forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (52) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ტექნიკური ინფორმაციის თემა, შეკითხვები/რჩევები. ტექნიკური დახმარება.
Roverandom
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 27308
წევრი No.: 26097
რეგისტრ.: 26-November 06

  გამოგზავნილია: 17 Mar 2009, 21:55  #12992692      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Key_Board
1


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4693
წევრი No.: 2509
რეგისტრ.: 23-July 03

გამოგზავნილია: 17 Mar 2009, 21:59  #12992727      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · aim · yim · msn
Roverandom
QUOTE
შირად ჟღერს შეკითხვები ტორენტის გამოყენებასთან დაკავშირებით

ეს მელომანიაშ?

ისე, მაგრად მომეწონა...
და www.torrents.ge ზე რომ გამოვიყენო ეს ტექსტები შეიძლება!?




all
http://torrents.ge/details.php?id=162 - ივარჯიშეთ... biggrin.gif


--------------------
1
Roverandom
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 27308
წევრი No.: 26097
რეგისტრ.: 26-November 06

გამოგზავნილია: 17 Mar 2009, 22:00  #12992754      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ხშირად ჟღერს შეკითხვები ტორენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, ასევე სხვადასხვა აუდიფორმატზე (როგორიც არის flac, shn, ape) და სხვა საკითხებზე. მცირე დახმარება რომ გავუწიოთ მომხმარებლებს, შევქმენი ტექნიკური ინფორმაციის თემა. მსგავსი თემები არის სხვა განყოფილებებშიც, მაგრამ მუსიკის მოყვარულებისათვის, ვფიქრობ, განსაკუთრებით აუცილებელია ეს მიმოხილვები. იმედია, ბევრი უკეთ გაიცნობს ტორენტს ან გაუჩნდება მისი გამოყენების სტიმული. დღეს ეს არის ფაილების გაცვლის ერთ-ერთი საუკეთესო გზა, რომელსაც ჯერ-ჯერობით განსაკუთრებული ვერაფერი მოუხერხეს კანონმდებლებმა. ეს არის ვიდეო-აუდიო მასალის (კონცერტების, კლიპების, ალბომების, პრომო-სინგლებისაც კი) მოძიების უნივერსალური მეთოდი.
გარდა ამისა, თემაში შესაძლებელი იქნება გამოცდილების/რჩევების გაზიარება. დასაწყისისათვის შევეცდები, ელემენტარულ ენაზე ავსნა, რა არის ტორენტი.

Bittorrent სისტემა

ზოგადი

ზოგადად ეს არის p2p პროტოკოლზე (peer to peer) აგებული ფაილების გაცვლის სისტემა - ანუ კონკრეტულ ფაილი იწერება რომელიმე მომხმარებლის კომპიუტერიდან (რა თქმა უნდა, მის მიერ გაზიარებული და არა ნებისმიერი).

პრინციპი

ფაილები იწერება ნაწილებად და ამავე დროს, 'გაზიარებით' გადაეცემა სხვა მომხმარებელსაც, რომელიც ფაილს იწერს. ამით მცირდება მთავარი გამზიარებელი წყაროს დატვირთვაც - ანუ თუ რამე სეგმენტი გადმოწერილია, მას ამავე დროს სხვა მომხმარებლები ერთმანეთში ცვლიან და მარტო ერთი წყაროდან არ ექაჩებიან.

