თქვენი დახმარება მჭირდება.
მოკლედ, სახის კანის მოვლის საშუალებები მაინტერესებს. საერთოდ ვერ ვერკვევი ასეთ რაღაცებში. არც მაკიაჟს ვიკეთებ (მხოლოდ თვალის ფანქარი, ტუში და ზამთარში ძალიან ცოტა რუმიანი) და არც კრემები წამისვამს არასდროს. არ მჭირდებოდა. აბსოლუტურად მაკმაყოფილებდა ჩემი სახის კანი.
მაგრამ ასაკიო, ესაი, ისაო... ინანებ მერეო... და გადავწყვიტე დამატენიანებლები მაინც გამოვიყენო
)).
სოსკინის და ველედას პროდუქციამ მიმიზიდა.
ფასები საკმაოდ მსუყე აქვს და არ მინდა ტყუილად გადავყარო ფული და კანიც დავიზიანო. მოვიძიე ინფორმაცია და პარაბენს არ უნდა შეიცავდეს სახის კრემიო. ამ წუთას მივწერე ფბ-ზე სოსკინის წარმომადგენლობას , მაგრამ რა ვიცი, არ მგონია ობიექტური პასუხი მივიღო.
თუ გამოგიყენებიათ აღნიშნული ბრენდები და თუ შეგიძლიათ მითხრათ რამდენად ეფექტური და უსაფრთხოა?
კიდევ დავინტერესდი კოლხურის კრემებით. ქართულია მაინც და რა ვიცი, უფრო სანდოდ მიმაჩნია.
თქვენ რას მირჩევთ?
ამ თემას თავიდან ბოლომდე ამ დღეებში კიდევ ჩავუჯდები, როგორც კი დროს მოვძებნი. შეიძლება იყო კიდეც ეს კითხვა დასმული, ამიტომ ბოდიშს ვიხდი გამეორებისთვის. და წინასწარ მადლობა დახმარებისთვის ^_^