადლობას |
Posted by: nutria-113 20 Jun 2021, 01:37 | ||
matemana ხო სისწრაფე ისეთი თემაა.. ერთს უნდა შეატყო ჯერ რომ ნელია, რომ მეორის სისწრაფისკენ გადაიხარო
ეგ ახლა არაარჩიუზერულია |
Posted by: fernato 21 Jun 2021, 17:25 |
ყველაზე ჯიგარი და მეგობრული დისტრო რომელია? ჰაცკერობას და კოდერობას არ ვაპირებ |
Posted by: nutria-113 21 Jun 2021, 18:01 |
fernato Manjaro, Pop!_OS, Mint |
Posted by: _Moxuci_ 26 Jun 2021, 16:50 | ||
fernato
Manjaro Zorin OS POP! OS Fedora გრაფიკული ინტერფეისის არჩევა გემოვნების და კომპის მონაცემების ამბავია თუ კომპის მონაცემებში არ იჭედები KDE, GNOME, Xfce 4 უკვე მსუბუქია. lxqt, lxde ძალიან მსუბუქი |
Posted by: koba71786 26 Jun 2021, 19:16 | ||
nutria-113 _Moxuci_
და Ubuntu არაა მეგობრული? |
Posted by: _Moxuci_ 26 Jun 2021, 19:51 | ||
koba71786
მეგობრული კი, მაგრამ ჯიგარი აღარ :დ ისე, უბუნტუ ჩემი პირველი ლინუქს დისტრო იყო 11 წლის წინ და ყოველთვის ნოსტალგიური დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ უბუნტუს ან უბუნტუზე დაფუძნებულ დისტროებს დიდი ხანია აღარავის ვურჩევ. Zorin OS და POP! OS ამ ბოლოს დავტესტე და ორივე მომეწონა. ჩემთვის გეიმინგში ამ უკანასკნელმა აჯობა ყველას. |
Posted by: nutria-113 27 Jun 2021, 00:41 | ||
koba71786
მეგობრული არი, მარა ყველაზე არა._Moxuci_ რაის ფედორა ? თუ გევასება და დაუმუღამებ, თორე დამწყებს, როგორც მეგობრული დისტრო რომ შესთავაზო, მემგონი ნამეტანია |
Posted by: Schützen 27 Jun 2021, 01:52 |
openSUSE-ზე რას იტყვით? |
Posted by: _Moxuci_ 28 Jun 2021, 11:06 | ||||
nutria-113
ახლანდელი ფედორა ბევრად მარტივია. აღარც გრაფიკის დრაივერის დაყენებაა რთული და არც სხვა რამე. თან ისეთი კლასნი დისტროა პირველივე წუთებიდან გხიბლავს და რამესაც რომ ვერ გაართვა თავი იმის სურვილსაც გიჩენს, რომ უკირკიტო და მოაგვარო :დ დღემდე განსაკუთრებულად მიყვარს ფედორა <3 Schützen
დიდზე დიდი ხანია აღარ მქონია შეხება, თუმცა როდესაც ვიყენებდი კმაყოფილი და ბედნიერი ვიყავი. კარგი დისტრო იყო. პ.ს. მესამე დღეა POP! OS -ზე უპრობლემოდ უბერავს War Thunder. ახლა Mount and Blade უნდა გავუშვა და მერე Witcher 3 |
Posted by: nutria-113 28 Jun 2021, 14:29 |
_Moxuci_ კი გეთანხმები, მარა დამწყებისთვის მაინც ზედმეტია ნებისმიერი სახის თრაბელშუთი, მაქსიმუმ აპლიკაციის დაყენება უნდა დასჭირდეს. ქიბორდ ლეიაუთის დაყენებაც საწვალებელია დამწყებისთვის. მანჯარო/პოპოს-ზე ხელის დადება არ უნდა არაფერს. რომ ვტესტავდი, ისნტალაციის მერე ვუყურებდი და რა მექნა არ ვიცოდი ყველაფერი იდგა და მუშაობდა, თემაც კი არ მახსენდება შემეცვალოს |
Posted by: _Moxuci_ 28 Jun 2021, 18:12 |
nutria-113 ზოგადად მზა ოპერაციული სისტემები არ მიყვარს. არჩი, ფედორა და რამდენიმე სხვა დისტრო იმისთვის მომწონდა, რომ რაღაცებს ჩემთვის ვაკეთებდი და ამ კეთების პროცესში ვსწავლობდი. მზამზარეული სისტემა მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმაჩნია მისაღებად, როცა ზედმეტი ხლაფორთისთვის დრო აღარ გაქვს და სამწუხაროდ ზუსტად მასეთი მომენტი მაქვს ახლა, თორემ ან არჩი მექნებოდა ან ისევ ფედორა. ფედორა ჩემთვის როგორი დისტროა იცი? აი, დოჩანაშვილის სამოსელ პირველში ტერეზა რომაა ნამდვილი ქალი. ფედორაც ისეთი ნაღდი დისტროა, მიმზიდველი და ეშხიანი თან ფედორა მგონი ტორვალდსაც ეყენა კაი ხანს. დებიანი არ მევასებაო იძახდა. |
Posted by: koba71786 29 Jun 2021, 14:32 | ||||
_Moxuci_
ანუ რას გულისხმობ? დამწყებთათვის ხო მაინც მარტივია უბუნთუ ვიდრე სხვა დისტროები nutria-113
ანუ? ისე მანჯარო უბუნთუს ჯობია? ზედმეტი ხლაფორთი რომ არ გიწევს კაცს რაა და დებიანი? პ.ს. ისე ვერ გავიგე რა მაგარი არეულობაა ამ ლინუქსში თვითონ ლინუქსი ხო ოპერაციული სისტემაა, მერე ამ ლინუქსზე დაფუძნებული უბუნთუ დებიანი, ისა ესა. მერე მაგ დებიანზე უბუნთუზე და ეგეთებზე კიდე დაფუძნებული სისტემები და რავი რაა ან მე ვერ ვიგებ ნორმალურად და თუ შეგიძლიათ მოკლედ ან გრძლად რო ახსნათ? ჰო კიდევ ის მაგალიტად ვაკანსიაში რო გთხოვენ ლინუქსის ცოდნას, რა უნდა იცოდე? ამდენნაირი დისტროა,ამდენაირი განშტოება? აი რ აუნდა იცოდე როცა მაგალითად ვაკანსიაში გთხოვენ ლინუქსის ცოდნას? რამე კონრეტული ოპერაციული სისტმე იგულისხმება თუ ეს დისტროები თუ რა? ზოგადად დისტრო რა არის? სახეცვლილი ,შელამაზებული, ფუნქცია დამატებული,ამოღებული ,ვიღაცის მიერ გადაკეთებული ლინუქსი? |
Posted by: decembre 29 Jun 2021, 18:00 |
koba71786 ზოგს მღვდელი მოწონს, ზოგს მისი ცოლიო, შეეშვი მკითხაობას და გადმოწერე რომელზეც გული გაგიწევს. თუ არ გაგისწორდება შეცვლი, არჩევანი დიდია |
Posted by: koba71786 29 Jun 2021, 18:14 |
decembre არა მკითხაობა არა მართლა მაინტერესებს აი ის რაც ვიკითხე |
Posted by: decembre 29 Jun 2021, 18:43 |
koba71786 დაუყენებლადაც მუშაობენ ფლეშკაზე. ყველა გასინჯე შენი რა მიდის მთელი საგვარეულო აქაა თუ გაინტერესებს https://distrowatch.com/images/other/distro-family-tree.png |
Posted by: _Moxuci_ 29 Jun 2021, 19:21 | ||
koba71786
თუ ადამიანი მხოლოდ სიმარტივეს ეძებს, მაშინ კი, მაგრამ მასე მარტივი ვინდიცაა და ბევრ ისეთ პროგრამას უშვებს, რომლებსაც ლინუქსზე ან შესაფერისი ალტერნატივა არ აქვს ან საკმარისი წარმადობა. უბუნტუზე უფრო მარტივი ლინუქს მინტია და თუ მსუბუქი გინდა იქსუბუნტუ სჯობს ან ძალიან მსუბუქი თუ გინდა ლუბუნტუ. ვინდიდან ძირითადად ლინუქსზე იმ მიზეზით გადადიან მომხმარებლები, რადგან მაიკროსოფთი პატივს არ სცემს მომხმარებლის უფლებებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას არღვევს. მუდმივად აგროვებს სხვადასხვა სახის ინფორმაციას და მარკეტინგული თუ სხვა მიზნებისთვის იყენებს. უბუნტუმაც რაღაც მსგავსი დაიწყო, რის გამოც სკეპტიკური დამოკიდებულება დაიმსახურა და ნდობა დაეკარგა, როგორც უსაფრთხო სისტემას... უბუნტუზე მარტივი და პრივატული მანჯაროა. თითქმის იდეალურთან მიახლოებული დისტროა. თან arch based არის, რაც დამატებითი უპირატესობაა. გაუმარჯოს pacman-ს :დ არჩზე დაფუძნებულია EndeavourOS-იც, რომელიც მე პირადად არ დამიტესტავს, მაგრამ ძალიან ბევრი აქებს. მანჯაროზე კიდევ უფრო მარტივია ზორინი. აი, აბსოლუტურად ყველაფერი გამზადებულია და ამ მხრივ მგონი ვინდსაც კი სჯობს. |
Posted by: nutria-113 29 Jun 2021, 22:54 | ||||
_Moxuci_
სარდაფივით დისტრო რომელია, ზამთარ თბილი, ზაფხულ გრილი ხო მაგას ვიძახი, პირადი სიმპატიები გაქვს და ბევრ რამეს დეფაულტად ისე მოუგვარებ, პრობლემადაც ვერც აღიქვამ. აი დამწყებისთვის შარია.
