ეს არის ყველაზე ახლობელი მუსიკა, რომელიც ჩემს ირგვლივ იქმნებოდა წლების განმავლობაში, სანამ ამ ქალაქიდან წამოვიდოდი. სიმღერები იწერებოდა უშუქო სარეპეტიციოებში, აკუსტიკურ გიტარებზე, სადაც დასარტყამებად ვიყენებდით მიტოვებული ტროლეიბუსიდან მოპარულ სკამებსაც კი, ქუჩებში, თითქმის ყოველდღიურ არაყო-ლუდურ ტუსოვკებზე რიონის სანაპიროზე, "ტიტანიკზე", ღამის ქუჩებში, ქალაქგარეთ, ქალაქშიგნით, ქალაქზემოთ, ქალაქქვემოთ და ა. შ.
მაშ ასე, ვიწყებ:
2002 და 2003 წლებში ქუთაისელმა როკ-მუსიკოსებმა ორი ალბომი "ქართული ტალღა-I" და "ქართული ტალღა-II" ჩაწერეს. ეს კომპილაციები ვეტერანი ქუთაისელი პანკ-მუსიკოსის გოგა ჟორჟოლაძის სახლში გაკეთდა. ჩანაწერის ხარისხი, რათქმა უნდა, არ არის მსოფლიო სტანდარტების, თუმცა გარკვეულ წარმოდგენას შეგიქმნით ქუთაისელ მუსიკოსებსა და ქუთაისურ მუსიკაზე.
ამ პროექტში გამონაკლისის სახით მხოლოდ ორი არაქუთაისელი მუსიკოსის, ლადო ბურდულისა (თბილისი) და ფრედი პაიანის (საფრანგეთი, თბილისური ჯგუფიდან "შუქი მოვიდა") სიმღერები შევიდა.
ქუთაისური როკი:
ქართული ტალღა I © 200201. Best History – ისმინე სწავლის მძებნელო
02. გოგა ჟორჟოლაძე – Taburet
03. Alco – Напёмся
04. ბურუსი – La-La-La-La
05. ბუნკერი – ბ.ი.პ.ი.შ. (ბიჭო იქნებ პაპა იყო შენი)
06. წამი – I Just Know Your Name
07. Raplix – შეჩერდი
08. გოგა ჟორჟოლაძე – მაქცია
09. Best History – ჩუ–ფუ
10. ბუნკერი – Смерть
11. Alco – Луна-Самка
12. ბურუსი – ხარხარებს მოთქვამს
13. ხუან პაბლო ტატოია – უვიცი
14. გოგა ჟორჟოლაძე – Brujo
15. წამი – You Are Wrong
16. Best History – ბურატინო
17. Machia & Co. – Apocalipsis
გადაწერე:
ქართული ტალღა I (2002)