6 წელია მანქანა მყავს დაზღვეული, არდი, ალფა, თიბისი, პსპ. ახლა შედარებით ძვირიანი მანქანა რომ ვიყიდე გადავწყვიტე აღარ დავაზღვიო. საბოლოო ჯამში, საქმე საქმზეზე რომ მიდგება, ყველა გადმოვა შეტევაზე და შეეცდება ზარალი არ აანაზღაუროს
არ ვგულისხმობ 2000-3000 ლარიან ზარალს მაგას ყველა აგინაზღაურებთ, მაგრამ როცა მანქანის ცალი ფარი ღირს 3000, მაგას შენ თვითონ გააკეთებ თუ ეგეთ მანქანით მოძრაობ, ან გექნება კიდე ეგეთი ზარალი ან არა და სადაზღვევოს მაინც უნდა ჩაუდო ჯიბეში პრემია.
რაც შეეხება ტოტალს, მოიყვანენ ექსპერტს ის დაწერს რომ ჯართი ღირს 20კ, სადაზღვეო იტყვის აჰა ძმაო შენ ეს ჯართი, 2 ლარს დაგიმატებთ და გავსწორდით, ტოტალის შემთხვევაში ეგენი იღებენ გადაწყვეტილებას ვის დარჩება ჯართი, არავინ არ მოგატყუოთ რომ 50კ დაზღვეული მანქანის ტოტალის შემთხვევაში 10 დღის განმავლობაში 50კ დაგიჯდებათ ანგარიშზე. :დ
ცოტა ძვირიანი მანქანის დაზღვევა ჩვენთან სისულელეა, პრემია დიდია, ანაზღაურება ცუდი (ნაკაწრებს და 5000 ლარიან ქეისებს არ ვგულისხმობ).
ალბათ ქურდობაზე რაღაც დროის მერე მოუწევთ სრული თანხის ჩარიცხვა, მაგრამ საქართველოში არ გამიგია ვინმეს მანქანა მოეპაროთ.