Arcolinux გატესტე მაშინ, ვარტანდერისთვის არა ოღონ მთლიანად არჩია + კალამარესით და დროსაც დაგიზოგავს, რახან ეგაა პრობლემა. koba71786 ანუ ყველაზე მეგობრული არ არი თქო, გატესტე ჯერ დებიანი და ფედორა, მერე უბუნტუ. მერე ის სამი რაც დაგიწერე მარტივები და მიხვდები რას ვგულისხმობ. |
Posted by: _Moxuci_ 29 Jun 2021, 23:57 | ||||
nutria-113
მაგდენი აღარ ვიცი. distrohopper-ობის პერიოდიდან გამოვედი
ამ შემთხვევაში ამოსავალი წერტილი ვტ და მისი უპრობლემოდ გახსნაა, ამიტომ იქ ვრჩები, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ. შეიძლება არჩზე და ფედორაზეც გამოსწორდა ვულკანი, მაგრამ დიდი იმედი არ მაქვს და აღარც ექსპერიმენტების სურვილი. უბუნტუს რაც შეეხება პირველი შეყვარებულივითაა. იცი რომ არაფრად ვარგა, მაგრამ მაინც გიხარია რომ არსებობს. ანუ მართალია უბუნტუა, მაგრამ მაინც ხო გნუ + ლინუქსი გიყენია |
Posted by: giorgy21 4 Aug 2021, 01:47 |
გამარჯობა. ვაპირებ, Linux ზე გადავიდე და მანამდე რამოდენიმე შეკითხვა მაქვს.. ჯერ მაინტერესებს, ტაბლეტზე თუ დაყენდება? და რა მონაცემები უნდა? მერე იმდენი დისტრიბუტივია..რა განსხვავება? ნუ დიზაინის გარდა. |
Posted by: shiroyama 20 Jan 2022, 22:56 |
ამ სირბანჯობებს ვერ გავთიშავ ბოლომდე? 5.15 კერნელია, ეს ჩავამატე grub-ში GRUB_CMDLINE_LINUX="mitigations=off" |
Posted by: Fennec 22 Jan 2022, 02:13 |
shiroyama ეს მეთოდი ცადე? There is no way to fix spec_store_bypass, the only mitigation is to disable it. This works for AMD as it does for Intel, by configuring the kernel or by using the appropriate kernel commandline parameter spec_store_bypass_disable=on, e.g. in /etc/default/grub. /etc/default/grub: GRUB_CMDLINE_LINUX="mitigations=auto,nosmt spec_store_bypass_disable=on" Then you should get this: grep . /sys/devices/system/cpu/vulnerabilities/*: spec_store_bypass:Mitigation: Speculative Store Bypass disabled |
Posted by: shiroyama 22 Jan 2022, 10:13 |
სათითაოდ უნდა გათიშვა როგორც ჩანს, ჯერ ის უნდა ვარკვიო რომელი რას აკეთებს |
Posted by: Fennec 22 Jan 2022, 12:06 |
shiroyama meltdown და spectre - ის CVE-ბი ხომ არის?... ჰარდის პრობლემაა, კონკრეტულად პროცესორების... ბევრი მათგანის დაფქსვა ვერ ხდება და უბრალოდ იზოლირება გვიწევს, რის შედეგადაც შეიძლება CPU-ს წარმადობა შემცირდეს... |
Posted by: nick_el_son 21 Oct 2022, 15:31 |
ხალხნო, მინტის დაყენება გადავწყვიტე დუალ ბუთში ვინდოუს 10-თან. Mint 21 Xfce Edition მაგრამ არ იბუთება: ის სქრინი არ გამოაქვს სადაც სისტემის არჩევა უნდა მოხდეს, პირდაპირ ვინდოუსს რთავს. აქამდე რაც გავაკეთე: ჩავწერე ლინუქსი ფლეშკაზე რუფუსით (გპტ) გამოვყავი სსდ-ზე 30გბ-იანი ფართიშენი დავბუთე მინტი ფლეშკიდან და დავიწყე ინსტალაცია. ამ ეტეპზე ავირჩიე something else: და შემდეგ ფანჯარაში იმ 30გბ-იანი ფართიშენიდან შევქმენი შემდეგი რამეები: 512 ბმ - efi 1024 მბ - სვაპი (12 გბ რამი მაქვს, ასე რომ სვაპი ფაქტიურად არც მჭირდება) და დანარჩენი მბ - რუთი (/) მერე თითქოს ყველაფერი დაყენდა, მომთხოვა რესტარტიც მაგრამ რესტარტის შემდეგ მხოლოდ ვინდოუსი ირთვება, ოს-ის ასარჩევი სქრინი არ გამოაქვს. რისი ბრალი შეიძლება იყოს და რანაირად ვუშველო? MSI-ს გეიმინგ ლეპტოპია, არც ისე ახალი და ბიოსიც ძალიან მარტივი აქვს, არანაირი ფუნქციონალი. ხელპ |
Posted by: Almasi7 21 Oct 2022, 15:34 |
nick_el_son სხვა ჰარდ დისკზე ხო არ ჩაწერე ლინუქსი? მაგ შემთხევაში ბიოსიდან უთითებ დეფაულთად რომელი ჩაირთოს. და კიდევ ლინუქს ბუთლოადერი უნდა გადააწერო ვინდოუსს რომ აგარჩევინოს რომელი სისტემის ჩატვირთვა გსურს, წინააღმდეგ შემთხვევაში პირდაპირ ვინდოუსს უშვებს |
Posted by: nick_el_son 21 Oct 2022, 15:47 | ||||
Almasi7
არა, იმავე ჰარდზეა წინდოუსიც და ლინუქსიც.
აი ეს რომელ ეტაპზე უნდა გაკეთდეს და რანაირად? https://linuxmint-installation-guide.readthedocs.io/en/latest/install.html |
Posted by: Almasi7 21 Oct 2022, 15:56 | ||
აქ უნდა მიუთითო ის ფართიშენი რომელიც შენ შექმენი https://ibb.co/QPj9bD5 ამ ვიდეოშიც არის ეგ მონაკვეთი https://www.youtube.com/watch?v=-iSAyiicyQY&t=417s და მერე ბიოსიდან ირჩევ რომელი ბუთლოადერი გინდა რომ გაეშვას, უკიდურეს ვარიანტში შეგიძლია ვინდოსი სადაც წერია მაგას გადააწერო მარა შეიძლება პრობლემები შექმნასო |
Posted by: nick_el_son 26 Oct 2022, 23:49 | ||||
პირველად ბუთლოადერი იყო /dev/sda-ზე, ახლა მასე გავაკეთე, ბუთლოადერისთვის ავირჩიე მინტის ინსტალაციის ძირითადი ფართიშენი (/dev/sda8/ ext4), მაგრამ მაინც არ შვება * * * მოკლედ, ვეჩალიჩე ბიოსიდან და იქ ვნახე რაღაც პრიორიტიზაციის ოფშენი რომ ლინუქსის ბუთლოადერი ჩაეტვირთა ჯერ. ასე რომ ყველაფერი ოკ |
Posted by: მამაო თამაზი 20 Nov 2022, 13:23 | ||
giorgy21 giorgy21
დაყენდება. ტელეფონზე მეყენა ამას წინათ |
Posted by: nick_el_son 20 Nov 2022, 15:06 | ||
PinePhone-ებზე აყენია მანჯარო : ))) https://pine64.com/product/pinephone-beta-edition-linux-smartphone/ https://pine64.com/product/pinephone-beta-edition-with-convergence-package/ სულ ვფიქრობ მოდი დავითრევ-მეთქი, მაგრამ ძალიან დაუხვეწავია |
Posted by: KA927 30 Nov 2022, 17:08 | ||||
ადრე კაი ხანს მქონდა ეგრე, სანამ ვინდოუსის აფდეითი არ მოვინდომე. მერე აირია მონასტერი ვინმეს თუ გიცდიათ ვირტუალბოქსში გაშვებული ვინდოუსიდან ანდროიდის დაფლეშვა? მთელი დღეა თავი მტკივა და არ მაქ ამის ნერვები რომ გაუბეროს რაღაცამ. |
Posted by: matemana 30 Nov 2022, 20:38 | ||
usb controller მქონდა გადაცემული native-დ ვირტუალური windows-სთვის და ჩვეულებრივად ვიყენებდი nexus 5-ზე 4G-ს გასახსნელად, დასაფლეშად, mouse-ს დასაპროგრამებლად და ა.შ. ვირტუალური კონტროლერით იმუშავებს თუ არა არ ვიცი. vt-d ტექნოლოგია გჭირდება ამისთვის. ნუ მე qemu/kvm-ს ვიყენებ ხოლმე ვირტუალი თუ მჭირდება. |
Posted by: ვახტანგი 30 Nov 2022, 21:32 |
ვინმემ მოკლედ ამიხსენიტ როგორ ხდება ჩემ შემთხვევაში ქსელის troubleshooting უბუნტუზე კონკრეტულ თამაშსზე მასვს პრობლემა, ტელეფონიდან ვაზიარებ ინეტს და კონკრეტულ რაღაც პერიოდის მერე მაგდებს თამაშიდან. ვპნ როცა ვიყენებ მაშინ ნორმალურად მუშაობს. ttl თემაა როგოც ვხდები ხომ? თამაშის სერვერამდე ვპნ გარეშე 46 არის და ვპნ ით 55 და მინდა რომ troubleshooting ვქნა ქსელის ან არ ვიცი იქნებ პროვაიდერს აქვს დაბლოკილი?(საქართველოს გარეთ ვარ) ან რამე რომ იყოს ttl ვერ დავაფიქსირებ ერთ ნიშნულზე? არ მაქვს openwrt როუტერი თორე ვიზავდი ჩემით |
Posted by: KA927 30 Nov 2022, 21:53 |
matemana დამეზარა და ძველი ჰდდ მოვქექე ვინდოუს რვიანი, მაგით ვქენი. სხვა დროს გამოვიკვლევ მაგ საკითხს. |
Posted by: VelaPulsar 1 Dec 2022, 00:46 |
მე მანჯაროზე გადავედი 1 წელია, კანჶეტ. ვინდოუსიც მაქ ლიცენზირებული, თამაშებისთვის. ერთადერთი თამაშების არქონა ტეხავს |
Posted by: nutria-113 1 Dec 2022, 16:08 | ||
KA927
არ ქნა ლინუქსიდან? თუ არ გიცდია? რამდენიმე დღის წინ გადავფლეშე ნექსუს 5 მე უპრობლემოდ |
Posted by: KA927 1 Dec 2022, 18:26 | ||
nutria-113 იმიჯის გადმოწერა დამეზარა
ძველ ტელეფონზე ვცდი მერე. |
Posted by: Timeless 5 Dec 2022, 19:46 | ||
მეც მაქვს ლიცენზირებული კვერცხოუსი ვირტუალურ მანქანაში. თამაშებისთვის Steam პროტონით, ასევე ლოთი წავი EA-ს აპლიკაციისთვის. Call Of Duty Warzone (კვერცხობა), PUBG და Fortnite ვირტუალურ მანქანაში VFIO მოდულით კარგად მუშაობს. სხვა დანარჩენისთვის ღვინო არსებობს. დუალ/მულტი ბუთის დედაც. |
Posted by: KA927 15 Dec 2022, 20:31 |
მაიკროსოფტის ბრაუზერს რომ აქვს ტექსტ თუ სფიჩ (read aloud) მაგას ლინუქსზე ვერ ავამუშავებ როგორმე? არც ბეტაზეა და არც დევ ბილდებზე, არ აპირებენ დამატებას ალბათ. ქართულსაც კარგად კითხულობს გამიკვირდა. სულ 2 ხმაა გიორგი და ეკა, სულ არაფერს ჯობია. |
Posted by: Irakly 19 Dec 2022, 16:23 | ||
მანჯარო მეც მეყენა. კარგია. ეხლა Zorin OS 16.2 Pro ეს დავაყენე და მომწონს ჯერჯერობით. მინდა kde-მივაყენო მაგაზე. |
Posted by: nick_el_son 22 Dec 2022, 16:55 |
Void Linux ვცადე 2 სხვადასხვა ლეპტოპზე (ლაივი, ფლეშკიდან) და არცერთგან ხმა არ ჰონდა, არავითარი აუდიო სერვისი ნორმალურია ეგეთი რამე? პ.ს. არადა კარგი დისტრო ჩანს ვოიდი, მსუბუქია და bloat-ის გარეშე. მაგრამ ასე თუ მაწვალა ყველაფერზე მაშინ ჩემს MX-ზე დავრჩები ისევ პ.პ.ს. როგორც ჩანს Pinta-ც არ ყენდება |
Posted by: KA927 22 Dec 2022, 17:19 |
