Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > რჩევები უშვილობის დასაძლევად


Posted by: LTB1948 16 May 2011, 13:39
ამ თემაში ჩავდებ ამონარიდებს სხვადასხვა ლიტერატურიდან, ავტორისა და წყაროს სრული მითითებით...
გთხოვთ დამეხმაროთ და შევავსოთ ეს თემა...
თემაში ძირითადად ჩავდებ ინფორმაციას სხვადასხვა წიგნებიდან... სრუვილის შემთხვევაში გათხოვებთ ლიტერატურას....
თემაში მოყვენილი ინფრომაცია არის თAრგმნილი სხვადასხვა წყაროებიდან, ასე რომ დროდადრო განახლდება...

Posted by: ქიმერა 16 May 2011, 13:44
დიდი მადლობა, ინტერესით გავეცნობი

Posted by: nino_sh 16 May 2011, 14:03
LTB1948
კარგი წამოწყებაა up.gif

Posted by: LTB1948 16 May 2011, 14:24
პირველი თემა მინდა მივუძღვნა კვების როლს....

The Fertility Diet: Groundbreaking Research Reveals Natural Ways to Boost ...
By Jorge Chavarro MD. ScD , Walter Willett MD DRPH, Patrick J. Skerrett
McGraw-Hill Contemporary. 2008

წიგნი ეფუძნება ჰარვარდის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მიერ ჩატარებულ კვლევებს, ნაშრომებსა და პუბლიკაციებს... კვლევები წარმოებდა 1976 წლიდან და მოიცვა 120 ათასამდე დაოჯახებული წყვილი, ქალების ასაკი იყო 30დან 35 წლამდე....

ავტორები საუბრობენ კვები მნიშვნელობაზე ნაყოფიერების განსამტკიცებლად. მათი აზრით "კარგი" ცხიმი, მთლიანი მარცვლოვანი საკვები (whole grains), და მცენარეული პროტეინი გვიცავს "ანოვულატორული" უნაყოფობისგან, მაშინ, როდესაც, "ცუდი" ცხიმები, რაფინირებული ჰიდროკარბონატები და ხორცის პროდუქტები ხელს უწყობს ოვულაციის დარღვევას...

რძის პროდუქტები (ცხიმმოუხდელი!!!!) ეხმარებას ჩვენს ნაყოფიერებას, მაშინ როდესაც, მოხდილი ცხიმიანი პროდუქტები (skimmed milk) პროდუქტები, ასევე, შაქრის შემცველი გაზიანი სასმელები აზიანებენ ჩვენს რეპროდუქციულ სისტემას...
ავტორების აზრით, სწორი კვება და დიეტის კორექცია ოვულაციას აუმჯობესებს 80-90 %. თAნამდეროვო ტექნოლოგიების ერაში, როდესაც რეპროდუქციის სფერო მაღალტექნოლოგიურ და განვითარებულ დარგად ითვლება, იაფი და მარტივი ცვლილებები პაციენტის რეჟიმში არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიდრე ძვირი და თანამედროვე მკურნალობის სქემები. ავტორების აზრით, დამხმარე რეპროდუქციული ტექნილოგიები, რომელიბიც საკმაოდ ძვირია, უშვილო წყვილების დაახლოებით 25%-ს ეხმარება, ისინი სააჭიროებენ ხანგრძლივ ჩარევას, არის ძვირი და ინვაზიური... თAნამედროვე ტექნოლოგიები არ არის უშვილობის პრობლემაზე ერთAდერთი პასუხი

რჩევები კვების რაციონის დასარეგულირბლად:

1. მოერიდეთ ტრანს ცხიმებს (ნაჯერი ცხიმების საზოგადო სახელი), ასეთი ცხიმები ხშირადაა კომერციული მიზნებისთვის დამზადებულ საკვებში, ასევე სწრაფი კვების დაწესებულებებშI მომზადებულ საკვებში...
2. მოიხმარეთ მეტი უჯერი ცხიმი, მაგალითად ზეითუნის ზეთი...
3.მიიღეთ მეტი მცენარეული პროტეინი, მაგალითად პარკოსნები და ნიგოზ-თხილეული (ბოდიში უხეში თარგმანისთვის), შეამცირეთ ცხოველური პროტეინის შემცველობა კვების რაციონში
4. მიიღეთ მთლიანი მარცვლეულის შემცველი პროდუქტები, ან ის ნახშრწყლების შემცველი პროდუქტები რომლებიც სისხლში შაქრისა და ინსულინის შემცველობაზე ნაკლებ ზეგავლენას ახდენს, არ მიიღოთ ან შეამცირეთ რაფინირებული ნახშირწყლების შემცველი პროდუქტების რაოდენობა
5. მიიღეთ ყოველდღიურად 1 ჭიქა მოუხდელი რძე ან ცხიმგამოუცლელი ნაყინი (1 პორცია), ან ცხომგამოუცლელი იოგურტი... დროებით ამოიღეთ რაციონიდან მოხდილი რძის პროდუქტები (მაგ რძე ცხიმის დაბალი შემცველობით, უცხიმო ყველი ან ხაჭო).
6. მიიღეთ მულტივიტამინი ფოლიუმის მჟავისა და ბ ვიტამინების შემცველობით
7. მიიღეთ რკინით მდიდარი მცენარეული პროდუქტები (ხილი, ისპანახი, პარკოსნები) არ მიიღოთ ხორცი.
8. მიიღეთ ბევრი სითხე: წყალი აუცილებლად. კოფეინის შემცველი პროდუქტები და ალკოჰოლი მცირე რაოდენობით, ამიღეთ რაციონიდან შაქრის შემცველი გაზიანი სასმელები...
9. შეეცდადეთ წონაში არ მოიმატოთ, თუ ზედემტი წონა გაქვთ, 5იოდე კილოს დაკლებაც კი ძალიან დაეხმარება თქვენს ოვულაციას...
10. შეეცადეთ ფიზიკურად აქტიურები იყოთ, ივარჯიშეთ, თუმცა ზომიერად... ფიზიკური დატვირთვა ხშირად უარყოფითად მოქმედეს ფერტილობაზე...


არავითAრ შემთხვევაში არ მოწიოთ!!!!! მოწევა ნეგატიურად მოქმედებს ჯანმრთელობაზე და ნაყოფიერებაზე!!!!

ეს არის პირველი ამონარიდი







* * *
თემას ნელ-ნელა შევავსებ... იმდენად რამდენადაც ამისი დრო მექნება, ასევე ბოდიშს გიხდით თუ თAრგმანი ყოველთვის გასაგები არ იქნება...

ასევე მინდა გთხოვოთ რომ ტერმინოლოგიაზე ძაიან არ შემომიტიოთ, გაითვალისწინეთ რომ არაპროფესიონალი ვარ, თუ რამე არასწორად დავწერე, მირჩიეთ და გავასწორებ...

ჰო და მე ძალიან ნუ შემომიტევთ, მე მხოლოდ ავტორების დაწერილი მომაქვს, ჩემი აზრი რაც იქნება, იმაზე კი ბატონო, თუმცა ამ თემაში ჩემი აზრებისგან თAვს შევიკავებ.....
* * *
თემაშI როგორ ჩავასწორო? სათAურის გდამოტანისას გამორჩა რამდენიმე სიტყვაsad.gif ბოდიში ოფტოპიკსითვის
* * *
წიგნის სრული სათაურია
The Fertility Diet: Groundbreaking Research Reveals Natural Ways to Boost Ovulation and Improve Your Chances of Getting Pregnanტ
* * *
წიგნს თAვისი ვებ გვერდიც აქვს, სადაც შეგიძლიათ ავტორებს მისწეროთ...

http://www.health.harvard.edu/book_extras/the-fertility-diet.htm


* * *
გაგრძელება The Fertility Diet: Groundbreaking Research Reveals Natural Ways to Boost Ovulation and Improve Your Chances of Getting Pregnanტ -ა
ავტორების აზრით, ქალის კვების რაციონში უნდა შედიოდეს თევზი, კვერცხი, პარკოსნები, ნოგოზ-თხილეული, ცხიმმოუხდელი ნატურალური რძე და ცხიმმოუხდელი რძის პროდუქტები. ცხოველური პროტეინი უნდა შეიზღუდოს ან სრულად იქნას ამოღებული კვების რაციონიდან...

სიტყვა დიეტა არ ნიშნავს კვების შეზღუდვას, პირიქით, ავტორები რეკომენცაის უწევენ დღეში რამდენიმეჯერ კვებას... ქალებს 2000-მდე კალორია გვჭირდება რომ ჯანმრთელები ვიყოთsmile.gif ავტორების აზრით ეს არც ბევრია და არც ცოტა...

ქვემოთ მოვიყვან წიგნიდან მოღებული კვების რეჟიმის მაგალითებს...