როგორ მუშაობს

შევდივართ ტორენტ საიტზე. ძიებაში ვაძლევთ საჭირო ძიების სიტყვას - მაგალითად, queen greatest hits. ამოგდებულ შედეგებში ვნახულობთ გამზიარებლების რაოდენობას (seeders, ხოლმე აღნიშნულია მხოლოდ ასოთი S). პრიორიტეტს ვანიჭებთ იმ შედეგს, რომელსაც უფრო მეტი გამზიარებელი ჰყავს (შემდეგ, უკვე საკუთარი გემოვნების მიხედვით - აუდიოს ხარისხი, ვიდეოს ზომა და ა.შ.).
იქვე გასწვრივ (ან თავად შედეგზე დაწკაპუნებით) ვნახულობთ პუნქტს Download (ან რამე ეგეთს). ამის შემდეგ საიტიდან იწერება პატარა ფაილი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას წყაროს კომპიუტერში მოთავსებულ გაზიარებულ ფაილზე (მაგალითად, რომელიმე ალბომზე). შემდეგ იწყება თავად მთავარი ფაილის გადმოწერა. რაც უფრო მეტი გამზიარებელი (seeder) ჰყავს ფაილს, მით უფრო მეტია გადმოწერის სიჩქარეც.
შესაძლებელია ფაილის გადმოწერის გაუქმება ან დროებით შეჩერება, სიიდან მხოლოდ კონკრეტული ფაილის გადმოწერაც. მთლიანობაში, პრინციპია ”მე - შენ, შენ - მე”.
ფაილის გადმოწერის დასრულების შემდეგ ფაილი ავტომატურად გადადის ატვირთვის რეჟიმში - ანუ უკვე მთელი დატვირთვით მიმდინარეობს გაზიარება. როგორც კი სხვები დაასრულებენ მის გადმოწერას, ფაილი ქრება ”სიდირების” სიიდან, თუმცა შესაძლებელია, რომ მოგვიანებით ”დაუსიდიროთ” სხვებს.
ასევე გაითვალისწინეთ - გადმოწერის სიჩქარე მატულობს იმ შემთხვევაშიც, თუ კონკრეტულ ფაილს იწერს რამდენიმე (1-ზე მეტი) მომხმარებელი ერთი ქვეყნიდან.

პრივილეგიები, რეიტინგები

როგორც წესი ყველა ტორენტ-საიტზე (ანუ ტრეკერზე, tracker), სადაც მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლები არიან დაშვებული, მუშაობს რეიტინგების სისტემა. ანუ - ”რასაც გასცემ - შენია”. ეს ნიშნავს, რომ რაც უფრო მეტს გაუზიარებთ სხვებს, მით უფრო აიწევა თქვენი რეიტინგი ტრეკერზე, შესაბამისად - გარკვეული ბონუსებიც გექნებათ, თუნდაც გადმოწერის სიჩქარის სახით.
მეორე მხრივ, არსებობს ღია ტრეკერები, სადაც აუცილებელი არ არის რეგისტრაცია. ასეთი იგივე thepiratebay.org ან mininova.org

შეიძლება თუ არა გაზიარების გაწყვეტა

ბევრ მომხმარებელს გადმოწერის სიჩქარე კარგი აქვს, მაგრამ არ სურს ფაილის გაზიარებაზე დატოვება. ამ შემთხვევაში, თუ ისეთ ტრეკერზე ხართ, სადაც რეგისტრაცია არის საჭირო, ქულები გეთვლებათ და რეიტინგი (ratio) გაკლდებათ. სხვა შემთხვევაში, თუ ეს არის ღია ტრეკერი (რეგისტრაციის გარეშე), სისტემა არ მოქმედებს.
რა ხდება გაზიარების გაწყვეტის შემთხვევაში - როგორც უკვე ითქვა, გაკლდებათ რეიტინგი, ამასთან, ერთ მშვენიერ მომენტში ისე ხდება, რომ თქვენი მომხმარებლის სახელისათვის (username) ითიშება ტორენტ-ფაილის გადმოწერის ფუნქცია.
ამასთან, როგორც წესი, შეიძლება წინასწარ ბევრი ტორენტ-ფაილის (ანუ იმ ფაილის, რომელიც ინახავს ინფორმაციას ტორენტზე) გადმოწერა და ნებისმიერ დროს გადმოწერაზე მისი გაშვება ტორენტ-კლიენტიდან (პროგრამიდან). მაგალითად, შევედი რომელიმე საიტზე - თუნდაც, torrents.ru. დავრეგისტრირდი. მოვიძიე 30მდე ფილმი საყვარელ თემაზე. ამ შემთხვევაში შემიძლია 30ივე ფილმის ტორენტ ფაილები გადმოვწერო, შევაგდო ტორენტ-კლიენტში, დავაპაუზო ან გავაჩერო და მოგვიანებით დავტოვო გადმოსაწერად.