nick_el_son ახალ კერნელებში შეცვალეს რაღაცა და მოი**ნა ტვინი. ზოგიერთ საუნდ კარტასთან აქვს პრობლემები. ჩემთან ხმა არ გამქრალა მარა მიკროფონი დამემალა https://wiki.archlinux.org/title/PulseAudio/Troubleshooting |
Posted by: nick_el_son 22 Dec 2022, 21:31 | ||
KA927
აჰა, იმედია გამოსწორებენ მაშინ.. ჩემით წვალება რომ მეზარება მაგიტომ ვცდილობ რომ ყველაზე ნაკლები ჩალიჩი რომ დაჭირდება ისეთი დისტრო ვიპოვო |
Posted by: KA927 22 Dec 2022, 23:03 |
nick_el_son ადრე თუ გვიან ყველა აურევს ალბათ. მერე უკვირთ რატო არ მოსწონს ხალხს ლინუქსი |
Posted by: nutria-113 24 Dec 2022, 02:54 | ||
KA927
ყველაფერს ფულით ვერ იყიდი, სხვა დანარჩენისთვის არსებობს დებიანი |
Posted by: KA927 24 Dec 2022, 10:42 |
nutria-113 ვერ მივხვდი |
Posted by: nutria-113 24 Dec 2022, 13:53 |
KA927 როლინგი და პეკიჯების უახლესი ვერსიები თუ არაა აუცილებელი, დებიანზე სტაბილური არაფერია |
Posted by: nick_el_son 24 Dec 2022, 15:19 | ||||
კიბატონო, სტაბილურია. ოღონდ ნუბებისთვის არაა.. ძველ ლეპტოპზე დავაყენე საცდელად უახლესი დისტრო xfce ვერსია, + რამდენიმე მარტივი პროგრამა, თემები და ა.შ, მოკლედ ძალიან ბეისიქ რამეები. მეორე დრეს ვრთავ ლეპტოპს და საათი არეულია, მეთქი ვტფ... ბოლოს გამოირკვა რომ ნტპ არ მოჰყვებოდა და ხელით მომიწია დაყენება კაი, სოფტს არ აყოლებ თითქმის არაფერი და ოკ, ძაან კაია ეგ - დამჭირდება რამე და ჩემით ვიზამ, მარა საათი კარლ, საათის სინქრონიზაცია, ეგ როგორ არ უნდა იყოს დაკონფიგურებული? შეიმ ონ იუ დებიან |
Posted by: KA927 24 Dec 2022, 16:19 |
nutria-113 კი, ბაზარი არაა. nick_el_son მაგის 9 თუ 10 გიგაბაიტიანი ვერსიაც არი მგონი, ზედმეტი რაღაცეებიც კი მოყვება |
Posted by: nick_el_son 25 Dec 2022, 00:20 | ||
KA927
ეგ კიდევ მეორე უკიდურესობაა პ.ს. ეჰ ნეტავ როლინგ რელიზი იყოს MX და სხვისკენ არც გავიხედავდი ცოტა ხანი მაინც ვოიდი რაღაცნაირად კი მესიმპათიურება (ნუ, ინსტალაციის პროცესს თუ არ ჩავთვლით), მაგრამ თუკი აუდიოს პრობლემა არ გამოასწორეს შანსი არაა გადავიდე |
Posted by: KA927 25 Dec 2022, 09:33 |
უიმე არ წამიკითხავს ყურადღებით რაზე ამბობდი. ვოიდ ლინუქსი ახლა გავიგე პირველად. მე მგონი ტვინი მაქ გადასაყენებელი რაღაც პოსტები ამომიგდო, როგორც ჩანს კაი ხანია ეგრეა. ალბათ muted ვარიანტი მოსწონთ მაგის დევებს თავად უნდა იჩალიჩო ხმის ჩართვა https://docs.voidlinux.org/config/media/index.html * * * თფუ ამათი უხეირო... ქართული რა გინახავთ კარგი |
Posted by: nick_el_son 26 Dec 2022, 18:58 | ||
KA927
ახალ EndeavourOS-ს გადავხედე და რაღაცეები გამოსწორებულა... Docklike-plugin ყენდება უპრობლემოდ (წინა ბილდზე რაღაც სჭირდა, ვერაფრით ავამუშავე და პრინციპში ეგ იყო ყველაზე დიდი მიზეზი რომ MX-ზე გადავედი), პლუს Pinta-საც მოვკარი თვალი tkpacman-ში (წინაზე არ იყო), და რაც მთავარია xfce 4.18 აქვს უკვე. ჰმჰმ ხომ არ დავაყენო უკანვე? |
Posted by: KA927 26 Dec 2022, 19:10 | ||
nick_el_son
თხანჯაროზე დაყენდა ოღონდ სი შარფის თუ დოტ ნეტის მზეობები მოყვა » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: nick_el_son 26 Dec 2022, 19:23 | ||
KA927
ჰმმ არ უნდა ითხოვდეს ეგეთ რამეებს წესით |
Posted by: KA927 26 Dec 2022, 19:57 |
nick_el_son * * * უცნაური ფერი რო აქვს ღამის ნათების ბრალია |
Posted by: nick_el_son 26 Dec 2022, 23:26 |
KA927 არჩზე სხვანაირად არის როგორც ჩანს: » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « https://archlinux.org/packages/community/any/pinta/ და დებიანზე სხვანაირად: » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « https://packages.debian.org/stretch/alpha/pinta |
Posted by: KA927 26 Dec 2022, 23:31 |
nick_el_son ვისი ვისაშია ვერ გაიგებ, ერთმანეთზეა გადახლართული ათასი წვრილმანი. დეფენდენსი და დედის... მაგათი. არ მაინტერესებს, ჭირსაც წაუღია. მთავარია ყენდება და მუშაობს, ჩვეულებრივ მოკვდავებს მეტი რა გვინდა |
Posted by: nick_el_son 27 Dec 2022, 14:07 | ||
|
Posted by: alexolextoast 2 Jan 2023, 14:25 | ||
კალი სასწაულად "bloated" არის უსაფრთხოებისა და ტესტირების ხელსაწყოებით, და დიდი პორცია ამ ხელსაწყოების არ სჭირდება მომხმარებელს ყოველდღიურ საქმიანობაში მე რასაც ვიზამდი ეს იქნებოდა რომ რაიმე ცოტა ისეთი "distro" ამერჩია რომელიც გათვლილია ყოველდღიური მოხმარებისათვის, kaliს ვებსაიტზეც წერია რომ ყოველდღიური მოხმარებისატვის არ არის გათვლილი. პირადად გირჩევდი endeavourOSს ან PopOSს დაგეყენა და VMMის ქვეშ დაგეყენა Kali ან ParrotOS რაც შეეხება ფილმების ლაგვას დიდი ალბათობით firefoxს ხმარობ და firefoxს "by default" არ მოყვება Hardware Accelerated decoding შეგიძლია ჩართო HWAcceleration firefoxში (რაც ცოტა წვალება არის) ან chromium დააყენო და მაგას მოჰყვება HWAcceleration "by default" ცოტა მიჭირს ქართულზე დაბრუნება და იმედი მაქ გარჩევადია რაც დავწერე |
Posted by: AVX 18 Feb 2023, 15:12 |
რამოდენიმე დისტრო მოვსინჯე და ყველგან ერთი და იგივე პრობლემაა. საკმარისია ბრაუზერში ერთდროულად რამდენიმე ჩანართი გავხსნა რომ პროცესორის და რამის დატვირთვა ადის 100% -ზე. ამიტომ კომპიუტერი იწყებს საშინელ ჭედვას. თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა? |
Posted by: nick_el_son 18 Feb 2023, 23:07 |
AVX რა პროცესორია და რამდენი რამი გაქვს? თუ ძალიან ძველი კომპი არაა არ უნდა ტვირთავდეს მასე აგერ ამ წამს ასე 15 ტაბი მაქვს ფაერფოქსში გახსნილი, პლუს ერთში იუთუბის 1080P ვიდეო გაშვებული და არც ნამეტანი ოპერატიული მიაქვს და პროცესორიც 10%-ზე ნაკლებადაა დატვირთული: |
Posted by: nutria-113 19 Feb 2023, 17:24 | ||
AVX
არ უნდა იყოს მასე. ბრაუზერში hardware acceleration-ის ამბავი ხომ არაა? ან სვაპი ხომ არ ივსება |
Posted by: AVX 19 Feb 2023, 18:41 |
nick_el_son ძველი კომპია RAM: 4GB CPU: Intel Pentium Dual-Core 2.70 GHz. მაგრამ... Windosw-10 მაქვს ამჟამად და 5-10 ჩანართიც მაქვს ხოლმე ერთდრულად გახსნილი და მაქსიმუმ 65% ადის. * * * nutria-113 სვაპი არა CPU და RAM 100% ადის ორი ბრაუზერი ვცადე. Firefox და Chromium ორივეზე იგივეა |
Posted by: matemana 19 Feb 2023, 19:26 |
nick_el_son არც ისე ბევრი გქონია RAM და უსვოპოდ რომ ივსება არ გეფრიზება კომპიუტერი? 8 რომ მქონდა zram-ს გამოყენება მაშინ ვცადე პირველად. საოცრებებს ახდენს. მთლიანად RAM-შია კომპრესირებული და სისტემა ბევრად დიდ დატვირთვას აიტანს RAM-ზე დაფრიზვის გარეშე ვიდრე ფიზიკურად აქვს. ზოგადად ისედაც ჭირდება swap გამართულად სამუშაოდ. აგერ მიწერია ნახე -> https://forum.ge/?showtopic=33622554&view=findpost&p=58138637 ეხლა ბევრად ძლიერი cpu მაქ ვიდრე მაგ ლინკზე სურათშია და ძაან მაგრად იტანს მაგ zram-ს კომპრესიას. დიდად არ იტვირთება. წეღან ჩავატარე ექსპერიმენტი 1500 tab გავხსენი firefox-ში * * * AVX memory leak ხომ არ ემართება რამეს. მე მაგალითად ranger არის ასეთი terminal based file manager ამაზე მქონდა ხოლმე memory leak ისე სწრაფად ავსებდა RAM-ს მერე cpu-ც იგრუზებოდა და იფრიზებოდა კომპი. |
Posted by: nick_el_son 19 Feb 2023, 22:13 | ||||||
AVX
არ უნდა აკეთებდეს მასე აშკარად ნებისმიერი საიტების გახსნაზე შვება მასე თუ რაიმე კონკრეტულზე? პ.ს. ან თუ რამე ექსტენშენს იყენებ, გათიშე ყველაფერი და ისე სცადე რას იზამს. matemana
არაფერს ისეთს არ ვაკეთებ რომ ბევრი რესურსი შეჭამოს. ბრაუზერშიც მაქსუმ 30 ტაბი მქონდეს ხოლმე ერთდროულად გახსნილი და ეგაა. გეიმინგი როცა მჭირდება ვიდოუსში ვბუთავ.., აქ ბრაუზინგი, ვორდ-ექსელი, ფილმები, ხანდახან ფოტოების ლაითი რედაქტირება და კიდევ რაღაც წვრილ-წვრილი პროგრამები.. ეგაა ფაქტიურად სულ. 6გბ-ზე მაღლა არც არასდროს ასულა რამის მოხმარება მგონი 1.5კ-ზე ტაბზე ნამდვილად საჭირო იქნება კი ))
კარგი კონცეპტი ჩანს, თუ დამჭირდა მეტი რამი უეჭველი ვცდი ამ მეთოდს |
Posted by: 11-F 19 Feb 2023, 22:50 |
სკოლის ძველ ბუკზე მეყენა, core 2 duo, 2გბ ოპერატიულით. ას პროცენტზე ეგ არ ადიოდა ხოლმე და შენსას რა ეტაკა?! |
Posted by: AVX 20 Feb 2023, 18:26 |
ნებისმიერი საიტის გახსნაზე ეგრე ემართება * * * ვიდეოებზე კიდევ აღარაფერს ვამბობ * * * თავიდან ფედორა, დებიანი, უბუნტუ ვცადე. მერე ვიფიქრე რადგან გნომი მძიმეა მაგიტო შვებათქო. შემდეგ კუბუნტუ. ბოლოს რამოდენიმე თვე კალი მეყენა. ამ დისტროებიდან კალი მუშაობდა ყველაზე მსუბუქად და სწრაფად. მხოლოდ 12%-თ ტვირთავდა რამს უქმე რეჟიმში მაგრამ ვებ ბრაუზერზე იგივე პრობლემა იყო. საკმარისია 4-5 ჩანართი გამეხსნა რომ 100% ადიოდა რამის დატვირთვა და კომპი გამოუსადეგარი ხდებოდა. იმასაც ძლივს ვახერხებდი რომ როგორმე დამეხურა ბრაუზერი. * * * ეხლა ისევ ვინ10 ზე გადავედი და ჯერ ჯერობით მუშაობს ნორმალურად * * * მეორე კომპიც მაქვს ახალი ვინდ-10 ით და რადგან ეს შედარებით ძველია მაგიტო მინდოდა ლინუქსზე მქონოდა, მეგონა უკეთესად იმუშავებდა მაგრამ უარესად მუშაობდა რავი ალბათ არ მოეწონა ეს კომპი * * * Firefox-ს იშვიათად ვიყენებდი ძირითადად Chromium-ს * * * matemana nick_el_son რომელი დისტროა თქვენი? |