საუზმე

1 ჭიქა მოხარშული შვრიის ფაფა
1/4 ჭიქა მოხალული ნუში
1 ჭიქა მოცვი
1 ჭიქა ცხიმმოუხდელი რძე

სადილი
გრილზე მომზადებული ორაგული ბრინჯით (წიგნში რაოდენობა არაა მითითებული)
1 ჭიქა დაჭრილი კიტრი ბრინჯის ძმრით (სავარაუდოდ, ვაშლის ძმრით შეიძლება ჩანაცვლება, ან სულ ამოიღEთ ძმარი)
მსხალი
ჩაი

შუა დღის წახემსება
მაგრად მოხარშული კვერცხი
1/4 ჭიქა შემწვარი წითელი ბულგარული დაჭრილი
10-20 ჩხირი სტაფილოს ან ნიახურის ჩხირი (გამოვა ალბათ 2-3- მთლიანი სტაფილო)

ვახშამი

ბროკოლი ან ყვავილოვანი კომბოსტო გამომცხვარი ყველთან ერთAდ
2 ჭიქა სალათის ფურცელი, 1/2 ჭიქა დაჭრილი პომიდორი, 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი და ცოტოდენი ძმარი
1 ჭ. მარწყვი

საღAმოს წახემსება

1 ჭ. ვაშლი დაჭრილი
1 სკ არაქისის კარაქი
* * *
მეორე მაგალითი:

საუზმე
1 ნაჭრი მთლიანმარცვლოვანი პურის ტოსტი (შეიძლება ცეხვილი პურის ტოსტი ალბათ)
1 სადილის კოვზი ნუშის კარაქი (ეგ არ ვიცი სად შეიძლება ვიშოვოთ საქართველოში, ალბათ შეიძლება სხვა ცხიმით ჩანაცვლება)
1 იოგურტი (სასურველია სოიოსი, იყიდენა გუდვილში ან პოპულში)
1 ჭ. დაჭრილი ატამი
ყავა ან ჩAი

სადილი
მოხარშული ლობიო 1/3 ჭ, 2 ს.კ. დაჭრილი წითელი ხახვი და 2 ს.კ დაჭრილი წითელი ბულგარული, 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი და ცოტა ძმარი
გოგრის სუპი (დავდებ რეცეპტს)
1 ნაჭრი ნესვი

შუა დღის წახემსება

1 უნცია (28,3 გრამი) შერეული ნიგოზ0თხილეული)

ვახშამი

თევზის (ორაგულის) ბურგერი
ორთქლზე მომზადებული 1,5 ჭ ჩინური კომბოსტო (ხანდახან იყიდება გუდვილში) რომელიც ალბათ ჩვეულებრივი კომბოსტოთი შეიძლება შეიცვალოს), ლიმონის წვენი, ზეითუნი და 3/4 ჭ ყავისფერი ბრინჯი (იყიდება საქ-ში, თუმცა ძვირია)
1.ჭ მანგო ან ანანასი


საღამოს წახემსება

1,5 ჭიქა ყურძენი
1 უნცია (28,3 გრამი) ყველი



* * *
თუ სუვილი გექნებათ კიდევ რამდენიმე მაგალითს ამოვიღებ....

საქართველოში ყველა პროდუქტი არ იყიდება, თუმცა, შეგვიძლია ჩავანაცვლოთ.... საშუალოდ დღეში 5ჯერ უნდა ვიკვებოთ თანაბარი ინტერვალით (სისხლში ინსულინისა და შაქრის შემცველობამ ძალიან რომ არ იმერყევოს), კალორიების რაოდენობა 2000 არის ოპტიმალური, რაციონში თევზი (დღეში ერთხელ), უმი, მოხარშული ან ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული და პარკოსნები, უმი ან მოხალული თხილეული (საშუალოდ 30 გრამი) და დაახლოებით 1 ჩ.ჭ რძე ან 1 იოგურტი (შიძლება ცხიმგამოუცლელი ხაჭო) და ცოტა ყველი უნდა შედიოდეს... ასევე მარცვლეული....
მგონი რთული შესასრულებელი არ არის
წიგნიდან დავდებ ასევე გოგრის სუპის რეცეპტს... თუ სრვილი გექნებათ სხვა რეცეპტებსაც გითარგმნითsmile.gif

Posted by: NIANU_3 16 May 2011, 16:13
ძალიან კარგი თემააა, მართლა გამოგვადგება

Posted by: nino_sh 16 May 2011, 16:25
LTB1948
ძალიან კარგი ადამიანი ხარ და მადლობა მინდა გადაგიხადო სასარგებლო ამონარიდებისთვის. 2kiss.gif სულმოუთმენლად ველი ახალ ახალ ინფორმაციას.

წყალზე მეც გამიგია რომ დღეში მინიმუმ 1-2 ლიტრა უნდა დავლიოთ (საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი), ნუშიც კარგია, რძეც (არადა როგორ არ მიყვარს).ზოგადად კარგია თუ ჩვეულებრივ პურს ჩავანაცვლებთ ჭვავის პურით, ხშირად მივირთმევთ მჭადს. ვიცი მოძველებულია შეიძლება მაგრამ ერთგან ახსენე ვაშლის ძმარი და გამახსენდა რომ მათუსალას წიგნში მაქვს ამოკითხული ვაშლის ძმრის როლზე უშვილობაში. იქ ეწერა რომ ყოველი ჭამის დროს წიქა წყალში უნდა გავხნათ 2 ჩაის კოვზი თაფლი და 2 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი (ოღონდ სუფთა ძმარზეა ლაპარაკი სახლში გაკეთებულზე ყოველგვარი დანამატების გარეშე).

Posted by: Tinker Bell 16 May 2011, 16:32
LTB1948
რა კარგი თემააა. მადლობა რომ გახსენი. არ დაიჯერებ და გიცნობ 2kiss.gif ყველას ვიცნობ ვისაც წეროებში დაუპოსტავს. და ისე დადებითად ვარ შენს მიმართ განწყობილი. 2kiss.gif

Posted by: LTB1948 16 May 2011, 16:33
დაპირებული გოგრის სუპის რეცეპტი (ამოღებულია წიგნიდან The Fertility Diet: Groundbreaking Research Reveals Natural Ways to Boost Ovulation and Improve Your Chances of Getting Pregnanტ)

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი.
1,5 ჭ დაჭრილი ხახვი
1/2 ჭ დახეხილი სტაფილო
3/4 ს.კ. მარილი
2 ს.კ. ქარი-ს ფხვნილი (იყიდება გუდვილში და სხვადასხვა მარკეტებში)
1 ს.კ. მდოგვის მარცვალი (დაფქვილი მდოგვის მარცვალიც იყიდება)
1 ს.კ. კურკუმა (იყიდება ბაზრობაზე, სუნელების ცნობილ ჯიხურში)
ნახევარი ჩაის კოვზი დაფქვილი ქინძის თესლი
1/8 ჩ.კ. წითელი წიწაკა
4 ჩ.ჭ. რძე
1/2 ჩ.ჭ. ბოსტნეულის ნახარში
ნახევარი კილო დაჭრილი გოგრა
ცოტა შავი პილპილი
1/3 ჭ დაჭრილი ქინძი (ცოცხალი)

მომზადების პროცესი მარტივია, დაიწყეთ ქვაბში ხახვის მოხრაკვით, დაამატეთ სტაფილო და გოგრა, დაუმატეთ სანელებლები, რომ მომზადდება ბოსტნეული (მოიშუშება), დაუმატეთ რძე და ბოსტნეულის ნახარში. 10 წუთის მერე შეაზავეთ მარილით, წიწაკით პილპილით და მწვანილით... შეიძლება დაბლენდერებაც.....
* * *
მადლობა გოგოებო...
არ დამეზარება და როცა დრო მექნება შევავსებ თEმას, სახლში ძალიან კარგი წიგნი მაქვს რეპროდუქციულ ჰორმონებზე და ნელ-ნელა ვთარგმნი....
ექიმებს ხშირად ეზარებათ ჩვენთვის რაღAცეების ახსნა, ჰოდა შევავსით როგორც შეგვიძლია

nino_sh
წყალი აუციელებელია დღEში 1,5 -2 ლ...
ჭვავის პური საქართველოში ხშირადაა ფალსიფიცირებული და ეგ საფრთხილოა, თუ ზუსტად არ იცით რომ ნამდვილია მოერიდეთ.... მე უფრო ცეხვილ პურს გირჩევდით საფუარის გარეშე, მამაოს პურია... ცოტა უგემურია მაგრამ სასარგებლო, დაღერღილი ხორბლით კეთდება...
თეთრი პური და რაფინირებული შაქარუ სულ ამოვიღე კვებიდან, ასევე მურაბები, კომპოტები და წვენები
ასევე დაკონსერვებული პროდუქცვია და ძეხვეული
მოერიდეთ იმ საკვებს, რასაც შესანახხად სხვადასხვა ქიმიურ დანამატებს უმატებენ, მაგ რუსული ან უცხოური იოგურტები, ძალიან მიყვარს, მაგრამ იმდენი რამე აქვ დამატებული რომ თვეობით არ გაფუჭდეს, რომ არ ღირს მიღება, სამამულო პროდუქტები უფრო ჯანმრთელია...

დღეში 4-5 კვება აუცილებელია დროის თAნაბარი ინტერვალით რომ სისხლში შაქრისა და ინსულინის რაოდენობამ არ იმერყეოს...

ნელ-ნელა წიგნებიდან კვების დანამატებსა და მიკროელემენტებზეც დავდებ ინფორმაციას, ვთარგმნი ნელ-ნელა...

მგონი ამ რჩევების შესრულება რთული არ არის და ზოგადად გაჯანსაღებისთვისაც კარგია... ექიმებს ან ავიწყდებათ ან ეზარებათ ჩვენთვის კვების რეჟიმზე საკმარისი ინფორმაციის მიცემა, ასე რომ ჩვენს თAვს თვითონ ვუშველოთ...

ასევე დავდებ ინფრომაციას სხვადასხვა დაავადებებზე, რომლებიც აქტუალურია ჩვენნაირი პრობლემების მქონე ქალებისთვის, თუ თქვენც დაუმატებთ რამეს, უფრო სრული სურათი გამოვა.

ყველას გისრუვებთ წარმატებებს

Posted by: nit123 16 May 2011, 16:58
მე ვფიქრობ, რომ ხელოვნური განაყოფიერება ყველაზე უებარი წამალიაsmile.gif

Posted by: LTB1948 16 May 2011, 17:17
nit123
შეიძლება smile.gif
მაგრამ ყველა შემთხვევაში გამოსავალი არ არის... თAნ ძვირია და ინვაზიური.... არის სტატისტიკა რომ საშუალოდ 25-30%ია შედეგიანი...
გააჩნია პრობლემას, ყოველ შემთხვევაში სწორი კვების რეჟიმი და ჯანსაღი ცხოვრების წესი პირიქით ეხმარება ინ-ვიტროს, ხელს კი არ უშლის.... ასევე ეხმარება უკვე შემდგარი ორსულობის წარმატებულად წარმართვას და ჯანმრთEლი ბავშვის დაბადებას...

Posted by: Tinker Bell 16 May 2011, 18:06
LTB1948
შეგიძლია მამაკაცის კვებაზეც დადო ინფორმაცია?? ძალიან მაინტეერსებს. smile.gif

Posted by: LTB1948 16 May 2011, 18:23
Tinker Bell
მოვძებნი... რაც მაქვს წიგნები ძირითადად ქალებზეა... მამაკაცის კვებაზეც მოვზებნი და დავდებ

Posted by: Solveig 16 May 2011, 19:25
კარგი თემაა.
თუმცა, რატომ კონკრეტულად უშვილობა? ჯანსაღი კვება აბსოლუტურად ყველას ესაჭიროება და მერე მხოლოდ ნაყოფიერების კი არა, სხვა პრობლემებიც ნაკლებად ექნება.