ტორენტის მოტყუების სისტემა

არსებობს ტორენტის მოტყუების სისტემები - პატარა პროგრამებით, რომლითაც მომხმარებლები ტორენტ-ტრეკერებს ”აბოლებენ”, თითქოს და აზიარებენ რაღაც რაოდენობით (გიგაბაიტობითაც) მასალას. ეს ხშირად გამოიყენება კვლავ და კვლავ იმისათვის, რომ ხელოვნურად აიწიო სიჩქარე. როგორც წესი, თავიდან ეს მეთოდი მუშაობს, მაგრამ რეგისტრაციის მქონე ტრეკერების უმრავლესობას საწინააღმდეგო საშუალებებიც აქვთ. ყველა ასეთ მსხვილ საიტს ”მატყუარების” აღმოჩენის ფუნქციაც უყენია, შესაბამისად, იქ ნაკლებად სავარაუდოა ”დაბოლება”.

პროგრამები

ტორენტების გადმოსაწერად გამოიყენება რამდენიმე ცნობილი პროგრამა

ასეთებია:

ყველაზე ცნობილი პროგრამა - უბრალოდ Bittorrent.
ერთ-ერთი პოპულარული - utorrent
არანაკლებ პოპულარული - Bitcomet
Vuze (იგივე Azureus) - კიდევ ერთი ცნობილი კლიენტი - Vuze/Azureus
ტორენტის გადმოწერის შიდა ფუნქცია ასევე აქვს სხვადასხვა ბრაუზერს, ისევე როგორც გადმოწერების მენეჯერებს (როგორიც არის Flashget).
სხვა ცნობილი ტორენტ-კლიენტების სია იხილეთ აქ

მაგრამ პირადად გირჩევთ რომელიმეს ზევით ნახსენები ვარიანტებიდან. როგორც წესი, თითქმის ყველა ტორენტ-კლიენტი უფასოა. ცალკეულ შემთხვევებში, პროგრამები რეკლამებს შეიცავენ, მაგრამ მათი დიდი ნაწილის გათიშვა თავად პროგრამიდან შეიძლება.

პროგრამების პარამეტრების რეგულირება

ყველა პროგრამას თავისი რეგულირების პუნქტი აქვს (რათა მომხმარებლისათვის სასურველი ფუნქციები შეასრულოს). როგორც წესი, ყველაზე მთავარი download/upload (ჩამოქაჩვის/აქაჩვის) პრიორიტეტების დაყენებაა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, მაგალითად, რომ აქაჩვის (ანუ გაზიარების, სიდირების) სიჩქარე) იყოს იგივე, რაც ჩამოქაჩვის - ამით წაგერთმევათ თქვენი სიჩქარეც და ძალიან-ძალიან ნელა გადმოწერთ სასურველ ფაილს. ჩამოქაჩვის ლიმიტი როგორც წესი უნდა იყოს გაუქმებული (ანუ იყოს Unlimited), ხოლო აქაჩვის - ბევრად ნაკლები. თუ, მაგალითად, ფაილს იწერთ 800-ით, აქაჩვა უნდა იყოს დაყენებული 200-300-ზე ან ნაკლებზე (როგორც გინდათ). მე პირადად უცხოურებიდან საუკეთესო შემთხვევაში ვიწერ 250-ით, აქაჩვა კი დაყენებული მაქვს 20-ზე  .

Upload/download-ის პრიორიტეტების რეგულირება ყველა პროგრამაში განსხვავებულად არის წარმოდგენილი. სხვა პარამეტრების იერ-სახეც განსხვავებულია. სხვა ფუნქციებს ამჯერად არ განვიხილავ, უბრალოდ ყველაზე მთავარს - Upload/download-ს გიჩვენებთ:

Utorrent - შევდივართ Options/Preferences/Bandwith. ვნახავთ Maximum Upload Rate და ვაყენებთ მას სასურველ პარამეტრზე (აქაჩვის სიჩქარეზე). იქვე არის Alternate upload rate, რომელიც შეგიძლიათ დააყენოთ შედარებით დიდ სიჩქარეზე - ამ შემთხვევაში, ამ სიჩქარით ფაილი აიქაჩება მხოლოდ მაშინ, როდესაც არაფერს იწერთ თავად - ანუ არც თქვენ წაგერთმევათ გადმოწერის სიჩქარე (თუ, რა თქმა უნდა, გადმოწერის შემდეგ არ აკეთებთ სხვა საქმეს ინტერნეტში).

user posted image

Bittorrent - იდენტურია utorrent-ისა. ანუ აბსოლუტურად იგივე ადგილზე აქვს სიჩქარის რეგულირების ფუნქცია.