Posted by: nick_el_son 20 Feb 2023, 21:42 | ||||
AVX
რაღაც პრობლემაა აშკარად.. თუ ნებისმიერ სატიზე მასე შვება, ნებისმიერი ბრაუზერით და თან ექსტენშენები/ედონები არაა დაყენებული რავი.. შეიძლება საერთოდ ჰარდის ამბავიც კი იყოს
MX Linux 21.3 xfce-ზე ამაზე უფრო ძველ მეორე ლეპტოპზე მაქვს EndeavourOS ასევე xfce და ისიც უპრობლემოდ მუშაობს. ორივე ძალიან ლაითი დისტროა, მითუმეტეს xfce ინტერფეისით. matemana არჩზეა |
Posted by: 11-F 20 Feb 2023, 22:36 |
ის რაღაცა spectre & meltdown ფიქსები ხო არ ანელებს მაგ პროცესორს ყ₾იფონა ინტელმა რომ გამოუშვა. იქნებ მერე იძულებულია სრული დატვირთვით იმუშაოს ელემენტარულ რაღაცეებზეც |
Posted by: matemana 21 Feb 2023, 02:26 | ||
მაგის შემოწმებას რა უნდა. mitigations=off გადაცემ kernel parameter-დ და გათიშავს ყველანაერ დაცვას. მაგრამ არამგონია. |
Posted by: AVX 21 Feb 2023, 15:56 | ||
მეხსიერების გაჟონვა რომ იყოს მაშინ ხომ სხვა პროგრამების გახსნაზეც გადაიტვირთებოდა RAM-ი? მარტო ბრაუზერზეა ეს პრობლემა და მეც მაგიტო მიკვირს * * * nick_el_son გასაგებია. მადლობა აბა EndeavourOS ან ZorinOS უნდა ვცადო კიდევ. პირდაპირ ფლეშკიდან რომ გავუშვა იგივე ხარვეზი არის თუ არა შეემჩნევა ვითომ? * * * 11-F არა....... |
Posted by: nutria-113 21 Feb 2023, 16:24 |
matemana zram-ზე სვაპის გავსებისას ლაგები არ გეწყება? აი როგორც მაგ სქრინზეა, ვთქვათ მაგ დროს. მე ასეთი შემთხვევა მქონდა. სვაპის ამბავი ხო ზოგადად ისეა, რო არ უნდა გევსებოდეს/გამოიყენებდე, გარდა სპეციფიური შემთხვევებისა. ანუ ჩვეულებრივ იუზერს, ჩვეულებრივ სისტემაზე სვაპზე ექპერიმენტები არ ჭირდება როგორც წესი. მეც როცა დავაყენე ადრე, 16 რამზე 2 სვაპი მივეცი, მეთქი რამის პონტში მეყოფა. ძირითადში ეგრეც იყო, თითქმის სულ ნოლზეა, როცა შემიმოწმებია. მერე, რაღაც მომენტებში ლაგები დაეწყო, მარა სულ ისეთ დროს, რომ ვერ ვიცლიდი ჩასაძიებლად. მერე დავაკვირდი რომ vmware-ის დროს მიკეთებდა ცოტა ძლიერ მანქანებზე. მეთქი უეჭველი მისვაპავს, ვნახე - ეგაა. ეს გადავურთე, სვაპინესის დავუკელი, ძირითადში მოვგვარდით მაგრამ, როგორც ჩანს vmware-ს აქვს რაღაც, მემორი ლიქსაც ვერ იტყვი, თუმცა მსგავსი ემართება. მაგალითად, vmware-ში დაჰოსტე VM, მის შიგნით კიდე თუ დასტარტე რამე, სხვა OS, და იქ რაღაცა გადმოწერე/დაააპდეითე, მაგ დროს რაღაც ნაწილს სვაპში მოათრევს აქეთ და ნელ-ნელა ავსებს. ჩემთან ახლა გავსებას ვერ ასწრებს, მარა თუ გაივსება, ალბათ, ისევ ლაგები დაიწყება. მაინტერესებს ZRAM-ზე როგორ იქნება გავსებისას |
Posted by: matemana 21 Feb 2023, 19:22 |
AVX browser-ზე ხომ არ ემართება. სხვებზე რატომ გადავისებოდა? მე მაგალითად file manager-ზე მქონდა ეგ პრობლემა, გავხსნიდი თუ არა იწყებდა ram ავსებას. nutria-113 swap უნდა გქონდეს გამართულად რომ იმუშაოს სისტემამ. 2 GB swap რომ გაგევსოს ლაგები კი გექნება გინდა HDD-ზე იყოს გინდა SSD-ზე. zram ram-შია კომპრესირებული და თუ cpu ვერ ასწრებს დეკომპრესიას მაშინ გექნება ლაგები. აი ჩემი წინა ლეპი ნელი იყო მაგ საქმეში ეს ახალი 3-4 ჯერ სწრაფია და სკრინზეც ჩანს ნაკლებადაა დატვირთული. vm-სთვის მე qemu/kvm-ს ვიყენებ ხოლმე როცა მჭირდება, ძალიან სწრაფია და მარტივად გამართვადი. ეგეთი პრობლემა რაც შენ აღწერე არასოდეს მქონია vm-ზე. |
Posted by: nutria-113 21 Feb 2023, 23:36 | ||
matemana
კი, ზოგად ქონაზე მეც მაგ აზრზე ვარ. მაგრამ ზომით, სავარაუდოდ, ნებისმიერის გავსებაზე გალაგავს, როცა დისკზეა. zram-ის შემთხვევა საინტერესოა ძალიან. მე qemu/kvm არ მახსოვს გავტესტე თუ არა, მაგრამ, მაგალითად, ვირტუალბოქსზე, რაც მჭირდებოდა იმან არ იმუშავა და შემოვრჩი ვორქსთეიშენზე. მარტივ გამართვაში რას გულისმობ? ინსტალაცია-დასტარტვაზე ესენიც ეგრევე ეშვებიან, არჩვიკის იქეთ არ მახსენდება წავსულიყავი |
Posted by: AVX 22 Feb 2023, 15:01 |
matemana ანუ შესაძლებელია მხოლოდ ერთ რომელიმე პროგრამაზე ემართებოდეს. გასაგებია მადლობა |
Posted by: matemana 23 Feb 2023, 04:30 |
AVX ლაივში ცადე სხადასხვა დისტრო. სუსტ კომპზე Puppy linux ცადე. მსუბუქია. nutria-113 მარტივში ვგულისმობ გრაფიკული ინტერფეისი არ აქვს და მარტივად ტერმინალიდანვე ისტარტება. მე პატარა სკრიპტი მაქვს mac os/linux/windows სთვის. თან pci passthrough სთ ისა და intel GVTg ტექნოლოგიის გამოსაყენებლად. ვირტუალბოქსი ვცადე მარა არ მომეწონა. გესტშიც რაღაც უნდა დააყენო და მაინც ვერ მუშაობდა კარგად. ეს qemu/kvm დაფრინავდა. |
Posted by: nutria-113 23 Feb 2023, 13:36 |
matemana აა, სკრიპტით მარტივად დასტარტავ მართალი ხარ. თუმცა ვორქფლოუსაც გააჩნია, მე გამჭედავს დიდი ალბათობით, სანამ მანდ cli-ში ყველაფერს დავალაგებ და ამოვყვინთავ. ადაპტერებზე მანიპულაციები მჭირდება ხოლმე და სანამ შექმნებს, ერთმანეთზე დანახვება/იზოლაციებს, მერე ფიზიკურ ადაპტერთან დაძმაკაცებას და რაც ყველაზე უფრო პრობლემურია, ვაირლესის გაბრიჯვისას ტრაფიკის ნორმალურ მუშაობას ავუწყობ..... უკვე დავიღალე მაგრამ ეგ უნდა სწრაფი იყოს ხო? რეალში საგრძნობი ბენეფიტები როგორი აქვს? თამაშებში არ ვგულისხმობ |
Posted by: matemana 23 Feb 2023, 13:58 |
nutria-113 ისევე იგრძნობოდა როგორც native სხვაობას საერთოდ ვერ ვატყობდი. ერთი თამაში გავტესტე მარტო და იგივე შედეგი დადო თითქმის რასაც linux-ზე ისედაც დებდა. სკრიპტი იმას უნდა რაც ჩამოვთვალე თან სხვადასხვა OS-სთვის თორემ რეალურად ერთი დიდი ბრძანებაა და მეტი არაფერი ეგრევე უშვებს სისტემას. მე უბრალოდ ბევრ რამეს მოვარგე და ბრძანებას აწყობს ეგ სკრიპტი. დიდი პლიუსი ისაა რომ ემულაცია შუძლია უამრავი სხვა არქიტექტურის. ეგ virtualbox-ს არ შეუძლია. ხო ცოტა დამუღამება უნდა თავიდან მაგრამ ჯამში ძალიან მაგარია, მითუმეტეს KVM ისედაც kernel-შია უკვე და მაგაზე სწრაფი native-ღაა |
Posted by: nutria-113 23 Feb 2023, 15:10 |
matemana დამაინტერესა. თუ საიდუმლო არაა, ჩამიგდე რა აბა ეგ სკრიპტი, გადავხედავ, იქნებ მოვირგო და გამომაგდეს ჩემს გარემოში, მომწონს სწრაფი და მოქნილი სოლუშენები |
Posted by: matemana 23 Feb 2023, 20:32 | ||
არა რა საიდუმლო აგერაა. მაქსიმალური 21 დღე მივუთითე ამოწურვის თარიღად https://pastebin.mozilla.org/HPM89jFc bash თუ იცი არ გაგიჭირდება ნახვა როგორ მუშაობს და რა პარამეტრები უნდა, ჩემთვის მაქვს და არ მაქვს user friendly-დ რომ დააეროროს და usage დაგიწეროს win11-ზე, mac os-ზე (big sur ან monterey) და linux-ებზე მუშაობდა. არ მახსოვს პარამეტრები შევცვალე თუ არა win 7-ს მერე. ცოტა ხანი 7-საც ამით ვუშვებდი მაგრამ მერე იმდენად light win 11 ვნახე სულ 1.3 GB იყო საინსტალაციო 7 მივაშალე და 11 დავაყენე ვირტუალზე. |
Posted by: nick_el_son 24 Feb 2023, 00:14 | ||
matemana
შემტხვევით გადმოსაწერი ლინკი ხომ არ გაქვს შენახული მაგის? და TPM-ს თუ ითხოვს? |
Posted by: matemana 24 Feb 2023, 01:54 |
nick_el_son iso მაქვს და ხვალ აგიტვირთავ. ოღონდ არ ენდო ამ build-ს. |
Posted by: nutria-113 24 Feb 2023, 14:22 |
matemana გაიხარე გავარჩევ ვნახოთ რა გამოვა |
Posted by: matemana 24 Feb 2023, 21:00 | ||||
დაპირებისამებრ. აგერ აგიტვირთე და გადაწერე https://we.tl/t-1kVRU63wlF |
Posted by: nick_el_son 24 Feb 2023, 22:24 | ||||||
მადლობა! |
Posted by: Irakly 24 Feb 2023, 22:28 |
დღეს ეს ლინუქსი CachyOS აღმოვაჩინე. დავაყენე და რაც მინდოდა ეგ აღმოჩნდა. ძალიან სწრაფია და თანამედროვე. https://cachyos.org/ CachyOS is a user-friendly and highly optimized distribution based on Arch Linux. Our distribution offers a seamless installation process and a range of customization options to personalize your computing experience. Whether you're a beginner or an experienced user, CachyOS delivers optimized performance while maintaining its simplicity. |
Posted by: matemana 25 Feb 2023, 00:22 |
