Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > დასაქმება საქართველოში > CV და ავტობიოგრაფია


Posted by: MAQSIMALISTKA 17 Dec 2007, 13:52
ითხოვენ სივის და ავტობიოგრაფიას ერთად, ნუ სივი გასაგებია და ამ ავტობიოგრაფიაში ზუსტად იგივეს ხომ არ ჩავწერ ოღონდ თხრობითი ფორმით. და ხომ არ იცით ეს ავტობიორაფია რანაირად უნდა დავწერო? უფრო სწორედ რა უნდა ჩავწერო ავტობიოგრაფიაში ისეთი რასაც სივიში არ ვწერ?
რამოდენიმე საათი იყოს რა ეს თემა

Posted by: CuRSeD 17 Dec 2007, 13:58
ავტობიოგრაფია ძალიან მოკლე და კონკრეტული უნდა იყოს

ჰო


ჰო?


ჰო!


დაბადების თარიღი, ადგილი, რა დაამთავრე სად ცხოვრობ და ბლაბლაბლა...


სივი უფრო გავრცობილი ვარიანტია და იქ უამრავი რამე იწერება კიდე!



მემგონი biggrin.gif




Posted by: MAQSIMALISTKA 17 Dec 2007, 14:19
სად დავიბადე და რა დავამთავრე ეგ სივიშიც იწერება და ისიც კიდევ ეხლა სად ვცხოვრობ საკონტაქტო მონაცემებშია მითითებული და რა აზრი აქვს მაშინ ავტობიოგრაფიის მოთხოვნას?

Posted by: ZVIOS SULI 17 Dec 2007, 14:41
დაიბადა კაზანტიპში
მოკვდა მოსკოვის მეტროში
ცხოვრობდა შუაგულ გორში
უყვარდა ნაყინი
სძაგდა ძეგლები

Posted by: BeDelicious 18 Dec 2007, 12:16
თუ სწორად მახსოვს....biggrin.gif... ჰო, რა
QUOTE
ამ ავტობიოგრაფიაში ზუსტად იგივეს ხომ არ ჩავწერ ოღონდ თხრობითი ფორმით
yes.gif + რატომღაც წერენ ხოლმე, ვინაა მამა, დედა, ძმა, და. რას საქმიანობენ. სულ მაინტერესებდა ეს რაში ჭირდებათ.

Posted by: MAQSIMALISTKA 18 Dec 2007, 12:18
BeDelicious
ეხლა ავტობიოგრაფიაში ოჯახის წევრების ბიოგრაფია რომ ჩამიწეროს ვინმემ არ ვიფიქრებ ვერ აქვს ამას Yველაფერი დალაგებული მეთქი და დავდგე და მე თვითონ ჩავწერო?


ზუსტად არავინ იცის რა ჯანდაბა უნდ აჩავწერო ავტობიოგრაფიში, თორემ მოვიდა დედლაინი და ეგაა

Posted by: CuRSeD 18 Dec 2007, 12:41
MAQSIMALISTI

http://forum.ge/?showtopic=33772916


ეს თემა ნახე...



იქნებ გამოგადგეს smile.gif



ძალიან მოკლე რეზიუმე დაწერე და ეგა რა.. smile.gif

Posted by: K1CK3R 5 Oct 2010, 09:48
კომისარიატში მომთხოვეს დღეს ავტობიოგრაფიის დაწერა , იქნებ დამეხმაროთ, სადმე ნიმუში ხომ არ გეგულებათ უბრალოდ მონაცემები რომ შევცვალო?

Posted by: taktakuna 5 Oct 2010, 10:54
K1CK3R
დაწერე მე ესა და ეს დავიბადე ამა და ა მ წელს ქ. ........ ამა და ამ წელს შევედი ქ. ...... საშ. 40 სკოლაში რომელიც დავამტავრე ..... წელს. ..... წელს ჩავაბარე (სადაც ჩააბარე, რომელ ფაკულტეტზე და რომელ სპეციალობაზე). მერე როდის დაამთავრე. დაწერე სად რა გაქვს უმაღლესი განათლების გარდა გავლილი წლების მიხედვით, მაგ უცხო ენების კურსები, ან სხვა. მერე დაწერ ახალი აბზაციდან ოჯახის შესახებ, თუ მეუღლე გყავს მარტო მეუღლე მიუთითე, ან მამა ესა და ეს დაბადებული ამა და ამ წელს და სად მუშაობს, და დედაზე ან დედმამიშვილზე,

Posted by: frtxulad karebi ixureba 6 Oct 2010, 10:45
http://www.babajana.com/index.php?newsid=1428
ეს არის ავტობიოგრაფიის მოდელი. ასე იწერება. იმედია გამოგადგება

Posted by: zuzu999 7 Oct 2010, 17:35
MAQSIMALISTKA
QUOTE
ითხოვენ სივის და ავტობიოგრაფიას ერთად, ნუ სივი გასაგებია და ამ ავტობიოგრაფიაში ზუსტად იგივეს ხომ არ ჩავწერ ოღონდ თხრობითი ფორმით. და ხომ არ იცით ეს ავტობიორაფია რანაირად უნდა დავწერო? უფრო სწორედ რა უნდა ჩავწერო ავტობიოგრაფიაში ისეთი რასაც სივიში არ ვწერ? რამოდენიმე საათი იყოს რა ეს თემა


ბევრგან მიმუშავია და მერწმუნე ავტობიოგრაფიებს არსად არ კითხულობენ დამქირავებლები ... მაგ კომპანიაში ალბათ იმიტომ ითხოვენ, რომ მიღებული cv-ები ზედმეტად მშრალი და არაფრისმთქმელია...მასამ არ იცის თუ როგორ უნდა შეადგინოს cv sad.gif მაგალითად წერია ოფის-მენეჯერი, ადმნისტრაციის ასისტენტი, ოპერატორი და არ აქვთ მითითებული რას აკეთებდნენ კონკრეტულად, არადა თითოეული ეს პოზიცია ყველა სამსახურში სხვადასხვა ფუნქციას მოიცავს.... არ ვიცი შენ როგორი cv გაქვს, (შეიძლება იდეალურია და არ უნდა ჩასწორება) მაგრამ ჩემი აზრით თუ cv-ში სამუშაო გამოცდილების ქვეშ მიუთითებ შენს ფუნქცია ვალდებულებებს, ანუ პუნქტებად ჩამოაყალიბებ თუ რას აკეთებდი ამა თუ იმ სამსახურში, მგონია რომ ავტობიაოგრაფია აღარ დაგჭირდება.

წარმატებებს გისურვებ smile.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)