Bitcomet – შევდივართ Tools/Options/Connection - პირველი ორი პუნქტი - Global max download rate/Global max upload rate. Download - ულიმიტო, upload - როგორსაც ინებებთ (იხილეთ სურათი ქვემოთ)

user posted image

Vuze (იგივე Azureus) - თავდაპირველად შევდივარ Help/Configuration Wizard და ჩვენს გემოვნებაზე ვაწყობთ პარამეტრებს, მათ შორის - User Proficiency-ს ვაყენებთ Advanced-ზე. ამის შემდეგ შევდივართ Tools/Options/Transfer და იქ ვაყენებთ სასურველ Upload/Download მონაცემებს.

user posted image


ბრაუზერი Opera - პირველად, torrent ფაილის გადმოწერისას ამოგიგდებთ გზავნილს, თუ როგორ და სად გინდათ გადმოწეროთ თავად მთავარი ფაილი:

user posted image

აქ ვუთითებთ სასურველ დირექტორიას. ასევე შევდივართ იქვე Bittorrent Preferences-ში და მოვხსნით V-s პუნქტიდან Automatic bandwith restriction. Upload-ს, რა თქმა უნდა, ვაყენებთ შეზღუდულს.

user posted image

ბრაუზერი Firefox – აქ უკვე გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ შეარჩიოთ, რომელი დამატება (Add-on) უფრო გჭირდებათ. ტორენტის გადმოწერის მოდულების მოძიება შეიძლება შემდეგ ბმულზე:

https://addons.mozilla.org/en-US/firefox/se...torrent&cat=all

მენეჯერი Flashget – Tools/Options/Bt - აქ ვნახულობთ Global max download rate/Global max upload rate და, თავისთავად, upload-ს ვზღუდავთ

user posted image

ახლა კი იმ უშუალო საიტების სია, რომლებიც გამოგადგებათ - ღია და დახურული (რეგისტრაციით) ტრეკერების:

ღია:

http://www.torrentportal.com
http://thepiratebay.org/
http://www.isohunt.com/
http://www.torrentz.com/
http://www.youtorrent.com/
http://www.torrentscan.com/
http://www.bitenova.nl/
http://yotoshi.com/
http://torrents.to/
http://www.mininova.org/
http://www.torrentmatrix.com/
http://www.torrentbox.com/torrents-browse.php?news
http://btjunkie.org/
http://www.torrentreactor.to/
http://www.torrenttyphoon.com/

დანარჩენი საიტები:

როგორც წესი, შეიძლება რეგისტრაცია. ზოგიერთი დახურული ტრეკერია - იმდენად დახურული, რომ მასზე დარეგისტრირება მხოლოდ მოსაწვევებით არის დაშვებული (ანუ ესა თუ ის ადამიანი, რომელიც უკვე დარეგისტრირებულია მანდ, გიგზავნით სპეციალურ კოდს და იმით რეგისტრირდებით). სხვა შემთხვევაში, თითქმის ყველა ასეთი ტრეკერი ღია უბრალოდ დახურულია და საჭიროა მხოლოდ ჩვეულებრივი რეგისტრაციის პროცესი. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ცნობილი - http://torrents.ru/ . მასზე რეგისტრაცია მხოლოდ გარკვეულ საათებში წარმოებს - მაგრამ რეგისტრაციის შემდეგ გზა ათასი საჭირო ვიდეო-აუდიო მასალისაკენ გახსნილია.

