სხვათაშორის ძალიან დიდი პრობლემაა ეგ განვითარებულ ქვეყნებში
ჩვეულებრივი პარადოქსია, რაც უფრო მაღალია ცხოვრების სტანდარტი - მით ნაკლებია შობადობა (ბევრი ფაქტორია, მაგრამ როგორც ჩანს ბავშვის ყოლის სიძვირე #1 მიზეზია)
ნათელი მაგალითებია:
ევროპა - გლობალისტურმა ევროკომისიამ რათქმაუნდა პრობლემის გადაჭრა მიგრანტებით გადაწყვიტა და არა საკუთარი მოსახლეობის გამრავლებით (გამონაკლისია პოლონეთი და უნგრეთი, სადაც საშემოსავლო %-ის გადასახადიც კი გაკლდება თითქმის ნულამდე მრავალშვილიანობის შემთხვევაში)
აშშ - ასევე, გლობალისტური დემოკრატების ინიციატივით სამხრეთ საზღვრების კონტროლის მინიმუმამდე დაყვანა და catch & release-ის პოლიტიკის დანერგვა, რაც ნიშნავს რომ დაჭერილ არალეგალებს ამერიკაშივე უშვებენ.
რუსეთი - ისევე როგორც გლობალისტებს, იმპერიალისტებს არ აინტერესებთ თავისი მოსახლეობა, შესაბამისად მთელი შუააზიისა, შორი აღმოსავლეთის და კავკასიის შეყრა მოსკოვში და პეტერბურგში.
საპირისპირო პოლიტიკა აქვს მაგალითად იაპონიას, კატეგორიული უარი თქვეს მიგრანტების შემოყრაზე რადგან ძალიან უყვართ თავისი ქვეყანა, მონოკულტურული მდგომარეობა, ძალიან დაბალი კრიმინალური დარღვევები და ასევე დაბალი პოლიტიკური უთანხმოება. თუმცა ჯერ-ჯერობით არ ჩანს აქტიური გადაწყვეტილებები მოსახლეობის კლების პრობლემის გადასაჭრელად (პირველად ისტორიაში თუ არ ვცდები 2022-ში იაპონიის მოსახლეობა შემცირდა)
იგივე მიდგომა აქვს ჩინეთს და ა.შ.
რამ მაწერინა ამდენი, წავედი გავაგრძელო პახაობა