domenicმარტივად არ გამოვა მაგის ახსნა, საკმაოდ ვრცელი თემაა. ამიტომ მოკლედ და ზოგადად ვცდი
AAA არის მექანიზმი ცისკოს მოწყობილობებში, რაც უზრუნველყოფს მისი მომხმარებლების დამუშავებას.
Authentication - მომხმარებლების უტყუარობის დადგენა პაროლის ან სხვა მექანიზმების მეშვეობით.
Authorization - მომხმარებლების ავტორიზაცია, ანუ რისი უფლებები ექნება მომხარებელს აუთენტიკაციის გავლის შემდეგ.
Accounting - მომხმარებლის მიერ შესრულებული მოქმედებების აუდიტი. რა დროს რა ბრძანებები აკრიფა და ა.შ.
TACACS და RADIUS სერვერები ამ კონტექსტში შეგვიძლია ჩავთვალოთ მომხმარებლების ერთიან ბაზებად. ამ ბაზებში შეინახება მომხმარებლების სახელები/პაროლები და მათი შესაბამისი ატრიბუტები, რომლებიც სხვადასხვა მიზნებისთვის გამოიყენება. ერთერთი ატრიბუტი იქნება ავტორიზაციის სერვისისთვის, რომ დაადგინოს თუ რა უფლებები მიანიჭოს მომხმარებელს.