Irakly აი მაგის სისწრაფის საიდუმლო LTO and x86-64-v3 და All kernels are compiled with optimized x86-64-v3, x86-64-v4 instructions and LTO for optimal speed and reliability. arch-ზეც ლაპარაკობენ დიდი ხანია რომ შემგვთავაზონ v3 package-ებიც ოფიციალურად, თუმცა ჯერ ჯერობით არ ჩანს არაფერი. კი არის repo-ები უკვე მაგრამ ოფიციალურად არაა. ისე რომელი ვერსიის მხარდაჭერაც აქვს cpu-ს ამით შეამოწმებთ ვისაც გაინტერესებთ /lib/ld-linux-x86-64.so.2 --help ჩემთან ასე წერს. v4-ს არ გააკეთებენ დეფოლტად რათქმაუნდა ძალიან ბევრ cpu-ზე ვერ იმუშავებს ამიტომ v3-ზე 10-15% თ სწრაფი იქნება default-თან შედარებით. Subdirectories of glibc-hwcaps directories, in priority order: x86-64-v4 (supported, searched) x86-64-v3 (supported, searched) x86-64-v2 (supported, searched) https://git.harting.dev/ALHP/ALHP.GO აქ არის ისე repo-ები arch linux-სთვისაც ვისაც გნებავთ. v2-ს არ აქვს აზრი დიდად ვერ შეატყობთ დეფოლტთან შეგიძლიათ აღარ შეიწუხოთ თავი, v4-ს კიდევ ესენიც კი არ ბილდავენ იმდენად მცირე რაოდენობას ექნება მასეთი cpu, ექნება arch და მოუნდება ამ repo-ს დამატება |
Posted by: Irakly 25 Feb 2023, 10:55 | ||||
მაგარია მანჯაროზე სწრაფი არის. * * *
რა პროცესორი გაქვს? მე ეს მაქვს ეხლა : AMD Ryzen 7 5800X და ამას მიწერს: /lib/ld-linux-x86-64.so.2 --help | grep supported x86-64-v3 (supported, searched) x86-64-v2 (supported, searched) |
Posted by: matemana 25 Feb 2023, 12:57 | ||
i3 1125g4 მაქვს, ლეპტოპია. x86-64-v4 -ს AVX 512-ს მხარდაჭერა უნდა და ეტყობა შენს პროცესორს არ აქვს ეგ. მე სპეციალურად შევარჩიე ესეთი მოდელი. სამუშაოსთვის რა სოფტსაც ვიყენებ თუ AVX 512-ს support-თ დააკომპილირებ 30-35%-თ უფრო სწრაფია ვიდრე მაგის გარეშე. სიმულაციას კიდევ იმდენი ხანი უნდა მაგდენად აჩქარება დიდი დროის ეკონომიას ნიშნავს. |
Posted by: Irakly 25 Feb 2023, 13:08 | ||||
ახალ AMD-ს პროცესორს აქვს უკვე ეგ მხარდაჭერა (AVX-512) და მაგაზე ისედაც ვაპირებ გადასვლას: Ryzen 9 7950X |
Posted by: matemana 25 Feb 2023, 13:29 | ||
კი უბრალოდ AMD იყენებს "Double Pumped AVX512"-ს ანუ 512 bit-იან რეგისტრებს 2 ნაწილად ამუშავებს 256 bit-ებად. სადაც AMD-ს 2 cpu cycle სჭირდება იქ intel-ს 1 ყოფნის. ამიტომ ვერ აქვს ისეთივე performance როგორიც intel-ს AVX 512-ს. AMD ადრეც იყენებდა AVX ინსტრუქციებში ამ ხერხს 256 bit-ს 128-ებად დაყოფას და დიდი აჩქარება არ ქონდათ მაშინაც SSE ინსტრუქციებთან შედარებით. მაგ მხრივ intel უფრო დახვეწილი იყო ყოველთვის. ასევე უნდა ითქვას რომ AVX 512-ს გამოყენებას intel-ზე გაცილებით მატება აქვს cpu power usage-ში ვიდრე AMD-ზე ყოველშემთხვევაში დესკტოპზე, ლეპტოპზე არ შემინიშნავს მასეთი ტრენდი, მაგრამ performance-ც უკეთესი აქვს. intel-ს Big.Little არქიტექტურის გამო ამოღებული აქვს ეხლა ეგ ინსტრუქციები, რადგან ენერგოეფექტურ ბირთვებს არ აქვთ მათი საფორთი და ასე ვერ იმუშავებდა cpu. |
Posted by: Irakly 25 Feb 2023, 13:49 | ||||
სულ არაფერს ეგეც კარგია. მე მეყოფა. |
Posted by: Timeless 27 Feb 2023, 17:44 |
https://github.com/lutris/lutris/wiki/How-to:-Esync/4a715f72f9c6a2f662a0dace4cb9fdbe0fb23be0 წლებია 1048576 მაქვს დაწესებული ჰარდ და სოფთ ლიმიტი. ამიტომ wine-ით გაშვებულ თამაშებს ძალზე მაღალი წარმადობა აქვს, აღარც მახსოვს როდის ჩავტვირთე ვინდოზას ვურტუალური მანქანა სადაც GPU Passthrough-ს ვიყენებ. |
Posted by: ვახტანგი 27 Feb 2023, 19:53 |
Timeless შეგიძლია ტუტორიალის მაგვარი გადაიღო ერთ ნებისმიერ თამაშ როგორ აინსტალირებ მაგით? მე ვიყენებ ამას https://linux-gaming.ru/2022/11/24/portproton/ მარა ცოტათი maiინც თუნგაზრდის შენი ვარანტინი წარმადობას კარგი იქნება |
Posted by: libero 28 Feb 2023, 02:55 |
ეეჰ ამის დედა ვატირე, რა. უბუნტუ დავაყენე (ვჭამე) ფლეშკით, ხოდა ეგრევე გადვაწერე ვინდოუსს, ჩავრთე და ვაიფაი არ მუშაობს: ბრძანება: lshw -C network: და product: Wi-Fi 6 AX201 vendor: Intel Corporation ტელეფონით ვარ დაქონექთებული. (კაბელი) რა აღარ ვცადე, როგორ აღარ ვცადე მარა ვერაფერი. სახლის ვაიფაის არ აჩვენებს. სახლისას კი არა, არცერთს არ აჩვენებს. ტერმინაში რაც ვნახე, ყველაფერი გამორთულია და ნიხ. როგორ უნდა ჩაირთას. Softvare&Update -შიც ცარიელია Additional Drivers. უბუნტუ 22.10 ლეპტოპია hp pavilion რა მინდოდა ტო, ყოფილიყო ვინდოუს 11 ხო იყო კარგათ რაც იყო. ვახ მე რა. მე მგონი ისევ მომიწევს ფლეშკაზე ვინდოუსის ჩაწერა და მერე აქ დაინსტალირება. არა და ძალიან მინდოდა უბუნტუ.... ვჭამე რა, ვჭამე. |
Posted by: libero 28 Feb 2023, 23:06 |
ვაიმე დედი რა მინდოდა წვენებში. |
Posted by: nick_el_son 1 Mar 2023, 20:51 | ||
libero
რამდენჯერაც ვცადე უბუნტუ, არა რა, აი სულ რაღაც პრობლემები ჰქონდა. და აწი სულ რომ დავაპირე ლინუქსზე გადასვლა და დისტროებს ვარჩევდი სავარაუდო სიაშიც კი აღარ მქონდა ეგ.. და არც მინანია ქსუბუნტუ (თუ ზუბუნტუ, რაც ჰქვია) მეყენა ერთადერთი მაგის ოჯახიდან ნახევარი დღე და ჯერჯერობით იმ აზრზე ვერ რომ რაც შეიძლება ბეისიქ დებიან ან არჩ-დისტროები არის ყველაზე კომფორტული ¯\_(ツ)_/¯ |
Posted by: 11-F 1 Mar 2023, 20:58 |
უბუნტუს ნათესავი თუ გინდათ Mint ყველაზე სტაბილურია. თანაც მოსაწყენად სტაბილური. ძალით თუ არ გააფუჭე რამე ვერ გაერთობი. |
Posted by: libero 2 Mar 2023, 01:09 |
ბიჭები მანუალით რომ დავაყენო სახლის ვაიფაი არ გამოვა ვითომ? იპ არესი და ყველაფერი რო შევიყვანო ნეთვორქ სეთინგებში და ასე ჩაირთას ვაიფაი, არა? |
Posted by: nutria-113 2 Mar 2023, 02:06 |
libero კი რატო არა, არ გამოდის? |
Posted by: libero 2 Mar 2023, 02:12 |
nutria-113 ანუ ხომ ხვდები რას ვამბობ. ვაიფაი საერთოდ არ მუშაობს რაც უბუნტუ დავაყენე, ამიტომ ეხლა მომაფიქრდა ჩემით რო მოვაძებნინო თქო. აიპი ადრესი ხო ვიცი ჩემი? + გატევეი-მატევეი და ასე ვერ იპოვიდა სახლის ვაიფაის? ეხლა იმაზე ვფიქრობ, ეს ტელეფონის კაბელით რომ ვარ დაერთებული და აქედან გადის კომპში ნეტი (ეთერნეტი), ახლა ესეც არ დავკარგო მეთქი მეშინია. როგორ გავაკეთო არ ვიცი. |
Posted by: nick_el_son 2 Mar 2023, 02:15 |
libero უბუნტუზე ვერ გეტყვი, მაგრამ დებიანზე მასე ხელით მომიწია ვაიფაის დრაივერის დაყენება ადრე და რამდენადაც მახსოვს firmware.zip-დან ერთ-ერთი წავიდა: https://cdimage.debian.org/cdimage/unofficial/non-free/firmware/buster/current/ სცადე თუ რამეა, იქნებ გამოდგეს (დებიანია უბუნტუც ასე რომ რა იცი რა ხდება) |
Posted by: libero 2 Mar 2023, 02:19 |
nick_el_son მადლობა აბა ვცდი. ესე იგი ტერმინალში მაქ საჩალიჩო არა? მე კიდე ვიძახდი ნეთვორქ მენეჯერიდან დავაყენებ-მეთქი. თურმე რამდენი რამე სდომებია. |
Posted by: nick_el_son 2 Mar 2023, 02:24 | ||
libero
ამოაარქივე .deb ფაილები, მერე მაგ ფოლდერში გახსენი ტერმინალი და sudo apt install სახელი.deb და დააყენებ მასე სათითაოდ (ნუ, მანდ მგონი ბევრი რამეა ვაიფაის გარდა, ასე რომ სულ ყველაფერი არ დააყენო :დ ნახე რომელიც იქნება ვაიფაისთვის).. იმედია რომელიმე გამოდგება. თუ არა და მოგიწევს დაგუგვლა და სადმე რამე იქნება იმენა უბუნტუსთვის პ.ს. იდეაში უფრო მარტივია ჯერ არასაჭირო ფაილები წაშალო და მერე რაც დარჩება იმათ წესით ერთდროულადაც დააინსტალირებ ასე: sudo apt install *.deb პ.პ.ს. ჩემი ტერმინალის "ცოდნა" ძაან დაბალ დონეზეა, ასე რომ მაინც გადაამოწმე |
Posted by: libero 2 Mar 2023, 02:29 | ||||
აბა ჯერ იქნება რამენარათ ნეთვორქ მენეჯერიდან ვაპოვნინო სახლის ვაიფაი, თუ არა და მეტი რა გზაა, მაგას გავაკეთებ. მადლობის მეტი რა მეთქმის ჩემო მიკელსონ, გაიზარდე. |
Posted by: sandrobandro 13 Mar 2023, 22:47 |
ფედორაზე ტერმინალიდან როცა ვაფორმატებდ უზბ-ntfs ფორმატში უნდება მთელი საუკუნე, GUI-დან როცა ვშვები 2 წამში აკეთებს და რისი ბრალი უნდა იყოს ხო არ იცით? |
Posted by: Link 14 Mar 2023, 15:29 |
sandrobandro -f, --fast, -Q, --quick ? |
Posted by: Des 21 Mar 2023, 02:47 |
3 საათია დავაყენე უბუნტუ, ცხოვრებაში პირველად მაქვს შეხება ლინუქსთან და ბევრ თავისებურებას გადავაწყდი უკვე, ვინდოუსის გარდა არაფერს გავკარებივარ წლებია, იქნებ რამე პატარა ტუტორიალივით მაჩვენოთ ან დამიწეროთ ბეისიქები, რა როგორ ხდება, ან დრაივერების საქმე როგორაა აქ, თორემ ისე ვარ უბრალო ფოტოს ვერ ვხსნი რა აპების დაყენება მჭირდება რომ სისტემამ უბრალოდ გამართულად იმუშავოს |
Posted by: 11-F 21 Mar 2023, 10:12 | ||||||
Des
თვითონ აყენებს რასაც ღია კოდი აქვს. შეიძლება ვაიფაის ან ენვიდიას დრაივერი არ დაგხვდეს გააქტიურებული, გახსენი დრაივერ მენეჯერი თუ რაღაც მსგავსი აქვს უბუნტუს და დაეთანხმე third party software-ს გამოყენებას
ფლეი სთორის მაგვარი რაღაც აქვს, მანდ მოძებნე Shotwell მაგალითად.