ქართული საიტები

http://torrents.ge
http://torrents.warez.ge
http://geotorrents.com


შეჯამება-ტერმინები:

.torrent ფაილი - მცირე ზომის ფაილი, რომელშიც ინახება ინფორმაცია გაზიარებულ მასალაზე.
ტორენტ კლიენტი - პროგრამა, რომლითაც იწერება ტორენტ-მასალა
ტრეკერი - საიტი, რომელზეც იდება .torrent ფაილები. თავად საიტზე ვიდეო თუ აუდიო არ დევს.
გაზიარება/seed - გადმოწერილი ფაილების გაზიარება/სიდირება - სხვა მომხმარებლისათვის. რაც უფრო მეტი სიდერი ჰყავს ფაილს, მით უფრო მალე იწერება იგი.
ratio/რეიტინგი - თქვენი რეიტინგი ტორენტ-ტრეკერზე, რომელზეც დარეგისტრირებული ხართ. მატულობს/კლებულობს გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად აზიარებთ გადმოწერილ მასალას
download/upload პარამეტრი - აუცილებელი პარამეტრი ტორენტ პროგრამაში. Upload მომხმარებლის მიერ ყოველთვის ყენდება download-ზე უფრო მცირე.
დახურული ტრეკერი - ტორენტ-საიტი, რომელიც მოითხოვს რეგისტრაციას (ჩვეულებრივს ან მოსაწვევი კოდით)
ღია ტრეკერი - ტორენტ-საიტი, რომელზეც რეგისტრაცია აუცილებელი არ არის.

სხვა კითხვებით და პრობლემების განხილვით მივმართოთ ერთმანეთს ამ თემაში.

ყურადღება: თემა შეიქმნა, როგორც ელემენტარული და მინიმალური ახსნა-განმარტება ტორენტების შესახებ. დაწვრილებითი ინფორმაცია მოიძიეთ თავად პროგრამების გამოყენების წესებში ან სხვაგან, ინტერნეტში.

This post has been edited by Roverandom on 24 Apr 2009, 23:32
ERM0NIA
ჰუმანოიდური


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4900
წევრი No.: 78124
რეგისტრ.: 11-December 08

გამოგზავნილია: 17 Mar 2009, 22:03  #12992786      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
Roverandom
საღოლ, კაი თემაა. up.gif
ადრე მინდოდა მსგავსი თემის გაკეთება, მარა დამეზარა. biggrin.gif
ჩემი, როგორც რიგითი იუზერის თხოვნაა, აიპინოს. yes.gif smile.gif


--------------------
Forever Not Yours
rockataka
Music & Peace


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 20358
წევრი No.: 53989
რეგისტრ.: 21-February 08

გამოგზავნილია: 17 Mar 2009, 22:07  #12992842      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Roverandom
ჯიგარი ხარ! ნამდვილად კარგად გაქვს ახსნილი 2kiss.gif


--------------------
'Библия учит любить ближнего своего, а Камасутра - как именно'
Roverandom
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 27308
წევრი No.: 26097
რეგისტრ.: 26-November 06

გამოგზავნილია: 17 Mar 2009, 22:10  #12992884      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბივში თამადა გოვორიტ - ვსიო რავნო ბოგ გოვორიტ. უკვდავად კომპეტენტური ფორუმელის თხოვნით თემა მიმაგრებულია.
Key_Board
1


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4693
წევრი No.: 2509
რეგისტრ.: 23-July 03

გამოგზავნილია: 17 Mar 2009, 22:11  #12992896      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · aim · yim · msn
Roverandom
QUOTE
მე კონკრეტულად აქაური ხალხისათვის ვწერდი

აქაური ხალხისთვის ყველაფერს ვიზამ... მზად ვარ დავეხმარო 24/7 ლაივ-კონსულტაციები და ა.შ.
პ.ს.: ეხლა ვიდეო ტუტორიალს (გაკვეთილს) ვაკეთებ ამ თემაში და გახმოვანება მჭირდება, ვინმე მსურველი თუ არის მომწერეთ (1-სასიამოვნო ხმა 2-კარგი დიქცია)



თემას რაც შეეხება:
რექომენდიდ კლიენტ: uTorrent
რექომენდიდ საიტ: isohunt
და www.torrents.ge რათქმაუნდა!