LTB1948
QUOTE
სამამულო პროდუქტები უფრო ჯანმრთელია...

no.gif ქარხნულს არ ვენდობოდი, შენს ადგილზე.

ვისაც ასე სწყდება გული იოგურტზე, იყიდოს რძე (სოფლელ მერძევეებს რომ ჩამოაქვთ), შეაყენოს მაწონი და მერე გათქვიფოს ცოცხალ ხილთან ერთად. ცოტა თაფლიც უხდება.

თუმცა, ისიც წამიკითხავს, რომ ზოგადად რძემჟავა პროდუქტების (მაწონი, კეფირი, იოგურთი) მიღება გაცილებით სასარგებლოა ყველანაირი დამატების (ხილი, შაქარი, თაფლი და ა. შ.) გარეშე.

QUOTE
ტრანს ცხიმებს (ნაჯერი ცხიმების საზოგადო სახელი),

ტრანს ცხიმები არავითარ შემთხვევაში არაა ნაჯერი ცხიმების საზოგადო სახელი. ეს არის მონო ან პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები, ტრანს- იზომერულ მდგომარეობაში. ორგანიზმში მოხვედრისას ისინი განიცდიან გარდაქმნას და ხდებიან ნაჯერი.
მცირე რაოდენობით ძროხის რძის ცხიმშიცაა, მცენარეულ ზეთებში ძალიან ცოტაა და განსაკუთრებით ბევრია ქონში, მარგარინებში, საბუტერბროდე მასებში ( spread)...ნანახია პირდაპირი დამოკიდებულება ტრანს-ცხიმებისა მიღებასა და ათეროსკლეროზის, გულის იშემიური დაავადების, ღვიძლის @გაცხიმოვნების@ განვითარებას შორის. ბევრ ქვეყანაში პროდუქტებში ტრანს-ცხიმების შემცველობა რეგულირდება კანონით....

QUOTE
იოგურტი (სასურველია სოიოსი, იყიდენა გუდვილში ან პოპულში)

სოიო არც ისეთი კარგი პროდუქტია, როგორც ჰგონიათ smile.gif
ერტი, რომ სოიო როგორც წესი, გენმოდიფიცირებულია და რა ვიცი, მე ვერ ვუყურებ მაინცდამაინც მშვიდად ასეთ პროდუქტებს. მერე მეორე-წამიკითხავს, რომ სოიოს პროდუქტების ჭარბად მიღება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას თრგუნავსო.

QUOTE
ცხოველური პროტეინი უნდა შეიზღუდოს ან სრულად იქნას ამოღებული კვების რაციონიდან...

ეს ცოტა არ იყოს და, ღიმილისმომგვრელია smile.gif ჯერ-რძის პროდუქტი მიიღეთო, მერე-ცხოველური ცილა ამოიღეთო...ხაჭო არის ცოტა ცხიმი, ცოტა-წყალი და ბევრი ცილა smile.gif
მე მგონი, არაა საჭირო ასეთი რადიკალიზმი. ცილა მცენარეულიც უნდა იყოს და ცხოველურიც, მი/თ უფრო- მცენარეული ცილების ათვისება ცოტა უფრო რტულია.

Posted by: amnezia 16 May 2011, 19:43
კაცებმა რა უნდა ჭამონ? ნუ მოწევა ისედაც ვიცით რო მავნებელია

Posted by: gzaabneuli 16 May 2011, 20:54
უნაყოფობა
უნაყოფობის მიზეზი მრავალია. ისინი დაკავშირებულია, როგორც ქალის რეპროდუქციული სისტემის პათოლოგიასთან ისე ექსტრაგენიტალურ ფაქტორებთან. მნიშვნელოვან მიზეზებს მიეკუთვნება:

1) სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები;

2) შინაგანი ჯირკვლების დაავადებები;

3) სასქესო ორგანოების განუვითარებლობა;

4) სასქესო ორგანოების არასწორი მდებარეობა;

5) საშვილოსნოს, მილებისა და საკვერცხეების ენდომეტრიოზი;

6) სასქესო ორგანოების სიმსივნეები;

7) არასრულფასოვანი კვება;

8) იმუნოლოგიური ფაქტორები განასხვავებენ ქალთა უნაყოფობის შემდეგ ძირითად ფორმებს: ა) მილოვანი უნაყოფობა; ბ) ენდოკრინული უნაყოფობა; გ) უნაყოფობა, რომელიც განპირობებულია რეპროდუქციულ სისტემაში უპირატესად ანატომიური დარღვევების არსებობით; დ) იმუნოლოგიური უნაყოფობა.

დღეისათვის ყველაზე ხშირად ვხვდებით მილოვან და ენდოკრინულ უნაყოფობას


უშვილობის პრობლემები მამაკაცებში

მამაკაცის უშვილობის მიზეზი ძირითადად არასრულფასოვანი სპერმაა, რომელიც "ვერ ახერხებს" კვერცხუჯრედის განაყოფიერებას. მამაკაცის სპერმის შეფასება ხდება მისი მრავალი მაჩვენებლის მიხედვით, რომელთა შორის მნიშვნელოვანია: ეაკულატის მოცულობა, სპერმატოზოიდების რაოდენობა ეაკულატში, კონცენტრაცია, მოძრაობის ხარისხი, მორფოლოგია. სპერმის ცვლილებები კი თავისთავად შეიძლება დაკავშირებული იყოს ნეიროენდოკრინულ, გენეტიკურ, იმუნურ, ანატომოფიზიოლოგიურ და სხვა პათოლოგიებთან.

ანატომიური პრობლემები

მამაკაცის გასინჯვისას ხდება ისეთი პათოლოგიის გამოვლენა, როგორიცაა ჰიპოსპადია, როცა შარდსაწვეთი მილის გამოსავალი მდებარეობს არა სასქესო ასოზე, არამედ სხვა ადგილას, მაგალითად სათესლე ჯირკვალზე, სათესლე ჯირკვლის შეერთების ადგილას და ა. შ. შედეგად სპერმა არ ხვდება საშოში. აღნიშნული პათოლოგიების მკურნალობა ხდება ქირურგიულად.

იშვიათ შემთხვევაში დიაბეტის ან ზოგიერთი ნევროლოგიური დაავადებების დროს შესაძლებელია ხდებოდეს სპერმის რეტროგრადული ეაკულაცია, როცა სპერმის ნაწილი იღვრება შარდის ბუშტში. ამ შემთხვევაში უშვილობის მკურნალობა ხდება ინსემინაციის გზით, რისთვისაც სპერმა მოიპოვება შარდში და ტარდება სპეციალური მკურნალობა.

გენეტიკური პრობლემები

ცვლილებები ქრომოსომის სტრუქტურაში.

მამაკაცების დაახლოებით 1-2 %-ში გვხვდება ვაზ დეფერენსის თანდაყოლილი არარსებობა და უმეტეს შემთხვევაში აღნიშნული პათოლოგია დაკავშირებულია გენეტიკურ მუტაციასთან. დაახლოებით 500-დან ერთ მამაკაცს აქვს კლაინეფელტის სინდრომი, რაც იწვევს აზოოსპერმიას.

ენდოკრინული პრობლემები

მაგალითად, ჰიპერპროლაქტინემია, რომელიც ხშირად არის დაკავშირებული იმპოტენციასთან, FSG-ს მაღალი მაჩვენებლები - გერმ უჯრედების აპლაზიის დროს.

ინფექციები

თუ მამაკაცს დაუდგინდა უროგენიტალური ინფექცია, მაგალითად მიკოპლაზმა, ქლამიდია და სხვა, აუცილებელია მოხდეს მათი მკურნალობა, მიუხედავად იმისა, რომ მათი გავლენა მამაკაცის შვილოსნობაზე დღესდღეობით არ არის გარკვეული.

ვარიკოცელე

სათესლე ჯირკვლებთან განლაგებული ვენების გაფართოება, რის გამოც ფერხდება სპერმატოგენეზი, შედეგად სპერმა განიცდის პათოლოგიურ ცვლილებებს, რაც იწვევს უშვილობას.

თუმცა ყველა მამაკაცი, ვისაც აქვს ვარიკოცელე არ არის უშვილო და შესაძლოა ნორმალური სპერმა ჰქონდეს. სტატისტიკური მონაცემებით უშვილო მამაკაცების დაახლოებით 40%-ს აღენიშნება ვარიკოცელე, ხოლო მამაკაცების საერთო პოპულაციაში მხოლოდ 10-15 %-ს.