შენ რაც დაგჭირდება იმის დაყენება მოგიწევს. * * * https://linuxhint.com/40_things_after_installing_ubuntu/ https://itsfoss.com/things-to-do-after-installing-ubuntu-22-04/ https://www.tecmint.com/things-to-do-after-installing-ubuntu-20-04/ |
Posted by: nick_el_son 21 Mar 2023, 12:27 | ||||
Des
ჰმმ, მინტს გირჩევდი მაგ შემთხვევაში, უფრო ვინდოუსის ვიდზეა და ადაპტაცია ადვილია https://www.linuxmint.com/download.php როგორც წესი ყველაფერი ისედაც მოჰყვება - დრაივერები, ოფისი, მედია აპები, სხვა წვრილ-წვრილი პროგრამები.. ასე რომ თუ რაიმე სპეციფიკურს არ აკეთებ არაფრის დაყენება არ მოგიწევს |
Posted by: 11-F 21 Mar 2023, 16:04 |
nick_el_son მაგის LMDE ვერსია რამდენად სტაბილურია თუ გქონია შეხება |
Posted by: nick_el_son 21 Mar 2023, 19:59 | ||
11-F
დებიანია და წესით უნდა იყოს სტაბილური |
Posted by: 11-F 21 Mar 2023, 21:27 |
nick_el_son ეგ ჰო მაგრამ დიდი ხნის არ არი მაინც და... |
Posted by: Des 26 Mar 2023, 11:11 |
11-F nick_el_son გაიხარეთ ბიჭებო, ნელნელა მომწონს უკვე არაფერი განსაკუთრებული უბრალოდ მოსახერხებელიაო ყველა ამბობს და მეც გადავწყვიტე ვცადო ძაან სიღრმეებშიც არ მჭირდება ჩასვლა და ჯერ ჯერობით მომწონს, მერე გადავედავ რა განსხვავებაა ვერსიებში, ამჯერად უბუნტუზე ვარ |
Posted by: 11-F 26 Mar 2023, 12:28 |
არჩევანი იმხელაა, ერთი რო მოგბეზრდება უცებ ნახავ მეორეს |
Posted by: Avast 2 Apr 2023, 15:00 |
ჩემი აზრით, ლინუქსის არჩევისას გასათვალისწინებელია ორი მთავარი რამე. პირველი: რა მონაცემების კომპი გაქვს, "შეეფერება" თუ არა შენ კომპს ესა თუ ის დისტრო და მეორე: რისთვის გინდა, ანუ რა უნდა აკეთო კომპიუტერში... დანარჩენი გემოვნების ამბავია პ.ს. ჩემი ფავორიტი ფედორაა |
Posted by: Irakly 3 Apr 2023, 11:49 | ||
ჩემიც მაგრამ ეხლა ამას ვტესტავ. https://nobaraproject.org/ ფედორას მოდიფიცირებული ვერსიაა. nvidia-ს დრაივერები და ვიდეო კოდეკები მოყვება. The Nobara Project, to put it simply, is a modified version of Fedora Linux with user-friendly fixes added to it. Fedora is a very good workstation OS, however, anything involving any kind of 3rd party or proprietary packages is usually absent from a fresh install. A typical point and click user can often struggle with how to get a lot of things working beyond the basic browser and office documents that come with the OS without having to take extra time to search documentation. Some of the important things that are missing from Fedora, especially with regards to gaming include WINE dependencies, obs-studio, 3rd party codec packages such as those for gstreamer, 3rd party drivers such as NVIDIA drivers, and even small package fixes here and there. |
Posted by: Avast 3 Apr 2023, 19:11 | ||
საიტს გადავხედე, საინტერესოა.... |
Posted by: 11-F 7 Apr 2023, 22:45 | ||
ფიოდორ პინგვინოვსკი კაი დისტროა |
Posted by: ვახტანგი 11 Apr 2023, 17:11 |
endeavouros ვზივარ 2 თვექ უკვე და კმაყოფილი ვარ ერთი მაწუხებს გამუდმებით აფდეითს რომ ითზოვს ჩარრთვისას :გიგი: ასევე მეორე პრობლემასავით მაქ, არჩზეც მქონდა. სისტემის ჩარვირთვისას ხანდახან არ რეაგირებს მაგალითად ქრომზე დაწკაპუნებისას აფერი ხდება და დრო უნდა სადღაც 10-20 წამი რომ ჩაირთოს რამე პროგრამა. თუ ბევრჯერ დავაწკაპუნებ რამოდენიმე ფანჯარა იხსნება ქრომის. ეს ხდება მხლოდ ახალი სისტემის ჩართვისას |
Posted by: ja666do 15 Apr 2023, 20:18 |
ტაჩპადებს სრული ფუნქციონალი ლინუქსში არ აქვთ ხომ? მაგალითად არ აზუმებს. |
Posted by: matemana 16 Apr 2023, 02:48 |
ja666do ჩემთან მშვენივრად დაზუმა |
Posted by: ja666do 16 Apr 2023, 17:50 |
matemana ეგ ტაჩპადზე ორი თითის განივი მოძრაობით? დელი მაქვს, HP-ც და არცერთ ლინუქსზე არ შვება? შენ რა დისტრო გაქვს და რა ლეპტოპია? |
Posted by: matemana 17 Apr 2023, 02:16 |
ja666do როგორ smartphone-ებზე ზუმავ ორი თითით ზუსტად ეგრე ზუმავს touchpad-ზეც. ეს HP-ა საიდანაც დავქრინე, Thinkpad-ებიც მაქ და იმათზეც მუშაობს. Arch linux მაქ. |
Posted by: ja666do 17 Apr 2023, 20:46 | ||
შენ გაიხარე, ახლა გამომივიდა დაზუმვა, ოღონდ იმიტომ რომ თან CTRL -საც დავაჭირე. ამ უკანასკნელს არ ვშვებოდი აქამდე. ვინდოუსზე ამის გარეშე ზუმავს და ამიტომ. |
Posted by: matemana 17 Apr 2023, 23:03 |
ja666do ჩემთან არ უნდა ctrl პირდაპირ შვება. |
Posted by: Avast 18 Apr 2023, 18:55 | ||
ერთხელ ვცადე Arch-ის ინსტალაცია და ნახევრამდეც ვერ მივედი ნერვებმა მიმტყუნა |
Posted by: ja666do 20 Apr 2023, 20:39 | ||||
მეც ვცადე მაგრამ ქსელის ადაპტერი ვერ გავმართე და გავანებე თავი ნამეტანი ნედლია, ყველაფერი შენ უნდა გააკეთო. |
Posted by: matemana 20 Apr 2023, 22:10 |
Avast ja666do აგერ ამ ტიპმა 1 წუთსა და 14 წამში დააყენა arch |
Posted by: Avast 21 Apr 2023, 15:00 |
matemana რას დააჭირა ამისთანას მაგ ტიპამდე ჯერ ბევრი მიკლია |
Posted by: matemana 22 Apr 2023, 03:48 |
Avast tmux გამოიყენა როგორც ვიდეოში ხედავ, სანამ სისტემა ყენდებოდა გაამზადა რამდენიმე ბრძანება. კიდევ 15 წამი ელოდებოდა სანამ პაკეტები დაყენდებოდა |
Posted by: Avast 22 Apr 2023, 22:55 |
matemana მაგ ტიპის ნახევარსაც ვერ გავქაჩავ ტერმინალის შეხედვაც კი მზარავს ოცამდე დისტრო მაქვს შემოწმებული... Arch-ის ნათესავებიდან EndeavourOS მომწონს. დებიანის შთამომავლებიდან Kali. ხოლო "დამოუკიდებელი" დისტროებიდან Fedora ჩემთვის საუკეთესოა. |
Posted by: ja666do 25 Apr 2023, 21:11 |
Endless OS ვნახე, ინსტალირდება საკაიფოდ. ამოინსტალირება პირდაპირ ვინდოუსიდან ხდება. თავად დისტრო არ მომწონს სხვადასხვა მიზეზების გამო და სხვა რომელიმე ხომ არ არის ისეთი რომელიც მსგავსად ინსტალირდება? |
Posted by: Des 21 May 2023, 15:25 |
გამარჯობა, იქნებ ვინმემ დამეხმაროთ 4 დღეა ვწვალობ ერთი თამაშის დაყენებას და უკვე ისე ვარ თამაშზე მეტად იმის მუღამი მაქვს რომ უბრალოდ გავუშვა ახალი ვარ ლინუქსში და კარგად ვერ ვერკვევი, მიყენია უბუნტუ, დავაყენე ბოთლეს, გადმოწერილი მაქვს ეს თამაში რომელსაც ინსტალაცია არ ჭირდება, დაინსტალირებული ფაილად მოდის (ლაინეიჯზე მაქვს საუბარი) , საჭიროა გაეშვას აფდეითერ ფაილით რომელიც აკავშირებს სერვერთან რომ შეძლო დალოგინება, პრობლემა იმაშია რომ ვერ ვლოგინდები, შემყავს პაროლი მაგრამ რეაქცია არ აქვს, არ ვიცი რისი ბრალია, რამის კონფიგურაცია მჭირდება, ან რამე დრაივერების დაყენებაა საჭირო ზოგადად თამაშებისთვის თუ ყველაფერს ბოთლები უზრუნველყოფს? ასევე ზოგჯერ ვინდოუსზე პრობლემა იყო ანტივირუსები რომელიც უნდა გაგეთიშა რომ შესულიაყვი თამაში, აქ არ ვიცი როგორაა, იქნებ ამისნათ ან დამეხმაროთ |
Posted by: Desmond Miles 21 May 2023, 23:47 | ||
შეგიძლია მოკლედ დაწერო რომელი დისტრო რისთვის არის კარგი? Ryzen 7 (5800H cpu) Ram 16 Ssd 512 Gpu 3050 ამ ლეპტოპზე გავუშვებ და ჩავუჯდები ნელ-ნელა. |
Posted by: 1RED-BARON 22 May 2023, 00:33 |
Desmond Miles მგონი 600-700 დისტროა აღრიცხული, კიდევ რამდენია ვინ იცის. არის რაღაცეები სპეციალურად ანტიკური კომპებისთვის, სერვერებისთვის, ჰაკრებისთვის, პენტესტერებისთვის, გეიმერებისთვის, დეველოპერებისთვის და ა.შ. შენ ალბათ ყოველდღიური მოხმარებისთვის გაწყობს რამე for general purposes |
Posted by: Avast 22 May 2023, 14:33 | ||
1RED-BARON
Yes * * * Desmond Miles მაგ კომპზე ნებისმიერი დისტრო წავა. აგერ გადახედე სიას ამ საიტზე: https://distrowatch.com/ და შენი გემოვნებით შეარჩიე. (მარჯვენა მხარესაა სია რეიტინგის მიხედვით). * * * დამწყებისთვის და ყოველდღიური მოხმარებისთვის საუკეთესოა: Ubuntu Linux Mint MX Linux Pop!_OS Manjaro Linux EndeavourOS Elementary OS Zorin OS |
Posted by: Desmond Miles 22 May 2023, 21:31 |
1RED-BARON Avast დიდი მადლობა მეგობრებო. |
Posted by: Timeless 23 May 2023, 09:25 |
