მესმის რომ არა ესთეტიკურია მეტროებთან და არ გვინდა ასეთ თბილისში ცხოვრება
მაგრამ ფაქტია ხალხს ძალიან უჭირს და უმეტესობა 5-10 ლარისთვის დგას ქუჩაში. და რაც არ უნდა აკრძალონ მაინც დგანან..
ისიც გასაგებია რომ მათი გამოტანილი პროდუქტი ზოგჯერ უვარგისია, მაგრამ ვინც ყიდის სიგარეტს, ხელსახოცს, ძნელად ფუჭებად პროდუქტებს.. და ა.შ .. აიიი ხომ შეიძლება ერთმანეთს დავეხმაროთ და ვიყიდოთ ასეთი ადამიანებისგან ,
და არა მაინც და მაინც კარფური/სმარტი/ორი ნაბიჯი და სხვა მსხვილი ვაჭრობის ობიექტები გავამდიდროთ..
დღეს მაგალითად ერთ-ერთ მეტროსთან ,მოხუცი ქალისგან ვიყიდე მწვანილები / 40 თეთრის არისო და ლარი დავუტოვე.. ისე გაუხარდა ის 1 ლარიც
ილოცებოდა დიდხანს
ხოდა იმას ვამბობ, თუ გარემოვაჭრისგან მაინც არ იყიდი, პატარა უბნის მაღაზიაში მაინც ივაჭრე რაა.
არა ჩვენ ისეთი ხალხი ვართ ქართველები, რომ აუცილებლად გიპერსუპერ მარკეტში უნდა ვიყიდოთ და ბოლოს ხურდა რომ გვექნება ასაღები
ვეტყვით მოლარეს რათ გვინდა ხურდა და ამაყად მივტრიალდებით, მაგრამ გარემოვაჭრეს ტვინს ვუჭამთ დაგვიკელიო..
მიმაგრებული სურათი