This post has been edited by Key_Board on 17 Mar 2009, 22:12
Roverandom
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 27308
წევრი No.: 26097
რეგისტრ.: 26-November 06

გამოგზავნილია: 17 Mar 2009, 22:16  #12992968      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Key_Board

თუ შეიძლება, ერთადერთი თხოვნა - ნუ არეკლამებ საიტს ასე - მით უმეტეს, პირველ პოსტში სამი ქართული ტორენტ-საიტის სიაში პირველ ადგილზე მოვაქციე უკვე. smile.gif დანარჩენში - თავისუფალი ხარ. თუ რეკლამის მიზნით არ იყენებ, სხვა საკითხია.

This post has been edited by Roverandom on 17 Mar 2009, 22:17
Key_Board
1


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4693
წევრი No.: 2509
რეგისტრ.: 23-July 03

გამოგზავნილია: 17 Mar 2009, 22:24  #12993090      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · aim · yim · msn
Roverandom
QUOTE
თუ რეკლამის მიზნით არ იყენებ

არა, დაემთხვა უბრალოდ...

რეკლამაში ფულის გადახდას ვარ მიჩვეული.
აქ კიდე mემბერზhელფინგmემბერს ლოზუნგით ვმოქმედებ!
нина
Her Self


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1316
წევრი No.: 54228
რეგისტრ.: 23-February 08

გამოგზავნილია: 17 Mar 2009, 23:07  #12993668      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოკლედ მე უფასო საიტებოდან ვიწერ ტორენტებს და რომ გადმოწერს ხოლმე remove-ს ვაძლევ და ვთიშავ და არაუშავს ხო?


--------------------
It's raining today
And I watch the cellophane streets...
the_lizard_king
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 31290
წევრი No.: 11934
რეგისტრ.: 1-August 05

გამოგზავნილია: 17 Mar 2009, 23:09  #12993688      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · aim
Roverandom
up.gif up.gif


--------------------
Flowerz In My Brain

Roverandom
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 27308
წევრი No.: 26097
რეგისტრ.: 26-November 06

გამოგზავნილია: 17 Mar 2009, 23:11  #12993727      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
нина

როგორც ვთქვი - თუ საიტზე username-ით შედიხარ - მაშინ რეიტინგში იწერება, თუ thepiratebay.org-ის ნაირი საიტიდან იწერ, სადაც რეგისტრაცია აუცილებელი არ არის - არანაირი რეიტინგი არ იწერება smile.gif
rockataka
Music & Peace


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 20358
წევრი No.: 53989
რეგისტრ.: 21-February 08

გამოგზავნილია: 17 Mar 2009, 23:21  #12993865      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Roverandom
და რეიტინგი, ატვირთვით გეწევა მაღლა? როგორ უნდა გავუხსნა ოფცია, რომ ჩემი ფაილიც გადმოქაჩოს ვინმემ?
Roverandom
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 27308
წევრი No.: 26097
რეგისტრ.: 26-November 06

გამოგზავნილია: 17 Mar 2009, 23:37  #12994107      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
rockataka

იქ, სადაც username-ით ხარ შესული, სასურველია, უბრალოდ დატოვო პროგრამა როგორც არის. ანუ როდესაც მორჩება ფაილის ჩამოწერას, ავტომატურად ატვირთვის რეჟიმში გადავა (მაგ დროს ან გაწყვიტავ ან უბრალოდ არაფერს ახლებ ხელს). ჰო და მერე უკვე გაზიარებაზე იქნება გაშვებული. როდის მორჩება - ეგ უკვე სხვებზეა დამოკიდებული (ვინ როდის გადაწერს). ბოლოს თავისით ამოიშლება აქაჩვის სიიდანაც ანუ ჩაითვლება, რომ სრულად გაუზიარე.
rockataka
Music & Peace


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 20358
წევრი No.: 53989
რეგისტრ.: 21-February 08

გამოგზავნილია: 17 Mar 2009, 23:56  #12994386      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
აჰუიეეეტ............... ეს რა ჯიგრული რაღაცა ყოფილა!!!!
ველვეტ ანდერგრაუნდის დისკოგრაფია, 20 წუთში გადმოვიწერე bis.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (52) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0255 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]