* * *
მამაკაცის უშვილობის მიზეზი შეიძლება იყოს:
• სათესლე ჯირკვლების ვენების გაგანიერება_ ვარიკოცელე
• სათესლე სითხის _ სპერმის და სასქესო უჯრედების _ სპერმატოზოიდების გამომუშავების დარღვევა
• გენეტიკური განწყობა (უშვილობის ხშირი შემთხვევები ახლო ნათესავებში)
• ხანდაზმულობა
• სათესლე სადინარების გადაკეტვა ოპერაციის მეშვეობით
• უშვილობის გამომწვევი მიზეზი უცნობი რჩება შემთხვევათა 20 %-ში.
“უმიზეზო უშვილობის” ერთ-ერთ გამომწვევად სავარაუდოდ მიიჩნევენ ფსიქოემოციურ დატვირთვას. უნდა აღინიშნოს, რომ წყვილის შვილოსნობის უნარზე არსებით გავლენას ახდენს მუდმივი სტრესი და დაძაბულობა, გამოწვეული თვით უშვილობით. ასეთ შემთხვევებში თითქოს მანკიერი წრე იკვრება: უშვილობა იწვევს სტრესს და სტრესი კი იწვევს შვილოსნობის უნარის დაქვეითებას როგორც ქალში, ისე მამაკაცში. ზევით აღვნიშნეთ, რომ ერთი წლის “უშედეგო” სქესობრივი ურთიერთობის შემდეგ წყვილმა ექიმს უნდა მიაკითხოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უშვილობის დიაგნოზის დასასმელად საჭირო დროა გასული. ექიმის კონსულტაცია სწორედ იმიტომაა საჭირო, რომ დროულად ჩატარებული კვლევა დაეხმაროს წყვილს სწორად წარმართოს ურთიერთობა, თავიდან აიცილოს შვილის ყოლის გახანგრძლივებული მოლოდინით გამოწვეული ნერვიულობა და საჭიროების შემთხვევაში ჩაიტაროს მკურნალობა.
მამაკაცის შვილოსნობას ძირითადად განსაზღვრავს სიცოცხლისუნარიანი, მოძრავი სასქესო უჯრედების _ სპერმატოზოიდების გამომუშავების უნარი. ამ უჯრედებს გამოიმუშავებს მამაკაცის სათესლე ჯირკვალი. სპერმატოზოიდები გარეთ გამოიყოფა სათესლე სითხესთან: სპერმასთან ერთად, რომელსაც მამაკაცის წინამდებარე ჯირკვალი, ანუ პროსტატა გამოიმუშავებს.
პროსტატა მდებარეობს შარდის ბუშტის ქვემოთ და გარს ეხვევა შარდსადენს. ის გამოიმუშავებს სპერმას, რომელიც წარმოადგენს საარსებო და საკვებ გარემოს სასქესო უჯრედებისათვის _ სპერმატოზოიდებისათვის.
მამაკაცის უშვილობაზე ეჭვის შემთხვევაში პირველ რიგში სპერმას იკვლევენ.
სპერმის ანალიზის შედეგად აფასებენ სპერმაში ცოცხალი სპერმატოზოიდების რიცხვს და მათ თვისებებს, მაგალითად, მოძრაობის, გადაადგილების და სიცოცხლის უნარს. თუ სპერმაში სპერმატოზოიდების რიცხვი ნორმასთან შედარებით მცირეა, ამას ოლიგოსპერმიას უწოდებენ (არსებობს სხვადასხვა ხარისხის ოლიგოსპერმია). თუ სპერმაში საერთოდ არაა სპერმატოზოიდები, ამას აზოოსპერმიას უწოდებენ.
რა იწვევს სპერმატოზოიდების გამომუშავების დარღვევას და შესაბამისად უშვილობას?
ამის მიზეზები ბოლომდე დღესაც არაა ცნობილი ითვლება, რომ არსებით გავლენას ახდენს თანამედროვე ცხოვრებისათვის დამახასიათებელი ფაქტორები:
• თამბაქოს ჭარბი წევა _ იწვევს სპერმატოზოიდების რიცხვის შემცირებას, მათი სიცოცხლის და მოძრაობის უნარის შეზღუდვას
• ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება
• ნარკოტიკების მოხმარება
• მცირე ფიზიკური აქტივობა (ანუ ჰიპოდინამია)
• ჭარბი კვება და წონა
• სათესლე ჯირკვლების გადახურება, რაც შეიძლება გამოიწვიოს: საუნით ხშირად სარგებლობამ, ხანგრძლივად ჯდომამ (სამუშაო მაგიდასთან, საჭესთან, ველოსიპედზე...)
• და სხვა.
გარემო გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება აგრეთვე ზოგიერთ დაავადებას, მაგალითად:
• ჰიპოგონადიზმი: იშვიათი თანდაყოლილი დაავადებაა და ნიშნავს იმ ერთ-ერთი მთავარი ჰორმონის ნაკლებობას, რომელიც განაპირობებს მამაკაცის სასქესო ჰორმონის _ ტესტოსტერონის და სხვა რეპროდუქციული ჰორმონების გამომუშავებას.
• ორგანიზმის მიერ ანტისხეულების გამომუშავება თავისივე სპერმატოზოიდების მიმართ, რაც ნორმალური იმუნიტეტის დარღვევის შედეგია და იწვევს სპერმატოზოიდების დაზიანებას.
• სათესლე ჯირკვლის ანთება, ანუ, ორქიტი: ერთი ან ორივე სათესლე ჯირკვლის ანთება, რასაც ძირითადად ბაქტერიული ან ვირუსული ინფექცია იწვევს. ამ ინფექციებს შორის ორქიტის მიზეზი ყველაზე ხშირად ხდება: ბავშვთა ასაკში _ ყბაყურას ვირუსი და სქესობრივი მომწიფების და სიმწიფის ასაკში _ სქესობრივად გადამდები ინფექციები: ქლამიდიაზი, გონორეა და სხვა.
• კრიპტორქიზმი: სათესლე ჯირკვლის სათესლე პარკში არარსებობა (უფრო დეტალურად ამ დაავადების შესახებ იხილეთ ბროშურაში: სექსუალური ჯანმრთელობა)
• ვარიკოცელე: სათესლე ჯირკვლის ვენის ვარიკოზული გაგანიერება (ვლინდება უშვილო მამაკაცთა 35 პროცენტში), გავრცელებული დაავადებაა, გვხვდება მამაკაცთა 8-20%-ში, უფრო ხშირია ახალგაზრდებში. დაავადება ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და გამოვლინდება მხოლოდ სათესლე პარკის რომელიმე ნახევრის გადიდებით. შეიძლება იყოს უსიამოვნო შეგრძნებები და ტკივილი სათესლე პარკში, რაც ძლიერდება ფიზიკური დატვირთვის დროს. დაავადება შეიძლება გართულდეს გაგანიერებული ვენების ანთებით. მიუხედავად იმისა, რომ დაავადებულ მამაკაცთა უმრავლესობა თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს, დაავადება თანდათან პროგრესირებს და იწვევს სათესლე ჯირკვლის ფუნქციის და შვილოსნობის უნარის დაქვეითებას.
• პროსტატიტი: წინამდებარე ჯირკვლის _ პროსტატის ანთება, შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზებით:
o მწვავე პროსტატიტი გამოწვეული ბაქტერიული ინფექციით. იწყება უეცრად, ვლინდება ცხელებით, შემცივნებით, ტკივილით წელის და შორისის მიდამოში, ტკივილი მოშარდვისას. ამ ჩივილებით მამაკაცმა აუცილებლად დაუყოვნებლად უნდა მიმართოს ექიმს, რადგან დროული ანტიბაქტერიული მკურნალობა ეფექ-ტურია.
o ქრონიკული პროსტატიტი, შეიძლება იყოს ბაქტერიული ან სხვა წარმოშობის, მაგალითად, შეგუბებითი. მისი სიმპტომები შეიძლება არ იყოს ძალიან შემაწუხებელი, მაგრამ გრძელდება დიდხანს და უმჯობესია დროულად მიმართოთ ექიმს დიაგნოზის დასაზუსტებლად და სამკურნალოდ.
წინამდებარე ჯირკვლის პრობლემების მიზეზი შეიძლება გახდეს მოუწესრიგებელი სექსუალური ცხოვრება:
• ხანგძლივი სექსუალური აბსტინენციები (თავშეკავებები)
• სექსუალური ფრუსტრაციები (სექსუალუ-რი აღგზნება დაკმაყოფილების გარეშე)
• სქესობრივი აქტის ხელოვნური გახანგრძლივება
• გადაჭარბებული სექსუალური აქტივობა
• სექსუალური ურთიერთობები ალკოჰოლის და ნარკოტიკების ზემოქმედების ფონზე და ა.შ.
წინამდებარე ჯირკვლის დაავადებების პროფილაქტიკაში მთელ რიგ სხვა ფაქტორებთან ერთად განსაკუთრებული როლი ენიჭება სტაბილურ და რეგულარულ სექსუალურ ურთიერთობებს.
• პროსტატის ადენომა ანუ მისი ზომებში მომატება უხშირესად ვითარდება ხანდაზმულ მამაკაცებში, ვლინდება შარდვის გაძნელებით და გახშირებით. მკურნალობა დამოკი-დებულია ადენომას ხარისხზე და შეიძლება იყოს მედიკამენტოზური ან ქირურგიული. უნდა აღინიშნოს, რომ დროული და სწორი მკურნალობა კარგ შედეგებს იძლევა.
• პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნე (კიბო): არც თუ ხშირად შეხვედრადი დაავადებაა. თავიდან უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მოგვიანებით ვლინდება შარდვის გაძნელებით და გახშირებით. მისი ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის შემთხვევაში მკურნალობა კარგ შედეგებს იძლევა. ამიტომ სიმსივნის პროფილაქტიკის ყველაზე საიმედო მეთოდია ექიმის კონსულტაცია და შესაბამისი გამოკვლევა წელიწადში ერთხელ.
• სათესლე ჯირკვლის კიბო შეადგენს მამაკაცებში განვითარებული სიმსივნეების
მხოლოდ 1%-ს. ვითარდება უფრო ხშირად 20-დან 30 წლამდე ახალგაზრდებში. უხშირესად ზიანდება ერთი სათესლე. სიმსივნის რისკ-ფაქტორებიდან აღსანიშნავია:
o კრიპტორქიზმი (სათესლე პარკში ჩამოუსვლელი სათესლე ჯირკვალი)
o სათესლის კიბო ახლო ნათესავებში
o სათესლე ჯირკვლის ტრავმა
სიმპტომები: ადრეულ სტადიაზე სათესლის კიბო უსიმპტომოდ მიდის. მოგვიანებით შეიძლება გამოვლინდეს:
o სათესლე ჯირკვალში მცირე უმტკივნეულო სიმსივნე
o სათესლე პარკის ზომების მომატება
o დისკომფორტი ან ტკივილი სათესლე პარკში
o ტკივილი მცირე მენჯში
o სარძევე ჯირკვლის და დვრილების შეშუპება.
სათესლე ჯირკვლის კიბოს საუკეთესო პროფილაქტიკაა სათესლეების რეგულარული თვითგასინჯვა. დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა და სწორი მკურნალობა საშუალებას იძლევა პაციენტმა ჯანმრთელობა ათეულობით წლით შეინარჩუნოს.
შეიძლება თუ არა უშვილობის მკურნალობა?
მკურნალობის თანამედროვე მეთოდები საშუალებას იძლევა გამოვასწოროთ უშვილობის გამომწვევი მიზეზები. ამისათვის საჭიროა დროულად მიმართოთ ექიმს: ოჯახის ექიმს და შემდეგ უროლოგს ან ანდროლოგს.
თუ უშვილობის მკურნალობა უშედეგოა, არსებობს შესაძლებლობა, მიმართოთ ეგრეთ წოდებულ “ხელოვნურ (ინ ვიტრო, ანუ სხეულს გარეთ) განაყოფიერებას”. ეს მეთოდი ბევრ ოჯახს უხსნის უშვილობის პრობლემას.