Des ლუთრისით სცადე, ოღონდ თავისი wine-ით არა, Proton-ით, Steam-დან დააკოპირე ან სიმლინქი გაუკეთე ლუთრისისკენ. ძველი მეთოდი ეს არის, ოღონდ პრეისტორიულ WINE ვერსიაზე https://www.lineage2scarlet.com/forum/how-to-connect/play-lineage-2-on-linux-ubuntu-or-debian/ |
Posted by: Avast 23 May 2023, 18:20 | ||
Desmond Miles
წარმატებას გისურვებთ |
Posted by: Des 23 May 2023, 19:39 | ||
გაიხარე ინფოსთვის მაგრამ ვერაფერი მოვუხერხე |
Posted by: Telegraph_ 29 May 2023, 10:44 |
ამ კვირაში ორჯერ დაემართა, ლეპტოპი გაღვიძების შემდეგ ქულერს არ რთავს და იწყება გახურება. სანამ არ გამოვრთავ და ჩავრთავ არ დაიქოქება და ალბათ დადნება მარგარინივით. ზოგადად რისი ბრალია ხოლმე, ბიოსი, მიკროკოდი, კერნელი... ? ადრე არასდროს უქნია ეგერე. * * * დაჩიკი დავაყენე ტასკბარზე და რასაც დავაკვირდი ჩვეულებრივ 50 გრადუსს რომ მიუახლოვდება მაშინ რთავს ხოლმე გაგრილებას. |
Posted by: matemana 29 May 2023, 11:27 |
Telegraph_ ეს ცადე აბა https://wiki.archlinux.org/title/fan_speed_control#Fancontrol_stops_working_after_suspend%E2%80%93wake_cycles |
Posted by: Telegraph_ 29 May 2023, 12:22 |
matemana საერთოდ არ იყენებდა მაგ სერვისს |
Posted by: matemana 29 May 2023, 15:43 |
Telegraph_ ჩართე მერე და ნახე აბა თუ გასწორდა. systemd hook-ც გააკეთე მანდვე წერია ყველაფერი. |
Posted by: Telegraph_ 29 May 2023, 16:20 |
matemana ვნახავ მოგვიანებით. გაიხარე! |
Posted by: Avast 30 May 2023, 15:00 |
რაის ბიოსი... როგორც ჩანს მანჯაროზე ხშირია მსგავსი პრობლემები. რომელიღაც უზერი წერდა კიდევ, დახურული ლეპტოპი მუშაობდაო. |
Posted by: Telegraph_ 30 May 2023, 16:55 | ||
ეგ xfce-ს ბაგი იყო თუ არ ვცდები. ჩემი ლეპტოპზეც ვერ ხვდებოდა რომ დაკეცვის მერე უნდა დაეძინა, ეკრანს აქრობდა მხოლოდ. რაღაცნაირად სწორდება აღარ მახსოვს. |
Posted by: Avast 30 May 2023, 18:14 | ||
Telegraph_
ხოდა რატო უნდა სჭირდებოდეს ჩალიჩი და ხელით გასწორება? ესენი https://manjaro.org/team/ რის მაქნისები არიან * * * პ.ს. matemana უნდა გავაბრაზო |
Posted by: nick_el_son 30 May 2023, 18:28 | ||||||
xfce-ს დეფოლტად აქვს "switch off display" მანდ. ბევრ დისტროზე მინახავს. მაგალითად გუშინ გავტესტე MX-ს ახალი ბეტა ვერსია და მანდაც მასეა. ანუ, ბაგი არაა, უბრალოდ მასეთი კონფიგურაციაა. მე მკიდია, მაინც ყოველთვის ხელით ვასწორებ power setting-ებში ყველაფერს ჩემს გემოზე, შესაბამისად არასოდეს მიმიქცევია დიდი ყურადღება, არც მეგონა თუ ვინმეს ეპრობლემურებოდა Avast
მანჯაროზე არ გაბრაზდება |
Posted by: Telegraph_ 30 May 2023, 19:26 | ||
nick_el_son სხვა რამეს ვამბობ, suspend დავაყენე მაგრამ არ იძინებდა მაინც. Avast
სწორედ მაგათ მასწავლეს ფორუმზე მაგრამ აღარ მახსოვს რა გავაკეთე. |
Posted by: Avast 30 May 2023, 20:01 | ||||
nick_el_son
მანჯაროს წინაპარი ხომ მაინც Arch-ია * * * Telegraph_
ვერ ყოფილან კარგი მასწავლებლები |
Posted by: Telegraph_ 30 May 2023, 22:55 |
ეს ცოტა მბეზრდებასავით, კარანტინების მერე რა დრო გავიდა... |
Posted by: matemana 1 Jun 2023, 12:22 | ||||
არა, თვითონ ამბობენ არჩი არა ვართ საერთოდ სხვა ახალი დისტრო ვართო. მანჯარო არ უნდა გამოიყენოს არავინ. |
Posted by: Avast 1 Jun 2023, 14:14 | ||||
Telegraph_
მობეზრებაში თუ მანჯაროს გულისხმობ გამოცვალე შე კაი კაცო. დისტროების მეტი რა არის matemana
სხვა ახალი დისტრო თუ არიან არჩიზე რატო დააფუძნეს? ნულიდან დაიწყონ აწყობა მასონები ეგენი... |
Posted by: zura199514 4 Jul 2023, 23:55 |
გამარჯობა, მაქვს ძველი ლეპტოპი. Lenovo ibm t60. საკამოდ ძველია და მინდა ლინუქსზე გადასვლა რომელ პროგრამას მირჩევთ საოფისე საქმანობისთვის, ფილმების და სურათებისთვის რომ გამოდგეს ადვილი ინტერფეისით თუ არის ესეთი ვარიანტები და გამიზიარებთ დიდად გამახარებთ თორე ვინდოუსი სასტიკად ჭედავს თან ინტერესიც მაქვს ახალი სისტემის პრაქტიკაში რომ გავრცნო |
Posted by: Avast 5 Jul 2023, 11:08 |
zura199514 "პროგრამა"-ში ალბათ დისტროს გულისხმობ. აბა ამ საიტებს გადახედე: https://itsfoss.com/lightweight-linux-beginners/ https://www.fosslinux.com/106175/top-10-lightweight-linux-distros-your-best-options-in-2023.htm |
Posted by: zura199514 5 Jul 2023, 16:23 |
Avast დისტროს ვგულისხმობ კი ვერ გავიხსენე * * * გადავხედე საიტს და mx linux ზე შევჩერდი და რასფიქრობთ გამოცდილება თჰ გაქვთ ამ დისტროსთან როგორია? ლეპტოპზე იმედია არგაპრობლემდება. |
Posted by: Avast 5 Jul 2023, 17:20 |
zura199514 მე პირადად MX Linux-ი არ გამომიყენებია. (ძირითადად Fedora ან Debian-ზე ვარ) თუმცა ვიცი რომ მშვენიერი დისტროა (Debian-ზეა დაფუძნებული) https://distrowatch.com/ -ზე რეიტინგით პირველ ადგილზეა. (სია მარჯვენა მხარეს) თუ ლეპტოპს მინიმუმ 1GB RAM მაინც აქვს წესით ნორმალურად უნდა იმუშაოს ინსტალაციის გარეშე სცადე ლაივში ფლეშკიდან, თუ არ მოგეწონება სხვას შეარჩევ |
Posted by: DMC-12 5 Jul 2023, 17:25 | ||
zura199514 უნდა გატესტო, ისე რას გაიგებ. გადმოწერე ერთი ათი ცალი და ნახე როგორია ლაივში. მერე გადაწყვეტ რომელს დააყენებ. ბევრი დისტროა ლაითი მაგრამ შეიძლება ძალიან ძველი კომპისთვის მძიმედ სათრევი აღმოჩნდეს. ასე მოძებნე linux distros for old laptops გაეცანი მინიმალურ მოთხოვნებს და აარჩიე რამდენიმე. * * * Avast ისე მაგ საიტს მგონი აზიან ვიღაცეები და სტატისტიკას ბუსტავენ. საიდან გამოთხარეს ემიქსის რეიტინგები, რაც მახსოვს სულ პირველ ადგილზეა და არ იძვრის ქვემოთ * * *
თუ გიღირს აფგრეიდი, მიათხლიშე 5 თუმანი, ახალი 120გბ-იანი SSD მოგივა. |
Posted by: Avast 5 Jul 2023, 17:53 |
DMC-12 Distrowatch როგორც ვიცი, უბრალოდ ითვლის ჩამოტვირთვების რაოდენობას. რა თქმა უნდა ზუსტ რეიტინგს ვერავინ გაიგებს |
Posted by: DMC-12 5 Jul 2023, 18:36 | ||
მაგალითად რედიტის შედეგები, უცებ რაც გავიხსენე. აქტიური იუზერების რაოდენობას არ ნიშნავს მაგრამ ალბათ ერთხელ მაინც ჰქონიათ შეხება და ზოგად წარმოდგენას იძლევა პოპულარობაზე. arch 235k წევრი https://www.reddit.com/r/archlinux/ ubuntu 216k https://www.reddit.com/r/Ubuntu/ fedora 84.1k https://www.reddit.com/r/Fedora/ manjaro 78.6k https://www.reddit.com/r/ManjaroLinux/ mint 77.9k https://www.reddit.com/r/linuxmint/ kali 75.5k https://www.reddit.com/r/Kalilinux/ debian 65.1k https://www.reddit.com/r/debian/ pop os 63.1k https://www.reddit.com/r/pop_os/ opensuse 26.7k https://www.reddit.com/r/openSUSE/ elementary 23.1k https://www.reddit.com/r/elementaryos/ centos 16.5k https://www.reddit.com/r/CentOS/ mx სულ რაღაც 6.7 ათასი https://www.reddit.com/r/MXLinux/ * * * Avast
|
Posted by: nick_el_son 6 Jul 2023, 01:00 | ||
zura199514
მე ვიყენებ მაგ დისტროს ძირითადად სისტემად, მე8 თვეა უკვე )) უსტაბილურესია (მადლობა დებიან ბიძიას ) და ძალიან ლაითი და სწრაფი (მადლობა xfce-ს). თანაც ძალიან ადვილია ვინდოუსიდან წამოსული ადამიანისთვის ადაპტირება, შეგიძლია საკმაოდ მიახლოვებული ვიზუალზე დააყენო. პლუს ოხრად თემები არსებობს და უმარტივესი დასაყენებელია. აგერ ჩემი MX მაგალითად: ინსტალაციამდე კიდევ ჯერ ფლეშკიდან ლაივში ჩატვირთე და ისე ნახე.. ( Ventoy დააყენე ფლეშკაზე და შემდეგ გადაათრიე მაუსით პირდაპირ iso ფაილები და დაბუთე მაქედან: https://www.ventoy.net/en/index.html ) შეგიძლია ბევრნაირი დისტრო გატესტო მასე შენს ლეტოპზე და ნახავ რომელი უკეთ იმუშავებს |
Posted by: zura199514 6 Jul 2023, 04:02 |
nick_el_son DMC-12 მადლობა დახმარებისთვის |
Posted by: DMC-12 6 Jul 2023, 13:20 | ||||
ერთ თვეში უწევს nick_el_son
დებიანი ბებერი როლს-როისივითაა, ალბათ საერთოდ არაფერს გაუსხსმს რა გიყენია. |
Posted by: nick_el_son 6 Jul 2023, 14:57 | ||||
DMC-12
არა რათქმაუნდა სულ რომ ძალით მოინდომო მგონი მაინც ვერ გააფუჭებ პ.ს. MX 23 გამოვა მალე წესით, დებიან 12-ით, ბეტა ტესტინგი მიდის ახლა. ასე რომ კერნელის აქტუალური ვერსიაც დაიდება |