Posted by: Tinker Bell 16 May 2011, 21:05
gzaabneuli
შენ გაიხარე. რა კარგი ინფოა 2kiss.gif

Posted by: nia4u 16 May 2011, 22:14
LTB1948


გამარჯობა!
ველოდებოდი შენს თემას,შენი პოსტები წავიკითხე რეპროდუქტოლოგის თემაში(მაყვალასთან პაექრობას ვგულისხმობ)
და მივხვდი,რომ დიდი გამოცდილება გაქვს ამ საკითხში.

ვეჭვობ,რომ მეც დამჭირდება მაგ გზის გავლა და შენი გამოცდილება დამეხმარება ძალიან.
მიზანი დიდია!მაგრამ ჩემი ფინანსების პატრონი რას მოვახერხებ არ ვიცი! sad.gif

ამიტომ,ვცდილობ თვითონ ვიპოვო მიზეზები და საშუალებები,რამდენადაც ეს შესაძლებელია.

დიდი მადლობა,რომ გამოძებნე ამ თემისთვის დრო.
2kiss.gif

თუ რამე ვიპოვე საინტერესო,მეც მოგაშველებ მასალას,წინააღმდეგი თუ არ იქნები.

მადლობა კიდევ ერთხელ ყველას სახელით.

Posted by: LTB1948 16 May 2011, 22:21
Solveig
გეთანხმები რაც დაწერე...
ტერმინოლოგიაში გამისწორეთ, როგორც ვთქვი ვერ ვერკვევი ტრანს ცხიმები წერია წიგნში და რომ გავრკვეულიყავი ვიკიპედიაში ვნახე რა იყო რომ დაახლოებით ამეხსნა, მაგრამ ბოლომდე ეტყობა ვერ გავიგე, ასე რომ მადლობა....
რაც შეეხება სოიოს, მაგაზეც დაგეთანხმები და დავდებ სოიოზე ცალკე თემას, თუმცა მცირე რაოდენობით სოიო არ არის მავნებელი...
მაგაზე ცალკე მაქვს ლიტერატურაsmile.gif სოიო მავნეა და მხოლოდ მცირე რაოდენობაა მისაღები... არ ვიცი რატომ შეიტანეს ამ წიგნში ავტორებმა კვების რაციონში, არ აქვთ ახსნილი, ტუმცა, როგორც მგონია იმავე ლოგკით, რომ სოიო მცირე რაოდენობით მისაღებია, თორემ ეგრე რომ არ იყოს გადაშენებულა მთელი აზიაsmile.gif))
დავდებ სიოზე ცალკე ახსნას სადაც წერია რატომ უნდა შეიზღუდოს მისი მიღება, ტუმცა ხანდახან ერთი იოგურტი არ იქნება პრობლემა.... ალბათ რძის იოგურტი ემჯობინება.
ქარხნულ პროდუქციასაც ალბათ ნატურალური ჯობია და იოგურტის ნაცვლად 1 ჭიქ მაწონი ალბათ უფრო უპრიანი იქნება... მე მხოლოდ წიგნიდან ამოვიღე რჩევა, საზღვარგარეთ არაა ეს პრობლემა, რადგანაც იქ ორგანული პროდუქტების მაღაზიებია და ჯანსაღ კვებაშიც ორგანული პროდუქტების მიღება იგულისხმება...
საქარტველოში საბედნიეროდ კიდევ გვაქვს საშუალება რომ მემაწვნის ცამოტანილი მაწონი, ყველი და რძე მივიღოთsmile.gif

მადლობა ტერმინოლოგიის გასწორებისთვის, ანუ ტრანს ცხიმების რაობის ახსნისთვის, ვიკიპედიიდან ალბათ არასწორად გავიგე, შენ უფრო გენდობი, არაა ვიკი ისედაც მაინცადამაინც სანდო წყაროsmile.gif)))

თEმა მხოლოდ კვებას არ შეეხება, ერთ-ერთი კომპონენტია ამ თEმის მხოლოდ, სხვა საკითხებზეც დავდებ ინფორმაციას....

gzaabneuli
მადლობა საინტერესო ინფოსთვის
* * *
nia4u
ამ თემაში ყველას დახმარებას ველოდები.... ასევე აზრის გამოთქმასაც... რაც შემეძლება დავდებ ინფორმაციას....

ყველას მადლობა ვინც იდეებს მოგვაშველებთ....
* * *
Tinker Bell

მოკლედ, რაც შეეხება მამაკაცების კვების რეჟიმს, ამაზე ციგნი არ მაქვს, მაგრამ ვნახე სტატია ამერიკულ ჟურნალში, რომელსაც ქვია Better Nutrition. არის 2001 წლის ივლისის ნომერში... წყაროს საიმედოობაზე კომენტარს არ გავაკეთებ, არ არის რაიმე სანდო უნივერსიტეტის გამოცემა, თუმცა თვითონ სტატია არის ამერიკის უნაყოფობის ეროვნული ცენტრის მასალებზე მომზადებული....
სტატიის ავტორის აზრით, ალკოჰოლი აზიანებს სპერმის დნმ-ს, საკვები რომელიც მდიდარია ომეგა-6ითა და აქვს ანტიოქსიდანტების დაბალი შემცველობა აზიანებენ სპერმას, რადგანაც აზიანებენ უჯრედის მემბრანებს... ასეთი ცხომები ხშირია სწრაფი კვების რესტორნებშI მოზადებულ საკვებში....
მამაკაცებმა უნდა აიცილონ:
1. ნაჯერი ცხიმები (ცხოველიდან მიღEბული ცხიმების, ქოქსისა და პალმის ხის ცხომების ჩათვლით)
2. ტრანს ცხიმები (გაცხელებული ზეთების, მარგარინის და სხვა ცხიმების შედეგად წარმოშობილი ცხომების ჩატვლით)
3. ნაწილობრივ ჰიდროგენიზებური ცხიმები (სოლვეიგ დამეხმარე რა არისsmile.gif) რომლებიც გვხვდება ჩიპსებში, კრეკერებში, ორცხობილებში
4. ბამბის თესლის ზეთი (ეგ არ ვიცი საქართველოში რომელ პროდუქტში შეიძლება იყოს)

ომეგა3-ის შემცველი პროდუქტები პირიქით ეხმარება ჯანსაღი სპერმის გამოყოფას: სელის ზეთი და მარცვალი, შავი მოცხარი ასევე თევზის ზეთები მდიდარია ომეგა 3-ით, ასე რომ დაუმატეთ მამაკაცის კვების რაციონს, თუმცა მგონი ქალებისთვისაც მშვენიერია ომეგა3,

მამაკაცის საკვებში ბევრი უნდა იყოს ანტიოქსიდანტებით მდიდარი პროდუქტი, როგორებიცაა ორგანული ხილი და ბოსტნეული, იხმარეთ არარაფინირებული ზეთები (ცივი გამოწურვის), ასევე მთლიანი მარცვლოვანი პროდუქტი.... (ის რაც ქალებისთვისაც სასარგებლოა და პირველ გვერდზე წერია)...

სტატიის ავტორის აზრით არგენტინი ან ლ-არგენტინი კარგია ნაყოფიერების გასაზრდელად, ამიტომაც ჩვენი საკვები მდიდარი უნდა იყოს ამინომჟავებით... თუმცა ავტორი გვაფრთხილებს, რომ მათ ვისაც აქვთ ჰერპესი ან სხვა რაიმე ინფექცია, ლ-არგენტინის შემცველ დანამატებს ან პროდუქტებს ფრთხილად უნდა მოეკიდონ, რადგანაც ასეთი პროდუქტები უჯრედების გამრავლებას უწყობს ხელს და არ გვჭირდება ინფექციის გაძლიერება ორგანიზმში, ჯობია ვიმკურნალოთ და ჯანმრთელი უჯრედები გავიმრავლოთsmile.gif)

სოლვეიგს ვთხოვოთ მიგვითითოს რომელი პროდუქტია მდიდარი ამინომჟAვებით, ასევე სხვა ბიოლოგებს გთხოვთ გამოთქვათ თქვენი მოსაზრებები ამინომჟAვების შესახებ....
საკვებში ასევე უნდა ჩავრთოთ ლ-კარატინები, რომლებიც მეტაბოლურ პროცესებს აუმჯობესებენ და სპერმის გენეზისს უწყობენ ხელს... სპერმატოზოიდის მოძრაობის ინარისა და სიცოცხლისუნარიანობის დაქვეითება ხშირად ლ-კაოტინების ნაკლებობის ბრალია.... მამაკაცებისთვის სასურველია დღეში 500-2000 მგ ლ-კაროტინის მიღება...
Q-10 აუცილებელი ანტიოქსიდანტია, რომლებიც იცავენ სპერმის უჯრედებს თAვისუფალი რადიკალებისაგან... რამდენიმე კვირის მანზილზე Q-10-ის დაბალი დოზის მიღება (10 მგ დღEში) მნიშვნელოვნად აუჯობესებს სპერმის ხარისხს... მაქსიმუმი დღე-ღამის დოზა შეიძლება 200 მილიგრამამდე-მდე გაიზარდოს, თუმცა სიფრთხილით....

ვინმემ გვირჩიეთ სად შეიძლება ამ Q-10-ის შოვნა? როგორც სხვადასხვა წყაროებში დავძებნე, Q-10-თ მდიდარია ნუში, ისპანახი, სარდინები, ოკეანი ორაგული.... საკვები დანამატის სახით ვნახე ამაზონზე http://www.amazon.com/Source-Naturals-Coenzyme-100mg-Softgels/dp/B000GFPDD8/ref=sr_1_1?ie=UTF8&s=hpc&qid=1305638123&sr=8-1
მაგრამ საქართველოს აფთიაქებში არ ვიცი თუ სადმე იყიდება ამ ნივთიერების შემცველი კვების დანამატი....

ასევე აუცილებელია ბე-12ის მიღება, რეკომენდირებული დოზაა 400-1000 მიკროგრრამი, თუმცა, ვისაც ანემია აწუხებს 10 მიკროგრამზე მეტი დოზა რეკომენდირებული არ არის (?) ეს ნამდვიალდ ვერ გავიგე, საქრატველოში ზოგს პირიქით უნიშნავებ ბე12-ს ანემიისას...

ფილიუმის მჟავა 400-800 მკგ დღEში (ამაში ახახლია არაფერიაsmile.gif
ვიტამინი ცე - 1000-3000 მგ
ვიტამინი ე 400 საერთაშორისო ერთეული
სელენიუმი (50-200 მკგ)
თუთია (25-50 მგ)
ნ.ბ. სელენიუმის მიღების შემთხვევაშI თუთიის მიღება აუცილებელია!!!!


ბიოლოგებს გთხოვთ დამეხმაროთ თუ რაიმე უზუსტობაა ამ ინფორმაციაში, ასევე გვირჩიოთ რომელი საკვებია ამ ნივთიერებებით მდიდარი


* * *
ა ბატონო ჟურნალის მისამართი
http://betternutrition.com/contact/companyinfo/

სტატია ვიპოვე აქ:
http://books.google.ge/books?id=OQUAAAAAMBAJ&pg=RA1-PA36&lpg=RA1-PA36&dq=male+fertility+diet&hl=en&ie=ISO-8859-1&output=html
* * *
ამაზონზე ვიპოვე მამაკაცებისთვის ვიტამინები, არ ვიცი რამდენად კარგია, ჩვენს შემთხვევაში ექიმი ბალახოვან პრეპარატებს გვინიშნავდა რომელსაც ქონდა გარკვეული ეფექტი, ვიტამინები არ გვიცდია....

ალბათ უპრიანი იქნებოდა ზემოთ მოყვანილი რჩევების გათვალისწინება (მავნე ცხიმების ამოღება კვების რაციონიდან), ასევე შემწვარ-მოხრაკულების მინიმუმამდე დაყვანა (ძნელია ქართველი მამაკაცი მწვადის ჭამას გადააჩვიოsmile.gif, რაციონის ხილ-ბოსტნეულით და თევზით გამდიდრება, დღEში 4ჯერადი კვება, ხორცის პროდუქტების შემცირება და ნატურალური რძის პროდუქტებით გამდიდრება, ალკოჰოლის და ნიკოტინის მინმუმამდე დაყვანა (ნუ თუ სულ არ მოწევენ ხომ მთალდ კარგი)... არ ვიცი რამდენად მიღწევადია, მაგრამ ცოტა მაინც დაცვა წესების მგონი შედეგებს გამოიღEბს...

შედარებით მოწესრიგებულ კვებასთAნ და რეჟიმთAნ ერთAდ მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის გამაძლიერებელი ვიტამინ-მინერალების მიღEბაც ალბათ კარგ შედეგს გამოიღებს....
* * *
http://www.amazon.com/FertilAid-Men-Male-Fertility-Supplement/dp/B0006HDOSM/ref=pd_sim_hpc_1

Posted by: LTB1948 26 May 2011, 15:44
http://www.thyroidbreakthrough.com/

The Thyroid Hormone Breakthrough: Overcoming Sexual and Hormonal Problems at Every Age [Paperback]
Mary J. Shomon (Author)
ცოტა ხანში ამ წიგნიდან ამოვიღებ თAვებს და ვთარგმნი.... წიგნი ამაზონზე შევიძინე და ბევრი საინტერესო ინფორმაცია ენდოკრინულ სისტემზე და რეპროდუქციულ პრობლემებზე... ნელ-ნელა დავდებ თAვებს....

ლინკიც დავდე, მარგამ მანდ სრულად არ არის მოცემული თავები და წიგნიდან დავდებ ნელ-ნელა

Posted by: Tinker Bell 26 May 2011, 20:17
LTB1948

ველოდები და სულ ვკითხულობ. smile.gif

Posted by: LTB1948 8 Jun 2011, 13:35
მოკლედ, როგორც იქნა ვიპოვე ცოტა დრო და მოვიკრიბე მოთმინება, რომ დავიწყო ჰორმონალურ პრობლემებზე საუბარი, მარტო რეპროდუქციულ პრობლემებს არ შეეხება, თუმცა ჰორმონების როლი რეპროდუქციული პრობლემებისას უდავოა....
ამონარიდები წიგნიდან:

The Thyroid Hormone Breakthrough: Overcoming Sexual and Hormonal Problems at Every Age Mary J. Shomon (Author)

წიგნი ძირითAდა ფარისებური ჯირკვლის "საქმიანობას" შეეხება....

მოკლედ, როდესაც ფარისებური კირკვალი არასათAნადოდ მუშაობს, წვტორის აზრით, Mტელი ჰორმონალური სისტემა ირევა, მასთAნ ერთად, რეპროდუქციული სისტემაც....
აშშ-ში დღეს-დღEობით 27 მილიონ ადამიანს ჭირს სხვადასხვა სახის ფარისებური ჯირკვლის დაავადება, სხვადასხვა კვლევებიდან დადგინდა, რომ მათგან დაახლოებით ნახევარს არ აქვს დიგნოზი დასმული ან სწორად დასმული... 2002 წლიდან აშშ-ს ენდორინოლოგების დიდ ნაწილი მოითხოვდა, რომ შეცვლივლიყო ფარისებური ჯირკვლის მუშაობის შეფასების სტანდარტები... ბევრმა ექიმმა შეცვალა დიაგნოსტირების მეთოდები, ყველამ არა, რადგანაც ამას დამტკიცებული სტანდარტები არ ავალდებულებდნენ....
ახალი სტანდარტებით, აშშ-ში 59 მილიონ პირევნებას სჭირს ფარისებური ჯირკვლის დაავადებები!!!!
რაც ნიშნავს იმას, რომ სანამ ახალ სტანდარტებს შემოიღებდნე, დაახლოები 30 მილიონი ამერიკელიიყო მკურნალობის გარეშე და მათ არც კი იცოდნენ, რომ მათი ჯანმრთEლობის პრობლემები დაკავშირებული იყო ფარისებური ჯირკვლლის არასათAნადო მუშაობასთAნ.... რადგანაცა ქალებს ფარისებური ჯირკვლის დაავადება მამაკცებზე 7-ჯერ უფრო ხშირად ემართებათ, უმეტესობა მათგან, ვისაც არასათAნადო დიაგნოზი დაესვა, ქალები არიან....

თქვენ შეიძლება ფარისებური ჯირკვლის დაავადება გჭირდეთ თუ:
- თუ თქვენი მენსტრუალური ციკლი არეულია და გაქვთ მძიმე წინამენსტრუალური სიმპტომები
- თუ თქვენ ვერ ორსუკლდებით ამ გაქვთ რამდენიემ შეწყვეტილი ორსულობა, ჩაიტარეთ სხვადასხვა ძვირადღირებული პროცედურები, მაგრამ სასურველი შედეგი არ დაგიდგათ... დაუდგენელი ფარისებური ჯირკვლის დაავადება შეიძლება იყოს თქვენი პრობლემების სათAვე....
- თუ თქვენ ორსულად ხართ, მაგრამ გაუგებარი მიზეზებით იმატებ ან იკლებთ (მნიშვნელოვანი რაოდენობი) წონას, გაქვთ დილაბით თავბრუსხვევა და გულისრევა (ძლიერი), ასევე სხვა სიმპტომები, რომლებიც თქვენს აქტიურობას მნიშვნელოვნად ამცირებს, გავთ პრობლემები ნაყოფის განვითAრებასსთAნ მიმართEბაში, გაქვთ მოშმლის სააშიშროება....
- თუ თქვენ გაქვთ პრობლემები ძუძძუთი კვებისას, ბავშვი არ იმატებს წონაში, გცვივათ თმა, ხართ ძალიან სუსტად, გაქვთ მშობიარობის შემდეგი დეპრესია, გაქვთ ცოტა რძე....
- თუ თქვენი ინტერესი სექსისადმი დაქვეითEბულია ან სულაც გაგიქრათ... გრძნობები და ინტერესი ცვდება დროთA განმავლობაში, მაგრამ ამასთAნ ერთAდ, ლიბიდო ფარისებური ჯირკვლის ფუნქციონირებასთAნ პირდაპირ კავშირშია
- თქვე ხართ 40-50 წლის და გაქვთ მძიმე წინა კლიმაქსური ან კლიმაქსური პრობლემები... წონის მატება, დეპრესია, გაღიზიანებადობა ბევრს ნორმალურ კლიმაქსურ სიმპტომად მიაჩნია მაგრამ რეალურად, მენოპაუზა არ უნდა იწვევდეს ცხოვრების ხარისხის მკვეთრ დაქვეითებას და ამგვარი წინაკლიმაქსური სიმპტომები ფარისებური ჯირკვლის პრობლემიდან შეიძლება იყოს გამოწვეული

თავი 1 ფარისებური ჯირკვალი და მისი დაავადებები

ფარისებური ჯირკვალი არის მცირე ზომის, დახლოებით 1 უნცია (28,3 გრამი), რომელიც ადამის ვაშლის უკანაა განლაგებული და ფარის ფორმა აქვს...., ეს არის ქსოვილი, დიდი რაოდენობის სიხლძაღღვებით, რომელიც აწარმოებს, ინახავს და "უშვებს" ანუ სეკრეციას ახდენს, სხვადასხვა სახის ნივთიერებებს... ეს ნივთიერებები არის ჰორმონები, რომლებიც სისხლძარღვების გავლით, სისხლის საშუალებით მოგზაურობენ სხეულში. ფარისებური ჯირკბვალი ძირითAდად აწარმოებს 2 მთAვარ ჰორმონს: ტრიიოდტირონინს (T3) და თიროქსინს (T4). ეს ციფრები 3 და 4 აღნიშნავენ ჰორმონში არსებული იოდის მოლეკულების რაოდენობას (3 ან4). ფარისებური ჯირკვალი იღებს ორგანიზმში მოხვედრილ იოდს (საკვებიდან ან სსხვადასხვა დანამატებიდან), აკავშირებს მას ამინომჟავავ თიროსინთAნ (tyrosine) და აქცევს მას ან T3 ად ან T4ად. ჯანმრთელი ფარისებური ჯირკვალი აწარმოებს 20% T3-ს და 80% T4ს. T3 არის ბილოგიურად აქტიური ჰორმონი, რომლესაც უჯრედები იყენებნ, ხოლო როდესაც ორგანიზმს სჭირდება T4-ს გადააქცევს T3-ად, აცილებს რა ერთ მოლეკულას. ასეთი "გადაქცევა" შესაძლოა მოხდეს ფარისებური ჯირკვლის გაარეთაც, ჰიპოთAლამუსში, რომელიც ჩვენი ტვინის შემადგენელი ნაწილია.... T3 და T4 არსებობს ორი ფორმის "მიბმული" (არ ვიცი რამდენად სწორე ვთAრგმნე, ჩამისრწორეთ bound) და არა bound, ეს მიბმა კი ხდება ჰორმონის საშუალებით TBG thyroxine binding globulin, ანუ თიროქსინის დამაკავშირებელი გლობულინის საშუალებით. სისხლში სწორედ ეს ტე-3 და ტე-4 ჰორმონები წარმოადგენენ სისხლში ჰორმონების რაოდენობას.
ფარისებური ჯირკვლის ჰორმონები ბევრ რამეს აკონტროლებენ ორგანიზმში, განსაკუთრებით მეტაბოლიზმს, რომელიც არის პროცესი, რომელიც ჟAნგბადს და კალორიებს გარდაქმნის იმ ენერგიად, რომლებსაც უჯრედები და ორგანოები იყენებენ... არ არსებობს ორგანიზმში არც ერთი უჯრედი, რომელიც ფარისებური ჯირკვლის ფუნქციონირებაზე არ იყოს დამოკიდებული...