Posted by: Avast 6 Jul 2023, 19:44 | ||||
DMC-12
თავად მაქვს გამოცდილი |
Posted by: DMC-12 6 Jul 2023, 21:52 | ||
nick_el_son მაგენი დებიანის სტაბილურ ვერსიას იყენებენ, პატრონმოდგნული უბუნტუსგან განსხვავებით Avast
აგრეთვე რითი ახეხებენ ერთ კვირაში გადასაყენებელი რომ ხდება არ ვიცი. მე წელიწადში ერთხელ ვცვლი, ახალი ვერსია რომ გამოდის. ლინუქსი იდეალურია მაგნაირებისთვის, სუპერ იუზერის პაროლს თუ არ მისცემ ვერც ვერაფერს გააფუჭებენ. |
Posted by: Avast 7 Jul 2023, 11:20 | ||
DMC-12
აი ზუსტად * * * დაყენებიდან დაახლოებით ერთ თვეში მეუბნება ახლობელი: აბა შეხედეო, ისევ აურია მაგრად ჭედავსო. ჯერ ხო ძლივს ჩაირთო კომპი. კომატოზურ მდგომარეობაში იყო. შევხედე და (ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა). 500-იანი ვინჩესტერი მთლიანად გადავსებული/გაწითლებულია... თუ კი სადმე რამე პროგრამა არსებობს ყველა დაინსტალირებული იყო. ამას პლუს ოთხი ანტივირუსი ვეკითხები: რად გინდა ამდენი რამე რო დაგიყენებია მეთქი და... აზრზე არავარ რაებია თავისით დაყენდაო მართლა ხო მოხერხება უნდა ამ ყველაფერს. არვიცი რას დააჭირა ამისთანას * * * ლინუქსი მისწრებაა ეგეთი მომხმარებლებისთვის |
Posted by: DMC-12 7 Jul 2023, 14:39 | ||
Avast
ერთი მეზარება და ოთხი ერთად რას შვრება წარმომიდგენია. |
Posted by: Avast 8 Jul 2023, 19:22 |
DMC-12 ფიზიკურად აღარ ეტეოდა აღარაფერი ვინჩესტერზე თორე კიდევ დაამატებდა. თან ყველაფერი თავისით დაყენდაო |
Posted by: DMC-12 16 Jul 2023, 10:42 |
უცხოური არხები თუ გაინტერესებთ კაი აპია https://github.com/linuxmint/hypnotix https://itsfoss.com/hypnotix-iptv-app/ |
Posted by: Avast 16 Jul 2023, 18:11 |
DMC-12 ეს მარტო Linux Mint-ზე მიდის? |
Posted by: DMC-12 16 Jul 2023, 20:49 |
Avast არჩის ნათესავებისთვის aur-ში არის https://aur.archlinux.org/packages/hypnotix სხვებზე აქ წერია როგორ უნდა დააყენო https://www.addictivetips.com/ubuntu-linux-tips/how-to-watch-live-tv-on-the-linux-desktop-with-hypnotix/ |
Posted by: Avast 17 Jul 2023, 11:20 |
DMC-12 ყოფილა.... ფედორა ან დებიანი მაინტერესებდა. გაიხარე |
Posted by: nick_el_son 24 Jul 2023, 17:31 | ||||||
თუ კიდევ გაქვს შემონახული ატვირთე ისევ პლზ დღეს დამჭირდა და ვეღარ ვიპოვე სად მქონდა გადმოწერილი |
Posted by: matemana 24 Jul 2023, 20:37 |
nick_el_son სამწუხაროდ წმენდა ჩავატარე და წაშლილი მაქვს ეგეც და ვირტუალებიც. |
Posted by: nick_el_son 25 Jul 2023, 14:23 | ||
ეჰ არაუშავს, რაღაც ეგეთი ლაითი ვერსია 8.1 მაქვს და ვცდი იმას. იმედია იმუშავებს |
Posted by: Avast 26 Jul 2023, 12:40 |
nick_el_son შენ კიდევ რა ნახე კაცო, ბოლო-ბოლო ვინდოუსზე ხარ თუ ლინუქსზე მეყენა მსგავსი Windows 11 light ვერსია და იმდენი ფუნქცია იყო "მწყობრიდან" გამოსული რომ... სულ გამოშიგნულია პროგრამები. ზოგი აპი კი ისევ ავტომატურად (დაუკითხავად) ჩამოიტვირთებოდა და ყენდებოდა (მაგალითად Microsoft Store) ქართულ კლავიატურას კიდევ ყოველ ჩართვაზე ახლიდან ვაინსტალირებდი დეფენდერიც ამოცლილი აქვს და იძულებული ხდები სხვა ანტივირუსი დააყენო. რამდენად სანდოა ეგ კიდევ საკითხავია. მართალია "აღწერილობაში" ეწერა: მოხალისე პროგრამისტების ნამუშევარიაო მაგრამ მაინც... |
Posted by: nick_el_son 26 Jul 2023, 13:56 | ||||
Avast
ლინუქსზე მარა არის რაღაცეები რისთვისაც ვინდოუსი მჭირდება ხოლმე :S ამის გამო მაქვს ვინდიც დუალ ბუთში, მაგრამ მინდა რომ ფიზიკური ინსტალაციის მაგივრად ვირტუალში გადავიტანო ყველაფერი. და თანაც რაც შეიძლება ცოტა ადგილი რომ წაიღოს. ჰოდა ვტესტავ იქნებ რომელიმე "ლაითი" ვერსია გამოდგეს ნორმალური მაგისთვის.
Ghostscript, Python 2, Tesseract OCR, DirectX, MS Visual C++ და რამდენიმე წვრილ-წვრილი portable აპები მინდა რომ გაეშვას, დანარჩენი მკიდია.. თუ 11 არ იქნება, არც ეგაა პრობლემა, უბრალოდ სჯობს აქტუალური ვერსია იყოს, რა იცი რა ხდება |
Posted by: Avast 26 Jul 2023, 14:55 | ||||||
nick_el_son
მეც ეგრე ვარ, ვერცერთს ვერ შეველიე
არ ვიცი, ეგენი არ მიცდია გაეშვება თუ არა, მაგრამ ბევრ რამეზე შეცდომებს აგდებდა.
ვინ10-ც არის ეგრეთი, მოძებნა უნდა ნეტში. |
Posted by: matemana 26 Jul 2023, 22:34 | ||
Ghostscrit, python 2 და Tesseract ocr linux-ზე ხომ არის? python 2-ზე რას აკეთებ ისე 2020-ში ხომ მოკლეს უკვე ეგ ვერსია. აქვს კიდევ support? |
Posted by: nick_el_son 26 Jul 2023, 23:52 | ||
matemana
მარა არ მუშაობს ისე როგორც საჭიროა. ანუ, Ghostscript ცალკე ოკ, არანაირი პრობლემა. python მე3 ვერსიაა ლინუქსზე დეფოლტად და ალბათ იქნება შესაძლებელი რომ მე-2-ც დაყენდეს, მაგრამ წვალებად არ ღირს, იმიტომ რომ: Tesseract ვერ ხსნის ენის ფაილებს, და ანუ უსარგებლოა თან რამდენიმე სხვადასხვა დისტროზე ვცადე და ყველგან ერთი და იგივეა: Error opening data file. Please make sure the TESSDATA_PREFIX environment variable is set to your "tessdata" directory. სოლუშენები რაც დავძებნე არის რომ: change your tessdata preffix to TESSDATA_PREFIX=/usr/share/tesseract-ocr/4.00/tessdata and all will be good. მარა ჩემი ფეხები. ან რაღაცას ვერ ვაკეთებ სწორად, ან რამე დეპენდენსი აკლია, ან ხზ.. მოკლედ დავიკიდე, იმიტომ რომ ცალკე python 2-ზეც საჩალიჩო იქნება დამატებით, რადგანაც სკრიპტები რომელსაც გატესერაქტებული ტექსტური ფაილებისთვის ვიყენებ არის 2.7 ვერსიისთვის დაწერილი და 3-ზე არ მუშაობს. მოკლედ, ეს ყველაფერი არის სკანირებული პდფ ფაილების გასაციფრულებლად: 1. ჯერ Ghostscript-ით გადამყავს tif-ში, 2. მერე ტესერაქტით ვაციფრულებ (ამისთვის ქართული ენის დატა ფაილი უნდა წაიკითხოს პროგრამამ) 3. და ბოლოს პითონით ვამატებ აბზაცებს შორის ცარიელ ხაზებს (როცა საჭიროა) და ჰაიფენებს (გადატანებს მარცვლებს შორის). ჰოდა, იმის გამო რომ მხოლოდ ათასში ერთხელ მჭირდება ეს ყველაფერი, კიდევ უფრო მეტი სოლუშენების ძებნის და რა ჯანდაბა უნდა იმის გამორკვევის ნერვი არ მაქვს, მარტივად ვინდოუსში ვბუთავ სისტემას და იქ ვაკეთებ მითუმეტეს რომ სხვა რაღაცეებისთვის მაინც ისედაც საჭიროა ვინდოუსი.. ¯\_(ツ)_/¯ |
Posted by: Pinkman987 27 Jul 2023, 22:48 |
ლინუქსის ადმინისტრატორის ან საფორთი რამდენად პერსპექტიულია საქართველოში , საერთოდ რომელიმე კომპანია იყენებს ლინუქსს? |
Posted by: Avast 28 Jul 2023, 11:55 |
Attila განახლებები მიიღე. ბირთვი (Linux Kernel) განახლე. https://www.makeuseof.com/upgrade-kernel-linux-mint/ https://linuxways.net/mint/how-to-update-kernel-in-linux-mint-20/ |
Posted by: Avast 5 Sep 2023, 14:28 |
nick_el_son იპოვე მსუბუქ ვინდოუსს რო ეძებდი? NTDEV აი ამისებია ყველაზე სანდო. https://twitter.com/NTDEV_ https://www.youtube.com/NTDEV https://ntdotdev.wordpress.com/ გადმოწერა აქედან: https://archive.org/details/@ntdev |
Posted by: matemana 5 Sep 2023, 14:39 | ||
სახელმწიფო სამსახურები ვიცი linux-ების აზრზე არ არიან და ამიტომ იყენებენ windows-ებს. ნუ ანაზღაურება დიდი აქვს კარგ მცოდნე linux-ს ადმინს და არც დათანხმდება მაგ ხელფასებზე. კერძოში დიდი ანაზღაურებაა კარგ სპეციალისტებზე. |
Posted by: გიორგი XII 23 Sep 2023, 19:57 |
უცებ ის ამბავი გამახსენდა მაკები რო იყიდეს რომელიღაც სტრუქტურაში და ვინდოუსები გადააწერეს |
Posted by: settoys 27 Jan 2024, 12:47 |
გამარჯობათ ეჰ როგორ მოკვდა თემა ეს ლინუქსი ჩავწერე გუშინ https://garudalinux.org/downloads მომეწონა ვიზუალი და თამაშებსაც ვთამაშობ სტიმით gaming edition. პოპ ოს და ბოლოს ზორინ ოს მქონდა მაგათაც არაუშავთ, დიდად ლინუქსის პრაფესორი არ ვარ მარა ეს რატომღაც მომეწონა, რავი მოსინჯეთ კაი ვეშია |
Posted by: VC10 29 Jan 2024, 02:32 | ||||
ერთერთი ულამაზესი დისტროა. origin: India ყველაფერი უყვართ ფერადი. * * *
გადასული ვარ ფაქტიურად, იშვიათად ვრთავ ვინდოუსს. წელს უკვე ორი გამოვიცვალე. ახლა arco მიყენია. |