ახლა ავხსნათ სისტემა:
ჰიპოთალამუსი მუდმივად აკონტროლებს სხეულის ფუქნციონირების დიდი ნაწილი ტემპს და რეაგირებს სხვადასხვა ფაქტორებზე, ტემპერატურაზე, სტრესზე და ა.შ.. თუ ჰიპოთალამუსი თვლის რომ ორგანიზმის მოქმედებაში რაიმე უნდა შიეცვალოს, იგი გამოსცემს თირეოტროპინის გამომშვებ ჰორმონს (მაპატიეთ თუ არაზუსტად ვთAრგმე ) TRH,
-Thyreotropin-releasing hormone . TRH იგზავნება ჰიპოფიზში, რომელიც ახდენს თირეოტროპინის სტიმულირებას, თირეოტროპინს კი უფრო ხშირად ეძახიან თიროიდ-მასტიმულირებელ ჰორმონს, იგივე ტსჰ-ს. სწორედ ტსჰ მიდის ფარისებურ ჯირკვალთან და მისი რაოდენობიდან გამომდინარე, ფარისებური ჯირკვალი გადაწყვეტს გაზარდოს თუ შემაციროს T3 და T4 -ის გამომუშავება. გამომუშავებულ ჰორმონებს სისლში დაატარებს პლაზმის პროტეინი TBG thyroxine binding globulin

გაგრძელება იქნება..... smile.gif
* * *
გაგრძელება

როდესაც ჰიპოთალამუსი გრძნობს, რომ ფარისებური ჯირკვლის ჰორმონების გამომუშAვების საჭიროება მცირდება, იგიიმუშავებსამცირებს Thyreotropin-releasing hormone TRH -ის სეკრეციას, ხოლო TRH -ის შემცირებული რაოდენობის მიღების შემდეგ. ჰიპოფიზი ამცირებს TSH ტსჰ-ის გამომუშავებას. შემცირებული TSH კი ფარისებურ ჯირკვალეს ეუბნება, რომ მოქმედება შეამციროს და ნაკლები თიროიდის ჰორმონიები გამოიმუშAვოს.

ასე მუშაობს ჯანმრთელი ფარისებური ჯირკვალი.... თუ რომელიმე ამ სისტემიდან იშელბა, ან არასათAნადოდ მუშოაბს, ენდოკრინული სისტემის მუშაობა ფერხდება...


რატომ იზრდება ფარისებური ჯირკვლის დაავადებების შემთხვევების რაოდენობა?

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ფარისებური ჯირკვლის პათოლოგიის ძირითAდი გამომწვევი იოდის დეფიციტია და იოდის დეფიციტი მსოფლიოში 780 მილიონ ადამიანს აწუხებს, რაც მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 13 %-ია. მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 30% რისკის ქვეშაა რომ იოდის დეფიციტი განავითAრონ.
იოდის დეფიციტი გეორგრაფიული თAვისებურებებითAც აიხსნება... ის ადგილები, რომლებიც ადრე ინულის ფენით იყო დაფარული განსაკუთრებით ღAრიბია იოდით (ნიადაგსა და საკვებში). აშშს დიდი ნაწილი არ მიეკუთვნება იოდდეფიციტურ არეალს ამიტომაც ხშირია ფარისებური ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადებები

ჰიპოთირეოზი, ანუ აქტივობადაქვეითებული ფარისებური ჯირკვალი

გაგრძელება იქნებაsmile.gif
* * *
ჰიპოთირეოზი ნიშნავს, რომ ფარისებური ჯირკვალი სათAნად ვერ მუშAობს, აკლია რა საჭირო ნივთიერებები, ინფექციის, რადიაციის ან კვანძების გამო.
ჰიპოთირეოზის სიმპტომებია დაღლილობა, უხასიათობა, წონაში მატება, შეკრულობა, გონება გაფანტულობა, დეპრესია, შესუსტებული რეფლექსები და კიდევ ბევრი სხვა....
როგორც წესი, ჰიპოთირეოზს ჰორმონებით მკურნალობენ

ჰიპოერტირეოზი
ეს არის დაავდება, როდესაც ფარისებური ჯირკვალი საჭიროზე მეტ ჰორმონს ჰამოიმუშAვებს, შეიLზება იყოს აუტოიმუნური, ასევე კვანძოვანი.. შესაძლოა ინფექციამ ან ფარისებური ჯირკვლის ჰორმონების გადაჭარბებულმა მიღებამ გამოიწვიოს...

ჰიპერთირეოდიზმის დროს ხდება მეტაბოლური პროცესების დაჩქარებას და ფარისებური ჯირკვლის ჰორმონების გადაჭარბებულ მიწოდება ორგანიზმისთვის, იწვევს გაღიზიანებადობის მატებას, უძილობას, წონის სწრაფ დაკარგვას, დიარეას, აჩქარებულ გულისცემას, თვალების მგრძნობელობის გაზრდას, მხევდელობის დაქვეითEბას და სხვა პრობლემებს....



მეტს აღარ შევეხები დაავადების აღწერას და გადავალ ფარისებური ჯირკვლის როლს ქალის ჰორმონალურ სისტემასთAნ

Posted by: gzaabneuli 25 Jun 2011, 16:55
გოგოებო საკვერცხეების გასააქტიურებელი რამე ხალხური მეთოდი ხომ არ იცით?

Posted by: Solveig 25 Jun 2011, 17:46
QUOTE
აშშ-ში დღეს-დღEობით 27 მილიონ ადამიანს ჭირს სხვადასხვა სახის ფარისებური ჯირკვლის დაავადება, სხვადასხვა კვლევებიდან დადგინდა, რომ მათგან დაახლოებით ნახევარს არ აქვს დიგნოზი დასმული ან სწორად დასმული... 2002 წლიდან აშშ-ს ენდორინოლოგების დიდ ნაწილი მოითხოვდა, რომ შეცვლივლიყო ფარისებური ჯირკვლის მუშაობის შეფასების სტანდარტები... ბევრმა ექიმმა შეცვალა დიაგნოსტირების მეთოდები, ყველამ არა, რადგანაც ამას დამტკიცებული სტანდარტები არ ავალდებულებდნენ....
ახალი სტანდარტებით, აშშ-ში 59 მილიონ პირევნებას სჭირს ფარისებური ჯირკვლის დაავადებები!!!!

1 პატარა შენიშვნა აქ.

ეგ სტატისტიკა მხოლოდ აშშ-სათვისაა ვარგისი, იმიტომ, რომ აქ მოსახლეობის თითქმის 50% ჭარბწონიანია (საკვების, უძრაობის და ჩენმთვის კიდევ ბოლომდე გაუგებარი ფაქტორების გამო) და ამას მოსდევს მერე ფარისებრის ფუნქციის მო'შლაც და სხვა ყველაფერიც..


Posted by: Tinker Bell 25 Jun 2011, 21:34
QUOTE (gzaabneuli @ 25 Jun 2011, 16:55 )
გოგოებო საკვერცხეების გასააქტიურებელი რამე ხალხური მეთოდი ხომ არ იცით?

ხათო ადრე ფორუმზე რომ დაწერეს რაღაცა მგონი კვერცხით კეთდებოდა ეგ იცი?? თუ არ იცი მოგიძებნი. და კიდევ ერთი ვიცი არაყი და შაქრით მე კუჭI ამატკია და ვერ გავაკეთე, თU არ გაწუხებს შენ სცადე

Posted by: gzaabneuli 26 Jun 2011, 13:08
QUOTE
კვერცხით კეთდებოდა ეგ იცი??

კი ვიცი მაგრამ ეს ენდომეტრიუმის გასასქელებელია
QUOTE
და კიდევ ერთი ვიცი არაყი და შაქრით

ეგ არ ვიცი

Posted by: Natuka NGN 26 Jun 2011, 13:14
Solveig
QUOTE
თითქმის 50% ჭარბწონიანია

ერტი თავლსი გაადვლებით, გარკვეულ ასაკში საქართველოშიაც ასეა. შეიძლება მეტიც. ქუჩაში ნრომალურად შენარჩუნებულ საშუალო ასაკის ქალს ვერ ნახავ.

Posted by: Tinker Bell 26 Jun 2011, 23:24
მოკლედ ნახევრი ჭიქა შაქარი უნდა გახსნა ნახევარ ჭიქა არაყში და დილას და საღამოს დალიო დღეში 2 ჯერ. ციკლი რომ დაგეწყება მაშინ იწყებ და რომ დაგიმთავრდება ამთავრებ. ანუ 5-6 დღე. მე ვინც მასწავლა მეორე თვეს დაორსულდა. ერთი 3 თვე უნდა იმეორე ეგრე. smile.gif

Posted by: Solveig 27 Jun 2011, 00:47
Natuka NGN
QUOTE
ერტი თავლსი გაადვლებით, გარკვეულ ასაკში საქართველოშიაც ასეა. შეიძლება მეტიც. ქუჩაში ნრომალურად შენარჩუნებულ საშუალო ასაკის ქალს ვერ ნახავ.

აშშ-ს ვერც შეადარებ.

აქ პირველად ვნახე ისეთი მსუქანი ხალხი, რომლის მსგავსი საქართველოში ცხოვრებაში არ მინახავს.

Posted by: Natuka NGN 27 Jun 2011, 00:56
Solveig
QUOTE
აშშ-ს ვერც შეადარებ.

ჩემმა ძმამაც მითხრა, და გაკვირვებული იყო. თბილისში ანკლებად, მაგრამ ცემთან სოფელში, გახდარ ქალს ვერ ნახავ sad.gif რაღაც კოშმარია sad.gif თან ძლივს სუნთქავენ...
კაცები უფრო გამხდრები არიან...

Posted by: LTB1948 27 Jun 2011, 11:33
Solveig
მართAლი ხარ, ამერიკაში ბევრად უფრო სერიოზული პრობლემაა ჭარბი წონა, თუმცა არც ჩვენ ვართ ტანწერწეტები... ეგ უკვე სხვა საკითხია რამდენი უნდა მოიმატოს ადამიანმა რომ ფარისებური ჯირკვლის პრობლემა შეექმნას, ამერიკისგან გასნხვავებით საქართველოში იოდის დეფიციტია, ამიტომაც არის აქ იოდდეფიციტური ფარისებური ჯირკვლის პრობლემა + დამატებული ჭარბი წონა (ნუ არა იმდენი რამდენიც ამერიკაში, მაგრამ არც აქ აკლია ხალხს ქონები), ამერიკა ზოგადა არ ითველბა იოდდეფიციტურ ქვეყნად ზოგიერთი რეგიონის გამოკლებით+ ამერიკაში ნიადაგი მდიდარია სელენიუმით რაც ასევე ეხმარება ფარისებურ ჯირკვალს. ევროპის, მათ შორის საქართველოს ნიადაგები რამდენადაც ვიცი სელენიუმიტ ღAრიბია და იოდის დეფიციტიც გვაქვს..
რეალურად ჩვენი ქვეყანა გამოსაკვკევია ამ მიმართულებით და სტრატეგიაც განსასაზღვრია... ნუ ფგაქტია რომ ამერიკაშიც და ევროპაშიც შეიცვალა ფარისებური ჯირკვლის დიაგნოსტირების სტანდარტები და არ იქნებოდა ცუდი ჩვენს მედიკოსებსაც გადაეხედათ...

* * *
gzaabneuli

აბა ეს ლინკი ნახე, არ ვიცი რამდენად ღირს გარისკვა ექიმის დანიშნულების გარეშე.... თუ არა და ჰკითხე შენს ექიმს... იყიდება ამაზონზე
http://ezinearticles.com/?Shatavari---Fertility-of-a-100-Spouses&id=988578

კლიდევ გირჩევდი ფიზიოთერაპიის სეანსს საკვერცხეს ძალიან დაეხმარება... მეც ვფიქრობ ბალნეოლოგიურ კლინიკაში მისვლას, მგონი მანდ აქვთ კარგი ფიოზოთერაპიული საშუალებები.... გაიკითხე, ექნება ვინმე ამ ფორუმზე გამოცდილება
* * *
შატავარი არის აურავედა-ს ერთ-ერთი უმთAვრესი სამკურნალო ბალახი, რეკომენდირებული ქალებისთვის. ცნობილია როგორც ძალიან ეფექტური ნაყოფიერების ამაღლების საშუალება, მისი სახელი სანსკრიტი სიტყვასიტყვით ნიშნავს "ას მეუღლეს". ასევე ცნობილია მისი ლათინური სახელი Asparagus racemosus, Shatavari არის ხვიარა მცენარე, რომელიც იზრდება ინდოეთის ტყეებში. ძირითადად გამოიყენებამცენარის ფესვები ,.


უპირატესობები Shatavari:

1. ეს არის ცნობილი ქალის გამაახალგაზრდავებელი საშუალება.

2. აბალანსებს ქალის ჰორმონალური სისტემას.

3. Shatavari აძლიერებს ნაყოფიერების, აჯანსაღებს საკვერცხესა და ქალი რეპროდუქციულ ორგანოებს. იგი ასუფთAვებს სისხლს, ამზადებს საშვილოსნოს ორსულობისთვის და ხელს უშლის ნაყოფის მოშლას. არის დამხმარე შაუალება მშობიარობიოს შემდგომ
.

4. Shatavari არის სექსუალური სტიმულანტი და ზრდის ლიბიდოს.

5. Shatavari აბალანსებს pH, რომელიც არბილებს საშვილოსნოს ყელს.
6. Shatavari ქალს ეხმარება PMS სიმპტომების შესუსტებაში, როგორიცაა ტკივილი მენსტრუაციის დროს და აწესრიგებს ოვულაციას.

7. იგი გამოიყენება მეძუძური დედები მიერ და აუმჯობესების ლაქტაციას.

8. სასარგებლოა ამენორეის, დისმენორეის და მცირე მენჯის ანთებითი დაავადებების დროს.

9. Shatavari ზრდის ესტროგენის დონეს და ძალიან სასარგებლოა მენოპაუზის სიმპტომების დაძლევისთვის და მათთვის, ვინც გაიარა საკვერცხეების ჰისტერაქტომია.

10. ძალიან სასარგებლოა ბრონქიტის და ზედა სასუნთქი გზების ანთEბისას.

11. Shatavari ასევე ძალიან ეფექტურია მომატებული მჟAვიანობის, კუჭის წყლულების და დიზენტერიის დროს.

12. Shatavari გაუმჯობესებსს მმამაკაცის ნაყოფიერებას და გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ დაბალია სპერმის რაოდენობა.

13. Shatavari არის დამაშვიდებელი და ემოციების დამაბალანსებელი შაშუალება
14. ბავშვებში იხმარება წონასა და ზრდაში ჩამორჩენის დასაძლევად.
15. კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ Shatavari ასევე ხელს უწყობს machrophag-ებს რომლებიც არის იმუნური უჯრედები, რომლებიც ანადგურებს რების მავნე ორგანიზმებს. Shatavari ეხმარება Candida-ს მკურნალობას .


მოკლედ, გუგლ ტრანლეიტი ჩემი მცირედი რედაქტირებით.....
როგორც კი მოვიცლი, განვაგრძობ წიგნებიდან თAრგმნას.....



Posted by: NIANU_3 27 Jun 2011, 12:10
LTB1948
აბა ეს შატავრი ყოფილა ჩვენი პრობლემების გადაწყვეტა, სად უნდა ვიშოვოთ

Posted by: LTB1948 27 Jun 2011, 12:19
http://www.amazon.com/s/ref=nb_sb_noss?url=search-alias%3Daps&field-keywords=Shatavari
* * *
1 კოლოფი ვიყიდე 1 თვე ვსვამდი.... თუმცა ჩემი საკვერცხე ისედაც წესრიგშია, ოვულაციაც ხდება და ინფექციებიც არ მაქვს, ასე რომ არ ვიცი ჩემს შემთხვევაში რამდენად რელევანტური იყო..... ანტისხეულებს კი არა მგონია შველოდეს.... არ ვიცი რა გირჩიოთ, ჰიმალაიას პრეპარატები საქართველოში არის რეგისტრირებული, მ,აგალითAდ სპემანი და ვიცი რომ ბევრს დაეხმარა, ჩვენს შემთXვევაშიც სპერმის ხარისხი და რაოდენობა საგრძნობლად გააუმჯობესა...

შატავარი-საც ძირითAდად ჰიმალაია უშვებს და ბევრ ქვეყანაშია რეგისტრირებული, შვეიცარიაშიც ფართოდ იყენებენ, მაგრამ საქართველოში არ არის რეგისტრრირებული....
არც კი ვიცი რა გირჩიოთ. ალბათ სჯობს თქვენს ექიმებს ჰკითხოთ და ისე მიიღოთ
თუმცა არ ვიცი რამდენად აქვთ ექიმებს ინფორმაცია ამ ბალახზე....

Posted by: gzaabneuli 27 Jun 2011, 14:21
LTB1948
QUOTE
შატავარი

იშოვება ვითომ საქართველოში?
* * *
QUOTE
მოკლედ ნახევრი ჭიქა შაქარი უნდა გახსნა ნახევარ ჭიქა არაყში და დილას და საღამოს დალიო დღეში 2 ჯერ. ციკლი რომ დაგეწყება მაშინ იწყებ და რომ დაგიმთავრდება ამთავრებ. ანუ 5-6 დღე. მე ვინც მასწავლა მეორე თვეს დაორსულდა. ერთი 3 თვე უნდა იმეორე ეგრე

ჭიქები დიდებიცაა და პატარებიც. biggrin.gif tongue.gif რამდენი მგ უნდა არაყი?

Posted by: LTB1948 27 Jun 2011, 14:29
gzaabneuli

ამაზონზე იყიდება
http://www.amazon.com/s/ref=nb_sb_noss?url...words=Shatavari

Posted by: სერაფიტი 27 Feb 2013, 16:12
ნეტავ ამ შატავარზე ვინმეს რამე ინფო თუ აქვს? ხანდახან მგონია, რომ მცენარეული წამლები უფრო ეფექტურია,ვიდრე ექიმების მიერ გამოწერილი "ვედროები" smile.gif

Posted by: Wild Thing 9 Jun 2013, 22:49
ერეკლე მეფის ქამარი და ყველა პრობლემა მოგვარებულია http://ge.smiles.26l.com/smile.162236.html

Posted by: Solveig 9 Jun 2013, 23:21
Wild Thing

მაგისთვის ამოწიე ეს ჩაძირული თემა? aba.gif biggrin.gif

Posted by: Solveig 1 Apr 2014, 20:14
jozefinaooo


რეკლამა წაიშალა.


ამ თემას დავხურავ. ავტორს კარგა ხანია, არ დაუპოსტავს და ბოლო ხანებში სერიოზული პოსტი არ მინახავს აღარავისი.

თუ ვინმეს ექნება რაიმე საინტერესო და საჭირო ინფო, შეგვტყობინეთ და გავხსნით...

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)